თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ზოგადი საუბრები ფორუმის შესახებ _ თხოვნები

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Mar 3 2007, 01:09 AM

ეს თემა არის ტექნიკური ხასიათის.

აუცილებლად მიმაჩნია აღვნიშნო, რომ არ უნდა გააოფტოპიკოთ და რაც თავში მოგივათ ყველაფერი არ წეროთ.

თქვით, ვის რა თხოვნა გექნებათ, ან სურვილი...

მერე ყველანი ერთად შევეცდებით დაგეხმაროთ ან თქვენთვის სასურველი ინფორმაცია მოგაწოდოთ.

kato_Bato

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Mar 4 2007, 10:49 PM

ჩემს კაბინეტში არ იწერება ქართული შრიფტით.
დ ა მ ე ხ მ ა რ ე თ ! ! !

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Mar 5 2007, 12:05 AM

ციტატა(mariami-k @ Mar 4 2007, 10:49 PM) *

ჩემს კაბინეტში არ იწერება ქართული შრიფტით.
დ ა მ ე ხ მ ა რ ე თ ! ! !


ქართული შრიფტით არავისთან იწერება, უბრალოდ ფორუმის "დასაპოსტ" გრაფაში აკრიფეთ თქვენი სახელი, მერე დააკოპირეთ და გამოვა biggrin.gif

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Mar 5 2007, 10:29 AM

kato_Bato
ეგ ვიცი, რომ გამოვა. მე მინდოდა, რომ კაბინეტშიც ყოფილიყო ქართული შრიფტი.
დიდი მადლობა.

პოსტის ავტორი: KAT თარიღი: Mar 5 2007, 11:49 AM

მე მაქვს ერთი თხოვნა ასევე
თუ მოგეპოვებათ მამა ვიტალის სურათი ... ეგებ დადოთ..

პოსტის ავტორი: Cotne თარიღი: Mar 5 2007, 12:04 PM

QUOTE
თუ მოგეპოვებათ მამა ვიტალის სურათი ... ეგებ დადოთ..


მიტროპოლიტ ზინობთან ერთად

http://imageshack.us

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Mar 5 2007, 12:07 PM

აი კიდევ მამ ვიტალის სურათი:
http://imageshack.us

Cotne
დამასწარი ზუსტად 1 წამით.

კახიძის მრავალჟამიერის ჩანაწერი თუ მოგეპოვებათ, გთხოვთ დადოთ

პოსტის ავტორი: მაიკო თარიღი: Mar 11 2007, 08:40 PM

მაინტერესებს, ვინმემ ხომ არ იცის, როგორაა მამა დოსითე?
მის სურათს თუ დადებთ ძალიან გამახარებთ.
პირველად ვფოსტავ, მაგრამ დიდი ხანია რაც ამ საიტზე შემოვდივარ და რაგაცნაირად მაძლიერებთ...

პოსტის ავტორი: salome_tur თარიღი: Mar 11 2007, 09:21 PM

ძალიან გთხოვთ, თუ ვინმეს გაქვთ ბულგარეთის რუკა, დადეთ რაა ფორუმში, მოძღვარმა მთხოვა, და კიდევ, პეტრიწონის ქართველთა მონასტრის (ან სხვა ქართული მონასტრის, რომელიც ბულგარეთშია) ისტორიები....
huh.gif

პოსტის ავტორი: Cotne თარიღი: Mar 11 2007, 09:32 PM

QUOTE
ძალიან გთხოვთ, თუ ვინმეს გაქვთ ბულგარეთის რუკა, დადეთ რაა ფორუმში


აქ შედი
http://get.info.bg/visit/images/Bulgaria_Detailed_Map.gif

ან აქ

http://www.b-info.com/places/Bulgaria/maps/

პოსტის ავტორი: salome_tur თარიღი: Mar 11 2007, 09:37 PM

QUOTE(Cotne @ Mar 11 2007, 09:32 PM) *

აქ შედი
http://get.info.bg/visit/images/Bulgaria_Detailed_Map.gif

ან აქ

http://www.b-info.com/places/Bulgaria/maps/



გაიხარეეეეsmile.gif ძალიან ძალიან დიდი მადლობა! გფარავდეს ღმერთიsmile.gif

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Mar 11 2007, 10:32 PM

ციტატა(მაიკო @ Mar 11 2007, 09:40 PM) *

მაინტერესებს, ვინმემ ხომ არ იცის, როგორაა მამა დოსითე?
მის სურათს თუ დადებთ ძალიან გამახარებთ.
პირველად ვფოსტავ, მაგრამ დიდი ხანია რაც ამ საიტზე შემოვდივარ და რაგაცნაირად მაძლიერებთ...

მამა დოსითე smile.gif
IPB-ს სურათი

პ.ს ჩვენგან ვერ ავტვირთე სურათი user.gif

პოსტის ავტორი: მაიკო თარიღი: Mar 11 2007, 11:56 PM

იოანას ძალიან დიდი მადლობა....
დიდი სიხარულისთვის

პოსტის ავტორი: bududu_tea თარიღი: Apr 25 2007, 07:11 PM

თუ ვინმეს გაქვს წმინდა რომანოზის ტროპარ კონდაკი დაცერეთ რა დიდი ხანია ვძებ.

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Apr 25 2007, 11:53 PM

QUOTE
წმინდა რომანოზის ტროპარ კონდაკი


ანტიოქიელი (სირიელი), განდეგილი; 10.12
კესარიელი, ანტიოქიელი, დიაკ. მღვდელმოწ. 1.12
რომაელი, მოწამე; 23.08
სამოსატელი, მოწამე; 11.02
ტკბილადმგალობელი, კონსტანტინეპოლელი, დიაკ. 14.10

ამათგან რომელი გინდა? unsure.gif

ეს ვიპოვე:

წმ. რომანოზ ტკბილადმგალობელის კონდაკი:
საუფლონი მცნებანი სულიერნი, სიყრმითგან შემოიკრიბენ, ყოვლადბრძენო რომანოზ, და ქრისტეს ეკლესიისა ბრწყინვალედ შემამკობელ იქმენ, რამეთუ გალობითა ყოვლადშუენიერითა განაშუენე იგი, ნეტარო, ამათ მიერ გევედრებით შენ, მოგვანიჭე მოსურნეთა საღმრთოსა ნიჭისა შენისათა, რაითა გიგალობდეთ შენ: გიხაროდენ, მამაო ყოვლადსანატრელო, ეკლესიათა შუენიერებაო.

თუ სხვაა საჭირო, კიდევ მოვძებნი.

პოსტის ავტორი: bududu_tea თარიღი: Apr 26 2007, 01:52 PM

მარიამი
დიდი მადლობა ძალიან გამახარე,ტროპარიც თუ გექნება იქნება დაწერო? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Apr 28 2007, 01:15 PM

bududu_tea
ტროპარი საზოგადოა.
შენ შორის საკვიეველო მამაო... ასე იწყება
ყველა ლოცვანში წერია.

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: May 6 2007, 05:14 PM

ვარძიის ფოტოები მაქვს დიდი რაოდენობით. კონკრეტულად რომლები გაინტერესებს მითხარი და გამოგიგზავნი. თუ გინდა დისკზე ჩაგიწერ და მოგცემ.

პოსტის ავტორი: a-l-e-q-s-a-n-d-r-e თარიღი: May 8 2007, 05:07 PM

აუ ვარძიის ლეგენდა ხო არ გაქვთ ვინმეს?

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: May 8 2007, 08:06 PM

ალბათ გახსოვთ რომ ფორუმის მოსახსენებელში გთხოვდით უძლურებაში მყოფი ჩვილი თეკლას მოხსენიებას. ახლა თეკლა 7 თვის არის. მაისის შუა რიცხვებში მას გულის მანკის ოპერაციას უკეთებენ. ძალიან გთხოვთ თუ ვინმეს გაქვთ მესამე რეზუს დადებითი სისხლის ჯგუფი და სურვილი გაქვთ პატარა თეკლას დახმარების დატოვეთ შეტყობინება.
საჭიროა 5 სხვადასხვა დონორი.

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: May 8 2007, 10:42 PM

ეს ილიას წმინდანად შერაცხას არ ეხება, მაგრამ მაინც დავწერ, საინტერესოა.

ერთი მეფე საქართველოსი

ილია ჭავჭავაძე თავიდანვე აღიარა ხალხმა უგვირგვინო მეფედ. ჯერ კიდევ ლევ ტოლსტოის სიცოცხლეში იასნაია პოლიანაში ამბობდნენ, ამიერიდან რუსეთს ორი მეფე ჰყავს, ერთ-ერთი ლევ ტოლსტოიაო. რუსეთისგან განსხვავებით, მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს ერთ მეფე ჰყავდა და ის ერთი ილია ჭავჭავაძე იყო.


მსოფლიოს პრეზიდენტი

1936 წელი.
ქართული კულტურის, ლიტერატურის, ხელოვნებისა და მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწეთა დელეგაცია მოსკოვში ჩავიდა. იგი კრემლში მიიღო საბჭოთა სახელმწიფოს მეთაურმა იოსებ სტალინმა. დელეგატთა შორის იყო გამოჩენილი მწერალი და მეცნიერი, ძველი ქართული მწერლობის შეუდარებელი მკლევარი და პატრიარქი კორნელი კეკელიძე.
სტალინსა და კორნელი კეკელიძეს შორის გაიმართა დიალოგი.
სტალინი - პირდაპირ მითხარი, ილია ჭავჭავაძე უფრო დიდია თუ მე?
კორნელი კეკელიძე - ცხადია, თქვენ, იოსებ ბესარიონის ძევ!
ბელადს უხერხულად გაეღიმა.
- თუ ნამდვილად არ იცი, - განაგრძო სტალინმა, - ძალიან მეცოდები. თუ იცი და მეპირფერები, უფრო მეცოდები. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ილია ჭავჭავაძე მსოფლიოს პრეზიდენტად გამოდგებოდა.

ამ ჭეშმარიტებაში ეჭვი აღარავის ეპარება.


ილიას მკვლელობის ადგილი


ეს არის გოლგოთა და ქრისტეს ჯვარცმა,
მამულში დაღვრილ სისხლს სისხლითაც ვერ მოშლი.
- ვინ მოკლა ილია? - ქართველმა კაცმა!
- სად მოკლეს ილია? - საქართველოში!
ილიას მკვლელობის ადგილი საქართველოა,
საქართველოა ილიას მკვლელობის ადგილი.
იქ, სადაც წიწამურის ტყე და მდელოა,
უცრემლოდ გავლა არაა ადვილი.
ჯერ მოვკალით და მერე თავს ვევლებით,
ის თავს გვევლებოდა, მამულის ველებო,
ილიას მკვლელები ვართ ქართველები,
ქართველები ვართ ილიას მკვლელები.
მოკალით ილია. "დაეშვა ფარდა"...
მიწა შევღებეთ პოეტის სისხლით,
ვინ არის შემდეგი ილიას გარდა,
საქართველოში მკვლელობის ღირსი?!
იქ, სადაც წიწამურის ტყე და მდელოა,
შავი ყორანი შავ ტყეს თავს ევლება...
ილიას მკვლელობის ადგილი საქართველოა,
ილიას მკვლელები ჩვენ ვართ, ქართველები!



ვაი ქართველნო... sad.gif


* * *

თბილისის გენერალ-გუბერნატორს მკვლელების შეწყნარების თხოვნით მიმართა თვით ილიას ქვრივმა ოლღა გურამიშვილმა: „მე ღრმად მწამს, დღეს რომ ჩემი ქმარი ცოცხალი იყოს, შეუნდობდა მათ, რომელთაც სასიკვდილოდ გაიმეტეს იგი და თავის უბედურ, გზააბნეულ ძმებად მიიჩნევდა... მე თითქოს მხოლოდ იმისთვის დავრჩი ამსოფლად, რათა დავაბოლოო ის ღვაწლი კაცთა მიმართ მხურვალე სიყვარულისა, რომელსაც ჩემმა ქმარმა მთელი თავისი სიცოცხლე შესწირა - შეუნდო იმ უბედურ, გზააბნეულ მოყვასთ, რომელთავ თვით ის შეუნდობდა. ჩემი დღეები დათვლილია, ამჟამად თქვენგანაა დამოკიდებული მოიქცეთ ისე, რომ სიცოცხლის აღსასრულის ჟამს ვიგრძნო უმაღლესი ნეტარება, რომელსაც ადამიანის სულს ძალუძს მიაღწიოს ამ წუთისოფელში - შეერთება ღმერთთან, რომელიც განიცადა ქრისტემ, როცა ჯვარზე განრთხმული, სიკვდილის ჟამს, ღვთიური სიყვარულის შუქით განათლებული, ევედრებოდა შემოქმედს შენდობას იმ მტრებისას, „რამეთუ არა იციან, რასა იქმან“.

ილიამ კი სიცოცხლეშივე შეუნდო თავის მკვლელებს ცნობილი ლექსით „ლოცვა“:

„მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,
მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა;
არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა,
არ მინდა, ამით შეურაცხვყო მე ლოცვა წმიდა…
არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული,
შენგან ნამცნების სიყვარულით აღმენთოს გული,
რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან,
გთხოვდე: „შეუნდე, არ იციან, ღმერთო, რას იქმან!“

1987 წელს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა განიხილა ილია ჭავჭავაძის ღვაწლი ერისა და ეკლესიის წინაშე და განაჩინა: „ილია ჭავჭავაძე შერაცხილ იქნას წმიდანად და ეწოდოს მას ილია მართალი“.


პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: May 10 2007, 11:57 AM

ლეგენდას დღეს ჯავახეთში ასე გადმოსცემენ, თამარ მეფე პატარობისას ჩამორჩა ამალას და ბუნებით მოხიბლული დაიკარგა, მერე დიდხანს ეძებდნენ და ხმა რომ შემოესმა უპასუხა აქ ვარ ძიაო.
ამის მერე ადგილს ვარძია ეწოდა.
პრიმიტიულია, ხომ, მაგრამ ვინ იცის....

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 17 2007, 03:56 PM

ჩემო ძვირფასო ემიგრანტო ფორუმელებო, ამ წუთას მივიღე წერილი ჟურნალ "თანამემამულის" მთავარი რედაქტორისგან, ბ-ნ . ზაზა მესხისგან, რომელიც მწერს:

"შემთხვევით ხომ არ იცნობთ უცხოეთში მცხოვრებ რომელიმე ქართველ ჟურნალისტს, მწერალს, პოეტს, ან უბრალოდ წერის მოყვარულს.

ჩემი ჟურნალის საკორესპონდენციო ქსელი დღეისათვის 20 ქვეყანას მოიცავს, მიუხედავად ამისა, ჩვენ მუდმივად ვეძებთ ახალ ავტორებს."

თუ რომელიმე ემიგრანტი ამ მოთხოვნას აკმაყოფილებთ და გსურთ ამ ჟურნალთან თანამშრომლობა, გთხოვთ მომწეროთ საფოსტო მისამართზე makagelashvili@yahoo.com ან ფორუმში PM-ი.

დიდი პატივისცემითა და სიყვარულით

მარინე

პ.ს. ველი თქვენს გამოხმაურებას smile.gif




პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 27 2007, 01:26 PM

თუ ვინმეს გაქვთ, იქნებ მომაწოდოთ წმიდა ივლიტასა და კვირიკეს ტროპარი.

წინასწარ დიდი მადლობა smile.gif wub.gif

პოსტის ავტორი: მანანა თარიღი: Jun 29 2007, 02:37 AM

ციტატა(marine @ Jun 27 2007, 01:26 PM) *

თუ ვინმეს გაქვთ, იქნებ მომაწოდოთ წმიდა ივლიტასა და კვირიკეს ტროპარი.

წინასწარ დიდი მადლობა smile.gif wub.gif


წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტროპარი
მოწამეთა შენთა, უფალო, კვირიკე და ივლიტამ ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩვენისა, რამეთუ აქუნდა მათ შენ მიერ ძალი და მძლავრი დაამხუეს და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი. მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩვენნი. ამინ.

http://www.kvirike.ge/?m=static&s=33

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 29 2007, 05:26 PM

მანანა

გაგახაროს, მანანა, უფალმა!! smile.gif უღრმესი მადლობა wub.gif 2kiss.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2007, 11:24 AM

2 სათხოვარი მაქვს კიდევ:

1. თუ რომელიმე ფორუმელი დიდ დიღომში ყოველთა ქართველთა წმიდათა სახელობის ტაძრის მრევლი ხართ, გამომეხმაურეთ.. ფორუმში ობლად ვარ smile.gif

2. თუკი ვინმეს გაქვთ წმიდა იოანე ღვთისმეტყველის დაუჯდომელი, იქნებ მათხოვოთ, რომ გადავაქსეროქსო.. ან ხომ არ იცით სადმე თუ იყიდება?

წინასწარ დიდი მადლობა wub.gif

პოსტის ავტორი: di_onise თარიღი: Jul 7 2007, 03:46 PM

helpppppppp

დამეხმარეთ რაა... გთხოვთ

ეროვნული ბიბლიოთეკის საიტი არავინ იცით??
არ დაიზაროთ რაა

პოსტის ავტორი: piligrimi თარიღი: Jul 7 2007, 04:15 PM

http://www.nplg.gov.ge/

ეს არის მგონი, აბა შენ იცი წარმატებებს გისურვებ
ისა და მგონი კი არ ეგ არის smile.gif

პოსტის ავტორი: მაგდალინა თარიღი: Jul 13 2007, 03:15 PM

di_onise
www.nplg.gov.ge

zviadauri
ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოდი, მეგზურობას გაგიწევ.. smile.gif დამიკავშირდი მანამდე და ვნახოთ რამე, აუცილებლად იქნება smile.gif

III კორპუსში, ქართველოლოგიის განყოფილებაში უნდა მოიაზრებოდეს მსგავსი რამ.. smile.gif ნუ, მოკლედ, თუ მოიფიქრე, დაგეხმარები smile.gif

პოსტის ავტორი: Tatarashvili თარიღი: Jul 15 2007, 06:57 PM

ადრე რომ ფილმი გადიოდა "იესო ქრისტეს" ცხოვრებაზე,(ქართულად თარგმნილი) თუ ვინმეს სადმე გეგულებათ ძალიან გთხოვთ ლინკი მომცეთ... ფილმის სახელი არ მახსოვს ნამდვილად მაგრამ იმას გეტყვით რომ თვითონ მსახიობი სახით ძალიან გავს იესოს.. ძალიან გთხოვთ თუ იცით სად შეიძლება ვნახო მომწერეთ... smile.gif

პოსტის ავტორი: მაგდალინა თარიღი: Jul 17 2007, 12:49 PM

წმიდა იოანე კრონშდატელის ხატი მჭირდება სასწრაფოდ და იქნებ მოგეპოვებოდეთ რა

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jul 17 2007, 12:58 PM

IPB-ს სურათი
ეგ ვნახე ინტერნეტში 2kiss.gif

აი აქ წერია მაგ წმინდანზე http://www.holy-transfiguration.org/library_en/pr_about3.html

მაგდალინა
უი რუსული ვერსიაც აქვს საიტს smile.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jul 17 2007, 01:00 PM

QUOTE(მაგდალინა @ Jul 17 2007, 12:49 PM) *

წმიდა იოანე კრონშდატელის ხატი მჭირდება სასწრაფოდ და იქნებ მოგეპოვებოდეთ რა

IPB Image
IPB Image

პოსტის ავტორი: მაგდალინა თარიღი: Jul 17 2007, 01:24 PM

მარიამი
გენაცვალეეეეეეეეე, დიდი მადლობა 2kiss.gif გადამეხადოს

k@the
უღრმესი მადლობა, ქეთ 2kiss.gif smile.gif

პოსტის ავტორი: gvantsi თარიღი: Jul 19 2007, 05:26 PM

ვინმეს ხომ არ შგიძლიათ რაიმე ინფორმაცია მომაწოდოთ წმინდანების ივლიტესა და კვირიკეს შესახებ და მათი სახელობის ტაძრების შსახებ(სად მდებარეობენ და ა.შ.)smile.gifsmile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2007, 05:38 PM

ციტატა(gvantsi @ Jul 19 2007, 05:26 PM) *

ვინმეს ხომ არ შგიძლიათ რაიმე ინფორმაცია მომაწოდოთ წმინდანების ივლიტესა და კვირიკეს შესახებ და მათი სახელობის ტაძრების შსახებ(სად მდებარეობენ და ა.შ.)smile.gifsmile.gif


ამ საიტზე შეგიძლია მიიღო ინფორმაცია: http://www.kvirike.ge/

smile.gif

პოსტის ავტორი: gvantsi თარიღი: Jul 19 2007, 05:39 PM

marineუღრმესი მადლობა!!!:)გაიხარეsmile.gif

პოსტის ავტორი: piligrimi თარიღი: Jul 19 2007, 05:52 PM

ციტატა(gvantsi @ Jul 19 2007, 06:26 PM) *

ვინმეს ხომ არ შგიძლიათ რაიმე ინფორმაცია მომაწოდოთ წმინდანების ივლიტესა და კვირიკეს შესახებ და მათი სახელობის ტაძრების შსახებ(სად მდებარეობენ და ა.შ.)smile.gifsmile.gif


წმინდა ივლიტესა და კვირიკეს სახელობის ტაძარი კიდევ მდებარეობს ზემო სვანეთში, სოფელ კალაში მთის თავზეა, ძალიან ლამაზია, მთის ბოლოდან უშბაც მოსჩანს და შხარას ნაწილიც, თვითონ ტაძარში ძველი ფრესკები თითქმის სრულყოფილად არის შემონახული, მათ შორის კვირიკესი და ივლიტასიც, თუმცა მრავალი ხატი ისევ სეიფში არის განთავსებული და ჩაკეტილი. რამოდენიმე ფოტო მაქვს მგონი და მერე გამოგიგზავნი თუ გინდა. მეორე ნაირად მაგ ტაძარს სვანები თუ არ ვცდებ ,,ლიგურკას" ეძახიან, და ყოველ წელს აღნიშნავენ კვირიკობის დღესასწაულს, საკმაოდ მაშტაბურადაც, როგორც მითხრეს. ასე რომ ღირს მგონი მაგ დროს სვანეთში წასვლა, წინა კვირიკობას მგონი მეუფე ილარიონმა და მეუფე სტეფანემ ერთობლივად წირეს კიდეც

პოსტის ავტორი: gvantsi თარიღი: Jul 19 2007, 05:54 PM

piligrimiგაიხარე!!!უფალმა გაგაძლიეროს!კარგი ადამიანები ხართsmile.gifsmile.gif

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Jul 19 2007, 05:57 PM

ციტატა(gvantsi @ Jul 19 2007, 05:26 PM) *

ვინმეს ხომ არ შგიძლიათ რაიმე ინფორმაცია მომაწოდოთ წმინდანების ივლიტესა და კვირიკეს შესახებ და მათი სახელობის ტაძრების შსახებ(სად მდებარეობენ და ა.შ.)smile.gifsmile.gif

ძალიან ლამაზი ტაძარია პეკინზე,ბაღის ეზოში საოცარი ფრესკებით თვითონ ტაძრის წინამძღვარმა მოხატა და მისმა მეუღლემ მადონა ლანჩავამ,წინამძღვარია მამა გიორგი ყიფშიძე,აუცილებლად ესტუმრე მოგეწონება პაწაწა მაგრამ ულამაზესი ტაძარია!

პოსტის ავტორი: piligrimi თარიღი: Jul 19 2007, 07:07 PM

ციტატა(gvantsi @ Jul 19 2007, 06:54 PM) *

piligrimiგაიხარე!!!უფალმა გაგაძლიეროს!კარგი ადამიანები ხართsmile.gifsmile.gif



მზად ვარ გემსახურო, თუ რამეთი შემიძლია კიდევ დაგეხმარო. smile.gif
აქ ყველა კარგი ადამიანია, ჩემის გამოკლებით რა თქმა უნდა biggrin.gif
მართლა მგონი ახალი წევრი ხარ, ასე რომ კეთილი იყოს შენი მაუსი ამ ფორუმზე
აბა წარმატებებს გისურვებ........................

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Aug 21 2007, 12:42 AM

აუ ჩვენი ლოგო არ გაქვთ?IPB-ს სურათი

ჯვარი რომაა... მაისურებზე რაც დაიხატეთ...IPB-ს სურათი


ჰაა? მჭირდება...IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Aug 21 2007, 12:58 AM

ციტატა(komisia @ Aug 21 2007, 01:42 AM) *

აუ ჩვენი ლოგო არ გაქვთ?IPB-ს სურათი

ჯვარი რომაა... მაისურებზე რაც დაიხატეთ...IPB-ს სურათი
ჰაა? მჭირდება...IPB-ს სურათი






http://imageshack.us

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Aug 29 2007, 10:49 PM

ხალხო, შემთხვევით, ვინმეს ხომ არ გაქვთ ქართული ფილმი "ყველაზე სწრაფები მშოფლიოში" ?

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Aug 29 2007, 11:02 PM

ციტატა(ნათია @ Aug 30 2007, 02:49 AM) *

ხალხო, შემთხვევით, ვინმეს ხომ არ გაქვთ ქართული ფილმი "ყველაზე სწრაფები მშოფლიოში" ?

აუ მართლა უმაგრესი ფილმია მაგი. მაგრად მიყვარს. biggrin.gif
დაიცა მოვძებნი.smile.gif გოუმარჯოს რაჭველებს laugh.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Aug 29 2007, 11:09 PM

ციტატა(უჩა @ Aug 30 2007, 12:02 AM) *

აუ მართლა უმაგრესი ფილმია მაგი. მაგრად მიყვარს. biggrin.gif
დაიცა მოვძებნი.smile.gif გოუმარჯოს რაჭველებს laugh.gif

http://www.fesvebi.com/films.php

მიშოვეს უკვე...

დიდი მადლობა nini_1 2kiss.gif

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Aug 29 2007, 11:11 PM

ნათია
ხო მეც მანდ უნდა მენახა.
ვნახე და ვუყურებ. smile.gif მაგარია.

პოსტის ავტორი: shota_shotadze თარიღი: Sep 20 2007, 02:52 AM

ჩემი უდიდესი თხოვნა იქნება უწმინდესზე წიგნი რომ არის დაწერილი (მგონი წიგნსაც უწმინდესი ქვია) ის რომ მაჩუქოთ შეიძლება არცერთ ფორუმელს არ ქონდეს რადგან როგორც ვიცი მცირე ტირაჟით არის გამოცემული მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ ვინმეს გექნებათ რომ მაჩუქოთ ეს იქნება ჩემთვის ყველაზე კარგი საჩუქარი რაც კი შეიდძლება ვინმემ გაჩუქოს.
უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.

პოსტის ავტორი: Nona10 თარიღი: Sep 22 2007, 06:57 PM


ძალიან გთხოვთ მომაწოდოთ თბილისში არსებული ყველა უპატრონო ბავშვთა სახლის მისამართი ტელეფონის ნომრებითურთ.

პოსტის ავტორი: piligrimi თარიღი: Sep 25 2007, 02:21 AM

ციტატა(Nona10 @ Sep 22 2007, 06:57 PM) *

ძალიან გთხოვთ მომაწოდოთ თბილისში არსებული ყველა უპატრონო ბავშვთა სახლის მისამართი ტელეფონის ნომრებითურთ.



პ.მ.-ში მომწერე შენი მეილი და გადმოგიგზავნი რაღაც ნაწილს რაც მე მაქვს,
ახლების გამოკლებით, მაგრამ მაგის მერე მგონი არც არაფერი გახსნილა ახალი

პოსტის ავტორი: palma თარიღი: Sep 25 2007, 12:42 PM

ციტატა(Nona10 @ Sep 22 2007, 07:57 PM) *

ძალიან გთხოვთ მომაწოდოთ თბილისში არსებული ყველა უპატრონო ბავშვთა სახლის მისამართი ტელეფონის ნომრებითურთ.




შენი მეილი მომწერე პმ-ში და გამოგიგზავნი რაც მე მაქვს.

პოსტის ავტორი: Jnosy თარიღი: Sep 28 2007, 12:20 PM

კარგი იქნება თუ ძებნას დაემატება ფუნქცია:

სადაც კი საკუთარი ნიკი დაწერეს (მაგალითად ისე, როგორც თბილისის ფორუმშია) ყველას რომ განახებს
ანუ თუ ვინმემ მოგწერა პასუხი, პირდაპირ განახებს
smile.gif

პოსტის ავტორი: irmadxb თარიღი: Sep 29 2007, 01:08 PM

სალამი ყველას,
წავიკიტხე ტქვენს შესახებ და გული ამიჩუყდა, მე საქარტველოდან წამოვედი 94 ცელს და ვცხოვრობ და ვმუშაობ საემიროში, მაგრამ ჩემი ქვეყანა და რელიგია უფლის წყალობით არ დამვიწყნია,ძალიან მომწონს თქვენი ფორუმი და მიხარია რომ ასეთი კარგები ხართ.მალე ყველას გაგიცნობთ იმედია,უფალი იყოს ტქვენი და მთლიანად საქარტველოს მპარველი,ამინ.

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Sep 29 2007, 01:10 PM

irmadxb

ციტატა
სალამი ყველას,
წავიკიტხე ტქვენს შესახებ და გული ამიჩუყდა, მე საქარტველოდან წამოვედი 94 ცელს და ვცხოვრობ და ვმუშაობ საემიროში, მაგრამ ჩემი ქვეყანა და რელიგია უფლის წყალობით არ დამვიწყნია,ძალიან მომწონს თქვენი ფორუმი და მიხარია რომ ასეთი კარგები ხართ.მალე ყველას გაგიცნობთ იმედია,უფალი იყოს ტქვენი და მთლიანად საქარტველოს მპარველი,ამინ.


კეთილი იყოს თქვენი დარეგისტრირება ჩვენთან, იმედი მაქვს ჩვენთან დარჩებით და იაქტიურებთ smile.gif

პოსტის ავტორი: irmadxb თარიღი: Sep 29 2007, 02:14 PM

ციტატა(irmadxb @ Sep 29 2007, 01:08 PM) *

სალამი ყველას,
წავიკიტხე ტქვენს შესახებ და გული ამიჩუყდა, მე საქარტველოდან წამოვედი 94 ცელს და ვცხოვრობ და ვმუშაობ საემიროში, მაგრამ ჩემი ქვეყანა და რელიგია უფლის წყალობით არ დამვიწყნია,ძალიან მომწონს თქვენი ფორუმი და მიხარია რომ ასეთი კარგები ხართ.მალე ყველას გაგიცნობთ იმედია,უფალი იყოს ტქვენი და მთლიანად საქარტველოს მპარველი,ამინ.



დიდი მადლობა smile.gif



ციტატა(irmadxb @ Sep 29 2007, 01:08 PM) *

სალამი ყველას,
წავიკიტხე ტქვენს შესახებ და გული ამიჩუყდა, მე საქარტველოდან წამოვედი 94 ცელს და ვცხოვრობ და ვმუშაობ საემიროში, მაგრამ ჩემი ქვეყანა და რელიგია უფლის წყალობით არ დამვიწყნია,ძალიან მომწონს თქვენი ფორუმი და მიხარია რომ ასეთი კარგები ხართ.მალე ყველას გაგიცნობთ იმედია,უფალი იყოს ტქვენი და მთლიანად საქარტველოს მპარველი,ამინ.


ქართულ ფონტი არ გამომიყენებია არასოდეს და ძალიან მიჭირს ურთიერთობა, ასე რომ.......ფონტი კი არა ქართულად ვეგარ ვმეტყველებ და ფორუმზეც საერთოდ პირველად ვარ , ასე რომ იმედი მაქვს გამიგებთ,მე კიდევ გპირდებით რომ მალე ავიტვისებ smile.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Sep 29 2007, 02:30 PM

irmadxb

ციტატა
ქართულ ფონტი არ გამომიყენებია არასოდეს და ძალიან მიჭირს ურთიერთობა, ასე რომ.......ფონტი კი არა ქართულად ვეგარ ვმეტყველებ და ფორუმზეც საერთოდ პირველად ვარ , ასე რომ იმედი მაქვს გამიგებთ,მე კიდევ გპირდებით რომ მალე ავიტვისებ


ყველაფერი ნელ-ნელა იქნებაsmile.gif არ იდარდოთsmile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2007, 10:17 AM

შემთხვევით, ვინმემ ხომ არ იცით წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის ტროპარი და კონდაკი?

მადლობელი ვიქნები თუ მომაწვდით smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2007, 03:39 PM

athos-მა ახლა მომაწოდა წმინდა სპირიდონის ტროპარ-კონდაკი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი!! wub.gif a025.gif ძალიან გულისხმიერი ადამიანია rolleyes.gif

პოსტის ავტორი: shota_shotadze თარიღი: Oct 23 2007, 05:31 PM

ძალიან გთხოვთ თუ ვინმეს მოგეპოვებათ მომაწოდოთ საქართველოში არსებული ყველა უპატრონო ბავშვთა სახლის მისამართი ტელეფონის ნომრებით.
მაგრატ მჩირდება
წინასწარ მადლობთ smile.gif

პოსტის ავტორი: admin თარიღი: Oct 23 2007, 05:36 PM

ციტატა
ძალიან გთხოვთ თუ ვინმეს მოგეპოვებათ მომაწოდოთ საქართველოში არსებული ყველა უპატრონო ბავშვთა სახლის მისამართი ტელეფონის ნომრებით.
მაგრატ მჩირდება
წინასწარ მადლობთ smile.gif


სკოლა ინტერნატი გლდანში. ტელ. 67-45-17, 67-06-88 მარინა.

205 საჯაროს სკოლა. ტელ 60-57-73, 60-34-99

მომავლის სახლი (წურწუმიას 13). ტელ. 77-02-23 გვანცა

უფალმა ხელი მოგიმართოს ყველა კეთილ საქმეში smile.gif

პოსტის ავტორი: shota_shotadze თარიღი: Oct 23 2007, 05:42 PM

ციტატა(admin @ Oct 23 2007, 05:36 PM) *


უფალმა ხელი მოგიმართოს ყველა კეთილ საქმეში smile.gif

დიდი მადლობა smile.gif

პოსტის ავტორი: love_nuca თარიღი: Oct 24 2007, 12:09 AM

თუ ვინმეს გაქვტ ბოდბის მონასტერზე ინფორმაცია დზალიან გთხოვტ არ დაიზაროთ და მომწეროთ.ან კიდევ საიტი თუ იცით სადაც ვნახავ

პოსტის ავტორი: bagusa თარიღი: Oct 24 2007, 05:12 PM

ვერაფრით ვერ გავიგე,როგორ უ ნდა გადმოვტვირთო სიმღერები

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Oct 24 2007, 05:15 PM

ციტატა(love_nuca @ Oct 24 2007, 12:09 AM) *

თუ ვინმეს გაქვტ ბოდბის მონასტერზე ინფორმაცია დზალიან გთხოვტ არ დაიზაროთ და მომწეროთ.ან კიდევ საიტი თუ იცით სადაც ვნახავ

http://www.orthodoxy.ge/eklesiebi/bodbe/bodbe.htm

ციტატა(bagusa @ Oct 24 2007, 05:12 PM) *

ვერაფრით ვერ გავიგე,როგორ უ ნდა გადმოვტვირთო სიმღერები

საიდან?

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Oct 25 2007, 08:13 AM

კაი გოგოები ხართ კატ და თათი smile.gif

ახლა მეც მინდა დახმარება თუ კაიაsmile.gif

ფაილის ატვირტვა მინდა და რაიმე გვერდი ხომ არ იცით? საზღვარგარეთიდანაც რომ მუშაობდეს?

წინასწარ მადლობა .

პოსტის ავტორი: ქეთი. თარიღი: Oct 25 2007, 08:38 AM

staywhite
www.rapidshare.com

აი ინებეთ smile.gif
smile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Oct 25 2007, 08:50 AM

მადლობთ ქეთევან smile.gif

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Oct 29 2007, 02:22 AM

ძალიან გთხოვთ თუ ვინმეს შეგძლიათ და გაქვთ დახმარების სურვილი იქნებ დამეხმაროთ რა მინდა გავაკეთო
ANTI PORNOGRAPHY საიტი და ვერ ვაკეთებ და თუ გამაკეთებინებთ მაგრა გამახარებთ და ცოტა ხალხს მაინც დავანახებთ რომ არ შეილება პორნოგრაფიის ყურება

პოსტის ავტორი: მათველა თარიღი: Oct 31 2007, 12:45 AM

შოთაძე, საიტის შექმნა გინდა ესეგი,
და ინფორმაცია კი შენ გაქ ხო რაც უნდა იყოს განთავსებული.
მოგეხმარები , მომწერე )


ეს რომელიღაცა ჩვენი ფორუმელია , არ ვიცი ვინაა,
მაგრამ ნეტა ყველა ქალი ასეთი ბედნიერი იყოს


მიმაგრებული სურათ(ებ)ის ესკიზ(ებ)ი
მიმაგრებული სურათი

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Oct 31 2007, 12:45 AM

ციტატა(მათველა @ Oct 31 2007, 12:42 AM) *

შოთაძე, საიტის შექმნა გინდა ესეგი,
და ინფორმაცია კი შენ გაქ ხო რაც უნდა იყოს განთავსებული.
მოგეხმარები , მომწერე )

გაიხარე myweb.ge ze მინდა რო გავაკეთო დომენი აგებული მაქვს და ინფორმაციის მეტი რა არის ინტერნეთში ასევე ვეცდები სამეცნიერო ნაშრომებიც მოვიდძიო და დავდო საიტზე რა გავლენა მოაქვს პორნოგრაფიას ახალგაზდობაში და ა.შ... მემგონი ცუდი საიტი არ უნდა გამოგვივიდეს

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Nov 2 2007, 02:21 PM

შეკითხვა მაქვს ყველასთან: რომელიღაც პოსტის მოძებნა რომ მინდა ფრაზის მიხედვით 21 გვერდიან თემაში, როგორ უნდა მოვიქცე, რომ ის პოსტი ამომიგდოს? ძებნას რომ ვაძლევ, მთალიანად თემას მიგდებს და 21 გვერდს ხომ არ ჩამოვუვლი? user.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Nov 2 2007, 09:25 PM

ციტატა(მარიამი @ Nov 2 2007, 11:21 AM) *

შეკითხვა მაქვს ყველასთან: რომელიღაც პოსტის მოძებნა რომ მინდა ფრაზის მიხედვით 21 გვერდიან თემაში, როგორ უნდა მოვიქცე, რომ ის პოსტი ამომიგდოს? ძებნას რომ ვაძლევ, მთალიანად თემას მიგდებს და 21 გვერდს ხომ არ ჩამოვუვლი? user.gif

კი როგორ არა მარიამ, იქ ძებნაში მარჯვენა მხარეს არის თემების მიხედვით ძებნა ან პოსტების მიხედვით და ის გადასართველი გადართე. ეგრე პოსტებს ამოგიგდებს.
არეულად დავწერე ხო? smile.gif

აი ასეთი განყოფილებაა:

შედეგები
* აჩვენე თემების სახით
* აჩვენე პოსტების სახით

მეორე მოუნიშნე მანდ. smile.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Nov 2 2007, 09:28 PM

k@the
მადლობააა 2kiss.gif
ვა რა მაგარია smile.gif ნეტა ჩემით რატომ ვერ ვიპოვე?

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Nov 2 2007, 09:34 PM

მარიამი
არაფრის. იმედი მაქ ძაან არ დავაგვიანე და 21 გვერდი არ გიძებნია smile.gif)
მეც დამჭირდა ერთხელ და მოვიხიბლე მაგ საძიებო სისტემით. კარგადაა გაკეთებული smile.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Nov 5 2007, 01:37 PM

თემას, აღსარებასთან დაკავშირებულ პრობლემებს ვერ ვპოულობ, დამეხმარეთ!!!!

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Nov 5 2007, 01:39 PM

მხევალი ნინო

ციტატა
თემას, აღსარებასთან დაკავშირებულ პრობლემებს ვერ ვპოულობ, დამეხმარეთ!!!!

http://church.ge/index.php?showtopic=2353&st=120

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 20 2007, 02:54 PM

თუ ვინმემ იცით ღვთისმშობლის ხატის "შენ ხარ ვენახი" ტროპარ-კონდაკი, გთხოვთ, მომაწოდოთ. წინასწარ მადლობა smile.gif

პოსტის ავტორი: ilia003 თარიღი: Nov 20 2007, 03:26 PM

ციტატა
თუ ვინმემ იცით ღვთისმშობლის ხატის "შენ ხარ ვენახი" ტროპარ-კონდაკი, გთხოვთ, მომაწოდოთ. წინასწარ მადლობა


შენ ხარ ვენახი, ახლადაღყუავებული, მორჩი კეთილი, ედემს შინა ნერგული, ალვა სულნელი, სამოთხით გამოსრული, ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული და თავით თჳსით მზე ხარ გაბრწყინვებული

მარინე ეს არის ტროპარი,კონდაკი მემგონი არ არსებობს

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 20 2007, 03:28 PM

ციტატა(ilia003 @ Nov 20 2007, 03:26 PM) *

შენ ხარ ვენახი, ახლადაღყუავებული, მორჩი კეთილი, ედემს შინა ნერგული, ალვა სულნელი, სამოთხით გამოსრული, ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული და თავით თჳსით მზე ხარ გაბრწყინვებული



უღრმესი მადლობა, ილია 2kiss.gif

პოსტის ავტორი: ilia003 თარიღი: Nov 20 2007, 03:37 PM

marine

ციტატა
უღრმესი მადლობა, ილია


გაიხარე

პოსტის ავტორი: geoatak თარიღი: Nov 27 2007, 01:03 PM

ვთხოვ ფორუმის ადმინისტრაციას ფონდების ზომა და სტრიქონებს შორის დაშორება გაზარდოს, ისე როგორც არის madli.org-ზე, ნუთუ არავის ტკივა თვალები ასეთი პატარა ასოების კითხვის შემდეგ? ჯერ უმეტესობა ამ ფორუმის მონაწილეებისა საკმაოდ ახალგაზრდები არიან, მაგრამ ასაკთან ერთად გამოვლინდება ჩვენი თვალების სისუსტეები smile.gif ვფიქრობ პროგრამისტები ამ საკითხს იოლად მოაგვარებენ, მთავარია სურვილი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 27 2007, 01:14 PM

ციტატა(geoatak @ Nov 27 2007, 01:03 PM) *

ვთხოვ ფორუმის ადმინისტრაციას ფონდების ზომა და სტრიქონებს შორის დაშორება გაზარდოს, ისე როგორც არის madli.org-ზე, ნუთუ არავის ტკივა თვალები ასეთი პატარა ასოების კითხვის შემდეგ? ჯერ უმეტესობა ამ ფორუმის მონაწილეებისა საკმაოდ ახალგაზრდები არიან, მაგრამ ასაკთან ერთად გამოვლინდება ჩვენი თვალების სისუსტეები smile.gif ვფიქრობ პროგრამისტები ამ საკითხს იოლად მოაგვარებენ, მთავარია სურვილი


ფორუმზე როცა ვარ, ძალიან მეღლება თვალები და უკვე ტკივილებიც დამეწო. დღეს ვიყავი თვალის ექიმთან და წვეთები დამინიშნა sad.gif

მოხარული ვიქნები, თუ შრიფტის ზომა გაიზრდება.

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Nov 27 2007, 06:50 PM

ციტატა

ვიყავი თვალის ექიმთან და წვეთები დამინიშნა sad.gif

+1 მეც

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Nov 30 2007, 05:39 PM

გთხოვთ იქნებ დამეხმაროთ რა myweb.ge ზე ფორუმი გამაკეთებინოთ ძაან მაგრათ მინდა და თუ ვინმეს გექნებათ დახმარების სურვილი PM თ მომწერეთ
წინასწარ გიხდით მადლობას

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 3 2007, 05:18 PM

ფორუმზე თუ გვყავს ვინმე, ვინც საპატრიარქოს რადიოში მუშაობს? ვთხოვ, გამომეხმაუროსsmile.gif

პოსტის ავტორი: barbare-17 თარიღი: Dec 3 2007, 08:59 PM

მოგესალმებით!
თხოვნა მაქვს მოდერატორთან,ან ვისაც ეხება!
გთხოვთ წამშალოთ ფორუმიდან,რადგან რეგისტაციის სახელი მინდა შევცვალო და თავიდან დავრეგისტრირდები.ხოლო ფორუმზე ისევ ბარბარე_17 ვიქნები და შემოგიერთდებით.
გმადლობთ წინასწარ!

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Dec 3 2007, 10:45 PM

ციტატა(barbare-17 @ Dec 3 2007, 07:59 PM) *

მოგესალმებით!
თხოვნა მაქვს მოდერატორთან,ან ვისაც ეხება!
გთხოვთ წამშალოთ ფორუმიდან,რადგან რეგისტაციის სახელი მინდა შევცვალო და თავიდან დავრეგისტრირდები.ხოლო ფორუმზე ისევ ბარბარე_17 ვიქნები და შემოგიერთდებით.
გმადლობთ წინასწარ!


admin - ს გაუგზავნე PM და შეგიცვლის ნიკს, თავიდან დარეგისტრირება არ დაგჭირდება smile.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Dec 7 2007, 06:06 PM

საინტერესო თემებს ხსნის მარინე, მაგრამ სამწუხაროდ ასოების სიდიდის თუ პირიქით სიმცირის გამო, ვერაფრით ვერ ვკითხულობ, ან თუ გავრისკე წაკითხვა, მერე მთელი დღე ცრემლად ვიღვრები



ეგებ დამეხმაროთ, რა ვქნა...

პოსტის ავტორი: მამა ირაკლი თარიღი: Dec 7 2007, 10:28 PM

ციტატა(marine @ Dec 3 2007, 05:18 PM) *

ფორუმზე თუ გვყავს ვინმე, ვინც საპატრიარქოს რადიოში მუშაობს? ვთხოვ, გამომეხმაუროსsmile.gif

ხუთი წელია რადიოსთან ვთანამშრომლობ,ანუ შეიზლება ითქვას რომ ვმუშაობ!

პოსტის ავტორი: barbare-17 თარიღი: Dec 8 2007, 06:34 PM

იყოს არაუშავრს!
გმადლობთ!

პოსტის ავტორი: barbare-17 თარიღი: Dec 8 2007, 07:28 PM

ციტატა(მარიამი @ Sep 1 2007, 02:23 PM) *

მგონი სამსახურში უნდა მქონდეს დისკი. თუ მანამდე არავინ დადო, ორშაბათს დავდებ.

ეს ის გალობაა-კირეი ელეისონ?
დადეთ რა თავიდან!

ციტატა(Jnosy @ Sep 28 2007, 12:20 PM) *

კარგი იქნება თუ ძებნას დაემატება ფუნქცია:

სადაც კი საკუთარი ნიკი დაწერეს (მაგალითად ისე, როგორც თბილისის ფორუმშია) ყველას რომ განახებს
ანუ თუ ვინმემ მოგწერა პასუხი, პირდაპირ განახებს
smile.gif

მეც ვუერთდები თხოვნას

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Dec 18 2007, 03:54 PM

მაიტა ე 10% ვორნი მომაშორეთ თქვენ გაზრდა-გახარებას...

პოსტის ავტორი: ilia003 თარიღი: Dec 20 2007, 01:23 PM

ტელეკომპანია საქართველოს ინტერნეტ მისამარტი იქნებ ვინმემ იცით,და მომწერეთ რა გთხოვთ.გოოგლეთი ვერ ვიპოვე

პოსტის ავტორი: Irma თარიღი: Dec 20 2007, 02:11 PM

www.tvsaqartvelo.ge smile.gif

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Dec 20 2007, 02:44 PM

ციტატა(ilia003 @ Dec 20 2007, 12:23 PM) *

ტელეკომპანია საქართველოს ინტერნეტ მისამარტი იქნებ ვინმემ იცით,და მომწერეთ რა გთხოვთ.გოოგლეთი ვერ ვიპოვე

ინებეთ სწორი საიტი smile.gif
http://www.tvsakartvelo.ge/

პოსტის ავტორი: ilia003 თარიღი: Dec 22 2007, 03:41 PM

მადლობთთთთთთთთთთთთთ

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 25 2007, 10:14 PM

ჩვენს ფორუმზე ვინმემ ახალი ბერძნული ასე თუ ისე ნორმალურად იცის? რაღაც პაწაწუნა ლექსის მოკლე შინაარსი მაინტერესებს smile.gif

პოსტის ავტორი: serafita თარიღი: Dec 26 2007, 05:18 PM

დამეხმარეთ..... იქნებ დადოთ ვინმემ საახალწლო კარგი სურათი დესკტოპისთვის... smile.gif

პოსტის ავტორი: მაგდალინა თარიღი: Dec 26 2007, 06:52 PM

serafita

http://imageshack.us


http://imageshack.us

პოსტის ავტორი: ai gogoo თარიღი: Dec 26 2007, 07:54 PM

serafita

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: serafita თარიღი: Dec 27 2007, 11:57 AM

მაგდალინა
ai gogoo
madlioba.gif 2kiss.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 27 2007, 03:32 PM

ციტატა(m16 @ Dec 26 2007, 04:45 PM) *

თამარი_ცქნაფო
რაც არ უნდა გაგიკვირდეს მე ვიცი ბერძნულიwink.gif
თუ გინდა მკითხე რამე

თარგმნე მაშინ


Eimai sta panw mou
eimai sta wraia mou
giati me trelanes esi
agapi nea mou
Eimai sta panw mou
ola einai teleia
o erwtas mwro mou
einai psixedeleia

Ksafnika ekei pou eipa
pws marathika
sa louloudi oti eklisa
kai paei

Ksafnika apo to tipota erwteftika
kai tipota sti gi de me krataei

Eimai sta panw mou
eimai sta wraia mou
giati me trelanes esi
agapi nea mou
Eimai sta panw mou
ola einai teleia
o erwtas mwro mou
einai psixedeleia

Ki olos o kosmos ksafnika
gemizei xrwmata, xrwmata
xrwmata ap' thn psixi vgalmena

*Eimai sta panw mou
eimai sta wraia mou
giati me trelanes esi
agapi nea mou
Eimai sta panw mou
ola einai teleia
o erwtas mwro mou
einai psixedeleia

Ksafnika ekei pou eipa prosgeiwthike
i kardia mou pia sto edafos pataei
ksafnika pali treli apogeiwthike
kai sa diastimoploio petaeï
biggrin.gif

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Dec 27 2007, 05:15 PM

თამარი_ცქნაფო
ეგაა პაწაწუნა ლექსი??

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Dec 27 2007, 05:36 PM

ნუ ეხლა კარგად არ ვიცი ცქნაფო და რაც გამოვა გამოვაwink.gif

თავს ვგრძნობ ამაღლებულად(laugh.gif)
თავს ვგრძნობ მშვენივრად
იმიტომ რომ შენ მე მაგიჟებ
მე თავს ამაღლებულად ვგრძნობ
რადგან ყველაფერი მშვენივრადაა
მიყვარხარ პატარავ
ეს მე მაგიჟებს

მე ვჭკნები როგორც ყვავილი
და ეს ყველაფერი ხდება (unsure.gif)

თავს ვგრძნობ ამაღლებულად
თავს ვგრძნობ მშვენივრად
იმიტომ რომ შენ მე მაგიჟებ
მე თავს ამაღლებულად ვგრძნობ
რადგან ყველაფერი მშვენივრადაა
მიყვარხარ პატარავ
ეს მე მაგიჟებს

და მთელი ქვეყნის ფერები
ჩემი სულიდან ამოდის

თავს ვგრძნობ ამაღლებულად
თავს ვგრძნობ მშვენივრად
იმიტომ რომ შენ მე მაგიჟებ
მე თავს ამაღლებულად ვგრძნობ
რადგან ყველაფერი მშვენივრადაა
მიყვარხარ პატარავ
ეს მე მაგიჟებს

მაშინ როცა ჩემი გული მიწაზე დაეშვა
და გავიგონე ფეხის ხმა მიწაზე
ისევ გავგიჟდი და კვლავ დავიწყე ფრენა
როგორც კოსმოსური ხომალდი


ასეთი იდიოტობა სად ნახე?laugh.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 27 2007, 10:52 PM

m16
გმადლობ, მაგრამ ისე ეს შენ თარგმნე ხო? კი, დაგიჯერე tongue.gif biggrin.gif

სად ვნახე, სიმღერის ტექსტია და დამაინტერესა, რას გაჰკიოდა ეს ქალი biggrin.gif

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Dec 28 2007, 01:31 PM

თამარი_ცქნაფო
ორი წელი საბერძნეთში ვიყავი და იქ ვისწავლე ბერძნულიsmile.gif
თუ კიდე გაქვს რამე სათარგმნი აქ დადე და გადაგითარგმნი

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Dec 29 2007, 11:16 PM

თხოვნა მაქვს ყველა ფორუმელთან თუ ვინმემ იცით მართლმადიდებლურ თემასთან და ჩვენს ისტორიასთან დაკავშირებით ვიდეოები საიტებზე მითხარით ის საიტები და შემდეგ რაც ვიდეობეი შემიგროვდება არქივს გავაკეთებ და ყველა ვიდეოს ერთად შემოგთავაზებთ
წინასწარ მადლობთ

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 3 2008, 02:11 PM

იოანე დამასკელის ხატი სად შეიძლება შევიძინოა? ან ვინმეს კომოიუტერული ვერსია ხომ არ გაქვთ?

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jan 3 2008, 02:16 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Jan 3 2008, 02:11 PM) *

იოანე დამასკელის ხატი სად შეიძლება შევიძინოა? ან ვინმეს კომოიუტერული ვერსია ხომ არ გაქვთ?

http://ocafs.oca.org/Icons/december/1204AJohndamascus.jpg

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jan 7 2008, 10:17 PM

მომაშორეთ რააა ვორნი biggrin.gif
უხერხულად ვგრძნობ თავს biggrin.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jan 7 2008, 10:27 PM

ციტატა(komisia @ Jan 7 2008, 10:17 PM) *

მომაშორეთ რააა ვორნი biggrin.gif
უხერხულად ვგრძნობ თავს biggrin.gif

აჰა შენ საშობაო საჩუქარი ჩემგან. მოგაშორე ვორნი smile.gif
არ ვიცი მქონდა თუ არა უფლება, სხვისი დამატებული ვორნი მე მომეკლო, მაგრამ იმედია რამე საშინელება არ ჩამიდენია smile.gif

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jan 7 2008, 10:35 PM

მარიამი
ჰეეეეეეე ჰეეეეეეეეე hehe.gif cocxali.gif
შენ გაიხარე!

დიდი მადლობა 2kiss.gif

საშობაო ამნისტია opaa.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jan 10 2008, 11:41 AM

სასუბროში არავინ მცემს პასუხს,ალბათ არ იხედებიან და აქაც ვწერ, მერე წაშალეთ, აუცილებლად მჭირდება ახლა :

14 იანვარს, ამ ორშაბათს საქართველოში დასვენების დღეა? მაინტერესებს ოფიციალურად თუა, მჭირდება აუცილებლად, გთხოვთ მიპასუხოთ.

წინასწარ მადლობა

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 10 2008, 12:31 PM

staywhite.[/quote]
14 იანვარს, ამ ორშაბათს საქართველოში დასვენების დღეა? მაინტერესებს ოფიციალურად თუა, მჭირდება აუცილებლად, გთხოვთ მიპასუხოთ.[/quote]


არა. არ არის დასვენება.





თხოვნა ამქვს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე მინდა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2008, 12:51 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Jan 10 2008, 12:31 PM) *


თხოვნა ამქვს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე მინდა


მეც ძალიან მინდა საშობაო ეპისტოლეsmile.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 10 2008, 12:54 PM

marine

ციტატა
მეც ძალიან მინდა საშობაო ეპისტოლე



ორტოდოქსზეა მარი, ეხლა ვნახე.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2008, 12:54 PM

მხევალი ნინო

ნინ, მეც ვიპოვე smile.gif


პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jan 10 2008, 01:16 PM

მხევალი ნინო


საშობაო ეპისტოლე

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორისა


ღვთივკურთხეულ ქართველ ერს და ყოველთა მკვიდრთა საქართველოსთა

„ქრისტეს შობას ვადიდებთ; ქრისტესა ზეცისასა მივეგებვოდეთ; ქრისტესა ჩუენ, ქუეყანისანი, აღვამაღლებდეთ, ღმერთსა დიდებულსა და აწ სიხარულით ვუღაღადებდეთ, რამეთუ დიდებულ არს“.

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო საერო დასნო, მკვიდრნო საქართველოისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო, ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო!

აღსრულდა საიდუმლო განგებულება, - ძე ღვთისა, შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, რომელსაც ვერ იტევს ცანი და ქვეყანა, დაიბადა ბაგაში, ბეთლემის გამოქვაბულში!

„დღეს ქრისტე იშვების ბეთლემს ქალწულისაგან უბიწოჲსა; დღეს დაუსაბამოჲ დაიბადების, სიტყუაჲ ხორცთა შეისხამს; ძალნი ცათანი აქებენ სიხარულით და ჩუენ, ქუეყანისანი, თაყუანისვცემთ და მათთანა ვღაღადებთ და ვიტყვით: დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“ (შობის საცისკრო საგალობელი).

ჰოჲ, საოცრება, „ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თვისი მხოლოდშობილი მოსცა მას“ (ინ. 3,16).

დიდება და მადლობა შენდა, უფალო!

შენ გვიჩვენე მაგალითი მოთმინებისა და სიმდაბლისა, მაგალითი ბოროტებასა ზედა გამარჯვებისა. მაშ, „გიხაროდეთ, ერნო, განმტკიცდით და ნუგეშინისცემულ-იქმნენით;

მხსნელი გამოჩნდა ყველასათვის. მისთვის არ არის „არც ელინი, არც იუდეველი, არც წარმართი“. ბეთლემს შობილმა იესომ გააერთიანა სხვა და სხვა ერებად დაყოფილი კაცობრიობა.

წმიდა წერილის მიხედვით, ამა თუ იმ ერის წარმოშობა კონკრეტულ პიროვნებას უკავშირდება. ამიტომაც, ესა თუ ის ერი მკვეთრი თავისებურებით გამოირჩევა, - აქვს თავისი, ხასიათი, ტრადიციები და კულტურა.

უძველესი ერების ერთი ნაწილი აღარ არსებობს, მეორე ნაწილმა კი სათავე დაუდო მონათესავე ხალხებს, რომლებიც დღეს სხვა და სხვა სახელმწიფოს სახით არსებობენ, მაგრამ ერთი წარმოშობისანი არიან.

მცირერიცხოვნობის მიუხედავად ჩვენი ერიც უძველესია და ეს, ჭეშმარიტად, ღვთის წყალობაა.

საერთოდ, ერის სახეს, მის მეობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: წარმომავლობის გარდა დიდი მნიშვნელობა აქვს რელიგიას. განსხვავებული რელიგია ერთი და იმავე საწყისის მქონე ერს განსხვავებულ კულტურებად აყალიბებს, ზოგჯერ კი ურთიერთდაპირისპირებულადაც.

ერის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია ენა. ენასა და ერს შორის, შეიძლება ითქვას, იგივეობის ნიშანია. ჩვენი ენა ისევე, როგორც ჩვენი ხალხი, პრეისტორიულ ხანაში იღებს სათავეს. კუთხური მრავალფეროვნებისა და, ხშირად, პოლიტიკური გათიშულობის მიუხედავად, ქართველი ერი საუკუნეთა მანძილზე ერთ, განუყოფელ ორგანიზმად რჩებოდა და ერთ სულიერ სხეულად აღიქმებოდა. (გავიხსენოთ ფარნავაზისა და ქუჯის ისტორია). ქრისტიანობამ და საქართველოს ეკლესიამ კი საბოლოოდ ჩამოაყალიბა ერთიანი ქართველი ერი ერთი ენით, ერთი კულტურით, ცნობიერებითა და ცხოვრების წესით.

ერს, ისევე როგორც პიროვნებას, აქვს ღირსების გრძნობა. ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანის მიწიერი კეთილდღეობა ღირსებაზე უარის თქმის შედეგია, მაგრამ ასეთი ქმედება მთელი ცხოვრების განმავლობაში მძიმე ტვირთად აწვება პიროვნებასაც და ერსაც და იწვევს მის სულიერ დეგრადაციას. საზოგადოება, რომელიც ღირსების განცდას მოკლებულია, განწირულია გადაგვარებისათვის. ამიტომაც არის ეს თვისება ერის არსებობის ერთგვარი გარანტი.

ჩვენ ეს გრძნობა განსაკუთრებით გამოკვეთილად გვქონდა და ამანაც გადაგვარჩინა. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ბრძოლა წავაგეთ და მრავალი წელი დამპყრობელთა უღლის ქვეშ ვიყავით, ჩვენი ხალხის დიდ ნაწილს ღირსება არ დაუკარგავს, რაც თავისუფლებისათვის ჩვენს მუდმივ ბრძოლას ასაზრდოებდა. რა თქმა უნდა, მოღალატეებიც ყოველთვის იყვნენ, მაგრამ ისინი საზოგადოებისთვის მიუღებლად ცხადდებოდნენ.

სამაგალითო შვილები კი ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ ერის ღირსებას და უდიდეს გავლენას ახდენდნენ ქვეყნის განვითარებაზე; გავიხსენოთ თუნდაც ქეთევან წამებული. არა მარტო საქართველოს, შუა საუკუნეების მთელ ქრისტიანულ სამყაროს არ ყავს ასეთი დიდი მოწამე.

მის პერიოდში კახეთი თითქმის დაცარიელებული იყო. ნაწილი მოსახლეობისა სპარსელებთან ომს შეეწირა, ნაწილი კი ირანში, ფერეიდანში იქნა იძულებით გადასახლებული; ქართლში მუსულმანი მმართველები ისხდნენ. მათ საამებლად და შაჰის „წყალობის ხალათის“ მისაღებად ქართველ თავადაზნაურთა ნაწილი გამუსულმანებას და ისპაჰანში წასვლას ერთმანეთს ასწრებდა. დასავლეთ საქართველოშიც მძიმე მდგომარეობა იყო, - სამთავროებს შორის ურთიერთშუღლი და ადამიანებით ვაჭრობა მძვინვარებდა.

მართალია, ქვეყანა სულიერად დაცემულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მაგრამ მეფე თეიმურაზ I გაუტეხელობითა და ქეთევან დედოფლის საარაკო გმირობით ქართველებმა ღირსების დიდი ომი მოიგეს.

მიუხედავად სარწმუნოებრივი სხვაობისა, ღირსების გრძნობა ყველა ადამიანს თანაბრად აქვს მიცემული და მხოლოდ მასზეა დამოკიდებული გამოავლენს თუ არა ამ თვისებას. ამ ნიჭს ყველა ერი და კულტურა მიაგებს პატივს. მონღოლთა ნოინს ღირსების პატივისცემა რომ არ ჰქონოდა არ მოხდებოდა ცოტნე დადიანის მიერ თანამებრძოლთა გამოხსნა წამებით სიკვდილისაგან.

მაღალი ღისებისა და ვაჟკაცობის მაგალითია სალადინი. სალადინი ეგვიპტის სულთანი იყო, რომელმაც წმიდა მიწიდან განდევნა ჯვაროსნები, მაგრამ ეს ომი იმდენად ღირსეულად წარმართა,

რომ თვით ქრისტიანთა შორისაც დიდი პატივისცემა დაიმსახურა.

ერის ღირსებას და მის სიმტკიცეს ღირსეული ადამიანები განაპირობებენ; ბედნიერია ის ქვეყანა, სადაც ასეთი პიროვნებების სიმრავლეა.

საქართველომ ამ მხრივაც საოცარი მაგალითი უჩვენა მსოფლიოს XI საუკუნეში, როცა ჯალალ ედ-დინმა დაიპყრო თბილისი, მაგრამ მისი მოსახლეობა ვერ აიძულა ქრისტიანული სიწმინდეები შეელახათ. 100 000 ქართველმა სიკვდილი ამჯობინა რწმენისა და ღირსების უარყოფას.

მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს ისეთი ფაქტი, რომ ერთ დღეს ამდენი ადამიანი წამებულიყოს სარწმუნოების დასაცავად!

დღეს დრო შეიცვალა და მასთან ერთად ბოროტის ბრძოლის მეთოდებიც. დღეს ეროვნული ღირსების შელახვისა და სარწმუნოების შეცვლისთვის ძალადობრივ ფორმებს აღარავინ იყენებს. ჩვენი ტრადიციებისა და ცხოვრების წესის გადაგვარება სხვა და სხვა მეთოდებით ხორციელდება და ამაში დიდ როლს, სამწუხაროდ, მასმედია ასრულებს.

მასმედიის სახელს მრავალი კარგი საქმეც უკავშირდება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ტელეგადაცემებით და პრესითაც ხდება ცოდვის დემონსტრირება, ლეგალიზება და იმ აზრის დამკვიდრება, თითქოს ეს ადამიანის ჩვეულებრივი თვისებაა. ხდება ავხორცობისა და უღირსების არა მარტო მისაღებ, არამედ სამაგალითო მოვლენად წარმოჩენა; იქმნება უზნეო ცრუ ავტორიტეტები, რომელნიც თავისი ანტიეროვნული და ანტიქრისტიანული ქმედებების გამო წახალისებულნი და დაჯილდოვებულნი არიან.

ჩვენთან ხშირად ლაპარაკობენ ამა თუ იმ უფლებებზე, მაგრამ ძალიან ნაკლებად - მოვალეობასა და პასუხისმგებლობაზე. ყველას აქვს არა მარტო უფლება, არამედ - პასუხისმგებლობაც; პასუხისმგებლობა უფლის, სამშობლოს, ოჯახის წინაშე, გაჭირვებული თუ დაცემული მოყვასის წინაშე.

აღვნიშნავთ იმასაც, რომ თუ პირადული ცოდვა (რომელსაც სწავლების სახე არა აქვს) მხოლოდ ამა თუ იმ ინდივიდის პრობლემაა და ღვთის წინაშე მის საბოლოო ხვედრს განსაზღვრავს, საჯაროდ ცოდვის სწავლება და დანერგვა მთელ საზოგადოებას რყვნის და ღუპავს, ღირსების გრძნობას ულახავს და წინსვლის სურვილს უკარგავს. ამიტომაც საზოგადოება ვალდებულია, დაიცვას როგორც თავისი თავი, ისე შთამომავლობ.

განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ამ მხრივ ხელისუფლებას ეკისრება.

რაც შეეხება ეკლესიას, იგი ყოველ ცოდვის ჩამდენს სინანულისაკენ მოუწოდებს, და სხვათაგან მის განკითხვას კრძალავს, ხოლო მოქცეულს - სიყვარულით და სიხარულით იღებს. ცოდვის ცხოვრების წესად დამნერგავს და ასეთი სწავლების საჯაროდ გამავრცელებელს კი, დაუნდობლად ებრძვის მხილების მახვილით, რათა დაიცვას სამწყსო და ამ ადამიანსაც (ან ადამიანთა ჯგუფს) დაეხმაროს ეშმაკის მსახურებისაგან გათავისუფლებაში.

ასე რომ, დღეს თითოეული ჩვენთაგანი დგას არჩევანის წინაშე, - დატოვოს „ჩვეულებისამებრ მამულისა სვლაჲ“ თუ გაითავისოს თავს მოხვეული ცრუ კულტურა? გაუძლოს ინფორმაციულ ზეწოლას, თუ შეინარჩუნოს წინაპართა ღვაწლით დღემდე მოტანილი ღირებულებები?!

საკუთარი ტრადიციებისა და პრინციპების ერთგულების და, ამავე დროს, განვითარებული სახელმწიფოს შექმნის მაგალითია თუნდაც ქუვეითი და ისრაელი.

მატერიალურ-ტექნიკური პროგრესის პარალელურად ეს სახელმწიფოები მტკიცედ იცავენ თავის მეობას და ღირსეული ადგილი უკავიათ მსოფლიო თანამეგობრობაში.

ინებოს ღმერთმა, დღეს მიმდინარე გლობალურ პოლიტიურ-ეკონომიკურ და კულტურულ პროცესებში ჩვენც ჩვენი თვითმყოფადი სახე შევინარჩუნოთ და საქართველო საქართველოდ დარჩეს.

რა არის სამშობლო, როგორ აღვიქვამთ მას?

ჩვენი სამშობლო არის ჩვენი გენი, ჩვენი ენა, ღვთისა და მოყვასისადმი გამოვლენილი ჩვენი სიყვარული, ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი.

საქართველო არის ჩვენი მოგებული თუ წაგებული ბრძოლები, წინაპართა დადებითი და უარყოფითი თვისებები.

საქართველო არის მტკიცე ოჯახი, ნათესავების თანადგომა და მათი კავშირი;

საქართველო არის ქვეყანა, სადაც მეგობრისთვის თავს სწირავენ და სადაც მეზობელი ოჯახის წევრად არის მიჩნეული; სადაც ნათელ-მირონობა და ძმადნაფიცობა სისხლისმიერ ნათესაობაზე მეტია.

საქართველო ჩვენი უნიკალური ფლორა და ფაუნაა, ჩვენი მთა და ჩვენი ბარია, ჩვენი უდაბნოა, ჩვენი წყალი და ზღვაა.

საქართველო ურღვევია, როგორც კვართი უფლისა!

თითოეული ჩვენგანი ატარებს მას. საქართველო მე ვარ, იგი ჩემშია და მე მასში!

თუმცა, მიუხედავად ასეთი დამოკიდებულებისა, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს სამშობლოზე უზენაესი ღირებულება, - ქვეყნის, მთელი კაცობრიობისა და სამყაროს შემოქმედი, - ყოვლადწმინდა სამება.

დიახ, როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმა გვასწავლის, რომ უპირველესი მცნება არის:

„გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით“ (მარკ. XII, 29-31).

ეს ნიშნავს გვიყვარდეს ღმერთი მთელი შესაძლებლობით, მთელი არსებით ანუ მასზე წინ არავინ და არაფერი არასდროს არ უნდა დავაყენოთ.

„ვისაც მამა ან დედა უყვარს ჩემზე მეტად, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი (მათე 10, 37-39), - ბრძანებს მაცხოვარი.

რატომ არის ასეთი მკაცრი მოთხოვნა?

იმიტომ, რომ თუ ღვთისადმი ჩვენს სიყვარულს სხვა ვინმეს ან რაიმესადმი სიყვარული ჩაენაცვლა, ისეთივე შეცდომა მოგვივა, როგორიც ადამმა და ევამ დაუშვეს სამოთხეში, ანუ ჩვენ ჩვენი ნებით განვაყენებთ თავს შემოქმედისაგან და სულიერად დავიღუპებით, რადგან მის გარეშე არაფრის ქმნა არ ძალგვიძს იგია ვენახი, ხოლო ჩვენ რტონი ვართ (ინ. 15,5).

ღმერთი თვითარსია. იგია სიცოცხლის, სიყვარულისა და სხვა საერთოდ ნებისმიერი სიკეთის სათავე; ყველა სხვა ქმნილება, მათ შორის, ანგელოზები და ადამიანებიც არ არიან თვითარსნი. ისინი მარადიული სიცოცხლისათვის აუცილებლად საჭიროებენ შემოქმედთან მტკიცე კავშირს, რაც მხოლოდ სიყვარულით შეიძლება განხორციელდეს, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს, მშვენივრად განმარტავს იოანე მახარებელი: რადგან - „ღმერთი სიყვარულია, სიყვარულის მკვიდრი ღმერთში მკვიდრობს, ხოლო ღმერთი - მასში“ (I ინ. 4,16), „ვისაც მე ვუყვარვარ, - ამბობს მაცხოვარი, - დაიცავს ჩემს სიტყვას, და მამა ჩემი შეიყვარებს მას, და მივალთ და მასთან დავივანებთ“ (ინ.14,23), ხოლო, ვინაიდან „ღმერთი არავის არასოდეს უხილავს, თუ ერთმანეთი გვიყვარს, ღმერთი ჩვენში მკვიდრობს (I ინ.4,12).

დაცემულმა ანგელოზმა და მისმა მიმყოლმა ძალებმა თავისი ამპარტავნებით ჭეშმარიტი სიყვარული სრულად დაკარგეს, რის შედეგადაც ეს გრძნობა ეგოისტურ ვნებად გადაექცათ. სწორედ ამაშია მათი, და საერთოდ, უღმერთო და ცოდვილი ადამიანების ტრაგედია;

თუ ჭეშმარიტი სიყვარული გაცემას, სხვისთვის მსახურებას და თავგანწირვას გულისხმობს, ეგოისტური სიყვარული საკუთარი მოთხოვნილებებისა და სურვილების დაკმაყოფილებისკენ მიილტვის, რაც სხვა და სხვა ცოდვის მიზეზი ხდება. ეს კი თავისთავად იწვევს ღვთაებრივი სიყვარულის დაშრეტას, სიცოცხლის წყაროსთან კავშირის გაწყვეტას და თვითგანადგურებას.

ჭეშმარიტი სიყვარულისკენ სწრაფვაც და ეგოისტურ ვნებებში დანთქმაც ამქვეყნადვე იწყება. პირველის ბოლო ღმერთთან ერთობაა, მეორისა - ეშმაკთან თანაზიარება; სამწუხაროდ, საზოგადოების დიდი ნაწილი ამას ვერ აცნობიერებს.

საერთოდ, ადამიანი ნეტარებისთვის არის შექმნილი და მისკენ ლტოლვა ჩვენს არსებაშია შთანერგილი. მაგრამ ცოდვით დამძიმებულ პიროვნებას ნეტარებაზეც დამახინჯებული წარმოდგენა აქვს და ცდილობს, ეს მოთხოვნილება მიწიერი საცდურით - სიმდიდრით, პატივით, თანამდებობით, ნარკოტიკებით, სიმთვრალით, მრუშობით და სხვა მრავალი ცოდვით დაიკმაყოფილოს.

თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ამ ყველაფერს წილი არა აქვს ჭეშმარიტ სიყვარულთან; ისინი მხოლოდ დროებით ქმნიან ილუზიურ სამყაროს, რომელიც შემდეგ ქრება და სანაცვლოდ რჩება დაუკმაყოფილებლობის დიდი განცდა, რაც შეიძლება სასოწარკვეთილებად იქცეს.

სწორედ ეს არის სულის ჯოჯოხეთური მდგომარეობა; და თუ ადამიანმა ცოდვითი მიდრეკილებები არ გამოასწორა, იმქვეყნად მის დახმარებას უფალიც ვერ შეძლებს, რადგან ასეთ კაცს ღმერთთან და ღვთაებრივთან ურთიერთობა აღარ ანიჭებს ნეტარებას და სამოთხეში რომც მოხვდეს, კიდევ უფრო დაიტანჯება.

მაგალითისთვის ვიტყვით, რომ თამბაქოს ან ნარკოტიკების მუდმივად მომხმარებელს, საუკეთესო გარემოშიც კი მათ გარეშე ყოფნას, ამ საწამლავის ქონა და თუნდაც ყველაზე მძიმე პირობებში ცხოვრება ურჩევნია. მაშ, განვერიდოთ ცოდვას და ეშმაკის საცდურთ. პავლე მოციქული გვარიგებს:

„არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს. ნუ შეცდებით: ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მემრუშენი, ვერც ჩუკენნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიკვიდრებენ ღვთის სასუფეველს“ (Iკორინ.6, 9-10).

თუმცა იესო ქრისტე ყველასადმი მაინც სიყვარულით არის განმსჭვალული. „ნებსით არა მნებავს სიკვდილი ცოდვილისა, არამედ მოქცევა და ცხონება მისი“, - ბრძანებს იგი.

უფალი ცდილობს განსაცდელით მაინც აუხილოს თვალი ადამიანს. ამიტომაც ის პრობლემები, რაც თითოეულ ჩვენგანს ცხოვრების გზაზე ხვდება, მხოლოდ ღვთის სიყვარულიდან მომდინარეობს და მიზნად ისახავს ჩვენს გამოსწორებას, ჩვენს წინსვლას. „ვინც მიყვარს, მას ვამხილებ და ვწვრთნი, მაშ, ეშურებოდე და შეინანე“, - ამბობს უფალი (გამოცხ. 3,19).

ესეც უნდა ვიცოდეთ: ყველაზე დიდი განსაცდელიც კი, რომელშიც შეიძლება ნებისმიერი პიროვნება ან ქვეყანა აღმოჩნდეს, უმცირესია იმასთან შედარებით, რასაც ის, თავისი სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე, იმსახურებს.

ამიტომ ქრისტიანი თუნდაც პატიმარი იყოს, ან დევნილი, ან მძიმედ სნეული, თუნდაც შვილმკვდარი მშობელი, ყოველდღიურ ლოცვებში ამბობს: „გმადლობ შენ, წმიდაო სამებაო, რამეთუ მრავლისა სახიერებისა და სულგრძელებისა შენისათვის, არა თანაწარმწყმიდე უსჯულოებათა შინა ჩემთა, არამედ ჩვეულებისამებრ კაცთმოყვარე მექმენ მე...“

მსურს, ციხესთან დაკავშირებულ პრობლემებს შევეხო ზოგადად.

პატიმრობა ადამიანისთვის ერთ-ერთი მძიმე სასჯელია. სამწუხაროდ, საქართველოში ასეთ მდგომარეობაში მრავალნი იმყოფებიან, რაც ისედაც მცირერიცხოვან ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებაზე, რა თქმა უნდა, უარყოფით გავლენას ახდენს. ამას ემატება ისიც, რომ საპყრობილეში არსებულ მძიმე პირობებს ქვეყნის სოციალური გაჭირვება კიდევ უფრო აუტანელს ხდის. ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში ციხე პატიმრის გამოსწორებას ისახავს მიზნად. ჩვენთან კი, ჯერ-ჯერობით, ეს ვერ ხორციელდება. ვითარებას ისიც ართულებს, რომ შედარებით მსუბუქი და უკიდურესად მძიმე დანაშაულის მქონე ადამიანები ერთად იხდიან სასჯელს.

ჩვენ ადრეც ვწერდით და კვლავაც ვიმეორებთ, რომ სასურველია, მცირე დანაშაულის მქონე პირების განცალკევება და შედარებით მსუბუქ რეჟიმში ან მიმაგრებაში გადაყვანა, რათა მათ დასაქმების საშუალებაც ჰქონდეთ და ოჯახთან კავშირიც შეინარჩუნონ.

ეს, ალბათ, მომავლის საქმეა; ამჟამად კი მინდა მივმართო ნებისმიერ პატიმარს, ნებისმიერ გაჭირვებულს, საერთოდ ყველა ადამიანს: თქვენ გყავთ ყოვლისშემძლე, ყოვლისმომცველი, სიკეთის, სიხარულის, მშვიდობის, სიბრძნის, ბედნიერების მომნიჭებელი უერთგულესი თანამდგომი, - შემოქმედი ჩვენი და ღმერთი ჩვენი, რომელიც არასდროს არ მიგატოვებთ.

ჩვენ მხოლოდ უნდა ვისწავლოთ მასთან ურთიერთობა. უნდა ვისწავლოთ მისი ნამდვილი სიყვარული, რომ ჩვენსა და მას შორის დამყარდეს კავშირი და მაშინ ვერავითარი განსაცდელი ვერ მოგვერევა.

მაშ, ჩავიხედოთ ჩვენს გულში, გადავხედოთ ჩვენს განვლილ გზას და გავცეთ პასუხი კითხვას: გვაქვს კი ჭეშმარიტი ერთგულება ღვთისა?! გვაქვს კი განცდა იმისა, რომ არავისზე და არაფერზე არ გავცვლით მის სიყვარულს, და შევძლებთ, პავლე მოციქულის სიტყვების გამეორებას:

„ვერც სიკვდილი, ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზნი, ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო, ვერც მომავალი, ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე, ვერც რაიმე სხვა ქმნილება ვერ განგვაშორებს სიყვარულს ღმრთისას“ (რომ.8. 38-39).

თუ ასეთი სარწმუნოება გვაქვს, ნეტარება ჩვენ!

და თუ არა, ვეცადოთ, დღეიდანვე დავიწყოთ ფიქრი და ზრუნვა გამოსწორებისათვის და უფალთან დარღვეული კავშირის აღდგენისათვის. მაშ, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ და გავითავისოთ დარიგება, რომელიც შემოქმედმა პირველად მოსე წინასწარმეტყველის პირით განუცხადა თავის ერს, და ძალისამებრ ჩვენისა, ვეცადოთ აღვასრულოთ იგი:

„ისმინე ისრაელო, და ეცადე შეასრულო, რომ კარგად იყო და დიდად იმრავლო ქვეყანაში...

გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი მთელი შენი გულითა და სულით, მთელი შენი შეძლებით. გულში გქონდეს ეს სიტყვები..., ჩააგონებდე შენს შვილებს და უთხრობდე სახლში ყოფნისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას. შეიბი ნიშნად ხელზე და ტვიფრად შუბლზე. წააწერე სახლის წირთხლებს და კარებს. უფალის, შენი ღმერთის გეშინოდეს და მას ემსახურებოდე“ (II რჯული 6, 3-9,13).

წინასწარმეტყველთა და წმინდანთა ცხოვრება თვალსაჩინო დადასტურებაა ღვთისადმი თავდადებული სიყვარულისა. გავიხსენოთ თუნდაც მამამთავარი აბრაამი, რომელიც სწორედ იმიტომ იქნა გამორჩეული, რომ მან მთელი გულით შეიყვარა შემოქმედი და არაერთხელ დაადასტურა ეს თავისი ცხოვრებით: უფალზე მინდობილმა დატოვა სამშობლო, ნათესავები და გაემართა ღვთისგან მითითებულ სრულიად უცხო ქვეყანაში, სადაც მრავალი განსაცდელი გამოიარა. იგი წლების განმავლობაში უდრტვინველად, რწმენითა და სასოებით ითმენდა უშვილობასაც, რაც ებრაელთა შორის ღვთის სასჯელად ითვლებოდა, ხოლო როცა, მას მოხუცებულობაში აღთქმული ძე შეეძინა, ღვთის მოთხოვნის შესაბამისად, უყოყმანოდ მიიყვანა იგი უფლის სამსხვერპლოდ. ღმერთმა მისი მორჩილება და რწმენა შეიწირა, ისააკს სიცოცხლე შეუნარჩუნა და, აბრაამის მადლით, ებრაელთა ერთ-ერთ მამათმთავრად ჰყო იგი.

ღვთისადმი ასეთი ერთგულებისა და სიყვარულისათვის კი თავად აბრაამი უფალმა ხალხების მამად გამოირჩია და დიდად განამრავლა.

როცა ისრაელიანთა ერი აბრაამისა და სხვა წინასწარმეტყველთა მიერ ნაქადაგები ღვთის გზით მიდიოდა, ყოველთვის იმარჯვებდა და ბედნიერი იყო, ხოლო როდესაც შემოქმედს ეურჩებოდა, სხვა და სხვა განსაცდელში ვარდებოდა.

ღმერთი კვლავაც ასე წვრთნის თავის სამწყსოს, - ახალ ისრაელს, ქრისტიანებს, როგორც წმიდა მამები უწოდებენ, და ეს ჩვენს ისტორიაშიც ნათლად გამოვლინდა.

მაშ, გულით შევიყვაროთ უფალი და დავიცვათ მისი მცნებები, რათა ღმერთმაც შეგვიყვაროს და „რჩეულ ერად“ გამოგვაჩინოს. „მოახლოვდა ძილისაგან ჩვენი გამოფხიზლების ჟამი... ახლა უფრო ახლოა ჩვენთან ხსნა... განვიშოროთ ბნელის საქმენი და შევიმოსოთ ნათლის საჭურველი“ (რომ.13, 11-12).

აღივსენით სასოებით, არ შეუშინდეთ სირთულეებსა და განსაცდელს, ბოროტება დათრგუნულია, მას სძლია ბეთლემში შობილმა მაცხოვარმა.

ღმერთს ებარებოდეთ!

იხარეთ ორსავე სოფელსა შინა.

ილია II

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი

შობა ქრისტესი

თბილისი, 2008 წ.

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Jan 10 2008, 03:12 PM

ეს ვიდეოა და თუ გინდათ გადაწერეთ smile.gif
http://iveria-tv.ge/images/films/SASCHOBAO%20KHADAGEBA.wmv

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 10 2008, 03:30 PM

შოთაძე
ნათია
marine



დიდი მადლობა ყურედღებისთვის, გაიხარეთ, კარგები ხართ ძალიან.

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Jan 22 2008, 11:40 PM

ყველას, ყველას, ყველას
ვისაც შეგიძლიათ იქნებ დამეხმაროთ და ფორუმის უახლესი ვერსია რომელიც გადაქართულებული აქვს ყველაფერი ადმინ პანელიც, საიდან შეიძლება რომ გადმოვწერო?
დამეხმარეთsad.gif

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jan 23 2008, 05:32 PM

შოთაძე

ციტატა
ადმინ პანელიც

ადმინ პანელი ჯერ არავის გადაუქართულებია.
და IPB2.2.2.-ის ქართულ პაკეტს მოგცემ თუ გინდა...

პოსტის ავტორი: di_onise თარიღი: Jan 24 2008, 10:29 PM

აუ ხალხო დესკტოპს ვიდეო რო გადავუღო მაგის პროგრამა თუ გაქვთ მომაწოდეთ გთხოვთ დღესვე. ძაან მჭირდება

წინასწარ დიიიდი მადლობა smile.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jan 25 2008, 12:19 AM

ე.ი. ეხლა მე რა მინდა...
რეფერატი ფინანსურ მენეჯმენტში, კორპორატიული მართვის ფინანსური ასპექტები, ან რისკები და დაზღვევა ინვესტიციების განხორციელებისას, ან კაპიტალის მართვაზე რამე რეფერატი

გთხოვთ თუ ვინმეს გაქვთ მსგავსი რეფერატი მომაწოდეთ რა... 2kiss.gif



პოსტის ავტორი: მათველა თარიღი: Jan 29 2008, 05:37 PM

კარგო ადამიანებო,
თქვენთან ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თხოვნა მაქვს...


წელს მიწევს ჩაბარება და
ვერ გადავწყვიტე სად ,

დარწმუნებული ვარ ,
შეგიძლიათ მირჩიოთ რამე ისეთი ,
სად ჩავაბარო ...

უბრალოდ მირჩეით მაინც
რამე ნორმალური ,
მისაღები და სასარგებლო..

არ აქვს მნიშვნელობა სად იქნება,

რომელუნივერსიტეტში და არც დიდად ამბიციურზე მაქვს პრეტენზია...


იმედი მაქვს დამეხმარებით -

რაც არ უნდა იყოს მაინც მითხარით .

ძალიან გამახარებთ

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jan 29 2008, 05:45 PM

მათველა
smile.gif ის მაინც გვითხარი, სკოლაში რომელი საგნები გიყვარს მეტად, ან გეხერხება.
ჰუმანიტარულები თუ ტექნიკური საგნები? smile.gif

პოსტის ავტორი: მათველა თარიღი: Jan 29 2008, 05:58 PM

smile.gif

ცოტა ისე გამომდის რო ვთქვა, მაგრამ ''მეხერხებაზე''
არააა ( (

ასე თუ ისე ყველაფერი მეხერება
და მიადვილდება ,
არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება,

რავიცი რას მეტყვით .-

თქვენი იმედი მაქვს , იქნებ რამე ისეთი გავიგონო



თუნდაც ეროვნული რაიმე



( ოღონდ არა მასობრივი -
ჯურნალისტიკა, ბიზნესი , იურიდიული, და მასეთები არა: )

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Jan 29 2008, 06:02 PM

მათველა

ისტორიულზე, გეოგრაფიულზე, სასულიერო აკადემია, ტურიზმი, საავიაციოც, ბევრია ეგრე მარა კველგან ხო ვერ ჩააბარებ?

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jan 29 2008, 06:56 PM

ჩემი თხოვნა ყურად არავინ იღო? biggrin.gif

ციტატა

ე.ი. ეხლა მე რა მინდა...
რეფერატი ფინანსურ მენეჯმენტში, კორპორატიული მართვის ფინანსური ასპექტები, ან რისკები და დაზღვევა ინვესტიციების განხორციელებისას, ან კაპიტალის მართვაზე რამე რეფერატი

გთხოვთ თუ ვინმეს გაქვთ მსგავსი რეფერატი მომაწოდეთ რა... 2kiss.gif



პოსტის ავტორი: di_onise თარიღი: Jan 29 2008, 07:20 PM

მათველა

მე გირჩევდი რომ თუ ცოტა მაინც გეხერხება, ტექნიკურ საგნებზე ჩააბარო.
თუნდაც მათემატიკა ან ინფორმატიკა.
ეკონომიური მართლა საშინელებაა. ყველი მეორე "ეკონომისტია"

იგივეა იურიდიულზეც.
ჩვენტან კიდე მოხვედრაც ადვილია, და თავიდან თუ ცოტა ივაჟკაცე ოთხი წელი დარჩები. თან ცოტა ხალხია აქ smile.gif

ნათია

დიდი სიამოვნებით დაგეხმარებოდი ამრა ვერ ვიტან ეგეთ რაღაცეებს biggrin.gif

პოსტის ავტორი: nuca_ge თარიღი: Jan 29 2008, 07:27 PM

ციტატა(მათველა @ Jan 29 2008, 05:37 PM) *

კარგო ადამიანებო,
თქვენთან ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თხოვნა მაქვს...
წელს მიწევს ჩაბარება და
ვერ გადავწყვიტე სად ,

დარწმუნებული ვარ ,
შეგიძლიათ მირჩიოთ რამე ისეთი ,
სად ჩავაბარო ...

უბრალოდ მირჩეით მაინც
რამე ნორმალური ,
მისაღები და სასარგებლო..

არ აქვს მნიშვნელობა სად იქნება,

რომელუნივერსიტეტში და არც დიდად ამბიციურზე მაქვს პრეტენზია...
იმედი მაქვს დამეხმარებით -

რაც არ უნდა იყოს მაინც მითხარით .

ძალიან გამახარებთ



ჩააბარე დიპლომატიურზე . . . ეხ ეხლა შენი ასაკის ვიყო უეჭველი ჩავაბარებდი !!!!!!! smile.gif smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: piligrimi თარიღი: Jan 30 2008, 03:08 PM

ციტატა(ნათია @ Jan 29 2008, 06:56 PM) *

ჩემი თხოვნა ყურად არავინ იღო? biggrin.gif



ნათ, გამზადებული რეფერატით ვერა მაგრამ, რაიმე მასალებს მოგაწოდებ თუ გინდა, უფრო სწორად ხვალ გავიგებ ჩემთან თუ არის რამე ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში......
მე ახლა ზოგად მენეჯმენტს ვსწავლობ, ფინანსურს მგონი მეორე კურსზე ვიწყებ sad.gif

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Jan 30 2008, 09:58 PM

ამ ვიდეოში რომ ლექსია ის ლექსო ხომ არ გაქვთ? აუდიო ვერსია მინდა rolleyes.gif http://www.myvideo.ge/?video_id=116492

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Jan 30 2008, 10:03 PM

ციტატა(მათველა @ Jan 29 2008, 02:58 PM) *

smile.gif

ცოტა ისე გამომდის რო ვთქვა, მაგრამ ''მეხერხებაზე''
არააა ( (

ასე თუ ისე ყველაფერი მეხერება
და მიადვილდება ,
არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება,

რავიცი რას მეტყვით .-

თქვენი იმედი მაქვს , იქნებ რამე ისეთი გავიგონო
თუნდაც ეროვნული რაიმე

( ოღონდ არა მასობრივი -
ჯურნალისტიკა, ბიზნესი , იურიდიული, და მასეთები არა: )


ისა და სამედიცინო არ გინდა rolleyes.gif ბლაგაროდნოე ძელა smile.gif


პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Jan 31 2008, 02:36 AM

ძალიან გთხოვთ ყველას ვინც იცით იქნებ მითხრათ PDF ფორმატში როგორ შევქმნა ტექსტები? ძალიან მჭირდება რა, ან რა პროგრამით ხდება , იქნებ წოტა ამიხნათ და მერე მოუხერხებ რაღაცას smile.gif
წინასწარ მადლობთ

პოსტის ავტორი: maZiebeli თარიღი: Feb 1 2008, 09:29 PM

შოთაძე

ციტატა
ძალიან გთხოვთ ყველას ვინც იცით იქნებ მითხრათ PDF ფორმატში როგორ შევქმნა ტექსტები? ძალიან მჭირდება რა, ან რა პროგრამით ხდება , იქნებ წოტა ამიხნათ და მერე მოუხერხებ რაღაცას
წინასწარ მადლობთ


პროგრამა აქაა:
http://www.file.ge/?p=5728#more-5728

ამასაც თუ გადახედავ, ბევრი წერს და მარტივად გაიგებ:
http://forum.ge/?f=32&showtopic=33732280&st=0

პოსტის ავტორი: მათველა თარიღი: Feb 3 2008, 09:04 PM

ეჰ...
(
მაინც ვერ ...

გმადლობთ ყველას, რომ მირჩეით . გაიხარეთ

პოსტის ავტორი: aia თარიღი: Feb 3 2008, 10:07 PM

როცა ამ შეკითხვას დამისვამენ, მე ყოველთვის ყველას სასულიეროს ვურჩევ! მიუხედავად იმისა რომ იქ არ ვსწავლობ.(არ ჩამაბარებინეს და აუხდენელ ოცნებად დამრჩა).

პოსტის ავტორი: di_onise თარიღი: Feb 3 2008, 10:22 PM

მათველა

როგორც ხედავ, ყველა იმას გირჩევს სადაც თვითონაა biggrin.gif

გასაგებიცაა, ყველა იქ ვსწავლობთ რაც საუკეთესოდ მიგვაჩნია, ასე რომ არჩევანი მაინც შენ თვითონ უნდა გააკეთო smile.gif

პოსტის ავტორი: aia თარიღი: Feb 3 2008, 10:29 PM

არა, მე არ ვსწავლობ სასულიეროში, და არც საუკეთესოდ მიმაჩნია სადაც ვცწავლობ(ი.ჭავჭავაძის სახელმწიფო უნ.))მაგრამ ჯავახიშვილსაც მილიონჯერ მირჩევნია სასულიერო!!!!!!!!!!!ყოველთვის ასე ვფიქრობდი........

პოსტის ავტორი: di_onise თარიღი: Feb 3 2008, 10:30 PM

aia

სასულიერო სულ სხვა თემაა,

აქ ჩვეულებრივ უნივერსიტეტებზე და სპეციალობაზე ვლაპარაკობდით smile.gif

პოსტის ავტორი: aia თარიღი: Feb 3 2008, 11:45 PM

შეიძლება მართალი ხართ და სხვა თემაა მაგრამ ხომ ითვლება როგორც სასწავლებელი? კარგი სწავლა მხოლოდ მანდაა სადაც არც ჩაწყობაა და გულით და მონდომებით ნამდვილად სწავლობენ.საერო კი...საერთო ჯამში ალბათ მართალი ხართ. smile.gif მე ჩემი შეხედულებიდან გამომდინარე ვურჩიე... smile.gif

პოსტის ავტორი: piligrimi თარიღი: Feb 5 2008, 02:03 AM

ე. მ. გოლდრატის "შეზღუდვების თეორია" მჭირდება და ვინმეს ხომ არ მოგეპოვებათ, ან ხომ არ იცით ზუსტად სად შეიძლება ვნახო?? ან რას შეეხება საერთოდ, მე წარმოდგენა არ მაქვს smile.gif

ძან სტრაანნი თხოვნაა ხომ??? ვიცი მაგრამ მაინც ცდად ღირს რა smile.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 5 2008, 02:41 AM

piligrimi
http://en.wikipedia.org/wiki/Theory_of_Constraints ამ თეორიის შემქმნელია http://en.wikipedia.org/wiki/Eliyahu_M._Goldratt .
ეს ლინკები ვიკიპედიაზეა და იქ დევს რაღაც ინფორმაცია ინგლისურად. არ წამიკითხავს თეორია რაში მდგომარეობს smile.gif

პოსტის ავტორი: piligrimi თარიღი: Feb 5 2008, 12:27 PM

ციტატა(k@the @ Feb 5 2008, 02:41 AM) *

piligrimi
http://en.wikipedia.org/wiki/Theory_of_Constraints ამ თეორიის შემქმნელია http://en.wikipedia.org/wiki/Eliyahu_M._Goldratt .
ეს ლინკები ვიკიპედიაზეა და იქ დევს რაღაც ინფორმაცია ინგლისურად. არ წამიკითხავს თეორია რაში მდგომარეობს smile.gif



ხო დიდი მადლობა, მეც გავარკვიე რაღაცეები, ებრაელი ფიზიკოსი ყოფილა და ეს თეორია ზოგად ორგანიზაციულ მენეჯმენტს ეხება, რომრლიც სხვადასხვა დარგებში გამოიყენება, ძირითადად ბიზნესში რავი მეტი ვერაფერი
ძირითადად წიგნებად არის ყველგან და თვითონ თეორია არსად არ დევს. sad.gif მითუმეტეს ქართული ვერსია კი არც არსებობს მგონი...........

ასე რომ მადლობააააა smile.gif)

პოსტის ავტორი: მათველა თარიღი: Feb 9 2008, 08:58 PM

თხოვნა ისევ იგივე მაქვს : )



და კიდე ძალიან კარგი იქნება , თუ ვინმემ იცით,
ამის გადმოწერა როგორ შეიძლება ,

ძალიან საინტერესო ფილმია - ხატმწერზეა

http://avaxsphere.com/video/genre/drama/rublev2_by_tarkovsky.html




პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Mar 6 2008, 01:46 PM

აუუუუუუ თუ შეგიძლიათ ძალიან გთხოვთ იქნებ myweb.ge ზე geoshcool.myweb.ge ჯი რომ დამირეგისტრიროთ რა უფასო არის და ჩემი კომპიდან ვერ ვარეგისტრირებ და კარგი საიტი მინდა რომ გავაკეთო სკოლებთან დაკავშირებით და პმ ში მომწერეთ რა თუ ვინმე დააპირებს გაკეთებას smile.gif
მადლობთ წინასწარ!!!

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Mar 6 2008, 01:47 PM

ციტატა(შოთაძე @ Mar 6 2008, 01:46 PM) *

აუუუუუუ თუ შეგიძლიათ ძალიან გთხოვთ იქნებ myweb.ge ზე geoshcool.myweb.ge ჯი რომ დამირეგისტრიროთ რა უფასო არის და ჩემი კომპიდან ვერ ვარეგისტრირებ და კარგი საიტი მინდა რომ გავაკეთო
მადლობთ წინასწარ!!!

რეგისტრაციის დროს ანკეტაა შესავსები, მათ შორის ტელეფონის ნომერი, რომელზეც DSL გიყენია. თუ გამომიგზავნი ამ ინფორმაციას, დაგირეგისტრირებ smile.gif

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Mar 6 2008, 01:49 PM

ციტატა(მარიამი @ Mar 6 2008, 12:47 PM) *

რეგისტრაციის დროს ანკეტაა შესავსები, მათ შორის ტელეფონის ნომერი, რომელზეც DSL გიყენია. თუ გამომიგზავნი ამ ინფორმაციას, დაგირეგისტრირებ smile.gif

ვიცი როგორც უნდა მაგრამ აღებული მაქვს უკვე და მაგიტომ მეტს ვეღარ ვარეგისტრირებ sad.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Mar 6 2008, 01:53 PM

ციტატა(შოთაძე @ Mar 6 2008, 01:49 PM) *

ვიცი როგორც უნდა მაგრამ აღებული მაქვს უკვე და მაგიტომ მეტს ვეღარ ვარეგისტრირებ sad.gif

ააა, მეც აღებული მაქვს აბა sad.gif მეტს მეც ვერ დავარეგისტრირებ ჩემს სახელზე.

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Mar 6 2008, 01:54 PM

ციტატა(მარიამი @ Mar 6 2008, 12:53 PM) *

ააა, მეც აღებული მაქვს აბა sad.gif მეტს მეც ვერ დავარეგისტრირებ ჩემს სახელზე.

გაიხარე 2kiss.gif არაუშავს იმედია სხვა შეძლებს და დამეხმარებიან rolleyes.gif

პოსტის ავტორი: ilia-giorgi თარიღი: Mar 13 2008, 05:08 PM

მინდა "სინანულის კანონი", გთხოვთ დამეხმაროთ!

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Mar 13 2008, 05:31 PM

ilia-giorgi
http://www.orthodoxy.ge/lotsvani/galoba/sinanulis.htm

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Mar 13 2008, 05:59 PM

და კიდევ ერთი (ანდრია კრიტელის): http://www.orthodoxy.ge/lotsvani/galoba/andria_kriteli.htm

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Mar 14 2008, 05:20 PM

უწმინდესის ეს ფოტო მჭირდება დიდ ფორმატში, თუ ვინმეს გაქვს smile.gif

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Mar 15 2008, 01:05 AM

ციტატა(იოანა @ Mar 14 2008, 04:20 PM) *

უწმინდესის ეს ფოტო მჭირდება დიდ ფორმატში, თუ ვინმეს გაქვს smile.gif


არც მე ვიტყოდი უარს biggrin.gif

პოსტის ავტორი: მათველა თარიღი: Mar 30 2008, 04:06 PM

ხალხნო, სადმე დაწერეთ :

მეტროების ამოსასვლელებში და თავშეყრის ადგილებში დგანან ახალგაზრდები
და ყიდიან ნაბეჭდ ე.წ "ხატებს" და ამბობენ : იყიდეთ ეს ხატები და შემოწირეთ ,
ბავშვთა სახლს ვეხმარებითო.
ტყუილია ! ხალხს ატყუებენ , სხვებსაც უთხარით და სადმე გამოაქვეყნეთ



მაგას ჯობია იქვე მყოფ მათხოვრებს დაეხმაროთ

პოსტის ავტორი: ilia003 თარიღი: Apr 3 2008, 01:00 PM

ციტატა
მეტროების ამოსასვლელებში და თავშეყრის ადგილებში დგანან ახალგაზრდებიდა ყიდიან ნაბეჭდ ე.წ "ხატებს" და ამბობენ : იყიდეთ ეს ხატები და შემოწირეთ ,ბავშვთა სახლს ვეხმარებითო.ტყუილია ! ხალხს ატყუებენ , სხვებსაც უთხარით და სადმე გამოაქვეყნეთ

მართალიაააააააააააააა

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Apr 3 2008, 01:10 PM

მათველა
ilia003
მართალია
მეც შემხვდნენ

პოსტის ავტორი: mak თარიღი: Apr 3 2008, 02:30 PM

თუ გაქვთ გალობა,რომელიც იგალობება პეტრე და პავლეს ეკლესიაში, ერთი გოგო გალობს უფალზე ზუსტად არ მახსოვს.წინასწარ დიდი მადლობა.

matvela .. martlac asea samebashi shemxvdnen,ufro iq dganan.ise ar vicodi ...

პოსტის ავტორი: ilia003 თარიღი: Apr 9 2008, 10:22 AM

ვინმემ ხო არ იცით ისეთი საიტი სადაც იქნება გერბები საქართველოს თავად აზნაურევის,თუ ვინმე მოკრავთ თვალს ინტერნეტსში გთხოვთ მომწეროთ type.gif type.gif type.gif bye1.gif

პოსტის ავტორი: admin თარიღი: Apr 9 2008, 10:53 AM

ilia003
http://geogen.ge/ ამას გადახედე, იქნებ გამოგადგეს smile.gif

პოსტის ავტორი: ilia003 თარიღი: Apr 9 2008, 11:24 AM

ციტატა
http://geogen.ge/ ამას გადახედე, იქნებ გამოგადგეს

მადლობთ ბატონო ადმინ რო შეწუხდით მაგრამ რასაც მე ვეძეფ არ აირს მე მინდა გერბი ჩემი გვარის
thumbs.gif

ისე აქვე რაც წაიგეთ იქნებ დამიბრუნოთ???ან გაკეთებული ან ისე მაინც მაღირსეbiggrin.gif:D:D:D

პოსტის ავტორი: admin თარიღი: Apr 9 2008, 11:37 AM

ციტატა
ისე აქვე რაც წაიგეთ იქნებ დამიბრუნოთ???ან გაკეთებული ან ისე მაინც მაღირსეbiggrin.gif:D:D:D


თუ მოვახერხე შაბათს მოსვლა აუცილებლად მოვიტან, ისე ეს მაგალითი უნდა იყოს, რომ მეორეჯერ არაფერი გამატანოთ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ilia003 თარიღი: Apr 9 2008, 11:43 AM

ციტატა
თუ მოვახერხე შაბათს მოსვლა აუცილებლად მოვიტან, ისე ეს მაგალითი უნდა იყოს, რომ მეორეჯერ არაფერი გამატანოთ

ეგრე კი არა უნდა თქვა კიდე გამატანეთო რო რაც შემიძლია იმითი გემსახუროთო

პოსტის ავტორი: di_onise თარიღი: Apr 9 2008, 02:47 PM

myvideo-დან გადმოსაწერი პროგრამა მინდა.

ოღონდ მუშა smile.gif

პოსტის ავტორი: miss sevda თარიღი: Apr 9 2008, 03:11 PM

დიონისე მე გასწავლი მაივიდეოდან გადმოწერას ისე რომ პროგრამა არ დაგჭირდეს. 100% იანი რომაა თან ისე smile.gif ოღონდ სად გასწავლო მითხარი პირადში მოგწერო? მაივიდეოს ადმინობამ რომ გაიგოს როგორ ვიწერ შეიძლება რაღაც ისე გააკეთონ რომ ვეღარ გადმოვწერო ხო გესმის rolleyes.gif laugh.gif


დიონისე მე გასწავლი მაივიდეოდან გადმოწერას ისე რომ პროგრამა არ დაგჭირდეს. 100% იანი რომაა თან ისე smile.gif ოღონდ სად გასწავლო მითხარი პირადში მოგწერო? მაივიდეოს ადმინობამ რომ გაიგოს როგორ ვიწერ შეიძლება რაღაც ისე გააკეთონ რომ ვეღარ გადმოვწერო ხო გესმის rolleyes.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Apr 9 2008, 04:29 PM

di_onise

ციტატა
myvideo-დან გადმოსაწერი პროგრამა მინდა.

ოღონდ მუშა smile.gif

http://vidget.adjara.ge

პოსტის ავტორი: miss sevda თარიღი: Apr 9 2008, 04:36 PM

ციტატა(შოთაძე @ Apr 9 2008, 04:29 PM) *

di_onise

http://vidget.adjara.ge






ჩემო კარგო 4 ლინკი დავაკოპირე და არცერთზე არ მომცა გადმოწერა laugh.gif
თუ გინდა ისწავლო მართლა გადმოწერა მომწერე და არ დაგზარდები, დიონისეს ვასწავლე rolleyes.gif
თუ ვინმეს გინდათ კიდე გასწავლით rolleyes.gif

პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: Apr 9 2008, 05:54 PM

უკვე მეორედ ვთხოვე ადმინს ფორუმული სახელის შეცვლა და პასუხი არ მიმიღია

პოსტის ავტორი: piligrimi თარიღი: Apr 9 2008, 06:33 PM

ციტატა(misdevs mela loms @ Apr 9 2008, 06:54 PM) *

უკვე მეორედ ვთხოვე ადმინს ფორუმული სახელის შეცვლა და პასუხი არ მიმიღია



გილოცავ.
მგოსნი შენი თხოვნა უკვე გაითვალისწინესsmile.gif
ძლივს გიცანი ვინ იყავი ახალი ნიკით smile.gif

პოსტის ავტორი: Nanio თარიღი: Apr 9 2008, 07:07 PM

piligrimi

ციტატა
გილოცავ.მგოსნი შენი თხოვნა უკვე გაითვალისწინესძლივს გიცანი ვინ იყავი ახალი ნიკით

გაიხარე wink.gif

მადლობა ადმინს wink.gif

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Apr 12 2008, 06:08 PM

ვინმემ მასწავლოს ორ სკაიპში ერთდროულად როგორ შევიდე?
თუ შეიძლება biggrin.gif

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Apr 12 2008, 06:56 PM

m16

http://by.myweb.ge/index/?p=32#more-32

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Apr 12 2008, 07:10 PM

შოთაძე
მადლობsmile.gif

შოთაძე
მადლობsmile.gif

პოსტის ავტორი: zedela თარიღი: Apr 15 2008, 01:47 AM

მე მაქვს პატარა პროგრამა..დაყენებაც კი არ უნდა..ეგრევე გახსნის მეორე სკაიპს..თუ გინდათ გამოგიგზავნითsmile.gif

პოსტის ავტორი: ilia003 თარიღი: Apr 15 2008, 11:53 AM

http://files.ge/file/222717/2skaipis-gasaketebeli-programa-avi.html
ეს არის ვიდეო თუ როგორ უნდა შეხვიდე ორი ნიკით სკაიპში

პოსტის ავტორი: skilleta თარიღი: May 2 2008, 08:19 PM

დამეხმარეთ რა თქუენ გეცოდინებათ
ეს ფილმი ვინმეს თუ გაქვთ იქნებ ამიტვირთოთ ან თუ რომელიმე საიტზე დევს მითრათ რა
წინასწარ მადლობა

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: May 2 2008, 08:27 PM

მე მაქვს, მაგრამ 5 GB ის ამტვირთველი ნამდვილად არ ვარ smile.gif

პ.ს თემა გადატანილია შესაბამის განყოფილებაში...

პოსტის ავტორი: skilleta თარიღი: May 2 2008, 08:28 PM

თათარაშვილი
ხოოოო
და რამე სიატზე არ დევს?

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: May 2 2008, 08:34 PM

skilleta

ციტატა
და რამე სიატზე არ დევს?

სამწუხაროდ არ ვიცი :|

პოსტის ავტორი: skilleta თარიღი: May 2 2008, 08:35 PM

ცუდიაა
sad.gifsad.gif
აბა შენ საიდან გაქვს ეგ ფილმი?

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: May 2 2008, 08:39 PM

ციტატა(skilleta @ May 2 2008, 07:35 PM) *

ცუდიაა
sad.gifsad.gif
აბა შენ საიდან გაქვს ეგ ფილმი?


მე DVD დისდკზე მათხოვეს.. და ჩავიწერე... smile.gif

პოსტის ავტორი: skilleta თარიღი: May 2 2008, 08:41 PM

თათარაშვილი
ოკ

პოსტის ავტორი: di_onise თარიღი: May 2 2008, 09:09 PM

თათარაშვილი

კაი ფილმია? smile.gif

ფორმატი შეუცვალე და ატვირთე პატარა გამოვა

პოსტის ავტორი: skilleta თარიღი: May 2 2008, 09:15 PM

ციტატა(di_onise @ May 2 2008, 10:09 PM) *

თათარაშვილი

კაი ფილმია? smile.gif

ფორმატი შეუცვალე და ატვირთე პატარა გამოვა

ან რო დაანაწილოს და 3 ნაწილად ატვირთოს რავი აბა მგონი კაი იქნება
ხარისხის შეცვლა არ გინდა
პატყარა ნაწყვეტი ამქვს ამ ფილმიდან და მაგარი კაი ხარისხია და მაგარი გატეხავს ხარისხი რო დაუკლო

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: May 2 2008, 09:16 PM

ციტატა

ფორმატი შეუცვალე და ატვირთე პატარა გამოვა

რა მორიდებული ხარ laugh.gif

პოსტის ავტორი: di_onise თარიღი: May 2 2008, 09:21 PM

skilleta

5 გბ პრობლემა იქნება მაინც

არ გაფუჭდება ძაან smile.gif


mari touchet

რა გინდა? tongue.gif

პოსტის ავტორი: kmunebi თარიღი: May 3 2008, 01:46 AM

აუუუუუუუუუუ.... მაგრად მაინტერესებს... sad.gif

პოსტის ავტორი: xatuna თარიღი: May 3 2008, 01:51 AM

ეს მხოლოდ ნაწყვეტია დავით გიორგობიანის ფილმიდან smile.gif ტუ ვახე კიდევ სადმე აუცილებლად დავდებ.

http://share.boom.ge/?d=8E903D6E1

პოსტის ავტორი: skilleta თარიღი: May 3 2008, 02:01 AM

ციტატა(xatuna @ May 3 2008, 02:51 AM) *

ეს მხოლოდ ნაწყვეტია დავით გიორგობიანის ფილმიდან smile.gif ტუ ვახე კიდევ სადმე აუცილებლად დავდებ.

http://share.boom.ge/?d=8E903D6E1

ზუსტად ამ ნაწყვეტის ყურების შემდეგ მომინდა ამ ფილმის პოვნა მაგრამ სადაა
პოვნა და კაი ცხოვრება sad.gif sad.gif sad.gif

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: May 3 2008, 02:23 AM

skilleta
http://udardela.com/2008/02/08/bbbbbbbbbbbb-bbbbbbbbbb.html შედი დარეგისტრირდი და მგონი ის ფილმია შენ რომელსაც ეძებ, ისე ვერ უყურებ თუ არ დარეგისტრირდი, ესეც გიორგობიანის ფილმია და მირონმდინარე ხატებზეა და სასწაულებზე.

პოსტის ავტორი: skilleta თარიღი: May 3 2008, 12:06 PM

შოთაძე
სპასიბა ჯიგარი ხარ

პოსტის ავტორი: სარდიონ თარიღი: May 3 2008, 01:12 PM

შოთაძე
ნაზარცვის კვალდაკვალ-ეგაა?
სხვა არაფერი წერია.

მაგარი რთული პროცედურა უნდა გაიარო რომ დარეგისტრირდე მაგრამ ალბატ გირს , ეხლა დივ ხ პლეიერი გადმოტვირტეო და კაროჩე რა...

პოსტის ავტორი: ქეთუ თარიღი: May 3 2008, 02:05 PM

სარდიონ
კორექტულად... გთხოვთ
smile.gif

პოსტის ავტორი: ილია თარიღი: May 3 2008, 02:25 PM

ციტატა
მე მაქვს, მაგრამ 5 GB ის ამტვირთველი ნამდვილად არ ვარ

პ.ს თემა გადატანილია შესაბამის განყოფილებაში...


რო დაარქივო და ნელნელა ატვირთო არგამოვა??? თუ გეზარება? smile.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: zedela თარიღი: May 3 2008, 02:45 PM

მე არაფერი არ გადმომაწერინა

პოსტის ავტორი: სარდიონ თარიღი: May 3 2008, 03:07 PM

არ გაწერიებს, ადგილზე უნდა უყურო.

პოსტის ავტორი: კავკასიელი თარიღი: May 3 2008, 05:27 PM

ციტატა(თათარაშვილი @ May 2 2008, 08:27 PM) *

მე მაქვს, მაგრამ 5 GB ის ამტვირთველი ნამდვილად არ ვარ smile.gif

პ.ს თემა გადატანილია შესაბამის განყოფილებაში...


http://alldrives.ge/ აქ ატვირთე თუ არ დაგეზარება

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: May 3 2008, 10:06 PM

კარგით smile.gif
1) რახან ამდენ ხალხს გინდათ ყურება ამ ფილმის და
2) მართლა ისეთი ფილმია რომ საყურებლად ღირს (ჩემთვის დიდ სიმდიდრეს წარმოადგენს) დავიწყებ ატვირთვას smile.gif....

დრო მომეცით და ავტვირთავ smile.gif

პოსტის ავტორი: skilleta თარიღი: May 3 2008, 10:11 PM

თათარაშვილი
ვააა აი საღოლ ძმაო ჯიგარი ხარ
და დღეს იქნება?

ხო ისა alldrivers.ge აქ თუ ატვირტავ ყველასტვის კარგი იქნება

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: May 3 2008, 10:12 PM

skilleta

დღეს ვერ იქნება ძამი smile.gif


პოსტის ავტორი: skilleta თარიღი: May 3 2008, 10:13 PM

თათარაშვილი
ამკვირაში ხო იქნება უეჭველი?
ხოოდა ეგეც კაი საქმეა
მაგარს გვიჯიგრებ ამ კვირაში თუ მოახერხებ მაგ კაი საქმის გაკეთებას

პოსტის ავტორი: ქეთუ თარიღი: May 3 2008, 10:25 PM

თათარაშვილი
აღიარე ვისი ხათრით ტვირთავ biggrin.gif
ისეთზე რომ მეც გადმოვიწერო, ქართულ სერვერზე არა რა გიგ...

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: May 3 2008, 10:29 PM

ქეთუ

ვაიმე შენ გინდა რომ უცხოურზე ავტვირთო? IPB-ს სურათი
5 GB? IPB-ს სურათი

ნუ დამცინიხარ IPB-ს სურათი

იმას ვფიქრობ ქართულზე შევძლებ თუ არა .. IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: კავკასიელი თარიღი: May 3 2008, 11:39 PM

ციტატა(თათარაშვილი @ May 3 2008, 10:06 PM) *

კარგით smile.gif
1) რახან ამდენ ხალხს გინდათ ყურება ამ ფილმის და
2) მართლა ისეთი ფილმია რომ საყურებლად ღირს (ჩემთვის დიდ სიმდიდრეს წარმოადგენს) დავიწყებ ატვირთვას smile.gif....

დრო მომეცით და ავტვირთავ smile.gif


ჯიგარი ხარ ძმა smile.gif გაიხარე

პოსტის ავტორი: skilleta თარიღი: May 5 2008, 05:02 PM

ხა აბა როდისთვის იდება ეს ფილმი?
მაგარი ველოდები

პოსტის ავტორი: სარდიონ თარიღი: May 5 2008, 08:25 PM

აი აქედან ითრიეთ:
http://4ever.ge/index.php?newsid=433
ცოტა ნელა წერს, სღამოს თუ დატიებ, დილით იქნება.

ნახე რა კომენტარი აქვს:

აღწერა:ეს არის ვიდეოები სასწაულებზე. ამის ნახვის შემდეგ უფრო და უფრო განმტიკდებით რწმენაში და დაიჯერებთ იმას რო ჭეშმარიტი ღმერთი მართლაც არსებობს, ის ხო სწორედ სასწაულების სახით გვევლინება ხოლმე ადამინებს . უყურეთ ამ ვიდეოებს და დატკბით ქრისტიანული სარწმუნოების დიდებულებით.

smile.gif

აქაც დევს:

http://www.nnm.ge/index.php?newsid=133

და აქაც:

http://www.share.clan.su/load/15-1-0-267

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: May 5 2008, 08:33 PM

სარდიონ

გაიხარე smile.gif

ეგ მეორე ფილმია "განცხადებული სასწაულები"...

მორწმუნეთა ურწმუნობა სხვა არის...

მე ვერ ვტვირთავ მაპატიეთ.... არც ერთმა სერვერმა არ მომცა ლინკი, საშინლად მუშოაბს ნეტი ჩემთან.

პოსტის ავტორი: სარდიონ თარიღი: May 5 2008, 08:43 PM

აი კიდო:

http://hop.ge/2008/01/14/ 4321430443214332430443234314430843054312_430743174313432343154308431643224323432
04312_43244312431443154312.html

"მორწმუნეთა ურწმუნობა" -ეგ არვიცი რა არის, გიორგობიანის ფილმი არ უნდა იყოს, რადგან , განცხ,სასწაულებია მაგისი.

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: May 5 2008, 08:50 PM

ციტატა
"მორწმუნეთა ურწმუნობა" -ეგ არვიცი რა არის, გიორგობიანის ფილმი არ უნდა იყოს, რადგან , განცხ,სასწაულებია მაგისი.


4 ფილმად იყოფა მისი ფილმების სერია...

მე 2 მაქვს მხოლოდ:

"განცხადებული სასწაულები"
"მორწმუნეთა ურწმუნოება"

კიდევ არის 2 ფილმი...

პოსტის ავტორი: skilleta თარიღი: May 6 2008, 01:12 AM

ციტატა(სარდიონ @ May 5 2008, 09:25 PM) *

აი აქედან ითრიეთ:
http://4ever.ge/index.php?newsid=433
ცოტა ნელა წერს, სღამოს თუ დატიებ, დილით იქნება.

ნახე რა კომენტარი აქვს:

აღწერა:ეს არის ვიდეოები სასწაულებზე. ამის ნახვის შემდეგ უფრო და უფრო განმტიკდებით რწმენაში და დაიჯერებთ იმას რო ჭეშმარიტი ღმერთი მართლაც არსებობს, ის ხო სწორედ სასწაულების სახით გვევლინება ხოლმე ადამინებს . უყურეთ ამ ვიდეოებს და დატკბით ქრისტიანული სარწმუნოების დიდებულებით.

smile.gif

აქაც დევს:

http://www.nnm.ge/index.php?newsid=133

და აქაც:

http://www.share.clan.su/load/15-1-0-267

ვაა აბა ვნახოთ

პოსტის ავტორი: zedela თარიღი: May 6 2008, 10:46 PM

აუ რაღაც უნდა გთხოვოთ..იქნებ გქონდეთ...

მოკლედ ერთხელ ჩემ დაქალის მობილურში მოვისმინე..და იმას კიდე წაეშალა...
ჩვენი პატრიარქი ლოცულობს და თან ტირის...
იქნე გოქნდეთ ვინმეს...წინასწარ დიდი მადლობაsmile.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: May 7 2008, 02:47 AM

ციტატა(zedela @ May 6 2008, 10:46 PM) *

აუ რაღაც უნდა გთხოვოთ..იქნებ გქონდეთ...

მოკლედ ერთხელ ჩემ დაქალის მობილურში მოვისმინე..და იმას კიდე წაეშალა...
ჩვენი პატრიარქი ლოცულობს და თან ტირის...
იქნე გოქნდეთ ვინმეს...წინასწარ დიდი მადლობაsmile.gif

http://www.link.ge/file/35122/patriarqis-tirili-da-girs-arsi.mp3.html

პოსტის ავტორი: ილია თარიღი: May 7 2008, 11:11 AM

ციტატა
თუ ვინმეს გინდათ კიდე გასწავლით

აუ ნეც მინდა rolleyes.gif

პოსტის ავტორი: di_onise თარიღი: May 7 2008, 03:59 PM

miss sevda

აქ კი არა რამდე ფორუმზე წერია ეს უკვე და ფორუმ.გე-ზეც კია დაწერილი და მგონი არაფერი დაშავდება smile.gif

ვიღებთ ვიდეოს ლინკს მაგალითად

http://www.myvideo.ge/?video_id=168280 (მიყვარს ეს მუსიკა smile.gif )

და გადავაკეთებთ შემდეგნაირად

http://www.myvideo.ge/flv/17/168280.flv



ამ შემთხვევაში გაწითლებულ ადგილზე რიცხვი 17 უნდა, მარა სხვადასხვა ვიდეოებზე სხვადასხვა მიდის.

1 = [0 - 9 999]
2 = [10 000 - 19 999]
3 = [20 000 - 29 999]
......

14 = [130 000 - 139 999]
15 = [140 000 - 149 999]
16 = [150 000 - 159 999]
.......


ანუ 168280 - ამ ნომრის მიხედვით უნდა ჩავწეროთ ეგ რიცხვი.


ოღონდ მაგაზე დაწოლით არ შვება, adress bar-ში გადააკოპირეთ და იზავს a075.gif

ილია
თუ ვერ გაიგე (დიდი შანსია biggrin.gif )

სკაიპში გეტყვი მერე smile.gif

პოსტის ავტორი: ekato თარიღი: May 7 2008, 08:18 PM

di_onise
ახსნის შესანიშნავი ნიჭი გაქ tongue.gif biggrin.gif

პ.ს. ვერაფერიც ვერ გავიგე tongue.gif
არა, მე კი არ მჭირდება ეგ რაღაც, პროგრამა მაქ და უპრობლემოდ ვიწერ, მარა ვისაც ჭირდება ნეტა გაიგო რამე? rolleyes.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: May 7 2008, 09:20 PM

di_onise
რაღა დაგიმალოთ და ვერც მე გავიგე biggrin.gif

ისე, თუ ილია მიხვდება, მის იმედად ვიქნები, მაგრამ თუ ვერც მან გაიგო?..IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: di_onise თარიღი: May 7 2008, 09:29 PM

laugh.gif

ციტატა
პროგრამა მაქ და უპრობლემოდ ვიწერ,

მაგ შენმა პროგრამამ წესივრად არცერთი არ გადმომიწერა tongue.gif


ანუ, ლინკი უნდა შეცვალო და ეგ შეცვლილი ლინკი უნდა ჩაწერო ბრაუზერში

და როგორ უნდა შეცვალო მანდ დავწერე.
ეგ ვერ გაიგეთ? smile.gif

?video_id= <<--- ამის მაგივრად /flv/რიცხვი/....... ეს უნდა ჩაწერო. ვიდეოს id იგივე რჩება. ხოლო რომელი რიცხვი უნდა ჩაწერო მანდ ეგ დამოკიდებულია ვიდეოს ნომერზე. ეგ ნომერი კიდე

1 = [0 - 9 999]
2 = [10 000 - 19 999]
3 = [20 000 - 29 999]
......

14 = [130 000 - 139 999]
15 = [140 000 - 149 999]
16 = [150 000 - 159 999]
.......

ამის მიხედვით უნდა დაადგინო


კიდე გაუგებარია? biggrin.gif

თუ კი, ლინკი დამიდეთ რომელი ვიდეო გინდათ და გამოგიგზავნით tongue.gif

პოსტის ავტორი: ილია თარიღი: May 7 2008, 10:54 PM

di_onise
ვერეაფერი ვერ გავიგე biggrin.gif

პოსტის ავტორი: ekato თარიღი: May 7 2008, 11:09 PM

ციტატა(ილია @ May 7 2008, 10:54 PM) *

di_onise
ვერეაფერი ვერ გავიგე biggrin.gif

ესეც მე ვარ? laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: May 7 2008, 11:11 PM

მე გავიგე biggrin.gif ოღონდ მართლა smile.gif

ალბათ დიონისეს ფაკულტეტი რომ მაქვს დამთავრებული იმიტომ, ერთ ენაზე ვმეტყველებთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: May 7 2008, 11:28 PM

ვაა იმედაა, გადმოვიწერეეე
რა მაგარი რამეა cocxali.gif

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: May 7 2008, 11:33 PM

di_onise

ციტატა
1 = [0 - 9 999]
2 = [10 000 - 19 999]
3 = [20 000 - 29 999]
......

14 = [130 000 - 139 999]
15 = [140 000 - 149 999]
16 = [150 000 - 159 999]
.......

ამის მიხედვით უნდა დაადგინო

რიცხვის დადგენის ამბავში გავჭედე unsure.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: May 8 2008, 12:04 AM

S a l l y
მეც მანდ!
რა "ტუპოი" ვარ! sad.gif

ილო, თუ გაიგე-შემეხმიანე!

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: May 8 2008, 01:29 AM

S a l l y

ციტატა



რიცხვის დადგენის ამბავში გავჭედე unsure.gif

ვიდეო რომლის ნომერიც არის [0 დან - 9 999-ე ] ეწერება 1. [10 000 დან - 19 999- ე] 2. და ა.შ
ისე ცუდი მოსწავლეები ყოფილხართ tongue.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: May 8 2008, 01:33 AM

ციტატა(შოთაძე @ May 8 2008, 01:29 AM) *

S a l l y
ვიდეო რომლის ნომერიც არის [0 დან - 9 999-ე ] ეწერება 1. [10 000 დან - 19 999- ე] 2. და ა.შ
ისე ცუდი მოსწავლეები ყოფილხართ tongue.gif laugh.gif

ასე მარტივადა საქმე? biggrin.gif


პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: May 8 2008, 01:37 AM

ციტატა(S a l l y @ May 8 2008, 12:33 AM) *

ასე მარტივადა საქმე? biggrin.gif

კი ძაან მარტივია yes.gif თქვე მათემატიკაში ოროსნებო! tongue.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: May 8 2008, 01:39 AM

ციტატა(შოთაძე @ May 8 2008, 01:37 AM) *

კი ძაან მარტივია yes.gif თქვე მათემატიკაში ოროსნებო! tongue.gif laugh.gif

აქ მათემატიკა რა საჭირო იყო ნეტა..პრინციპს ვერ მივხვდი თორე ..dry.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: May 8 2008, 11:37 AM

რა მაგარიააააა... გამომივიდა... მივხვდიიიი IPB-ს სურათი

ყველას დიდი, დიდი მადლობა! IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: zedela თარიღი: May 8 2008, 11:18 PM

ალექსანდრე

მადლობა...
smile.gif

პოსტის ავტორი: skilleta თარიღი: May 9 2008, 03:25 AM

მაგარი კაი ფილმია ეგ გიორგობიანისაა და მაგარი დამევასა სხვა ნაწილებიც რო იყოს კაი იქნება sad.gifsad.gif

მორწმუნეთა ურწმონოება მინდა რაsad.gifsad.gifsad.gif
რა გახდა ეგეთი რო ამხელა ნეტ სივრცეში ვერ გავჩითე ტოო sad.gifsad.gifsad.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: May 9 2008, 08:30 AM

ციტატა
მაგარი კაი ფილმია ეგ გიორგობიანისაა და მაგარი დამევასა სხვა ნაწილებიც რო იყოს კაი იქნება

მორწმუნეთა ურწმონოება მინდა რა
რა გახდა ეგეთი რო ამხელა ნეტ სივრცეში ვერ გავჩითე ტოო

შენ აეგეთი სტილი გაქ ბაზრის ძმაო? laugh.gif

ცოტა კორექტულად რა თუ შეილება? laugh.gif

2kiss.gif
პ.ს. ოღონდ მართლა smile.gif

პოსტის ავტორი: კავკასიელი თარიღი: May 9 2008, 11:17 AM

ციტატა(თათარაშვილი @ May 5 2008, 08:50 PM) *

4 ფილმად იყოფა მისი ფილმების სერია...

მე 2 მაქვს მხოლოდ:

"განცხადებული სასწაულები"
"მორწმუნეთა ურწმუნოება"

კიდევ არის 2 ფილმი...



თუ სადმე ატვირთეთ "მორწმუნეთა ურწმუნოება" გამაგებინეთ მე გეხვეწებით.

"განცხადებული სასწაულები" მაქვს მეც

პოსტის ავტორი: skilleta თარიღი: May 9 2008, 02:00 PM

kato_Bato
smile.gif




კავკასიელი
ხოო კაი იქნება ვინმემ რო ატვირთოს

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: May 10 2008, 12:30 AM

ციტატა(zedela @ May 8 2008, 11:18 PM) *

ალექსანდრე

მადლობა...
smile.gif

ი ზა შტო? smile.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: May 14 2008, 08:29 PM

ხომ ვერ შემახსენებდით რომელ თემაში იყო მსჯელობა პირჯვარის გადაწერის ,,შემოღების,, შესახებ. ანუ რომელ საუკუნიდან იწერენ პირჯვარს ქრისტიანები, ტრადიციული პირჯვრის გადაწერამდე რა მეთოდით გამოისახავდნენ ჯვარს და აშ, სადღაც ამაზე ვსაუბრობდით, ეხლა ვერ ვპოულობ.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: May 15 2008, 12:53 AM

ციტატა(მხევალი ნინო @ May 14 2008, 08:29 PM) *

ხომ ვერ შემახსენებდით რომელ თემაში იყო მსჯელობა პირჯვარის გადაწერის ,,შემოღების,, შესახებ. ანუ რომელ საუკუნიდან იწერენ პირჯვარს ქრისტიანები, ტრადიციული პირჯვრის გადაწერამდე რა მეთოდით გამოისახავდნენ ჯვარს და აშ, სადღაც ამაზე ვსაუბრობდით, ეხლა ვერ ვპოულობ.

რამდენადაც მე ვიცი პირჯვრის გადასახვა შემდეგ დამკვიდრდა, მართლმადიდბლური ტრადიცით ჩვენ პირჯვარს ვიწერთ ჯერ მარჯვენა მხარზე ხოლო შემდეგ მარცხენაზე რაც განასახიერებს იმას, რომ მაცხოვარი ამაღლდა ზეცად და დაჯდა მამა ღმერთის მარჯვნივ.

პოსტის ავტორი: zedela თარიღი: May 15 2008, 03:06 AM

ალექსანდრე

ციტატა
აუ რაღაც უნდა გთხოვოთ..იქნებ გქონდეთ...

მოკლედ ერთხელ ჩემ დაქალის მობილურში მოვისმინე..და იმას კიდე წაეშალა...
ჩვენი პატრიარქი ლოცულობს და თან ტირის...
იქნე გოქნდეთ ვინმეს...წინასწარ დიდი მადლობა


ამის გამოsmile.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: May 15 2008, 10:51 AM

ალექსანდრე

ციტატა
რამდენადაც მე ვიცი პირჯვრის გადასახვა შემდეგ დამკვიდრდა, მართლმადიდბლური ტრადიცით ჩვენ პირჯვარს ვიწერთ ჯერ მარჯვენა მხარზე ხოლო შემდეგ მარცხენაზე რაც განასახიერებს იმას, რომ მაცხოვარი ამაღლდა ზეცად და დაჯდა მამა ღმერთის მარჯვნივ.




მადლობთ სანდრო, მაგრამ იმ თემაში ვსაუბრობდით ეხლანდელი პირჯვრის გადაწერამდე რა სახით ისახავდნენ ქრისტიანები ჯვარს, მახსოვს რომ ჯვარს იწერდნენ შუბლზე, ერთი თითით, ანუ ეხლანდელი წესი ცოტა გვიან არის შემოსული და დამკვიდრებუილი, თუ ძალიან არ მღალატობს მახსოვრობა, შუა საუკუნებშიო. ხოდა ზუსტად რომ არ მახსოვს ამიტომ მინდა იმ თემის ნახვა.

პოსტის ავტორი: leporela თარიღი: May 15 2008, 02:41 PM

fsalmunebs ver vnaxav internetSi sadme? ukacravad

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: May 15 2008, 02:42 PM

ციტატა(leporela @ May 15 2008, 02:41 PM) *

fsalmunebs ver vnaxav internetSi sadme? ukacravad

http://www.orthodoxy.ge/lotsvani.htm

ფსალმუნნი მეფისა დავითისა

პოსტის ავტორი: leporela თარიღი: May 15 2008, 02:44 PM

madloba mariam smile.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: May 15 2008, 03:06 PM

მხევალი ნინო

ციტატა
მადლობთ სანდრო, მაგრამ იმ თემაში ვსაუბრობდით ეხლანდელი პირჯვრის გადაწერამდე რა სახით ისახავდნენ ქრისტიანები ჯვარს, მახსოვს რომ ჯვარს იწერდნენ შუბლზე, ერთი თითით, ანუ ეხლანდელი წესი ცოტა გვიან არის შემოსული და დამკვიდრებუილი, თუ ძალიან არ მღალატობს მახსოვრობა, შუა საუკუნებშიო. ხოდა ზუსტად რომ არ მახსოვს ამიტომ მინდა იმ თემის ნახვა.

მე ნაღდად არ მახსოვს, ამიტომ მხოლოდ ჩემს მოსაზრებას დავაფიქსირებ. რას განასიახიერებს 3 შეკრული თითი პირჯვრის გადაწერისას? რათქმაუნდა ყოვლადწმიდა სამებას, ხოლო ორი მოხრილი ხელიგულზე დადებული თითი კი მაცხოვრის ორ ბუნებას, ღვთაებრივსა და კაცობრივს, ხელისგული დედამიწას ნიშნავს, ანუ მაცხოვარი როდესაც განკაცდა, იგი იყო სრული კაცი და სრული ღმერთი. მაგრამ ეს სწავლება რაღთქმაუნდა თავიდანვე ასეთი სახით ჩამოყალიბებული არ ყოფილა არამედ შემდეგ ჩამოყალიბდა მსოფლიო საეკლსიო კრებებზე. ამიტომ ჩემი აზრით მსოფლიო საეკლსიო კრებებზე, როდესაც მრწამსი ჩამოყალიბდა პირჯვრის გადაწერაც მაგ დროდან მომდინარეობს. რადგან თითების კომბინაცია, პირჯვრის გადაწერის მიმართულებაც შეიცავს ჩამოყალიბებულ მართლმადიდებლურ სწავლებას. პირველ ქრისტიანებს ასეთი სახით რათქმაუნდა არ ექნებოდათ.

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: May 16 2008, 01:08 AM

ხალხნო, მჭირდება მოცწეკვავე ბიჭის ფოტო, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება პოსტერზე smile.gif

ასევე მჭირდება აფხაზეთის ფოტოები, ომამდელი, ომის დროინდელი და შემდგომიც თუ მოგეპოვებათ smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 16 2008, 02:56 AM

ციტატა
აფხაზეთის ფოტოები


http://www.unomig.org/print_multimedia/photogallery/?gid=25

http://www.unomig.org/print_multimedia/photogallery/?gid=27

http://www.unomig.org/print_multimedia/photogallery/?gid=29

აქ კი საშინელი სურათებია ომის დროს sad.gif

http://images.google.it/images?hl=it&q=Sukhumi%20photo%20war&um=1&ie=UTF-8&sa=N&tab=wi

http://www.geocities.com/abkhazia/memorial.html

ეს გიორგი ნიკოლაძის ფოტოებია

http://flickr.com/photos/26337014@N02/show/with/2476438960/



ხო, ეს უდიდესი ალბომია,

აქ აფხაზეთზე (აფხაზის მიერაა გაკეთებული)

http://public.fotki.com/abkhazia/

ეს სოხუმზე...

http://public.fotki.com/cyxymu/cyxymu/

პოსტის ავტორი: nana_007 თარიღი: May 16 2008, 02:58 AM

ციტატა
ხალხნო, მჭირდება მოცეკვავე ბიჭის ფოტო, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება პოსტერზე smile.gif


იოანა,

თუ ვერსად ვერ მიაგნებ ასეთ სურათს, youtube-ზე მიეცი რომელიმე ქართული ცეკვის სახელი და იქ ვიდეო რომ იქნება, რომელიმე მომენტი "გააჩერე", მერე დააკოპირე ეკრანი და ჩააკოპირე მაგალითად პეინტში, იქ კი ამოჭერი და შეინახე smile.gif

გაჭირვებაში მუშაობს ეს მეთოდი და იქნება ულამაზესი სურათებიც მიიღო.

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: May 17 2008, 10:34 PM

KAIROS
მადლობა კაიროს, გაგხაროს ღმერთმა smile.gif

nana_007

გაიხარე ნანა, უბრალოდ ეგ არის რომ მაგ შემთხვევაში ფოტოს ხარისხი არ ექნება, ჩვენ კიდევ კარგი ხარისხის გვჭირდება smile.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: May 17 2008, 10:40 PM

ციტატა
მოცწეკვავე ბიჭის ფოტო

ასეთ სტილში?
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: May 18 2008, 09:16 PM

ციტატა(მარიამი @ May 17 2008, 08:40 PM) *

ასეთ სტილში?
IPB-ს სურათი


მადლობაა mpua.gif

პოსტის ავტორი: di_onise თარიღი: May 25 2008, 05:25 PM

რუსულ ქართული ლექსიკონის ელ-ვერსია მინდა თუ გაქვთ smile.gif

პოსტის ავტორი: di_onise თარიღი: May 27 2008, 04:39 PM

არ იცით არავინ?

წიგნი მაქვს რუსულ ენაზე სასწავლი 300 გვერდიანია sad.gif

პოსტის ავტორი: ჯეგე თარიღი: Jun 3 2008, 12:06 PM

ძალიან დამავალებს ვინმე, თუ ჩემს მადლს მოისხამს და ნუსხურ და მრგლოვან შრიფტებს მაშოვნინებს.

აგერ ჩემი მაილიც: jegegio@gmail.com

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jun 3 2008, 12:10 PM

ციტატა(ჯეგე @ Jun 3 2008, 12:06 PM) *

ძალიან დამავალებს ვინმე, თუ ჩემს მადლს მოისხამს და ნუსხურ და მრგლოვან შრიფტებს მაშოვნინებს.

აგერ ჩემი მაილიც: jegegio@gmail.com

გამოგიგზავნე რაღაც ფონტები smile.gif

პოსტის ავტორი: ჯეგე თარიღი: Jun 3 2008, 01:19 PM

მარიამი

გაიხარეეეეეეეეეეეეეეეეეე smile.gif

დიიიიიიიდი მადლობა smile.gif

პოსტის ავტორი: admin თარიღი: Jun 3 2008, 03:26 PM

ჯეგე

http://www.fonts.ge/?load=welcome გადახედე.

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Jun 10 2008, 08:36 PM

ვინმემ ხომ არ იცით სასულიერო აკადემიაში თუ აკადემიკასთან სამედიცინო ფაკულტეტი თუ არის.
რაღაც მსგავსს მოვკარი ყური

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jun 10 2008, 09:09 PM

ციტატა(orthodox-georgia @ Jun 10 2008, 08:36 PM) *

ვინმემ ხომ არ იცით სასულიერო აკადემიაში თუ აკადემიკასთან სამედიცინო ფაკულტეტი თუ არის.
რაღაც მსგავსს მოვკარი ყური

კი არის რაღაც მსგავსი, დეტალები ზუსტად არ ვიცი ოღონდ.

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Jun 10 2008, 11:17 PM

ციტატა(მარიამი @ Jun 10 2008, 09:09 PM) *

კი არის რაღაც მსგავსი, დეტალები ზუსტად არ ვიცი ოღონდ.

იქნებ ვინმემ დეტალებში მითხრათ? მჭირდება

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Jun 10 2008, 11:20 PM

ერთი თხოვნა მაქვს. არავინ იცით ამ ფორუმზე რომელი ფონტი აყენია? ანუ რომელი ფონტით ვწერთ?

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jun 10 2008, 11:50 PM

ციტატა(syd @ Jun 10 2008, 11:20 PM) *

ერთი თხოვნა მაქვს. არავინ იცით ამ ფორუმზე რომელი ფონტი აყენია? ანუ რომელი ფონტით ვწერთ?

Sylfaen-ით ძირითადად, თუმცა სხვაც შეიძლება დაიყენო ბრაუზერის კონფიგურაციაში smile.gif

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Jun 10 2008, 11:52 PM

მარიამი
გაიხარე, მგონი მიშველე smile.gif

პოსტის ავტორი: piligrimi თარიღი: Jun 12 2008, 02:26 PM

შემთხვევით ხო არ მოგეპოვებათ ვინმეს ინფორმაცია/მასალები საფრანგეთში ლევილის მამულთან დაკავშირებით???
ყველანაირი ინფორმაცია გამოდგება ფოტოები და ასე შემდგომ...
განსაკუთრებით ამჟამიდელი ვითარება...

მადლობა წინასწარ....

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2008, 04:56 PM

ციტატა(piligrimi @ Jun 12 2008, 02:26 PM) *

შემთხვევით ხო არ მოგეპოვებათ ვინმეს ინფორმაცია/მასალები საფრანგეთში ლევილის მამულთან დაკავშირებით???
ყველანაირი ინფორმაცია გამოდგება ფოტოები და ასე შემდგომ...
განსაკუთრებით ამჟამიდელი ვითარება...

მადლობა წინასწარ....

ქართველ ემიგრანტთა შთამომავლებმა გადაწყვიტეს პარიზის გარეუბანში მდებარე ლევილის მამული ქართულ სახელმწიფოს გადასცენ
17:15 | 22/ 11/ 2004




პარიზის გარეუბანში მდებარე ლევილის მამული ქართული სახელმწიფოს საკუთრება გახდება. ამის შესახებ ორშაბათს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე.

მიხეილ სააკაშვილმა ჩაიკითხა წერილი, რომელიც მან ამ დღეებში საფრანგეთიდან მიიღო ლევილის მზრუნველთა საბჭოდან - პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრთა შთამომავლებისგან, რომლებიც საფრანგეთში ემიგრაციაში წავიდნენ.

"ჩვენ არასდროს მიგვაჩნდა ლევილი ჩვენს საკუთრებად. პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩვენ დროებით ვფლობდით მამულს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენამდე.

აკაკი ჩხენკელის სურვილი (ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი) იყო დაებრუნებინა მამული ქართველი ხალხისთვის მხოლოდ მაშინ, როცა საქართველო აღიდგენდა ყველა ატრიბუტს, რაც აუცილებელია დემოკრატიული დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის და საერთაშორისო თანამეგობრობის პატივისცემას დაიმსახურებდა.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს ახალი მთავრობის პირობებში ყველა ეს პირობა შესრულდა, ამიტომ ჩვენ ვიხსნით მზრუნველობის ვალდებულებას და ლევილს ქართულ სახელმწიფოს ვუბრუნებთ", - ნათქვამია წერილში.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ დემოკრატიული საქართველოს პირველი მთავრობა ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, "ქვეყნის ბოლო მთავრობისგან განსხვავებით, არ ძარცვავდა სამშობლოს". მან გაიხსენა, რომ ეროვნული განძი საფრანგეთში ემიგრაციაში მთავრობის წევრებმა გაიტანეს, ხოლო ექვთიმე თაყაიშვილი შიმშილობდა, მაგრამ განძი სამშობლოში მაინც დააბრუნა (ეს 1945 წელს მოხდა).

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "ნოე ჟორდანია სიცოცხლის ბოლომდე მცირე პენსიით ცხოვრობდა, რომელიც მას საფრანგეთის მთავრობამ გამოუყო, ისევე, როგორც ემიგრაციაში მყოფი მთავრობის სხვა წევრები. და მიუხედავად იმისა, რომ მათ ჰქონდათ ყველაზე დიდი მამული პარიზის გარეუბნის ყველაზე მიმზიდველ ადგილზე ლევილში, რომელიც მათ ფორმალურად ეკუთვნოდა, მათ გადაწყვიტეს, რომ ის საქართველოს უნდა ეკუთვნოდეს, ვინაიდან ნაყიდი იყო საქართველოს სახელმწიფო ხაზინის ფულით - ასეთი ფსიქოლოგია ჰქონდათ ამ ადამიანებს და ახლა ჩვენ ვიბრძვით ამ ფსიქოლოგიის დასამყარებლად".

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ლევილში აგზავნიდნენ ემისრებს ემიგრანტებთან მოსალაპარაკებლად, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ იქ კვლავ მიდიოდა ხალხი თხოვნით, გადაეცათ ლევილი საქართველოს საკუთრებაში, მაგრამ ქართველი ემიგრანტები ყოველთვის უარზე იყვნენ.






ლევილი

საქართველომ რუსი დამპყრობლებისაგან დამოუკიდებელობა 1918 წლის 26 მაისს აღიდგინა, კავკასიის "ფედერაციის" დაშლის შედეგად და საქართველოს უზენაესი საბწოს თავჯდომარე ნოე ჟორდანია გახდა.
1921 წელს, როდესაც რუსეთის მოძალადე ე.წ. წითელი ლაშქარი საქართველოში შემოიჭრა და საქართველო დაიპყრო, ჟორდანიას მთავრობა იძულებული გახდა, საფრანგეთში თავშესაფარი ეთხოვა. ისინი პარიზის გარეუბანში, ლევილში დასახლდნენ.
ლევილი პარიზის მოშორებით მდებარეობს. ქართველებისათვის ის სხვა გარეუბნებისაგან იმით განსხვავდება, რომ აქ მათ მიერ შესყიდული მიწა და სასახლე არსებობს. ამ სასახლეს აქაური ქართველები 'ძირითად სახლს' უწოდებენ, ნამდვილი სასხლე კი ამჟამად უკვე აღარ არსებობს, მას ადრე 'ნადირობის რეზიდენციად' მოიხსენიებდნენ. 'ძირითადი სახლი', ანუ ფრანგული 'შატო' ქართველი ერის ფულით 1922 წელს იქნა შესყიდული ლტოლვილთა მიერ, თუმცა ვინაიდან მაშინ ქართული სახელმწიფო დაპრყობილი იყო მოძალადე რუსეთის მიერ, შეძენილი ქონება ავტომატურად რუსეთის საბჭოთა კავშირის საკუთრება ხდებოდა, ფრანგულმა მხარემ ლტოლვილ ხელისუფლებას ურჩია, სასახლე და მამული საკუთარ, კერძო საკუთრებად ჩაეწერა. ამ სასახლის დღევანდელი მესაკუთრეები არ უარყოფენ, რომ სასახლე ქართველ ერს ეკუთვნის, თუმცა ქართულ მხარეს დიდი გადასახადების გადახდაც ეკისრება.
ლევილში მთელი წლის განმავლობაში ხუთი ქართველი ცხოვრობს, მათგან მხოლოდ ერთი ოჯახია მუდმივად. იქ ზაფხულობით ქართველთა რიცხვი იზრდება. სასახლის (ანუ 'ძირითადი სახლის') ირგვლივ ექვსი საცხოვრებელი სახლია. ქართული მიწა გალავანითაა გარშემორტყმული. ჩვენს საკუთრებაშია ხუთი ჰექტარი ფრანგული მიწა თითქმის ლევილის ცენტრში.
დღესდღეობით ამ მიწის მფლობელები არიან:
ნოე ჟორდანიას 85 წლის ქალიშვილი ნათელა ჟორდანია,
მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის - ნოე რამიშვილის - ქალიშვილი (ნოე რამიშვილი საბჭოთა აგენტმა 1934 წელს მოკლა საფრანგეთში. მკვლელობის დამკვეთი ლავრენტი ბერია გახლდათ).
ასევე ამ მამულის მემკვიდრეა მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის შთამომავალი - გეგეჭკორი.
აკაკი ჩხენკელის ვაჟი და ქალბატონი ქრისტინა ფაღავა-ბულე -ნოე ჟორდანიას შვილიშვილი.

ფრანგული გადასახადები ლევილზეც ვრცელდება

საფრანგეთში მოქმედი წესების მიხედვით, მიწისა და სახლის მესაკუთრისათვის ორი სახის გადასახადი არსებობს:
ე.წ. საცხოვრებლის გადასახადი და ადგილის გადასახადი.
იმ შემთხვევაში, თუ შენობა კერძო პირს, ან პირთა ჯგუფს ეკუთვნის, ისინი საკუთრებით სარგებლობის, ანუ შენობის გადასახადს იხდიან. მაგრამ თუ აღნიშნულ შენობაში არ ცხოვრობენ, ადგილის გადასახადის გადახდა მაინც ეკისრებათ, ვინაიდან ეს ადგილი ქვეყნის გარკვეულ ნაწილს იკავებს. აქედან გამომდინარე, ლევილის ქართულ მოსახლეობას ორივე სახის გადასახადის გადახდა უწევს. მიუხედავად იმისა, რომ გადასახადი საკმაოდ მაღალია, ლევილის ქართული დიასპორა ყოველწლიურად იხდის თანხებს და 1922 წლიდან დღემდე, არც ერთ წელიწადს ჰქონია დავალიანება. თუმცა, ემიგრანტთა შთამომავლები გადასახადების გადახდას აღარ აპირებენ, მესამე და მეოთხე თაობას ლევილის ისტორია ნაკლებად ახსოვს. ამ ყველა გასაჭირს ემატება ფრანგული მხარის უკმაყოფილებაც, ფრანგი ხელისუფალნი ამბობენ, რომ აღარ შეიძლება ამ სასახლის კერძო საკუთრებად დატოვება, 5 ჰექტარი გალავანშემორტყმული სასახლე მათთვისაც შეუვალია.
აუცილებელია ლევილის საქართველოს სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადება. მით უმეტეს, მიწა უკვე შესყიდულია და გადასახადებიც გადახდილი. ერთადერთი წინაღობა ფრანგული ფისკალური წესია, რომელიც ქონების ახალ მესაკუთრეს გარკვეულ პირობებს უყენებს.
იმ შემთხვევაში, თუ ლევილის მამული მფლობელს შეიცვლის, ახალი მესაკუთრე ვალდებულია, საფრანგეთის სახელმწიფოს სასარგებლოდ მთელი საკუთრების სულ მცირე 10% გადაიხადოს. აი, სწორედ ეს კანონი აფერხებს ამ მამულის საქართვერლოს სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადებას. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ლევილი მხოლოდ სახლი კი არა, ქართველთა წარსულიცაა, საფრანგეთისთვის გადახდილი თანხა შესაძლებელია, მთლიანი ღირებულების 10%-დან 30%-მდე, ან სულაც 50%-მდე გაიზარდოს. თუმცა, ჯერ კიდევ დასადგენია თავად ლევილის საწყისი ღირებულება. დღემდე მსგავსი შეფასება არ ჩატარებულა.
გადაუმოწმებელი ცნობით, თუ ლევილის მამული ე.წ. 'პრომოუტერ იმობილიეს', ანუ ქონების მართვის ფრანგულ კერძო ფირმას გადაეცა, იგი შესაძლოა, შემდეგ 120 მლნ. დოლარადაც შეფასდეს. ასევე გადაუმოწმებელი ცნობით, წლების წინ იგი დაახლოებით 120 მლნ. ფრანკად იყო შეფასებული, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია. ლევილში კონკრეტულ ფასებზე ვერავინ საუბრობს, ვინაიდან ფასების დადგენა ფრანგული მხარის უფლებაა.
შევარდნაძის ზეობის დროს ლევილში არსებობდა ე.წ. 'შერეული ჯგუფი', რომელსაც მის მიერ დასახელებული სამი პირი ხელმძღვენელობდა. 'შერეულ ჯგუფში' იყვნენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველები:
ნათელა ჟორდანია,
ნინა რამიშვილი,
თამარ ჩხენკელი,
გეგეჭკორი და ფრანგული მხარის რამდენიმე წარმომადგენელი - ადვოკატები და ნოტარიუსები. 'შერეულ ჯგუფს' ლევილის საკითხი უნდა შეესწავლა, თუმცა თანამშრომლობა წარუმატებლად დამთავრდა და თანხის არარსებობის გამო ქართულმა მხარემ ლევილის შესყიდვაზე უარი განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილი, ლევილს 2004 წლის მარტში სტუმრობდა. ქართულმა სათვისტომომ მას ახალი 'შერეული ჯგუფის' შექმნა სთხოვა. თუმცა, იქაური ქართველები ამბობენ, რომ სააკაშვილმა დაპირება არ შეასრულა, რომ ის თავის კოლეგას, ჟაკ შირაკს ამ თემაზე ესაუბრებოდა, დაპირება დაპირებად დარჩა. ლევილელებისთვის ამ შეხვედრის შემდეგაც არაფერი შეცვლილა. განუხორციელებელია 'შერეული ჯგუფის' შექმნის წამოწყებაც.

ვის დარჩება ლევილი?

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ქართული მხარე ლევილის მიწას არ შეისყიდის? ლევილში მცხოვრები ქართველები დანამდვილებით ამბობენ, რომ მაშინ მამული ავტომატურად საფრანგეთის მხარეს გადაეცემა
და ამით უდიდესი ქართული წარსულის განსახიერება ლევილის მამული დაიკარგება ქართველებისათვის. სასახლეს 'პრომოუტერ იმობილიე' შეისყიდის.
საჭიროა სახელმწიფოთაშორის შეთანხმება საქართველოსა და საფრანგეთს შორის რათა საქართველო განთავისუფლდეს მიწის გადასახადისაგან და ლევილში გაიხსნას საქართველოს წარმომადგენლობა, საელჩო.
რაც შეეხება ლევილის სასახლეს: მე-18 საუკუნის სასახლე მთლიანად შესაკეთებელია. ეს ყველაფერი კი, მილიონიან სახსრებს მოითხოვს.
მიუხედავად ამისა, ლევილში მცხოვრები ქართველები იმედოვნებენ, რომ ახალი საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხს მოაგვარებს და ქართულ მიწა-წყალს შეინახავს. ასევე იმედს იტოვებენ, რომ განხორციელდება მათ მიერ შემუშავებული გეგმა, რომელიც საფრანგეთში ფრანგულ-ქართული სულიერი ურთიერთგაცვლის ადგილის დაარსებას ისახავს მიზნად.
მსგავს გეგმაზე რამდენიმე წლის წინ მუშაობდა ლევილის ყოფილი მერის აწ გარდაცვლილი მეუღლე მადამ ბურჟერონი. იგი მიზნად ისახავდა ლევილისა და მცხეთის სულიერ დაახლოებას. ამჟამად კი საფრანგეთში მცხოვრებ ქართველ ლტოლვილთა შთამომავლები - ლუკა და მირიან მელუები ყოველწლიურად ქართული ნამუშევრების გამოფენას აწყობენ. მათი თქმით, ეს გამოფენები უფრო და უფრო დიდ წარმატებასა და მოწონებას იმსახურებს.
ძვლებიც კი ფიქრობს საქართველოზე

ლევილის ქართული სასახლიდან ქართულ სასაფლაომდე სულ რამდენიმე მეტრია. ამ სასაფლაოზე 300 ქართული საფლავია, სულ კი - 700-მდე ქართველია დაკრძალული. თითოეული მათგანის საფლავის ქვაზე ორენოვანი, ან მარტო ქართული წარწერებია. აქვეა დაკრძალული ნოე ჟორდანია და მისი ხელისუფლების პირველი პირები. ლევილის სასაფლაოზეა დაკრძალული საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, სალომე ზურაბიშვილის მამა, ლევან ზურაბიშვილი.
საფლავების მოვლაზე პარიზის ის ქართული სათვისტომო ზრუნავს, რომელიც საფრანგეთში დიდი ხანია, არსებობს. მისი თავჯდომარეა ქართველი გია სარჯველიძეა. ამ გაერთიანებაში 100-ზე მეტი ქართველია გაერთიანებული და სწორედ მათ მიერ გადახდილი საწევრო გადასახადით პატრონობენ ლევილის ქართულ საფლავებს.
და ბოლოს, თუ თქვენ ოდესმე ლევილის სასაფლაოზე მოხვდებით, თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს დიდი, ქართული ასოებით დაწერილი:

'მითხარ შენდობა... და ჩემს მხარესა
ოდეს მოუთხრობ ამბებს მწარესა
სთქვი, რომ წარწერა იხილე ლოდზე
ძვლებიც კი ფიქრობს საქართველოზე...'


პოსტის ავტორი: piligrimi თარიღი: Jun 12 2008, 05:09 PM

ციტატა(marine @ Jun 12 2008, 04:56 PM) *

ქართველ ემიგრანტთა შთამომავლებმა გადაწყვიტეს პარიზის გარეუბანში მდებარე ლევილის მამული ქართულ სახელმწიფოს გადასცენ
17:15 | 22/ 11/ 2004



მადლობა მარინე.
და ეს სტატიაა საიდანაა ხომ ვერ მეტყვი, ანუ ინფორმაციის მომწოდებელი ვინ არის????
ვის შეიძლება დავუკავშირდე ამასთან დაკავშირებით ხომ ვერ მეტყვი???
მოკლედ ბლომად დაგაყარე შეკითხვები smile.gif

პოსტის ავტორი: kato13 თარიღი: Jun 12 2008, 05:10 PM

თუ იცით რატომ აუკრძალეს ლოცვა წყნეთში დედა თამარს?
ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ

sad.gif

პოსტის ავტორი: makiki თარიღი: Jun 12 2008, 05:18 PM

ციტატა(kato13 @ Jun 12 2008, 04:10 PM) *

თუ იცით რატომ აუკრძალეს ლოცვა წყნეთში დედა თამარს?
ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ

sad.gif


უი არ ვიცოდი,მეც ძალიან მაინტერესებს ეს ამბავი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2008, 05:21 PM

ციტატა(piligrimi @ Jun 12 2008, 05:09 PM) *

მადლობა მარინე.
და ეს სტატიაა საიდანაა ხომ ვერ მეტყვი, ანუ ინფორმაციის მომწოდებელი ვინ არის????
ვის შეიძლება დავუკავშირდე ამასთან დაკავშირებით ხომ ვერ მეტყვი???
მოკლედ ბლომად დაგაყარე შეკითხვები smile.gif

რისი მადლობა, ალეკო smile.gif

აი, აქ ვნახე ეგ სტატია:

http://newsgeorgia.ge/society/20041122/317847.html

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2008, 02:44 PM

ძალიან გთხოვთ, თუკი ვინმეს გაქვთ, მომაწოდოთ ცამეტი ასურელი მამიდან ამ მამების ტროპარ-კონდაკები:
- ზენონ იყალთოელი
-თადეოზ სტეფანწმინდელი
-ისიდორე სამთავნელი
-მიქაელ ულუმბოელი
-პიროს ბრეთელი
-სტეფანე ხირსელი

წინასწარ უღრმესი მადლობა wub.gif


პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Jun 18 2008, 04:35 PM

marine
მარინე როგორც ვიცი ეს ტროპრები საზოგადო ტროპარში ითქმის. სამთავისში ისიდორე სამთავნელის ხსენების დღეს საზოგადოდ ტროპარში გვათქმევინებს ხოლმე მეუფე. smile.gif

"უდაბნოსა მოქალაქედ და ხორცითა ანგელოსად და სასწაულთა მოქმედად გამოსჩნდი ღმერთშემოსილო მამაო წმიდაო (სახელი), მარხვითა, მღვიძარებითა და ლოცვითა მადლი ზეცით მოიღე და ჰკურნებ უძლურთა სენთა და სულთა, რომელნი სარწმუნოებით შენდა მოივლტიან. დიდება, რომელმან მოგცა შენ ძალი, დიდება რომელმან გვირგვინოსანგყო შენ, დიდება, რომელი იქმს შენ მიერ ყოველთა ზედა სასწაულთა."

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 18 2008, 10:06 PM

ციტატა
ზენონ იყალთოელი
-თადეოზ სტეფანწმინდელი
-ისიდორე სამთავნელი
-მიქაელ ულუმბოელი
-პიროს ბრეთელი
-სტეფანე ხირსელი

10. წმიდა სინოდმა იმსჯელა ზოგიერთი ასურელი მამის შესახებ და დაადგინა მათი ხსენების დღეები:

* ისიდორე სამთავნელი - 12 ივნისი ძვ. სტ. (25 ივნისი);
* სტეფანე ხირსელი - 27 დეკემბერი (ძვ.სტ.), 9 იანვარი (ახ.სტ.);
* მიქაელ ულუმბოელი - 18 ივნისი (ძვ.სტ.), 1 ივლისი (ახ.სტ.);
* თადეოზ სტეფანწმინდელი - 21 აგვისტო (ძვ.სტ.), 3 სექტემბერი (ახ.სტ.);
* პიროს ბრეთელი - 15 მაისი (ძვ.სტ.), 28 მაისი (ახ.სტ.);
* ზენონ იყალთოელი - 16 ოქტომბერი (ძვ.სტ.), 29 ოქტომბერი (ახ.სტ.).


ეს 13 მამათაგან ნაკლებ ცნობილი მამები არიან, ზოგიერთ მათგანზე პირდაპირ წერია "მოღვაწოება მათი უცნობი დარჩაო" ანუ დეტალები, რადგან ეს ზემო დოკუმენტი არის
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის
წმიდა სინოდის სხდომის ოქმი
23 დეკემბერი, 2005 წელი, თბილისი
http://www.patriarchate.ge/?action=text/oqmi_23-12-05
ნიშნავს, რომ სწორედ 3 წლის უკან დაწესდა მათი ცალკე ხსენების დღეები,
შესაბამისად მათი ცალკე ტროპარ-კონდაკი ან მაშინ უნდა დაწერილიყო, ან ჯერაც არ არის დაწერილი...
ყოველშემთხვევაში მე ვერ მივაგენი და მართლაც საინტერესო იქნება თუკი არსებობს მათი ნახვა...
თუმცა ის რომ მარიამი ამბობს რომ აკითხინებენ საზოგადოს ნიშნავს, რომ ჯერ არ არსებობს...

პოსტის ავტორი: ანა_ანა თარიღი: Jun 18 2008, 10:23 PM

იცით რა მინდაა დაბლა მაწერია newbie, ზოგს საკუთარი სახელი და მეც რომ დამიწეროთ არ შეიძლება? : P

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jun 18 2008, 10:25 PM

ციტატა(ანა_ანა @ Jun 18 2008, 10:23 PM) *

იცით რა მინდაა დაბლა მაწერია newbie, ზოგს საკუთარი სახელი და მეც რომ დამიწეროთ არ შეიძლება? : P

შენ თვითონ შეგიძლია დაიწერო. შენს პროფილში შედი და იქ არის "წევრის სათაური" და რაც გინდა ჩაწერე smile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 18 2008, 10:25 PM

ანა_ანა

ციტატა
იცით რა მინდაა დაბლა მაწერია newbie, ზოგს საკუთარი სახელი და მეც რომ დამიწეროთ არ შეიძლება? : P


ეგ შენ უნდა გააკეთო smile.gif შედი კაბინეტში და იქ ნახე ავატარის რედაქტირება, რასაც ჩაწერ ის გამოჩნდება მაგ "newbie"-ის ადგილას.

პოსტის ავტორი: ანა_ანა თარიღი: Jun 18 2008, 10:41 PM

ციტატა(მარიამი @ Jun 18 2008, 10:25 PM) *

შენ თვითონ შეგიძლია დაიწერო. შენს პროფილში შედი და იქ არის "წევრის სათაური" და რაც გინდა ჩაწერე smile.gif




გაიხარეთ მადლობთ smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2008, 10:13 AM

mariami-k
KAIROS

მარი და კაიროს, უღრმესი მადლობა, რომ ასე შემეწიეთ 2kiss.gif 2kiss.gif

ცამეთი ასურელი მამის მეოხებით სურვილებახდენილები ყოფილიყავით wub.gif wub.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 23 2008, 01:35 PM

ინტერნეტში გადავწყდი ამ ტაძრის სურათს, რომელიც წმინდა მარინეს სახელობის ყოფილა. სამწუხაროდ მითითებული არაა თბილისის რომელ უბანშია.

http://www.radikal.ru

თუკი ვინმემ იცით, გთხოვ, მითხარით რომ მოვილოცო. მადლობა წინასწარ 2kiss.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jun 23 2008, 01:42 PM

ციტატა(marine @ Jun 23 2008, 01:35 PM) *

ინტერნეტში გადავწყდი ამ ტაძრის სურათს, რომელიც წმინდა მარინეს სახელობის ყოფილა. სამწუხაროდ მითითებული არაა თბილისის რომელ უბანშია.

http://www.radikal.ru

თუკი ვინმემ იცით, გთხოვ, მითხარით რომ მოვილოცო. მადლობა წინასწარ 2kiss.gif

მე ვარ ნამყოფი მაგ ტაძარში. ავლაბრის მეტროსთან რომ სომხური ეკლესიაა, ზუსტად იმის უკანაა. თუ სწორად მახსოვს, ქსნის ქუჩა N5 (ნომერში მაინცდამაინც არ მენდო)

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 23 2008, 02:30 PM

ციტატა(მარიამი @ Jun 23 2008, 01:42 PM) *

მე ვარ ნამყოფი მაგ ტაძარში. ავლაბრის მეტროსთან რომ სომხური ეკლესიაა, ზუსტად იმის უკანაა. თუ სწორად მახსოვს, ქსნის ქუჩა N5 (ნომერში მაინცდამაინც არ მენდო)

გაიხარე, მარი 2kiss.gif უღრმესი მადლობა yvavilebi.gif

პოსტის ავტორი: zedela თარიღი: Jun 23 2008, 04:41 PM

უი მაგ ეკლესიაში ჩვენც ვიყავით ფორუმელები...მაგრამ ისეთი სურათია უცებ ვერ ვიცანი...

smile.gif

პოსტის ავტორი: maikusi თარიღი: Jun 23 2008, 06:05 PM

marine

ციტატა
ავლაბრის მეტროსთან რომ სომხური ეკლესიაა, ზუსტად იმის უკანაა.

მაგრამ ქუჩიდან არ ჩანს,ერთ-ერთი იტალიური სახლის ეზოს ბოლოშია ტაძარი და ფორუმელები წინა კვირას მოსალოცად რო ვიყავით გაოცებულები დავრჩით blink.gif სანამ ეზოში არ შევედით ტაძარი მანამდე ვერ დავინახეთ.

კარგი იქნებოდა ვინმეს ეზრუნა და ეზოს ჭიშკართან აბრა გაეკეთებინათ ცნობისთვის.ბევრს შეიძლება გაუვლია მაგ ქუჩაზე მაგრამ წარმოდგენაც არ აქვს რო შიგნით მოქმედი ტაძარია sad.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 25 2008, 05:02 PM

ციტატა(maikusi @ Jun 23 2008, 06:05 PM) *

marine

მაგრამ ქუჩიდან არ ჩანს,ერთ-ერთი იტალიური სახლის ეზოს ბოლოშია ტაძარი


მადლობა, ჩემო კარგო, რომ მითხარი 2kiss.gif


კიდევ მაინტერესებს ჯორჯაძის ქუჩა სადაა, იქაც ყოფილა წმინდა მარინეს სახელობის ტაძარი unsure.gif

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 25 2008, 05:09 PM

marine

http://www.directory.ge/ruqa/map_geo.php?id=137

ჯორჯაძის ქუჩა, 9 აპრილის ბაღის გვერდიტაა რუქაზე

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 25 2008, 05:19 PM

ციტატა(Giorgi- @ Jun 25 2008, 05:09 PM) *

marine

http://www.directory.ge/ruqa/map_geo.php?id=137

ჯორჯაძის ქუჩა, 9 აპრილის ბაღის გვერდიტაა რუქაზე


უღრმესი მადლობა, გიორგი wub.gif

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 25 2008, 05:25 PM

smile.gif

პოსტის ავტორი: maikusi თარიღი: Jun 26 2008, 03:06 PM

ციტატა(marine @ Jun 25 2008, 05:02 PM) *

მადლობა, ჩემო კარგო, რომ მითხარი 2kiss.gif

2kiss.gif ეხლა ვნახე მრევლის ცნობარში სომხური ეკლესიის უკან მდებარე წმ.მარინეს ტაძრის ზუსტი მისამართი და ტელეფონიც ქონიათ:დუშეთის ქ.#12 ტელ:74 43 42

ამ ცნობარშია კიდევ ერთი წმ.მარინეს სახელობის ტაძრის მისამართი დიდგორის ქ.#7
http://directory.ge/ruqa/map_geo.php?id=115

გიორგის მოწოდებული საიტი რუქებთან დაკავშირებით ძალიან დამეხმარა madlioba.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2008, 10:13 AM

ციტატა(maikusi @ Jun 26 2008, 03:06 PM) *

2kiss.gif ეხლა ვნახე მრევლის ცნობარში სომხური ეკლესიის უკან მდებარე წმ.მარინეს ტაძრის ზუსტი მისამართი და ტელეფონიც ქონიათ:დუშეთის ქ.#12 ტელ:74 43 42

ამ ცნობარშია კიდევ ერთი წმ.მარინეს სახელობის ტაძრის მისამართი დიდგორის ქ.#7
http://directory.ge/ruqa/map_geo.php?id=115

გიორგის მოწოდებული საიტი რუქებთან დაკავშირებით ძალიან დამეხმარა madlioba.gif


გაიხარე, მაიკო, რომ შემეწიე 2kiss.gif yvavilebi.gif wub.gif უღრმესი მადლობა rolleyes.gif

პოსტის ავტორი: tikatea თარიღი: Sep 5 2008, 08:16 PM

თუ ვინმემ იცით წმინდა თეკლას ტროპანი,და მის შესახებ წინასწარ გიხდით მადლობას

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Sep 5 2008, 08:40 PM

tikatea

წმინდა თეკლას ტროპარი არ ვიცი,მაგრამ თავად მისი მოღვაწეობა, იხილე აქ - http://www.orthodoxy.ge/tveni/seqtemberi/24-tekla.htm

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2008, 04:40 PM

ძალიან გთხოვთ, იქნებ ვინმემ მომაწოდოთ წილკნის ღვთისმშობლის ხატის ტროპარი. წინასწარ უღრმესი მადლობა mpua.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 15 2008, 04:49 PM

ციტატა(marine @ Sep 9 2008, 04:40 PM) *

ძალიან გთხოვთ, იქნებ ვინმემ მომაწოდოთ წილკნის ღვთისმშობლის ხატის ტროპარი. წინასწარ უღრმესი მადლობა mpua.gif


ნუთუ ვერავინ დამეხმარება? mellow.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Sep 15 2008, 05:12 PM

ციტატა(marine @ Sep 15 2008, 04:49 PM) *

ნუთუ ვერავინ დამეხმარება? mellow.gif

ეჭვი მეპარება, რომ ცალკე ტროპარი არსებობდეს, ღვთისმშობლის საზოგადო ტროპარი წაიკითხე unsure.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 15 2008, 05:14 PM

ციტატა(მარიამი @ Sep 15 2008, 05:12 PM) *

ეჭვი მეპარება, რომ ცალკე ტროპარი არსებობდეს, ღვთისმშობლის საზოგადო ტროპარი წაიკითხე unsure.gif


მადლობა, მარი, პასუხისათვის mpua.gif wub.gif

პოსტის ავტორი: tikussha_tbilisi თარიღი: Sep 15 2008, 05:31 PM

ციტატა(tikatea @ Sep 5 2008, 08:16 PM) *

თუ ვინმემ იცით წმინდა თეკლას ტროპანი,და მის შესახებ წინასწარ გიხდით მადლობას


პოსტის ავტორი: tikussha_tbilisi თარიღი: Sep 15 2008, 05:43 PM

ციტატა(tikatea @ Sep 5 2008, 08:16 PM) *

თუ ვინმემ იცით წმინდა თეკლას ტროპანი,და მის შესახებ წინასწარ გიხდით მადლობას



ციტატა(სოფი @ Sep 5 2008, 08:40 PM) *

tikatea

წმინდა თეკლას ტროპარი არ ვიცი,მაგრამ თავად მისი მოღვაწეობა, იხილე აქ - http://www.orthodoxy.ge/tveni/seqtemberi/24-tekla.htm



გაიხარე დიდი მადლობა,უფალი შეგეწიოს

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Sep 15 2008, 05:53 PM

წმიდა პირველმოწამე, მოციქულთა სწორი თეკლა (I)

ტროპარი: რომელი დაემოწაფე სიტყვასა პავლესსა უბიწოო, და დაემტკიცე სარწმუნოებასა ზედა პეტრესსა, ღმრთივ-წოდებულო, პირველ მოწამე იქმენ, და პირველ მოღვაწე შორის დედათა აღხედ ცეცხლსა ზედა, და არა შეგეხო ალი მისი, მხეცნი და კურონი შენგან შეძრწუნდეს, სასწაულითა ჯუარისათა. ქრისტესა ევედრე ყოვლად ქებულო, რათა აცხოვნნეს სულნი ჩუენნი.

კონდაკი: ქალწულებისა სიკეთითა განბრწყინდი, და მარტვილობისა გვირგვინითა შეიმკვე, და მოციქულება ვითარცა დიდებულსა პავლეს, და ცეცხლისა ალი ცვარად გარდააქციე, და კუროსა გულის წყრომა ლოცვითა შენითა დააცხრვე, ვითარცა პირველ მოწამემან.

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Sep 15 2008, 08:32 PM

tikussha_tbilisi

ციტატა
გაიხარე დიდი მადლობა,უფალი შეგეწიოს


იცოცხლე,შენც ასევეsmile.gif


marine

მარი,ისე ცნობისთვის გეტყვი,რომ როცა წილკნის ღვთისმშობლის ხატი შევიძინეთ,უკენ "შობამან შენმან ღვთისმშობელო..." ეწერა smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 16 2008, 04:46 PM

ციტატა(სოფი @ Sep 15 2008, 08:32 PM) *

marine

მარი,ისე ცნობისთვის გეტყვი,რომ როცა წილკნის ღვთისმშობლის ხატი შევიძინეთ,უკენ "შობამან შენმან ღვთისმშობელო..." ეწერა smile.gif


გაგახაროს უფალმა, ჩემო კარგო, რომ მითხარი wub.gif 2kiss.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Sep 16 2008, 09:04 PM

marine
წილკნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი
ტროპარი. ღმრთისმშობელსა ლმობიერად შეუვრდეთ ჩუენ, ცოდვილნი ესე და გლახაკნი, მხურვალითა ცრემლითა ღაღად-ვჰყოთ სიღრმით გულისათ: ჰოი დედუფალო, წყალობით შემწე მეყავნ ჩუენ, სასოო მორწმუთაო, მსწრაფლშემეწიენ, ჩუენ, რამეთუ წარვსსწყმდებით ჩუენ სიმრავლისაგან ცოდვათა ჩუენთასა და ნუ გარე მიმაქცევ მონათა შენთა ცუდად, რამეთუ შენ ხარ სასო და მეოხი ჩუენი წინაშე ძისა შენისა, და ღმრთისა ჩუენისა.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)