IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მიმართვა პრეზიდენტს, სამთავრობო და არასამთავრობო, ორგანიზაციებს
უჭერთ თუ არა მხარს მიმართვის ტექსტს?
უჭერთ თუ არა მხარს მიმართვის ტექსტს?
დიახ [ 49 ] ** [84.48%]
არა [ 9 ] ** [15.52%]
სულ ხმები:: 58
სტუმრებისთვის ხმის მიცემა აკრძალულია 
კანონისტი
პოსტი Jul 8 2008, 10:33 AM
პოსტი #101


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ახალგაზრდულ ორგანიზაციათა კოალიციის `მოძრაობა ზნეობრივი საქართველოსათვის~

მიმართვა

საქართველოს პრეზიდენტს,
საქართველოს პარლამენტს,
საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას,
საქართველოს სახალხო დამცველს,
სამაუწყებლო კომპანიებს,
პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს


კოალიცია `მოძრაობა ზნეობრივი საქართველოსათვის~ გულისტკივილით აღნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის სწრაფვას ტრადიციული მაღალზნეობრივი და სულიერი ღირებულებების აღდგენისაკენ წინ ეღობება `თავისუფლების~ ნიღბით მოწოდებული უხამსობის, უზნეობის, ძალადობისა და პათოლოგიური გადახრების პროპაგანდა სამაუწყებლო სივრცეში, რომელიც ძირს უთხრის სახელმწიფოსა და საზოგადოების ისეთ საყრდენებს, როგორიცაა ოჯახი და მომავალი თაობა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოებაში მიზანმიმართულად მკვიდრდება გაუკუღმართებული `ზნეობრივი~ ნორმები.
კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ მხარს ვუჭერთ სიტყვის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას დემოკრატიული საზოგადოებისათვის მისაღებ ფარგლებში, აგრეთვე ჟურნალისტური საქმიანობის დამოუკიდებლობის პრინციპს.
მაგრამ, ამავე დროს, მიუღებლად მივიჩნევთ სიტყვის თავისუფლების ლოზუნგით უხამსობისა და ბილწსიტყვაობის, ნარკოტიკების მოხმარების, ძალადობისა და ოკულტიზმის პროპაგანდას, აზრის თავისუფლების ლოზუნგით ოჯახისა და ნორმალური ადამიანური ურთიერთობების დამანგრეველი, უზნეო ცხოვრების წესის დამნერგველი დოქტრინების ქადაგებას, გამოხატვის თავისუფლების ლოზუნგით აღვირახსნილი ქცევების, შიშველი სხეულისა და სექსუალური ურთიერთობების ამსახველი პროდუქციის ტირაჟირებას.
სამწუხაროდ, დღეისათვის ფაქტობრივად გაუქმებულია და აღარ მოქმედებს არასრულწლოვანთა დამცავი დებულებები `მაუწყებლობის შესახებ~ კანონში, `რეკლამის შესახებ~ კანონში, ამოღებულია და აღარ მოქმედებს `მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ~ კანონის უმთავრესი მუხლები, რომლებიც ეხება `არასრულწლოვანთა დაცვას მავნე ზეგავლენისაგან, რომელიც დაკავშირებულია კინო-, ვიდეო-, ტელეფილმების ჩვენებასა და ნაბეჭდ პროდუქციასთან~ (`მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ~ კანონის ამოღებული თავის სახელწოდება).
უკვე ორი წელი სრულდება მას შემდეგ, რაც `მაუწყებლობის შესახებ~ კანონით კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ უნდა შემუშავებულიყო და საჯარო განხილვის შედეგად მიღებულიყო (2006 წლის დეკემბრამდე) `მაუწყებელთა ქცევის კოდექსი~, რომელსაც უნდა დაერეგულირებინა აღნიშნული საკითხები, მაგრამ, სამწუხაროდ, `თავისუფლების ინსტიტუტმა~, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ სარგებლობდა კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სრული მხარდაჭერით და ექსკლუზიურად ფლობდა უფლებას ამ კოდექსის პროექტის შემუშავებისა, საზოგადოებრივი აზრის სრული იგნორირებით, ორი წლის განმავლობაში, ვერა და ვერ მოახერხა მისი ჩამოყალიბება ვერც იურიდიული, ვერც ზნეობრივი და ვერც ენობრივი გამართულობის თვალსაზრისით.
წარმოგიდგენთ რამდენიმე მაგალითს:

იურიდიული გაუმართაობა:
კოდექსის მე-2 მუხლში წერია:
`3. მაუწყებლობის პრინციპები განსაზღვრავენ მაუწყებლის სტანდარტებს... და სავალდებულოა შესასრულებლად.
4. წესები განსაზღვრავენ კოდექსის მოთხოვნებს, რომელიც უნდა შესრულდეს მაუწყებლის მიერ... (სტილი დაცულია).
5. სახელმძღვანელო რეკომენდაციები არის მეთოდური მითითებები... (და) არ ატარებს სავალდებულო ხასიათს~
ანუ როგორც ვხედავთ, პრინციპებისა და წესების დაცვა სავალდებულოა შესასრულებლად, ხოლო სახელმძღვანელო რეკომენდაციები სავალდებულო არ არის.
ახლა გადავხედოთ კოდექსის პროექტს:
მუხლი 3. `კოდექსის პრინციპები~ _ გამოირჩევა ბუნდოვანებითა და სრული იურიდიული და ენობრივი ქაოსით. თუნდაც ის რად ღირს, რომ ამ, სავალდებულო პრინციპების განმსაზღვრელ მუხლში, რატომღაც, განთავსებულია პუნქტი (მ. 3, 2ვ) მეთოდური რეკომენდაციების შესახებ, რომლებიც არ არის სავალდებულო შესასრულებლად.
ამავე დროს, სახელმძვანელო რეკომენდაციებში, რომლებიც 2 მუხლის 5 პუნქტის თანახმად `არ ატარებენ სავალდებულო ხასიათს~ უხვადაა ასეთი ფრაზები: `მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს...~ (მ. 14, 1), `მაუწყებელი ვალდებულია თავი აარიდოს...~ (მ. 21, 2), `მაუწყებელი ვალდებულია თავიდან აიცილოს...~ (მ. 21, 4), `მაუწყებელი ვალდებულია ყურადღება მიაქციოს... (მ. 21, 6), `ჟურნალისტი... ვალდებულია მაუწყებლის სარედაქციო ხელმძღვანელობას წარუდგინოს...~ (მ. 23, 6) და ა. შ. დათვლაც კი ჭირს, იმდენჯერაა გამოყენებული დავალდებულების კონტექსტით სიტყვები `უნდა...~, `არ უნდა...~, `დაუშვებელია...~ `ვალდებულია...~ სახელმძვანელო რეკომენდაციების მუხლებში (მ. 14, მ. 16, მ. 19, მ. 21, მ. 23, მ. 25, მ. 27, მ. 29, მ. 31, მ. 33, მ. 41, მ. 43, მ. 47)
მუხლი 33. `სახელმძვანელო რეკომენდაციები მაუწყებლის მიერ დანაშაულის ან ანტისოციალური ქმედების გაშუქების შესახებ~ იწყება პირდაპირ ასე:
`დანაშაულის ან ანტისოციალური ქმედების გაშუქებისას მაუწყებელი ვალდებულია...~
სარეკომენდაციო მუხლებში განთავსებულია ისეთი პუნქტები, რომლებიც არანაირად არ შეიძლება იყოს სარეკომენდაციო ხასიათის, არამედ მათი სავალდებულობა ეჭვგარეშეა, მაგალითად:
`მაუწყებელი ვალდებულია თავიდან აიცილოს რელიგიური, ეთნიკური, ან სხვა ნიშნის მიხედვით რომელიმე ჯგუფის შეურაცხყოფა~ (მ. 21, 4);
`ჟურნალისტმა არ უნდა მიიღოს ღია და დაფარული ქრთამი~ (მ.23,3);
`ჟურნალისტს არ აქვს უფლება მაუწყებლის სახელი გამოიყენოს პირადი ინტერესის განხორციელების მიზნით~ (მ. 23, 7);
`დაუშვებელია ძალადობის სენსაციად გადაქცევა~ (მ. 25, 5);
`დაუშვებელია სექსუალური ძალადობის მისაღებად წარმოჩენა~ (მ. 25, 7)
გაუგებარია, რატომ უნდა ჰქონდეს სარეკომენდაციო ხასიათი პუნქტებს, რომლებიც განსაზღვრავენ არასულწლოვანთათვის შეუფერებელ პროგრამებს (მ. 41).
თუმცა ყოველივე ზემოთჩამოთვლილი საერთოდ კარგავს აზრს, როცა არსებობს ასეთი პუნქტი:
`დაუშვებელია თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრდეს სასამართლოში, კომისიაში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში~ (მ. 12, 4).
ეს პუნქტი კონცენტრირებულად გამოხატავს სამაუწყებლო პროდუქციის მომხმარებლის აბსოლუტურად უუფლებო მდგომარეობის დაკანონებას, რომელიც მიზანმიმართულად განხორციელდა `მაუწყებლობის შესახებ~ და `მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ~ კანონებში ცვლილებების შეტანის შემდეგ (2007 წლის აპრილში). ამ უკანონობის დაკანონება დასრულდება `მაუწყებელთა ქცევის კოდექსის~ განსახილველი პროექტის მიღების შედეგად. უნდა აღინიშნოს, რომ ყოველივე ეს ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლს, რომლითაც სასამართლოში უფლების დაცვა გარანტირებულია.
თვითრეგულირებით შეიძლება დარეგულირდეს კოდექსით გათვალისწინებული სავალდებულო პრინციპებისა და წესების შესრულება, თუ თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილება დამაკმაყოფილებელი იქნება, თუ არა _ მიგვაჩნია, რომ იგი უნდა გასაჩივრდეს დამოუკიდებელ ორგანოში _ საზოგადოებრივ საბჭოში, რომელიც უნდა დააფინანსოს სახელმწიფომ და იყოს ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე. საზოგადოებრივ საბჭოს, ჩვენი აზრით, უნდა ჰქონდეს უფლება სამაუწყებლო პროდუქციის კლასიფიკაციისა და მონიტორინგისა. მესამე საფეხური _ სასამართლო უნდა იყოს. მას უნდა გადაეცეს ის საქმეები, რომელთა დარეგულირებაც ვერ ხერხდება ვერც თვითრეგულირების ორგანოებისა და ვერც საზოგადოებრივი საბჭოს მეშვეობით.

ორმაგი სტანდარტები:

22-ე მუხლის 1 პუნქტში წერია, რომ `მაუწყებელი უნდა შეეცადოს მაქსიმალურად დაიცვას სარედაქციო დამოუკიდებლობა და პროფესიული თავისუფლება პოლიტიკური, ფინანსური, იდეოლოგიური, რელიგიური და სხვა სახის ზეწოლისაგან~. ვერ ვიტყვით, თუ რამდენად დაიცავს რაიმე ზეწოლისაგან ამ პროექტის დებულებები მაუწყებლებს, თუმცა ერთი ნათელია, რომ იდეოლოგიური წნეხისგან იგი დაცული არ იქნება, რადგან `მაუწყებლობის პრინციპები განსაზღვრავენ მაუწყებლის პროფესიულ სტანდარტებს თავისუფალ, ლიბერალურ და დემოკრატიულ სახელმწიფოში და სავალდებულოა შესასრულებლად~ (მ. 2, 3). კონსტიტუციის თანახმად საქართველოს სახელმწიფო არის თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფო, რაც შეეხება ლიბერალიზმს _ ეს არის `თავისუფლების ინსტიტუტის~ მიერ აღიარებული იდეოლოგია, რომელსაც იგი თავს ახვევს საზოგადოებას კანონმდებლობაში მსგავსი უაპელაციო განცხადებების გატანით.
სრულიად გაუგებარია, რატომ არის მე-5 მუხლში, რომელსაც ჰქვია `კოდექსის მოქმედება~, ის ორი პუნქტი, რომელიც აკანონებს ორმაგ სტანდარტებს:
`1. მაუწყებელს უფლება აქვს, კოდექსის მოთხოვნათა და კოდექსში გათვალისწინებული წესების დარღვევის შემთხვევაში, დაასაბუთოს, რომ აღნიშნული ქმედება საზოგადოებისთვის უფრო სასიკეთოა და გაამართლოს იგი განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესით (!!! ვის შეუძლია ამის ობიექტური განსაზღვრა?), თუმცა მან უნდა შეძლოს სარედაქციო პროცესის ნათლად და მკაფიოდ დემონსტრირება კოდექსის პრინციპების შესაბამისად.
2. კოდექსის წესებიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში და გამართლებულ უნდა იყოს საზოგადოებრივი ინტერესით.~ (მ. 5)
მხოლოდ ეს ორი მუხლი განსაზღვრავს კოდექსის მოქმედებას!? კოდექსის პროექტით ასეა!
მე-18 მუხლის 22 პუნქტის თანახმად: `მაუწყებელმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს 16 წლამდე ასაკის პირების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას~
იმავე მუხლის 23 პუნქტში კი წერია: `16 წლამდე ასაკის... მქონე პირის პირად ცხოვრებაში ჩარევა დასაშვებია, მხოლოდ მათი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით,... ან თანხმობის გარეშე~, თუ ასეთი `მოქმედება გამართლებულია საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე~.
მთლიანად ორმაგ სტანდარტებზეა აგებული IX თავი. `ზიანისა და შეურაცხყოფისაგან დაცვის პრინციპი~ და XIV თავი `არასრულწლოვანთა დაცვა~, მაგალითად, 24-ე მუხლის 1 პუნქტი აცხადებს:
`მაუწყებელმა უნდა დაიცვას საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტები, რათა უზრულველყოს საზოგადოების წარმომადგენელთა დაცვა მავნე და შეურაცხმყოფელი მასალისაგან~,
ხოლო იმავე მუხლის მე-2 პუნქტი აცხადებს, რომ `მაუწყებლის მიერ პოტენციურად შეურაცხმყოფელი მასალის ჩვენება გამართლებული უნდა იყოს სარედაქციო კონტექსტით. ამგვარი მასალა, როგორც წესი უნდა ემსახურებოდეს მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ან სარედაქციო ინტერესს და შეიძლება შეიცავდეს შეურაცხმყოფელ ლექსიკას, ძალადობის ან პორნოგრაფიის სცენებს, პიროვნების ღირსების დამცირებას ან დისკრიმინაციას~.
ან კიდევ: `მაუწყებელმა არ უნდა გადასცეს თვითმკვლელობის ან საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების მეთოდები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს რედაქციულად დასაბუთებულია ან გამართლებულია კონტექსტით~. (მ. 24, 4)
ასევე `იცავენ~ არასრულწლოვანებს:
ჯერ აცხადებენ, რომ `მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს 18 წლამდე ახალგაზრდების დაცვა მავნე ზეგავლენისაგან~ (მ. 34, 1) და რომ `აკრძალულია მაუწყებლის მიერ ისეთი მასალის გადაცემა, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანთა ფიზიკურ, გონებრივ ან სულიერ განვითარებას~ (მ. 34, 2), შემდეგ კი:
`სექსუალური სცენების ან სქესობრივი ურთიერთობის შესახებ განხილვების (!?) ეთერში გაშვება 23 საათიან წყალგამყოფამდე, გამართლებულია მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესის არსებობისას (!?), ჯეროვნად შემოკლებული და რედაქტირებული ფორმით~ (მ. 35, 2);
`შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენება დაუშვებელია 20 საათიან წყალგამყოფამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს გამართლებულია შესაბამისი კონტექსტით.~ (მ. 36);
`დაუშვებელია არასრულწლოვნის მიერ იოლად იმიტირებადი ძალადობრივი ან სახიფათო ქმედების გადაცემა... 20 საათიან წყალგამყოფამდე, თუ ამის ძლიერი სარედაქციო დასაბუთება არ არსებობს~ (მ. 37, 2-ბ);
`დაუშვებელია ნარკოტიკების უკანონო (!?) გამოყენების, ალკოჰოლის ან თამბაქოს არაჯეროვანი გამოყენების გადაცემა 20 საათიან წყალგამყოფამდე... თუ ამის ძლიერი სარედაქციო დასაბუთება არ არსებობს~ (მ. 38, 1). Eე.ი. ნარკოტიკის კანონიერი გამოყენების ჩვენება არ არის მავნე ზეგავლენის მომხდენი?
უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვების უმრავლესობა სწორედ 20 საათის შემდეგ უყურებს ტელევიზორს და ამიტომ არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დამცავ საათობრივ წყალგამყოფად 20 საათი ვერანაირად ვერ გამოდგება.
`თავისუფლების ინსტიტუტის~ პროექტი გვთავაზობს კლასიფიცირებისა და წყალგამყოფების ბუნდოვან მრავალსაფეხურიან სისტემას, რომელიც მოზარდებს ასაკის ზრდასთან ერთად (7, 12, 15, 18 წელი) თავს ახვევს უზნეობისა და უხამსობის, ძალადობისა და აგრესიის, ამასთანავე ფსიქოლოგიური ზემოქმედების სულ უფრო მზარდ დოზებს (მ. 34, 8, მ. 35, მ. 36, მ. 37, მ. 38, მ. 39, მ. 41, 3-16). იქმნება შთაბეჭდილება, რომ პროექტის ავტორები ცდილობენ საზოგადოებისთვის მიუღებელი `ზნეობრივი~ ნორმების თავს მოხვევას და მათ წარმოჩენას ზრდასრული ადამიანის ნორმალურ მოთხოვნილებად.
`პროგრამების განრიგის შედგენისას, მაუწყებელმა უნდა დაიცვას ბალანსი არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვის უზრუნველყოფასა და ზრდასრული აუდიტორიის უფლებას შორის, დღის განმავლობაში მიიღოს ინფორმაცია~ (მ. 41, 2). პროექტისთვის დამახასიათებელი ბუნდოვანებითაა ჩამოყალიბებული ეს დებულებაც, თუმცა ძნელი გასარკვევი არ არის, რომ ისინი ჩვეულებრივ ინფორმაციაზე არ საუბრობენ ამ შემთხვევაში, არამედ ისეთ ინფორმაციაზე, რომელიც არ უზრუნველყოფს არასრულწლოვანთა დაცვას მავნე ზეგავლენისაგან, და ამართლებენ ამას თითქოსდა ზრდასრული ადამიანების სურვილითა და უფლებით, ისეთი სტანდარტების სამაუწყებლო პროდუქციით ისარგებლონ, რომელსაც ამ `ქცევის კოდექსით~ მისი ავტორები უწესებენ საზოგადოებას.
აი ეს სტანდარტები:
`18 წლამდე არასრულწლოვანთათის შეუფერებლად~, (ხოლო ზრდასრულთათვის შესაფერისად), `ჩაითვლება პროგრამა, თუ ის შეიცავს:
ა) სქესობრივი აქტის ან სექსუალური ძალადობის ამსახველ გრაფიკულ სცენებს;
ბ) არასრულწლოვნებს შორის ან გაუკუღმართებული ფორმით ურთიერთობის ამსახველ სცენებს;
გ) ძალადობის ამსახველ ხანგრძლივ სცენებს;
დ) ნარკოტიკების დამზადებისა და მოხმარების გამართლებას ან მოწონებას.~ (მ. 41, 3)
`15 წლამდე არასრულწლოვანთათის შეუფერებლად~, (ხოლო 15 წლის ზემოთ მოზარდთათვის შესაფერისად), `ჩაითვლება პროგრამა, თუ ის შეიცავს:
ა) სიშიშვლეს სექსუალურ კონტექსტში, სექსუალურ სცენებს ან სექსუალური აქტის გრაფიკულ ახსნას;
ბ) ძალადობის ამსახველ სცენებს ახლო ხედით (გარდა ისტორიული, კომედიური ან გასართობი პროგრამებისა);
გ) თვითმკვლელობის, მკვლელობის ან სიკვდილით დასჯის სცენები გრაფიკული დეტალებით;
დ) იოლად ხელმისაწვდომი საყოფაცხოვრებო იარაღის გამოყენებას (დანა, ნაჯახი და ა.შ.) ზიანის მიყენების მიზნით ან მკვლელობისთვის;
ე) უკიდურესად შეურაცხმყოფელ ლექსიკას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს გამართლებულია კონტექსტით; (ანუ თუ კონტექსტით გაამართლებენ, ეს აღარ იქნება შეუფერებელი 15 წლამდე მოზარდებისთვის!?). (მ. 41, 4)
`12 წლამდე არასრულწლოვანთათის შეუფერებლად~, (ხოლო 12 წლის ზემოთ მოზარდთათვის შესაფერისად), `ჩაითვლება პროგრამა, თუ ის შეიცავს:
ა) სექსუალურ სცენებს ან ძალადობას (გარდა ისტორიული, კომედიური ან გასართობი პროგრამებისა); (ანუ თუ პროგრამა ისტორიული, კომედიური ან გასართობია და შეიცავს სექსუალურ ან ძალადობის სცენებს, პროექტის ავტორები მიიჩნევენ მას 12 წლამდე მოზარდთათვის შესაფერისად);
ბ) ნარკოტიკული საშუალებების შესახებ მითითებას ან შეურაცხმყოფელ ლექსიკას. (მ. 41, 5)
`7 წლამდე არასრულწლოვანთათის შეუფერებელ პროგრამებს მაუწყებელი ადგენს საკუთარი კრიტერიუმებით~ (მ. 41, 6)
თითქოს-და შეუზღუდავი პროგრამები, რომელთა ყურებაც არცერთი ასაკის ადამიანს არ უნდა აზიანებდეს და უნდა იცავდნენ საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს, მაგრამ აქაც აქვთ პროექტის ავტორებს `სიურპრიზი~ _ `სიშიშვლე არასექსუალური კონტექსტით~ (მ. 41, 7). ვნახოთ, პროექტის ავტორები, რას გულისხმობენ სიშიშვლეში:
მუხლი 6. `ტერმინთა განმარტება~
`ჩ) შიშველი სხეული _ ადამიანის სხეული, რომელზეც გამოსახულია სასქესო ორგანოები.~ დასკვნები თავად გამოიტანეთ.
ჩვენი წინადადებაა სამაუწყებლო პროგრამები დაიყოს ორ ნაწილად ზრდასრულთათვის და არასრულწლოვანთათვის 18 წლამდე და ისინი გაიმიჯნონ 24:00 საათის წყალგამყოფით, ხოლო პროგრამების ზნეობრივი მხარე შეესაბამებოდეს ქართულ საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ პრინციპებს.
აღარ შევეხებით ენობრივი გაუმართაობის უამრავ შემთხვევას, გამოვყოფთ მხოლოდ რამდენიმე `მარგალიტს~:
`კოდექსი ეყრდნობა მაუწყებელთა ქცევის შემდეგ პრინციპებს:
ა) მიუკერძოებელი და ზუსტი ინფორმაციის უზრუნველყოფის ვალდებულებას, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ჟურნალისტთა პროფესიული თავისუფლების, სარედაქციო დამოუკიდებლობის და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების, საინფორმაციო და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობას.~ (მ. 3, 1). ვერ მოვყვებით წინადადების გარჩევას, მაგრამ ვინ იცის, რას ნიშნავს `საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულება~?, ან `საინფორმაციო საზოგადოების ჩამოყალიბება~?
და კიდევ:
`წყალგამყოფი გამოიყენება საოჯახო ჩვენების, სხვადასხვა კატეგორიის არასრულწლოვანთათვის მავნე ზეგავლენის მომხდენი შესაფერებელი და ზრდასრული აუდიტორიისათვის განკუთვნილი პროგრამების გასამიჯნად და არის სამი სახის: 20:00 საათი, 22:00 საათი, 24:00 საათი~ (მ. 41, 9).

ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდან ნათლად ჩანს, რომ `მაუწყებელთა ქცევის კოდექსის~ პროექტი გაუმართავია, როგორც იურიდიულად, ასევე ზნეობრივად და ენობრივად და მისი მიღება ამ სახით ყოვლად დაუშვებელია.
კოალიციის წევრები და ჩვენი მხარდამჭერები მოვითხოვთ:
1. გადაიდოს `მაუწყებელთა ქცევის კოდექსის~ მიღება გონივრული ვადით, რათა შემუშავდეს ახალი პროექტი.
2. შეწყდეს `თავისუფლების ინსტიტუტის~ დიქტატი კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში და მიეცეს საშუალება სხვა დაინტერესებულ ჯგუფებს, მათ შორის ჩვენც, ნორმალურ ვითარებაში საკითხის საჯარო განხილვისა, ფართო საზოგადოების ინფორმირებითა და ჩართულობის უზრუნველყოფით.
3. `მაუწყებელთა ქცევის კოდექსის~ ახალი პროექტის შესამუშავებლად შეიქმნას მუშა ჯგუფი, რომელშიც ექნებათ უფლება აქტიური თანამშრომლობისა, ჩვენი კოალიციის წარმომადგენლებს და ასევე სხვა დაინერესებულ ჯგუფებსა თუ პირებს.
4. მიეცეს კოალიციას `მოძრაობა ზნეობრივი საქართველოსათვის~ შესაძლებლობა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერით გააცნოს საზოგადოებას თავისი შენიშვნები და წინადადებები. ასეთივე უფლება მიეცეს ყველა სხვა დაინტერესებულ ჯგუფს.

კვლავ ვაცხადებთ, რომ თუ არ იქნება გათვალისწინებული ჩვენი სავსებით კანონიერი მოთხოვნები და საზოგადოებრივი აზრის სრული იგნორირებით მოხდება ამ ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი და საქართველოს მოქალაქეთა დიდი უმრავლესობის უფლებებისა და ღირსების შემლახავი დებულებების დაკანონება, იძულებული ვიქნებით ვაღიაროთ, რომ ძალადობის, უხამსობისა და უზნეო ცხოვრების წესის პროპაგანდა სახელმწიფოებრივი ზრუნვის საგანი ხდება, რამაც შეიძლება ჩვენი საზოგადოება და სახელმწიფოებრიობა დამანგრეველ შედეგებამდე მიიყვანოს. ამიტომ სხვა გზა არ დაგვჩება, და მოგვიწევს მივმართოთ კანონით დაშვებული წინააღმდეგობის ყველა ფორმას.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
კანონისტი   მიმართვა პრეზიდენტს, სამთავრობო და არასამთავრობო   Jul 8 2008, 10:33 AM
კანუდოსელი   არ ვუჭერ მხარს...ყვე...   Jul 8 2008, 10:41 AM
Giorgi-   კანუდოსელი კანონი...   Jul 8 2008, 10:44 AM
T I K O   ძლივს ჩავათავე :D მ...   Jul 8 2008, 11:03 AM
ნაინა   უპს, ნამეტანი რთულ...   Jul 8 2008, 11:16 AM
tamuna m   ხო, ცოტა არეულად არ...   Jul 8 2008, 04:18 PM
ნათია   უფრო თუ შეამოკლებე...   Jul 8 2008, 04:35 PM
tetnuldi   მეც მხარს ვუჭერ მი...   Jul 8 2008, 04:45 PM
კანუდოსელი   კანუდოსელო, სად იხ...   Jul 8 2008, 05:03 PM
orthodox-georgia   +1 ტექსტი ცოტა ბევრ...   Jul 8 2008, 05:02 PM
კანონისტი   tetnuldi უკაცრავად, ასე ...   Jul 8 2008, 05:06 PM
tetnuldi   კანუდოსელო! ისე, ს...   Jul 8 2008, 05:45 PM
კანუდოსელი   კანუდოსელო! ისე, ...   Jul 10 2008, 12:57 PM
.nino   წასაკითხად ადვილ...   Jul 9 2008, 12:17 AM
მხევალი ნინო   კანუდოსელი შენც ბ...   Jul 10 2008, 01:59 PM
piligrimi   კიდევ კარგი მაგ მი...   Jul 10 2008, 03:57 PM
Iona   რამე რეაქცია მოჰყვ...   Jul 10 2008, 06:10 PM
sable   ერთი რა ხეირი ექნე...   Jul 10 2008, 06:42 PM
kmunebi   ვიზიარებ. :)   Jul 10 2008, 07:40 PM
mwereli   კაი თუ არაფერი აზრ...   Jul 11 2008, 09:28 PM
sable   კაი თუ არაფერი აზრ...   Jul 12 2008, 01:34 AM
KAIROS   ნუ რა არის ახლა ეს ...   Jul 11 2008, 10:40 PM
xornabujeli   :) შინაარს კი ვეთანხ...   Jul 12 2008, 03:06 AM
daviti_23   ტექსტი კარგია ერთი...   Jul 12 2008, 06:29 AM
ქავთარაძე   დღეს არა და ხვალე წ...   Jul 12 2008, 09:49 AM
iako   მე ვუჭერ მხარს ამ ტ...   Jul 12 2008, 11:46 AM
mwereli   ნუ რა არის ახლა ეს ...   Jul 12 2008, 10:45 PM
კანონისტი   კანუდოსელი ვერ და...   Jul 12 2008, 11:38 PM
KAIROS   კაირო არ ვარ, არც ქ...   Jul 14 2008, 12:49 AM
kmunebi   შეიძლება ბევსრ ეგო...   Jul 14 2008, 01:23 AM
KAIROS   არაა საჭირო მეგობ...   Jul 14 2008, 02:24 AM
მნათე   ფაქტი ერთია - დამნა...   Jul 14 2008, 04:10 AM
mwereli   კაირო არ ვარ, არც ქ...   Jul 14 2008, 10:15 AM
mwereli   ფაქტი ერთია - დამნა...   Jul 14 2008, 11:07 AM
მნათე   თუ გინდა ეკლესიაზ...   Jul 15 2008, 02:57 AM
KAIROS   მე მეგობარო ჩემი დ...   Jul 14 2008, 05:02 PM
კანონისტი   KAIROS ცოტა უცნაურ მდგ...   Jul 14 2008, 05:49 PM
Iona   მთავარია შედეგი თუ...   Jul 14 2008, 09:35 PM
sable   მთავარია შედეგი თ...   Jul 14 2008, 11:44 PM
kmunebi   კაცო ვისმჯელოთ და ...   Jul 15 2008, 12:33 AM
KAIROS   რახან შენ ამას ამბ...   Jul 15 2008, 03:16 AM
daviti_23   მგონი ისტერიული კი...   Jul 15 2008, 09:05 AM
mwereli   ძალიან კარგად მეს...   Jul 15 2008, 10:45 AM
Iona   mwereli მემგონი ჯობია ...   Jul 16 2008, 11:14 AM
კანონისტი   Iona მიტინგების შესა...   Jul 16 2008, 11:53 AM
მნათე   არ მჯერა ამ მითის ...   Jul 16 2008, 11:54 AM
კანუდოსელი   ვახ აქ რა ხდება :D არ...   Jul 16 2008, 02:40 PM
კანონისტი   კანუდოსელი ანუ?   Jul 16 2008, 02:43 PM
კანუდოსელი   კანუდოსელი ანუ? რო...   Jul 16 2008, 03:14 PM
Iona   ეგ პირველად მესმი...   Jul 16 2008, 03:35 PM
კანონისტი   და ამ შემთხვევაში ...   Jul 16 2008, 03:46 PM
კანუდოსელი   შუა საუკუნეებში თ...   Jul 16 2008, 03:59 PM
Iona   მე კიდევ მჯერა ამ ...   Jul 16 2008, 03:49 PM
კანონისტი   კანუდოსელი ახლა ა...   Jul 16 2008, 04:03 PM
კანუდოსელი   ახლა ამაზე დავა აქ ...   Jul 16 2008, 04:07 PM
Iona   ალბად ცუდადად. სახ...   Jul 16 2008, 04:14 PM
კანონისტი   კანუდოსელი აკაკი ...   Jul 16 2008, 04:19 PM
კანუდოსელი   რა გვექნა, არაფერი ...   Jul 16 2008, 04:24 PM
ketilmorcmune   ამ თემაში კანუდოსე...   Jul 16 2008, 05:05 PM
კანონისტი   კანუდოსელი ყველა ...   Jul 16 2008, 05:11 PM
კანუდოსელი   კანუდოსელი ყველა ...   Jul 16 2008, 05:15 PM
daviti_23   ამ შემთხვევაში - კა...   Jul 16 2008, 10:50 PM
mwereli   ვახ აქ რა ხდება :D ა...   Jul 16 2008, 11:07 PM
daviti_23   მე მგონი ავცდით სა...   Jul 17 2008, 01:43 AM
კანუდოსელი   ერმა უნდა "გამოი...   Jul 17 2008, 12:37 PM
daviti_23   ვერ მიმიხვდით ვერ...   Jul 17 2008, 11:06 PM
kmunebi   მემგონი გადავუხვი...   Jul 17 2008, 12:16 AM
mwereli   მეთანხმებით იმაში ...   Jul 18 2008, 01:29 PM
Iona   ერთი რამ მაინტერე...   Jul 18 2008, 05:01 PM
მნათე   მოკლედ ფაქტი ერთია...   Jul 19 2008, 12:08 AM
kmunebi   რასაც იმსახურებს ქ...   Jul 19 2008, 12:42 AM
Iona   ამიტომ ჯობია პირი...   Jul 19 2008, 11:56 AM
kmunebi   კაი რა ხალხო, სულ მთ...   Jul 20 2008, 12:03 AM
orthodox-georgia   200 000 კაცი მთავრობის ...   Jul 20 2008, 04:19 PM
მნათე   აბა ერი? რომელ ერზ...   Jul 20 2008, 05:29 AM
Ismail   ერთი კანონი უნდა ა...   Jul 20 2008, 10:11 PM
kmunebi   ჩვენ უნდა მოვითხოვ...   Jul 21 2008, 12:17 AM
კანონისტი   Ismail "მაუწყებლობის...   Jul 21 2008, 11:36 AM
iako   იმედია მიღებულ კან...   Jul 21 2008, 04:21 PM
daviti_23   კანონისტი ერთი შეკ...   Jul 21 2008, 08:22 PM
kmunebi   ზნეობა უნდა ვსაწავ...   Jul 22 2008, 09:50 PM
mwereli   გამარჯობათ ისევ და...   Jul 22 2008, 09:58 PM
mwereli   ზნეობა უნდა ვსაწა...   Jul 22 2008, 10:17 PM
წახწახა   ყველაფრის გასაღებ...   Jul 22 2008, 10:27 PM
kmunebi   გეთანხმები, ძაან მ...   Jul 22 2008, 10:28 PM
mwereli   რა თქმა უნდა ეკლეს...   Jul 22 2008, 10:54 PM
kmunebi   რა თქმა უნდა, ბევრს ...   Jul 22 2008, 10:59 PM
წახწახა   ეგ რაარი ზოგმა ჭეშ...   Jul 22 2008, 11:05 PM
kmunebi   ეგ რაარი ზოგმა ჭეშ...   Jul 22 2008, 11:08 PM
mwereli   ალბათ ამიტომ აუცილ...   Jul 24 2008, 01:24 PM
kmunebi   მართალია, თუმცა მე ...   Jul 24 2008, 09:26 PM
mwereli   ჩვენ უნდა გავაკეთო...   Jul 27 2008, 04:49 PM
-tamar-   წახწახა მართალი ხ...   Jul 29 2008, 04:02 PM
Iona   ....... და ყველაფერი ა...   Jul 30 2008, 12:46 PM
-tamar-   ....... და ყველაფერი ალ...   Jul 30 2008, 12:50 PM
Iona   თუ მტერი ფიზიკურად...   Jul 30 2008, 01:34 PM
mwereli   თუ მტერი ფიზიკურა...   Jul 31 2008, 11:52 AM
-tamar-   გაიხარეეთ! როდეს...   Jul 31 2008, 04:38 PM
Iona   საუბედუროდ საკმა...   Jul 31 2008, 12:14 PM
mwereli   სალამი,გილოცავთ სე...   Aug 1 2008, 11:49 AM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th May 2024 - 11:17 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი