IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

8 გვერდი V « < 5 6 7 8 >  
Closed TopicStart new topic
> ბუდიზმი
georgios
პოსტი Sep 22 2011, 05:55 PM
პოსტი #121

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439

GIORGI LELUASHVILI
ციტატა
როგორ უნდა გამომეხატა?

ციტატა
ჯერ უნდა აღშფოთდე,მერე წყალი გაუგზავნო ,,ბაჩონკებით."მერე შეხვდე და გადატვირთვის ღილაკზე ელაპარაკო.აი,ამის შემდეგ გაიგებ თუ რა არის ჭეშმარიტი მორწმუნისათვის აღშფოთება.

A.V.M სწორად მიხვდა. უნდა მიბაძო ჩვენს დასავლელ პარტნიორებს.

--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Sep 22 2011, 05:56 PM
პოსტი #122

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559

მოგცლიათ რაtongue.gif

--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Sep 22 2011, 06:25 PM
პოსტი #123

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559

ბუდა და ჰომოსექსუალიზმი

ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებით ბუდიზმში გავრცელებულია სხვადასხვა აზრი, რადგანაც ბუდიზმში არა არის მკაფიოდ გამოხატული პოზიცია.

ბუდისტურ სწავლებაში ზოგადად აკრძალულია ადამიანის სხეულის სექს-სათამაშოდ გადაქცევა, რადგანაც ბუდიზმი მოგვიწოდებს პოლიგამიური ქცევისგან თავის შეკავებას, როგორ ეს წერია ბუდიზმის ხუთ პუნქტიან კოდექსში, რომლის მესამე პუნქტი პირადპირ მოგვიწოდებს თავშეკავებას და სექსუალური სურვილების ჩაკვლას, რათა არ მოხდეს გარყვნილება.

მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი მინიშნება არ არსებობს ბუდისტი მონაზვნები და მონასტრები, მაინც ჰეტერონორმატიულ სწავლებებს ქადაგებენ და ჰომოსექსუალობას უსადაგებენ მესამე პუნქტს, რადგანაც მიაჩნიათ, რომ ჰომოსექსუალობა არის “ნორმიდან გადახვევა”, ხშირ შემთხვევაში, იმ ქალებს და კაცებს რომლებსაც აქვთ სურვილი ბუდისტურ საკრებულოებში გაწევრიანდნენ, მათ სანგხის (ბუდისტური საკრებულო) ლიდერები უქმნიან პრობლემებს, მაგრამ არსებობს რიგი ბუდისტური ცენტრები სადაც მოღვაწეობენ ჰომოსექსუალი ბერ-მონოზვნები.

ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს ლამა ოლე ნიდალი– ტიბეტური სკოლის “კარმაკაგიუ”-ს წარმომადგენელი:

ბუდისტების აზრით – ” ადამიანს ჰომოსექსუალური ქცევა აქვს მაშინ როდესაც წინა ცხოვრებაში საპირისპირო სქესთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, მეორე მიზეზი რომელიც სახელდება – შესაძლოა დღეს ერთსქესიანი წყვილები წინა ცხოვრებაში წარმოადგენდნენ საპირისპირო სქესებს, მათ აგრეთვე ოჯახი და სასიყავრულო ურთიერთობა აკავშირებდათ”

ამავე ბუდისტური სკოლის წარმომადგენელის თქმით: “ცხოვრებისეული გამოცდილებით დაბრძენებული ადამიანი , რა თქმა უნდა ჰომოსექსუალურ ორიენტაციას განიხილავს, ისევე როგორც ადამიანის ფიზიოლოგიის სხვა დანარჩენ გამოვლინებებს და არ მიანიჭებს ამ ფაქტს არსებით ყურადღებას!

ვახტანგ, რას გვეტყვი?

A.V.M
პოსტი Sep 22 2011, 06:28 PM
პოსტი #124

მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203

ბიჭო!ბიჭო!ბიჭო!

მაგარი ხარ გიო რა...
ერთადერთი დადებითი რაც ჩემში ბუდიზმს აქამდე მოქონდა ეს შინაგანი სიძლიერე,ხორცზე და ვნებაზე ბატონობა იყო და...
ველით ვახტანგს...

--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Sep 22 2011, 06:34 PM
პოსტი #125

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439

A.V.M
ციტატა
ერთადერთი დადებითი რაც ჩემში ბუდიზმს აქამდე მოქონდა ეს შინაგანი სიძლიერე,ხორცზე და ვნებაზე ბატონობა იყო და...

და უცებ ჩაიფუშა წარმოდგენები? biggrin.gif

GIORGI LELUASHVILI
ციტატა
ბუდა და ჰომოსექსუალიზმი

ჰომოსექსუალიზმის პრობლემას უყურებთ როგორც ზოგადად ორიენტაციის ქონას თუ უშუალოდ კავშირებს?

--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Sep 22 2011, 06:40 PM
პოსტი #126

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559

A.V.M
ციტატა
ერთადერთი დადებითი რაც ჩემში ბუდიზმს აქამდე მოქონდა ეს შინაგანი სიძლიერე,ხორცზე და ვნებაზე ბატონობა იყო და...

მეც ზუსტად ეს მიტაცებს ბუდიზმში, მაგრამ ეს ინფორმაცია მე არასწორი მგონია, ან რაღაც ჭორია აგორებული, ან სინამდვილეში სხვანაირადაა საქმე და სხვანაირად გაიგეს.
უბრალოდ, ვარიანტი არაა "მაჰაიანა" და "ლამაიზმი" (ასევე ძენ-ბუდიზმიც) ამას უშვებდეს; ვარიანტი არაა!
მე მგონია, რომ ეს შეცდომაა და ამიტომ დამაინტერესა ჩემი ჰიპოთეზა სწორია თუ არა.
ნინძა, აგვიხსენი.

georgios
ციტატა
ჰომოსექსუალიზმის პრობლემას უყურებთ როგორც ზოგადად ორიენტაციის ქონას თუ უშუალოდ კავშირებს?

ორივეს;
ეს ხომ ერთმანეთისგან განუყოფელია.

--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Sep 22 2011, 06:57 PM
პოსტი #127

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439

GIORGI LELUASHVILI
ციტატა
ორივეს;ეს ხომ ერთმანეთისგან განუყოფელია.

მთლად მასეც არ არის. შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ეგეთი ორიენტაცია, მიდრეკილება, მაგრამ სქესობრივი ცხოვრებისგან თავი შეიკავოს თუნდაც რელიგიური მოსაზრებებით. ამის მაგალითებიც არის და ბუდიზმში არ ვიცი და ქრისტიანული სამღვდელოების თვალსაზრისი ამაზე აქაც წერია:

http://www.orthodoxtheology.ge/2011/08/blog-post_30.html

--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Sep 22 2011, 07:07 PM
პოსტი #128

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559

georgios
ერთ შემთხვევაში კი, ნამდვილად შეიძლება ადამიანს ჰომოსექსუალიზმისკენ მიდრეკილება ჰქონდეს და თავს იკავებდეს, მაგრამ არასწორი იქნება იმის თქმა, რომ ასევე შეიძლება მხოლოდ სექსუალური კავშირი ქონდეს. თუკი კავშირი აქვს, ლოგიკურია დავასკვნათ, რომ მიდრეკილებაც აქვს.

მგონი მიხვდი რისი თქმაც მინდა.

--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Sep 22 2011, 07:13 PM
პოსტი #129

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439

GIORGI LELUASHVILI
ციტატა
ერთ შემთხვევაში კი, ნამდვილად შეიძლება ადამიანს ჰომოსექსუალიზმისკენ მიდრეკილება ჰქონდეს და თავს იკავებდეს, მაგრამ არასწორი იქნება იმის თქმა, რომ ასევე შეიძლება მხოლოდ სექსუალური კავშირი ქონდეს. თუკი კავშირი აქვს, ლოგიკურია დავასკვნათ, რომ მიდრეკილებაც აქვს.მგონი მიხვდი რისი თქმაც მინდა.

მე არ მითქვამს, რომ კავშირი თუ აქვს, არ არის ჰომოსექსუალითქო.
ბევრნაირი შემთხვევაა სექსუალურ ცხოვრებაში...

--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Sep 22 2011, 07:16 PM
პოსტი #130

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559

georgios
ციტატა
მე არ მითქვამს, რომ კავშირი თუ აქვს, არ არის ჰომოსექსუალითქო.ბევრნაირი შემთხვევაა სექსუალურ ცხოვრებაში...

ხო, გასაგებია.

--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Kanishtha-Adhikar
პოსტი Sep 23 2011, 01:27 PM
პოსტი #131

Govinda das
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 131
რეგისტრ.: 4-May 11
მდებარ.: sukhum
წევრი № 10,979

georgios
ციტატა
შეცდომებზე თუ მიუთითებ, ესე იგი აკრიტიკებ. განსხვავებული რელიგიის წარმომადგენლები ყოველთვის გააკრიტიკებენ ერთმანეთს. ეს ბუნებრივია.

"კრიტიკა" გააჩნია შენ როგორ გესმის.
რასაც საერთოდ კრიტიკას უწოდებენ, და როგორი სახეც მას აქვს, ისე არ ვესაუბრები მე ბუდისტს.
მე არ ვამბობ, რომ ბუდიზმი ცუდია, რომ მისი გზა არ მიდის ღმერთამდე, რომ ბუდას მცნებებს არ აღასრულებენ.
მე მხოლოდ ერთი რამ მაქვს მხედველობაში:ღმერთს გააჩნია როგორც უპიროვნოს, ისე პიროვნული ასპექტი, ჰოდა ბუდისტები მისი უპიროვნო ასპექტის თაყვანისმცემლები არიან.
მე კი ვამბობ, რომ უმჯობესია ადამიანმა ღმერთის პიროვნული ასპექტი შეიმეცნოს.
ციტატა
ქრისტეს მიმდევრები არ გასჩენია მეექვსე საუკუნეში, მაგრამ ქრისტიანობაში უამრავი მიმდინარეობაა, ზოგი ადრე წარმოშობილი, ზოგი გვიან და ყველა თავის სიმართლეს იჩემებს. ხოლო ქრისტიანობის გარეთ რა სწავლებებიც არის, მათ თავიანთი თვალსაზრისი აქვთ ქრისტიანობის საფუძვლების რაობაზე და წარმოშობაზე.

ჰოდა მაგას ვბამბობ, რომ ისლამი VI საუკუნეში ჩამოყალიბდა და თქვენ-ჭეშმარიტ ქრისტიანებს, რომელთა მოწაფეობრივი ჯაჭვი თვით უფალ იესო ქრისტედან იწყება, გადადის მოციქულებზე და ასე ვრცელდება დღევანდლამდე, გასწავლიან ვინ იყო იესო. ეს ხომ უბრალოდ სასაცილოა.
და საქმეც იმაშია, რომ ვისაც განსხვავებული თვალსაზრისი აქვს ქრისტიანობის საფუძვლების რაობასა და წარმოშობაზე, თქვენ ხომ შეგიძლიათ დაუმტკიცოთ რომ ისინი ცდებიან.
ციტატა
და კრიშნას ავატარამ ბუდამ მოიტანა სწავლება უპიროვნო ღმერთის შესახებ?

არა, ბუდას არ მოუტანია სწავლება უპიროვნო ღმერთის შესახებ.
საქმეც ამაშია.
ეს ბუდისტებმა გაიგეს ასე და თავისებური მიმართულება მისცეს.

--------------------
პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Sep 25 2011, 01:02 AM
პოსტი #132

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439

Kanishtha-Adhikar
ციტატა
"კრიტიკა" გააჩნია შენ როგორ გესმის.

კრიტიკა არის წინააღმდეგობების გამოვლენა, შეფასება.

ციტატა
მე არ ვამბობ, რომ ბუდიზმი ცუდია, რომ მისი გზა არ მიდის ღმერთამდე, რომ ბუდას მცნებებს არ აღასრულებენ.

ციტატა
მე მხოლოდ ერთი რამ მაქვს მხედველობაში:ღმერთს გააჩნია როგორც უპიროვნოს, ისე პიროვნული ასპექტი, ჰოდა ბუდისტები მისი უპიროვნო ასპექტის თაყვანისმცემლები არიან.

ციტატა
არა, ბუდას არ მოუტანია სწავლება უპიროვნო ღმერთის შესახებ.საქმეც ამაშია.ეს ბუდისტებმა გაიგეს ასე და თავისებური მიმართულება მისცეს.

ეს არის მერე კრიტიკა. სხვა კი არაფერი. თუკი ამბობ, რომ ბუდას არ მოუტანია სწავლება უპიროვნო ღმერთის შესახებ და ბუდისტებმა მისცეს თავისებური მიმართულება, ეს აცდენაზე მიუთითებს. შენ ამბობ კიდევ, რომ მე ნამდვილ ბუდიზმზე ვამბობ, რომელიც უგულებელყვეს ბუდისტებმაო, მაგრამ ბუდიზმს მთელს მსოფლიოში იცნობენ იმ სახით, როგორც ის ოფიციალურად არის წარმოდგენილი.

ციტატა
ჰოდა მაგას ვბამბობ, რომ ისლამი VI საუკუნეში ჩამოყალიბდა და თქვენ-ჭეშმარიტ ქრისტიანებს, რომელთა მოწაფეობრივი ჯაჭვი თვით უფალ იესო ქრისტედან იწყება, გადადის მოციქულებზე და ასე ვრცელდება დღევანდლამდე, გასწავლიან ვინ იყო იესო. ეს ხომ უბრალოდ სასაცილოა.და საქმეც იმაშია, რომ ვისაც განსხვავებული თვალსაზრისი აქვს ქრისტიანობის საფუძვლების რაობასა და წარმოშობაზე, თქვენ ხომ შეგიძლიათ დაუმტკიცოთ რომ ისინი ცდებიან.

მტკიცება და კამათი მუსულმანებთან მიდის საუკუნეები უკვე, მაგრამ ეს ორივე რელიგია მაინც არსებობს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. რამდენიც არ უნდა უმტკიცო მუსლიმს, რას ნიშნავს წმინდა სამება, ის თუ არ მოისურვებს, არასოდეს მიიღებს ამას და ჩათვლის მრავალღმერთიანობად. რაც შეეხება მეექვსე საუკუნეს, ის პრეტენზიები, რასაც ისლამი უყენებს ქრისტიანობას, მეექვსე საუკუნემდე გაცილებით ადრე, უკვე პირველი საუკუნიდან წამოვიდა და დღემდე მოდის... და არა მგონია დასასრული უჩანდეს...

--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Sep 25 2011, 10:36 PM
პოსტი #133

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559

საინტერესო ადგილი ბუდას ცხოვრებიდან:
(ეხლა აღმოვაჩინე)

ერთხელაც ასკეტი გაუტამა მდინარეში ჩავიდა საბანაოდ. მდინარე პატარა იყო. არც ეთქმოდა მდინარე, მაგრამ ისეთი დასუსტებული იყო შიმშილისაგან, რომ ვეღარ ამოვიდა წყლიდან და ნაპირზე გამოშვერილ ხის ფესვს ჩაეჭიდა, დინებას რომ არ წაეღო.
"ექვსი წელია ძიებაში ვარ, - გაიფიქრა მან, - რას მივაღწიე? ამ პატარა მდინარესაც ვერ მოვრევივარ და ცხოვრების ოკეანეს როგორ გავუმკვლავდები? ამაოა ეს ყველაფერი, უაზროდ ვკარგავ სიცოცხლეს. . . " მდინარეზე ნავი მოცურავდა, ნავში მსხდომი მუსიკის მასწავლებელი არიგებდა მოსწავლეს: "სიტარაზე სიმები საჭიროზე მეტად რომ მოჭიმო, მუსიკა არ გამოვა. ვერც მაშინ დაუკრავ, საჭიროზე ნაკლებად რომ მოჭიმო. . . " ამ სიტყვებმა გაუტამას გონება გაუნათა, ის სწორ გზას მიხვდა. ამოფორთხდა ნაპირზე, დაჯდა ხის ძირში და დაიძინა უშფოთველი, უზრუნველი ძილით, ხოლო განთიადზე უკანასკნელი ვარსკვლავის გაქრობასთან ერთად ძველი ადამიანიც გაქრა და დაიბდა ახალი ადამიანი – ბუდა.

( ბუდა არ არის საკუთარი სახელი, ეს ადამიანის სულიერი მდგომარეობის გამომხატველი სიტყვაა და ნიშნავს "უზენაესი შემეცნებით გასხივოსნებულს”.)

--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Sep 25 2011, 11:16 PM
პოსტი #134

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559

"ძენი" ვის გაქვთ ნანახი?

NINJA - ნინძა
პოსტი Sep 28 2011, 12:20 PM
პოსტი #135

Sidharta-Gautama-Buddha
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-June 11
მდებარ.: moscow
წევრი № 11,240

ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Sep 22 2011, 06:25 PM) *

ბუდა და ჰომოსექსუალიზმი

ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებით ბუდიზმში გავრცელებულია სხვადასხვა აზრი, რადგანაც ბუდიზმში არა არის მკაფიოდ გამოხატული პოზიცია.

ბუდისტურ სწავლებაში ზოგადად აკრძალულია ადამიანის სხეულის სექს-სათამაშოდ გადაქცევა, რადგანაც ბუდიზმი მოგვიწოდებს პოლიგამიური ქცევისგან თავის შეკავებას, როგორ ეს წერია ბუდიზმის ხუთ პუნქტიან კოდექსში, რომლის მესამე პუნქტი პირადპირ მოგვიწოდებს თავშეკავებას და სექსუალური სურვილების ჩაკვლას, რათა არ მოხდეს გარყვნილება.

მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი მინიშნება არ არსებობს ბუდისტი მონაზვნები და მონასტრები, მაინც ჰეტერონორმატიულ სწავლებებს ქადაგებენ და ჰომოსექსუალობას უსადაგებენ მესამე პუნქტს, რადგანაც მიაჩნიათ, რომ ჰომოსექსუალობა არის “ნორმიდან გადახვევა”, ხშირ შემთხვევაში, იმ ქალებს და კაცებს რომლებსაც აქვთ სურვილი ბუდისტურ საკრებულოებში გაწევრიანდნენ, მათ სანგხის (ბუდისტური საკრებულო) ლიდერები უქმნიან პრობლემებს, მაგრამ არსებობს რიგი ბუდისტური ცენტრები სადაც მოღვაწეობენ ჰომოსექსუალი ბერ-მონოზვნები.

ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს ლამა ოლე ნიდალი– ტიბეტური სკოლის “კარმაკაგიუ”-ს წარმომადგენელი:

ბუდისტების აზრით – ” ადამიანს ჰომოსექსუალური ქცევა აქვს მაშინ როდესაც წინა ცხოვრებაში საპირისპირო სქესთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, მეორე მიზეზი რომელიც სახელდება – შესაძლოა დღეს ერთსქესიანი წყვილები წინა ცხოვრებაში წარმოადგენდნენ საპირისპირო სქესებს, მათ აგრეთვე ოჯახი და სასიყავრულო ურთიერთობა აკავშირებდათ”

ამავე ბუდისტური სკოლის წარმომადგენელის თქმით: “ცხოვრებისეული გამოცდილებით დაბრძენებული ადამიანი , რა თქმა უნდა ჰომოსექსუალურ ორიენტაციას განიხილავს, ისევე როგორც ადამიანის ფიზიოლოგიის სხვა დანარჩენ გამოვლინებებს და არ მიანიჭებს ამ ფაქტს არსებით ყურადღებას!
ვახტანგ, რას გვეტყვი?

ეს იგივეა ეხლა რომ დავწერო:ქრისტიანმა მთავარეპისკოპოსმა-მალხაზ სონღულაშვილმა, ხელი დაასხა ეპისკოპოსად კიდევ ერთ ქალს-(სახელი)
და რა აზრზე დადგებით?
ასე იტყვით?-ქრისტიანობაში ერთი ის მომწონდა, რომ ქალებს მოძღვრებად ხელს არ ასხავდნენ და თურმე ეს ასე არ ყოფილაო.(???)

არ ვიცი ეს წყარო რამდენად სანდო და სიმართლეა, მაგრამ ამას არ აქვს ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა, რადგან ვიცი, რომ ეს მაჰაიანასა და ლამაიზმში არ ხდება და სხვაგან რას აკეთებენ სრულებით არ მაინტერესებს.

Kanishtha-Adhikar
ნუ ასეთია თქვენი შეხედულება და კამათს აზრი არ აქვს.
მე ვერ დაგიმტკიცებ, რომ ბუდა კრიშნას ავატარა არ იყო და ვერც შენ დამიმტკიცებ რომ იყო.
ამიტომ მე დავამთავრე.

GIORGI LELUASHVILI
ციტატა
"ძენი" ვის გაქვთ ნანახი?

მეsmile.gif
მაგრად მიყვარს თვითონ ფილმი და მისი აზრი, თორემ მათ სწავლებებს არ ვიზიარებ

--------------------
________________________________________________________________________
_
गते गते पारगते पारसंगते बोधि स्वाहा
— გატე გატე პარაგატე პარასამგატე ბოდჰი სვაჰა - სრულიად განთავისუფლდი ილუზიისგან და შეეგებე გასხივოსნებას.

„ფორმა სიცარიელეა, ხოლო სიცარიელე ფორმაა“ (ავალოკიტეშვარა - ბოდჰისატტვა)

ომ - დიდსულოვნება

მა - ეთიკა

ნი - მოთმინება

პად - სიბეჯითე

მე - უარი

ჰუნგ - სიბრძნე
__________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Sep 28 2011, 12:54 PM
პოსტი #136

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559

NINJA - ნინძა
ციტატა
ეს იგივეა ეხლა რომ დავწერო:ქრისტიანმა მთავარეპისკოპოსმა-მალხაზ სონღულაშვილმა, ხელი დაასხა ეპისკოპოსად კიდევ ერთ ქალს-(სახელი)და რა აზრზე დადგებით?ასე იტყვით?-ქრისტიანობაში ერთი ის მომწონდა, რომ ქალებს მოძღვრებად ხელს არ ასხავდნენ და თურმე ეს ასე არ ყოფილაო.(???)არ ვიცი ეს წყარო რამდენად სანდო და სიმართლეა, მაგრამ ამას არ აქვს ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა, რადგან ვიცი, რომ ეს მაჰაიანასა და ლამაიზმში არ ხდება და სხვაგან რას აკეთებენ სრულებით არ მაინტერესებს.

გასაგებია რაშიც ყოფილა საქმე.
ნაწილობრივ მეც ასევე ვფიქრობდიa075.gif
ციტატა
მაგრად მიყვარს თვითონ ფილმი და მისი აზრი, თორემ მათ სწავლებებს არ ვიზიარებ

კი, საყურებლად მართლა მაგარი ფილმია.
თითქმის ზეპირად ვიცი, იმდენჯერ ვუყურეlaugh.gif

--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 28 2011, 04:16 PM
პოსტი #137

მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203

ციტატა
არ ვიცი ეს წყარო რამდენად სანდო და სიმართლეა, მაგრამ ამას არ აქვს ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა, რადგან ვიცი, რომ ეს მაჰაიანასა და ლამაიზმში არ ხდება და სხვაგან რას აკეთებენ სრულებით არ მაინტერესებს.

ასე ვფიქრობდი მე(ლელუაშვილიც მგონი)
ძალიანაც მესიამოვნა...

--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Kanishtha-Adhikar
პოსტი Oct 3 2011, 11:06 AM
პოსტი #138

Govinda das
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 131
რეგისტრ.: 4-May 11
მდებარ.: sukhum
წევრი № 10,979

georgios
ციტატა
ეს არის მერე კრიტიკა. სხვა კი არაფერი. თუკი ამბობ, რომ ბუდას არ მოუტანია სწავლება უპიროვნო ღმერთის შესახებ და ბუდისტებმა მისცეს თავისებური მიმართულება, ეს აცდენაზე მიუთითებს. შენ ამბობ კიდევ, რომ მე ნამდვილ ბუდიზმზე ვამბობ, რომელიც უგულებელყვეს ბუდისტებმაო, მაგრამ ბუდიზმს მთელს მსოფლიოში იცნობენ იმ სახით, როგორც ის ოფიციალურად არის წარმოდგენილი.

მე და საერთოდ, ვაიშნავიზმი არ უარვყოფთ ბუდიზმს, როგორც განმათავისუფლებელ რელიგიას.
ბუდისტებს თავიანთი ასკეზით, მედიტაციებით და ბუდას მსახურებით შეუძლიათ შეიცნონ უპიროვნო ბრაჰმანი.
ღმერთს გააჩნია როგორც უპიროვნო, ისე პიროვნული ასპექტი.
უპიროვნო ასპექტია ის, რასაც ჩვენ იმპერსონალიზმს ვუწოდებთ და ბუდიზმიც მისი გამოვლინებაა. ბუდისტებს შეცნობილი აქვთ ბუდა, როგორც უპიროვნო ღმერთი.

მაგამ მინდა აღვნიშნო, რომ უმჯობესია ღმერთის, როგორც პიროვნების შეცნობა-მსახურება, ვიდრე უპიროვნოსი.
და ზუსტად ამის შესახებ ვესაუბრებოდი ნინძას.
მე ბუდისტებთან არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, უბრალოდ მათ ასე უადვილდებათ ღმერთის შეცნობა-იმპერსონალური გზით.
ეს იმიტომ ხდება ხოლმე, რომ ძალიან ძნელია აღიქვა ღმერთი, როგორც პიროვნება. ერთი შეხედვით თითქოს ეს ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ თუ კარგად დავუკვირდებით ასე არაა. ამას თუნდაც ამდენ იმპერსონალისტთა არსებობაც ადასტურებს.

NINJA - ნინძა
ციტატა
მე ვერ დაგიმტკიცებ, რომ ბუდა კრიშნას ავატარა არ იყო და ვერც შენ დამიმტკიცებ რომ იყო.

კაგი, მოდი ერთ რაღაცას გკითხავ:
შენ და ბუდისტები ხომ იმეოებთ მანტრას "ომ" ?
smile.gif

--------------------
პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Oct 3 2011, 11:48 AM
პოსტი #139

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559

Kanishtha-Adhikar
ციტატა
კაგი, მოდი ერთ რაღაცას გკითხავ:შენ და ბუდისტები ხომ იმეოებთ მანტრას "ომ" ?

ჰაჰაჰაbiggrin.gif
ნახე საიდან უვლისbiggrin.gif
მივხვდი რასაც უპირებ; გაბრაზდება იცოდეbiggrin.gif

--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Oct 4 2011, 10:37 PM
პოსტი #140

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439

Kanishtha-Adhikar
ციტატა
მე და საერთოდ, ვაიშნავიზმი არ უარვყოფთ ბუდიზმს, როგორც განმათავისუფლებელ რელიგიას.
ბუდისტებს თავიანთი ასკეზით, მედიტაციებით და ბუდას მსახურებით შეუძლიათ შეიცნონ უპიროვნო ბრაჰმანი.
ღმერთს გააჩნია როგორც უპიროვნო, ისე პიროვნული ასპექტი.
უპიროვნო ასპექტია ის, რასაც ჩვენ იმპერსონალიზმს ვუწოდებთ და ბუდიზმიც მისი გამოვლინებაა. ბუდისტებს შეცნობილი აქვთ ბუდა, როგორც უპიროვნო ღმერთი.

მაგამ მინდა აღვნიშნო, რომ უმჯობესია ღმერთის, როგორც პიროვნების შეცნობა-მსახურება, ვიდრე უპიროვნოსი.
და ზუსტად ამის შესახებ ვესაუბრებოდი ნინძას.
მე ბუდისტებთან არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, უბრალოდ მათ ასე უადვილდებათ ღმერთის შეცნობა-იმპერსონალური გზით.
ეს იმიტომ ხდება ხოლმე, რომ ძალიან ძნელია აღიქვა ღმერთი, როგორც პიროვნება. ერთი შეხედვით თითქოს ეს ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ თუ კარგად დავუკვირდებით ასე არაა. ამას თუნდაც ამდენ იმპერსონალისტთა არსებობაც ადასტურებს.

ეს გასაგებია. მასე უყურებთ თქვენ ქრისტიანობასაც. მაგრამ ამა თუ იმ რელიგიის წარმომადგენლისთვის მისი სწავლების განსაზმღვრელი არის ის თუ თავად მისი გაერთიანება და მრევლი როგორ უყურებს ამას და არა სხვა რელიგიის ხალხი, თუნდაც ეს ხალხი აცხადებდეს მის აღიარებას ამა თუ იმ სახით.

--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

8 გვერდი V « < 5 6 7 8 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st May 2024 - 02:35 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი