ლექსით დახატული სურათი..., სურათები ლექსების თანხლებით... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ლექსით დახატული სურათი..., სურათები ლექსების თანხლებით... |
MARI-MARIKO |
Dec 16 2008, 01:08 AM
პოსტი
#381
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 178 რეგისტრ.: 16-October 08 წევრი № 5,814 |
კი ბოშა მამრია!! და რას ერჩით მაგარი ლექსია! მამაკაცური ბუნების ტიპიური გამოვლინება! - გჯერათ რომ გაეგო სხვისი ცოლი იყო არ შეეხებოდა?? ჰაჰაჰა! უბრალოდ მიზეზი იპოვა -- რატომ ვერ შეიყვარაა, თორემ რააა არ უყვარდებათ თუნდ მალვით დაწყვილებულებიც?!!---ისეე ყოჩაღ!! მაგარია! თან ამხელა დისკუსია გამოიწვიაა!!
|
likka |
Dec 16 2008, 01:20 AM
პოსტი
#382
|
გენა ჯგუფი: Members პოსტები: 5,044 რეგისტრ.: 5-April 07 მდებარ.: Strawberry fields... წევრი № 1,578 |
MARI-MARIKO
ციტატა და რას ერჩით მაგარი ლექსია! სულაც არაფერს, პირიქით მივესალმები ფლოიდის სითამამეს -------------------- ეჰ...
|
nuca_ge |
Dec 16 2008, 01:34 AM
პოსტი
#383
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 852 რეგისტრ.: 10-October 07 წევრი № 2,937 |
თოვლი მოვიდა, ო, არა თეთრი, სულ სხვანაირი თოვლი მოვიდა. მგონია, მოხვალ, შენ მოხვალ ერთი და თოვლის სპეტაკ კუბოს მომიტან. დამმარხე თოვლში, დამმარხე ქარში, თორემ მომბეზრდა მიწა ბოროტი. იჩქარე ვიდრე თოვლივით წავშლი შენზე ფიქრებს და შენზე მოლოდინს. წახვედი როდის, ჰბრუნდებუ როდის - დამწვარი თოვლის მსუბუქი ბოლი, ჩემკენ, ო, ჩქარა, გზაც აქეთ მოდის - თოვლი, თოვლი, თოვლი. მათოვდა წუხელ, აცად ვარ ახლა და თვალზეც ბინდი ჩამორხეულა. ამდენი ვნება, ამდენი დაღლა სად დაიტიოს ჩვილმა სხეულმა. თოვლი მოსულა. რომელ მხარეში, სად გიღამდება დღე თოვლნარევი, დავრჩი მზისა და თოვლის გარეშე, ამ თოვლზე უფრო ნამტირალევი. წახვედი როდის, ჰბრუნდები როდის - დამწვარი თოვლის მსუბუქი ბოლი, წამოდი ჩემთან, გზაც აქეთ მოდის - თოვლი, თოვლი, თოვლი. -------------------- ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
|
Floyd |
Dec 16 2008, 11:07 AM
პოსტი
#384
|
ზურაბი ჯგუფი: Members პოსტები: 3,316 რეგისტრ.: 4-February 07 მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D წევრი № 1,001 |
ირაკლი ჩარკვიანი - პოეტს ! / გ. ტაბიძის ხსოვნას /
უძილო ფურცელს მან მისი აზრი, დაღად დაასვა ვით თავის მონას. დაღად დაასვა გრძნობები ნაზი, რომელიც შექმნა და მოიგონა. და იმ ოცნებით შექმნილ მხარეში, სადაც სულები არსებობს მხოლოდ, სადაც ღმერთების უკვდავ თარეშს და ხელოვნებას არა აქვს ბოლო, იქით წაიღეს იგი ქარებმა, მხოლოდ მათ ენდო იგი ვნებული, მხოლოდ იმ ქვეყნად დაიფარება ოცნება მისი, დამონებული. მუხლმოდრეკილი, გარშემორტყმული ჩვენი ცოდვებით, ჩვენგან წასული , ის ჩვენზე ფიქრობს და ვეცოდებით. ალბათ კვლავ მარტო, ალბათ კვლავ ნატრობს, ალბათ კვლავ ქმნის ... დღეს ხომ დილიდან ქარიშხალია, ქარი ქრის , ქარი ქრის , ქარი ქრის. -------------------- And the times , they are all changin' ...
|
iber |
Dec 16 2008, 04:03 PM
პოსტი
#385
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 349 რეგისტრ.: 19-November 08 მდებარ.: Tbilisi წევრი № 5,968 |
-------------------- კავკასია–ევრაზიის ოქროს კვეთაა
|
MARI-MARIKO |
Dec 19 2008, 09:17 PM
პოსტი
#386
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 178 რეგისტრ.: 16-October 08 წევრი № 5,814 |
შენს საფლავთან:
მე ისევ მოვალ შენს საფლავთან და მუხლს მოვიყრი შემომანათებს შენი სახე პირმომღიმარი, ეს ქვა ცივია როგორც ცივია შენი საფლავი ჩემი შეხება მას ვერ გაათბობს არის გვიანი. თვალს ცრემლი სცვივა და ასველებს საფლავის მიწას შენ მე ვერასდროს ვაღარაფერს ვეღარა მკითხავ, მოგონებები ჩვენი ბავშვობის ამ გულს აღავსებს და ეს ტკივილი გაუსაძლისად ისევ მაწვალებს! ისე უღონოდ ჩაუქინდრავთ ყვავილებს თავი...? თითქოს ტირიან უშენობით უწყლოდ დამშრალნი და ყოველივე აქ ისევ ისე სევდის ფერია, შენი დაკარგვა დღეს როგორც მაშინ ისევ ძნელია. სადღაც შორს ცაზე, უხმოდ ქრება ცისკრის ვარსკვლავი, გარიჟრაჟს ისევ ქვითინით მისდევს ღამის სიზმარი, ზმანება შენი დილის სხვივებით უმალვე ქრება და სულში მხოლოდ უასზღვრო სევდა და დარდი რჩება, მომენატრება შენი სახე და თვალთა მზერა, მაგრამ შორსა ხარ..არ დაგინდო შენც ბედისწერამ მომენატრები და ჩევნ შევხვდებით არ ვიცი როდის....? ოდესღაც ყველა საბოლოოდ ხომ მაგ გზისკენ მოდის!! (მ.მიროტაძე-ჩემს დაღუპულ მეგობარს) |
neo |
Jan 9 2009, 01:44 PM
პოსტი
#387
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
ბორგავს გული ბორგავს კითხვა კითხვას მოსდევს გულის ჭია ოხრავს გული სწრაფად რომ ძგერს არა არც თავს მანებებს და არც ამბობს თანხმობას მერყეობით უპირებს გოგო ამ გულს გახმობას ამიბურდა ფიქრები რა გამოხსნის ამასო ვინ გაუგებს შინაარსს ფერად ფიქრთა გამასო ? სულაც არ ვარ დაღლილი ვიტყუები ცოტასო ვიცი მაინც გამიგებ შემინდიბ ამ ცოდვასო ცეცხლს რომ ეთამაშები ნეტა ვინ გყავს დამქაში? ცეცხლი ხორცს წვავს მე კი სულს ვცდი და გავალ დამკაში არ გაბრაზდე ლამაზო ამ სიტყვებს რომ იხილავ თორე ისე გავქრები ვეღარასდროს მიხილავ -------------------- www.cordesign.ge
|
k@the |
Jan 9 2009, 01:52 PM
პოსტი
#388
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
კარგები ხართ ხალხო! მიხარია ამ თემის კითხვა!
neo რა მაგარი ადამიანი ხარ ნეო. გაიხარე შენა! -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
ქეთუ |
Jan 11 2009, 05:14 AM
პოსტი
#389
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
neo
ციტატა არა არც თავს მანებებს და არც ამბობს თანხმობას მერყეობით უპირებს გოგო ამ გულს გახმობას არ გაბრაზდე ლამაზო ამ სიტყვებს რომ იხილავ თორე ისე გავქრები ვეღარასდროს მიხილავ biggrin.gif 2kiss.gif მოგიკვდი ეს რა დღეში ჩაუგდიხარ ა? რომელ ფილმშია? დაიწვას შენი დამწველიო თუ რაღაც ეგეთი? ეჰ -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
MARI-MARIKO |
Jan 18 2009, 03:27 AM
პოსტი
#390
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 178 რეგისტრ.: 16-October 08 წევრი № 5,814 |
გაიხარეთ ხალხნო!! რა ლამაზი ნახატია არა? ნეოს ფოტოზე ვამბობ! იმპრესიონისტული! თან წელიწადის 4დროა და გრმაა შინაარსით!! მაგარია! მადლობა!
|
iber |
Jan 19 2009, 12:14 AM
პოსტი
#391
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 349 რეგისტრ.: 19-November 08 მდებარ.: Tbilisi წევრი № 5,968 |
ერწო, რიწა უფის ცრემლო,ორი ცრემლი ამერს ერწო,იმერს რიწა. ელავს ბოროტების ცელი, გმინავს მაცხოვარის მიწა. სისხლის თქეშში აკვანივით გადაირწა,გადმოირწა, უფლის ცრემლი–ერწო, რიწა საქართველოს დედამიწა. მოდის მტერი,სახელს გვარქმევს მონათლულს და სახელიანს. თითქოს გუშინ დავიბადეთ თვალი ჯერ არ აგვხელია. მოდის ეშმა, თოვლის კაცი ეს რა ქარიშხლები ქრიან. დედა ხვთისას ნათლული ვარ, მე ხომ საქართველო მქვია ირაკლი ვაშაყმაძე 14. IX. 2004 г -------------------- კავკასია–ევრაზიის ოქროს კვეთაა
|
უჩა |
Jan 21 2009, 05:52 PM
პოსტი
#392
|
ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 |
iber
აუ ძალიან ულამაზესი ლექსია და ლამაზი სურათები. მაგრად მომეწონა. -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
mamakaci |
Jan 24 2009, 01:48 AM
პოსტი
#393
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 24-January 09 წევრი № 6,371 |
მაგარი ხარ მარიკოოოო.მიყვარხაააააააარ
|
MARI-MARIKO |
Jan 24 2009, 01:52 AM
პოსტი
#394
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 178 რეგისტრ.: 16-October 08 წევრი № 5,814 |
|
MARI-MARIKO |
Feb 15 2009, 09:29 PM
პოსტი
#395
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 178 რეგისტრ.: 16-October 08 წევრი № 5,814 |
ეტყობა პოეზიის ტალღა ჩაცხრა! თვლემს მუზა და სურვილი სხვებისაც შეავსონ გვერდი! მათ შორის ჩემიც ნეტა რატომ? ეეეეეჰ!!
მზის ჩასვლა იყო ვით ანარეკლი ძველი დიდების, ღრუბელთა შორის დაიმსხვრა ძეგლი პირამიდების მე მოვდიოდი ნანგრევზე ობლად, ობლად შენს გამო მწუხარედ ქროდა ციურთა სოფლად ჩვენი საღამო. ქარმა ვერცხლისფრად შემოსა ნელი ცის დასავალი ღრუბლებმა მაშინ გაშალეს ველი ვარსკვლავთ სავალი.(გალაქტიონი!) |
უჩა |
Feb 15 2009, 11:28 PM
პოსტი
#396
|
ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 |
MARI-MARIKO
საღოლ მარი შენი ფანი ვაააარ. გაიხარე. -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
MARI-MARIKO |
Feb 25 2009, 10:39 PM
პოსტი
#397
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 178 რეგისტრ.: 16-October 08 წევრი № 5,814 |
მე მენატრები, ო, რა ხანია დაგეძებ სხვებში, შენი ნაკვთები, შენი მზერა დამვიწყებია.. ო, რა ხანია აღარსად ჩანხარ ნეტავი რატომ? ჩემთან საუბრით ღამე თეთრად არ გითევია. ხედავ ნანატრ ზღვას? და ჩვენ ვართ ორნი, ზღვის ეულ ნაპირს მივყვებით ნაზი ჩურჩულით,თრთოლვით. მეწამულ ფერში გადაწყდა ეს მზეც და იცი რატომ? სევდამ დარია მასაც ხელი და წარსულს ნატრობს! უხმოდ იკვნესა არვის უთხრა მისი წუხილი, ისიც განიცდის?რას?- მარტოობას-და ისიც დარდობს......? ცრემლს არ განახებს მათ შეუერთებს ზღვის მლაშე ტალღებს კვლავ გაცოცხლდება და თავის უშრეტ სიცოცხლეს გასცემს. მანაც ვერ ჰპოვა დიდ სამყაროში მისი რჩეული ალბათ გაქარება გალაქტიკიდან ამით სნეული.... ეს პატარა ექსპრომტი ნაუცბათევი ამ ფოტოს! |
უჩა |
Feb 27 2009, 04:58 PM
პოსტი
#398
|
ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 |
წუთია წუთის ქვეყანა, წუთის წუთობით იწვება,
ზოგი ლხინსაა, თამაშსა, ზოგი უცეცხლოდ იწვება . . . :S -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
MARI-MARIKO |
Mar 1 2009, 02:54 AM
პოსტი
#399
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 178 რეგისტრ.: 16-October 08 წევრი № 5,814 |
გენაცვალე უჩააა! კარგი ადამიანი ხარ! ისე კი რას გაიგებ?ან ამ ცხოვრების და თითოული ჩვენგანის წვისა თუ სულის სიღრმეში დამალული ფსკერების? ზოგჯერ ხომ თავადაც არ ვიცით როდის რა და რა ძალით შეგვიძლია? ეს შენ!
|
MARI-MARIKO |
Apr 8 2009, 10:56 PM
პოსტი
#400
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 178 რეგისტრ.: 16-October 08 წევრი № 5,814 |
სად დფაიკარგეთ პოპეზიის მოყვარულნო!!? ეეეჰ დაღონდა ეს გვერდი! ახლი ლექსების გარეშე
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th April 2024 - 01:04 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი