IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> კაბალისტიკა, მასონები და ესქატოლოგია., მითი თუ რეალობა?
გიორგი
პოსტი Dec 20 2007, 06:48 PM
პოსტი #1


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



კაბალისტიკა - ძვ. ებრ. qabbālah გადმოცემა, თქმულება – 1. შუა საუკუნეებში: ებრაელთა მისტიკურ-რელიგიური მოძღვრება და მასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებანი. 2. ისეთი რამ, რასაც თითქოს მაგიური ძალა აქვს; ბუნდოვანი, საიდუმლოებით მოცული, ძნელად გასარკვევი რამ.

მასონი - ფრანგულად maçon ქვაზე მომუშავე - 1. საძმო ორგანიზაციის წევრი, რომელიც წარმოიშვა გაურკვეველ საწყისებზე. (არის თეორია, რომ დაახლოებით სოლომონის ტაძრის მშენებლობის პერიოდიდან, 1600-იანი წლები). მასონები არსებობენ სხვადასხვა ფორმით და ლოჟების სახით თითქმის მთელს მსოფლიოში. მათ მილიონობით წევრი ჰყავთ და გააჩნიათ მორალური თუ მეტაფიზიკური იდეალები და ღირებულებები.

ესქატოლოგია - ბერძნულად Εσχατολογία ბოლო - 1. ღვთისმეტყველების (თეოლოგიის ნაწილი), რომელიც მოიცავს სწავლებას მსოფლიოს ისტორიის ბოლო დროის ნიშნების, უკანასკნელი ჟამის და კაცობრიობის (სამყაროს) აღსასრულის შესახებ.

ცხადია დამოუკიდებლად სამივე ტერმინის უკან მდგომი საზოგადოებები თუ სწავლებები და მათი მიმდევარი პიროვნებები ნამდვილად არსებობენ. საინტერესოა რამდენად და რა დონეზე შეიძლება ამ ტერმინების, მათ უკან მდგომი საზოგადოებების ან პროცესების ერთმანეთთან დაკავშირება?

დიდი ხანია საქართველოში (და არა მარტო საქართველოში) ვრცელდება ლიტერატურა, რომელიც გვამცნობს სამყაროს აღსასრულის მოახლოებას. ყველა ამ ლიტერატურის ზოგადი კონცეფციები ასეთია:

- მასონებმა უკვე პრაქტიკულად ჩაიგდეს ხელში მსოფლიოს მართვა
- მასონები უკვე არიან პრაქტიკულად ყველა სახელმწიფოს სათავეში (ჰყავთ რამოდენიმე წარმომადგენელი მაინც)
- მასონები აკონტროლებენ მსოფლიოს თითქმის ყველა უდიდეს ბანკს, კომპანიას და ეკონომიკის წამყვან დარგებს
- მასონები მოქმედებენ ფარულად, საიდუმლო ორგანიზაციების და ლოჟების მეშვეობით, არსებობს ე.წ. "მსოფლიოს შეთქმულების თეორიები" და რაც მთავარია უკვე ამზადებენ ანტი-ქრისტეს გაბატონებას.
- ეს ყველაფერი დასტურდება კაბალისტიკის მეშვეობით
- სხვადასხვა საკრალური, ანტი-ქრისტესთან დაკავშირებული სახელების, ტერმინების და სიმბოლიკის "გაშიფვრაც" ხდება კაბალისტიკის მეშვეობით.
- გარდა ამისა კაბალისტიკაში ოდითგანვე იყო ჩადებული მთელი ინფორმაცია მასონების, მათი საქმიანობის და ანტი-ქრისტეს გაბატონების შესახებ.
- კაბალისტიკის საფუძველზე იკვეთება "ანტი-ქრისტეს ბეჭედის" კონტურები და სხვადასხვა მასთან დაკავშირებული თუ მისი წინამორბედი ნივთების, ხელსაწყოების და საშუალებების სახელწოდებები.

რა არის ეს ლიტერატურა? რამდენად სარწმუნოა კაბალისტიკა? რამდენად რეალურადაა მსოფლიოს მართვის ძალაუფლება მასონთა ხელში თავმოყრილი?

გარდა ზოგადი საუბრებისა ეს ლიტერატურა ასახელებს კონკრეტულ პიროვნებებსაც თუ ვინები არიან და იყვნენ მასონები. სხვადასხვა ცნობებით მასონთა შორის ვხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის (NATO) გენერალურ მდივანს იაპ დე ჰოპ სჰეფერს, დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ მინისტრს მარგარეტ ტეტჩერს და ა.შ. გარდა მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკოსებისა და მნიშვნელოვანი ორგანიზაციების ლიდერებისა მასონთა სიებში ხვდებიან ქართველებიც, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე...

გარდა ამისა სახელდება მსოფლიო პოლიტიკაში არსებული თითქმის ყველა კონფლიქტის თუ მოვლენის "ალტერნატიული ვერსიები", მაგალითად დასავლეთის ზეწოლის შედეგად ყოფილი სოციალისტური იუგოსლავიის დაშლა შიგნით შემავალ რესპუბლიკებად (სლოვენია, ხორვატია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, სერბია, მაკედონია, ჩერნოგორია/მონტენეგრო) განიხილება, როგორც მასონთა მიერ მართლმადიდებლური სახელმწიფოს ანექსია. (მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ამ ქვეყანას მართავდა ტოტალიტარული რეჟიმი და თანაც შემავალი ქვეყნების საკმაოდ დიდი ნაწილი ტრადიციულად კათოლიკურია და ზოგიც საერთოდ მუსულმანური).

"ვარდების რევოლუცია" წარმოჩინდება, როგორც მასონთა მიერ დადგმული სპექტაკლი (რიტუალი) მართლამდიდებლური საქართველოს დასაპყრობად და მართლმადიდებლობის საბოლოოდ გასანადგურებლად ჩვენს ქვეყანაში. (თუმცა იგივე "მასონ" შევარდნაძესაც შეეძლო)

რა არის ყოველივე ეს?

ღვთისმეტყველების ესქატოლოგიური ნაწილის შეცნობა, რომელიც რჩეულთა ხვედრია 003.gif თუ ფანატიკოსთა არანორმალური თვალთახედვით დანახული მსოფლიო, რაც ფანტომური აზროვნების შედეგია. ohmy.gif yes.gif

ძალიან მაინტერესებს ადამიანი, რომელსაც ყოველივე ზემოთ ხსენებულის სჯერა არის ჭეშმარიტი მართლმადიდებლური იდეოლოგიით მცხოვრები fiqri.gif თუ იმყოფება მართლმადიდებლური "ბლოქბასტერის"(კანუდოსელი©copyright) ფანტასტიკური პერსონაჟების ტყვეობაში? rolleyes.gif a075.gif

ძალიან საინტერესო, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური თემაა და ვისაუბროთ ამ თეორიების და მიდგომების შესახებ...

P.S. <<მართლმადიდებლური "ბლოქბასტერის" ფანტასტიკური პერსონაჟები>> (გიორგი©copyright) kitxva.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
გიორგი   კაბალისტიკა, მასონები და ესქატოლოგია.   Dec 20 2007, 06:48 PM
abo   აქ სასაუბრო ძალიან...   Dec 20 2007, 07:33 PM
m16   მასონებზე ცოტა კო...   Dec 20 2007, 07:52 PM
ქეთი.   მასონებზე ცოტა კო...   Dec 20 2007, 08:17 PM
abo   m16 ცოტა ხანში მათ კა...   Dec 20 2007, 08:00 PM
abo   ქეთი. თუ ლინკებს მო...   Dec 20 2007, 08:36 PM
ქეთი.   ქეთი. თუ ლინკებს მ...   Dec 20 2007, 08:44 PM
გიორგი   ქეთი. როცა მოვიცლი ...   Dec 20 2007, 09:55 PM
ქეთი.   ქეთი. ე.ი. შენ საკმა...   Dec 20 2007, 09:59 PM
ketino   როგორ ის წინა თემა ...   Dec 20 2007, 09:00 PM
abo   ჯერ იმისათვის რომ ...   Dec 20 2007, 09:22 PM
m16   ქეთი. გამსაკუთერბუ...   Dec 20 2007, 09:34 PM
m16   რა იცით ხოლმე ამდე...   Dec 20 2007, 09:58 PM
abo   ამის შემდეგ მსურს ...   Dec 20 2007, 10:06 PM
მნათე   მარტივად და გასაგ...   Dec 20 2007, 10:09 PM
abo   http://i036.radikal.ru/0712/3e/6ca8665382e3.jpg   Dec 20 2007, 10:12 PM
KAIROS   კარგად დაწყებული თ...   Dec 20 2007, 10:23 PM
abo   აქ არავითარ კომენტ...   Dec 20 2007, 10:24 PM
KAIROS   ეს თემა გიორგის გა...   Dec 20 2007, 10:32 PM
abo   KAIROS თემის გარშემო ვ...   Dec 20 2007, 10:34 PM
KAIROS   ისევ ჩიპები ? :) უკვ...   Dec 20 2007, 10:39 PM
abo   http://i022.radikal.ru/0712/5d/258a80c7ab7c.jpg   Dec 20 2007, 10:39 PM
abo   KAIROS შენ მე მგონი ეს ო...   Dec 20 2007, 10:50 PM
KAIROS   ბ.ნო აბო, თქვენ წა...   Dec 20 2007, 10:53 PM
abo   http://i014.radikal.ru/0712/49/7fd1cce4e62a.jpg   Dec 20 2007, 10:53 PM
abo   KAIROS მე არსად არ მიხს...   Dec 20 2007, 11:15 PM
KAIROS   ბ.აბო, რატომ მეკამ...   Dec 20 2007, 11:18 PM
abo   http://i030.radikal.ru/0712/2b/6fbed01d93f6.jpg   Dec 20 2007, 11:18 PM
KAIROS   უბრალოდ უნდა შევთა...   Dec 20 2007, 11:19 PM
გიორგი   ქეთი. ქეთუშ :მპუა: :a...   Dec 20 2007, 11:22 PM
abo   http://i045.radikal.ru/0712/70/0902c3a85706.jpg h...   Dec 20 2007, 11:28 PM
კანონისტი   abo მაგ ოქმები კურიო...   Dec 20 2007, 11:28 PM
abo   კანონისტი იმხიარუ...   Dec 20 2007, 11:40 PM
კანონისტი   abo დრო არ მაქვს ახლა ...   Dec 20 2007, 11:43 PM
abo   http://i046.radikal.ru/0712/53/ebe6d431bc28.jpg h...   Dec 21 2007, 12:07 AM
გიორგი   თემამ ჩემთვის სრულ...   Dec 21 2007, 12:09 AM
abo   http://i009.radikal.ru/0712/e5/7f362088fb8a.jpg h...   Dec 21 2007, 12:19 AM
გიორგი   abo :rolleyes: :003: :ფიქრი: :ა...   Dec 21 2007, 12:21 AM
abo   http://i043.radikal.ru/0712/49/babd605a9d56.jpg h...   Dec 21 2007, 01:10 AM
შაკუნა   მდაააა დამთავრდა? :)   Dec 21 2007, 01:15 AM
abo   ეს ოქმები წავიკითხ...   Dec 21 2007, 01:20 AM
გიორგი   abo :rolleyes: :003: :ფიქრი: :ა...   Dec 21 2007, 01:24 AM
abo   გიორგი ნუ მაგ კითხ...   Dec 21 2007, 01:42 AM
abo   აქ მათ აზრს განსაკ...   Dec 21 2007, 02:05 AM
გიორგი   abo თავისთავად... :კი: ...   Dec 21 2007, 12:44 PM
კანუდოსელი   abo აბო, უკაცრავად, მ...   Dec 21 2007, 12:52 PM
staywhite   ზაზა, რუსულ ანტისე...   Dec 21 2007, 01:06 PM
გიორგი   კანუდოსელი საინტ...   Dec 21 2007, 01:17 PM
კანუდოსელი   staywhite ანტისემიტიზმი...   Dec 21 2007, 01:21 PM
გიორგი   კანუდოსელი ეს ჰო, მ...   Dec 21 2007, 01:30 PM
კანუდოსელი   კანუდოსელი ეს ჰო, ...   Dec 21 2007, 01:37 PM
გიორგი   თავად მორის ჟოლის ...   Dec 21 2007, 01:47 PM
კანუდოსელი   კი, მაგრამ ეს ნაწარ...   Dec 21 2007, 01:48 PM
გიორგი   ცხადია მდააა... :rolleyes...   Dec 21 2007, 02:03 PM
staywhite   გეგონოს საქართველ...   Dec 21 2007, 01:30 PM
KAIROS   მართალია ბატონ აბ...   Dec 21 2007, 02:38 PM
მხევალი ნინო   abo ქეთი. ეტყობა მე...   Dec 21 2007, 02:51 PM
გიორგი   KAIROS არა უშავს. თემა ...   Dec 21 2007, 03:34 PM
კანონისტი   მდაააა..... :blink: მაგ წი...   Dec 22 2007, 03:53 PM
staywhite   რომელი წიგნის, დავ...   Dec 22 2007, 04:08 PM
კანონისტი   staywhite რომლის და სადა...   Dec 22 2007, 05:17 PM
piligrimi   მალტის ორდენს ყვე...   Dec 28 2007, 11:43 PM
staywhite   საშველი რა შუაშია, ...   Dec 22 2007, 05:24 PM
southruislip   http://www.mason.ru ეს არის რუს...   Dec 28 2007, 11:41 PM
KAIROS   კაი ახლა ნუ გიყვარ...   Dec 30 2007, 07:48 PM
staywhite   გასაბუქებელი არაფ...   Dec 30 2007, 08:23 PM
KAIROS   ვიმეორებ, აქ არავი...   Dec 31 2007, 12:20 AM
staywhite   კაიროს, გასაგებია ...   Dec 31 2007, 08:08 AM
გიორგი   staywhite 100%-იანი მართალი...   Dec 31 2007, 01:19 PM
KAIROS   და ბ.ნი აბოს შესახ...   Dec 31 2007, 06:18 PM
გიორგი   KAIROS დასტურ, დასტურ :...   Dec 31 2007, 06:21 PM
მართა   გიორგი მართლმადი...   Jan 4 2008, 11:08 PM
მართა   KAIROS ვითომ? კანონისტ...   Jan 4 2008, 11:25 PM
მართა   KAIROS აბოსი არ ვიცი(ყო...   Jan 4 2008, 11:38 PM
მართა   გიორგი ახლა გამახ...   Jan 5 2008, 12:16 AM
Lenus   ----------   Jan 5 2008, 09:48 AM
staywhite   ლენუს, რა შუაშია გ...   Jan 5 2008, 10:16 AM
Lenus   ----------   Jan 5 2008, 10:28 AM
staywhite   კარგი რა. როგრო შეი...   Jan 5 2008, 10:43 AM
Lenus   ----------   Jan 5 2008, 11:03 AM
staywhite   მე მტრის არ მეშინი...   Jan 5 2008, 11:19 AM
Lenus   ----------   Jan 5 2008, 11:50 AM
staywhite   ნაწილი ვთარგმნე და...   Jan 5 2008, 12:00 PM
Lenus   ----------   Jan 5 2008, 12:02 PM
staywhite   ლენუს, მე ეს აზრი ა...   Jan 5 2008, 12:06 PM
Lenus   ----------   Jan 5 2008, 12:08 PM
staywhite   ინგლისური ხომ იცი, ...   Jan 5 2008, 12:14 PM
staywhite   ვიცი რასაც უმიზნებ...   Jan 5 2008, 12:30 PM
staywhite   პ.ს.ს. აი, ის ჯვრები, ...   Jan 5 2008, 01:55 PM
Lenus   ----------   Jan 5 2008, 02:46 PM
Lenus   ----------   Jan 5 2008, 02:59 PM
staywhite   გასაგებია ლენუს. მ...   Jan 5 2008, 03:21 PM
მხევალი ნინო   Lenus staywhite რებიატა დავ...   Jan 5 2008, 03:22 PM
Lenus   ----------   Jan 5 2008, 03:26 PM
staywhite   აი, ლენუს ხომ ხედავ,...   Jan 5 2008, 03:29 PM
Lenus   ----------   Jan 5 2008, 03:32 PM
staywhite   Hiram Abif -> ეს საიდან მო...   Jan 5 2008, 03:39 PM
Lenus   ----------   Jan 5 2008, 03:46 PM
staywhite   რატომ არ არიან იმ ქ...   Jan 5 2008, 03:50 PM
Lenus   ----------   Jan 5 2008, 03:54 PM
12 გვერდი V  1 2 3 > » 


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th April 2024 - 01:16 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი