IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> ლექციები პატროლოგიაში, ედიშერ ჭელიძე
afxazi
პოსტი Apr 7 2008, 04:00 PM
პოსტი #1


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ძალიან დიდი სურვილი მქონდა რომ ამ ადამიანის ლექციები, წერილობითი სახით ფორუმზე ყოფილიყო.

მეორე ლექციით დავიწყებ. პირველს ცოტა მოგვიანებით დავდებ.

იმედი მაქვს ყველა გაეცნობით.

მეორე ლექცია

ზოგადი მიმოხილვა საეკლესიო ლიტერატურის შესახებ

წინა ლექციაზე ვიმსჯელეთ იმის შესახებ თუ რას ნიშნავს პატროლოგია, პატრისტიკა. დღეიდან შევეხებით შესავალ ნაწილში ყველაზე მთავარს, თუ როგორია რაობა იმ ლიტერატურისა, იმ საუნჯისა, განძისა და მემკვიდრეობისა, რასაც მოიცავს პატრისტიკა და რასაც შეისწავლის პატროლოგია. ანუ რას წარმოადგენს თავისი არსით ქრისტიანული ლიტერატურა, საეკლესიო მწერლობა, ეკლესიის მამათა წერილობითი მემკვიდრეობა.
თქვენ კარგად იცით, რომ წმ. წერილი, ბიბლია, რომელიც ორ ნაწილად განიყოფა: ძველ და ახალ აღთქმად, ეკლესიური რწმენით თავის თავში მოიცავს ყოველივეს. მასში რაც კი დასაწერი იყო და რაც კი წერილობითი გზით კაცთათვის საუწყებელი ღვთისაგან, აბსოლუტურად ყველაფერია ნაუწყები.

ამ ყველაფრის ფონზე ისმის კითხვა, რომ თუ ყველაფერი დაწერილია, მაშ ასეთი უმდიდრესი და შეიძლება ითქვას დაუბოლოებელი საეკლესიო ლიტერატურა რისთვის შეიქმნა? და ჩვენ რომ ეს გავარკვიოთ უნდა გვესმოდეს მართებულად მიმართება საეკლესიო ლიტერატურასა და ბიბლიას, ანუ საღვთო წერილს შორის. ამ მიმართების დებულება რა გახლავთ? დებულება ისაა, რომ პირველადი და თავადი მნიშვნელობა აქვს საღვთო წერილს, ბიბლიას. საეკლესიო ლიტერატურა თავისთავადი მნიშვნელობისა არაა (თავისთავადი ნიშნავს დამოუკიდებლად რომ მნიშვნელოვანია). წმ. წერილის გარეშე საეკლესიო ლიტერატურას არავითარი მნიშვნელობა არ ექნებოდა. მას უდიდესი და წმ. წერილთან გათანაბრებული მნიშვნელობა აქვს მხოლოდ წმ. წერილთან ერთად. ეს იმას ნიშნავს, რომ მართალია წმ. წერილში ყველაფერია ნაუწყები, აბსოლუტურად ყველაფრის შესახებაა წერილობითი უწყება, მაგრამ ეს უწყება არ გახლავთ განმარტებითი. შეიძლება ჩვენ რაღაცას გადავცემდეთ სხვას წერილობითად, მაგრამ გადაცემის სახეობები არ იყოს ერთგვაროვანი. Yველაზე უფრო არსებითად გამოიყოფა ორი სახეობა მეტყველებისა და წერილობითი გადაცემისა. ერთი ეს გახლავთ პირადპირი, რასაც ბუკვალურიც ეწოდება და მეორე არის ირიბი ანუ ალეგორიული, არაპირდაპირი. წმ. წერილი თავის თავში ამთლიანებს ორივე ფორმას. ეს ნიშნავს, რომ იქ რაც არის ნაუწყები, რა თხრობანიც არის, რა ისტორიული მოვლენებიცაა, ყოველი მათგანი არის ჭეშმარიტი, ისტორიულად ნამდვილად მომხდარი, მაგრამ ამით არ მთავრდება წმ. წერილის არსი. Yველა ამ ისტორიულად, რეალურად მომხდარ მოვლენაში შინაგანად არის ღრმა აზრი, რომლის წვდომაც, რომლის ამოკითხვაც ყველას არ შეუძლია. საერთოდ წმ. წერილის გაგებასთან დაკავშირებით იყო ორი გაუკუღმართება, ორი უკიდურესობა, გამომდინარე უწყებათა ამ ორი სახეობიდან (პირადპირი და ირიბი მეტყველება). ამის შესაბამისად ნაწილი, რომელთაც სიღრმით წვდომა არ შეეძლოთ წმ. წერილისა, მხოლოდ ზედაპირულ შინაარსს ითვისებდნენ და ამბობდნენ, რომ რაც ზედაპირულია, რაც ემპირიულად ჩანს ესაა ჭეშმარიტი და რაღაც სიღრმეებისა და ალეგორიების ძიება ეს თვითნებური მოვლენააო. მაგრამ ჩვენ თუკი წმ. წერილში სიღრმისეული აზრი არ დავინახეთ უსათუოდ მივდივართ გაუკუღმართებამდე უკლებლივ ყველაფერთან და განსაკუთრებით ღვთის მოაზრებასთან დაკავშირებით, რადგან წმ. წერილში არაიშვიათია ღვთის წარმოჩენა ადამიანური ცნებებით: ღვთის ხელნი, ღვთის ფერხნი, ღვთის თვალნი, ღვთის ადგომა, დაჯდომა, სინანული მრისხანება... თუკი ამ ყველაფერს ჩვენ პირდაპირ გავიგებთ და არა გადატანითი მნიშვნელობით, ღმერთი ჩვენს წინაშე წარმოჩინდება ადამიანის გამოსახულების ადამიანის აღნაგობის, ადამიანის შესახედაობის მქონე.

საერთოდ ერესების ისტორია საკმაოდ რთული და დაბლანდულია. გზადაგზა ჩვენ შევეხებით ყველაზე უფრო მნიშვნელოვანს, მაგრამ ამ ფაქტთან, წმ. წერილის მხოლოდ ზედაპირულ გაგებასთან დაკავშირებით ვახსენებთ ერთ მეტად საშიშ მიმდინარეოაბს, რომლისაგანაც სხვათაშორის არასოდეს არაა დაზღვეული ეკლესიის ისტორია და დღევანდელ დღესაც შეიძლება მსგავსი რამ აღმოცენდეს. ეს გახლავთ ანთროპომორფისტების ცნობილი, შეიძლება ითქვას ლაშქარი, რომლებიც გარკვეულ მოძღვართა თაოსნობით პირადპირ, ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველა იმ პიროვნებას, ვინც მათ აზრს არ იზიარებდა. Άνθρωπος ბერძნულად არის ადამიანი, კაცი, ხოლო μόρφος შესახედაობა. ე.ი. ანთროპომორფისტები იყვნენ ის ადმაიანები, როლებიც ღმერთის ადამიანურ გარეგნობას აღიარებდნენ ვითომც საღვთო წერილზე დაყრდნობით. ისინი ნებისმიერ სიმბოლიკას უარყოფდნენ, სიღრმისეულ ძიებებს და როგორც უკვე გითხარით ვინც მათ აზრს არ გაიზიარებდა მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ. მაგალითად IV ს-ში მოღვაწეობდა ერთ-ერთი მოძღვარი თეოფილე ალექსანდრიელი, რომელსაც დაუპირისპირად ეს ბრბო (ტაძარს, სადაც ის მსახურობდა გარს შემოერტყენ ანთროპომორფისტები), რადგან თეოფილე და საერთოდ ალექსანდრიელი მოღვაწეები ცნობილნი იყვნენ ალეგორიზმით. Eკლესიის სიტორიაში ყველაზე უფრო მკვერთრად გამოყოფილი გახლავთ ორი მიმდინარეობა: ერთი ესაა ე.წ. ანტიოქიური და მეორე ალექსანდრიული (პოლარული კატეხიზმური გაგებით). ანტიოქიური სკოლა უფრო აქცენტირებული იყო ბიბლიის, როგორც ზნეობრივი სახელმძღვანელოს აღქმაზე, თუ რა სწავლებას გვაწვდის ბიბლია ზნეობრივად, სათნოებითად. ხოლო ალექსანდრიული კატეხიზმური სკოლა მიმართული იყო ბიბლიის ცალკეული მუხლების მისტიკურ ანუ საიდუმლოებით განმარტებაზე. ამიტომაც ზემოთ ნახსენებ თეოფილეს იმ მიზეზით დაუპირისპირდა ეს ბრბო, რომ როგორც ალექსანდრიელს მიაჩნდათ, რომ ისიც ალეგორიული კუთხით იგებდა და არა პირდაპირი მნიშვნელობით წმ. წერილის უფალთან დაკავშირებულ ადგილებს. იმხელა საშიშროება შეიქმნა მისი ფიზიკურად განადგურებისა, რომ მან ამ შემთხვევაში დათმო, გამოვიდა ამ ხალხის წინაშე და ფსალმუნის სიტყვებით მიმართა მათ: “ვხედავ პირსა თქვენსა, ვითარცა პირსა ღვთისასა” (ძველ ქართულად პირი ნიშნავდა პირისახეს, შესახედაობას), რომ თქვენს შესახედაობას ვხედავ, როგორც შესახედაობას ღვთისასო, ანუ ამ სიტყვებით ის დაეთანხმა ანთროპომორფის-ტებს, რის შედეგადაც იგი გადაურჩა უეჭველ სიკვდილს.

აი ეს საშიში მიმდინარეობა მოდებული იყო IV ს-ის მთელ საქრისტიანოს. და V ს-ის დამდეგს რომ არ გამოეჩინა წმ. კირილე ალექსანდრიელს ისეთი დიდი გაბედულობა, რითაც საერთოდ ცნობილი იყო ეს მოღვაწე (ვინც თავისი სახელგანთქმული შრომა დაწერა “ანთროპომორფისტების წინააღმდეგ”) ეს მიმდინარეობა რა დონემდე მივიდოდა და როგორ განივრცობოდა უცნობია, მაგრამ ამ მხილების შემდეგ თანდათანობით აღმოიფხვრა და ბოლოს საერთოდ გაქრა კიდეც.

მეორე გაუკუღმართება წმ. წერილისა გახლავთ მისი მხოლოდ სიმბოლური, მხოლოდ ალეგორიული გაგება. ზოგიერთი პიროვნება, ზოგიერთი საეკლესიო ავტორი იმდენად ღრმად შევიდა ამ ალეგორიებში, რომ ბიბლიის პირდაპირი მნიშვნელობა საერთოდ უარყო. გარკვეული ისტორიული მოვლენები, ისტორიული რეალიები, ისტორიული პირები, რომლებიც ძველ და ახალ აღთქმაში იხსენეიბა, ყველაფერი ეს ალეგორიულად აღიქვა და მათი რეალობა, ნამდვილობა უარყო. ეს გახლავთ მეორე უკიდურესობა.

რომელია ჭეშმარიტი, მართლმადიდებლური ხაზი? მართლმადიდებლური ხაზი გახლავთ ის, რომელიც ორივეს აღიარებს ერთდროულად, რომ ბიბლიას აქვს პირდაპირი, ზედაპირული, ისტორიული მნიშვნელობა. რა მოვლენებიცაა მომხდარი, რომელი პიროვნებებიც არიან ნახსენები, ისნი უეჭველად მოღვაწეობდნენ ისტორიულად, ყოველი მოვლენა ისტორიულად რეალურია, მაგრამ ამავე დროს ყველა მოვლენას ბიბლიაში აქვს თავისი სულიერი, ღრმა შინაარსი.

ნიმუშისათვის, თუ როგორ იგებს ეკლესია ბიბლიის ცალკეულ მუხლებს, მოვიყვანოთ ერთი ეპიზოდი ძველი აღთქმიდან (ძველ აღთქმაზე იმიტომ მაქვს აქცენტი, რომ მთელი ალეგორია და სიმბოლიკა ძირითადად ძველ აღთქმაშია, როგორც წინასწარმეტყველურ ნაწილში). თქვენ გახსოვთ, რომ აბრაამის დროს 318 მსახურის წინადაცვეთა მოხდა. როდესაც ეკლესიური განმარტებანი შეეხო ბიბლიის ყველა მუხლს დაყ ველა ეპიზოდს, ეს მოვლენაც განიმარტა. რათქმა უნდა ისტორიულად სავსებით ჭეშმარიტებადაა აღიარებული, რომ ეს რეალურად მოხდა, აბრაამმა გამოიყვანა 318 მსაუხრი და წინადაცვითა მათ, მაგრამ ეკლესიური განმარტება ამაზე არ ჩერდება. მიიჩნევა, რომ როდესაც აბრაამმა ეს საქმე აღასრულა, მან, ვინც სულიერად ჭვრეტდა მოვლენებს 318 შემთხეევით არ შეურჩევია, ანუ ამ რიცხვში ის გარკვეულ ჩანაფიქრს დებდა. ეკლესიის მამათა განმარტება ამ მოვლენასთან დაკავშირებით ასეთია: ბერძნული τ პრაქტიკულად ძალიან გავს ჯვარს და მას შეესატყვისება რიცხვი 300, ამიტომ აი ამ გამოსახულებაში ეკლესიის მამებმა განჭვრიტეს ჯვრის საიდუმლოს წინასწარ მოსწავება, რომ 300 არის ჯვარი. რაც შეეხება 18-ს, თვრამეტი როგორც ქართულში, ასევე ბერძნულშიც აღინიშნება Ιη (ქართულად იე). Ι არის ათი, ხოლო η რვა. ანუ ეს აღიქვეს ინიციალებად, დასაწყის ასოებად მაცხოვრისა Ιησούς (იესო). ე.ი. ჯვარი და იესო განიჭვრიტა ეკლესიის მამათაგან ამ მოვლენაში. თვითონ წინადაცვეთა, როგორც მოვლენა გახლავთ ნათლისღების წინასახე, ანუ რაც საეკლესიო ნათლისღებაა ამის ძველი აღთქმისეული წინასახე და მოსწავება. წინადაცევთა არის ფიზიკურად ზედემტის მოკვეთა, ხოლო ნათლობა არის სულერად ადამიანისგან ვნებების, როგორც დანამატის მოკვეთა.

სხვათაშორის წინადაცვეთა ბერძნულად არის περίτομη. წინადაცვეთა ამ მოვლენას უძველეს პერიოდში ეწოდა ქართულად, მაგრამ როდესაც საქართველოში განსაკუთრებით აქტუალიზებული გახდა ზედმიწევნითი ტერმინოლოგიური თანხვდენილობა ბერძნულთან, მრავალი ტერმინის გადაფასება მოხდა და მათ შორის ეს ბერძნული περίτομη მაგ. გელათურ სკოლაში (რომელიც ყველაზე უფრო ტერმინოლოგიური მოვლენაა საქართველოს ეკლესიის ისტორიაში) წინადაცვეთად კი აღარ ითარგმნა, არამედ ითარგმნა კალკირებულად და ასეთი ტერმინი შეიქმნა “მეტკვეთილო-ბაი” (სადაც წიგნში შეგხვდებათ “მეტკვეთილობაი” უნდა იცოდეთ, რომ ეს ტექსტი აუცილებლად XII ს-მდე ადრინდელი არ შეიძლება იყოს, რადგან სწორედ ამ დროს შეიქმნა ეს ტერმინი, რაც ნიშნავს იმავეს, რასაც წინადაცვეთა, ანუ ბერძნულად περίτομη ) რაც კარგად ცხადყოფს მოვლენის სულიერ შინაარსს - ზედმეტი რაცაა იმის მოკვეთა ხდება ფიზიკურად (ფიზიკურად ძველ აღთქმაში), მაგრამ სულიერად მოასწავებს რაც ჩვენში ზედმეტია, ვნებადი რაცაა და რაც დანამატია ჩვენს ბუნებაში (რაც თავდაპირველად არ გვქონდა) აი ამ ყველაფრის მოკვეთას, რაც არის კიდეც ნათლისღება, რომელიც ცოდვებს მოჰკვეთს ადამაინისგან.
როგორც დავინახეთ ძველი აღთქმის ამ ეპიზოდში მთელი საღვთო შინაარსი ამოიკითხა ეკლესიურმა განმარტებამ, რასაც ჩვენ პირველად ვხვდებით უადრესი ეპოქის ძეგლში “ბარნაბას ეპისტოლეში”, სადაც შესანიშნავადაა განმარტებული ყოველივე ის რაზეც უკვე იყო ზემოთ საუბარი. Aმას იყენებს ისეთი დიდი მოძღვარი როგორიცაა კლიმენტი ალექსანდრიელი და აგრეთვე მოგვიანო პერიოდის მამებიც, რომ აბრაამის მიერ 318 მსახურის წინადაცვეთის წესის აღსრულებაში განიჭვრიტება მაცხოვრის განკაცება, მისი ჯვარცმა და ჯვარცმის საფუძველზე ადამიანთათვის ნათლისღების დაწესება.

მართალია ჩვენ ვთქვით, რომ ძველი აღთქმისეული წინადაცვეთა წინასახეა ნათლისღებისა, მაგრამ რეალურად ნათლისღების არსი ესაა მაცხოვრის ჯვარცმა, დაფვლა და აღდგომა. ყველა ჩვენგანზე აღსრულებული ნათლობა ამას აღასრულებს, რომ ჩვენ ჯვარს ვაცმევთ ჩვენს ვნებად ბუნებას, თანადავეფლით მაცხოვართან ერთად და მასთან ერთად თანააღვდგებით თუ ამის ღირსნი ვართ, მაგრამ ნათლობა თანაღგვადგინებს თუ შევინარჩუნებთ მას. ეკლესიის მამებთან ისიც კია განხილული თუ რატომ მოხდა ისე რომ მაცხოვარმა ეს უდიდესი საიდუმლო, დასაფლავება და აღდგომა რეალურად აღასრულა – ის მართლაც მოკვდა, მართლაც ეცვა ჯვარს, ჭეშმარიტად დაიდო საფლავში, ჭეშმარიტად დაეყარა მიწა და ჭეშმარიტად აღდგა დასაფლავებული. აი ეს ხორციელდება ყველა ჩვენგანზე, მაგრამ ხორციელდება როგორ? წყალი დაგვესხმის და მეტი არაფერი! Eკლესიის მამათა განმარტება ამგვარია, რომ როდესაც ნათლობის ჟამს წყალი დაგვეესხმის ეს იგივე მიწის დაყრაა, ამიტომ ეს უნდა ხდებოდეს ადამიანის სხეულის ყველაზე ზემოთა ნაწილზე – კეფაზე, ე.ი. მთლიანად დასაფლავებულად უნდა იგულისხმებოდეს ის. ამ შემთხვევაში ადამიანი ნათლობისას წყალში ჩაიძირება თუ მას წყალი ზემოდან დაესხმის, ეს ერთიდაიგივე სულიერი მნიშვნელობისაა. თუ წყალში იძირება ეს ნიშნავს, რომ მიწაში იძირება – “ქუეყანასა ქუეშე” (“ქუეყანა” ძველ ქართულად მიწას ნიშნავს), ხოლო როდესაც წყალი დაესხმის თავზე იგულისხმება, რომ მას მიწა ეყრება ზემოდან და ის ისევე კვდება, როგორც დაიდო საფლავად უფალი. შემდეგ ამოდის რა ემბაზიდან ადამიანი, ისაა მაცხოვართან ერთად თანაღმდგარი. და რატომ არ ხდება ჩვენზე აღსრულებული ნათლისღება მაცხოვრის დაფვლისა და აღდგომის ანალოგიით, ანუ რატომ არ ხდება ნათლობისას ადამიანის რელურად მიწაში ჩასვლა და იქიდან ამოსვლა? ეკლესიის მამები განმარტავენ, რომ ამით ერთის მხრივ ის ეცხადებათ ადამიანებს, რომ როგორც ჩვენთვის ადვილია წყლის დასხმა თავზე, წყალში ჩასვლა და წყლიდან ამოსვლა, აი ასე ადვილი იყო უფლისათვის საფლავად დადება და აღდგომა. მეორეს მხრივ კი ნამდვილად რომ ისეთივე სახით მომხდარიყო ჩვენი ნათლისღება, როგორც მაცხოვრის დასაფლავება და აღდგომა იყო ვერცერთ ადამიანი ამას ვერ იტვირთებდა. ადამიანთათვის შეუძლებელია ასეთი დიდი სირთულის მქონე მოვლენის აღსრულება და ამიტომ ღვთისაგან უკიდურესად გაადვილებულია ეს ყოველივე და მიწა შეცვლილია წყლით, რომ იგივე სულიერი მოვლენა ხდება, მაგრამ, გარეგნულად და აღსრულებითად ისეთივე სიმძიმის არა. თორემ კიდევ ერთხელ ვამბობ ნათლისღება სხვა არაფერია თუ არა მაცხოვართან და მაცხოვრისებრ დასაფლავება და აღდგომა.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Apr 7 2008, 04:18 PM
პოსტი #2


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ნათლისღებას მრავალი სახელწოდება აქვს. თვითონ სიტყვა ნათლისღება დაკანონებული ფორმით მხოლოდ ქართულშია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ სხვა ენებზე ანალოგიური ტიპის სახელწოდებანი ნათლისღებას არ ქონდეს. უბრალოდ დაკანონებული სახელწოდება არ აქვს, ასე ვთქვათ ტექნიკური ტერმინი არაა არც ერთ ენაში. ბერძნულში ნათლობას ეწოდება βάπτισμα რაც ჩაძირვას, ჩასვლას, დასხმას ნიშნავს, მაგრამ ამავე დროს იმავე βάπτισμα – ს ეწოდება φώτισμα რაც ნათლის მიღებას ნიშნავს, განათლებას (φως ბერძნულად არის ნათელი) და ა.შ. სომხურშიც არის ანალოგიური ტიპის სახე, მაგრამ როგორც ითქვა ქართულში ეს დაკანონებულია და ეს ქართული ქრისტიანული ტერმინოლოგიის უდიდესი ღირსებაა, აქაა საიდუმლოს არსი განჭვრეტილი. საერთოდ ამა თუ იმ მოვლენას სახელწოდება მრავალი კუთხით შეიძლება ეწოდოს, მისი აღსრულების წესის, წინაისტორიის მიხედვით, ანდა რაღაც მოვლენასთან დაკავშირების, ან სულიერი შინაარსის მიხედვით. მაგალითად იგივე ნათლისღება რომ ავიღოთ (რომელსაც ბერძნულად βάπτισμα ეწოდება) ამ სიტყვაში საიდუმლოს რიტუალური მხარეა განჭვრეტილი, რომ ჩასვლა, ჩაძირვა ხდება წყალში. მაგრამ ქართულში ამ ყველაფრის სულიერი შედეგი რაცაა ისაა ხაზგასმული, რომ წყალში ჩასვლით, ჯვარმით და ა.შ. ჩვენ გვენიჭება მაცხოვრისეული სინათლე. ეს მხარეა დანახული და ეს მარტო ამ ტერმინში არ გახლავთ. როდესაც ჩვენთან ქრისტიანობა შემოვიდა, ისეთი გუილთ იქნა მიღებული ქრისტიანობა და შესაბამისად როდესაც ბერძნულ ტერმინებთან ქართული ტერმინების მისადაგება ხდებოდა ისეთი ღრმა სულიერი ტერმინების ჩამოყალიბება მოხდა, რომლის მსგავსი მართლაც შეიძლება მთელს საქრისტიანოში ვერ ვნახოთ და ეს უდიდესი ღირსებაა იმდროინდელი საქართველოს სულიერი სიმაღლისა, რომ ასეთი განსაკუთრებული მჭვრეტელობითა და აღქმით იქნა მიღებული ჩვენში ქრისტიანობა.
ერთ-ერთი სახელწოდება ნათლობისა არის “ჯვარი”, ბერძნულად σταυρός. მას ეწოდება აგრეთვე “საფლავი”, τάφος და სხვა, რაც ცხადყოფს იმას, რომ თანადასაფლავება და თანაღდგომა მაცხოვართან ერთად, თუმცა მიწის ნაცვლად წყლით, გახლავთ ნათლისღების არსი.

სხვათაშორის “მოქცევაი ქართლისაიში” არის ერთი საინტერესო ადგილი ძალიან გაურკვევლად რომ ჩანს ერთი შეხედვით და ასევე გაუგებრად ჩანდა, რამაც ათასგვარი მცდარი თეორია გამოიწვია. “წმ. ნინომო, - ამბობს აბიათარი, - ჩვენ მოგვცა და მოგვანიჭა ნათლისღებაი მიწითა და წყლითაო”. ამ შემთხვევაში აი ეს “მიწითა” რას ნიშნავდა (მიწით ნათლისღება ერთიშეხედვით წარმოუდგენელია) ბევრისთვის ძალიან გაურკვეველი იყო და როგორც უკვე აღინიშნა ამის შესახებ მრავალი არასწორი შეხედულება გაჩნდა, რომ თითქოს წარმართობაში ჩვენთან უნდა ყოფილიყო მიწის კულტი, როგორც იყო დედა სინათლისა და დედა ღვთაების კულტი და სხვა, რაც შემოინახა ნათისღების წესმა. სინამდვილეში აქ იგულისხმება, რომ ჩვენ რასაც წყლით ნათლისღებას ვეძახით თავისი არსით ეს იგივე მიწით ნათლისღებაა. მიწაში დასაფლავება მაცხოვრისა და მისი მიწიდან ამოსვლა ჩვენთვის იგივეა რაც წყალში ჩასვლა და იქიდან ამოსვლა. Mმაგრამ ეს წყალი თავისი სულიერი მნიშვნელობითაა მიწა, რელურად და გარეგნულად კი არა, თორემ ამის დამტევი ადამიანი ვერ იქნებოდა. მართლა ვერ ჩავიდოდა ადამიანი მიწაში და ვერ აღდგებოდა. ჩვენთვის გაადვილებულია და გარეგნულადაა ეს ყოველივე შეცვლილი, ისევე როგორც ზიარების საიდუმლო. მოგეხსენებათ რეალურად და სინამდვილეში ესაა ჭეშმარტი სისხლი და ხორცი უფლისა ყოველგვარი სიმბოლიკის გარეშე, მაგრამ გარეგნულად ის პური და ღვინოა, რადგან ადამიანისათვის შეუძლებელია იმის დატევნა, რომ ის ხედავდეს მართლაც სისხლსა და ხორცს და მას ჭამდეს, და აი ამ იკონომიითაა ის შენარჩუნებული პურად და ღვინოდ, თორემ რეალურად თავისი არსით ისაა ჭეშმარიტი სისხლი და ხორცი, ნამდვილი ადამიანური სისხლი და ხორცი მაცხოვრისა. ამ შემთხვევაშიც ნახსენები ფრაზა “მოქცევაი ქართლისაი”-დან ამას ნიშნავს რომ მაცხოვარმა თავისი ჯვარცმით, მიწაში დაფვლითა და აღდგომით ჩვენ ნათლობის წინასახე მოგვცა და ჩვენზე ეს ყველაფერი წყლით აღსრულდება და არსებითად თუ ჩავუღრმავდებით მართლა მიწითა და წყლით ნათლობას ვიღებთ ჩვენ, გარეგნულად წყლით, მაგრამ თავისი არსით მიწით, რადგან მიწაში ვსაფლავდებით და მიწიდან აღვდგებით.

და რადგან ნათლისღება ჯვარცმას უკავშირდება, წინადაცვეთა, ანუ ზემოთ ნახსენები “მეტკვეთილობაი”, რაც აბრაამთან დაკავშირებული ეპიზოდის გარჩევისას ვახსენეთ, მთელი ამ შინაარსით იქნა ამოკითხული ეკლესიის მამათაგან, რომ აქ არის წინამოსწავება ჯვარზე, ჯვარცმაზე, მიწაში დაფვლაზე და არდგომაზე (ჯვარცმა და არდგომა ჩვენთვის ნათლისღებაა). აი მთელი ეს მოძღვრება იქნა ამოკითხული ეკლესიის მამათაგან ძველი აღთქმის ამ ეპიზოდში არ გაქმებით იმისა, რომ ეს რეალურადაც მოხდა.

აი ეს გახლავთ მართლმადიდებლური ხედვა საღვთო წერილისა, ეკლესიის მამათა ხედვა საღვთო წერილისა, რომ რაც იქაა არწერილი ეს ყოველივე რეალურად, ჭეშმარიტად მოხდა, მაგრამ მშრალად კი არ მოხდა და ამით კი არ მთავრდება ბიბლია, არამედ ამ ყველაფრით კარი გვეხსნება ამ მოვლენათა შინაგანი, წინასწარხედვითი, მჭვრეტელობითი წინაარსისკენ, რომლის ამოკითხვა და რომლის წვდომაც რა თქმა უნდა ყველას არ შეუძლია. ანუ ბიბლია ეს გახლავთ სიმბოლოების, როგორც ერთ-ერთი საეკლესიო ავტორი ბრძანებს, ტყე, ტევრი, სადაც უფალი სეირნობს” (მეტად საყურადღებო განმარტებაა. მართალია ამ სიტყვების ავტორი მართლმადიდებელი მოძღვარი არაა, მაგრამ მისი ეს განმარტება, ისევე როგორც მრავალი სხვა, ეკლესიის მამებმა ღირსეულად მიიჩნიეს და გარკვეული ღირსება განუუთვნეს მათ. ეს გახლავთ ორიგენე). მართლაც მთელი საღვთო წერილი მხოლოდ ღვთიური ჭეშმარიტების გადმოცემაა, ღვთის შესახებ მეტყველებაა. ღვთის შესახებ მეტყველება იგივე ღვთისმეტყველებაა და ჩვენ მართალია ვიცით და ასეც ვუწოდებთ მათ, რომ ღვთისმეტყველნი ჩვენთვის არიან ეკლესიის მამები, მაგრამ თვითიონ ეკლესიის მამათა სწავლებით პირველადი და ბუნებითი ღვთისმეტყველნი არიან ძველი აღთქმისა და ახალი აღთქმის ყოფითად რომ ვთქვათ ავტორები, წინასწარმეტყველები და მახარებელ-მოციქულნი. წმ. დიონისე არეოპაგელი, როდესაც საღვთისმეტყველო მოძღვრებას გადმოგვცემს, ყოველ ნაბიჯზე იყენებს ტერმინს “ღვთისმეტყველი”, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ამ სიტყვაში ის არ გულისხმობს ეკლესიის მამას. ყველა შემთხვევაში ღვთისმეტყველში მასთან იგულისხმება ძველი აღტქმის წინასწარმეტყველი ან ახალი აღთქმის მოციქული და მახარებელი, და ასეცაა, ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები სხვა არფრის შესახებ წინასწარმეტყველებდნენ თუ არა ღვთის შესახებ. ისევე როგორც მახარებელნი და მოციქულნი სხვა არაფრის შესახებ მეტყველებდნენ თუ არა ღვთის შესახებ. ამიტომ მთელი საღვთო წერილი ესაა ბუნებითი ღვთისმეტყველება, ანუ ღვთის შესახებ ყოვლითურთი მეტყველება.

მაგრამ ვუბრუნდებით ზემოთ ნათქვამს, რომ ბიბლიაში ყოველივე რაცაა თქმული და ისტორიულად ჭეშმარიტი, ამავე დროს თავის შინაგან და ალეგორიულ სიღრმეებს შეიცავს, რისი წვდომაც გახლავთ აუცილებელი, რადგან სწორედ ამ სიღრმისეულ შინაარსშია მაცხოვნებელი დანიშნულება საღვთო წერილისა. თუმცა ეს ყოველვე ძალიან რთულია, რადგან რამდენი ადამიანიცაა შეიძლება იმდენი სიმბოლო იყოს დანახული ბიბლიის ამა თუ იმ ეპიზოდში, მოვლენაში. ზედმეტი ალეგორიზმი ისევე დამღუპველია, როგორც საერთოდ ალეგორიზმის უარყოფა, რაც, სიფრთხილე და საღი დამოკიდებულება ეკლესიისა, კარგად ჩანს თუნდაც ისეთ განსაკუთრებულ მოვლენასთან დაკავშირებით, როგორიცაა ახალი აღთქმის კანონიკური წიგნი “აპოკალიფსი”, რომელიც საერთოდ ყველაზე სიმბოლური ძეგლია რაც კი დაწერილა და ამის გამოი იყო რომ ეკლესიამ ეს ძეგლი ერთბაშად არ მიიღო. ვიდრე Vს-ის ჩათვლით მიდიოდა პაექრობა იმაზე იყო თუ არა ეს ჭეშმარიტი. მხოლოდ VI ს-ში იქნა მიღებული “აპოკალიფსი” კანონიკურ წიგნად. სხვათაშორის ამის შედეგი იყო ის, რომ ქართულად როდესაც საღვთო წერილი და მათ შორის ცხადია ახალი აართქმა ითარგმნა “აპოკალიფსი” არ თარგმნილა. იმიტომ, რომ ის ჯერ კიდევ არ იყო შერაცხილი კანონიკურად (Vს) და X ს-ის მიწურულში ექვთიმე მთაწმინდელმა თარგმნა ქართულად პირველად. ანუ ეს ყოველივე იმის ცხადყოფაა, რომ ეკლესია ყოველთვის უდიდესი სიფრთხილით უყურებდა ზედმეტი ალეგორიზმით გაჯერებულ ძეგლებს, ზედმეტად ალეგორიულ განმარტებებს, რადგან ძალიან დიდია საფრთხე ცდომილებისა. ყველა ადამიანი შეიძლება რაღაც ზმანების, ჰალუცინაციის ქვეშ იყოს და რაღაც ისეთი წარმოაჩინოს, რაც არანაირად ჭეშმარიტებას არ უკავშირდება. მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვიცით რომ საღვთო წერილში მთელი სულიერი სიღრმეებია, რომ იქაა სიმბოლოების, ალეგორიების, არაპირდაპირად თქმული და შინაგანი სულიერი აზრების მთელი წიაღი და რომელია ის გასაღები, რომელიც მართლა მოერგება და გაგვიხსნის ამ საუნჯეს. აურაცხელი განმარტება შეიძლება იყოს ამა თუ იმ ეპიზოდისა, აურაცხელი სიმბოლური განმარტება, მაგრამ მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს მართებული, როგორც ნებისმიერ კარს და ნებისმიერ კლიტეს მხოლოდ ერთი გასაღები ერგება და ეს გახლავთ საეკლესიო მწერლობა. საეკლესიო მწერლობა გახლავთ ბიბლიის მართებული და ერთადერთი განმარტება. ის უაღრესად ვრცელია სწორედ იმიტომ, რომ განსამარტავი ძალიან ბევრია, ამოუწურავია. შესაბამისად ამ ბიბლიური სიღრმის ამოუწურვის მიზანდასახულობის მქონე საეკლესიო ლიტერატურაც ამოუწურავია, აურაცხელია და თუკი ჩვენ შევაჯამებთ საეკლესიო ლიტერატურა ეს გახლავთ ერთი ვრცელი განმარტება, ერთი ვრცელი ეგზეგეზა საღვთო წერილისა. აი ესაა საეკლესიო ლიტერატურის დანიშნულება. ამიტომ მას თავისთავადი მნიშვნელობა არ აქვს. განმარტებას იმ ტექსტის გარეშე რასაც ეს განმარტება ეხება, თავისთავადი მნიშვნელობა არ შეიძლება ქონდეს, იმ ტექსტს მიდევნებულია ის, მაგრამ მე რად მინდა საუნჯე თუკი საუნჯეში ვერ შევედი. ე.ი. ეს გასაღები ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ის საუნჯე. ამიტომ საეკლესიო ლიტერატურა მართალია გასაღებია იმ საუნჯისა, მასში შემყვანია, მაგრამ იმგვარადვე ფასობს, როგორც ის საუნჯე, რადგან მის გარეშე ჩვენ იმ საუნჯეში ვერ შევალთ. ჭეშმარიტი აზრი, რაობა რა არის საღვთო წერილისა აი ეს ცხადდება საეკლესიო მწერლობაში. ამიტომ სხვანაირად რომ ვთქვათ საეკლესიო მწერლობა იგივე წმ. წერილია, ოღონდ განმარტების ენაზე. ბიბლიაც იგივე საეკლესიო ლიტერატურაა, მაგრამ მხოლოდ წინასწარმეტველების, მოციქულების და მახარებლების ენაზე. ეს ორივე ერთმთლიანობაა, მხოლოდ გამოთქმის ფორმაა სხვადასხვა. ბიბლია ბიბლიურ ენაზე გამოითქმის, ხოლოდ საეკლესიო ლიტერატურე აუცილებლად განმარტების ენაზე. Yველაფრის განმარტებაა საეკლესიო ლიტერატურაში, ჟანრობრივად რომ ჩვენ ის განმარტებად არ გვეჩვენებოდეს. მაგალიტად საეკლესიო მწერლობაში მრავალი ჟანრია, დოგმატიკა იქნება ეს, პოლემიკა, ასკეტიკა, მისტიკა, ლიტურგიკა, ჰაგიოგრაფია, აპოკრიფები და სხვა, და ერთ-ერთია საკუთრივ ეგზეგეტიკა, ანუ განმარტება, რომელიც ფორმითაც განმარტებითია, რომ აღებულია მუხლი, მოძებნილია განმარტება, მაგრამ ეს ფორმითაცაა განმარტება თორემ სხვა ყველაფერი ფორმის გარეშე მაინც განმარტებაა. ჩვენ შეგვიძლია უფრო შორსაც წავიდეთ, თვითონ ეკლესია, როგორც მთიანობა განმარტებაა იმ საუფლო მადლისა და ჭეშმარიტებისა, რაც მისი საძირკველია. მეტიც შეიძლება ითქვას, რომ ანგელოზებიც განმმარტებლები არიან, რადგან ზეციურ მოძღვრებას განმარტავენ. Gგანმარტება გახლავთ საყოველთაოდ გაფართოებადი ტერმინი და ამის გვირგვინი არის თავად მაცხოვარი, ყველაზე დიდი განმმარტებელი და ეგზეგეზი წმ. წერილისა, რომელიც განკაცდა და ჭეშმარიტება აუწყა და გადასცა ადამიანებს, ჭეშარიტება განუმარტა მათ. თუმცა კი მანამდეც იყო ბიბლიის განმარტების მცდელობა, მაგრამ გასაღები ეკლესიას ბიბლიის ჭეშმარიტი განმარტებისა მაცხოვარმა მისცა და ამ ხაზს მისდევს საეკლესიო მწერლობა. ამიტომაა საეკლესიო მწერლობა ჩვენთვის განსაკუთრებული მოვლენა, გათანაბრებული ბიბლიურ სიწმინდესთან, ბიბლიურ აღმატებულებასთან, იგი თავად ბიბლიაა, თუმცა განმარტების ენაზე. შესაბამისად როდესაც იქმნება საეკლესიო მწერლობა ამით არ უქმდება ის დებულება, რომ ერთადერთი რაც დაიწერა და რაშიც ყოველივე დაიწერა ესაა საღვთო წერილი, მეტი არაფერი დაიწერება და არცაა საჭირო რომ დაიწეროს, მაგრამ რაც დაიწერა იმის განმარტება აუცილებელია და ეს განმარტება რა თქმა უნდა წერილობით ხდება, რომ მხოლოდ თანამედროვეს კი არ მიეცეს იგი არამედ შორეული საუკუნეების შემდგომაც სხვებსა და სხვებს ეუწყოთ და ეს გახლავთ მოძღვრების გადაცემის ერტი მხარე. მოძღვრება საღვთო წერილია, განმარტებული ეკლესიის მამათა მიერ. მთელი საეკლესიო ლიტერატურა ესაა მოძღვრების გადაცემის წერილობითი გზა, რომელსაც თავისი უტყუარი და შეუცვლელი ღირსებები აქვს. მეორე გზა მოძღვრების გადაცემისა გახლავთ ზეპირად გადაცემის გზა, რომელიც ასევე ძველთაგანვეა დაფუძნებული. მაცხოვარი ქადაგებდა ზეპირად და იგავებით განუმარტავდა ადამიანებს ჭეშმარიტებას.

რატომაა, რომ მსახურების განუყრელი ნაწლია ქადაგება მოძღვრისა? ხომ შეიძლება რომ ეს ქადაგება წერილობით გავრცელდეს მხოლოდ და მხოლოდ? მაგრამ სინამდვილეში წერილობითად მოწოდებულ ტექსტს და იმავე ტექსტის ზეპირ გადმოცემულ სახეს ერთი და იგივე დიაპაზონი არ აქვთ. ორივეს თავ-თავისი, ერთმანეთთან შეურევნელი ღირსებანი აქვთ და ისინი ერტი-მეორეს არ ფარავენ. ჩვენ შეიძლება რაიმე ტექსტი წავიკითხოთ წერილობით, მაგრამ ზეპირად გადმოცემული იგივე ტექსტი უფრო ღრმად შემოვიდეს ჩვენში, ვიდრე წერილობით წაკითხული. აქ გადმოცემის მრავალ კომპონენტს აქვს მნიშვნელობა. მოძღვარი უნდა ფლობდეს იმის საშუალებებს, რომ სიტყვები, რასაც იგი წარმოთქვამს მორწმუნის გულს ხვდებოდეს.

მოციქულთა მომდევნო პერიოდში მოღვაწეობდა ერთ-ერთი მოძღვარი პაპიას ჰიერაპოლელი, რომლის ნაშრომის (”საუფლო სიტყვათა განმარტება’) მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტია ჩვენამდე მოღწეული. შესავალ ნაწილში ის ასეთ რამეს ამბობს, რომ ”მე ამ ჩემს ნაშრომში მხოლოდ ის სიტყვები კი არ განვმარტე რაც სახარებაშია, არამედ მოციქულთაგან ზეპირად რაც გადმომეცა ისინიც განვმარტე აქო, რადგან სხუა არის სიტყვა წერილობითი და სხუა არის სიტყვა ცოცხალი, რომელიც ზეპირად გადმოგვეცაო”. ასე რომ ზეპირ გადმოცემით გზას მოძღვრებისას თავისი მარადიული ღირსება აქვს და ამიტომაა რომ ის არ გაუქმებულა. ზეპირგადმოცემითი გზა მოძღვრებისა კვლავაც იმგვარადვეა შენარჩუნებული როგორც ეს უძველეს პერიოდში იყო და ჩვენ ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, რომ როდესაც მოძღვარი ამბიონიდან ქადაგებს არსებითად ეს იგივე მაცხოვარი და მოციქულები ქადაგებენ, იმიტომ რომ მათი ტრადიციის მემკვიდრეა ეს პიროვნება, იმავე სულიერებას განაგრძობს და აქ არ შეიძლება ცვალებადობა შემოვიდეს. XX ს-ის მოძღვარი წესით ზუსტად ისეთივე უნდა იყოს, როგორიც იყო I-II სა-ის მოძღვარი, რადგან მართლმადიდებლობა არ იცვლება ეპოქებისდამიხედვით, აქ არ შემოდის არასოდეს არანაირი ყოფითი სიახლე. Mარადიულად, კარგი გაგებით სიძველე აქვს მას, ანუ რაც იყო ისაა ყოველთვის. ისევე როგორც წერილობით გადმოცემულ მოძღვრებაში არ შეიძლება ცვლილება შემოვიდეს.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Apr 7 2008, 04:56 PM
პოსტი #3


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ციტატა(sandro40 @ Apr 7 2008, 04:44 PM) *

კარგი იქნებოდა აუდიო ჩანაწერი

http://betlemi.ge/index.php?request=page&id=21


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sandro40
პოსტი Apr 7 2008, 07:05 PM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 539
რეგისტრ.: 7-February 08
წევრი № 3,881



ციტატა(მარიამი @ Apr 7 2008, 04:56 PM) *

უღრმესი მადლობა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Apr 8 2008, 03:14 PM
პოსტი #5


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



მესამე ლეცია


წმ. წერილის სამეტყველო ენა (საეკლესიო ლიტერატურის მნიშვნელობა)


ჩვენ ვსაუბრობდით იმის შესახებ თუ რა არის რაობა, ერთის მხრივ წმ. წერილისა, როგორაა მოძღვრება გადმოცემული წმ. წერილში და შეგახსენებთ, ავღნიშნავდით, რომ საღვთო წერილში ყოველივეა უწყებული, მაგრამ ეს ყოველივე ნაუწყებია ბიბლიურ ენაზე. ძველ აღთქმაში წინასწარმეტყველურ, ხოლო ახალ აღთქმაში მახარებელთა და მოციქულთა ენაზე. არცერთი ეს სამეტყველო ენა არ გახლავთ განმარტებითი. ეს ყველაფერი არის თხრობითი, უწყებითი, შეტყობინებითი. მახარებლობა შეტყობინებაა, რომ მთელს მსოფლიოს ეხაროს ის რაზეც ძვ. აღთქმა მოასწავებდა, რომ მხსნელი განკაცდა კაცობრიობის გამოსახსნელად. ესაა ძველი აღთქმა, ანუ ძველი დაპირება ღვთისა კაცობრიობისადმი, რომ მოივლინება მხსნელი, დავითის შთამომავალი, რომელიც გამოიხსნის ადამიანთა მოდგმას.

აღსრულდა ეს ძველი აღთქმა, მოვიდა მხსნელი, მოვიდა ხორცშესხმული ძე ღვთისა, თავად ბუნებითი ღმერთი და მოციქულნი მოციქულობენ, ანუ ემსახურებიან ამ საიდუმლოს გამარჯვებას, ამ ჭეშმარიტების უკვე საქმეთ ქცეულ და გაცხადებული საიდუმლოს გამარჯვებას მთელს კაცობრიობაში, და მახარებელნი ამას მახარებლობენ.

რაც შეეხება “მოციქულობას” (“მახარებელი” ეტიმოლოგიურად ადვილად გასაგები სიტყვაა. ესაა ის ვინც ახარებს) ეს სიტყვა ეტიმოლოგიურად ძნელად განსაჭვრეტია დღევანდელი დღისათვის. ცხადია ის შესაბამისობაშია იმასთან, რასაც ბერძნულში ეწოდება απόστολος. ბერძნულად απόστολ ნიშნავს: ვაგზავნი, მივავლენ. შესაბამისად απόστολος არის წარგზავნილი, მივლინებული. ძველ ქართულში არსებობდა ასეთი ზმნა “ციქვა” (რომელიც არქაიზმია V-VI ს-შიც კი, ე.ი. როდესაც ჩვენთან წმ. წერილი ითარგმნება და ქრისტიანული ლიტერატურის ქართულენოვანი ტერმინოლოგია იქმნება.

ესაა უაღრესად ძველი ეპოქის ლესიკური ერთეული) რაც ნიშნავს რაღაცისადმი ან ვიღაცისადმი მსახურების გაწევას, ვიღაცის შუამდგომლობას, ვიღაცის შუამდგომლობას სხვათა წინაშე. ძირითადად ეს სიტყვა მსახურებას ნიშნავს. ანუ მოციქულები არიან ისინი ვინც ჭეშმარიტებას ამსახურებენ მთელი კაცობრიობის წინაშე. მოციქული ძველთაგანვე შუამდგომელს, შუამავალს ანუ მივლინებულს გულისხმობს ქართულში ნახსენები “ციქვა” – დან გამომდინა-რე.

ესაა წმ. წერილის სამეტყველო ენა, მაგრამ ეს თხრობითი, უწყებითი, შეტყობინებითი ენა ყველასთვის იმ ჭეშმარიტებისა და იმ მართებულობის საწვდომი არაა, როგორც ეს წმ. წერილში იგულისხმება. მთელი საეკლესიო ლიტერატურა, როგორც უკვე გითხარით, სწორედ ამ მიზანდასახულობას განუწესებს თავის თავს, რომ წმ. წერილი ჩვენ განგვიმარტოს ყველაზე უფრო მართებული წესით. თუმცა შეიძლება წმ. წერილი კიდევ მრავალგვარად განიმარტებოდეს და განიმარტება კიდეც კაცობრიობის ისტორიაში. ყველა ადამიანი თავის ჭკუაზე განმარტავს, როგორც მას ესმის და როგორც ის იტევს, მაგრამ ერთადერთი და მაცხოვნებელი, ანუ ცხონების მომნიჭებელი განმარტება ისაა რაც უფალმა, განკაცებულმა, ბიბლიის შესახებ მის სულიერ სხეულს – ეკლესიას მიანიჭა და დაუტოვა.

აქვე შიძლება გარკვეული პარალელიზმი დაგვენახა, რომ ერთის მხრივ თვითონ წმ. წერილი, ბიბლია (ძველი და ახალი აღთქმა) იწოდება ღვთის სიტყვის სხეულად (სიმბოლურად). ღვთის სიტყვა იგივე ძე ღვთისაა. ძე ღვთისას ამავე დროს ეწოდება, მოგეხსენებათ, სიტყვა ღვთისა, როგორც ეს კარგად ჩანს იოანეს სახარების დასაწყისში. წმ. ეგნატე ანტიოქიელი (I-II ს-ის ერთ-ერთი უდიდესი მღვდელმთავარი) სახარებასთან დაკავშირებით ასეთ რამეს ამბობს, რომ “მივისწრაფი სახარებისკენ, როგორც იესოს ხორცისკენ”.

ეს ერთი, დავუშვათ მაცხოვართან დაკავშირებული სხეულებრიობის სიმბოლური გაგება (მხოლოდ და ოდენ სიმბოლური), რომ მატერიალური სიტყვა ზეციური ღვთის სიტყვის სხეულად ანუ სამოსელად იწოდება. მაგრამ ბუნებითად როდესაც ღმერთი კაცობრივი სხეულის მიმღები გახდა, ეს კაცობრივი სხეული ნამდვილად მიიღო მან, ჭეშმარიტად მიიღო უკლებლივ ყველა მისი თვისებით, გარდა ცოდვისა. Mან ყოვლად უცოდველმა შეიმოსა ყოვლითურთ კაცობრივი ბუნება და გახდა სრული კაცი, ისევე როგორც მარადის ჰგიებს როგორც სრული ღმერთი. ეს არის მისი ჭეშმარიტი სხეული.

მაგრამ ამავე დროს განკაცებულმა ძე ღმერთმა, კაცობრივად ჩვენს წინაშე გაცხადებულმა დააფუძნა ეკლესია, რომელიც ასევე მაცხოვრის სხეულად ითქმის, ოღონდ ითქმის სულიერი, მისტიკური მნიშვნელობით. არა ვთქვათ სიმბოლური გაგებით, როგორც წმ. წერილს შეიძლება ვუწოდოთ, არა ბუნებითი და პირდაპირი გნებავთ ფიზიკური გაგებით, როგორც მაცხოვრის კაცობრივი ბუნება ითქმის, არამედ სულიერი, ანუ მისტიკური, საიდუმლოებითი გაგებით. პავლე მოციქულიდან დაწყებული ეკლესია წოდებულია, როგორც ქრისტეს სხეული და მაცხოვარი არის მარადიული თავი ეკლესიისა. (საერთოდ სხეულებრიობის სამი გაგება არსებობს: 1. წმ. წერილი, სხეული ღვთისა სიმბოლური გაგებით; 2. ბუნებითად განკაცება ღვთის სიტყვისა, ადამიანად ჩვენთან მოვლინება და კაცობრივი სხეულის მიღება და 3. ეკლესიის დაფუძნება მისგანვე, მის სულიერ სხეულად).

როგორც ვთქვით წმ. წერილი ყველაფერს შეიცავს, მაგრამ ამას ჭირდება განმარტება და ვინაა ის ყველაზე უფრო უცდომელი და უტყუარი განმმარტებელი საღვთო წერილისა? რა თქმა უნდა ის ვინც თვითონ იმეტყველა ეს საღვთო წერილი. როდესაც ღვთის სიტყვა განკაცდა, ცხადია თვითონვეა უკვე ნაუწყები და გაცხადებული წმ. წერილის შინაგანი სიღრმის უტყარად და ჭეშმარიტად მცოდნე და თავისთავად ცხადია მისგან ნაუწყები რაცაა მან იცის ეს ყოველივე ყველაზე უფრო მართებულად.

მაგრამ სად დატოვა მან ეს ყველაზე უფრო მარტებული გაგბა საღვთო წერილისა. რა თქმა უნდა დატოვა თავისსავე სხეულში, თავისსავე სულიერ სხეულში –ეკლესიაში. ამიტომ ერთადერთი გასაღები წმ. წერილის მოძღვრების ჯერ გახსნისა და შემდეგ შემეცნებისა და ცხონების მიღებისა გახლავთ სწორედ ეკლესიური წვდომა, ეკლესიური განმარტება და აქედან გამომდინარე საეკლესიო ლიტერატურის მნიშვნელობა ჩვენთვის გაცხადებულია.

ის გვაძლევს ცხონების გასაღებს, არა ზოგადი გაგებით, არამედ წმ. წერილის, როგორც ცხონების წიგნის გასაღებს. თვითონვეა ეს გასაღები. ამ გასაღების გარეშე, ან ამ კარის გარეშე, რაც მაცხოვარმა თავის თავს განუკუთვნა, წმ. წერილში ვერავინ ვერ შევა. შევა როგორც მპარავი ავაზაკი, რომელიც პირიქით სასჯელის ღირსია და არა ის რომ იქიდან ცხონება მიიღოს. ამიტომაა ჩვენთვის განუზომელი მნიშვნელობის საეკლესიო ლიტერატურე. ამ ლიტერატურის გარეშე, ჩვენ რა თქმა უნდა შეგვიძლია წმ. წერილი წავიკითხოთ, მაგრამ ბევრ რამეში იმდენად შეგვიძლია ჩვენი პირადი აზრი ჩავდოთ, რომ ნაცვლად ცხონებისა და სარგებლის მიღებისა, შეიძლება საშინელ გაუკუღმართებაში ჩავვარდეთ. პირდაპირი გაგება, ანდა ადამიანური გონებით გაგება, კაცობრივი შეზღუდულობით გაგება წმ. წერილისა, ხშირად დამღუპველია და ეკლესიის მამათაგან ყოველ ნაბიჯზეა გაცხადებული, რომ წმ. წერილის ჩვენი გონებით კითხვა ჩვენთვის დამღუპველი გახდება, ისევე როგორც წმ. ზიარების მოუმზადებლად და უწმინდურად მიღება არათუ მაცხოვნებელი იქნება არამედ პირიქით წარმწყმედელი.

რაც უფრო აღმატებულია სიწმინდე მით უფრო მეტი კრძალვაა საჭირო მის წინაშე, მით უფრო არაკაცობრივი, ზეკაცობრივი სულიერებითაა მისდამი მიდგომა აუცილებელი და საღვთო წერილი, ყველაზე უფრო აღმატებული, კაცთაშორის გაცხადებული ცოდნისა, რა თქმა უნდა ამ კრძალვას აუცილებლად საჭიროებს ჩვენგან. თვითნებურად გაგების შემთხვევაში ბიბლია წარმოჩინდება, როგორც მხატვრული ნაწარმოები, რომანი, როგორც არაერთგზის “განუმარტავთ” აღორძინების პერიოდის ლიტერატურას დასავლეთში, ევროპულ ლიტერატურას, რომ ვითომ ბიბლიაში ყველა სიუჟეტი, რაც კი სამწერლობო სიუჟეტია, უკვე არსებობსო.

თითქოს ეს იყოს ბიბლიის ღირსება. სინამდვილეში ეს ყველაფერი არის, რადგანაც ის ისტორიულ სინამდვილეშია გაცხადებული, ისტორიული ვითარების წარმოჩენა, რაც, როგორც უკვე გითხარით, უეჭველად ჭეშმარიტია. მაგრამ ამავე დროს მის სიღრმეში არის საიდუმლო, ღრმა შინაარსი, რაც განმარტებას საჭიროებს და რასაც ჩვენ გვაწვდის სწორედ საეკლესიო მოძღვრება.

Aსე, რომ საეკლესიო მოძღვრებისა და ბიბლიის მიმართება სწორედ ის გახლავთ, რომ ბიბლია იგივე საეკლესიო მოძღვრებაა ოღონდ ბიბლიურ ენაზე, ხოლო საეკლესიო მოძღვრება იგივე ბიბლიაა, ოღონდ განმარტების ენაზე, საეკლესიო ენაზე. Aრსებობს საეკლესიო ენა, არსებობს ბიბლიური ენა. მხოლოდ გამოთქმის ფორმაში, მეტყველებაშია განსხვავება. ბიბლიური მეტყველება, როგორც უკვე აღინიშნა, ესაა უწყებითი, შეტყობინებითი, თხრობითი, წინასწარმეტყველურ-მახარებლურ-სამოციქულო. ხოლო ეკლესიის ენა არის აუცილებლად განმარტებითი, შინაარსში წვდომა და გამოთქმა ამ შინაარსის იმგვარი განმარტებით, რომ ყველაზე უბირმა ადამიანმაც კი ეს მოძღვრება შეითვისოს და მიიღოს.

აქედან გამომდინარე საეკლესიო ლიტერატურა ესაა მხოლოდ და მხოლოდ ერთი ვრცელი განმარტება საღვთო წერილისა და შესაბამისად არა თავისთავადი მნიშვნელობის მქონე, არამედ ბიბლიასთან ერთად უდიდესი მნიშვნელობის მქონე. თუკი ბიბლიას ჩამოვაცილებთ საეკლესიო ლიტერატურას თავისთავადი მნიშვნელობის მოტივით, არავითარი ფასი მას არ ექნება, მაგრამ თუკი ბიბლიასთან ერთად წარმოვაჩენთ, ბიბლიის ტოლფასი იქნება, რადგან ის თვითონაც ბიბლიაა, როგორც განმარტებითად გადმოცემული. ამიტომაა, რომ არ ბოლოვდება საეკლესიო ლიტერატურა, არ ბოლოვდება იმიტომ, რომ თვით ბიბლიური მოძღვრება და სიღრმე ამ მოძღვრებისა არის ამოუწურავი.

წმ. იოანე ოქროპირი სახეობრივ ნიმუშს გვათავაზობს და ამგვარ რამეს ამბობს: “ისევე როგორც საკმევლის ნივთიერებას რაც უფრო მეტად ვფხვნით, უფრო და უფრო კეთილსურნელოვანი ხდება, ამგვარადვე რაც უფრო მეტად ვწვდებით საღმრთო წერილს, უფრო და უფრო მეტ სიღრმეებს აღმოვაჩენთ მასში და ეს რასოდეს არ დაბოლოვდება, იმიტომ რომ ღვთის წიგნი არ შეიძლება შემოსაზღვრული იყოს. ღვთისგან დაწერილი და ღვთისგან ნაუწყები წიგნი ეს ჭეშმარიტად ღვთის შესახებ ჭეშმარიტებაა და რადგან ღმერთი თავისთავად ამოუწურავია, შემოუზღუდავია, შემოუწერელია, მის შესახებ გადმოცემული ჭეშმარიტება ასევე უსასრულოდ განვრცობადია და ის არასოდეს შეიძლება, რომ ამოწურული იქნეს ჩვენი კაცობრივი გონებით. მარად განმაღმრთობელი გახლავთ საღვთო წერილი.

რაც უფრო შევდივართ მის სიღრმეებში უფრო და უფრო დიდი სიღრმეები აღმოჩნდება და ეს მარადიული წინსვლის საწინდარია და ამგვარადვე გაიგება ზოგადად განღმრთობის გზა. ამ შემთხვევაში მოძღვრებაში, საღმრთო წერილში წვდომა ერთადერთი მიზანდასახულობის მქონეა ჩვენთვის, რომ ჩვენ მივიღოთ განღმრთობა. ეს სიტყვა “განღმრთობა” გულისხმობს მადლისმიერ ღმერთად ქცევას, ღმერთად გახდომას, რომ ადამიანი მადლით საღვთო თვისებათა დამტევი ხდება და ეს რასოდეს არ ბოლოვდება. პავლე მოციქულს აქვს განღმრთობის ყველაზე უფრო ლაკონური და ღრმა შეფასება, როდესა ის ასეთ სიტყვებს გვეუბნება: “მარადის უკანასა ამას დავივიწყებ და წინასა ამას მივწვდები”. ამ სიტყვებს მრავალმა მოღვაწემ მიაქცია ყურადღება, მაგრამ განსაკუთრებით ღრმად ეს სიტყვები შეისწავლა და მთელი მოძღვრება ჩამოაყალიბა წმ. გრიგოლ ნოსელმა (IV).


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Apr 8 2008, 03:26 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ძალიან საინტერესოა ჩავუჯდები საღამოს smile.gif გაიხარე


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Apr 8 2008, 04:27 PM
პოსტი #7


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



მესამე ლექციის დასასრული



ახლახანს გამოვიდა წიგნი “სათნოებათმოყვარეობა” (ჩემი თარგმანი), სადაც ერთ-ერთ სქოლიოში შეგიძლიათ ნახოთ ამ მოძღვრების შესახებ გრიგოლ ნოსელის უდიდესი ღირებულებისა და შინაარსის მქონე ციტატები შესაბამის ნაწილში. კერძოდ ეს ეხება მოძღვრებას, რომელსაც ეწოდება “მარადიულად მზარდი ძლიერებით ღვთისაკენ”. ჩვენ უბრალოდ თუ ვიტყვით, რომ ადამიანი, მთელი სამყარო ღვთისკენ ისწრაფვის, ეს მაინც რაღაც სტატიკური, გაჩერებული მდგომარეობაა, რომ რაღაცისკენ მივდივარ ნელ-ნელა ან გნებავთ ჩქარა. სინამდვილეში სწრაფვა ღვთისაკენ მარადიულად მზარდი ძლიერებით ხდება. თუ ჭეშმარიტად ვისწრაფვით უფლისკენ და რაიმეთი არ ბრკოლდება ეს სწრაფვა, დავუშვათ ჩვენი სისუსტით, ანდა რაღაც გარეგანი მართული ძალიათ და სხვა, ამ წუთში რომ ვისწრაფვით ღვთისაენ, მეორე წუთში უფრო მზარდია ეს სწრაფვა, მესამე წუთში კიდევ უფრო მზარდი და ასე მარადიულად.

საღვთო ჭეშმარიტებაში ჩაძირვა, ჩაღრმავება ეს ორგვარად შეიძლება. პირველი ესაა ზესწრაფვა, სიმბოლურად ზევითკენ რომ მიისწრაფვის ადამიანი და მეორე რაღაც სიღრმეში რომ იძირები. ორივე ერთიდაიგივე შინაარსის დამტევია. წმ. გრიგოლ ნოსელი ასეთ სიმბოლურ განმარტებას გვთავაზობს: “წარმოვიდგინოთ მწვერვალზე დადებული ლოდი, დიდი ქვა. თუ ამ ქვას ბიძგი მიეცემა ის დაიწყებს ფერდობზე ქვევით დაშვებას (წარმოვიდგინოთ რომ ეს ფერდობი არის უსასრულო) და თუ ამ ფერდობზე რაიმე სახის დაბრკოლება მას არ შეხვდება, რაც შეაფერხებდა მის მოძრაობას, ჩვენთვის ადვილი წარმოსადგენია ყოველ წამიერად ამ ქვის სიჩქარე ქვეითკენ, სიღრმეში რამდენად უფროდაუფრო მეტი იქნება. ე.ი. ერთი სიჩქარით კი არ იქნება მისი სწრაფვა სიღრმისკენ, არამედ ყოველწამიერად უფრო და უფრო აჩქარებითად, უფრო და უფრო მზარდი ძლიერებით. აი ამგვარადვე უნდა წარმოვიდგინოთ, - ამბობს გრიგოლ ნოსელი, - ადამიანის ღვთისკენ სწრაფვა, რომელიც მარად მზარდია.

იგივე მოვლენა, ზესწრაფვის ფონზე, ამ მოძღვრისა და კიდევ სხვა მოძღვართა სწავლებით (განსაკუთრებით წმ. დიონისე არეოპაგელის) ამგვარად წარმოდგება, რომ ადამიანი, რომელიც სულიერად ღვთისკენ ისწრაფვის, თავის ზემოთ სულიერი თვალით ჭვრეტს დიდ მშვენიერებას, დიდ სიკეთეს, ღვთის მადლის გამობრწყინებას, სულიერ ხარისხს, რომელიც მასზე აღმატებულია და რომელზეც ჯერ არ ასულა იგი. აი ეს ხარისხი, ეს საფეხური, რომელიც ზემდგომია მასზე, ეს მშვენიერება მას რაღაც განუზომელი ძალით მაგნიტურად იზიდავს. თუ ეს ადამაინი თავის ნებაყოფლობითი სწრაფვით შეუერთდება ღვთის ამ მიზიდულობას, ღვთის ნებას (ღვთის ნება ყოველთვის იქითკენაა მიმართული, რომ ადამიანი განიღმრთოს. Aრასოდეს ღვთისგან არ მომდინარეობს დაბრკოლება ადამიანის განღმრთობაში, დამაბრკოლებელი თვითონ ადამიანია) ის ამაღლდება იმ ხარისხამდე, რომელსაც სულიერი თვალით ჭვრეტს და სადაც ასვლა მას მთელი არსებით სწადია. მაგრამ როგორც კი ამ ხარისხამდე ავა იმის ზემოთ უფრო აღმატებულ საფეხურს ხედავს, რომელიც კიდევ უფრო დიდი სიძლიერით იზიდავს თავისკენ. მოხდება ისე, რომ იქამდეც ამაღლდება, იმის ზემოთ კიდევ უფრო აღმატებულ საფეხურს ჭვრეტს, რომელიც კიდევ უფრო მეტი სიძლიერით იზიდავს მას თავისკენ და ასე უსასრულოდ, თუ რათქმაუნდა თვითონ ადამიანისგან, რომელიც განღმრთობას ეძიებს, შინაგანი დაბრკოლება არ იქნება, რომ ის ცოდვისკენ არ მიიდრიკება. ასე მარადიულად მზარდი ძლიერებით მოხდება მისი ერთი ხარისხიდან მეორე უფრო აღმატებულ ხარისხამდე ზეაღსვლა, ერთი სიდიადიდან უფრო აღმატებულ სიდიადემდე არმასვლა. პავლე მოციქული სიტყვისამებრ “დიდებითი დიდებად აღვემატებოდეთ” (სიდიადიდან სიდიადისკენ ვისწრაფოდეთ).

აი ეს განღმრთობის საფეხურები და განღმრთობის ეს დაუბოლოებელი ზეაღსვლითი და მარადგაძლიერებადი გზა იგულისხმება საღვთო წერილის შემეცნებაში. ამ განღმრთობის გზას ადამიანი შეიმეცნებს და შეითვისებს როდესაც ის ჭეშმარიტი, განმარტებითი სწავლებით ღრმავდება ბიბლიურ ცოდნაში, მაცხოვნებელ წიაღში, რაც საღვთო წერილშია დაუნჯებული.

აქეთკენ გზა, გზის მიმცემი და მიმართულება არის სწორედ ეკლესიის მამათა განმარტებები. Eკლესიის მამების, რომლებიც წინ მიიწევენ და ქვემორეებს ეხმარებიან რომ მწვერვალზე ისინიც ავიდნენ, ისინი კიდევ უფრო მატზე ქვემორეებს და აი ასეთი ურთიერთგადაჯაჭვული, ერტობლივი სწრაფვა ღვთისკენ არის ჭეშმარიტი განღმრტობა კაცობრიობისა, რაც (ეს მოძღვრება) მაცხოვარმა თავისი განკაცებით მოგვმადლა და რაც, როგორც უკვე გითხარით, ბიბლიის ჭეშმარიტ შინაარსში წვდომას გულისხმობს. Aსე რომ საღვთო წერილი ესაა მადლის საუნჯე, განღმტOბის წიაღი, ცხონების წიგნი და რადგან ამის განმმარტებელი არის ეკლესიური მოძრვრება, შესაბამისად ბიბლიასთან განუყოფელ მთლიანობაში, საეკლესიო ლიტერატურე, საეკლესიო მწერლობა და ეკლესიის მამათა წერილობითი მემკვიდრეობა სხვა არაფერია თუ არა ცხონებისა და განღმრთობის წიაღი, იმიტომ რომ თანაშერთულია მასთან და ერთ მთლიან მოძღვრებად წარმოდგება. ანუ საეკლესიო ლიტერატურა ესაა განმარტება საღვთო წერილისა, განმარტება ცხონებისა. განმარტება და მოძღვრების გადმოცემა კი ერთი და იგივეა.

მოძღვრების გადმოცემის სახეობები, საეკლესიო ტრადიციაში, გახლავთ რამდენიმე (რომლებიც ერთი მეროეს არ ცვლის, ერთ მთლიანობაშია და ერთად შენარჩუნებული), რომელთაგან ერთ-ერთზე ნაწილობრივ უკვე ვისაუბრეთ. ესაა წერილობითი გადმოცემა მოძღვრებისა, როდესაც საეკლესიო მოძღვარი, რომელიც სულიერად შეიმეცნებს გარკვეულ ჭეშმარიტებას და განღმრთობის გარკვეულ საფეხურზეა, ამას წერილობით აღგვიწერს ჩვენ თუ როგორ უნდა მივაღწიოთ ჩვენც იმავე საფეხურს.

ასეთი ნაშრომები, ასეთი თეოლოგიური საღვთისმეტყველო შრომები რა თქმა უნდა უდიდესი ღირსების მქონეა. თავად წმ. წერილიც, სიტყვა “წერილიდან” გამომდინარე წეილობითია. ასე რომ მოძღვრების წერილობითი გადაცემა თვით ბიბლიურ სახეობას გულისხმობს და ეს უძველესი ეპოქიდანვეა დაფუძნებული, როგორც ერთ-ერთი სახეობა, თუმცა არა ერთადერთი, მოძღვრების გადაცემისა.

რა გახლავთ მეორე სახეობა? მეორე სახეობაც ასევე უძველეს დროშია დაფუძნებული და მარადთანამგზავრი კაცობრიობის ისტორიისა, გახლავთ მოძღვრების ზეპირი გადაცემის გზა, რაც საკუთრივ საეკლესიო ტრადიციაში თვით ლიტურგიაშია ჩართული და დღემდე უცვლელად შენარჩუნებული. (იგულისხმება მოძღვრის ქადაგება). ეს აუცილებელი კომპონენტია ლიტურგიისა. არ შეიძლება რომ სამღვდელო პირმა არ იქადაგოს.

დღეს როდეაც წერილობით ყველაფერი ხელმისაწვდომია შეიძლება ვინმე თქვას, რომ ეს წესი, მოძღვრების ზეპირად გადაცემისა (ქადაგება) მხოლოდ ადრეულ საუკუნეებში იყო გამართლებული, რადგანაც მრევლიდან რამდენიმემ თუ იცოდა წერა-კითხვა, დღეს ხომ აბსოლუტურად სხვა ვითარებაა? მაგრამ მქადაგებლური მოღვაწეობის ღირსება და მნიშვნელობა დღესაც ისევეა დაცული, როგორც უძველეს ეპოქაში იყო. იმიტომ რომ ამ სახეობას შეუცვლელი ღირსებები აქვს და წერილობითი გადაცემის ფორმა ამ ღირსებებს ვერ დააკნინებს და ვერ მიჩქმალავს მასში. I-II სა-ბის ერთ-ერთი ნაკლებად ცნობილი მოღვაწე პაპიას ჰიერაპოლელი თავის შრომაში (რომლის რამდენიმე ფრაგმენტია ჩვენამდე მოღწეული) “უფლის სიტყვათა განმარტება” ასეათ რამეს ამბობს, რომ “ მე ამ ჩემს წიგნში შევეცადე განმემარტა არა მხოლოდ ის სიტყვები უფლისა, რაც წმ. წერილშია დაცული (იგულისხმება არსებითად ოთხთავი), არამედ აგრეთვე ის სიტყვებიც უფლისა რაც წერილობით არ დაწერილა, რაც მოციქულებმა ზეპირად მოისმინეს უფლისაგან და მათგანვე მე ასევე ზეიპრად გადმომეცა (თვითონ პაპიასი გახლდათ ისტორიული გაგებით მოციქულთა მოწაფე), რადგან სხუა არის სიტყვა დაწერილი და სხუა არის სიტყვა ცოცხალი” (ცოცხალში ყოველთვის იგულისხმება ზეპირგადაცემითი სიტყვა).

ანუ ერთიდაიგივე მოძღვრება ჩვენ შეიძლება წერილობითაც წავიკითხოთ და შეიძლება ზეპირადაც მოვისმინოთ. მათ განსხვავებული ღირსებანი აქვთ. დაწერილ ძეგლს ჩვენ შეიძლება რამდენიმეჯერ დავუბრუნდეთ. შეიძლება რაღაც ვერ გავიგეთ და ისევ უკუმივიქცეთ, მაგრამ ზეპირგადმოცემას ის ღირსება აქვს, რომ ჩვენ მარტო მშრალ მოძღვრებას კი არ ვისმენთ, პიროვნებას ვხედავთ, რომელსაც ეს მოძღვრება შეთვისებული აქვს (თუ შეთვისებული აქვს რა თქმაუნდა) და როდესაც ის სიტყვას გვაწვდის მარტო ამ სიტყვის მნიშვნელობა კი არ მოქმედებს ჩვენზე, არამედ ჩვენზე მოქმედებს კიდევ თვითონ მოძღვრების გადმომცემის არტიკულაცია (თუ როგორ წარმოთქვამს იგი სიტყვას), მისი მანერები და სხვა.

სხვათაშორის ასეთი სახის მანერები მოძღვრბის გადმოცემისა ახასიათებდათ უძველეს დროში, მოციქულებსაც კი, რის შესახებაც ჩვენ გარკვეული გადმოცემები გვაქვს. მაგ. პოლიკარპე სმირნელის (თვითონ ის წმ. იოანე მოციქულის მოწაფე იყო) მოწაფე წმ. ირინეოს ლიონელი ასეთ რამეს ამბობს, რომ “როდესაც ჩვენთან შემოდიოდა პოლიკარპე და მოძღვრებას გადმოგვცემდა, ის იხსენებდა თავის მოძღვარს, წმ. იოანე ღვთისმეტყველს და გვიყვებოდა თუ როგორ, რა მანერით, ხელის როგორი მოძრაობით გადასცემდა მას მოძღვრებას. ყველა წმ. მამას ქონდა რაღაც თავისებური ფორმა (გარეგანი ფორმა) მოძღვრების გადაცემისა. მაგ. იოანე ოქროპირს ქონდა ასეთი თვისება და ეს მის ცხოვრებაშია აღწერილი, რომ როდესაც ის აღელდებოდა “ნეკსა-ნეკსა ზედა დასცემდა” (ნეკი არის ხელის გული) ანუ ამ მოქმედებაში მას ეტყობოდა რომ ნერვიულობდა. ისევე როგორც ჩვენ მსგავსი ადამიანური მხარეები ძალიან ბევრი შეგვიძლია ვნახოთ პირად წერილებში, რაც განსაკუთრებული ჟანრია პატრისტიკისა.

საერთოდ წერილები, ეპისტოლეები სხვადასხვა ჟანრის შეიძლება იყოს. შეიძლება იყოს დოგმატური ეპისტოლეები, ასკეტიკური ეპისტოლეები, ლიტურგიკული და სხვა. მაგრამ ამ შემთხვევაში პიროვნება კარგად ყველაზე კარგად ჩანს ე.წ. პირად ეპისტოლეებში, პირადწერილებში. ბევრი მოღვაწის სამწუხაროდ დაკარგულია, მაგრამ რაც შემორჩენილია ეს ძალიან ძვირფასია ჩვენთვის. განსაკუთრებით ვთქვათ ბასილი დიდის პირადი ეპისტოლეები. ბასილი დიდის პიროვნებას ვერასოდეს ვერ წარმოიდგენს ადამიანი ცოცხლად თუ მისი პირადი ეპისტოლეები არ აქვს წაკითხული, სადაც ის მთელი თავისი კაცობრივი გრძნობებით ჩანს.

ზოგჯერ ხდება ისე, რომ როდესაც რომელიმე წმინდანს ვიხსენებთ ის ადამიანი თუა ამაზე უკვე აღარ ვფიქრობთ. Gვგონია, რომ როცა ის დაიბადა რაღაც სქემატური ქმნილება იყო, არავითარი ადამიანური თვისებების მქონე, რაც არის ძალიან მახინჯი და მცდარი გაგება. მაშინ როცა მაცხოვარსაც კი არცერთი კაცობრივი თვისება არ უარუყვია. როგორ შეიძლება რომ წმ. მამებში არ ვხედავდეთ ჩვენ უყვედრელ ადამიანურ თვისებებს (“უყვედერელი” – ეკლესიის მამათა ტერმინია, რომ კაცობრივ ბუნებაში არის ორი სახის ვნება. ერთი ცოდვისმიერი ვნებები და მეორე უყვედრელი, ბიოლოგიური ვნებები – შიმშილი, წყურვილი, აღელვება, შიში... ეს ყველაფერი გახლავთ ბუნებითი ვნებები, ანუ უსაყვედურო ვნებები. რაც ყველა მიიღო მაცხოვარმა და გამოავლინა თავის მოქმედებაში.

ამ ყველაფრის დამტევნი არიან რა თქმაუნდა ეკლესიის მამებიც. მათი განსაკუთრებულობა სწორედ იმაშია, რომ ამ კაცობრივ, ბუნებით ვნებებს მათ სძლიეს – შიშს, წყურვილს, შიმშილს... პირად ეპისტოლეებში ისეთი გრძნობები ვლინდება მათი ადამაინური, რომ როგორც ჩვენს გვერდით მყოფნი და ჩვენი სულიერი მეგობრები, ისე წარმოჩინდებიან ჩვენს წინაშე. მაგ. ბასილი დიდისა და გრიგოლ ღვთისმეტყველის, გრიგოლ ღვთისმეტყვეისა და გრიგოლ ნოსელის ეპისტოლეები. იყო ასეთი შემთხევა ბასილი დიდსა და გრიგოლ ღვთისმეტყველთან დაკავშირებით, რომ ეს უკანასკნელი წერილს უგზავნის ბასილი დიდს. მანმადე როგორც ჩანს ბასილის გაუგზავნია გრიგოლისათვის ეპისტოლე. ბასილს ჰქონდა დიდი მიზანი დასახული, იმ დროს გაბატონებული იყო არიანელთა ცნობილი მწვალებლობა. ბასილი დიდმა გადაწყვიტა მთელი სულიერი საეკლესიო ფრონტი შეექმნა ამ საშინელების წინააღმდეგ, რომელიც მოდებული იყო მთელს ქრისტიანულ მსოფლიოს. ამიტომ ყველაზე ღირსეული და რჩეული ადამიანები უნდოდა მას რომ შემოეკრიბა და ერთობლივად ებრძოლათ.

რა თქმა უნდა პირველ რიგში ბასილი დიდს სწორედ გრიგოლ ღვთისმეტყველი გაახსენდებოდა, რომელიც მისი ბავშვობის მეგობარი იყო და განუყრელი მისგან. ამ დროს გრიგოლი არის მდუმარებაში (განდეგილური გაგებით) და გარეგან ცხოვრებაში არ ერევა. Bბასილს ჭირდება მისი გვერდით დოგმა და უგზავნის წერილს. მაგრამ იცის რომ ჩვეულებრივი წერილით გრიგოლი მასთან არ მივა. ამიტომ ის სწერს თავისი თავის შესახებ, რომ “ავად ვარ ჩამოდი და მნახეო”. გრიგოლზე ძალიან იმოქმედებს ეს ცნობა, როგორც ეს მისი საპასუხო ეპისტოლიდან ჩანს და სასწრაფოთ მიაშურებს კესარიას, სადაც ბასილი დიდია ეპისკოპოსი. შევა ქალაქში გრიგოლი, მაგრამ ბასილს არ ნახავს და უკან გამობრუნდება და უგზავნის წერილს ბასილი დიდს: “როგორც კი გავიგე შენი ავადმყოფობის ამბავი, მაშინვე გამოვემართე შენსკენ. იმდენად განვიცდიდი შენს ავადმყოფობას, რომ შენთან მოსვლამდე, როგორც კი შემოვაბიჯე ქალაქში ფეხი პირველივე შემხვედრს ვკითხე ბასილი როგორ არისო? შემხვედრმე მომიგო რომ როგორც იყო ისევე არისო და მაშინვე მივხვდი მე ყველაფერსო”. მას ხომ შეეძლო ენახა, მისულიყო ბასილისთან და საყვედური ეთქვა. მაგრამ იგი წამოვიდა და არ ნახა. როგორც ბასილი დიდმა დაწყვიტა გული თავისი ამ მოქმედებით ასევე გრიგოლმაც აღარ მოისურვა მისი ნახვა.

აი ასეთი ადამიანური, სრულიად უყვედრელი მხარეები იმდენად ძვირფასია ჩვენთვის ამ უდიდეს მამებთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ მოძღვრებად კი არ უნდა აღვიქვამდეთ მათ, არამედ უნდა აღვიქვამდეთ ჩვენს მეგობრებად, სულიერ მეგობრებად და ამ გაგებით უნდა ვხედავდეთ ამ ყველაფერს და არა რაღაც სქემატიზებული, არაადამიანური, სუპერმენული დამოკიდებულება გვქონდეს იმ მოძღვრებისადმი, რომლებმაც ამხელა სიკეთე მოგვანიჭეს ჩვენ საეკლესიო მწერლობის სახით.

ზემოთქმული გვჭირდება იმისათვის, რომ საეკლესიო მწერლობის რაობა, მართებულობა გავიგოთ. აქ ყვეაფერია მოცემული. აქ არის მოძღვრების დოგ-მატური გადმოცემა, უაღრესად მკაცრი. კიდევ უფრო მკაცრია ერესების მხილება, ასკეტური სწავლებანი და დამოძღვრანი და სხვა და სხვა. მაგრამ ამავე დროს საეკლესიო ლიტერატურაში მოცემულია, როგორც უკვე ითქვა, პირადი ეპისტოლეები წმ. მამათა, სადაც ეს პიროვნებები ჩვენს წინაშე წარმოჩინდებიან, თავიანთი უყვედრელი ანუ უსაყვედურო ადამიანური გრძნობებითა და თვისებებით. განუზომელი და შემოუსაზღვრავი დიაპაზონი აქვს საეკლესიო ლიტერატურას.

უკლებლივ ყველაფერია აქ მოცემული. ამის ხასგასმა აუცილებელია, რადგან გარეგან თვალში საეკლესიო ლიტერატურა აღიქმება, როგორც ერთი გაქვავებული, ყოვლად უინტერესო, ყოველგვარი გრძნობებისა და ემოციებისგან დაცლილი. თვითონ სიტყვა “დოგმა”-ც დღეს უკიდურესად გაუკუღმართებული შინაარსით აღიქმება, რომლის გამოყენებაც უკვე ძალიან ძნელია, იმდენად არასწორი შინაარსი ჩადო მასში თანამედროვე ეპოქამ. როგორც კი ადამიანს “დოგმას” უხსენებ (ეკლესიას დაშორებულს), მისთვის ეს სიტყვა მხოლოდ უარყოფითი შინაარსის მქონე სიტყვაა, რაღაც საშნელება, უინტერესო... მაშინ როცა ეს სისავსეა აზრისა, მთელი სულიერი ემოციისა. ემოცია და გრძნობები თვითონ ეკლესიის მამებმა წარმოაჩინეს, როგორც უდიდესი ღირსებანი. ემოციას რა ღირსება აქვს ეკლესიური სწავლებით? საერო ცხოვრება საერთოდ ემოციურია, გრძნობადია და ეკლესიური მოღვაწეობა ამას გმობს, ამას გმობს რა გაგებით – ქვენაგრძნობებს გმობს ეკლესია, თორემ თვითონ გრძნობადობის რაობა რაცაა ამას კი არ გმობს. პირიქით, რადგან ეს ადამიანის ბუნებითი თვისებაა – გრძნობადობა, არ შეიძლება ადამიანისგან ეს თვისება ამოიძირკვოს, რადგან თუე ეს მოხდა ადამიანი მოისპობა როგორც ქმნილება. მაგრამ რა გამოყენება შეიძლება ქონდეს მას? რომ ჩვენ ჩვენი გრძნობადობა, მთელი ჩვენი ემოცბი, ჭეშმარიტებისაკენ სწრაფვაში უნდა გამოვავლინოთ. მთელი გრძნობით მთელი არსებით ეს უდა გვინდოდეს.

ნებისმიერი გრძობადი თვისება ადამიანში ყოველთვის ნარჩუნდება, ერთი თვისების აღმოფხვრაც არ ხდება, მაგრამ როგორც წმ. დიონისე არეოპაგელი გვასწალის ამ ვისებათა მიმართება იცვლება. მაგალითად, უფრო გასაგები რომ იყოს, ადამიანს ყველა მომენტში და ველა მდგომარეობაში აქვს დავუშვათ ისეთი გრძნობა რაცაა შიში. ერთის მხრივ ეს შიში შეიძლება უკიდურესი გამოვლინებისა იყოს, მეორეს მხრივ კი უკიდურესად დადებითის. ღოცა შიში გვაქვს უკეთური ძალის და ვემონებით მას, ეს შიში ამ შემთხვევაში არის უაღრესად უარყოფითი რამ და ის შეიძლება ჩვენი დაღუპვის მიზეზი გახდეს (ამ შემთხვევაში ვგულისხმობთ ხალხში გავრცელებულ ათასგვარ ცრურწმენას). ადამიანი შეიძლება საღი გონებით ხვდებოდეს, რომ ეს რაღაც აკვიატებული მანერები არაფერი არაა, უბრალოდ ცრურწმენაა, მაგრამ მაინც აქვს შინაგანი შიში, რომ მისი არ შესრულების შემთხვევაში თავს რაიმე უბედურება დაატყდება. სამწუხაროდ დღეს მორწმუნეთა 80% მაინც ასე იქცევა, მაინც წარმართულია (ეს ყველაფერი წარმართობაა). ასე იქცევა იმიტომ, რომ სადღაც გულის სიღრმეში ის უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ კი გასაგებია რომ ის უკეთურებაა, მაგრამ მე არ ვარ იმ დონის წმინდანი და შეიძლება ამ უკეთურებამ რაღაც ზიანი მომაყენოს და ამიტომ მასაც დავუთმობ ყურადღებას... აი ესაა შიში უკეთურების წინაშე, რაც როგორც უკვე აღინიშნა შენარჩუნებულია ეკლესიის შვილთა შორისაც.



--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Apr 9 2008, 04:29 PM
პოსტი #8


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



მეოთხე ლექცია

რომელიც ვფიქრობ ძალიან საინტერესოა



ძვ. აღთქმის მართალთა ცხონების შესახებ (იოანე დამასკელის “გარდამოცემის” განხილვა)


როგორც ურყევი დოგმატია ჩვენგან აღსარებული ერთარსება სამება, რომ ჩვენ ვაღიარებთ არსებით ერთს და სამპიროვან ღმერთს და ამას არავითარი შეღავათი არ აქვს, ისევე როგორც ვაღიარებთ ერთი განკაცებული ღვთის ერთ პირს და ორ ბუნებას, ერთ წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას და სხვა და სხვა დოგმატებს, მგავსადვე ამისა ჩვენ ვაღიარებთ მრწამსშივე ჩადებულ ერთ ნათლისღებას, ანუ ნათლისღების გარეშე ცხონების აბსოლუტურ შეუძლებლობას და ამასაც არ აქვს გამონაკლისი. გამონაკლისი რაც შეიძლება ქონდეს ესაა ამა თუ იმ მსახურების პრაქტიკულ განხორციელებას თორემ იმ მსახურებას თავისთავად ღვთის წინაშე შეუძლებელია გამონაკლისი ქონდეს. ანუ შეუძლებელია გამონაკლისი ქონდეს იმას რომ სასუფეველში შეიძლება იყოს უნათლავად ცხონებული. ასე რომ უპირობოდ ეკლესია აღიარებს სასუფეველში მყოფთა ნათელღებლობას და შესაბამისად განწმენდილობას პირველ რიგში პირველცოდვისგან. პირველცოდვისგან იმიტომ რომ ესეაა ყველაზე დიდი ცოდვა, რისი მოხსნაც ნათლისღების გარეშე შეუძლებელია.

თვით სინანულის საიდუმლოც კი, რომელიც უდიდესი საიდუმლოა, ვერ აღხოცავს ამ პირველქმნილ ცოდვას (სინანული ძველ აღთქმაშიც იყო თავისი გარკვეული გამოვლინებით). ერთი იტყვით სინანულის საიდუმლო უდიდესი საიდუმლოა ეკლესიის წიაღში, მაგრამ მხოლოდ ნათლისღების საიდუმლოს შემდეგ. ნათლისღების შემდეგ სინანულს აქვს ნათლისღების ტოლფასი ძალა. ანუ ნათლისღების შემდეგ ჩადენილი ყოველდღიური ცოდვების (ვიცით რომ ნათლისღების საიდუმლო არ მეორდება) აღხოცვის ძალა აქვს სინანულის საიდუმლოს, მხოლოდ მას შემდეგ რაც ნათლისღებამ გახსნა ცხონების კარიბჭე და ახსნა ჩვენგან პირველცოდვის ბორკილი. ეს ბორკილი რომ გვქონოდა და მთელი ცხოვრება სინანულსა და სიგლახაკეში გაგვეტარებინა ვერანაირი შენდობა ჩვენ ვერ გვექნებოდა. ასე რომ ნათლისღება წინ უძღვის სინანულს და როდესაც ნათლისღების საიდუმლო აღსრულდება მხოლოდ ამის შემდეგ აქვს ძალა სინანულს, ისევე როგორც ყველა სხვა საიდუმლოს, მოქმედებისა. ამიტომ ნათლისღების საიდმულოს გარეშე ჩვენ ვერსად ვერ შევალთ (იგულისხმება სასუფეველი), ვერანაირი სიწმინდე, ცხონებითი შინაარსით, ჩვენ ვერ შეგვეხება და აქედან გამომდინარე საკუთრივ ცხონების წიაღში მყოფნი შეუძლებელია უნათლავნი ივნენ, რადგან უნათლაობა და პირველცოდვის ბორკილები ერთიდაიგივეა. ვინც უნათლავია აუცილებლად მას პირველცოდვის ბორკილი აქვს და თუ ჩვენ ვიტყვით, რომ სასუფეველში ვინმე უნათლავია ე.ი. გამოდის რომ ის პირველცოდვითაა დამძიმებული და თუ ეს ბორკილები ახსნილი არ აქვს, როგორ შეიძლება ბორკილდადებული სასუფველში იყოს. შესაბამისად თქვენ ვერცერთი მოძღვრის ვერცერთ მინიშნებასაც ვერ იპოვით იმასთან დაკავშირებით, რომ სასუფეველში ვინმე შეიძლება უნათლავი იყოს. ასე რომ ესაა უცვალებელი დოგმატი.

ესაა დოგმატის ერთი მხარე, რომ აუცილებლად სასუფევეში, უკლებლივ ყველა არის უცოდველი და რა თქმა უნდა პირველ რიგში პირველცოდვისგან გათავისუფლებული. პირველცოდვისგან გათავისუფლება კი მხოლოდ ნათლისღებითაა შესაძლებელი, ვერანაირი სხვა საიდუმლო, ვერანაირი სხვა მსახურება, მათ შორის ზიარების საიდუმლოც კი, ვერ დაგვიხნის ამ პირველცოდვის ბორკილებიდან. ზიარება ხომ საიდუმლოთა საიდუმლოა, ნათისღებაზე ბერვად აღმატებული, მაგრამ ისიც კი ვერ აღხოცავს პირველცოდვას, რადგან მას მაშინ აქვს მოქმედების ძალა, როდესაც ცხონების კარიბჭე გაიხსნება ნათლისღებით.

ანუ საბოლოოდ რომ ითქვას, თუკი ჩვენ ვაღიარებთ სასუფეველში მყოფ ადამიანებს და ვამბობთ რომ ისინი ყოვლად უცოდველნი არიან ე.ი. ისინი უეჭველად ნათელღებულნი არიან, ანუ სასუფეველში მყოფნი ყველა ნათელღებულია და ნათლისღებაა ერთადერთი საიდუმლო, რომელიც პირველცოდვას აღხოცავს ჩვენგან და ამის შემდეგ ხდება ადამიანის პირადი ცოდვების აღხოცვა (თვითონ ნათლისღების ჟამსაც, მაგრამ მაშინვე ხომ არ კვდება ადამანი) სინანულის საიდუმლოს მადლით და ადამიანის სრულყოფა ხდება ზიარების საიდუმლოთი, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ნათლისღების შემდეგ.

დოგმატის მეორე მხარე გახლავთ ის, რომ ძველი აღთქმის მართალნი უეჭველად სასუფეველში არიან. ესეც ისეთივე უცვალებელი დოგმატია, როგორც სხვა. ამაშიც არავითარი დაეჭვება არ არის. მას შემდეგ რაც მაცხოვარმა თავისი ამქვეყნიური ღვაწლით და გოლგოთის მსხვერპლით დაამსხვრია ბჭენი ჯოჯოხეთისანი და ცათა სასუფეველი კაცთათვის მისაწვდომი გახადა, აი ამ უდიდესი საიდუმლოს შემდეგ ძველი აღთქმის მართალნიც სასუფეველში არიან, უკლებლივ ყველა. და თუკი ძველი აღთქმის მართალნი უეჭველად სასუფეველში არიან და ამასთან ჩვენ ვიცით რომ ნათლისღების გარეშე სასუფეველს ვერავინ ვერ იმკვიდრებს, როგორ შევათავსოთ ეს ძველი აღთქმის მართალთა მდგომარეობასთან?

ჯერ მინდა რომ ზოგადი დებულება მოგცეთ არა მარტო ამ საკითხთან დაკავშირებით, არამედ ყველა იმ საკითხზე, რაც შეიძლება გზადაგზა და საერთოდ თქვენს ცხოვრებაში აღიძრას: საეკლესიო ტრადიცია და საეკლესიო განგებულება პიროვნებას არ ტოვებს გაურკვევლობაში. ჩვენ ხშირად გვითქვამს ჩვენთვის უამრავ პასუხგაუცემელი შეკითხვის ფონზე რომ, შეუძლებელია ამ პასუხების დასაკმაყოფილებლად ადამაინმა ეკლესიის მამათა რვა საუკუნოვანი ლიტერატურა წაიკითხოს (მაგალითად მაქსიმე აღმსარებელის შრომების ძირფესვიანად შესწავლას ალბათ მთელი ცხოვრება უნდა მიიძღვნას ადამიანმა) და გამოდის ისე თითქოს ეკლესიამ კაცობრიობის დიდი ნაწილი დატოვა გაურკვევლობაში და საჭის გარეშე, რომ მართლაც მრავალს არ შეუძლია წმ. მამათა შრომების წაკითხვა და შესწავლა. მაგრამ ეს ას არაა.

რა თქმა უნდა ეკლესია არავის ტოვებს გაურკვევლობაში. საქმე იმაშია, რომ ვისაც შეუძლია ამ შრომების შესწავლა და მყარი დასკვნის გაკეთება ესაა ერთი მხარე. ასეთი მოღვაწეეები, ასე რომ ვთქვათ, შემაჯამებელნი, ყოველთვის იყვნენ ეკლესიის ისტორიაში, მაგრამ მათ შორის ეკლესიამ გამოარჩია მხოლოდ ერთი მამის ნაშრომი, წინა ლექციაზე ხსენებული, წმ. იოანე დამასკელის “მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა”. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის გარემოება რომ ამ შემთხვევაში იოანე დამასკელი უბრალოდ ავტორად აწერია ამ შრომას, ისევე როგორც ავტორად აწერია მათეს სახარებას “მათეს სახარება”, მაგრამ სინამდვილეში ისინი კი არ არიან ავტორები. ნამდვილი ავტორი არის უფალი, სულიწმინდა, რომელიც კალმად ხმარობს ამ პირებს. ისინი მხოლოდ გადამწერნი არიან, თორემ ჩვენ რომ მართლა ჩავთვალოთ დავუშვათ “ფსალმუნი” მართლა დავითმა დაწერა და სხვა, როგორც ყველა ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება დაემართოს, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა გვეფიქრა წმ. წერილში ცდომილების არსებობის შესახებ, მაგრამ ამას ეკლესია დოგმატურად გამორიცხავს. აქვე რომ ითქვას სამი რამ გახლავთ რასთან დაკავშირებითაც ეკლესია გამორიცხავს ცდომილებას. ესაა წმ. წერილი, საეკლესიო მოძღვრების დოგმატური შეჯამება და წმ. ლიტურგია, საღვთისმსახურო წიაღი. ლიტურგიაში ცდომილების აჩრდილი არ შეიძლება იყოს, ისევე როგორც წმ. წერილში და დოგმატიკაში. ეს სამი გახლავთ აბსოლუტურად უცდომელი. და თუკი წმ. წერილი ყოვლითურთ უცდომელია, ჩვენ არ შეგვიძლია, მაგალითად “ფსალმუნში” რომელიმე ადგილის წაკითხვის შემთხვევაში, ვთქვათ რომ ის შეიძლება იყოს მართალი, ან შეიძლება არა და ამაზე ვიმსჯელოთ. მორწმუნე ამაზე არ მსჯელობს, იმიტომ კი არა, რომ ის ფანატიკოსია, გონება გაყინული აქვს და მსჯელობა არ შეუძლია. მან იცის რომ ამის ავტორი დავითი არაა. მე რომ ჩავთვალო რომ მართლაც დავითია, მაშინ მეც შემიძლია ზოგ რამეში დავეთანხმო მას და ზოგში არა, რაც არ უნდა აღმატებული იყოს ისიც ადამიანია.

“სამოციქულოს განმარტებაში”, ერთ-ერთ ადგილას ასეთი რამ წერია: “ჩვენ მოციქულები და მახარებლები რაღაც ზე ადამიანებად კი არ უნდა წარმოვიდგინოთ. მათაც ისევე ქონდათ კაცობრივი თვისებები, როგორც ყველა ჩვენთაგანსო. აი ამ თვალით უნდა ვხედავდეთ მათ, რომ მათ პერიოდში რომ გვეცხოვრა და ჭეშმარიტი სარწმუნოება გვქონოდა ისინი ჩვენი მეგობრები იქნებოდნენ. რაც უფრო აღმატებულ ხარისხშია ადამიანი იგი მით უფრო მდაბალია, მით უფრო ყველას მეგობარია, ყველასთან ყველაზე უფრო ახლოსაა და როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ რაღაც საეკლესიო პატივი განაშორებს ხოლმე ზოგჯერ საეკლესიო მოღვაწეს, სამღვდელო პირს მრევლისგან, უნდა იცოდეს, რომ ეს დიდი ცდომილებაა. პირიქით გაცილებით უნდა დაუახლოვდეს ის ხალხს, გაცილებით უბრალო უნდა იყოს, მარტივი უნდა იყოს, ყველასთვის განფენილი უნდა იყოს. ამას იმიტომ გეუბნებით რომ როდესაც ვხედავთ მოციქულებიც და მახარებლებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ჩვენ არ შეგვიძლია იმის თქმა, რომ მათ დაწერეს მაგ. სახარება, მაგრამ ეს სახარება აბსოლუტურად უცდომელიაო. აბსოლუტურად უცდომლი არის მხოლოდ უფალი და უფლისმიერი ქმედება. და რადგან წმ. წერილს განვუკუთვნებთ სრულ უცდომელობას, ისევე როგორც დოგმატურ მოძღვრებას და წმ. ლიტურგიეს, ღვთისმსახურებას, ე.ი. გვწამს, რომ ეს ადამიანისგან არ იმოქმედება. ადამიანისგან იმოქმედება მხოლოდ გარეგნულად. გარეგნულად ადამიანი წერს, მაგრამ უფალს რომ არ გაცხადებინა მისთვის რა იცოდა, დავუშვათ მოსემ, თუ როგორ შეიქმნა სამყარო. საიდან უნდა გაეგო ეს ყოველივე, რა არგუმენტების, რა წყაროების წაკითხვით. მაგრამ ეს ღვთის გამოცხადებაა, ის მხოლოდ კალმით წერს ამას. ისევე როგორც გამოცხადებითია ჩვენი მოძღვრება და ამიტომაა, რომ ეს დოგმატები ყოვლად უცდომელია, იმიტომ კი არა რომ თვითმიზანი გვაქვს და არ გვინდა მსჯელობა ჩვენ ეს გვწამს როგორც ღვთის გამოცხადება და ამიტომაა, რომ ეჭვი არ შეგვაქვს მასში. აქედან გამომდინარე ეკლესია რასაც აკურთხებს, ეკლესიური რაცაა და საღვთისმსახურო ტრადიციებში რაც შედის ის ყოვლად უცდომელია. იოანე დამასკელის შრომა, ამაზე მაქვს აქცენტი, თავისი შინაარსით არის სრულიად უცდომელი, იმიტომ კი არა რომ იოანე დამასკელმა დაწერა, იოანე დამასკელი ამ შემთხვევაში არის კალამი ეკლესიის ხელში. ეკლესია, რომელიც ღვთის დაფუძნებულია და ღვთივ მეტყველებს აი ამ მეტყველების წერილობითი გამოხატულებაა დამასკელი. დამასკელის ავტორობა უბრალოდ აწერია მასზე. ის არასოდეს გაკადნიერებულა ეთქვა რომ მე დავწერე ეს მესამე ნაწილიო (“გარდამოცემა” მხოლოდ ერთი ნაწილია (მესამე) მისი შრომისა, რომელსაც “წყარო ცოდნისა” ჰქვია. ესაა ყველაზე დიდი შრომა, რაც კი ეკლესიის ისტორიაში დაწერილა ადამიანთა დამოძღვრის თვალსაზრისით. პირველი ნაწილია ფილოსოფიური თავები, მეორეა ერსების მხილება და მესამე რაც ჩვენთვის ყველაზე მთავარია თვითონ მოძღვრების გარდამოცემა), პირიქით, “აქ ყველაფერი რაც მომაწოდა ეკლესიამ წინა საუკუნეებში მხოლოდ ისინი შემოვიკრიბეო”. და რადგან სულიწმიდის კარნახით მან ეს ყველაზე უფრო წარმატებულად განახრციელა და თავისთავად იგი გახლავთ ეკლესიის ისტორიაში ერთ-ერთი დიდი მოღვაწე, ეკლესიამ მისი შრომა მიიღო ერთადერთ სახემძღვანელოდ (ეკლესიის ისტორიაში მეორე სახემძღანელო არ დაწერილა და არც დაიწერება, მიუხედავად იმისა რომ დოგმატიკის კურსები ბევრია და ძალიან ღორსეულიც, ეს ყველაფერი მხოლოდ ამ ნაშრომის მიბაძვაა).

რატომ გვჭირდება ყოველივე ამის განმარტება? რომ გამოიკვეთოს დამასკელის ნაშრომის ღირსება, რომ ეს შრომა ეკლესიამ, როგორც შემაჯამებელი მთელი მოძღვრებისა დამასკელის კალმით დაწერა უკლებლივ ყველა მორწმუნისათვის. ეს უკვე აღარაა მაგალითად მაქსიმე აღმსარების ურთულესი შრომები, გრიგოლ ნოსელის, გრიგოლ ღვთისმეტყველის ქადაგებები (რომლებიც იმდენად რთულად გასაგები აღმოჩნდა რომ აშიაზე უამრავი კომენტარი აქვს მას, რომ ჩვენ გავიგოთ რას გულისხმობს ეს მოძღვარი ამა თუ იმ სიტყვაში) და სხვა. ესაა ყველასთვის განკუთვნილი განმარტება მოძღვრებისა, დოგმატური მოძღვრებისა. ესაა დოგმატიკის სახელმძღვანელო. არა რაღაც ძიებითი, არა რაღაც პიროვნული, რომ მე ასე ვფიქრობ და სხვამ შეიძლება სხვანაირად იფიქროსო, არამედ რაც კი ჩამოყალიბდა საეკლესიო ტრადიციაში უცვალებელ სწავლებად აი ამ ყველა უცვალებელი სწავლების შემოკრებაა ამ შრომაში. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ ესაა საეკლესიო დოგმატიკის სახელმძრვანელო, ყველაზე უფრო სრულყოფილი რაც კი შეიძლება ამ მატერიალურ სიტყვასა და კალამში გაცხადდეს.

იოანე დამასკელის ეს შრომა დაიწერა მსოფლიო კრებათა ეპოქის შემდეგ (მსოფლიო კრებათა ეპოქა რვასაუკუნოვანია, რა დროსაც ყველაფერი ყოვლითურთ დაიწერა და შემოიფარგლა, რაც კი შეიძლებოდა სიტყვაში გამოთქმულიყო. სწორედ ამ ეპოქის გვირგვინს უწოდებენ დამასკელის ამ შრომას), ანუ ამ ნაშრომში აბსოლუტურად ყველა საკითხზეა გაცემული პასუხი ეკლესიის მიერ, რაც კი ადამიანურ ცხოვრებას და საერთოდ მოძღვრებას უკავშირდება.

საბოლოო პასუხები რას ნიშნავს? რა თქმა უნდა ეკლესიის ისტორიაში მამათა შორის წარმოებდა ძალიან საყურადღებო მსჯელობანი, ურთიერთპაექრობანი, იმიტომ რომ ადამიანი ყველაფერს ერთდროულად ვერ განსჯიდა და საბოლოო პასუხს ვერ მოგცემდა. მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია თუ რა პასუხი მოგვცა საბოლოოდ ეკლესიამ რომელიმე საკითხზე. სწორედ ამ საბოლოო პასუხების კრებულს წარმოადგენს და არა პაექრობების, იოანე დამასკელის ”გარდამოცემა”. ამიტომ როდესაც რაიმე პრობლემა დღეს აღიძვრის, დავუშვათ არიან თუ არა ძველი აღთქმის მართალნი ნათელღებულნი, ანდა ნათლისღება არის თუ არა ერთადერთი გზა სასუფევლისაკენ, ამ პრობლემის გადაჭრა შეიძლება ორი გზით. ერთია ის რომ ჩვენ დავიწყოთ I ს-დან VIII ს-მდე და გნებავთ დღემდე და ყველა წმ. მამის, კანონიზებული მოძღვრის შრომა შევისწავლოთ და რასაც გვასწავლიან ისინი და რაც უდიდეს ნაწილისგან არის ნათქვამი ის გავიზიაროთ. ესაა ერთი მხარე პრობლემის გადაჭრისა, მაგრამ როგორც უკვე გითხარით ეს ძალიან რთულია. შესაბამიასდ არსებობს მეორე მხარე პრობლემის გადაჭრისა: გადავშალოთ დამასკელის ნაშრომი და იქ ვნახოთ როგორი პასუხია გაცემული საკითხზე.

დღეს არის მცდელობა, რომ დამასკელის ეს შრომა გამოაცხადონ როგორც ერთ-ერთი რიგითი მოძღვრის შრომად, რომ რაღაც საკითხზე მსჯელობისას როდესაც წარვუდგენთ მოპასუხეს დამასკელის წიგნს, ვიღებთ ასეთ პასუხს: ”მერე რა, ეს ერთ-ერთი მამაა, მამებში ხომ იყო აზრთა სხვადასხვაობა. ამას დამასკელი ამბობს, სხვა მამა სხვას... აი ესაა სწორედ ჩემი მიზანდასახულობა განვმარტო, რომ დამასკელი არ დგება სხვა მამათა რიგში. თვითონ როგორც მოღვაწე დგება რა თქმა უნდა და მასზე დიდი მოღვაწენიც არიან, მაგრამ ”გარდამოცემა” დამასკელისგან დაწერილი არაა დამასკელის შრომა, ესაა ეკლესიის შრომა, შეჯამება, კურთხეული ეკლესიისგან და მთელს მართლმადიდებლურ მსოფლიოში გავრცელებული (ქართულად გვაქვს სამი თარგმანი, თუმცა პირველს მთლად თარგმანი არც შეიძლება ეწოდოს, რადგან გარკვეული მიზანდასახულობითაა შედგენილი ექვთიმე ათონელის მიერ. მაგრამ ორი გვაქვს სრულყოფილი თარგმანი, ეფრემ მცირის და არსენ იყალთოელის). ე.ი. ესაა სულ სხვა ტიპის შრომა და არ გახლავთ ერთ-ერთი რიგითი თეოლოგიური ნაშრომი, სადაც შეკრებილია ეკლესიის საბოლოო პასუხები ყველა საკითხზე, არა დამასკელის მიერ გაცემული, არამედ ეკლესიის მიერ და დამასკელისგან შეკრებილი.
აქედან გამომდინარე ადამიანი, რომელიც მორწმუნედ თვლის თავს, ამ წიგნის წაკითხვა ხომ უნდა შეეძლოს? თან ის დაწერილია უაღრესად მარტივი ენით. აქ არაა არავითარი ფილოსოფია. ესაა ძალიან მწყობრი, ყველასათვის გასაგები კატეხიზმური მეტყველება. იოანე დამასკელი პასუხს გვაწვდის და არა მსჯელობას.

მივედით იმ დასკვნამდე რომ ამ შრომაში შემოკრებილია ეკლესიის მიერ გაცემული პასუხები სხვადასხვა საკითხზე. ყველა იმ საკითხზე რაც დოგმატურია. ჩვენ შეუძლებელია ვიფიქროთ, რომ არსებობდა რაღაც დოგმატური საკითხი, რომელიც იოანე დამასკელმა თავის შრომაში არ განიხილა. რატომ? იმიტომ, რომ ამ წიგნის სათაურიდან გამომდინარე იგი ცდომილებაში გვაყენებს. და თუკი მართლმადიდებლური მოძღვრება მოგვაწოდა თან ზედმიწევნითი გადმოცემით და იქ რომელიმე დოგმატი გამოტოვა ეს ნაშრომი თავად გამოდის მკრეხელური, მაცდუნებელი და ერეტიკული. ე.ი. სრულიად უეჭველია, რომ შეუძლებელია ამ ნაშრომში რომელიმე დოგმატი გამოტოვებული იყოს. ანუ ყველა დოგმატია მასში და შესაბამისად პასუხი ყველა ამ დოგმატზე.

ასე რომ საკითხის აღძვრის შემთხვევაში სრულიად უადგილოა ხანგრძლივი მსჯელობა და ძიება, მხოლოდ გადავშალოთ იოანე დამასკელის ”გარდამოცემა” და იქ ვნახოთ არის თუ არა პასუხი განსახილველ საკითხზე.
ანალოგიური გახლავთ რამდენიმე ძეგლი, რამდენიმე მოღვაწე, რომელთა პასუხებიც კონკრეტულ საკითხებზე ეკლესიისგან მიღებულია როგორც პრინციპული მნიშვნელობისა. ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებით იგულისხმება არა მხოლოდ ის რომ დავუშვათ ბიზანტიელი მოღვაწეა რომელიმე დიდი ღვთისმეტყველი, არამედ უფრო მეტად ნაშრომის სხვა ენებზე თარგმნის ფაქტი. რაც გულისხმობს ამ ნაშრომის ეკლესიისმიერ სანქცირებას, მის მსოფლიო ეკლესიისგან აღიარებას.

აი ამ რანგის მოღვაწენი გახლავთ გარკვეული კრებული წმ. მამებისა, რომელთა მოძღვრებაც მიიჩნევა არა მათგან ჩამოყალიბებულად არამედ ეკლესიისგან გამოთქმულად, მხოლოდ მათი ხედვით და მათი კალმით. ისინი მხოლოდ ჩამწერნი არიან იმისა, რაც სულიწმიდისაგან ეუწყათ მათ.

აქვე უნდა გავითვალისწინოთ ერთი გარემოებაც, რომ სხვადასხვა ეპოქაში, სხვადასხვა მოძღვარს ხვდებოდა წილად ვალდებულება ამა თუ იმ დოგმატის ჩამოყალიბებისა (არა შექმნისა რა თქმა უნდა) და ეს იმით იყო განსაზღვრული თუ რომელ ეპოქაში რომელ დოგმატს შეექმნებოდა საფრთხე მომხვდურთაგან. მაგალითად როდესაც IV ს-ში ძე ღმერთის ბუნებითი ღმერთობის დოგმატი დადგა ეჭვქვეშ, არიანელთა მხრიდან, მაშინ ღვთის ვალდებულება დაეკისრა წმ. ათანასე ალექსანდრიელს, რომ მას განემარტა ეს დოგმატი. შემდეგ როცა ნესტორიანობის საფრთხე იყო V ს-ის პირველ ნახევარში, რომ ვითომ განკაცებული ღმერთი ორი პიროვნებაა და არა ერთი, აი ეს მკრეხელობა ივალდებულა უარეყო და ჭეშმარიტი მოძღვრება ჩამოეყალიბებინა წმ. კირილე ალექსანდრიელმა. ისევე როგორც წმ. მაქსიმე აღმსარებლის დროს ორნებელობა დააყენეს ეჭვქვეშ, როცა ყველა ერთნებელობას უჭერდა მხარს (მათ შორის კონსტანტინოპოლის პატრიარქები), სწორედ ამ უდიდეს მოღვაწეს ხვდა წილად დაეცვა ჭეშმარიტება, რასაც შეეწირა კიდეც (662). ასევე იოანე დამასკელს ხვდა წილად ხატმებრძოლობის უარყოფა და ხატთაყვანისცემის დოგმატის დაცვა და სხვა და სხვა.

ჩვენ ქართულად მოგვეპოვება ერთი მეტად მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ ანდერძი. ექვთიმე მთაწმინდელმა, დიდმა ქართველმა მოღვაწემ, თარგმნა იოანე ოქროპირის მათეს სახარების განმარტება. ამ ძეგლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნუსხას წინ უძღვის ექვთიმეს მამის იოანეს შესავალი, სადაც ის ამბობს ასეთ რამეს: ”გრიგოლ ღვთისმეტყველმა თავის დროზე გადაწყვიტა მათეს სახარების განმარტება, მაგრამ უეცრად მას სულიწმიდისაგან ეუწყა, რომ ეს ვალდებულება შენზე არაა დაკისრებული, არამედ ანტიოქიიდან ამობრწყინდება ვარსკვლავი და იმას ხვდა წილად ამ საქმის აღსრულებაო” (იგულისხმება იოანე ოქროპირი). ე.ი. ამა თუ იმ მოღვაწის გამორჩეულობა ღვთის განგებით ხდება და პიროვნების დამსახურება მხოლოდ ისაა რომ იგი იღებს ამ განგებულებას და საუკეთესოდ და წარმატებულად ახორციელებს მას.

აი ამგვარ მოძღვართა შორის გახლავთ ერთ-ერთი უგამორჩეულესი მოძღვარი წმ. სოფრონ იერუსალიმელი (VIIს.), რომელიც გახლდათ პირველი ვინც ერთნებიანობა დაამხო, სწორედ ის ერესი რომელსაც შემდეგ წმ. მაქსიმე აღმსარებელი ებრძოდა მთელი თავისი ცხოვრება. წმ. სოფრონმა უდიდესი ღვაწლი გასწია ეკლესიის წინაშე. მან შეადგინა პირველი ტრიოდიონი, ანუ მარხვანი (მარხვათა საგალობლების წიგნი). ეს მოღვაწე მიიჩნევა ეკლესიის მამათა შორის ერთ-ერთ უდიდეს მნათობად. მისი რამდენიმე ქადაგება (ყველაზე მნიშვნელოვანი) ქართულადაცაა თარგმნილი არსენ იყალთოელის მიერ (რომელიც ჩვენთვის ისეთივე ავტორიტეტია, როგორც დავუშვათ წმ. სოფრონი გახლავთ მსოფლიო ეკლესიისთვის).

არის ერთი ქადაგება წმ. სოფრონისა, ნათლისღებასთან დაკავშირებით, რომელიც ეძღვნება სწორედ იმ საკითხს, რომელსაც ამ შემთხვევაში განვიხილავთ, ანუ ძველი აღთქმის მართალთა ცხონების საკითხს. აქ არის დოგმატურად ჩამოყალიბებული, განმარტებულად სწავლებული თუ ეკლესია რა მოძღვრებას გვაწვდის ამ საკითხზე. იგი ასეთ რამეს ამბობს ამ ქადაგებაში: ”როდესაც მაცხოვარი მოვიდა ამ ქვეყნად და ცხონების კარიბჭე გაიხსნა (მანამდე ეს კარიბჭე დახშული იყო და რაც არ უნდა წარმატებული ყოფილიყო მოღვაწე ის მიდიოდა აუცილებლად ჯოჯოხეთში, როგორც ამბობს იაკობიც: ”გლოვით შთავხდები ჯოჯოხეთსო”. Aნუ მაცხოვის მოსვლამდე იყო საყოველთაოობა წარწყმედისა, ყველა მიდოდა წარწყმედაში. მაცხოვრისგან იწყება საყოველთაოობა ცხონებისა. ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ჩენ გვინდა თუ არა ცხონებაში ვართ. კარიბჭე გაიხსნა ცხონებისა და ყველას შეუძლია ცხონდეს, ვინც ინებებს და იღვაწებს ამისთვის. ჩვენზე რჩება მხოლოდ ნებელობა და ღვაწლის აღსრულება, რომ ამ გახსნილ კარიბჭეში შევიდეთ. მანამდე რაც არ უნდა გვეღვაწა და გვეშრომა ეს კარიბჭე დახშული იყო და შიგნით ვერ შევიდოდით. აი ეს კარიბჭე რომ გაიხსნა მაცხოვრის განკაცებით, აქედან იწყება ის ეპოქა, რომელსაც ეწოდება საყოველთაოობა ცხონებისა), მაგრამ – ამბობს წმ. სოფრონი, - ღვთის განგებულებამ რა თქმა უნდა არ მიატოვა ძვ. აღთქმის მართალნი, რომლებიც თავიანთი ღვაწლით, ამქვეყნიური ცხოვრებით ღირსნი იყვნენ ცხონებისა და რაოდენ არასამართლიანობა იქნებოდა, რომ ისინი ჟამის დაკლების გამო (ჟამის დაკლება ნიშნავს, რომ მანამდე იყვნენ ვიდრე მაცხოვარი განკაცდა) წარწყმედაში აღმოჩენილიყვნენ. ამიტომ ეს ყოველივე განჭვრიტა რა საღვთო განგებულებამ, როდესაც მაცხოვარმა 6 იანვარს (ძველი სტილით) ნათელ იღო, ამის ერთ-ერთი შინაარსი პირველ რიგში იყო ის რომ მაცხოვარმა თავის თავთან ერთად ყველა ძველი აღთქმის მართალი მონათლა. ყველა მოინათლა მასთან ერთად იმ წყალში. ძველი აღთქმის მართალნიც რომ ნათელღებულიად შერაცხილიყვნენ მაცხოვარმა ყველა მათგანს მიანიჭა ნათლისღების მადლი და ყველა მათგანი ნათელღებული შევიდა სასუფეველში”.

დავუშვათ რომ რაც თქვა ამ მოძღვარმა ეს მისი პირადი აზრია. მაგრამ ჯერ ერთი დოგმატზე პირადი აზრი ესაა უპირობოდ მწვალებლობა, იმიტომ რომ დოგმატზე ვარაუდი იქნება თუ მტკიცე აზრი, ცდომილი, ერთნაირად შეირაცხება როგორც ანათემირებული. ნათლისღების საკითხი მოგეხსენებათ არის დოგმატი და შესაბამისად მასზე პირადი აზრი არ შეიძლება არსებობდეს. აქედან გამომდინარე თუკი VII ს-ში პიროვნებამ პირადი აზრი თქვა, რაც განსხვავდებოდა ზოგადი საეკლესიო აზრისგან, ჯერ თვითონვე თავისთავად მწვალებლად წარმოჩინდებოდა და თუკი VIII ს-ში იოანე დამასკელი ამას არ ამხელდა და არ შეაფასებდა მწვალებლობად, იგიც თანაზიარი იქნებოდა ამ მწვალებლობისა. შეუძლებელია შენი წინამორბედი დოგმატში ცდებოდეს და იგი შერაცხო წმინდანად. ასე რომ ყოვლად გამორიცხულია ეს შეხედულება განსხვავდებოდეს ზოგად საეკლესიო მოძღვრებისაგან, რადგან ის თავისთავად წარმოადგენს საეკლესიო დოგმატს.

როგორც უკვე გითხარით ეს ქადაგება, ქართულად თარგმნილი არსენ იყალთოელის მიერ, ჩვენამდე მოღწეულია არსენ იყალთოელისავე გადაწერილ ხელნაწერში (ზედვე აწერია ამ ხელნაწერს: ”გადამწერსა არსენ იყალთოელს უფალმა შეუნდოს”). შესაბამისად საქართველოშიც მიღებული იყო ეს მოძღვრება დოგმატად და ეს ხელნაწერი სატრაპეზი სახარებასავით იდო ტაძარში და კითხულობდნენ მას როგორც უცვალებელი მოძრვრების შემცველ ძეგლს.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ როდესაც ამგვარი სწავლებაა ჩამოყალიბებული, ჩვენ რა უფლება გვაქვს XX ს-ში უარვყოთ იგი. მაშინ როცა წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი (რომელმაც ყველაზე მკვეთრად ჩამოაყალიბა სწავლება ძველი ართქმის მართალთა ნათელღებულობის შესახებ, რომ ისინიც ისევე არიან ნათელღებულნი, როგორც ყველა ჩვენთაგანი), ბასილი დიდი, კირილე ალექსანდრიელი, მაქსიმე აღმსარებელი, ჩვენს მიერ განხილული წმ. სოფრონ იერუსალიმელი... ყველა მიუთითებს რომ ძველი აღთქმის მართალნი ნათელღებულნი არიან. შესაბამისად ეს არის ეკლესიის სწავლება, დოგმატური სწავლება და სხვა აზრი ეკლესიაში უბრალოდ არ არსებობს.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Apr 9 2008, 04:56 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
შეუძლებელია შენი წინამორბედი დოგმატში ცდებოდეს და იგი შერაცხო წმინდანად.


მაგრამ ნეტარი ავგუსტინეს "ტრაქტატი სამების შესახებ" ამ გარემოებას რომ ძნელად გასაგებს ხდოს?


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Apr 11 2008, 05:13 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(მნათე @ Apr 9 2008, 04:56 PM) *

მაგრამ ნეტარი ავგუსტინეს "ტრაქტატი სამების შესახებ" ამ გარემოებას რომ ძნელად გასაგებს ხდოს?

ნეტარი ავგუსტინე მთლად არასწორი მაგალითია (ფილიოკვე ჰქონდაო....არ ვიცი სად ჰქონდა...დასაბუთება ჯერ ვერ ვნახე), თუმცა ამ აზრში მეც არ ვეთანხმები


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zapxuli
პოსტი Apr 13 2008, 01:01 PM
პოსტი #11


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 11-April 08
წევრი № 4,535



მოგესალმებით ყველას?თქვენ ლექციებს სად კითხულობ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st January 2020 - 06:05 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი