IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V « < 5 6 7 8 9 >  
Reply to this topicStart new topic
> იუდას სახარება, :unsure:
სერგი
პოსტი Sep 28 2007, 12:57 PM
პოსტი #121


ივერიელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 279
რეგისტრ.: 16-September 07
მდებარ.: დედამიწა
წევრი № 2,750



პირველი რამოდენიმე გვერდი წავიკითხე და ვერ გავიგე რატომ კამათობთ როცა შეიძლება რომ ვთხოვოთ მოძღვარს შემოიხედოს ამ თემაში და გაგვარკვიოს ყველაფერში....


--------------------
Преподобный Отче Наш Сергие Моли Бога о Нас...
------------------------------------------------------------
რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო (მთ. 12,37)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
rock
პოსტი Sep 28 2007, 12:58 PM
პოსტი #122


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 213
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,719



კანონისტი
ციტატა
რომი რა შუაში იყო?

განაჩენი ვინ დაამტკიცა? რომის იმპერატორმა, თუ იუდეის პროკურატორმა?

ჰოდა, რა გინდა რომში აბა?

ეგ პროკურატორი რა რომს არ ემორჩილებოდა?
თუ მეფის მონასავით დასჯა რიგირთი მოვლენა იყო მაშინდელ იმპერიაში?
ციტატა
როკს რომი საბჭოთაკავშირი გონია მგონი, ყველაფერს ბრეჟნევ რომ აწერდა ხელს

იმპერატორის ხელისმოწერა და მისთვის საინფორმაციო დაკლადის გაგზავნა სხვადასხვა რამაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Sep 28 2007, 12:59 PM
პოსტი #123


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(SaD-GhosT @ Sep 28 2007, 12:57 PM) *

პირველი რამოდენიმე გვერდი წავიკითხე და ვერ გავიგე რატომ კამათობთ როცა შეიძლება რომ ვთხოვოთ მოძღვარს შემოიხედოს ამ თემაში და გაგვარკვიოს ყველაფერში....


ჩვენ არაფერი არ ვიცით, თუ ვიიცთ, უნდა ვთქვათ, რომ არ ვიცით biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Sep 28 2007, 01:03 PM
პოსტი #124


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



rock
ციტატა
ეგ პროკურატორი რა რომს არ ემორჩილებოდა?

თვითმმართველობა გაგიგია?

იუდეა არი იყო რომი, ის იყო დაპყრობილი მიწა და მას თითქმის ერთპიროვნულად მართავდა პროკურატორი. სწორედ ამ ტიპის სისტემის გამო გავრცელდა ცნობილი რომაული გამოთქმა - რეგიონში პირველკაცობა ჯობია რომში მეორეობასო. ფაქტიურად, პროკურატორი მეფე იყო

ციტატა
თუ მეფის მონასავით დასჯა რიგირთი მოვლენა იყო მაშინდელ იმპერიაში?

მისი ბრალდება არ დაადასტურა პროკურატორის სასამართლომ. დასჯა მოხდა სინედრიონის თხოვნით (რაც დარღვევა იყო რომის კანონების, მაგრამ ეს ცალკე თემაა). შესაბამისად, ბრალდება არ იყო მისი მეფეობა

ციტატა
იმპერატორის ხელისმოწერა და მისთვის საინფორმაციო დაკლადის გაგზავნა სხვადასხვა რამაა.

იუდეაში და რომის განაპირა მხარეში წელიწადში ასობით ხალხს აკრავდნენ ჯვარზე. არა მგონია, თითოეულზე ვრცელი დოსიეები ეგზავნათ რომში. ალბათ, მოკლე სტატისტიკას მიაწვდიდნენ, რომ მკვლელობისთვის დაისაჯა - 15, ყაჩაღობისთვის 8, აჯანყებისთვის 6 და ა.შ.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Sep 28 2007, 01:06 PM
პოსტი #125


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(rock @ Sep 28 2007, 12:58 PM) *

კანონისტი

ეგ პროკურატორი რა რომს არ ემორჩილებოდა?
თუ მეფის მონასავით დასჯა რიგირთი მოვლენა იყო მაშინდელ იმპერიაში?

იმპერატორის ხელისმოწერა და მისთვის საინფორმაციო დაკლადის გაგზავნა სხვადასხვა რამაა.



იუდეა - ყველაზე მიყრუებული პროვინცია რომისა
იუდეველნი - ყველაზე საზიზღარი ხალხი მსოფლიოში (თავად იმპერატორი ფილოსოფოსიც კი პალესტინის გავლისას ამბობდა,: О маркоманны, о квады, о сарматы! Наконец я нашел людей хуже вас"" (Аммиан Марцеллин. Римская история. 24, 5, 5). )

ასე რომ ეს ხალხი რომისთვის იყო ყველაზე მოძულებული და ვინ იყო მათთვის იესო? - არავინ, ერთ ერთი იმ ქარიზმატთა შორის, ვინც იქნა "იესოსავით" წამებული


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
rock
პოსტი Sep 28 2007, 01:07 PM
პოსტი #126


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 213
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,719



კანონისტი
ციტატა
იუდეა არი იყო რომი, ის იყო დაპყრობილი მიწა და მას თითქმის ერთპიროვნულად მართავდა პროკურატორი. სწორედ ამ ტიპის სისტემის გამო გავრცელდა ცნობილი რომაული გამოთქმა - რეგიონში პირველკაცობა ჯობია რომში მეორეობასო. ფაქტიურად, პროკურატორი მეფე იყო

მეფე რომელსაც ყავდა უფროსი. wink.gif
ციტატა
მისი ბრალდება არ დაადასტურა პროკურატორის სასამართლომ. დასჯა მოხდა სინედრიონის თხოვნით (რაც დარღვევა იყო რომის კანონების, მაგრამ ეს ცალკე თემაა). შესაბამისად, ბრალდება არ იყო მისი მეფეობა

იუდეის მეფე (ამგვარი წარწერა გაუკეთეს ჯვარ რომაელებმა) რომის კანონების დარღვევით, დასაჯეს როგორც სჯიდნენ მონებს და ეს იყო რიგითი მოვლენა, რომლის შესახებაც არანაირი ჩანაწერი არ გაკეთებულა.
კარგი რა?!
ციტატა
იუდეაში და რომის განაპირა მხარეში წელიწადში ასობით ხალხს აკრავდნენ ჯვარზე. არა მგონია, თითოეულზე ვრცელი დოსიეები ეგზავნათ რომში. ალბათ, მოკლე სტატისტიკას მიაწვდიდნენ, რომ მკვლელობისთვის დაისაჯა - 15, ყაჩაღობისთვის 8, აჯანყებისთვის 6 და ა.შ.

იესო არ იყო სტატისტიკა რომისთვისაც კი. თუ ყველაფერი ისე მოხდა როგორც სახარება აღწერს ის არ იყო სტატისტიკა.

არ ჯობია სთქვა, რომ დოკუმენტები შეიქმნა მაგრამ ხანძარში განადგურდა. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Sep 28 2007, 01:15 PM
პოსტი #127


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



rock
ციტატა
იუდეის მეფე (ამგვარი წარწერა გაუკეთეს ჯვარ რომაელებმა) რომის კანონების დარღვევით, დასაჯეს როგორც სჯიდნენ მონებს და ეს იყო რიგითი მოვლენა, რომლის შესახებაც არანაირი ჩანაწერი არ გაკეთებულა.
კარგი რა?!


რა ჩანაწერი უნდა გაკეთებულიყო? ერთადერთი ჩანაწერი ჯვარზევე მიაჭედეს: IESVS NAZAREVS, REX IVDEORVM - ეს დამცინავი უფრო იყო

ის, რომ მეფედ მიეჩნიათ, მაშინ ეგრე არ დასჯიდნენ. ის დასაჯეს, როგორც შფოთის შემომტანი, უბრალოდ დამცინავად გაუკეთეს წარწერა. გაიხსენე იოანეს სახარებიდან, რომ მღვდელმთავრებს არ მოეწონათ (რადგან გამოდიოდა, რომ იესოს თავზე ეწერა - ისრაელის მეფე, რაც მის აღიარებას ნიშნავდა) და პილატეს თხოვეს წარწერის პირველ პირში გადაკეთება EGO SVM REX IVDEORVM (უფრო სასაცილოდ გამოჩნდებოდა - ჯვარცმულზე მეფე ვარ, რომ ეწერებოდა), რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ყველაფერი იესოს დამცირებას ეძღვნებოდა

ციტატა
არ ჯობია სთქვა, რომ დოკუმენტები შეიქმნა მაგრამ ხანძარში განადგურდა.

ეგ რომ მეთქვა, მოვიგონებდი


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
rock
პოსტი Sep 28 2007, 01:31 PM
პოსტი #128


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 213
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,719



კანონისტი
ციტატა
რა ჩანაწერი უნდა გაკეთებულიყო? ერთადერთი ჩანაწერი ჯვარზევე მიაჭედეს: IESVS NAZAREVS, REX IVDEORVM - ეს დამცინავი უფრო იყო

სუბიექტურია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Sep 28 2007, 01:48 PM
პოსტი #129


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



rock
ციტატა
სუბიექტურია.

ობიექტური რა იქნებოდა აბა?

ერთ საინტერესო ადგილს გაგახსენებ წმინდა წერილიდან, კერძოდ, მოციქულთა საქმეებიდან:

(საუბარია მოციქულთა დაკითხვაზე სინედრიონის სხდომაზე, თავი V)

34. ხოლო აღ-ვინმე-დგა კრებულსა მას შორის ფარისეველი, სახელით გამალიელ, სჯულის მოძღუარი, პატიოსანი ყოველსა ერსა შორის, და ბრძანა მცირედ გარე განყვანებაჲ მოციქულთაჲ, 35. და ჰრქუა მათ: კაცნო ისრაიტელნო, ეკრძალენით თავთა თქუენთა კაცთა ამათგან, რაჲ გეგულებით ყოფად? 36. რამეთუ უწინარეს დღეთა ამათ აღდგა თევდა და იტყოდა თავსა თჳსსა, ვითარმედ არს ვინმე, რომელსა მისდევდეს კაცნი რიცხჳთ ვითარ ოთხას ოდენ, რომელ იგიცა მოისპო, და ყოველნი მორჩილნი მისნი განიბნინეს და იქმნეს ვითარცა არარაჲ. 37. ამისა შემდგომად აღდგა იუდა გალილეველი დღეთა მათ სოფლის წერისათა და განიდგინა ერი მრავალი შემდგომად მისსა; და იგიცა წარწყმდა და ყოველნი მორჩილნი მისნი განიბნინეს. 38. და აწცა გეტყჳ თქუენ: განეშორენით კაცთა ამათგან და უტევენით იგინი. რამეთუ, უკუეთუ არს კაცთაგან ზრახვაჲ ესე გინათუ საქმე ესე, დაჰჴსნდეს; 39. ხოლო უკუეთუ ღმრთისაგან არს, ვერ ჴელგეწიფების დაჴსნად მისა, ნუუკუე ღმრთის მოლალეცა იპოვნეთ. ხოლო იგინი ერჩდეს მას. 40. და მოუწოდეს მოციქულთა, ტანჯნეს იგინი და ამცნეს, რაჲთა არღარა იტყოდიან სახელითა იესუჲსითა, და განუტევნეს იგინი

აქ მოხსენიებულია ორი "მესია", რომლებიც გამოვიდნენ იუდეველთა შორის სხვადასხვა მოწოდებებით. განა მათ შესახებ არის დარჩენილი რაიმე ცნობა? ცხადია არა. ესეთი საკითხები რომაელებს არ აინტერესებდათ

სასაცილო ის არის, რომ პილატეს ყველაზე ძალიან უფლისადმი წაყენებული ერთი ბრალდების გამო შეეშინდა - "ის თავს ღვთის ძეს უწოდებსო" , რადგან თეოფილაქტე ბულგარელის განმარტებით, თუკი ორთოდოქსი იუდეველისათვის მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა ის, რომ ვინმეს ეთქვა, ღმერთის ძე ვარო, წარმართი რომაელისთვის ღმერთების შვილები და შვილიშვილები ჩვეულებრივი მოვლენა იყო laugh.gif . ამიტომ შეშინებული ეკითხება: ვინ ხარ შენ? (ეს კითხვა ფაქტიურად ნიშნავდა - რომელი ღმერთის შვილი ხარ შენ?)

ეს ყველაფერი იმისთვის მოგიყვანე, რომ გაიგო, თუ რა მენტალიტეტი და დამოკიდებულება იყო იმ პერიოდში, როგორც რომაელთა, ისე ებრაელთა შორის. იესო კი, კიდევ ერთხელ შეგახსენებ, რომ დაისაჯა იუდეური სჯულის დარღვევის გამო, რის თაობაზეც განსაკუთრებული ინფორმირება რომისა, საჭირო არ იყო


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Sep 28 2007, 02:24 PM
პოსტი #130


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



rock
შენ იესო ქრისტეს პიროვნების არსებობისაც არ გჯერა. ეს არის საბჭოთა კავშირის დროინდელი მებრძოლი ათეიზმის გავლენა. არა მარტო იესო ქრისტე, არამედ თითქმის ყველა რელიგიის დამაარსებელი რეალური პიროვნება იყო . . . იგივე მუჰამედი, იგივე ბუდა . . .

შენ მტკიცებულებას რას ეძახი? ამდენი არგუმენტი მოგიყვანეს:

1. ქრისტეანობა

სახარებაში მოთხრობილია იესო ქრისტეს არსებობის და ცხოვრების შესახებ, გარდა ქრისტეანების უმთავრესი წიგნისა სახარებას ისტორიული დატვირთვაც აქვს, იქ მოხსენიებული ადგილები, პიროვნებები და მოვლენები დასტურდება სხვადასხვა ისტორიული წყაროებით. იესო ქრისტეს პიროვნებაც ამ ისტორიის ნაწილია, ნაკლებ საფუძვლიანია გამოთქმა, რომ იქ სხვა ყველაფერი რეალური ფაქტებია, გარდა იესო ქრისტეს პიროვნებისა. ამის დაშვება უამრავ კითხვას გააჩენს და ძალიან ბევრ არათავსებადობას წარმოშობს. (ვის გარშემო შეიკრიბნენ მოციქულები, ყველამ მსგავსად როგორ აღწერა მისი არსებობა, რა იყო მათი ქრისტეანობის ქადაგების პირველმიზეზი სხვადასხვა სახელმწიფოებში სხვადასხვა დროს, რატომ გაჩნდა პიროვნული ღმერთის ადამიანად განხორციელების იდეა, რა იყო მთელი ეს სასამართლო და სადამსჯელო პროცესი და კიდევ მრავალი ურთიერთგადაჯაჭვული მოვლენა)

2. იუდეველობა

იუდეველობა, რომელიც საერთოდ არ აღიარებს ქრისტეს ღმერთად და პირიქით სწორედ ებრაელი ხალხის მიერი სინედრიონის მოთხოვნით დასაჯეს ქრისტე სიკვდილით, თვლის რომ იესო ქრისტე ისტორიული პიროვნება იყო, უფრო მეტიც აღიარებს მის ცხოვრებს პრაქტიკულად იგივე გარეგან სურათს, რაც სახარებებშია გადმოცემული, მაგრამ უძებნის თავისგვარ ინტერპრეტაციას და არ თვლის მესიად. იუდეველური ჩანაწერების მიხედვით არავის აზრად არ მოსდის რომ ქრისტე არ არსებობდა, არა ისინი თვლიან, რომ მაშინდელმა ებრაელებმა სწორი არჩევანი გააკეთეს და რომ იესოს პიროვნება არ იყო ძველ აღთქმაში ნაწინასწარმეტყველები მესია.

3. ისლამი

ისლამიც ჩვეულებრივად აღიარებს იესო ქრისტეს პიროვნების არსებობას. აღიარებს მის უბიწოდ ჩასახვასაც და მას "ისა წინასწარმეტყველს" უწოდებს. ისლამიც ისევე როგორც სხვა რელიგიები შეგვიძლია მივიჩნიოთ ისტორიული ინფორმაციის ერთ-ერთ წყაროდ. სხვათაშორის ისლამი იუდეველობის განსხვავებით ქრისტეს მიერ მოღვაწეობას დადებითად აფასებს.

4. აღმოსავლური რელიგიები

1) ბუდიზმი

ბუდიზმის ზოგიერთი მიმდინარეობა აღიარებს იესო ქრისტეს პიროვნებას და მას მიიჩნევს ე.წ. "ბოდჰისატად" ანუ გაბრწყინებულ პიროვნებად, რომელმაც თავისი სიცოცხლე მიუძღვნა ადამიანების სიკეთეს და ბედნიერებას. ეს თავისებური ხედვაა, მაგრამ მისი პიროვნების არსებობის აღიარებას ნიშნავს.

1) ინდუიზმი

ინდუიზმში სხვადასხვა დამოკიდებულებაა იესო ქრისტეს პიროვნების მიმართ, მაგრამ მათი უმეტესობის ცნობიერებით ის გახლდათ "სატგურუ" ანუ ჭეშმარიტი მასწავლებელი.

5. არა რელიგიური წყაროები

1) იოსებ ფლავიუსი

მართალია მიდიოდა მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, რომ ეს ჩანაწერი მოგვიანებით გაამდიდრეს ქრისტეანებმა თავისი არგუმენტების გასაძლიერებლად, მაგრამ ყველაზე ძველი ჩანაწერებიც კი, რომლებიც მეცნიერთა უმეტესობას უტყუარად მიაჩნია, გვეუბნება რომ:

ა) იესო ქრისტე იყო ისტორიული პიროვნება
ბ) ის იყო მასწავლებელი
გ) ის აღასრულებდა უცნაურ საქმეებს
დ) ის დასაჯეს სიკვდილით
ე) მისი მიმდევრები განაგრძობდნენ მის იდეოლოგიას მისი სიკვდილის შემდეგაც

2) გაიუს ტაციტიუსი

მისი ჩანაწერების მიხედვით ვიგებთ, რომ "ქრისტუსი" (ლათინურად. ქრისტე ) სიკვდილით დასაჯეს პილატეს პროკურატურობის დროს იუდეაში, ტიბერიუსის მმართველობის ხანაში. იქ არაფერია მოთხრობილი მის საქმიანობაზე, მაგრამ სამაგიეროდ მეცნიერების გარკვეული ჯგუფი ვარაუდობს, რომ ეს ჩანაწერი იყო პილატეს მიერ იმპერატორისთვის მიწერილი ორდერი, რადგან მას იმპერიული ჩანაწერების ხელწერა ჰქონდა.

3) პლინიუს სეკუნდუსი

რომაელი ანტიკური ფილოსოფოსის წერილში იმპერატორის მიმართ ნათქვამია, რომ ის ამიერიდან თაყვანს სცემს "ქრისტუსს"


4) გარდა ამ წყაროებისა გვხდება სხვადსახვა მცირედი წყაროებიც, სადაც ძნელად იდენტიფირებადი ვინმე თალუსი, ცელსუსი და ლუსიანი გაკვრით მოიხსენიებენ ქრისტეს არსებობის შესახებ.

ეს ინფორმაცია არც თუ ისე იოლად უარსაყოფია.

ციტატა(rock @ Sep 28 2007, 12:58 PM) *

თუ მეფის მონასავით დასჯა რიგითი მოვლენა იყო მაშინდელ იმპერიაში?

ეს სერიოზულად იკითხე?

რა მეფე, რისი მეფე კაცო . . .
რომში განსაკუთრებულად (დამცირების გარეშე) სჯიდნენ რომის მოქლაქეებს, რასაც ფართო გამოხმაურებაც ჰქონდა. იესო ქრისტე არ იყო რომის მოქალაქე.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Sep 28 2007, 02:34 PM
პოსტი #131


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(rock @ Sep 28 2007, 01:31 PM) *

სუბიექტურია.

არა თემურ, ეს ნამდვილად არაა სუბიექტური. წარწერა "იესო ნაზარეველი - იუდეველთა მეფე" ცხადია დამცინავი იყო შფოთის თავის დასამცირებლად. შენი ლოგიკის ოდნავ "გაშარჟებული" ინტერპრეტაცია იქნებოდა, რომ იესო ქრისტეს იმიტომ დაადგეს ეკლის გვირგვინი, რომ მეფურ პატივს მიაგებდნენ და შესაბამისად გვირგინიც მიართვეს.

ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, რომელ იუდეველთა მეფობაზე იყო ლაპარაკი, როდესაც სწორედ იუდეველების მღვდელმთავარმა იოსებ კაიაფამ და ხალხის ბრბომ მოითხოვა მისი სიკვდილით დასჯა. მას სერიოზულად მეფედ არავინ არ თვლიდა. ამაზე კამათიც არ ღირს.

P.S. მიუხედავად ასეთი დამოკიდებულებისა ტაციტუსის ჩანაწერს ზოგიერთი მეცნიერი პილატეს მიერ ტიბერიუსისათვის მიწერილ ორდერად ან მისგან ამონარიდად თვლის.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Sep 28 2007, 02:50 PM
პოსტი #132


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(rock @ Sep 28 2007, 12:41 PM) *

მოვლენების სიახლოვეს შექმნილი დოკუმენტი არ მეტყველებს მოვლენების ადეკვატურ და მიუკერძოებელ აღწერაზე. უბრალოდ ზრდის ზუსტი აღწერის შანსს, ოღონდ მიუკერძოებელი აღმწერის არსებობის შემთხვევაში.

აბა, 100%-იანი მტკიცებულება ისტორიას არ ახასიათებს, ეს ხომ ზუსტი მეცნიერება არაა. ეგრე ათას რაიმეზე შეიძლება კამათი, არამც თუ ჩანაწერებზე არამედ ფოტო და ვიდეო მასალაზეც კი, რადგან შეიძლება მონტაჟი.

შენ იმას ხომ არ ელოდები, რომ ისტორიაში რაიმე დედუქციური მეთოდით დამტკიცდება. აგერ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი მოვლენის მთვარეზე დაჯდომის "ოდნავ" სხვა ვარიანტი:
http://www.youtube.com/watch?v=5_GslzQXW10
შედი და უყურე, აი ხომ გაქვს მოსმენილი: "Its a one small step for man but . . . და კაცი ვეღარ ამთავრებს, რომ დიდი ნახტომი კაცობრიობისათვისო . . . smile.gif biggrin.gif laugh.gif

ამის მერე რა მტკიცებულებებს ელოდები, დიდი შანსი კი ისტორიისთვის ერთგვარი მტკიცებულებაა, მაღალი ვარაუდი ამართლებს მის რწმენას.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
rock
პოსტი Sep 28 2007, 02:57 PM
პოსტი #133


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 213
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,719



გიორგი
ციტატა
შენ იესო ქრისტეს პიროვნების არსებობისაც არ გჯერა. ეს არის საბჭოთა კავშირის დროინდელი მებრძოლი ათეიზმის გავლენა. არა მარტო იესო ქრისტე, არამედ თითქმის ყველა რელიგიის დამაარსებელი რეალური პიროვნება იყო . . . იგივე მუჰამედი, იგივე ბუდა . . .

არ მჯერა ძალზედ რადიკალურია. უფრო სწორია ეჭვი მეპარება.
ციტატა
1. ქრისტეანობა

ციტატა
2. იუდეველობა

ციტატა
3. ისლამი

ციტატა
4. აღმოსავლური რელიგიები

ამათ შენი ნებართვით გამოვტოვებ.
ციტატა
5. არა რელიგიური წყაროები

ეს წყაროები კი ჯობია სრულად მოიყვანო და გავარჩიოთ.
როროგც მახსოვს პაწაწკინტელა აბზაცებია და ფორუმი აიტანს.
ციტატა
ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, რომელ იუდეველთა მეფობაზე იყო ლაპარაკი, როდესაც სწორედ იუდეველების მღვდელმთავარმა იოსებ კაიაფამ და ხალხის ბრბომ მოითხოვა მისი სიკვდილით დასჯა. მას სერიოზულად მეფედ არავინ არ თვლიდა. ამაზე კამათიც არ ღირს.

ის სთვლიდა საკუთარ თავს. wink.gif
როგორც ამბობენ ბევრი სასწაულიც ჩაიდინა სიცოცხლის ბოლო წლებში.
მოკლედ არ იყო რიგითი არარომაელი.
იყო ადამიანი, რომელსაც თავი მიაჩნდა მესიად, შესაბამისად დავითის შთამომავლად, ანუ ებრაელთა მეფეების მემკვიდრედ და ტახტის (რომელიც არ არსებობდა) მემკვიდრედ, ამასთან აცოცხლებდა მკვდრებს, ღვინოდ აქცევდა წყალს და დადიოდა წყალზე.

ამგვარი პირონების სიკვდილი არ იყო რიგითი მოვლენა.

კანონისტი
ციტატა
აქ მოხსენიებულია ორი "მესია", რომლებიც გამოვიდნენ იუდეველთა შორის სხვადასხვა მოწოდებებით. განა მათ შესახებ არის დარჩენილი რაიმე ცნობა? ცხადია არა. ესეთი საკითხები რომაელებს არ აინტერესებდათ

აქ სად? smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Sep 28 2007, 03:03 PM
პოსტი #134


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(rock @ Sep 28 2007, 02:57 PM) *

ამათ შენი ნებართვით გამოვტოვებ.


იუდეველობასაც? ნი ლაგიჩნა smile.gif

თუ ვინმე არის, ვისაც არ უნდა რომ იესო იყოს ისტორიის ნაწილი, სწორედ იუდეველობაა, მაგრამ საქმე ისაა, რომ იუდეველნი აღიარებენ რომ იესო არსებობდა - როგორ ფიქრობ რატომ?

კვლევისას ყველა წყაროთი უნდა ისარგებლო და ანალიზი ჩაატარო...ქრისტიანული წყაროები გადასაგდები ცალსახად არ არის, რადგან...ნუ უკვე მერამდენედ ვმეორდები...რადგან ეს არის კვლევა


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Sep 28 2007, 03:13 PM
პოსტი #135


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



rock
ციტატა
ის სთვლიდა საკუთარ თავს.

ეს რომის სამართლისათვის არსებითი არ იყო

ისე, რაც თქვი, თავის მხრივ, მაინც არასწორია wink.gif

ციტატა
იყო ადამიანი, რომელსაც თავი მიაჩნდა მესიად, შესაბამისად დავითის შთამომავლად, ანუ ებრაელთა მეფეების მემკვიდრედ და ტახტის (რომელიც არ არსებობდა) მემკვიდრედ, ამასთან აცოცხლებდა მკვდრებს, ღვინოდ აქცევდა წყალს და დადიოდა წყალზე.

ამგვარი პირონების სიკვდილი არ იყო რიგითი მოვლენა.


ეს მოვლენები წარმართისათვის ღირებული არ იყო

შენ ხომ ხარ ათეისტი. რომ იყო თანამდებობის პირი და მოგთხოვონ პატაკის ჩაბარება, დავიჯერო მოუყვები მირონმდინარე ხატებზე, კიბოსაგან განკურნებულ ხალხზე??? laugh.gif

თუ ეტყვი, ვიღაც მატყუარა იყო და ხალხს აბრიყვებდაო? შესაბამისად, თუ ასე ეტყვი, რეაქციაც სათანადო იქნება ზემოდან smile.gif ანუ ნაკლები მნიშვნელობა მიენიჭება ამ მოვლენას


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Sep 28 2007, 03:28 PM
პოსტი #136


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



შეიძლება სათაურისგან ცოტა შორსაა ის რასაც ეხლა დავწერ, მაგრამ საუბრის მიმდინარეობამ მაიძულა ქვემოთ აღნიშნული დამეწერა, კერძოდ იოსებ ფლავიუსის, (I საუკუნის ცნობილი ებრაელი ისტორიკოსის) ცნობები ქრისტეზე იოანე ნათლისმცემელზე და იაკობ მოციქულზე.

მანამდე ამ ისტორიკოსის მოკლე ბიოგრაფია:

იოსებ ფლავიუსი არის ცნობილი ებრაელი ისტორიკოსი. იგი იუდეველთა სასულიერო წრეს ეკუთვნოდა; იყო ფარისეველი და , მაშასადამე, მამაპაპეული ადათ-წესების ერთგული; პოლიტიკურ სარბიელზეც აქტიურად იღვწოდა, თუმცა ამ სივრცეში რთულსა და წინააღმდეგობებით სავსე გზაზე იდგა.

იგი, ძე მატათაისი, ჩ.წ. 37 წელს იერუსალიმში დაიბადა. მიიღო ბრწყინვალე სასულიერო და საერო; დაეუფლა როგორც ბიბლიასა და ბიბლიურ, უფრო სწორად, - ძველი აღთქმის იუდეურ ტრადიციას, ისე ბერძნულ-რომაულ კულტურას; ანტიკური ცივილიზაციის მიღწევებს მეცნიერების სხვადასხვა დარგში.

იოსები ებრაელი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში ადრიდანვე ჩაება და 66-73 წლებში ანტირომაული აჯანყების ინიციატორთა და ორგანიზატორტა გვერდით დადგა; იგი გალილეის ფრონტის მხედარმთავრად დაინიშნა, მაგრამ მოულოდნელად, აჯანყების დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ რომაელების მხარეზე გადავიდა და იმპერიის მმართველი დინასტიის, ფლავიუსების, პატივსაცემისა და მათი გულის მოგების მიზნით ფლავიუსი დაირქვა. მოკლედ იგი გარდაიცვალა დაახლოვებით 95 წელს.

ნაშრომი სადაც შემორჩენილია ცნობები ქრისტესა და მის მოციქულებზე არის "იუდეველთა სიძველენი, აი ამონარიდები ამ წყაროდან:

იოსები იესო ნაზარეველის შესახებ

"ამ დროისათვის ცხოვრობდა იესო, ბრძენი კაცი, თუ საერთოდ გვაქვს უფლება, რომ იგი ადამიანად მოვიხსენიოთ. ის, კერძოდ, იყო საკვირველ საქმეთა მოქმედი, მოძღვარი ადამიანებისა, რომლებიც სიხარულით ითვისებდნენ მისგან ჭეშმარიტებას. მან არა მხოლოდ ბევრი იუდეველი, არამედ ბევრი წარმართთაგანიც შემოიკრიბა. ქრისტე იყო იგი. მაშინაც კი, როდესაც ჩვენი ხალხის წინამძღვართა საჩივრების გამო პილატემ ის ჯვარს აცვა, არ მიატოვეს მათ, რომლებმაც იგი ადრევე შეიყვარეს. ამიტომაც მესამე დღეს იესო კვლავ ცოცხალი გამოეცხადა მათ, როგორც ეს და სხვა აურაცხელი საკვირველება მის შესახებ ღვთისაგან წარმოგზავნილმა წინასწარმეტყველებმა იწინასწარმეტყველეს. ტომი, რომელიც მისი სახელის მიხედვით ქრისტიანად იწოდება, დღემდე არ დაკარგულა. იმავე პერიოდში იუდეველებს რაღაც კიდევ უფრო დიდი უბედურება აწუხებდათ".

იუდეველთა სიძველენი 18, 63-65

იოსები იოანე ნათლისმცემლის შესახებ

"იუდეველთა შორის ზოგიერთი მიიჩნევდა, რომ ჰეროდეს ლაშქარი ღვთის მიერ იქნა განადგურებული, რომელმაც სრულიად სამართლიანად მიუზღო (ჰეროდეს) ნათლისმცემლად წოდებულ იოანეს გამო. ჰეროდემ ის მოაკვლევინა, თუმცა იგი კარგი ადამიანი იყო და იუდეველებს მოუწოდებდა, რომ სიკეთისათვის ეღვაწათ, გამოეჩინათ სამართლიანობა ერთმანეთის მიმართ, მოკრძალება უფლისადმი და ნათლისღებას ზიარებოდნენ. ასე და ამრიგად, ნათლობა მას სიკეთის ქმნად წარმოესახებოდა: არა რაღაცის გამო ჩადენილი ცოდვების მიტევებად, არამედ სხეულის განწმედად, ვინაიდან სული სამართლიანობის საშუალებით მზადაა განწმედისათვის. რადგან მის გარშემო სხვებიც იკრიბებოდნენ და ისინიც იოანეს სიტყვათა მიერ ზეცად აღიზიდებოდნენ, ჰეროდე შიშობდა, რომ მის (იოანეს) ესოდენ დიდად დამარწმუნებელ ძალას ხალხის ამბოხება მოჰყვებოდა, რადგანაც ისე ჩანდა, რომ ხალხი ყველაფერს იოანეს რჩევით აკეთებდა. იმისათვის, რომ იოანეს სახელმწიფო გადატრიალება არ მოეხდინა, ჰეროდემ უფრო მახვილგონივრულად მიიჩნია, რომ იგი გაენადგურებინა და თავისი ორჭოფობისთვისაც ბოლო მოეღო. სხვა შემთხვევაში, თუკი გადატრიელაება მოხდებოდა, იგი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. ამის შემდგომ, ჰეროდეს ეჭვების გამო, მას ბორკილები დაადეს და მახაიროში, (ციხე) გადაიყვანეს, სადაც მოკლეს კიდეც"

იუდეველთა სიძველენი 18, 116-119



--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Sep 28 2007, 03:32 PM
პოსტი #137


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



afxazi

ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ "იუდეველთა სიძველეების" ის ნაწილები, სადაც იესო მოხსენიებულია ნამეტანი დადებით კონტექსტში არის გვიანდელი დანამატი, თუმცა მთელი პრეამბულა, რომ იესო არსებობდა და ის დასაჯეს არის უთუოდ ადრინდელი ვერსია, რადგან იგივე ვერსია გვხვდება სირიულ კოდექსში რომელიც არ შეიცავს სხვათა შორის იმ უცნაურ ადგილებს


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Sep 28 2007, 04:06 PM
პოსტი #138


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა
ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ "იუდეველთა სიძველეების" ის ნაწილები, სადაც იესო მოხსენიებულია ნამეტანი დადებით კონტექსტში არის გვიანდელი დანამატი

მართალია ეს კაცი . . .

აი, ორიგინალი დანამატების გარეშე:

About this time there lived Jesus, a wise man, for he was a performer of wonderful deeds, a teacher of such men as are happy to accept the truth. He won over many of the Jews and many of the Gentiles. When Pilate, at the suggestion of the leading men among us, had condemned him to the cross, those who had loved him at the first did not forsake him; and the tribe of Christians, so named from him, are not extinct to this day.'



--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
rock
პოსტი Sep 28 2007, 04:06 PM
პოსტი #139


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 213
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,719



კანუდოსელი
ციტატა
თუ ვინმე არის, ვისაც არ უნდა რომ იესო იყოს ისტორიის ნაწილი, სწორედ იუდეველობაა, მაგრამ საქმე ისაა, რომ იუდეველნი აღიარებენ რომ იესო არსებობდა - როგორ ფიქრობ რატომ?

არ ვიცი.
ისიც არ ვიცი რის საფუძველზე და ვინ აღიარებს.
ციტატა
კვლევისას ყველა წყაროთი უნდა ისარგებლო და ანალიზი ჩაატარო...

დასტურ.
ციტატა
...ქრისტიანული წყაროები გადასაგდები ცალსახად არ არის, რადგან...ნუ უკვე მერამდენედ ვმეორდები...რადგან ეს არის კვლევა

არაფერს არ ვამბობ ვააახ. smile.gif
უფლებამოსილებაც არ მაქვს ეგეთი. wink.gif

კანონისტი
ციტატა
ეს მოვლენები წარმართისათვის ღირებული არ იყო

არ იყო რელიგიურ ასპექტში, მაგრამ იყო პოლიტიკურ ასპექტში. wink.gif
ციტატა
შენ ხომ ხარ ათეისტი. რომ იყო თანამდებობის პირი და მოგთხოვონ პატაკის ჩაბარება, დავიჯერო მოუყვები მირონმდინარე ხატებზე, კიბოსაგან განკურნებულ ხალხზე???

რომაელები არ იყვნენ ათეისტები. მათ სჯეროდათ ღმერთის სასწაულების, საკლავსაც უკლავდნენ მოსამადლიერებლად.
ამასთან, მე რომ დამეხვრიტა მამა გაბრიელი აუცილებლად მივუთითებდი, რომ დიდი გავლენა ჰქონდა ხალხის გარკვეულ ნაწილზე და ისინი ფიქრობდნენ, რომ მამა გაბრიელი იყო სასწაულმოქმედი.
ციტატა
თუ ეტყვი, ვიღაც მატყუარა იყო და ხალხს აბრიყვებდაო? შესაბამისად, თუ ასე ეტყვი, რეაქციაც სათანადო იქნება ზემოდან ანუ ნაკლები მნიშვნელობა მიენიჭება ამ მოვლენას

ალბათ, მაგრამ დოკუმენტი დარჩება. biggrin.gif


afxazi
ციტატა
"ამ დროისათვის ცხოვრობდა იესო, ბრძენი კაცი, თუ საერთოდ გვაქვს უფლება, რომ იგი ადამიანად მოვიხსენიოთ. ის, კერძოდ, იყო საკვირველ საქმეთა მოქმედი, მოძღვარი ადამიანებისა, რომლებიც სიხარულით ითვისებდნენ მისგან ჭეშმარიტებას. მან არა მხოლოდ ბევრი იუდეველი, არამედ ბევრი წარმართთაგანიც შემოიკრიბა. ქრისტე იყო იგი. მაშინაც კი, როდესაც ჩვენი ხალხის წინამძღვართა საჩივრების გამო პილატემ ის ჯვარს აცვა, არ მიატოვეს მათ, რომლებმაც იგი ადრევე შეიყვარეს. ამიტომაც მესამე დღეს იესო კვლავ ცოცხალი გამოეცხადა მათ, როგორც ეს და სხვა აურაცხელი საკვირველება მის შესახებ ღვთისაგან წარმოგზავნილმა წინასწარმეტყველებმა იწინასწარმეტყველეს. ტომი, რომელიც მისი სახელის მიხედვით ქრისტიანად იწოდება, დღემდე არ დაკარგულა. იმავე პერიოდში იუდეველებს რაღაც კიდევ უფრო დიდი უბედურება აწუხებდათ".

საკმარისია კანუდოსელის კომენტარი თუ გაინტერესებს უფრო დეტალური და მკაცრი გარჩევა? wink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Sep 28 2007, 04:29 PM
პოსტი #140


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



გიორგი
ციტატა
აი, ორიგინალი

ორიგინალი ლათინურია მხოლოდ smile.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V « < 5 6 7 8 9 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 8th May 2024 - 02:23 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი