IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ეკლესია და სახელმწიფო, კონკორდატი და სხვა აქტები
კანონისტი
პოსტი Oct 20 2006, 05:14 PM
პოსტი #1


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



აქ განვიხილოთ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის საკითხები

ასევე, წარმოვაჩინოთ სამართლებრივი პრობლემები რაც ამ სფეროში არსებობს


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზურაბი
პოსტი Oct 20 2006, 07:52 PM
პოსტი #2


აბდალა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 662
რეგისტრ.: 25-September 06
მდებარ.: tbilisi!!!xiliani!!!
წევრი № 218



კანონისტი
თითქმის იგივე თემა გახსნილია "ახალ თემებში""საქართველოს პრეზიდენტი"


--------------------
,,ავსიტყვაობა და ზიზღი განთავისუფლებული მონის თვისებაა"

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Oct 20 2006, 08:18 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
აქ განვიხილოთ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის საკითხები

ასევე, წარმოვაჩინოთ სამართლებრივი პრობლემები რაც ამ სფეროში არსებობს


უპირველეს ყოვლისა, მინდა სახელმწიფოსა და ეკლესიის ცნებები და მიზნები განვსაზღვროთ. თუ არ შევთანხმდით რა შინაარსობრივ დატვირთვას გულისხმობს ეს ორი ცნება, ჩემი აზრით ნებისმიერი სახის მსჯელობა აზრსმოკლებულია.

აქ ისმის ორი საინტერესო კითხვა რომელიც ჩემში სამართლის გაკვეთილის შემდეგ დაიბადა:

არის თუ არა სახელმწიფო ძალადობის იარაღი?
და ნიშნავს თუ არა სახელმწიფოსთან ურთიერთობა ძალადობასთან გარიგებას?


სახელმწიფოზე ალბათ უკეთ იმსჯელებს კანონისტი, ეს პატარა სფერო არაა. (მე ამ შემთხვევაში თავს არ შეგაწყენთ, რადგან ჩემზე ათასმაგ კომპეტენტური სუბიექტი გვყავს)

აი ეკლესიის, მიზანი კი პიროვნული სრულყოფაა მრევლისა, იგი არაფრით არ უნდა განვაყენოთ და მხოლოდ მაღალიერარქ კლიროსად წარმოვადგინოთ. უპირველეს ყოვლისა ეკლესია ჩვენ ვართ. ხოლო რახან ეკლესია თავად განკაცებული ლოგოსის (ბერძ.სიტყვა) სხეულია, მაშინ გიხაროდეთ ჩვენ ქრისტეში ვერთიანდებით და ქრისტე არს ჩვენს შორის!!! მაშასადამე ეკლესიის მიზანი არის მისი თითოეული წევრის აღძვრა მიდრიკოს თავისი ნება ზეციერი მამისაკენ! რომელიც მას პიროვნული სრულყოფის კიბეზე ასვლას დააწყებინებს ( განღმრთობას-მადლისმიერ ღმერთად გცევას).

აქედან გამომდინარე ეკლესიის უპირველესი მიზანია პრიმიტიულად რომ ვთქვა, თავისი მებრძოლი ნაწილიდან მოზეიმე ნაწილში გადაისროლოს მაქსიმალურად დიდი რაოდენობა ნათელღებული ქრისტიანებისა.


(ამას ხედავდეს ახლა ჩემი მოძღვარი კადნიერებისთვის არ ამაცილებდა 20 მეტანიას laugh.gif )


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Oct 20 2006, 11:39 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ბატონო მნათე მეც მოგახსენებთ ჩემს აზრს თქვენს ზემოთთქმულ შეხედულებებზე.რაც შეეხება მებრძოლების გადასროლას მოზეიმე ნაწილში.ამას წარმატებით ასრულებს ჩვენი პატრიარქი და ზოგადად მთელი ეკლესია.ხოლო,რაც შეგვეხება ჩვენ ანუ ეკლესიის ცალკეულ წევრებს.ჩვენ არ უნდა დავემსგავსოთ იაღოველებს რომლებიც კარდაკარ დადიან და ასე ცდილობენ გადაიყვანონ ხალხი თავის ჭკუაზე.არამედ პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ საკუთარი სულის სრულყოფაზე სათნოებებში ანუ ცხონებაზე და როგორც წმინდა სერაფიმ საროველი ამბობს იცხოვნე თავი შენი და შენს გვერდით ათასები ცხონდებიან.და მართლაც ასეა თუ გადავხედავთ წმიდა მამათა ცხოვრებას მაგ წმინდა ორე რომელიც 80 წლამდე უდაბნოში იყო და მარტო მოღვაწეობდა და ამის მერე მან დაარსა მონასტერი და 10000კაცი ცხონდა მისი მეშვეობით,ასევე ასურელი მამები,ან თუნდაც მამა გაბრიელი და აშ.ამიტომ როდესაც ჩვენ საკუთარი სულის სრულყოფაზე ვზრუნავთ სხვებიც იღებენ ჩვენგან მაგალითს.და აშ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Oct 20 2006, 11:55 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ბატონო მნათე


რატომ ასეთი აკადემიური ფორმით? biggrin.gif


ციტატა
მოგახსენებთ ჩემს აზრს თქვენს ზემოთთქმულ შეხედულებებზე


ძალიან საინტერესოა. smile.gif


ციტატა
.ამას წარმატებით ასრულებს ჩვენი პატრიარქი და ზოგადად მთელი ეკლესია


ჭეშმარიტად! smile.gif


ციტატა
ხოლო,რაც შეგვეხება ჩვენ ანუ ეკლესიის ცალკეულ წევრებს.ჩვენ არ უნდა დავემსგავსოთ იაღოველებს რომლებიც კარდაკარ დადიან და ასე ცდილობენ გადაიყვანონ ხალხი თავის ჭკუაზე


გეთანხმები wink.gif

ციტატა
არამედ პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ საკუთარი სულის სრულყოფაზე სათნოებებში ანუ ცხონებაზე და როგორც წმინდა სერაფიმ საროველი ამბობს იცხოვნე თავი შენი და შენს გვერდით ათასები ცხონდებიან.და მართლაც ასეა თუ გადავხედავთ წმიდა მამათა ცხოვრებას მაგ წმინდა ორე რომელიც 80 წლამდე უდაბნოში იყო და მარტო მოღვაწეობდა და ამის მერე მან დაარსა მონასტერი და 10000კაცი ცხონდა მისი მეშვეობით,ასევე ასურელი მამები,ან თუნდაც მამა გაბრიელი და აშ.ამიტომ როდესაც ჩვენ საკუთარი სულის სრულყოფაზე ვზრუნავთ სხვებიც იღებენ ჩვენგან მაგალითს.და აშ.


დეტალებშიც კი გეთხანხმები wink.gif საკუტარ სულზე ზრუნვა გულისხმობს სხვაზე ზრუნვასაც smile.gif


მემგონი ძალიან ფართოდ განვიხილეთ ეკლესია, ახლა დროა კანონისტმა სახელმწიფოზე გვიბრძანოს ორიოდ სიტყვა smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Oct 21 2006, 12:55 PM
პოსტი #6


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



mnate
ციტატა
არის თუ არა სახელმწიფო ძალადობის იარაღი?
და ნიშნავს თუ არა სახელმწიფოსთან ურთიერთობა ძალადობასთან გარიგებას?

უპირველესად უნდა შევთანხმდეთ იმაზე, მსჯელობა გვექნება პრაგმატული (ანუ არსებულის სიტუაციის აღმწერი) თუ თეორიული (ზოგადი ცნებებით საუბარი)

თუ პრაგმატულად ვიმსჯელებთ, სახელმწიფოს ძალადობის ნიშნები აქვს...

თუმცაღა, ისიც გასათვალსწინებელია, რომ სახელმწიფოს არსებობას უფალი უშვებს, თან არამარტო უშვებს, არამედ აკურთხებს კიდევაც. ანუ ბუნებრივია, ჩნდება აზრი: უფალი ძალადობას ხომ არ დააკანონებს? ე.ი. არსებობს იმგვარი სახელმწიფოებრივი მოწყობის ფორმა და წესი, რომელიც სათნოა უფლისათვის.

მე ძალიან არ მომწონს გამოთქმა, რომ ”არცერთი ხელისუფლება ხალხისათვის არ ზრუნავს”. სხვა საკითხია კონკრეტულ რეალობაზე საუბარი. ეს პოლიტიკის ნაწილია და მასზე მსჯელობა არ ღირს. რაც შეეხება ზოგად ჭრილში, მაშ რატომ ჰყავს ქრისტეს წმ. ეკლესიას კეთილმსახური მეფეები და მთავრები წმინდად შერაცხული? ნუთუ თავის თავზე მზრუნველი და გაქსუებული მმართველები ითვლებიან წმინდად? ნუ იყოფინ! ღმერთმა მოგვიტეოს....

მარტივად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ არსებობს რაღაც წესი ქვეყნის მართვისა (აქ მე რესპუბლიკა-მონარქიის შედარებაზე არ ვსაუბრობ, თუმცაღა მონარქია სჯობს ცხადია), რომელიც სათნოა უფლის თვალში. ასეთი სახელმწიფო ძალადობის იარაღი კი არა, ადამიანთა ცხონების ხელშემწყობი იარაღია.

აბა, როგორი წარმოგიდგენიათ დიდი დავითის, თამარისა და გიორგი ბრწყინვალეს ხელისუფლებანი??

ეფრემ ასურის ცნობილი გამონათქვამის შესაბამისად (ადამი წარწყმდა სამოთხეში, ხოლო ლოთი გადარჩა სოდომში) ვერცერთი სახელმწიფო ვერ ჩაითვლება ცხონების აბსოლუტურ წყაროდ, მაგრამ იქ, სადაც სახელმწიფოს კანონები ჰარმონიაშია კანონიკურ ნორმებთან, იქ, სადაც ხელისუფლება რიგითი მრევლია უფლისა, იქ, სადაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეინიშნება უფლის მადლის მოქმედება, ცხადია, მეტი ცხონდება

ციტატა
აქედან გამომდინარე ეკლესიის უპირველესი მიზანია პრიმიტიულად რომ ვთქვა, თავისი მებრძოლი ნაწილიდან მოზეიმე ნაწილში გადაისროლოს მაქსიმალურად დიდი რაოდენობა ნათელღებული ქრისტიანებისა.

სახელმწიფოს მიზანი კი ის არის, რომ ეკლესიას ხელი შეუწყოს ამ საქმეში. როგორც სული, ხორცის გარეშე არ არის სრულყოფილი ადამიანი, ისე მართლმადიდებელი, კეთილმსახური მთავრობის გარეშე, ვერ იცხოვრებს (გაუჭირდება იცხოვროს!) ღვთის სათნოდ


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Oct 21 2006, 01:15 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
უპირველესად უნდა შევთანხმდეთ იმაზე, მსჯელობა გვექნება პრაგმატული (ანუ არსებულის სიტუაციის აღმწერი) თუ თეორიული (ზოგადი ცნებებით საუბარი)

თუ პრაგმატულად ვიმსჯელებთ, სახელმწიფოს ძალადობის ნიშნები აქვს...

თუმცაღა, ისიც გასათვალსწინებელია, რომ სახელმწიფოს არსებობას უფალი უშვებს, თან არამარტო უშვებს, არამედ აკურთხებს კიდევაც. ანუ ბუნებრივია, ჩნდება აზრი: უფალი ძალადობას ხომ არ დააკანონებს? ე.ი. არსებობს იმგვარი სახელმწიფოებრივი მოწყობის ფორმა და წესი, რომელიც სათნოა უფლისათვის.

მე ძალიან არ მომწონს გამოთქმა, რომ ”არცერთი ხელისუფლება ხალხისათვის არ ზრუნავს”. სხვა საკითხია კონკრეტულ რეალობაზე საუბარი. ეს პოლიტიკის ნაწილია და მასზე მსჯელობა არ ღირს. რაც შეეხება ზოგად ჭრილში, მაშ რატომ ჰყავს ქრისტეს წმ. ეკლესიას კეთილმსახური მეფეები და მთავრები წმინდად შერაცხული? ნუთუ თავის თავზე მზრუნველი და გაქსუებული მმართველები ითვლებიან წმინდად? ნუ იყოფინ! ღმერთმა მოგვიტეოს



მართალი ხარ. როდესაც ეკლესია, მეფეს გარე ეპისკოპოსადაც კი იხსენიებს აქ ძალადობაზე საუბარი ზედმეტია! ამ შემთხვევაში, სახელმწიფო იზიარებს ეკლესიის მისიას და კისრულობს მისი შესრულების მატერიალურ უზრუნველყოფას. მეფე ამ შემთხვევაში სულიერების და მატერიალობი შეერთებაა, ერთგვარი სამშვინველი. (მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ სამშვინველი მხოლოდ ქვეტიპია სულისა)


შეიძლება ღვთის ცნების გამორიცხვით სახელმწიფო არის კიდეც ძალადობის იარაღი, მაგრამ როდესაც "აქ" უფალი შემოდის, მაშინ ამდაგვარი მსჯელობა ყოვლადგაუმართლებელი და ბრალმდებელია ღვთისა.


ციტატა
სახელმწიფოს მიზანი კი ის არის, რომ ეკლესიას ხელი შეუწყოს ამ საქმეში. როგორც სული, ხორცის გარეშე არ არის სრულყოფილი ადამიანი, ისე მართლმადიდებელი, კეთილმსახური მთავრობის გარეშე, ვერ იცხოვრებს (გაუჭირდება იცხოვროს!) ღვთის სათნოდ


სრულიად ვეთანხმები smile.gif



გაიხარე, დაიძრა თემა მგონი biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Oct 23 2006, 11:55 AM
პოსტი #8


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



იმიტომ ამბობს აპოლოგეტიკური წერილის ავტორი "დიოგნიტეს მიმართ" ეპისტოლეში, რომ სახელმწიფოებრივი აზროვნებით ქრისტიანები რომაელ წარმართებზე საიმედონი არიანო. ჩვენც ასეთი აზროვნებისაკენ უნდა მივისწრაფოდეთ...


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Oct 24 2006, 04:58 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
იმიტომ ამბობს აპოლოგეტიკური წერილის ავტორი "დიოგნიტეს მიმართ" ეპისტოლეში, რომ სახელმწიფოებრივი აზროვნებით ქრისტიანები რომაელ წარმართებზე საიმედონი არიანო. ჩვენც ასეთი აზროვნებისაკენ უნდა მივისწრაფოდეთ...


ღმერთს ღმრთისა კეისარს კეისრისა ! smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Oct 26 2006, 12:17 PM
პოსტი #10


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მოკლედ ჩამოვაყალიბოთ, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს მართლმადიდებელ ქრისტიანს სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების მიმართ:

1-სახელმწიფო არის ღვთისგან დადგენილი. უფლის მიერ დადგენილია მეფობა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რესპუბლიკური წყობის პირობებში ჩვენ არ გვმართეს სახელმწიფოს მორჩილება. ვიცით, რომ პირველი ქრისტიანი მმართველი - კონსტანტინე დიდი დღევანდელი გაგებით პრეზიდენტი უფრო იყო, ვიდრე მეფე, რამდენადაც იგი არჩეული იყო თანამდებობაზე (რომის იმპერიაში იმპერატორს სენატი ირჩევდა). თუმცა ამას არ შეუშლია მისთვის ხელი, უდიდესი კვალი დაემჩნია ქრისტეს წმინდა ეკლესიის ისტორიაში.

ეკლესიის დიდი მნათობი იოანე ოქროპირი, განმარტავს რა სექტებს და მათდამი დამახასიათებელ ნიშნებს, სექტის ერთ-ერთ "ამოსაცნობ" ნიშნად ასახელებს "სახელმწიფოსადმი დაუმორჩილებლობას". ანუ მისახვედრია, სანამდე შეიძლება მივიდეთ სახელმწიფოსადმი დაუმორჩილებლობით! ღმერთმა დაგვიფაროს....

ამავე დროს, აუცილებელია ითქვას, რომ ჩვენ არ ვემორჩილებით სახელმწიფოს იმ კანონებს, რომელიც მართლმადიდებლურ სწავლებას ეწინააღმდეგება, არ ვემორჩილებით არანაირ შემთხვევაში, ”დაღათუ იყოს სიკუდილიცა”. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არ შეიძლება ამ წესის განზოგადება. ვგულისხმობ იმას, რომ თუ სახელმწიფოს რომელიმე კანონი ეკლესიური სწავლების საწინააღმდეგოა, ამიტომ რომ არ დავემორჩილოთ სხვა კანონებსაც.

ამდენად პირველი წესი:
ქრისტიანი უნდა იყოს სახელმწიფოს მორჩილი ყველა შემთხვევაში, გარდა იმისა, როცა სახელმწიფოს მას ეკლესიის საწინააღმდეგო მოქმედებას თხოვს

2-სახელმწიფოს მმართავს ხელისუფალი, რომელიც თანამდებობას იკავებს მის მიერვე დადგენილი წესით, თუმცა... უფლის ნებით ან დაშვებით!
მგონი ზედმეტიც კია კომენტარი იმის თაობაზე, რომ ყველა ხელისუფლებას ზეგარდამო აქვს ძალაუფლება, რაც ნათლად ჩანს მაცხოვრისა და პროკურატორ პილატე პონტოელის საუბარში

ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ხელისუფლების მორჩილება აუცილებელი კომპონენტია სახელმწიფოს მორჩილებაში. სახელმწიფო აბსტრაქტული ცნებაა, იგი ფიზიკურად არ არსებობს. სახელმწიფოს მორჩილება გამოიხატება ერთის მხრივ მის მიერ დადგენილი კანონების აღსრულებაში, ხოლო მეორეს მხრივ - მისი მმართველის მორჩილებაში. ბუნებრივია, აქაც მოქმედებს წესი, რომ მას ანტიეკლესიურ საქმეებში არ ვემორჩილებით

მორჩილების გვერდით, აუცილებელია ხელისუფალისადმი პატივისცემა. XIX-XX სს. ცნობილი ქართველი საეკლესიო მოღვაწე ნესტორ ყუბანეიშვილი, განმარტავს რა უფლის V მცნებას (დედ-მამის პატივისცემის შესახებ), პირდაპირ ამბობს, რომ ამ მცნების ქვეშ მოიაზრება სახელმწიფოს ხელისუფლებისადმი პატივისცემა. ჩვენ, მართლმადიდებლები, უნდა მოვერიდოთ თუნდაც მცირე აუგი სიტყვის თქმასაც ჩვენს ხელისუფალზე. ეს სიბილწეა ღვთის წინაშე

ამავე დროს, განსაკუთრებულად უნდა აღვავლენდეთ ლოცვებს ღვთივდაცული ჩვენი ერის კეთილმსახური მთავრის, კეთილმორწმუნე მთავრობის და ქრისტესმოყვარე მხედრობისათვის. ცნობილი გამოთქმისამებრ: "მოგწონს მთავრობა? ილოცე მისთვის! არ მოგწონს? მაშინ ორჯერ მეტად გმართებს ლოცვა!"განა უფალი, ყოვლად კეთილი, ამდენი ლოცვის შემდეგ არ მოგვცემს ისეთ მთავრობას, რომელიც კარგი იქნება ქრისტეს ეკლესიისათვის??

აქ აუცილებელია ორი მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინება:
ა) რა ვქნათ, როცა მთავრობა ჩვენთვისაა მიუღებელი?
ბ) რა ვქნათ, როცა მთავრობა ეკლესიისთვისაა მიუღებელი?

ა) ამ შემთხვევაში, აუცილებლად უნდა გავაძლიეროთ ლოცვები. ყოვლად დაუშვებელია ლანძღვა, შეურაცხყოფა და განკითხვა. თუკი მოგვეცა ამის საშუალება, მაშინ ქრისტესმიერი სიყვარულით (და არა ბოღმით აღსავსე გულით) ვამხილოთ იგი, და ამასთან ვაჩვენოთ პრობლემის გადაჭრის ჩვენეული გზა. ეს ეხება ხელისუფლებას ყველა დონეზე. უნდა გვახსოვდეს უცილობლივ, რომ ის, რაც ჩვენთვისაა მიუღებელი, შეიძლება სხვისთვის იყოს მისაღები, ამიტომ კარგად უნდა ჩავუკვირდეთ, ამ "მიუღებლობის" მიზეზი რეალურია, თუ ის ეგოცენტრული აზროვნებიდან გამომდინარეა, პრინციპისამებრ: "მე თუ არ ვარ კარგად, ქვეყანაში რა ხდება არ მაინტერესებს", "მე თუ არ ვიქენი კარგად, ქვა ქვაზეც დადუღებულა". ამგვარი აზროვნება მართლმადიდებლობასთან შეუთავსებელია.

ხოლო თუკი "მიუღებლობის" მიზეზი რეალურია, მაშინ ჩვენ ერთის მხრივ ლოცვით, ხოლო მეორეს მრივ საქმით უნდა ვეცადოთ აღმოვფხვრათ ეს მიზეზი. ტოტალური დაუმორჩილებლობა, მით უმეტეს თუ საკითხი ყოფითია, მიუღებელია

ბ) რაც შეეხება ეკლესიისათვის მიუღებლობას. უპირველესად, უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესიის სახელით აზრის გამოთქმის უფლება ჩვენთვის არავის უბოძებია. თუკი ეკლესიისათვის მიუღებელია რაიმე, ეკლესიის პირველიერარქები ღიად და მკაფიოდ იტყვიან ამას. უნდა გვახსოვდეს, რომ ქრისტეს ეკლესია ამ ქვეყანაზე არის მებრძოლი ეკლესია და იგი არასდროს შეშინებია ამქვეყნიურ ამაო ძალებთან დაპირისპირებას. აღნიშნულის ბოლო და ნათელი მაგალითია, თუნდაც, წმ. კათალიკოს ამბროსის წერილი გენუის კონფერენციისადმი. ამიტომ ჩვენი "დასკვნები" არ უნდა მივაწეროთ ეკლესიას, რომ თითქოს ეკლესიისთვის მიუღებელია მთავრობა. ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი მთავრობისაგან. გვახსოვდეს ისიც, რომ ქრისტეს ეკლესია არის იქ, სადაც არის ქრისტესმიერი ეპისკოპოსი და არა მღვდელი. ამიტომ რომელიმე მოძღვრის ცალკეული შეფასებები ეკლესიის აზრად ვერ ჩაითვლება

იმ შემთხვევაში, როცა ეკლესია პირდაპირ დაადასტურებს, რომ მისთვის მიუღებელია მთავრობის რაიმე კონკრეტული პოზიცია ან მთლიანად მისი პოლიტიკა, ჩვენ უსიტყვოდ გადავდივართ ეკლესიის პირველიერარქთა უშუალოდ მორჩილებაში (ანუ გამოვდივართ სახელმწიფოს მორჩილებიდან) და ვექვემდებარებით მხოლოდ მას. ამ შემთხვევაში თავი უნდა შემოვიზღუდოთ ჩვენეული ინტერპრეტაციებისა და მოქმედებებში იმპროვიზაციისაგან. ასეთ დროს ბოროტის ბრძოლა განსაკუთრებით აქტიურდება და ჩვენ უნდა შევასრულოთ მხოლოდ პატრიარქისა და წმ. სინოდის კურთხევა, ზედმიწევნით, სიტყვა-სიტყვით!

ამდენად, მეორე წესი:
ვემორჩილებით ხელისუფლებას, პატივს-ვცემთ მას და ვლოცულობთ მისთვის. მხარს ვუჭერთ და გვერდში ვუდგავართ ყველა საქმეში, რომელიც ეკლესიას არ ეწინააღმდეგება

უჰ, რამდენი დამიწერია... smile.gif
დანარჩენებს მერე გავაგრძელებ!





--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 9 2007, 12:06 PM
პოსტი #11


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ალბათ საინტერესო იქნება, თუ როგორი სტატუსით არსებობენ მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიები შესაბამის სახელმწიფოებში

ზოგადად, ევროპის კავშირის პრაქტიკაში ჩამოყალიბდა სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის სამი ფორმა
- სახელმწიფო რელიგია
- უპირატესი (ან განსაკუთრებული სტატუსის) რელიგია
- რელიგიათა თანასწორობა

მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიადაა გამოცხადებული:
- საბერძნეთში
- კვიპროსზე

უპირატესი რელიგიის სტატუსი აქვს:
- საქართველოში
- ფინეთში (ლუთერულ ეკლესიასთან ერთად)

საბერძნეთის რესპუბლიკა
აქ მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს განსაკუთრებული სტატუსი. იკრძალება სხვა სარწმუნოების საჯარო ქადაგება, ხოლო მართლმადიდებლობის წინააღმდეგ განზრახი ბოროტმოქმედება სისხლის სამართლის წესით ისჯება.

კონსტიტუცია იწყება წმიდა სამების სახელით: "სახელითა წმიდისა, თანაარსისა და განუყოფელისა სამებისა, საბერძნეთის V საკონსტიტუციო საბჭომ მიიღო..."

საბერძნეთი ერთადერთი სახელმწიფოა მსოფლიოში, რომელსაც აქვს ავტონომიური სამონასტრო რესპუბლიკა - ათონის წმინდა მთა. ათონის მთაზე არსებობს მთავრობის წარმომადგენლობა, რომელსაც ემორჩილება პოლიცია. უმეტეს საკითხებს ბერები თავად წყვეტენ წმიდა კინოტისა და პროტის მეშვეობით

რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირი ფიცს დებს ბიბლიაზე წმიდა სამების სახელით

ზოგიერთი ამონარიდები კონსტიტუციიდან:

მუხლი 3
1. საბერძნეთში უპირატეს სარწმუნოებას წარმოადგენს ქრისტეს აღმოსავლურ-მართლმადიდებლური ეკლესიის სჯული. საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც მის თავად აღიარებს უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს, მოძღვრების მხრივ განუყოფელ ერთობაშია კონსტანტინოპოლის დიდ ეკლესიასთან და ყველა სხვა ქრისტესმიერ ეკლესიებთან, რომლებიც იმავე მოძღვრებას აღიარებენ. იგი მათ მსგავსად წმინდად ინახავს წმიდა მოციქულთა და კრებების კანონებს და წმინდა გარდამოცემას.

მუხლი 33
2. პრეზიდენტი, სანამ შეუდგება თავისი მოვალეობების შესრულებას, პარლამენტის წინაშე დებს შემდეგ ფიცს:
"სახელითა წმიდისა თანაარსისა და განუყოფელისა სამებისა, ვფიცავ დავიცვა კონსტიტუცია და კანონები, ვიზრუნო მის კეთილსინდისიერად აღსრულებაზე, დავიცვა ეროვნული დამოუკიდებლობა და ქვეყნის მთლიანობა, დავიცვა ბერძენთა [იგულისხმება მოქალაქეები, დ.ჩ.] უფლებები და თავისუფლებები და ვემსახურო ბერძენი ერის საერთო ინტერესებსა და განვითარებას".

მუხლი 105
1. მეღალი ვიღლადან მოყოლებული ათონის ნახევარკუნძული, რომელიც ქმნის წმინდა მთის რეგიონს, უძველეს პერიოდში ბოძებული სტატუსის შესაბამისად და საბერძნეთის სახელმწიფოს სუვერენიტეტის შეულახავდ წარმოადგენს მის ავტონომიურ ნაწილს. სულიერად, წმინდა მთა უშუალოდ ექვემდებარება მსოფლიო საპატრიარქოს. ყველა პირს, რომელიც დაიწყებს მონასტრულ ცხოვრებას, დამატებითი ფორმალობების გარეშე მორჩილად ან ბერად მიღებისთანავე ენიჭება საბერძნეთის მოქალაქეობა.

2. წმინდა მთა იმართება თავისი ტიპიკონის შესაბამისად ოცი წმინდა მონასტრის მიერ, რომელთა შორის გაყოფილია ათონის ნახევარკუნძული; ნახევარკუნძულის ტერიტორია გასხვისებას არ ექვემდებარება. წმინდა მთის მართვა ხორციელდება წმინდა მონასტრების წარმომადგენელთა მიერ, რომლებიც ქმნიან წმინდა კინოტს. დაუშვებელია რაიმე ცვლილების შეტანა მის მმართველობით სისტემაში, წმინდა მთის მონასტერთა რიცხოვნობაში, იერარქიულ მოწყობასა და დაქვემდებარების წესში. უცხოდ-მადიდებლის ან სქიზმატის შესვლა აკრძალულია.

3. წმინდა მთის სტატუსი და საქმიანობის წესი დეტალურად განისაზღვრება წმინდა მთის წესდებით, რომელსაც სახელმწიფოს წარმომადგენელთან ერთად შეიმუშავებს და იღებს ოცი წმინდა მონასტერი და ამტკიცებენ მსოფლიო საპატრიარქო და საბერძნეთის პარლამენტი.

4. წმინდა მთის საძმოთა სარწმუნოებრივი ზედამხედველობა წარმოადგენს სულიერი თვალსაზრისით მსოფლიო საპატრიარქოს უფლებამოსილებას, ხოლო მმართველობითი თვალსაზრისით - სახელმწიფოს უფლებამოსილებას, რომელიც აგრეთვე ექსკლუზიურად პასუხისმგებელია საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების დაცვაზე.

5. სახელმწიფოს ზემოხსენებული უფლებამოსილებანი ხორციელდება გუბერნატორის მიერ, რომლის უფლებები და ვალდებულებები განისაზღვრება კანონით.
კანონით მსგავსადვე განისაზღვრება მონასტრის წინამძღოლთა და წმინდა კინოტის სასამართლო უფლებამოსილებანი, აგრეთვე წმინდა მთის უპირატესობანი საბაჟოზე და გადასახადებზე.




--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Jan 14 2007, 12:18 PM
პოსტი #12


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



solomony
ციტატა
ხოლო,რაც შეგვეხება ჩვენ ანუ ეკლესიის ცალკეულ წევრებს.ჩვენ არ უნდა დავემსგავსოთ იაღოველებს რომლებიც კარდაკარ დადიან და ასე ცდილობენ გადაიყვანონ ხალხი თავის ჭკუაზე


შეიძლება მთლად თემას არ ეხება ჩემი პოსტი, მაგრამ არც ისე შორს არის მისგან :

ვერანაირად ვერ დაგეთანხმები...
შენს მიერ აქ "იაღოველების" მაგალითი არა მგნია სათანადოდ იყოს მოყვანილი..ისე რომ იცოდე ეგ შენი იეღოველები საქართველოში გაცილებით მეტნი არიან და გაცილებით დიდი გეგმები აქვთ ვიდრე გგონია....
დიახაც უნდა წახვიდე და უქადაგო ხალხს ქრისტეზე...თორემ იეღოველები გაჯობებენ...

ახლა რაც შეეხება საკუთარ სულზე ზრუნვას...
ძალიან ცუდად ჟღერს ეს ყველაფერი..აი ასე მიახლოებით: ჯერ თავო და თავო მერე ცოლო და შვილოვოოოქრისტიანობა მგონი უფრო ღრმაა ვიდრე მხოლოდ საკუთარ ცხონებაზე ფიქრი...
ისე მაინტერესებს ვინმეს თუ ძალუძს საკუთარი ძალებით თავის ცხონება?
არა მგონია...

ერთი მუხლი მახსენდება სახარებიდან:

"ვინაიდან ვისაც სურს თავისი სული გადაარჩინოს, ის დაღუპავს მას. ხოლო ვინც ჩემი გულისათვის დაღუპავს სულს, ის მოიპოვებს მას."

სახარება მათესი 16:25
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 21 2007, 11:35 AM
პოსტი #13


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მნათე
ციტატა
სახელმწიფოზე ალბათ უკეთ იმსჯელებს კანონისტი, ეს პატარა სფერო არაა. (მე ამ შემთხვევაში თავს არ შეგაწყენთ, რადგან ჩემზე ათასმაგ კომპეტენტური სუბიექტი გვყავს)


ეეჰ, რა დრო იყო ასე რომ მიჯერებდი.... unsure.gif

laugh.gif laugh.gif laugh.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ადარნესე
პოსტი Mar 2 2007, 08:50 PM
პოსტი #14


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 15
რეგისტრ.: 2-March 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 1,235



ეხლავე დავდებ საქართველს მართმადიდებლურ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დადებული კონსტიტუციურ შეთანხმებას რა თქმა თუ გინდათ და თუ შეიძლება აქ ამის დადება


--------------------
IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Mar 2 2007, 11:36 PM
პოსტი #15


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



ადარნესე
მგონი აკრძალული არ არის! მაგრამ ალბათ მთლიანი ტექსტის დადებას, ჯობია ის საკვანძო საკითხები დადო, რომლებიც შენთვის გაუგებარია, ანთვლი რომ მნიშვნელოვანია და გაინტერესებს სხვათა აზრიც!
ხოლო მთლიანი ტექსტი მსურველს შეუძლია ნახოს პარლამენტის საიტზე!


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Mar 3 2007, 01:43 AM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ნუ ჩემგან გაგიკვირდებათ და: tongue.gif tongue.gif tongue.gif


რომ. 13,1-4

ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელმწიფებას; ვინაიდან არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღვთისაგან, ხოლო არსებულნი ღვთის მიერ არიან დადგენილნი.
ამიტომ ხელმწიფების მოწინააღმდეგე ეწინააღმდეგება ღვთის დადგენილებას, ხოლო მოწინააღმდეგენი მსჯავრს დაიტეხენ თავზე.
რადგან უფროსნი საშიშნი არიან არა კეთილი საქმეებისათვის, არამედ ბოროტთათვის. თუ გსურს, რომ ხელმწიფებისა არა გეშინოდეს, კეთილი აკეთე და ქებას მიიღებ მისგან;
ვინაიდან იგი ღვთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტებას იქმ, გეშინოდეს, რადგან ტყუილად როდი ატარებს მახვილს; ის ღვთის მსახურია და რისხვით შურისმაძიებელი ბოროტმოქმედზე.


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი Mar 3 2007, 03:02 AM
პოსტი #17


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



კანონებში ვერ ვეკვერვი და ეს მითხარით. აქვს გამოძიებას უფლება მამაოს მოთხოვოხ ეჭვმიტანილის აღსარების შესახებ ინფორმაციის მიღება ანდა მოითხოვონ დაამნაშავე, რომელიც ეკლესიაში იმალენა.


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Mar 3 2007, 07:03 PM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
კანონებში ვერ ვეკვერვი და ეს მითხარით. აქვს გამოძიებას უფლება მამაოს მოთხოვოხ ეჭვმიტანილის აღსარების შესახებ ინფორმაციის მიღება ანდა მოითხოვონ დაამნაშავე, რომელიც ეკლესიაში იმალენა.


აღსარების გათქმის უფლებას, მოძღვარს, არა მხოლოდ საეკლესიო არამედ საერო სამარტალიც უკრძალავს-დღეს... smile.gif

[იხ. კონსტიტუციური შეთანხმება.]


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 3 2007, 07:35 PM
პოსტი #19


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



mampali
ციტატა
კანონებში ვერ ვეკვერვი და ეს მითხარით. აქვს გამოძიებას უფლება მამაოს მოთხოვოხ ეჭვმიტანილის აღსარების შესახებ ინფორმაციის მიღება ანდა მოითხოვონ დაამნაშავე, რომელიც ეკლესიაში იმალენა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად სასულიერო პირის ჩვენება იმ საკითხზე, რაც მას გაანდეს აღსარების დროს ან როგორც მოძღვარს, მტკიცებულებად არ ჩაითვლება

რაც შეეხება მოთხოვნას, ამის მოთხოვნის უფლება აქვს. მეტიც, ბასილი დიდის 71 კანონით:
ვინც მოწმე იყოს ყველა ზემოთჩამოთვლილი ცოდვისა და თვითონ კი არ აღიაროს, არამედ სხვამ ამხილოს, რომ იცის ცოდვის შესახებ, იმდენ ხანს იყოს დასჯილი ისიც, რამდენ ხანსაც განკანონებული იქნება თვითონ ცოდვის ჩამდენი.

ეს კანონი საყურადღებოა ზოგიერთი ვაიმართლმადიდებლის მიერ ე.წ. "ჩაშვების" შესახებ ვითომ ანტიქრისტიანული ხასიათის მტკიცების მცდლობასთან მიმართებაში....


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 13 2007, 04:47 PM
პოსტი #20


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მნათე
ციტატა
რომ. 13,1-4

ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელმწიფებას; ვინაიდან არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღვთისაგან, ხოლო არსებულნი ღვთის მიერ არიან დადგენილნი.
ამიტომ ხელმწიფების მოწინააღმდეგე ეწინააღმდეგება ღვთის დადგენილებას, ხოლო მოწინააღმდეგენი მსჯავრს დაიტეხენ თავზე.
რადგან უფროსნი საშიშნი არიან არა კეთილი საქმეებისათვის, არამედ ბოროტთათვის. თუ გსურს, რომ ხელმწიფებისა არა გეშინოდეს, კეთილი აკეთე და ქებას მიიღებ მისგან;
ვინაიდან იგი ღვთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტებას იქმ, გეშინოდეს, რადგან ტყუილად როდი ატარებს მახვილს; ის ღვთის მსახურია და რისხვით შურისმაძიებელი ბოროტმოქმედზე.


მიაქციეთ ყურადღება, რომ აქ პავლე მოციქული საუბრობს მის თანამედროვე მმართველებზე, ანუ ქრისტიანთა მდევნელებზე. და ნიკოდიმოს მილაშისებრ, რაოდენ გვმართებს მორჩილება ქრისტიანი მმართველებისა და ხელისუფლებისა!


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 04:04 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი