წიგნების დაწვა, საქმეები 19,9 |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წიგნების დაწვა, საქმეები 19,9 |
დათიკო |
Nov 15 2008, 01:31 PM
პოსტი
#1
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
მრავალთა გრძნების მოქმედთა მოკრიბნეს წიგნები მათი და დასწუვიდეს წინაშე ყოველთასა, და აღრაცხეს სასყიდელი მათი და პოვეს ვეცხლი ხუთი ბევრი (საქ. 19,9)
ამას წინათ ვკითხულობდი და ამ ადგილს როდესაც მივადექი განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ჩემში ამ საკითხმა. რამდენად მართებულია დაწვა, გაანადგურო ის, რაც აცდუნებს ადამიანს. ის ფაქტი, რომ ეს მართლაც ასე უნდა გაკეთებულიყო პავლე მოციქულის დროს, უდაოა და ეჭვს არ იწვევს, მაგრამ ასეთ დროს მახსენდება აკრძალული ხილის ეფექტი. რაც უფრო დაწვავ და აკრძალავ, მით უფრო მეტ ინტერესს გამოიწვევს. ცხადია, აქ არის არსებითი სხვაობა, იმ ადამიანებმა ვინც დაწვეს ეს წიგნები, თავისი ინიციატივით გააკეთეს ეს, რადგან სჯულის მიხედვით ვერ გაყიდიდნენ და მისგან მონაგებს ვერ გამოიყენებდნენ ეკლესიისთვის ან შესაწირისთვის, მაგრამ უმთავრესი მიზეზი რის გამოც დაიწვა ეს წიგნები იყო ის, რომ ცდუნებაში არ ჩაეგდო სხვა ადამიანები. როგორ ფიქრობთ დღევანდელ დღეს, როდესაც ყველანაირი წიგნი იყიდება და ხელმისაწვდომია ყველა ადამიანისთვის და მათ შორის უამრავი აცდუნებს კიდეც ხალხს, რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ წიგნების დაწვა ასე საქვეყნოდ? |
neo |
Nov 15 2008, 02:57 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
ციტატა ცხადია, აქ არის არსებითი სხვაობა, სწორედ აღნიშნე... გააჩნია სიტუაციას... ზოგჯერ წვა ჯობს არა წვასა ზოგჯერ წვითაც დაშავდების -------------------- www.cordesign.ge
|
Genesis |
Nov 15 2008, 06:45 PM
პოსტი
#3
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
ეგრე პრესასის ოდებსაც მოვასხატ ნავთი და მივცეთ ცეცხლი ქვემოდან... გვაცდუნებენ ეგენიც
-------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
KAIROS |
Nov 15 2008, 07:38 PM
პოსტი
#4
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ზოგჯერ წვა ჯობს არა წვასა არასოდეს არსებობს განვითარება გარეგნულად ქმედებაში, ყველაფერი ის რასაც აკეთებდა ან აკეთებს ეკლესიის წევრები, არ შეიძლება უპირობოდ იქნეს მიღებული, ციტატა ეს მართლაც ასე უნდა გაკეთებულიყო პავლე მოციქულის დროს ეს სწორი შენიშვნაა, რადგან ეს ის დრო იყო, მას სხვაგვარი ბრძოლის მეთოდები ქონდა, მაგრამ აქ აღსანიშნავია, ის რომ ქრისტიანები წვავდნენ საკუთარ წიგნებს, ანუ იმათ რაც მათ გააჩნდათ, და არ იყო რაიმე ძალადობა, და სხვის "ძალით მოქცევა" ანუ მკალავიშვილ-დიღმელის "მეთოდიკა", ასე რომ ამ კუთხით თუ განვიხილავთ, სი რომ ადამიანმა ის წიგნი დაწვა, რაც არ გინდა, ამის სრული უფლება აქვს ყველას, მაგრამ ქრისტიანობა რომელიც უპირველესად აღიქმება, როგორც წიგნის და განათლების რელიგია, თავად წიგნის წინააღმდეგ არ გამოდის, და ამიტომ დღეს ვინმეს მიერ ამ მუხლზე დაყრდნობით წიგნების საჯაროს დაწვა ( თუნდაც საკუთარის) ყოვლადმიუღებლად მიმაჩნია.გადავავლოთ თვალი წიგნების დაწვის ტრადიციას, იგი ძველი სამყაროსათვის დამახასიათებელი იყო, ერთერთი პირველი იყო ახენატონი, რომელმაც უცნობილესი თებეს ბიბლიოთეკა დაწვა, შემდეგ ჩინ ში უანგი გაერთიანებული ჩინეთის პირველი იმპერატორი, რომელმაც ბრძანა მის დაბადებამდის ყველა დაბეჭდილი წიგნი დაეწვათ, შემდეგ 168 წელს ქრისტემდე, სელჩუკები წვავენ იერუსალიმის ებრაულ ბიბლიოთეკას, იგევსს აკეთებს შემდეგ რომაელი კეისარი 48 წელს ჩვ.წ. 646 წელს არაბები მიწასთან ასწორებენ ულამაზეს და უმდიდრეს ბერძნულ ქალაქ ალექსანდრიას და მის უმდიდრეს ბიბლიოთეკას ცეცხლს მისცემენ... 980 წელის ალმანსორი კორდობას ხალიფების ბიბლიოთეკას წვავს, როგორც შემდეგ 1176 წელს სალადინი შიიტურს ქაიროში, მერე ქრისტიანების "გმირობების" დრო დგება, ჯვაროსნები 1204 წელს წვავენ კონსტანტინეპოლის ბიბლიოთეკას, 1258 წელს მონღოლები სუნიტურ ბიბლიოთეკას ბაღდადში, 1560 წელს ეპიკოპოსი დიეგო და ლანდა წვავს უძვირფასეს მაიას ბიბლიოთეკას იკატანში, ხოლო 1691 წელს სხვა ეპისკოპოსი ნუნეზ დე ლა ვეგა ჩიაპას მაიას ტომების ბიბლიოთეკას წვავს... შემდეგ ისევ ქრისტიანული კოცონები დასავლეთში, სადაც წიგნებთან ერთად მათი გამომყენებლები ან ავტორებიც შეაპუწკუნეს ინკვიზიციის დროს, არსებობდა სპეციალური სიაც კი რომელი წიგნები უნდა დაეწვათ... არც მეოცე საუკუნე ყოფილა ამ მხრივ გამონაკლისი ჯერ კომუნისტური ხროვა წვავდა საეკლესიო წიგნებს მთელს საბჭოთა სივრცეში და მერე 1933 წელს გერმანელი ფაშისტები უზარმაზარ კოცონს აწყობენ იმ წიგნებისა რაც მესამე რაიხის იდეოლოგიაში არ ჯდებოდა... ეს სამარცხვინო სია შეგვიძლია გავაგრძელოთ მკალავიშვილის ფანატიკოსთა, მმკ-ს და ზოგი მრევლის მიერ განხორციელებული საქციელებით... იყო ასევე პოლიტიკური დაწვები, ზვიადისტი ქალების მიერ ჩარკვიანის წიგნების დაწვა და ა.შ. იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
დათიკო |
Nov 15 2008, 10:44 PM
პოსტი
#5
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
KAIROS
მაგარი სიაა, გაიხარე. ეს უნდა ჩავინიშნო. ისე, ამ ჩამონათვალმა უმბერტო ეკოს ერთ-ერთი ფილმის ეკრანიზაცია გამახსენა. ქრისტიან სლეიტერი და შონ კონერი თამშობენ, ფრანცისკანელი ბერების როლში, სადაც მონასტრის ბიბლიოთეკის დაწვის სცენაა. ნანახი გექნებათ, მაგარი ფილმია. |
KAIROS |
Nov 16 2008, 04:25 AM
პოსტი
#6
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა კეისარი 678 წელს ჩვ.წ. აქ შეცდომა გამეპარა 48 წელი უნდა იყოს ჩვ. წ. ციტატა მაგარი სიაა, გაიხარე. ეს უნდა ჩავინიშნო კი, და ცოტა გაუდიდე და დაურიგე მაგ ზოგიერთებს ციტატა უმბერტო ეკოს ერთ-ერთი ფილმის ეკრანიზაცია გამახსენა მაგარი კაცია , და კარგი ფილმია -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მნათე |
Nov 16 2008, 06:10 AM
პოსტი
#7
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ვარდის სახელით ჰრქუან მაგ ფილმსა...
დათიკოჯან რაფერი დომინიკანელი ხარ ჩემსავით -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
Adolf |
Nov 16 2008, 05:10 PM
პოსტი
#8
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 14 რეგისტრ.: 16-November 08 წევრი № 5,954 |
კი მართალია ჰიტლერმა გადაწვა ბევრი წიგნები,ბევრი მართლა უაზრო იყო
|
მნათე |
Nov 16 2008, 06:53 PM
პოსტი
#9
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა ბევრი წიგნები, გრამატიკის სახელმძღვანელო შენ ვიღამ დაგიწვა -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
დათიკო |
Nov 16 2008, 09:36 PM
პოსტი
#10
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
Adolf
ციტატა ბევრი მართლა უაზრო იყო რა კრიტერიუმით ფასდება უაზრო და აზრიანი წიგნი? ის რაც ნაცისტისთვის უაზროა, ეგება ინკების ტომის ინდიელისთვის აზრიანი იყოს. |
Abe |
Dec 30 2008, 12:13 AM
პოსტი
#11
|
აბე(salom) ჯგუფი: Members პოსტები: 73 რეგისტრ.: 27-November 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,012 |
Adolf რა კრიტერიუმით ფასდება უაზრო და აზრიანი წიგნი? ის რაც ნაცისტისთვის უაზროა, ეგება ინკების ტომის ინდიელისთვის აზრიანი იყოს. შენ წვავ იმ წიგნს რაც შენთვის უაზროა. სახარება რომ მაჰმადიანისთვის არაა წმინდა წერილი და მისთვის უბრალო წიგნია, ამას რათ უნდა ლაპარაკი. ადგება და დაწვავს. |
დათიკო |
Dec 30 2008, 01:10 AM
პოსტი
#12
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
Abe
ციტატა შენ წვავ იმ წიგნს რაც შენთვის უაზროა. აი, აქ არის დიდი პრობლემა, რადგან 100% უაზრო წიგნი ცოტაა. გავიხსენოთ, თუ როგორ ითვისებდნენ ქრისტიანი ღვთისმეტყველები ანტიკური ფილოსოფიის საგანს. იღებდნენ იმას რაც სასარგებლო იყო და განაგდებდნენ რაც უვარგისი. ხოდა იმ წიგნებში, რომელიც გამზადებულია დასაწვავად, შესაძლებელია ბევრი საინტერესო რამ ამოიკითხოს ადამიანმა. აი, მაგალითისთვის მოვიყვან ლაო ძის "დაო დე ძინს". არის თუ არა ეს წიგნი დასაწვავი? ან თუნდაც ყურანი, სადაც ქრისტე მოციქულადაა სახელდებული ან ბხაგავატ გიტა. აქ იოლია უარი თქვა დაწვაზე, მაგრამ აბა ამ წიგნებს რა ვუყოთ: შტაინერი, შრი რაჯინეში (ოშო), ბერტრან რასელი, ნიცშე და ა.შ. |
ქავთარაძე |
Dec 30 2008, 01:19 AM
პოსტი
#13
|
დაურეგისტრირებელი |
მნათე
დათიკო KAIROS ვერ ვნახე ეკოს ეგ ფილმი და ხომ ვერ მიმასწავლით გზასა ინტერნეტებში? |
დათიკო |
Dec 30 2008, 01:35 AM
პოსტი
#14
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
|
iber |
Dec 30 2008, 01:48 AM
პოსტი
#15
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 349 რეგისტრ.: 19-November 08 მდებარ.: Tbilisi წევრი № 5,968 |
მედიცინაშიც ასე იბრძოდნენ არასწორი აზრების წინააღმდეგ.
მაგალითად ჰიპოკრატემ რომ გაიმარჯვა კნიდოსის სკოლაზე(მისმა კოსის სკოლამ) გადაწვა მათი ბიბლიოთეკა და პარაცელსიც წვავდა ჰალენოსის და სხვა ავტორიტეტების წიგნებს სტუდენტების წინ –ამით ასწავლიდა რომ ავტორიტეტები არ არსებობს გარდა საკუთარი გონების და დაკვირვების უნარისა. დღეს წიგნი ნაკლებ ფასეულობას წარმოადგენს ვინაიდან –წიგნები დიდი ტირაჯით იბეჭდება და ისინი ბევრია და წიგნის გარდა კინო–ტელევიზია,ინტერნეტ ელექტრონული ინფორმაციის წყაროებია და მათი გადასაწვავად ატომური იარაია საჭირო -------------------- კავკასია–ევრაზიის ოქროს კვეთაა
|
დათიკო |
Dec 30 2008, 02:28 AM
პოსტი
#16
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
iber
ციტატა დღეს წიგნი ნაკლებ ფასეულობას წარმოადგენს ვინაიდან –წიგნები დიდი ტირაჯით იბეჭდება და ისინი ბევრია და წიგნის გარდა კინო–ტელევიზია,ინტერნეტ ელექტრონული ინფორმაციის წყაროებია და მათი გადასაწვავად ატომური იარაია სჭირო ეგეც მართალია |
linguistuss |
Feb 20 2009, 10:47 AM
პოსტი
#17
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 16-February 09 წევრი № 6,501 |
მნათე
ციტატა ვარდის სახელით ჰრქუან მაგ ფილმსა... il nome della rosa ჰრქუან მაგ წიგნსა, უმბერტო ეკოს ხელით დაწერილს. ჟან-ჟაკ ანოს ფილმი ძალიან სტერილურია წიგნთან შედარებით, რომლის ბოლოშიც ისეა აღწერილი ბიბლიოთეკის დაწვის პასაჟი, რომ დანთებული ცეცხლის ალმა თითები დამიწვა გვერდის გადაფურცლის დროს |
KAIROS |
Feb 20 2009, 12:01 PM
პოსტი
#18
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა il nome della rosa ვინც იცის იტალიური რადიო დადგმას შეუძლია მოუსმინოს http://www.radio.rai.it/radio2/sceneggiato/ilnomedellarosa/ -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
loen |
Feb 22 2009, 09:18 AM
პოსტი
#19
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 102 რეგისტრ.: 25-September 08 წევრი № 5,722 |
მრავალთა გრძნების მოქმედთა მოკრიბნეს წიგნები მათი და დასწუვიდეს წინაშე ყოველთასა, და აღრაცხეს სასყიდელი მათი და პოვეს ვეცხლი ხუთი ბევრი (საქ. 19,9) ამას წინათ ვკითხულობდი და ამ ადგილს როდესაც მივადექი განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ჩემში ამ საკითხმა. რამდენად მართებულია დაწვა, გაანადგურო ის, რაც აცდუნებს ადამიანს. ის ფაქტი, რომ ეს მართლაც ასე უნდა გაკეთებულიყო პავლე მოციქულის დროს, უდაოა და ეჭვს არ იწვევს, მაგრამ ასეთ დროს მახსენდება აკრძალული ხილის ეფექტი. რაც უფრო დაწვავ და აკრძალავ, მით უფრო მეტ ინტერესს გამოიწვევს. ცხადია, აქ არის არსებითი სხვაობა, იმ ადამიანებმა ვინც დაწვეს ეს წიგნები, თავისი ინიციატივით გააკეთეს ეს, რადგან სჯულის მიხედვით ვერ გაყიდიდნენ და მისგან მონაგებს ვერ გამოიყენებდნენ ეკლესიისთვის ან შესაწირისთვის, მაგრამ უმთავრესი მიზეზი რის გამოც დაიწვა ეს წიგნები იყო ის, რომ ცდუნებაში არ ჩაეგდო სხვა ადამიანები. როგორ ფიქრობთ დღევანდელ დღეს, როდესაც ყველანაირი წიგნი იყიდება და ხელმისაწვდომია ყველა ადამიანისთვის და მათ შორის უამრავი აცდუნებს კიდეც ხალხს, რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ წიგნების დაწვა ასე საქვეყნოდ? დათიკო, საქმეები 19-19:"ბევრმა მათგანმა ვინც ეწეოდა ჯადოსნობას, მოაგროვა წიგნები და დაწვა ყველას თვალწინ. აღრიცხეს მათი ფასი და ორმოცდაათი ათასი ვრცხლი აღმოჩნდა." ჩემი გაგებით აქ წერია, რომ ვინც ეწეოდა ჯადოსნობას, იმათ დაწვეს თავიანთი წიგნები, რადგან ირწმუნეს იესო ქრისტე. რადგან წინა მუხლებში წერია, რომ ბევრმა განადიდა უფალ იესოს სახელიო. ჩვენთვის კი ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს სახლებში შევიხედოთ და დავწვათ ანდა გადავყაროთ ის საგნები, რომელიც არაქრისტიანულია და დაგვაბრკოლებს ჩვენს რწმენაში. წიგნი იქნება ეს, თუ ტელევიზორი, თუ ვიდეოფილმები, თუ კომფიუტერი თავისი ინტერნეტით. ჩემთვის ამ სიაში ხატებიც შედის. მსგავსი რამ გვხდება იესო ნავეს ძეს წიგნშიც, აღარ მახსოვს ზუსტად ადგილი. იქ იესო ნავეს ძე ეუბნება ებრაელებს, რომ თუ მათ უნდათ უფალს ემსახურონ, გამოიტანონ თავიანთი სახლებიდან კერპები და დაწვან. ეს ციტატა იმას არ გვეუბნება, რომ წიგნების მაღაზიაში ანდა ვინმეს სახლში შეუვარდეთ და დავუწვათ წიგნები თუ სხვა რამ. ეს თვითონ იმ ადამიანმა თავისი ნებით უნდა გააკეთოს. სიყვარულით, ლოენ. პ.ს. ტელევიზორი და კომფიუტერი თავისთავად არ არის ცუდი, როგორც მრავალი რამ. მთავარია ჩვენი დამოკიდებულება ამ საგნების მიმართ. -------------------- "... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
|
KAIROS |
Feb 22 2009, 09:25 AM
პოსტი
#20
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ტელევიზორი, თუ ვიდეოფილმები, თუ კომფიუტერი თავისი ინტერნეტით. ჩემთვის ამ სიაში ხატებიც შედის. ვიცით, რომ ხარ სექტანტი, გასაგებია, და შეიკავე თავი მართლმადიდებლობის გინებით, არ შეგიძლია? რა გჭირთ ხალხო? ყველგან რწმენა უნდა გვიგინოთ? ციტატა კერპები და დაწვან. სექტანტური შედარება... ციტატა მთავარია ჩვენი დამოკიდებულება ამ საგნების მიმართ. ისე საკუთარ თავს ეწინააღმდეგები, თუკი დამოკიდებულებაა პრობლემა, მაშინ დამოკიდებულება გამოასწორე ბევრი წერე და ბოლოში ისღა გამოგივიდა, ტელევიზორთან, კომპიუტერთან კიდე შეიძლება რაღაც, მაგრამ ხატები უნდა დაწვათო მოიცადეთ რა ცოტა ხანი აპოლოგეტიკის განყოფილებამდე არ შეგიძლიათ? არ შეგიძლიათ მანამ მართლმადიდებლებს, ჩვენსავე ფორუმზე ყველა თემაში ჩვენივე რწმენა არ გვიგინოთ? საკმარისია! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th May 2024 - 11:37 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი