IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> შუშანიკის წამება, ყველაფერი შუშანიკის შესახებ
S!NDROM
პოსტი Feb 13 2007, 02:10 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 13-February 07
წევრი № 1,067



შუშანიკი იყო ადამიანი, რომელმაც თავი გასწირა საქართველოსთვის
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
m16
პოსტი Dec 7 2007, 12:57 AM
პოსტი #2


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,739
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



თამარი_ცქნაფო
კი ვიცი რატომაც"როდის ყოფილა დედათა და მამათ ერთად ეჭამათ პურიო"
მაგრამ ჯოჯიკის ცოლს რო ურტყამ, მართმადიდებლობა შემწყნარებლობასა და პატიებას გვასწავლის და არა სახეში ჭიქების ლეწვას.


--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Dec 7 2007, 01:15 AM
პოსტი #3


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(m16 @ Dec 7 2007, 01:57 AM) *

თამარი_ცქნაფო
კი ვიცი რატომაც"როდის ყოფილა დედათა და მამათ ერთად ეჭამათ პურიო"
მაგრამ ჯოჯიკის ცოლს რო ურტყამ, მართმადიდებლობა შემწყნარებლობასა და პატიებას გვასწავლის და არა სახეში ჭიქების ლეწვას.

აუუუფფფფფ blink.gif blink.gif blink.gif

აბა, ახლა დამიგდე ყური კარგად:
1. არავინ არავის არ ურტყამდა. ტექსტი გვეუბნება: ''ვითარცა მოიწია ჟამი პურისაჲ, შევიდეს ჯოჯიკ და ცოლი მისი წინაშე წმიდისა შუშანიკისა, რაითამცა მასცა აჭამეს პური, რამეთუ ყოველნი იგი დღენი უზმასა გარდაევლინეს. და ვითარცა მეტად აიძულეს და ძლით წარიყვანეს ტაძრად, ხოლო გემოჲ არარაჲსაჲ იხილა. ხოლო ცოლმან ჯოჯიკისმან მიართუა ღჳნოჲ ჭიქითა და აიძულებდა მას, რაჲთამცა იგი ხოლო შესუა. ჰრქუა მას წმიდამან შუშანიკ რისხვით: „ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუმცა მამათა და დედათა ერთად ეჭამა პური?!“ და განყარა ჴელი და ჭიქაჲ იგი პირსა შეალეწა და ღჳნოჲ იგი დაითხია.''
მოდი, გავაშინაარსოთ: როცა დადგა პურობის ჟამი, ჯოჯიკი და მისი ცოლი შევიდნენ, რათა მასაც ეჭამა პური, რადგან მთელი ეს დღეები დედოფალს არაფერი ეგემა. მიაქციე ყურადღება: და ვითარცა მეტად აიძულეს, ანუ როცა ძალიან შეაწუხეს, დააძალეს და ძალით წაიყვანეს, შუშანიკიც მიჰყვება მათ.
ახლა იწყება მთავარი: ''ცოლმან ჯოჯიკისმან მიართუა ღჳნოჲ ჭიქითა და აიძულებდა მას, რაჲთამცა იგი ხოლო შესუა'', მგონი აქ იგულისხმება, რომ შუშანიკს აიძულებდნენ და არა პირიქით. შემდეგ მოდის შენ მიერ ნახსენები მიზეზი, რომ „ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუმცა მამათა და დედათა ერთად ეჭამა პური?!“ აი, სწორედ ამის შემდეგ ბრაზდება შუშანიკი, ხელს აუკრავს სახეში შეალეწავს ჭიქას ჯოჯიკის ცოლს. მითხარი, სად ხედავ შენ აქ ჯოჯიკის ცოლის ცემას, სად ხელის არტყმა და ვიღაცისთვის ამ ხელის არტყმით ჭიქა მოხვდება? აი,ც ემა შენ სწორედ ამის მერე ნახე: ''მაშინ იყო უჯეროსა გინებად ვარსქენ და ფერჴითა თჳსითა დასთრგუნჳდა მას, და აღიღო ასტამი და უხეთქნა მას თავსა, და ჩაჰფლა, და თუალი ერთი დაუბუშტა. და მჯიღითა სცემდა პირსა მისსა უწყალოდ და თმითა მიმოითრევდა; ვითარცა მჴეცი მძჳნვარჱ, ყიოდა და იზახდა, ვითაცა ცოფი. მაშინ შუელად აღდგა ჯოჯიკ, ძმაჲ მისი, და იბრძოდეს, ვიდრემდის გუემა იგიცა, და თავსა მისსა მოხეთქა, და ჭირით, ვითარცა კრავი მგელსა, გამოუღო ჴელთა მისთა. და ვითარცა მკუდარი, იდვა წმიდაჲ შუშანიკ ქუეყანასა ზედა, და აგინებდა ვარსქენ თესლ-ტომსა მისსა და სახლისა მაოჴრებელად სახელ-სდებდა მას. და უბრძანა შეკრვაჲ მისი და ბორკილთა შესხმაჲ ფერჴთა მისთაჲ.''
მოკლდ, ახლა გამოიტანე დასკვნა, ვინ ცემა რეალურად და ვინ იყო რეალური მსხვერპლი. ამას გარდა, თუ იძულებაზე მიდგება საქმე, კარგად დავინახეთ, რომ შუსანიკი აიძულეს, აქამდ ემისულიყო.
მოდი, ახლა განვიხილოთ, რამ განარისხა შუშანიკი.
შენ ახსენე ის ტრადიცია, რომლის თანახმადაც ქალებსა და კაცებს ერთად ჭამა ეკრძალებოდათ. აქ საინტერესო ის ფაქტია, რომ მსგავსი ტრადიცია სპარსელებისთვის უფრო ნიშანდობლივი იყო და შესაბამისად, შუშანიკი ამას ახსენებს ვარსქენს. პიტიახშს, რომელიც მაზდეანობაზე, სპარსელთა რწმენაზე გადავიდა და უნდა დაეცვა კიდეც ეს ტრადიცია. თუმცა ვარსქენისთვის ცეცხლთაყვანისმცემლობაც ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც ქრისტიანობა, ეს პიროვნება ზოგადად რწმენის განცდისგან დაცლილად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რადგან როგორც იოაკობ ხუცესი თავში წერს - ''ამის უბადრუკისა და სამგზის საწყალობელისა ვარსქენისი ვითარმე ვინ თქუას ყოვლად განწირულისაჲ, ვითარ-იგი განაგდო სანატრელი სასოებაჲ ქრისტესი, ანუ ვინ არა სტიროდის მას, რომელსა არცა ჭირი ეხილვა, არცა შიში, არცა მახჳლი, არცა პყრობილებაჲ ქრისტესთჳს''.
და მეორე, მთავარი მიზეზი შუშანიკის განრისხებია. მას აიძულებენ პური განტეხოს ქრისტეს მოღალატესთან, ქრისტეს რწმენის გამყიდველთან, არადა შუშაბიკისთვის, როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის, პური განასახიერებს უფლის ხორცს, ხოლო ღვინო - მის სისხლს. ასე რომ, დასკვნა, წმინდა შუშანიკმა არ ისურვა იმ ადამიანებთან პურობა, ვინც ამ პურობის შემბილწველია და პურსა და ღვინოს ოდენ ხორციელი მოთხოვნილებების დამაკმაყოფილებლად აღიქვამს.


აბა, ახლა მითხარი, რას ხედავ არამართლმადიდებლურს წმინდა შუშანიკის ქმედებაში?


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
S!NDROM   შუშანიკის წამება   Feb 13 2007, 02:10 PM
judi   ალბათ პირველ რიგში...   Feb 13 2007, 03:18 PM
მნათე   საქართველოს ეკლეს...   Feb 13 2007, 03:59 PM
თათი87   შუშანიკის წამებაშ...   Feb 13 2007, 09:04 PM
დათიკო   თათი87 ეგ იყო ვინმე ...   Feb 13 2007, 10:24 PM
თათი87   დათიკო შევასწორებ ...   Feb 13 2007, 11:21 PM
Tatushkebi   შუშანიკი იყო ადამ...   Mar 1 2007, 08:57 PM
L E Q S O   SINDROM ერთ რაღაცაში შ...   Mar 1 2007, 09:05 PM
თამარი_ცქნაფო   წმინდა შუშანიკის წ...   Oct 13 2007, 01:31 AM
მაკუნა   და აწ დამტკიცებულა...   Oct 13 2007, 02:12 AM
თამარი_ცქნაფო   ანალიზიც დავურთოთ ...   Oct 13 2007, 02:21 AM
მაკუნა   ანალიზიც დავურთოთ...   Oct 13 2007, 02:24 AM
Qeti   მაკუნა ლინკი დაგედ...   Oct 13 2007, 02:35 AM
მაკუნა   ხო კიდევ, მინდა დავ...   Oct 13 2007, 02:38 AM
თამარი_ცქნაფო   ხო კიდევ, მინდა დავ...   Oct 13 2007, 01:27 PM
k@the   მაკუნა ლინკი დადე ...   Oct 13 2007, 02:42 AM
მაკუნა   მართლაც, არ მახსოვ...   Oct 13 2007, 02:52 AM
k@the   კარგი ეხლა, ვარდან...   Oct 13 2007, 02:56 AM
მაკუნა   :არა: რატო ვითომ? ის...   Oct 13 2007, 02:58 AM
ketino   100% ქეთ, მე ვისწავლ...   Oct 13 2007, 01:38 PM
თამარი_ცქნაფო   100% ქეთ, მე ვისწავლე,...   Oct 13 2007, 01:40 PM
ნათია   კაი ლექსია (მოჰყა...   Oct 13 2007, 01:49 PM
ნათია   იაკობ ხუცესი "შუშ...   Oct 13 2007, 02:25 PM
ნათია   წმ. შუშანიკის საფლ...   Oct 13 2007, 03:47 PM
k@the   ერთ-ერთი ფორუმიდან...   Nov 24 2007, 05:21 AM
m16   მე ჯოჯიკი მეცოდება...   Dec 7 2007, 12:17 AM
თამარი_ცქნაფო   მე ჯოჯიკი მეცოდებ...   Dec 7 2007, 12:51 AM
m16   თამარი_ცქნაფო კი ვ...   Dec 7 2007, 12:57 AM
თამარი_ცქნაფო   თამარი_ცქნაფო კი ვ...   Dec 7 2007, 01:15 AM
q-e-T-i   აუ ეს ფრაზა მიყვარ...   Dec 7 2007, 01:45 AM
m16   თამარი_ცქნაფო ააა:)   Dec 7 2007, 02:37 PM
marine   "შუშანიკის პიროვ...   Oct 20 2015, 09:43 PM
marine   http://s017.radikal.ru/i425/1511/6f/ec2560aa4f4a.j...   Nov 23 2015, 08:17 PM
marine   "კოლაელ ყრმათა წა...   Dec 5 2016, 04:47 PM
marine   "შუშანიკი ამქვეყ...   Dec 7 2016, 10:38 PM
marine   "პარხალში გადაიწ...   Feb 21 2017, 03:09 PM
marine   "ვინაიდან ცურტავ...   Oct 29 2017, 06:50 PM
marine   "სამოელი [I კათოლი...   Dec 16 2017, 10:12 AM
marine   "ქმრისაგან ქრისტ...   Jul 7 2018, 09:06 PM
marine   "როცა V საუკუნის ძ...   Jul 19 2018, 08:01 PM
marine   "იცოდეთ, საყვარელ...   Sep 27 2020, 03:06 PM
marine   "ბედნიერია ერი, რ...   Sep 29 2020, 03:02 PM
marine   ----------------------------------- "შუ...   Feb 28 2022, 03:05 PM
marine   "მამა გაბრიელი [ა...   Mar 31 2022, 07:41 PM
marine   "მართალია, ეს ძეგ...   Jun 25 2022, 01:23 PM
marine   "იაკობი წერს: "დ...   Aug 18 2022, 06:09 PM
marine   "სუფრის ეტიკეტის ...   Jan 13 2023, 01:57 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 9th May 2024 - 11:52 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი