IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

39 გვერდი V « < 32 33 34 35 36 > »   
Reply to this topicStart new topic
> "მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა", საქართველო და მონარქია
marine
პოსტი May 23 2017, 11:20 AM
პოსტი #661

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"მართლმადიდებელმა ეკლესიამ ისტორიულად წარმოშვა მართლმადიდებელი მეფე და უზრუნველყო იგი ერთმმართველობით, ხოლო მეფე პატრონობდა და იცავდა მას, მოჰქონდა მისთვის შინაგანი მეუფება და გარეგანი დიდება. თვითმპყრობელ ცხებულში მართლმადიდებლობა ერწყმოდა ხალხს".

/წმ. იოანე კრონშტადტელი
"კარიბჭე" N7, 2008, გვ.23/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 1 2017, 10:15 PM
პოსტი #662

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"დავითი წმინდა წერილში წარმოდგენილია ეტალონად მორწმუნე მეფისა და ღვთივრჩეული ერის წინამძღოლისა".

/"კარიბჭე" N23, 2009, გვ.46/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 15 2017, 07:02 PM
პოსტი #663

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

ახალშერაცხილი წმინდა კეთილმსახური მეფე

"..."მატიანე ქართლისას" ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს ბაგრატ მეფის დამსახურებას, "ესე ბაგრატ, აფხაზთა და ქართველთა მეფე წარემატა ყოველთა ხელმწიფეთა ყოვლითა განგებითა... და დაუმორჩილნა ღმერთმან ყოველნი მტერნი და წინააღმდგომნი მისნი, მომადლა დღეთა მისთა მშვიდობა და დიდი დაწყნარება ქვეყნისა".

უცნობი მემატიანე ბოლოს განსაკუთრებულ შეფასებას აძლევს ბაგრატის ღვაწლს: "და სთქუა ესეცა, რომელ შემდგომად დიდისა მეფისა ვახტანგ გორგასლისა არავინ გამოჩენილ არს სხუა მსგავსი მისი დიდებითა და ძალითა და ყოვლითა გონებითა; ეკლესიათა მაშენებელი იყო, გლახაკთა მოწყალე და სამართლის მოქმედი ყოველთა კაცთათვის".

ბაგრატ მესამე გარდაიცვალა 1014 წლის 7 მაისს, იგი დაკრძალეს მის მიერ აგებულ ბედიის ტაძარში. საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა ბაგრატ მესამე წმინდანთა დასში შერაცხა".

/"კარიბჭე" N12, 2017, გვ.62/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 18 2017, 12:16 PM
პოსტი #664

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"- ეჰ, ჩემო საყვარელო! გული მეფისა, მისი ტახტი და თვით მისი უძვირფასესი ცხოვრება - ყველაფერი ღვთის ხელთაა. შესაძლოა, ეს რუსული სიწმინდე ხელყოს რაიმე ადამიანურმა სისაძაგლემ... ეს მოხდება, როცა ჩვენი ცოდვებით აივსება ქვეყნიერება. ორი წლის წინ, ზაფხულში, ჩემთან მოვიდა ახალგაზრდა კაცი, რომელიც ინანიებდა, რომ რევოლუციონერებს შორის წილის ყრისას ჩვენი ხელმწიფის მოკვლა ერგო. "ყველაფერი მომზადებული გვქონდა ამისთვის, - ჰყვებოდა იგი, - მე ხელმწიფესთან შემეძლო მოხვედრა. თავდასხმის წინა ღამეს არ დამეძინა, ვღელავდი. განთიადისას ჩავთვლიმე... და რას ვხედავ: დგას ხელმწიფე. მისკენ გავრბივარ მოსაკლავად... უეცრად ჩემს წინ ციდან ელვასავით ჩამოეშვა ცეცხლოვან მახვილმომარჯვებული მთავარანგელოზი მიქაელი. მის წინ დავემხე შეშინებული. შეძრწუნებულს გამომეღვიძა. პირველსავე მატარებელში ჩავჯექი და გამოვიქეცი. ახლა თანამოაზრეთა შურისძიებას ვემალები. თუ მიპოვიან, მირჩევნია, ათასჯერ საშინელი სიკვდილით მომკლან, ვიდრე განრისხებული მთავარანგელოზი ვიხილო და საუკუნოდ დავიწყევლო ღვთისგან ცხებულის მოკვლისთვის".
აი, მეგობარო, ჩემი სათქმელი: ვიდრე უფალი თავის მთავარანგელოზით და ზეციური მხედრობით იცავს თავის ცხებულს, მანამდე - ცხოველ არს უფალი! - არც ამ სოფლისთვის და არც რუსეთის ბედისთვის არ უნდა გვეშინოდეს. ეს მტიცედ დაიმახსოვრე... "

/სერგი ნილუსი
"კარიბჭე" N24, 2009, გვ. 47/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 20 2017, 10:33 PM
პოსტი #665

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

მმართველი პარტია აპირებს განიხილოს პატრიარქის ინიციტივა ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქიის შემოღების შესახებ, ოპოზიცია კი ამის წინააღმდეგია.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. ქართული საზოგადოება უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ საქართველო ერთ-ერთი უძველესი მონარქიაა და მმართველობის ამ ფორმას ქვეყნისთვის მშვიდობა მოაქვს, თქვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ კვირას სამების საკათედრო ტაძარში გამართულ საკვირაო ქადაგებაზე. კონსტიტუციური მონარქია გულისხმობს მმართველობას, რომლის დროსაც მონარქის ხელისუფლება შეზღუდულია და სახელმწიფო მმართველობის სფეროში მას არ გააჩნია უზენაესი უფლებამოსილება.

"კონსტიტუციურ მონარქიას სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში. საქართველო არის უძველესი ქვეყანა, უძველესი კულტურით. იქნებ გვეფიქრა, რომ საქართველო არის უძველესი მონარქია. ღვთის წყალობით, მეფე გვმართავდა. დღეს ხშირი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა მონარქი ეწოდება, მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია. ეს, რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ ვერ მოხდება, მაგრამ უნდა გავაანალიზოთ წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი", — თქვა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებაზე.

პარლამენტის დეპუტატმა, მმართველი პარტიის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ქვეყნის სულიერი ლიდერის ეს პოზიცია პატივისცემას იმსახურებს და ამ საკითხში გამორიცხული არაფერია. "პატრიარქის პოზიცია ყოველთვის უდიდეს პატივისცემას იმსახურებს. დღეს შეიძლება კონსტიტუციური მონარქიისთვის, ქვეყნის ასეთი მოწყობისთვის მზად არ ვიყოთ, მაგრამ სამომავლო, შედარებით შორეულ პერსპექტივაში ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა შესაძლოა ეს საკითხი ძალიან სერიოზულად განიხილოს, მით უმეტეს, როდესაც ამას პატრიარქი საკუთარ ქადაგებაში მეორედ ახსენებს. კონსტიტუციური მონარქიის აღდგენამ, შესაძლებელია, გარკვეული განსაკუთრებულობა, ინდივიდუალიზმი და ხიბლი შესძინოს ქვეყანას ბევრი თვალსაზრისით", — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამ იდეის წინააღმდეგ გამოვიდნენ საპარლამენტო ოპოზიციის წევრები. „პატრიარქს, ცხადია, საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება აქვს, დარწმუნებული ვარ, რომ ეს მისი კეთილი სურვილიდან მომდინარეობს. მონარქია, ზოგადად, მოძველებული მართვის სისტემაა, ამდენად, ამ აზრს მე, დიდი პატივისცემით, ვერ დავეთანხმები. მონარქია არის ერთი ოჯახის – რომელიც იჩემებს მირონცხებულობას, ღვთისგან მიღებულ უფლებას, რომ მართოს ერი – ამ ერთი ოჯახის მმართველობა, მაშინ, როდესაც დემოკრატია არის ხალხის მიერ არჩეული ადამიანების დროებითი მმართველობა. მონარქიის და ასეთი საკარნავალო ტახტის შექმნის მომხრე პირადად მე არ გახლავართ, მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა ამ აზრის ავტორისადმი“, — განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ნიკა რურუამ.

Read more: https://sputnik-georgia.com/georgia/2017061...is-momxrea.html

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 21 2017, 03:02 PM
პოსტი #666

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"უდიდეს გულისტკივილს იწვევს რუსეთის უკანასკნელი მეფის ნიკოლოზ II-ის ოჯახის გარშემო დატრიალებული საშინელი ტრაგედია: ნიკოლოზ II 1917 წელს იძულებული გახდა უარი ეთქვა სამეფო გვირგვინზე, ხოლო 1918 წლის 17 ივლისს, ღამით, ქალაქ ეკატერინბურგში მეფე და მისი ოჯახის წევრები (მეუღლე, ხუთი შვილი და რამდენიმე უახლოესი ადამიანი) იპატიევის სახლის სარდაფში ბოლშევიკებმა ყოველგვარი გასამართლების გარეშე ერთმანეთის თვალწინ დახვრიტეს. მოგვიანებით ამას მოჰყვა რუსეთის იმპერიაში ეკლესია-მონასტრების რბევა და სასულიერო პირების სასტიკი დევნა.
შინაურმა თუ გარეულმა არც ის უნდა დაივიწყოს, რომ სულ რაღაც ასიოდე წლით ადრე რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ჯერ აღმოსავლეთ საქართველოს, შემდეგ დასავლეთ საქართველოს სამეფო ტახტი გააუქმა, ხოლო 1811 წლის 10 ივნისს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების ბრძანება გამოსცა. განა შეიძლება, არ სცოდნოდა რუსეთის იმპერატორს, რომ ქართველი ხალხი არის ერი უფლისა, ხოლო საქართველო სამკვიდრებელია ღმრთისა?
წიგნში "ნათელი სოფლისა", ღირსი სერაფიმ საროველი" მიტროპოლიტი ბენიამინ ფედჩენკოვი წერს: "მონა ღვთისა აგაფია, რომელიც თავის სამი წლის შვილთან ერთად კიევში ფლოროვსკის მონასტერში ცხოვრობდა, ერთხელ, შუაღამის ლოცვის შემდეგ, ღირსი შეიქმნა ეხილა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოცხადება, და აი, რა უბრძანა მას ღვთისმშობელმა: "ეს მე ვარ, დედუფალი და ნუგეშინისმცემელი შენი, რომლის მიმართაც შენ დღენიადაგ ლოცვას აღავლენ. მოვედი, რათა გამცნო ნება ჩემი. წადი ახლა აქედან და დაემკვიდრე, სადაც მიგენიშნება. იქ გაშენდება ჩემი ახალი სამკვიდრებელი და განდიდდება ჩემი სახელი. ამ ახალს, ჩემს წილხვედრსა და დიდებულ მიწას, გადმოეფრქვევა მადლი ჩემი წილხვედრი ივერიისა, ათონისა და კიევისა. და ეს გახდება მეოთხე წილხვედრი ჩემი ქვეყანა".
ეს გამოცხადება 1765 წელს მოხდა და საქმე დივეევოს მომავალ მონასტერს ეხებოდა.
საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრობა მთელმა საქრისტიანომ იცოდა. ამის შესახებ თვით ღირს სერაფიმ საროველსაც არაერთხელ უბრძანებია და თუ ამ ამბავმა იმპერატორამდე მაინც ვერ მიაღწია, რუსეთის წმიდა სამღვდელოებას ხომ უნდა სცოდნოდა, ვის კუთვნილებაზე აღმართა ხელი მათმა იმპერატორმა?
დიდ გაკვირვებას იწვევს წარსულიცა და დღევანდელობაც, რადგან ერთმორწმუნე ხალხი ხანდახან არად მიიჩნევს ღვთის ნებას და ამით დიდ ზიანს აყენებს საკუთარ შთამომავლობას.
რაც შეეხება თვით ალექსანდრე I-ს, მოგვიანებით იმპერატორი თურმე ტახტზე უარის თქმას აპირებდა და საერო ცხოვრებიდან განდგომაზე ოცნებობდა. მაგრამ ყველასათვის მოულოდნელად ის ტაგანროგში მუცლის ტიფით გარდაცვლილა. დღემდე გაუგებრობით არის მოცული მისი გარდაცვალებისა და დაკრძალვის ამბავი."

/"კარიბჭე" N15, 2008, გვ.53/

პოსტი Jun 21 2017, 03:03 PM
პოსტი #667

პოსტი Jun 26 2017, 11:52 AM
პოსტი #668

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"გულძვირობა და ავისხსომელობა ხელმწიფეებს არ ეკადრებათ, რამეთუ მათი საქმე სიკეთე, მოწყალება და მიტევებააო!"

/"თქვენი" წიგნი 19, 1 ივლისი - 10 ივლისი, გვ. 278/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 27 2017, 11:53 AM
პოსტი #669

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

1. მეფე უნდა იყოს ღმრთის მიერ რჩეული, ანუ ცხებული;

2. მეფე არ შეიძლება იყოს უცხო კაცი, ანუ სხვა ქვეყნის შვილი;

3. მეფემ არ უნდა ამრავლოს მხედრები საკუთარი ძალაუფლების დასაცავად, ანუ ტახტს თავისი ხალხისაგან სამხედრო ძალით არ უნდა იცავდეს;

4. მეფეს არ უნდა ჰყავდეს მრავალი ცოლი, ანუ არ უნდა ეწეოდეს გარყვნილ ცხოვრებას, რათა არ შეირყვნას მისი გული;

5. მეფე თავისთვის არ უნდა აგროვებდეს ბევრ ოქრო-ვერცხლს;

6. მეფემ თვითონ უნდა ჩამოწეროს უფლის კანონების სრული სია,

7. მუდამ თან უნდა ატარებდეს ამ კანონთა კრებულს და მთელი სიცოცხლის მანძილზე უნდა კითხულობდეს და მორჩილებდეს მათ (როგორც ცნობილია, კანონთა წიგნი საკმაოდ დიდი მოცულობისაა).

მეფე არ უნდა ქმნიდეს კანონებს საკუთარი ინტერესებისათვის, მან ყველა ახალი კანონი უფლის კანონებს უნდა შეუსაბამოს. მეფის ძირითადი ამოცანაა, იყოს უფლის ნების სამაგალითო შემსრულებელი და ყველა კრიტიკულ შემთხვევაში საკუთარ ხალხს უფლისაკენ მიმავალ გზაზე მიუძღვებოდეს.

/"კარიბჭე" N15, 2008, გვ.54/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 30 2017, 11:34 AM
პოსტი #670

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"უღმერთო მეფის ტრაგედია ერის ტრაგედიაა".

/"კარიბჭე" N15, 2008, გვ.54/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 2 2017, 01:15 PM
პოსტი #671

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"მონარქიას სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში".

/ილია მეორე
"საპატრიარქოს უწყებანი" N22, 2017, გვ.3/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 12 2017, 11:20 AM
პოსტი #672

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"იქნებ გვეფიქრა იმაზე, რომ საქართველო არის უძველესი მონარქია".

/ილია მეორე
"ქვაკუთხედი" N7, 2017, გვ.5/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 22 2017, 10:52 AM
პოსტი #673

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"გაბრიელ დაფანჩულმა მეფე აშოტ კურაპალატს აუწყა წმინდა გრიგოლის [ხანძთელი] ღირსება. მეფემ დიდი პატივით მიიწვია წმინდა გრიგოლი, სახლის კარებთან მიეგება და კურთხევა აიღო მისგან. სწორედ მაშინ წარმოთქვა წმინდა გრიგოლმა ის მნიშვნელოვანი სიტყვები, სადაც ბაგრატოვანთა გვარის დავით წინასწარმეტყველთან ნათესაობა აღიარა: "დავით წინასწარმეტყველისა და უფლისა მიერ ცხებულისა შვილად წოდებულო ხელმწიფეო, მეფობა და სათნოებანიცა მისნი დაგიმკვიდრდნენ ქრისტემან ღმერთმან, რომლისათვისცა ამ ქვეყანას ვიდრე უკანასკნელ ჟამამდე არ მოაკლდეს შენი და შვილთა შენთა მთავრობა, არამედ იყვნენ მტკიცედ უფროის კლდეთა მყართა და მთათა საუკუნეთა და დიდებულ იყვნენ უკუნისამდე".

/"კარიბჭე" N21, 2008, გვ.42/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 6 2017, 02:56 PM
პოსტი #674

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"რომ ამბობენ - ჩვენ დავბრუნდებით ჩვენს სახლში - ევროპაშიო, - რომელ მეფეს ჰქონდა ევროპის მეფის ტიტული? რომელ სახელზეა ლაპარაკი?! დავით აღმაშენებლის ტიტულები გვახსოვს: მეფე აფხაზთა, ქართველთა, იმერთა, სომხთა, რანთა. იგივე ტიტულები ჰქონდა თამარ მეფეს, ასევე გიორგი ბრწყინვალეს. აზიელობის არ რცხვენიათ იაპონელებს, ჩინელებს და ა. შ. და რატომ უნდა გვრცხვენოდეს ჩვენ?! სირცხვილი, პირიქით, - ასეთი აზროვნებაა. ჩვენ ისე არ დაგვემართოს ღამურას რომ დაემართა - ის არც თაგვია და არც ჩიტი".

/დეკ. დავით ქვლივიძე
"ქვაკუთხედი" N8, 2017, გვ. 12/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 11 2017, 08:50 PM
პოსტი #675

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"კვლავ უთხრა მათ: უფალი იყოს მოწმე თქვენ შორის და მისი ცხებული. ამიერიდან, აჰა, მეფე, რომელიც აირჩიეთ, რომელსაც მოითხოვდით, აჰა, დაგისვათ უფალმა მეფე. თუ გექნებათ უფლის შიში, თუ ემსახურებით მას, თუ შეისმენთ მის სიტყვას და წინ არ აღუდგებით მის ნაბრძანებს, მაშინ დაგიფარავთ უფალი, თქვენი ღმერთი, თქვენცა და მეფესაც, თქვენზე რომ მეფობს. თუ არ შეისმენთ უფლის სიტყვა და წინ აღუდგებით უფლის ნაბრძანებს, უფლის ხელი იქნება თქვენს წინააღმდეგ, როგორც თქვენი მამა-პაპის წინააღმდეგ იყო".

/"თვენი" წიგნი 23, 11 აგვისტო - 20 აგვისტო, გვ.318/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 4 2017, 04:02 PM
პოსტი #676

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"უკან დაბრუნებულმა მეფემ [თეიმურაზი] პირველად გარეჯის სავანის აღდგენა ბრძანა. იცოდა: მონასტრებში მოღვაწე წმინდა მამათა ლოცვა იყო მისი სამეფოს მტკიცე გოდოლი და აუღებელი გალავანი".

/"თვენი", წიგნი 25, 1 სექტემბერი - 10 სექტემბერი, გვ.71/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 1 2017, 08:27 PM
პოსტი #677

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"ათი წლის იყო წმინდა ვახტანგ გორგასალი, როცა ოსებმა ქართლი დალაშქრეს და ტყვედ წაიყვანეს მისი სამი წლის და, გურანდუხტი. ექვსი წლის შემდეგ ვახტანგმა ოვსეთზე გალაშქრება გადაწყვიტა. შეკრიბა ლაშქარი, განვლო დარიალის კარი და შევიდნენ ოვსეთში. მდინარის პირას დადგნენ ქართველნი. ოვსების ლაშქარს ერთი ბუმბერაზი კაცი გამოეყო და ვახტანგი საომრად გაიწვია. მეფე შეებრძოლა მას და განგმირა. ბრძოლა არ განახლებულა. დაღამდა.

მთელი ღამე ლოცვაში გაატარა მეფემ. დილით ოვსთა გოლიათმა თარხანმა ქართველთაგან ერთი კაცი გაიწვია საბრძოლველად. ვერავინ გაბედა გასვლა. ვახტანგმა უთხრა თავის მეომრებს: გავალ და შევებრძოლები, რადგან საკუთარ ძალას და ვაჟკაცობას კი არ ვარ მინდობილი, არამედ ყოვლადწმინდა სამებასო. ჩამოხტა ცხენიდან, დაემხო მიწაზე და ღმერთს შეწევნა სთხოვა. მერე შეერკინა თარხანს და მოკლა.

მეორე დღეს საომრად გოლიათი ბაყათარი გამოვიდა და ვახტანგს უთხრა: - შენ თარხანის მოკვლით გათამამდი და თუ რამე შეგიძლია, მე შემებრძოლეო. მეფემ ბრძანა: - მე ჩემი ძალით კი არ ვძლიე თარხანს, არამედ ჩემი დამბადებლის ძალით. არც შენი მეშინია, რამეთუ ქრისტეს ძალაა ჩემთან, საჭურვლად კი მაქვს ჯვარი მისი პატიოსანიო. მოკლა ბაყათარიც. მეფის გამარჯვებამ გაამხნევა ლაშქარი, შეუტიეს ოვსებს და დაამარცხეს."

/"კარიბჭე" N21, 2006, გვ.9/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 11 2017, 10:04 PM
პოსტი #678

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"ეკლესიის ფუნქცია ყოველთვის იყო მართლმადიდებელი მეფის გარშემო ერის გაერთიანება".

/"ქვაკუთხედი" N10, 2017, გვ.4/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 27 2017, 10:36 AM
პოსტი #679

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"მირონცხებული მეფის ერთგულება ქვეყნისა და წმიდა ეკლესიის სიყვარულს ნიშნავდა".

/"კანდელი" N13, 2017, გვ.3/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 27 2017, 11:02 AM
პოსტი #680

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

მეფისთვის თავშეწირული კარისკაცის, წმიდა იოთამის (ზედგენიძე)
ე პ ი ტ ა ფ ი ა

"...ეგ ნასისხლარი სანახნი განა მზისგულზე ეყარა? -
სად არის ქართვლის ხელმწიფე და ვინ განაგებს ქვეყანას?!
მაღლა კი მნათობს მნათობი, - ღმერთია დავანებული,
მეფეზე ვწუხვარ იოთამ, - მეფისთვის თავდადებული".

/თინათინ მღვდლიაშვილი
"კანდელი" N13, 2017, გვ.4/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

39 გვერდი V « < 32 33 34 35 36 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 11:01 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი