IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ფორუმის გაუმჯობესების შესახებ
afxazi
პოსტი Jan 31 2011, 01:56 PM
პოსტი #1


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ყველას მინდა ვთხოვო, რომ იაქტიუროს და დააფიქსიროს საკუთარი შეხედულება ფორუმთან დაკავშირებით. თუ რა მოსწონს, რა არ მოსწონს, რისი გაკეთება შეიძლება და ა.შ.

მართალია არსებობს ასხვადასხვა თემა, სადაც გაბნეულად არის საუბარი მსგავს საკითხებზე, მაგრამ აჯობებს თუკი ერთ თემაში ვისაუბრებთ.

სამწუხარო თანდათან უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი პოსტავს ფორუმზე და ძირითადად ძველი დაწერილის წაკითხვით შემოიფარგლებიან. იყო ბევრი მითითებაც სიმკაცრეზე, სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანთა "შევიწროვებაზე"... მაგრამ საპირისპიროდ იყო ბრალდება თავისუფალი აზრის გამოხატვის შეზღუდვაზე.

ამ და სხვა საკითხებზე მინდა, რომ ვისაუბროთ და ერთად ვიმსჯელოთ რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ფორუმმა არ დაკარგოს თავისი ძირითადი დანიშნულება.

თქვენი აქტიურობის იმედი მაქვს.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მათველა
პოსტი Jan 31 2011, 02:32 PM
პოსტი #2


დაიგვიანე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 318
რეგისტრ.: 1-April 07
მდებარ.: მიმავალი , მიმავალი..
წევრი № 1,539



დავწერ აგერ:
ვფიქრობ ფორუმს რახანია ჭირდება ცვლილებები. ფორუმზე უნდა იყოს ჯანსაღი ხალხი და თემები, რომ ჩვეულებრივი მსჯელობა და საუბარი მიმდინარეობდეს საკითხის ირგვლივ და არ უნდა გიწევდეს უამრავი უაზრობის და სიბნელის წაკითხვა. ადამიანი რო შემოვა და წაიკითხავს თემას, რაღაც კარგი უნდა მიიღოს , თუმცა მგონი დამეთანხმებით, რომ ფორუმზე მრავლადაა უკუღმართი აზროვნების მქონე ადამიანის თემები და წერილები. რაღაც არასაჭირო პაექრობების წაკითხვაში ადამიანს ეხარჯება დრო და ძალები, და რისთვისაც შემოვიდა იმის გასაკეთებლად უკვე თავი აღარ აქვს ხოლმე...
თან კვლავდაკვლავ იხსნება არამართლმადიდებლური და მავნებლური თემები.. მგონი ამ მხრივ უნდა მოწესრიგდეს რამე.
მაგალითად უკუღმართად მოაზროვნე წევრებს რამე სახით შეეზღუდოთ (მაგალითად, ზოგიერთს შეეზღუდოს ნაწილობრივ,ანუ მის მიერ გახსნილი თემის გამოქვეყნებისათვის ჯერ ადმინისტრატორის "დასტური" იყოს საჭირო), ხოლო ზოგიერთს კი მე ვფიქრობ, საერთოდაც ბანი უნდა დაედოს;
თქვენ არვიცი, მარა შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს გულგრილად უყურებთ, რომ "მართლმადიდებლური" საიტის სახელის ქვეშ არის უამრავი
მწვალებლური და არამართლმადიდებლური თემები და პოსტები, თან მრავალი წევრი/ფორუმელი ისეთი ცრუ-შეჭმარიტების ნიღბითაა შენიღბული, რომ თითქოს იმ "სიმართლის" მარცვლებს ავრცელებს, რომლებსაც თითქოსდა მართლმადიდებლები არ ფლობენ, არადა ეს "სიმართლის" მარცვლები სინამდვილეში ღვარძლის მარცვლები, რომელსაც, კაცმა არ იცის, რამდენი ახალგაქრისტიანებული ადამიანი წაიკითხავს (რომელნიც ჯერ კიდევ კარგად არ არიან გაცნობიერებული ქრისტიანობაში) და ვინ იცის, რამდენი მათგანი ბრკოლდება და იწამლება ასეთი შხამით.


ნუ, მეორე მხარეს მდგომი ადამიანი (რომლებზეც ვსაუბრობ) მორიგ მზაკვრულ კითხვას დაგვისვამენ - რაო, კამათის გეშინიათო (ან რამე ამდაგვარს), მაგრამ საქმე იმაშია, რომ მსჯელობა სხვა რამ არის, მაგრამ დახელოვნებული ცინიკოსები და ინტრიგანები (და კიდევ ზოგიერთი სულით გაბოროტებული ადამიანი ეკლესიისადმი და ღვთისადმი) რო ხსნიან თემებს- ეგ არ არის მსჯელობა, არამედ შემოტევა ქრისტიანობისადმი, და ვერ ხედავთ ამას?
და ასეთი თემები მერე ვისთვის რჩება?

ვიცი რომ ისინი თავისუფალ აზრს ეძახიან ყველაფერს, და დაიწყებენ მერე, ეს რა არადემოკრატია არისო, გვიკრძალავენო და ა.შ.,
მაგრამ ისინი რას იტყვიან , ამის გამო იცვლით გადაწყვეტილებებს? იმათ სულ ხელები რომ დაუკოცნო, მაინც ვერ იტანენ მართლმადიდებლობას და რაღაზე დავობთ კიდევ. ეშმაკი(+მისი ნების აღმასრულებლები) რას იტყვიან, მაგაზე უნდა ვღელავდეთ? თუ ის უნდა გვაღელვებდეს, რომ ამ "ავტორიტეტულ" მართლმადიდებლურ ფორუმზე ჭეშმარიტების შეურაცხოფა და ქრისტიანული მოღძვრების გაუკუღმართება რომ ხდება? (საბრალო + გაუნათლებელი + ცილისმწამებელი + ქრისტიანობის წინააღმდეგ მიზანმიმართულად მებრძოლი ადამიანების მიერ)

ფორუმზე თემების და ნაწერების წაკითხვა ხომ ყველას შეუძლია (მტერსაც და მოყვარესაც, თუკი მართლაც პასუხების მიღება აინტერესებს) , მაგრამ რა საჭიროა მართლმადიდებლურ ფორუმზე უკუღმართი/შხამიანი თემების/პოსტები იხსნებოდეს და ასეთი ცუდი გარემო იყოს. "ლიბერალისტულმა" აზროვნებამ წალეკა მთელი ინტერნეტი , და აქ მაინც ხომ უნდა იქნეს დაცული სიმყუდროვე ცოტათი მაინც? (ჩემი აზრით საქმე იმაშია, რომ "იმათი" კრიტიკის ეშინია ზოგიერთ ადმინისტრატორებს, მაგრამ ნუთუ ასე გეშინიათ და გაგიჭირდებათ რომ დაასაბუთოთ, თუ რატომ ახდენთ ფორუმის დაცვას მავნე მიმართულებებისაგან?)


ამასთან- განყოფილებებში თემებიც ერთმანეთში არეულ-დარეულია. ნაწილი უაზრო და არასასარგებლო თემებია, ამიტომ კარგი იქნება თუ ახლავე ამოიშლება და გაიწმინდება არასაჭირო და მავნე თემები, და გამოჩნდეს კარგი და მნიშვნელოვანი თემები,თუნდაც დიდი ხნის წინ გახსნილი. ასევე ამოიშალოს უაზრო პოსტები , რომლითაც გაჟღენთილია საკვანძო და ძირითადი საჭირო თემები..(რამოდენიმე პასუხისმგებლიანმა პიროვნებამ ითავოს ეს საქმე, 2-3 დღეში მორჩებიან.).

ესაა ჩემი აზრი ..
( + ასეთ რამეს ვიზამდი:
ყველა, ვინც გაწევრიანდება (დარეგისტრირდება) ფორუმზე , პირველ შემოსვლაზე გამოუჩნდეს ფანჯარა, სადაც იქნება პატარა განცხადება, ამდაგვარი შინაარსის:

ძვირფასო წევრებო - რადგანაც ფორუმზე დაწერა და თემის გახსნა ყველასთვისაა ხელმისაწვდომი,
ამიტომ ფორუმზე ნახავთ მრავალი სახის და აზროვნების თემასა თუ ადამიანს, როგორც სასარგებლო, ასევე უსარგებლო თემებს.
რადგან არც არის სავალდებულო ყველაფრის წაკითხვა, ეცადეთ, რისი ნახვაც უფრო მეტად გინდათ,
ის საკითხები მოძებნოთ და დრო არ დახარჯოთ უსარგებლო წერილების კითხვაში. )


--------------------
თავიდან საკმაოდ "ვდრტვინავდი" გულში, რა ამბავია 7გზის ლოცვა მეთქი, ძნელია, ბევრი დრო უნდა თქო..
ახლა კი, სულ იმას ვამბობ -კიდევ კარგი, რომ ასეთი საშუალება არსებობს, რომელიც ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებას წყვეტს და ცხოვრებისეული ჩაძირულობიდან მუდმიდი გამოფხიზლება ხდება ყოველ სამ საათში ერთხელ.. ძალიან სასიხარულოა რომ ეს ლოცვები გაგვაჩნია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jan 31 2011, 02:39 PM
პოსტი #3


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ბევრია "დრომოჭმული" ღია თემები, რომლებიც კარგა ხნის წინ უნდა დახურულიყო.


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Jan 31 2011, 06:56 PM
პოსტი #4


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



მათველა
ზოგ რამეში ვერ დაგეთანხმები, კამათი ცუდი არაა, რატომ უნდა ავუკრძალოთ სხვა აღმსარებლობის ადამიანებს ფორუმზე პოსტვა?
იმიტომ რომ ისინი ჩვენ არ გვეთანხმებიან?
მაშინ შევიკრიბოთ რამდენიმე ადამიანი, ვისაც ერთნაირი რწმენა გვაქვს და ვუმტკიცოთ ერთმანეთს, ოღონდ რა?
ვის უფრო ღმრა რწმენა გვაქვს?
ჯანსაღი კამათი საჭირო კი არა ხშირ შემთხვევაში აუცილებელიცაა.

უკვე ვცადეთ ის რასაც შენ ამბობ, მაგრამ ხალხიც შემოაკლდა ფორუმს, წამკითხველიც და დამპოსტველიც.
თვეები ისე გადის ერთი საინტერესო თემაც არ იხსნება.
ერთფეროვნებაც უინტერესოა.

საწრმუნოების დაცინვის უფლება არავის უნდა მივცეთ, მაგრამ კამათიც სჭირდება ფორუმსაც და ჩვენც.
უკეთესად დავინახავთ სიმართლესაც და სიცრუესაც.

ikanosi
ციტატა
ბევრია "დრომოჭმული" ღია თემები, რომლებიც კარგა ხნის წინ უნდა დახურულიყო.

კი, შენთვის შეიძლება დრომოჭმულია, იმიტომ რომ წაიკითხე უკვე, მაგრამ ბევრი ახალი დარეგისტრირებულისთვის საინტერესოა და იქნებ სურდეს საკუთარი აზრიც დააფიქსიროს.
საინტერესო და საჭირო თემა დრომოჭმული არასოდეს იქნება. smile.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jan 31 2011, 07:03 PM
პოსტი #5


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ნაინა
ციტატა
კი, შენთვის შეიძლება დრომოჭმულია, იმიტომ რომ წაიკითხე უკვე, მაგრამ ბევრი ახალი დარეგისტრირებულისთვის საინტერესოა და იქნებ სურდეს საკუთარი აზრიც დააფიქსიროს.
საინტერესო და საჭირო თემა დრომოჭმული არასოდეს იქნება.

ძირითადად მოძღვრის განყოფილებაზე ვსაუბრობ, ზოგ კითხვაზე გაცემულია პასუხი და ის თემა ჯერაც ღიაა.


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jan 31 2011, 07:09 PM
პოსტი #6


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ikanosi

ციტატა
ძირითადად მოძღვრის განყოფილებაზე ვსაუბრობ, ზოგ კითხვაზე გაცემულია პასუხი და ის თემა ჯერაც ღიაა.


მოძღვრის განყოფილება ყველაზე დიდი პრობლემაა. იქნებ პირველ რიგში ზოგადი სიტუაცია გავაუმჯობესოთ და შემდეგ ამ განყოფილებასაც ეშველება.



--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მათველა
პოსტი Jan 31 2011, 11:08 PM
პოსტი #7


დაიგვიანე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 318
რეგისტრ.: 1-April 07
მდებარ.: მიმავალი , მიმავალი..
წევრი № 1,539



ნაინა
შენ სწორად ვერ გაიგე რაც დავწერე,კამათი სხვაა და ინტრიგა სხვა მეთქი.
პოსტვას კი ნუ დაუშლი თუ გინდა, მაგრამ აქვს საზღვარი ყველაფერს და გადახვევის დონეს, მით უმეტეს ამ ადგილას.


რაც შეეხება ძველ თემებს- ზოგი არასდროს მოძველდება, და ალბათ უნდა გამოიწმინდონ განყოფილებები- მგონი ძნელი არ იქნება,რამოდენიმემ რომ გააკეთოს.

ახლადდარეგისტრირებულებზე კონტროლს ვერ გაწევ,არ გამოვა ეგ ამბავი ალბათ, მარა უკეთესი ის იქნება- აქ თუ კარგი რამეები დახვდება და არა უაზრო თემები.
/////
ჩემი დის მოსაზრება:
"ეს ხომ მართლმადიდებლური ფორუმია? ჰოდა, იმის უფლებაც არ გვავქს, სხვებს არ მივცეთ აქ წერის ნება? დაიჩაგრნენ 'საწყლები' ? აქეთ რომ გვიწამლავენ ქვეყანას, ეგეც საკმარისია. გასაგიჟებელია პირდაპირ, ისე მიკვირს.
ძალიან მაინტერესებს, ჩვენს უფლებებს იცავენ სადმე? ვინმემ საკუთარ ფორუმზე რომ აგვიკრძალოს წერა, ვიტყვით, მათი ნება იყოო, და ჩვენ რა იყო, არაფრის უფლება არ გვაქვს? აქ საკამათოდ შემოვდივართ თუ სიყვარულისთვის?"


--------------------
თავიდან საკმაოდ "ვდრტვინავდი" გულში, რა ამბავია 7გზის ლოცვა მეთქი, ძნელია, ბევრი დრო უნდა თქო..
ახლა კი, სულ იმას ვამბობ -კიდევ კარგი, რომ ასეთი საშუალება არსებობს, რომელიც ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებას წყვეტს და ცხოვრებისეული ჩაძირულობიდან მუდმიდი გამოფხიზლება ხდება ყოველ სამ საათში ერთხელ.. ძალიან სასიხარულოა რომ ეს ლოცვები გაგვაჩნია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Feb 1 2011, 01:04 AM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



ჩემი აზრით:

ახალდარეგისტრირებულისათვის ყველა თემა ღიაა და ეს სახიფათოა, მამა ბიძინა იტყვის და არამარტო "I კლასის მოსწავლეს შესაბამისი მასალა უნდა მისცეო", შეიძლება მე ისეთი თემა ვნახო, რაც ჩემი ამჟამინდელი სულიერი მდგომარეობისას რაღაც შეუსაბამო (ვგულისხმობ "მაღალი კლასის" მასალას) წავიკითხო და დავბრკოლდე, ეჭვები გამიჩნდეს, გამიჩნდეს აზრებით თითქოს "ამას ვინ შესძლებს", "უი, რა რთული ყოფილა, "დავიღუპე ამას მე როგორ გავაკეთებ".

ამიტომ:

ვფიქრობ, ახალდარეგისტრირებულებს მათი ფორუმზე "მოღვაწეობის" შესაბამისად უნდა გაეხსნათ (გამოუჩნდეთ) განყოფილებები და მიეცეთ "ხელმწიფება" ამა-თუ-იმ, მათთვის "ახალადგახსნილ (გამოჩენილ) განყოფილებაში არსებული თემების დათვალიერებისა"

smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Feb 1 2011, 01:18 AM
პოსტი #9


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



აკაკი

და ვინ შეაფასებს, ახალდარეგისტრირებული რა სულიერ სიმაღლეზეა? smile.gif
ტესტი ხომ არ შევუდგინოთ fiqri.gif

რასაც მამა ბიძინა ამბობს სრული სიმართლეა, მაგრამ ვირტუალურ სამყაროში მაგის გაკონტროლება არარეალურია.

განყოფილებების გაწმენდაში გეთანხმებით. ერთიანი თემების გაქრობა არაა თითქოს რთული, აი თემების დასუფთავებაზე რა მოგახსენოთ, ზღვა სამუშაოა...


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Feb 1 2011, 01:20 AM
პოსტი #10


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



k@the
ციტატა
ერთიანი თემების გაქრობა არა თითქოს რთული, აი თემების დასუფთავებაზე რა მოგახსენოთ, ზღვა სამუშაოა...

დამატებითი მოდერატორები გჭირდებათ biggrin.gif



--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Feb 1 2011, 01:23 AM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



მემგონი არის რაღაც "მოდული" ანუ რაღაც სამართავი პროგრამა ფორუმისათვის რომელსაც ადამინსტრატორი ან მოდერატორი ფლობს და პოსტების შესაბამისად უფლებას აძლევს შევიდეს ამა-თუ-იმ განყოფილებაში.

აი მაგალითად ახლადდარეგისტრირებულს აქვს 20 ან მეტი თუნდაც 200 პოსტი, ის შევა იმ განყოფილებებში სადაც დაშვებულია 20 ან 200 პოსტიანთა შესვლა

ვისაც აქვს 700 პოსტი ის შევა შედარებით რთული ხასიათის თემაში (თუმცა აქ შეიძლება დარეგისტრირებულის განაცხადის შემთხვევაში დაიშვას მისი შეშვება სხვადასხვა დაფარულ თემებში).

ისე ადამიანის პოსტების შესაბამისად ჩანს მისი მონდომება და დაინეტერესებულობა სულიერებისადმი, ასევე კარგი იქნება თუ მოდერატორი საერთოდ დააკვირდება პოსტებს ხშირად, ახალდარეგისტრირებულებსაც და მათი მდგომარეობის (მიხვდებით რა მდგომარეობაზეც ვსაუბრობ) მიხედვით რაიმეს გაუკეთებს.

- მაგრამ რამდენად მოხერხდება ეს არ ვიცი, შესაძლოა ასეთი რამ არც არსებობდეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Feb 1 2011, 01:27 AM
პოსტი #12


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(ikanosi @ Jan 31 2011, 10:20 PM) *

k@the

დამატებითი მოდერატორები გჭირდებათ biggrin.gif


საკუთარ თავს სწირავ? biggrin.gif

ნეტა რათ გვინდა ამდენი მოდერები, რაც არიან/ვართ ყველა გასაყრელია, რას აკეთებენ რო... biggrin.gif biggrin.gif




აკაკი

ახალგაზრდავ, ამაოდმეტყველების რეკორდსმენები გინდა უფრო რთულ რელიგიურ თემებზე ასაუბრო და სიტყვაძუნწებს იმ განყოფილებას უმალავ? biggrin.gif მთავარი ხარისხიაო და არა რაოდენობა. რაღაც ასეთი მახსოვს smile.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Feb 1 2011, 01:34 AM
პოსტი #13


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



k@the
ციტატა
საკუთარ თავს სწირავ?

ნეტა რათ გვინდა ამდენი მოდერები, რაც არიან/ვართ ყველა გასაყრელია, რას აკეთებენ რო...

გოგოები რომ არიან უნეტესად მოდერები მაგის ბრალია ეგ biggrin.gif გულთბილნი ხართ ძალიან, ცოტა სიმკაცრე გაკლიათ biggrin.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Feb 1 2011, 02:12 AM
პოსტი #14


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



აკაკი
ციტატა
ვისაც აქვს 700 პოსტი ის შევა შედარებით რთული ხასიათის თემაში (თუმცა აქ შეიძლება დარეგისტრირებულის განაცხადის შემთხვევაში დაიშვას მისი შეშვება სხვადასხვა დაფარულ თემებში).

და რისთვის არეგისტრირებ აბა აქ ხალხს? მარტო გავუზიაროსთვის?
შემომსვლელი დადგება და დაელოდება სანამ 700 პოსტს არ დაწერს რომ მერე ცოტა სერიოზულ თემებში შესვლის უფლება მიიღოს?
ზოგი მაგდენ პოსტს ნახევარი წელი არ წერს.
განაცხადის მეშვეობით შეიძლება დავუშვათ უფრო ადრეცო,
ეგრე ყველა მოგწერს მაინტერესებს და შემიშვიო, რაღა აზრი აქვს ამ შეზღუდვას?


მათველა
ციტატა
"ეს ხომ მართლმადიდებლური ფორუმია? ჰოდა, იმის უფლებაც არ გვავქს, სხვებს არ მივცეთ აქ წერის ნება? დაიჩაგრნენ 'საწყლები' ? აქეთ რომ გვიწამლავენ ქვეყანას, ეგეც საკმარისია. გასაგიჟებელია პირდაპირ, ისე მიკვირს.
ძალიან მაინტერესებს, ჩვენს უფლებებს იცავენ სადმე? ვინმემ საკუთარი ინტერესების ფორუმზე რომ აგვიკრძალოს წერა, ვიტყვით, მათი ნება იყოო, და ჩვენ რა იყო, არაფრის უფლება არ გვაქვს? აქ საკამათოდ შემოვდივართ თუ სიყვარულისთვის?"

ასე რომ ვფიქრობთ იმიტომაცაა კარგად ჩვენი საქმე.
ეს სოციალური ქსელია გენაცვალე, ინტერნეტია და ასე ვერავის შეზღუდავ,
საკუთარი სახლი არაა რომ კარი მხოლოდ მას გაუღო ვინც გინდა შემოუშვა.
ფორუმს მართლმადიდებლური ჰქვია და არა მხოლოდ მართლმადიდებლებისათვის, თუნდაც ასე ერქვას, შემოსვლას ვერავის აუკრძალავ მანამ სანამ რამეს არ დააშავებს.
მგონი კარგად იცით რომ ვინც ლანძღვაზე გადავიდა როგორც მოვიდა ისე წავიდა ამ ფორუმიდან.
ასე რომ ეს გამოსავალი არაა.


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Feb 1 2011, 01:08 PM
პოსტი #15


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



k@the
ციტატა
ნეტა რათ გვინდა ამდენი მოდერები, რაც არიან/ვართ ყველა გასაყრელია, რას აკეთებენ რო...

+1

:DDD


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Feb 1 2011, 01:34 PM
პოსტი #16


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



რელიგიური ფორუმი რელიგიაში გაცნობიერებული კადრების გარეშე, ჩემი აზრით, ამ ეტაპზე და ამ საზოგადოებაში ვერ იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს.
მარტივად რომ ვთქვათ, ფეხბურთის მატჩს, ფეხბურთის მსაჯმა უნდა უხელმძღვანელოს...
გამოვა მაინც ასეთი, ნახევრად ლიბერალური, ნახევრად მართლმადიდებლური და ნახევრად კარგი, უარესს რომ ჯობია ისეთი.
ანუ ისევ ფეხბურთი რომ ავიღოთ, ეზოში ნათამაშებისნაირი გამოვა, შეიძლება ვიღაცა გაბრაზდეს გოლი რომ გაუტანე და გირტყას, თუმცა ამითვის კი თამაშობდით biggrin.gif

ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძLია გავაკეთოთ, ვინც მეტა ვიცნობთ უკვე აქ ერთმანეთს, არის მეტი შეხვედრა, მეტი აქცენტი რელიგიაზე, დავსხდებით მოდერები და იუზერებს ვთხოვთ ღმერთის ხსენებას, ჩვენ კიდევ გვეზარება ან საქმე გ ვაქვს, ასე არ გამოვა.
საერთოდ ინტერნეტი და ფორუმი ძალიან ნებლაგოდარნოე დელო-ა აკეთებ წვალობ, წერ და ჰაერში, დროს ხარჯავ თითქმის ტყუილად.
ამას ვინც მიხვდა, წავიდა და სხვაგან შრომობს. სადაც მეტად პროდუქტიულია მისი საქმე და სადაც საშვილიშვილოდ არ გადაეკიდება ვიღაც, იმის გამო, რომ რაღაც კონკრეტული მიმართულებით აზროვნებს.


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
benediqt
პოსტი Feb 1 2011, 04:06 PM
პოსტი #17


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 460
რეგისტრ.: 20-September 07
წევრი № 2,794



afxazi
ციტატა
ყველას მინდა ვთხოვო, რომ დააფიქსიროს საკუთარი შეხედულება ფორუმთან დაკავშირებით



ციტატა
რა არ მოსწონს, რისი გაკეთება შეიძლება



მე მგონი დროა, ფორუმი გახდეს დამოუკიდებელი, და არ იყოს კონკრეტული პირის ლოცვა-კურთხევაზე დამოკიდებული. ეს ფორუმს უფრო ლიბერალურს და თავისუფალს გახდის.
როცა პატრიარქის კურთხევა არ იქნება, შესაბამისად შესაძლებელი გახდება საპატრიარქოს, პატრიარქის, და წმ. სინოდის წევრებზე სხვა მხრივაც საუბარი, თუ რაში არ ვეთანხმებით მათ, რა არის შესაცვლელი მათი მხრიდან და ა.შ. ამჟამად ეს შეუძლებელია, და შესაბამისად მხოლოდ "ღმერთმა დიდხანს გვიმყოფოს ჩვენი პატრიარქი"-ს დონის თემებია აქტუალური.

ფორუმი მაშინ არის აქტიური, როცა განიხილება აქტუალური, პრობლემატური და ტაბუდადებული თემები.

რატომ არის აქტიური და საინტერესო ფორუმ.ჯი-ს რელიგიის განყოფილება? არც ერთ რელიგიურ თუ მართლმადიდებლურ ფორუმებზე არ განიხილება ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიც ფორუმ.ჯი-ს რელიგიის განყოფილებაში. რატომ აჯობა ფორუმ.ჯი-ს ერთმა განყოფილებამ ამხელა ფორუმებს?

იმით, რომ მეტია ეკუმენურობა და ლიბერალიზმი, თუმცა საკმაოდ მკაცრი მოდერი ჰყავს!


ეს პუნქტი რომ შეიცვალოს:

4. ფორუმი ექვემდებარება უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და მოქმედებს მისი კურთხევით.


და ამ პუნქტის მკაცრი ტონი რომ შერბილდეს ოდნავ:

ა) პატივი-სცეს მართლმადიდებლობას, მართლმადიდებელ ეკლესიას, მის პატრიარქებსა და სასულიერო იერარქიას.
ბ) იკრძალება მათ შესახებ ყოველგვარი დაუზუსტებელი, ცილისმწამებლური ინფორმაციის გამოქვეყნება, რომელმაც შეიძლება ჩრდილი მიაყენოს მათ სასულიერო მოღვაწეობას თუ პირად ღირსებას.



მგონი უკეთესი იქნება...


და კიდევ, არამართლმადიდებლებს გაუხსენით ერთი განყოფილება, სადაც ისინი შეძლებენ საკუთარი კონფესიის შესახებ აზრების გამოთქმას, ან გაიხსნას განყოფილება აპოლოგეტიკა


--------------------
აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა
ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ,
რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Feb 1 2011, 04:31 PM
პოსტი #18


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



benediqt16
ციტატა
რატომ აჯობა ფორუმ.ჯი-ს ერთმა განყოფილებამ ამხელა ფორუმებს?

რას ნიშნავს აჯობა?
რაში გამოიხატება ეს?


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Feb 1 2011, 04:38 PM
პოსტი #19


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



benediqt16

ციტატა
ან გაიხსნას განყოფილება აპოლოგეტიკა


ეხლა ეს მე მგონი ჩვენი ბრალი არაა, რომ ფორუმს კარგად არ ათვალიერებთ.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
benediqt
პოსტი Feb 1 2011, 05:08 PM
პოსტი #20


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 460
რეგისტრ.: 20-September 07
წევრი № 2,794



tamuna m
ციტატა
რას ნიშნავს აჯობა?
რაში გამოიხატება ეს?


ეს თავად უნდა ნახოთ ალბათ, იხილეთ და ფაქტი სახეზეა.



--------------------
აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა
ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ,
რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 03:34 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი