IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> რატომ არის ცოდვა სვირინგის გაკეთება?
llaasshhaa
პოსტი Feb 9 2009, 08:39 PM
პოსტი #21


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



ციტატა
მთავარია ბოროტება არ გააკეთო და შEნი საქციელით სხვას ხელი არ შეუშალო და თუ გინდა სვირინგი კი არა სულ ტიტველმა იარე...

no.gif არ ხარ მართალი


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
m16
პოსტი Feb 9 2009, 09:57 PM
პოსტი #22


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,735
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



მართალი ვარ..
ჩემ პონტში მართალი ვარ თქვენი არ ვიცი


--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Feb 10 2009, 05:43 PM
პოსტი #23


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ციტატა(m16 @ Feb 9 2009, 09:57 PM) *

მართალი ვარ..
ჩემ პონტში მართალი ვარ თქვენი არ ვიცი



ჰა ჰა ჰა ჰა..... რამდენი მაცინე.... ყველა ჩვენ პონტში რომ ვიყოთ მართალი, სარწმუნოება ჩვენს თავზე მოვირგოთ და ვიცხოვროთ ჩვენი შეხედულებებით, ჩვენი სიმართლით, ღვთს სიმართლეს რაღა ვუყოთ. ჩვენს თავთან მართალი რომ ვიყოთ და უფლის წინაშე არა, ეს საკუთარი თავის მოტყუებაა..... მოვკლავ მაშინ ადამიანს და ვიტყვი მე ჩემს პონტში მართალი ვარ მეთქი... უფლის წინაშე რომ არ ვიქნები მართალი?

გაიკეთე სვირინგი და ეკლესიაში რომ არ შეგიშვებენ ნახავ მერე... თუ მღვდელს დაუმალავ, რომ სვირინგი გაქვს, ღმერთს ხომ ვერ დაუმალავ.... მიდი გაიკეთე სვირინგი, რას კითხულობ ამ პოსტს ამდენს....

თუმცა რას ვიღლები ამდენი ლაპარაკით ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა, ნუცა დაუფენთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა, ნუუკუე დათრგუნონ იგი ფერჴითა მათითა და მოიქცენ და განგხეთქნენ თქუენ- ო დაწერილია...


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
m16
პოსტი Feb 11 2009, 11:32 AM
პოსტი #24


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,735
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



ციტატა
მიდი გაიკეთე სვირინგი, რას კითხულობ ამ პოსტს ამდენს

მერე ვაპირებ კიდეც გაკეთებას, სხვას კი არ დავეკითხები...

ღმერთმა ადამიანს თავისუფლება მიანიჭა....დატკბით და ისიამოვნეთ თავისუფლებითო, ხოცეთ და აჩანაგეთო კი არ გვითხრა...

ეკლესიაში არ შEმიშვებენ? რატომ რახან რაღაც წესი დავარღვიე? მაშინ ეკლესიის კარიბჭე ჩემთვის უფრო ფართოდ ყოფილა გაღებული რათა გამოვსწორდე, ეკლესიაში არ შეშვებით რა ხეირი იქნება/??

არასწორად მსჯელობ...


ყველამ იმ წესებით რომ ვიცხოვროთ რასაც შEნ გულისხმობ ქვეყანა წინ ვერ წავა და ყველანი მონაზვნებად და შავ ბერებად გადავიქცევით...


მოდი რა თუ ძმა ხარ biggrin.gif


--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Feb 11 2009, 02:14 PM
პოსტი #25


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



აბე
შენ ანაფორას შეიმოსავ აწი?

რა მიმართვებია?



--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Feb 13 2009, 12:41 AM
პოსტი #26


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ციტატა(kato_Bato @ Feb 11 2009, 02:14 PM) *

აბე
შენ ანაფორას შეიმოსავ აწი?

რა მიმართვებია?


ეხლა ხვდები რატომ არ ვარ აქტიური ფორუმელი? სისულელეა და იმიტომ..... რაღაცას იტყვი სიმართლეს და გედავებიან უაზროდ... ამიტომ არ მიყვარს ფორუმები....

ანაფორა რა შუაშია... ქრისტეს მეტყველებაში ცუდს რა ხედავ. ან ვინ გითხრა, რომ მე ვქადაგებ? ან ვინ გითხრა რომ ნებისმიერი რჩევის მიცემა ქადაგება და დამოძღვრაა? ან თუნდაც ასეც რომ იყოს, ვინ გითხრა რომ მხოლოდ მღვდლებმა უნდა მისცენ რჩევა ადამიანს? მე არც მღვდელს ვედარები და არც საკუთარი თავის გამოჩენის ამბიცია მაქვს.

ახლა კი მიპასუხე, ჩემი ამდენი პოსტების შემდეგ ადამიანი რომ იტყვის შენი მოგონილი წესებით ცხოვრობო, რაღა უნდა უთხრა იმას. ქრისტეს სიტყვებს ვეუბნები და შენი მოგონილიაო ეგეთი ცხოვრებაო. ეკლესიაში მღვდელი არ შეგიშვებს მეთქი და ნუ შემიშვებო, თითქოს მე ვეღობებოდე კარში.

"მაშინ ეკლესიის კარიბჭე ჩემთვის უფრო ფართოდ ყოფილა გაღებული რათა გამოვსწორდე"-ს რო იტყვის ადამიანი ის ნორმალურია? წინასწარ ცოდვას ჩადიოდე, რომ კარგად დაეცე, კარგად წარიწყმიდო და დაისვარო ცოდვების ტალახში, ღრმად, სქლად... რომ მერე ეკლესიაში მიხვიდე და გამოსწორდე....


დამანებეთ რა თავი.... ასეთ საკითხებზე მე ფორუმებზე დამპოსტავი აღარ ვარ საერთოდ....


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ტარზანა
პოსტი Feb 13 2009, 01:03 AM
პოსტი #27


ლაბლაბო...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,179
რეგისტრ.: 20-October 08
მდებარ.: ჯუნგლი...
წევრი № 5,828



ციტატა
გაიკეთე სვირინგი და ეკლესიაში რომ არ შეგიშვებენ ნახავ მერე...



აბე


ძმისგულო სვირინგს არ ვამართლებ, მაგრამ ხომ იცი რომ სტიქაროსანი ვარ და ხომ მცნობ? smile.gif

IPB-ს სურათი

ნუ რომ ვნანობ მაგაზე საუბარი არაა და თან ძალიან მაგრადაც ვნანობ მარა აბეს ძმი ნუ გადაამეტებ კაი? smile.gif kiss1.gif



--------------------
გიორგი, კახეთიდან, უცოლშვილო, მურტალი ჯანის პატრონი :P
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Feb 13 2009, 01:30 AM
პოსტი #28


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ციტატა(Tarzana @ Feb 13 2009, 01:03 AM) *

აბე
ძმისგულო სვირინგს არ ვამართლებ, მაგრამ ხომ იცი რომ სტიქაროსანი ვარ და ხომ მცნობ? smile.gif

IPB-ს სურათი

ნუ რომ ვნანობ მაგაზე საუბარი არაა და თან ძალიან მაგრადაც ვნანობ მარა აბეს ძმი ნუ გადაამეტებ კაი? smile.gif kiss1.gif


ტარზან, მესმის რისი თქმაც გინდა, მაგრამ ჯობია ამ კაცს ჩემზე ყველანაირი წარმოდგენა დაეკარგოს და სვირინგი არ გაიკეთოს. სინანული კარგია, მაგრამ წინასწარ რაიმეს ჩადენა შემდგომი სინანულისთვის უდიდესი ცოდვაა. არ შეიძლება დაგეგმო: ა) ამის გაკეთება ბ) იმის გაკეთება გ) ამ ცოდვის ჩადენა დ) ამ ცოდვის მონანიება და ა.შ. ჭეშმარიტი სინანული უდიდესი რამ არის, რაც ძააააააააალიან ძალიან იშვიათობაა, მაგრამ ამ ჭეშმარიტ სინანულსაც კი ჯობია თავიდან დაფიქრდე, რომ მერე არ ინანო.... გავა დრო და ეს კაციც ინანებს თავის სვირინგის გამო. მართალია ეს დიდი ცოდვა არ არის, მაგრამ დიდი ცოდვა სინსნულის დაგეგმვაა, რაც ზევით დავწერე. ამ საკითხს გვერდს ვუვლით ხოლმე, როცა არ გვინდა ამ საკითხთან შეხება... არადა არაა გვერდის ასავლელი.... a075.gif

პ.ს. ამოიწვი ეგ სვირინგი ძმისგულო? როგორც ვიცი უნდა ამოიწვა რაღაცნაირად, რომ ეკლესიაში შესვლის უფლება გქონდესო....


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
m16
პოსტი Feb 13 2009, 11:38 AM
პოსტი #29


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,735
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



ციტატა
ეხლა ხვდები რატომ არ ვარ აქტიური ფორუმელი? სისულელეა და იმიტომ..... რაღაცას იტყვი სიმართლეს და გედავებიან უაზროდ... ამიტომ არ მიყვარს ფორუმები....

მოდი რა თუ ძმა ხარ laugh.gif


--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ტარზანა
პოსტი Feb 13 2009, 11:57 AM
პოსტი #30


ლაბლაბო...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,179
რეგისტრ.: 20-October 08
მდებარ.: ჯუნგლი...
წევრი № 5,828



აბე
ციტატა
პ.ს. ამოიწვი ეგ სვირინგი ძმისგულო? როგორც ვიცი უნდა ამოიწვა რაღაცნაირად, რომ ეკლესიაში შესვლის უფლება გქონდესო....


არა მაქვს ეხლაც... განა ამოწვა სხეულს უარესად არ დაამახინჯებს? smile.gif

ეკლესიაში შესვლის უფლებაზე საიდან იცი მასეთი რამე არ ვიცი ძმი... ჩემთვის ასეთი არავის არაფერი უთქვამს smile.gif

არ არის აუცილებელი წარმოდგენა დააკარგინო საკუთარ თავზე, რადგან მერე მაინც გაიკეთებს smile.gif


m16

უბრალოდ ინანებ და შეიძლება არა იმიტომ რომ ცოდვაა, არამედ მოგწყინდება და ვეღარ მოიცილებ, ზოგჟერ ისეთ საზოგადოებაში მოხვდები რომ შეგრცხვება მაგ სვირინგის გამოჩენა smile.gif


--------------------
გიორგი, კახეთიდან, უცოლშვილო, მურტალი ჯანის პატრონი :P
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Feb 13 2009, 03:29 PM
პოსტი #31


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ციტატა(Tarzana @ Feb 13 2009, 11:57 AM) *

აბე
ეკლესიაში შესვლის უფლებაზე საიდან იცი მასეთი რამე არ ვიცი ძმი... ჩემთვის ასეთი არავის არაფერი უთქვამს smile.gif


ხო რავიცი.... მთავარია გულით ინანიებდე და ამოწვა თუ რაღაცა მგონი მოძღვარს რო ვკითხოთ ჯობია....

m16
ციტატა
მოდი რა თუ ძმა ხარ laugh.gif


უკომენტაროდ ვტოვებ. აზრი არა აქვს შენთან კამათს....


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
m16
პოსტი Feb 13 2009, 06:37 PM
პოსტი #32


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,735
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



აბე
ციტატა
უკომენტაროდ ვტოვებ. აზრი არა აქვს შენთან კამათს....

მოდი რა თუ ძმუა ხარ laugh.gif laugh.gif


კარგი რა ამხანაგო biggrin.gif
ცხოვრება ისეთი ამაო რამეა, გვეკუთვნის ადამიანებს რომ ცოტა თავისუფლება მივცეთ თავს..
ცოტა რაღაც დავარღვიოთ, რაღაც შევცვალოთ...რაღაც ისეთი ვქნათ რაც არ ჯდება....

ტეხავს რა ისე, უაზრობაა...


--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანანო
პოსტი Feb 13 2009, 06:44 PM
პოსტი #33


დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო......
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 25-September 07
წევრი № 2,831



ციტატა(Tarzana @ Feb 13 2009, 01:03 AM) *

IPB-ს სურათი

დიდააააააა რა დავინახეე tongue.gif
ნორმალური მაინც ვერ დაიხატე? laugh.gif


მე მზე მინდა ხერხემალზე, ბეჭებს შორის mellow.gif



oops.gif მაპატიეთ


--------------------
დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი

****************************
შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Feb 13 2009, 09:34 PM
პოსტი #34


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ცოდვა ზოგადად წესებიტ არ განისაზღვრება, არამედ მოტივებით... გააჩნია დანიშნულებას... ცოდვა ვნებაა, ანუ ის რაც გავნებს შენ ან სხვებს... გააჩნია დანიშნულებას თორე გაქცევა არ გაქვთ ნანახი ?

აბა მითხარიტ ცოდვაა იმ კაცმა ამხელა რუქა რომ ამოიქარგა ?

სიმბოლიზმი ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანის გული განწყობით იკვებება და სიმბოლოები ამაში ძალიან ეხმარებიან...

სვირინგი შეიძლება პასუხისმგებლობაზე მეტყველებდეს და ყოველთვის გახსენებდეს რარაცას... და ამით სასარგებლო იყოს...



თუმცა შემთხვევატა 99%-ში სვირინგი თვითგამოხატვის, ამპარტავნებისა და ბილწი ინსტიქტების აფიშირების დანიშნულებას ასრულებს... არი რატომ არის ის ცოდვა...



--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lashab
პოსტი Feb 13 2009, 10:00 PM
პოსტი #35


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 561
რეგისტრ.: 24-December 08
წევრი № 6,157



გამარჯობათ, ვნახოთ რას გვეუბნება ბიბლიაში ღმერთი: kitxva.gif

28 . ნაკაწრებს ნუ გაიკეთებთ ტანზე თქვენი მკვდრისთვის და წარწერებს ნუ გაიკეთებთ. მე ვარ უფალი! (ლევიტელტა 19:28)

ხოლო რეალურად მანდ მარტო წარწერებზე არაა საუბარი, ეგ სიტყვა რაც ებრაულში წერია- ნიშნავს ნახატს, წარწერას, ნიშანს... a075.gif

Ye shall not make any cuttings in your flesh for the dead, nor imprint any marks upon you: I am the LORD.

თარგმანი მაზორეთული ტექსტებიდან...


rolleyes.gif

პ.ს. აქ ქონდათ მოყვანილი ფრაზა კორინთელების მიამრთ წერილიდან- ეგეც მართალია, მაგიც ამტკიცებს რომ ტატუების გაკეთება არ შეიძლება...

smile.gif


--------------------
"ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგან ღმერთი სიყვარულია."- (1 იოანე 4:8)

"სიყვარული სულგრძელია და კეთილი; სიყვარულს არ შურს, არ ტრაბახობს და არ ამაყობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს... ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება... " - (1 კორ 13:4-8)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ტარზანა
პოსტი Feb 13 2009, 10:01 PM
პოსტი #36


ლაბლაბო...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,179
რეგისტრ.: 20-October 08
მდებარ.: ჯუნგლი...
წევრი № 5,828



ციტატა
თუმცა შემთხვევატა 99%-ში სვირინგი თვითგამოხატვის, ამპარტავნებისა და ბილწი ინსტიქტების აფიშირების დანიშნულებას ასრულებს... არი რატომ არის ის ცოდვა...


+ 1 მე ჩემს თავს ვგულისხმობ sad.gif


--------------------
გიორგი, კახეთიდან, უცოლშვილო, მურტალი ჯანის პატრონი :P
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Feb 14 2009, 12:04 AM
პოსტი #37


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ციტატა(m16 @ Feb 13 2009, 06:37 PM) *

აბე
ცხოვრება ისეთი ამაო რამეა, გვეკუთვნის ადამიანებს რომ ცოტა თავისუფლება მივცეთ თავს..
ცოტა რაღაც დავარღვიოთ, რაღაც შევცვალოთ...რაღაც ისეთი ვქნათ რაც არ ჯდება....

ტეხავს რა ისე, უაზრობაა...



ერთმა კაცმა თავის მეგობარს საჩუქარი მიართვა, მან კი დაიწუნა და არ აიღო. გავიდა დრო და სანატრელი გაუხდა ის საჩუქარი, მაგრამ ვეღარ მიიღო თავისი უმადურობის გამო. ამ იგავის მსგავსად, ნურც შენ იქნები ღვთისადმი უმადური. მან გაჩუქა ამ ცხოვრებაში უამრავი რამ, რითაც გაიხარებ და ბედნიერი იქნები და კიდევ რაც ყველაზე მთავარია, გაჩუქა შესაძლებლობა სამოთხეში მოხვედრისა და ეს მისი ჯვარზე გაკვრის ფასად მიიღე. და ამ საჩუქარზე რომ თქვა ამაოაო, უმადურებაა....

აბა ღვთის მაგივრად წარმოიდგინე ვიღაცა ადამიანი, რომელიც შენ რაღაცას გჩუქნის. თუ იცი, რომ ამ საჩუქრისთვის მან ბევრი ოფლი ღვარა რომ ფული შეეგროვებინა, თავისი ლუკმა მოიკლო და 1-ის მაგივრად ნახევარი პური ჭამა, რომ ფული დაეზოგა და შენთვის საჩუქარი ეყიდა. შენ რომ ეს საჩუქარი დაიწუნო, უმადურობა და დაუნახავობა იქნება იმ კაცის მიმართ.

1) ვინ უფრო მეტი გაიღო შენი საჩუქრისთვის, კაცმა, რომელმაც თითქმის იშიმშილა, თუ ღმერთმა, რომელიც მოკვდა და აღდგა შენს გამო, აიტანა უამრავი ტანჯვა და გვემა. 2) ვისი საჩუქარია უფრო დიდი, კაცის, რომელიც წარმავალია, თუ ღმერთის, რომელიც საუკუნო ცხოვრებაა. 3) განა შენთვის ამდენს გააკეთებს რომელიმე ადამიანი? ვინმე მოიკლავს თავს შენთვის? ამხელა რამის ჩუქება შეუძლია შნთვის ვინმეს?

რომ არ გავჩერდე სულ ვილაპარაკებ ამაზე... და კიდევ იტყვი, რომ ცხოვრება ამაოა?


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
m16
პოსტი Feb 14 2009, 10:40 AM
პოსტი #38


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,735
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



სტა პრაცენტ მართალი ხარ...

მაგრამ მაინც მოდი რა თუ ძმა ხარ laugh.gif

უმადური კი არ ვარ, პირიქით..მეტს ვეძებ, მეტ სიხარულს biggrin.gif



--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Feb 14 2009, 12:46 PM
პოსტი #39


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ციტატა(m16 @ Feb 14 2009, 10:40 AM) *

სტა პრაცენტ მართალი ხარ...

მაგრამ მაინც მოდი რა თუ ძმა ხარ laugh.gif

უმადური კი არ ვარ, პირიქით..მეტს ვეძებ, მეტ სიხარულს biggrin.gif


ახლა კიდევ ერთ რამეს გეტყვი.
შენ იცი, რომ მარხვა არ არის მხოლოდ საჭმელების შეზღუდვა. არამედ ეს არის "მინდას" დაძლევა. შენ მარხვის დროს უარს ამბობ რაღაცეებზე რაც გინდა, და არა მარტო საჭმელზე.
შენ ისიც იცი, რომ მარტო მარხვის დროს არ უნდა იყოს ასე, არამედ მარხვაში განსაკუთრებით ვიკლებთ ხორციელ სიამეებს. არასამარხვო დღეებშიც და სამარხვო დღეებშიც, ყოველთვის ვცდილობთ, რომ არ განვარისხოთ უფალი ჩვენი საქციელით, ყოველთვის უღირსად მიგვაჩნია თავი ღვთის წყალობისა და შემწეობისა. სულ ვცდილობთ რომ ცოტათი მაინც გავხდეთ ღირსეული. მარხვაში კი განსაკუთრებით. ახლა დაფიქრდი: როცა ამხელა საზრუნავი გვაქვს, მარიაჟობის დრო გვაქვს?! განა ამ ტატუირებითა თუ სხვა ცოდვით არ განვარისხებთ ღმერთს?! მოდი ძმურად, გადაიფიქრე მაგ ტატუს გაკეთება და დასძლიე "მინდას" და პირადად მე მოგცემ გარანტიას თუ გინდა, რომ უფალთან არ დაგეკარგება ეს. a075.gif ყველა იმ ცოდვისგან თავის შეკავება, რომლებიც "მინდას" დაძლევაა ერთი ნეტარებაა და სიხარული. დამიჯერე ეს სიხარული უფრო დიდია ვიდრე შენ ეძებ სვირინგებში და ა.შ. როცა შენ ღვთის გზაზე სიარულში დაიწყებ "მინდა"-ს დაძლევას, ვერც კი წარმოიდგენ რა ბედნიერი იქნები.... a075.gif


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Feb 14 2009, 02:38 PM
პოსტი #40


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



აუ რა მაგრად მინდა სვირინგი იცით ხალხნო? მარა რას იზავ არ შეიძლება და არ შეიძლება smile.gif
მკერდზე უნდა დავიწერო "ზა როდინუ ზა სტალინა" laugh.gif laugh.gif laugh.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st August 2019 - 10:02 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი