თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საეკლესიო ხელოვნება _ მოზაიკა

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Aug 14 2011, 12:34 PM

მოზაიკა, რომელსაც ღრმა ფესვები გააჩნია, გავრცელდა ქრისტიანულ ხელოვნებაში და დღემდე დაცულია ნამუშევრები, რომლებიც გამორჩეულია და აღგვაფრთოვანებს.


მოზაიკის ხელოვნების საყურადღებო ნიმუშები არის, მაგალითად სიცილიაზე.
ეს არის სიცილიის ქალაქ ჩეფალუს საკათედრო ტაძარი.
http://pix.ge/


ამ ტაძრის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავობა არის მოზაიკა. ის შესრულებულია როჟერ მეორის მიერ 1145 წელს მოწვეული ბიზანტიელი ოსტატების მიერ. არა მარტო ამ ტაძარში, ზოგადად იტალიის ხელოვნებაში ვხედავთ ბიზანტიელი ოსტატების გავლენას და ეს განსაკუთრებით ჩანს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, მათ შორის სიცილიაზე.

ჩეფალუს ტაძარში
http://pix.ge/

http://pix.ge/


ეს არის პალერმოში არსებული ტაძარი, მარტორანა.
http://pix.ge/

ეს კი ამ ტაძრის მოზაიკა

ხარება
http://pix.ge/

მთავარანგელოზი მიქაელი
http://pix.ge/

მთავარანგელოზი გაბრიელი
http://pix.ge/

მირქმა
http://pix.ge/

ღვთისმშობლის მიძინება
http://pix.ge/

შობა
http://pix.ge/



პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Aug 14 2011, 12:54 PM

უშესანიშნავესია girl_angel.gif

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Aug 14 2011, 01:05 PM

მარტორანას მოზაიკის სხვა ფრაგმენტები

მოწამეები ორესტე, ავქსენტი და იოანე
http://pix.ge/

მოციქულები პეტრე და ანდრია
http://pix.ge/

მოციქულები სიმონი და ბართლომე
http://pix.ge/

მოციქულები თომა და ფილიპე
http://pix.ge/

წმინდა იოაკიმე
http://pix.ge/

წმინდა ანა
http://pix.ge/

წმინდანები თეოდორე, მერკური და პროკოფი
http://pix.ge/

ღვთისმშობელი და გიორგი ანტიოქიელი
http://pix.ge/

ქრისტე გვირგივნით ამკობს როჟერ მეორეს
http://pix.ge/

პოსტის ავტორი: lasha_k თარიღი: Aug 14 2011, 05:28 PM

http://pix.ge/

გელათის მონასტერი : ღვთისმშლობლის ფრესკა შესრულებულია მოზაიკით

http://pix.ge/



პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Aug 14 2011, 05:31 PM

lasha_k

კარგია ლაშა. smile.gif

საქართველოში არსებული მოზაიკის ფოტოსურათები ინტერნეტში ნაკლებადაა. ეს კი ბიჭვინთის მოზაიკის ფრაგმენტი.

http://pix.ge/

დათარიღებულია მეხუთე საუკუნით. მიაგნეს მეოთხე საუკუნის ბაზილიკაში, ბიჭვინთის კონცხზე.

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Sep 8 2011, 12:30 AM

კონსტანტინოპოლის წმინდა სოფიოს ტაძრის მოზაიკა

ქრისტე პანტოკრატორი
http://pix.ge/

ღვთისმშობელი ყრმა იესოსთან ერთად
http://pix.ge/

იოანე ოქროპირი
http://pix.ge/

მთავარანგელოზი გაბრიელი
http://pix.ge/

იმპერატორი ალექსანდრე
http://pix.ge/

იმპერატორი ლეონ მეექვსე მუხლს იყრის ქრისტეს წინაშე
http://pix.ge/

კონსტანტინოპოლის დამაარსებელი კონსტანტინე დიდი და ტაძრის ამგები იმპერატორი იუსტინიანე
http://pix.ge/

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Sep 15 2011, 12:04 AM

იტალიის ქალაქი რავენა ფლობს დიდ კულტურულ მემკვიდრეობას. მოზაიკის ხელოვნება აქ მაღალ დონეზე იყო, რასაც მომწმობს ტაძრების შიდა მოწყობა.

მაგალითისთვის ავიღოთ თუნდაც წმინდა აპოლინარი ახალის ტაძარი, რომელიც თეოდორიხმა ააშენებინა მეხუთე-მეექვსე საუკუნეებში. მასში არსებული მოზაიკა თარიღდება მშენებლობის დასრულების წლებით.

ტაძარი
http://pix.ge/

ხელისუფლის გამოსახულება. წარწერის მიხედვით ეტყობა, რომ ეს იუსტინიანეს გამოსახულება უნდა იყოს, მაგრამ ზოგი ვარაუდობს, რომ თეოდორიხია
http://pix.ge/

პილატეს სამსჯავრო. პილატე ხელს იბანს
http://pix.ge/

ლაზარეს აღდგინება
http://pix.ge/

წმინდანნი და წინასწარმეტყველნი
http://pix.ge/

საშინელი სამსჯავრო. ქრისტე მარჯვნივ დააყენებს ცხვრებს, ხოლო მარცხნივ თხებს.
http://pix.ge/

გარღვეულის განკურნება
http://pix.ge/

ქრისტე პანტოკრატორი. შესანიშნავი მოზაიკა
http://pix.ge/

ღვთისმშობელი
http://pix.ge/

თეოდორიხის პალატები
http://pix.ge/







პურის გამრავლება
http://pix.ge/

სასწაულებრივი თევზჭერა
http://pix.ge/

საიდუმლო სერობა. თევზი, როგორც ევქარისტული სიმბოლო. თუ დავაკვირდებით, იქ ზის თერთმეტი მოციქული, იუდა არ უნდა იყოს იქ, როდესაც ევქარისტია აღესრულება.
http://pix.ge/

მენელსაცხებლე დედები ცარიელ აკლდამასთან.
http://pix.ge/

ქრისტე იუწყება პეტრეს უარყოფაზე.
http://pix.ge/

გზა გოლგოთასკენ
http://pix.ge/

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 15 2011, 12:19 AM

გეორგიოს!მოზაიკოსი ხარ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Sep 15 2011, 09:25 AM

A.V.M

ციტატა
გეორგიოს!მოზაიკოსი ხარ?

არა. smile.gif

ხელოვნება ჩემი სისუსტეა და მათ შორის მოზაიკაც. smile.gif

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Sep 15 2011, 09:50 AM

რავენაში თეოდორიხის დახმარებით აგებულია ასევე არიოზელთა ბაპტისტერიაც.

http://pix.ge/

აქ საყურადღებოა მოზაიკა, რომელიც ასახავს ნათლისღებას. საყურადღებოა, რომ აქ ქრისტე გამოსახულია სრულად შიშველი, რაც სავარაუდოდ მიანიშნებს არიოზელთა სწავლებაზე ქრისტეს ქმნადობის შესახებ. პერსონიფიცირებულია მდინარე იორდანე მოხუც კაცში. არიოზელთა სწავლება იმის შესახებ, რომ ნათლისღებისას შევიდა იესოში ღვთაებრივი საწყისი, ასახულია დეტალში, რომელშიც წყალი გადმოდის არა იოანეს ხელიდან, არამედ მტრედისგან.

http://pix.ge/

მოციქულთა პროცესია

http://pix.ge/

გამზადებული ტახტი
http://pix.ge/


რავენაში არის მეორე, მართლმადიდებლური ბაპტისტერია, ყველაზე ძველი შენარჩუნებული შენობა ქალაქში.
http://pix.ge/

ბაპტისტერიაში არის მოზაიკა, რომელიც ასევე ასახავს ნათლისღების სცენას. ცენტრში გამოსახულნი არიან იოანე და ქრისტე, ასევე მდინარე იორდანეს პერსონიფიკაცია - კაცი პირსახოცით. ცენტრის გარშემო გამოსახულნი არიან მოციქულები გვირგვინებით, რომლებიც იუწყებიან ზეციურ იერუსალიმზე.

http://pix.ge/

რავენას მთავარეპისკოპოსის კაპელაში გამოსახულია საკმაოდ იშვიათი სახეობა ქრისტეს გამოსახულების - მეომარი ქრისტე.
http://pix.ge/

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Sep 18 2011, 11:55 PM

რავენაში ყველაზე ადრეული მოზაიკა შემონახულია გალა პლაციდიას მავზოლეუმში, რომელიც დათარიღებულია მეხუთე საუკუნის მეორე მეოთხედით. აქ რომაული მხატვრული მემკვიდრეობა შეერწყა ქრისტიანობის მისწრაფებას ავსოლუტურობისკენ და ტრანსცენდენტურობისკენ, რამაც შექმნა შესანიშნავი ნიმუშები.


ეს ფრაგმენტი ასახავს ღამის ცას, მასზე გამოსახული ჯვარი ასახავს სიცოცხლის გამარჯვებას სიკვდილზე, მასში ნაგულისხმევი ქრისტე არის სიმართლის მზე, რომელსაც ბნელი ვერ ეწევა. ჯვრის დიდი ძელი მიმართულია აღმოსავლეთისკენ.
http://pix.ge/

აქ კი სიმბოლურად, ყვავილებითა და ვარსკვლავებით ასახულია სამოთხის ბაღი.
http://pix.ge/

მოციქულები
http://pix.ge/

ეს კი ცნობილი მოზაიკური ფრაგმენტი. ორი მტრედი შადრევნიდან სიცოცხლის წყალს სვამს. მტრედი, რომელიც ადრეული პერიოდიდან, კატაკომბებიდან გვხვდება სიმბოლურად სულის ნიშნად, მიგვითითებს, რომ სულები უკვდავების წყალს იღებენ.
http://pix.ge/

მწყემსი კეთილი.
განსხვავებით რომის კატაკომბებისგან, სადაც ქრისტე უბრალო სოფლის მწყემსივით არის გამოსახული, აქ იესო დიდებულია, ოქროსფერ კვართში და მოსასხამით. ხელში ჯვარი უჭირავს და მისი პოზა მისსავე ცენტრალურობას უსვამს ხაზს, ის ხედავს ყველა თავის ცხვარს, და ყველა ცხვარი მას ხედავს.
http://pix.ge/

წმინდა ლავრენტი, კოცონზე მიმავალი.
http://pix.ge/

ეს ძალზე ლამაზი ფრაგმენტი უკავშირდება ფსალმუნის ცნობილ ლექსს, სადაც საუბარია ირმების დაუოკებელ წყურვილზე, სიმბოლურად ეს უკავშირდება მორწმუნის დაუოკებელ მისწრაფებას სიცოცხლის წყაროსკენ - ქრისტესკენ.
http://pix.ge/

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Sep 26 2011, 03:28 PM

ვაჰ.. გამიხარდა ეს თემა ^^

მოზაიკა საინტერესო დარგია სახვითი ხელოვნების... გათვლილია შორიდან აღქმაზე..

იქნებ ცოტა რამ ტექნიკის ისტორიიდან დადოთ. მეც არ ვიცი და გავიგებდი ^^

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Sep 26 2011, 03:42 PM

ქევანა

ციტატა
იქნებ ცოტა რამ ტექნიკის ისტორიიდან დადოთ. მეც არ ვიცი და გავიგებდი ^^


მოკლედ აქ შეგიძლია გაეცნო

http://www.art-glazkov.ru/article/other/mozaika03.htm
http://www.mosaic.su/

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 4 2012, 12:05 AM

ამ თემის ავტორი სადაა არ იცით ვინმემ?

(ნომერი მაინც მითხარით...)

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Feb 11 2013, 03:17 PM

მაღალი დონის მოზაიკებია ჩემი აზრით...
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru


http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru
სმალტა-ფერადი გამჭვირვალე მინა, რომელსაც იყენებენ მოზაიკაში

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2013, 03:32 PM

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Feb 11 2013, 03:38 PM

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ეს წინა სამი არის აია სოფიას მოზაიკები

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2013, 03:39 PM

აია სოფია მეჩეთად უნდა გადაკეთდესო... sad.gif


ქეთ, კარგი თემა გაგვიხსენი a025.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Feb 11 2013, 04:27 PM

ციტატა(marine @ Feb 11 2013, 03:39 PM) *

აია სოფია მეჩეთად უნდა გადაკეთდესო... sad.gif

მეჩეთის კოშკები ხო უკვე დიდი ხანია აქვს და არ გადაკეთებულა ჯერ?



ეს კი გელათის მოზაიკებია, ქართული კედლის მხატვრობის ძეგლი (1125-1130), ამკობს გელათის ტაძრის საკურთხევლის აფსიდის კონქს. ძირითადად კარგად არის შენახული, დაზიანებულია მხოლოდ კომპოზიციის ქვედა ნაწილი. ჩამოცვენილი კენჭების ადგილი მოხატულია XVI საუკუნეში. მოზაიკისა და ტაძრის ფრესკების ამგვარი შერწყმა საქართველოში სხვაგან არსად არ გვხვდება. კომპოზიციის ცენტრში გამოსახულია ფეხზე მდგომი ღვთისმშობელი ჩვილით ხელში, აქეთ-იქით მთავარანგელოზები - გაბრიელი და მიქელი უდგანან, საკოსი და ლორონი აცვიათ, ცალ ხელში სფერო უჭირავთ, მეორეში - ლაბარუმი. ფიგურები გამოსახულია ოქროსფერ ფონზე. ღვთისმშობელს ჯვრებით დამშვენებული მუქი ლურჯი მაფორიუმი აცვია. სამოსის ნაოჭები მოშავო-ლურჯი ფერისაა და მუქი ტონები რბილად გადადის განათებული ნაწილებისაკენ. სახის კონტური მწვანე კენჭებით არის შემოწყობილი. წარბებისა და ცხვირის ჩრდილები ნუშის ფერია, წარბები და თვალის ჭრილი - შავი, მწვანე და რუხი კენჭებითაა შემოწერილი. ჩვილს ოქროს ქიტონი აცვია, ნაოჭები შესრულებულია აგურისფერი კენჭებით, ჰიმატიონიც ოქროსფერია. მისი სახე ღვთისმშობლის სახეზე უფრო მუქია, რაც კონტრასტს ქმნის ბრწყინვალე სამოსთან და მკავრ იერს ანიჭებს ჩვილს. მიქელ მთავარანგელოზს აცვია მწახე მწვანე ფერის საკოსი და ფერადი ქვებით მორთული, მდიდრულად მოქარგული ლორონი. გაბრიელ მთავარანგელოზის ტანსაცმელი შედარებით ერთფეროვანია. მჭიდროდ მოწყობილი ფერადი სმალტისა და ადგილობრივი კირქვის სხვადასხვა ზომის ოთხკუთხი კენჭებით. კომპოზიციის ყველა დეტალი, პლასტიკურიც და ფერადოვანიც გულმოდგინედ არის მოფიქრებული.

გელათის მოზაიკა დავით აღმაშენებლის ეპოქის მონუმტური ხელოვნების მაღალმხატვრული, დახვეწილი გემოვნებითა და ვირტუოზული ტექნიკით შესრულებული ნაწარმოებია.
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Feb 11 2013, 05:41 PM

აია სოფია როგორც მუზეუმი ისეა... დასათვალიერებლად.. არც მეჩეთი, არც ტაძარი.

ერთ ხატმწერს, რომელსაც ტაძარი უნდა მოეხატა, წინამძღვარმა სთხოვა იქნებ ღვთისმშობელი კონქის მოხატულობაზე ლურჯ ფერებში დახატოვო, როგორც კანკელის ხატებიაო.. მან უარი უთხრა და რომელიღაც მსოფლიო კრების კანონი გადმოუდო, რომ არ შეიძლება ღვთისმშობლის გამოსახვა ლურჯ ფერებშიო, არამედ შიგნით ლურჯი და გარეთ წითელიო... ასეც დახატა... და მე მიჩნდება კითხვა ახლა... შეხედეთ აია სოფიას მოზაიკებს, შევხედოთ თუნდაც გელათის კონქის მოზაიკას, განა სულ ლურჯ ფერებში არ არის? რა, მათ არ იცოდნენ? (თუ არის ასეთი კანონი ეგეც საკითხავია.. არც მგონია რომ იყოს)... თუ უფრო მეტად მორწმუნენი და ერთგულნი არ იყვნენ თავიანთი სარწმუნოებისა?

არ შეიძლება ხატმწერმა ასე შეიბოჭო თავი და მოექცე ჩარჩოებში, ხატწერა არავის ბოჭავს, კანონიკა არ არის ჩარჩოები, მასში რომ იკეტებოდეს ხატმწერი. მაგრამ დღესდღეობით ეს შებოჭილობა ნამდვილად არის. და ამის გამო გარეშე ადამიანებს ექმნებათ შთაბეჭდილება, რომ, აი, ხატწერა თურმე ბოჭავს ადამიანს, ხელოვანს და არ აძლევს შემოქმედებისათვის გასაქანს... მოდი დავათვალიეროთ ძველი ფრესკები, მაკედონიაში, კვიპროსზე, საბერძნეთში და რაღა თქმა უნდა საქართველოში... დღეს რომ მსგავსი განვითარებით დაიწყოს ვინმემ მუშაობა (რა თქმა უნდა, ბაზისი აუცილებელია, აქამდე რომ მიხვიდე)ალბათ თითებს გაიშვერენ და იტყვიან - აი.. აი, ეს ხიბლშია... ხიბლშია... კანონიკას არ იცავს. არაკანონიკურია! და ა.შ. ეს ყველაფერი მასწავლებლებზეა დამოკიდებული. გარდა იმისა, რომ ხატწმერს ხატვას ასწავლი, ხატის დაწერას პრაქტიკულად.. ასევე უნდა ასწავლო აზროვნება ამ საკითხში.. რომ არც მასწავლებლის ხელი დაეტყოს საბოლოოდ მომავალ ხატმწერს (პირველ ეტაპებზე ეს ასეც უნდა იყოს), არამედ თავისს მიაგნოს, რაღაც შეიტანოს და ამავდროულად არ დაკარგოს ის, რაც ყველაში უნდა იყოს.

მგონი სათქმელი გადმოვეცი.

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Feb 11 2013, 06:36 PM

აკაკი
კი გასაგებია რასაც ამბობ, რომ არ ქონოდათ საკუთარი ინტერპრეტაცია იმ ძველ ხატმწერებს არც გვექნებოდა ისეთი შესანიშნავი ნიმუშები როგორებიც შემოგვრჩა. მაგალითად სვანური და ა.შ. ღვთისმშობლის გამოსახულება ადრეულ საუკუნეებში ასევე გვხვდება როგორც დედოფალი, გვირგვინით და თეთრი შესამოსელით.. ასევე ყვავილებით მორთულიც. მესამე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე დადგინდა ღვთისმშობლის იკონოგრაფია (ნუ მართალია ეს გელათის ფრესკებამდე მოხდა მე_5 საუკუნეში), რომლის მიხედვითაც გამოისახება ის მეწამული მაფორიუმით და ლურჯი სტოლით. იმაში გეთანხმები რომ რაღაც ინტერპრეტაცია უნდა გავუკეთოთ, მაგრამ დადგენილი კანონები მაინც უნდა დავიცვათ. ყველაფერ მაგას ხომ თავის დანიშნულება აქვს და მაგიტომ. ასე რომ არ დაეცვათ კანონიკა დღევანდელი ხატწერის ადგილას ჩემი აზრით მივიღებდით რაფაელის მსგავს სანტა მარიებს... და სულ გადასხვაფერებულ გამოსახულებებს, ყველას რომ თავის ჭკუაზე დაეხატა....

გელათის მოზაიკები მგონია რომ აია სოფიას მიხედვით არის გაკეთებული, იმიტომაც დავდე ერთად და აია სოფია კი იმ საეკლესიო კრებამდეა აშენებული, მე4 საუკუნეში.

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Feb 11 2013, 07:09 PM

როგორც ვიცი, საიდანღაც ჩამოიყვანეს და გელათი მათს მოზაიკები მათი ნამუშევარია, ალბათ ბერძნების.. მთავარია რომ ლურჯ ფერებშია. ეს რომ არაკანონიკური ყოფილიყო თვითონ მოზაიკოსები არ დაუშვებდნენ ასე გამოსახვას და არც ქართველები.

და აგერ XI საუკუნის ტაძარია თურქეტის ტერიტორიაზე, აქაც არის ლურჯ ფერებში. http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/0/00/HSX_Mary_genealogy.jpg

კანონიკის დაცვა ცხადია აუცილებელია, მის გარეშე ხატად არც იწოდება ნამუშევარი, მაგრამ კანონიკა არავის ბოჭავს, რაც ბევრს ასე ესმის დღეს. ბევრ რამეზე ამბობენ დღეს არაკანონიკურიაო.. და ჯერ გაირკვეს რა არის კანონიკა, რას ნიშნავს კანონიკური.

ეს მგონი XII http://a.pix.ge:81/q/4kb6o.jpg

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Feb 11 2013, 07:37 PM

აკაკი
მაგაში გეთანხმები რომ კანონიკა რაღაც შებოჭვა არაა. მინახავს ისეთი ხატები ზუსტად რომ არის გადაწერილი, მაგრამ არანაირ ემოციას რომ არ იწვევს... მაგას ჯობია საკუთარი სული ჩააქსოვო ხატწერის დროს რა თქმა უნდა.
რაც შეეხება ღვთისმშობლის ლურჯ სამოსს მაგას ამ დღეებში აუცილებლად გავარკვევ ხელოვნებათმცოდნეებთან და გეტყვი მათ აზრს. მეც ძალიან დამაინტერესა.

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Feb 11 2013, 11:45 PM

კი, აშკარაა რომ არის და არაერთი, მემგონია უამრავი... ეს ხომ რამდენიმე იყო რაც აქ ვნახეთ.

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Feb 12 2013, 12:06 AM

აკაკი

ციტატა
მან უარი უთხრა და რომელიღაც მსოფლიო კრების კანონი გადმოუდო,

მეშვიდეზე არ იყო ხატმებრძოლეობის შესახებ?
ვა, დამაინტერესა.
ასეთ წვრილმანებს განიხილავდნენ?
ზუსტად ახლა ვიწყებ კრებების შესაწვლას და ვნახო ერთი

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Feb 12 2013, 12:23 AM

tamuna m
ხო ნიკეის მსოფ. საეკლესიო კრებაზე აღადგინეს ხატთაყვანისცემა, მაგრამ ღვთისმშობლის იკონოგრაფია ეფესოს კრებაზე დადგინდა ეგ ნამდვილად ვიცი.

პ.ს. უკვე მივწერე ერთ ხელოვნებათმცოდნეს და ვნახოთ რა პასუხს გამცემს აბა.

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Feb 12 2013, 12:44 AM

ციტატა
ასეთ წვრილმანებს განიხილავდნენ?


ამ სიტყვებით გამოხატე ის, რაც მე ვიგრძენი იმ ხატმწერის სიტყვების შემდეგ.

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Feb 12 2013, 09:09 AM

ჩემი აზრით კი სჭირდება წვრილმანების განხილვაც, იმიტომ რომ ხატწერა ერთგვარი ღვთისმეტყველებაა და ყველაფერი სწორად უნდა გამოისახოს. არ ვამბობ რომ თვალი მაინცდამაინც ისე დახატო, ან ფრჩხილი, მაგრამ ძირითადი მიმართულებები უნდა დავიცვათ, აბა როგორ....

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Feb 13 2013, 12:19 AM

აკაკი
გუშინდელ წერილზე მივიღე პასუხი, ამასაც თავისი ახსნა ჰქონია და არაა კანონიკის დარღვევა. ვაკოპირებ პირდაპირ:
არის შემთხვევები, როცა სამოსის ფერი იცვლება შეგნებულად. მაგ. თეოფანიურ დღესასწაულებში (ფერისცვალება, ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა, ამაღლება, მიძინება) იესო ქრისტე თეთრ-სპეტაკ ან ღია ფერის სამოსით გამოისახება. ”ლაზარეს აღდგინებაში” უფალი ღმრთეებრივი ბუნებით ახდენს სასწაულს _4 დღის მკვდარს აცოცხლებს და ამიტომ ზოგჯერ ლაზარობის ხატზე მას ლურჯი სამოსი მოსავს. ასეა
გელათის და აია სოფიას მოზაიკებზეც _ დედა ღვთისას ლურჯი სამოსით ხაზგასმულია, რომ მან ღმერთი, ზეციური მეუფე შვა და თვითონაც განიღმრთო ამ მისიის აღსრულების შედეგად...

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Feb 13 2013, 04:52 PM

http://www.radikal.ru
სან ვიტალეს მოზაიკა. რავენა. იტალია. თარიღდება მე-6 საუკუნით.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 13 2013, 06:58 PM

ციტატა(qetevano @ Feb 13 2013, 04:52 PM) *

http://www.radikal.ru
სან ვიტალეს მოზაიკა. რავენა. იტალია. თარიღდება მე-6 საუკუნით.

მაგარია...

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Feb 14 2013, 12:15 AM

http://www.radikal.ru
ესეც იგივე ტაძრის მოზაიკა

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Feb 14 2013, 12:29 AM

ისე, ამ თემასთან არ აჯობებს შეერთება?
მაგრამ რომელ განყოფილებაში დავტოვოთ? tongue.gif
http://church.ge/index.php?showtopic=9092

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 14 2013, 12:30 AM

tamuna m
შეაერთე.
რაც შეეხება განყოფილებას-ქალურ ინტუიციას მიენდე.
biggrin.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Feb 14 2013, 12:31 AM

უი იქ რა ამბებია. არადა რამდენი ვსერჩე სანამ გავხსნიდი ამას. შეაერთე ან გადმოაერთე აქეთ. საეკლესიო ხელოვნება არაა აბა რაა

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Feb 14 2013, 12:33 AM

qetevano
ორივე საეკლსეიო კუთხით ვითარდება, მაგრამ მოზაიკა მართო ქრისტიანულ ხელოვნებაში ხო არ გვხვდება.
დავწერე იქ, სადაც საჭიროა და თუ გამოიმეტებენ, ხომ კარგი smile.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Feb 14 2013, 12:36 AM

ციტატა(tamuna m @ Feb 14 2013, 12:33 AM) *

ორივე საეკლსეიო კუთხით ვითარდება, მაგრამ მოზაიკა მართო ქრისტიანულ ხელოვნებაში ხო არ გვხვდება.

ხოოო მე საეკლესიო კუთხით მინდოდა წამეყვანა. თან განხილვაც მომწონს მერე დეტალების...
ვნახოთ აბა

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Feb 15 2013, 02:52 PM

http://www.radikal.ru
ესეც რავენის სან ვიტალეს მოზაიკა.

როგორც ხედავთ მაცხოვარი უწვერული ჭაბუკის სახითაა გამოსახული. სულ წითელ სამოსში.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2022, 09:19 PM

"ცნობილია, რომ კიევის სოფიის ტაძრის მოზაიკით შემკობაში ქართველი ოსტატებიც მონაწილეობდნენ საკუთარი მასალით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2022, 03:15 PM

"ხელოვნების ძეგლთა მნიშვნელოვან ჯგუფს ქმნიან მოზაიკები. ფრიად საინტერესო სიმბოლიკაა წარმოდგენილი ბიჭვინთის იატაკის მოზაიკურ მოხატულებაში, რომელსაც V-VI სს. ათარიღებენ. საინტერესოა ფრინველების, ცხოველების გამოსახულებანი, ირმები, ძროხა ხბოთი, "სიცოცხლის შადრევანი" და სხვ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 6 2022, 05:00 PM

"ძალისის ძველი ქალაქის ნაგებობანი მაღალმხატვრული მოზაიკებით იყო დამშვენებული. ერთ-ერთი აბანოს იატაკზე შემორჩენილია ნაირფერი კენჭებით შედგენილი მცენარეული ორნამენტი, თევზის, დელფინის თავისა და ნიჟარის გამოსახულებანი. აღმოჩენილია მონუმენტური მოზაიკური იატაკიც, რომელიც სასახლის ერთ-ერთ დარბაზში,როგორც ფიქრობენ - სანადიმო დარბაზში, ე.წ. ტრიკლინიუმში - ყოფილა დაგებული. სამწუხაროდ, მოზაიკა ჩვენამდე ძალზე დაზიანებული სახითაა მოღწეული. ძირითადი გამოსახულებებისათვის განკუთვნილი მოზაიკის ცენტრალური ნაწილი წაგრძელებულ სწორკუთხედებსა და კვადრატებში მოთავსებული მცენარეული და გეომეტრიული სახეებითაა მოჩარჩოებული. ცენტრალურ კვადრატში გამოსახულნი არიან (თანმხლები განმარტებითი ბერძნული წარწერებით) ტახტზე მჯდომარე დიონისე და არიადნე და აგრეთვე მათი მუდმივი თანამგზავრები (სალამურიანი პანი, მოცეკვავე მენადა, გრძელ სამოსში გამოწყობილი ქალები, შესაძლოა მუზები), ცხოველები (ავაზა) და სხვადასხვა ნივთები (სამფეხა მაგიდა, იონოხოია, კანთაროსი), აგრეთვე ყურძნის მტევნები და სურო. ამ გამოსახულებათა ირგვლივ ოთ კვადრატში წარმოდგენილი არის ფიგურები, რომელნიც წლის სხვადახვა დროს განასახიერებდნენ: ფრთოსანი ჭაბუკი, რომელსაც ცალ ხელში ხილით სავსე კალათი უკავია, ხოლო მეორეში - ფიალა, განასახიერებდა შემოდგომას; ქალი, რომელსაც ხელში თასი უკავია, - ზამთარს; კიდევ ერთი ფრთოსანი ჭაბუკი ხორბლის თავთავებით ზაფხულის ალეგორიას წარმოადგენდა, ხოლო მეორე, რომელსაც მცენარის ღეროები და თავთავები უკავია - გაზაფხულს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 18 2023, 01:53 PM

"ბიზანტიურ ხელოვნებაში, როგორც წესი, ღვთისმშობელი გადმოცემულია ფრონტალურად, მკაცრი რელიგიურ-დოგმატური გაგებით. გელათის საკურთხევლის მოზაიკაში კი, ღვთისმშობლის მარჯვნივ მობრუნებით, პირველად და გაბედულად დარღვეულია ეს ბიზანტიური ტრადიცია.

გელათის საკურთხევლის მოზაიკის ღვთისმშობლის პირისახის ნაკვთები საგრძნობლად განსხვავებულია ბიზანტიური ძეგლების ასეთივე საკურთხევლის ღვთისმშობლისაგან.

გელათის ქართულ ღვთისმშობელს საგრძნობლად მოგრძო პირისახე აქვს, თვალის ჭრილი გრძელი, თხელი ცხვირი თითქოს მოღუნული, გამოყვანილი ტუჩები. მარიამი ქართველი ქალის ნაციონალურ ნიშნებს ატარებს.

ბიზანტიურ მოზაიკაში, თითქმის ყველა დროის ძეგლში, ღვთისმშობელს აქვს ერთნაირი დამახასიათებელი პირისახე. ოვალური სახის მოყვანილობა, გრძელი, ოდნავ მოღუნული ცხვირი და ა.შ.

ქართველი ხელოვანის მიერ შესრულებული გელათის მოზაიკა სრულიად ორიგინალური მხატვრული ძეგლია. აქვე აღსანიშნავია, რომ გელათის მოზაიკაში კენჭების წყობა უფრო მჭიდროა, ვიდრე კონსტანტინოპოლის ცნობილი სოფიის ტაძარში. ღვთისმშობლის ეკლესიის კედლის მხატვრული გაფორმება შესანიშნავია იმითაც, რომ მოზაიკასთან შერწმულია ფრესკაც, ხოლო ასეთი ერთიანობა არ იცის ბიზანტიურმა მხედველობამ".

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)