ლოცვა ცხოველთათვის, მცენარეთათვის და ა.შ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ლოცვა ცხოველთათვის, მცენარეთათვის და ა.შ |
ალექსანდრე |
Mar 23 2007, 11:25 PM
პოსტი
#101
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
მე როგორც ვიცი სპეციალური კურთხევაც არსებობს ეკლესიაში, მაგალითად როგორც სახლს, მანქანას, ხილს ასევე საქონელსაც აკურთხებენ ხოლმე. კურთხევა კი როგორც ვიცით ნაკურთხი წყლის სხურებით სრულდება. თუ ვცდები შემისწორეთ
-------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
მარიამი |
Mar 23 2007, 11:37 PM
პოსტი
#102
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
QUOTE იცით რა მიკვირს? ეკლესია ნაკურთხი წყლის სხურებას, "კანდელის" ზეთის წასმას, და ზიარებას კრძალავს კათოლიკებზე, მწვალებლებზე...ავადმყოფი ძროხა უფრო უყვარს ღმერთს თუ ავადმყოფი კათოლიკე ადამიანი? ავადმყოფიც რომ არ იყოს კათოლიკე ვიცი რომ ეკლესიის მამების უმეტესობა მას ასეთ სიწმინდეებს არ მიაკარებს, ამიტომ არამგონია წმ. ბარსანუფის ეს სწავლება ეკლესიის მიერ აღიარებული იყოს, კათაკმევლებს ზიარების დროს ეკრძალებათ დასწრება წირვაზე, და ავადმყოფი ძროხა ნაკურთხ წყალს, და ფრინველი კანდელის ზეთს? კათაკმევლის სულიც, ისევე როგორც ყველასი ხომ საჭიროებს განკურნებას? შEიძლება ვცდები და არ ჩამქოლოთ ისე ძალიან საინტერესო საკითხია. ნაკურთ წყალს ჩვენ ვასხურებთ არა მარტო ცოცხალ არსებებს, არამედ უსულო საგნებსაც (და ზეთსაც ვცხებთ სხვათაშორის). ვთქვათ, სახლის კედლებს, ტანისამოსს, საჭმელს, მიცვალებულის სხეულს... მე პირადად გამიგია, რომ ახალდაბადებულ ბავშვს (მოუნათლავს) მორწმუნე ოჯახებში ნაკურთხ წყალს ასმევენ. ვფიქრობ, ამაში არაფერი დარღვევა არ არის. ამ ყველა შემთხვევას აერთიანებს ის, რომ მათ არა აქვთ საკუთარი ნება. ხოლო ზრდასრულ ადამიანს თავისუფალი ნება გააჩნია და ის თვითონ ირჩევს, რომელი სარწმუნოების მიმდევარი გახდეს. შესაბამისად არამართლმადიდებლისთვის ნაკურთხის წყლის სხურება ან ზეთისცხება შეიძლება მის სულზე ძალადობად ჩაითვალოს. თუ მას სურს ჩვენი ეკლესიის სიწმინდეებთან მიახლება, გახდეს მისი წევრი. თუ არა და, მიიღოს ეს ყველაფერი თავის ეკლესიაში. თუ ის უარს ამბობს მართლმადიდებლობაზე, მაგრამ უნდა ჩვენთან ზეთისცხება, ეს საერთოდ გაუგებარია ჩემთვის. ე.ი. მას რაღაც გარეგნული მხარე ხიბლავს, მისთვის ეს ლამაზი რიტუალია და არა მადლისმიერი ქმედება. ამიტომ ასეთს ჩემი აზრით არ უნდა სცხო ზეთი, და არც წყალი ასხურო. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
ალექსანდრე |
Mar 23 2007, 11:57 PM
პოსტი
#103
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
მარიამი
ციტატა მე პირადად გამიგია, რომ ახალდაბადებულ ბავშვს (მოუნათლავს) მორწმუნე ოჯახებში ნაკურთხ წყალს ასმევენ. მარიამ ამ საკითხთან დაკავშირებით ცოტა დავიბენი, რადგან როგორც ვიცი მოუნათლავებისათვის სიწმიდის მიღება არ შეიძლება. -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
ზებედე |
Mar 24 2007, 12:05 AM
პოსტი
#104
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ისე ძალიან საინტერესო საკითხია. ნაკურთ წყალს ჩვენ ვასხურებთ არა მარტო ცოცხალ არსებებს, არამედ უსულო საგნებსაც (და ზეთსაც ვცხებთ სხვათაშორის). ვთქვათ, სახლის კედლებს, ტანისამოსს, საჭმელს, მიცვალებულის სხეულს... მე პირადად გამიგია, რომ ახალდაბადებულ ბავშვს (მოუნათლავს) მორწმუნე ოჯახებში ნაკურთხ წყალს ასმევენ. ვფიქრობ, ამაში არაფერი დარღვევა არ არის. ამ ყველა შემთხვევას აერთიანებს ის, რომ მათ არა აქვთ საკუთარი ნება. ხოლო ზრდასრულ ადამიანს თავისუფალი ნება გააჩნია და ის თვითონ ირჩევს, რომელი სარწმუნოების მიმდევარი გახდეს. შესაბამისად არამართლმადიდებლისთვის ნაკურთხის წყლის სხურება ან ზეთისცხება შეიძლება მის სულზე ძალადობად ჩაითვალოს. თუ მას სურს ჩვენი ეკლესიის სიწმინდეებთან მიახლება, გახდეს მისი წევრი. თუ არა და, მიიღოს ეს ყველაფერი თავის ეკლესიაში. თუ ის უარს ამბობს მართლმადიდებლობაზე, მაგრამ უნდა ჩვენთან ზეთისცხება, ეს საერთოდ გაუგებარია ჩემთვის. ე.ი. მას რაღაც გარეგნული მხარე ხიბლავს, მისთვის ეს ლამაზი რიტუალია და არა მადლისმიერი ქმედება. ამიტომ ასეთს ჩემი აზრით არ უნდა სცხო ზეთი, და არც წყალი ასხურო. ჰო და ზეთის ცხება უსულო საგნებზე მგონი არც ისე ძველი ტრადიციაა, მე მგონი ამ წესს ყველა ეკლესია არ აღასრულებს (ზეთის ცხებას), ეგ მიკვირს ზეთის ცხების დროს იღებს თუ არა "საღმრთო მადლს" უსულო საგანი? მით უმეტეს როცა მათ არა აქვთ საკუთარი ნება...მე მგონია რომ მხოლოდ ლოცვა საკმარისია უფალმა დაგვიფაროს ავარიისგან... ვაკურთხებინოთ სახლი,სახლში ბოროტი სულებისგან თავდაცვისთვის და ოჯახის კეთილდღეობისთვის, მაგრამ ზეთის ცხება კედლებზე...მე მგონი ნაკურთხი წყალი საკმარისია ამისთვის. იცი რისი თქმა მინდა? ვიცი ხალხი აკურთხებენ მანქანებს, სახლებს...და ჰგონიათ რომ არც ავარია მოუვათ და არც სახლში მოხდება განსაცდელი, არც ლოცვებს ამბობენ და მხოლოდ "კურთხევის" იმედზე არიან. მე მგონი უპირატესი ლოცვა იქნება უსულო საგნების ზეთისცხება-კურთხევაზე მეტად, რომელი სჯობია, ადამიანი დაარიგო ყოველდღე ილოცოს მშვიდობისთვის, ცხონებისთვის და განსაცდელთა თავდასაცავათ, თუ "კურთხევის" იმედზე იყოს? ისე, ეხლა გამახსენდა შეიძლება თუ არა ჩემი ინსტრუმენტი - ვიოლინო ვაკურთხებინო? (ვხუმრობ) -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მარიამი |
Mar 24 2007, 12:30 AM
პოსტი
#105
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
მარიამი მარიამ ამ საკითხთან დაკავშირებით ცოტა დავიბენი, რადგან როგორც ვიცი მოუნათლავებისათვის სიწმიდის მიღება არ შეიძლება. რა ვიცი, მაგაზე მეც ვერ დავდებ თავს თუმცა გამიგია, რომ ასე აკეთებენ. QUOTE ვაკურთხებინოთ სახლი,სახლში ბოროტი სულებისგან თავდაცვისთვის და ოჯახის კეთილდღეობისთვის, მაგრამ ზეთის ცხება კედლებზე... გუჯა, კედლებზე ზეთის ცხება სახლის კურთხევის წესში შედის. ნებისმიერი მოძღვარი აღასრულებს ამას სახლის კურთხევის დროს. ეტყობა არ მიგიქცევია ყურადღება. ასევე მანქანის კურთხევის დროსაც, ჩემს ძვირფას მანქანას კურთხევისას ზეთი აცხეს (როგორც მახსოვს), თუმცა მას მერე ორჯერ დავამტვრიე და სულაც არ ვფიქრობ, რომ სახლის, მანქანის ან ნებისმიერი ნივთის კურთხევა ყველაფერია და მე აღარაფერი აღარ უნდა გავაკეთო ეს სხვა საკითხია. და ძალიან სამწუხარო რეალობაა, რომ ზოგი მხოლოდ ზედაპირულად აღასრულებს ამ წესებს და ჰგონია, რომ მოვალეობა მოიხადა და მეტი არაფერი აღარ მოეთხოვება. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
გლახა |
Mar 24 2007, 11:01 AM
პოსტი
#106
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
მარიამი
მარიამ პასუხი ვერ ვიპოვე და იქნებ მითხრა თუ უპასუხე და სად. ან აქ კიდევ გავიმეორებ ამ შეკითხვას: პროტესტანტულ ეკლესიაში ლოცვისას ადამიანები იკურნებიან. ვინ კურნავს მათ შენი აზრით? |
::სალომე:: |
Mar 24 2007, 01:04 PM
პოსტი
#107
|
ფანცქვალა :D ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,744 რეგისტრ.: 16-February 07 მდებარ.: საქართველო, აჭარა, ბათუმი. წევრი № 1,092 |
ერთხელ, ბარბარეს ეკლესიაში, სანამ წირვა დაიწყებოდა ძაღლი შემოვარდა, რა თქმა უნდა, სტიქაროსნება ის უკანვე გააძევეს, მამაომ იმ ადგილას, სადაც ძაღლმა გაიარა, სპეციალური ლოცვა წაიკითხა და ნაკურთხი წყალი ასხურა...
-------------------- სიყვარულს ჩარჩოში ვერ ჩავსვამ
რადგან მას სამყარო ვერ იტევს იგი ძალაა ღმერთისა , ანგელოზის ენით ნათქვამი მთავარია შენ გიყვარდეს.... გიყვარდეს ისე რომ, სამაგიეროს არ ელოდო... გიყვარდეს,რა მოხდა მერე, იმ ძალით თუ არ გიპასუხებენ... ===================================== შეუძლებელი კაცთათვის, შესაძლებელია უფლისთვის. ===================================== |
mariami-k |
Mar 24 2007, 01:32 PM
პოსტი
#108
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
salome_tur
ციტატა ერთხელ, ბარბარეს ეკლესიაში, სანამ წირვა დაიწყებოდა ძაღლი შემოვარდა, რა თქმა უნდა, სტიქაროსნება ის უკანვე გააძევეს, მამაომ იმ ადგილას, სადაც ძაღლმა გაიარა, სპეციალური ლოცვა წაიკითხა და ნაკურთხი წყალი ასხურა... ეგ თემასთან არანაირ კავშირშია. წესია ასეთი რომ ტაძარში თუ ძაღლი შევა მისი გაძევების შემდეგ ტაძარში აუცილებლად უნდა ისხუროს ნაკურთხი წყალი. -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
KAIROS |
Mar 24 2007, 04:23 PM
პოსტი
#109
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ერთხელ, ბარბარეს ეკლესიაში, სანამ წირვა დაიწყებოდა ძაღლი შემოვარდა, რა თქმა უნდა, სტიქაროსნება ის უკანვე გააძევეს, მამაომ იმ ადგილას, სადაც ძაღლმა გაიარა, სპეციალური ლოცვა წაიკითხა და ნაკურთხი წყალი ასხურა... სწორიც უქნია მოდერ, ვფიქრობ თემა დასახურია, ზოგადად საქციელი არაა მისაღები და საზოგადო წესად საქცევი, გამონაკლისი ღმერთს მიუღია და განკურნება მიუნიჭებია და ჩვენ მივიღოთ გამონაკლისად! იხარეთ! კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მარიამი |
Mar 24 2007, 07:50 PM
პოსტი
#110
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
KAIROS
ძალიან მიხარია, რომ ძირითადში შევთანხმდით QUOTE პროტესტანტულ ეკლესიაში ლოცვისას ადამიანები იკურნებიან. ვინ კურნავს მათ შენი აზრით? გლახუნია, მაგ საკითხზე შეგიძლია ცალკე თემა გახსნა და იქ ვისაუბროთ -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
ზებედე |
Mar 25 2007, 04:27 PM
პოსტი
#111
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ხალხნო, ძაღლმა მიკბინა ამ დილით, მეშინია ცოფი არ დამემართოს, მომიხსენეთ
-------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მარიამი |
Mar 25 2007, 06:32 PM
პოსტი
#112
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ხალხნო, ძაღლმა მიკბინა ამ დილით, მეშინია ცოფი არ დამემართოს, მომიხსენეთ უი მართლა ამბობ? -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
KAIROS |
Mar 25 2007, 10:08 PM
პოსტი
#113
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ხალხნო, ძაღლმა მიკბინა ამ დილით, მეშინია ცოფი არ დამემართოს, მომიხსენეთ აჰააჰა, იმდენი ვლანძღეთ საწყლები, იძია შური ხო? , მე შევურიგდი მაგათ და მარიამს , ნუ გეშინია გუჯიკო, შენ რომელი ძაღლი და მამაძაღლი დაგცემს? პატარა გიჩხუტავენ ნემსებს, ცოტა სინანულსაც აგიმაღლებს ამ მარხვაში და სულ ეგაა! იხარე! და დაკეტეთ ეს თემა, თორემ იტყვის მერე ვიღაც რაიმე უცნაურს და ატყდება ისევ ერთი ამბავი და ერიდონ მერე ძაღლ-კატებს! კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მნათე |
Mar 25 2007, 10:11 PM
პოსტი
#114
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ვაიმე საწყალი ძაღლი ვილოცოთ მისთვის, შვილები ეყოლება და არ მოიწამლოს
-------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
დათიკო |
Mar 25 2007, 10:23 PM
პოსტი
#115
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
თემის პატრონი რას იტყვის?
დავკეტოთ? მე მგონი ამოიწურა სასაუბრო და ჩეთზე გადავედით. მნათე ჰა, მნათევ, მაკურთხე დავხურო თემა. შენს დაუკითხავად მაგას რაფერ ვიზამ?! |
მნათე |
Mar 25 2007, 10:32 PM
პოსტი
#116
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა დავკეტოთ? კურთხევა შემდეგნაირია; ეს თემა იხურება და ფორუმ.გე-ზე ფოტოების განყოფილება იხსნება -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
დათიკო |
Mar 25 2007, 10:54 PM
პოსტი
#117
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
მნათე
ციტატა კურთხევა შემდეგნაირია; ეს თემა იხურება და ფორუმ.გე-ზე ფოტოების განყოფილება იხსნება ტოლკა ჩერეზ მოი ტრუპ! ჯობია ასე: ეს თემა იხურება და იქ არ იხსნება არანაირი ფოტო თემა წაი ახლა და მიჩივლე სადაც გინდა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th May 2024 - 12:02 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი