მღვდელი და ფსიქიატრი, თავსდება კი ერთმანეთთან? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მღვდელი და ფსიქიატრი, თავსდება კი ერთმანეთთან? |
saria-giorgi |
Jan 26 2011, 03:03 PM
პოსტი
#21
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 |
ადამიანებს ხშირად უჭირთ თავისთავად უჭირთ გადაწყვეტილების მიღება ამა თუ იმ პრობლემასთან დაკავშირებით. მორწმუნენი კი ხშირად, თითქმის ყოველთვის მიმართავენ სულიერ ხემძღვანელს, სასულიერო პირს. სწორედ აქვე ჩნდება კითხვა, რა საჭიროა ფსიქიატრი, ფსიქოლოგი?
სასულიერო პირს მივმართავთ, როდესაც ვგრძნობთ შინაგან დაცემას და გვინდა შენდობა მივიღოთ, ასევე კურთხევის დარღვევის პერიოდში, რომელიც იწვევს ფსიქიკურ აშლას, ხიბლს. თვითნებური გადაწყვეტილება უმეტეს შემთხვევაში გვანადგურებს. შინაგანად გვტანჯავს იმაზე ფიქრი, რომ არასწორად მოვიქეცით, გვეწყება არეულობა გულსა და გონებაში, ვგრძნობთ დანასაულს. ეს არის სულიერი ნარკოტიკი ცოდვის სახით, რომელიც აზრის შედეგად შემოვიდა, რომლის ერთბაშად განკურნება შეუძლებელია, თუ მღვდელი ამჩნევს, რომ მას ასეთად დავადებული ადამიანის განკურნება არ შეუძლია, აგზავნის ფსიქიარტთან, რადგან ყოვედღიურად ჰქონდეს ურთიერთობა, ხოლო ფსიქიატრი თავის მხრივ მღვდელთან. ერთმანეთს არ გამორიცხავენ კურნების პროცესში მღვდლისა და ფსიქიატრის ქმედებები. მღვდელი ხედავს რა, რომ აღმსარებლის სულიერი მდგომარეობა ნორმალური არაა (არცერთი ცოდვილის მდგომარეობაა ნორმალური, მაგრამ აქ იგულისხმება უკიდურესი, გაგიჟების მომეტამდე მისული ადამიანი) ამ შემთხვევაში აკურთხებს წავიდეს ფსიქიატრტან. სულიერი და სხეულებრივი კურნება ეკლესიაში ხვდება, ამის მაგალითები დაიძებნება ძველსა და ახალ აღთქმაში. კეთროვნები, როდესაც განკურნა უფალმა, უთხრა მიდით და მღვდელს ეჩვენეთო, ასევე განრღვეულსაც. მოსეს პერიოდში მრავალი ჭირი დაატყდათ ეგვიპტელებს, მაგრამ მისი ლოცვით სასჯელები იხსნებოდა, თუ ურჩობდნენ უბრუნდებოდათ. სასჯელს არა მხოლოდ ფიზიკური ზიანი, არამედ სულიერი დეგრადაციაც მოჰყვება. ადამიანს აზროვნება ეცვლება და დეპრესიასი ვარდება, უკიდურეს შემთხვევაში სულელდება. ხსნა ისევ წესრიგშია. მორწმუნე უფრო ადვილად იტანს ყველანაირ გაჭირვებას, რადგან მან იცის, რომ არაფერი წარტაცებს ღვთის მადლ, გარდა ცოდვისა, რასაც ერიდება კიდევაც. არც ჭირი, არც იწროება, მხოლოდ დაცემა ანადგურებს. გამოკვლევის შედეგად დაამტკიცეს მეცნიერებმა, რომ მდიდარი, რომელიც ღარიბდება უფრო მეტად თავს იკლავს, ხოლო გამდიდრებული ღარიბი, რომელიც ჩვეულ მდგომარეობაში ვარდება, ჩვეულებრივ აგრძელებს ცხოვრებას, მსგავსად იობისა, რომელსაც ყვეწლაფერი წაერთვა და ღმერთი არ დაუგმია. ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ მართლმადიდებლებს არ სჭირდებათ ფსიქოლოგები და მათი დახმარება, პირიქით არის ისეთი მძიმე პერიოდი, როდესაც ადამიანი ურწმუნმოა და მღვდელი მას არ სჭირდება, ურჩევნია ფსიქოლოგტან მისვლა, მორწმუნე ფსიქოლოგს შეუძლია კატეხიზაციაც კი გაუწიოს და სულიერად კვებოს ადამიანი, ილოცოს მასზე, ესაა დიდი ნუგეში პაციენტისთვის. ურწმუნო ფსიქოლოგთან მისვლა უფრო ამძიმებთ და ფაქტებიც არსებობს, მათგან უფრო დამძიმებული გამოსული ადამიანების თვითმკვლელობისა, რადგანაც მათ აკლიათ ჯერ სულიერი ხელმძღვ ანელები, მათ სჭირდებათ სულიერი დახმარება, მხოლოდ თეორიული ცოდნა არაა საკმარისი, სულიერადაც უნდა იყოს გამოწრთობილი ფსიქოლოგი. ფსიქოლოგიური დაავადების სამ ჯგუფს განარჩევენ: ენდოგენია (შიზოფრენია, შიზოფრენიული ფსიქოზი, აფექტური ფსიქოზი) ენდოგენალური დაავადება (ეპილეფსია, ტვინის ქერქის ტრამვა, ალცგეიმერი, პიკა, პარკისონი და სხვ.,) ეგზოგენო-ორგანული დავადება (ინფექციურ-ორგანული დავადება) ეკზოგენია (ალკოჰოლი, ნარკომანია ტოკსიკომანია), ასევე ფსიქოლოგიური პათოლოგია (ასევე იგულისხმება გონების გადაღლა). ამ დავადებათა ბუნება განსხვავდება. ბევრი სეიძლება ვწეროთ და დისერტაციებიც კი დავიცვათ ამ საკითხების გარშემო, მაგრამ ჩვენ აღმოვჩნდეთ სადისერტაციო. ადამიანის გონება მაშინ არის მშვიდად, როდესაც მორჩილებას განიცდის, მისი გონება მშვიდადა და მეტი დატვირთვისგან თავისუფალი. არასწორ წიგნებსაც შეუძლია ადამიანი შინაგანად მოსალოს, ამიტომ ხელმძღვანელი აუცილებლად სჭირდება ადამიანს. მისი გონება იმაზე იგება, რასაც ისრუტავს ინფორმაციის სახით. იოგას ვინც მისდევს, მათ რიგებშიც მეტია დაავადებული, თითქოს ერთი შეხედვით მშვიდი გარემო აქვთ, საკუთარ თავში ღრმავდებიან, მაგრამ ასეთი ადამიანები უფრო მეტად საკუთარ ძალებში დარწმუნებული გონებას ატალახებენ და უჯრედების დაქვეითებას ახდენენ, მათ გარეგნული ძალა მეტი ეძლევათ გარეშე ძალებისგან, ვიდრე სულიერი მშვიდი წყობა. იოგისტების მეტი ნაწილი, რომლებიც სიღრმისეულ ფაზებში არიან შესულნი, აღმაფრენებსა და აღტაცებებს განიცდიან, რაც რეალური ცხოვრებისგან მოწყვეტასა და სულიერ ხიბლს იწვევს. ფსიქოთერაპია, ეს მედიცინის საკითხია, მაგრამ სამწუხაროდ არ არსებობს საქართველოში და არც რუსეთში, მართლმადიდებლურ ქვეყნებში სპეციალური უნივერსიტეტი, სადაც შეიძლება კარგი სპეციალისტების აღზრდა. ერთადერთი სერიოზული წიგნი შემიძლია დავასახელო, რომელიც ქართულ ენაზე არცაა, სოლიდური და სულისთვის სასარგებლო წიგნია:Мелехов Д.Е. «Психиатрия и вопросы духовной жизни» ინტერნეტშიც არის. მიტროპოლიტი იეროთეოზ (ვლახოსი) ,,მართლმადიდებლური ფსიქოტერაპია" და ასევე, რომელიც რუსულ ენაზეა: Жан-Клод Ларше «Исцеление психических болезней (Опыт христианского Востока первых веков)», М., Из-во Сретенского монастыря, 2007, 223 с. ბავშობიდანვე აუცილებელია, რომ ბავშვებს ავუხსნათ ღვთის ნებისა და მისგან დასვებული სხვადასხვა სახის ქმედებების შესახებ, უნდა მივაჩვიოთ ტკივილის ატანასა და მოთმინებას, ასეთი ბავშები ჯანსაღები და ოცნებებს მოკლებულნი იქნებიან. დეპრესიის დროს აუცილებელია გვერდით გყავდეს მართლმადიდებელი ფსიქოლოგი, თუ მორწმუნეა მღვდელი, რომელსაც გულს გაუხსნის და ეტყვის რამ მიიყვანა ამ მდგომარეობაში, თუ მხოლოდ რჩევა არ კმარა, ანტიდეპრესანტი უნდა დაუნიშნოს უკვე ფსიქიატრმა, ეს აუცილებელია. არსებობს ქრონიკული დეპრესია, რომლისგან ხსნა ძალიან ძნელია, ადამიანი ამ მდგომარეობამდე უუნარობის შედეგად მიდის, რადგან მას არაფრის და არავის იმედი არ ქონდა, ამ შემთხვევაში მას სჭირდება სერიოზული რეაბილიტაცია, ფსიქიკის მობრუნება სულიერი წამლობით, არა თუ რჩევებით, არამედ ლოცვით: ეკლესიის ლოცვა ადამიანს აჯანსაღებს, რადგან მადლმოსილება და მისი გატარება მხოლოდ მორწმუნეთა ერთობაშია. -------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 09:50 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი