თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საეკლესიო სამართალი _ მღვდელი და ბერი

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Aug 1 2008, 10:47 PM

მოგესალმებით,
კითხვა დამებადა დღეს და ჩემი ძალებით ვერ შევძელი პასუხი გამეცა.
მღვდელს, მამას იმიტომ ვუწოდებთ რომ მას სულიერი შვილები ყავს. სწორი ვარ? მგონი კი. თუ სხვა რაიმე ახსნა არსებობს შეგიძლიათ დაპოსტოთ smile.gif

ხო, მაშინ ბერს რატომ ვუწოდებთ მამას? ან დიაკონს?

იურიდიულად ბერი ერისკაცის ტოლფასია.

ვისაუბროთ...

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Aug 2 2008, 11:59 AM

საინტერესო კითხვაა. ალბათ კანონისტს ექნება პასუხი და შემოიხედავს აქ smile.gif

პოსტის ავტორი: .:Lela:. თარიღი: Aug 2 2008, 02:07 PM

თათარაშვილი


ეს ალბათ ერთგვარი მიმართვა იქნება სასულიერო პირისადმი smile.gif

ისა და რა ბერს არ ყავს სულიერი შვილები,რათქმაუნდა ყავს smile.gif

დიაკონს რაც შეეხება არ ვიცი cool.gif

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Aug 2 2008, 03:37 PM

ციტატა
ისა და რა ბერს არ ყავს სულიერი შვილები,რათქმაუნდა ყავს

საიდან მოიტანე biggrin.gif
ბერს რომელსაც სასულიერო ხარისხი არ აქვს, მას არც სულიერი შვილები არ ყავს. მას მხოლოდ 3 აღთქმა აქვს დადებული: უქორწინობის. უქონელობისა და მონასტრიდან გაუსვლელობის. smile.gif


პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Aug 4 2008, 06:58 PM

ეს თემა საეკლესიო სამართლისაა yes.gif

პოსტის ავტორი: dato!!! თარიღი: Aug 21 2008, 08:14 PM

''დაუსვით კითხვა მოძღვარს'' ამ თემას შეესაბამება


პატივისცემით. smile.gif

პოსტის ავტორი: tatine თარიღი: Aug 27 2008, 11:38 PM

ჩემი პირადი აზრით ბერსაც შეიძლება ეწოდოს მამაო ,რადგან,მართალია ისინი არ არიან ხელდასხმულნი, მაგრამ არიან ბერები რომელთაც ააქვთ სულიერი გამოცდილება , მოძღვრავენ ხალხს და აძლევენ სულიერ რჩევებს, ე.წ. ნასტავნიკები.

პოსტის ავტორი: მამა ირაკლი თარიღი: Aug 27 2008, 11:50 PM

ვის ქვია ბერი?
ალბათ მონოზონი?
ესეც განავრცეთ!

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 28 2008, 06:15 PM

თათარაშვილი

ციტატა
მას მხოლოდ 3 აღთქმა აქვს დადებული: უქორწინობის. უქონელობისა და მონასტრიდან გაუსვლელობის.


არა მარტო 3. smile.gif ძირითადი აღთქმები კი ქალწულება, მორჩილება და უპოვარებაა.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)