IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

Reply to this topicStart new topic
> ქრისტიანიანობის ქადაგება.
Funkenstein
პოსტი Feb 22 2010, 03:40 PM
პოსტი #1

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 511
რეგისტრ.: 9-January 09
წევრი № 6,259

მაინტერესებს ერში მყოფმა ადამიანმა, რომელიც ცდილობს იცხოვროს ქრისტიანულად, ნუ როგორ გამოსდის ეგ სხვა თემაა, აქვს თუ არა უფლება იქადაგოს ქრისტე თავის მეგობრებში. აი ეგეთი მომენტი მქონდა რომ მეგობარმა ესეთი რამ მითხრა, რომ მელაპარაკები რაღაცეებს ჯერ შენთვითონ იცხოვრე წესიერად და მერე სხვას ასწავლე ჭკუაო. არა ჭკუას ნამდვილად არ ვასწავლიდი, უბრალოდ ქრისტიანული თვალთახედვიდან ვცდილობდი დამენახებინა რაღაც მოვლენა. ანუ ააქვს კი იმას მნიშვნელობა სიმართლეს ვინ ამბობს მატყუარა თუ მართალი ადამიანი, ნუ თუ იცი რომ რასაც ის გეუბნება სიმართლეა? ანუ მარტივად რომ ვთქვათ ქრისტე რომ იქადაგო, ამისათვის საჭიროა რომ მცნებების ზედმიწევნით აღმსრულებელი იყო?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Feb 22 2010, 04:03 PM
პოსტი #2

დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291

"საქმე მოციქულთას" დასაწყისში ამგვარი სიტყვებია ნათქვამი:

პირველი წიგნით გადმოვეცი ყოველივე ის, თეოფილე, რითაც დაიწყო იესომ თავისი საქმე და სწავლა. (საქმე 1,1)

თუკი მიაქცევთ ყურადღებას აქ აღნიშნულია, რომ ქრისტემ დაიწყო თავისი საქმე და სწავლა, ანუ პირველად მითითებულია საქმე და შემდგომ სწავლა. აქედან კი ცხადი ხდება ქრისტიანული მოღვაწეობის არსი და დანიშნულება. ქრისტე არაფერს არ ასწავლიდა ისეთს, რასაც მანამდე საქმით არ აღასრულებდა.

იაკობ მოციქულის მთელი ეპისტოლე სწორედ ამგვარ მოღვაწეობაზეა აქცენტირებული. მოციქულის თქმით რწმენა საქმის გარეშე მკვდარია. პავლე მოციქული კი მკვეთრად აღნიშნავს, რომ სასწაულმოქმედების უნარიც რომ მქონდეს, სიყვარული თუ არ მაქვს, არაფრად ვღირვარო.

შესაბამისად თუკი ჩვენგან გადაცემულ სწავლებას ზურგს იმავე სწავლების საქმით აღსრულებულობა არ უმაგრებს, ცხადია სწავლება სწავლებად დარჩება, მაგრამ ჩვენი მსმენელი არ მიიღებს მას, რადგან მსმენელი პირველ რიგში მასწავლებლის ზნეობრივ ცხოვრებას ამოწმებს.

ყველა ქრისტიანი იდეაში სამოციქულო მოღვაწეობას უნდა ეწეოდეს, ეს ჩვენი ყველას მოვალეობაა, მაგრამ აუცილებელია ზემოთქმულის გათვალისწინება, რადგან იმას, რასაც ჩვენ ვერ ვგრძნობთ, სხვას ვერ ვასწავლით.

--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Funkenstein
პოსტი Feb 22 2010, 04:21 PM
პოსტი #3

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 511
რეგისტრ.: 9-January 09
წევრი № 6,259

ციტატა(afxazi @ Feb 22 2010, 04:03 PM) *

გასაგებია მაგრამ მე რომ ადამიანს ვუხსნი თუ რამდენად მნიშვნელოვანია მცნებების დაცვა იმას ხომ არ ნიშნავს რომ მე ყველა მცნებას ზედმიწევნით უნდა ვიცავდე, მეც ხომ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და მეც ბრძოლაში ვარ მასავით, ესეიგი სანამ რაღაც სულიერ მწვერვალებს არ მივაღწევ ხმა ვერ ამომიღია და ეგ არის. მე რომ ჩემი მოძღვარი მაგალითად მესაუბრება ამპარტავნებაზე ეს იმას სულაც არ უნდა ნიშნავდეს ჩემთვის რომ მას ამპარტავნების ცოდბვაზე გამარჯვება აქვს მოპოვებული, ჩვენ ხომ ყველა ბრძოლის პროცესში ვართ ჩაბმულნი და ხან ვიმარჯვებთ და ხან ვმარცხდებით.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Feb 22 2010, 04:27 PM
პოსტი #4

დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291

Funkenstein
ციტატა

ეს სხვა საქმეა ცხადია. უცოდველი ადამიანი არ არსებობს და მაშინ არც არავის უნდა ჰქონოდა უფლება სხვისთვის რამ ესწავლებინა.

დამეთანხმები ალბათ იმაში, რომ დიდი სხვაობაა ცოდვებთან მებრძოლ ადამიანსა და ზარმაც ადამიანს შორის. სხვაობაა აგრეთვე პირველი მათგანის მხრიდან სწავლების გადაცემასა და მეორის მხრიდან იგივე ქმედების აღსრულებას შორის. სხვაა ვინც იბრძვის და სხვაა ვინც არ იბრძვის. ამ უკანასკნელს უბრალოდ მორალური უფლება არა აქვს ვინმეს რამე ასწავლოს.

--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Funkenstein
პოსტი Feb 22 2010, 04:50 PM
პოსტი #5

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 511
რეგისტრ.: 9-January 09
წევრი № 6,259

ციტატა(afxazi @ Feb 22 2010, 04:27 PM) *

Funkenstein

ეს სხვა საქმეა ცხადია. უცოდველი ადამიანი არ არსებობს და მაშინ არც არავის უნდა ჰქონოდა უფლება სხვისთვის რამ ესწავლებინა.

დამეთანხმები ალბათ იმაში, რომ დიდი სხვაობაა ცოდვებთან მებრძოლ ადამიანსა და ზარმაც ადამიანს შორის. სხვაობაა აგრეთვე პირველი მათგანის მხრიდან სწავლების გადაცემასა და მეორის მხრიდან იგივე ქმედების აღსრულებას შორის. სხვაა ვინც იბრძვის და სხვაა ვინც არ იბრძვის. ამ უკანასკნელს უბრალოდ მორალური უფლება არა აქვს ვინმეს რამე ასწავლოს.

გეთანხმებით მაგრამ აქ კიდე მეორე პრობლემაა, რამდენად აჩვენებ შენ ბრძოლას სხვებს, ხომ შეიძლება რომ შენ იბრძოდე, ამიტომ მორალური უფლებაც გქონდეს სწავლების მარა სხვას ამ შენ ბრძოლებს არ ანახებდე და ისიც შენ უღირსად გთვლიდეს რომ მას რამე ასწავლო. ანუ აქ უკვე გარეგანი, ვიზუალურად აღქმადი ფაქტორები წყვეტს ბევრს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Feb 22 2010, 04:57 PM
პოსტი #6

დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291

Funkenstein
ციტატა
მარა სხვას ამ შენ ბრძოლებს არ ანახებდე და ისიც შენ უღირსად გთვლიდეს რომ მას რამე ასწავლო.

ეს უკვე ინტრიგნობა იქნება biggrin.gif biggrin.gif

თუკი ადამიანი ყოველგვარი ნიშნის გარეშე გდებს უღირსებაში ბრალს, ეს ცილისწამებაა.

ამ შემთხვევაში ერთი რამაა გასათვალისწინებელი: თუკი ადამიანს არ აქვს სუვილი მიიღოს ჩვენგან გადაცემული სწავლება, ცხადია, მას ძალით ვერ ვაიძულებთ ამას. უნდა ვაცნობიერებდეთ ვის შეიძLება ვესაუბროთ ქრისტიანობის შესახებ. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მაცხოვრის სიტყვები, რომ მარგალიტებს "ძაღლებს" არ უნდა ვუყრიდეთ.

--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Funkenstein
პოსტი Feb 22 2010, 05:06 PM
პოსტი #7

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 511
რეგისტრ.: 9-January 09
წევრი № 6,259

ციტატა(afxazi @ Feb 22 2010, 04:57 PM) *

Funkenstein

მარგალიტებს "ძაღლებს" არ უნდა ვუყრიდეთ.

ეგ არის რა smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
newbie
პოსტი Feb 22 2010, 10:07 PM
პოსტი #8

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 577
რეგისტრ.: 28-April 09
წევრი № 6,908

ნუ გააჩნია ალბათ .. სიტუაციას , ფორმას, ცოდვას
ასეთ შემთხვევაში მცდელობების, ბრძოლების აღნიშვნა რავიცი არ მგონია ცუდი , საზიანო იყოს, ანუ ვიზუალურად თუ ვთქვათ იქმნება ეფექტი, რომ შენ ნაყინს ჭამ არხეინად, და სხვას ეჩხუბები ნაყინს არ მიეკარო , ცეცხლი და წუნწუბაო არ აგცდებაო, შეიძლება არც მოგისმინოს, ანუ მხოლოდ ამ ეფექტის გაქარწყლების მიზნით თქმა შენი სურვილის, მცდელობის შესახებ როგორ გიჭირს თავის დაღწევა ამ ცოდვისგან და მისი მოწოდებაც მცდელობისკენ მგონი უფრო შედეგიანი იქნება..

ზოგადად ქადაგების სურვილი მგონი სიკეთეა ანუ როცა ადამიანი ხედავს ჭეშმარიტების გზას სურვილი ნაცნობების ინფორმირების ალბათ ბუნებრივია, გარკვეულწილად პასუხისმგებლობასაც გრძნობ მათ წინაშე რომ უთხრა , ილოცო, უშველო, მაგრამ ამას მეორე მხარეც აქვს, მე არვიცი ადამიანი ვისაც შენიშვნა , მითითება უყვარს დამნაშავეც რომ ეგონოს თავი, კიარადა ზოგადად ნათქვამ ქადაგებაში, ან აზრში ქრისტიანულ ღირებულებებზე ადამიანმა შეიძლება საყვედური დაინახოს , თავმოყვარეობა შეელახოს, და ეტკინოს. ასეთი ტკივილის გზით კი მის გულამდე სიყვარულის , ქრისტეს სარწმუნოებას ვერ მიიტანს ადამიანი , სიყვარულია საჭირო სიყვარულზე სალაპარაკოდ, და მოყვასის სიყვარული რავი რა ხილია, თეორიულად ალბათ საკუთარი თავივით როცა გიყვარს შეგიძლია განიცადო მისი ტკივილი, უძლურება, სასოწარკვეთილება ქრისტესგან დაშორების გამო, ეს თუ იგრძენი შეიძლება ცრემლებმა ლაპარკიც არ გაცალოს, მაგრამ თუ ეს გრძნობა არ მოდის გულიდან ალბათ გონებით უნდა ივარჯიშოს ადამიანმა, ვთქვათ გაანალიზოს მისი მდგომარეობა, და მისი ყურით მოუსმინოს თავის თავს, ანუ მის ადგილას დააყენოს თავი.. ნუ რაღაც ესეთი ალბათ რავი.. მთელი ხელოვნებააო ადამიანთან ურთიერთობა და ძნელია , იქით ქადაგებებიც არის იქნებ ამ სიტუაციაზეც იკოს რამე ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Funkenstein
პოსტი Feb 23 2010, 12:30 PM
პოსტი #9

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 511
რეგისტრ.: 9-January 09
წევრი № 6,259

ციტატა(newbie @ Feb 22 2010, 10:07 PM) *

მე არვიცი ადამიანი ვისაც შენიშვნა , მითითება უყვარს დამნაშავეც რომ ეგონოს თავი, კიარადა ზოგადად ნათქვამ ქადაგებაში, ან აზრში ქრისტიანულ ღირებულებებზე ადამიანმა შეიძლება საყვედური დაინახოს , თავმოყვარეობა შეელახოს, და ეტკინოს.

აი მანდ გვერხევა ხოლმე, თავმოყვარეობაა ქე რომ გვღუპავს smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 29 2018, 07:33 PM
პოსტი #10

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 34,910
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"ღმრთის სიტყვის ქადაგება უნდა იყოს ადვილად გასაგები, გულში ჩამწვდომი. მქადაგებლის მთავარი მიზანი არის ნათელმოკლებული ადამიანის ცხონების საქმეში ერთ-ერთ მუშაკად ყოფნა. ამ დროს მისიონერი ეხმარება მსმენელს გულის გახსნაში სულიწმინდის მადლის მისაღებად".

/მამა დიმიტრი ვეკუა/

--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st January 2020 - 07:21 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი