თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საეკლესიო სამართალი _ აბორტის კანონით აკრძალვა გამოსავალია?

პოსტის ავტორი: lutecia თარიღი: Jun 2 2010, 12:02 PM

გამარჯობათ, ალბათ ყველამ იცით რომ აბორტი უმძიმესი ციდვაა რომ აგარაფერი ვთქვათ მის მორალურად მძიმე მხარეზე... აბორტი (აბორტუს) ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტას. იგი მსოფლიოს 193 ქვეყნიდან 119 ქვეყანაშია ლეგალიზებული. მათ შორის აშშ-ი, კანადაში, შვეიცარიაში, ავსტრიაში, ჩინეთში, რუსეთსა და ასევე საქართველოშიც. აბორტის ლეგალიზაცია გულისხმობს, რომ იგი ნებადართულია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. (საქართველოში ეს შემთხვევები დადგენილია ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონით).ამ შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია მხოლოდ ორსული ქალის სიცოცხლე და ჯანმრთელობა და სამართლებრივი დაცვის მიღმა რჩება ჩანასახის სიცოცხლე...

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 136-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება დამოუკიდებლად განსაზღვროს შვილების რაოდენობა და დაბადების დრო. სახელმწიფოს პრიორიტეტული ამოცანაა ქალის ჯანმრთელობის დაცვა აბორტების შემცირების გზით (მ139.პ.1). ორსულობის ნებაყოფლობით შეწყვეტა ნებადართულია მხოლოდ ლიცენზირებული ექიმის მიერ, თუ ა) ორსულობის ხანგძლივობა არ აღემატება თორმეტ კვირას და ბ) ორსულს სამედიცინო დაწესებულებაში ჩაუტარდა წინასწარი გასაუბრება და გასაუბრებიდან გასულია 3 დღის მოსაფიქრებელი ვადა. ამასთან გასაუბრების დროს ექიმი ვალდებულია უპირატესობა მიანიჭოს ნაყოფის სიცოცხლის დაცვას და ყველანაირად შეეცადოს დაარწმუნოს ქალი ნაყოფის შენარჩუნების აუცილებლობაში. თუმცა ყველა შემთხვევაში “არჩევანი დედის პრეროგატივაა.”

ბიბლიაში სიტყვა „აბორტი“ ან მისი სინონიმი არ გვხვდება, მაგრამ ამ დამღუპველ მოვლენასთან დაკავშირებით ჩვენ სრულიად ნათელი დასკვნების გამოტანა შეგვიძლია,ქვემოთ მოცემული ბიბლიური ციტატებიდან.

ბიბლიაში სრულიად ცხადად და არაორაზროვნად განცხადებულია, რომ ადამიანის სიცოცხლე იწყება არა დაბადების წამიდან, არამედ მისი ჩასახვიდან: „ასე ამბობს უფალი, შენი შემქმნელი და დედის საშოში შენი გამომსახველი, რომელიც შეგეწევა შენ“ (ესაია 44, 2). „რამეთუ შენ დაჰბადენ თირკუმელნი ჩემნი და შემიწყნარე მე დედის მუცლით ჩემითგან. აღგიარო შენ, რამეთუ საშინელად საკვირველ იქმენ; საკვირველ არიან საქმენი შენნი, და სულმანცა ჩემმან უწყის ფრიად“ (ფსალმ. 138, 13-14). „ვიდრე მუცელში გამოგსახავდი, გამოგარჩიე; ვიდრე საშოდან გამოხვიდოდი წმიდა გყავი, ხალხების ქადაგად დაგადგინე“ (იერემია 1, 5).

„...უფალმა მუცლიდან მომიწოდა, დედის წიაღიდან ახსენა ჩემი სახელი... ახლა ამბობს უფალი, მუცლიდანვე ჩემი გამომსახველი თავის მორჩილად...“ (ისაია 49, 1-5).

მოციქული პავლე ამბობს: „...ღმერთმან, რომელმან გამომირჩია მე დედის მუცლით ჩემითგან და მიწოდა მე მადლითა მისითა“ (გალატ. 1, 15).

„განა ვინც მე შემქმნა მუცელში, მანვე არ შექმნა იგი? განა ერთმა არ გამოგვსახა საშოში?“ (იობი 31, 15).

მიუხედავად იმასა,რომ აბორტი დიდი ცოდვაა იგი არა არის დასჯადი კანონით გარკვეული გარემოებების არსებობისას. თქვენი აზრით, შეამცირებს თუ არა ამ დიდ ცოდვას კანონის გამკაცრება. რას დაუმატებდით ან რას შეცვლიდით დღეს მოქმედ კანონში.ან საერთოდ თუ მიიჩნევთ აბორტს ცოდვად?


მიმაგრებული სურათ(ებ)ი
მიმაგრებული სურათი

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: Jun 2 2010, 12:05 PM

ციტატა
მიუხედავად იმასა,რომ აბორტი დიდი ცოდვაა იგი არა არის დასჯადი კანონით გარკვეული გარემოებების არსებობისას. თქვენი აზრით, შეამცირებს თუ არა ამ დიდ ცოდვას კანონის გამკაცრება. რას დაუმატებდით ან რას შეცვლიდით დღეს მოქმედ კანონში.ან საერთოდ თუ მიიჩნევთ აბორტს ცოდვად?

მეც მაინტერესებს...კანონით როგორაა განსაზღვრული

პოსტის ავტორი: lutecia თარიღი: Jun 2 2010, 12:13 PM

kinoteli,

ციტატა
მეც მაინტერესებს...კანონით როგორაა განსაზღვრული


ზემოთ წერია როგორაა კანონით

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jun 2 2010, 12:18 PM

lutecia


ლუტეცია, მესმის რომე ს ძალიან მძიმე და ყველასთვის მტკივნეული თემაა, მაგრამ როგორც წესი თემებ ვხსნით მათი შინაარსის მიხედვით, შესაბამის განყოფილებასI.

არ მგონია აბორტი ღვთისმეტყველება იყოს. იმედია, მოვა მოდერი და დაგვახემარება, ანუ გადაიტას ამ თემას შესაბამის განყოფილებაში. შენ კი გთხოვ, სხვა დროს გაითვალისინე თემის გახსნის დროს, კარგი?



პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: Jun 2 2010, 12:19 PM

ციტატა(lutecia @ Jun 2 2010, 12:13 PM) *

kinoteli,

ზემოთ წერია როგორაა კანონით

თუ აღემატება 12 კვირას მერე როგორია კანონი

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jun 2 2010, 12:22 PM

http://church.ge/index.php?s=&showtopic=590&view=findpost&p=30303

ესეც ნახეთ. მსგავსი თემები არსებობს ფორუმზე.

პოსტის ავტორი: lutecia თარიღი: Jun 2 2010, 12:40 PM


ციტატა
ესეც ნახეთ. მსგავსი თემები არსებობს ფორუმზე.

ვიცი ეგ თემა მსგავსია მაგრამ არა იდენტური,


ციტატა
იმედია, მოვა მოდერი და დაგვახემარება, ანუ გადაიტას ამ თემას შესაბამის განყოფილებაში.


მოდერს მეც ვთხოვ გადამიტანოს ეს თემა სხვა განყოფილებაში შემეშალა


ციტატა
თუ აღემატება 12 კვირას მერე როგორია კანონი


როგორია და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: Jun 2 2010, 12:42 PM

ციტატა
როგორია და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება

როგორც მკვლელობა?

პოსტის ავტორი: lutecia თარიღი: Jun 2 2010, 01:00 PM

ციტატა
როგორც მკვლელობა?

არა, მკვლელეობა სხვა მუხლით კვალიფიცირდება, აბორტი სხვა.
წმინდა სახის მკვლელობა არ არის სისიხლის სამართალში ცალკე მუხლადაა

პოსტის ავტორი: death თარიღი: Jun 2 2010, 01:25 PM

ციტატა
აბორტის კანონით აკრძალვა გამოსავალია?


პირადად მე მიმიფურთხებია ყველა იმ კანონისთვის, რომელიც ადამიანის კვლის ლეგალიზაციას ახდენს... ადამიანი არის ცენტრალური არსება დედამიწაზე, როგორც რელიგიური ისევე არარელიგიური კუთხით, ხოლო ვიღაცის კომფორტისთვის სხვისი გაწირვა ეს არა ადამიანურობაა. ეს საკითხი პირადად ჩემთვის განეკუთხვნება იმ კატეგორიას, სადაც კომპრომისი დაუშვებელია...

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: Jun 2 2010, 01:27 PM

ციტატა
პირადად მე მიმიფურთხებია ყველა იმ კანონისთვის, რომელიც ადამიანის კვლის ლეგალიზაციას ახდენს... ადამიანი არის ცენტრალური არსება ამ საყაროში, როგორც რელიგიური ისევე არარელიგიური კუთხით, ხოლო ვიღაცის კომფორტისთვის სხვისი გაწირვა ეს არა ადამიანურობაა. ეს საკითხი პირადად ჩემთვის განეკუთხვნება იმ კატეგორიას, სადაც კომპრომისი დაუშვებელია...

გეთანხმები.......მაგრამ ვისთვისაც ის ახლადჩასახული ადამიანი არაა ჯერ ადამიანი ვერ გააგებინებ შენ აზრს

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jun 2 2010, 02:02 PM

ციტატა(kinoteli @ Jun 2 2010, 01:27 PM) *

გეთანხმები.......მაგრამ ვისთვისაც ის ახლადჩასახული ადამიანი არაა ჯერ ადამიანი ვერ გააგებინებ შენ აზრს


რა სიბნელეა ბლინ.
წარმართი ასტროლოგებიც კი, ადამიანის პირად ჰოროსკოპს, დაბადების კი არა, ჩასახვის დღიდან ადგენენ.


პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: Jun 2 2010, 02:04 PM

ციტატა(terra @ Jun 2 2010, 02:02 PM) *

რა სიბნელეა ბლინ.
წარმართი ასტროლოგებიც კი, ადამიანის პირად ჰოროსკოპს, დაბადების კი არა, ჩასახვის დღიდან ადგენენ.

ეხ სიბნელე რომაა ეგ არს პრობლემა თორემ sad.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jun 2 2010, 03:20 PM

http://church.ge/index.php?s=&showtopic=5402&view=findpost&p=427362

ესეც ნახეთ, ტქვენც და მოდერმაც.

პოსტის ავტორი: lutecia თარიღი: Jun 2 2010, 04:47 PM

გეთანხმებით მაგრამ არის შემთხვევები,როდესაც ქალი არ არის ქორწინებაში და ისე ხდება ბავშვის ჩასახვა.ამ ამბის გახმაურებამ და მითუმატეს ბავშვის გაჩენამ შეიძლება დაანგრიოს მისი ცხოვრება.თქვენ კარგად იცით ქართველების მენტალიტეტი რომ საზოგადოება ცუდად იღებს ქორწინების გარეშე გაჩენილ ბავშვს,დასცინის მას...
ქალითვისაც მძიმეა ეს..მას ხომ ნაკლები შანსი რჩება ცხოვრებაში სასურველი მამკაცის პოვნის,არც მამაკაცებს უნდათ ასეთი ცოლი..
და ქალი რჩება მარტო,რადგან მშობლები ხშირად სახლიდან აგდებენ ასეთ შვილებს...მოკლედ ამ სიტუაციაში ქალი ყოველთვის მარტო რჩება და სხვა გამოსავალი აღარ აქვს.ის ამ დროს მხოლოდ იმაზე ფიქრობს როგორ გათავისუფლდეს ამ ნაყოფისგან.
მე ვთვლი რომ ამ მხრივ ჯერ საზოგადოების მიდგომაა შესაცვლელი და შემდეგ კანონმდებლობაც რა თქმა უნდა.
სახელმწიფო უნდა უქმნიდეს გარანტიებს ასეთ ქალებს რომ ისინი ღია ცის ქვეშ არ დარჩებიან თავის ბავშვთან ერთად.ქალი უნდა გრძნობდეს ამ დროს რომ მარტო არ არის და მისი შეცდომა გამოსწორებადია.

დღესდღეობით აბორტის უმტავრესი მიზეზი მატერიალური სადუხჭირეა.. ყველა მშობელს უნდა რომ მის შვილს არაფერი მოაკლდეს და 2-ზე მეტი ბავშვის რჩენა მათთვის ძნელია

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jun 2 2010, 06:15 PM

აბორტი უნდა აიკრძალოს სახელმწიფო დონეზე კანონმდებლობით. რაც უფრო დაუახლოვდება სახელმწიფო კანონები მცნებებს, მით უკეთესი იქნება მისთვის.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jun 2 2010, 06:17 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Jun 2 2010, 03:20 PM) *

http://church.ge/index.php?s=&showtopic=5402&view=findpost&p=427362

ესეც ნახეთ, ტქვენც და მოდერმაც.



ეს ნახეთ, სესაერთებელია მგონი.

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Jun 2 2010, 06:57 PM

ციტატა(lingvo @ Jun 2 2010, 06:15 PM) *

აბორტი უნდა აიკრძალოს სახელმწიფო დონზეზე კანონმდებლობით. რაც უფრო დაუახლოვდება სახელმწიფო კანონები მცნებებს, მით უკეთესი იქნება მისთვის.



lingvo აბორტი ცუდია მარა კანონით აკრძალვა მემგონი ზედმეტია,დაზღვეული არასასურველი ფეხმძიმობისგან არავინარაა ელემენტალურად თავისდასაცავი საშუალებებიც ამქვეყანაში უხარისხოა,და ძალიან ბევრი ქალი ორსულდება თავისურვილის გარეშე და ყველა კაცი კიდე კაცი ვერაა და რაქნან ამ მარტოხელა დედებმა ? ამ ქვეყანაში სადაც მარტოხელა დედას არანაირი ხელშეწყობა არააქვს?

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jun 2 2010, 06:58 PM

.zakaria.
მკვლელობა რატომ იკრძალება მაგ ლოგიკით თუ მივყვებით? აბორტი იგივე მკვლელობაა.

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Jun 2 2010, 07:01 PM

ციტატა(lingvo @ Jun 2 2010, 06:58 PM) *

.zakaria.
მკვლელობა რატომ იკრძალება მაგ ლოგიკით თუ მივყვებით? აბორტი იგივე მკვლელობაა.

ძამიკო რატომ არგინდა გაიგო რომ ამქვეყანასი სადაც ასეთი გაჭირვებაა და სადაც მამაკაცები ორსულ ქალებს ტოვებენ,იქ არშეიძლება კანონით აიკრძალოს აბორტი, აი დაგიორსულდა შენ ქალი ხდება ყველაფერი და არუნდა იმ ქალს რომ შენი შვილის დედა იყოს ,რა არააქ უფლება აბორტის?

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jun 2 2010, 07:09 PM

ციტატა
რა არააქ უფლება აბორტის?
ამის უფლება არავის აქვს. ეს მკვლელობას გათანაბრებული ცოდვაა.

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Jun 2 2010, 07:17 PM

ციტატა(lingvo @ Jun 2 2010, 07:09 PM) *

ამის უფლება არავის აქვს. ეს მკვლელობას გათანაბრებული ცოდვაა.

მეარგეკამათები რომ ცოდვა არაა,ცოდვაა კი ნამდვილად,მაგრამ აბორტის კანონით საქართველოში აკრძალვა ამ ეტაპზე მიმაჩნია არასწორედ. ელემენტალურად ვიღაცას შეიძლება საერთოდ ცოდვათაც კიარმიაჩნდეს აბორტი და ვერავუკრძალავთ ჩვენ მას ვერაფერს.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 2 2010, 07:44 PM

ზოგს არც ტრანსპორტში გვერდით მჯდომის მობილურის ხელს გაყოლება არ მიაჩნია ცოდვად და არც ეგ იყოს აკრძალული? smile.gif)
ზოგიერთების მორალური და ზნეობრივი ღირებულებების მიხედვით არ დგება ქვეყნის კანონმდებლობა.

პოსტის ავტორი: fiore თარიღი: Jun 2 2010, 07:54 PM

.zakaria.

ციტატა
დაგიორსულდა შენ ქალი ხდება ყველაფერი და არუნდა იმ ქალს რომ შენი შვილის დედა იყოს ,რა არააქ უფლება აბორტის?

და გართობის გამო ადამიანის სიცოცხლე რატო უნდა შეიწირონ?

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jun 2 2010, 08:19 PM

ციტატა(.zakaria. @ Jun 2 2010, 07:01 PM) *

რა არააქ უფლება აბორტის?


დანიელი ბუდისტი ოლე ნიუდალი ამბობს: „ჩვენ არ უნდა გვეცოდებოდეს პატარა გოგონა, რომელიც საკუთარმა ბიძამ გააუპატიურა, რადგან წინა ცხოვრებაში თვით იგიც (გოგონა) ანალოგიურად მოიქცაო“.

რაღაც ამგვარზე დაყრდნობით, ხო?

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Jun 2 2010, 09:14 PM

ციტატა(k@the @ Jun 2 2010, 07:44 PM) *


ზოგიერთების მორალური და ზნეობრივი ღირებულებების მიხედვით არ დგება ქვეყნის კანონმდებლობა.

და არც რელიგიური ფანატების და ავადმყოფების smile.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jun 2 2010, 09:17 PM

.zakaria.

ციტატა
და არც რელიგიური ფანატების და ავადმყოფების

რა რელიგურ ფანატიზმზეა საუბარი? blink.gif
აბორტი და ფანატიზმი?

პოსტის ავტორი: A.v.B თარიღი: Jun 2 2010, 09:50 PM

აბორტი უნდა ისჯებოდეს კანონით... სანამ ლოგინში კოტრიალს დაიწყებენ მანამდე უნდა იფიქრონ...გამოსავალს კი ადვილად ნახულობენ ხოლმე... აბორტი რომ კანონით შეიზღუდოს მგონი კარგი იქნება და უფრო წინდახედულნი იქნებიან...

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 2 2010, 10:05 PM

ციტატა(.zakaria. @ Jun 2 2010, 07:14 PM) *

და არც რელიგიური ფანატების და ავადმყოფების smile.gif


ცხადია არა.
თუმცა, ამ შემთხვევასთან თქვენი კომენტარი კავშირში არ არის.
ნებისმიერი შეგნებული, თუნდაც არარელიგიური ადამიანი ხვდება ამ საქციელის საშინელებას.
"მოხდა და დაფეხმძიმდა" და "შემომეფეხმძიმა" - არაა არგუმენტი. ერთადერთი დედისათვის რეალური სიცოცხლის საშიშროება მგონია საკმარის საფუძვლად, თუმცა, მანდაც დედის გადასაწყვეტი უნდა იყოს ალბათ.

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Jun 2 2010, 11:08 PM

აბორტს ვერაფერი ამართლებს. უნდა აიკრძალოს.

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jun 2 2010, 11:40 PM

ციტატა(terra @ Jun 2 2010, 08:19 PM) *

დანიელი ბუდისტი ოლე ნიუდალი ამბობს: „ჩვენ არ უნდა გვეცოდებოდეს პატარა გოგონა, რომელიც საკუთარმა ბიძამ გააუპატიურა, რადგან წინა ცხოვრებაში თვით იგიც (გოგონა) ანალოგიურად მოიქცაო“.

რაღაც ამგვარზე დაყრდნობით, ხო?


ზაქარია, გიმეორებ შეკითხვას.


პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jun 3 2010, 12:03 AM

მე მგონი რეიგანის სიტყვებია , აბორტის ყველა მომხრემ მოასწრო დაბადებაო biggrin.gif

ამ თემას გავაერთიანებ ამ თემასთან

http://church.ge/index.php?s=&showtopic=5402&view=findpost&p=427362

ეცადეთ, არ გააოფოთ smile.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jun 3 2010, 12:04 AM

ციტატა
აბორტის კანონით აკრძალვა გამოსავალია?


არა

ეს ვერაფერს შეცვლის, ჩემი აზრით

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Jun 3 2010, 12:13 AM

ა ნ უ კ ა

ციტატა
არა

ეს ვერაფერს შეცვლის, ჩემი აზრით


აბორტს მაინც გაიკეთებენ რა თქმა უნდა მაგრამ ვინც გააკეთებს მოხვდება ლაყუჩებში.

გამოსავალი არის ცათა სასუფევლის დამყარება.

მეორედ მოსვლამდე მოგვიწევს მოთმენა smile.gif

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Jun 3 2010, 03:22 PM

ციტატა(.zakaria. @ Jun 2 2010, 07:01 PM) *

ძამიკო რატომ არგინდა გაიგო რომ ამქვეყანასი სადაც ასეთი გაჭირვებაა და სადაც მამაკაცები ორსულ ქალებს ტოვებენ,იქ არშეიძლება კანონით აიკრძალოს აბორტი, აი დაგიორსულდა შენ ქალი ხდება ყველაფერი და არუნდა იმ ქალს რომ შენი შვილის დედა იყოს ,რა არააქ უფლება აბორტის?

კარგი რაა გაჭირვება არის მიზეზი,კანონები და ლეგალიზაცია ან აკრძალვა არაფერს შეცვლის,დამოკიდებულების შეცვლაა საჭირო თავებში და ტვინებში გვიჭირს ჩვენ,რას მიქვია დაგეგმილი ბავშვი? მერე რა რომ ვერ ხედავ ცოდო არაა მოსაკლავად რომ, გაიმეტო,მარტო იმიტომ რომ მშობელი დაუდევრად იქცევა? მე გული მიკვდება,

ციტატა
დაზღვეული არასასურველი ფეხმძიმობისგან არავინარაა ელემენტალურად თავისდასაცავი საშუალებებიც ამქვეყანაში უხარისხოა,და ძალიან ბევრი ქალი ორსულდება თავისურვილის გარეშე და ყველა კაცი კიდე კაცი ვერაა და რაქნან ამ მარტოხელა დედებმა ? ამ ქვეყანაში სადაც მარტოხელა დედას არანაირი ხელშეწყობა არააქვს?

ის ბავსვები წეროებს არ მოყავთ tongue.gif biggrin.gif
ეეჰ.. sad.gif რა ვიცი რა ვიცი,მე ღმერთის მეშინია და ჩემს შვილებს მოსაკლავად ვერ გავიმეტებ...

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Jun 3 2010, 03:30 PM

ციტატა(terra @ Jun 2 2010, 11:40 PM) *

ზაქარია, გიმეორებ შეკითხვას.

რა შეკითხვას მიმეორებ? და თან არცაგრცხვენია,რა ბუდა და მსგავს რარაცეებზე დაყრდნობა))) სხვა რამე მაინც გეკითხა ,რაშვები როგორხარო? )))
შენ ერთადერთი ადამიანი ხარ აქ ვინც მე ბავშვობიდან მიცნობს და რაშეკითხვებს მისვავ??)))

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jun 3 2010, 04:51 PM

ციტატა(.zakaria. @ Jun 3 2010, 03:30 PM) *

რა შეკითხვას მიმეორებ? და თან არცაგრცხვენია,რა ბუდა და მსგავს რარაცეებზე დაყრდნობა))) სხვა რამე მაინც გეკითხა ,რაშვები როგორხარო? )))
შენ ერთადერთი ადამიანი ხარ აქ ვინც მე ბავშვობიდან მიცნობს და რაშეკითხვებს მისვავ??)))


ადამიანი ხუმრობის ხასიათზე რომ არის, ზოგადად პოზიტიურია, მაგრამ აქ, ამ შემთხვევაში,
შენი ასეთი განწყობა და ვერბალური გამოხატულება, უადგილოცაა და არასერიოზულიც.

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Jun 3 2010, 05:03 PM

ციტატა(terra @ Jun 3 2010, 04:51 PM) *

ადამიანი ხუმრობის ხასიათზე რომ არის, ზოგადად პოზიტიურია, მაგრამ აქ, ამ შემთხვევაში,
შენი ასეთი განწყობა და ვერბალური გამოხატულება, უადგილოცაა და არასერიოზულიც.

შენი ნახვა გამიხარდა ,რეებს წერ? რაარი უადგილო? ))) გ.ზ არხარ?

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jun 3 2010, 05:15 PM

ესეიგი რაც ცოდვაა არ უნდა აიკრძალოს კანონით? ეს ამხელს სახელმწიფოს, რომ ცოდვას აკანონებს.

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Jun 3 2010, 05:23 PM

ციტატა(lingvo @ Jun 3 2010, 05:15 PM) *

ესეიგი რაც ცოდვაა არ უნდა აიკრძალოს კანონით? ეს ამხელს სახელმწიფოს, რომ ცოდვას აკანონებს.

მეგობარო მემგონი ცაში ხარ და ჩამოდი გთხოვ, სექსიც ცოდვაა და აკრძალე კანონით და დააწესე ადმისტრაციული ჯარიმა 500ლარი ან პატიმრობა 30 დღე,განმეორებითზე სისხლისამართალი იყოს უკვე ,ჯარიმა 2500ლარი ან 6 თვე ციხე,მესამედ უკვე თავისუფლების აღკვეთა უვადო პატიმრობა)))))) გამოფხიზლდი მეგობარო რეებს წერ?
ამ ფორუმზე რაარის აგიჟებთ ხაალხს? ბავშვობის მეგობარმა აგერ კინაღამ მცემა პორუმზე)))

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jun 3 2010, 06:07 PM

ციტატა
სექსიც ცოდვაა და აკრძალე კანონით

ოპ, არასწორი ფორმულირება biggrin.gif

ცოდვა გარყვნილებაა yes.gif

თორე გამრავლების ფუნქცია არაა ცოდვა

აბა,სხვაგვარად ღმერთი ქორწილსაც არ დაუშვებდა biggrin.gif
ან იტყოდნენ, რომ იმის მაგივრად, ნებადართულია გავმრავლდეთ ე.წ. პიპეტკით yes.gif

რახან ამ უკანასკნელს არ ამბობენ (ანუ ეკლესია არ უწევს პროპაგანდას), ზნაჩიტცა რა გამოდის ჩემო ზაქარა? (ეხ, რა სახელი აგიღია, ეხ ეხ..)

თუ რამე არასწორად ავუხსენი, თეოლოგიის მამებო ჩამქოლეთ laugh.gif

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Jun 3 2010, 06:13 PM

ციტატა(ქევანა @ Jun 3 2010, 06:07 PM) *

ოპ, არასწორი ფორმულირება biggrin.gif

ცოდვა გარყვნილებაა yes.gif

თორე გამრავლების ფუნქცია არაა ცოდვა

აბა,სხვაგვარად ღმერთი ქორწილსაც არ დაუშვებდა biggrin.gif
ან იტყოდნენ, რომ იმის მაგივრად, ნებადართულია გავმრავლდეთ ე.წ. პიპეტკით yes.gif

რახან ამ უკანასკნელს არ ამბობენ (ანუ ეკლესია არ უწევს პროპაგანდას), ზნაჩიტცა რა გამოდის ჩემო ზაქარა? (ეხ, რა სახელი აგიღია, ეხ ეხ..)

თუ რამე არასწორად ავუხსენი, თეოლოგიის მამებო ჩამქოლეთ laugh.gif

ქევან რამე სრომ ვწერ უკვე ვიცი რომ უნდა მიაცხრე და გააკრიტიკო))) რაიყო რაგჭირს? არშეილება ერთი პოსტი მაინც გაატარო ჩემი უკომენტაროდ? ))))) მე დავწერე ის რაც ცოდვად მიიცნევა,მაშინ დავწერდი გამრავლების აქტს ჯვარდაწერილებს შორის და რათუნდოდა ამას ამდენი კომენტარები სენი მხრიდან? იმშვიდე ქევან )) ცოტახანი მაინც )))

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jun 3 2010, 06:21 PM

ნუ ინტრიგობ და პროვოკატორობ მაშინ biggrin.gif

და მისხალ-მისხალ დამითვალე კომენტარები yes.gif

მოვითხოვ!

(მეც დავითვლი და მერე შევადაროთ)

პ.ს.

ციტატა
მე დავწერე ის რაც ცოდვად მიიცნევა

არაფერიც არ დაგიწერია, არც იცი რა არის ცოდვა, ტერმინებიც გერევა

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Jun 3 2010, 06:25 PM

.zakaria.
ქევანა
ვაიმე რა ხდება აქ? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ქეეთ სუფთა ეგრე გამოგდის რაა "დამმორჩილდი ახალგაზრდა დამმორჩილდი ჩაგაბარებ კაცი გამოხვალ " (მხ.ფილმი "მხიარული რომანი") laugh.gif laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jun 3 2010, 06:37 PM

izi-bartki
არაფერიც არ ხდება biggrin.gif

აღელდა ცოტა ზაქარა... არადა იმ შეხვედრაზე არც ეტყობოდა ასეთი ფიცხი თუ იყო smile.gif

ეხლა ეს კაცი მაიძულებს მე, ისევ გადავხედო მამათა გამონათქვამებს მრუშობის საკითხებზე.

ჰმ, ზოგჯერ ასეთი "წაკინკლავებასაც" მოაქვს კარგი biggrin.gif

აჰა, აგერ, წმინდა წერილი მრუშობის შესახებ:
http://www.orthodoxy.ge/tsodva_satnoeba/mrushoba.htm

იმედია იცის მრუშობა რაცაა laugh.gif

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Jun 3 2010, 06:43 PM

ციტატა(ქევანა @ Jun 3 2010, 06:37 PM) *

izi-bartki
არაფერიც არ ხდება biggrin.gif

აღელდა ცოტა ზაქარა... არადა იმ შეხვედრაზე არც ეტყობოდა ასეთი ფიცხი თუ იყო smile.gif

ეხლა ეს კაცი მაიძულებს მე, ისევ გადავხედო მამათა გამონათქვამებს მრუშობის საკითხებზე.

ჰმ, ზოგჯერ ასეთი "წაკინკლავებასაც" მოაქვს კარგი biggrin.gif

აჰა, აგერ, წმინდა წერილი მრუშობის შესახებ:
http://www.orthodoxy.ge/tsodva_satnoeba/mrushoba.htm

იმედია იცის მრუშობა რაცაა laugh.gif

ქევან მემგონი პირიქით შენხარ ზაან აღელვებული ზედმეტადაჩ ,თორე მე რაამაღელვებს? არა არვიცი ქევან მრუშობა რაარი და იქნებ შენ მასწავლო? თუ რატქმაუნდა შენ იცი)))

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jun 3 2010, 09:01 PM

.zakaria.

ციტატა
მეგობარო მემგონი ცაში ხარ და ჩამოდი გთხოვ, სექსიც ცოდვაა და აკრძალე კანონით და დააწესე ადმისტრაციული ჯარიმა 500ლარი ან პატიმრობა 30 დღე,განმეორებითზე სისხლისამართალი იყოს უკვე ,ჯარიმა 2500ლარი ან 6 თვე ციხე,მესამედ უკვე თავისუფლების აღკვეთა უვადო პატიმრობა)))))) გამოფხიზლდი მეგობარო რეებს წერ?



ვაი!

რას ამბობ ზაქრია, ცოცხალი ადამიანის მკვლელობა, თუნდაც ის მილიმეტრების იყოს, სხვა რამეს სეედრება???

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Jun 3 2010, 11:25 PM

ციტატა(.zakaria. @ Jun 2 2010, 06:57 PM) *

lingvo აბორტი ცუდია მარა კანონით აკრძალვა მემგონი ზედმეტია,დაზღვეული არასასურველი ფეხმძიმობისგან არავინარაა ელემენტალურად თავისდასაცავი საშუალებებიც ამქვეყანაში უხარისხოა,და ძალიან ბევრი ქალი ორსულდება თავისურვილის გარეშე და ყველა კაცი კიდე კაცი ვერაა და რაქნან ამ მარტოხელა დედებმა ? ამ ქვეყანაში სადაც მარტოხელა დედას არანაირი ხელშეწყობა არააქვს?

კანონით აკრძავლა ზედმეტია.
სანამ მანდამდე მივალთ ჯერ მარტოხელა დედების პრობლემები უნდა მოვაგვაროთ.და არა მარტო ეს პრობლემები.
სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მატ კეთილდღეობაზე.და თუ ეს არ ხდება,რა დროს აბორტის აკრძალვაზეა ჯერ საუბარი?
ლოზუნგების სროლა კარგია,მაგრამ როგორც ყოველთვის საფუძველი არ აქვს ემოციურ,გნებავთ ფანატიკურ დონეზე წამოსროლილ ლოზუნგებს და ხშირად წმინდანობისკენ სწრაფვაში გვამხელს უბრალოდ,გაიდეალურებსკენ სწრაფვაში გვამხელს და რამდენადაც უსაფუძვლოა ეს ლოზუნგები იმდენად მშრალი,ანალიზის გარეშე და მოწოდებითია.

პოსტის ავტორი: lutecia თარიღი: Jun 4 2010, 01:06 AM

ციტატა
lingvo აბორტი ცუდია მარა კანონით აკრძალვა მემგონი ზედმეტია,დაზღვეული არასასურველი ფეხმძიმობისგან არავინარაა ელემენტალურად თავისდასაცავი საშუალებებიც ამქვეყანაში უხარისხოა,და ძალიან ბევრი ქალი ორსულდება თავისურვილის გარეშე და ყველა კაცი კიდე კაცი ვერაა და რაქნან ამ მარტოხელა დედებმა ? ამ ქვეყანაში სადაც მარტოხელა დედას არანაირი ხელშეწყობა არააქვს?

აბსოლუტურად გეთანხმები,სრული აკრძალვა არაა გამოსავალი იმიტომ რომ არალეგალურად იგი მაინც იარსებებს

პოსტის ავტორი: lutecia თარიღი: Jun 4 2010, 01:22 AM

ციტატა
აბორტი უნდა ისჯებოდეს კანონით... სანამ ლოგინში კოტრიალს დაიწყებენ მანამდე უნდა იფიქრონ...გამოსავალს კი ადვილად ნახულობენ ხოლმე... აბორტი რომ კანონით შეიზღუდოს მგონი კარგი იქნება და უფრო წინდახედულნი იქნებიან...

არ ვეთანხმები ამ აზრს.არასასურველი ორსულობა ყოველთვის იქნება და ყოველთვის ყველა წინდახედულობას ვერ გამოიჩენს...აბორტი კანონით ვერ აიკრძალება იმიტომ რომ ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში ეს უფლება აღიარებული და დაცულია საერთაშორისო კონვენციებით რომელსაც საქართველო მიერთებულია და ამ კონვენციების საწეინააღმდეგო დებულებებს კანონში ვერ ჩაწერს...
კონვენციებით პირველ რიგში დაცულია დედის ჯანმრთელობა ამაზეა უმთავრესი აქცენტი.
და მაინც რომ ავკრძალოთ აბორტი უკანონოდ იგი მაინც იქნება და გაცილებით ცუდი შედეგების მომტანი...იქნებიან ექიმები ვინც ამას გარკვეულ საფასურად გააკეთებენ არა სავადმყოფოში არამედ მის გარეთ,უფრო ცუდ პირობებში.ამით კი დამიჯერეთ დიდ საფრთხეში ჩააგდებენ ქალის ჯანმრთელობას

სხვათაშორის იმდღეს ვკითხულობდი ნეტში და მომეწონა ეს სტატია.მინდა თქვენც გაგიზიაროთ,კომენტარებს ნუ დაიშურებთ)))
აი, განცხადება:
"იტალიის ჩრდილოეთით მდებარე ლომბარდიის ადმინისტრაციული რეგიონის ხელისუფლება იმ ფეხმძიმე ქალბატონებს, რომლებიც უარს იტყვიან აბორტის გაკეთებაზე 5 ათას ევროს გადაუხდის.

იდეის ავტორი ლომბარდიის გუბერნატორი რობერტო ფორმიგონია. მას მიაჩნია, რომ ეკონომიკურმა სიდუხჭირემ ქალს აბორტის გაკეთება არ უნდა აიძულოს.

დახმარების მისაღებად ლომბარდიის მკვიდრ ქალბატონებს იმის დასაბუთება მოუწევთ, რომ ისინი ნამდვილად რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფებიან. თუმცა ისინი მთელი თანხის ერთბაშად მიღებას ვერ შეძლებენ: ფულს მათ ნაწილ-ნაწილ (თვეში 250 ევრო) გადაურიცხავენ.

ამ მიზნით ლომბარდიაში უკვე დაარსდა ფონდი, რომლისთვისაც რეგიონის ბიუჯეტიდან 5 მლნ ევრო გამოიყო. "




მემგონი სწორი კურსია ხომ?

პრობლემას რეალისტურად უნდა მივუდგეთ და არა მხოლოდ პირადი აზრით და ემოციებით

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Jun 4 2010, 09:31 AM

კიი გასაგებია და სადღაც მართალიცაა, აკრზალვა ზოგჯერ უარესია ხოლმე ,უბრალოდ ჩვენს გონებაშია შესაცვლელი და გადასაფასებელი რაღაცეები,როცა რამე გვტკივა და გვაწუხებს,ექიიმიდან ექომთან დავრბივართ,ოპერაციებს ვიკეთებთ,უბრალო განაკაწრზეც კი ხომ შეგვიძლია მთელი დღე გაუთავებლად ვიწუწუნოთ? ქვეყან შევყაროთ,გვტკივა ,გვაწუხებს,რა დააშავა იმ პატარამ ცოცხლად რომ ჩეხავენ?რა ქვია ამ საქციელს? იმას არ სტკივა?ვერარ ვიპოვნე თორემ დავდებდი იმ ვიდეოს,ოპერაციის დროს როგორ იკუმშება ნაყოფი და იბრძვის,სიცოცლისთვის რომ აიცილოს თავიდან ქირურგიული იარაღი.

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Jun 4 2010, 06:26 PM

ვფიქრობ მნიშვნელოვნად შეამცირებს აბორტის ფაქტებს კანონით დასჯადობა. თუმცა ეს გამოსავალი არ არის.

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jun 4 2010, 06:59 PM

ციტატა(neo @ Jun 4 2010, 06:26 PM) *

ვფიქრობ მნიშვნელოვნად შეამცირებს აბორტის ფაქტებს კანონით დასჯადობა. თუმცა ეს გამოსავალი არ არის.


მეც ასე მგონია.
კანონით დაშვებული მკვლელობა ამაზრზენი და საშინელია.
თუმცა არის მეორე საკითხიც : კანონით აკრძალვის შემთხვევაში,
აუცილებლად მოიმატებს იატაქვეშა სააბორტოების და აბორტმახერების რიცხვი, მათ შორის - პრაფანების,
რაც თავის თავად ნიშნავს უფრო მეტ ლეტალურ გამოსავალს აბორტების შედეგად, ვიდრე დღესაა.
ვფიქრობ, სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იზრუნოს ორსულთა უზრუნველყოფაზე.
მძიმე საკითხია.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jun 4 2010, 10:05 PM

neo

ციტატა
ვფიქრობ მნიშვნელოვნად შეამცირებს აბორტის ფაქტებს კანონით დასჯადობა. თუმცა ეს გამოსავალი არ არის.



ცხარდია, მაგრამ დიოსახლისები და დედბი უსისტემოდ, რომ არ მოხვდნენ ციხეში,ამიტომ, ვფიქორბ, ამ კანონის მიღებამდე საჭიროა ჯერ ხალხის შემზადება და რაც მტავარია, აბორტის გამო არ უნდა ისჯებოდეს მხოლოდ ქალი. მე პირადად ბევრი მაგალითი ვიცი, როცა ქალმა არ გააჩინა შვილი სწორედ ქმრის გამო., ანუ მათ არ უნდოდათ შვილები და აიძულეს ცოლები გაეკეთებინათ აბორტი.

პასუხისმგებლობა უნდა იყოს ტანაბარი.

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Jun 4 2010, 10:23 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Jun 4 2010, 10:05 PM) *

neo
ცხარდია, მაგრამ დიოსახლისები და დედბი უსისტემოდ, რომ არ მოხვდნენ ციხეში,ამიტომ, ვფიქორბ, ამ კანონის მიღებამდე საჭიროა ჯერ ხალხის შემზადება და რაც მტავარია, აბორტის გამო არ უნდა ისჯებოდეს მხოლოდ ქალი. მე პირადად ბევრი მაგალითი ვიცი, როცა ქალმა არ გააჩინა შვილი სწორედ ქმრის გამო., ანუ მათ არ უნდოდათ შვილები და აიძულეს ცოლები გაეკეთებინათ აბორტი.

პასუხისმგებლობა უნდა იყოს ტანაბარი.

კაი რა ნიინ რეებს ამბობ რათანაბარი ,მერე ნახე სენ გაბოროტებულები ერთმანეთს რეებს დააბრალებენ biggrin.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jun 4 2010, 10:31 PM

.zakaria.

ციტატა
კაი რა ნიინ რეებს ამბობ რათანაბარი ,მერე ნახე სენ გაბოროტებულები ერთმანეთს რეებს დააბრალებენ



იხსნი პასუხიმგებლობას ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Jun 4 2010, 10:34 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Jun 4 2010, 10:31 PM) *

.zakaria.
იხსნი პასუხიმგებლობას ? biggrin.gif

არა მეარვიხსნი არასდროს პასუხოსმგებლობას მარა რამდენი კაცი და ქალია რომ ეშინიათ პასუხისმგებლობის და გაურბიან,ერთმანეთს აბრალებენ გაბოროტებულები biggrin.gif biggrin.gif "არა შენაო არა შენაო " მეარმინდოდა ამან ძალითო" ასერომ ნიინ ეგ აქ არგამოვა ეგერ მგონია smile.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jun 4 2010, 10:35 PM

.zakaria.

ციტატა
ასერომ ნიინ ეგ აქ არგამოვა ეგერ მგონია


და იმ მოტივიღ, რომ ეტამნეთს არ უნდა დააბრალონ, ამიტომ, მხოლოდ ქალმა უნდა აგოს პასუხი?

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Jun 4 2010, 10:39 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Jun 4 2010, 10:35 PM) *

.zakaria.
და იმ მოტივიღ, რომ ეტამნეთს არ უნდა დააბრალონ, ამიტომ, მხოლოდ ქალმა უნდა აგოს პასუხი?

პასუხი არავინარუნდა აგოს . კანონით, კანონი ხანდახან ცდება კიდეც და საერთოდ იმიტომაცაა კანონი რომ დაირღვეს smile.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jun 4 2010, 10:40 PM

.zakaria.

ციტატა
საერთოდ იმიტომაცაა კანონი რომ დაირღვეს


და სასამართლო იმიტომაა, რომ კანონის დამრღვევს შესაბამისი სანქციით უპასუხოს smile.gif)))

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Jun 4 2010, 11:01 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Jun 4 2010, 10:40 PM) *

.zakaria.
და სასამართლო იმიტომაა, რომ კანონის დამრღვევს შესაბამისი სანქციით უპასუხოს smile.gif)))

rolleyes.gif rolleyes.gif მაგრად ღადაობ laugh.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jun 4 2010, 11:06 PM

.zakaria.

ციტატა
მაგრად ღადაობ



არა http://www.radikal.ru


smile.gif :

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Jun 4 2010, 11:09 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Jun 4 2010, 11:06 PM) *

.zakaria.
არა http://www.radikal.ru
smile.gif :

მე ხოიცი ურჩი ვარ და არც მაგას ვემორჩილები rolleyes.gif თან ვერდავიჯერებ გასამართლებისტვის გემეტებოდე laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jun 4 2010, 11:12 PM

ამ თემაში, მოდერი აოფებს oops.gif

პოსტის ავტორი: mata თარიღი: Jun 4 2010, 11:14 PM

მოდერიც ადამიანის მეგობარია a075.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jun 4 2010, 11:33 PM

mata

ციტატა
მოდერიც ადამიანის მეგობარია



კი smile.gif))
მე მგონი ერთადერთი არ, რომელმაც ეს შეამჩნია smile.gif))

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Jun 4 2010, 11:49 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Jun 4 2010, 11:33 PM) *

mata
კი smile.gif))
მე მგონი ერთადერთი არ, რომელმაც ეს შეამჩნია smile.gif))

მოდერების რაგიტხრა მარა ნინო კი ნამდვილად
და სენატორებიდან ნაინა არის ძალიან საყვარელი ადამიანი და თბილი ,მეტი ვერავიზევერაფერსვერვიტყვი კარგს ჯერჯერობით ,აქაური იერარქიიდან))

პოსტის ავტორი: lutecia თარიღი: Jun 7 2010, 11:26 PM

.zakaria.

ციტატა
მეგობარო მემგონი ცაში ხარ და ჩამოდი გთხოვ, სექსიც ცოდვაა და აკრძალე კანონით და დააწესე ადმისტრაციული ჯარიმა 500ლარი ან პატიმრობა 30 დღე,განმეორებითზე სისხლისამართალი იყოს უკვე ,ჯარიმა 2500ლარი ან 6 თვე ციხე,მესამედ უკვე თავისუფლების აღკვეთა უვადო პატიმრობა)))))) გამოფხიზლდი მეგობარო რეებს წერ?
ამ ფორუმზე რაარის აგიჟებთ ხაალხს? ბავშვობის მეგობარმა აგერ კინაღამ მცემა პორუმზე)))


ვაი რომ მართალი ხარbiggrin.gif biggrin.gif


ცოდვას და კანონებს არასწორი მიმართულებით ურევთ ერთმანეთში. მოსაზრებები რეალურად უნდა დასაბუთდეს, ვარდისფერი სათვალით ნუ უყურებთ ამ ცხოვრებას

ჰაერზე წამოსროლილი სიტყვებით პრობლემის გადაჭრის გზებს ვერ დავსახავთ ხალხოოოოოოოოოოო

და ერთმანეთს ნუ ეჩხუბებით,რა გაქვთ გასაყოფი????

ვაააახ biggrin.gif

პოსტის ავტორი: Heinrich von Sinsheim თარიღი: Jun 9 2010, 12:28 AM

სალამი ყველას,
ფორუმზე ახლა დავრეგისტრირდი და არც ვაპირებდი სანამ ეს კონკრეტული თემა არ ვნახე.
ყველასთვის გასაგებია, რომ აბორტი ცოდვაა, მაგრამ აკრძალვა არ აკრძალვას რაც შეეხება, აქ მხოლოდ ცოდვის ფაქტორით ვერ ვიხელმძღვანელებთ. საქმე ისაა, რომ ამ მნიშვნელობის გადაწყვეტილების მიღებისას ქვეყნის ინტერესებია გასათვალისწინებელი. ქართველი ერის დემოგრაფიულ მდგომარეობას აბორტი და საერთოდ თავისუფალი ურთიერთუბა უდიდეს დარტყმას აყენებს. ჩემი აზრით, იმ შემთხვევაშიაც კი თუ ორსულობა "შემთხვევითია" არ შეიძლება მომავალი ქართველისთვის ცხოვრების წართმევა..
იმედია არავინ ფიქრობს, რომ თუ ქართველს მამამ გვარი არ მისცა, ამით მას რამე აკლდება? რატომ აღარ აქვს მას საქართველოს მომავლის საქმეში მონაწილეობის მიღების უფლება?
შეუძლებელია ქართველ კაცს (ან ბავშვს) ვინმემ "უკანონო" უწოდოს. საქმე ერის მომავალს ეხება და არა ჩვენს სულებს და სხეულებს ამიტომ თუ მარტოხელა დედას შვილის გაზრდა არ შეუძლია იგი უნდა აღიზარდოს სპეციალურ დაწესებულებაში, რომელშიაც ბავშვობის გატარება მისთვის არც აუტანელი იქნება და არც სამარცხვინო.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jun 9 2010, 01:39 PM

Heinrich von Sinsheim

ციტატა
თუ ორსულობა "შემთხვევითია" არ შეიძლება მომავალი ქართველისთვის ცხოვრების წართმევა..



ანუ, აკრძალვაში ცაიწეროს, ქართველს არა აქვს უფლება გაიკეთოს აბროტი, თორემ ციხე არ ასცდებაო? თუ ვტქვათ სომეხი აჩენს უკანაონო ბავშვს ქართველუსგან? ან როგორ დავადგინოთ ეს ფაქტი ? biggrin.gif biggrin.gif

იცით რა, ზოგი დემოგრაფიის პრობლემას ხედავს აბორტში, ზოგი ცოდვას, მაგრამ როგორც განზოგადებულ ცნებას, არავინ არ ფიქრობს ადამიანზე, რომელიც დაუცველია და კლავ. ანუ მის უფლებაზე -იცოცხლოს!

პოსტის ავტორი: Heinrich von Sinsheim თარიღი: Jun 9 2010, 07:11 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Jun 9 2010, 02:39 PM) *

Heinrich von Sinsheim
ანუ, აკრძალვაში ცაიწეროს, ქართველს არა აქვს უფლება გაიკეთოს აბროტი, თორემ ციხე არ ასცდებაო? თუ ვტქვათ სომეხი აჩენს უკანაონო ბავშვს ქართველუსგან? ან როგორ დავადგინოთ ეს ფაქტი ? biggrin.gif biggrin.gif

იცით რა, ზოგი დემოგრაფიის პრობლემას ხედავს აბორტში, ზოგი ცოდვას, მაგრამ როგორც განზოგადებულ ცნებას, არავინ არ ფიქრობს ადამიანზე, რომელიც დაუცველია და კლავ. ანუ მის უფლებაზე -იცოცხლოს!



კარგია, რომ სწორედ სომეხი თქვი და არა ვინმე სხვა..
სომეხის და ქართველის "ნაშიერი" სახარბიელო საქმე რომ არაა ხვდები ალბათ და შესაბამისად ქვეყანასაც რომ არაფრად წარადგება. შემთხვევით კი არ მომსვლია "ქართველი ერი" რომ ვახსენე რამდენიმეჯერ, დიახაც სწორედ ქართველი ერის მდგომარეობა და ინტერესებია ქართული სახელმწიფოს კანონმდებლობაში გასათვალისწინებელი და არა სომხების.. ოღონდ ნუ იტყვით "ისიც ხომ ნახევრად ქართველი იქნება და ა.შ" სიკეთის მხრიდან ლაპარაკი ადვილია, სიმართლე კი ხშირადაა უმცირესობაში.. რატომ უნდა ითვალისწინებდეს ჩვენი სახელმწიფო ქართველის უკანონო შვილს სომეხ ქალთან?? მერე დაიწყებენ ვაჭარი სომხები მოგონებას ქართველისგან მყავსო.. თუ ქალი ქართველია, მაშინ ნუ გაიკეთებს აბორტს და ქონდეს გარანტია, რომ მისი შვილი დედის ეკონომიკური მდგომარეოდის მიუხედავად ქართველი ახალგაზრდისთვის ღირსეულ გარემოში აღიზრდება.

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jun 9 2010, 07:39 PM

აუცილებელია აბორტი კანონით აიკრძალოს საქართველოში ... ამის მრავალი მიზეზ-ფაქტორი არსებობს, როგორც სულიერი ასევე ყოფიერი. უკანონო აბორტის გაკეთებისათვის მკაცრად უნდა დაისაჯოს ექიმი,როგორც სისხლის სამართლის დამნაშავე. ხოლო პაციენტს ფინანსური სასჯელი დაედოს. ეს უნდა ეხებოდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს განურჩევლად ეროვნებისა.

არსებობს გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც ფატალური გამოსავალი გარდაუვალია, ამ შემთხვევაშია მხოლოდ გამონაკლისი და უნდა მოხდეს ეს მანიპულაცია ექიმთა გაფართოებული კანსილიუმის დასკვნის საფუძველზე.
ეს ბევრ გაუგებრობას და კორუფციას ალაგმავს.
აბო.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jun 9 2010, 07:56 PM

კარგი იდეაა, მაგრამ არ აკრძალავენ აბორტს. ჩვენ ხომ ევროსტანდარტებს ვეჯიბრებით smile.gif

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jun 9 2010, 08:35 PM

ციტატა(Atman @ Jun 9 2010, 08:56 PM) *

კარგი იდეაა, მაგრამ არ აკრძალავენ აბორტს. ჩვენ ხომ ევროსტანდარტებს ვეჯიბრებით smile.gif

ევროსტანდარტი რა მოსატანია როცა ერის თვითმყოფადობა დგება რისკის ქვეშ? როგორც ვიცი ევროპაშიც დიდი მოთხოვნაა აბორტის აკრძალვის შესახებ
აბო

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jun 9 2010, 08:46 PM

abo

იმედია აკრძალავენ! ამ მხრივ უფრო უნდა გააქტიურდეს საპატრიარქოც და ჩვენც.

პოსტის ავტორი: A.v.B თარიღი: Jun 9 2010, 08:47 PM

ციტატა(Atman @ Jun 9 2010, 09:46 PM) *

abo

იმედია აკრძალავენ! ამ მხრივ უფრო უნდა გააქტიურდეს საპატრიარქოც და ჩვენც.


კარგი იქნებოდა.

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jun 9 2010, 09:40 PM

თანამშრომელმა დღეს ისე აუღელვებლად თქვა, 9 აბორტი გავიკეთეო

ესეთი სახე მქონდა ohmy.gif

კიდევ რომ დავრჩე ორსულად, კიდევ გავიკეთებო

შევიშალე კინაღამ mad.gif

პოსტის ავტორი: lutecia თარიღი: Jun 11 2010, 12:31 PM


ციტატა
თანამშრომელმა დღეს ისე აუღელვებლად თქვა, 9 აბორტი გავიკეთეო

ესეთი სახე მქონდა

კიდევ რომ დავრჩე ორსულად, კიდევ გავიკეთებო

შევიშალე კინაღამ



მასე ბებიაჩემს 30 ზე მეტი აბორტი აქვს გაკეთებული და რომ თქვა თავიდან არ დავიჯერე.

30ის მერე სათვალავი ამერიაო biggrin.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jun 11 2010, 01:24 PM


მე ქალს ვიცნობ, რომელსაც 64 აბორტი აქვს გაკეთებული.
მოსიარულე ჰეკატომბაა რა.
უშველოს ღმერთმა.


პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jun 11 2010, 02:57 PM

terra

ციტატა
უშველოს ღმერთმა.



მასაც და მის მქარსაც, რადგან ვფიქორბ, ეს ცოდვა ცოლ-ქმარზე თანაბრად ნაწილდება.

პოსტის ავტორი: lutecia თარიღი: Jun 12 2010, 05:04 PM

ციტატა
მე ქალს ვიცნობ, რომელსაც 64 აბორტი აქვს გაკეთებული.


მეც ვიცნობ მასეთ ქალს ჩემს მეზობლად ცხოვრობს,ჯოჯოხეთის ბილეთი აქვს აღებული smile.gif
ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა, უფალო შეუნდე....

პოსტის ავტორი: aralass თარიღი: Jun 13 2010, 01:10 PM

აბორტი ძლიან ცუდია და საერთოდ უნდა აიკრძალოს კანონით და ის უკანონო კლინიკები და ადამიანები ვინც და სადაც აკეთებენ დახურონ.. ციხეში ჩასვან..

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jun 13 2010, 01:16 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Jun 11 2010, 02:57 PM) *

terra
მასაც და მის ქმარსაც, რადგან ვფიქრობ, ეს ცოდვა ცოლ-ქმარზე თანაბრად ნაწილდება.


აბსოლუტურად.


პოსტის ავტორი: lutecia თარიღი: Jun 13 2010, 05:04 PM

სანამ დემოკრატიას ვაწვებით აბორტი არ აიკრძალება..სახელმწიფო წყობა უნდა შეიცვალოს ჯერ...რაც მეეჭვება რომ მოხდეს

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jun 13 2010, 05:08 PM

lutecia

ციტატა
სახელმწიფო წყობა უნდა შეიცვალოს ჯერ



და უნდა იყოს დესპოტია ან ტირანია და ქვეყანაში აღარ მოხდება აბორტი??? მაგარია!

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jun 13 2010, 05:47 PM

მონარქიას ვემხრობი მე, მომწონდა რაინდები და მთელი ამბები biggrin.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jun 13 2010, 07:09 PM

ikanosi

ციტატა
მონარქიას ვემხრობი მე,


და ეგ უშველის აბორტის პრობლემას? მონარქიის დროს ტირანია უნდა იყოს?

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jun 13 2010, 07:28 PM

ციტატა
და ეგ უშველის აბორტის პრობლემას? მონარქიის დროს ტირანია უნდა იყოს?
ამ პრობლემას არაფერი უშველის, მაგრამ ფაქტია, რომ კანონით უნდა იკრძალებოდეს!

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jun 13 2010, 08:05 PM

მხევალი ნინო
მონარქიის დროს მეფე რასაც იტყვის კანონიც ეგ იქნება....არ დაჭირდება ამდენი ფორიაქი

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jun 13 2010, 08:15 PM

ikanosi

ციტატა
მონარქიის დროს მეფე რასაც იტყვის კანონიც ეგ იქნება....არ დაჭირდება ამდენი ფორიაქი



ვაიმე, რა სისულელებს ლაპარაკობთ ხალხნო. მაპატიე რა, თავი ვერ შევიკავე.

რაღა დროის მეფე რასაც იტყვის ისაა, ჯერ ერთი. მეორე, მთავარი რაცაა, აკრძალვა ეხლაც შეიძლება კანონით, მეფის გარეშე, მაგრამ აკრძალვაა გამოსავალი?


პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jun 13 2010, 08:27 PM

ციტატა
აკრძალვა ეხლაც შეიძლება კანონით, მეფის გარეშე, მაგრამ აკრძალვაა გამოსავალი?
სასულიერო პირები თვლიან, რომ უნდა იყოს აკრძალული. მეც ასე მგონია. აბორტის ჩამდენი უნდა აგებდეს პასუხს როგორც ღვთის წინაშე ასევე კანონის.
როდესაც ქვეყანაში აბორტი კანონით არ იკრძალება ავტომატურად არც ისჯება. შესაბამისად დასაშვებიცაა ამის ჩადენა კანონის წინაშე ვინაიდან არ იკრძალება. სახალმწიფო კანონი კი უნდა ეფუძვნებოდეს მცნებებსა და შინაგანი ზნეობისა და სინდისის კანონს, რომელის უფალმა მოგვმადლა ყველას. ამიტომ უნდა აიკრძალოს ნინო.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jun 13 2010, 08:29 PM

ძალიან დაშინებული ხართ დემოკრატიით biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

lingvo

ციტატა
სასულიერო პირები თვლიან რომ უნდა იყოს აკრძალული



სასულიერო პირები რა შუაშია?

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jun 13 2010, 08:31 PM

მხევალი ნინო
გამგები გაიგებს ნინო. მაგის მერე ბევრი რამ მეწერა კიდევ.

რა გამოსავალს ეძებთ? აბორტის ცოდვას ვერ აღმოფხვრი დედამიწაზე. მანამდეც იყო ეხლაც არის და სამწუხაროდ მომავალშიც იქნება. აქ საუბარია სახელმწიფოს დამოკიდებულებაზე ამ საშინელების მიმართ.

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jun 13 2010, 08:33 PM

მხევალი ნინო
რატომ მონარქია არ მოგწონს?
ამ ფსევდო დემოკრატიულმა პრინციპებმა დაგვღუპა...უფრო სწორად სინდისის თავისუფლების ქადაგებამ როგორც დღეს დემოკრატია გვესმის

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Jun 13 2010, 08:35 PM

აკრძალვა რას უშველის თუ ჩვენ თვითონ შეგნებამდე ვერ მივალთ რომ არ შეიძლება აბორტის გაკეთება? მაგ შეგნებამდე რომ მივიდეთ,- სულიერების გაღვიძებაა საჭირო,სულიერება,უფალთან ერთობით,ღვთის სიყვარულით ტაძარში მაღლდება,ტაძარი კიდევ ნახევარზე მეტს სახლიდან 100-200 მეტრში აქვს და როცა ზარები რეკავენს არც გვაფიქრდება რომ ღმერთი გვეძახის,...
ადამიანების ცნობიერება და აზროვნებაა შესაცვლელი,რაც არ უნდა აკრძალო და იხტუნავო,აჯარიმო, :ნახევრად ხუმრობით სმაილი: სანამ თავად ვერ მივალთ იმ დასკვნამდე რამხელა ცოდვას ვიკიდებთ კისერზე მაინც არ ეშველება არაფერი...
ისე ამასთან დაკავშირებით ერთ წერილს დავდებ,smile.gif

პოსტის ავტორი: Heinrich von Sinsheim თარიღი: Jun 13 2010, 08:37 PM

როდისღა დავაღწევთ თავს ამ დენოკრატიას? გავხდით უკვე 3 მილიონიანი ერი ამასობაში და შევმცირდებით კიდევ. ბერძნული დემოკრატია რომ იყო ის ბერძენს ეხებოდა მარტო ათენელს შეეძლო მონა ჰყოლოდა სახლში, ეხა კი ამერიკელები რომ იჩემებენ ებრაული რაღაც უპრინციპო და დუალიზმით სავსე იდეოლოგიაა და არა სიკეთის განსახიერება (როგორც ამას ჩვენი ამერიკელი ძმები გვასწავლიან).

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jun 13 2010, 09:17 PM

ikanosi

ციტატა
რატომ მონარქია არ მოგწონს? ამ ფსევდო დემოკრატიულმა პრინციპებმა დაგვღუპა...უფრო სწორად სინდისის თავისუფლების ქადაგებამ როგორც დღეს დემოკრატია გვესმის



ირაკლი, დემოკრატია სწორედაც რომ იცავს ადამიანის უფლებებს. სწორედაც, რომ დემოკრატიის დროს შეგიძლია იბრძოლო სოცოხლის უფლებაზე და არა მონარქიის დროს, როცა ერთპიროვნული მმარტველი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება თურმე, ერთი ადამიანის, მეფის ხელში იქნება და თურმე, როგო კანონებსაც უნდა, ისეთს დავიწესებს. გამოდით ეხლა აქედან !

გაშინებთ ტქვენ დემოკრატია და არ გესმით სწორედ.

ყველა ვთანხმდებით ერთ საკიტხზე, რომ აბორტი არის მკვლელობა. ეხლა, კანონით რომ აიკრძალოს, ამისთვის იმ პატარა ადამიანის სიცოხლის უფლებაზე უნდა ვილაპარკოთ, რომელიც მუცელშია და ჯერ არ დაბადებულა. იმ ადამიანის სიცოხლის უფლების დაცვის სახელით უნდა აიკრძალოს აბორტი ქვეყანაში და ესაა სწორედ, ადამიანის უფლების დაცვა, რაც სწორედ დემოკრატიულ ქვეყანაში ხდება და არა დესპოტიის ან ტირანიის დროს.

მაგრამ, ეს არაა მარტივად მისაღწევი, რადგან ბევრი რამაა გასათვა;ლლისწინებელი და ყველას ვტხოვ, როცა საუბრობთ, სხვა ადამიანებზე, ჯერ მათ ადგილას წარმოიდგინეთ ტავი და ისაუბრეთ მათი ტყავიდან.

გაითვლისწინეთ ის ფაქტორი, რომ ხალხი მოსამზადებელია იმ საკიტხისადმი, რომ ემბირონი არის ცოცხლი ადამიანი და მას კლავ. ეს რელიგიური თვალსზრისით. მეორე, ხალხი მოსამზადებელია იმისთვის, რომ ამ ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლება და მას უსპობ. გაითვალსიიწნეთ ჩვენი სოციალური პირობები და 21-ე საუკუნე, როცა ქალ მეტი ასპარეზი აქვს ცხოვრებაში და შეუძლია ბევრს მიარწიოს, ძალიან ბევრს. ცხადია, ძალიან მცირე რაოდენობას უნდა, რომ იჯდეს სახლში და ყოველ წელიწადს აჩინოს ბავშვი. ანუ, ხალხს სჭირდება მომზადება ამ ოირი ფაქტორის აღსაქმელად.

უცხოეთში არის სექსუალური ცხოვრების თავისუფლება, მაგრამ ძალიან სერიოზულად ეკიდებიან აბორტის საკითხს. ანუ, ჩვენთანაც, რამენაირად უნდა მივიდეს საზოგადოება ასეთივე დამოკიდებულებაზე. ყველაზე ხმამაღლა აბორტის საკითზე საუბრობენ კაცები, რომელთაც ეს ,,პრობლემა,, არ აქვთ და ვერც გებულობენ. აქვ მინდა ვტქვა, რომ აბორტების სულ ცოტა 60-70% სწორედ კაცების უპასუხიმგებლობის გამო კეთდება. მათ მორიგი შვილი არ უნდათ. დაიჯერეთ, ქალისტვის ყოველთვის უფრო მძიმე აბროტი, ვიდრე კაცისტვის. ქალს რომ მხარდაჭერა ჰქონდეს ოჯახიდან, აბორტების რიცხვი სპონტანურად შემცირდებოდა. ამიტომ, ნუ ლაპარაკობთ ძალის ნიშნებით, როცა ტქვენ არ გეხებათ საკიტხი და გაითვალისიწნეთ სხვისი უფლებებიც, უფრო სწორედ, სხვა ადამიანიც. ფეხმძიმობა შეიძლება მოხდეს ძალადობის დროსაც, ეს ძალიან მძიმეა ქალსითვის. შეიძლება ვინმეს სიცოცლხეს უქმნიდეს საფრთხეს. ხოდა, სანამ ძახილის ნიშნებით დაიწყებთ საუბარს, მანამდე დაფიქრდით წინ რამდენი პრობლემაა .

პოირველ რიგში სწორი დამოკიდებულებაა საჭირო., ქალების ციხეში გაშვება არაა გამოსავალი.

პოსტის ავტორი: Heinrich von Sinsheim თარიღი: Jun 13 2010, 09:24 PM

ნინო, მითხარით ერთი რეალურად დემოკრატიული ქვეყანა და ხალხს არ "შეეშინდება" დემოკრატიის. ამ იდეოლოგიის ისე ზუსტად განხორციელება როგორც ეს უმეტესობას (ალბათ) გინდათ, ისეთივე არარეალურია, როგორიც მაგალითად აბსოლიტური სოციალიზმი (მსოფლიო სოციალიზმი). ასე რომ რამე უფრო პრაქტიკულზე და რეალურზე უნდა იფიქროს ხალხმა და განუხორციელებელ სამართალსა და კეთილდღეობას კი არა ერის რეალურ საჭიროებებს მიუსადაგოს მიზნები და გადაწყვეტილებები.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jun 13 2010, 09:32 PM

მოკლედ, მე გავედი. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის , რომ ადამიანებმა გაიგოს სხვისი სიცოხლის უფლების შესახებ და მიხვდნენ, რომ ეს მკვლელობაა. მორჩა, ეგაა ჩემი პოზიცია და არა ძალადობა. აკრძალვა უნდა იყოს, მაგრამ მას მერე, რაც ზემოთ ცამოთვლილს გაიგებს ქალი და კაცი. ცხადია, რაც შეიზლება სწრაფად.

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Jun 13 2010, 09:34 PM

მუცლად მყოფი ბავშვის დღიური



5 ოქტომბერი:

დღეს დაიწყო ჩემი ცხოვრება,თუმცა მშობლებმა ჯერ არაფერი იციან.მე გოგონა ვარ,მე ქერა თმები და ცისფერი თვალები მექნება,ყველაფერი უკვე დადგენილიაისიც კი რომ ყვავილები მეყვარება.

19 ოქტომბერი:

ზოგიერთები თვლიან რომ მე ჯერ ადამიანი არ ვარ,მაგრამ,მე ნამდვილი ადამიანი ვარ,
ისევე როგორც პურის ნამცეცი,ისიც ხომ ნამდვილი პურია.ჩემი დედიკო ცხოვრობს ესეიგი მეც ვცხოვრობ.

23 ოქტომბერი:

Mმე უკვე პირის გაღება შემიძლია,წარმოიდგინეთ უკვე ერთი წლის შემდეგ სიცილი მეცოდინება,შემდეგ ლაპარაკს ვისწავლი.მე უკვე ვიცი,რომ ჩემი პირველი სიტყვა იქნება “დედა”.

25 ოქტომბერი:

დღეს ჩემმა გულმა ძგერა დაიწყო!

2 ნოემბერი:

ყოველდღიურად ცოტათი ვიზრდები,ჩემი ხელები და ფეხები უკვე ფორას ღებულობენ.

12 ნოემბერი:

მე თითები გამეზარდა-სასაცილოა,რა პაწაწები არიან,შემიძლია თითებით დედას თმებს მოვეფერო.

20 ნოემბერი:
დღეს ექიმმა დედას უთხრა რომ მე აქ ვცხოვრობ, მისი გულის ქვეშ, ალბათ დედა ბედნიერია.

23 ნოემბერი:

ალბათ დედა და მამა ფიქრობენ თუ რა დამარქვან.

10 დეკემბერი:

მე თმები მეზრდება, ლამაზი და ბრწყინვალე.

13 დეკემბერი:

მე უკვე ცოტას ვხედავ, როდესაც დედა ქვეყნად მომავლენს, ის ნათელი, მზიანი და ყვავილებით სავსე იქნება.

24 დეკემბერი:

საინტერესოა, დედას თუ ესმის ჩემი გულისცემა? იგი ისე თანაბრად ძგერს.
დედა შენ ჯანმრთელი გოგონა გეყოლება!

28 დეკემბერი:

დღეს მე ჩემმა დედიკომ მომკლა.

პოსტის ავტორი: aralass თარიღი: Jun 13 2010, 10:14 PM

izi-bartki
გეთანხმები იზი რომ უნდა შეიგნონ რომ არ გაიკეთონ აბორტი.. მაგრამ ჩვენი ისე შორს ვართ მაგ შეგნებისგან, ამიტომ დასაწყისისთვის დაორსულებისაგან დაცვის საშუალებები რომ ეხმარათ კარგი იქნებოდა biggrin.gif ესე ნაბიჯ ნაბიჯ და ბოლოს აბორტის არ გაკეთებასაც შეიგნებენ..

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Jun 13 2010, 10:32 PM

aralass

ციტატა
izi-bartki
გეთანხმები იზი რომ უნდა შეიგნონ რომ არ გაიკეთონ აბორტი.. მაგრამ ჩვენი ისე შორს ვართ მაგ შეგნებისგან, ამიტომ დასაწყისისთვის დაორსულებისაგან დაცვის საშუალებები რომ ეხმარათ კარგი იქნებოდა ესე ნაბიჯ ნაბიჯ და ბოლოს აბორტის არ გაკეთებასაც შეიგნებენ..

ეეჰ რა ვიცი,რა ვიცი...ჩემთვის ეს ძალაინ მტკივნეული საკითხია,ჯერ დაგეგმილი ბავშვი მითხარი და მოკვლა ხომ საშინელებაა sad.gif

პოსტის ავტორი: aralass თარიღი: Jun 13 2010, 10:45 PM

izi-bartki
ხო არ ვიცი ბარბაროსაობაა

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Jun 13 2010, 11:02 PM

aralass

ციტატა
izi-bartki
ხო არ ვიცი ბარბაროსაობაა

ეეჰჰ...იმედია მომავალი თაობა მივა მაგ დასკვნამდე,მაგრამ ჩვენ უნდა მივიყვანოთ,ბავშვი ოჯახიდან იღებს მაგალითს,და ბევრი შემმთხვევაც ვიცი,რომ მეუღლეები,აიძულებენ ერთმანეთს აბორტის გაკეთებაზე თანხმობა მიიღონ sad.gif მასეთ მეუღლეს სულ არ გავთხოვდები ეგ ჯობია მემგონი tongue.gif smile.gif

პოსტის ავტორი: lutecia თარიღი: Jun 14 2010, 03:38 PM

ციტატა
მონარქიის დროს მეფე რასაც იტყვის კანონიც ეგ იქნება....არ დაჭირდება ამდენი ფორიაქი


აი საღად მოაზროვნე ადამიანი smile.gif
რა შუაშია აქ ტირანია,მე ეგ წყობა არ მიგულისხმია და ღმერთმა არ ქნას ოდესმე ქართველმა ასეთი წყობა ისურვოს

პოსტის ავტორი: lutecia თარიღი: Jun 14 2010, 03:50 PM

ციტატა
ამ ფსევდო დემოკრატიულმა პრინციპებმა დაგვღუპა...უფრო სწორად სინდისის თავისუფლების ქადაგებამ როგორც დღეს დემოკრატია გვესმის

ესეც მართთალია ზოგს თავისუფლება აღვირახსნილებაში და თავაშვებულობ აში აერია..((((((((

თუმცა პიროვნების თავისუფალი განვითარება აუცილებელია..აბა ის იყო სწორი ადამიანებს მონებად რომ ყიდნენ? ახლა გვაქვს თავისუფლება სამაგიეროდ გვაქვს ბევრი მანკიერი თვისება...სამყარო განვითარდა, ადამიანს ახლა ბევრი რამის გაკეთება შეუძლია რაზეც მანამდე ვერც იოცნებებდა...
მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ახლა ყველაფერი კონკრეტული ადამიანის ხელშია, თითოეული ჩვენთაგანი თავად წყვეტს თავის ბედს...

21-ე საუკუნის სახელმწიფო მაქსიმალურად იცავს ადამიანის თავისუფალი გამოხატვის უფლებას და ვერავის აიძულებს არ შეწყვიტოს არასასურველი ორსულობა,ჩვენ რაც არ უნდა ვილაპარაკოთ ნაყოფის სიცოცხლის უფლებაზე მათვარი მაინც დედაა..რაც შეეხება ნაყოფის სიცოცხლის უფლებას ესეც აღიარებული და დაცულია ოღონდ 3 თვის ორსულობის შემდეგ

პოსტის ავტორი: cetunia თარიღი: Jul 29 2010, 12:09 PM

12 კვირის შემდეგ აბორტი არ კეთდება თუ დედის დაჟინებული სურვილი არ იქნა.თუმცა ამავე დროს აბორტის მიმართ მოსახლეობის ჯანსაღი აზრის ჩამოყალიბებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი შეიძლება შეასრულოს აბორტის კრიმინალიზაციამ, ანუ სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადებამ, რადგან სასჯელის მიზნებს შორის არსებობს ე.წ. " ზოგადი პრევენცია", ანუ ის, რომ სასჯელი სამაგალითოა სხვათათვის, რომ მათ სასჯელის შიშით თავი შეიკავონ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისაგან. ამავე დროს სახელმწიფო, სამართლის თეორიის თანახმად, სასჯელთან ერთად მიმართავს დარწმუნების მეთოდსაც, რაც გულისხმობს იმას, რომ მოქალაქეთა აზრის ჩამოყალიბება ხდება დანაშაულის საწინააღმდეგო მოწოდებებით, ანტიკრიმინალური იდეოლოგიის გატარებით.
აბორტის პრობლემის განხილვისას მეტად საინტერესოა და ამავე დროს აუცილებელიცაა შევეხოთ მის იურიდიულ მხარეს. უპირველეს ყოვლისა შევეხოთ ჩანასახის უფლებებთან დაკავშირებით არსებულ სამართლებრივ კანონწესს. კერძოდ იგი მდგომაერობს იმაში, რომ მთელი რიგი კანონები და საერთაშორისო შეთანხმებები იცავენ ჩანასახის, როგორც სამართლის სუბიექტის უფლებებს და უფლებათა შორის უპირველესს- სიცოცხლის უფლებას, ხოლო მეორეს მხრივ სისხლის სიმართლის კოდექსი სრულიად უშვებს ჩანასახის ხელოვნურ მოცილებას, ესე იგი ნაყოფის მკვლელობას ანუ აბორტს. დასჯადია მხოლოდ ე.წ. "უკანონო აბორტი" (სსკ.მუხ.133), რაც გულისხმობს აბორტის გაკეთებას არალიცენზირებული და არაუფლებამოსილი პირის მიერ. ამ შემთხვევაშიც კი, თავისთავად ცხადია, რომ სამართლებრივი დაცვის ობიექტი არაა ბავშვის ( ან ნაყოფის) სიცოცხლე. სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება აღნიშნული ქმედება, როგორც დანაშაული ქალის ჯანმრთელობის წინააღმდეგ და შესაბამისად 133- ე მუხლი შედის სისხლის სამართლის კოდექსის იმ თავში, სადაც მოცემულია დანაშაულები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
ჩემი აზრით სრულ გაუგებრობას ქმნის სამოქალაქო კოდექსის 1307-ე მუხლის "ბ" პუნქტი, რომელიც შესაძლებლად აცხადებს რომ პირის მემკვიდრედ გამოცხადდეს ჩასახული, მაგრამ ჯერაც დაუბადებელი ბავშვი: მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ ანდერძით მემკვიდრეობისას: "პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სკვდილის მომენტისათვის, აგრეთვე ისინი, რომლებიც ჩაისახნენ მის სიცოცხლეში და დაიბადნენ მისი გარდაცვალების შემდეგ, მიუხედავად იმისა, მისი შვილები არიან ისინი თუ არა, ასევე იურიდიული პირები."ეს იმას ნიშნავს, რომ ჩასახულ ბავშვს, მართალია არასრულად ( ვინაიდან კანონით მემკვიდრეობა მასზე არ ვრცელდება), მაგრამ მაინც აქვს უფლება მემკვიდრეობაზე, იგი გვევლინება სამართლის სუბიექტად. აქედან გამომდინარე სრულიად გაუგაბარია, თუ რატომ, რა საფუძვლით არ ისჯება მისი მკვლელობა. ყურადღება უნდა მიექცეს გარემოებას, რომ სამოქალაქო სამართლის კოდექსი არ აკონკრეტებს, თუ რა ხნის უნდა იყოს ჩასახული ბავშვი, ეს უფლება რომ მოიპოვოს. ამიტომ ნაყოფი უფლებებს შეიძენს იმ მომენტიდან, როდესაც სამედიცინო გამოკვლევით სავსებით და უტყუარად დადასტურდება ქალის ორსულობა.
მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით მკვლელობა გამოცხადებულია დანაშაულად. საკუთრივ ნორმის დისპოზიციაში არაა განმარტებული , თუ რა არის მკვლელობა,ან როდის იწყება, ან მთავრდება ადამიანის სიცოცხლე. თუმცა, როგორც კომენტატორები და სისხლის სამართლის სპეციალისტები მიუთითებენ, ადამიანის სიცოცხლე იწყება იმ მომენტიდან, როცა ბავშვი გამოყოფას იწყებს დედის სხეულიდან, ანუ მშობიარობის დაწყების მომენტი (იხ.ვ.მაყაშვილი, მ. მაჭავარიანი, თ. წერეთელი, თ. შავგულიძე "დანაშაული პიროვნების წინააღმდეგ" ( სამეცნიერო-პრაქტიკული კომენტარი), თბ.1980), ამგვარად ჩანასახის მოსპობა არანაირად არ არის დანაშაული (იხ. ზ. წულაია, " სისხლის სამართალი (კერძო ნაწილი), ტ.I,თბ.2000). იმისდა მიუხედავად, რომ აღნიშნული პიროვნებები საკმაოდ ავტორიტეტული არიან სისხლის სამართლის მეცნიერაბაში, სრულიად გაუგებარია, თუ რის საფუძველზე დაასკვნეს მათ რომ ადამიანის სიცოცხლე იწყება დაბადების მომენტიდან? ყველაფერი ეს შედეგია იმ ათისტური იდეოლოგიისა და პროპაგანდისა, რაც მიდიოდა საბჭოთა კავშირსა და სხვა ქვეყნებში, რომელიც მიზნად ისახავდა " პიროვნების თავისუფლების დროშით" ადამიანები ცოდვებისა და უზნეობის მორევში ჩაეთრია, სადაც სულერთი იქნებოდა ღვთის სიტყვა და მცნებები. ბუნებრივია, რომ რევულუციათა გარიჟრაჟზე ასეთ პროპაგანდას მართლაც უღვთო ადამიანები ეწეოდნენ, ხოლო დროთა განმავლობაში, რაც ძალიან სამწუხაროა, ასეთ იდეებამდე პიროვნულად კეთილი ადამიანებიც კი მივიდნენ, რომლებიც უკვე ვეღარ აცნობიერებდნენ მათ მცდარ ნაბიჯს, რადგანაც მოკლებულნი იყვნენ დედა ეკლესიის მადლს და ღვთის მაცხოვნებელ სიტყვას.

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jul 29 2010, 12:10 PM

cetunia

ციტატა
12 თვის

??


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 8 2013, 02:20 PM

პოლონეთში კანონით აკრძალულია აბორტის გაკეთება, მაგრამ შობადობა მაინც ძალიან დაბალია...



გამოსავალს მხოლოდ ეკლესიურ ცხოვრებაში და რწმენაში ვხედავ...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 8 2013, 03:16 PM

ციტატა(marine @ Apr 8 2013, 02:20 PM) *

პოლონეთში კანონით აკრძალულია აბორტის გაკეთება, მაგრამ შობადობა მაინც ძალიან დაბალია...
გამოსავალს მხოლოდ ეკლესიურ ცხოვრებაში და რწმენაში ვხედავ...

აკრძალვით აუცილებლად უნდა აიკრძალოს. ელემენტარული მიზეზის გამო კაცის კვლა კანონით თუ არ აიკრძალა ისეთი სახელმწიფო არსებობის ღისიც არ არის. მარი ყველა დამინაი ვერ იცხოვრებს ეკლესიურად და ამიტომ სხვა მეთოდებით უნდა მოხდეს ამ პრობლემის მოგვარება. რაც მთავარია ყველა ექიმი ვინც ამას გააკთებს უნდა დაიჭირო და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯობ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 8 2013, 04:12 PM

ციტატა(G_saxva @ Apr 8 2013, 04:16 PM) *

აკრძალვით აუცილებლად უნდა აიკრძალოს. ელემენტარული მიზეზის გამო კაცის კვლა კანონით თუ არ აიკრძალა ისეთი სახელმწიფო არსებობის ღისიც არ არის. მარი ყველა დამინაი ვერ იცხოვრებს ეკლესიურად და ამიტომ სხვა მეთოდებით უნდა მოხდეს ამ პრობლემის მოგვარება. რაც მთავარია ყველა ექიმი ვინც ამას გააკთებს უნდა დაიჭირო და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯობ.


წესით უნდა აიკრძალოს, მაგრამ ამას საშინელი შედეგი მოყვება, ქალები ათასი საშუალებით, სიცოცხლის ფასად, გაიკეთებენ აბორტს.

ადამიანების ცნობიერებაში უნდა მოხდეს გარდატეხა, რაც მხოლოდ ეკლესიას შეუძლია.

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 8 2013, 04:58 PM

ციტატა(marine @ Apr 8 2013, 04:12 PM) *

წესით უნდა აიკრძალოს, მაგრამ ამას საშინელი შედეგი მოყვება, ქალები ათასი საშუალებით, სიცოცხლის ფასად, გაიკეთებენ აბორტს.

ადამიანების ცნობიერებაში უნდა მოხდეს გარდატეხა, რაც მხოლოდ ეკლესიას შეუძლია.

რაც არ უნდა ეკლესიამ იქდაგოს 50% მაინც იგივეს გააგრძელებს. კანონით უნდა აიკრძალოს და როცა ექიმები ვეღა გააკეთებენ აბორტს უფრო მეტად შემცირდება მუცლად მოწყვეტა ბავშვების.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 8 2013, 08:22 PM

G_saxva

ციტატა
როცა ექიმები ვეღა გააკეთებენ აბორტს უფრო მეტად შემცირდება

არ შემცირდება smile.gif
გადავა იატაკქვეშეთში, ანუ გამრავლდება უკანონო აბორტები...

გამოსავალი არის, როგორც მარინე იტყვის, ამაში:
ციტატა
ადამიანების ცნობიერებაში უნდა მოხდეს გარდატეხა, რაც მხოლოდ ეკლესიას შეუძლია.


პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Apr 8 2013, 08:30 PM

მკვლელობა, ქურდობა, ნარკომანობა და კიდევ უამრავი უბედურება აკრძალულია როგორც სახელმწიფო, ისე სასულიერო კანონმდებლობით (ამ მეორეზე ცოტა სხვანაირადაა, განსაკუთრებულადაა აქ უფრო რჩევა, კანონიც არის კი) მაგრაიმ მაინც იგივეს ვაკეთებთ.

ისევ ცნობიერება, სულის და გონების გახსნა-განათება. ღმერთს უნდა ვთხოვოთ, ჩვენიც უნდა გავაკეთოთ.

ჰო, მონანიე აბორტგაკეთებულმა დედებმა უნდა იშრომონ ("მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი"), მათ რჩევას დიდი, უდიდესი ფასი აქვს და ისინი დიდ წვლილს შეიტანენ. ასე თვითონაც დამშვიდდებიან, გულს გაიხარებენ... აი აქაა გაგრძელებაც: "მოიძიე მშვიდობა და მისდევდი მას". დედებო, თქვენ ღმერთს კიდევ უფრო შეუყვარდით, ახლა მას უნდა, რომ სხვებს გააგებინოთ, სხვები აარიდოთ ბოროტებას. რაშიც თავად იგი შეგეწევათ. ამინ.

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 8 2013, 09:01 PM

ციტატა(ქევანა @ Apr 8 2013, 08:22 PM) *

G_saxva

არ შემცირდება smile.gif
გადავა იატაკქვეშეთში, ანუ გამრავლდება უკანონო აბორტები...

გამოსავალი არის, როგორც მარინე იტყვის, ამაში:

იმდენი რაოდენბის არ იქნება რამდენისაც ახლა. იატაკქვეშ გადავა მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობის იქნებას აბოლოოდ. რაც შეეხება ცნობიერებას მაგას თუ ველოდეთ აწი გადავშენდებით smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 8 2013, 09:04 PM

ძალიან კი გამიხარდება რომ აკრძალონ , მაგრამ მეშინია იმის რომ ეს უფრო სერიოზულ სააფრთხეს გამოიწვევს.
სჯულისკანონშიც კი ვხვდები , რომ ქალები სიმძიმეებს იჭერდნენ ხელში და კიბეებიდან ხტებოდნენ რომ ნაყოფი მოეცილებინათ. ამაზე ,,ეფექტურ'' გზას ვერ მოიგონებე ქართველი ქალებ დავიჯერო?
თნ გაიხსნება მერე ,,კუსტარული საბორტეები'' და უფრო მეტი საშინელება მოხდება .

ახლა მეორე კუთხიდან შევხედოთ .
აბორტის აკძალვის შემთხვევაში ალბად აუცილებელი გახდება კონტრაცეპტივების ფართო პროპაგანდა .
რა მნიშვნელობა აქვს დედისთვის ის თავის 1 თვის ჩვილს მოკლავს მუცელში, თუ 3 თვისას?
ჩასახვსთანავე ეძლევა ემბრიონს სული და აქედან ნებისმიერ ,,ვადაში'' მისი მოკვლა ,,ჩვილის მოწყვეტაა.''

ანუ ე.წ. ,,გარეგანი კონტრაცეპტივების'' პოპულარიზაცია დაგვრჩება მერე ,,იმედად'' და...

მოკლედ აღარ მინდა მსჯელობა . საშინელებაა .

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Apr 8 2013, 09:18 PM

გუშინ იყო აქცია აბორტის აკრძალვაზე
https://www.facebook.com/photo.php?fbid=359849034119468&set=a.359586537479051.1073741832.332601360177569&type=1&theater

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 8 2013, 09:22 PM

A.V.M

ციტატა
თნ გაიხსნება მერე ,,კუსტარული საბოტეები'' და უფრო მეტი საშინელება მოხდება .

უჰ, ეგ საშინელებაა sad.gif(((

G_saxva
ციტატა
რაც შეეხება ცნობიერებას მაგას თუ ველოდეთ აწი გადავშენდებით

მესმის შენი. ზოგჯერ მეც ამომხდება ხოლმე, რომ ასეთი სულიერი "მოღვაწეობით" ივერია გაბრწყინდება კიარა, "დენი" გვაქვს გამორთული "დავალიანების" გამო, მაგრამ მაინც, მინდა მჯეროდეს უკეთესის

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 8 2013, 10:39 PM

ციტატა(ქევანა @ Apr 8 2013, 09:22 PM) *

G_saxva

მესმის შენი. ზოგჯერ მეც ამომხდება ხოლმე, რომ ასეთი სულიერი "მოღვაწეობით" ივერია გაბრწყინდება კიარა, "დენი" გვაქვს გამორთული "დავალიანების" გამო, მაგრამ მაინც, მინდა მჯეროდეს უკეთესის

მეც მინდა მჯეროდეს მაგრა რეალურად თუ შევხედავთ ვაიჰ.
უპირველეს ყოვლისა უნდა მოხდეს სათანადო დონეზე ხალხის ინფიმირება და უფრო მეტად ცოდნის გაღრმავება ამ მხრივ. დამამთავრებელ კლასებში ფსიქოლგები უნდა შევიდნენ მოძრვრებთან ერთად და აუხსნან თუ რას ნიშნავს აბორტი და როგორ უნდა დაიცვან თავი. როცა ეს მოხდება თავისუფად უნდა აიკრძალოს აბორტიც.

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Apr 9 2013, 01:25 AM

ციტატა(G_saxva @ Apr 8 2013, 10:39 PM) *

დამამთავრებელ კლასებში ფსიქოლგები უნდა შევიდნენ მოძრვრებთან ერთად და აუხსნან თუ რას ნიშნავს აბორტი და როგორ უნდა დაიცვან თავი. როცა ეს მოხდება თავისუფად უნდა აიკრძალოს აბორტიც.


რაც ამ თემაში წავიკითხე ყველაზე მეტად ეს აზრი მომეწონა...

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Apr 9 2013, 12:25 PM

ციტატა

ikanosi
მონარქიის დროს მეფე რასაც იტყვის კანონიც ეგ იქნება....არ დაჭირდება ამდენი ფორიაქი

ნუთუ ეს მე დავწერე biggrin.gif biggrin.gif facepalm

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2013, 01:37 PM

ნუ მომკლავ, დედა

ნუ მომკლავ, დედა, მინდა ვიცოცხლო
და ქართველობის ვწიო ჭაპანი,
გპირდები, ჩემით იამაყებენ
ჩემთვის უცნობი მამა–პაპანი.
ნუ მომისწრაფებ სიცოცხლეს, დედა,
უტყვი ვედრებით მე ამას ვითხოვ,
მინდა, გიყვარდე, შევიგრძნო მინდა,
შენი ალერსი და შენი სითბო.
იებს დაგიკრეფ აპრილის თვეში,
სიფრიფანა და ლურჯთვალა იებს,
მინდა, ვიცოცხლო, შენ კი ილოცე,
ნუ მაქცევ მიწად, ნუ გამაციებ.
თუ ნანობ, მინდა, რომ გაგიქარვო,
სულის ტკივილი, გულის დარდები,
უფალს ვთხოვ, დედა, შეგინდოს ცოდვა
უმანკო ჩვილის არდაბადების.
მე გაზაფხულზე სიმღერად მოვალ,
შენი ცხოვრების ტკივილებს წავშლი,
იმ ქვეყნიდანაც დაგეხმარები,
ღვთით მოვლენილი, უმანკო ბავშვი.

ეს ლექსი ეძღვნება არდაბადებულ მუცლადმოწყვეტილ ჩვილებს. ლექსის ავტორი არის ჯვრის მამის მონასტრის დეკანოზი,თავმას ჩოხელი.


პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 12 2013, 01:43 PM

ძალიან ძლიერი ლექსია, ყველაფერია ნათქვამი თითქმის. ყველა დედას გულში ჩასწვდება ალბათ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2013, 01:44 PM

ციტატა(G_saxva @ Apr 12 2013, 02:43 PM) *

ძალიან ძლიერი ლექსია, ყველაფერია ნათქვამი თითქმის. ყველა დედას გულში ჩასწვდება ალბათ.


"იმედის კლინიკის" ფოიეში განათავსეს ეს ლექსი და აბორტის გასაკეთებლად მისულ ქალებს წააკითხეს. 8 ქალმა გადაიფიქრა აბორტი და უკან გაბრუნდა. მამა თავმასი ამბობს,რომ 8 კაცი უკვე ერთი პატარა სოფელიაო smile.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 12 2013, 01:53 PM

ყველა საავადმყოფოში უნდა გააკრან და აი ზუსტად ასეთი ხერეხებით უნდა მოხდეს ბრძოლა აბორტის წინააღმდეგ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2013, 02:07 PM

ციტატა(G_saxva @ Apr 12 2013, 02:53 PM) *

ყველა საავადმყოფოში უნდა გააკრან და აი ზუსტად ასეთი ხერეხებით უნდა მოხდეს ბრძოლა აბორტის წინააღმდეგ.


მამა თავმასსაც ეგ სურვილი აქვს... და მართლაც მასე უნდა იყოს... "იმედის კლინიკის" ექიმებს კურთხევა მისცა რომ არასოდეს გააკეთონ აბორტი...

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Apr 15 2013, 11:37 AM

ციტატა
"იმედის კლინიკის" ფოიეში განათავსეს ეს ლექსი და აბორტის გასაკეთებლად მისულ ქალებს წააკითხეს. 8 ქალმა გადაიფიქრა აბორტი და უკან გაბრუნდა. მამა თავმასი ამბობს,რომ 8 კაცი უკვე ერთი პატარა სოფელიაო

ნეტავ ვინც არ გადაიფიქრა, ისინი რამდენი იყვნენ?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 15 2013, 11:42 AM

ციტატა(მარიამი @ Apr 15 2013, 11:37 AM) *

ნეტავ ვინც არ გადაიფიქრა, ისინი რამდენი იყვნენ?

სავარაუდოდ 10 ადამიანიდან არის ეს 8 გადაიფიქრა 2 არაო.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2013, 04:13 PM

“საოცარი ამბავია - თუ ადამიანს დადებითი დამოკიდებულება აქვს მშვიდობის მიმართ, ეს ადამიანი აბორტის წინააღმდეგიც გამოდის თურმე, და თუ ომის მომხრეა, აბორტსაც ემხრობა. განწყობები ერთმანეთთან კავშირში არიან.”

/აკად. შოთა ნადირაშვილი/


პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Apr 30 2013, 06:33 PM

აბორტი არ უნდა იყოს კანონით აკრძალული გარკვეულ დრომდე. ეხლა 9 თვის ფეხმძიმე რომ ბავშვს მოიშორებს, შეიძლება დახვრეტაც ალალი იყოს მაგაზე. მაგრამ როგორც ვიცი საზღვარგარეთ მაქსიმუმ 2 თვემდე აქვს ქალს დრო, სანამ ნაყოფი ჩამოყალიბებდა.

საერთოდ, ჯობია კონტრაცეპტივები იხმარონ, ბავშვის მოკვლა რომ არ მოუწიოთ.

პ.ს. კანონით თუ აბორტი იქნება აკრძალული, მაშინ პროსტიტუციაც უნდა იყოს აკრძალული. ამას კი სახელმწიფო არ გააკეთებს, ხალხში უკმაყოფილების შეეშინდება.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 4 2013, 06:31 PM

ამას ვუყუროთ ყველამ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ , რომ რაღაცა შესაცვლელია . აუცილებელია რა...
რაღაც ახალი უნდა მოვიფიქროთ...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 8 2013, 04:07 PM

ძალიან გული მწყდება, რომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევას აბორტის აკრძალვის შესახებ არ ასრულებს ახალი მთავრობა და რაღაც მიზეზებს ეძებენ... mellow.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: May 8 2013, 05:33 PM

A.V.M
მაგ ვიდეოსთვის მე არ უნდა მეყურებინა (თუ ეს ისაა, რაც მე მგონია). ისეთ საშინელებას ყვება, ვერ ვივიწყებ მაგ კოშმარს. ნეტა არ მომესმინა-მეთქი ვფიქრობ.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 8 2013, 05:55 PM

მარიამი
XO EGAA ...
საშინელებებს რომ ყვეგა გასაგებია , მაგრამ უფრო ცუდი ისაა ეს ,,საშინელებები'' რომ თითქმის ყოველდღიურად სრულდება , ჩვენს ირგვლივ , ჩვენ გარშემო და მშვიდი სახეებით ვუყურებთ ამას ...

პოსტის ავტორი: natianatushki თარიღი: May 8 2013, 09:23 PM

ციტატა(marine @ May 8 2013, 04:07 PM) *

ძალიან გული მწყდება, რომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევას აბორტის აკრძალვის შესახებ არ ასრულებს ახალი მთავრობა და რაღაც მიზეზებს ეძებენ... mellow.gif


მეც სწორედ ეგ მაწუხებს. ვერ ვხვდები, რა მიზეზით ამართლებენ საერთოდ აბორტს.
თუ დედის უფლებებს იცავენ, ბავშვის უფლებაზე თვალს ხუჭავენ თუ როგორაა ვერ გავიგე.
სადაც ჩემი პატრიარქის აზრს არ ითვალისწინებენ, იქ რაღაზე უნდა ვილაპარაკო...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 10 2013, 10:49 AM

ციტატა(natianatushki @ May 8 2013, 10:23 PM) *

მეც სწორედ ეგ მაწუხებს. ვერ ვხვდები, რა მიზეზით ამართლებენ საერთოდ აბორტს.
თუ დედის უფლებებს იცავენ, ბავშვის უფლებაზე თვალს ხუჭავენ თუ როგორაა ვერ გავიგე.
სადაც ჩემი პატრიარქის აზრს არ ითვალისწინებენ, იქ რაღაზე უნდა ვილაპარაკო...


ამ ახალმა მთავრობამაც თუ ძველივით დაიწყო ცხოვრება და პატრიარქის ლოცვა-კურთხევის უგულვებელყოფა, ხეირი არ დაგადვება... dry.gif იმედგაცრუებული ვარ...

პოსტის ავტორი: natianatushki თარიღი: May 10 2013, 12:26 PM

ციტატა(marine @ May 10 2013, 10:49 AM) *

ამ ახალმა მთავრობამაც თუ ძველივით დაიწყო ცხოვრება და პატრიარქის ლოცვა-კურთხევის უგულვებელყოფა, ხეირი არ დაგადვება... dry.gif იმედგაცრუებული ვარ...

ჯერ კიდევ არ მინდა დავკარგო იმედი, მაგრამ ფაქტია და დუმილი ამ საკითხზე კარგს არაფერს მოგვიტანს.
თუმცა, როგორც ჩანს, არც პატრიარქის და, არც ჩვენი აზრი არავის აინტერესებს.

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: May 10 2013, 01:40 PM

marine
natianatushki
აკრძალვის მოწინააღმდეგეებს ერთი ძლიერი არგუმენტი აქვთ, რომელსაც ვერ უარყოფ. თუ ქალების შეგნებაში არ შევიდა, რომ აბორტი არ უნდა გაიკეთონ, აკრძალვა მხოლოდ იმას მოიტანს, რომ დაიწყება არალეგალური აბორტები. შესაბამისად ის ჩატარდება ჩუმად, შესაძლოა, არასანიტარულ პირობებში და შესაბამისად, გაიზრდება სიკვდილიანობის რისკი.
მე პირადად ვფიქრობ, რომ აბორტი ასაკრძალია ადრე თუ გვიან, მაგრამ სანამ აიკრძალება, მანამდე რეკლამით იქნება, ჩიჩინით, ექიმების და ფსიქოლოგების ჩარევით თუ რითაც იქნება, ყველა მეთოდით უნდა შეიქმნას საზოგადოებრივი აზრი აბორტის წინააღმდეგ. ქალებმა უნდა შეიგნონ, რამხელა ცოდვაა და თუ ცოდვის სახით ვერ შეიგნებენ (მაგალითად, ურწმუნოები) ის მაინც უნდა შეიგნონ, რამხელა რისკია ჯანმრთელობისთვის.
ქალი რომ აბორტის გასაკეთებლად მივა, ეგრევე კი არ უნდა გაუკეთონ, ჯერ ექიმი და ფსიქოლოგი უნდა ესაუბროს, მერე მოსაფიქრებელი ვადა მისცენ, ლიტერატურა დაურიგდეს ყველას უფასოდ, დისკები, სადაც აბორტზე ფილმებია ჩაწერილი და ა.შ. თუნდაც ლექსების კრებული ამ თემაზე. ჩემზე პირადად ეგ ლექსები ძალიან მოქმედებს.
დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ღონისძიებების მერე აბორტების რიცხვი თავისთავად იკლებს დიდი პროცენტით. და როცა ის მინიმუმამდე დავა, უკვე მომზადებული იქნება საზოგადოება აბორტის აკრძალვის დაკანონებისთვის. ამის მერე აიკრძალოს.
არა მგონია ამას დიდი დრო დასჭირდეს. ყველა ქალში არის დედობის და შვილის სიყვარულის ის უფაქიზესი გრძნობა, რომელიც თუ დღეს დათრგუნულია, ცოტა შენჯღრევის მერე აუცილებლად გაიღვიძებს და მიხვდება, რატომ არ უნდა მოკლას საკუთარი შვილი.
+ ამას სჭირდება სახელმწიფოსგან ხელშეწყობა, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის შეღავათები და ა.შ. იმის გარანტია მაინც უნდა ჰქონდეს ყველა ოჯახს, რომ რამდენ შვილსაც გააჩენს, იმდენის გამოკვების და ბაღში/სკოლაში ტარების საშუალება მაინც ექნება, როგორც მინიმუმი.

ასე რომ, მთლად მარტივად არ არის საქმე და ერთი ხელის მოსმით ვერ გაკეთდება ასეთი რამეები.

პოსტის ავტორი: natianatushki თარიღი: May 10 2013, 02:21 PM

მარიამი
მესმის შენი ძალიან კარგად. მართალია, რომ ქალის ჯანმრთელობას ეხება საქმე, მაგრამ ბავშვიც ხომ განიცდის ტკივილს? ხომ შეიძლება, რომ მოხდეს ჩანასახის უფლებების აღიარება და ბავშვის სიცოცხლის დაცვა ჩასახვის მომენტიდან? ახალს კი არაფერს ვამბობ, ჩემამდე ბევრი წერდა და ამბობდა, მაგრამ გაიგო ვინმემ? გაიძახიან ქალების სიკვდილიანობის
რიცხვი გაიზრდებაო და ამდენი ბავშვი რომ იხოცება ის არაფერი???
მომწონს ძალიან შენი აზრი ღონისძიებებთან დაკავშირებით, ხოდა მოდი
ჩვენც გავაკეთოთ რამე.

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: May 10 2013, 04:03 PM

natianatushki
გეთანხმები, ჩანასახი ჩემთვის ისეთივე ბავშვია, როგორც დაბადებული ბავშვი. ვერანაირ განსხვავებას ვერ ვხედავ აბორტსა და დაბადებული ბავშვის მკვლელობას შორის. მაგრამ ეს მე ვფიქრობ ასე და რამდენი არ ფიქრობს? მასეთები მაინც გაიკეთებენ არალეგალურად აბორტს და მარტო ბავშვს კი არ მოკლავენ, თავსაც მოკლავენ და ის დაბადებული ბავშვებიც ობლად დარჩებათ. გამოუვალი მდგომარეობაა ამ მხრივ. უნდა შეიგნონ! რაც შესაძლებელია, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ შეიგნონ! აკრძალვა უბრალოდ უარეს შედეგს მოიტანს ასეთი ქალების შემთხვევაში. თორემ ჩემთვის გინდა აკრძალე, გინდა არა. კი ვიცი, რომ მაინც არ გავიკეთებ აბორტს.
თუმცა არსებობს ალბათ რაღაც % ქალების, რომლებიც აკრძალვის შემთხვევაში არ გარისკავენ და გააჩენენ.

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: May 10 2013, 07:51 PM

ციტატა(Otherguy @ Apr 30 2013, 06:33 PM) *

აბორტი არ უნდა იყოს კანონით აკრძალული გარკვეულ დრომდე. ეხლა 9 თვის ფეხმძიმე რომ ბავშვს მოიშორებს, შეიძლება დახვრეტაც ალალი იყოს მაგაზე. მაგრამ როგორც ვიცი საზღვარგარეთ მაქსიმუმ 2 თვემდე აქვს ქალს დრო, სანამ ნაყოფი ჩამოყალიბებდა.

საერთოდ, ჯობია კონტრაცეპტივები იხმარონ, ბავშვის მოკვლა რომ არ მოუწიოთ.




1 კვირის ჩანასახს რა არ სტკივა, არ გრძნობს?

ეს ხომ ბუნებრივი პროცესებში,უხეში ხელოვნური ჩარევაა.

გინდა კონტრაცებტივი დაარქვი და გინდა აბორტი. ჯანმრთელი ჩანასახის აბორტი არის დიდი სიძულვილის, უპასუხისმგებლობის და შიშის მქონე ადამიანის ქმედება.

პოსტის ავტორი: Geocraft თარიღი: May 11 2013, 05:10 AM

ჩემი აზრით აბორტის კანონით აკრძალვა აუცულებელია, ეს ძალიან ბევრი ბავშვის სიცოცლეს იხსნის. ტუმცა მე არ ვფიქრობ რომ ეს გამოსავალია, იმ თვალსაზრისით რომ ეს ყველა ქართველმა თუ არა ქართველმა უნდა იცოდეს რომ არის ისეთივე მკვლელობა როგორიცაა ბავშვის ან ზრდასრული ადამიანის მკვლელობა და არა მხოლოდ ეშინოდეს რომ კანონით არ დავისაჯოო. იმას რომ ეს ცოდვაა, ბავშვის მკვლელობაა და რომ არანაირად გამართლებული არაა ქადაგებს ჩვენი ეკლესია და ვთვლი რომ ეს უნდა იქნას გაჯგერებული ტელევიზიებითაც და სხვა ბევრმა დაჯგუფებამ და ორგანიზაციამაც უნდა გაიზიაროს ეს აზრი და სხვადასხვა ფორმებით მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაციები აბორტის არასწორობის შესახებ . ქვეყანაში არსებული კანონი აუცილებლად დიდ გავლენას იქონიებს ყოველივე ზემოტ აღნიშნულზე თუკი კანონი კანონობს ქვეყანაში და ქვეყნის მთავრობა მოუწოდებს ყველანაირ საგანმანათლებლო საშუალებას გაანათლოს საზოგადოება აბორტის შესახებ.
მე ვფიქრობ სკოლებშიც შეიძლება ამის სწავლება გარკვეული ასაკიდან (ეს დასადგენია) .
მე ვფიქრობ აბორტი კანონით უნდა იყოს აკრძალული და სისრულეში მოყვანილი.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2013, 04:15 PM

მარიამი

მართალი ხარ, მარი, ასე მოწყვეტით ამ თემაზე საუბარი არ შეიძლება....


„საშინელი განსაცდელი მოელის ყველას, ვინც აბორტს იკეთებს, აკეთებს ან ამის ნებას იძლევა. სანამ დროა, უნდა შეინანონ ცოდვები და განუწყვეტლივ ილოცონ ღვთის წინაშე, რომ ჩვილთმკვლელობის ცოდვა მიეტევოთ.“

/ღირსი გაბრიელი/

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: May 16 2013, 01:30 AM

ციტატა(მარიამი @ May 10 2013, 04:03 PM) *

მაინც გაიკეთებენ არალეგალურად აბორტს და მარტო ბავშვს კი არ მოკლავენ, თავსაც მოკლავენ და ის დაბადებული ბავშვებიც ობლად დარჩებათ. გამოუვალი მდგომარეობაა ამ მხრივ. უნდა შეიგნონ! რაც შესაძლებელია, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ შეიგნონ! აკრძალვა უბრალოდ უარეს შედეგს მოიტანს ასეთი ქალების შემთხვევაში.


მაინც უნდა აიკრძალოს. თუ მაინც რამე სისულელეს გააკეთებენ ისევ იმათი ბრალი იქნება. რაღაცის აკრძალვა ყოველთვის წარმოშობს მსგავს საშიშროებებს და მასე თუ მიუდგები საერთოდ აღარაფერი არ უნდა აიკრძალოს.

მაგალითად თავისუფალი სქესობრივი ცხოვრების აკრძალვა იწვევს ჩუკენობის ცოდვის წარმოშობას, მაგრამ ამის გამო რელიგიაში დაშვებული უნდა იყოს თავისუფალი სქესობრივი ცხოვრება?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: May 16 2013, 09:02 AM

ყვლა სკოლის დამამთავრებელ კლასში უნდა მოეწყოს შეხვედრები და ფულმიც უნდა გაკეთდეს თუ რამეხელა ცოდვასთან გვაქვს საქმე აბორტის შემთხვევაში.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 17 2013, 12:08 AM

MIRDAT

ციტატა
მაგალითად თავისუფალი სქესობრივი ცხოვრების აკრძალვა იწვევს ჩუკენობის ცოდვის წარმოშობას, მაგრამ ამის გამო რელიგიაში დაშვებული უნდა იყოს თავისუფალი სქესობრივი ცხოვრება?

მარტივად გეტყვი რომ არამართებულად საუბრობ .
თუ დავკონკრეტდებით , უფრო გავშლი მსჯელობას ...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 23 2013, 03:33 PM

უნდა შესრულდეს პატრიარქის ლოცვა-კურთხევა და კანონით აიკრძალოს აბორტის შემზარავი ცოდვა...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2013, 04:19 PM

მამის განცდილი აბორტი

გრძნობა როდესაც დაიბადა ჩვილი ბავშვივით,
ვგძნობდი რა იყო ღმერთის ძალა ადამის შექმნით.
ამ ამბის შემდეგ ვეღარაფრით ვეღარ დავმშვიდდი,
დღემდე დამჩემდა ტკივილები მაშინ რომ ვერ ვთქვი.-

ვერ მოგისწარი ჩემო შვილო ბედმა დამცა და
ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით ვატოლებთ ხელებს,
ნეტა თუ მგავდი, რომ მენახე არც კი დამცალდა,
ვიცი დღეს ღამეც შენი სისხლი ამომახველებს.

მამი თუ გრძნობდი შეციებულს ვინ გაორთქლებდა?!
(ნეტა ხის აკვანს, ჩემს გამოთლილს, ახლა ვინ ურწევს?!)
ალბათ მოჰგავდი შემოდგომით წითელ ფოთლებს და
ვაი რომ მართლა ფოთლებივით დაგანაკუწეს.

შიშზე მეტია ტკივილები ბასრი სინათლის,
ეხეთქებოდი ვიწრო კედლებს ხელების ქნევით,
რამდენ “შენბედას” გაუყევი შვილო ვინ დათვლის?!
სისხლი გდიოდა, წმინდა სისხლი ზევით და ქვევით.

ოთხი კედელი, უსინათლო როგორც საკანი.
ჩუმი კივილი აზანზარებს გაბერილ მუცელს.
სიკვდილმისჯილი ემბრიონი ისე ჩაკალი,
როგორც ნაღველი ჩავაკალი გაცრეცილ ფურცელს...

/ბ. ზაქაიძე/


პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 12 2013, 10:00 PM

მოკლედ მე და ჩემი მეგობარი ვაპირებთ მომავალი წლიდან (თუ სემინარიის მოძღვრებმა მოგვცეს კურთხევა) , რომ ჩავატაროთ ხოლმე შეხვედრები ახალგაზრდებტან სკოლებში , უნივერსიტეტებსი და.ა.შ , სადაც ვისაუბრებტ თუ რატომ არ შეიზლება ამ სისაზაგლის გაკეთება .
ვგეგმავ , რომ შეიქმნას ე.წ. ,,საინიციატივო ჯგუფი'' რომელსიც იქნებიან თეოლოგები , ფსიქოლოგები , ექიმები , იურისტები და ისინი , ყველა საკუთარი სფეროდან გამომდინარე აუხსნიან ახალგაზრდებს აბორტის მავნებლობის შესახებ .

მაინტერესებს თქვენი აზრი ამ იდეის შესახებ .
გავითვალისწინებ რჩევებს და სენიშვნებს .
რას მირჩევდით?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jun 12 2013, 10:08 PM

ციტატა(A.V.M @ Jun 12 2013, 10:00 PM) *

მოკლედ მე და ჩემი მეგობარი ვაპირებთ მომავალი წლიდან (თუ სემინარიის მოძღვრებმა მოგვცეს კურთხევა) , რომ ჩავატაროთ ხოლმე შეხვედრები ახალგაზრდებტან სკოლებში , უნივერსიტეტებსი და.ა.შ , სადაც ვისაუბრებტ თუ რატომ არ შეიზლება ამ სისაზაგლის გაკეთება .
ვგეგმავ , რომ შეიქმნას ე.წ. ,,საინიციატივო ჯგუფი'' რომელსიც იქნებიან თეოლოგები , ფსიქოლოგები , ექიმები , იურისტები და ისინი , ყველა საკუთარი სფეროდან გამომდინარე აუხსნიან ახალგაზრდებს აბორტის მავნებლობის შესახებ .

მაინტერესებს თქვენი აზრი ამ იდეის შესახებ .
გავითვალისწინებ რჩევებს და სენიშვნებს .
რას მირჩევდით?

მეც რომ შემოგიერთდეთ? დიდი სიამოვნებით დაგეხმარეით რითიც შემეძლება smile.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jun 12 2013, 10:11 PM

კარგი აზრია გურამჩიკ. თავიდანვე ამ აზროვნებით გაიზარდონ ბავშვები ჯობია, ვიდრე უბრალოდ აიკრძალოს და ვსიო.

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jun 12 2013, 10:13 PM

საერთოდ ვფიქრობ 3 პროფესიის ადმიანი რომ შევიდეს ყველაზე კარგი იქნება. ფსიქოლოგი ექიმი და მოძღვარი. ან ამ საქმეანობის მიმდევრები და გაცნობიერებული ადამიანები.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 12 2013, 11:19 PM

ჩემთვის აკრძალვა კი არაა გამოსავალი , არამედ გამოსავალია რომ ახალგაზრდამ გაიგოს თუ რატომ არ შეიძლება ეს სისაძაგლე .
და თუ გაიგებს ამას , მაგრამ მაინც ჩაიდენს , აქ უკვე მე აღარაფერ შუაში ვარ...

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Jun 14 2013, 09:18 PM

ამ ხალხს საკუთარ მრევლში არ აინტერესებს ვინ სცოდავს და სხვებთან მოკლედ რამხელა გული აქვთ რა... "აი ის ათეისტი მრუშობს - დაიჭირეთ. აი ის აგნოსტიკოსი აბორტს იკეთებს - დაიჭირეთ. აი ის არაქრისტიანი მამათმავლობას ეწევა - დაიჭირეთ."

აბორტის აკრძალვა არ შეიძლება უბრალოდ. არაქრისტიანი რას აკეთებს თქვენი რა საქმეა ვერ გავიგე... თქვენ მრევლს აუკრძალეთ ცოდვების ჩადენა თუ ეგეთი მაგრები ხართ.

ქალი და კაცი თანასწორი ვერასოდეს იქნება თუ ქალს აბორტის(ალბათ მეოთხე თვემდე) უფლება არ ექნა. ქრისტიანებს კი ცოდვების კანონით აკრძალვა არ სჭირდებათ(და ვაი რომ სჭირდებათ biggrin.gif), საკუთარ თავს თვითონ მოუარონ.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 14 2013, 09:49 PM

Otherguy
ეს ზოგადად ყველას გალანძღვა როგორ გიყვარს...biggrin.gif

დაკონკრეტდი ცოტა თუ შეიძლება...

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Jun 15 2013, 10:38 AM

ციტატა(A.V.M @ Jun 14 2013, 09:49 PM) *

Otherguy
ეს ზოგადად ყველას გალანძღვა როგორ გიყვარს...biggrin.gif

დაკონკრეტდი ცოტა თუ შეიძლება...


ჰო რავი მიყვარს. rolleyes.gif

მთელი ისტორიის მანძილზე კაცები ქალებს ბევრი მიზეზის გამო ჩაგრავდნენ და პასიურ როლს ანიჭებდნენ იმიტომ, რომ ქალები 9 თვის მანძილზე ყოველი წლის - ძალიან სუსტები იყვნენ.

თანაც, კაცს შეუძლია იგულაოს აქეთ-იქით, თუ ვინმე დააორსულა ცოტა ფულს მიუგდებს და ვსიო, გააგრძელებს გულაობას. ქალმა კი 9 თვე უნდა იტანჯოს მერე. ეგ 9 თვე ვერც გაერთობა და ვერაფერი.

ანუ იმ საზოგადოებაში(ანუ თითქმის ყველგან, გარდა ზოგიერთი მუსლიმანური ქვეყნისა) სადაც სიძვა-მრუშობა ნორმალური მოვლენაა, ქალი ვერასოდეს იქნება კაცის თანასწორი სანამ აბორტი არ იქნება დაშვებული. სინდისზე თქვენი მრევლი ააგდეთ, არაქრისტიანებს თავი დაანებეთ. smile.gif

პ.ს. თვითონ ლეგალიზაციის დეტალებს რაც შეეხება, ვთვლი, რომ ქალს უნდა მიეცეს დაორსულებიდან 2-3 კვირა აბორტის გასაკეთებლად, სანამ ჩანასახი სრულად ფორმირდება. 9 თვის ორსულმა რომ აბორტი გაიკეთოს ეგ მართლა უნდა ჩასვან ციხეში.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 15 2013, 02:16 PM

Otherguy
როგორც ყოველთვის გიყვარს რაღაც აზრზს რომ უპირისპირდები და მორჩა...
რა შუაშია თქვენი მრევლი და სხვისი მრევლი . ეს არის მოწოდება : ,,არა კაც კლა !'' რა შუაშია ვისი მრევლია . ეს არ შეიზლება , დაუშვებელია .
ან კაცმა იგულაოს ქალმა არა ეს რაღა შუაშია მართლა . არცერთმა არ უნდა იგულაოს და აბორტში , ცოდვი დიდი წილი მამაკაცს მიუძღვის .

ნუ გიყვარს ეს ყველასა და ყველაფრის კრიტიკა . არა მგონია , რომ ამით უფრო ჭკვიანი გამოჩნდე .
ისეთი რაღაცეები დამიწერე ახლა , რაზეც საერთოდ არც მიფიქრია . უბრალოდ მათი დაწერა ,,კარგი საკრიტიკოა'' და მეტი არაფერი ...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2013, 04:57 PM

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Jun 23 2013, 11:28 AM

ციტატა(A.V.M @ Jun 15 2013, 02:16 PM) *

Otherguy
როგორც ყოველთვის გიყვარს რაღაც აზრზს რომ უპირისპირდები და მორჩა...
რა შუაშია თქვენი მრევლი და სხვისი მრევლი . ეს არის მოწოდება : ,,არა კაც კლა !'' რა შუაშია ვისი მრევლია . ეს არ შეიზლება , დაუშვებელია .
ან კაცმა იგულაოს ქალმა არა ეს რაღა შუაშია მართლა . არცერთმა არ უნდა იგულაოს და აბორტში , ცოდვი დიდი წილი მამაკაცს მიუძღვის .

ნუ გიყვარს ეს ყველასა და ყველაფრის კრიტიკა . არა მგონია , რომ ამით უფრო ჭკვიანი გამოჩნდე .
ისეთი რაღაცეები დამიწერე ახლა , რაზეც საერთოდ არც მიფიქრია . უბრალოდ მათი დაწერა ,,კარგი საკრიტიკოა'' და მეტი არაფერი ...


მოწოდება ,არა კაც კლა !'' ძველ აღთქმაში სულ სხვა რამის გამო დაიწერა. იქ ერთმანეთს მშვენივრად კლავდნენ და ღმერთიც მშვენივრად კლავდა ვინც არ მოეწონებოდა. ეგ დაიწერა იმიტომ, რომ უსამართლოდ არ მოეკლათ ერთმანეთი. ეგ ცუდი იქნებოდა ქვეყნისთვის თუ ერთამანეთს დახოცავდნენ ან გაქურდავდნენ. მანდ არანაირი მორალი არ იყო. 10 მცნებაში(და საერთოდ მოსეს რჯულში) ერთ მორალურ მოწოდებასაც ვერ მანახებ, აი ახალი აღთქმა სულ სხვა ფენომენია.

კაცს რისი ბრალი მიუძღვის კარგად ვიცი, მაგრამ საზოგადოებაში სადაც კაცს ყველაფერი ეპატიება, აბორტი უნდა იყოს დაშვებული. ეკლესიას მხოლოდ ქალების მიმართ აქვს დიდი გული ხშირ შემთხვევაში.

იცი როგორი სიტუაციაა? კაცები არ ცხოვრობენ ქრისტიანულად და ამ დროს ქალს კიდევ უფრო მეტ წნეხს აჭერ აბორტის აკრძალვით, ქალიშვილობის ინსტიტუტზე მეტი მოთხოვნით და სხვა ამგვარი რამეებით. ამიტომაცაა ბევრი ქალი მრევლი რომ დაკარგეთ. ჩემს ირგვლივ ბევრმა გოგომ გაანება ეკლესიაში სიარულს თავი, სხვადასხვა მარაზმების გამო.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 24 2013, 12:10 AM

Otherguy

ციტატა
კაცს რისი ბრალი მიუძღვის კარგად ვიცი, ეკლესიას მხოლოდ ქალების მიმართ აქვს დიდი გული ხშირ შემთხვევაში.

კიდე საზოგადო კრიტიკა...
შეიძლება ცალკეულ მღვდელს ანაც მრევლის წვერს ჰქონდეს ეგეთიავადმყოფური დამოკიდებულკება , მაგრამ ამის გამო ზოგადად ეკლესიის კრიტიკა , რბილდ რომ ვთქვათ არასამართლიანია.
ციტატა
საზოგადოებაში სადაც კაცს ყველაფერი ეპატიება, აბორტი უნდა იყოს დაშვებული.

ამბობ ერთ სიმახინჯეს და უმატებ სხვას.
თუ საზოგადოებაზე და სამოქალაქო ,,ორგანოზე'' გვაქვს საუბარი , მოდი არც კაცს ჰქონდეს ყველაფრის უფლება ეს ჯობია , ვიდრე უარესი სისაძაგლე დავუმატოთ.
რაც შეეხება აკრძალვას.მიმაჩნია , რომ ეს არაა გამოსავალი . ეს გაახშირებს ,,კუსტარულ აბორტებს'' და ბავშვს დედაც მიაკვდება ზედ.
სწორედ ამიტომ მინდა დავიწყო (თუ კურთხევა ავიღე) ის საჯარო საუბრები ამ თემაზე , რომელიც ადამიანს (როგორც ქალს ისე კაცს) აუხსნის თუ რატომაა უარყოფითი მოვლენა აბორტი , თუ ამას ადამიანი (როგორც ქალი ისე კაცი) გაიგებს , იმას აღარ დაჭირდება არც აკრძალვა და აღარც გადაკრძალვა. არ გაიკეთებს და ვსო .

მაგრამ თუამას ვერ გაიგებს , გინდა აუკრძალე და გინდა გადაუკრძალე მაინც გაიკეთებს.
ციტატა
კაცები არ ცხოვრობენ ქრისტიანულად და ამ დროს ქალს კიდევ უფრო მეტ წნეხს აჭერ აბორტის აკრძალვით, ქალიშვილობის ინსტიტუტზე მეტი მოთხოვნით და სხვა ამგვარი რამეებით.

ეს ავადმყოფობაა .
მე პირადად მიმაჩნია , რომ თუკი ბიჭი გოგოს თხოვს ქალიშვილობას , რადგან ცოლად მოიყვანოს , მაშინ თავადაც ქალწული უნდა იყოს და თუ თავად არაა , არც გოგოს უნდა მოთხოვოს ეს.
და საერთოდ , ამ ავადმყოფური სტერეოტიპის ჩამოყლიბებაში , დიდი წვლილი სწორედ გოგოებს და ქალებს მიუძღვით.

მე ვიცი გოგოები , რომლებმაც იციან რომ მათი საქმროები ,,გულაობენ'' და ამას ,,გაგებით ეკიდებიან'' : ,,კაცია და უნდა.'' შენ რომ გოგო ხარ და შენც გინდა , მაშინ შენც იგულავე.(ანალოგიური ცოლებზე)რატომ ახდენ საკუთარი ტავის დისკრედიტაციას შენივე ნებით? ცოტა გამკაცრდნენ გოგოები და უკეთესობისკენ შეიცვლება სიტუაცია, ოდნავ მაინც.
ციტატა
ამიტომაცაა ბევრი ქალი მრევლი რომ დაკარგეთ. ჩემს ირგვლივ ბევრმა გოგომ გაანება ეკლესიაში სიარულს თავი, სხვადასხვა მარაზმების გამო.

ისევ ზოგადი . ყველასა და ყველაფრის კრიტიკა.
რას უსვამ ამით ხაზს?
ყველასა და ყველაფერს რომ აკრიტიკებ , შენი თავის პოპულარიზაციას ახდენ თუ რას ვერ ვხვდები.ყველა პოსტში ერთი და იგივეა...

მე ვიცი გოგოები , რომლებმაც იციან რომ მათი საქმროები ,,გულაობენ'' და ამას ,,გაგებით ეკიდებიან'' : ,,კაცია და უნდა.'' შენ რომ გოგო ხარ და შენც გინდა , მაშინ შენც იგულავე.(ანალოგიური ცოლებზე)რატომ ახდენ საკუთარი ტავის დისკრედიტაციას შენივე ნებით? ცოტა გამკაცრდნენ გოგოები და უკეთესობისკენ შეიცვლება სიტუაცია, ოდნავ მაინც.
ციტატა
ამიტომაცაა ბევრი ქალი მრევლი რომ დაკარგეთ. ჩემს ირგვლივ ბევრმა გოგომ გაანება ეკლესიაში სიარულს თავი, სხვადასხვა მარაზმების გამო.

ისევ ზოგადი . ყველასა და ყველაფრის კრიტიკა.
რას უსვამ ამით ხაზს?
ყველასა და ყველაფერს რომ აკრიტიკებ , შენი თავის პოპულარიზაციას ახდენ თუ რას ვერ ვხვდები.ყველა პოსტში ერთი და იგივეა...

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Jun 24 2013, 08:06 AM

A.V.M

გოგოების ბრალიცაა ცხადია, მე გოგოებს არ ვამართლებ. ყოველთვის ვამბობ, რომ ჭკუით და პრაგმატიზმით კაცი ქალს ბევრად სჯობია. ქალი ბევრად სათნოა კაცთან(უმეტესობას ეხება) შედარებით. კაცს რადგან ჭკუა აქვს უფრო მეტი სათნოების პოტენციალი აქვს, მაგრამ ამას არ აკეთებს.

შენ რა გგონია? ქალი რომ ყველაფერს პატიობს კაცს ეს უდიდესი სათნოების გამოხატულება არაა? კი, უბრალოდ სულელობა და სათნოება შეიძლება ერთად იყოს... თან ქალებსაც რა ექნათ? რამდენსაც არ აპროტესტებდნენ, კაცი მაინც სჩადიოდა სიძვას, მაინც ღალატობდა. მასიურად ოჯახების დანგრევას ზოგმა პირში წყალი ჩაიგუბა, ზოგმა თავადაც მიჰყო ხელი ცოდვების ჩადენას. ვერ გაამტყუნებ. მე ეკლესიას ვადანაშაულებ რადგან ამ საკითხზე სულ ჩუმადაა. მეტი არაფერი. ზატო იცოცხლე, აჭრელებულია ინტერნეტი ქალიშვილობის ინსტიტუტზე ქადაგებებით. ასევე შარვლიან ქალზე...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 24 2013, 11:58 AM

Otherguy
რა შუაშია სათნოება?
როდესაც ხარ ახალგაზრდა გოგო , შენი საქმრო კი გეუბნევა თუ ქალიშვილი არ იქნები ცოლად არ მოგიყვანო .
ამ დროს კი შენ იცი სად , როდის , როგორ გულაობს ეს საქმრო და ჩუმად ხარ. ,,კაცია და რა ქნასო'' ამასა ზედ აყოლებ მერე...
ამაზე საშინელება რა უნდა იყოს ვერ ვხვდები .
თვითონ ახდენს ქალი საკუთარი თავის დისკრედიტაციას...
ეს სათნოება კი არა სიდებილეა .
(და ბოლოში მაინც ყველა-ყველაფერი გააკრიტიკე)biggrin.gif

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Jun 24 2013, 12:00 PM

ციტატა(A.V.M @ Jun 24 2013, 11:58 AM) *

Otherguy
რა შუაშია სათნოება?
როდესაც ხარ ახალგაზრდა გოგო , შენი საქმრო კი გეუბნევა თუ ქალიშვილი არ იქნები ცოლად არ მოგიყვანო .
ამ დროს კი შენ იცი სად , როდის , როგორ გულაობს ეს საქმრო და ჩუმად ხარ. ,,კაცია და რა ქნასო'' ამასა ზედ აყოლებ მერე...
ამაზე საშინელება რა უნდა იყოს ვერ ვხვდები .
თვითონ ახდენს ქალი საკუთარი თავის დისკრედიტაციას...
ეს სათნოება კი არა სიდებილეა .
(და ბოლოში მაინც ყველა-ყველაფერი გააკრიტიკე)biggrin.gif


ხომ მაგრამ სხვა გზა არ აქვს. 95% კაცების ქორწილამდე ბევრს გულაობს და მაშინ 95% გოგოების უქმროდ დარჩენილა. თანაც დღეს უკვე ბევრს მოსწონს ეგეთი კაცები და აღარაა პრობლემა. biggrin.gif ამიტომ ვამბობ, ერი აღარაა ქრისტიანი თქო.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 24 2013, 12:07 PM

Otherguy

ციტატა
თანაც დღეს უკვე ბევრს მოსწონს ეგეთი კაცები და აღარაა პრობლემა.

მაგას ვამბობ ზუსტად.
კაცი რომ ყველანაირად გულაობს , ეს პრობლემაა .
მაგრამ ბევრ გოგოს რომ ეს მოწონს უკვე ტრაგედია...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 12 2013, 03:20 PM

რა შემზარავია, როცა დედა და მამა ფულს იხდის საკუთარი შვილის მოკვლისთვის... sad.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jul 12 2013, 03:48 PM

ციტატა(marine @ Jul 12 2013, 03:20 PM) *

რა შემზარავია, როცა დედა და მამა ფულს იხდის საკუთარი შვილის მოკვლისთვის... sad.gif

აბა უფასოდ უკეთესი იქნება tongue.gif:P:P
საერთოდ ადამიანი ვინც ამას აკეთებს ყველაზე დიდ ცოდვას იდებს კისერზე. საკუთარი შვილი რომ მოკლა წამებით ამაზე საშინელება რა გინდა sad.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 30 2013, 02:52 PM

003.gif რა უცნაური და ანომალიურია, როცა დედას ადვილად შეუძლია შვილი მუცელში მოკლას, ხოლო რომელიც დაბადებული ყავს, მისთვის სიცოცხლესაც გასწირავს...

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Aug 31 2013, 02:14 AM

marine
ეს იმიტომ ხდება რომ დაუბადებელი ბავშვის პიროვნებად და სრულფასოვნად აღქმა საკმაოდ რთულია...

გასაკვირი ამაში არაფერია, სამწუხარო უფროა....

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2013, 01:22 PM

ციტატა(MIRDAT @ Aug 31 2013, 03:14 AM) *

marine
ეს იმიტომ ხდება რომ დაუბადებელი ბავშვის პიროვნებად და სრულფასოვნად აღქმა საკმაოდ რთულია...

გასაკვირი ამაში არაფერია, სამწუხარო უფროა....


შვილი ლობიოს ხელაა თუ ორ მეტრიანი, შვილია და არ უნდა გინდოდეს მისი სიკვდილი...

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Sep 5 2013, 05:47 AM

საერთოდ რომელიმე დაამტკიცებთ, რომ კონტრაცეპტივების გამოყენება და აბორტი ერთი და იგივე არაა?

ეგრე არც ჩასახული ბავშვი არაა ადამიანი და 1 წლის დაბადებული ჩვილი. ორივე პოტენციური ადამიანია. თორემ აბა მთელი ცხოვრება 1 წლის დარჩეს ჩვილი, ადამიანი იქნება მაინც? მის ცხოვრებას რა აზრი ექნება? ანუ პოტენციური ადამიანია ყველა, ვისაც ჯერ არ მიუღწევია გარკვეულ ასაკს, თუნდაც 6 წლის ასაკს დავუშვათ.

ჰოდა აშენებულ სახლს დაანგრევ თუ სახლის ასაშენებლად მოტანილ აგურებს გაანადგურებ დიდი განსხვავებაა? კონტრაცეპციაც თითქმის იგივე აბორტია. როგორც ჩასახულ ბავშვს უნდა ხელშეწყობა, რომ დაიბადოს, ასევე უნდა სექსის დროს კაცის თესლს ხელშეწყობა, რომ ბავშვი ჩაისახოს.

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 5 2013, 09:19 AM

ციტატა(Otherguy @ Sep 5 2013, 05:47 AM) *

საერთოდ რომელიმე დაამტკიცებთ, რომ კონტრაცეპტივების გამოყენება და აბორტი ერთი და იგივე არაა?

ჯერ ეს დაწეერე რომ ვინ დამიმტკიცებს ერთიდაიგივე რომ არააო
ციტატა

კონტრაცეპციაც თითქმის იგივე აბორტია.

მერე წერ თითქმის იგივეაო biggrin.gif ანუ ჯერ ვერ გადაწყვიტე თითქმის იგივეა თუ ერთი დ აიგივიეა? biggrin.gif
არავინ ამბობ კონტრაცეპტივის გამოყენება ცოდვა არ არისო, მაგრამ თავადაც ხვდები ალბათ, განსხვავებას უკვე ჩასახული სიცოცხლის განადგურებასა და მის არ ჩასახვას შორის.

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Sep 5 2013, 11:42 PM

ციტატა(G_saxva @ Sep 5 2013, 09:19 AM) *

ჯერ ეს დაწეერე რომ ვინ დამიმტკიცებს ერთიდაიგივე რომ არააო

მერე წერ თითქმის იგივეაო biggrin.gif ანუ ჯერ ვერ გადაწყვიტე თითქმის იგივეა თუ ერთი დ აიგივიეა? biggrin.gif
არავინ ამბობ კონტრაცეპტივის გამოყენება ცოდვა არ არისო, მაგრამ თავადაც ხვდები ალბათ, განსხვავებას უკვე ჩასახული სიცოცხლის განადგურებასა და მის არ ჩასახვას შორის.


დიდ განსხვავებას მე ვერ ვხედავ. სექსის დროს მამაკაცის თესლიც ისეთივე პოტენციური ადამიანია, როგორც ჩასახული ბავშვი და როგორც 1 წლის ჩვილი ბავშვი. ნუ ადამიანი არც ერთი არაა ჯერ. დროის და ხელშეწყობის ამბავია ნებისმიერ ეტაპზე. biggrin.gif

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Sep 6 2013, 03:31 AM

Otherguy

შენი არ ვიცი, მაგრამ სპერმატოზოიდსა და 1 წლის ჩვილ ბავშვს შორის მე ძალიან დიდ განსხვავებას ვხედავ biggrin.gif მათ განადგურებას შორის ხო საერთოდ...
წარმოიდგინე სექსის დროს რამდენი სპერმატოზოიდი და რამდენი პოტენციური ბავშვი იღუპება... ვიგლოვოთ ყველა? biggrin.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 6 2013, 09:02 AM

ციტატა(Otherguy @ Sep 5 2013, 11:42 PM) *

დიდ განსხვავებას მე ვერ ვხედავ. სექსის დროს მამაკაცის თესლიც ისეთივე პოტენციური ადამიანია, როგორც ჩასახული ბავშვი და როგორც 1 წლის ჩვილი ბავშვი. ნუ ადამიანი არც ერთი არაა ჯერ. დროის და ხელშეწყობის ამბავია ნებისმიერ ეტაპზე. biggrin.gif

blink.gif blink.gif blink.gif უკომენატროდ

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 6 2013, 10:32 AM

Otherguy

ციტატა
სექსის დროს მამაკაცის თესლიც ისეთივე პოტენციური ადამიანია, როგორც ჩასახული ბავშვი და როგორც 1 წლის ჩვილი ბავშვი. ნუ ადამიანი არც ერთი არაა ჯერ. დროის და ხელშეწყობის ამბავია ნებისმიერ ეტაპზე.

ალბათ მთვრალი ხარ...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 12 2013, 02:20 PM

ბავშვს სული ჩასახვისთანავე ეძლევა და ის უკვე ადამიანია...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 18 2013, 04:27 PM

"აბორტი სატანისტური მსხვერპლშეწირვაა!"

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 18 2013, 04:41 PM

ციტატა(marine @ Sep 18 2013, 04:27 PM) *

"აბორტი სატანისტური მსხვერპლშეწირვაა!"

მარინე ასეთ უცნაურ ფრაზებს სად ნახულობ?
მართლაი ცოდვაა აბორტი, მაგრამ ვინც ამას ჩადის "სატანისტი" ნამდვილად ზედმეტი ბრალდებაა.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 18 2013, 05:23 PM

G_saxva
ცოტა ხმამაღალია , მაგრამ ბევრი საერთო წერტილი აქვთ...

ბოროტისთვის კი ყველაზე სასურველი მსხვერპლშეწირვაა ეს...
(კერპებიც იყო სპეციალური რომელსაც გამოშვერილი ჰქონდათ ხელები , მასზე დებდნენ ჩვილ ბავშვებს , შემდეგ ცეცხლს უკიდებდნენ და წვავდნენ მათ...)

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 19 2013, 09:17 AM

ციტატა(A.V.M @ Sep 18 2013, 05:23 PM) *

G_saxva
ცოტა ხმამაღალია , მაგრამ ბევრი საერთო წერტილი აქვთ...

ბოროტისთვის კი ყველაზე სასურველი მსხვერპლშეწირვაა ეს...
(კერპებიც იყო სპეციალური რომელსაც გამოშვერილი ჰქონდათ ხელები , მასზე დებდნენ ჩვილ ბავშვებს , შემდეგ ცეცხლს უკიდებდნენ და წვავდნენ მათ...)

კარგი გურამ არ გადმრიოთ ახლა. სად ქანდაკებისთვის დაკლული სადიდადებლად დაკლული ბავშვი და სად შვილის არყოლის სურვილით გაკეთებული აბორტი ! ბევრი ქრისტიანი (მართლმადიდებელი) იკეთებდა აბორტს ისე რომ გათვიცნობიერებული არ (ვერ) ქონდა ეს ცოდვა. ეს დიდი ცოდვაა რომელსაც გამართლება არ აქვს, მაგრამ ამას სატანისტური მსხვერპშეწირვა რომ ეძახო ჩემი აზრით ძალიან ცუდია. ამით თქვენ ამბობ რომ ის უცოდველი ჩვილები სატანას შეეწირნენ ???

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 19 2013, 03:29 PM

G_saxva

ეშმაკის ჩაგონებით დედა რომ შვილს მოკლავს სატანიზმია აბა რა არის?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 19 2013, 04:01 PM

ციტატა(marine @ Sep 19 2013, 03:29 PM) *

G_saxva

ეშმაკის ჩაგონებით დედა რომ შვილს მოკლავს სატანიზმია აბა რა არის?

კარგი მარინე რეებს ამბობ? ან თქვენ არ გცოდნიათ სატანიზმი რა არის და ისე ისვრით ფრაზებს ან ყველა სატანისტები ვყოფილვართ. ყველა სატანის მოქმედებით ვდგებით ცოდვაში.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 19 2013, 11:07 PM

G_saxva
ჯერ ეს ერთი სატანური მსვერპლშეწირვაა მეთქი არ მითქვამს და მეორე - მამათა შრომებს გადახედე ამ საკითხზე და ნათლად დაინახავ რომ ბოროტისათვის ყველაზე სასურველ ძღვნად , სწორედ ჩვილებს მიიჩნევენ

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 20 2013, 09:10 AM

ციტატა(A.V.M @ Sep 19 2013, 11:07 PM) *

G_saxva
ჯერ ეს ერთი სატანური მსვერპლშეწირვაა მეთქი არ მითქვამს და მეორე - მამათა შრომებს გადახედე ამ საკითხზე და ნათლად დაინახავ რომ ბოროტისათვის ყველაზე სასურველ ძღვნად , სწორედ ჩვილებს მიიჩნევენ

სატანური მსხვერპლშეწირვა რას ნიშნავს ჯერ ეს მითხარით, იქნებ მე არ მესმის რამე.
მე ვიცი ასე : "რელიგიათა ისტორიაში მსხვერპლშეწირვა რიტუალური ქმედებაა, რომლითაც ზეადამიანურ არსებებს ძღვენს სთავაზობენ. მსხვერპლშეწირვით ადამიანი ცდილობს, ზეადამიანურ ძალებთან და არსებებთან ურთიერთობის დამყარებას იმ მიზნით, რომ ან ამ არსებათა მხრიდან ადამიანის სამოღვაწეო სფეროში განხორციელებულ ჩარევაზე რეაგირება მოახდინოს, ან ამგვარი ჩარევა გამოიწვიოს."
რუ: http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=16&t=2335
აქედან რომელიმე პირობას თუ მაინც აკმაყოფილებს მითხარით.
1 რიტუალია?
2 ძღვენია?
3 ამით თავის ცხოვრებაში ჩარევას ითხოვს?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 21 2013, 12:52 AM

G_saxva
აქედან დავიწყებ:

ციტატა
2 ძღვენია?

კი და ძალიან ძვირფასიც...

გავაგრძელებ :
,,კართაგენში იდგა კერპი, სახელად - მოლოქი. იგი სულ სპილენძითა და ვერცხლით იყო ნაკეთები. მის შიგნით ცეცხლს ანთებდნენ. გავარვარებული კერპის გამოწვდილ ხელებზე ჩვილებს დებდნენ, რომლებიც ნებაყოფლობით მოჰყავდათ საკუთარ მშობლებს. ჩვილის მკვლელობა დემონისთვის შესაწირ უდიდეს მსხვერპლად ითვლებოდა. ბავშვთა შემზარავი კვნესისა და კივილის ჩასახშობად ქურუმები მუსიკალურ ინსტრუმენტებზე უკრავდნენ, მღეროდნენ და როკავდნენ. მოლოქი სიმდიდრის ღმერთად ითვლებოდა. ფუფუნებისა და სიამტკბილობის, ჰედონიზმის ამ დემონს ახლაც წირავენ ბავშვებს მსხვერპლად. ''
http://sibrdzne.ge/index.php?swavleba_id=16291

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 21 2013, 09:40 PM

ციტატა(A.V.M @ Sep 21 2013, 12:52 AM) *

G_saxva
აქედან დავიწყებ:

კი და ძალიან ძვირფასიც...

გავაგრძელებ :
,,კართაგენში იდგა კერპი, სახელად - მოლოქი. იგი სულ სპილენძითა და ვერცხლით იყო ნაკეთები. მის შიგნით ცეცხლს ანთებდნენ. გავარვარებული კერპის გამოწვდილ ხელებზე ჩვილებს დებდნენ, რომლებიც ნებაყოფლობით მოჰყავდათ საკუთარ მშობლებს. ჩვილის მკვლელობა დემონისთვის შესაწირ უდიდეს მსხვერპლად ითვლებოდა. ბავშვთა შემზარავი კვნესისა და კივილის ჩასახშობად ქურუმები მუსიკალურ ინსტრუმენტებზე უკრავდნენ, მღეროდნენ და როკავდნენ. მოლოქი სიმდიდრის ღმერთად ითვლებოდა. ფუფუნებისა და სიამტკბილობის, ჰედონიზმის ამ დემონს ახლაც წირავენ ბავშვებს მსხვერპლად. ''
http://sibrdzne.ge/index.php?swavleba_id=16291

გურამ ძალიან ცალსახად და პირდაპირ აცხადებ იმას რომ ეს ძღვენია ბომონებს შეწირული. მოდი დავუკვირდეთ რა ხდება. ესეგი ქალი (დედა) რომელიც აბორტს იკეთებს რადგან, შეცდა და მზად არ არის ბავშვი გააჩინოს, ბიჭმა მოატყუა რომ უყვარდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ როგორც უმრავლეს შემთხვევაში ხდება. უტოლობ იმ ადმიანებს რომლებიც თავიანთი სურვილით მიყავდათ ბავშვები და კლავდნენ იმიტომ, რომ ეშმაკისთვის დახმარება ეთხოვათ? ამას თავი რომდ ავანებოთ მუცლის მოშლა სხვა ცოდვაა და ეშმაკისთვის მსხვერპლშეწირვა სხვა. ამასაც რომ თავი დავანებოთ იმ უცოდველ სულებზე ამბობთ რომ ეშმაკის ძღვენია დედისგან მირთმეული მის სადიდებლად?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 21 2013, 11:11 PM

G_saxva

ციტატა

გურამ ძალიან ცალსახად და პირდაპირ აცხადებ იმას რომ ეს ძღვენია ბომონებს შეწირული

აბა სად ვაცხადებ ეგრე ცალსახად და პირდაპირ?

ციტატა
ცოტა ხმამაღალია , მაგრამ ბევრი საერთო წერტილი აქვთ...

ამას ვწერდი...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 21 2013, 11:30 PM

ციტატა(A.V.M @ Sep 21 2013, 11:11 PM) *

G_saxva

აბა სად ვაცხადებ ეგრე ცალსახად და პირდაპირ?
ციტატა

კი და ძალიან ძვირფასიც...



აი აქ, რომ თურმე ის ჩვილები რომლებიც დედის მუცელშივე მოკლეს ძვირფასი ძღვენი ყოფილა ეშმაკისთვის.

უბრალოდ მინდა გავმიჯნო ეს ორი მხარე ერთმანეთისგან.
კითხვა ასეთია:
1 ის ჩვილები რომლებიც აბორტის დროს იღუპებიან, მიზეზი რა არის? დედა რატომ კლავს მათ (ზოგადად მაინტერესებს)
2 ის ჩვილები რომლებსაც მსხვეპლად წირავენ რა მიზანი აქვს? დედა რატომ კლავს მათ (აქაც ზოგად პასუხს ვითხოვ)

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 22 2013, 01:01 AM

G_saxva

ციტატა
1 ის ჩვილები რომლებიც აბორტის დროს იღუპებიან, მიზეზი რა არის? დედა რატომ კლავს მათ (ზოგადად მაინტერესებს)

მე არ მკთხო ეგ... მაინც ვერ გიპასუხებ...
ციტატა
2 ის ჩვილები რომლებსაც მსხვეპლად წირავენ რა მიზანი აქვს?

,,ფსევდოკეთილდღეობა''

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 22 2013, 04:30 PM

კარგი მასინ ვიცნ ამ ორ რამეს გააიგივებს ჯერ ჩემს დასმულ კითხვებს უპასუხოს და მერე მიხვდება რა განხსვავებაა ამათ შორის.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2014, 02:00 PM

"შვილი ხომ ოჯახის სიმდიდრეა და როცა მას კლავ, ეს ერის, სამშობლოსა და ქართველობის მტრობაა".

/მამა თავმას ჩოხელი/


"ცოდვა, რომელსაც თავს ვერ აპატიებ ღმერთმა რომც გაპატიოს"

/ეს სიტყვები ჩემს მეგობარს - ლორა მესტვირიშვილს ეკუთვნის/



"არ შეიძლება ამგვარი დიაგნოსტიკური პროცედურების ჩატარება, მაგალითად: ადრეული ამნიოცენტეზი, რომლის მიზანია ჯერ არდაბადებული, ავადმყოფ ბავშვთა მოკვლა!

არავინ გამხდარა ბედნიერი ადამიანის მოკვლით, მაგრამ შესაძლოა გახდე ბედნიერი ავადმყოფის სიცოცხლის მსახურებით!

ცოდვის ჩადენა არ შეიძლება არავითარ გარემოებებში".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Feb 10 2014, 03:54 PM

ახალი კანონი მზადდება ამ თემასთან დაკვშირებით და ვნახოთ რა იქნება.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 11 2014, 01:20 AM

G_saxva
XOO ?
სერგიენკო ამზადებს ?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Feb 11 2014, 09:48 AM

A.V.M
არ ვიცი ვინ და როგორ მაგრამ რამდენადაც მახსოვს მარტიდან იქნება კანონ პროექტზე მსჯელობა. მე მოხარული ვიქნები ბავშვის სქესის გაგებას თუ აკრძალავენ smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2014, 11:25 AM

შერჩევითი აბორტი ორმაგი ცოდვაა... მეც გამიხარდება თუ აიკრძალება...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 12 2014, 01:46 AM

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: წელიწადში 40 000-მდე აბორტი კეთდება, 2012-ში სელექციური აბორტების შედეგად, 1151-ით ნაკლები გოგონა დაიბადა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: წელიწადში 40 000-მდე აბორტი კეთდება, 2012-ში სელექციური აბორტების შედეგად, 1151-ით ნაკლები გოგონა დაიბადა

17:37 07.02.2014
[ნატალია კალანდაძე]
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში სელექციური აბორტის სახიფათო ტენდენციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ 2012 წლისგანმავლობაში, სელექციური აბორტების შედეგად, 1151-ით ნაკლები გოგო დაიბადა.

„პრესა.ჯი“ დინტერესედა რაზე დაყრდნობით ასეხელებს ჯანდაცვის სამინისტრო კონკრეტულ ციფრებს და მინისტრის მოადგილეს ესაუბრა.

მარიამ ჯაშის ინფორმაციით, დასახელებული ციფრი ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების, ე.წ.ირიბი ინდიკატორებით გათვლის შედეგად მიიღეს.

მარიამ ჯაში: ეს არის, რა თქმა უნდა, თეორიული გათვლები. ჩვენ ვიშველიებთ გლობალურ დონეზე არსებულ სტატისტიკურ ნორმებს, რომლის მიხედვით მაქსიმალური ზღვარი თანაფარდობაში დაბადებული მდედრობითი და მამარობითი ბავშვების შემთხვევაში, 100 ცოცხალშობილ გოგონაზე მოდის 105 ვაჟი. თუ ჩვენ ავიღებთ 2012 წლის სტატისტიკას, თუ რამდენი ბავში დაიბადა ამ წელს საქართველოში და უცვლელად დავტოვებთ დაბადებული ვაჟების თანაფარდობას, თუკი 1,05% არის ნორმალური სტატისტიკური თანაფარდობა, საქართველოში ფიქსირდება 1,09. შესაბამისად, თეორიულად თუკი დაბადებული ბიჭების რაოდენობას უცვლელად დავტოვებთ და ავიღებთ მაქსიმალურ სტატისტიკურ ნორმას რამდენი გოგო უნდა დაბადებულიყო, ჩვენ თეორიულად ვღებულობთ, რომ 1151 გოგონათი ნაკლები დაიბადა მხოლოდ 2012 წელს.

-ამ გათვლის მიხედვით, რისი თქმა შეგიძლიათ, სელექციური აბორტი გახშირებულია თუ არა?

-ეს გათვლები გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ვიფიქროთ სელექციური აბორტის საკმაოდ გახშირებულ პრაკტიკაზე. თუმცა ეს საჭიროებს უფრო მეტ და საფუძვლიან კვლევას. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები და ჩატარდება დეტალური ანალიზი არსებული მონაცემების და ასევე იმ ფაქტორების, თუკი დადასტურდა სელექციური აბორტის პრობლემა, რა გარემოებები ახდენს ამ გადაწყვეტილებაზე გავლენას.

-რამდენად ახდენს გავლენას სელექციურ აბორტზე მშობლების სოციალური მდგომარეობა?

-ოფიციალური სტატისტიკით, წელიწადში 40 000-მდე აბორტი კეთდება. სოციალურ ფაქტორებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია არ მოგვეპოვება. თუმცა გაეროს ფონდის, რეპროდოლოგიური კვლევებით, სახეზეა პრაქტიკა რომ აბორტი კვლავ რჩება ოჯახის დაგეგმვის ერთ-ერთ მთავარ მეთოდად. ის მიზანი რომ აბორტი ჩანაცვლდეს თანამედროე კონტრაცეპტივებით, ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. მთელი აქცენტი უნდა გაკეთდეს არა აბორტის ამკრძალავ ღონისძიებაზე, არამედ ეტაპობრივ ჩანაცვლებაზე იმ თანამედროვე ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებით, რომელიც არის დამზოგავი დედის ჯანმრთელობისთვის.

-თუ აქვს სამინისტროს კონკრეტული გეგმა მსგავი აბოტრების შესამცირებლად?

-ჩატარებულია სამუშაოები. დედათა და ბავშვთა საბჭოს ფორმატში განიხილება ზოგადად აბორტის რეგულაციების საკითხი და მათ შორის გენდერული სელექციის საკითხიც. იგეგმება რეგულაციების გადახედვაც. მაგალითისთვის მოგახსენებთ, რომ აბორტის სამედიცინო ჩვენებებით დღემდე ქართველი ექიმები სარგებლობენ 2000წლის ბრძანებით, რაც მოძველებულია. მუშაობა პირველ რიგში რეგულაციაზე მიმდინარეობს, რომ მოვიყვანოთ ის დღეს არსებულ საერთასრისო პრაქტიკასთან და შემცირდეს ჩამონათვალი, რა დროს არ იკრძალება აბორტის გაკეთება. ასევე არის საუბარი დედის ინფორმირებაზე. როდესაც მშობლები ღებულობენ გადაწყვეტილებას ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის თაობაზე, მათ უნდა ეძლეოდეს სამდღიანი მოსაფიქრებელი ვადა .

http://presa.ge/new/?m=society&AID=24465

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2014, 12:48 PM

"განა ქალის უფლება, თავისი სხეული ნებისამებრ განკარგოს უფრო მაღლა დგას, ვიდრე უმწეო ბავშვის სიცოცხლე?

და ეს განსაკუთრებით მაშინ, თუკი მისი ჩასახვის მომენტში ქალს არავითარი პრეტენზია არ გამოუთქვამს?

ნუთუ აბორტის მომხრეებს იმის თქმა უნდათ, რომ საქართველოში მართლა ამდენი სქესობრივი ძალადობის შემთხვევაა?

და თუ ამის თქმა უნდათ, რატომ არ აღიმაღლებენ ამაზე ხმას და გააფრთებით არ დაიწყებენ საბრალო ქალების დაცვას ისე, როგორი შემართებითაც უსუსური ჩვილების სიცოცხლის მოსპობას იცავენ?"

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Feb 14 2014, 11:28 PM

ციტატა(G_saxva @ Sep 19 2013, 04:01 PM) *

კარგი მარინე რეებს ამბობ? ან თქვენ არ გცოდნიათ სატანიზმი რა არის და ისე ისვრით ფრაზებს ან ყველა სატანისტები ვყოფილვართ. ყველა სატანის მოქმედებით ვდგებით ცოდვაში.

შენ სატანიზმი, მარტო ღამღამობით სასაფლაოებზე წანწალი და კატების ტყავება გგონია? fiqri.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Feb 17 2014, 09:59 AM

ციტატა(terra @ Feb 14 2014, 11:28 PM) *

შენ სატანიზმი, მარტო ღამღამობით სასაფლაოებზე წანწალი და კატების ტყავება გგონია? fiqri.gif

1. სატანიზმი არის ეშმაკის რელიგიური თაყვანისცემის პრაქტიკა ან მასთან ხელშეკრულობის დადება. ნაკადული: http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%98
2. სატანის ან სხვა, რელიგიის მოძულე ეშმაკისეულ ძალთა კულტი. ხშირად პოვებს გამოხატულებას ეგრეთ წოდებული „შავი წირვის“ ან სხვა ღმრთისმგმობი რიტუალების მეშვეობით. სატანიზმი, ამასთანავე, იყო რომანტიზმისა და დეკადენტურ მიმდინარეობათა ცალკეულ წარმომადგენელთა მხატვრული ხერხი, დაფუძნებული ამბოხზე ზნეობისა და რელიგიის წინააღმდეგ, რომლებსაც შემოქმედებითი ძალისა და ბოროტების მაცდური ხიბლის გამოვლინების „მუხრუჭად“ მიიჩნევდნენ.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
ნაკადული: http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=16&t=4925
ახლა თქენ მიბრძანეთ აქდან რომელია აბორტის დროს smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 13 2014, 10:54 PM

გასულ წელს , საქართველოში ოფიციალურად გაკეთდა , 40 000 აბორტი .
იცით ეს რას ნიშნავს ?

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Mar 13 2014, 11:37 PM

A.V.M
ის ნიშნავს იმას, რომ ვიცით მიზეზი იმისა, თუ რატომ ვართ მხოლოდ 3.5 მილიონი ქართველი დედამიწაზე smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 13 2014, 11:41 PM

ეს მხოლოდ ოფიციალური ცოფრია ხომ იცით .
ხო კიდევ , ყველაზე უხეშ გამოთვლებით , ეს რაოდენობა აბორტებისა , რომ არ კეთდებოდეს , 30 წელიწადში , 7 მილიონი ვიქნებოდით .

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 18 2014, 02:20 AM

დღეს იყო ძალიან კარგი ლექცია , მამა ალექსი ქშუტაშვილის მიერ წაკითხული , აბორტების შესახებ . მე , ალექსა და თამუნა ვესწრებოდით .
ძალიან გვინდა რომ იქ გაგებული ინფორმაცია , თქვენც მოგაწოდოთ . მართალია , შესაძლებელია ეს დროში გაგვეწელოს , მაგრამ აუცილებლად ნახავთ ლექციის როგორც აუდიო , ისე ბეჭდურ ვერსიას .

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Mar 18 2014, 09:35 AM

A.V.M
მოუთმენლად ველოდებით.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 24 2015, 12:07 PM

გვტკივა შვილები, არ გაჩენილნი,
ვიღაცის, ანდა, რაღაცის გამო...
გვყავს სხვა შვილებიც, გადარჩენილნი
და მათ სახელებს ლოცვაში ვამბობთ.
უპატიჟებელ საჩუქარს უფლის,
დაუფიქრებლად დავემშვიდობეთ,
გულს ის წუხილი არ გადაუვლის,
რომ მათი ნახვაც არ მოვინდომეთ.
ო, რამდენი ხართ, არ გაჩენილნი...
შვილებო, დღემდე სახელიც არ გაქვთ...
ჩვენი მიზეზით ცად ავლენილნი,
ცრემლით ინამავთ, უმწეო წამწამს.
თქვენ არ გეგონოთ, რამე ბრალი გაქვთ,
ანდა, შვილებად არ ივარგებდით,
უვარგისები, ეს ჩვენ დავდივართ,
ცოდვაში, ნებით, თავის ჩამგდებნი...

kaxa dolidze.

პოსტის ავტორი: Zukazuka314 თარიღი: May 24 2015, 02:33 AM

ციტატა(A.V.M @ Mar 18 2014, 02:20 AM) *

დღეს იყო ძალიან კარგი ლექცია , მამა ალექსი ქშუტაშვილის მიერ წაკითხული , აბორტების შესახებ . მე , ალექსა და თამუნა ვესწრებოდით .
ძალიან გვინდა რომ იქ გაგებული ინფორმაცია , თქვენც მოგაწოდოთ . მართალია , შესაძლებელია ეს დროში გაგვეწელოს , მაგრამ აუცილებლად ნახავთ ლექციის როგორც აუდიო , ისე ბეჭდურ ვერსიას .

აბა?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 15 2015, 07:44 PM

"მინდა მივმართო ყველას თხოვნით და ლოცვა-კურთხევით - საქართველოში აბორტები უნდა შეწყდეს! უნდა გახსოვდეთ ყველას, რომ აბორტი არის შვილის კვლა და ეს არის უდიდესი ცოდვა წინაშე ღვთისა და წინაშე ერისა!

განსაკუთრებით მინდა მივმართო ექიმებს, რომლებიც აბორტებს აკეთებენ: იცოდეთ, რომ ეს არის კაცის კვლის უდიდესი და საშინელი ცოდვა, რასაც თქვენ ჩადიხართ! ამიტომ აბორტების კეთება ჩვენს კლინიკებში უნდა შეწყდეს და რამდენ შვილსაც მისცემს უფალი ოჯახს, იმდენი უნდა იყოლიონ. უნდა ვიცოდეთ, რომ ოჯახის სიმტკიცე არის საწყისი ადამიანის ბედნიერებისა".

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2015, 03:38 PM

"ოჯახის დაგეგმარების ფედერაციის" თანამშრომლები აღიარებენ, რომ დედის მუცელში მხოლოდ იმის გამო მოწყვიტეს ჩვილი, რომელსაც კარგი გულისცემა ჰქონდა, რომ სასწრაფოდ ესაჭიროებოდათ მისი ტვინი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2015, 04:05 PM

"პროლაიფერი - ეს საერთაშორისო ტერმინია, რომლითაც აბორტის მოწინააღმდეგეებს აღნიშნავენ; ტერმინი მომდინარეობს ინგლისური სიტყვიდან pro-life - "სიცოცხლისთვის", და მუცლად მყოფ ჩვილთა სიცოცხლის დაცვისთვის ბრძოლას გულისხმობს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2015, 04:23 PM

"საზოგადოებაში არესებული აბორტების მომხრეთა მოძრაობის მონაწილენი კი იწოდებიან პროჩოისერებად. Pro-choice - ინგლისურიდან ითარგმნება, როგორც - "არჩევანისთვის", მათი მომხრეები მიიჩნევენ, რომ მუცლის მოშლა დედის უფლებაა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2016, 12:53 PM

"ადამიანს არ აქვს უფლება არეგულირებდეს შვილების რაოდენობას, უნდა ჰყავდეს იმდენი, რამდენსაც ღმერთი მისცემს".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 23 2016, 05:09 PM

"აბორტი ამდაბლეს ქალის ღირსებას. მოკლული ჩვილის სისხლი ყოველთვის იღაღადებს დედის სინდისის მიმართ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 14 2016, 12:52 PM

"ღმერთით - საქართველოში შეწყდეს მუცლად სიკვდილი. დედებო, რაც არ უნდა გაგიჭიდეთ, ღმერთი დაგეხმარებათ. თქვენს ნაყოფს მიეცით თქვენსავით ადამიანად ჩამოყალიებების უფლება, ღვთის სულს კი სიცოცხლე, რათა გამრავლდეს ქართველი ერი".

/სქემმონაზონი ანა (ღაჟონია-საჯაია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 6 2016, 07:44 PM

"თანამედროვე დედა სიცოცხლეს, ანუ ევას აღარ ნიშნავს, ის სიკვდილის მანქანად გადაიქცა და აბორტის ცოდვით უამრავ სულს ღუპავს".

/დეკ. შიო პაიჭაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 6 2016, 10:20 PM

"მუცლის ხელოვნურად მოშლა მსოფლიოს ყველა რელიგიის მიერ ბავშვის მკვლელობად არის მიჩნეული".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 6 2016, 10:38 PM

"მკვლელია არა მარტო ქალი, რომელიც ხელოვნურად მოიშლის მუცელს, არამედ ექიმიც, რომელიც მას ამგვარ ოპერაციას გაუკეთებს ან ამ მიზნით მისცემს მას რაიმე წამალს. მკვლელია ქმარიც, როდესაც იგი თანხმდება (ან ხელს არ უშლის) ცოლს მუცლის მოშლაზე. მკვლელები არიან ისინიც, ვინც ურჩევს ქალს მოიშალოს მუცელი, ვინც ავრცელებს აბორტის რეკლამას, ვინც იბრძვის აბორტის ლეგალიზაციისათვის, აწარმოებს და ყიდის მუცლის მოსაშლელ პრეპარატებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2016, 10:14 PM

"გვგონია, ბავშვის გაჩენას იმდენი პრობლემა მოჰყვება, რომ ვეღარ ავუვალთ. ხომ შეიძლება, შვილი არ გავაჩინოთ, მაგრამ უფრო დიდი პრობლემის წინაშე დავდგეთ?"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 6 2016, 09:05 PM

"ზოგიერთი მეკითხება, განა პრობლემები გაკლიათ, მეოთხე შვილს რად აჩენთო? მე კი ვპასუხობ: - სწორედ პრობლემები რომ გადავწყვიტოთ, იმიტომაც გავაჩინეთ დათუნა. თითოეული ახალმოვლენილი ბავშვი ოჯახში ანგელოზია და ის გვაძლევს ძალას, ყოველგვარ სირთულეებს ადვილად გავუმკლავდეთ".

/ნინო ძნელაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2016, 11:59 AM

"მშობლების შიში ეკონომიკური შეჭირვების გამო ბავშვების არგაჩენისა, ვფიქრობ, მათი სულიერი ზრდის მიხედვით გაიფანტება: მათ ღვთის იმედი უძლიერდებათ მეორე, მესამე და შემდეგი ბავშვის გაჩენის მერე".

/დეკ. დიონისე ტაცისი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 26 2016, 10:30 PM

"არც ერთ ომს იმდენი ადამიანი არ შეუწირავს, რამდენიც აბორტმახერებმა შეიწირეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 27 2016, 02:13 PM

"ნაყოფის მოცილების შემდეგ მისი სურვილი - ჩვეულებრივად გააგრძელოს ცხოვრება, ყოვლად მიუღწეველია, რადგან ამ შეცოდების შემდგომ მისი ცხოვრების გზას იმგვარი სულიერი ტკივილი სდევს თან, რომ ხშირად ვერ იაზრებს, რატომ არის ამ მდგომარეობში. ცოდვა ისეთი სახით უბრუნდება ერთ კონკრეტულ ადამიანსა თუ ქვეყანას, რომ ამ ტკივილს განაცდევინებს, რაც აბორტის საშუალებით მოწყვეტილი შვილის შემთხვევაში უნდა განეცადა".

/დეკ. ზურაბ მჭედლიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 1 2016, 11:21 AM

"აბორტის გაკეთება არ შეიძლება. ვინც აბორტს იკეთებს, ის ყველაზე გულქვა ავაზაკზე მეტად სცოდავს! ავაზაკი უცხო ადამიანებს ხოცავს გაძარცვის სურვილით, დედა კი ღვიძლ შვილს კლავს, ჯერ კიდევ სულს, სხეული სრულად რომ არ შეუმოსავს! დაგვიფაროს ღმერთმა! ადრე ასეთ ადამიანს ოცდახუთი წლით განაყენებდნენ ზიარებისგან.

დედაკაცი, რომელმაც ერთი ან ორი აბორტი გაიკეთა, სამაგიეროს ავადმყოფობით იღებს. ადრე თუ გვიან შეაწუხებს დედაკაცური სნეულებანი, უძლურებები. ღმერთო ჩემო, რაოდენ უსიამოვნოა ეს ყველაფერი.

მაპატიეთ! ჩვენ, ბერებმა, ამ ყველაფერზე არც უნდა ვიფიქროთ და არც ვისაუბროთ, აუცილებელია, ცოდვისაგან განგაკრძალოთ ისე, როგორც ამას წმინდა ეკლესია გვასწავლის".

/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2016, 08:21 PM

"ამას წინათ მამა გაბრიელის შეგონებას ვკითხულობდი აბორტის შესახებ და ჩემი ცოდვაც გავაცნობიერე. შესანიშნავი ქალი და დედა რომ მეგონა თავი, მკვლელი გამოვდექი. ცოცხალ და დაბადებულ შვილებს გამუდმებით ვავედრებდი უფალს, ისინი კი ერთხელაც არ გამხსნებია... რამდენი ქალია, უშვილობით რომ იტანჯება, ჩვენ კი ღმერთი გვაძლევს და უწყალოდ ვუსპობთ სიცოცხლეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 9 2017, 09:47 PM

"თუ კაცს გინდა, ქრისტიანი და ქართველი გერქვას, მრავალშვილიანობით უნდა ემსახურო ერს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 23 2017, 08:01 PM

ამბავი ცოდვილი დედაკაცის საშინელი სიკვდილისა

"ერთმა ვალეველმა გლეხმა გვიამბო, თუ როგორ გარდაიცვალა მისი მეზობელი.
"ჟივანიჩები მდიდარი ხალხი იყო, მაგრამ არც ერთი მათგანი არ ფიქრობდა ღმერთზე და სულის უკვდავებაზე. ეკლესიაში ისინი არ დადიოდნენ, მარხვებს არ იცავდნენ, მოწყალებას არ გასცემდნენ. ამ დღეებში გარდაიცვალა ა-ა, დედაკაცი მათი გვარისა. ახალგაზრდობაში ის მამაკაცებს დასდევდა: საკუთარ მაზლსაც კი აეკიდა, რომელმაც მის გამო თავი მოიკლა. ქმარს ოთხი წელი არ ელაპარაკებოდა. თვითონ ჰყვებოდა, როგორ კლავდა და წვავდა თავის შვილებს წიაღშივე, რომ არ დაბადებულიყვნენ. მისი ქმარი ამა წლის ვნების ორშაბათს მოკვდა. როცა ის ავად იყო, ცოლს მასთან მისვლაც არ უნდოდა, თუმცა ბევრი ურჩევდა, - მომაკვდავ ქმარს დაემშვიდობეო. მომაკვდავმა ის დაწყევლა: - ღმერთმა ქნას, წყლულებისგან გაიხრწნაო. მართლაც, ქმრის სიკვდილიდან მალევე დასნეულდა. სხეული წელიდან მუხლამდე დაუწყლულდა. ოთხი ქალი უვლიდა. საკუთარ თავს ვეღარ აკონტროლებდა, ხელებს ასავსავებდა და ყვიროდა: - განმეშორეთ, წადით და მომაშორეთ ეს ბავშვებიო. რომელი ბავშვები, - ვამშვიდებდით, - ჩვენ აქ ვერავის ვხედავთ, აქ არავინ არისო, მაგრამ ის ყვირილს განაგრძობდა: - გაყარეთ ეგენი! როგორ თუ ვერ ხედავთ? ჩემს გარშემო არიან და მაცოცდებიანო.

ეს ის ბავშვები იყვნენ, რომელთაც იგი მუცელში ხოცავდა. არაერთხელ მირჩევია, - დაუძახე, დაო, მღვდელს, აღსარება თქვი და ეზიარე-მეთქი, მაგრამ არ მიჯერებდა. როგორც იქნა, დავითანხმე, მაგრამ როცა მღვდელი მოვიდა, ენა წაერთვა და სიმყრალეში გახვეულმა, ძლივს აღმოუტევა თავისი უბედური სული".

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2017, 12:02 PM

"ღმერთი გულშემატკივარია, მას ადვილად შეუძლია, შვილთა მიცემა შეუწყვიტოს ცოლ-ქმარს, როცა დაინახავს, რომ მათ მეტის გაზრდა აღარ შეუძლიათ".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 12 2017, 11:08 AM

"საქართველოში ყოველწლიურად სტატისტიკურად 40 ათასამდე აბორტი ფიქსირდება".

/"რეზონანსი" N115/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 13 2017, 01:01 PM

მშობლების ცოდვა
"ჩვენმა ქვემოკრუშევიცელმა ძმამ, ველიმირ მარინკოვიჩმა მოგვითხრო ერთი საგულისხმო ამბავი: სოფელ ჟებტავში ჯ.ჩ.-ს და მის მეუღლეს შეეძინათ ვაჟი. ცოლ-ქმარმა მოითათბირა, მეტი შვილი აღარ ვიყოლიოთო. ამიტომაც ქალმა არაერთი ნაყოფი მუცელშივე მოკლა. პირველშობილ შვილზე კი მზე და მთვარე ამოსდიოდა. ბიჭი 16 წლისა შესრულდა. თამაშობისას თანატოლებმა იჩხუბეს და ერთმანეთს ქვები დაუშინეს. ერთი ქვა მასაც მოხვდა და მოკლა. ახლა მშობლები მწარედ ნანობენ, რომ მოწყვიტეს თავიანთი შთამომავლობა."

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2017, 11:25 AM

"- შეიძლება თუ არა, აბორტს რომელიმე შემთხვევაში მცირე გამართლება მაინც მოეძებნოს? მაგალითად, როდესაც სამედიცინო ჩვენებით დასტურდება, რომ ბავშვი ფიზიკური ნაკლით დაიბადება.

- ეს იგივეა, რომ დედამ ინვალიდი შვილი მოკლას. არც ერთი მშობელი არ კლავს დაბადებულ შვილს თანდაყოლილი ან შემდეგ შეძენილი ფიზიკური ნაკლის გამო. ასევე არ უნდა გაიმეტონ სასიკვდილოდ მუცლადმყოფი ჩვილი იმის გამო, რომ მას რაიმე დეფექტი დაჰყვება თან, ასე რომ, არც ასეთი მიზეზი ამართლებს აბორტს, მით უმეტეს, როდესაც ვიცით, რომ ყოველივეს უფალი განაგებს. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც სამედიცინო ჩვენებებზე დაყრდნობით ექიმები ფეხმძიმეს არწმუნებდნენ, რომ ბავშვი სნეული დაიბადებოდა და აბორტის გაკეთებას ურჩევდნენ, მიუხედავად ამისა, უფლის რწმენისა და შემწეობის იმედით ქალს მაინც გაუჩენია შვილი, რომელიც სრულიად ჯანმრთელი და უვნებელი დაბადებულა. თუნდაც ასე არ იყოს, კიდევ ვიმეორებ, არც ეს მიზეზი ამართლებს მუცლადმყოფი ნაყოფის მოშორებას. ესეც ღვთის მიერაა დაშვებული და იმაზე უნდა დავფიქრდეთ, რატომ დაუშვა ეს ღმერთმა.
ისეთი შემთხვევაც ყოფილა, რომ ქალი რომელიც ჯანმრთელობას უჩიოდა, სწორედ ბავშვის გაჩენის შემდეგ გამოჯანმრთელდა."

/დეკ. კონსტანტინე გიორგაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 23 2017, 03:16 PM

"- მართალია, მუცლის მოწყვეტის შემთხვევაში დედა შეგნებულად არ იშლის მუცელს, მაგრამ ასეთ დროსაც ხომ მუცლადმყოფი ნაყოფის სიკვდილთან გვაქვს საქმე. როგორ უნდა მოიქცეს ქალი მსგავს ვითარებაში?

- ასეთ დროს ქალი უპირველესად იმაზე უნდა დაფიქრდეს, თუ რატომ დაუშვა უფალმა მასზე ესოდენ მძიმე განსაცდელი, ამის მიზეზი საკუთარ სულიერ ცხოვრებაში მოიძიოს და თავისივე ცოდვებს დააბრალოს, შემდეგ კი აუცილებლად მიმართოს ღვთისმსახურს, რომელიც წაუკითხავს განწმენდის ლოცვას და ყველა საჭირო რჩევა-მითითებას მისცემს."
/მამა კონსტანტინე გიორგაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2017, 11:07 AM

"ალბათ ბევრ ჩვენგანს სმენია ამერიკელი ექიმის ბერნარდ ნათანსონის ფილმი - "უხმო ყვირილი", სადაც ნაჩვენებია იმის ულტრაბგერითი გამოსახულება, რაც ხდება ქალის საშვილოსნოში აბორტის დროს, როდესაც მუცლადმყოფი ნაყოფი თორმეტი კვირისაა. ეკრანზე კარგად ჩანს, როგორ ცდილობს მუცლადმყოფი არსება ვაკუუმგამწოვისთვის თავის არიდებას. მისი მოძრაობები სწრაფი და მღელვარეა. გული აჩქარებულად უცემს. გვერდზე იწევს და საშვილოსნოს მარცხენა კედელს ეკვრის. ხოლო როდესაც აპარატში მომწყვდეული ბავშვის დანაწევრება იწყება, ის ფართოდ აღებს პირს, თითქოს ყვირისო. სწორედ აქედან მომდინარეობს ფილმის სახელწოდებაც - "უხმო ყვირილი". ამ ფილმის ნახვის შემდეგ ბევრმა განაცხადა უარი აბორტის გაკეთებაზე."

/მამა კონსტანტინე გიორგაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2017, 10:04 AM

"საკუთარი თვალით მინახავს არამყარ სულიერ მდგომარეობაში მყოფი ქალი, რომელიც თურმე წლების მანძილზე გინეკოლოგად მუშაობდა და ცხადია არაერთი აბორტი ექნებოდა გაკეთებული. როგორც მითხრეს, მისი სულიერი სნეულების მიზეზი იყო სიზმარი, რომელსაც ყოველ ღამით ნახულობდა - ბავშვებით სავსე ურიკას დაატარებდა. სწორედ ამ სიზმრისეული ჩვენებების გამო შერყევია ფსიქიკა. ალბათ ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ბავშვები, რომლებსაც ეს ქალი დაატარებდა, მის მიერ აბორტის დროს მოკლული მუცლადმყოფი ჩვილები იყვნენ. ამ შემთხვევიდან ნათლად ჩანს, რომ აბორტის უმძიმესი ცოდვის სანაცვლოდ მოწეული სასჯელი ამქვეყნადვე იწყება და ზოგჯერ ძალზე მძიმე და მტანჯველია."

/დეკ. კონსტანტინე გიორგაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2017, 10:33 AM

წერილი დედაკაცს მიცვალებულთა მიერ გადახდილ სამაგიეროზე

მწერ, საშინელი სიზმრები მაწუხებენ. თვალს დავხუჭავ თუ არა, მაშინვე მეცხადება სამი ყრმა, დამცინიან, მემუქრებიან და მაშინებენ... განკურნების ძიებაში ყველა ცნობილი ექიმი და მცოდნე ხალხი მოვიარე. მეუბნებოდნენ: ეგ არაფერიაო, მე კი შევჩიოდი, - თუ ასეა, მაშინ მომაცილეთ ეს ხილვები. განა "არაფერს" შეუძლია ექვსი თვე თვალი არ მოგახუჭინოს? ისინი კი: "კლიმატი შეიცვალეთ, ხშირად იყავით საზოგადოებაში, თვალყური ადევნეთ კვებას. ეს ჩვეულებრივი იპოქონდრიააო".
ვიცნობ, დაო, ასეთ ჭკვიანებს. რამდენიმე ჟღარუნა სიტყვა ისწავლეს: "იპოქონდრია", "ტელეპათია", "თვითშთაგონება" და ამით შეცვალეს სულიერი რეალობა, ყველაფერს განმარტავენ "დღის განრიგით", ყველაფერს კლიმატს, გართობას, მინერალურ წყლებს, ღვინოსა და ხორცს მიაწერენ.

აი, რას გეტყვი: სამი ყრმა, რომელიც გეცხადება, შენი სამი შვილია, შენს მიერვე მუცელში მოწყვეტილნი, ვიდრე მათ სახეს მზე თავისი ნაზი სხივებით შეეხებოდა. ახლა ისინი მოვიდნენ შენთან სამაგიეროს გადასახდელად.

მკვდრების სამაგიერო სახიფათოა და საშიში. ნაკითხი ქალი ხარ და ამიტომ ლიტერატურული სახეებით მოგითხრობ. გაიხსენე ლედი მაკბეტი ანდა ინგლისის მეფე, ისინი მათ მიერ მოკლული კაცის სულმა დახოცა. რა თქმა უნდა, წაგიკითხავს მეფე ვლადიმირის მკვლელზე, მეფე ვლადისლავზე, რომელიც მოკლა ვლადიმირის სულმა. მაგრამ, შესაძლოა, არ იცოდე ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტეს ამბავი. მას არ უყვარდა ძმა, თეოდოსი. მეტოქედ ესახებოდა და აიძულა, დიაკვნის ხარისხი მიეღო. მაგრამ შიშისგან თავი ვერ დაიხსნა. შეთქმულება მოუწყო ძმას, თეოდოსი მოწამებრივად მოკლეს. შვებით ამოისუნთქა კონსტანტემ - საბოლოოდ ჩამოვიშორე მეტოქეო. მაგრამ ამ უმეცარმა იმპერატორმა არ იცოდა, რომ მკვდრები ცოცხლებზე ძლიერნი არიან. ღამით მოკლული გამოეცხადა, გაუწოდა ორთქლადენილი ქაფქაფა სისხლით სავსე თასი და უბრძანა: "დალიე, ძმაო!" კონსტანტე შეშინებული წამოხტა, მოიწვია ვეზირები, მაგრამ მათ ვერაფერი უთხრეს. მეორე ღამეს ხილვა განმეორდა. იმპერატორმა ფეხზე წამოყარა მთელი კონსტანტინოპოლი, მაგრამ ქვეშევრდომნი გაოცებულნი მიშტერებოდნენ.

ძმა თავს არ ანებებდა იმპერატორს. ერთ დილით კი ეს ძლიერი და ჯანმრთელი ხელმწიფე თავის საწოლში მკვდარი ნახეს.

კითხულობ წმინდა წერილს? იგი აგიხსნის, თუ როგორ იძიებენ შურს მკვდრები ცოცხლებზე. კაენი ძმის მკვლელობის შემდეგ შვებას ვერსად პოვებდა. წაიკითხე, თუ როგორ მიაგო სამაგიერო საულს მისგან შეურაცხყოფილი სამუელის სულმა. გაიხსენე, რამდენ ხანს იტანჯებოდა საცოდავი დავითი ურია ქეტელის მკვლელობის მერე. წაიკითხე ყველაფერი კაენიდან შენამდე და მიხვდები, რა გტანჯავს და რატომ. მიხვდები, რომ მკვდრები თავიანთ ჯალათებზე ძლიერნი არიან და მათი შურის მისაგებელი საშინელია.

შეიცანი ყველაფერი. გააკეთე, რაც შენს ხელთაა. შენი მოკლული შვილებისთვის მოწყალება გაიღე და გაპატიებს უფალი. მისთვის ყველანი ცოცხლები ვართ და გვაძლევს მშვიდობას. წადი ეკლესიაში და იკითხე, რა უნდა გააკეთო. მღვდელმა იცის. შეგიწყალოს უფალმა.

/წმ. ნიკოლოზ სერბი/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2017, 10:53 AM

"გადაწყვეტილების მიღება - შეუნარჩუნო ბავშვს სიცოცხლე თუ მოკლა იგი - ჩვენი თანამედროვე ცხოვრების ყველაზე ტრაგიკული პრობლემაა. აქ წყდება საკითხი: ქრისტიანია ადამიანი თუ იუდა, რომელიც მზად არის ფულზე გაყიდოს ქრისტე".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 12 2017, 11:36 AM

"თუ უფალი სიცოცხლეს აძლევს ბავშვს, მისი რჩენის საშუალებასაც მისცემს მის მშობლებს".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 25 2018, 11:42 AM

"რამდენი კარგი სიცოცხლე დაიღუპა ამ სისასტიკის [აბორტის] გამო, რამდენი საქართველოსთვის საჭირო სიცოცხლე..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 6 2018, 06:31 PM

"ორსულობის შეწყვეტა უფრო დიდი ცოდვაა, ვიდრე ჩვეულებრივი მკვლელობა, - დედის მუცელში მყოფი პატარა, უდანაშაულო ადამიანი ხომ სრულიად დაუცველია".

/გინეკოლოგი სტოიან ადაშევიჩი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2018, 11:50 AM

"ორსულობის ტესტები აჩვენებენ, რომ იმ ქალებში, რომლებიც ე.წ. "სპირალებს" იყენებენ, უფრო ხშირად ხდება ჩასახვა, მაგრამ "სპირალი" ემბრიონს არ უშვებს საშვილოსნოში და აქედან გამომდინარე, ის კვდება ჩასახვიდან დაახლოებით ერთ კვირაში. იგივე ხდება ჩასახვის საწინააღმდეგო აბებთან დაკავშირებითაც: ისინი ხელს უშლიან ემბრიონის ნორმალურ განვითარებას, ნელ-ნელა კლავენ მას.

ბევრი ქალი ჯერ კიდევ უმეცრებაშია, მათ ამ საკითხზე მხოლოდ საყოველთაოდ მიღებული შეხედულება იციან. როდესმე გინახავთ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში, ე.წ. ქალთა ჟურნალებში, გადაცემებში მართალი ინფორმაცია აბორტებზე, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებზე და ხელოვნურ განაყოფიერებაზე?"

/სერბი გინეკოლოგი სტოიან ადაშევიჩი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 6 2018, 02:01 PM

"აბორტის დროს თქვენ კლავთ პატარას სულს, რომელმაც თქვენს წიაღში შეაფარა თავი".

"აბორტის დროს პროცესს თან სდევს საშინელი ტკივილი - იგი აღემატება იმ ბუნებრივ ტკივილს, მშობიარობის დროს რო ახლავს. ზოგიერთი ქალი, რომელსაც მძიმე მშობიარობა აქვს გადატანილი, აღნიშნავს, რომ ერჩივნა მრავალი შვილი გაეჩინა, ვიდრე აბორტის დროს მიყენებული ტკივილი განეცადა.

"მრავალი ისეთი შემთხვევაც მქონდა, როცა მოსულან მშობლები მას შემდეგ, რაც მრავალი გადაულახავი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც გააჩინეს "არასასურველი" პატარა და უთქვამთ: ექიმო, ამ პატარამ სიმდიდრე და ბარაქა შემოიტანა ჩვენ ოჯახშიო".

/მეუფე შიო/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2018, 03:49 PM

"ისეც ხდება, რომ ზოგჯერ ქალი, აბორტის გაკეთებამდე მოძღვარს მიმართავს. მოძღვარი იბრძვის, რომ ცდომილ სულს ამგვარი განზრახვა გადააფიქრებინოს და როცა უფლის წყალობით ამას აღწევს, მაშინ მოდის ბედნიერებაც.

გადაივლის განსაცდელი და მადლიერ ქალს ასე გადარჩენილი შვილის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება უჩნდება, რადგან ხვდება, თუ რისთვის იმეტებდა მას და საკუთარ თავსაც როგორ სჯიდა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 23 2018, 09:20 PM

"ღმერთმა იცის, რამდენი ბავშვი მოგცეს და რამდენსაც მოგცემს, თვითონ იზრუნებს მათზე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2019, 07:33 PM

"ადამიანის ჩანასახი დედის მუცელშივე იღებს სულს და მისი მოკვლა ზრდასრული ადამიანის სიკვდილის ტოლფასია".

"სამსჯავროს დღეს ყველა მოკლული ჩანასახი გამოეცხადება დედას და პასუხს მოთხოვს".

"ცოდვაა ისიც, როცა ვინმეს ურჩევთ მუცლის მოშლას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 12 2019, 07:59 PM

"12 კვირამდე აბორტი დაშვებულია"

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)