თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ ანგელოზები....

პოსტის ავტორი: Zukazuka314 თარიღი: Mar 19 2015, 11:26 PM

გავაკეთე ახალი თემა ანგელოზებზე.... გთხოვთ არ დაწეროთ რაიმე გარდა ანგელოზეზე და არც რაიმე გამამტყუნებელი ანგელოზებზე ან კიდე ღმერთზე.... ვისაუბროთ მხოლოდ ანგელოზებზე, რას ამბობენ წმინდა მამები და ასე შემდეგ

ერთერთ თემაზე ვნახე ასეთი რამ რომ თურმე არ აქვთ სინანული რომელზეც ვერ გავიგე რატო დავწერ ახლა იმ მონაკვეთს და თუ შეილება ცოტა განმიმარტეთ

მოკლედ მაქვს ასეთი შეკითხვები
1.როგორც გავიგე ანგელოზებს არ აქვთ სინანული (რატომ ვერ გავიგე,რატომ არ არის სინანულის მიმღები?) და თუ აირჩია ანგელოზმა ცუდი გზა ვერასდროს მობრუნდება?
2.და რატო ვერ მობრუნდება მას ხომ აქვს თავისუფალი ნება? და ანურასაც უნდა იმას აკეთებს?
3.და თუ შეილება ანგელოზი კიდევ დაეცეს დღეს?
4.როგორც გავიგე, ანგელოზი მიისწრაფვის და მტკიცდება მის ნებაში და მაშინ ეშმაკი თავიდანვე ლისწრაფოდა ბოროტებისკენ ან კიდე რა იყო მიზეეი მისი დაცემის?
ეს დაწერა KAIROS და იქ დაწერას აზრი არ ქონდა მარა მაინც დავწერე რადგან ძველია და არამგონია რომ უპასუხონ და აქ დავწერე არამგონია ეს მისი აზრი იყოს და ქრისტიანობის აზრია და აქ იმიტომ ვწერ ომთქვენც გეცოდინებათ განმარტება ამის შესახებ

"მოდი ჯერ დამასკელს მოვუსმინოთ ვინაა ანგელოზი, იგია:
"მოაზროვნე და გონისმიერი, თვითუფლებრივია, ხოლო როგორც ქმნილი, - ცვალებადი, აქვს რა უფლებამოსილება დარჩეს და წარემატოს სიკეთეში, ანდა უარესისკენ შეიცვალოს. იგი, როგორც უსხეულო, სინანულის ვერმიმღებია, მაშინ როცა ადამიანმა სხეულის უძლურების გამო ჰპოვა სინანული", აქ აშკარაა ორი რამ მაქ აქვს თავისუფლება და მას არა აქვს/ექნება სინანული; აქედან გამომდინარე თავისთავად გამოირიცხება ის, რომ ეშმაკმა შეინანოს, იდეაში რომ შეინანოს, მაშინ ეპატიება, მაგრამ არ შეინანებს, იგივე სინანულის უქონლობის გამო, უფრო კარგად ეს "რატომ" გამოჩნდება, თუკი კარგად გავიაზრებთ რაა ნეტარება და რაა ტანჯვა, ვნახოთ იგივე დამასკელი, როგორ გვინმარტავს:
"პირველი განდგომილი სიკეთისგან, ბოროტებაში ჩავარდა, რადგან ბოროტება სხვა არაფერია, თუ არა სიკეთის ნაკლებობა, ისევე როგორც სიბნელე ნაკლებობაა სინათლისა."
ე.ი. გამოდის რომ ეშმაკი მოაკლდა ნათელს, მაგრამ როგორ ხდება ამ ნათლისადმი მოკლება, ის ისეთივე მოკლებას განიცდის ამ ნათლისა, როგორც მაშინ, თუ იზრდება ან აკლდება? აქედან შეგვიძლია განვავითაროთ საპირისპირო კითხვაც, ანგელოზები რომლებიც ნეტარებაში არიან, ისეთივე ნეტარებაში არიან, როგორშიც კეთილი არჩევანის დროს იყვნენ თუ მეტში ( ნაკლებში რომ არა ეგ ნათელია)?
ცოტათი გადავუხვევ, ორიგენეს ქონდა ასეთი მცდარი სწავლება "მოყირჭების" შესახებ, სადაც ვარაუდობდა, რომ ანგელოზთა ნაწილის დაცემა გამოიწვია ნეტარების ერთფეროვნების "მოყირჭებამ"(აქედან განავითარა მოძღვრება "ყველაზე ბოლოს ეშმაკთა სამოთხეში დაბრუნების შესახებ" რაც ასევე დაგმობილია), მაშინვე დაიგმო ეს მამათა მიერ, კერძოდ ნოსელის მიერ განვითარდა ძალიან ღრმა თეოლოგიური სწავლება ნეტარების შესახებ, სადაც მას მოყავს მაგალითი დაქანებული ფერდობისა და მასზე დაგორებული ლოდისა, ლოდი ყოველწამს სიჩქარეს უმატებს, ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ფერდობი მუდმივად დაქანებულია და ლოდი მუდმივად აჩქარებაშია; მიახლოებით ასევეა ნეტარება, სანამ ამ სიტყვას დავწერდი ანგელოზნი ნეტარების ერთ საფეხურზე იყვნენ, და როცა გავასრულე კიდევ წარემატნენ და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ არანაირი ერთფეროვანება და მოყირჭება არ შეიძლება იყოს, ამავდროულად ეს ნიშნავს სიკეთეში წარმატებას, კეთილ არჩევანში გამყარებას, ამიტომაც მიუხედავად თავისუფალი ნებისა და დაცემის იდეური შესაძლებლობისა, არ დაეცემიან, რადგან უფროდაუფრო ძლიერნი ხდებიან და უფროდაუფრო გამოცდილები და ნეტარები არიან და ასე მუდმივად; და პირიქით ხდება ეშმაკთან, ისევ დამასკელი:
"გვმართებს ვიცოდეთ, რომ რაც არის ადამიანებისთვის სიკვდილი, იგივეა ანგელოზებისთვის დაცემა, რადგან დაცემის შემდეგ არ არის მათთვის სინანული, ისევე როგორც არც ადამიანებისთვის - სიკვდილის შემდეგ. "
ე.ი. ეშმაკთან ის მდგომარეობაა რაც ადამიანთან სიკვდილის შემდეგ, ეშმაკი მუდმივად შორდება სიკეთეს,სინათლეს, იგი მუდმივად იძირება ბნელში და მასში მუდმივად იზრდება ამპარტავნება ანუ ესაა სწორედ ის გამყარება, რაც დავწერე, ამიტომაა რომ მიუხედავად თავისუფალი ნებისა და შენანების შესაძლებლობისა, იგი არ შეინანებს, რადგან უფროდაუფრო ბოროტდება და უფროდაუფრო იძირება ტანჯვაში..."


და ამ წინადაადბებზე ჩემი ზევით დანაწერი კითხვებია...

5.აქ წერია რომ (ზევით) ადამიანმა სინდისი სხეულის უძლუების გამო იპოვა სინდისიო და ვერ გავიგე ასევე
6.და რა არის "მოყირჭება" ?


და თუ შეილება მითხრათ ვინ იყო ორიგენე... მოკლედ როგორც დავასკვენი არ ესმოდა კარგად ყველაფერი...

და ერთსაც მერე დავამატებ.... ღვრთისმშობელზეა კათოლიკური აზრი....

პოსტის ავტორი: Zukazuka314 თარიღი: Mar 20 2015, 01:37 AM

ვთქვათ მოუნათლავი ადამიანი გარდაიცვალა..ღმერთი მას როგორ განსჯის? ჯოჯოხეთში წავა თუ სამოთხეში?

და როგორც ვიცი ძველი აღთქმის ხალხი არ მონანთულან და სასუფეველში ისე შევიდნენ წყლის და სხვა .... გარეშე და ეს როგორაა?

და აი ბოლო ...
არადა მე ვთქვი სხვა თემაზე ლაპარაკი არ იყოსტქო მარა აი ესენია რაც მაინტერესებს მარა ყველაზე მეტად მაინც ანგელოზებზე ვილაპარაკოთ

"რომელიღაც თემაში,არ მახსოვს გუშინწინ წავიკითხე,ადამი და ევას თემა იყო მგონი, ასეთი რამ: უბიწოდ ჩასახვა არ მიშნავსო უთესლოდ ჩასახვას, როგორც გავიგე , მაცხოვრის ჩასახვაზე არ იყო აქ საუბარი, და ხომ ვერ მეტყვით, რას ნიშნავს? (თუ არ ვცდები თვით ღვტისმშობლის ჩასახვა-დაბადებაზე იყო საუბარი)

ამათ ვნახულობ აქ ფორუმზე და პასუხი არ მაკმაყოფილებს ან არ წერენ და აქ მიტო ვწერ....

ასევეკადუნოსელს ეწერა ლაზარეს ენის თემაში ასეთი რამ:

"4. იგი იზიარებს სული წმინდის, როგორც ქალური საწყისის სწავლება ს,რაც ასევე დაგმობილია მსოფლიო საეკლესიო კრებაზე და რაც თანმიმდევრული სწავლებაა შტაინერისტების"

შეგიძლიათ მოკლედ განმარტოთ რას ნიშნავს -> ქალური საწყისის სწავლება ? თუ რათქმაუნდა მოკლედ შესაძლებელია.

წინასწარ მადლობა."

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Mar 20 2015, 09:41 AM

Zukazuka314
არსებობს მსგავსი თემა და ჩემი აზრით ეს უნდა დაიხუროს. მე უკვე გითხარი სანამ ახალს გახსნი ნახე იქნებ ძველიც არსებობს თქო.

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Mar 21 2015, 02:19 PM

G_saxva
კიდევ ბევრჯერ მოგიწევს მაგის გამეორება, ასე მგონია biggrin.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Mar 23 2015, 09:18 AM

ციტატა(MIRDAT @ Mar 21 2015, 02:19 PM) *

G_saxva
კიდევ ბევრჯერ მოგიწევს მაგის გამეორება, ასე მგონია biggrin.gif

სხვა რა გზაა biggrin.gif

პოსტის ავტორი: Zukazuka314 თარიღი: Mar 23 2015, 06:16 PM

კაცო მე ვერ ვნახე... და თუ არის არის ძველი.... ამიტომ ვქენი ასე და დაწერეთ რამე ან "დალინკეთ" თემა

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Mar 24 2015, 10:18 AM

Zukazuka314
ის რომ შენ ვერ ნახე იმას არ ნიშნავს წესები დაარღვიო და ის აკეთო რაც მოგესურვება.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 28 2015, 09:42 PM

Zukazuka314
სიამოვნებით დაგეხმარებით , ოღონდ თანმიმდევრულობა გამოიჩინე ძალიან გთხოვ .
ერთიანად ნუ მოგვაყრი კითხვებს , ზოგადი ნუ იქნება და შესაბამისი თემა შეარჩიე ხოლმე .
დანარჩენი უკვე ჩვენი ნებაა...

პოსტის ავტორი: Zukazuka314 თარიღი: Apr 1 2015, 05:46 PM

ციტატა(A.V.M @ Mar 28 2015, 09:42 PM) *

Zukazuka314
სიამოვნებით დაგეხმარებით , ოღონდ თანმიმდევრულობა გამოიჩინე ძალიან გთხოვ .
ერთიანად ნუ მოგვაყრი კითხვებს , ზოგადი ნუ იქნება და შესაბამისი თემა შეარჩიე ხოლმე .
დანარჩენი უკვე ჩვენი ნებაა...


კარგი....
მაგრამ ახალ თემებს მიტომ ვხსნი ხოლმე რომ შეილება იმ ძველი თემის 100 (ჩემი დანაწერი შეკითხვის გვერდი) გვერდზე არავინ "შეიხედოს"...... ალბად გაიგეთ

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 2 2015, 09:11 AM

Zukazuka314

ციტატა
კარგი....
მაგრამ ახალ თემებს მიტომ ვხსნი ხოლმე რომ შეილება იმ ძველი თემის 100 (ჩემი დანაწერი შეკითხვის გვერდი) გვერდზე არავინ "შეიხედოს"...... ალბად გაიგეთ

ფორუმს აქვს ასეთი ღილაკი "ახალი პოსტების ნახვა " , რომელიც შენი ბოლო ვიზიტიდან დაწერილ პოსტებს გიჩვენებს. შენც გამოიყენე კარგი იქნება. ამ ღილაკით შენ დაწერილს ყველა მიხვდება და რ გამორჩება თუ გამორცენა არ უნდა.

პოსტის ავტორი: Zukazuka314 თარიღი: Apr 4 2015, 03:13 AM

ციტატა(G_saxva @ Apr 2 2015, 09:11 AM) *

Zukazuka314

ფორუმს აქვს ასეთი ღილაკი "ახალი პოსტების ნახვა " , რომელიც შენი ბოლო ვიზიტიდან დაწერილ პოსტებს გიჩვენებს. შენც გამოიყენე კარგი იქნება. ამ ღილაკით შენ დაწერილს ყველა მიხვდება და რ გამორჩება თუ გამორცენა არ უნდა.


კაი ეგ ეგრე იყოს.... ხოდა ახლა ამ თემაზე .... არ იტყვით რამეს?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 6 2015, 10:20 AM

Zukazuka314
რა უნდა ვთქვა? რა გაინტერსებს?

პოსტის ავტორი: Zukazuka314 თარიღი: Apr 6 2015, 04:25 PM

ციტატა(G_saxva @ Apr 6 2015, 10:20 AM) *

Zukazuka314
რა უნდა ვთქვა? რა გაინტერსებს?

G_saxva
რაც ზევით ვიკითხე...
გამეცით პასუხები და მერე დახურეთ თუ გინდათ....

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 6 2015, 05:04 PM

Zukazuka314

ციტატა
1.როგორც გავიგე ანგელოზებს არ აქვთ სინანული (რატომ ვერ გავიგე,რატომ არ არის სინანულის მიმღები?) და თუ აირჩია ანგელოზმა ცუდი გზა ვერასდროს მობრუნდება?

ანგელოზს სინანული არ აქვს რადგან არ სცოდავს. მისი ბუნება უკვე იმდენად არის უფალთან ახლოს რომ ეშმაკი ვისგანაც ცოდვა მოდის ვერ აცდუნებს. რაც შეეხება ეშმაკს ის უფალს განუდგა და ასე იქნება (შეიცვლება თუ არა ეს არ ვიცი).
ციტატა
2.და რატო ვერ მობრუნდება მას ხომ აქვს თავისუფალი ნება? და ანურასაც უნდა იმას აკეთებს?

თავისუფალი ნება აქვს მაგრამ თუ ეშმაკზეა საუბარი მისი მთავარი პრობლემა ამპარტავენბაა, თავი უფლის თანასწორი ჰგონია რაც მას უკან მობრუნების საშვალებას არ აძლევს.
ციტატა
3.და თუ შეილება ანგელოზი კიდევ დაეცეს დღეს?

შეუძლებელია, რადგან როდესაც დაეცა ანგელოზი მას სხვა ანგელოზებიც გაყვნენ ვინც ამპარტავნობდა ანუ უკვე გაყოფილია უფლის მომხრე და მისი მოწინაარმდეგე მხარეებად.
ციტატა
4.როგორც გავიგე, ანგელოზი მიისწრაფვის და მტკიცდება მის ნებაში და მაშინ ეშმაკი თავიდანვე ლისწრაფოდა ბოროტებისკენ ან კიდე რა იყო მიზეეი მისი დაცემის?

მისი დაცემის მიზეზი ამპარტავნებაა, ანგელოზებს ტავისუფალი ნება ჰქონდათ (დღეს დღეობით ცოტა შეიცვალა მათი ბუნება) თავისუფალი ნებით აირჩია უფალთან დაპირსპირება თავის გატოლება და ამიტომ დაეცა. იგივე ვარტიანტია როცა მე ან შენ ვცოდავთ ჩვენი ბრალია ეშმაკის ანკესზე ვეგებით მაგრამ ცოდვით ჩვენ ვცოდავთ და არა ეშმაკი, ეშმაკი უბრალოდ საცდურს გვაძლევს. აი ზუსტად ეგ მომენტი იყო მაშინაც.
ციტატა
5.აქ წერია რომ (ზევით) ადამიანმა სინდისი სხეულის უძლუების გამო იპოვა სინდისიო და ვერ გავიგე ასევე

ანუ ადამი რომ დაეცა და დაემული ბუნება შეგვექმნა მას შედგომ გაგვიჩნდა სინდისი, რადგან ცოდვა რომელსაც ჩავიდენთ ჩვენ გულში სიმშვიდეს ვერ პოვებს სულის კეთილი წარმომავლობის გმაო. რატომ გაგვიჩნდა სინდისი? იმიტმ რომ დაცემამდე არ არსებობდა ცოდვა და სინანული.
ციტატა
6.და რა არის "მოყირჭება" ?

მოყირჭებაა მოწყენა, ყელში ამოსვლა.
ციტატა
ვთქვათ მოუნათლავი ადამიანი გარდაიცვალა..ღმერთი მას როგორ განსჯის? ჯოჯოხეთში წავა თუ სამოთხეში?

ეს ღმერთს მიანდე დამიჯერე შენზე უკეთ ის განსჯის.
ციტატა
და როგორც ვიცი ძველი აღთქმის ხალხი არ მონანთულან და სასუფეველში ისე შევიდნენ წყლის და სხვა .... გარეშე და ეს როგორაა?

პაველ მოციქული ამბობს რომ ისინი გამართლდენენ უფლის თვალში რადგან სხვა რჯული და აღქთქმა ჰქონდათ ისინი დღევანდელ დღესაც მართლებად იწოდებიან
ციტატა
რომელიღაც თემაში,არ მახსოვს გუშინწინ წავიკითხე,ადამი და ევას თემა იყო მგონი, ასეთი რამ: უბიწოდ ჩასახვა არ მიშნავსო უთესლოდ ჩასახვას, როგორც გავიგე , მაცხოვრის ჩასახვაზე არ იყო აქ საუბარი, და ხომ ვერ მეტყვით, რას ნიშნავს? (თუ არ ვცდები თვით ღვტისმშობლის ჩასახვა-დაბადებაზე იყო საუბარი)

არ ვიცი რომელ თემაში რა წაიკითხე ამიტომ პასუხს ვერ გაგცემ, რადგან არ ვიიც საუბარი რაზე იყო ან ვინ რა აზრს გამოხატავდა
ციტატა
შეგიძლიათ მოკლედ განმარტოთ რას ნიშნავს -> ქალური საწყისის სწავლება ? თუ რათქმაუნდა მოკლედ შესაძლებელია.

კაიროსის პასუხი მაგ საკითხზე
"ეს უძველესი გნოსტიკურ-ქრისტიანული , და მანამდელი წარმართული დუალისტური წარმოდგენაა სამყაროს წარმოშობის შესახებ, უპირველი ზე.მამა, რომლიდანაც იშობა ქალური საწყისი და მისგან გამოდიან ეონები და ა.შ. საკმაოდ ჩახლართული სწავლებაა, წარმართულ რელიგიებში კი ქალური საწყისი ზოგჯერ გაიგებოდა პირდაპირი საწყისის ფორმით ან "რიგითი" ქალღმერთის სახით, ეკლესიაში დაგმობილია რაიმე "სქესობრივი " დაყოფა საწყისებისას, და საწყისის სრულიად სხვა სწავლება არსებობს..."

პოსტის ავტორი: Zukazuka314 თარიღი: Apr 6 2015, 10:01 PM

ციტატა
ანგელოზს სინანული არ აქვს რადგან არ სცოდავს. მისი ბუნება უკვე იმდენად არის უფალთან ახლოს რომ ეშმაკი ვისგანაც ცოდვა მოდის ვერ აცდუნებს. რაც შეეხება ეშმაკს ის უფალს განუდგა და ასე იქნება (შეიცვლება თუ არა ეს არ ვიცი).


კი მაგრამ ეშმაკმა ხომ შეცოდა... თუნდაც ამპართავნებით თუ ცოდვად არ ითვლება? biggrin.gif

ციტატა
თავისუფალი ნება აქვს მაგრამ თუ ეშმაკზეა საუბარი მისი მთავარი პრობლემა ამპარტავენბაა, თავი უფლის თანასწორი ჰგონია რაც მას უკან მობრუნების საშვალებას არ აძლევს.


მიზეზი რა იყო ამპარტავნების? ის ხომ იყო ღმერთთან და მაშინ ხომ ბოროტება არ იყო? ღმერთან "სიყვარულთან" რატომ დაიბადა ამპარტავნება? სიკეთესთან რატო გაქნდა ბოროტების ნაყოფი როდესაც ბოროტება არ არსებობდა?

ციტატა
შეუძლებელია, რადგან როდესაც დაეცა ანგელოზი მას სხვა ანგელოზებიც გაყვნენ ვინც ამპარტავნობდა ანუ უკვე გაყოფილია უფლის მომხრე და მისი მოწინაარმდეგე მხარეებად.


თავიდან "ლუციფერიც" მომხრე იყო biggrin.gif უბრალოდ მერე შეცდა... და რატო არ ეილება იგივე განმეროდეს? და ეშმაკი ერთია ხო? და მაშინ ის დაცემული ანგელოზები დემონები არიან ანუ უფროსი ეშმაკია მაგათი, რატომ? იმიტომ? რომ ანგელოზობისას სინათლის ანგელოზი იყო?(ანუ დიდი "ზვანიის" მქონე)


ციტატა
იგივე ვარტიანტია როცა მე ან შენ ვცოდავთ ჩვენი ბრალია ეშმაკის ანკესზე ვეგებით მაგრამ ცოდვით ჩვენ ვცოდავთ და არა ეშმაკი, ეშმაკი უბრალოდ საცდურს გვაძლევს. აი ზუსტად ეგ მომენტი იყო მაშინაც.


ჩვენ დროში ანუ ახლა და როდესაც ხილული სამყარო შეიქმნა იყო ბოროტება და წყაროც ამ ყველაფრის ცუდის... მაგრამ მაშინ როდესაც არ იყო ბოროტება და არც ეშმაკი საიდან წარმოიშვა ის ამპარტავნება და რა იყო საცდური?

ციტატა
ანუ ადამი რომ დაეცა და დაემული ბუნება შეგვექმნა მას შედგომ გაგვიჩნდა სინდისი, რადგან ცოდვა რომელსაც ჩავიდენთ ჩვენ გულში სიმშვიდეს ვერ პოვებს სულის კეთილი წარმომავლობის გმაო. რატომ გაგვიჩნდა სინდისი? იმიტმ რომ დაცემამდე არ არსებობდა ცოდვა და სინანული.


დაცემული ბუნება შეგვქმნა? ვინ? ადამმა? ანუ როგორც კი შეცოდა სინდისი გაუნჩნდა ხო?


ციტატა
ეს ღმერთს მიანდე დამიჯერე შენზე უკეთ ის განსჯის.


ცუდად ვიკითხე? უნდა მეთქვა ცხონდება თუ არა

ციტატა
პაველ მოციქული ამბობს რომ ისინი გამართლდენენ უფლის თვალში რადგან სხვა რჯული და აღქთქმა ჰქონდათ ისინი დღევანდელ დღესაც მართლებად იწოდებიან


აჰა... ანუ თუ მართალი იქნები და მოუნათლავი ცხონდები? უბრალოდ მიტო ვიკითხე რომ როგორც ვიცი მონათვლის გარეშე ვერავინ ვერ შევიდოდა სასუფეველში...

და გამართლებაში რა იგულისხმება? სხვა რჯული და ათქმა თუ სწორი რჯული და სწორი აღთქმა?

ციტატა
"ეს უძველესი გნოსტიკურ-ქრისტიანული , და მანამდელი წარმართული დუალისტური წარმოდგენაა სამყაროს წარმოშობის შესახებ, უპირველი ზე.მამა, რომლიდანაც იშობა ქალური საწყისი და მისგან გამოდიან ეონები და ა.შ. საკმაოდ ჩახლართული სწავლებაა, წარმართულ რელიგიებში კი ქალური საწყისი ზოგჯერ გაიგებოდა პირდაპირი საწყისის ფორმით ან "რიგითი" ქალღმერთის სახით, ეკლესიაში დაგმობილია რაიმე "სქესობრივი " დაყოფა საწყისებისას, და საწყისის სრულიად სხვა სწავლება არსებობს..."


ხო ეგ მეც წავიკითხე და ვერ გავიგე biggrin.gif და მიტო ვიკთხე თუ გაიგე კაიროსის ნაწერი შეგილია გამაგებინო? biggrin.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 7 2015, 09:36 AM

Zukazuka314

ციტატა
კი მაგრამ ეშმაკმა ხომ შეცოდა... თუნდაც ამპართავნებით თუ ცოდვად არ ითვლება?

აქ უფალთან მყოფ ანგელოზებზე მქონდა საუბარი და არა ეშმაკებზე. მას მერე მათი ბუნება უფრო დაუახლოვდა უფალს.
ციტატა
მიზეზი რა იყო ამპარტავნების?

ეს ისეთივე კითხვაა შიშის გეშინიაო. მიზეზი თავად ეშმაკი იყო რომელიც გაამპარტავნდა, ანუ უფალს თავი გაუტოლა.
ციტატა
ის ხომ იყო ღმერთთან და მაშინ ხომ ბოროტება არ იყო?

ბოროტება მას მერე შეიქმნა მანამ არ იყო მაგრამ უფალთან განდგომის შედეგ ჯაჭვური რეაქციით მოხდა ბოროტების და ცოდვის გაჩენა. როგორც სამყაროსთან ერთად გაჩნდა დრო.
ციტატა
ღმერთან "სიყვარულთან" რატომ დაიბადა ამპარტავნება? სიკეთესთან რატო გაქნდა ბოროტების ნაყოფი როდესაც ბოროტება არ არსებობდა?

საერთოდ ბოროტება არ აჩენილა და როგორც ესეთი არ არსებობს. უბრალოდ ეს სიკეთისა და სიყვარულის ნაკლებობას აღნიშნავს. როგორც სიბნელე სინათლის ნაკლებობაა, ზუსტად ამიტომ ამ ნაკლებობის გამო რაც ეშმკამა აირჩია მოხდა მისი დაცემა.
ციტატა
თავიდან "ლუციფერიც" მომხრე იყო უბრალოდ მერე შეცდა... და რატო არ ეილება იგივე განმეროდეს?

შეიძლება სინათლე დაბნელდეს? ავღნიშნე უკვე უფლის გარშემო მყოფი ანგელოზები უკვე იმდენად არიან ღმერთის მადლით შემკულნის მის გარეშე ვერ გაძლებენ. თითქმის აღარ გააჩნიათ თავისუფალი ნება. ხომ არ შეიძლება წმინდანი ღმერთს განუდგეს? რადგან უფალთან მყოფობაა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ზუსტად ამგვარადაა ანგელოზისთვის.
ციტატა
თავიდან "ლუციფერიც" მომხრე იყო უბრალოდ მერე შეცდა... და რატო არ ეილება იგივე განმეროდეს?

საცდური თავად მისი ბუნება იყო. ის რომ ღმერთობა მოუნდა, რატომ მოუნდა და თავისუფალი ნებით აირჩია უკეთესი გამხდარიყო ყველას და ყველაფრის მბრძანებელი.
ციტატა
დაცემული ბუნება შეგვქმნა? ვინ? ადამმა? ანუ როგორც კი შეცოდა სინდისი გაუნჩნდა ხო?

დაცემული ბუნბა გვაქ ყველას. დღევანდელი ხრწნადი სხეულ იდაცემული ბუნების შედეგია, ასევე ცოდვას დამორჩილება და სინდისიც.
ციტატა
ცუდად ვიკითხე? უნდა მეთქვა ცხონდება თუ არა

ამაზეც იგივეს გიპასუხებ, შენი სულისთვის და ცოხნებისთვის მაგას არანიარი მნიშვნელობა არ აქვს. რაც სეეხება თავად კითხვას ცხონდება თU ვერა, ქვეყნად არავის ძალუძს თქვას ვინ ცხონდება და ვინ არა ეს უფლის ნებაა.
ციტატა
აჰა... ანუ თუ მართალი იქნები და მოუნათლავი ცხონდები? უბრალოდ მიტო ვიკითხე რომ როგორც ვიცი მონათვლის გარეშე ვერავინ ვერ შევიდოდა სასუფეველში...

და გამართლებაში რა იგულისხმება? სხვა რჯული და ათქმა თუ სწორი რჯული და სწორი აღთქმა?

არა ახლა ვერ ცხონდები და ვერ გამართლდები რადგან მაშინ არ იყო ქრისტე მოსულ ი და ის რჯულიც ქრისტის მოსვლას ემსახურებოდა, ზუსტად ამიტომ გამართლდენენ და შევინდნენ ცათა სასუფეველი. მაშინ არ იყო ნათლობა ეს ქრისტემ დააწესა ამიტომ ისინი ვერ მოინათლებოდნენ, ახლა როცა გაგვაჩნია აუცილებელია.
ციტატა
ხო ეგ მეც წავიკითხე და ვერ გავიგე და მიტო ვიკთხე თუ გაიგე კაიროსის ნაწერი შეგილია გამაგებინო?

რა ვერ გაიგე?

პოსტის ავტორი: Zukazuka314 თარიღი: Apr 7 2015, 12:05 PM

ციტატა
აქ უფალთან მყოფ ანგელოზებზე მქონდა საუბარი და არა ეშმაკებზე. მას მერე მათი ბუნება უფრო დაუახლოვდა უფალს.


ეშმაკზე როგორ იქნება მაშინ? რატომ არ ჩავარდა სინანულში? რაგაც მაქ წანაკითხი რომ ანგელოზი დიდი ქვასავითაა და დიდ ციცაბო კლიდან რომ მოგორავს (უსასრულოდ) და ეშმაკიც ასეა ბოროტებაში (უფრო და უფრო ბოროტდება) და კეთილი ანგელოზებიც (სულ ღმერთან მიდიან ახლოს)...

ციტატა
შეიძლება სინათლე დაბნელდეს? ავღნიშნე უკვე უფლის გარშემო მყოფი ანგელოზები უკვე იმდენად არიან ღმერთის მადლით შემკულნის მის გარეშე ვერ გაძლებენ. თითქმის აღარ გააჩნიათ თავისუფალი ნება. ხომ არ შეიძლება წმინდანი ღმერთს განუდგეს? რადგან უფალთან მყოფობაა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ზუსტად ამგვარადაა ანგელოზისთვის.


ანუ ის თავიდანვე ბოროტებისკენ მიისწრაფოდა?

ციტატა
რა ვერ გაიგე?


არაფერი, გავიგე ვსიო... მადლობა შენი ნაწერებიც გავიგე

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Apr 7 2015, 12:29 PM

G_saxva

ციტატა
საცდური თავად მისი ბუნება იყო. ის რომ ღმერთობა მოუნდა, რატომ მოუნდა და თავისუფალი ნებით აირჩია უკეთესი გამხდარიყო ყველას და ყველაფრის მბრძანებელი.

ანუ ღმერთს რო დაეშვა მისი ღმერთობა ის ისეთივე კეთილად დარჩებოდა როგორიც იყო? მას უნდოდა თვითონაც ღმერთი ყოფილიყო და ამისთვის დაისაჯა?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 7 2015, 01:30 PM

ციტატა
ეშმაკზე როგორ იქნება მაშინ? რატომ არ ჩავარდა სინანულში? რაგაც მაქ წანაკითხი რომ ანგელოზი დიდი ქვასავითაა და დიდ ციცაბო კლიდან რომ მოგორავს (უსასრულოდ) და ეშმაკიც ასეა ბოროტებაში (უფრო და უფრო ბოროტდება) და კეთილი ანგელოზებიც (სულ ღმერთან მიდიან ახლოს)...

დიახ მსგავსი თემაა. ეშმაკს რომ მოენანიებინა ეშმაკი ხომ აღარ ინებოდა? ვინდაიდან და რადგანც ის არსებობს ესეგი არ შეუნიანია, მუდმივი ბოროტება კი მის პატივმოყვარეობას ახარებს, რაც სინანულის საშვალებას არ აძლევს. საკმაოდ ვრცელი თემაა მოკლედ კი ასე ითქმის smile.gif
ციტატა
ანუ ის თავიდანვე ბოროტებისკენ მიისწრაფოდა?

არა მან არჩევანი გააკეთა ღმერთს დაპირისპირებოდა და ნათელს მოკლებოდა ახლა კი ბნელშია თავისი თავისუფალი არცევანის გამო.
ციტატა
ანუ ღმერთს რო დაეშვა მისი ღმერთობა ის ისეთივე კეთილად დარჩებოდა როგორიც იყო? მას უნდოდა თვითონაც ღმერთი ყოფილიყო და ამისთვის დაისაჯა?

ოო მთავარი პრობლემაც აი ეგ არის განა მას მოუნდა სიკეთით და ნეტარებით მიახლებოდა ღვთაებრიობას, არამედ შეშურდა ღმერთის სრულყოფილების ჩავარდა ამპარტავნებაში თავი ღმერთის სწორად წარმოიდგინა და განუდგა მას. ეს მაგალითი უნდა იყოს ყველა ჩვენგანისთვის, არ უნდა გვეგონოს ჩვენი სიქეთე და ქველმოქმედება საკმარია და ამით გარანტირებული გვაქ სამოთხე, პირიქით მუდმივად უნდა ვისწრაფოდეთ მისკენ, რადგან ერთი ფეხის გადაცდენით ჯოჯოხეთისკენ წავალთ. არასდროს არ უნდა ვიფიქროთ ჩვენი დარი არავინაა ამ ქვეყნად არც მცოდნე არც კეთილის მქმნელი, ამპარტავნება ამიტომაა დამღუპველი ცოდვა, ამიტომ ებრძოდნენ წმინდაენბი მორჩილებით და თავმდაბლობით ამპარტავნებას. პავლე მოციქული ამბობს ყველაზე ცოდვილი ამ ქვეყნად მე ვარო. ის ვინც თავს დაიმდაბლებს ამაღდება ხო ვინც აიმაღლებს ეშმაკის გზად დაადგება და დაეცემა მწარედ ძირს. თავად მოციქულების მგალითი გავიხსენოთ მაცხოვარი ეუბნება მათ : "არამედ რომელსა უნდეს თქვენ შორის დიდ ყოფაი, იყოს თქვენდა მსახურ; და რომელსა უნდეს თქვენ შორის პირველ ყოფა, იყოს ყოველთა მონა."

პოსტის ავტორი: Giorgi Kadagishvili თარიღი: Apr 7 2015, 02:04 PM

sanfol

ციტატა
მას უნდოდა თვითონაც ღმერთი ყოფილიყო და ამისთვის დაისაჯა?

არა.
G_saxva
ციტატა
ოო მთავარი პრობლემაც აი ეგ არის განა მას მოუნდა სიკეთით და ნეტარებით მიახლებოდა ღვთაებრიობას, არამედ შეშურდა ღმერთის სრულყოფილების ჩავარდა ამპარტავნებაში თავი ღმერთის სწორად წარმოიდგინა და განუდგა მას.

წყარო? ამ ლეგენდისა?

ციტატა
ეს მაგალითი უნდა იყოს ყველა ჩვენგანისთვის

რა ეს? ლეგენდა?

ციტატა
დაეცემა მწარედ ძირს.

სად ძირს?

ციტატა
ახლა კი ბნელშია

ჰო 90-იანების საქართველოში ცხოვრობს და შუქი რომ მოდის ურას იძახის.


ციტატა
ეშმაკს რომ მოენანიებინა ეშმაკი ხომ აღარ ინებოდა? ვინდაიდან და რადგანც ის არსებობს ესეგი არ შეუნიანია,

ჰაი დილილმე დილილმე რა, ჩემხელა თემა მაგ საკითხზე არ დადო კაცმა, რომ ანგელოზს სინანული არ შეუძლიაო? თუ სინანული არ ძალუძს, რანაირად უნდა მოენანიებინა?


პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Apr 7 2015, 03:13 PM

Giorgi Kadagishvili

ციტატა
არა.

აბა?

G_saxva
ციტატა
ოო მთავარი პრობლემაც აი ეგ არის განა მას მოუნდა სიკეთით და ნეტარებით მიახლებოდა ღვთაებრიობას, არამედ შეშურდა ღმერთის სრულყოფილების ჩავარდა ამპარტავნებაში თავი ღმერთის სწორად წარმოიდგინა და განუდგა მას. ეს მაგალითი უნდა იყოს ყველა ჩვენგანისთვის, არ უნდა გვეგონოს ჩვენი სიქეთე და ქველმოქმედება საკმარია და ამით გარანტირებული გვაქ სამოთხე, პირიქით მუდმივად უნდა ვისწრაფოდეთ მისკენ, რადგან ერთი ფეხის გადაცდენით ჯოჯოხეთისკენ წავალთ. არასდროს არ უნდა ვიფიქროთ ჩვენი დარი არავინაა ამ ქვეყნად არც მცოდნე არც კეთილის მქმნელი, ამპარტავნება ამიტომაა დამღუპველი ცოდვა, ამიტომ ებრძოდნენ წმინდაენბი მორჩილებით და თავმდაბლობით ამპარტავნებას. პავლე მოციქული ამბობს ყველაზე ცოდვილი ამ ქვეყნად მე ვარო. ის ვინც თავს დაიმდაბლებს ამაღდება ხო ვინც აიმაღლებს ეშმაკის გზად დაადგება და დაეცემა მწარედ ძირს. თავად მოციქულების მგალითი გავიხსენოთ მაცხოვარი ეუბნება მათ : "არამედ რომელსა უნდეს თქვენ შორის დიდ ყოფაი, იყოს თქვენდა მსახურ; და რომელსა უნდეს თქვენ შორის პირველ ყოფა, იყოს ყოველთა მონა."

იქნებ იცოდა რომ ის ვერასდროს ვერ გახდებოდა ღმერთი რაც არ უნდა იწვალოს და ისიკეთოს? შენ შეგიძლია მითხრა რომ ღმერთი გახდება რომელიმე უფლის ანგელოზი ოდესღაც? კონკურენტები რაში ჭირდება ღმერთს და მოიშორა ასე არ გამოვიდა? შეშურდა ეგრე მეც შეიძლება შემშურდეს ვიღაცა კეთილი ადამიანის მეც ისეთი რატო არ ვარ თქო და ამის გამო უნდა მომკლას იმ ვიღაცამ?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 7 2015, 03:38 PM

sanfol

ციტატა
იქნებ იცოდა რომ ის ვერასდროს ვერ გახდებოდა ღმერთი რაც არ უნდა იწვალოს და ისიკეთოს? შენ შეგიძლია მითხრა რომ ღმერთი გახდება რომელიმე უფლის ანგელოზი ოდესღაც? კონკურენტები რაში ჭირდება ღმერთს და მოიშორა ასე არ გამოვიდა? შეშურდა ეგრე მეც შეიძლება შემშურდეს ვიღაცა კეთილი ადამიანის მეც ისეთი რატო არ ვარ თქო და ამის გამო უნდა მომკლას იმ ვიღაცამ?

ვერავინ ვერ შეძებს ღმერთობას, რადგან ღმერთი ერთია. რაც შეეხება შენ მაგალითს თუ ვინმესი შეგშურდა და ჩხუბი აუტეხე ნუ გაგიკვირდება თუ მოგხვდება სამართლაინიც იქნება.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Apr 7 2015, 03:53 PM

G_saxva

ციტატა
ვერავინ ვერ შეძებს ღმერთობას, რადგან ღმერთი ერთია. რაც შეეხება შენ მაგალითს თუ ვინმესი შეგშურდა და ჩხუბი აუტეხე ნუ გაგიკვირდება თუ მოგხვდება სამართლაინიც იქნება.

მეც მინდა ეხლა ეგრე ღმერთობა იმიტო რო კაი პონტია და ამიტომ უნდა მომკლას ღმერთმა?? ჩხუბს რანაერად ავუტეხავ რას დავაკლებ მას? ან ეშმაკმა რა დააკლო? ანგელოზები წაართვა? ანუ მე რო ვიღაცა მსახურები წავართვა ღმერთს არ იცოდა ღმერთმა რომ ის მსახურები მაინც გატყდებოდნენ ადრე თუ გვიან რწმენაში და მე თუ არა სხვას დაუჯერებდნენ?

ანუ ღმერთმა შექმნა არსება რომელიც მიისწრაფის მაქსიმუმისკენ და თან ღმერთმა იცის რომ ამ მაქსიმუმს ვერ მიიღებს ვერასდროს ეს არსება და კიდე ტანჯვას უმძიმებს დასჯით, რადგან მასში ჩადებული სურვილები აამოქმედა?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 7 2015, 04:16 PM

sanfol

ციტატა
მეც მინდა ეხლა ეგრე ღმერთობა იმიტო რო კაი პონტია და ამიტომ უნდა მომკლას ღმერთმა?? ჩხუბს რანაერად ავუტეხავ რას დავაკლებ მას? ან ეშმაკმა რა დააკლო? ანგელოზები წაართვა? ანუ მე რო ვიღაცა მსახურები წავართვა ღმერთს არ იცოდა ღმერთმა რომ ის მსახურები მაინც გატყდებოდნენ ადრე თუ გვიან რწმენაში და მე თუ არა სხვას დაუჯერებდნენ?

ძალიან გიყვას ასე მაგალითების მოყვანა და იმის მიხედვით მსჯელობა, ეს მგალითი კიდევ სრულად ვერ შეესაბამება რადგან შენ იმ ვირაციშ შექმნილი არ ხარ ასევე ღმერთს არავინ მოულავს უბრალოდ დასჯილია. ამ შეთხვევას ის მაგალითი უფრო შეესაბამება. მამაშენს რომ უთხრა შენ აღარ ხარ ოჯახის უფრო მე ვარ დღეიდან რადგან შენი ტოლი და სწორი ვარო, მერე და ძმების ნაწილი გადაიბირო და ჩხუბი დაუწყო. მამაშენი ამ დროს შენზე ძლიერია და შენი საქციელის გამო დაგსჯის, შენ კიდევ არ ნანაობ ამ საქციელს და ცდილობ სხვა შვილებიც უცდუნო და გადაიბირო, ამის მიუხედავად ამამ არ განადგურებს რადგან უყვარხარ. რა არის ამაში როგორც შენ გგონია და ფიქრობ არასოწრი?

ციტატა
ანუ ღმერთმა შექმნა არსება რომელიც მიისწრაფის მაქსიმუმისკენ და თან ღმერთმა იცის რომ ამ მაქსიმუმს ვერ მიიღებს ვერასდროს ეს არსება და კიდე ტანჯვას უმძიმებს დასჯით, რადგან მასში ჩადებული სურვილები აამოქმედა?

პრობლემა ისაა რომ შენ თუ სიკეთისკენ მიისწრაფვი და სიყვარული გინდა მსგავსი რამ არასდროს მოგივა გულსა და გონებაში.

პოსტის ავტორი: Zukazuka314 თარიღი: Apr 9 2015, 01:14 AM

ციტატა
ეშმაკს რომ მოენანიებინა ეშმაკი ხომ აღარ ინებოდა? ვინდაიდან და რადგანც ის არსებობს ესეგი არ შეუნიანია, მუდმივი ბოროტება კი მის პატივმოყვარეობას ახარებს, რაც სინანულის საშვალებას არ აძლევს. საკმაოდ ვრცელი თემაა მოკლედ კი ასე ითქმის


თითქმის ვუახლოვდები პასუხს, აქედან ახალი კითხვა: "ეშმაკს რომ მოენანიებინა ეშმაკი ხომ აღარ იქნებოდა?" მაშინ მკვლელს რომ მოენანიებინა მკვლელი ხომ აღარ იქნებოდა? მარა მკვლელმა შილება ოდესმე მოინანოს..(მით უმეტეს უსასროლობაში...) და მოკლედ ეშმაკზე ეს შეუძლებებლია (არ შეილება, დაუშვებელია, არ არსებობს :D) თუ არის პოტენცია პოტენციაში? ისე არამგონია რომ მოინანიოს რადგან გამოცხადებაში წერია ყველაფერი როგორც იქნება.... მარა თუ მოინდომა შეინენება? ან შეილება შეინანოს(ეშმაკმა) ?
ხო იგივე კითხვებს ვუბრუნდები... მარა ისე, როდესაც განკაცებული ღმერთი იწამებოდა (.....)
სიმართლისთვის და ადამიანებისთვის (უდიდესი სიყვარულის გამო) გახარებული უყურებდა....... და რა უნდა მოხდეს რომ შეინანოს.... მარა მე ის მაინტერესებს პოტენციაში (რომელიც არც იქნება და არც არის) შეილება თუ არა შეინენოს და შეენანება თუ არა?
ამას მიტო ვკითხულობ

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Apr 9 2015, 02:58 PM

Zukazuka314

ციტატა
მარა მე ის მაინტერესებს პოტენციაში (რომელიც არც იქნება და არც არის) შეილება თუ არა შეინენოს და შეენანება თუ არა?

რატო არ შეიძლება? მაშინ სხვა გზა აღარ ქონია და სასჯელად დაუწესებია ღმერთს უნანებლობა, მაგრამ პოტენციაში შეუძლია მონანიება, თმცა თავისი ნების მიხედვით არ ინანიებს როგორც შენ დაწერე წინასწარმეტყველებაში როგორცაა, მარა მერე კიდე მაგის მერე რა ხდება იცის ვინმემ? როცა დამარცხდება ანტიქრისტე

პოსტის ავტორი: Zukazuka314 თარიღი: Apr 9 2015, 08:40 PM

მარა მგონი არც პოტენციაში და გულშ არ ინანიებს biggrin.gif როგორც ვიცი... და თუ მოინანებს შეენანება... და ეშმაკი ყველგანაა? ანუ მომავამშიც და ახლაც ერთდროულადაა თუ როგორი თვისებები აქ? და რაღაც წავიკითხე :

წინასწარმეტყველ იეზეკილის წიგნის მიხედვით, საეკლესიო ტრადიციით, სატანა შექმნილი იყო ანგელოზის მიერ ჰერუვიმის წოდებით. იგი იყო „სრულყოფილების ბეჭდით, სრული სიბრძნით და სილამაზის გვირგვინით დაჯილდოებული“ და ცხოვრობდა ედემის „ცეცხლოვან ქვებში“, მაგრამ მას შემდეგ, რაც იგი ამპარტავანი გახდა, იგი ჩამოგდებული იყო მიწაზე (იეზ. 28:12-19), მას წამოყვა ანგელოზთა ის ნაწილიც, რომელნიც გარდაისახნენ დემონებად. სატანის დაცემის აღწერა მოყვანილია მოციქულ იოანესთან: სატანა, დიდი ციური ომის შემდეგ, მიწაზე ჩამოაგდო ანგელოზმა მიქაელმა (ახსნა. 12:7-9). (ეს სულ სხვა აზრია ეშმაკზე.... ვერ გავიგე დაქვევითაც რამოდენიმე რამე)
ისაია წინასწარმეტყველი გვაძლევს სატანის პირველ სახელს — ლუციფერი (Денница). ლუციფერის დაცემის შემდეგ, იგი ხდება უკუნის განმგებელი, ღმერთის წინააღმდეგ ჯანყის მეთაური.
ტრადიციულად, სატანის ადგილსამყოფელად ითვლება ჯოჯოხეთი, ამიტომ იგი არის ჯოჯოხეთის მთავარი. მაგრამ მოციქული პავლეს მიხედვით, დღეს სატანა მმართველობს ცაში (ეფ. 2:2). მისი მსახურნი არიან — „ამ სოფლის ბნელეთის სამყაროთ მპყრობელნი“, „ცისქვეშეთის ბოროტების სულები“ (ეფ. 6:12).
იოანეს წიგნში იგი სახელდება ღმერთის შვილად (ძველბერძნული ვერსიით — ანგელოზების) (1:6). იგი წინამძღვრობს ხალხებს და ცეცხლს აფქვრევს მიწაზე. (1:15-17), აგრეთვე მართავს ატმოსფერულ მოვლენებს (1:18), იძლევა სიმდიდრეს და ავრცელებს სნეულებებს (2:7).
სახარებაში სატანა გვესახება სამყაროს ჩამოყალიბებულ გამგებლად (მათე 4:1-11), და იუდეველების ღმერთად (იოანე 8:44). ამ საფუძველზე ბევრი პირველყოფილი ღვთისმეტყველი გნოისტიკი თვლიდა, რომ ძველი აღქმით, ღმერთი, ეს არის ეშმაკი, რომელიც სრულიადაც არ ქმნის სამყაროს არაფრიდან, არამედ ქმნის პირად ჯოჯოხეთს — „ბნელეთს უფრსკულზე“ (1:2), ბაძავს რა ჭეშმარიტ ღმერთთს, სამყაროს უსახო და მიუწვდომელ პირველადს.
განსჯის დღეს შეებრძოლება ანგელოზს, რომელსაც აქვს უფრსკულის გასაღები, და ჩაგდებული იქნება უფრსკულში ათასი წლით (ახსნა. 20:2-3). მეორე ბრძოლის შემდეგ, სატანა ჩაგდებული იქნება „გოგირდოვან და ცეცხლოვან ტბაში“ (ახსნა. 20:7-10)

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Apr 9 2015, 09:12 PM

Zukazuka314
და მაგ ბრძოლებს დასასრული ააქვს? 1000 წლის მერე რა მოხდება როგორ ამოვა? ან მეორე ბრძოლის შემდეგ რა მოხდება კიდე ხელახლა დაიწყებს ადამიანების ცდუნებას და ბრძოლას?

პოსტის ავტორი: Zukazuka314 თარიღი: Apr 9 2015, 09:21 PM

არ ვიცი.... მარა რაც ზევით ადვწერე ვერ გავიგე... (ეზეკიელზე) და განგვიმარტეთ რადგან სხვა აზრი არის "ეშმაკის" "შექმნის"

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 9 2015, 11:07 PM

ციტატა
თითქმის ვუახლოვდები პასუხს, აქედან ახალი კითხვა: "ეშმაკს რომ მოენანიებინა ეშმაკი ხომ აღარ იქნებოდა?" მაშინ მკვლელს რომ მოენანიებინა მკვლელი ხომ აღარ იქნებოდა? მარა მკვლელმა შილება ოდესმე მოინანოს..(მით უმეტეს უსასროლობაში...) და მოკლედ ეშმაკზე ეს შეუძლებებლია (არ შეილება, დაუშვებელია, არ არსებობს biggrin.gif) თუ არის პოტენცია პოტენციაში? ისე არამგონია რომ მოინანიოს რადგან გამოცხადებაში წერია ყველაფერი როგორც იქნება.... მარა თუ მოინდომა შეინენება? ან შეილება შეინანოს(ეშმაკმა) ?

მოდი ნუ ვისაუბრებთ იმაზე რაც სეიძლება იყოს არ იყოს მოსხდეს არ მოხდეს და ასე შემდეგ მოცემულ რეალობს ვუყუროთ და ისევ ვისაუბროთ.
ციტატა
სიმართლისთვის და ადამიანებისთვის (უდიდესი სიყვარულის გამო) გახარებული უყურებდა....... და რა უნდა მოხდეს რომ შეინანოს.... მარა მე ის მაინტერესებს პოტენციაში (რომელიც არც იქნება და არც არის) შეილება თუ არა შეინენოს და შეენანება თუ არა?
ამას მიტო ვკითხულობ

მაგაზე პასუხს ვერ გაცემ, მაგრამ ალბათ არა. მან უდიდესი სიყვარუი იხილა როდესაც მაცხოვარი თავად ღმერთი თავიანთი ქმნილებებისთვის მოვიდა ამ ქვეყნათ რადგან დაინახა მომანული, მათთვის განკაცდა ევნო დამოკვდა. ამაზე დიდ სიყვარულს ვერ აჩვენებ ეშმაკს. აქედან გამომდდინარე ლოგიკური პასუხი იქნება არა.

პოსტის ავტორი: Zukazuka314 თარიღი: Apr 30 2015, 01:16 AM

ციტატა(Zukazuka314 @ Apr 9 2015, 09:21 PM) *

არ ვიცი.... მარა რაც ზევით ადვწერე ვერ გავიგე... (ეზეკიელზე) და განგვიმარტეთ რადგან სხვა აზრი არის "ეშმაკის" "შექმნის"



ციტატა(Zukazuka314 @ Apr 9 2015, 08:40 PM) *

მარა მგონი არც პოტენციაში და გულშ არ ინანიებს biggrin.gif როგორც ვიცი... და თუ მოინანებს შეენანება... და ეშმაკი ყველგანაა? ანუ მომავამშიც და ახლაც ერთდროულადაა თუ როგორი თვისებები აქ? და რაღაც წავიკითხე :

წინასწარმეტყველ იეზეკილის წიგნის მიხედვით, საეკლესიო ტრადიციით, სატანა შექმნილი იყო ანგელოზის მიერ ჰერუვიმის წოდებით. იგი იყო „სრულყოფილების ბეჭდით, სრული სიბრძნით და სილამაზის გვირგვინით დაჯილდოებული“ და ცხოვრობდა ედემის „ცეცხლოვან ქვებში“, მაგრამ მას შემდეგ, რაც იგი ამპარტავანი გახდა, იგი ჩამოგდებული იყო მიწაზე (იეზ. 28:12-19), მას წამოყვა ანგელოზთა ის ნაწილიც, რომელნიც გარდაისახნენ დემონებად. სატანის დაცემის აღწერა მოყვანილია მოციქულ იოანესთან: სატანა, დიდი ციური ომის შემდეგ, მიწაზე ჩამოაგდო ანგელოზმა მიქაელმა (ახსნა. 12:7-9). (ეს სულ სხვა აზრია ეშმაკზე.... ვერ გავიგე დაქვევითაც რამოდენიმე რამე)
ისაია წინასწარმეტყველი გვაძლევს სატანის პირველ სახელს — ლუციფერი (Денница). ლუციფერის დაცემის შემდეგ, იგი ხდება უკუნის განმგებელი, ღმერთის წინააღმდეგ ჯანყის მეთაური.
ტრადიციულად, სატანის ადგილსამყოფელად ითვლება ჯოჯოხეთი, ამიტომ იგი არის ჯოჯოხეთის მთავარი. მაგრამ მოციქული პავლეს მიხედვით, დღეს სატანა მმართველობს ცაში (ეფ. 2:2). მისი მსახურნი არიან — „ამ სოფლის ბნელეთის სამყაროთ მპყრობელნი“, „ცისქვეშეთის ბოროტების სულები“ (ეფ. 6:12).
იოანეს წიგნში იგი სახელდება ღმერთის შვილად (ძველბერძნული ვერსიით — ანგელოზების) (1:6). იგი წინამძღვრობს ხალხებს და ცეცხლს აფქვრევს მიწაზე. (1:15-17), აგრეთვე მართავს ატმოსფერულ მოვლენებს (1:18), იძლევა სიმდიდრეს და ავრცელებს სნეულებებს (2:7).
სახარებაში სატანა გვესახება სამყაროს ჩამოყალიბებულ გამგებლად (მათე 4:1-11), და იუდეველების ღმერთად (იოანე 8:44). ამ საფუძველზე ბევრი პირველყოფილი ღვთისმეტყველი გნოისტიკი თვლიდა, რომ ძველი აღქმით, ღმერთი, ეს არის ეშმაკი, რომელიც სრულიადაც არ ქმნის სამყაროს არაფრიდან, არამედ ქმნის პირად ჯოჯოხეთს — „ბნელეთს უფრსკულზე“ (1:2), ბაძავს რა ჭეშმარიტ ღმერთთს, სამყაროს უსახო და მიუწვდომელ პირველადს.
განსჯის დღეს შეებრძოლება ანგელოზს, რომელსაც აქვს უფრსკულის გასაღები, და ჩაგდებული იქნება უფრსკულში ათასი წლით (ახსნა. 20:2-3). მეორე ბრძოლის შემდეგ, სატანა ჩაგდებული იქნება „გოგირდოვან და ცეცხლოვან ტბაში“ (ახსნა. 20:7-10)

ვერ გავიგე როგორ არის შექმნილი ანგელოზი ან კიდე ეშმაკი?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2016, 09:18 PM

"ანგელოზები, როგორც გონებანი, შესაბამისად გონისეულ ადგილებში არიან. არათუ სხეულებრივად გარეშეწერილნი, არამედ იმგვარად, რომ სადაც ებრძანებათ, იქ იმკვიდრებენ და იქ მოქმედებენ გონისეულად, არ ძალუძთ რა, რომ ერთდროულად იყვნენ აქაც და იქაც, და მოქმედებდნენ".

/წმინდა იოანე დამასკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2016, 09:39 PM

"ანგელოზი უკვდავია, მაგრამ არა ბუნებით, არამედ მადლით, რადგან ყოველივე ის, რაც დაწყებულია, ბუნებით დასრულებადიცაა. მხოლოდ ღმერთია მარადის მყოფი, უფრო კი - მარადისობაზე უზემოესი, რადგან თვით არის ჟამთა შემოქმედი".

/წმ. იოანე დამასკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2016, 11:12 AM

"იცოდე, რომ ანგელოზები აღგვძრავენ სალოცავად და ლოცვისას ჩვენთან ერთად დგანან, ხარობენ და ჩვენთვის ლოცულობენ".

/წმ. ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2016, 09:48 AM

"ანგელოზები გარეშეწერილნი არიან, რადგან როდესაც ცაში არიან, არ არიან მიწაზე, ხოლო ღვთის მიერ მიწაზე მოვლენილნი არ იმყოფებიან ცაში; თუმცა არ იზღუდებიან ისინი კედლებითა და კარიბჭეებით ანთუ კლიტეებითა და ბეჭდებით, რადგან შემოუზღუდავნი არიან. როგორებიც არიან, იმგვარები როდი წარმოუჩნდებიან მას, ვინც ღირსია და ვისთვისაც ინება ღმერთმა მათი ცხადჩენა, არამედ გარდასახულად, ისე როგორც ძალუძთ მხილველებს მათი ხილვა. მართლაც, ბუნებითად და საკუთრივად შეუზღუდავი მხოლოდ ისაა, რაც შეუქმნელია, რადგან ყოველი შენაქმნი თავისი შემქმნელი ღვთისგან არის შემოზღუდული".

/წმ. იოანე დამასკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2016, 10:01 PM

"უფალს უხილავი მსახურნი ჰყავს. მსახურნი კი ჩვეულებისამებრ იმათ მიმსგავსებას ცდილობენ, ვისაც ემსახურებიან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2016, 10:25 AM

"მთავარანგელოზი ტაქნიელი - დამხმარე და დამცველი უბედურებისა და თავდასხმისაგან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2016, 10:41 AM

"ანგელოზი ჩვენი დამცველია სიკვდილამდე. იგი მიგვიძღვის წინ, მაგრამ რაოდენი მოფრთხილება და მისათუთება სჭირდება მას, რომ ჩვენი უგვანო ქცევებით არ დავაღონოთ და ავატიროთ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2016, 09:36 PM

"რომ ვხედავდეთ ჩვენს ანგელოზს, რა ახლოსაა ჩვეთან, მაშინ ვერასოდეს ვიგრძნობდით მარტოობას".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2016, 09:54 AM

"უფლის ანგელოზები ადამიანებს ძილშიაც იცავენ და სიფხიზლის დროსაც. პაისი დიდს ერთი ბერი რჩევისთვის ეწვია. მამა პაისს ეძინა. წინ მფარველი ანგელოზი ედგა მშვენიერი ჭაბუკის სახით და იცავდა. ჭეშმარიტად! ღმერთი თავის მოყვარულთ იცავსო, - უთქვამს ბერს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2016, 07:28 PM

"თაღში გამოსახულია უსხეულო ანგელოზი განივად გაზიდული ფრთებით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 2 2017, 08:18 PM

"თუ ისე მოხდება, რომ თავს ეშმაკთა მთელი ლეგიონი დაგეხმარება, დადექი ანგელოზებს შორის, რამეთუ ტაძარი ყოველთვის სავსეა ანგელოზებით, ღვთის ანგელოზები დაგიცავენ მთელი სამყაროს ეშმაკებისგან და არაფერი გევნება! არ დაგავიწყდეთ, ძმებო, რომ ჩვენ, ქრისტიანები, ღვთითა ვართ ძლიერნი!"

/ღირსი იუსტინე პოპოვიჩი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2017, 08:15 PM

"მფარველ ანგელოზს უხმობდე ყველგან".

/ღირსი საბა განწმენდილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2017, 06:43 PM

"იოანე კიბისაღმწერელი ბრძანებს: ანგელოზთა ბუნება არის მტკიცე, ან არ ეცემა ცოდვით, ან თუ ცოდვით დაეცემა, საბოლოოდ მტკიცდება ცოდვაში, ხოლო ადამიანის ბუნებას ახასიათებს დაცემა და კვლავ აღდგომა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 14 2017, 11:55 AM

"ცოდვილი ცხოვრებით ამღვრეულ თვალებს არ ენახვება ანგელოზთა კრებული".

/პროფესორი გიორგი სოსიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 23 2017, 11:43 AM

"ანგელოზები ზეციურ სამყაროს მიეკუთვნებიან, ამიტომ იციან ადამიანის შესახებ ყველაფერი, ისინი ატყობინებენ მას ყველაფერს. მაგრამ საკუთარი მფარველი ანგელოზის ხმის გაგონების უნარი დამოკიდებულია თვით ადამიანზე, მისი რელიგიურობის ხარისხსა და ეკლესიურობაზე."

/მამა ლევან მათეშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2017, 10:12 PM

"მთავარანგელოზ მიქაელის ერთ-ერთ გამოცხადებაზე მოუთხრო საეკლესიო მწერალს, სერგი ნილუსს, ოპტელმა მამამ, წმინდა იოსებმა 1909 წლის 16 მარტს: - შარშანწინ ჩემთან ახალგაზრდა კაცმა მოინანია, რომ რევოლუციონერებს შორის წილისყრის შემდეგ მეფის მოკვლა მას ერგუნა. "მკვლელობის წინა ღამე ნერვიულობით თეთრად გავათენე. დილით ოდნავ ჩამთვლიმა... ვხედავ, მეფე თავისთვის დგას. უცებ ჩვენს შორის ციდან ელვასავით ჩამოეშვა წმინდა მთავარანგელოზი მიქაელი ცეცხლისმფრქვეველი მახვილით. მის წინაშე შეშინებული დავემხე. გავიღვიძე და თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი იმ ქალაქიდან. ახლა პეტერბურგში ვიმალები. მომაგნებენ და ალბათ მომკლავენ. მაგრამ ათასჯერ სიკვდილი მირჩევნია მთავარანგელოზის გაბრაზებული სახის ნახვას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 19 2017, 12:37 PM

"შენი მფარველი ანგელოზი თან გახლავს, როცა საიდუმლო სერობის ტრაპეზს მიეახლები. სიყვარულით გიმზერს, რადგან ხედავს, რომ მაცხოვარი თავის რჩეულთა შორის გიღებს. შენ უფლის ტაძარი ხდები".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2017, 10:46 AM

"თუ ერში დიდ პატივს მიაგებენ მეფის ელჩს, რომელიც ხელმწიფის მოწყალე სიტყვას აუწყებს ხალხს, მით უმეტეს მეტი კრძალვა გვმართებს ზეციური მეუფისგან გამოგზავნილი ელჩის, ანგელოზთა თავადის გაბრიელის მიმართ, რომელმაც კაცთა მოდგმის მაცხოვრის ამქვეყნად მოვლინება გვაუწყა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2017, 08:55 AM

"როდესაც უფალი ხედავს, რომ ადამიანის თავისუფალი ნება მიმართულია ღვთის მცნებების დაცვისკენ, ცდილობს, იცხოვროს ღვთის მცნებებით, მისი მფარველი ანგელოზი ყველანაირად დაეხმარება და იზრუნებს მისი სულის გადასარჩენად.
მფარველი ანგელოზისა და ადამიანის ურთიერთობა აბსოლუტურად უანგარო და უდიდეს სიყვარულზეა დაფუძნებული. თუკი ანგელოზი ხედავს, რომ ადამიანს სჭირდება დახმარება, რა თქმა უნდა, დაეხმარება."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 14 2017, 11:50 AM

"თუკი შენმა მეგობრულმა რჩევამ რომელიმე გზასაცდენილი ძმა ხსნის გზაზე დააყენა, მისი ანგელოზი ხარობს და ზეცად ადის, რათა ეს სასიხარულო ამბავი უფლის რჩეულებს ამცნოს და შენთან მათი კურთხევა მოიტანოს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2017, 03:28 PM

"ჩვენი მეგობრების მფარველო ანგელოზებო! შეინახეთ ჩვენს გულებში სიყვარულის ნაზი გრძნობა; მოგვეცით ერთმანეთის დახმარების ძალა, რომ წმინდა ცხოვრებას მივაღწიოთ და ერთმანეთი საუკუნოდ გვიყვარდეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2017, 08:43 PM

"ილოცეთ იმ ადამიანთა მფარველი ანგელოზების მიმართ, რომლებიც გიყვართ: ისინი თქვენს გულებს ერთიანი აზროვნებით დააკავშირებენ".

"[მთავარანგელოზი] გაბრიელი უფლის ძალას ნიშნავს. როცა თხოვნით მივმართავთ, ჩვენ ბავშვს ვემსგავსებით, რომელიც ძლიერი რაინდის ფარს უკან იმალება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2017, 10:31 AM

"დაცემულ ანგელოზთა რიცხვი ძალიან დიდია, ნეტარი ანგელოზები კი - უთვალავია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2017, 11:40 AM

"ანგელოზებს აქვთ თავზე გადაჭერილი და ბოლოგაშვებული (ზოგჯერ წითელი, ზოგჯერ თეთრი) სასმენელნი - თორაკიონი. ამით იკონოგრაფია მიუთითებს, რომ ანგელოზი, სადაც უნდა იყოს, ყოველთვის ისმენს უფლის სიტყვას და მყის ემორჩილება მას".

/ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ასმათ ოქროპირიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 6 2017, 10:51 AM

"- საინტერესოა, რატომ დარჩნენ განდგომილი ანგელოზები სამუდამოდ დაცემულ მდგომარეობაში?

- ღვთის ღალატის შემდეგ მათში აღარ არის სინანული. ერთ-ერთი წმინდა მამის ცხოვრებაში ასეთი შემთხვევაა მოთხრობილი: წმინდა მამა მიმართავს დაცემულ სულს: მოდი, როგორც ზეცაში ყოფნისას უგალობდი უფალს, ისე უგალობე ახლაცო. ეშმაკმა ენით აღუწერელი ხმით დაიწყო გალობა - წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო... მაგრამ როცა უნდა წარმოეთქვა "შეგვიწყალენ ჩვენ", გაქვავდა და შესძახა: ამას არასოდეს ვიტყვიო.

ანგელოზთა მტკიცე ბუნების გამო დაცემული ანგელოზი იმდენადაა განმტკიცებული ამპარტავნებაში, მისით იმდენად აქვს დაბნელებული გონება, რომ აღარ შესწევს სინანულის უნარი. კაცი არაერთგზის დაეცემა ცხოვრების გზაზე, მაგრამ უფალი წამოაყენებს, თუ, რა თქმა უნდა, სინანულით მოუხმობს უფალს შემწედ."

/დეკ. პეტრე გიორგაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 18 2017, 10:42 AM

"ქართა - ძველი ქართული სიტყვაა და ანგელოზების ადგილსამყოფელს ნიშნავს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 31 2017, 10:14 PM

"როგორც კვამლი ფანტავს ფუტკრებს, ხოლო მტრედებს უსიამოვნო სუნი, - ამბობს ბასილი დიდი - ასევე ჩვენი ცხოვრების მფარველ ანგელოზებსაც გვაშორებს დიდადსაგლოვი და აყროლებული ცოდვა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 31 2017, 10:29 PM

"ზეცის წადილი და მიწის უარყოფა ის ფრთებია, რომლითაც მფარველ ანგელოზს გაჰყვები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 21 2017, 07:50 PM

"ეკლესიის მასწავლებელთა აზრით, ადამიანი დაცემულ ანგელოზთა რიცხვის შესავსებად შეიქმნა. ამდენად, ჩვენ უნდა შევიდეთ ანგელოზთა კრებაში. ამისთვის კი, დაფიქრდით, ჩემო ძვირფასებო, როგორი სუფთა და წმინდა უნდა იყოს ჩვენი ცხოვრება, როგორ დროულად უნდა მოვამზადოთ საკუთარი თავი აქვე მიწაზე ანგელოზებთან თანაცხოვრებისათვის მათ წმინდა და ნათელ კრებაში შესასვლელად. სწორედ იმ კრებაში, რომელსაც დღეს ჩვენ ასე საზეიმოდ ვდღესასწაულობთ!"

/არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 22 2017, 09:33 AM

"როდესაც ჩვენი აღსასრულის დრო მოვა, ისინი საზვერეების გადალახვაში დაგვეხმარებიან, ამიტომაც ღვთის ანგელოზები განსაკუთრებით უნდა გვიყვარდეს".

"ანგელოზების უმწიკვლო სიწმინდე და უძლეველი სიმდაბლე ახასიათებთ, ენითაუწერელია მათი უბოროტობა"

/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 25 2017, 12:31 PM

"მეგონა მთებზე ასვლა დამაახლოვებდა ანგელოზთა საუფლოს, ხოლო ანგელოზებთან შეხვედრა ჭაბუკობიდან ოცნებად მქონდა გადაქცეული"

/რომანოზ ფერაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2017, 10:26 PM

"განა არ ხდება, რომ შეცბუნებისა და გონების ერთგვარი უმოქმედობისას, ვითარც ელვა, გამოგვიბრწყინდება ხოლმე წმინდა, შეურყვნელი და მაცხოვნებელი აზრი, მღელვარე, ბნელით მოცულ, გაცივებულ გულში ანაზდად სიწყნარე ისადგურებს ანდა ღვთის სიყვარულის ზეციური ცეცხლი აღეგზნება ხოლმე? განა ეს ანგელოზთა მოქმედების შედეგი არ არის, რომლებიც, წინასწარმეტყველ ზაქარიას სიტყვით, ჩვენში ღაღადებენ? რა სამწუხაროა, თუკი ქრისტიანები ვერ ამჩნევენ და ვერ გრძნობენ ანგელოზთა ამ შეწევნას!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 13 2018, 10:44 AM

"ყველა ანგელოზებრივი ძალა დაუოკებელი სიყვარულით ისწრაფვის ქრისტესკენ"

/ეპისკოპოსი ათანასე ევტიჩი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2018, 08:02 PM

"ამბობენ, არ შეიძლება, არ მოკვდე, თუ ანგელოზს მთელი თავისი ბრწყინვალებით იხილავო. ანგელოზს გრანდიოზული მისია აკისრია. ყველა ჩვენი აზრი და სიტყვა, ღვთისკენ მიმართული, ანგელოზს ააქვს ზეცაში".

/არქიმანდრიტი არსენი (პაპაჩოკი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2018, 08:07 PM

"ანგელოზი შენს საქმეებს წერს, უფალი კი - გულისსიტყვებს".

/წმ. იოსებ ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 17 2018, 05:16 PM

"ანგელოზებს აქვთ ჰაეროვანი სხეულისმაგვარი ფორმა, მსუბუქი და უწონადი, თავი და სახის ნაკვთები, რაც მატერიალურ სამყაროში ვერ ჯდება და არც აღიქმება, თუ განსაკუთრებულ შემთხვევებს არ მივიღებთ მხედველობაში".

/დეკ. ალექსანდრე გალდავა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2018, 08:47 PM

"ანგელოზები ღმერთს იმდენდან ხედავენ, რამდენადაც ეს მათთვის არის შესაძლებელი. თუმცა მათი საზრდოც ეს არის რასაც ხედავენ".

/წმ. იოანე დამასკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 12 2018, 11:32 AM

"დიდ ორაშელმა რაიკო ნ-მა ამგვარი სასწაული მოგვითხრო: "ბიძაჩემს ვენახის გამო ვეჩხუბე და გადავწყვიტე, ღამით მომეკლა. მთვარე ანათებდა. გზის პირას, სადაც ბიძაჩემს უნდა გაევლო, ხის ჩრდილში დავდექი. ხელში ნაჯახი მეჭირა. როცა მომიახლოვდა, ნაჯახი აღვმართე და თავში უნდა ჩამერტყა, რომ უცებ საშინელი, მგვრგვინავი ხმა მომესმა: "არ მოკლა!" ხელები ჩამოვყარე, ნაჯახი გამივარდა.

ბიძაჩემმა ისე ჩამიარა, თითქოს არაფერი გაუგონიაო. მე სიბნელეს შევრჩი. ახლომახლო კაციშვილი არ ჭაჭანებდა და გამიკვირდა, ვინ შემომძახა-მეთქი. ვინც არ უნდა ყოფილიყო, მან სასიკვდინე ცოდვისაგან დამიხსნა. ახლა კი მტკიცედ მწამს, რომ ჩემი მფარველი ანგელოზი იყო."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2018, 03:03 PM

"ანგელოზთა ფრთების ქარი ქრის"

/მღვდელი დავით ოქრუაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2018, 01:49 PM

"წმინდა მამებთან ვხვდებით გამოთქმას, რომ ანგელოზებისთვის სრულყოფაა შესაძლებელი და სიკეთეების მოხვეჭით ისინი მუდმივად ვითარდებიან, რაშიც ასევე დროსთან მიმართებაც იგულისხმება".

"ანგელოზებზე ადამიანთა უპირატესობის შესახებ იქიდანაც ნათლად ჩანს, რომ ძე ღმერთი ჰიპოსტასურად ადამიანს შეუერთდა და არა ანგელოზურ ბუნებას. ამ საკითხთან დაკავშირებით მოციქული პავლე მაცხოვრის შესახებ ბრძანებს: "ანგელოზებს კი არ ევლინება მწედ, არამედ აბრაამის მოდგმას" (ებრ. 2: 16)

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 6 2018, 05:17 PM

"ერთხელ ნეტარმა თეოდორემ ჰკითხა ერთ წინამხედველ მესვეტეს, თუ როგორ ცნობდა და განასხვავებდა იგი მართალთა და ცოდვილთ. მესვეტემ მიუგო: "თუ ჩემს სვეტთან ჩაივლის მართალი და ღმრთისმოშიში კაცი, მე ვხედავ ღვთის მადლს და ნათელ ანგელოზებს, რომლებიც მას ორივე მხარეს მიჰყვებიან, ეშმაკები კი შორს მიდიან და ვერ ბედავენ მასთან მიახლოებას; მაგრამ თუ ჩაივლის ცოდვილი, მის გარშემო ვხედავ მოზეიმე ეშმაკთა ხროვას, მფარველი ანგელოზი კი მას მოშორებით მიჰყვება, მწუხარებს და გლოვობს მისი დაღუპვის გამო. მაგრამ როცა ეშმაკებს სურთ საბოლოოდ დაღუპონ ეს კაცი, მაშინ მოდის მფარველი ანგელოზი ცეცხლოვანი მახვილით და განდევნის მათ".

ასე გვიცავენ წმინდა ანგელოზები მტრის საფრთხეთაგან. ეს ზეციური დესპანნი ზრუნავენ ადამიანების არა მარტო სულიერ გადარჩენაზე, არამედ მათ ხორციელ ჯანმრთელობაზეც. პატერიკი მოგვითხრობს, თუ როგორ განკურნა მფარველმა ანგელოზმა ერთი მეუდაბნოე, რომელიც კუჭის ძლიერი ტკივილით იტანჯებოდა. ანგელოზი ეჩვენა სნეულს და ტანჯვის მიზეზი გამოჰკითხა. შემდეგ თითით ბასრი დანის მსგავსად გაუჭრა დაავადებული ადგილი, გამოწმინდა დაგროვილი ჩირქი და მერე ხელით ჭრილობა გაუმთელა; ამგვარად განკურნა მეუდაბნოე და დაუბრუნა მას ფიზიკური სიმრთელე."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 8 2018, 08:17 PM

მთავარანგელოზი რაფაელი და ტობითას ოჯახი


"ისრაელელთა სამეფოში ერთ დროს ღვთისმოშიში ისრაიტელი ცხოვრობდა, სახელად ტობითა. ჰყავდა მეუღლე ანა და ვაჟი ტობიასი. ეს იმ დროს მოხდა, როცა თითქმის მთელმა ისრაელმა დაივიწყა ჭეშმარიტი ღმერთი, შეწყვიტა ღვთის მცნებების აღსრულება და უცხოტომელთა ცრუ ღმერთებს დაუწყო თაყვანისცემა. ამისთვის უფალმა ისინი ხელთ მისცა ასურელთა მეფეს, სალმანასარს, რომელმაც ისინი ნინევიაში გადაასახლა. სხვებთან ერთად იყო ტობითაც. ის სიჭაბუკიდანვე ჭეშმარიტების გზაზე ვიდოდა და მაშინ, როცა მთელი მისი ტომი და გვარი ბაალის კერპს უზორავდა, იგი მარტოდმარტო ადიოდა იერუსალიმში და მსხვერპლს შესწირავდა უფალს. ხოლო როცა ნინევიაში ტყვედ წაიყვანეს, არ უჭამია ნაკერპავი, განსხვავებით თავისი ძმებისა და ნათესავებისაგან. მისცა ღმერთმა მადლი, სალმანასარ მეფის ვაჭარი გახდა და მალე გამდიდრდა. ერთხელ მან ხელწერილით ათი ტალანტი ვერცხლი იქაურ მკვიდრს, გაბაილს ასესხა. მრავალ მოწყალებას იქმოდა და ეხმარებოდა თავის თანამემამულეებს. სალმანასარის მაგივრად მისი ვაჟი სენაქერემი გამეფდა. იგი გამძვინვარებული ხოცავდა ებრაელებს და მიცვალებულებს ქალაქგარეთ აყრევინებდა. ტობითა კი მათ ჩუმად მარხავდა. ეს ამბავი მეფეს შეატყობინეს. ის ძალზე განრისხდა და ტობითას მოკვლა ბრძანა. ის იქაურობას გაერიდა, მისი ქონება კი დაიტაცეს. თვენახევარში სენაქერიმი მოკლეს და ტობითაც ნინევიაში დაბრუნდა.

ერთხელ, ერგასის დღესასწაულზე, ტობითამ შვილს უთხრა, წადი და სადღესასწაულო სუფრაზე ჩვენი დაგლახაკებული თანატომელები მოგვიყვანეო. ტობია შინ დაბრუნდა და უთხრა, - გარეთუბანში ერთი მოკლული ისრაიტელი გდიაო. "ხოლო ტობითა იყო მოშიში უფრო სრულიად ღმრთისა, ვიდრეღა მეფეთა". მოიპარა გვამი და დაფლა. მოვიდა დაღლილი, შეგინებული, მიჯდა კედელთან პირდაუბურავი. ზემოთ თურმე მერცხლებს ბუდე ჰქონდათ. მერცხალმა ტობითას დაასკინტლა და ამის მერე მას თვალთ ლიბრი გადაეკრა. მაგრამ ამ დიდ განსაცდელს ტობითასთვის ღვთის რწმენა არ შეურყევია, როგორც მართალ იობს, მასაც აყვედრებდნენ გარშემო მყოფნი, სად არის შენი ქველმოქმედებანი, მკვდართა დაკრძალვანი? რატომ დაგემართა ასეთი რამეო. ერთხელ იტირა ტობითამ, როცა ღვთისთვის მისი ცოლის მიერ შეწირული თიკანი არ მიიღეს, ნაქურდალი არისო.

შეწუხდა და ღმერთს სიკვდილი შესთხოვა. იმ დროს, როცა ცრემლმორეული ლოცულობდა, რამდენიმე ასეული კილომეტრის მოშორებით, ეკბატანაში ერთი ქალწულიც მოთქვამდა - რაგუელის ასული სარა. მას მამამისის მხევალი აყვედრებდა. საქმე ისაა, რომ სარა შვიდჯერ იყო გათხოვილი, მაგრამ ხორციელი ვნებების ბოროტი ეშმაკი ასმოდეოსი მანამდე კლავდა სასიძოებს, ვიდრე ისინი სარასთან სარეცელს გაიყოფდნენ. ისე შეწუხდა ქალი, რომ თავის მოკვლაც კი მოისურვა, მაგრამ მოხუცი მამა შეებრალა და გადაიფიქრა. იდგა სახლის ბანზე და ლოცულობდა. შეესმა ორივე ლოცვა უფალს და მოავლინა რაფაელ მთავარანგელოზი ორივეს განსაკურნებლად.

ამ დროს გაახსენდა ტობითას ვერცხლი, რომელიც ოდესღაც გაბაელს ასესხა. მოიხმო ტობია და უთხრა: - წადი, შვილო, მიდიის ქალაქ რაგაში, მიეცი ეს ხელწერილი გაბაელს და ათ ვერცხლის ტალანტს მოგცემსო. შვილმა უთხრა: - ისე მოვიქცევი, როგორც მითხარი, მაგრამ იქამდე გზა არ ვიცი, ანდა გაბაელი დამიჯერებსო? მამამ დაამშვიდა: - ნახე, შვილო, ვინმე სარწმუნო კაცი თანამგზავრად და როცა უკან მობრუნდებით, საფასური გადავუხადოთო.

ტობიამ მიდიის გზის მცოდნეს დაუწყო ძებნა. მთავარანგელოზი რაფაელი იხილა კაცის სახით და ჰკითხა: შეგიძლია მიდიის ქალაქ რაგაში გამომყვეო? მთავარანგელოზმა უთხრა: - წაგიყვან მიდიაში, გზაც ვიცი და გაბაელს, ჩვენს ძმასაც ვიცნობო. ტობიამ მამას ახარა, თანამგზავრი ვიპოვეო. ტობითამ მისი ნახვა მოისურვა. უცნობმა - აზარია ვარ, ძე ანანიასიო. ტობითამ შინაურად მიიღო. მერე თავისი ვაჟი აკურთხა და თანამგზავრთან ერთად მიდიისკენ გაისტუმრა. შეწუხდა ანა, ჯერ ყრმა არის და ასეთ შორ გზაზე რატომ გაუშვიო. მაგრამ ქმარმა დაამშვიდა: "ნუ გეშინინ, დაო! ანგელოზი თანაუვიდოდის მათ და წარემართოს გზა მისი და მოიქცენ ცოცხლებით". მაშინღა დასცხრა დედა ტირილისგან.

ყრმას და ანგელოზს თან მათი ძაღლი გაჰყვა. დიდი ხნის შემდეგ მდინარე ტიგროსთან შეისვენეს. ტობია მდინარეში ჩავიდა პირის დასაბანად. უცებ ფეხზე რომელიღაც მტაცებელი თევზი ეცა. ტობიამ იყვირა: - ვაიმე, შემჭამაო. ანგელოზმა უთხრა: - ნუ გეშინია, დაიჭირეო. ტობიამ თევზი ამოიყვანა. ანგელოზმა უთხრა: - ამოაცალე მაგ თევზს გული, ღვიძლი და ნაღველი, შეინახე, სამკურნალოა - ნაღვლის ცხებით კაცი ლიბრისგან განიკურნება, გულისა და ღვიძლის კმევით კი ბოროტი სულისგანო.

მიუახლოვდნენ ეკბატანას. ანგელოზმა უთხრა ტობიას: - აქ შენი ნათესავის, რაგუელის სახლში დავისვენოთ. რაგუელს ვეტყვი, თავისი ქალიშვილი ცოლად გამოგატანოს. უკან რომ მოვბრუნდებით, მაშინ გადავიხადოთ ქორწილიო.

ტობიამ უთხრა: - გამიგია, რომ რამდენჯერმე გაათხოვეს, მაგრამ როგორც კი ქმრები ღამით მასთან შევიდოდნენ, მაშინვე კლავდა ეშმაკი. მეშინია ამ ეშმაკის, რომელსაც შეპყრობილი ჰყავს სარა და სხვას მასთან არ უშვებს. ვაითუ მეც მომკლას და ჩემი მშობლების საფლავების მიწის მიმყრელი არავინ დარჩესო.

ანგელოზმა დაამშვიდა: - შენ მამის სურვილი აასრულე და შენი ტომიდან მოიყვანე ქალი. ეშმაკისა კი ნუ გეშინია. რაჟამს შეირთავ, ორივემ მხოლოდ ილოცეთ. გული და ღვიძლი სასაკმევლეში ჩადე, უკმიე სარას და ეშმაკი გაშორდება. სამი დღე მისგან შორს იყავი. მესამე დღეს ღვთისგან კურთხევა იმით მოგენიჭებათ, რომ შვილნი თქვენგან ჯანმრთელნი იშვებიან. მესამე ღამეს კი შედი ქალწულთან და იგი "იპყარ სიყვარულად შიშითა უფლისათა, წადილისათვის შვილთა სხმისა, ვიდრეღა ხორცთა მოსურნეობისთვის ამისთვის".

მივიდნენ ეკბატანაში, მონახეს რაგუელის სახლი. დიდად გაიხარა რაგუელმა, როცა თავისი ნათესავის ტობითას ვაჟი შეიცნო. დაუკლა ვერძი, გაუმასპინძლდა. პურის ჭამის წინ ტობიამ თავისი სურვილი გაუმჟღავნა. შეეშინდა რაგუელს და ქალიშვილის მიცემაზე ვერ დათანხმდა. მას ანგელოზმა უთხრა: "ნუ გეშინია, რომ ამას შერთო სარა, რადგან ტობიას ღვთის შიში აქვს. ამის გარდა არავის ეკუთვნის შენი ასული, ამიტომაც სხვა ქმრებმა ვერ შეძლეს მისი ხელის ხლებაო".

მაშინღა დათანხმდა რაგუელი, გამოიყვანა სარა, აკურთხა ორივე და მათი შეუღლება. დასხდნენ, ჭამეს, სვეს, გაიხარეს. მერე კი რაგუელმა თავის ცოლს უთხრა გაემზადებინა ოთახი ახალდაქორწინებულთათვის და ქალიშვილი შიგნით შეაყვანინა. განცხრომის მერე ოთახში სიძეც შევიდა. ამოიღო თევზის გული და ღვიძლი, დადო სასაკმეველზე და უკმია სარას. ეშმაკი ილტვოდა ქალისგან. ტობიამ ქალწულს ასწავლა, - ეს ღამე ღმერთს ვევედროთ, ღმერთს ვეზიაროთ და შემდგომ სამი ღამისა შევუღლდეთო: "ჭეშმარიტად შვილნი ვართ წმიდათანი და არა ჯერ-არს შეყოფა ჩვენი, ვითარცა შეიყოფიან წარმართნი, რომელთა არა იციან ღმერთი". ადგნენ და მხურვალე გულით ევედრნენ ღმერთს, მერე კი ცალ-ცალკე დაიძინეს.

რაგუელმა კი ამ დროს თავის მონებს საფლავის გათხრა უბრძანა, ეგონა, ტობიასაც იგივე ხვედრი ელოდა, როგორც წინა სიძეებს. მერე კი ცოლს უთხრა: ვინმე მოსამსახურე გაგზავნე, ნახოს, ცოცხლები თუ არიანო. მხევალმა შეატყობინა, მშვიდად სძინავთო. გაიხარა რაგუელმა, მონებს უბრძანა, - საფლავი ისე ამოავსეთ, რომ არავინ გაიგოსო. მერე კი ცოლს უბრძანა სუფრის გაშლა. ორი მოზვერი და ოთხი ვერძი დააკვლევინა. სიძეს კი უთხრა: - ორი კვირა არსად გაგიშვებ, მერე კი წადი მშვიდობით მშობლებთან, თან ქალსა და მზითევს გაგატან. ხოლო როცა მე და ჩემი ცოლი მოვკვდებით, ეს ქონებაც შენ დაგრჩებაო.

რა ექნა ტობიას? სთხოვა რაფაელს: წაიყვანე ორი აქლემი და ოთხი მონა. წადი რაგაში, მამაჩემის ნასესხები ფული გამოართვი გაბაელს და ისიც მოიყვანე ქორწილშიო. არ დაიგვიანო, თორემ მამაჩემს დრო დანიშნული აქვს და თუ მალე არ მივალთ, შეიძლება ძლიერ შეწუხდესო.

წავიდა რაფაელ მთავარანგელოზი რაგაში, მონახა გაბაელი, გამოართვა ნასესხები ფული და ისიც ქორწილში წამოიყვანა.

გადიოდა დღეები. ტობითა სულმოუთქმელად ელოდა შვილს, ანაც მოთქვამდა და ტობიას დაგვიანებას ჯავრობდა. ორი კვირა გავიდა. ტობიამ რაგუელს უთხრა, შინ უნდა წავიდე, რადგან მშობლებს შეიძლება ცოცხალი არ ვეგონოო. არ ეთმობოდა რაგუელს შვილი და სიძე, მაგრამ რა ექნა. გამოატანა სარას მზითვად: მონები, მხევლები, ცხვარ-ძროხა, აქლემები, ოქრო-ვერცხლი და სამოსელი დიდძალი.

როცა სახლს მიუახლოვნენ, რაფაელმა უთხრა ტობიას, ჩვენ წინ წავიდეთ და მამაშენის სახლი მოვამზადოთ. როცა მამაშენს ნახავ, ნაღველი სცხე თვალებზე და აეხილებაო. მიეგებნენ გახარებული მშობლები ტობიას. მან ნაღველი მოწურა, ჩააწვეთა მამას თვალში და აუხილა. უზომო იყო მათი სიხარული. განსაკუთრებით მაშინ, როცა ტობიამ თავისი ცოლი, სარა გააცნო. დიდი ქორწილი გადაიხადეს. შვიდი დღე და შვიდი ღამე გაგრძელდა პურობა.

მერე კი ტობიამ მამას უთხრა: "ჩემ თანამგზავრს მივცეთ იმ ფულის ნაწილი, რომელიც მოვიტანე, რადგან გზაზეც დამიცვა, ცოლიც განმიკურნაო. დაუძახეს ანგელოზს და ფული შესთავაზეს. მაშინ რაფაელმა მამა-შვილი ცალკე გაიყვანა და უთხრა: - აკურთხევდით ღმერთს და აღიარებდით მას ყოველი კაცის წინაშე, რომლებიც თქვენთან ერთად შეუქმნია. კარგია ღვთის კურთხევა და მისი სახელის განდიდება. მოწიწებით გააცხადეთ ღვთის საქმენი და ნუ დაიზარებთ მის სამადლობელს. კარგია მეფის საიდუმლოთა შენახვა, მაგრამ ხამს უფლის საქმეთა გამოცხადება. ქმენით სიკეთე და ბოროტება ვერ მოგეწევათ. კარგია მარხვა ლოცვასთან ერთად და მოწყალება სიმართლესთან ერთად. სჯობს მცირედი სამართლიანობით, ვიდრე მრავალი უსამართლობით. უმჯობესია მოწყალების გაღება, ვიდრე ოქროს დაუნჯება. რამეთუ მოწყალება სიკვდილისგან იხსნის და განწმენდს კაცს ყოვლისაგან ცოდვისა... არაფერს დაგიმალავთ... როცა შენ და შენი რძალი სარა ლოცულობდით, მე აღვავლინე თქვენი ლოცვები ღვთის წინაშე. შენ არ დაიზარე, მიატოვე სადღესასწაულო სუფრა და მიცვალებულის დასაკრძალად წახვედი. მაშინ შეგემთხვა ეს განსაცდელი. არ დაფარულა ჩემთვის შენი სიქველე, მეც შენთან ვიყავი. ახლა მომავლინა მე ღმერთმა შენი და შენი რძლის განსაკურნავად. მე, რაფაელი, ერთი იმ შვიდ წმინდა ანგელოზთაგანი ვარ, რომლებიც აღავლენენ წმინდათა ლოცვებს და ამაღლდებიან წმინდის დიდების წინაშე.

შეძრწუნდნენ ორივენი და პირქვე დაემხნენ.

რაფაელმა მათ უთხრა: - ნუ გეშინიათ. მშვიდობა იყოს თქვენდა, აკურთხევდით ღმერთს უკუნისამდე, რადგან ჩემი წყალობით კი არა, ჩვენი ღვთის ნებით ვარ მოვლენილი, ამიტომ აკურთხევდით მას უკუნისამდე. ყოველდღე გეცხადებოდით, მაგრამ არც მიჭამია, არც მისვამს. მხოლოდ ხილვით მხედავდით. ახლა კი მადლობდით ღმერთს, რამეთუ ავდივარ ჩემი მომავლინებელი უფლის წინაშე. ხოლო თქვენ დაწერეთ წიგნში, რაც გადაგხდათ.

როცა მამა-შვილი ადგა, ანგელოზი იქ ვეღარ იხილეს. ადიდა ღმერთი ტობითამ.

ასე აკურთხა უფალმა მოწყალე კაცი და თვით თავისი მთვარანგელოზი გამოაგზავნა მის დასახმარებლად 158 წლისა გარდაიცვალა ტობითა, ტობია კი 127 წლისა. მათი ამბავი საუკუნეებს გადმოსწვდა და განაცვიფრებს მკითხველს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2019, 09:32 PM

"მფარველი ანგელოზის მეშვეობით ადამიანს ლოცვის სურვილი უჩნდება"

/მეუფე იოანე (გამრეკელი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2019, 11:02 AM

"კითხვა: რით ეხმარება მფარველი ანგელოზი ადამიანს?

პასუხი: აი, რას ამბობს ამის შესახებ წმიდა დიმიტრი როსტოველი: „ანგელოზები გვიფარავენ ჩვენს გზებზე, თუ სიკეთე გვსურს და ბოროტი საქმის ჩადენას არ ვეშურებით, თუ საქურდავად და ღვთისგან საძრახის საქმეზე კი არა, კეთილი საქმის საკეთებლად ვისწრაფვით სასიკეთო განწყობით.“ ანგელოზები ძილშიც კი გვიფარავენ, ისინი გვიცავენ ეშმაკისგან, რომელიც ყოველ ჩვენგანს დანთქავდა, ანგელოზები რომ არ გვეხმარებოდნენ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 1 2019, 03:41 PM

"კითხვა: ვინ არის მფარველი ანგელოზი და რა ევალება მას?

პასუხი: ანგელოზები უფლისგან შექმნილი უხორცო სულები არიან. ნათლობის შემდეგ უფალი ყოველ ადამიანს მიუჩენს მფარველ ანგელოზს, რომელიც მასთან რჩება მთელი ცხოვრების განმავლობაში, იფარავს მას განსაცდელში, გვერდში უდგას სიხარულის დროს, ლოცულობს მისთვის მძიმე წუთებში და დახმარებას აღმოუჩენს. თუ ადამიანი ბოროტებასა და უმსგავსო საქციელს ჩაიდენს, მფარველი ანგელოზი დროებით განეშორება და აგრძნობინებს, რომ ის ცუდი საქციელით დამწუხრებულმა მიატოვა, თუმცა შემდეგ, როგორც მშობელი, ისევ მალევე უახლოვდება ადამიანს. მფარველი ანგელოზი ადამიანთან არის სიკვდილის შემდეგაც და მას უფლის სამსჯავრომდე მიაცილებს. მათ უნდა ვევედროთ დილისა და საღამოს ლოცვებში, სადაც საგანგებოდ არის მითითებული: „ლოცვა მფარველი ანგელოზისადმი“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2019, 04:25 PM

"ღმერთს ნებავს, რომ ანგელოზებს მივემსგავსოთ. ანგელოზები მხოლოდ ღვთის დიდებაში არიან. ეს არის მათი ლოცვა - მხოლოდ დიდებისმეტყველება"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 3 2020, 10:11 PM

"რომ ვხედავდეთ ჩვენს ანგელოზს, რა ახლოსაა ჩვენთან, ვერასოდეს ვიგრძნობდით მარტოობას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2020, 08:12 PM

"ყველგან და ყოველთვის შემწედ მოიხმე შენი მფარველი ანგელოზი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 7 2020, 09:41 PM

"როდესაც ანგელოზი გიახლოვდებათ, მაშინვე უჩინარდება ყველა მაცდუნებელი სული. ამ დროს თქვენი გონება დიდ სიხარულს განიცდის და ლოცვაც ჯანსაღი ხდება"

/წმ. ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 18 2020, 09:47 PM

"როგორი სიხარულით მოგვყვება მფარველი ანგელოზი წმიდა ეკლესიაში, საითკენაც უფლისადმი თაყვანის საცემად მივეშურებით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 24 2020, 10:07 PM

"ჩემო მფარველო ანგელოზო! ცოცხალი სარწმუნოება გამოითხოვე ჩემთვის, რათა ისე ჩავწვდე იესოს, როგორც ეს მიწიერ ცხოვრებაშია შესაძლებელი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2020, 11:08 AM

"მრავალმა ანგელოზმა დაგიფაროს მაშინ, როცა შენი ფრთები დაბლა ეშვება!..."

/მამა ადამი ახალაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2020, 07:57 PM

"მხოლოდ სიცოცხლეში როდი იფარავენ ანგელოზები კეთილმსახურ ადამიანებს, სასიკვდილო სარეცელზეც აცილებენ მათ ბოროტ ძალას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2020, 07:54 PM

"რაოდენ დიდი რადიუსი აქვს ანგელოზის ფრთის გაშლას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2020, 09:04 PM

"ქრისტიანობის მთელი ისტორიის მანძილზე ანგელოზები ყოველთვის თეთრით მოსილი მბრწინავი ჭაბუკების სახით ცხადდებოდნენ. ანგელოზთა გამოცხადების ხატწერის ტრადიციაც საუკუნეთა განმავლობაში ამას ეთანხმებოდა და მხოლოდ ამგვარ მბრწყინავ ჭაბუკებს გამოსახავდა"

/მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2020, 10:22 PM

"წმინდა წერილში ასახულია, ანგელოზები როგორ ეშვებიან ზეციდან მიწაზე, ან მიწიდან ზეცად როგორ ადიან. მაშასადამე, მათ არ შეუძლიათ ერთდროულად ყოფნა ცაშიც და დედამიწაზეც".

/პროტოპრესვიტერი მიხეილ პომაზანსკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 20 2020, 02:36 PM

"ანგელოზები ღმერთს საკუთარი თავისუფალი ნებით ემსახურებიან, და მათი ეს ნებაყოფლობითი მსახურება ღმერთისთვის კი არ არის აუცილებელი და სასარგებლო, არამედ - თვით ანგელოზთათვის, რამეთუ ყოველთა დაბადებელი და ყოვლისმპყრობელი ღმერთი არ საჭიროებს სხვათაგან მიღებულ სიკეთეს: იგი თავის თავში, თავისთავად არსებობს და თვით არის უზენაესი სიკეთე".

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2020, 08:09 PM

"და არათუ თითოეულ ადამიანს ჰყავს თავისი მფარველი ანგელოზი, არამედ ყოველ ოჯახსაც, ყოველ ღვთისმოშიშ საზოგადოებასაც, ყოველ სახელმწიფოსაც და ერსაც"

/წმ. მიტროპოლიტი მაკარი ბულგაკოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2020, 12:54 PM

"ნათლის ანგელოზი იყოს შენთანა, დაგიცვას, გაგამხნევოს, გაგამხიარულოს და გაგახაროს უფლისა მიერ"

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 2 2020, 08:51 PM

"ანგელოზის მხოლოდ ნათლის არეკვლის ნიჭი აქვთ ბოძებული, ხოლო ადამიანს განღმრთობის უნარიც გააჩნია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 11 2020, 06:56 PM

"ანგელოზები გონებით ემსახურებიან ღმერთს და უყვართ იგი, ასევე ადამიანმა გონებით უნდა ემსახუროს, როგორც ანგელოზმა".

/წმ. სილუანი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2021, 04:40 PM

"წარემატე სათნოებებში, რომ ანგელოზებთან ახლოს დადგე"

/წმ. ბასილი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 1 2021, 12:05 PM

"ანგელოზები, რომლებიც ამქვეყნად უფალს მსახურებდნენ, ზეციურ ძალებს ამცნობენ: "აღახუენით ბჭენი" - გააღეთ კარიბჭე! მოდის "მეუფე დიდებისაი". "ვინ არს ეს, მეუფე დიდებისაი"? - უკვირთ ზეციურ ძალებს "ხორციელად აღსლვა უხორცოისა" (წმ. ათანასე დიდი), რადგან არასოდეს არავის წინაშე კაცთაგან არ გაღებულა ეს "ბჭენი". უფალი შებრძანდა ამ კარიბჭეში "წინამორბედად ჩუენდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 1 2021, 08:16 PM

"ანგელოზები, რომლებიც სიყვარულისა და მშვიდობის მსახურნი არიან, ხარობენ ჩვენი სინანულითა და სათნოებებში წარმატებით, ამიტომაც ცდილობენ აგვავსონ სულიერი ჭვრეტითა და ხელს გვიწყობენ ყოველგვარ სიკეთეში. ეშმაკები კი პირიქით, ბოროტებისა და მრისხანების მსახურნი, ხარობენ, როცა სიკეთე კლებულობს და მთელი მათი შრომა იმაზეა მიმართული, რომ ჩვენი სულები სამარცხვინო ოცნებებით გაიტაცონ"

/წმ. თეოდორე ედესელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 10 2021, 05:24 PM

"თავადაც ანგელოზეად იქეცით იმ წრეში, სადაც ცხოვრობთ და მოღვაწეობთ. თქვენი ძალის შესაბამისად იყავით მანუგეშებელი ანგელოზი, შემწე ანგელოზი, გამომხსნელი ანგელოზი, ხელმძღვანელი ანგელოზი; ანგელოზი, რომელიც მზად არის, ირგვლივ მყოფთ შეუმსუბუქოს ყოფითი ცხოვრების ტვირთი და მწუხარება"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 16 2021, 12:51 PM

"ანგელოზები - სიკეთეში განმტკიცებული სულიერი არსებები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 28 2021, 08:25 PM

"ღვთის წმინდა მონებს ანგელოზები ჯერ კიდევ ამქვეყნიურ ცხოვრებაში გარს ეხვევიან და აქ იცავენ. როცა ისინი სხეულს ტოვებენ, ამ სამშვინველებს ანგელოზური სახეები თავიანთ სფეროში მიაქანებენ და ამგვარად, წმინდა სივრცეში, თავად უფალთან გადაიყვანენ".

/წმ. მაკარი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2021, 05:37 PM

"რაკი ანგელოზებს შორის არ არსებობს მამრობითი და მდედრობითი სქესი, დაე, ჩვენც, რომლებიც ანგელოზთა თანასწორი უნდა გავხდეთ, აქედანვე დავიწყოთ, ვიყოთ ის, რაც აღთქმის თანახმად ზეცაში უნდა გავხდეთ".

/ნეტარი იერონიმე სტრიდონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 12 2021, 06:03 PM

"ისინი [ანგელოზები] იგზავნებიან ადამიანებთან, თუმცა არ ქადაგებენ"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2021, 11:15 PM

"რჯულის დამცველები ადამიანებს ანგელოზების თაყვანისცემას შეაგონებდნენ და ამტკიცებდნენ, რომ მათ რჯული ანგელოზებისგან მიეცათ. ეს სნეულება დიდხანს გაგრძელდა ფრიგიასა და პისიდიაში. ამიტომაც ფრიგიის ლაოდიკიის კრებამ კანონით აკრძალა ანგელოზებისადმი ლოცვა".

/ნეტარი თეოდორიტე კვირელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2021, 07:54 PM

"არც ერთი ადამიანისთვის არ გამოცხადებულა - "თაყვანი ეცით მას, ყოველნო ანგელოზნო" (ფს. 96.7), რადგან, მაშინაც კი, როდესაც ანგელოზები ხდებიან ადამიანების მეგობრები, ადამიანებს არასდროს ჰყოლიათ ანგელოზები მორჩილებაში".

/წმ. ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 28 2021, 07:28 PM

"ანგელოზთა მხედრობა უფლის ტახტის წინაშე ჰგიეს, რადგან ღმერთი უხვად აფრქვევს მათზე თავისი სიყვარულის მხურვალებას, გულისხმისყოფისა და სიბრძნის ნიჭს. ისინი მარად ღვთის წინაშე არიან და მას ემსახურებიან"

/წმ. ანდრია კესარიელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 28 2021, 09:27 PM

"წმინდა ანგელოზები მარად უგალობენ ღმერთს და არასდროს დასცხრებიან (იღლებიან). ხოლო "წმიდაა"-ს სამჯერ თქმით სამგვამოვან ღმერთს ასხამენ ქებას. ასევე სიტყვები - "რომელიც იყო, არის და მოვა" - წმინდა სამებას აღნიშნავს"

/წმ. ანდრია კესარიელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 28 2021, 09:42 PM

"ანგელოზებსა და ადამიანებს მართებთ, ერთობლივად ხარობდნენ უფალში, რადგან ითვლება, რომ ადამიანები ანგელოზების თანამოღვაწენი არიან, ხოლო ანგელოზები ქრისტეში ადამიანურ ბუნებას ემსახურებიან".

/პრიმაზიუს არდუმეტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2021, 06:38 PM

"როგორც ფუტკრები ვერ იტანენ კვამლს, ასევე განაგდებენ თავისგან მფარველ ანგელოზებს ამაოდ მეტყველნი და მკრეხელნი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2021, 07:49 PM

"სახარებიდან ვიცით, რომ გონიერ ძალებს (ანგელოზებს) უხარიათ და მხიარულობენ სინანულით მოქცეული ცოდვილების ცხონების გამო, ხოლო ამწუხრებთ ადამიანების ჭეშმარიტი გზიდან აცდენა. ამიტომ ისინი ემადლიერებიან ღმერთს მცნებათა დამრღვევთა დასჯის გამო, რადგან ეს დასჯა შესაძლოა მათთვის ნაწილობრივ ცოდვათა მიტევების მიზეზი იყოს".

/მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 15 2021, 03:16 PM

"- რატომ იწოდება ეს დღეს [მთავარანგელოზობა] მთავარანგელოზთა კრებად?

- კრებაში იგულისხმება შეკრება, ანუ ერთიანად ხსენება. როდესაც ვამბობთ მთავარანგელოზთა კრებას, აქ იგულისხმება, რომ ამ დღეს ვიხსენიებთ ყველა ანგელოზს. ანგელოზთა კრებულის ყველა ანგელოზის სადიდებლად არის ეს დღე დაწესებული"

/მამა მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 20 2021, 12:07 PM

"თუკი წმიდა იქნები, საკუთარ თავში დაინახავ ანგელოზებს თავიანთი ნათლით და მათ მეუფეს მათთან ერთად და მათში"

/არქიმანდრიტი ლაზარე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 14 2022, 05:58 PM

"ფრთები შვისხათ, იცით, ვინ არიან ფრთაშესხმულები?! ექვსფრთიანი სერაფიმები! მათ ექვს-ექვსი ფრთა აქვთ და დაფრენენ მათით და გალობენ: - "წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს!" ასე, რომ იფრინეთ, ექვსი ფრთა მოისხით!"

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2022, 01:14 PM

"კრძალული ადამიანის მოქმედებები ფაქიზი და აკურატულია, ის მკაფიოდ გრძნობს ღმერთის, ანგელოზებისა და წმინდანების მყოფობას, იგი აშკარად განიცდის, რომ მასთან არის მისი მაყვედრებელი - მფარველი ანგელოზი".

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2022, 05:29 PM

"ჩვენ მოწამეები ვართ. რამდენჯერაც ცოდვისმიერი აზრი მოგვივა, წამოვდგებით და ვეუბნებით:
- აბა, უკან, ეშმაკო, წყეულო. ქრისტეს ნაწილი ვარ. უფალს, ჩემს ღმერთს ვცემ თაყვანს.
იცით, როგორ ახარებს საღმრთო მადლს ჩვენი ასეთი თავგანწირვა, ასეთ შეუპოვრობა! ჩვენი მფარველი ანგელოზებიც სულმოუთქმელად ელიან ჩვენს სულიერ წინსვლას".

/ბერი იოსებ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 22 2022, 04:15 PM

"ბერი იოსები [ვატოპედელი] არა მარტო ვატოპედში ლოცულობდა და საუბრობდა ანგელოზებთან ერთად, არამედ მანამდეც, მაგრამ არასდროს სურდა ამ თემებზე ლაპარაკი. მახსოვს, როდესაც ნეა სკიტში ვცხოვრობდით, ერთ საღამოს გარედან მობრუნდა. ჩვენ ზემოდან ვადევნებდით თვალს, თუ როგორ ამოდიოდა ნავსადგურიდან ჩვენს კალივაში ვიღაც თანამგზავრთან ერთად. როდესაც უკვე მოგვიახლოვდა, აღმოჩნდა, რომ მარტო იყო. ვკითხეთ, ვინ დაემგზავრა და გვიპასუხა, არავინო. ჩვენც ჩავაცივდით და მაშინ მშვიდად მოგვიგო: "ჩემი ანგელოზი იყო". მართლაც, ანგელოზები იყვნენ მისი საიდუმლო მეგობრები. ბერს საღმრთო ჟამისწირვაზეც ანგელოზები ანდობდნენ სულიერ საიდუმლოებს. როგორც ამას წმიდა დიონისე არეოპაგელი გვასწავლის, ისინი სულიერ საიდუმლოებს მათ გაანდობენ, რომლებიც სათნოებებსა და ღმერთის შემეცნებაში წარემატებიან".

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2022, 09:55 PM

"მოიხსენიებს რა წმიდა მთავარანგელოზის, ზეციურ არქისტრატიგის გაბრიელის მრავალგზის მოვლინებებს ამქეყნად და მის მიერ ღმერთის ნების გულმოდგინე აღსრულებას; აღიარებს რა მის მეოხმყოფელობას ქრისტიანთათვის უფლის წინაშე, მართლმადიდებელი ეკლესია მოუწოდებს თავის შვილებს, რწმენითა და დიდი მოწადინებით მიმართავდნენ თავიანთ ლოცვებში უფლის ამ დიდ ანგელოზს".


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2022, 07:51 PM

"მოწყალე ღმერთმა ანგელოსი აგადევნოს თანამგზავრად და დამფარველად"

/ვასილ ბარნოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 5 2022, 09:21 PM

"ნუ ვეხუმრებით უსხეულო ძალებთან ურთიერთობას - როგორც ბოროტებასთან, ასევე სიკეთესთანაც. თუ ბოროტი ჩვენ გვავნებს, ცდილობს, რამე უკეთურებას გადაგვყაროს, ცუდი შეგვამთხვიოს, ასევე, მფარველი ანგელოზები დაუღალავად შრომობენ უფლის წინაშე, ჩაგვჩურჩულებენ სინდისში კეთილ საქმეებს, ევედრებიან უფალს ჩვენს გადარჩენას, ცხონებას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 5 2022, 09:56 PM

"ხშირად სუფრასთან სიამაყით ვლოცავთ მფარველს, ფუძის ანგელოზს, მაგრამ, ბუნდოვანი წარმოდგენაც არ გვაქვს, თუ რას ითხოვენ ისინი ჩვენგან. ისინი ჩვენგან მოითხოვენ: როცა სუფრასთან ზიხარ, ბევრი არ დალიო, ტაძრებთან ნაგავი არ დაყარო, თამბაქო არ მოსწიო, არ იბილწსიტყვაო და ასე შემდეგ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 7 2022, 05:43 PM

"თუ ადამიანი ცხოვრობს ეკლესიური ცხოვრებით, თუნდაც მიტოვებულ ტაძრებში ლოცულობდეს, სადაც არ არის მღვდელი და აქვს სწორი სარწმუნოება, არ სჩადის ხილულ ბოროტებას, არ აპირებს სულიწმიდის გმობას, ეკლესიიდან გასვლისას, რამე მკრეხელობის ჩადენას, მანამდე მას იცავს მფარველი ანგელოზი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2022, 10:05 PM

"თითო ჭიქა ჟიპიტაურით მგზავრის ანგელოზი გაადიდეს"

/გოდერძი ჩოხელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2022, 02:12 PM

"თუ ადამიანი საკუთარი ნების უგუნური გამოყენებით მიატოვებს ეკლესიას (მართლმადიდებლობას), გმობს საღვთო სწავლებას, მიდის რომელიმე სექტაში ან უსჯულოებას სჩადის, მაშინ უფლის კურთხევითა და ადამიანის არასწორი გადაწყვეტილებით, მფარველი ანგელოზი მიატოვებს მას, მაგრამ, არა სამუდამოდ.

თუ ადამიანი მოეგება გონს, კვლავ აღდგება მისი ურთიერთობა უფალთან, შეინანებს, მფარველი ანგელოზი კვლავ დაუბრუნდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2022, 05:26 PM

"სულიერი ჭუჭყი არამატერიალურია, თვალით არ ჩანს და ხელით ვერ შეეხები, მაგრამ უხორცო ანგელოზები ხედავენ და გრძნობენ ცოდვიანი სულის სიმყრალეს და, ამის გამო, დამწუხრებულნი განეშორებიან მას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 13 2022, 06:27 PM

"თუ დაცემული ანგელოზები განუწყვეტლივ ებრძვინ ადამიანებს, განუწყვეტლივ მფარველობენ მათ ღვთისგან მოვლენილი მფარველი ანგელოზებიც. რაც მეტად მიენდობა ადამიანი უფალს და ანგელოზებს მფარველობას შეევედრება, ბოროტისგანაც მეტად არის დაცული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 13 2022, 06:54 PM

"ანგელოზები არ არიან ხორცით შემოსილნი და მათ არც არასოდეს აქვთ ხორციელი ბრძოლები. მათთვის სიწმინდის დაცვა გაცილებით ადვილია, ვიდრე ადამიანისათვის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2022, 08:26 PM

"ანგელოზნო, მთავარანგელოზნო, გვერდზე გადექით, უფლის ნახვა მწადია!"

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 24 2022, 08:40 PM

"ანგელოზთა თვისება - ანგელოზები არ მრისხანებენ, არ შფოთავენ და, ვინც სიმშვიდეს მოიპოვებს, მსგავსია ანგელოზებისა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2022, 01:19 PM

"როდესღაც ერთმა მღვდელმა მიამბო შემდეგი:

ერთხელ გვიან საღამოს ის წავიდა ტაძარში, რადგან დაავიწყდა რაღაც. გააღო ის და შევიდა შიგნით. ბნელოდა. აღსავლის კარი მან ღია დატოვა და რას ხედავს: ტრაპეზის გვერდით დგას მოელვარე ანგელოზი ცეცხლოვანი მახვილით. მოძღარი ისე ძიერ შეშინდა, რომ გასაქცევად მოემზადა. როცა კართან მიირბინა, გაიგო ხმა:

გაჩერდი! - ის გაჩერდა და გაქვავდა!

ნუ გეშინია, - უთხრა ტკბილმა ხმამ, - მე ტაძრის მფარველი ანგელოზი ვარ. როცა ტაძრის ტრაპეზი იკურთხება, მაშინ უფალი, ყოვლისმპყრობელი, მეფეთა მეფე და მბრძანებელთ მბრძანებელი, აყენებს მუდამ მღვიძარე მფარველ ანგელოზს წმ. ტრაპეზის გვერდით.

სანამ ანგელოზი ამას ამბობდა, მღვდელი გაუნძრევლად იდგა, საკურთხევლისადმი ზურგით და შეშინებული ისმენდა.

ანგელოზი კი უფრო ტკბილი ხმით აგრძელებდა:

დაბრუნდი, თუ შეიძლება და დაკეტე აღსავლის კარი.

(ანგელოზმა მღვდელს უთხრა "თუ შეიძლებაო"; რომელი ჩვენგანი ეუბნება თავის მეგობარს, შვილს ან მეზობელს "თუ შეიძლება"?). მღვდელი შებრუნდა, შიშმა და თრთოლვამ გაუარა და გულში სიმშვიდე იგრძნო - და ანგელოზი მეტად აღარ დაუნახავს, ის ფრთხილად წავიდა წინ, მაგრამ უშიშრად. მან ასევე ფრთხილად დახურა ფარდა.

შემდგომ ის თავს ეკითხებოდა - ხომ არ იყო ეს მისი ფანტაზია, იქნებ სიზმარი იყო, ან ჰალუცინაცია?

პასუხად გაიგო, როგორ გალობს ათასობით ანგელოზი - "ღირს არს" (ტაძარი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის იყო). ვერ გაუძლო რა ამ ტკბილხმოვანებას, მან გონება დაკარგა და წაიქცა.

გარკვეული დროის შემდეგ მოვიდა გონს და სახლში წავიდა, მაგრამ არავის მოუყვა ეს ამბავი. მხოლოდ 15 წლის შემდგომ, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მან მოყვა ეს შემთხვევა.

ასეა - ყოველ ტაძარში, წმიდა ტრაპეზის გვერდით, დგას ანგელოზი, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ, და ჩუმად გვიყურებს"

/პროტოპრესვიტერი სტეფანოს ანაგნოსტოპულოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2022, 10:00 PM

"როდესაც კაცს მფარველი ანგელოზი განეშორება, მის სულს ან გაურკვეველი განგაშის განცდა ეუფლება, ანდა მძიმე უგრნობელობა, მაგრამ მშვიდობა კი არ აქვს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 2 2022, 08:15 PM

"ლოცვის ყოველი სურვილი, ყოველი აზრი არის სულიწმიდის მოქმედება და შენი მფარველი ანგელოზის ხმა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 14 2022, 07:17 PM

"შენ სულ ტყუილად არ მოუხმობ დასახმარებლად შენს მფარველ ანგელოზს! მას გამუდმებით უნდა შეაწყინო თავი, როგორც საყვარელ წმინდანს, როგორც ყველაზე ახლო მეგობარს: "დამეხმარე, გთხოვ! დამეხმარე, მოწყალეო და ნათლის ანგელოზო - დამეხმარე ამ საქმეში, რომლის გაკეთებაც მეზარება. დამეხმარე ამ მძიმე ტვირთის ზიდვაში, დამეხმარე - არ ვიფიქრო, არ ვთქვა, არ გავაკეთო ის, რაც არაა საჭირო"... აი, ამგვარად ცხოვრების ყველა ვითარებაში.

თორემ ხშირად ამბობენ ხოლმე - მარტო ვართ, არ გვყავს ნამდვილი მეგობრები, ამით ვაწყენინებთ ჩვენს ანგელოზს...

რამდენიც არ უნდა იცოცხლო უკეთეს მეგობარს ვერ იპივი, ამინ!"

/მონაზონი ნადეჟდა (ბრუნერი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 7 2023, 10:06 PM

"საღვთო ანგელოზები პატივისცემით აღივსებიან იმ ადამიანის მიმართ, რომელიც განუწყვეტლივ ლოცულობს გულით და მას უვნებლად იცავენ ყოველგვარი ცოდვისაგან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 29 2023, 06:46 PM

"ცალკეულ შემთხვევებში, როცა გვსურს უცბად მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება, აზრები კი გვიორდება ან კიდევ არ შეგვიძლია გავიხსენოთ რაიმე, ან საკუთარი გულმავიწყობის გვეშინია, მაშინ გულისყურით, ყურადღებით, მთელი გულით უნდა ვთხოვოთ ჩვენს მფარველ ანგელოზს მოვიდეს დასახმარებლად და გვიკარნახოს ჩვენთვის აუცილებელი აზრი, ან დროზე გაგვახსენოს, რაც გვჭირდება"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 30 2023, 09:34 PM

"როცა უცბად, მოკლე დროშია საჭირო სწორი გადაწყვეტილების მიღება ან კიდევ გეშინია არ დაგავიწყდეს რაღაც, ვთქვათ, დროზე უნდა წახვიდე საქმეზე, სამსახურში, გაიღვიძო დილით და გეშინია, არ გამოგეპაროს, წმინდა მამები გვირჩევენ მფარველ ანგელოზს მივმართოთ შველისთვის".

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2023, 07:49 PM

"ყოვლადნათელი ანგელოზები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2023, 06:55 PM

"თუ ლოცვის დროს რომელიმე სიტყვა შენში ლმობიერებას აღძრავს, მაშინ ბევრჯერ გაიმეორე ეს სიტყვა, რადგან ამ დროს მცველი ანგელოზი ლოცულობს ჩვენ ახლოს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2023, 08:25 PM

"ჩვენი უვნებელი ცხოვრებით მეგობრად გავიხადოთ წმინდა ანგელოზები, რათა სულის აღმოსვლისას მეგობრულად აღგვიყვანონ მეუფესთან"

/ღირსი თეოდორე სტუდიელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2023, 05:06 PM

"ყველა უსხეულო სული და ყველა წმინდანი ზეცაში ღვთისკენ არის მიქცეულნი, მისკენ აქვთ მიპყრობილი თავიანთი გონიერი თვალები და თვალს ვერ წყვეტენ მას ენით აღუწერელი იმ ნეტარების გამო, რომელსაც მათ ღვთის პირის ხილვა ჰგვრით. მაგრამ რასაც ანგელოზები და წმინდანები ზეცაში მოიმოქმედებენ, ჩვენ იმის სწავლა დედამიწაზე გვმართებს - უნდა შევიძინოთ ჩვევა, ანგელოზთა დარად განუწყვეტელი ლოცვით ვიდგეთ გულში ღვთის წინაშე"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 15 2023, 08:03 PM

"ილოცეთ თითოეული ადამიანის განწმენდისთვის, რათა ანგელოზთა წესს მიბაძოთ თქვენი ცხოვრებით. დიახ, ანგელოზები არ ლოცულობენ თავიანთი თავისთვის.

ღმერთს ნებავს, რომ ანგელოზებს მივემსგავსოთ. ანგელოზები მხოლოდ ღვთის დიდებაში არიან. ეს არის მათი ლოცვა - მხოლოდ დიდებისმეტყველება"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2023, 05:02 PM

"ადამიანის ძეთა გზები იკვეთება და შეტაკება გარდაუვალია, რამეთუ ერთნი გეზს აღმოსავლეთისკენ იღებენ, მეორენი კი - დასავლეთისაკენ. უფალი მოწყალეა და ყველას უგზავნის ანგელოზებს"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 1 2023, 08:19 PM

"მფარველი ანგელოზები ჩვენ არა მარტო მაცხოვნებელ კეთილ აზრებს ჩაგვაგონებენ, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გვიფარავენ. ამიტომ სიტყვა "მფარველი ანგელოზი" ალეგორიული გამოთქმა სულაც არ გახლავთ. ამას ქრისტიანული ცხოვრების მრავალსაუკუნოვანი გამოცდილებაც გვიდასტურებს. ამიტომაცაა, რომ ეკლესია მოგვიწოდებს, მოგზაურობის წინ უფლისგან მფარველი ანგელოზის განსაკუთრებული ზრუნვა გამოვითხოვოთ, რადგან სწორედ მოგზაურობის დროს გველოდება ათასნაირი საფრთხე"

/მიტროპოლიტი ტიხონი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2023, 11:18 AM

"ოდესღაც ერთმა მღვდელმა მიამბო შემდეგი:

ერთხელ საღამოს (იყო საკმაოდ გვიანი) ის მივიდა ტაძარში, რადგან დაავიწყდა რაღაც მნიშვნელოვანი. მან გააღო კარი და შევიდა შიგნით. ბნელოდა. აღსავლის კარის უკან, რომელიც მას ღია ჰქონდა დატოვებული, მან დაინახა, თუ როგორ იდგა მოელვარე ანგელოზი ცეცხლოვანი მახვილით ხელში ტრაპეზის გვერდით!

მღვდელი ისე ძლიერ შეშინდა, რომ უკან გაიქცა. მიაღწია რა სტოას (ტაძარი დიდი იყო), მან გაიგონა ხმა:

გაჩერდი!

მღვდელი გაქვავებული გაჩერდა.

- ნუ გეშინია, - უთხრა მას ტკბილმა ხმამ. - მე ტაძრის მფარველი ანგელოზი ვარ. როტა ტაძრის ტრაპეზი იკურთხება და ხდება წმიდა, ყოვლისმპყრობელი უფალი - "მეფეთ მეფე და ხელმწიფეთა უფალი" ადგენს დაუძინებელ მფარველ ანგელოზს წმიდა ტრაპეზის გვერდით.

სანამ ანგელოზი ამას ამბობდა მღვდელი უძრავად იდგა სტოაში, საკურთხევვლისადმი ზურგით და შეშინებული უსმენდა.

ანგელოზმა კიდევ უფრო ტკბილი ხმით გააგრძელა:

დაბრუნდი და დაკეტე, გეთაყვა, აღსავლის კარები, რომელიც ღია დატოვე. (ანგელოზმა თხოვნით მიმართა მღვდელს, სიტყვით "გეთაყვა"). მღვდელი შებრუნდა; შიშმა და ძრწოლამ გაუარა, გულში სიმშვიდემ დაისადგურა. ამის შემდგომ ანგელოზი აღარ უნახავს. ის ფრთხილად მიუახლოვდა საკურთხეველს, ამჯერად შიშის გარეშე. მოკრძალებით გამოწია აღსავლის კარის ფარდა. შემდგომ მან დაუწყო საკუთარ თავს კითხვა: "ხომ არ იყო ეს ჩემი ფანტაზია?! იქნებ სიზმარი ვნახე? იქნებ გალუცინაციები დამეწყო?"

საპასუხოდ მან გაიგონა ათასობით მგალობელი ანგელოზის ხმა, რომლებიც გალობდნენ "ღირს არს" (ტაძარი იყო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის). ვერ გაუძლო რა ამ ტკბილ ანგელოზთა გალობას, მან გონება დაკარგა და დაეცა.

მოვიდა რა გონს გარკვეული დროის შემდგომ, ის დაბრუნდა სახლში და ამის შესახებ არავის უამბო.

მხოლოდ 15 წლის გასვლის შემდგომ, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მან მე მიამბო ეს შემთხვევა.

ასეა - ყოველ ტაძარში, წმიდა ტრაპეზის გვერდით დგას წმიდა ანგელოზი, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ, და მდუამრედ გვაკვირდება"

/პროტოპრესვიტერი სტეფანოსი (ანაგნოსტოპულოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2024, 07:33 PM

"მამა პაისის [ათონელი] მონათხრობიდან: "წმიდა ისიდორე პელუსიელის ხსენების დღეს (4.02.1979), მახსოვს, ბევრი მწუხარება განვიცადე და აუტანელი თავის ტკივილები მაწუხებდა. არტერიული წნევა თავზე მაწვებოდა, ასე მეგონა, თავი გამისკდებოდა. საღამოს 9 საათზე, ჩემს სენაკში, საწოლზე ვიწექი, უცებ მშვენიერი ანგელოზი ვიხილე, თითქოს ჩემი სხეულიდან გამოვიდა, გამიღიმა და ხელი თვალებზე დამადო. იმ წუთშივე გამიქრა ყველანაირი ტკივილი და მწუხარება. ისეთი სათნო და სიტკბოება შევიგრძენი, რომ მერჩია კიდევ მტკივებოდა თავი, ოღონდ ხელახლა მეხილა ჩემი მფარველი ანგელოზი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 21 2024, 08:09 PM

"- როდესაც ბავშვები გაიზრდებიან, ისევ ახსოვთ მათ, რასაც ბავშვობაში ხედავდნენ?

- არა, ავიწყდებათ, ადამიანს ის რომ ახსოვდეს, რამდენჯერ იხილა თავისი მფარველი ანგელოზი, ამპარტავნებაში ჩავარდებოდა. ამიტომ, ზრდასრულ ასაკში მას ყოველივე ეს ავიწყდება. ღმერთი ბრძნულად აწყობს ყველაფერს"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2024, 03:35 PM

"წმიდა იოანე კიბისაღმწერელი გვიმოწმებს: "როცა შენი ლოცვის რომელიმე სიტყვებისას ანაზდად შინაგან ტკბობას იგრძნობ, ანთუ გულის ლმობიერებას, აჩვილებას, მაშინ შეჩერდი ამაზე: რამეთუ მაშინ შენი მფარველი ანგელოზი ლოცულობს შენთან ერთად"



პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 4 2024, 03:59 PM

"წმიდა მამები კრძალავდნენ მოურიდებელ, უწესრიგო, აფორიაქებულ მოძრაობებს, რომლებიც ჩვენს სულს უწმინდური და სულელური გულისთქმებით ავსებენ. ამ საგნის შესახებ მათი დარიგებები რამდენიმე სიტყვით რომ გადმოვცეთ: ადამიანმა თავი მოკრძალებულად და უბრალოდ უნდა დაიჭიროს. თავის თავთან დარჩენისას ან ძილად მისვლისას უნდა ახსოვდეს, რომ ის მარტო არაა, არამედ მასთან მფარველი ანგელოზი იმყოფება"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 9 2024, 03:51 PM

"ეკლესიის სახელგანთქმული მამები ასწავლიდნენ, რომ მფარველი ანგელოზი ეძლევა არა უკლებლივ ყველა ადამიანს, არამედ მხოლოდ ქრისტიანებს, და იმ დროიდან, როცა ისინი ქრისტიანები ხდებიან, ანუ ნათლობის დროიდან. ზოგიერთი წმიდა მამა დასძენდა, რომ ძველ აღთქმაში მფარველი ანგელოზი ეძლეოდა მხოლოდ იუდეველებს, რომელთაც მომავალი მესია - ქრისტე სწამდათ. ამას ცხადად ასწავლიდნენ წმიდა მამები: ბასილი დიდი, იოანე ოქროპირი, ამბროსი მედიოლანელი, ანასტასი სინელი და სხვები, აგრეთვე სწავლული ორიგენე..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 20 2024, 05:07 PM

"როცა სახლში მარტო ხარ და კარებს კეტავ შიშისგან, რატომ გეშინია?

განა არ იცი, რომ უფალს ყველა ადამიანისთვის თითო ანგელოზი ჰყავს მიჩენილი?

ის მუდამ თან დაგყვებათ და გიცავთ ყოველგვარი საფრთხისგან. უბრალოდ, მოუხმეთ ხოლმე მას ყველა საქმის დაწყების წინ.

ხშირად თქვი, რომ კარგად ვარ, დიდება უფალს!

და ღმერთი ამას გაიგონებს და აასრულებს შენს სიტყვებს"

/ღირსი პაისი ათონელი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)