IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > »   
Reply to this topicStart new topic
> აპოკალიპსის განმარტებისთვის, თემა მათთვის, ვინც იცის, ვინც არ იცის და ვისაც არ ჯერავს.
abo
პოსტი Jul 13 2008, 09:44 PM
პოსტი #61


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



თავი მეთექვსმეტე
შვიდი ანგელოზი, ღმრთის რისხვით სავსე შვიდი თასის გადმომღვრელი დედამიწაზე


16. 1

და მომესმა ტაძრიდან მგრგვინავი ხმა, შვიდ ანგელოზს რომ ეუბნებოდა: წადით და დასთხიეთ ქვეყნად შვიდი თასი ღვთის რისხვისა.



აქ გამოხატულია ღვთის მსჯავრი ეკლესიის მტრებზე შვიდი თასის ემბლემით ან ღმრთის რისხვით სავსე შვიდი თასი, რომელსაც გადმოღვრის შვიდი ანგელოზი. დასჯის ემბლემა აღებულია ძველი ეგვიპტის სასჯელიდან რომელთადამარცხებაც იყო ცრუ ქრისტიანული სამეფოს დამარცხების მსგავსი რომელსაც ზემოდ ( აპ. 11.8) ეწოდება ეგვიპტე შემდეგ კი ბაბილონი.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Jul 13 2008, 09:52 PM
პოსტი #62


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



abo
ციტატა
ძალიან ბევრი და რასაც მე ვწერ ახლა. და ეს წაიკითხე თუ ჯერ არ წაგიკითხავს, შედარებით ადვილად იკითხება.
აბო.


აბო თუ შეგიძლია ციტატებით მომიყვანო? smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jul 13 2008, 09:53 PM
პოსტი #63


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



16 2.

წავიდა პირველი და დაასთხია თავისი თასი ქვეყნად: და მოწყლა სასტიკი და საზარელი წყლულებით ხალხი რომლებსაც ქონდათ მხეცის ნიშანი და თაყვანს სცემდა მის ხატს.



ეს ემბლემა აღებულია მეექვსე სასჯელიდან, რომელმაც ეგვიპტე დაამარცხა. ზოგის განმარტებით აქ უნდა გავიგოთ ხორციელი ეპიდემია.წმ ანდრიას მიხედვით ეს არის ჩირქიანი ჭრილობები, განდგომილების გულში წარმოქმნილი მწუხარება, რაც მტანჯველია გულის დაჩირქების მსგავსად, რამეთუ ღმერთის მიერ დასჯილნი, ანტიქრისტედან ვერავითარ შემსუბუქებას ვერ მიიღებენ.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jul 13 2008, 10:05 PM
პოსტი #64


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



თათარაშვილი
ციტატა
აბო თუ შეგიძლია ციტატებით მომიყვანო?

აბა ახლა რას ვაკეთებ მე? და თავში რომ წმ. მამები დავასახელე მათი ნააზრევია ეს და ერთმანეთს ემთხვევა. ხოლო ზოგი სხვა თუ რამეს მთხოვ მათგან ბევრი მეც ზღაპარი მგონია, ხოლო რაც არ მგონია ზღაპარი, თუ უფალმა მომახერხებია თითო საკითხზე თითო თემას შემოგთავაზებთ თავის მტკიცებულებებით ხოლო ვარაუდებსაც ვარაუდი ეწერება. ასე რომ მივყვეთ თანმიმდევრობით იმიტომ რომ ყველაფერი ერთმანეთისგან გამომდინარეობს და წინ გასწრებამ აქ ფორუმზე არასწორ გზაზე დაგვაყენა.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Jul 13 2008, 10:21 PM
პოსტი #65


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



nino_ni
მადლობა ნინ, საინტერესოა.
როცა მოიცლი თუ შეძლებ კიდევ დაგვიწერე smile.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jul 13 2008, 10:22 PM
პოსტი #66


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



16, 3
მეორე ანგელოზმა დასთხია თასი ზღვაზე, რომელიც იქცა თითქოს მკვდრის სისხლად, და ყოველი სულდგმული ამოწყდა ზღვაში.


აქ მოიაზრება საერთაშორისო და სამოქალაქო ომები.
" გასაოცარი ის არის , რომ ანტიქრისტეს უძლურებისა და ცდუნებულების დაუფიქრებლობის მხილებისათვის ღვთიურიძალა, წინასწარმეტყველების ენოქისა და ელიას საშუალებითზღვას გადააქცევს დახოცილთა სისხლად და მასში ყველა არსება დაიღუპება, როგორც ოდესღაც ღმერთმა მოსეს საშუალებითეგვიპტეში მოახდინა ( გამოს. 7, 19.). სარწმუნოა სხვა დაშვებებიც, რომ ამით აღინიშნება მისი მისი მოსვლის დროს ბრძოლაში დამარცხება; რამეთუ გოგი და მაგოგი ქვეყნის ყველა ნაწილიდან ერთმანეთს შეებრძოლებიან და და როცა დაუმორჩილებელი მეფეები მთლიანდ ჯართან ერთად განადგურდებიანხოლო ადგილებზე მოხდება მკვლელობები, მაშინ საზღვაო ომების შედეგად ზღვა სისხლით წაიბილწება, ხოლო მოკლულებისგან მდინარეები გათბებიან."
წმ ანდრია.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ligia
პოსტი Jul 13 2008, 10:27 PM
პოსტი #67


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,990
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,411



ციტატა(nino_ni @ Jul 13 2008, 08:12 PM) *

წმ.ნიოლს მირონმდინარე:"ანტიქრისტეს სიკვდილით დადგება დასარული მკვლელობისა ადამიანებსი.კაენმა სათავე დაუდო მკვლელობას,ანტიქრისტე კი დაასრულებს მკვლელობას,ე.ი. მასზე დასრულდება მკვლელობა.როცა აღსრულდება მკვლელობა,მასინ დაირღვევიან ცისა და მიწის საფუზვლები და კავშირი."



იოანე კრონშტანდტელზე და ეფრემ ასურზე არ მაქვს ლაპარაკი, მათი ახსნა განამრტება რა თქმა უნდა მისაღებია
მე ზუსტად მარტო პელაგია რიაზანელზე მაქვს ლაპარაკი, რომლის ნათქვამებიც წამიკითხვას და ბევრ რამეში ტყუის, თუნდაც იმაში რომ ანტიქრისტეს დაბადების ზუსტი თარიღი აქვს მოცემული, ამ იმისი გჯერა რომ მას გამოცხადება ჰქონდა რომ თითქოს ლენინათან ანგელოზი მივიდა და უთხრა თუ აღიარებ შენს ცოდვებს სამოთხეში მოხვდებიო და ლენინმა გაიცინა არასოდესო"

თუმცა ვისაც როგორ უნდა,
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Jul 13 2008, 10:29 PM
პოსტი #68


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



არაა ნინის წიგნი ისეთი რომ არ წაიკითხო. ვფიქრობ, ბევრს რომ წაიკითხავ, დასკვნებს თავად გამოიტან ადამიანი.

ნინის წიგნს ნამდვილად არ ეხება, მაგრამ, ამბობენ, მტრის გეგმებს რაც უფრო კარგად შეისწავლი, მით იოლია მისი დამარცხებაო.

ამიტომ ვიცოდეთ ჩვენ რას საუბრობენ და რას წერენ, არ გვიშლის ხელს ნამდვილად


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jul 13 2008, 10:34 PM
პოსტი #69


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



16. 4-6

მესამემ მდინარეებსა და წყალთა წყაროებზე დასთხია თავისი თასი , და წყალი სისხლად იქცა.
მაშინ მომესმა ხმა წყალთა ანგელოზისა, რომელმაც თქვა: მართალი ხარ , უფალო რომელიც ხარ და იყავი: მართალი ხარ წმინდაო, რადგან ასე განსაჯე.
რაკიღა წმიდათა და წინასწარმეტყველთა სისხლი დასთხიეს, შენც სასმელად სისხლი მიეც მათ, და ღირსიც არიან.



აქედან ჩანს რომ სტიქიებს ანგელოზები განაგებენ. აქ საუბარია საშინელ სისხლის ღვრაზე, რაც მოხდება ანტიქრისტეს დროს ქვეყნის დასასრულის წინ.
წმ. ანდრია


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jul 13 2008, 10:46 PM
პოსტი #70


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



16. 7

და მომესმა ხმა საკურთხევლიდან, რომელმაც თქვა: დიახ უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო, მართალი და ჭეშმარიტია შენი მსჯავრი.


საკურთხევლიდან მოისმა ხმა, რომელიც ხოტბას ასხამდა ღვთის სამართლიან სასჯელს, რაც აღემატებოდა ყოველგვარ გონებასა და სიტყვას. გარდა ამისა სახარების ნაწერებიდანაც ვიცით რომ გონიერ ძალებს უხარიათ და მხიარულებენ მონანიების საშუალებით მოქცეულების ცხონებაზე, წუხნან ჭეშმარიტი გზიდან აცდენის გამო და ემადლიერებიან ღმერთს უფლის მცნებების დამრღვევების დასჯის გამო, რათა თუნდაც ნაწილობრივ მიეტევოთ მათ ცოდვები
წმ. ანდრია


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ligia
პოსტი Jul 13 2008, 10:50 PM
პოსტი #71


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,990
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,411



ციტატა(მნათე @ Jul 13 2008, 08:41 PM) *

ჩემო კარგო, რას გადავეკიდე და იმას გადავეკიდე რომ არის დარტყმული და რომ ჩემთვის პირადი სირცხვილია მისი ამ საიტზე გამოჩენა...

პირადად თქვენ კი გირჩევთ წაიკითხოთ მღვდელი ლევან მექოშვილის წიგნი, მამა თეოდორე გიგნაძის რედაქციით, "საქართველო მეორედ მოსვლის წინ, მითი თუ რეალობა" სადაც ამ თქვენს ექსტრემისტულ წიგნებს და სიბნელის ზეიმს გემრიელად და არგუმენტირებულად უსწორდებიან....

ყველა სხვა დანარჩენთან ერთად გოიმობის ფეიერვერკიცაა...




გაიხარეეეე შენ. გიერთდებიიიიიიიიიიი. მაგას ვწერ სულ და რომ ეს წიგნი წაიკითხონ ან მიმართონ დეკანოზ თეოდორე გიგნაძეს ან დეკანოზ არჩილ მინდიაშვილს და უკეთ აუხსნიან,

თათარაშვილი შენც გეთანხმები smile.gif

ციტატა(თათარაშვილი @ Jul 13 2008, 08:46 PM) *

nino_ni

მე გეტყვი, ნინო, ჩემო კარგო რომ აქ დაწერილი უმრავლესობა სწორედ რომ ეწინაღამდეგება ქრისტიანულ სწავლებას. თუ სურვილი გაქვს , ვრცელ პოსტს დაგიწერ და ვეცდები გაგიშიფრო რამხელა დეფორმაცია იგრძნობა მათ წინასწარმეტყველებებსა და ქრისტეს მოძღვრებას შორის.

პელგიამ თუ მატრონამ აღარ მახსოვს იწინასწარმეტყველა რომ ჩემი გარდაცვალების შემდეგ ანტიქრისტე გამოჩნდდებაო. 1966 წელს გარდაიცვალა ეს ადამიანი, არის თუ არა ეს " წინასწარმეტყველება" ჭეშმარიტი? smile.gif



ეს პელაგიამ დაწერა, რომელიც სულაც არ არის შერაცხული წმინდანად, და რუსული მართლმადიდებლური ეკლესია ამას არ ცნობს


მაყრონაზე შესაძლებელია ცრუ ინფორმაციებია გავრცელებული, ან მას მიაწერეს ვინმეს გამონათქვამები
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
-tamar-
პოსტი Jul 13 2008, 10:54 PM
პოსტი #72


summer time :)
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 522
რეგისტრ.: 27-May 08
მდებარ.: საქართველო-თბილისი
წევრი № 4,927



ციტატა
ეს პელაგიამ დაწერა, რომელიც სულაც არ არის შერაცხული წმინდანად, და რუსული მართლმადიდებლური ეკლესია ამას არ ცნობს

ხო სხვათაშორის გექნებათ ნანახი ნოკლე ფილმი მეორედ მოსვლაზე სწორედ "ნეტარი პელაგია" ასე არის ნახსენები იგი ამ ფილმში და ხომ არ იცით საერთოდ სანდო წყაროა ეს ფილმი??


--------------------
მიყვარხართ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jul 13 2008, 10:55 PM
პოსტი #73


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



16. 8-9 მეოთხე ანგელოზმა თავისი თასი დასთხია მზეზე, და მიეცა მზეს კაცთა დაბუგვა ცეცხლით.
დაიწვნენ კაცნი სიცხით და ჰგმეს სახელი ღვთისა, რომელსაც აქბს ხელმწიფება მათ წყლულებზე, მაგრამ არ მოინანიეს, რომ დიდება მიეგოთ მისთვის.


წმ ანდრია ამბობს, რომ სასჯელ შეიძლება გავიგოთ ან პირდაპირ ან ამ სიცხეში უნდა მოვიაზროთ სიცხე განსაცდელის რათა ადამიანებმა განსაცდელის მჭვუნვარების აშუალებით შეიძულონ ამის იზეზი - ცოდვა. გონდაკარგული , გამძვინვარებული ადამიანები, უუნარონი იქნებიან მონანიებისთვის


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ligia
პოსტი Jul 13 2008, 10:57 PM
პოსტი #74


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,990
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,411



ციტატა(-tamar- @ Jul 13 2008, 11:54 PM) *

ხო სხვათაშორის გექნებათ ნანახი ნოკლე ფილმი მეორედ მოსვლაზე სწორედ "ნეტარი პელაგია" ასე არის ნახსენები იგი ამ ფილმში და ხომ არ იცით საერთოდ სანდო წყაროა ეს ფილმი??



დიდად სანდო არ უნდა იყოს, გაიკითხო ჯობია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
-tamar-
პოსტი Jul 13 2008, 11:00 PM
პოსტი #75


summer time :)
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 522
რეგისტრ.: 27-May 08
მდებარ.: საქართველო-თბილისი
წევრი № 4,927



ციტატა(Ligia @ Jul 13 2008, 10:57 PM) *

დიდად სანდო არ უნდა იყოს, გაიკითხო ჯობია

რავიცი ძირითად წმინდა იოანეს გამოცხადებიდან იყო ამონარიდები და ვიფიქრე ნორმალურია თქო, და ისე სხვა წიგნი მაქვს ერთი კიდე, წმინდა მამების წინასწარმეტყველებანი მეორედ მოსვლაზე და იქაც ეგეთი მსგავის რაღაცეები ეწერა, ოღონდ რა თქმა უნდა ზუსტად ისე არა როგორ იმ ფილმშია...


--------------------
მიყვარხართ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jul 13 2008, 11:08 PM
პოსტი #76


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



16. 10-11


მეხუთემ თავის თასი დასთხია მხეცის ტახტზე და დაბნელდა საუფლო მისი და სიმწრისგან იკვნეტდნენ თავიანთ ენებს.
და ჰგმობდნენ ცის ღმერთს თავიანთი სიმწრისა და წყლულების გამო, მაგრამ არ მოინანიეს თავიანთი საქმენი.



ეს გვახსენებს მე-9 ეგვიპტურ სასჯელს (გამოსვლა 10. 21.) ამ სასჯელში უნდა მოვიაზროთანტიქრისტეს მედიდურობისა და ძალაუფლების მნიშვნელოვანი შემცირება, რომელის ბრწყინვალებაც აოცებდა მანამდე ხალხს და ამავე დროსანტიქრისტეს პატივისმცემლების შეუპოვარი მოუნანიებლობა.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jul 13 2008, 11:20 PM
პოსტი #77


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



16, 12.

მეექვსემ დასთხია თავისი თასი დიდ მდინარეზე ევფრატისა, და დაშრა მისი წყალი, რათა გამზადებულ იქნეს მეფეთა გზა,რომელნიც მოდიან მზის აღმოსავლეთით.



აქ ევფრატი წარმოდგენილია როგორც ზღუდე რომელიც ეწინააღმდეგება მეფეს, მის შესვლას ჯარებით ღმრთის მსჯავრის აღსასრულებლად ანტიქრისტეს მეფობის წინააღმდეგ.ეს ემბლემა აღებულია ძველი რომის იმპერიის მდებარეობიდან,რომლისთვის ევფრატი წარმოადგენდა აღმოსავლეთის ხალხების თავდასხმისაგან დამცავ ზღუდეს.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jul 13 2008, 11:41 PM
პოსტი #78


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



16 13-14.

და ვიხილე ურჩხულის პირით, მხეცის პირით და ცრუ წინასწარმეტყველთა პირით, გამომავალი სამი უწმინდური სული, გომბეშოს მსგავსი.
ესენი არიან ეშმაკთა სულები, რომლებიც ახდენენ სასწაულებს და გადიან მთელ ქვეყნიერების მეფეებთან, რათა თავიმოუყარონ მათ საბრძოლველად ყოვლისმპყრობელი ღმერთის დიად დღეს.


ეშმაკთა სულების ქვეშ მოიაზრება ცრუ მოძღვრებები ყბედები აბეზარები, მუცელღმერთებს, უსირცხვილოებსა და გაამპარტავნებულებს, რომლებიც ხალხს ცრუ სასწაულებით მიიზიდავენ. დიად დღედ იწოდება ის დრო, როცა ღმერთი თავის დიდებას ეკლესიის მტრების დასჯაში გაამჟღავნებს.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ligia
პოსტი Jul 14 2008, 10:08 AM
პოსტი #79


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,990
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,411



ციტატა(-tamar- @ Jul 13 2008, 11:00 PM) *

რავიცი ძირითად წმინდა იოანეს გამოცხადებიდან იყო ამონარიდები და ვიფიქრე ნორმალურია თქო, და ისე სხვა წიგნი მაქვს ერთი კიდე, წმინდა მამების წინასწარმეტყველებანი მეორედ მოსვლაზე და იქაც ეგეთი მსგავის რაღაცეები ეწერა, ოღონდ რა თქმა უნდა ზუსტად ისე არა როგორ იმ ფილმშია...



გააჩნია რომელი წმინდა მამის

ისე არააა გამორიცხული რომ წმინდა მამების გამონათქვამებს ყველა თავისებურად ამღერებდეს ან უბრალოდ მიაწერენ მათ
აჯობებს სასულიერო პირს ანახო ჯერ და მერე წაიკითხო,
ისე სადაც ზუსტი თარიღებია მითითებული მეორედ მოსვლაზე ჩათვალე რომ არასწორია,

და იოანე ღვთისმეტყველის "გამოცხადების" სრული განმარტება წმინდა მამებს არ აქვთ, ეს ერთადერთი ნაწილია წმინდა წერილის რომლის განამრტება არ არსებობს, და ამიტომაც დიდად ნუ ენდობი ნურავის დაწერილს

რაც ახალ აღთქმაში წერია ეგეც საკმარისია

მღვდელ ლევან მექოშვილის "საქართველო მეორედ მოსვლის წინ, მითი თუ რეალობა" აი ეს წაიკითხე, რეცენზიანთი დეკანოზი თეოდორე გიგნაძეა, რომელიც საკმაოდ განათლებული სასულიერო პირია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Jul 14 2008, 10:15 AM
პოსტი #80


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



და კიდევ ერთი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამა თუ იმ სასულიერო პირის თუ ბერის გამოთქმული აზრის "წინასწარმეტყველებად" გამოცხადება. წიგნ "საქართველო მეორედ მოსვლის წინ"ში და ფილმ "სამყაროს აღსასრულში" კი სავსეა ასეთი ფაქტები. ადამიანს შეიძლება რაიმე აზრი ქონდეს ამა თუ იმ მოვლენაზე. არ შეიძლება ეს მისი აზრი გამოვაცხადოთ წინასწარმეტყველებად.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 09:21 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი