IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V < 1 2  
Reply to this topicStart new topic
> Fr. Seraphim Rose
marine
პოსტი Jul 18 2020, 05:53 PM
პოსტი #21


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"1961-ში უკურნებელი სენით დაავადდა. ექიმებმა მოახლოებული აღსასრული უწინასწარმეტყველეს, თავად კი უძლიერეს ტკივილებსა და გარდაუვალ სიკვდილზე მეტად ის აწვალებდა, რომ ჭეშმარიტების ბოლომდე შეცნობას ვერ ასწრებდა.

სნეული ერთხელ წიგნის მაღაზიაში შევიდა, სადაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ეკიდა... როუზმა მხურვალედ ილოცა და მოხდა საოცრება: - დედა ღვთისამ მისი ვედრება შეისმინა და იგი თითქოსდა გარდაუვალ სიკვდილს გადაურჩა.

ძალიან მალე როუზთან მეგობარმა ერთი რუსი მართლმადიდებელი ემიგრანტი გლებ პოდმოშენსკი მიიყვანა, რომელიც ჭვრეტის ნიჭით ცხებული მამის, ადრიანეს სულიერი შვილი აღმოჩნდა (სწორედ მამა ადრიანეს ხელში დალია სული უკანასკნელმა ოპტელმა ბერმა ნექტარიოსმა). გლებმა როუზს მისთვის მანამდე უცნობი ამერიკა უჩვენა - გერმანე ალასკელის ახალი ვალაამი, კანადის უდაბნოს რუსული სკიტები, ახალი დივეევოს დედათა და წმინდა სამების მონასტრები და სხვა წმინდა ადგილების ამსახველი სლაიდები... და როუზს აღმოხდა: "რა საოცარი აღმოჩენაა!"

თავად გლებიც არანაკლებ გაოცდა, როდესაც ამერიკელი ბიჭის ოთახში ხატები და რუსი მეფე-მოწამის, ნიკოლოზ მეორის ფოტო დაინახა.

- მართლმადიდებელი ხარ? - ჰკითხა.

- არა, მაგრამ მინდა, რომ გავხდე, - გამოუტყდა როუზი.

ასე დაიწყო მათი დიდი მეგობრობა და სულიერი ძმობა... მალე როუზი მოინათლა და თავის მეგობარ გოგონას მისწერა: "დღეს ხელმეორედ დავიბადე ქრისტეში, ამიერიდან მისი მონა ვარ და ამაზე დიდი სიხარული არ განმიცდიაო".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 18 2020, 07:35 PM
პოსტი #22


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამა სერაფიმეს, რომელმაც დაუნდობლად ამხილა დროის სული, იმედი ჰქონდა, იქნებ განებივრებულ დასავლელ ადამიანზე რუს ახალმოწამეთა ცხოვრებამ მაინც იმოქმედოსო და მამა გერმანესთან ერთად გულმოდგინედ იწყო მათ შესახებ ინფორმაციის შეგროვება. პოულობდა ამ ამბების მომსწრეებს და ეს ცხოვრებანი წიგნადაც გამოსცა ("რუსეთის კატაკომბების წმინდანები").


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 18 2020, 08:26 PM
პოსტი #23


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



სრულყოფილება.
სრულყოფილება ის არის, რაშიც ადამიანი საყრდენს პოულობს. მაგრამ მას მხოლოდ ღმერთზე დაყრდნობა შეუძლია, რადგან მარტოოდენ ღმერთია სრულყოფილი.სამყაროსა და ადამიანების არასრულყოფილება იმისკენ წარგვმართავს, რაც ჭეშმარიტად სრულყოფილია.
თანამედროვე ადამიანს კი ამ სამყაროში სწადია საყრდენის პოვნა და ამიტომ მისი სრულყოფა სურს: რაკი სამყარო აშკარად არ არის ასეთი, უნდა,რომ სრულყოფილი გახადოს იგი. აქედან მომდინარეობს ამ სამყაროსთან დაკავშირებული ყველა რაციონალური გეგმის იდეალური, უტოპიური ხასიათი. რომ არა უტოპია, თანამედროვე ადამიანს სასოწარკვეთილება მოიცავდა, და ამიტომ, სავსებით ცხადია, როდესაც ხელიდან გამოეცლება უტოპია, მართლაც სასოწარკვეთილებაში აღმოჩნდება.
ნორმალური დრო რომ ყოფილიყო, ადამიანი ღმერთს მიმართავდა, მაგრამ დღესდღეობით ადამიანთა უმეტესობას აღარ სწამს მისი არსებობა, ასე რომ,უიმედობა ფუჭია და ადამიანის დამანგრეველი. ადამიანი ყოველთვის ერთი და იმავე არჩევანის წინაშეა - სრულყოფილება ამ ან სხვა სამყაროში. ადამიანი ვერ იცხოვრებს გარკვეული სახის სრულყოფილების გარეშე. მაშ, თანამედროვე ადამიანს ასეთი არჩევანი ჰქონია - რაციონალისტური უტოპია ან ღმერთი.
მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 13 2022, 08:42 PM
პოსტი #24


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ყოველივე ის, რასაც ბავშვი სკოლაში გაიგებს, უნდა შემოწმდეს და შესწორდეს სახლში"

/მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი (+1982 წ.)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V < 1 2
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 01:28 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი