IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> სამართალი თუ უსამართლობა, I ნაწილი
თომასი
პოსტი May 14 2017, 02:58 AM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 8-July 16
წევრი № 14,431



კი წვიმდა იმ ღამით, მაგრამ მიანც გავედი. აბა გაზაფხულის ჭკუაზე ხომ არ გავივლი. კომპიუტერი გამოვრთე, ყავა მოვადუღე, თერმოსში ჩავასხი და შევეცადე ისე გავსულიყავი სახლიდან, რომ დედას არ გაღვიძებოდა. ლივტი კვლავ არ მუშაობდა და ფეხით ჩავედი. გარეთ ისევ ის სიჩუმე მძვინვარებდა თუმცა ალაგ-ალაგ მაინც ისმოდა უგონოდ მთვრალი ახალგაზრდების ხმა. მანქანაში ჩავჯექი, ტაქსის ტრაფარეტი სახურავზე დავდე და გზაზე გავედი. გზაში კი ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ გავუცრუე იმედები ჩემ მშობლებს. მე ხომ ვიცი, რომ ისინი ჩემგან მეტს ელოდნენ, მეტი სურდათ, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად მოხდა და მიუხედავად ამისა სულ გვერდში მიდგანან. სინამდვილეში კი მამხნევებენ, ყოველშემთხვევაში მე ასე ვატყობ. ყველაზე მეტად კი ის მომენტი მძულსმ როცა სახლში დაღლილი ავდივარ და ჩემზე მეტად დაღლილი დედა კარს მიღებს და ისე თბილად მეგებება, გეგონება უდანაშაულო ვიყო მის წინაშე. ყველაზე საშინელი გრძნობაა, როცა იცი რომ შენ საყვარელ ადამიანს იმედები გაუცრუე. ამ გრძნობის გამო ხშირად დაღლილ-დაქანცულს საჭმელზე უარიც კი მითქვამს.სწორედ ამ ფიქრებში ვიყავი გატაცებული როცა კაზინო აჭარასთან ახალგაზრდა, მაღალმა, წვერებიანმა მამაკაცმა გამაჩერა გვერდზე დამიჯდა კარი მიიხურა და სავარაუდოდ სახლის მისამართი მითხრა. ცოტახანი ჩუმად იჯდა შემდეგ ჩემგან მოწევის ნებართვა მიიღო და სიგარეტს მოუკიდა. შეგნებული ბიჭი ჩანდა, თუმცა რაღაცაზე ნერვიულობდა შემდეგ ტელეფონი გამორთო და ოდნავ დაწყნარდა.ცოტა დაბნეული ჩანდა, რადგან ტიპური ტაქსის მძღოლი არ გახლავართ კარგი მოსაუბრე კი ვარ, მაგრამ თავის მობეზრება არ მიყვარს.სახლამდე მივიყვანე, თანხა გადამიხადა და დამემშვიდობა.კარგი მოსაუბრე ნამდვილად არ იყო ტიპური მოთამაშე გახლდათ კარგად ჩაცმული, სათვალით არც თუ ისე დიდი წვერით და უკმაყოფილო სახით. მას შემდეგ ბევრი ვიარე თუმცა მეტი თანამგზავრი აღარ გამოჩენილა. საათს დავხედე და 8 ხდებოდა ცოტახანი მანქანაში გავჩერდი დედაჩემის წასვლას დაველოდე და სახლში შემდეგ ავედი. სადარბაზოში თინა შემხვდა- ჩემი ძველი მეგობარი.ზრდილობის მოხდის მიზნით გამიღიმა, მომესალმა და გვერდი უცებ ამიარა მეც გავუღიმე და ასე ღიმილით ავედი მეხუთე სართულზე, გაგიკვირდებათ და ლივტით ვიმგზავრე. კარი გავაღე სახლში შევედი და უმალვე დამეძინა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 08:22 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი