IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

8 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ჰქონდა თუ არა იუდას შანსი თავი დაეხსნა
ალექსანდრე
პოსტი May 7 2007, 08:53 PM
პოსტი #1

Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7

ესდ კითხვა მოძღვრის თემაში დაისვა ჩვენი ფორუმელის მიერ, მაგრამ მოძღვრის განყოფილებაში მოვერიდე ჩემი აზრის დაფიქსირებას და ამიტომ აქ ვხსნი ამ თემას. და ვისაუბროთ ამ ტემაზე, რადგან ხალხში სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს იუდას გამცემლობის თაობაზე.

ციტატა
როგორც ცნობილია ქრისტემ საიდუმლო სერობაზე გამოუცხადა თავის მოწაფეებს - ერთერთი თქვენგანი მიპირებს გაცემასო და პირდაპირ მიუთითა იუდაზე. პეტრეს კი უთხრა სამჯერ უარმყოფ მამლის ყივილამდეო. ასევე იცოდა რომ წამებიდან მესამე დღეს იგი აღსდგებოდა მკვდრეთით.მაინტერესებს თუკი ეს ყველაფერი წინასწარ იყო ..დაწერილი მამა ღმერთის მიერ, და ვიღაცას უნდა არუნდა ეტვირთა ეს ცოდვები ... შეეძლოთ კი ამ უბრალო ადამიანებს თავიდან აერიდებინათ განსაცდელი?..იუდა ქრისტეს ერთერთი საყვარელი მოსწავლეთაგანი იყო. ის მაშინვე მიხვდა თავისი დანაშაულის სიმძიმეს,( და მე თუ მკითხავთ ტვირთს რომელიც ვიღაცას უნდა ეზიდა -მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში იუდა იქნებოდა ეს თუ სხვა)და ის დაწყევლილი ვერცხლის ფული უკან დაუბრუნა მღვდელმთავრებს. მერე კი თავი ჩამოიხრჩო.(რაც იმ მდგომარეობაში სრულიად გასაგებია.ის იყო ქრისტეს გამცემი და მოღალატე მაგრამ ..მე მგონი რომ ეს მხოლოდ მის ნებაზე არ იყო დამოკიდებული.

რათქმაუნდა ღმერთი ყოვლის მცოდნეა და მან ყოველივე უწყის წინასწარ, უწყის თუ რას მოიმოქმედებს ადამიანი ან რა ნაბიჯს გადადგამს, უწყის არა იმიტომ რომ წინასწარ ასეა დაგეგმილი და ასე უნდა მოხდეს, არამედ იმიტომ რომ ის ყოვლის მცოდნეა, მაგრამ ღმერთმა ადამიანს მიანიჭა თავისუფალი ნება და არჩევანის საშუალება, რომელშიც იგი არ ერევა. ღმერთს არ სურს წარწყმედა ადამიანისა, არამედ მოქცევა და ცხონება მისი, მაგრამ თუ ადამიანს არ სურს ცხონება, მაშინ მიუხედავად ღვთის სურვილისა ძალად ვერ აცხონებს ვერავის.
უფალმა იცოდა იუდას გეგმები, იცოდა რომ იგი გასცემდა, ამიტომ ყველანაირად ცდილობდა მასში სინანული აღეძრა. იუდას შეეძლო რომ ეს არცევანი არ გაეკეთებინა. სახარებიდან კარგად ჩანს, რომ უფალი იუდას სინანულად მოქცევასა და მის გადარჩენას ცდილობდა, იგი სხვა მოციქულთაგან არ განურჩევია და მუდამ გვერდით ჰყავდა, არ გაურჩევია არც მაშინ როდესაც მოციქულები აზიარა, არ განურჩევია სხვა მოციქულთაგან როდესაც ყველას ფეხები დაბანა და მათ შორის იუდასაც, რითაც სიმდაბლისა და სიყვარულის მაგალითი აჩვენა მათ, უფალი ელოდებოდა იუდას სინანულს, მაგრამ რადგან სინანული ვერ იხილა უკვე პირდაპირ მიუთითა და ამხილა: '' რომელმან შთამოყოს ჩემ თანა ჴელი პინაკსა ამას, ამან მიმცეს მე.'' არც ამან იმოქმედა, რადგან ანგარებას მთლიანად მოეცვა იუდას გული და გონება, იგი ქურდი იყო და შესაწირს რასაც მაცხოვარს სწირავდნენ იგი იღებდა. იუდა მიდის მღვდელმტავრებთან და ევაჭრება კიდეც მათ: ''რაჲ გნებავს მოცემად ჩემდა, და მე მიგცე იგი?'' ამიტომ იმის თქმა რომ იუდას საქციელი არ იყო დამოკიდებული მის კეთილ ნებაზე მცდარია და ვერანაირად ვერ ამართლებს მის საქციელს. მან ასევე არასწორედ შეინანა, მისი სინანული დანანება უფრო იყო დაახლოებით ასეთი ''ეს მე როგორ მომივიდა'', ჩავარდა სასოწარკვეთილებაში და სამუდამოდ დაიღუპა თავი.

--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ილია
პოსტი May 7 2007, 09:02 PM
პოსტი #2

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 903
რეგისტრ.: 29-March 07
წევრი № 1,525

რო შეენანა იუდას აუუცილებლად შეუნდობდა უფალი, მარა ეს ხო ყველაფერი წინასწარი იყო მისთვის ცნობილი? რომ შეენანა სხვანაერად იქნებოდა ხომ რაღააცეები მარა უფალმა იცოდა რომ არ შეინანებდა , და მან თავისი მოთმინებით და სიყვარულით ჩვენ მოგვცა მაგალითი.

--------------------
უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი May 7 2007, 09:14 PM
პოსტი #3

Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7

ციტატა
რო შეენანა იუდას აუუცილებლად შეუნდობდა უფალი, მარა ეს ხო ყველაფერი წინასწარი იყო მისთვის ცნობილი? რომ შეენანა სხვანაერად იქნებოდა ხომ რაღააცეები მარა უფალმა იცოდა რომ არ შეინანებდა , და მან თავისი მოთმინებით და სიყვარულით ჩვენ მოგვცა მაგალითი.

დიახ, მოთმინების, სიყვარულისა და სიმდაბლის მაგალითი მოგვცა ჩვენ. მოთმინების - უფალმა თითოეული ჩვენთაგანისათვის დაითმინა ნერწყვა, გვემა, დაცინვა და ჯვარზე სიკვდილი.
სიყვარული - მიუხედავად იუდას გამცემლობისა, იგი მაინც უყვარდა და მის გადარცენას ცდილობდა, ჯვარმცმელებს კი მამას ავედრებდა: ''მამაო, მიუტევე მათ რამეთუ არა იციან რასა იქმან''
სიმდაბლის საოცარი მაგალითია თვითონ ის, რომ დაუსაბამო ღმერთი, შემოქმედი სამყაროსი იღებს მონის ხატებას, თავს იმდაბლებს, იშვება ბაგაში. მოდის მსახურად და არა რათა ემსახურონ. ფეხებს ბანს თავის ქმნილებას და სულსაც კი დებს მათთვის.

--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nat_uly
პოსტი May 7 2007, 09:19 PM
პოსტი #4

natalia
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,097
რეგისტრ.: 8-March 07
წევრი № 1,304

რომ გასცა იუდამ იესო ქრისტე,ძალიან ცუდად მოიქცა, ღმერთმაც იცოდა წინასწარ ეს,მაგრამ იმედი ქონდა იმისა რომ იუდა მოინანიებდა დანაშაულს და პატიებას თხოვდა უფალს.ამიტომაც იყო, რომ როცა იუდა თავს იხჩობდა ,ორჯერ გაუწყდა მას თოკი,ამით უფალი მიანიშნებდა რომ მოენანიებინა,მაგრამ იუდა ისეთი ამაყი იყო თავი არ დაიმდაბლა და ამით სამუდამო სატანჯველში აღმოჩნდა.მე ვფიქრობ რომ იუდას ქონდა შანსი მონანიების მაგრამ არ გამოიყენა ეს შანსი.

--------------------
მე უგნური კაცთა შორის ვეძიებდი სიყვარულს, შენ კი უფალო გვერდით მყოლიხარ,
მომიტევე უფალო სიბრმავე ჩემი...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი May 8 2007, 01:04 AM
პოსტი #5

Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7

ai gogoo
ციტატა
რომ გასცა იუდამ იესო ქრისტე,ძალიან ცუდად მოიქცა, ღმერთმაც იცოდა წინასწარ ეს,მაგრამ იმედი ქონდა იმისა რომ იუდა მოინანიებდა დანაშაულს და პატიებას თხოვდა უფალს.ამიტომაც იყო, რომ როცა იუდა თავს იხჩობდა ,ორჯერ გაუწყდა მას თოკი,ამით უფალი მიანიშნებდა რომ მოენანიებინა,მაგრამ იუდა ისეთი ამაყი იყო თავი არ დაიმდაბლა და ამით სამუდამო სატანჯველში აღმოჩნდა.მე ვფიქრობ რომ იუდას ქონდა შანსი მონანიების მაგრამ არ გამოიყენა ეს შანსი.

როდესაც ჯვარზე გაკრული მაცხოვარი წარმოსთქვამს სიტყვებს ''მწყურის'' სწორედ ამ დროს იუდა თავს იხრჩობდა და მაცხოვარი ამ სიტყვებით იუდას მიმართავდა რომ მწყურია შენი გადარჩენაო, მართლაც მაცხოვარს სწყროდა იუდას გადარჩენა, ორჯერ გაუწყდა თოკი, ხოლო მესამედ უკვე თავი ჩამოიხრჩო და როგორც საქმე მოციქულთაში პეტრე მოციქული ამბობს: '' მან შეიძინა მიწა უსამართლობის საზღაურად და როცა დაენარცხა, შუაზე გასკდა და მთელი შიგნეულობა გადმოეფანტა'' აი ასეთი საშინელი სიკვდილით დაასრულა სიცოცხლე იუდამ.

--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 8 2007, 02:06 PM
პოსტი #6

ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715

ციტატა
როგორც ცნობილია ქრისტემ საიდუმლო სერობაზე გამოუცხადა თავის მოწაფეებს - ერთერთი თქვენგანი მიპირებს გაცემასო და პირდაპირ მიუთითა იუდაზე. პეტრეს კი უთხრა სამჯერ უარმყოფ მამლის ყივილამდეო. ასევე იცოდა რომ წამებიდან მესამე დღეს იგი აღსდგებოდა მკვდრეთით.მაინტერესებს თუკი ეს ყველაფერი წინასწარ იყო ..დაწერილი მამა ღმერთის მიერ, და ვიღაცას უნდა არუნდა ეტვირთა ეს ცოდვები

ღმერთისთვის დრო არ არსებობს, დროში ჩვენ ვცხოვრობთ უფალი ,,ყველა დროშია,, . ამიტომ უფალმა იცის ჩვენ რას გავაკეთებთ ხვალ, ზეგ და აშ. ამდენად, უფალმა კი არ აიძულა იუდა გაეცა იგი, არამედ მან იცოდა, იმიტომ, რომ უფალი ,,ყველა დროშია,, რას მოიმოქმედებდა იუდა. ამასთან, უფალმა ჩვენი გულის ზრახვებიც იცის.

შენი სიტყვების საწინააღმდეგოდ მინდა გითხრა, რომ ბოლო წუთამდე მაცხოვარი აძლევდა სინანულის საშუალებას იუდას , როცა მან გასცა მკერდზე მთხვევით, (წმინდა მამები ამბობენ, რომ მკერდზეც ზუსტად ამ მიზნით ამთხვევინა), ასევე წმინდა მამების წერენ, რომ ქრისტემ იცოდა იუდას ვერცხლისმოყვარეობა და მას ყველაზე დიდი ნდობა გამოუცხადა, შესაწირი მას ჩააბარა, ანუ ქრისტე მუდამ ცდილობდა იუდას მოქცევას, მაგრამ ...

იუდა ბოლოს სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, ესეც უდიდესი ცოდვა, სინანულის სემთხვევაში... ეს ჩემთვის ცოტა რთული თემაა, მაგრამ ვფიქრობ უფალი მიუტევებდა. იუდამ თავის ჩამოხრჩობაც კი ვერ შეძლო, აქაც უფლის მცდელობა გადაერჩინა იუდა, რადგან მგონი იმ ხის ტოტი ძირს იწეოდა , რომელზეც ჩამოხრჩობა ჰქონდა გადაწყვეტილი. ბოლოს იგი კლდიდან გადახტა. ანუ საბოლოოდ სასოწარკვეთილი მოკვდა, თავი მოიკლა ყველაზე დიდი ცოდვა...

მე ესე ვიცი, კარგია მცოდნეებსაც მოვუსმინოთ.

--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი May 8 2007, 07:48 PM
პოსტი #7

Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7

მხევალი ნინო
ციტატა
იუდამ თავის ჩამოხრჩობაც კი ვერ შეძლო, აქაც უფლის მცდელობა გადაერჩინა იუდა, რადგან მგონი იმ ხის ტოტი ძირს იწეოდა , რომელზეც ჩამოხრჩობა ჰქონდა გადაწყვეტილი. ბოლოს იგი კლდიდან გადახტა

იუდას კლდიდან გადახტომაზე არაფერი მსმენია, მათე მოციქული ამბობს ''და დააბნია ვეცხლი იგი ტაძარსა მას შინა და განეშორა და წარვიდა და შიშთვილ-იბა''.

--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი May 8 2007, 07:58 PM
პოსტი #8

ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19

ციტატა(მხევალი ნინო @ May 8 2007, 10:06 AM) *

იუდამ თავის ჩამოხრჩობაც კი ვერ შეძლო, აქაც უფლის მცდელობა გადაერჩინა იუდა, რადგან მგონი იმ ხის ტოტი ძირს იწეოდა , რომელზეც ჩამოხრჩობა ჰქონდა გადაწყვეტილი. ბოლოს იგი კლდიდან გადახტა. ანუ საბოლოოდ სასოწარკვეთილი მოკვდა, თავი მოიკლა ყველაზე დიდი ცოდვა...
მე ესე ვიცი, კარგია მცოდნეებსაც მოვუსმინოთ.

ეს რაღაც მგონი ახალია biggrin.gif

წიგნი მათესი: 3. მაშინ, როდესაც ნახა იუდამ, მისმა გამცემმა, რომ მსჯავრი დასდეს, ინანა და დაუბრუნა ოცდაათი ვერცხლი მღვდელმთავრებსა და უხუცესებს

4. და თქვა: შევცოდე, რადგან გავეცი უდანაშაულო სისხლი. ხოლო მათ უთხრეს: ჩვენ რა? შენ ნახე.

5. და დაყარა ვერცხლი ტაძარში, გაშორდა, წავიდა და თავი ჩამოიხრჩო

--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბოლქვაძე
პოსტი May 8 2007, 08:57 PM
პოსტი #9

ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 639
რეგისტრ.: 11-March 07
მდებარ.: თბილისი -|- ხილიანი
წევრი № 1,340

იუდას თავი რომ არ მოეკლა ღმერთი შეუნდობდა! ღმერთი ხომ მოწყალეა wub.gif

--------------------
რაც არ იწვის არ ანათებს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი May 8 2007, 10:52 PM
პოსტი #10

მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055

ციტატა
და თქვა: შევცოდე, რადგან გავეცი უდანაშაულო სისხლი.

ალექსანდრე იქნებ განმიმარტო ეს ადგილი. ეს მართლა შენანებაა? blink.gif

--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი May 9 2007, 01:41 AM
პოსტი #11

Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7

ციტატა
და თქვა: შევცოდე, რადგან გავეცი უდანაშაულო სისხლი.

აი როგორ განმარტავს ამ ადგილს ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი:
იუდამ დაფიქრება იმაზე, რაც მოხდა, დააგვიანა და თუმცა მოინანია, მაგრამ არასწორედ: რომ შეიგნო, კარგია, მაგრამ თავის ჩამოხრჩობა ეშმაკის საქმეა. ვერ გადაიტანდა რა მომავალში გაკიცხვას,სიცოცხლე თვითონ მოისწრაფა, მაშინ, როცა უნდა ეტირა და ვინც გასცა, იმისათვის შეწყალება ეთხოვა. ზოგიერთები ამბობენ, ვერცხლის მოყვარე იუდამ იფიქრა, რომ ქრისტეს გაცემით ვერცხლსაც მოიგებდა და არც ქრისტე მოკვდებოდა და ისევე, როგორც სხვა დროს, იუდეველებს თავს ახლაც დააღწევდა. მაგრამ როცა ნახა, რომ ქრისტე გაასამართლეს და სიკვდილი მიუსაჯეს, შეინანა რადგან საქმე ისე არ გამოვიდა, როგორც ვარაუდობდა.

როგორც უკვე დავაფიქსირე ჩემი აზრი იუდას ''სინანული'' დანანებას უფრო გავდა. პეტრემ უარყო ქრისტე, მწარედ ატირდა და ცრემლით მოინანია თავისი საქციელი, ხოლო იუდას ცრემლიც კი არ გასჩენია, ''მე ეს როგორ მომივიდა'', ან ''ეს როგორ დამემართა '' დაახლოებით ასეთ სინანულს შეიძლება შევადაროთ მისი სინანული, ანუ ისე რომ არ გამოვიდა როგორც იუდას ეგონა სწორედ ამაზე ინანა.

--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი May 9 2007, 09:29 AM
პოსტი #12

მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055

ალექსანდრე, ესე იმიტომ მოგმართე რომ ვინ ვინ და შენ ჩემზე მეტი სასულიერო წიგნები მოგეპოვება და ჩემზე მეტად ხარ ჩახედული საეკლესიო ისტორიაში. ამიტომ გკითხე...არა სხვა გაგებით...
ისე, მაინტერესებს, თვითმკვლელობის ცოდვა იუდადან ხომ არ მოდის შემთხვევით? შენთვის თუ ძველი ამბავია, ჩემთვის ევრიკაა... laugh.gif
თუ იცი, ძველ აღთქმაში თვითმკვლელობის ცოდვა დაგმობილია, ან საერთოდ ნახსენები არის?...იქნებ მეშლება გამისწორე რაა....

--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი May 9 2007, 11:02 PM
პოსტი #13

დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10

თემა გადადის ”წმინდა წერილის” განყოფილებაში.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 10 2007, 04:06 PM
პოსტი #14

ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715

ზებედე
ციტატა
ეს რაღაც მგონი ახალია

კაიროს, ახალი ვტქვი რამე??? sad.gif

ციტატა
მან შეიძინა მიწა უსამართლობის საზღაურად და როცა დაენარცხა, შუაზე გასკდა და მთელი შიგნეულობა გადმოეფანტა'' აი ასეთი საშინელი სიკვდილით დაასრულა სიცოცხლე იუდამ.

აი ამის განმარტება ვიცოდი ასე. ცხადია ტავად არ მიცდია განმარტება, სადღაც წავიკითხეsmile.gif

--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 12 2007, 11:20 AM
პოსტი #15

იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438

ციტატა
კაიროს, ახალი ვტქვი რამე???

ციტატა
იუდამ თავის ჩამოხრჩობაც კი ვერ შეძლო, აქაც უფლის მცდელობა გადაერჩინა იუდა, რადგან მგონი იმ ხის ტოტი ძირს იწეოდა , რომელზეც ჩამოხრჩობა ჰქონდა გადაწყვეტილი. ...

არა smile.gif ეგ გუჯამ გაიგონა პირველად biggrin.gif

ციტატა
წავიდა და თავი ჩამოიხრჩო

სწორედ ამ თავის ჩამოხრჩობის შემდგომ ისტორიას გვიყვება საეკლესიო ტრადიცია, ანუ ის რაც მოყვა ნინოს საეკლესიო გარდამოცემას შეადგენს, მაგრამ ის რომ კლდიდან გადახტა ნამდვილად არ მსმენია და არსად წერია, უბრალოდ ნათქვამია, რომ როდესაც ხეზე ჩამოეკიდა, უცბადვე არ მომკვდარა, ძირს ჩამოვარდა და ისე მოკვდა, მერე ამბობენ, რომ მისი ცხედარი გასივდა, და ან ურმის გადავლის ან სხვა რამ მიზეზის გამო, გამსკდარა გიდეც და შიგნეულობა გარეთ გადმოყრია, ძალიან ღრმად დაუმარხავთ ებრაელებს, მაგრამ სიმყრალის სუნი მაინც ვერ გაცლია იქაურობას, ისე რომ ბოლოს იქვე გამავალი გზაც კი შეცვალეს, III ს.მდე მყრალ ადგილად იწოდებოდა ის ადგილი, ასე გვიყვება IV ს.ის მამა...

საშინელი ხვედრია, მაგრამ იუდას ყოველთვის შეეძლო თავი აერიდებინა ან შემდგომაც მოენანიებინა ეგ ცოდვა, მაგრამ თავისუფალი ნებით გააკეთა ასეთი საბედისწერო არჩევანი...

იხარეთ,

კაიროსი!

--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი May 12 2007, 11:47 PM
პოსტი #16

შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066

ჩემი აზრით იუდა ეს სახეა ადამიანური და იუდას ადგილზე სხვაც იქნებოდა. ანუ მთავარი აქ საქმეა და არა სახელი.
და რადგანაც ყველაფერს სიმბლლური დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს ეს საქციელი უნდა ჩადენილიყო. ამიტომ მას არჩევანი არ ქონდა რადგან ეს თავად მისი არჩევანი არ იყო

--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
maZiebeli
პოსტი May 13 2007, 12:38 AM
პოსტი #17

დავითი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,094
რეგისტრ.: 16-August 06
მდებარ.: თქვენთან
წევრი № 67

მამფალი

მას არჩევანი ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ სულისთვის დამღუპველი არჩევანი გააკეთა, რაც წინასწარ იცოდა უფალმა და ამიტომ აირჩია ის ერთ-ერთ მოციქულად. იუდას ნუ წარმოვადგენთ ისე, თითქოს წინასწარმეტყველების ასრულების საქმეს ანაცვალა საკუთარი სულის ცხონება.

--------------------
"...ეძიებდით და ჰპოოთ..." - მათე 7,7.
"...ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა..." - მათე 6,33.
"აჰა ეგერა სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს" - ლუკა 17,21.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი May 13 2007, 12:48 AM
პოსტი #18

შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066

maZiebeli
იუდას ატ\რაფრისთვისთვის უნაცვალებია საკუთარი თავი.
მე ვთქვი რომ რაც მან გააკეთა მან ეს იმ აზრსიგან დამ\ოუკიდებლად გააკეთა რასაც უფლის ნება ქვია მაგრამ მან რაც გააკეთა ეს თავად იყო ნება უფლისა.
მის ადგილას ნებისმიერი მოციქული იქნებოდა.
მე არ ვამბობ ამას რაიმე რელიგიური ცოდნის საფუძველზე. ეს ჩემი აზრია

--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი May 13 2007, 12:54 AM
პოსტი #19

დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10

მამფალი
ციტატა
მას არჩევანი არ ქონდა რადგან ეს თავად მისი არჩევანი არ იყო

სრულიად საპირისპირო აზრია მართლმადიდებლური სწავლებისგან.

ძალიან გთხოვთ, უკვე მრავალჯერ გავიმეორე, რომ ეს განყოფილება არ არის საკუთარი ვარაუდებისა და მოსაზრებების საწერი ადგილი. ეს განყოფილება განკუთვნუილია შევისწავლოთ წმინდა წერილი წმინდა მამათა ეგზეგეზის მიხედვით.
გთხოვთ ყველას სანამ დაპოსტავთ ხოლმე წაიკითხოთ წესები.

აი, ეს არის სწორი მოსაზრება.
ციტატა
იუდას ყოველთვის შეეძლო თავი აერიდებინა ან შემდგომაც მოენანიებინა ეგ ცოდვა, მაგრამ თავისუფალი ნებით გააკეთა ასეთი საბედისწერო არჩევანი...

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი May 13 2007, 01:07 AM
პოსტი #20

შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066

დათიკო
ბოდიშით ბატონო.
არ ვიცოდი. sad.gif

--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

8 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 12:29 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი