IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ვისწავლოთ ბიბლია, რჩევები და სწავლებები
აკაკი
პოსტი Jul 26 2010, 11:04 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



წერილთა შესწავლა - საჭირო წესი მართლმადიდებელ ქრისტიანთათვის

IPB-ს სურათი
  • რაოდენი-იგი წინაწარ დაიწერა, ჩუენდა სამოძღურებელად დაიწერა, რაჲთა მოთმინებითა მით და ნუგეშინის-ცემითა წიგნთაჲთა სასოებაჲ გუაქუნდეს. [რომ. 15:4]
  • ყოველი წიგნი ღმრთივ სულიერი და სარგებელი სამოძღურებელად არს და სამხილებელად და განსამართლებელად და სასწავლელად სიმართლისა [2 ტიმ. 3:16]
  • საუკეთესო გზა იმისათვის, რომ ვიპოვოთ თუ რა არის სათანადო ცხოვრებისათვის, არის ჩაფიქრება იმაზე, თუ რა წერია ღვთივშთაგონებულ წერილებში. [წმ. ბასილი დიდი 329-379წ.]
  • წერილთა უგულებელჰყოფა დიდი კლდიდან ღრმა უფსკრულში გადაჩეხვაა. წერილთა არ ცოდნა არის მიზეზი ყოველი ბოროტებისა. წერილთა მკითხველი ჰგავს დიდი სიმდიდრის მფლობელს. ქრისტიანი ხარობს სულიწმინდაში, სულიწმინდა მეტყველებს წერილთა მეშვეობით.. [წმ. იოანე ოქროპირი 354-407წ.]
  • წერილთა უგულებელჰყოფა, ქრისტეს უგულებელჰყოფაა! [წმ. იერემი (ერემო) 347-420წ.]
  • წმინდა საქმე, წერილის კითხვისა არის ნათელი გონებისა, მეგზური და შთამგონებელი ლოცვათა შინა [წმ. ისააკ სირიელი 7 საუკ.]
  • წერილთა სიტყვანი დაიწერა ჩვენთვის, არა მხოლოდ იმიტომ, რომ გაგვეგო, არამედ რათა საქმითაც აღვასრულოთ. [წმ. ისიქი იერუსალიმელი 4 საუკ.]
* * *


რამოდენიმე რჩევა ბიბლიის კითხვისათვის

IPB-ს სურათი
  1. ყოველთვის ილოცე სანამ ბიბლიის კითხვას დაიწყებ, შესთხოვე კაცთმოყვარე ღმერთს შეგეწიოს და დაგეხმაროს იმის შემეცნებასა და გაგებაში, რასაც კითხულობ, რათა სიტყვანი რასაც კითხულობთ გაითავისო და იქცეს ჩვეულებად ყოველდღიური ცხოვრებისა.

    ერთერთი ლოცვა, წმ. იოანე ოქროპირის ლიტურგიიდან:
    - გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩვენთა, კაცთმოყვარეო მეუფეო,
    ღვთისმეცნიერებისა ნათელი მიუწვდომელი, და გონებისა ჩვენისა თვალნი განახვენ,
    განცდად სახარებისა შენისა ქადაგებათა, და დასდევ ჩვენზედა ნეტართა მათ მცნე-
    ბათა შენთა შიში, რათა ყოველი ხორციელი გულისთქმაი დავსთრგუნოთ, და ყოველი
    სულიერი მოქალაქობაი მოვიგოთ, და ყოველსავე სათნოდ შენდა ვზრახვიდეთ, და
    ვიქმოდეთ. რამეთუ შენ ხარ განმანათლებელი სულთა და ხორცთა ჩვენთა, ქრისტე
    ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანადაუსამაბოთ მამით შენით და
    ყოვლადწმიდით და სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენით, აწ და მარადის
    და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

  2. ყოველდღეს დაუთმე სულ-რამოდენიმე წუთი ბიბლიის კითხვას - დილით ან ნაშუადღევს, ან სანამ დასაძინებლად წახვალ ლოგინად, როდესაც მოგიხერხდება. არ თქვა, რომ დრო არ გაქვს!
    შენ შეგიძლია გამოყო დრო. ყოველთვის, არა აქვს მნიშვნელობა თუ რამდენად დაკავებული ხარ, შეგიძლია დაუთმო 5-10 წუთი ყოველდღე, რათა გაეცნო წერილებს.

  3. დასაწყისისათვის წაიკითხეთ ის საკითხავი წიგნები, რომლებიც შედარებით მარტივია გასაგებად. აი ასე მაგალითად, ახალ აღთქმაში დაიწყეთ მათესა და ლუკას სახარებით, ფოკუსირებენ ქრისტეზე, და შემდეგ იოანეს პირველი ეპისტოლე. ძველ აღთქმაში დაიწყეთ იგავთა წიგნით და შემდეგ ფსალმუნები. პირველმკითხელთათვის არ არის მიზანშეწონილი, პირველი წიგნიდან ანუ "დაბადებიდან" ბოლო წიგნამდე "იოანეს გამოცხადება"-მდე თანმიმდევრული კითხვა. ხდება ხოლმე, რომ ვინც დაიწყებს ასეთი გზით ბიბლიის კითხვას, პირველი წიგნის "დაბადების" მხოლოდ პირველნახევრამდე თუ მივა და შემდეგ მიანებებს თავს, რაც სამწუხაროა.


  4. ნუ წაიკითხავთ ერთ დროს ძალიან ბევრს. კონცენტრირდი რამოდენიმე სტროფზე, ჩაუფიქრდი და შეიმეცნე, ასე გაცილებით უმჯობესია, ვიდრე ისრიალო მთლიან თავზე ზედაპირულად. თუ ბიბლია სრულიად ახალი წიგნია თქვენთვის, მაშინ დაგჭირდება ერთი მთლიანი, სწრაფი წაკითხვა, და საინტერესო ფრაზებზე ფოკუსირება, რომ იგრძნო იგი.

  5. როგორც წაიკითხავ ბიბლიიდან რაიმეს სცადე, რომ ყურადღება გაამახვილო და შეიმეცნო საინტერესო და საჭირო "ნაწყვეტებზე", რომლებსაც გამოვიყენებთ, ჩვენს დღიურ ცხოვრებაში. ბიბლია არ არის მხოლოდ ისტორიული წიგნი - ეს არის წერილი ღვთის სიტყვისა, რომელიც მომართულია თითოეული ჩვენთაგანის მომართ და რომელიც არის მეგზური ჩვენი ცხოვრებისა.

  6. ბიბლია არის წიგნი ეკლესიისა. ეს არის ეკლესია, რომლის მეგზურიცაა სულიწმინდა, ეს არის ეკლესია, რომელიც სულიწმინდით ხელმძღვანელობს, აქედან გამომდინარე დაუშვებელია წერილის თვითნებური ინტერპრეტაცია, არც სხვა ადამიანების მიმართ გვმართებს ნდობა, არამედ ვნახოთ რას ამბობს და როგორ განმარტავს ეკლესია, და შევიმეცნოთ ეკლესიის სწავლება, ვიკითხოთ წმინდანთა ნაშრომები და ტექსტები და მათით ვიხელმძღვანელოთ. ყოველშემთხვევაში უნდა გვესმოდეს, რომ "ყოველი წინაწარმეტყუელებაჲ წიგნისაჲ თჳსისა თავისა სათარგმანებელ არა იქმნების." [2 პეტრე. 1:20]
ველი თქვენს პოსტებსაც . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
აკაკი   ვისწავლოთ ბიბლია   Jul 26 2010, 11:04 PM
marine   "- რომელი ტერიტორ...   Oct 1 2018, 08:47 PM
marine   "კიდევ ერთ მომენტ...   Oct 2 2018, 08:38 PM
marine   "- როგორც ვიცით, მი...   Oct 14 2018, 09:39 PM
marine   "- მამა ლევან, ვინ ...   Oct 30 2018, 01:40 PM
marine   "ბიბლიას თუ გადავ...   Nov 8 2018, 05:49 PM
marine   "ბიბლიას თუ გადავ...   Nov 8 2018, 05:50 PM
marine   "მონობაში ჩავარდ...   Nov 15 2018, 01:31 PM
marine   "მოხუცი იოსები იყ...   Dec 3 2018, 06:39 PM
marine   "რატომ წაიყვანა მ...   May 4 2019, 12:39 PM
marine   "ძველი აღთქმა დაფ...   May 7 2019, 08:23 PM
marine   "ბიბლია იწერებოდ...   May 16 2019, 11:51 AM
marine   "როდესაც ხელში ვი...   Jun 2 2019, 03:15 PM
marine   "ღმერთი ადამიანე...   Jun 20 2019, 01:17 PM
marine   "როგორც ცრემლები ...   Aug 17 2019, 10:33 PM
marine   "სასიკვდილო სარე...   Aug 22 2019, 10:18 PM
marine   "ძველად ეგვიპტეშ...   Sep 25 2019, 12:26 PM
marine   "ბიბლია" - ჩემი ს...   Feb 17 2020, 09:37 PM
marine   "კანტი ამბობდა: ...   Mar 2 2020, 04:01 PM
marine   "მწიგნობრობის ის...   May 27 2020, 06:58 PM
marine   "- მამაო, როდიდან დ...   Jul 15 2020, 12:20 PM
marine   "ძველი აღთქმის ყვ...   Jul 28 2020, 09:24 PM
marine   როგორ იწერებოდა ბი...   Jul 28 2020, 09:45 PM
marine   "ქრისტიანული ეკლ...   Jul 28 2020, 10:12 PM
marine   "სიტყვა ბიბლია წი...   Jul 29 2020, 10:27 PM
marine   "ბიბლია ხომ მარტო...   Aug 3 2020, 07:43 PM
marine   "ჭიაფერივით წითე...   Sep 21 2020, 08:08 PM
marine   "ბიბლია არ პირფერ...   Oct 7 2020, 08:49 PM
marine   "ძველ ეთიოპიაში დ...   Nov 17 2020, 08:31 PM
marine   "ეგვიპტელები ებრ...   Nov 17 2020, 08:45 PM
marine   "იუდეველთა შორის ...   Nov 18 2020, 10:08 PM
marine   "ღვთის რისხვა 300-ჯ...   Nov 19 2020, 08:56 PM
marine   "3. მწარედ ატირდა - ...   Nov 20 2020, 10:10 PM
marine   "მღვდელმთავრობა, ...   Dec 27 2020, 09:48 PM
marine   "ეგვიპტის მეფე პტ...   Jan 4 2021, 08:27 PM
marine   "ძველ აღთქმაში სი...   Jan 15 2021, 08:20 PM
marine   "ეგზეტიკოსი - (ბერ...   Jan 18 2021, 05:14 PM
marine   "ეკლესიასტე - (ბერ...   Jan 18 2021, 05:41 PM
marine   "ხელოვნება სულიწ...   May 9 2021, 06:40 PM
marine   "როგორც ცრემლები ...   May 29 2021, 07:25 PM
marine   "მორწმუნეთათვის ...   Jun 7 2021, 07:52 PM
marine   "ჩვენი უფალი ჯვარ...   Aug 28 2021, 07:00 PM
marine   "რაც წმიდა წერილშ...   Sep 21 2021, 05:07 PM
marine   "იოქებედი ("დიდე...   Dec 25 2021, 01:30 PM
marine   "დავითისა და ისრა...   Oct 20 2022, 10:00 PM
marine   "ბიბლია წიგნთა შო...   Jun 27 2023, 07:52 PM
marine   "ცნობილი ინგლისე...   Aug 26 2023, 07:19 PM
marine   "აღთქმის კიდობან...   Aug 28 2023, 08:27 PM
marine   "თანამედროვე ადა...   Dec 14 2023, 07:12 PM
marine   "ვინც ღმერთი დაკა...   Dec 17 2023, 11:17 AM
2 გვერდი V < 1 2


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th June 2024 - 08:48 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი