ბავშვი და ოჯახი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბავშვი და ოჯახი |
marine |
Jan 9 2017, 10:15 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,946 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ბავშვი, რომელიც იზრდება ისეთ ოჯახში, სადაც არის ბებიაც, ბაბუაც, უყურებს თაობათა ურთიერთობას, ბუნებრივია, გაცილებით მდიდარ პიროვნებად ყალიბდება. ბებიის სითბოს, ყურადღებას, მის მიერ მოყოლილ ზღაპრებს განა რაიმე აანაზღაურებს ამ ცხოვრებაში? ასე რომ ოჯახი, სადაც სხვადასხვა თაობის ადამიანები ერთად ცხოვრობენ, სულიერად უფრო ლამაზი და ღრმა დატვირთვის მატარებელია. ამ მხრივ საქართველო გამორჩეული ქვეყანაა".
/დეკ. დავით ციცქიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 8 2017, 12:49 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,946 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ადამიანის რელიგიური აღზრდის გადადება მომავლისთვის სახიფათოა. განა ბავშვობაში უფრო ადვილი არ არის მისი შეცდენა? ბავშვებმა ჯერ არ იციან, როგორია მანკიერებათა და შეცდომათა შედეგი. მათ არ ეეჭვებათ, რომ ვინმე მოატყუებს და ყველასი სჯერათ. შესაბამისად, ციცაბოზე მავალნი შეიძლება ადვილად გადაიჩეხონ, თუ რელიგია არ დაიცავს მათ გაღვიძებულ გონებას, ვიდრე მას მანკიერებები და ცრუ წესები არ დაუფლებიან", - ბრძანებს დეკანოზი ვალენტინ ამფითეატროვი.
"მიტროპოლიტი ანტონი (სუროჟელი) ამბობს: ბავშვებს ხშირად ის ესმით, რასაც ვერ იგებენ მისი მშობლები. მახსოვს, ერთი პატარა აღდგომის კვირის დღეებში მაცხოვრის ხატის წინ იდგა და ხშირად იმეორებდა: "ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი..." დედამ შეაჩერა და უთხრა: "არ შეიძლება ასე ხშირად ამ ლოცვის გამეორება". მან გაკვირვებულმა შეხედა: "ნუთუ ვერაფერი გაიგე? უფალს ეს ძალიან სიამოვნებს". ეს იმიტომ უთხრა, რომ ის გულში თავისი რწმენის ღმერთს უგალობდა. სხვა შემთხვევაც მახსოვს. ჩვენთან ერთი ოჯახი ტიპიკონით ცხოვრობდა. საღამოთი 7 წლის ბავშვსაც კი აიძულებდნენ ლოცვების კითხვას. ერთხელ პატარამ ჩაიკითხა დაწესებული ლოცვები, შეხედა დედას და უთხრა: "ახლა, რადგან უკვე ვილოცვანეთ (ანუ "ლოცვანიდან" წავიკითხეთ), მოდი, ცოტა ვილოცოთო". მან იგრძნო, რომ რასაც აკეთებდა, დისციპლინური ვარჯიში იყო, მას კი უნდოდა, ღვთისათვის ეთქვა: "უფალო, მე შენ მიყვარხარ!" ანდა უბრალოდ წარმოეთქვა: "უფალო, მე მამა მიყვარს, დედიკო მიყვარს, მამა მივლინებაშია, გთხოვ დაიცავი", ანდა: "დედა დღეს გამიბრაზდა, გთხოვ, ანუგეშეო". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th May 2024 - 07:06 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი