თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ რამეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალჱმ...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2017, 10:29 PM

"იერუსალიმი გულია ქვეყნიერებისა, გოლგოთა კი თავად იერუსალიმის გული"


"სახელწოდება "იერუსალიმი" "მშვიდობის სავანეს", "მშვიდობის ქალაქს" ნიშნავს".



"იერუსალიმში სტუმრობისას ისეთი შეგრძნება დამეუფლა, ავადმყოფიც კი მორჩება და თვით ავისმზრახველსაც კი კეთილი ფიქრები დაუბრუნდება"

/პოეტი ეკა ბაქრაძე/



"[წმ. გიორგი მთაწმინდელმა] ქრისტეს ქალაქის სიწმინდეების მოლოცვით, იმქვეყნიური იერუსალიმი განიცადა".


"გაგვიძეხ და გინდ იერუსალიმს გამოგყვებითო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2017, 11:06 AM

"საქართველოში მოხდა ის, რაც ვერ აღესრულა იერუსალიმში - საოცარი გამთლიანება ძველი და ახალი აღთქმისა. მაცხოვარი აქ ჯვარზე არ გაუკრავთ, მაგრამ ის, რისთვისაც იგი ჯვარზე გაეკრა, სწორედ აქ, ჩვენთან აღსრულდა. ამიტომაც მცხეთა ღირსია, იწოდებოდეს "მეორე იერუსალიმად". გარდა ამისა, იერუსალიმში არის მაცხოვრის საფლავი, მცხეთაში კი მისი კვართია დავანებული, რაც უფლის ხილულად ჩვენთან ყოფნაზე მიანიშნებს.

მცხეთაში არის ეკლესია-მონასტრები, რომლებიც იწოდება "ანტიოქიად", "გეთსემანიად", "თაბორად"... ჩვენმა წინაპრებმა თითქმის მთელი იერუსალიმი აქ გადმოიტანეს. ჩვენმა ერმა იმდენად გაითავისა ქრისტიანობა, რომ იერუსალიმის სიწმინდეების შესატყვისი მცხეთაშიც გამოჩნდა. მცხეთის უადრეს ეკლესიათა სახელები მომლოცველებს პალესტინის წმინდა ადგილებთან აახლოებდა. მაგალითად, იმ მთას, რომელზეც მცხეთის ჯვარი აღიმართა, გოლგოთის მთა ეწოდა. მცხეთა ხილულადაც დაემსგავსა იერუსალიმს. დღეს, როგორც იცით, სვეტიცხოვლის ტაძრის შიგნით, უფლის კვართის სიახლოვეს, არის ქვის პატარა ტაძარი, სამლოცველო. იგი მე-15 საუკუნეში ააგეს და მიამგვანეს იერუსალიმის უფლის საფლავის ეკლესიას."

/მეუფე ზოსიმე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2017, 09:53 PM

"იერუსალიმში მიმავალი ებრაელები ამბობენ, - დედაქალაქში ავდივართო. დიახ, ქალაქი შეიძლება ვაკეზე მდებარეობდეს, მაგრამ მის სანახავად ახვიდე, ანუ ამაღლდე სულით და ისე მიუახლოვდე შენი საყვარელი სამშობლოს დედაქალაქს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 18 2017, 11:02 AM

* * *

იერუსალიმ! ქრისტიანთა წმინდა სავანევ,

შენს ნახვას, ოი, ვინ არ ცდილა, ვის არ ეწადა,

უწმინდესსა და სანეტარო წყალში განჰბანე,

ვისაც შენ სწამდი, ვისაც ღმერთი გამოეცხადა.


მაცხოვრის ნახვა ბედნიერთა ხვედრია მხოლოდ,

ღმერთო მაღალო! გთხოვ, ამ ნატვრის თასი ამივსო,

ნუ მიმატოვებ, იმ ქვეყნის გზას არ გამაყოლო

ისე, რომ შენი მიწის ნახვა მე არ მაღირსო!

/ფრიდონ გელაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 18 2017, 11:27 AM

"ქართველებსა და ქართველ ებრაელებს 600-ზე მეტი საზიარო გვარსახელი გვაქვს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 24 2017, 12:22 PM

"ებრაელებს ეგონათ, რომ ღმერთმა მხოლოდ ებრაელებისათვის შექმნა სამყარო და კაცობრიობა, ამიტომ გაატარეს მთელი სიცოცხლე მონობაში, რომ უფალს დაენახებინა მათთვის, რომ ისინი მესიანისტური ერის შვილები იყვნენ, მაგრამ არაფრით განსხვავებული სხვებისაგან".

/დეკ. შიო პაიჭაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 2 2017, 10:44 AM

"ჯეკ ფიტრის "იერუსალიმის ისტორია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2017, 11:53 AM

"ბიბლიის" კიდევ ერთი საყურადღებო წიგნია "გოდების წიგნი", რომელიც იერემიას წინასწარმეტყველებას მოსდევს. ავტორი საშინელი ტრაგიზმით ხატავს ბაბილონელთაგან იერუსალიმის დანგრევის სურათს (ძვ.წ. 587 წ.). გოდება იერემიასი იერუსალიმის დაცემის დღს იკითხებოდა. იგი 5 თავისაგან შედგება".

/ლიანა წურწუმია
"ათინათი" N2, 2017, გვ.221/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2017, 08:32 PM

"წმინდა ათანასე [დიდი] თებაიდაში წავიდა. ნილოსის ნაპირზე მას შეხვდა უამრავი მონაზონი ჩირაღდნებით ხელში, რომელთაც წინ უძღოდა წმინდა პახომი დიდის მემკვიდრე, წმინდა თეოდორე, ტაბენისიოტის მონასტრის წინამძღვარი.

წმინდა ათანასე ერთხანს მათთან ცხოვრობდა. წმინდა განდეგილთა შესახებ იგი ამბობდა: "ეკლესიის ნამდვილი მამები მე კი არა, ესენი არიან, ვინც თავისი თავი მთლიანად სიმდაბლესა და მორჩილებას მიუძღვნა".

გამომშვიდობებისას წმინდა თეოდორემ სთხოვა წმინდა ათანასეს: "შენს წმინდა ლოცვებში მოგვიხსენიე, ამბა!" პასუხად ათანასემ მხურვალედ მიუგო: "უკეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალემ!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2017, 10:02 AM

"ქართულ-ებრაული ურთიერთობა თითქმის ოცდაექვს საუკუნეს ითვლის. ეს ორი ხალხი ერთმანეთთან დაკავშირებულია რელიგიებით, მენტალობებით. მათი ისტორიაც ერთმანეთს ჰგავს და ეს მშვიდობიანი თანაცხოვრება, მართლაც, ალბათ, უპრეცენდენტოა მსოფლიოში. ებრაელებიც ბევრ რამეს სწავლობდნენ ქართველებისგან და ქართვლებიც - ებრაელებისგან.

ისრაელში თითქმის 180 ქვეყნიდან წამოსული ებრაელები ცხოვრობენ. მათ ყველგან შეინარჩუნეს საუკეთესო თვისებები, რამაც განაპირობა ის, რომ ისინი იმ ქვეყნების ადგილობრივ მკვიდრებზე უკეთესად ცხოვრობდნენ: არ სვამდნენ, კარგი მეოჯახეები იყვნენ, ბავშვებს კარგად ასწავლიდნენ, იყვნენ ენერგიულები ყველა სფეროში: განათლებაში, მეცნიერებაში, ვაჭრობაში, ლიტერატურაში, მუსიკაში. კარგი იქნებოდა ეს ესწავლათ ებრაელებისგან სხვებს".

/ალექსანდრე ლევკოვსკი (ებრაული წარმოშობის რუსულენოვანი მწერალი)
"კარიბჭე" N21, 2017, გვ. 34/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2017, 10:52 AM

"სახელი "იერუსალიმი" შემდგარი ბერძნული და ებრაული სიტყვებისგან. "იეროს" ბერძნულია და "წმინდას" ნიშნავს; "სალიმ" ებრაულია და ნიშნავს მშვიდობას (შალომ). ერთობლიობაში ვიღებთ "იერუსალიმ" ანუ "წმინდა მშვიდობა", რადგანაც ეს ადგილი აქ მყოფი აბრაამის მსხვერპლითა და ღვთის გამოცხადებით განიწმინდა, და აქ სამარადისო მშვიდობამ დაისადგურა".

/"მრევლი" N195, 2017, გვ.19/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2017, 03:31 PM

"თავი მეოთე
30. გწამდეს, იერუსალიმო, ნუგეშს გცემს სახელმდებელი შენი.

36. გახედე აღმოსავლეთს, იერუსალიმო, და იხილე სიხარული, შენთვის ღვთისგან მომავალი.

თავი მეხუთე

1. განიძარცვე, იერუსალიმო, სამოსელი შენი გლოვისა და სიმძიმილისა და ღვთის დიდების მშვენება შეიმოსე საუკუნოდ.

5. აღდექ, იერუსალიმო, და შედექი მაღალზე, გახედე აღმოსავლეთს და იხილე შენი ვაჟები, წმიდის სიტყვით შეკრებილნი მზის დასავალიდან აღმოსავლამდე, რომ ღმერთმა გაიხსენა ისინი.

/ბარუქ წინაწარმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 6 2017, 09:56 AM

"დავით დადიანის მმართველობის ხანაში სუჯუნა სამეგრელოს სავაჭრო ცენტრი იყო და სამთავროს ერთ-ერთ დაწინაურებულ დაბად ითვლებოდა. ამ პერიოდს უკავშირდება სუჯუნაში დიდი ებრაული დასახლების გაჩენა და ქვის სინაგოგის აშენება, რომელიც დღემდეა შემორჩენილი. აქ ორასამდე ებრაული კომლი სახლობდა. ისინი ვინმე მთავართაგანს შეუწირავს წმინდა გიორგის ტაძრისთვის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 30 2017, 12:49 PM

"იერუსალამი ღვთის ქალაქია, მსოფლიო დედაქალაქი"


"სულიერი ლიდერები იქვე დასძენენ, რომ მეტად შეშფოთებულნი არიან იერუსალიმის მსოფლიო სტატუსის შესახებ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით და პრეზიდენტ ტრამპს შეახსენებენ, რომ "ეს გადაწყვეტილება მიგვიყვანს სიძულვილის, კონფლიქტის, ძალადობისა და ტანჯვის გაზრდისკენ იერუსალიმსა და წმინდა მიწაზე, რაც კიდევ უფრო დაგვაშორებს ერთიანობის მიზანს" და გააღრმავებს კონფლიქტის მხარეთა შორის არსებულ უფსკრულს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 9 2018, 02:36 PM

"საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია, ახლახან ისრაელში აღმოჩენილ სიახლეს სოციალურ ქსელში ავრცელბს და მას ფოტოებს ურთავს თან.

"ამ გიორგობის დღეს ერთი სასიხარულო ინფორმაცია მივიღე ისრაელიდან. ქალაქ აშდოდში ზღვის სანაპიროსთან არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა 5-ე საუკუნის მონასტრის მოზაიკა, რომლის აშენება დათარიღებულია ქართული ქორონიკონით. ეს წმიდა მიწაზე ძლიერი ქართული კოლონიის არსებობის კიდევ ერთი დასტურია და მიუთითებს, რომ ქართველები არა მარტო იერუსალიმში, არამედ მთელ ტერიტორიაზე ყველაზე გავლენიანი თემი იყო!... გილოცავთ!" - წერს ლაშა ჟვანია."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 12 2018, 02:26 PM

"სუჯუნაში [სამეგრელოს ერთ-ერთი გამორჩეული სოფელი] ცხოვრობდნენ ებრაელები. სოფლის განაპირას, ებრაელთა სასაფლაოზე, დგას მათი სალოცავი - სინაგოგა. მართალია, ებრაელები დიდი ხანია წავიდნენ ისრაელში, მაგრამ ადგილობრივებთან კავშირი არ გაუწყვეტიათ, ჩამოდიან ხოლმე. სოფლის მკვიდრი, ანსამბლ "ჰარირას" სოლისტი ველოდი ნოდია, დიდი სიყვარულით ახსენებს ებრაელ მეგობარს, რომელიც ხშირად სტუმრობს მშობლიურ სუჯუნას..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2018, 02:05 PM

ფსალმუნი 146

2. "აღაშენოს იერუსალიმი უფალმა და განბნეულნი ისრაელისანი შეკრიბნეს"

- ამ ერთ მუხლში არის ნაწინასწარმეტყველები იერუსალიმის დანგრევის, ისრაელიანთა გაფანტვისა და ისრაელის შეკრების შესახებ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როდესაც დავით წინასწარმეტყველი ფსალმუნებს წერდა, იმ დროს არც ისრაელის ერი იყო გაფანტული, არც იერუსალიმი იყო დანგრეული, მაგრამ როდესაც ამბობს წინასწარმეტყველი, შეკრიბოს ისრაელი და აღადგინოს იერუსალიმი, თავისთავად ჯერ უნდა მომხდარიყო იერუსალიმის დანგრევა და გაფანტვა ისრაელის ერისა".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2018, 07:36 PM

"სუჯუნა იყო უძველესი სავაჭრო ცენტრი, სადაც ძალიან ბევრი ებრაელი ცხოვრობდა და ისინი მართავდნენ ვაჭრობას. სუჯუნაში იყო ლილის, თავის საბანი მიწის, სავარცხლის საწარმოები. ყველაფრის თაოსანი იყო ებრაელი ილიკო ეფრემაშვილი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 21 2018, 06:28 PM

"მე ვხატავ სინაგოგებს სიყვარულით და რა მხოლოდ მათი სილამაზის ხათრით"

/რეზო ადამია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 22 2018, 09:09 PM

"ერთხელ, ქუჩაში სეირნობისას, უწმინდეს ეფრემს მიტროპოლიტ ათანასესთვის (ჩახვაშვილი) უთქვამს: "ციმბირის შრომა-გასწორების კოლონიაში მეთვალყურედ სპეციალურად ებრაელი კაცი დამინიშნეს, რომელიც ქრისტიანებს განსაკუთრებულად ემტერებოდა. მისგან ბევრი ტანჯვა და დამცირება გადავიტანე. პირდაპირ მეტყოდა: "უარყავი ქრისტე, თუ გინდა, თავი გადაირჩინო, თუ არადა, აქედან ცოცხალი ვერ გახვალო".

როცა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მუქარით ვერაფერს გახდებოდა, წამების მრავალ ხერხს მიმართავდა ჩემს წინააღმდეგ. ერთხელ ზამთარში შიშველ სხეულზე ყინულის დიდი ლოდები დამადო და ასე ცოცხლად მკლავდა..."

როგორც მამა დემეტრესთვის (დავითაშვილი) გახდა ცნობილი, "მოგვიანებით ეს კაცთმოძულე ზედამხედველი სხვა ბანაკში გადაუყვანიათ. გარკვეული დროის შემდეგ კი, როცა ეტაპით ახალი ნაკადი შემოჰყავდათ, პატიმართა შორის ისიც ამოუცვნიათ. ყველას გახსენებია მისი სისასტიკე და აღარავის მიუკარებია სიახლოვეს, ხოლო როცა მის დამცირებას შეეცადნენ, ისევ მეუფე ეფრემს გაუწოდებია დახმარების ხელი, შეუკედლებია და თავისი საწოლი დაუთმია. სიკეთის ძალას იმხელა ზემოქმედება მოუხდენია მასზე, რომ ქრისტიანად მონათლულა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2018, 09:24 PM

"ბიბლიური რელიგიური შემეცნების თანახმად, ნებისმიერი ებრაელის ცოდვა მხოლოდ პირადი ცოდვა არ არის. ბრალი მთელ ისრაელს ეკისრება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2018, 10:44 AM

"გ. ავალიშვილის "მგზავრობაი თბილისით იერუსალიმისადმი და უკუნქცევაი იერუსალიმით თბილისისადმივე" საყურადღებო წყაროს წარმოადგენს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2018, 07:05 PM

"იერუსალიმი - ესაა მშვიდობის გასაღები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2018, 11:18 AM

"I საუკუნემდე მთელს მსოფლიოში მხოლოდ ისრაელში არსებობდა ეკლესია, სადაც იდიდებოდა ჭეშმარიტი ღმერთი."

/ილია მეორე/

"მათი მთავარი მიზანი ანტიქრისტეს გამეფება და მისი სოლომონის ტაძარში კურთხევაა, სწორედ ამ ვალდებულების შესრულებისთვის აშშ-ს პრეზიდენტმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. ებრაელები მზად არიან მესიის/მოშიახის დასახვედრად..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 1 2018, 07:07 PM

ბზის ხალიჩებზე ღიმილს მიაფრქვევს,
და ცის უმაღლეს იარუსს მალე
მიაღწევს, ოღონდ შენ არ უმტყუნო,
შენ არ უმტყუნო, იერუსალემ!

/მურად მთვარელიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 16 2018, 10:22 PM

ფსალმუნი 20

9. "რამეთუ დასხნე იგინი ვითარცა სახუმილი ცეცხლისაი ჟამსა პირისა შენისასა; უფალმან რისხვითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი და ცეცხლმან შეჭამნეს იგინი"

- წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ფსალმუნის ამ მუხლში წინასწარმეტყველებაა ისრაელის დაცემაზე, იერუსალიმის ცეცხლით განადგურებაზე იმის გამო, რომ მათ მაცხოვარი ჯვარს აცვეს. სწორედ ამის გამო მოიწიეს ეს სასჯელი და, როგორც წინა მუხლში ბრძანებს დავითი, უფლის მარჯვენას ვერსად დაემალებიან.

მართლაც, ვერ დაემალნენ ებრაელები ღვთის მარჯვენას - მაცხოვრის ჯვარცმიდან სულ რამდენიმე წელიწადში მოეწიათ სასჯელი. იერუსალიმი სრულიად განადგურდა და ორ მილიონზე მეტი იუდეველი მოწყდა რომის იმპერიის მიერ. მათ შორის არც ერთი ქრისტიანი არ ყოფილა."



"წმინდა მამებიც ბრძანებენ, რომ მეორედ მოსვლის ჟამს იუდეველთა ნაწილი მოექცევა ქრისტიანობაზე. როდესაც ანტიქრისტე გამეფდება, ისინი შეიცნობენ, რომ ის, ვისაც ელოდნენ - მესია, მხსნელი, საუკუნეების წინ მოვიდა, მათ კი ჯვარს აცვეს და არ მიიღეს."


/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2018, 06:09 PM

"ინგლისელი ბერის სიტყვები, ქართველი პილიგრიმებისთვის რომ უთქვამს: "ქართული სული აკლიაო წმიდა მიწას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2018, 06:38 PM

პატრიარქის შეგონება: "არ უნდა გაუთამამდეთ წმიდა მიწასო".

"მოვდიოდით უბედნიერესნი, ყველა ერთი განწყობით - "იერუსალიმის სინდრომით დაავადებულნი".


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 26 2019, 09:31 PM

მშვიდობის ქალაქი

"- როდის დაარსდა იერუსალიმი და რატომ მოიხსენიება იერუსალიმი სხვადასხვა ეპითეტით - "წმინდა ქალაქი", "ღმერთის ქალაქი", "სამართლიანობის ქალაქი" და "სამყაროს ცენტრი"?

- ზუსტად როდის და ვის მიერ დაარსდა ქალაქი იერუსალიმი, რომელსაც თავდაპირველად სალიმი ეწოდებოდა, ამის შესახებ საეკლესიო ცნობები არ არსებობს. ბიბლიიდან ჩანს, რომ სალიმის - ანუ "მშვიდობის ქალაქის" პირველი მეფე არის მელქისედეკი. პავლე მოციქულის განმარტებით, "სალიმი" ნიშნავს მშვიდობას, მელქისედეკი, ღმერთის დიდ მღვდელმთავრად წოდებული, კი - "სიმართლის მეფეს".

წმინდა წერილი და საეკლესიო გადმოცემა არც მელქისედეკის წინაპრებისა და შთამომავლების შესახებ გვაწვდის ცნობას - მას არც დასაბამი აქვს და არც დასასრული. წმინდა მამათა სწავლებით, მელქისედეკი მოასწავებს ქრისტეს, ის მაცხოვრის წინასახეა.

როგორც მოგახსენეთ, სიტყვა "მელქისედეკი" ნიშნავს "მეფეს სიმართლისას". ის, რომ ბიბლიაში არ არიან მოხსენიებულნი მელქისედეკის მშობლები, მისი შობისა და გარდაცვალების დრო, პავლე მოციქულის განმარტებით, სწორედ იმას მიანიშნებს, რომ მელქისედეკის სახით წარმოჩენილია მაცხოვარი, რომელიც ღვთაებრივი ბუნებით არც ერთ ერს არ ეკუთვნის...

იერუსალიმი დაარსდა იმ ადგილის მახლობლად, სადაც წარღვნის შემდეგ დაკრძალულ იქნა ადამის თავის ქალა და ნეშტი, რომელიც ნოემ წარღვნის დაწყებამდე კიდობანში შეიტანა, როგორც დიდი სიწმინდე.

შემდგომში პალესტინა ქანანელმა ტომებმა დაიკავეს და ერთიანად ააოხრეს ის ადგილი, სადაც ადამის თავის ქალა იყო დაფლული, თუმცა ხალხის მეხსიერებას მაინც შემორჩა ამ ადგილის ხსოვნა და მას "გოლგოთა" ანუ ადამიანის თავი (თხემი) უწოდა. სწორედ აქ უნდა მომხდარიყო გამოხსნა.

უძველესი დროიდან იერუსალიმს იებუსელები, ქამის ძის - ქანაანის შთამომავლები ფლობდნენ: ბიბლიიდან ვიცით, როდესაც ისრაელის ერი ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ დაბრუნდა აღთქმულ ქვეყანაში, ანუ იმ ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად ისრაელია, იერუსალიმში იებუსელები ცხოვრობდნენ და ქალაქს იებუსად იხსენიებდნენ. შემდგომში უკვე, როდესაც ისრაელიანთა მეფემ, დავითმა აიღო ეს ქალაქი და იქიდან იებუსელები განდევნა, მას კვლავ იერუსალიმი ეწოდა.

იერუსალიმის აღებამდე დავით მეფემ მის მოპირდაპირე მხარეს მდებარე სიონის მთაზე არსებული ქალაქი აიღო, იქ ააგო კოშკი და თვითონაც იქვე დასახლდა (ამ დრომდე დავით მეფე 7 წელი ბეთლემის მახლობლად, ჰებრონში მეფობდა). მაშინ სიონი ძალიან პატარა ქალაქი იყო. დავითის დროს თანდათან გაფართოვდა. ამის გამო ეწოდა სიონს "დავითის ქალაქი" (როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, სიონი არის კაცობრიობის დედა, როგორც ფსალმუნში წერია - "დედად სიონსა რქუას კაცმან, რამეთუ კაცი იშვა მას შინა" - ანუ სწორედ სიონის მიწისგან შეიქმნა ადამიანი).

იერუსალიმის აღების შემდეგ დავით მეფემ სადღესასწაულოდ გადააბრძანა სიონის მთიდან იერუსალიმში მოძრავი ტაძარი და მასში გადაიტანა აღთქმის - სჯულის კიდობანიც, რადგან კეთილმსახურ მეფეს სურდა, რომ იერუსალიმი წმინდა ქალაქად ქცეულიყო. დავითმა იერუსალიმი ისრაელის სამეფოს სატახტო ქალაქად გამოაცხადა, თუმცა თვითონ სიცოცხლის ბოლომდე მისი გალავნის გარეთ, სიონის მთაზე ცხოვრობდა.

დავითის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი მემკვიდრე, სოლომონი ავიდა. გარდაცვალებამდე მას დავითმა უანდერძა ღვთის სჯულის აღსრულება - ტაძრის აშენება და გადასცა ტაძრის აგების გეგმაც, რომელიც ღვთის შთაგონებით შეადგინა. იერუსალიმში უძრავი ტაძრის აგება დავით მეფესაც სურდა, მაგრამ ღმერთმა ნათან წინასწარმეტყველის პირით ამცნო, რადგან მან ბევრი სისხლი დაღვარა ბრძოლებში, ტაძარს მისი მემკვიდრე, სოლომონი ააგებდა.

დავითმა მადლობა შესწირა ღმერთს და თავისი ძისთვის ტაძრის ასაშენებელი მასალის შეგროვება დაიწყო. გამოთალა ქვები, გაამზადა ხის ბოძები... სოლომონმა 7 წელიწადში იერუსალიმის გალავნის ერთ-ერთ შესასვლელთან დიდებული ტაძარი ააგო, რომელიც იერუსალიმის, ასევე სოლომონის ტაძრის სახელწოდებით გახდა ცნობილი. მშენებლობის დასრულების შემდეგ დავითის მიერ აგებული მოძრავი ტაძრიდან იქ საზეიმოდ გადააბრძანეს აღთქმის კიდობანი.

სიბრძნითა და გონიერებით გამორჩეულმა სოლომონმა უფრო გაამშვენიერა თავისი სატახტო ქალაქი დიდებული სასახლეებითა და ბაღებით. სოლომონის ტაძარი ერთადერთი ტაძარი იყო მთელ მსოფლიოში, რომელიც ჭეშმარიტ ღმერთს ეძღვნებოდა.

იერუსალიმი წმინდა ქალაქად ჯერ კიდევ ძველი აღთქმის პერიოდში მიიჩნეოდა, რადგან ერთადერთი ტაძარი, სადაც მსხვერპლშეწირვა აღესრულებოდა, იერუსალიმში იდგა, ამიტომ ისრაელიანებისთვისაც იყო წმინდა ქალაქი. ქრისტიანებისთვის კი იმის გამო იქცა წმინდა ქალაქად, რომ სწორედ აქ აღესრულა უზენაესი მსხვერპლშეწირვა - აქ მოხდა მაცხოვრის ჯვარცმითა და მკვდრეთით აღდგომით კაცობრიობის გამოხსნა.

"ღმერთის ქალაქიც" იმის გამო ეწოდა, რის გამოც "წმინდა ქალაქი". "სამართლიანობის ქალაქად" კი იწოდება იმის გამო, რომ აქ აღდგა სამართლიანობა: ადამიანი, რომელიც ღმერთმა სამოთხისა და ზეცისთვის შექმნა, უფალმა თავისი ჯვარცმითა და მკვდრეთით აღდგომით კვლავ ზეცას დაუბრუნა. "მშვიდობის ქალაქი" თავიდანვე ეწოდებოდა იერუსალიმს, ნიშნად იმისა, რომ სწორედ აქ უნდა დაბრუნებოდათ ადამიანებს მშვიდობა.

მაცხოვრის ჯვარცმამდე მშვიდობა არ სუფევდა, რადგან ამ დრომდე დახშული იყო სასუფევლის კარი და ადამიანთა სულები ჯოჯოხეთში ხვდებოდნენ. მშვიდობა კაცთა სულებისთვის მას შემდეგ დამყარდა, რაც ადამიანებს სასუფეველი დაუბრუნდათ, მათთვის გაიღო სასუფევლის კარი. ადამის ცოდვით დაცემის სანაცვლოდ, ადამიანსა და ღმერთს შორის დაკარგული მშვიდობის აღდგენაც ხომ სწორედ იერუსალიმში, მაცხოვრის ჯვარცმითა და მკვდრეთით აღდგომით მოხდა.

"სამყაროს ცენტრი" შეიძლება ვუწოდოთ დავითის ფსალმუნის სიტყვებიდან გამომდინარე: "დედად სიონსა რქვას კაცმა, რამეთუ კაცი იშვა მას შინა". წმინდა მამათა გადმოცემით, აქ იყო ედემის ბაღიც. შემდგომში აქვე მოხდა გამომხსნელი მსხვერპლშეწირვაც და სულიერად სამყაროს ცენტრიც ამიტომაა.

მაცხოვრის შობამდე და მაცხოვრის პერიოდშიც იერუსალიმი ეწოდებოდა გალავანში მოქცეულ ქალაქს, თორემ სიონი, ბეთანია და ზეთისხილის მთა ცალკე იყო. სიონის მთაზე აშენებულ ციხესიმაგრეს და იერუსალიმს, ამ ორ დასახლებას, ერთმანეთისგან ხევი ყოფდა, დავითის ქალაქიდან იერუსალიმის გალავნამდე დაახლოებით 2-3 კმ-ია. იმ დროისათვის ეს საკმაოდ დიდი მანძილი იყო იმისათვის, რომ ისინი ცალ-ცალკე ქალაქები ყოფილიყო.

დღეს კი სიონიც, ბეთანიაც და ზეთისხილის მთაც იერუსალიმის ნაწილია. მასზე პრეტენზია აქვს არაბულ სამყაროს. დასავლეთ ნაწილში მდებარეობს ახალი იერუსალიმი, რომელიც ისრაელის სახელმწიფოს აღდგენის შემდეგ, XX ს-ის 40-იან წლებში აშენდა."

/არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 27 2019, 03:22 PM

"რომის მიერ იერუსალიმის დანგრევამდე - I ს-ის 70-იან წლებამდე იერუსალიმში იყვნენ ქრისტიანი ებრაელები, მაგრამ ამის შემდეგ ქრისტიან ებრაელთა ცალკე ფრთა, ანუ მათი საპატრიარქო აღარ არსებობდა, თუ რომელიმე ებრაელი გაქრისტიანდებოდა, იყო მხოლოდ რომელიმე ადგილობრივი ეკლესიის რიგითი წევრი.

ებრაელთა მიერ იერუსალიმის დარბევის შემდეგ ეს ქალაქი აღარ აღორძინებულა. იქ ებრაელებს აღარ უცხოვრიათ. შემდგოში თავად რომაელებმა აღადგინეს იერუსალიმი, მაგრამ სხვა სახელი უწოდეს. იგი ელინურ - ჩვეულებრივ რომაულ ქალაქად იქცა. კონსტანტინე დიდის ხანაში იერუსალიმმა აღიდგინა ძველი სახელწოდება, მაგრამ კვლავ ელინურ ქალაქად დარჩა.

VII საუკუნეში იერუსალიმი არაბებმა დაიპყრეს და თავად ჯვაროსნების ბატონობის ხანაშიც კი ქალაქის მკვიდრთა უმეტესობა არაბები იყვნენ. ებრაულ ქალაქად კი იქცა მას შემდეგ, რაც XX ს-ის 60-იან წლებში ისრაელმა დაიპყრო იორდანიის სამეფო (იერუსალიმის აღმოსავლეთი მხარე იორდანიის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა)."

/არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 4 2019, 03:11 PM

"ებრაელები ამბობენ, იერუსალიმში ავედიო"

"იერუსალიმი გულია ქვეყნიერებისა, გოლგოთა კი თავად იერუსალიმის გული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 4 2019, 03:25 PM

"თელ-ავივიდან გზა აღმა მიდის იერუსალიმისაკენ და მთიდან ქალაქი თეთრად იყურება. ახალი და ძველი იერუსალიმი კირქვითაა ნაშენები. ძალიან ლამაზი და თბილი ქალაქია. მდებარეობაც საოცარი აქვს.

ძველი იერუსალიმი გალავნით არის გარშემორტყმული, დაახლოებით ორ კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. დავით მეფსალმუნის დროინდელი სიმაგრე არ შემორჩენილა. შემონახულია მეორე ტაძრის (დარიოსის მეფობის დროს აგებული) დასავლეთის კედელი, რომელსაც გოდების კედელი ჰქვია და ებრაელებისთვის წმინდათაწმინდა ადგილია.

ლამაზია ძველი იერუსალიმი თავისი ვიწრო ქუჩებით, მრავალენოვანი, მრავალრელიგიური მოსახლეობითა და მრავალფეროვანი მაღაზიებით. იერუსალიმს 7 კარიბჭე აქვს, 6 მოქმედია. "ლომების კარიბჭიდან" შევდივართ ძველ ქალაქში და პრეტორიუმიდან ანუ პილატეს სასახლიდან უფლის ვნების გზას, ჯვრის გზას ანუ ვია დოლოროსას ყოველ წითელ პარასკევს გავდივართ.

"ლომების კარიბჭის" ახლოს, ძველი ქალაქის გარეთ გეთსიმანიაა, ბაღია, სადაც საიდუმლო სერობის შემდეგ მაცხოვარი თავის მოწაფეებთან ერთად მივიდა და ლოცულობდა: "მამაო ჩემო, უკუეთუ შესაძლებელ არს, თანა-წარმხედინ ჩემგან სასუმელი ესე, ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ" (მათე 26,39). გეთსიმანიის ბაღში მდგარი ბებერი ზეთისხილის ხეები შესაძლოა მოწმენი არიან იუდას ამბორისა და ებრაელთა მიერ იესო ქრისტეს შეპყრობისა.

ჯვრის გზაზე 14 წმინდა ადგილია ანუ, როგორც ეძახიან, 14 გაჩერება.

ვიწყებთ კაიაფას სახლით, სადაც იესოს მოუწყვეს სამსჯავრო და გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი, "ჰნერწყვიდეს პირსა მისსა და ხურთითა სცემდეს თავსა მისსა და რომელნიმე ყურიმალსა სცემდეს" (მათ. 26,67). განაჩენის აღსასრულებლად მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა ძე ღვთისა მიიყვანეს პილატესთან, რომელიც ცხოვრობდა ჰეროდეს მიერ თეთრი მარმარილოთი აშენებულ მდიდრულ სასახლეში - პრეტორიუმში (მეორე გაჩერება).

ამ სასახლის აივანზე გამოიყვანა პილატემ უფალი და ჰკითხა ბრბოს, ვისი გათავისუფლება სურდა: კაცისმკვლელი ბარაბასი თუ იესო ქრისტესი, რაზეც ებრაელებმა უპასუხეს, - ბარაბასიო და მოითხოვეს ქრისტეს ჯვარცმა. აქ იწყება უფლის ვნების გზა - ვია დოლოროსა.

აბობოქრებული ბრბოს დასაშოშმინებლად პილატემ იესო გაშოლტა და რომაელ მხედარს გადასცა, რათა ჯვარს ეცვათ იგი. მათ წაიყვანეს მსჯავრდებული და თავს დაახვიეს მთელი რაზმი. გახადეს, შემოსეს ძოწეული მოსასხამი, დაწნეს ეკლის გვირგვინი და დაადგეს თავზე, მარჯვენა ხელში მისცეს ლერწამი. მის წინაშე მუხლს იყრიდნენ, დასცინოდნენ და ეუბნებოდნენ: "გიხაროდენ, მეუფეო ჰურიათაო", აფურთხებდნენ, ლერწამს თავში ურტყამდნენ. დაცინვით რომ გული იჯერეს, გახადეს მოსასხამი, შემოსეს თავისივე სამოსელი და აჰკიდეს ჯვარი.

მესამეა ადგილი, სადაც ამდენი ტანჯვით დაუძლურებულმა მაცხოვარმა ვეღარ გაუძლო ჯვრის სიმძიმეს და დაეცა.

მეოთხე ადგილზე - ქვის კედელზე ხელის ანაბეჭდია, სადაც ჯვრის სიმძიმით დაღლილი უფალი მიეყრდნო კედელს.

მეხუთე - მაცხოვრის მეორედ დაეცემის ადგილია. მაშინ მხედრებმა დაიჭირეს პირველივე შემხვედრი იუდეველი, სიმონ კვირინელი, და აიძულეს, ჯვარი ეტარებინა.

მეექვსე გაჩერება ის ადგილია, სადაც კეთილმორწმუნე ვერონიკამ ტილოთი შეუმშრალა სისხლით დასვრილი სახე უფალს და ასე გაჩნდა უფლის მეორე ხელთუქმნელი ხატი.

ბოლო გაჩერება არის უფლის წამების ადგილი - გოლგოთა, გარდამოხსნის ქვა და უფლის საფლავი."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2019, 09:02 PM

"იერუსალიმი გულია ქვეყნიერებისა, გოლგოთა კი თავად იერუსალიმის გული, ღმერთკაცის სისხლით დალტობილი წმინდათაწმინდა ადგილი, დასასრული გზისა, რომელიც ჩვენთვის განკაცებულმა და ნებსით ვნებულმა უფალმა გაიარა მიწაზე", - ვკითხულობთ პეტერე კონჭოშვილის წიგნში.

გოლგოთის ძირას არის ქვა, რომელზედაც "შუენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელი იგი გვამი შენი", ქრისტე, "არმენაკითა წმიდითა წარგრაგნა და ახალსა საფლავსა დადვა". აქ დაიტირა მწუხარებით გულგანგმირულმა ღვთისმშობელმა თავისი საყვარელი ძე.

გამოუთქმელია მორწმუნესათვის ის საღვთო წამი, როდესაც ქრისტიანი პირველად განიცდის ამ სულიერ ნუგეშსა და სიხარულს. ტკბილია და მადლმოსილი უფლის საფლავი, აქ განსაკუთრებით იგრძნობა სიახლოვე ზეცისა და ამაოება წუთისოფლისა.

დეკანოზ პეტერე კონჭოშვილის გადმოცემით: "ადგილი ქრისტეს საფლავის ქვაბისა შეადგენს თითქმის ოთხ-კუთხიანს საჟენს (კვადრატს); მისი სიგრძე იმოდენია სივრცით, რამდენზედაც დაეტევა გაშლილი გვამი მიცვალებულისა; თავისუფალი ადგილი საფლავსა და ქვაბის კედელს შუა შეადგენს ერთსა და ნახევარსა ნაბიჯსა.

კლდის სარეცელი, რომელზედაც განისვენებდა ყოვლად უხრწნელი გვამი იესო ქრისტესი, მდებარეობს მარჯვენა მხარეს შესავლიდან, იგი შემოსილია მარმარილოთი არა იმოდენ შვენებისათვის, რავდენათაც დასაფარავად თაყვანისმცემელთა კეთილმსახურის წადილისაგან, რომელნიც მოსტეხავდნენ საფლავისაგან ნაწილებსა სახსოვრად.

გარშემო ქრისტეს საფლავის ქვაბისა ამოჭრით წარწერილია ტროპარი წმ. იოანნე დამასკელისა: "ვითარცა ნათლით-შემოსილსა და ვითარცა უშვენიერესსა სამოთხისასა, ესრეთ გიცნობთ შენ, რომელი გამოსჩნდი მხსნელად ყოვლისა სოფლისა, აღსდეგ უბრწყინვალესი ყოველთა ნათელთა ქრისტე, ღმერთი ჩვენი, და გამოჰსჩნდა საფლავი შენი, ვითარცა წყარო ჩვენისა აღდგომისა".

მარმარილოს ფიცარი, რომელიც ჰფარავს წმიდა საფლავსა, გახერხილია შუაზედ ორად, თითის სიღრმეზედ; ორნაირად ჰხსნიან ამ გახერხილს: პირველად, რადგანაც სალადინ სულთანი მარმარილოს ეზიდებოდა აღდგომის ტაძრიდან მეჩეთისათვის, ამისათვის წმ. საფლავის მონაზონთა (ბერებმა) შიშის გამო, რომ სულთანმა არ წაართვას ეს წმ. საფლავის მარმარილოს ქვაც, გახერხეს იგი ნახევრად შუაზედ. მეორე მიზეზად ამბობენ, რომ ამ მარმარილოზედ იყო მიჭედილი ნაპირებზედ რკინის ლურსმებით, ტყვიით შედუღებული, ოქროს ფიცარი, რომელიც ჰფარავდა ქრისტეს საფლავსა ზევითის მხრიდამ.

როდესაც გარემოადგა იერუსალიმსა ჯარითა სალადინი, მონაზონთა, შიშის ზარისაგან შეპყრობილთა, რათამცა ეს ოქროს ფიცარი, საფარებელი წმ. საფლავისა, არ ჩავარდნოდა ხელში ქალაქის დამპყრობელსა, ისწრაფეს აგლეჯა მისი მარმარილოსაგან, მაგრამ რადგანაც ვერ შესძლეს აგლეჯა ტყვიით შედუღებულის ლურსმებისა, მაშინ გახერხეს მარმარილო და ამ სახით მოაშორეს მარმარილოს ოქროს ფიცარი, და ამასთანავე მოამტვრივეს მარმარილოს ქვის ოთხი კუთხეცა.

თაღიდამ ჩამოშვებულნი ლამპარნი ანათებენ ქრისტეს საფლავის სამლოცველოსა; მათგან 13 ლამპარი ეკუთვნის მართლ-მადიდებელთა, მათ შორის ქართველ მეფეთაგანაც იქმნება შეწირული, 13 ეკუთვნის რომის კათოლიკეთა, 13 სომეხთა და 4-ც კოპტებსა.

თვითონ წმ. საფლავზედ ანთია დღე და ღამე განუქრობლად დაუშრეტელნი ლამპარნი: სამი, ესე იგი თვითოეულის ეროვნობისაგან, ბერძენთა, სომეხთა და ლათინთა, როდესაც წმ. ბჭენი დახშულ არიან, და ექვსი, როდესაც წმ. ბჭენი გაიღებიან ღვთის-მსახურებისათვის. ტაძარში ორი ბერძენი მონაზონი, ლამპართა აღმნთებელნი წმ. საფლავზედ, დანიშნულ არიან სულთანის ბრძანებით და იგინი უვლიან მორიგობით "კუვუკლიას" ანუ ქრისტეს საფლავის სამლოცველოსა.

ქრისტე მაცხოვრის საფლავის სამლოცველო განიყოფება ორ განყოფილებად: პირველი შესავალშივე იწოდება სამხრედ ანგელოზისა, რომელიც ახარებდა სახარულევანსა ქრისტეს აღდგომასა მენელსაცხებლეთა დედათა. სამხრე წმ. ანგელოზისა შეადგენს სწორე ოთხ-კუთხიანს ოთახსა, რომლის თანასწორნი მხარენი ხუთ ადლამდის არიან.

საშუალ ამისა სდგას მაღალი მარმარილოს ვაზა; ამ ვაზაში შთადებულია ნაწილი იმ ლოდისა, რომლითაც დაფარულ იყო შესავალი უფლის საფლავისა, და რომელიც შემდეგ აღდგომისა გადმოგორებულ იყო ანგელოზისაგან კარისა მისგან საფლავისა.

წირვის დროს ეს ვაზა იხმარება ტრაპეზად, ხოლო შიგნით განყოფილებაში წმ. საფლავის საფარებელი მარმარილოს ქვა იხმარება სამკვეთლოდ. ვაზას თავზედ არიან დაკიდებულნი დაუშრეტელნი ლამპარნი, რიცხვით ათხუთმეტნი, რომელთაგანაც 5 ეკუთვნის ბერძენთა, 5 - ლათინთა, 4 - სომეხთა და 1 - კოპტებსა".






"იერუსალიმში ადამიანი იმისთვის მიდის, რომ სულიერად გაძლიერდეს. სახარება იქ ყველგან ცოცხლდება."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 6 2019, 07:18 PM

"ჩვენ დავბრუნდებით წმინდა მიწაზე..."

"XIX საუკუნემდე ქართველებს წმინდა მიწაზე 40-ზე მეტი სავანე-მონასტერში უმოღვაწიათ და ქრისტიანული აღმოსავლეთის ხალხთა ერთობლივი ძალისხმევით აუთვისებელი არ დარჩენიათ პალესტინური მწერლობისა და კულტურის არც ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი , უშენებიათ ტაძრები და სულიერი სავანეები, მაგრამ დროთა განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ისტორიული ბედისწერა იმგვარად წარიმართა, რომ საუკუნების განმავლობაში წინაპართა რწმენითა და რუდუნებით ნაგებ ქართული კულტურის კერებს სხვები დაეპატრონნენ.

თავისი კანონი აქვს დროს: იგი თავის დინებაში აქცევს ყველას და ყველაფერს თავის ნებას უმორჩილებს. დადგა დრო, როცა საქართველომ დაიწყო ფიქრი დაკარგულის დაბრუნებაზე, რათა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის მატერიალური და სულიერი საგანძური კვლავ ჩვენი მეთვალყურეობისა და მზრუნველობის ქვეშ მოქცეულიყო. სწორედ ამ მიზნით 1998 წლის ივნისში საქართველოს საპატრიარქოში დაფუძნდა საერთაშორისო საზოგადოება "წმინდა მიწა", რომლის თავმჯდომარედ აირჩიეს პროფესორი თამილა მგალობლიშვილი, თანათავმჯდომარედ - მეუფე დემეტრე (შიოლაშვილი). საზოგადოებამ იმთავითვე მიზნად დაისახა საზღვარგარეთ არსებული კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა, რაც ქართველ და უცხოელ მეცნიერთა და სასულიერო პირთა ერთობლივი ძალებით უნდა წარმართულიყო. მაშინ ამ საზოგადოების საპატიო პრეზიდენტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა: "დადგება დრო, როცა ჯვრის მონასტერი კვლავ ჩვენს ხელში იქნება და წირვა-ლოცვა ქართულად აღევლინება, ჩვენ დავბრუნდებით წმინდა მიწაზე. ვფიქრობ, ჩვენ უნდა მოვიძიოთ თანხები იმისათვის, რომ იერუსალიმში შევიძინოთ შენობა ქართული კულტურის კვლევის ცენტრის დასაარსებლად. ეს ძალიან კარგ შედეგს მოგვიტანს. ჩვენი მიზანია, ხშირად ჩატარდეს სამეცნიერო კონფერენციები როგორც უცხოეთში, ასევე საქართველოში".

უკვე 12 წელზე მეტი გავიდა საზოგადოების შექმნიდან და ამ ხნის მანძილზე ქართველმა მეცნიერებმა მართლაც თვალსაჩინო წარმატებებს მიაღწიეს. ვესაუბრებით საზოგადოების თავმჯდომარეს, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სიძველეთა მოძიებისა და კვლევის ცენტრის ხელმძღვანელს პროფესორ თამილა მგალობლიშვილს.

- ქალბატონო თამილა, პირველად როდის გაჩნდა იდეა, შექმნილიყო ქართველ მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებულ არქიტექტურისა და კულტურის ძეგლთა დაცვის საკითხებით დაინტერესდებოდა?

- 70-იანი წლების მიწურულს საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტის მაშინდელმა დირექტორმა, ქალბატონმა ელენე მეტრეველმა შექმნა პალესტინის კვლევის ჯგუფი, რომელშიც სხვადასხვა პროფესიის სპეციალისტები ვიყავით გაერთიანებული, ვინც კი ქართულ ხელნაწერებზე ვმუშაობდით და ვისაც რაიმე კავშირი გვქონდა იერუსალიმთან. მაშინ მე საკანდიდატო დისერტაციისთვის დამავალეს კირილე იერუსალიმელის ჰომილიების თარგმანების გამოცემა. კლარჯული მრავალთავიც ერთ-ერთი იერუსალიმური ლიტერატურული ძეგლია, გამოსაცემად მომზადდა ლიტურგიკული ძეგლიც - უძველესი "იადგარი". ძალიან ბევრი რამ ჰქონდა თავად ქალბატონ ელენეს ტიმოთე გაბაშვილის, ასევე გიორგი ავალიშვილის პალესტინაში მოგზაურობაზე. შეისწავლა კოლონიის ისტორია წმინდა მიწაზე. ერთი სიტყვით, ბევრმა მასალამ მოიყარა თავი, ბუნებრივია, ინტერესიც დიდი გახლდათ, ამიტომ მხოლოდ ჩვენი ინსტიტუტის ძალებით ვერ გავწვდებოდით ამ საქმეს და ქ-ნმა ელენემ აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტიდან გოჩა ჯაფარიძე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ზურაბ ალექსიძე და ლელა ჯეჯელავა დაგვახმარა.

უცხოეთში წასვლა, მოგეხსენებათ, რა ძნელი იყო. პირველად 1989 წელს, დიდი წვალების შემდეგ გამიშვეს. 1991 წელსაც ვმონაწილეობდი საერთაშორისო კონფერენციაში, წავიკითხე მოხსენება. სწორედ იქ გავიცანი ცნობილი პროფესორი, იერუსალიმის უნივერსიტეტის არმენოლოგი მიქელ სტოუნი, რომელიც სხდომას ხელმღვანელობდა. მან მე და ქ-ნი ელენე მეტრეველი იერუსალიმში მიგვიწვია. ეს მეცნიერი თბილისშიც ჩამობრძანდა და პირადად შეხვდა ქალბატონ ელენეს. ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, განგვეხორციელებინა პროექტი "ქართველები წმინდა მიწაზე". 1995 წლამდე, სამწუხაროდ, ვეღარ შევძელით უცხოეთში გამგზავრება. ხოლო როცა უკვე ვიზები მივიღეთ, ქალბატონი ელენე ავადმყოფობდა, უარი განაცხადა წასვლაზე და მარტო მე მომიხდა გამგზავრება, რაც დღემდე დიდ ტკივილად დამრჩა გულში. რაც მთავარია, პროექტი განხორციელდა და ებრაულ უნივერსიტეტში შეიქმნა "ქართული ქრისტიანული კულტურის დაცვის ხელშემწყობი ასოციაცია", რომელიც დღემდე არსებობს და ყველაზე ცნობილი მეცნიერები არიან ამ საქმით დაკავებულნი.

ყოველივე ამის შესახებ, რა თქმა უნდა, იცოდა ისტორიკოსმა ზაზა აბაშიძემ და 1996 წლის დასაწყისში მითხრა, საქართველოს საპატრიარქოში უნდათ შექმნან საზოგადოება "პალესტინის საიმპერატორო მართლმამდიდებლური საზოგადოება" და ამ საკითხზე თქვენთან შეხვედრა სურს მამა დავით შიოლაშვილსო (შემდგომ მეუფე დიმიტრი). რა თქმა უნდა, შევხვდით ერთმანეთს და მე მას ჩემი აზრი მოვახსენე, რომ ასეთი საზოგადოება რუსეთის იმპერატორმა თავის დროზე პოლიტიკური მოსაზრებით შექმნა. მან კარგად იცოდა, რომ ქართველები შორეული წარსულიდან სისხლხორცეულად იყვნენ დაკავშირებულნი წმინდა მიწასთან და დიდი ქონების მემკვიდრედაც მოიაზრებოდნენ. რუსეთს, როგორც იმპერიას, კი ამ ქონების ათვისება და დასაკუთრება უნდოდა. ამიტომაც მიავლინეს იქ პირველად ქართველი მეცნიერები: ალ. ცაგარელი, ნ. მარი, ივ. ჯავახიშვილი. კიდევ კარგი, რუსებმა თავიანთი ჩანაფიქრი ვერ განახორციელეს, ამ მეცნიერებმა კი მართლაც არაჩვეულებრივი საქმე გააკეთეს-მეთქი. მეუფე დიმიტრის ისიც ვაცნობე, რომ რუსებმა უკვე პეტერბურგში აღადგინეს ეს საზოგადოება და ცნობილი მეცნიერები პალესტინურ წყაროებს სწავლობდნენ. ამის შემდეგ შევხვდით პატრიარქს, რომლის სურვილითაც ამ საზოგადოებას "წმინდა მიწა" ეწოდა.

- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს საზოგადოება დღეს თავისი პირვანდელი სახელწოდებით აღარ მოიხსენიება. რა არის ამის მიზეზი?

- როდესაც 2001 წლის დეკემბერში ახლო აღმოსავლეთში დიდი სამეცნიერო ექსპედიცია უნდა გასულიყო, ინტერნეტში სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინეთ, რომ იერუსალიმში არსებობს ტერორისტული საზოგადოება "წმინდა მიწა", ამიტომ, სამწუხაროდ, იქ ამ სახელწოდებით ვეღარ ვიმოქმედებდით და უწმინდესთან შეთანხმებით, დავირქვით "ქართველ მეცნიერთა იერუსალიმის ექსპედიცია".

- საზოგადოება "წმინდა მიწამ" თავისი საქმიანობა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის კედლებიდან უკვალოდ გამქრალი ფრესკების მოძიებით დაიწყო და უცხოელ მეცნიერთა დახმარებით მოახერხა მიეკვლია ათეული წლების წინ დაკარგული ფრესკებისთვის. იქნებ ამის შესახებ გვესაუბრა.

- 1999 წლის მაისში კვლავ მოვხვდი იერუსალიმში კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომლის დასრულების შემდეგაც, ისრაელელი კოლეგების დახმარებით, მომეცა საშუალება, სამი კვირის მანძილზე მემუშავა იერუსალიმის ბერძნულ საპატრიარქოში ჯვრის მონასტრის კოლექციებზე.

მესამე თუ მეოთხე დღეს, დილით ადრე, სასტუმროს მორიგემ შემატყობინა, რომ სამ ადამიანს ჩემთან შეხვედრა სურდა. უცნობებს სასტუმროს ტერასაზე შევხვდი. ერთ-ერთი მათგანი ქრისტიან შმიდტი იყო. მას თან ახლდა ახალგაზრდა მეუღლე კარენ შმიდტი და ბერძენი არქიტექტორი (სამწუხაროდ, მისი სახელი და გვარი აღარ მახსოვს).

ქრისტიანმა ამიხსნა მოსვლის მიზეზი, მაჩვენა სამი დიდი ფოტო, რომლებზეც იყო მისთვის უცნობ ენაზე შესრულებული წარწერები ბერძნულენოვან წარწერებთან ერთად. სურდა გაეგო მისთვის უცნობი ანბანის რაობა, რაც ამ ფოტოებზე აღბეჭდილი ფრესკების წარმომავლობასაც დაადგენდა. სტუმარმა ამიხსნა, რომ იგი ჩემთან მოხვდა ჩემი გერმანელი კოლეგის რეკომენდაციით. როდესაც ფოტოებს დავხედე, რამდენიმე წამს გავშეშდი, მაგრამ დროის ეს მონაკვეთი ძალზე ხანგრძლივი მომეჩვენა. იგი მიხვდა, რომ ფრესკები ვიცანი. მე ჩემთვის ვფიქრობდი, მეთქვა თუ არა მისთვის სიმართლე. ბოლოს მივხვდი, უთქმელობას აზრი არ ჰქონდა, იგი ჩემი გამომეტყველებით მშვენივრად მიხვდა სათქმელს.

ამ ფოტოებზე გამოსახული იყო სამი შესანიშნავი ფრესკა იერუსალიმის ჯვრის მონასტრიდან: წმინდა პროხორე (ჯვრის მონასტრის აღმშენებელი და პირველი წინამძღვარი, XIს.), წმინდა ლუკა იერუსალიმელი (ასევე ჯვრის მონასტრის წინამძღვარი, XIIIს.), ილია წინასწარმეტყველის ამაღლება, ილია და ელისე წინასწარმეტყველები.

ფოტოები იყო არაჩვეულებრივი ხარისხის. ბოლოს ამოვიდგი ენა და დოქტორ შმიდტს ვუთხარი, - სამივე ფრესკა ქართული იყო და თანაც იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საკუთრება. მან, რა თქმა უნდა, არ დამიჯერა, მით უმეტეს, რომ ერთ-ერთი ფრესკის ფოტოს ქვემოთ ჰქონდა წარწერა: "XIV-XV საუკუნეების ბიზანტიური ფრესკა". ასეთი წარწერით ერთ-ერთ გამოფენაზეც კი იყო გამოტანილი კერძო კოლექციიდან. ამ გამოფენამ მაშინ მაფიქრებინა, რომ ალბათ ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო თუნდაც რამდენიმე დაკარგული ფრესკის მოძებნა. შევეცადე, ბატონი შმიდტი დამერწმუნებინა ფრესკათა ქართულ წარმომავლობაში, წავიყვანე ჯვრის მონასტერშიც, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს გაჭრა ცნობილი გერმანელი მეცნიერის ბაუმშტარკის გვარის დასახელებამ, რომელსაც თავის ნაშრომში დაბეჭდილი ჰქონდა ჯვრის მონასტრის ფრესკების ფოტოები. ერთი კვირის შემდეგ კვლავ შევხვდით ერთმანეთს. ბატონ შმიდტს ახლა უკვე ბიბლიოთეკაში შეემოწმებინა ბაუმშტარკის მიერ გამოქვეყნებული ფოტოები და ფრესკების სია, მაგრამ მაინც ეჭვით იყო შეპყრობილი. მოგვიანებით გავარკვიე, რომ იგი ცნობილი კოლექციონერი იყო და თავად აპირებდა ამ ფრესკების შეძენას.

ჩვენი ურთიერთობა ძალზე მძიმედ დაიწყო. ჩემთვის იგი იყო ადამიანი, რომელიც ეპატრონებოდა ქართულ განძს ისე, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა მასზე. მისთვის მე ვიყავი სრულიად უცნობი ადამიანი გაღატაკებული ქვეყნიდან, რომელიც არ შეიძლებოდა ასეთი განძის შემქმნელი ყოფილიყო.

მესამედ, ისევ იერუსალიმში შეხვედრისას, მას ვთხოვე, ეს ფრესკები საქართველოსთვის დაეთმო, თუ, რა თქმა უნდა, საქართველოში ჩემი დაბრუნებიდან 1 თვის მანძილზე შევძლებდი ფულის შეგროვებას. ეს ჩემი მხრიდან იყო დიდი თავხედობაც და ალბათ სრულიად არასერიოზული დაპირებაც. უარი მითხრა. მხოლოდ ჩემი იერუსალიმიდან გამომგზავრებისას დამირეკა და დამთანხმდა. მისი ნებართვის გარეშე კი შეუძლებელი იყო ამ ფრესკების შეძენაზე ფიქრი, რადგან მათი მფლობელების, კერძო კოლექციონერთა და დილერთა ვინაობა მხოლოდ მან იცოდა.

თბილისში დავბრუნდი გვიან ღამით, 6 ივნისს. 7-ში, საღამოს, მიღება ვთხოვე საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს, რადგან დიდი იმედი მქონდა, მხოლოდ მისი დახმარებით შევძლებდი ერთ თვეში ამ ფრესკების გამოსასყიდი თანხის შეგროვებას. მან იმავე საღამოს ამ შეხვედრაზე მოიწვია ერთ-ერთი ქართველი ბიზნესმენი და დახმარება სთხოვა. ამ ბიზნესმენს გადავეცი ფრესკების ქსეროასლები, რომლებიც დიდი თხოვნის შემდეგ ძლივს მოვიპოვე ბატონი შმიდტისგან. ამ პიროვნებამ პატრიარქს უთხრა, რომ შეეცდებოდა, ფრესკების ასლები ეჩვენებინა თავისი მეგობარი ბიზნესმენებისთვის და დაჰპირდა, რომ პასუხს მოკლე ხანში შეატყობინებდა. გავიდა საკმაო დრო და, როგორც ქართველებს, სამწუხაროდ, ხშირად გვჩვევია, პირობა არ შესრულდა. მოლოდინმა ზღვარს გადააჭარბა და, ფაქტობრივად, დავდექით საშიშროების წინაშე, რომ კანადაში არსებული ერთი ფრესკა გაიყიდებოდა. საქართველში ჩვენი დამხმარე არავინ აღმოჩნდა. უწმინდესმა დახმარება სთხოვა მოსკოვის ვიცე-მერს, ბატონ სოსო ორჯონიკიძეს. ეს მოხდა 1999 წლის 10 მაისს. 14 მაისს ბატონმა სოსომ აღუთქვა საქართველოს პატრიარქს 10 დღეში საჭირო თანხის გადარიცხვა კანადაში. დაიწყო დღეები გაუთავებელი მოლოდინისა. დაბოლოს, 30 ივნისს, ღამის 12 საათზე, დამირეკა ბატონმა შმიდტმა და მაცნობა, ფრესკა გადარჩენილია, ფული უკვე კანადაში, კოლექციონერის ანგარიშზეაო.

ასე გადარჩა ფრესკა, რომელიც 1999 წლის 14 ოქტომბერს თვითონ ბატონმა სოსომ ჩამოიტანა ლონდონიდან თბილისში და სვეტიცხოვლობას საჩუქრად გადასცა საქართველოს. დღეს ეს ფრესკა სვეტიცხოვლის ტაძარშია დაცული.

გავიდა ხანი. დანარჩენი ფრესკების ბედი კვლავ გაურკვეველი იყო. დუმდა პატრიარქიც. ბოლოს გავბედე და კვლავ დახმარება ვთხოვე მას. იმ საღამოსვე უწმინდესისგან მივიღე პასუხი - მე მგონი, დაგვეხმარებიანო. ასე გავიცანი ჯერ კიდევ მოსკოველი ბიზნესმენი ბატონი ბადრი პატარკაციშვილი.

არ დამავიწყდება მისი რეაქცია, როდესაც გაიგო, რომ ქართული დამწერლობის უძველესი ნუმუშები (IV-Vს.ს.) სწორედ წმინდა მიწაზე იყო აღმოჩენილი, რომ წმინდა მიწაზე ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო ქართველთა მიერ დაარსებული თუ აგებული ტაძრები და მონასტრები, მათი შემამკობელი ფრესკები, მათთვის შეწირული ჯვარ-ხატები, ლიტურგიული დანიშნულების ნივთები, უნიკალური ნაქარგობები, უმნიშვნელოვანესი და მდიდრულად დასურათებული ხელნაწერები. შეიტყო ისიც, რომ ქართული საგანძური დღეს საფრთხეშია, რადგანაც დღეს ქართული სიძველენი სხვა მფლობელთა (ბერძენთა, სომეხთა, ლათინთა და ა.შ.) ხელშია და ამის გამო მათი კვალი თანდათან ქრება, უდიდესი ნაწილი, რაც XVIII-XIX საუკუნეების მოგზაურებმა და მეცნიერებმა ნახეს და აღწერეს, დღეს უკვალოდ არის გამქრალი, არის ქართულ სიძველეთა უნებლიე თუ განზრახ ხელყოფისა თუ მოსპობის ფაქტებიც და სწორედ ამის გამო აუცილებელი იყო არა მარტო გასაყიდად გამზადებული ჯვრის მონასტრის ფრესკების შეძენა, არამედ ისტორიული პალესტინის ტერიტორიაზე ქართულ სიძველეთა მოძიების, კვლევისა და ფიქსაციის მიზნით ქართველ მეცნიერთა რამდენიმე ექსპედიციის მოწყობა.

ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ მან საოცარი სითბოთი მითხრა: - ნუ იღელვებთ, ჯერ დავაბრუნოთ ფრესკები, შემდეგ კი მივხედოთ ექსპედიციებსო. მართალი გითხრათ, ასეთ პასუხს არ ველოდი, თუმცა მივხვდი, რომ ეს იყო დაპირება, რომელიც უთუოდ შესრულდებოდა. მართლაც ასე მოხდა...

- 12 წელი არცთუ ისე დიდი დროა, თუმცა ამ პერიოდში საზოგადოება "წმინდა მიწამ" მართლაც ბევრი რამის გაკეთება შეძლო.

- მოვაწყვეთ 12 სამეცნიერო ექსპედიცია, მივაკვლიეთ 90-ზე მეტ ქართულ წარწერას (აქედან 50 სრულიად უცნობია), 44 მონასტერს, რომელთა დიდი უმრავლესობა ქართული ან ინტერნაციონალურია. ეს დადასტურებულია არა მხოლოდ ქართული, არამედ უცხოური (ბერძნულ-არაბული) წყაროებით. 44 მონასტრიდან ლოკალიზაცია მოხდა 38-ზე, 4-ის სახელი ვიცით, მაგრამ საბოლოოდ ჯერ კიდევ დასადგენია.

2002 წლის შემოდგომაზე აღმოვაჩინეთ სრულიად უცნობი ქართული მონასტერი, რომლის არქეოლოგიური გათხრები 2 წლის მანძილზე მიმდინარეობდა. 2002 წელს ამ მონასტერში მეტად მნიშვნელოვან წარწერას მივაკვლიეთ ულამაზესი და საოცრად დახვეწილი V საუკუნის ასომთავრულით. ვიპოვეთ მონასტრის ქართველი წინამძღვრის, ეპისკოპოს იოანე ცურტაველის ეპიტაფია. ჩვენი ვარაუდით, მონასტერი პეტრე იბერს აუშენებია. მას ჩვევად ჰქონია, როდესაც მონასტერს ააგებდა, წესსაც თვითონ დაუდგენდა და წინამძღვარსაც. 2004 წლის ზაფხულში მიმდინარეობდა ბრძოლა შოთა რუსთაველის ფრესკის გადასარჩენად და იმავდროულად, ახალაღმოჩენილი უცნობი ქართული მონასტრის არქეოლოგიური გათხრები ისრაელელ კოლეგებთან ერთად. მოგვეცა საშუალება, შეგვესწავლა ოქროს ოთხთავი ოქროზე დადებული 48 მინიატურით, რომლებიც ორი მხატვრის მიერ არის შესრულებული და ძალზე მნიშვნელოვანი მონაპოვარია.

- ბევრი ფრესკაა განადგურებული ჯვრის მონასტრიდან?

- ძალიან ბევრი. ტიმოთე გაბაშვილმა, რომელმაც XVIII ს-ში იმოგზაურა იერუსალიმში, ხელნაწერებთან ერთად ფრესკების ჩანახატები გააკეთა. უამრავი ფრესკა და ქართული წარწერა ჩამოხსნილია კედლებიდან.

2008 წელს როკფელერის მუზეუმში სრულიად შემთხვევით წავაწყდი იმის ამსახველ დოკუმენტურ ფოტოს, თუ როგორ ხსნიან ჯვრის მონასტრის კედლიდან ელიას ამაღლების ფრესკას 1971 წელს, როდესაც ჯვრის მონასტერში არქეოლოგიური გათხრები და სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობდა. ჩვენი ვარაუდით, პირველად ფრესკა 1910 წელს ჩამოუხსნიათ. 4 ფრესკა (წმინდანთა თავები) ევროპაში გაუყიდიათ და ამერიკის სამ მუზეუმშია დაცული, რომელთაც თავდაპირველად ეწერა ეგვიპტური ფაიამი, მაგრამ როდესაც კატალოგი ვანახეთ, გაასწორეს და დღეს ოთხივე ქართულ ფრესკად არის მოხსენიებული.

რამდენიმე ფრესკას სრულიად შემთხვევით წავაწყდი ჯვრის მონასტრის სარდაფში, ეს ფრესკებიც, როგორც ეტყობა, დიდი ხნის წინ არის მოჭრილი და გაუბედურებული. როდესაც სარდაფში ჩავდიოდი, ზემოთ მომუშავე ჩემი კოლეგებიდან ერთ-ერთი უნდა გამოსულიყო და, თუკი წინამძღვარს დაინახავდა, მობილური ტელეფონით ეცნობებინა ჩემთვის, რომ ხიფათს ავცდენოდი. სარდაფში ვიპოვე წმინდა სოფიოს ძალიან დაზიანებული ფრესკა. ნიკიფორე ჩოლოყაშვილის რგოლი წარწერით - "მამანო, სდექ მტკიცედ და შეურყევლად", რომელიც ეკლესიის შუა ნაწილში იყო და ზედ ვერცხლის დიდი ჯვარიც ედგა (ჯვარი დაკარგულია). ვიპოვეთ ორად გაყოფილი ქვა ქართული და არაბული წარწერებით. როგორც დავადგინეთ, ქვაზე ლიტურგიკული წარწერებია გაკეთებული, რაც თავისთავად საინტერესოა. ეს ქვა ამოვიტანეთ, გავრეცხეთ და მუზეუმში შევატანინეთ.

- დაბოლოს, იქნებ ისიც გვითხრათ, ვინ არიან სამეცნიერო ექსპედიციის წევრები.

- ექსპედიცია აბსოლუტურად კომპლექსურია: ჩვენთან არიან ხელოვნებათმცოდნეები, ფრესკის სპეციალისტები, არქიტექტორები, ეპიგრაფისტები, ენის სპეციალისტები, როგორც ქართველები, ისე უცხოელები, რომლებიც 2-3 ენას მაინც ფლობენ, ფოტოგრაფი და სხვა. წერილობით ძეგლებზე მუშაობენ თინა ცერაძე, ლელა ხოფერია, ლილი ხეცურიანი, მზია სურგულაძე, ფრესკებზე - მზია ჯანჯალია და მარიკა დიდებულიძე, ისტორიკოსები - მზია სურგულაძე, გიორგი გაგოშიძე, რომელიც ეპიგრაფისტიც არის, არქიტექტორიც და არმენოლოგიც. როდესაც წარწერებს ვპოულობთ, გარდა ფოტოფიქსაციისა, იქვე ხდება კალკაზე გადმოღება, ქართული და აღმოსავლური წარწერებიც კალკაზე გვაქვს გადმოტანილი.

- გისურვებთ წარმატებებს."

/"კარიბჭე" N9, 2011, გვ.13/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 7 2019, 06:13 PM

"იერუსალიმში ქართველთა ხშირი ჩასვლა, მათი ზრუნვა ჯვარსა და სხვა სავანეებზე, ძველ უფლებათა აღდგენაზე, ძველ ხელნაწერთა ბედზე საკმაოდ შესამჩნევი იყო. აღნიშნულის შესაბამისად ქართველებს იქ პატივს სცემდნენ, მათ ჯერ კიდევ შენარჩუნებული ჰქონდათ ზოგიერთი პრივილეგია, რითაც განსხვავდებოდნენ სხვა ქრისტიანთაგან.

ამაზე საგანგებოდ წერდნენ უცხოელი მოღვაწენი: ქართველები გაშლილ-აფრიალებული ეროვნული დროშებით, საზეიმოდ მორთულ-მოკაზმულ აქლემებსა და ცხენებზე მსხდომნი, თავისუფლად, ბაჟის გადაუხდელად, შედიოდნენ იერუსალიმში. მაგრამ ქართველთა მდგომარეობა მალე გართულდა, ქართულ სავანეთა შენარჩუნება კიდევ უფრო გაძნელდა.

მას შემდეგ, რაც პალესტინა თურქ-ოსმალებმა დაიპყრეს (1516 წ.), მათ ხელში აღმოჩნდა იერუსალიმი და მისი სანახები, ქრისტიანული ტაძრები მათი შემოსავლის წყაროდ იქცა. მათი დახმარებით ქართულ სავანეებს თანდათანობით დაეუფლნენ ბერძნები, რომლებიც ავიწროებდნენ ქართველებს. ჩვენს თანამემამულეებს სამშობლოდან დახმარება აკლდათ, დაკისრებული გადასახადის დაფარვა გაუძნელდათ, ვალი დაედოთ. ამის გამო ჩვენი ზოგიერთი ტაძარი კათოლიკეებმა ჩაიგდეს ხელში."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 12 2019, 08:12 PM

"წმინდა მამა დავით გარეჯელი რამდენიმე ძმასთან ერთად წმინდა მიწის მოსალოცად წავიდა. როცა იერუსალიმი გამოჩნდა, წმინდა დავითი მიწაზე დაეცა და აცრემლებულმა უფალს შეჰღაღადა: ჩემი ცოდვების გამო არ ვარ ღირსი იმ ადგილის ხილვისა, სადაც წმინდა ფერხნი დადგი. ჩემთვის საკმარისია ის მადლი, რაც ამ ადგილთა ხილვით მივიღეო.

მერე თანამგზავრები იერუსალიმში გაგზავნა, თვითონ კი ფრიადი ვედრებისა და ცრემლთა ღვრის შემდეგ მიწიდან სამი ქვა აიღო იმ რწმენით, თითქოს მაცხოვრის საფლავიდან ყოფილიყო ჩამოკვეთილი, ჩაიდო აბგაში და დაადგა სამშობლოს გზას.

იმ ღამეს უფლის ანგელოზი გამოეცხადა იერუსალიმის პატრიარქს, ელიას და უთხრა: იერუსალიმამდე მოაღწია ჩემმა საკუთარმა მონამ დავითმა და თავისი სარწმუნოებით იერუსალიმის მთელი მადლი წაიღო. აბგაში კურთხევის ნიშნად აღებული სამი ქვა უდევს. ორი გამოართვი და ერთი დაუტოვე. უფლის სახელით უთხარი: "სათნო მიჩნდა, ორი ქვა დამებრუნებინა, იერუსალიმი მადლისგან სრულად რომ არ განძარცვულიყო, ხოლო მესამედი მადლისა მომინიჭებია და წაიღე შენს უდაბნოში".

გაღვიძებულმა პატრიარქმა მაშინვე ხალხი დაადევნა მამა დავითს. გადასცეს პატრიარქის დანაბარები ღირს მამას, ჩამოართვეს ორი ქვა, იერუსალიმში მიიპატიჟეს, მაგრამ ვერ დაითანხმეს წმინდა ქალაქში შესულიყო. ასე ჩამოაბრძანა ღირსმა დავითმა მადლის ქვა - იერუსალიმის მადლის მესამედი."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 13 2019, 08:15 PM

"სიყვარულის ორგვარი სახეობა ორგვარსავე მოქალაქეობას აღმოაცენებს მთელ ქვეყნიერებაზე: ღმერთის სიყვარული იერუსალიმის მოქალაქეებად შეგვქმნის, ღვთის ქალაქისა, ხოლო ამა სოფლის სიყვარული - ბაბილონის მოქალაქეებად, ანუ ეშმაკის ქალაქისა. მაშ, დაე, ყოველმა ჩვენგანმა თვითვე ჰკითხოს საკუთარ თავს, თუ ვინ და რა შეჰყვარებია მას და ასე გულისხმა-ჰყოს, თუ რომელი ქალაქის მოქალაქე შექნილა - ღვთის ქალაქისა თუ ეშმაკის ქალაქისა!"

/წმ. იოანე დამასკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2019, 01:06 PM

"იერუსალიმის ეკლესიის ბოლო დროის წმინდანად შერაცხულ მამაზე, მღვდელმოწამე ფილუმენზეც უნდა მოგითხროთ. ქალაქ ნებლუსის ცენტრში, დიდი ტაძრის ქვეშ არის ცნობილი იაკობის ჭა, რომელზეც პრეტენზიას ებრაელებიც აცხადებენ. თუმცა მის გარშემო მღვიმის ტაძარია მოწყობილი და მართლმადიდებელთა ღვთისმსახურება აღევლინება.

იქ მდებარე ბერძნული მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა არქიმანდრიტი ფილუმენი, რომელიც იმავე დროს წმინდა მიწაზე რამდენიმე ბერძნულ მონასტერსა და ტაძარს ხელმძღვანელობდა. იგი ცნობილი იყო დიდსულიერი ცხოვრებით და ტყუპისცალი გახლდათ არანაკლებ დიდსულიერი მამის, ელპიდესი, რომელმაც თავისი ცხოვრების გზა ათონზე დაასრულა.

მთელი ცხოვრება მათ ღმერთს მიუძღვნეს და არაფერი გააჩნდათ ანაფორების გარდა. მამა ფილუმენი კეთილშობილი სულისა იყო. ხშირად სალოსობდა და თავს იფარავდა კაცთაგან. მან ამით მრავალი არაბი ეშმაკეული განკურნა.

ერთი კვირით ადრე იაკობის ჭის მონასტერში ფანატიკოსები მოვიდნენ და მოითხოვეს ჯვრებისა და ხატების აღება - ეს ადგილი ებრაელთა სიწმინდეაო. ყვიროდნენ, ილანძღებოდნენ და ბოლოს დატოვეს იქაურობა. 16/29 ნოემბერს, 1979 წელს, კოკისპირული წვიმის დროს ისინი შეიჭრნენ მონასტერში.

შემოსილი მამა ფილუმენი მწუხრისთვის ემზადებოდა, თანაც იმ დღეს მისი მფარველი ანგელოზის, წმინდა ფილუმენის ხსენება იყო. მას ქრისტეს უარყოფას აიძულებნენ, ამას მოწმობს მარჯვენა ხელზე წაჭრილი სამი თითი, რომლითაც ის ჯვარს ისახავდა.

სახე დაუჩეხეს, შებილწეს იქაურობა, მაგრამ ამისთვის არავინ დაუჭერიათ. პატრიარქმა მოითხოვა, გადაეცათ გარდაცვლილის სხეული, რომელსაც ხუთი დღე სამედიცინო ექსპერტიზას უტარებდნენ. დაკრძალვისას მამა ფილუმენს დაჩეხილი სახე უბრწყინავდა. 1983 წლის 17/30 ნოემბერს მამა ფილუმენის საფლავი გახსნეს. იქიდან კეთილსურნელება ამოვარდა, სხეული გაუხრწნელი იყო, რაც მთავარია, დაჩეხილი სახე შეხორცებოდა და წვერიც კი გაზრდოდა მიცვალებულს (!).

2009 წლის 11 სექტემბერს მოხდა ღირსი ფილუმენის კანონიზება და მას მღვდელმოწამე ეწოდა. ამბობენ, როცა წმინდა ფილუმენს აწამებდნენ, ეს რაღაცნაირად იგრძნო და იხილა მისგან ათასობით კილომეტრით დაშორებულმა ტყუპისცალმა მამა ელპიდემ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 20 2019, 04:13 PM

"თხზულებაში "ძეგლი ერისთავთა" ვკითხულობთ: მოვიდა ამბავი: კლიტენი იერუსალიმისანი სპარსთა დაიპყრესო. დიდად შეწუხდა მეფე გიორგი, იერუსალიმში დიდი ძღვნით გაგზავნა შალვა ერისთავის ძე პიპა. სულთანმა სიხარულით მიიღო ძღვენი და მისცა კლიტენი იერუსალიმისანი - მაცხოვრის საფლავის ტაძრის გასაღებით. პიპა გახარებული მივიდა მაცხოვრის საფლავთან, ეამბორა, აწირვინა, ეზიარა, თანამგზავრი დეკანოზი იოანე ბანდაისძე მოძღვართმოძღვრად აკურთხებინა. ეს ამბავი მეფე გიორგი ბრწყინვალეს დროს მომხდარა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 20 2019, 04:26 PM

"ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით: 1529 წელს ქართველებს იერუსალიმი აუღიათ. სულთან სულეიმანს გიორგი - ქართლის, ბაგრატ - იმერეთის და ლევან - კახთა მეფეებისთვის კაცი გამოუგზავნია: "თქვენი რჯულის წმინდა ადგილი, იერუსალიმი, უსჯულოებმა დაიპყრეს. ქალაქი თქვენთვის მომიცია, მოდით, გაყარეთ და თქვენი იყოსო".

ქართველმა მეფეებმა სიხარულით შეკრიბეს სპა, მათ შეუერთდა ყვარყვარე ათაბაგი და მიადგნენ იერუსალიმს. ქალაქის დამცველებმა შემოუთვალეს: "გვითხარით, ვინ ხართ, თუ მტრები ხართ, მცირედ მიგვაჩნიხართ, ხოლო თუ სტუმრები - ბევრნი ხართო".

ქართველებმა შეუთვალეს, - საბრძოლველად მოვსულვართო. გამოვიდნენ უსჯულონი და შეებნენ ქართველებს. ღმერთმა გამარჯვება მისცა ქართველებს. შევიდნენ ივერნი, გაათავისუფლეს წმინდა ქალაქი და ხელთ უამრავი ალაფი იგდეს. ეს რომ ხონთქარმა გაიგო, ქართველებს მიანიჭა: ქრისტეს საფლავი, გოლგოთა, ბეთლემი და ჯვრის მონასტერი."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 22 2019, 08:10 PM

"იმ დროს ოქროს ხანა იყო იერუსალიმელი ქართველებისთვის. თანამედროვე უცხოელები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ქართველები გაშლილ-აფრიალებული ეროვნული დროშებით - საზეიმოდ მორთულ-მოკაზმულ აქლემებსა და ცხენებზე მსხდომნი - ყოველგვარი ბაჟის გარეშე შედიოდნენ იერუსალიმში.

მაგრამ გავიდა დრო და ქართველებმა იერუსალიმის მონასტრები დაკარგეს. მონაზონი მართა იერუსალიმიდან გულისტკივილით სწერს დასავლეთ საქართველოს კათალიკოსს გრიგოლს (1696-1742):

"ამისთანა რა გასაჭირი არის, რომ აქაურობა ასრე დაკარგეთ? ეგებ არ მოხსენებოდეს, თვარემ საქონელი და სიმდიდრე ორივე აქ არის, ეს სოფელიცა და მერმეცა... წამობრძანდით, ამათა აღარ უნდა ჩვენი კაცი, რომ მონასტრები საქართველო ამათ ჩაიგდეს ხელად და ჭამენ. რა უანგარიშო საქონელი გამოზიდეს ჩვენი მონასტრებისა!..

ნუ იქთ, ნუ დაკარგავთ ამ მეუფის სახლს, ყოველი სული ამისთვის კვდების, რომ აქ ერთის ტრაპეზის დასადები ადგილი იშოვოს და თქვენ სულ იერუსალიმი დაკარგეთ! ეს წმინდა ადგილი სრულიად ქართველის ყოფილა და ეხლა ლამის რომ სულა გამოვარდეთ...

ნუ იქთ, სხვას ნუ უყურებთ. თავისის ფეხით იარეთ და ვინც ბატონები იყოს, ან გურიის, ან ოდიშის, იმერეთს და ქართლს პირობა დასდევით და ამგვარად კრება და ვეზირობა გექნებათ. თუ იერუსალიმი დაგეკარგვიან, რაღა რჯული და ან რაღა პირჯვრის წერა გექმნებათ..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 22 2019, 08:41 PM

XIX საუკუნის დამდეგს მღვდელმონაზონი ლავრენტი გოგოლაძე იერუსალიმს ეწვია. მან ზოგი იერუსალიმური ხელნაწერი სამშობლოში ჩამოაბრძანა. ერთ-ერთი ხელნაწერისთვის მიუწერია: "ამას ვიტყვი, რათა თქვენ სცხონდეთ, პატიოსანო მამანო, ქართველნო და იმერელნო, და უფროსღა ამას დაკვირვებული ვარ, რასათვის გაგიშვიათ და დაგივიწყებიათ დიდებული და ნათლით შემოსილი ესე ქალაქი იერუსალიმი. ჰოი, უდებებასა და უსასოებასა ჩვენის ქვეყნისასა, რამეთუ უფრო შორიდამ მოდიან ქრისტეს საფლავის სიყვარულისთვის და ჩვენის ქვეყნისა აქ აღარავინ მოდიხართ. და ამას თქვენის უმჯობესისთვის ვსწერ, რათა თქვენ ცხონდეთ..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 24 2019, 06:40 PM

"იერუსალიმის ახლოს მდებარეობს გორნენის დედათა რუსული მონასტერი. აქ 1967 წლიდან მოღვაწეობდა ხორციელი დედა-შვილი, მონაზონი ბარბარე და მონაზონი ვერონიკა. 1983 წლის 19 მაისს ბარბარე და ვერონიკა მონასტერში მარტონი დარჩნენ, რადგან მონასტრის დანარჩენი მკვიდრნი გენესარეთის ტბასთან მდებარე წმინდა მარიამ მაგდალინელის მონასტერში წავიდნენ.

მეორე დღეს, როცა ცისკრის ლოცვაზე დედა-შვილი არ მივიდა, მოსაძებნად ხალხი გაგზავნეს. მონაზვნები კელიაში დახოცილები იპოვეს. იპოვეს მკვლელი, რომელიც ამბობდა: "ჩემმა ღმერთმა მიბრძანაო", ანდა "მე კი არ მოვკალი, არამედ ამა და ამ სულმაო".

"წმინდა მიწა როგორც ძველად, ისე ახლაც მოწამეთა სისხლით განიბანებაო", - ანუგეშა სავანის დედები მონასტერში მოსულმა იერუსალიმის პატრიარქმა. მკვლელი კი... როგორც შეურაცხადი, ისრაელიდან გააძევეს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 24 2019, 07:03 PM

"წლის დიდმარხვაში წმინდა მიწაზე ღირსი გერასიმე იორდანელის მონასტრის მონაზვნები და მრევლი სასწაულის მოწმენი შეიქნენ: დიდ შაბათს, განთიადისას, გარდამოხსნის გამობრძანების მერე, უამრავი ხალხის თვალწინ მირონმა იწყო დენა. მირონი უხვად მოდიოდა ყველა ხატიდან, ფრესკებიდან და გუმბათიდან. ეს სასწაული რამდენიმე დღე გაგრძელდა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 30 2019, 07:25 PM

"გასული საუკუნის 80-იან წლებში ელეონის მთაზე დასახლდა არქიმანდრიტი იოაკიმე დედასთან ანასტასიასთან ერთად. მათ იერუსალიმის მერიას ეკლესიის აშენების ნებართვა სთხოვეს. თუმცა მიწა იერუსალიმის საპატრიარქოს ეკუთვნის, ნებართვა მაინც არ მისცეს. მაშინ მამა იოაკიმე, მართლმადიდებელი არაბების დახმარებით, მუშაობას ჩუმად შეუდგა. ქვიან გრუნტში ქვაბული გამოთხარეს და იქ ქვედა ტაძარი მოაწყვეს, რომელზეც ძირითადი ტაძარი დააშენეს, გუმბათზე ჯვარის დამაგრებაღა დარჩა...

მაშინ, როცა მამა იოაკიმე და დედამისი წასულები იყვნენ, ხელისუფლებამ მიაყენა ბულდოზერი და დაანგრია ზედა ტაძარი, ქვედა ტაძრის რიგიც დადგა. და ამ დროს აუხსნელი რამ მოხდა. როცა იატაკის გათხრას შეუდგნენ, იმ ადგილას, სადაც პირველი ნახვრეტი გააკეთეს, დაეცა კედლიდან ამოვარდნილი ორმეტრიანი მაცხოვრის ხატი, რომელმაც ღერძის გარშემო ტრიალი დაიწყო. ამ მომენტში ყველანაირი ტექნიკა გაუჩერდათ დამანგრეველებს. შეეშინდათ და დანგრევას თავი ანებეს. ეს ამბავი 1992 წლის 22 ივლისს მოხდა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2019, 08:51 PM

"ერთხელ ნოვგოროდის არქიეპისკოპოსი ილია, დიდ სქემაში იოანე, ღამე თავის კელიაში ლოცულობდა. უეცრად მოესმა იქვე წყლის ჭურჭელში წყლის ჩქაფუნი. მივიდა და ნახა, რომ ეს ეშმაკის ოინი იყო. ილოცა, ჭურჭელს ჯვარი გადასახა და შეკრა შიგ მყოფი ეშმაკი. ეშმამ მორთო გოდება: ცეცხლში ვიწვი, გამომიშვი აქედან, ღვთის წმინდანოო.

წმინდანმა ჰკითხა: "ვინ ხარ და აქ როგორ მოხვდიო". "მე მზაკვრობის ეშმაკი ვარ. აქ შენს აღსაშფოთებლად მოვედი. მეგონა, ჩვეულებრივი ადამიანი იყავი, შეშინდებოდი და ლოცვას შეწყვეტდი. გამიშვი, ღვთის მონავ, და აქ აღარ მოვალო".

წმინდანმა უთხრა: "შენი კადნიერი საქციელის გამო გიბრძანებ, ამაღამ წამიყვანო ნოვგოროდიდან იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავთან, და ამაღამვე უკან დამაბრუნო. მხოლოდ მაშინ გაგიშვებო". ეშმაკმა შეჰფიცა. წმინდანმა გახსნა ეშმაკი, გამოუშვა და უთხრა: "ჩემი კელიის წინ იქეცი შეკაზმულ ცხენად, გამოვალ, შეგაჯდები და შევისრულებ სურვილსო".

ეშმაკი შავ კვამლად გამოვიდა ჭურჭლიდან და ცხენის სახით დადგა იოანეს კელიის წინ. წმინდანმა ჯვარი გამოისახა, შეაჯდა "ცხენს" და იმავე ღამეს იერუსალიმში აღმოჩნდა. მაცხოვრის საფლავის ტაძრის კარები თავისით გაეღო. შევიდა, ილოცა, ეამბორა ძელიცხოველს, წმინდა ხატებს და, რაც მთავარია, მაცხოვრის საფლავს. გამოვიდა და მალევე ნოვგოროდში აღმოჩნდა.

როცა ეშმაკი წმინდანის კელიიდან გადიოდა, უთხრა: "იოანე, არავის მოუყვე, რაც მე შემემთხვა, თორემ ცილს დაგწამებენო". წმინდანმა ჯვარი გამოისახა და ეშმაკი გაქრა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 20 2019, 11:46 AM

"დეკანოზ პეტრე კონჭოშვილის ცნობით, "ღირსებითა და პატივისცემით მიიღებდნენ ქართველთა მლოცველთა, იერუსალიმს მიმავალთა, შეიწყნარებდნენ მათ არა ქედმოდრეკილად მაჰმადიანთა წინაშე, არამედ პატივისცემით, ვითარცა ძლევამოსილსა ერსა; დროშა-ბაირაღებით გაშლილნი, სრულიად შეჭურვილნი, საომარის იარაღით მოსილნი თავიდგან ფეხამდის, ხარკ-გარდაუხდელად შედიოდნენ ქართველნი იერუსალიმს, და ესრეთ დიადი იყო სახელი ქართველთა ერისა".

ერთ-ერთი პირველი ქართველი მომლოცველი წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალი იყო. მემატიანის გადმოცემით, "ვახტანგს ევედრნეს დედა და დაი მისი ხუარანძე, რათა წარიტანნეს თანა და ილოცონ იერუსალიმს... შევიდეს და ილოცეს წმინდასა აღდგომასა, და მოილოცნეს ყოველნი ადგილნი, და შეევედრეს წმინდასა აღდგომასა, შესწირეს შესაწირავი დიდი და წარმოვიდეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 4 2019, 12:31 PM

"ქართველთა დაუდევრობისა თუ ჟამთა სიავის გამო გეთსიმანიის ბაღშიც, როგორც ბევრ წმინდა ადგილას, გამქრალია ქართველთა მოღვაწეობის კვალი. 808 წლით დათარიღებული ერთ-ერთი ისტორიული წყაროს ცნობით, "ზეთისხილის მთაზე ოთხი ქართველი ბერი ცხოვრობს. გეთსიმანიაში, განცალკევებულ კლდესთან, სამი განდეგილი მოღვაწეობს: ბერძენი, სირიელი და ქართველი". აქ მოღვაწე ქართველ ბერს იხენიებს იოანე ფოკა 1185 წლით დათარიღებულ ერთ-ერთ წერილში.

პილიგრიმთა ცნობით, ღვთისმშობლის ეკლესიაში, წმინდა საფლავის მარჯვნივ დგას იბერიელთა საკურთხეველი (არქიმანდრიტი აგრეთენიოსი, 1370 წ). ქართველი დიდი სიყვარულით ატარებს წმინდა მიწის ხსოვნას. სწორედ ამიტომაც საქართველოს ტერიტორიაზე გვხვდება გეოგრაფიული ადგილების სახელად "გეთსიმანია", "ბეთანია", "თაბორის მთა"...






"იერუსალიმში არ არსებობდა გამორჩეული ადგილი, სადაც ქართველებს თავისი წილი არ ჰქონოდათ. წმინდა მიწაზე ქართველებს 74 ეკლესია-მონასტერი ეკუთვნოდათ. თვალსაჩინოებისათვის გოლგოთაც გამოდგება. აი, რა საინტერესო ცნობებს გვაწვდიან უცხოელი პილიგრიმები ქართველთა შესახებ:

"ქართველებს აქვთ წმინდა საფლავის ეკლესიის გასაღები და ისინი დიდძალი ფულისთვისაც არ შეელევიან საფლავის ქვის უმცირეს ნატეხსაც კი" (რუდოლფ ზუდჰაიმი, 1347 წ.).


"ქართული წირვა იმართება გოლგოთაზე, სადაც ადამის თავის ქალა ძევს. გოლგოთის ძირში იბერიელთა მიწაა და იბერიელთა წირვები იმართება" (დიაკვანი ეგნატე, 1391 წ.)

"ქართველები ასრულებენ წირვას გოლგოთის მთაზე, სადაც ქრისტე ჯვარს აცვეს და სადაც ადამის თავის ქალა ძევს. გოლგოთის მთის ძირში იბერიელთა მიწაა, სადაც იბერიელები თავიანთ წირვას ასრულებენ" (ეგნატე სმოლენსკი, 1389-1405 წ.).

იერუსალიმსა და პალესტინაში მოღვაწე ქართველთა შემაკავშირებელი ცენტრი იყო ჯვრის მონასტერი. მირიან მეფის მიერ დაარსებულ ჯვრის სავანეს მრავალმა ქარტეხილმა გადაუარა. XI საუკუნის დასაწყისისათვის ის მთლიანად დაინგრა. ამ დროისათვის ქართველები იერუსალიმსა და მის გარშემო არსებულ ეკლესია-მონასტრებში იყვნენ მიმოფანტულნი.

XI საუკუნის I ნახევარში ღირსი ექვთიმე მთაწმინდელის ლოცვა-კურთხევითა და საქართველოს მეფის, ბაგრატ კურაპალატის, და მისი დედის მარიამის თანადგომით ღირსმა პროხორე ქართველმა აღაშენა ჯვრის მონასტერი. მფარველობა და უხვი შესაწირი ჯვრის მონასტერს არ მოჰკლებია დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის დროს. ჯვრის მონასტერი თავისი სიდიადითა და სილამაზით მრავალი უცხოელი მომლოცველის აღფრთოვანების მიზეზი ხდებოდა.

თანამედროვე ქართველებში მკვიდრდება ტრადიცია, სააღდგომო ლიტურგიის შემდეგ, წმინდა მიწაზე, გოლგოთაზე მიიღონ ზიარება. ისმის ჩოხოსანთა ქართული გალობა "მრავალჟამიერი". შთამბეჭდავია, ასევე ქართული დროშებითა და ჯვრებით დიდ პარასკევს "ვია დოლორასას" გავლა და დღეისათვის უკვე წარმოუდგენელია შაბათს ღვთაებრივი ცეცხლის გადმოსვლა ქართველთა მხურვალე ლოცვებისა და შეძახილების გარეშე."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 26 2019, 08:45 PM

"ებრაული ქუდი - კიპა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2019, 11:22 AM

"იერუსალიმში 100-კილოგრამიანი ქვა გოდების კედლიდან ჩამოვარდა და იმ მოედანზე დაეცა, რომელიც ლოცვისთვისაა განკუთვნილი. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. ქვა ერთ-ერთი მლოცველი ქალის ფეხთან დაიმსხვრა, თუმცა ქალი გადარჩა...

ებრაულ სამყაროში მეფე სოლომონის მიერ აგებული ტაძრის "დასავლეთის კედელი" ყველაზე წმინდა, სანუკვარ ადგილად ითვლება. ძველებრაული ტაძრის კომპლექსიდან მხოლოდ მთის ნიადაგის გასამაგრებელი ქვემო გალავნის დასავლეთი მხარე შემორჩა. ტაძრის დანგრევით გამოწვეული მწუხარების გამოსახატავად, არაბებმა მას "ჰიათელმაბქა" - ცრემლების, ანუ გოდების კედელი დაარქვეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2019, 01:37 PM

"კითხვა: ცნობილია, რომ იერუსალიმსა და თბილისში ერთი და იმავე დასახელების წმიდა ადგილებია. ეს რამ განაპირობა?

პასუხი: დიახ, თბილისში მართლაც არის იმ სახელწოდების წმიდა ადგილები, რაც იერუსალიმში. მაგალითად, ელიას მთა, ბეთლემი, სიონი და ასე შემდეგ. როცა საქართველოში ქრისტიანობა დამკვიდრდა და ქართველი კაცის ცნობიერებამ მიიღო ქრისტე, ასეთი სახელწოდებები თანდათან ჩამოყალიბდა. ქართველს უნდოდა ქრისტეს ფეხნადგამი მიწის მადლი თბილისშიც განმეორებულიყო, მისი საყვარელი ქალაქი რაღაცით დამსგავსებოდა წმიდა ადგილს. ეს იმაზე მეტყველებს, თუ როგორი გულითა და სათნოებით მიიღო ქართველმა ქრისტე და მასთან დაკავშირებული მოვლენები, რომლებიც ღრმად აღიბეჭდა ერის ცნობიერებაში და გამოხატვა ამ სახით ჰპოვა. ეს უფლის დიდი სიყვარულის ნიშანია და არა ამპარტავნების."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2019, 10:32 PM

"იმპერატორ ადრიანეს დროიდან იერუსალიმს ელია ეწოდებოდა და წარმართებიც ამ სახელით იცნობდნენ მას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 17 2019, 11:20 PM

"კითხვა: როგორც ცნობილია, თბილისსა და იერუსალიმში არის ერთი და იგივე დასახელების წმიდა ადგილები. როგორ მოხდა ერთნაირი სახელების დარქმევა?

პასუხი: მართალია, თბილისში არის იმ სახელწოდებების წმიდა ადგილები, რაც იერუსალიმში, მაგალითად: ბეთლემი, სიონი, ელიას მთა და სხვა. როდესაც საქართველოში ქრისტიანობა დამკვიდრდა და ქართველის ცნობიერებამ იესო ქრისტე მიიღო, ეს სახელწოდებებიც მაშინ შემოვიდა. ქართველ კაცს უნდოდა, ქრისტეს ფეხნადგამი მიწის მადლი თბილისშიც განმეორებულიყო და ჩვენი ქალაქიც დამსგავსებოდა წმიდა ადგილს. ეს კი იმის დასტურია, რომ ქართველმა კაცმა გულით მიიღო იესო ქრისტე და მასთან დაკავშირებული მოვლენები. ეს უფლის დიდი სიყვარულის ნიშანია და არა ამპარტავნების."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 10 2019, 04:32 PM

"იერუსალიმიდან დევნილი ებრაელები საქართველოში ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე VI საუკუნიდან ჩნდებიან. შემდგომ საუკუნეებში "მუნით ოტებულ ჰურიათა" რიცხვი თანდათან გაიზარდა. მცხეთის გარდა ისინი ცხოვრობდნენ აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ქართული წყაროებით განსაკუთრებით ბოდელი, კოდისწყაროელი და სობისკანანელი ქართველი ებრაელები.

ქართლში არსებული ოთხივე ებრაული თემი ერთმანეთთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული. როგორც ჩანს, ამ ოთხი თემიდან წინამძღოლის ფუნქცია მცხეთელ ებრაელებს ჰქონიათ დაკისრებული.

მცხეთელი ებრალების ასეთი განსაკუთრებულობა, ალბათ, იმით იყო გამოწვეული, რომ ისინი ქართლის დედაქალაში ცხოვრობდნენ და სამეფო კარისაგან გამორჩეულ ყურადღებასაც იმსახურებდნენ.

ისინი მცხეთაში "ჰურიათა უბანში" სახლობდნენ, სადაც მათ ჰქონდათ რელიგიური ცენტრი "ბაგინი ჰურიათა". როგორც ჩანს, სიწმინდეებზე ზრუნვა და ებრაულ სალოცავებზე მეთვალყურეობა მცხეთელი ებრაელების მოვალეობა იყო.

ამავე წერილობითი წყაროებით ირკვევა, რომ საქართველოში მცხოვრები ებრაელები თავიანთ ისტორიულ სამშობლოსთან კავშირს არ წყვეტდნენ და მიმოწერით მუდმივად გებულობდნენ, თუ რა ხდებოდა "ჰურიათა ქვეყანაში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2019, 09:20 PM

"ებრაელი ერის სახელით მადლობას გიხდით რომ 2600 წლის მანძილზე საქართველომ შეიფარა ებრაელები"

/ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბ-ნი შაბთაი ცური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 30 2020, 07:02 PM

"ებრაული ანდაზა: დაიწყე ახლა და ნუ გადადებ..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 23 2020, 10:21 PM

"იერუსალიმი გახდება ისრაელის დედაქალაქი, დროთა განმავლობაში კი ის უნდა გახდეს მსოფლიოს დედაქალაქი, რამეთუ იქაა დედამიწის ნამდვილი ცენტრი - იქ ეცვა ჯვარს და აღდგა სოფლის მაცხოვარი"

/წმ. სერაფიმე ვირიცელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2020, 07:31 PM

"უფალს არ უანდერძია ჩვენთვის, რომ წმ. მიწაზე გავემგზავროთ. აი, სადაა ჩვენი იერუსალიმი და წმ. მიწა - ამბობდა დედაო [სქემმონაზონი ნილა], და თან ხელს გულზე იდებდა. მაგრამ მონაზონის ეს სიტყვები სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ იგი არ აკურთხებდა მომლოცველებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 11 2020, 03:43 PM

"როგორც ყოველი ქრისტიანი, ბერი ანთიმოზიც წმიდა მიწის მონახულების სურვილით იწვოდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 28 2020, 09:27 PM

"იუდაიზმმა თავისი ხანგრძლივი და საინტერესო ისტორიის მანძილზე მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. მიუხედავად იმისა, რომ ეს რელიგია ქრისტეს შობამდე დიდი ხნით ადრე გაGნდა, მაინც სამართლიანია ითქვას, რომ იუდაიზმში იგულისხმება ებრაელი ხალხის სარწმუნოება უკანასკნელი ორი ათასი წლის მანძილზე.

რჩეული ხალხის წარმოქმნა
ებრაელი ხალხის მამამთავარი იყო აბრაამი, რომელმაც ღვრთის რწმენითა და შეწევნით მიღებული საკუთარი სულიერი გამოცდილება თავის შთამომავლობას, ისრაელს გადასცა და დაუტოვა. ერთხელ აბრაამი უფალზე ფიქრით იყო გატაცებული და მას ხმა ჩაესმა: "უთხრა უფალმა აბრამს: წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამაშენის სახლიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ. გაქცევ დიდ ხალხად, გაკურთხებ და განვადიდებ შენს სახელს და კურთხეული იქნები. ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს; კურთხეული იქნება შენში მიწიერთა მთელი მოდგმა" (დაბადება 12:1-3). აბრაამმა აღასრულა ღვთის ნება. იგი მუდამჟამ გულისყურით უსმენდა უფალს და მისი სიტყვის შესაბამისად იქცეოდა. უფალიც, თავის მხრივ, აბრაამს დანაპირებს ყოველთვის უსრულებდა.

აბრაამმა თავის შთამომავლებს ღმერთთან ურთიერთობის გამოცდილება გადასცა. აბრაამის შთამომავლობისგან გაჩნდა ხალხი, რომლებმაც მამამთავარ აბრაამის რწმენა თაობებს შემოუნახეს. იმ დროისათვის ეს მსოფლიოში ერთადერთი მონოთეისტური (ერთღმერთიანი) რელიგია იყო. ხალხი თაყვანს სცემდა ერთიან, პიროვნულ ღმერთს, ქვეყნის შემოქმედს, ხოლო მას შემდეგ, რაც მათ სინას მთაზე უფლისაგან მოსეს ხელით ცხოვრების კანონი (ათი მცნება) მიიღეს, ღმერთთან ცოცხალი კავშირი დამყარდა და ხალხს "ღვთის ხალხი" ეწოდა.

ძველი აღთქმა
უფლისა და ებრაელი ხალხის ურთიერთობის ისტორია წინასწარმეტყველთა მიერ, ღვთის სიტყვის გაცხადებით, საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა და წმინდა წერილის სახე ეძლეოდა. სწორედ ეს ისტორიები შეადგენენ ძველ აღთქმას. იუდაიზმში ამ წიგნებს ეწოდება თანახი, რაც კანონებად (თორა), წინასწარმეტყველებად და წერილებად იყოფა.

ძველ აღთქმაში მოთხრობილია, რომ აბრაამის შთამომავლები ეგვიპტელთა უღელქვეშ აღმოჩნდნენ. ღმერთმა დაავალა მოსეს ეს ხალხი ფარაონის მონობიდან დაეხსნა და იმ აღთქმულ მიწაზე მიეყვანა, რომელიც უფალმა აბრაამს აღუთქვა. გზად ეგვიპტიდან აღთქმულ მიწამდე უფალმა ხალხს ურთიერთთანაცხოვრებისა და ღმერთისადმი დამოკიდებულების კანონები დაუდგინა. ახალ მიწაზე თავდაპირველად უშუალოდ უფალი მართავდა რჩეული ხალხის ცხოვრებას, მაგრამ დროთა განმავლობაში ადამიანებს დაავიწყდათ წარსული, ღვთაებრივ მოწოდებებს ზურგი შეაქციეს და ჩვეულებრივი, მეზობელი ქვეყნების სადარი მიწიერი მმართველი - მეფე მოისურვეს. რიგით მესამე მეფემ, სოლომონმა, ააშენა იერუსალიმის ტაძარი. იმ დროიდან ღვთისმსახურება მხოლოდ ამ ტაძარში ტარდებოდა ღმერთთან ურთიერთობის ძირითად ფორმად ცხოველთა მსხვერპლშეწირვა მიიჩნეოდა.

ისრაელი - (სიტყვასიტყვით: ღმერთი იბრძვის) - ღვთისგან ბოძებული იაკობის წოდებაა (დაბ. 35,10,20; 43,8; 50,2), რომლის 12 შვილთაგანაც ებრაელი ხალხი წარმოიშვა და იაკობ პატრიარქის წოდება ისრაელი დაერქვა.

ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა (604-562 წწ. ქრ.შ-მდე) დაანგრია იერუსალიმის ტაძარი და ებრაელი ხალხი ტყვედ წაასხა. ტყვეობისას ებრაელებს სოლომონის ტაძარში შეკრებისა და უფლისათვის მსხვერპლის შეწირვის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. მათ ისღა დარჩენოდათ, რომ უფლის კანონებზე ეფიქრათ და შეძლებისდაგვარად დაეცვათ ისინი. ქრ.შ-მდე 538 წელს სპარსეთის მთავარმა პირმა ნება დართო ებრაელებს დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში. შინ დაბრუნებულმა ებრაელებმა დანგრეულის ადგილზე ახალი ტაძარი ააშენეს. ქრ.შ-მდე IV ს-ში ებრაელები ბერძნებმა დაიპყრეს, ხოლო ქრ. შ-მდე I ს-ში მათ რომაელები დაეუფლნენ.

I ს-ში ებრაელთა შორის საკმაოდ მოჭარბებული მესიანური მოლოდინები შეინიშნებოდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ მესია ძლიერი მიწიერი მეფის სახით მოევლინებოდა და მთელ ქვეყანაზე მათ სიძლიერესა და დიდებას აღადგენდა. სწორედ ამიტომაც იყო, რომ ებრაელებმა ვერ მიიღეს იესო ქრისტე, რომლის "...მეუფება არ არის ამქვეყნიური; ამქვეყნიური რომ იყოს, ჩემი მსახურნი იბრძოლებდნენ, რომ ხელში არ ჩავვარდნოდი იუდეველებს. მაგრამ აწ ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური" (იოან, 18:36).

იუდაიზმის ჩამოყალიბების ეტაპები
ქრისტეს ჯვარცმიდან 37 წლის შემდეგ რომაელმა მხედართმთავარმა ტიტუსმა ტაძარი დაანგრია, რის შემდეგაც ებრაელი ხალხი მთელ დედამიწაზე გაიბნა.

მიუხედავად ამისა, ებრაელი ხალხის ისტორია ძველ აღთქმას, როგორც ღვთაებრივ გამოცხადებას, მჭიდროდ უკავშირდება. ბაბილონის ტყვეობიდან მოყოლებული (ქრ. შ-მდე VI ს.) ებრაელების რელიგიურ სისტემაზე გარკვეული ზეგავლენა მოახდინა სპარსეთის რელიგიურმა დუალიზმმა, ელინისტურმა ფილოსოფიამ და ა.შ. ელინიზმის ეპოქაში ალექსანდრია წარმოადგენდა იუდეური ფილოსოფიის ერთ-ერთ უძლიერეს ცენტრს. ფილონ ალექსანდრიელი, რომელმაც იუდეური სარწმუნოება შეაკავშირა ბერძნულ ფილოსოფიასთან, უდიდეს იუდეველ ფილოსოფოსად მოიხსენიება.

იუდაიზმში ჩნდება ფარისევლის (განყენებული) ფიგურა - რომელიც სიბრძნისა და რელიგიური ადათ-წესების მასწავლებელია. ქრ. შ-ის შემდეგ 70 წელს იერუსალიმის უკანასკნელი ტაძრის დანგრევა რაბინისტული იუდაიზმის საწყისად იქნა მიჩნეული. აღნიშნულისთვის დამახასიათებელია სინაგოგაში ერთობლივი ლოცვა და რაბინის ხელმძღვანელობით თორას ტექსტების ერთობლივად შესწავლა. ამიერიდან ებრაელების მთავარი ლოცვა ტაძრის აღდგენას, ებრაელთა კვლავ "ღვთის რჩეულ" ერად მოქცევას, მეფე-მესიის თაოსნობით და სამართლიანი პოლიტიკურად გამართული სახელმწიფოს შექმნას შეეხებოდა. ლოცვა ერთგვარი მსხვერპლშეწირვა იყო დროებით არარსებულ ტაძარში.

დაიწყო "ძველი აღთქმის" დეტალური კომენტირება, რომელიც მიმართული იყო ყოველდღიური ცხოვრების რეგლამენტირებისა და "თორასთან" შესაბამისობაში მოყვანისათვის. თავდაპირველად შეიქმნა მიშნა - საკრალური სტატუსის მატარებელი კანონებისა და ნორმატივების კრებული. IV-V სს-ში გაჩნდა იერუსალიმური და ბაბილონური თალმუდები - მიშნას დეტალური ახსნა-განმარტებები. მომდევნო საუკუნეებში რაბინების განმარტებითი მუშაობა არ შეწყვეტილა. საქმიანობის მიზანს თორას არასრულყოფილების დასაბუთება და მისი მუდმივი სრულყოფის, "ამაღლებულთა" მიერ მისი კვლავ განმარტების აუცილებლობა წარმოადგენდა, სინამდვილეში კი ეს თითოეული იუდეველის ცხოვრების მრავალი მარეგლამენტირებელი ნორმით შემოეფარგვლის მცდელობა იყო (სულ 613). ამ ნორმების შემოღება ერში მოსეს კანონების სიწმინდეს ვერ იცავდა, მაგრამ საჭირო გახდა იმისათვის, რათა ხელი შეშლოდა ებრაელი ხალხის სხვა ხალხებთან აღრევის პროცესს. ძირითადი მოთხოვნები იყო შაბათის - როგორც ღმერთისადმი მიძღვნილი, ლოცვებითა და სიმშვიდით აღსავსე დღის - სიწმინდის შენახვა, ებრაელებისა და ღმერთის კავშირის სიმბოლოს - წინდაცვეთის წესის დაცვა, "სუფთა საკვების" (კაშრუტის) მიღება და ა.შ. გალახის წესების დამცველი კეთილშობილების ნიმუშად აღიქმებოდა. მასორეტი კომენტატორების არენაზე გამოსვლამ VII-XI სს-ში გამოიწვია რაბინული ბიბლიის გაჩენა, რომელიც ასევე მრავალგზის იყო კომენტირებული და განმარტებული.

შუა საუკუნეებში იუდეიზმის განსაკუთრებული აღმავლობა ესპანეთში შეინიშნებოდა. იუდაიზმის იმ პერიოდის წარმატებული წარმომადგენელი იყო მოშე ბენ მაიმონი ან მაიმონიდი (1135-1204), მან იუდეული ფილოსოფია არისტოტელეს ფილოსოფიის საფუძველზე განავითარა.

მაიმონიდის ფილოსოფიური ხედვების საფუძველზე ტანახის ტექსტებში ორი დონე გამოიკვეთა: ერთი ბუკვალური - უმრავლესობისათვის და მეორე ფილოსოფიური - რჩეულთათვის. დროთა მანძილზე საქმე იქეთკენ წავიდა, რომ რაბინებმა თორაში დაფარული იდეების არსებობის შესახებ გამოაცხადეს. დაიწყო ამ იდუმალების ამოცნობის სხვადასხვა მეთოდებზე ფიქრი და მუშაობა. მათ შორის იყო მედიტაცია, სხვადასხვა მაგიური ხერხები, ბოლოს ეს ყველაფერი ოკულტურ სწავლება - კაბალაში გაერთიანდა. კაბალა წარმოადგენს იუდაიზმის, გნოსტიციზმის და ნეოპლატონიზმის ნაზავს. მის საკრალურ ტექსტში - ზოხარის წიგნში იყო დაუნჯებული. ის XIII ს-ში პორტუგალიაში გამოიცა და იუდაიზმის მონოთეისტობიდან დაშორების ნიმუშის სახე მიიღო. ზოხარის წიგნი სამყაროს პანთეისტურ შესაქმეზეა მოთხრობილი, სადაც სამყარო ღმერთის ემანაციას წარმოადგენს.

XV ს-ის შემდეგ, როდესაც ესპანურმა ინკვიზიციამ ებრაელების დევნა დაიწყო, ბევრი მათგანი ოსმანეთის იმპერიაში, იტალიაში, გერმანიაში, პოლონეთში გადაიხვეწა, ხოლო უკვე XX ს-ის დასაწყისისათვის მათი დიდი უმრავლესობა რუსეთში ცხოვრობდა.

XVIII საუკუნეში პოლონეთისა და უკრაინის ტერიტორიაზე ებრაელებს გამოეყო გარკვეული ჯგუფი და წარმოიშვა ახალი - ღვთისმოსავი ხასიდების მოძრაობა. მისი დამაარსებელი ელ ბენ ელიეზერი (1700-1760) იყო, ის არ უარყოფდა თალმუდს, ებრაული კულტურის ათასწლოვან ტრადიციებსა და რიტუალებს, მაგრამ თვლიდა, რომ შესაძლებელია, მათ გარეშეც აღმოაჩინოს ადამიანმა ღვთის ნაპერწკალი, რომელიც მეტ-ნაკლებად თითოეულ პიროვნებაში მოიძებნება. ხასიდიზმში მნიშვნელოვანი ადგილი ქარიზმატულ მასწავლებლებს ცადიკებს უკავიათ, რომლებიც მორწმუნეთა ღმერთთან შუამავლობის პრეტენზიას აცხადებდნენ.

1897 წელს თეოდორ ჰერცლიმ ორგანიზება გაუკეთა პირველ სიონისტურ ყრილობას, დაწერა წიგნი "ებრაელთა სახელმწიფო", რითაც ფაქტობრივად სიონიზმის მამა გახდა. 1947 წლის 14 მაისს ფაშიზმის კოშმარის დასრულებისთანავე, რომელსაც მილიონობით ებრაელი ემსხვერპლა, შეიქმნა დამოუკიდებელი სახელმწიფო ისრაელი. ბევრი თვალსაზრისით ეს ახალი სახელმწიფო უჩვეულოა. მოსახლეობის დიდი ნაწილის ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები: დაბადება, ქორწინება, გარდაცვალება და ა.შ. რაბინების ზედამხედველობით ხორციელდება. სიონიზმის მიზანია მსოფლიოში გაბნეულ ებრაელთა ისრაელის სახელმწიფოში თავმოყრა. ისრაელი განვითარების საშუალებას აძლევს იუდაიზმის ყველა ტიპის მიმდინარეობას, რომლებიც სხვადასხვა დიასპორაში ჩამოყალიბდა: როგორც ორთოდოქსებს, ისე რეფორმატორებს. რეფორმატორული მიმდინარეობები ამერიკელ ებრაელებში ჩამოყალიბდა, მისი მიზანია იუდაიზმის თანამედროვე დასავლურ ღირებულებებთან ინტეგრირება.

იუდაისტური სარწმუნოების ძირითადი თავისებურებანი
* ღმერთი ერთია. მან შექმნა სამყარო და ყველა სირთულის დაძლევაში ისრაელის რჩეულ მამებს ღმერთი ეხმარებოდა

* უფალი უსაზღვროა, მას არ აქვს სახე, ის მიუწვდომელია და მიუხედავად ამისა თავს მუდმივად ახსენებს ყველაფერ ცოცხალს

* უფალი ადამიანებს წინასწარმეტყველთა საშუალებით ესაუბრებოდა, მათგან უდიდესი იყო მოსე, მოსეს მიეცა ყველა კანონი და არ იქნება სხვა კანონები

* რწმენა პირველ რიგში კანონების მორჩილებაში ვლინდება, ხოლო შემდეგ კეთილ საქმეებში

* ბოროტება იმდენად ვრცელდება, რამდენადაც მას უფალი დაუშვებს. უფალი აჯილდოებს მართლმორწმუნეს და სჯის უკეთურს

* უფალმა შექმნა ადამიანი, ქმნილება, რომელიც სხვა უფლის ქმნილებებისაგან გამოირჩევა. ადამიანს აქვს სული და სხეული.

* იუდაიზმს ქრისტიანობისაგან განსხვავებით არ მიაჩნია, რომ ადამიანის ცოდვით დაცემის შემდეგ მისი ბუნება დაზიანდა, მან დაკარგა უკვდავება

* ისრაელის რჩეული ხალხის გარდა არსებობს სხვა ხალხებიც. მათი გამართლება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ისინი იუდაიზმის ჭეშმარიტებას აღიარებენ

* თემის ცხოვრების ცენტრს სინაგოგა წარმოადგენს (სინაგოგა - ბერძ. კრებული)

* მცნებების შესრულებისათვის ჯილდოს არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანი ღებულობს, არამედ ეს მოქმედებს ერის ცხოვრებაზეც

* დროთა სასრულისას უფალი თითოეულს საქმეთა მიხედვით განსჯის

ღვთისმსახურება
ამჟამად იუდაისტური ღვთისმსახურება რელიგიურ დღესასწაულებზე სინაგოგაში საერთო მსახურებით შემოიფარგლება. დღესასწაულებს ავსებს საოჯახო შეკრებები, რომლებიც ასევე რელიგიურ ხასიათს ატარებს. თუმცა არსებობს ინდივიდუალური ლოცვებიც. შაბათი, როგორც სადღესასწაულო, უქმე დღე, რელიგიური ცხოვრების ცენტრს წარმოადგენს. სხვა დღესასწაულებია:

1. როშ ჰაშანა (ახალი წელი) – "წლის საწყისი", განჭვრეტისა და სიმშვიდის დღე

2. იომ კიპურ (მოწყალების დღე) - გასული წლის უკანასკნელი დღე, განვლილი წლის გააზრების დღე, მარხვა

3. სუკოტ (ქუში) – 8 დღის მანძილზე სიხარულით იხსენებენ ეგვიპტიდან გამოსვლას

4. ხანუკა (განახლება) - მღვდელმსახური მატაფიას აღასრულებს სოლომონის ტაძრის შეურაცხმყოფელი სირიელების წინააღმდეგ ამბოხების გასახსენებლად

5. პურიმ - აღინიშნება გაზაფხულზე და უკავშირდება ბაბილონის ტყვეობიდან ესთერის მიერ ებრაელების გამოხსნას

6. ფესახი (გამოსვლა) - ყველაზე დიდი დღესასწაული, უკავშირდება ებრაელების ეგვიპტიდან გამოსვლის გახსენებას

7. შავუოთი (გამოსვლიდან ორმოცდამეათე დღე) - თორის მიღების დღესასწაული

8. სადღეისოდ იუდაისტური ღვთისმეტყველება სინაგოგების ხელმძღვანელი და კანონების მასწავლებელი რაბინების მიერ ვითარდება."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 20 2020, 03:19 PM

"იერუსალიმი ებრაულ ენაში - მდედრობითი სქესის სიტყვათა ჯგუფს ეკუთვნის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2020, 10:11 PM

"22. ქალწული ასული სიონისა -

ეს იერუსალიმია. "ასული სიონისა" - ტრადიციული პერიფრაზია, რომელიც ფართოდ გამოიყენება წმინდა წერილში იუდეველთა დედაქალაქის აღსანიშნავად. [ესაია] წინასწარმეტყველი გულისხმობს, რომ იუდეის დედაქალაქი არასდროს არავის დაუმორჩილებია, ის "ქალწულია" და დაწინდულია ღმერთთან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 20 2020, 09:16 PM

"1. ვაი არიელს -
არიელად იწოდება იერუსალიმი, ქალაქი, სადაც მეფე დავითი ცხოვრობდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2020, 09:39 PM

"სიონი და იერუსალიმი, როგორც ძველი აღქმის ეკლესიის ცენტრი, წინასწარმეტყველებთან ხშირად არის შედარებული დედას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 12 2021, 07:56 PM

"გოდების კედელი - ამ სახელით ცნობილია იერუსალიმის მეორე ტაძრის შემორჩენილი დასავლეთის კედელი. ტაძარი ჩვ.წ.აღ. 70 წელს გაანადგურა და გადაწვა რომაელმა მხედართმთავარმა ტაციტუცმა (ტიტუსმა) იმპერატორ ვესპასიანეს დროს და მისგან სასწაულებრივად გადარჩა ეს ერთადერთი კედელი. წმ. გადმოცემით ისეთი საცოდაობა იყო ამ ტაძრის განადგურება, რომ ანგელოზები ჩამოსხდნენ ამ კედელზე და ისეთი ცხარე ცრემლებით ტიროდნენ, რომ ხანძარი ვერ მიეკარა კედელს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 12 2021, 08:20 PM

"ანტისემიტიზმი - ებრაელთა მიმართ მტრული დამოკიდებულება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2021, 08:33 PM

"გილგალი - ეგვიპტიდან ებრაელების გამოსვლის შემდეგ პირველი შეჩერების ადგილი მდინარე იორდანის ნაპირზე, სადაც ღვთის ნებით იორდანე უკუიქცა და ებრაელები მშრალად გადავიდნენ მეორე მხარეს. ამის ნიშნად მოსეს ბრძანებით თორმეტი ქვის სვეტი აღმართეს, რომ არასოდეს დავიწყებოდათ ებრაელებს ღვთის ეს ერთ-ერთი წყალობა. ამ ადგილიდანვე აიყვანა ზეცად უფალმა ბეთელს მიმავალი ელია წინასწარმეტყველი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 18 2021, 05:09 PM

"ებრაელებს ურიებადაც მოიხსენიებენ, რადგან უფლის ბრძანებით აბრამი ქ. ურიდან გამოვიდა და აღთქმულ ქვეყანაში, დღევანდელ პალესტინაში დასახლდა. ებრაელებმა ისრაელიანთა სახელიც დაიმკვიდრეს, რადგან მათ უპირველეს იერარქს, ანუ პატრიარქს - იაკობს უფალმა დაარქვა ისრაელი, რაც ღმერთთან მებრძოლს ანუ ღვთისკენ მსწრაფველს ნიშნავს. დროთა განმავლობაში ერთიანი ებრაელი ხალხი ორ შტოდ გაიყო, ანუ წარმოიშვა ორი ებრაული სახელმწიფო: ისრაელი და იუდეა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 18 2021, 05:28 PM

"1948-1949 წლებში არაბ-ისრაელთა ომის დროს იერუსალიმი ორად გაიყო: მისი აღმოსავლეთი ნაწილი იორდანიას გადაეცა, დასავლეთი - ისრაელს. 1950 წ. ირაელის მთავრობამ გაეროს გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადა და ამის შემდეგ აღმოსავლეთის ნაწილიც შეიერთა. ამის გამო დღემდე ბრძოლაა ისრაელსა და პალესტინას შორის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 18 2021, 05:47 PM

"იერუსალიმი - როგორც რელიგიის წმ. ქალაქი - იერუსალიი სამი რელიგიის - იუდაიზმის, ქრისტიანობისა და მუსულმანობის წმიდა ქალაქია და მისი სახელიც სამგვარად გამოითქმის: ებრაულად იერუშალაიმი, რაც ნიშნავს მშვიდობის ქალაქს; ბერძნულად იერუსალემი და არაბულად ალ-კუდსი, რაც "წმინდას" ნიშნავს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 18 2021, 09:16 PM

"1331-41 წლებში იერუსალიმში მყოფი უცხოელი მოგზაური აღნიშნავს: ქრისტეს საფლავის სალოცავის გასაღები ქართველების ხელშია და კენჭსაც არავის აძლევენ ამ საფავიდანო. ქრისტეს საფლავის გასაღები ქართველთა ხელში XV ს-ის შუა წლებამდე ყოფილა, სანამ ფრანცისკელებმა არ ჩამოართვეს. (ფრანცისკელები ერთ-ერთი კათოლიკური ორდენის წევრებია. ეს ორდენი დააარსა იტალიელმა რელიგიურმა მოღვაწემ ფრანცისკ აზიზიელმა)".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2021, 05:37 PM

"ებრაელებს ძალიან უყვარდათ თევზი და მისგან დამზადებული კერძები, რომელთაც ისინი ეგვიპტეში ცხოვრებისას მიეჩვივნენ. თევზჭერისათვის, ჩვეულებრივ, ბადეებს აკეთებდნენ, თუმცა ზოგჯერ ანკესითაც თევზაობდნენ და ბარჯითაც".

/მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2021, 07:56 PM

"სინაგოგების რაოდენობა უნდა გაზრდილიყო ელინისტურ პერიოდში, იუდეური დიასპორის გაფართოებასთან ერთად. თალმუდის მიხედვით, სინაგოგა ყველგან უნდა ყოფილიყო, სადაც კი ათი ებრაელი მაინც არსებობდა. სინაგოგა, ძირითადად, მორწმუნეთა შემოწირულობის ხარჯზე იგებოდა (ლკ. 7,5)".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 24 2021, 08:22 PM

" - ხედავთ ამას? მოვლენან დღენი, რომელთა შინა არა დაშთეს ქვაი ქვასა ზედა, რომელი არა დაირღუეს.

მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი):
"ტაძრიდან გამოსვლის შემდეგ უფალი მოწაფეებთან ერთად ზეთისხილის მთისკენ გაემართა. გზად მან იწინასწარმეტყველა ტაძრის დანგრევა, რაც 70 წელს აღსრულდა, როდესაც იერუსალიმი რომაელებმა აიღეს და ნანგრევებად აქციეს, ხოლო მოგვიანებით, იმპერატორ ტრაიანეს მმართველობის დროს, მისი ბოლო კვალიც მოისპო. მიუხედავად რომაელი მმართველის ტიტუსის სურვილისა, ტაძარი შენარჩუნებულიყო, როგორც ხელოვნების სასწაული, ღვთის განგებულება ვერ წარმოჩნდებოდა: რომაელი მეომრის მიერ შემთხვევით ნატყორცნმა ალმოდებულმა მუგუზალმა ტაძარი ფერფლად აქცია. ზეთისხილის მთიდან იერუსალიმის ტაძრის ულამაზესი ხედი იშლებოდა და მოწაფეებმა, უფალთან ერთად, განაგრძეს დაწყებული საუბარი, თავიანთი მომავლის შესახებ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 26 2021, 08:41 PM

"იუდეველთა ადათით, გარდაცვლილს სხვადასხვა ზეთით პოხავდნენ, რათა დიდი ხნის განმავლობაში შენახულიყო ცხედარი"

/ბერი ექვთიმე ზიგაბენი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 27 2021, 09:29 PM

"ებრაელები იყვნენ ყველაზე დიდი ღვთისმეტყველები სხვა ყველა ხალხს შორის"

/ბერი ექვთიმე ზიგაბენი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2021, 02:33 PM

"რაბინების სწავლებით, შაბათ დღეს მხოლოდ 2000 ნაბიჯის გადადგმა შეიძლებოდა, ანუ დაახლოებით ერთი ვერსისა. უდაბნოში ებრაელთა მწირობის დროს ამდენივე მანძილით იყო დაშორებული ებრაელთა ბანაკი იმ კარავს, სადაც აღთქმის კიდობანი იყო დასვენებული".

/მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 12 2021, 10:53 PM

"იერუსალიმის მისადგომებთან მდგარი ქრისტე გამახსენდა!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

გთხოვთ, ილოცეთ! sad.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 16 2021, 09:44 PM

"ეზრა წინასწარმეტყველი წერს: "ყველა ნაყოფთაგან უფალმა აირჩია ყურძენი, მარცვლეულიდან - ხორბალი, ფრინველთაგან - მტრედი, ყვავილთაგან - შროშანი, ქალაქთა შორის კი - იერუსალიმი. აქ უნდა აღსრულებულიყო უდიდესი ღვაწლი: ქრისტეს ჯვარცმა და მის მიერ კაცობრიობის გამოსყიდვა. და აქვე, იერუსალიმში უნდა მომხდარიყო ყველაზე საშინელი ბოროტმოქმედება კაცობრიობის ისტორიაში - ღმერთის მკვლელობა. ამიტომ დასტიროდა უფალი თავის ქალაქს".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 17 2021, 03:35 PM

"იუდეველებს წესად ჰქონდათ სხეულის მირონის ცხებით დაკრძალვა, როგორც ამას ეგვიპტელები აკეთებდნენ, რათა იგი განუხრწნელად და ცუდი სუნის გარეშე შენახულიყო".

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 1 2021, 12:10 PM

"ზეშთა ამაღლდეს უფროის ლიბანისა ნაყოფი მისი". ლიბანი იერუსალიმია, მისი ნაყოფი კი - სახარების სიტყვები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 20 2021, 08:24 PM

"1950 წელს ისრაელის მთავრობა იერუსალიმში გადავიდა და იგი დედაქალაქად გამოაცხადა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2021, 08:08 PM

"ერთ სახეში ერთბაშად ოთხ მხატვრულ სახეს ვხვდებით, იერუსალიმი ოთხნაირად შეგვიძლია გავიგოთ: ისტორიულად - როგორც იუდაური ქალაქი; ალეგორიულად - როგორც ქრისტეს ეკლესია; ანალოგიურად - ესაა ღვთის ზეციური ქალაქი, ყოველი ჩვენგანი დედა; ეთიკურ-ზნეობრივად - ადამიანის სული, რომელსაც ამ სახელწოდებით ხშირად ამხნევებს ან აქებს უფალი"

/ღირსი იოანე კასიანე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2021, 12:22 PM

"სახელი "იერუსალიმი", განმარტების თანახმად, ნიშნავს "მშვიდობის ხილვას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 18 2021, 05:47 PM

"ორი სახის სიყვარული ორი სახის მოქალაქეობას წარმოშობს: უფლისადმი სიყვარული იერუსალიმის (ზეციური ქალაქის) მოქალაქეებად გვაქცევს, ამსოფლისადმი სიყვარული კი - ბაბილონის (ცოდვილი ქალაქის) მოქალაქეებად. დაე, ჰკითხოს ყოველმა ჩვენგანმა საკუთარ თავს: რა უყვარს? და მიხვდება, რომელი ქალაქის მოქალაქეა იგი"

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 7 2021, 02:52 PM

"აბიბი ("თავთავების თვე") (გამ.13.4) - ებრაელებისათვის წმინდა, მეშვიდე სამოქალაქო წლის პირველი თვე, რომელიც მარტ-აპრილს შეესაბამება. ამ თვეში ღმერთმა ეგვიპტიდან გამოიყვანა ებრაელები. ასე ეწოდა იმითომ, რომ ამ თვეში პურის თავთავის გამოღება იწყებოდა. მას მოგვიანებით ეწოდა ნისანის, ანუ ყვავილების თვე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2021, 08:46 PM

"არიელი ("ღმერთის ლომი") - ესაია წინასწარმეტყველი ამ სიტყვას იყენებს იერუსალიმის ერთ-ერთ ალეგორიულ სახელწოდებად (ეს. 29. 1-7). რადგან იერუსალიმი იუდეის მთავარი ქალაქი იყო, ხოლო იერუსალიმის ემბლემა გახლდათ ლომი, ალეგორიულად ამიტომაც უწოდებს იგი იერუსალიმს არიელს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2021, 06:56 PM

"ებრაელი, ებრაული ("მოსული") (საქ. 6. 1; 2 კორ. 11.22 და სხვ.) - სიტყვა "ებრაელი" მოდის ან მამამთავარ ყებერისაგან, სალას ძისაგან, აბრაამის ერთ-ერთი წინაპრისაგან, ან ებრაული ზმნისგან ბერ, რაც ნიშნავს "უცხო მიწიდან მოსულს". ხალხი, რომელიც ცნობილია სახელით - ებრაელი, ქანაანის მიწაზე მოვიდა ევფრატის გავლით და ამიტომ, ბუნებრივია, ქანაანელებმა მათ ებრაელები უწოდეს. პირველი აზრის სასარგებლოდ საუბრობს ის გარემოება, რომ ყებერს, რომელიც იყო ფელეგის მამა (დაბ. 10.25; 11.16), რომლის სიცოცხლეშიც მოხდა ხალხის დაყოფა, ადვილად შეეძლო თავისი სახელი ეცნობებინა შთამომვალობისათვის.
ებრაელებს იუდეველები ეწოდათ თავისი ისტორიის მხოლოდ გვიან პერიოდში - სახელწოდება მოდის იუდასგან. ჩვენს ერამდე ცოტა ხნით ადრე კვლავ გაჩნდა გაგება "ებრაელისა" და ჩვენ ვხვდებით მას წიგნში "მოციქულთა საქმე" (6.1) და ასევე ზოგიერთ ეპისტოელში (2 კორ. 11. 22; ფილ. 3.5)".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2021, 12:58 PM

"მამაკაცები ზოგჯერ ნაწნავებსაც იწნავდნენ, მოგვიანებით კი თმას დალაქთან იკრეჭდნენ. საფეთქლებთან, წარმართული ტრადიციისგან განსხვავებით, თმას არასოდეს იკრეჭდნენ, ეს რჯულით ჰქონდათ აკრძალული (ლევ. 19.27), რასაც ორთოდოქსი იუდეველები დღემდე მკაცრად იცავენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2022, 12:12 PM

"ნაზარეთის ბერძენი მიტროპოლიტი კლეოპა (კიკი ლიდისი) ზუსტად 100 წლის წინ, 1921 წელს იერუსალიმში გამომავალ იერუსალიმის საპატრიარქოს ოფიციალურ გამოცემაში წერს: "დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ წმინდა მიწა არცერთ სხვა ხალხს არ შეუყვარებია ისე, როგორც ქართველებს, და არც უშრომია მისი წმინდა სალოცავების გადასარჩენად და დასაცავად, როდესაც ისინი პოლიტიკურად ძლიერნი იყვნენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2022, 07:47 PM

"ბოლო ხანებში რამდენიმე ქალაქის მერმა შაბათს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის ნებართვა გასცა. დღეს კი, რა აუცილებლობა მოიტანა ეპიდემიურმა სიტუაციამ? მთავრობამ აკრძალა პარასკევსა და შაბათს ტრანსპორტის მოძრაობა და გამჩენის მიერ დაწესებული შაბათის დაცვის კანონი მაინც აღსრულდა! არადა, თალმუდი გვასწავლის – ყველა ებრაელმა რომ ერთად შეინახოს თუნდაც ორი შაბათი, მაშიახი მობრძანდებაო;
ეპიდემიის დასაწყისშივე მთელი სიმკაცრით გამოცხადდა პირადი ჰიგიენის წესების დაცვა. განა ეს ჩვენთვის უცხოა? ჩვენ ხომ ვალდებულნი ვართ დილით უზმოზე სპეციალური ჭურჭლით განვიბანოთ ხელები – სამჯერ მარჯვენა და სამჯერ მარცხენა. ასევე, ყოველი ჭამის წინ, საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ, ვალდებულნი ვართ სუფთად დავიქნათ ფრჩხილები, არ შევეხოთ ტანის დაფარულ ნაწილებს და თუ შეეხო ხელი – უნდა დავიბანოთ"

/მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი იაკობ გაგულაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 22 2022, 01:57 PM

"სინაგოგა თბილისში ააშენეს ქართველმა ებრაელებმა 1904 წელს მთლიანად საკუთარი შეწირულობით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 22 2022, 02:24 PM

"იერუსალიმი სამი რელიგიის - იუდაიზმის, ქრისტიანობისა და მუსულმანობის წმიდა ქალაქია და მისი სახელიც სამგვარად გამოითქმის: ებრაულად იერუშალაიმი, რაც ნიშნავს მშვიდობის ქალაქს; ბერძნუალდ იერუსალემი და არაბულად ალ-კუდსი, რაც "წმინდას" ნიშნავს.
იერუსალიმი არის წინა აზიის, კერძოდ პალესტინის ქალაქი მკვდარი ზღვის დასავლეთით. იგი პირველად იხსენიება თელ-ელამარნის არქივში ძვ. წ. 1400 წ. როგორც იებუსიტების კარგად გამაგრებული ქალაქი."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 22 2022, 03:10 PM

"ღმერთმა ამოირჩია ჭეშმარიტი სარწმუნოების დამცველად აბრამი, რომელიც ცხოვრობდა ქალდეველთა ქ. ურში. ამიტომ ებრაელებს "ურიდან წამოსულებს" ანუ ურიებსაც უწოდებენ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 27 2022, 04:32 PM

"1948-49 წლებში არაბ-ისრაელთა ომის დროს იერუსალიმი ორად გაიყო: მისი აღმოსავლეთი ნაწილი იორდანიას გადაეცა, დასავლეთი - ისრაელს. 1950 წ. ისრაელის მთავრობამ გაეროს გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქაად გამოაცხადა და ამის შემდეგ აღმოსავლეთის ნაწილიც შეიერთა. ამის გამო დღემდე ბრძოლაა ისრაელსა და პალესტინას შორის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2022, 03:22 PM

" ქართველ ებრაელებს ისე უყვარდათ (და უყვართ) საქართველო და ქართველი ერი, რომ არცერთს გაჭირვებაში ზურგი არ შეუქცევია ჩვენთვის, თუ საჭირო იყო სამხედრო სამსახურსაც არ გაურბოდნენ. ძირითადი მათი საქმიანობა ვაჭრობა იყო, ფულის გასესხება სარგებლით, მაგრამ ყოველთვის ანგარიშს უწევდნენ მოვალის მდგომარეობას, ამიტომ ასეთი ნათქვამია შემორჩენილი: "ურიას ვალი სჯობია სომხის ვალსაო". დიდად ეხმარებოდნენ ერთმანეთს. ქართველებმა ასეთი თქმულება იცოდნენ: "ურიებს დარდუბალის კიდობანი აქვთ, ამ კიდობნისათვის ყველა ურიას წლიურად ფული შეაქვს და როცა კი მათში ვინმეს გაუჭირდება, მაგ., ცეცხლისაგან გადაიწვება ვინმე, მოხუცდება და არავინ ეყოლება და ცხოვრებით დაეცემა, უსახლო ობლები იქნებიან თუ სხვა, - მაშინ აქედან ეძლევათ დახმარებაო, ამიტომ არის, რომ ურიებში მათხოვარი არ არიანო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2022, 04:59 PM

"საქართველოს არაქართული მოსახლეობიდან ებრაელები ყველაზე ადრე არიან მოსული.
მცხეთაში აღმოჩენილი ებრაული ეპიტაფიები ებრაელთა დიდი კოლონიის არსებობას ადასტურებს. ქართლის დედაქალაქში "უბანი ჰურიათა" არსებობდა. აქ მათ "ბაგინი ჰურიათა" (სინაგოგა) ჰქონდათ.
შუა საუკუნეებში ებრაელები საქართველოს თითქმის ყველა მხარეში ცხოვრობდნენ. მათი განსახლების ადგილებს ჩამოგვითვლის ვახუშტი ბაგრატიონი. XIX საუკუნეში ჩვენს ქვეყანაში ქალდეველი ებრაელებიც სახლდებიან. როგორც აღნიშნავენ, წინამორბედების მსგავსად მათაც შეითვისეს ქართული ენა, ქართული ყოფა-ცხოვრება. XIX საუკუნეში საქართველოში ცხოვრობდნენ სპარსეთისა და ევროპელ ებრაელთა მცირერიცხოვანი თემები. სპარსელი ებრაელებისაგან განსახვავებით, ევროპელი ებრაელები თანდათანობით მრავლდებოდნენ. ისინი ძირითადად თბილისში ცხოვრობდნენ და ფლობდნენ ქართულ ენას. 1886 წლის საოჯახო სიებით საქართველოში (თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებში) 14 714 სული ებრაელი მკვიდრობდა. საქართველოში მცხოვრები სხვა ეთნოსებისგან განსხვავებით, ებრაელთა დედაენა ქართული იყო".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 212/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2022, 07:53 PM

"ლეგენდარული "გოდების კედელი" ატირდა. ამის შესახებ იუწყებიან იერუსალიმის უნივერსიტეტის ექსპერტები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 9 2022, 02:17 PM

"XIII საუკუნის დასასრულს ცხუმში ებრაელებიც ცხოვრობდნენ, რომლებიც ხაზართა სახელმწიფოს დაცემამდე მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ შავიზღვისპირეთის ვაჭრობაში"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ზღვაოსნობა საქართველოში", გვ. 233/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2022, 08:17 PM

"მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს ხელისუფლების მიერ 4000 კვ.მ.-ზე მოეწყო ქართველთა კულტურული ცენტრი. ის იქნება ქართველებისთვის ჩვენს დროში პირველი ოფიციალურად გადმოცემული ადგილი წმინდა მიწაზე. სადაც გამოიფინება არქივებსა და ისტორიულ წყაროებში დაცული და წმინდა მიწასთან დაკავშირებული მასალების ასლები და შეიქმნება სათანადო გარემო როგორც ჩვენი მომლოცველებისთვის, ისე ისრაელსა და იორდანიაში მყოფი ქართველებისთვის".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N11, 2022, გვ. 11/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2022, 08:00 PM

"ბიზანტიის იმპერიაში ასოთდასახიჩრებით ისჯებოდა ებრაელი, რომელიც ქრისტიან მონას შეიძენდა. იმპერატორ კონსტანტინე II-ის 339 წლის ბრძანება ითვალისწინებდა დამნაშავის ფიზიკურ დასჯას, მისი ქონების კონფისკაციასა და მონის ხაზინისთვის გადაცემას"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ადამიანებით ვაჭრობა საქართველოში", გვ.122/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 23 2022, 10:16 PM

"წმინდა საეკლესიო გადმოცემა გვიამბობს, რომ წარღვნის დაწყებამდე ნოემ კიდობანში შეიტანა ადამის თავი, ვითარცა დიდი სიწმინდე. შემდგომ ეს თავი მან თავის უფროს ვაჟს, ღვთივკურთხეულ სემს გადასცა. ნოეს ვაჟმა გააშენა ქალაქი იოპია, მოაწყო აქ სამსხვერპლო. სამსხვერპლოს ქვეშ მან დაასვენა ადამის თავის ქალა და იქვე შორიახლოს დააარსა ქალაქი იერუსალიმი. ეს სახელწოდება "ღვთის სამწყოფელს" ნიშნავს.

ეზრა წინასწარმეტყველი წერს: ყველანარ ნაყოფთაგან უფალმა აირჩია ყურძენი, მარცვლეულიდან - ხორბალი, ფრინველთაგან - მტრედი, ყვავილთაგან - შროშანი, ქალაქთა შორის კი გამოირჩიაო იერუსალიმი. აქ უნდა მომხდარიყო უდიდესი გმირობა, ღვაწლი: ქრისტეს ჯვარცმა და მის მიერ კაცობრიობის გამოსყიდვა. და აქვე, იერუსალიმში უნდა მომხდარიყო ყველაზე უფრო საშინელი ბოროტმოქმედება კაცობრიობის ისტორიაში - ღმრთის მკვლელობა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2022, 07:58 PM

"აკრძალული იყო წმიდა ქალაქის ძველი სახელწოდების ხსენება და მას წარმართი ხელმწიფის [იმპერატორი ადრიანე (117-138 წწ.) ბრძანებით ელიუს-ანდრიანოპოლს ეძახდნენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 5 2022, 04:58 PM

"მოგზაურთა ცნობებითაც, XIV-XV საუკუნეებში [იერუსალიმის ჯვრის მონასტრის] ტაძარში შესავლელ კართან გასაღებს ქართველები დროდადრო მართლაც ფლობდნენ. გრიგოლ ფერაძის მიერ მიკვლეული პილიგრიმული ჩანაწერის მიხედვით. "ქართველებს აქვთ წმინდა საფლავის ეკლესიის გასაღები და ისინი დიდძალი ფულისთვისაც არ შეელევიან საფლავის ქვის უმცირეს ნატეხსაც კი" (1347 წ.)

ამ მნიშვნელოვანი ცნობის მიხედვით გაურკვეველია, ტაძრის რომელი კარის გასაღები ეპყრათ ქართველ ბერებს. გრიგოლ ფერაძისვე მოპოვებული უცხოელი მოგზაურის, ფელიქს ფაბრის 1480-1483 წლების ჩანაწერში მითითებული ნიშნების მიხედვით კი, კარის ადგილსამყოფლის ამოცნობა შესაძლებელია: "წმინდა საფლავის ეკლესიას... აქვს სამი შესასვლელი... მეორე შესასვლელი ისაა, რომელსაც პატარა ეზოდან პირველ ქვაბში მივყავართ. შესასვლელი ჭიშკრით იხურება და ურდულით იკეტება; ამ კარის გასაღებები ამჟამად ლათინი მინორიტების ძმობას ეკუთვნის, მაგრამ რამდენიმე წლის წინ მათ ქართველები ფლობდნენ".

/ისტორიულ შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი" N1, 2022 წ. გვ.9/
.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 22 2022, 02:21 PM

"ოსმალთა მმართველობის დამყარებამ იერუსალიმის განვითარებაზე დადებითად იმოქმედა. საწყის ეტაპზე ცენტრალური ხელისუფლება ქალაქის მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, გზებისა და ქუჩების განვითარებაზე ზრუნავდა და ამისთვის ფულსაც გამოჰყოფდა. მოსახლეობის უსაფრთხოება გაიზარდა და აღმშენებლობაც შესამჩნევი გახდა. იერუსალიმის დაპყრობიდან 50 წლის განმვალობაში ოსმალეთის იმპერია ძლიერების ზენიტში იმყოფებოდა, განსაკუთრებით სულტან სულეიმან I კანუნის (კანონდებელი) მმართველობის დროს (1520-1566). მის პერიოდში იერუსალიმში ფართომასშტაბიანი მშენებლობები მიმდინარეობდა. მათ შორის გამოსარჩევია ქალაქის თავდაცვითი სისტემის განახლება, იერუსალიმისკენ მიმავალი გზების დაცვა, სავაჭრო ადგილების რემონტი და წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგება.

ქალაქის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური დაწინაურებისთვის აუცილებელი იყო კედლის აღმართვა. ის 1538-1540 წლებიშ 4 კილომეტრამდე იყო. ამ ნაგებობამ დღემდე მოაღწია. სულეიმანმა ბევრი საკულტო ნაგებობა განაახლა ტაძრის მთაზე, პირველ რიგში აღსანიშნავია კუბათ ას-სახრა. მისი განკარგულებით რესტავრაცია გაუკეთდა შენობის ცენტრალურ გუმბათწ. სულეიმანის დროსვე მოწესრიგდა წყალმომარაგების სისტემა ქალაქსა და მის შემოგარენში. აშენდა აკვედუკები და საბილები (საზოგადოებრივი შადრევნები), მოეწყო ახალი აბანოები. ყურადღება ექცეოდა ვაჭრობას, აღდგა დაქვეითებული ბაზრები, მათ შორის - ხან ალ-კატანინი (ბამბის ბაზრობა), იერუსალიმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო ცენტრი იყო. სავარაუდოდ, 1563 წელს აღდგა ბოსტნეულის ბაზარი (სუკ ალ-ხადრ). მისი აღდგენა ადგილობრივთა ინიციატივითა და ხელისუფლების დახმარებით მოხდა. მადლიერების ნიშნად მას "სუკ ალ-სულტანი" (სულტნის ბაზრობა) ეწოდა. აშენდა კეთილსურნელებათა ახალი ბაზრობა (სუკ ალ-ატარინ ალ-ჯადიდ). სავაჭრო ბრუნვა იზრდებოდა სხვა ბაზრებშიც: ვაჭრების ბაზარი (სუკ ალ-თუჯარ), დიდი ბაზარი (ასუკ ალ-ქაბარ) და ა.შ. კედლის აღმართვამ, წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგებამ და ბაზრების აღდგენამ ქალაქის ეკონომიკურ დაწინაურებას დიდად შეუწყო ხელი.

XVI საუკუნის მიწურულს, იმპერიის დასუსტებასთან ერთად, იერუსალიმში მდგომარეობა შეიცვალა - მისი ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარება საგრძნობლად შეფერხდა. იერუსალიმმა მხოლოდ სასულიერო ცენტრისა და ბედუინების წინააღმდეგ ბრძოლის ფორპოსტის სტატუსი შეინარჩუნა".

/ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი" N9, 2019, გვ.54/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 6 2023, 05:06 PM

"სულთან სალადინის (1137-1193) სიგელი გაცემულია ჯვაროსნული იერუსალიმის დაცემის შემდეგ. ძეგლის შინაარსიც სწორედ ამ ისტორიული კონტექსტით არის განსაზღვრული. ჯვაროსნული მმართველობისას იერუსალიმის ბერძნული, მართლმადიდებელი საპატრიარქოს უფლებები მნიშვნელოვნად იყო შეზღუდული. ქალაქის დაცემისას ბერძნულმა საპატრიარქომ ისარგებლა სალადინთან ბიზანტიელთა მეგობრული ურთიერთობით და წმინდა ქალაქში კვლავ გაბატონებული ადგილი დაიკავა. სალადინის მიერ წმინდა მიწაზე აღმოსავლელი ქრისტიანების პრივილეგირების მიზეზი არცთუ რთული გასაგებია. ჯვაროსნები წმინდა ქალაქის კვლავ გამოხსნას სწორედ აღმოსავლელ ქრისტიანებთან კოალიციით გეგმავდნენ. ამიტომ სალადინმა აღმოსავლელებს წმინდა მიწაზე იმაზე უკეთესი პირობები შეუქმნა, ვიდრე მათ ჯვაროსნების მმართველობისას ჰქონდათ"

/"ისტორიანი" N5, 2022, გვ.21/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 17 2023, 05:12 PM

"მაღალ გალავანს, ძველ იერუსალიმს გარს რომ ერტყა, არა მხოლოდ თავდაცვის, არამედ ღრმად სიმბოლური მნიშვნელობაც ჰქონდა. იუდაური რელიგიის აღმსარებელთათვის დიადი ხელმწიფის ეს წმინდა ქალაქი ერთგვარ შეუვალ ზღუდეს უნდა დაეცვა გარე სამყაროს ბოროტებისა და ცდომიებათაგან. ქალაქში დაუშვებელი იყო უწმინდურება და სიბილწე, თვით ბოროტმოქმედთა და ავაზაკთა დასჯა მის კედლებს გარეთ აღესრულებოდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 10 2023, 07:24 PM

"მოგეხსენებათ, ყოველწლიურად, განსაკუთრებით სააღდგომო პერიოდში, ათი ათასობით ქართველი სტუმრობს წმინდა მიწას, რაც, დამეთანხმებით, ყველა მორწმუნეს ოცნებაა - თუნდაც ერთხელ მაინც მოილოცოს წმინდა ქალაქი იერუსალიმი!"

/მეურე ეფრემი (გამრეკელიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2024, 07:48 PM

"ნაზარეთში ბერმა [ღირსი პაისი ათონელი] დაინახა ერთი ფარული ქრიტიანი-ებრაელი, რომელმაც მოწიწებით მოიხადა ქუდი, მიუახლოვდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წყაროს და დალია წმინდა წყალი, ამასთან, ცდილობდა, ყველასაგან შეუმჩნეველი დარჩენილიყო. ბერი ამბობდა: "ებრაელებს შორის ბევრია ფარული ქრისტიანი, რომლებსაც ეშინიათ სარწმუნოების აღიარება, რათა არ იდევნონ. შემდგომში კი კიდევ მეტი ებრაელი მოინათლება და ისინი ჩვენი საუკეთესო მეგობრები გახდებიან"

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)