IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

14 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> ზაფხულის ჩანაწერებიდან...
გლახა
პოსტი Oct 4 2007, 06:31 PM
პოსტი #41


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



გული მეტკინა...... cray.gif cray.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 10 2007, 01:09 PM
პოსტი #42


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



საბერნეთი...

ჩემს ერთ ბერძენ მეგობარს მართლაც სასიამოვნოდ გაუკვირდა ქართულად ბერძენის ბრძნეთან ტერმინოლოგიურ სიახლოვეზე რომ ვუთხარი, მართლაც დიდი კულტურის, დიდი ისტორიის ხალხია.

ამიტომაც ათენი რაღაც სულ სხვა ქალაქი იყო ჩემს წარმოდგენაში, ასჯერ მეტი მეგონა ვიდრე დამხვდა... ნამდვილი იმედგაცრუება იყო საბერძნეთი მთლიანად და ათენი განსაკუთრებით! პართენონიდან ჩამოდიხარ და ქვემოთ ვიწრო და სიცხის გამო ნაგვის სუნით აყროლებული ქუჩები გხვდება, საერთოდ ვერც კი წარმოიდგენ რომ ათენში ხარ... ერთადერთი ცენტრს ეტყობა ათენობა, ისიც მხოლოდ ოლიმპიადის შემდეგ, ტრამვაი და მეტრო სწორედ მაშინ გააკეთეს ან შეალამაზეს, თორემ რაც ვერ მოასწრეს მეტყველებს იმაზე, თუ რა დონეზე ყოფილა საბერძნეთი! ათენის ცენტრალური რკინიგზის სადგური ესაა საშინელება და თავიუფლად შემიძლია ვთქვა რომ ხარაგაულის ან მახინჯაურის სადგურები ასი თავით სჯობია!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Oct 10 2007, 01:20 PM
პოსტი #43


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



KAIROS
ციტატა
ათენის ცენტრალური რკინიგზის სადგური ესაა საშინელება და თავიუფლად შემიძლია ვთქვა რომ ხარაგაულის ან მახინჯაურის სადგურები ასი თავით სჯობია!


რავი, ეს რომ ჩვენმა პრეზიდენტმა თქვა, 2 კვირა იცინოდნენ.... wink.gif unsure.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 10 2007, 01:31 PM
პოსტი #44


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ახლა მომყავს ჩემი მეგობრის ჩანაწერების შემოკლებულ ვარიანტს, რათქმაუნდა ანონიმურობის დაცვით smile.gif

ჩვენი მოგზაურობა საბერძნეთში
26 აგვისტო – 1 სექტემბერი,2007

ათენი

26 აგვისტოს, კვირას, დილაადრიან ჩავფრინდი ათენში და ცოტა ხანში კაიროსიც ჩამოფრინდა იტალიიდან. უკვე აეროპორტში იგრძნობოდა, რომ მართლმადიდებლურ ქვეყანაში ჩამოვედით, ბერი იჯდა და ვიღაცას ელოდა...

ათენში საშინლად ცხელოდა. სკანდინავიიდან და იტალიიდანაც კი ჩასულ ხალხს ძალიან არეულ ქალაქად მოგვეჩვენა. სიცხე, ბუღი, მტვერი, ნაგავი ქუჩებში, სუნი, სახლებიც უღიმღამო...მომსახურების დონე დაბალი, მაგრამ ხალხი თბილი.

პირველი რაც გავაკეთეთ იყო ბილეთების ყიდვა ღამის მატარებელზე, იმ ღამეს მივდიოდით თესალონიკში. ცენტრალურ სადგურში, რომელიც ძალიან პატარა იყო დავდექით რიგში. ჯერ გაბრაზებული ხალხი ეჩხუბა მოლარეს, რომელიც ხმას არ იღებდა. ჩვენს წინაც შევარდა ერთი კაცი და ხმამაღლა უყვიროდა იმ საწყალს. ჩვენი რიგი რომ დადგა, მოგვცეს ბილეთები მარტო ერთი მიმართულებით, უკან დასაბრუნებელი ბილეთი არ შეგიძლიათ აქ იყიდოთო. მერე დამიჯავშნეს ბილეთი და ჯავშნის ნომერი ქაღალდის ნაკუწზე დამიწერეს კალმით, არც სახელი, არც გვარი...

მოვიარეთ აკროპოლისი, რაც ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი იყო. აკროპოლისის მიდამოებშიც, ცენტრშიც ძალიან ხშირი იყო წმიდნანების სახელობის ქუჩები.




ჩვენი ჩასვლა დაემთხვა ყველაზე ინტენსიური ხანძრების პერიოდს. გლოვეს დღეები იყო და დროშებიც დაბლა იყო დაწეული. ყველგან სადაც ტელევიზორები იყო ჩართული ამაზე იყო გადაცემა. ჩვენ არაფერი არ გვიგრძვნია, გარდა იმისა რომ ერთ ადგილას, ათენის ცენტრში ფერფლი მოფრინავდა ჰაერში.

ვისადილეთ ცენტრალურ სადგურთან ახლოს პატარა რესტორანში. მივირთვით ზღვის საჭმელები, რაც ძალიან, ძალიან გემრიელი იყო და ძალიან იაფი. მომსახურებაც იმდენად კარგი იყო, რომ საღამოთიც მანდ მივედით იმავე ოფიციანტთან.

თესალონიკი

ღამე წავედით თესალონიკში მატარებლით. კუპეში (6 ადგილიანი კუპე იყო) დაგვემგზავრა ერთი მოხუცი კაცი – ძია საბა – თავისი შვილიშვილით. მე და კაიროსი ქართულად რომ ვლაპარაკობდით ერთმანეთში, ის კაცი სულ გვაკვირდებოდა, მოგვიანებით კი ქართულად დაგვიწყო საუბარი. თურმე საქართველოდან 15 წლის წამოსული ბერძენი ყოფილა. ჩვენ კი გაგვიკვირდა, რომ ამ მატარებელში და თანაც ჩვენს კუპეში ქართულად მოსაუბრე დაგვემგზავრა და დიდი სიამოვნებით ვესაუბრეთ მას.

დაახლოებით ღამის 2 საათზე მატარებელი გაჩერდა. თურმე თბომავალს ქონდა რაღაც პრობლემები და ამიტომ შემდეგი რამოდენიმე გაჩერება უნდა გვემგზავრა ავტობუსებით. ასე ორი საათი ვიმგზავრეთ და მერე ისევ მატარებელში ჩაგვსვეს. ასე ძილგატეხილებმა ვიმგზავრეთ თესალონიკამდე, სადაც დილის 7-8 საათისათვის ჩავედით.

სადგურში კაიროსის ნათესავი – გია – დაგვხვდა. ის უკვე რამდენიმე წელია რაც საბერძნეთშია. მან მაშინვე ამიღო უკან დასაბრუნებელი მატარებლის ბილეთი, მიუხედავად ჩემი თხოვნისა რომ მე ავიღებდი (თანაც ის ქაღალდის ნაკუწი ჯავშნის ნომრითურთ არ გამომიყენებია). მერე მოგვატარა ქალაქის ცენტრი, წაგვიყვანა წმინდა დიმიტრი თესალონიკელის სახელობის ტაძარში, სადაც ამ წმინდანის განუხრწნელი ნაწილებია. მოვილოცეთ ტაძარი და ამ წმინდანის ნაწილებიდან მომდინარე მირონში ამოვლებული ბამბაც მივიღეთ. საოცარი სურნელებაა აქვს ამ მირონს.



წმინდა დიმიტრის წმინდა ნაწილები
მოგვიანებით წავედით საქალაქთაშორისო ავტობუსების ერთერთ ცენტრალურ გაჩერებაზე, სადაც ურანოპოლისისაკენ მიმავალ ავტობუსზე ავიღეთ ბილეთები. მხოლოდ ამის მერე წავედით გიასთან სახლში. გიასთან სახლში რომ მოვისვენეთ, მერე გიამ წაგვიყვანა სანაპიროზე, სადაც ერთერთ რესტორანში ვისადილეთ. იქაც ზღვის პროდუქტებს გეახელით, რაც მართლაც რომ ძალიან გემრიელი იყო. განსაკუთრებულად რვაფეხა და მოლუსკების სუპი მოგვეწონა. გიამ გადაიხადა ყველაფერზე, მიუხედავად იმისა რომ ვთხოვეთ რომ ჩვენც გადაგვეხადა. მინდა ვთქვა, რომ გია საოცრად თბილი პიროვნებაა, საქართველოზე უზომოდ შეყვარებული და მონატრებული. რაც მასთან ვიყავით სულ გადაგვყვა ყველაფერზე.

რაც შეეხება თვით ქალაქს, ის საკმაოდ დიდია ფართობით. რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, რომ თითქოს უფრო წააგავდა დიდ ქალაქს ვიდრე ათენი. თუმცა აქაც არეულობა, მტვერი, დაულაგებელი უბნები. როგორც გავიგეთ თესალონიკში დიდი რაოდენობით ქართველი და საქართველოდან წამოსული ბერძენი ცხოვრობს. მთელს საბერძნეთში, როგორც გვითხრეს, დაახლოებით 25 000 ქართველი იქნება (იქ ასობით ათასზე საუბრობდნენ მაგრამ ეს ქართული გადაჭარბებაა smile.gif ) . თუმცა რამდენად ზუსტია ეს რიცხვიც ნამდვილად არ ვიცი.

იმავე დღეს საღამოთი გავემგზავრეთ ურანოპოლისში, სადაც საღამოს 9-10 საათზე ჩავედით. გზად ბევრი მთა იყო გასავლელი. როცა მთის წვეროზე ავდიოდით, არაჩვეულებრივი ხედები იშლებოდა. ათენის და თესალონიკისაგან განსხვავებით ძალიან ლამაზი იყო ეს მხარე როგორც ბუნებით, ასევე პატარა სახლების ნაგებობითაც. იქაური პატარა ქალაქები და არქიტექტურა უფრო წააგავდა იტალიურს. ადგილებიც უფრო მოვლილი იყო ვიდრე ათენში და თესალონიკში.



ურანოპოლისი

ეს არის საკმაოდ პატარა, კარგად მოვლილი და სუფთა, ტურისტული ქალაქი. ამ ქალაქის მერე არის ათონის მთის საზღვარი. 27 აგვისტო იყო ჩვენ რომ ურანოპოლისში ჩავედით. აქ დაჯავშნული გვქონდა სასტუმრო, სადაც გამაგრილებელი შხაპი მივიღეთ და კარგად მოვისვენეთ. ჩვენი სასტუმრო პირდაპირ გადაჰყურებდა ზღვას და ურანოპოლისის პორტს, საიდანაც მეორე დღეს უნდა გაგვეცურა გემით ათონისაკენ.


დილით ადრე გავემართეთ პორტისაკენ, სადაც ჯერ უნდა აგვეღო ოფიციალური საშვი ათონზე შესასვლელად. საშვი უპრობლემოდ ავიღეთ;
რაც კი საბერძნეთში ვიყავით ამინდი სულ ჩვენსკენ იყო. მოწმენდილი ცა, წყნარი ზღვა, სიცხე. იმ დღესაც ამინდმა გაგვახარა. ზღვა კი ცალკე აღწერის ღირსია: მშვიდი, სუფთა და გამჭვირვალე, ფერით ხან ზურმუხტოვანი, ხან მელნის ფერი და ხან ცისფერი. იმდენად გამჭვირვალე იყო რომ ფსკერი ჩანდა გამოკვეთილად, ხან თევზების გუნდიც გამოაჩენდა თავს, ალაგ ალაგ კი დიდი და ნარინჯისფერი მედუზებიც გამოჩნდებოდა ხოლმე.

გემი საკმაოდ დიდი იყო. უფრო სწორედ ეს იყო ბორანი. პირველ სართულზე მანქანები იყო, მეორე და მესამეზე კი მგზავრები. ჩვენ ვიყავით სულ ბოლო სართულზე – ღია ადგილას და გაოცებულები თვალს ვერ ვაშორებდით ათონის მთის სილამაზეს. უნდა აღინიშნოს რომ ათონის მწვერვალი ითვლის 2033 მეტრს და მკაფიოდ მოჩანდა გემიდან. საოცარი სანახაობაა. ამ მწვერვალზე განთავსებულია ფერისცვალების მონასტერი. მართლაც საოცარ ადგილასაა...

ურანოპოლისიდან დაფნიმდე, ათონის მთავარი პორტი, გზის დასაფარად გემს 2 საათი დასჭირდა. გზადაზგა ვჩერდებოდით სხვადასხვა მონასტრებთან. დიდებული სანახაობა იყო – ზღვასთან ახლოს, მთის ძირში, მაგრამ ზღვიდან ცოტა ამაღლებულ დონეზე განთავსებული მონასტრული კომპლექსები. როგორც იცით, ათონზე სულ 20 მონასტერია, გარდა ამისა არის სკიტებიც რაც ზომით უფრო პატარაა. უნდა აღინიშნოს რომ ივერონის მონასტერი იერარქიულად არის მესამე მონასტერი ათონის მთაზე და მას გააჩნია ყველაზე მდიდარი ბიბლიოთეკა.

პირველი ბერი

ჩვენი გემი უახლოვდებოდა ერთერთ მონასტერს, როცა მის მისადგომთან შევნიშნეთ ბერი რომელიც ჯდებოდა გასაბერ ნავში. ჩვენ მას დავაკვირდით. როცა კარგად მოკალათდა შეხედა ჩვენს გემს და დაგვიქნია ხელი. მანძილი შორი იყო, მაგრამ ჩანდა რომ თბილად გვიღიმოდა ყველას. ჩვენც, ვინც გემის ბაქანზე ვიდექით, ყველამ დავუქნიეთ ხელი და უცბად ამ ბერმა აამუშავა ელექტროძრავა და თავისი ნავი ”გააჭენა” ისე როგორც ცხენს აჭენებენ – ნავის ცხვირი ჰაერში ავარდა. ძალიან კარგი სანახაობა იყო, ყველას გაგვეღიმა. ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა იქაურ ბერთან.

დაფნი და კარიესი

შუადღისას ვიყავით უკვე დაფნიში. იქვე დაგვხვდა ავტობუსები, რომლითაც ჩავედით ათონის ადმინისტრაციულ დედაქალაქში – კარიესში. ძალიან პატარა ქალაქია, თავისი მაღაზიებით, ბანკით, ფოსტით ტელეფონების ჯიხურებით. დაფნიდან კარიესისაკენ მიმავალი გზის ნაწილი იყო კარგად მოპირკეთებული, ნაწილი კი უბრალო მტვრიანი გზა იყო. კარიესში იდგა მიკროავტობუსები. ჩვენ მოვნახეთ ივერონში მიმავალი ავტობუსი და ასე 40 წუთში აღმოვჩნდით ნანატრ ადგილას.

ივერონი

28 აგვისტო, სამშაბათი.
ვერ გადმოგცემთ ჩვენს გრძნობას. მადლობა ღმერთს! ჯერაც არ გვქონდა გააზრებული თუ სად მოვხვდით – ათონი და მერე ივერონი!

მონასტერი განლაგებულია ძალიან ახლოს ზღვასთან. კომპლექსის გარეთა ნაწილი ხარაჩოებშია ჩასმული, მიმდინარეობს მშენებლობა და ალბათ რეკონსტრუქცია. მონასტრის შესასვლელთან დიდი აბრაა ბერძნული წარწერით. ჩვენ ბერძნული არ ვიცით, მარამ ასე მივხვდით რომ ევროგაერთიანებას გამოყოფილი აქვს დაახლოებით 3 მილიონი ევრო, როგორც ჩანს, რეკონსტრუქციისათვის.

ჩვენ ჩავედით ივერონში 28 აგვისტოს, მიძინების დღესასწაულს, შუადღის მერე. სადღესასწაულო მსახურება უკვე დასრულებული იყო, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი ხალხი, ბერი და ერი, იყო მონასტერში. ჩვენ მივედით სასტუმრო კომპლექსში, სადაც მაგიდაზე დაგვხვდა ცივი წყალი და ბერძნული ტკბილეულობა – ლუქუმი. ცოტა მოვისვენეთ და სული მოვითქვით იმ სიცხიან დღეს. ცოტათი მოგვიანებით გამოჩნდა ბერი – მამა იერემია, რომელსაც ევალებოდა სტუმრების მიღება. მან ინგლისური იცოდა კარგად, ასე რომ ურთიერთობა არ გაგვიძნელდა. ახალი მომლოცველები ბევრნი იყვნენ სტუმართა კომპლექსში და ყველა ელოდებოდა მამა იერემიას. როცა ჩვენი რეგისტრაციის რიგი დადგა, მან გადახედა ჩვენ ადრე გაგზავნილ ფაქსს, დაგვსვა სკამებზე და თბილად გამოგვკითხა თუ საიდან ვიყავით, რა სპეციალობის. გაეხარდა რომ გაიგო რომ საქართველოდან ვიყავით და აღნიშნა რომ მარიამობის დღესასწაულს ივერონში დაახლოებით 40-მდე ქართველი დაესწრო. უნდა ითქვას რომ დიდი პატივით მიგვიღო. ჯერ აგვიყვანა მეორე სართულზე, სადაც 10 კაციან ოთახში უკვე 4 კაცი იყო განთავსებული და გვკითხა გვსურდა თუ არა ამ ოთახში დარჩენა. ჩვენ უარი არ ვუთხარით და დავიწყეთ დაბინავება. მაგრამ ჩანდა რომ მამა იერემია რაღაცაზე დაფიქრდა და გვთხოვა მას გავყოლოდით. აგვიყვანა ბოლო სართულზე, სადაც მოგვცა ერთადგილიანი ოთახი (ერთი გაწყობილი ლოგინით), სადაც მოგვიტანა გასაშლელი მეორე ლოგინი და ზეწრები და მოგვიმზადა ლოგინი. საოცრად თავმდაბალი ადამიანი იყო. რამდენჯერმე შევთავაზე და ვცადე კიდეც მოხმარება, მაგრამ მან დამაწყნარა – დაბრძანდიო და დაისვენეთო, მე ამას მივხედავო. მოგვიანებით კაიროსი და მე ვსაუბრობდით მის შესახებ, ჩვენ ვიფიქრეთ რომ ალბათ მორჩილი ან ახალი ბერი არის. თუმცა მოგვიანებით ვნახეთ რომ ის იყო მღვდელმონაზონი (მასთან აღსარებაც ჩავაბარეთ). აი ასეთი თბილი და თავდაბალი მოპყრობა, რასაც ხშირად ჩვენ ვივიწყებთ ან არ ვკადრულობთ, სამწუხაროდ.

ჩვენ ოთახი იყო ძალიან სადა და კოხტა, ქონდა გასასვლელი აივანზე, რომელიც იმ სართულზე განლაგებულ სხვა ოთახებს უერთდებოდა. ჩვენი ოთახი, თავისი გასაღებით – სუფთა ”ლუქსი” პირობები. ოთახში კედელზე ეკიდა ივერიის ღმრთისმშობლის ხატი, და ეს ხატი ყველა ოთახში, სართულზე იყო დაკიდული. ჩვენი ოთახის გვერდით იყო განთავსებული პირსაბანი და ტუალეტი. იდეალური სისუფთავე იყო მანდაც.

ცოტათი რომ მოვისვენეთ, ჩავედით დაბლა მონასტრის ცენტრალურ მოედანზე. მანდ ნახავდით ბევრ ბერს და მომლოცველებს. ვნახეთ 4 ქართველიც, მათ შორის ორი კაიროსის ახლობელი აღმოჩნდა. საღამოთი დავესწარით მსახურებას ივერონის ძირითად ტაძარში, სადაც ივერიის ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი იყო დაბრძანებული მიძინების დღესასწაულის გამო. სხვა დღეებში კი ხატს ათავსებენ თავის ადგილას – კარში, რომლის გვერდით დაშენებულია პატარა ტაძარი.

მოვილოცეთ და ვილოცეთ ამ დიდებული ხატის წინ. წარმოუდგენელი იყო ეს ჩვენთვის!

მთავარი ტაძარი შედგებოდა სამი ნაწილისაგან – ჯერ პატარა ოთახი ხატებით და ფრესკებით, მერე მეორე ოთახი ხატებით და ფრესკებით და მერე გავდიოდით ძირითად ნაწილში, სადაც დაბრძანებული იყო ივერიის, ანუ კარის ღმრთისმშობლის ხატი. მსახურება საინტერესო იყო. ბერები იყვნენ ტაძრის ყველა ნაწილში, კედლებთან განთავსებული იყო სპეციალური სკამები, სადაც შეიძლებოდა ჩამოჯდომა როგორც სკამზეა ან თუ გადააკეთებდით ამ სკამს, მაშინ ჩამოჯდებოდით უფრო მაღალ დონეზე (როგორც ბარის სკამებია), გარდა ამისა დგომისას შეიძლებოდა იდაყვების დაყრდნობა მოაჯირებზე ანდა ფეხების ოდნავ მაღლა შემოდება. მსახურება დიდ ხანს მიდიოდა, და ამიტომ ზოგი ბერი ჯდებოდა, ზოგი იდაყვებით დაყრდნობილი იყო და როცა საჭირო იყო ყველა დგებოდა.

მსახურებაც საინტერესო იყო. ჯერ ერთი მკითხველები იყვნენ ტაძრის ცენტრალურ ნაწილის ჩრდილიოთ და სამხრეთ კუთხეში და მორიგეობით ხან ერთი კუთხიდან ისმოდა ლოცვა ან გალობა და ხან მეორე კუთხიდან. ყველაფერი მიედინებოდა წყალივით და შეუჩერებლივ. სამცუხაროდ ბერძნული არ ვიცით, მაგრამ ძალიან ლამაზი იყო მსახურება. თანაც მსახურებაში მონაწილეობას ღებულობდა ბევრი ბერი, თითქოსდა საერთო და ერთიანი მსახურება იყო. ამან მე პირადად გამაოცა.

ივერიის ღმრთისმშობლის ხატს ქართული პერანგი ემოსა და ძალიან ლამაზი იყო. რაც ძალიან მომეწონა ტაძარში, ეს იყო სიმშვიდე და მოწესრიგებულობა, სიყვარული და სიწყნარე. არავინ არავის შენიშვნას არ აძლევდა, ყველა კონცენტრირებული იყო მსახურებისათვის და ჩაღრმავებული იყო პირად ლოცვებში. ეს ჩვენთვის არის სამაგალითო.

მსახურების მერე გაიმართა ტრაპეზი. ხალხი ბევრი იყო, იმედნი, რომ ჩვენ ვერ შევძელით სატრაპეზოში შესვლა და გარეთ დარჩენილ ხალხს შევუერთდით სატრაპეზოდ. ტრაპეზი მოკრძალებული იყო: მაკარონი და რვაფეხა, მოზრდილი ნაჭერი ბერძნული ყველისა, პური, ხილი და ჭიქა წითელი ღვინო. თითქოსდა ცოტა იყო, მაგრამ ისეთი მადლიანი იყო რომ მაშინვე დაგვანაყრა.

იმ ღამეს დავრჩით ივერონში და დილით გავემზადეთ ჰილანდრის, სერბულ, მონასტერში წასასვლელად.

გზა ჰილანდრისაკენ

29 აგვისტო, ოთხშაბათი.
რუქაზე დაშორება ივერონსა და ჰილანდრის მონასტრებს შორის თითქოსდა არ ჩანდა დიდი, მაგრამ სინამდვილეში ...
ჯერ წავედით კარიესში, იქიდან არაფერი არ მიდიოდა ჰილანდარში ან ჩვენ ვერ ვნახეთ ვერაფერი. მაგრამ გვითხრეს რომ დღეში ერთხელ დადის სწრაფი გემი ივერონიდან ჰილანდრის მიმართულებით. მაშინვე დავბრუნდით ივერონში და დაველოდეთ იმ გემს. მაგრამ ეს გემი ერთ დღეს ერთი მიმართულებით მიდიოდა და მხოლოდ მეორე დღეს ბრუნდებოდა უკან. ეს კი ჩვენთვის ნიშნავდა რომ მოგვიწევდა ჰილანდარში გაჩერება. მე ადრე ინტერნეტიდან ვიცოდი, რომ ჰილანდარში სტუმრებს ვერ ღებულობდნენ სამი წლის წილ მომხდარი ხანძრის გამო, რომელმაც მონასტრის თითქმის ნახევარი გაანადგურა.

ჩვენც მივენდეთ უფალს და გავყევით ამ გემს ჰილანდრისაკენ. გემი პატარა და მართლაც ჩქარი იყო. თან დაგვემგზავრა ერთი ჩეხი მართლმადიდებელი ახალგაზრდა კაცი – პეტრე. ძალიან თბილი და საყვარელი პიროვნება. მაშინვე დავუვახლოვდით ერთმანეთს.

გემი კი ცალკე ისტორიაა; ერთ ოთახში ვიყავით ყველა მგზავრებიც და გემის ”კაპიტანიც” და მისი თანაშემწე, რომელიც აგრეთვე მოლარეც იყო. სუფთა ჩვენი სოფლისაკენ მიმავალი ავტობუსის ვარიანტი. კაპიტანს თან ქონდა "ჯპრ" ნავიგაციის სისტემა, რომელიც ერთ მომენტში გაეთიშა და მოძვრა. სახიფათო ან საგანგაშო არაფერი არ იყო. ჩვენ ხომ ნაპირს მივუკვებოდით და ძალიან ახლოს ვიყავით ნაპირთან. თანაც გარეთ არაჩვეულებრივი ზღვა იყო და ჩვენ ცურვას მონატრებული ვიყავით biggrin.gif მაგრამ ერთი უნდა გენახათ როგორ აყენებდა გემის კაპიტანი GPრ–ის სისტემას და თან საჭეს არ უშვებდა ხელს. უფრო სწორედ ღიპით საჭე ეჭირა და ხელებით ამ სისტემას თავის ადგილას აყენებდა. ჰოდა, როგორც მოგეხსენებათ, ღიპი ხელი არ არის, და ჩვენი გემი ხან მარჯვნივ და ხან მარცხნივ გაუხვევდა, ჩვენ კი სიცილს ძლივს ვიკავებდით. მერე როგორც იქნა სისტემა თავის ადგილას ჩაჯდა და ჩვენც მივაღწიეთ ჰილანდარის მისადგომს.

მისადგომიდან მონასტრამდე 30-40 წუთი ფეხით სავალი გზა იყო. მაგრამ გზაში დავინახეთ პატარა ტრაქტორზე მიბმული ურემი, სადაც რამოდენიმე კაცი და ერთი ბერი იყო. ისინი ჰილანდარში მიდიოდნენ და თან ბოსტნეულობა მიქონდათ. ჩვენ რომ დაგვინახეს, მაშინვე გაგვიჩერეს და თან წაგვიყვანეს. ურემზე რომ ავედით, ბერმა მაშინვე დამითმო თავსი ადგილი და იქვე კუთხეში ჩაჯდა. ცხადია მეუხერხულა და ვთხოვე რომ მჯდარიყო და მე დამვჯდებოდი კუთხეში, მაგრამ ვერაფერს გავხდი – ათონელი ბერები საოცრად თავმდაბლები არიან. ერთმანეთს ნახევრად რუსულად და ნახევრად ხელხბით ვესაუბრებოდით. რომ ვუთხარით რომ ქართველები ვართ, ბერმა – მამა ეფრემმა – მაშინვე გვითხრა რომ მათთან მონასტერში ერთი ქართველი ბერია – მამა ილარიონი – და გვთხოვა გავჩერებულიყავით მისაღებ ოთახში სანამ ის იმ ბერს მონახავდა. ჩვენ მივედით მისაღებ ოთახში, სადაც სხვა ბერმა გვიმასპინძლა ცივი წყლით და ლუქუმით. მისაღებ ოთახში ვიკითხეთ წმინდა სვიმეონის ვაზის შესახებ (უკვე მრავალი საუკუნეა, არც ამ ვენახთან დაკავშირებულ სასწაულიდან უშვილო ოჯახები ხდებიან ნაყოფიერნი, მათ შორის ჩვენც განვიცადეთ ეს მადლი). მან თავაზიანად აგვიხსნა, თუ სადაც არის ვაზი და ჩემს თხოვნაზე რომ მოეცა რამოდენიმე ნაყოფი სხვა უშვილო ოჯახებისათვის, ჯერ მთხოვა დამეწერა მათი სახელები (მათთვის ბერები ილოცებენ) და მკითხა თუ რამდენი მინდოდა. მე რომ ვთხოვე სამი, შუბლი შეიჭმუხნა ცოტათი და ვერაო, მაგრამ მაინც ჩადო სამი ნაყოფი და თბილად გამიღიმა...

დავათვალიერეთ მონასტერი. სამი წლის წინათ მომხდარ ხანძარს მონასტრის თითქმის ნახევარი გაუნადგურებია. აქაც მიდიოდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ოღონდ ივერონთან შედარებით უფრო ნაკლები მაშტაბის. გავოცდით ფრესკებით და ფერებით. ძალიან ლამაზი მოხატულობა გააჩნიათ. ვნახეთ ხსენებული ვაზი წმინდა სვიმეონისა. საოცრებაა, ის ამოდის წმინდა სვიმეონის საფლავიდან და თითოეული მტევანი შეფუთული აქვთ.

ამასობაში მივხვდით რომ იმ დღეს ივერონში ვეღარ დავბრუნდებოდით და დავბრუნდით მისაღებ ოთახში, სადაც ვკითხეთ თუ დაგვტოვებდნენ მონასტერში იმ ღამეს. როგორც ადრე ვახსენე, ხანძრის და დიდი ზარალის გამო მონასტერი ვერ ახერხებდა სტუმრების მიღებას, როგორც ინტერნეტში ეწერა, თუმცა ეს სულაც ვერ ვიგრძენით. პირიქით ბევრი მომლოცველი იყო მოსული დასარჩენად და ყოველგვარი პრობლემის გარეშე მონასტერმა მიგვიღო და დაგვაბინავა. იქაც, ისევე როგორც ივერონის მონასტერში, საოცარი სიუფთავე იყო, სასტუმრო ოთახი კრიალებდა, საშხაპეები (რასაც არ მოველოდით მანდ) და ტუალეტები ძალიან სუფთად ქონდათ მოვლილი. მოგვათავსეს საერთო ოთახში, სადაც ჩვენს გარდა იყვნენ ბერძნები, რუსი და ჩეხი მართლმადიდებელი.

იმ დღეს მამა ილარიონი ვერ ვნახეთ, ეტყობა დაკავებული იყო სხვადასხვა მორჩილებების შესრულებით. საღამოს ჩატარდა მსახურება, რომელიც გაგრძელდა დაახლოებით 1..5-2 საათი. მერე გვქონდა საერთო ტრაპეზი, რასაც მოჰყვა ისევ მსახურება, ოღონდ უფრო მოკლე. საღამოს 8-8.30 საათის მერე თავისუფლები ვიყავით. შევეცადეთ მოგვენახა მამა ილარიონი, მაგრამ ისევ უშედეგოდ. მერე ვკითხეთ იღუმენს (ძალიან გავდა ქართველს) – მამა ნათანაელს – თუ შეიძლებოდა ვზიარებულიყავით მეორე დღეს და მივიღეთ დადებითი პასუხი. ძილის წინ ვეასუბრეთ რუსს მართლმადიდებელს, რომელსაც აინტერესებდა წმინდა სვიმეონის ვაზი და რაღაცეები ავუხსენით. გარდა ამისა ვესაუბრეთ ბერძნებს და იმ ჩეხსაც, რომელსაც ძალიან დავუვახლოვდით. როგორც კაიროსი ამბობდა მაშინ – ჩვენი პეტრუშკა სად არისო?

ცისკრის მსახურება დაიწყო დილის 4.00 საათზე. ჩვენ ადრევე ავდექით და ტაძრისაკენ გავეშურეთ. საინტერესო იყო ტაძარში – სულ რამოდენიმე კანდელი და სანთელი ენთო და ძირითადში სიბნელე იყო. მანდაც ისევე როგორც ივერონის მთავარ ტაძარში, კედლებთან განთავსებული იყო სპეციალური სკამები. მსახურება სერბულად იყო და ლამაზი იყო ძალიან. ყველაზე მეტად მოვიხიბლე ”რომელი ქერუბიმთა”-ს გალობით, არაჩვეულებრივი იყო. ცისკარს მოება წირვა და თითქმის ყველანი ვეზიარეთ სიწმინდეებს. ტაზარში ბევრი ხატი და ფრესკაა, ხოლო მთავარი ხატი იყო ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ცნობილი ხატი ”სამხელა”. (ორიგინალი ! ) გავოგნდით, ვინაიდან არ გვახსოვდა ეს. ისევე როგორც ივერონის მთავარი ტაძარი, ჰილანდრის მთავარი ტაძარიც სამი ნაწილისაგან შედგება. მთავარ ნაწილში კი ერთერთი ყველაზე დიდი სიწმინდეა განთავსებული – წმინდა სვიმეონის საფლავი. წმინდა სვიმეონი და მისი შვილი წმინდა საბა არიან ჰილანდარის დამაარსებლები. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ტაძრის ერთ მხარეს დაბრძანებული იყო წმინდა ნინოს ხატი. ალბათ მამა ილარიონის იქნებოდა, ვიფიქრეთ ჩვენ.

წირვის დასრულებამდე ერთმა სერბმა მიგვანიშნა თუ რომელი იყო მამა ილარიონი – აი ისაო, ყველაზე დაბალი ბერიო (სერბები ხომ მაღლები არიან). მივედით და გავიცანით მამა ილარიონი. ძალიან გაეხარდა მასაც. მე გადავეცი მამა ილარიონს ნანას და ჩემი წერილი ჩვენს ბავშვებსა და წმინდა სვიმეონის ვაზის თაობაზე. წერილთან ერთად სურათებიც გადავეცი და ჩვენ კოპენჰაგელი სერბი მღვდელიც – მამა რადმილო – ვახსენე. მამა ილარიონმა ეს რომ გაიგო, მერე მკიხვდა რომ მე საქართველოდან არ ვიყავი ჩასული და უცბად წამოიძახა – ესე იგი ეს თქვენ ხართ დანიიდან? და უცბად ტაძრის მეორე ნაწილში გავიდა და იქიდან მოიტანა ფაქსი სერბული ეკლესიის სკანდინავიის ეპარქიიდან, სადაც ჩვენზე ეწერა (როცა ჩვენ დავიწყეთ მარხვა რათა მიგვეღო წმინდა სვიმეონის აზის ნაყოფი, უნდა გვეცნობა ჩვენი სახელები ჰილანდრის ბერებისათვის, რათა მათ ელოცათ ჩვენთვის). KAIღOშ და მე გავოგნდით, მამა ილარიონმა კი აგვიხსნა, რომ როცა ეს წერილი მონასტერმა მიიღო ბერებმა რომ ნახეს რომ ნანა და მე ქართველები ვართ, გადაწყვიტეს მამა ილარიონისათვის - ქართველი ბერისათვის – გადაეცათ ჩევნი სახელები. საოცრება არ არის? ქართველი ბერი სერბებთან ერთად ლოცულობდა თურმე ჩვენთვის. დიდება და მადლობა ღმერთს! ამის მერე იღუმენს გადავეცით ჩემი მეუღლის მიერ მოხატული წმინდა სვიმეონის ხატი, რომელიც მაშინვე წმინდა სვიმეონის საფლავზე მოათავსეს.



შესასვლელი ჰილანდარში. მარცხნივ მისაღები ოთახია სტუმრებისათვის


წირვის მერე იყო ტრაპეზი, ხოლო მის მერე დავემშვიდობეთ მამა ილარიონს. მან გადმოგვცა ხატები და აგრეთვე გვთხოვა დაგვენთო დიდი კელეპტარი, რომელიც ჩვენი პატრიარქისგან ქონდა მიღებული, ივერიის ღმრთისმშობლის ხატის წინ, რაც ცხადია შევასრულეთ. სამწუხაროდ სურათი ვერ გადავიღეთ ერთად, ბერები არიდებენ ამას თავს და თანაც შიგ ტაძარში სურათების გადაღება არ არის ნებადართული, მხოლოდ გარეთ შეიძლება. ტრაპეზის დროს შევეცადე დამეთვალა თუ რამდენი ბერი იყო მანდ და დაახლოებით 25 დავთვალე.

მამა ილარიონთან დამშვიდების მერე ერთმა სერბმა ბერმა სხვა სტუმრებთან ერთად დაგვათვალიერებინა ჰილანდარის მუზეუმი, სადაც მე-13 საუკუნის ხატებია დაბრძანებული. მათ შორის იყო ცნობილი სერბული ხატები უფლისა (პანტოკრატორი) და დედაღმრთისასი.
მამა ილარიონმა დამშვიდების წინ გვითხრა რომ მონასტრიდან ვიღაცა მანქანით წაგვიყვანდა ჰილანდარის ნავსადგურთან, სადაც ივერონისაკენ მიმავალ ნავში ჩავჯდებოდით. ასეც მოხდა ყველაფერი. მალევე აღმოვჩნდით ნავში და გავცურეთ ივერონისაკენ.

ისევ ივერონი

30 აგვისტო, ხუთშაბათი.
დილის 11-თვის ჩავედით ივერონში. მონასტრის ტერიტორიაზე ის ქართველი, სახელად დათო, მომლოცველი ვნახეთ, რომელიც ურანოპოლისში ათონზე შესასვლელი საბუთის ოფისში გავიცანით. მსახურება უკვე დამთავრებული იყო ტაძარში და იწყებოდა ტრაპეზი. ტრაპეზის მერე გავეშურეთ წმინდა წყაროსთან. ეს ის ადგილია, საიდანაც წყალმა ამოხეთქა როდესაც ქართველმა ბერმა წმინდა გაბრიელმა ივერიის ღმრთისმშობლის ხატი ამოაბრძანა ზღვიდან. საოცარი რამეა, წყარო მდებარეობს ზღვასთან ძალიან ახლოს, სულ რამოდენიმე ნაბიჯში, მაგრამ წყალი მტკნარია, მარილის გემო საერთოდ არა აქვს.


საღამოთი მსახურების წინ მამა იერემიას გადავეცით ნანას მოხატული ხატი წმინდა გიორგი მთაწმინდელისა. მამაოს ძალიან გაეხარდა და გვთხოვა იღუმენისათვის გადაგვეცა ხატი. მინდა ცოტა უკან დავიხიო და ხაზი გავუსვა, რომ ჰილანდარშიც და ივერონშიც უამრავი ხატია ტაძრებში, და სანამ ჩვენ გადავცემდით ხატს, მე ვფიქრობდი რომ მიიღებდნენ მხოლოდ როგორც საჩუქარს, მაგრამ ორივეგან ბერებმა გამოხატეს ძალიან დიდი სიხარული ორივეგან გვთხოვეს რომ იღუმენისათვის გადაგვეცა ხატები. ამას კი მართლა არ ველოდი. ერთი სიტყვით, გადავეცით ხატი იღუმენს, რომელმაც დიდი მალდობა გადაგვიხადა და საკურთხეველში შეაბრძანა. მერე მამა იერემიამ გვითხრა რომ რაღაცას მოგვცემდა. ცოტა ხანში, მამაომ ჩუმად გადმოგვცა კაიროსს და მე ორ-ორი პატარა ბოთლი ივერიის ღმრთისმშობლის ხატის კანდელიდან ზეთით. ეს ჩვენთვის მართლა დიდებული საჩუქარი იყო.



ჩვენთვის გამოყოფილი დღეები ათონის მთაზე იწურებოდა, მაგრამ ისეთი გრძნობა გვეუფლებოდა, რომ თითქოს აქ უკვე დიდი ხანი ვიყავით, დავუვახლოვდით ხალხს, მივეჩვიეთ იქაურობას...

31 აგვისტოს, დილაუთენია დავესწარით ცისკარს, ლიტურგიას და მერე გავემზადეთ ათონიდან წამოსასვლელად.



უკან

ივერონიდან კარიესში, კარიესიდან კი დაფნიში წავედით ავტობუსით. დაფნიში ვნახეთ უკვე გაცნობილი ხალხი. სანამ გემში ჩავჯდებოდით, გავიარეთ საბაჟო – სადაც ამოწმებდნენ თუ რაიმე ღირებული ნივთი მოგვქონდა ჩუმად ათონიდან.
როგორც კი მივაღწიეთ ურანოპოლისს, მაშინვე ვიგრძენით განსხვავება. გემთან ახლოს სანაპირო იყო, სადაც ნახევრად შიშველი ხალხი იყო. პრობელმა ეს არ არის, მაგრამ პორტიტდან ცოტა მოშორებით მაინც გაეკეთებინათ საცურაო ადგილი.

უკან იმ დღესვე წამოვედით ავტობუსით, სადაც კიდევ ორი ქართველი გავიცანით. ისინიც ათონიდან მოდიოდნენ. ჟერ ჩავედით თესალონიკში, სადაც ისევ გია დაგვხვდა და თავისი მეგობრები გაგვაცნო. კარგად ჩავუჯექითsmile.gif . მერე ყველამ გამომაცილა სადგურში, კაიროსი კი მათთან დარჩა რამოდენიმე დღით. იმ ღამით მატარებლით წამოვედი ათენში, სადაც შაბათს დილაუთენია ჩვენი ახლობელი და დანიაში მრევლის ყოფილი წევრი – დიონისე დამხვდა და თავისთან სახლში მიმიყვანა. იქ დიდხანს არ გავჩერდით და წავედით ეკლესიაში, სადაც ის და მისი ოჯახი დადის. ეკლესია მისი სახლის გვერდით იყო და საკმაოდ დიდი იყო, ორ-სართულიანი. მსახურება იყო დაბლა სართულზე. მანდ ცისაკრი ადრე დილიდან დაიწყო, რომელსაც წირვა მოჰყვა. დიონისემ გააცნო იქაურ მღვდელს – მამა პეტრეს - ჩემი თავი და თურმე ისიც უთხრა რომ მე რამოდენიმე საათში რეისი მქონდა .... მამაომ საკურთხეველში შემიყვანა და მთელი მსახურება იქ დამტოვა. თან მითხრა რომ შემეძლო ვმჯარიყავი მანდ. ძალიან გავოცდი თუ როგორ ჩაატარა მსახურება. თითოეულ ლოცვას გულდასმით, აუჩქარებლად და მოწიწებით ამბობდა. იმხელა მადლი და სიყვარული იგრძნობოდა, რომ თითქოს პირდაპირ ესაუბრებოდა ღმერთს (არადა სინამდვილეში მასე არ არის მსახურების დროს?). საკურთხევლიდან მამა პეტრე და საკურთხევლის გარეთ წიგნის მკითხველი ხმაშეწყობილად მსახურებდნენ. ისევ და ისევ მინდა აღვნიშნო – სიჩუმე ტაძარში, კონცენტრირება გონებისა და არანაირი მითითებები სხვების მხრიდან. წირვის დასრულებისას ვეზიარეთ სიწმინდეებს...

.....................................................

ასეთია მოკლედ ჩემი მეგობრის ლამაზი ჩანაწერი, მოგვიანებით დავაზუსტებთ დეტალებს, თუკი ვინმეს დააინტერესებს,ნელნელა კი ფოტოებს დავდებ smile.gif

იხარეთ,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Oct 10 2007, 02:12 PM
პოსტი #45


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



KAIROS
ციტატა
ტაზარში ბევრი ხატი და ფრესკაა, ხოლო მთავარი ხატი იყო ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ცნობილი ხატი ”სამხელა”. (ორიგინალი ! ) გავოგნდით, ვინაიდან არ გვახსოვდა ეს. ისევე როგორც ივერონის მთავარი ტაძარი, ჰილანდრის მთავარი ტაძარიც სამი ნაწილისაგან შედგება.

ვიფიქრე გადავათვალიერებთქო და ვერ შევეშვი სანამ არ ჩავიკითხე ბოლომდე. ლამაზად წერს თქვენი მეგობარი.
მადლობა!
გერმანიაში სერბულ ტაძარში ვიყავით წირვაზე, მე და ჩემი ქართველი მეგობარი, ვეზიარეთ კიდეც. წირვის შემდეგ მამაომ ქადაგებაში მოგვიხსენია დიდი სითბოთი ქართველები. ერთ-ერთმა მრევლმა, რომ გაიგო საქართველოდან ვიყავით მოვიდა და ეს ღვთისმშობლის 'სამხელა' ხატი მოგვცა ორივეს, ერთი კვირაა რაც ჩამოვედი ჰილანდრიდან და იქიდან მაქვსო.
სულ ფრენით მოვდიოდი სახლში, ისე გამიხარდა smile.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Oct 10 2007, 11:08 PM
პოსტი #46


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



KAIROS
ანონიმურობა ისე იყო გაშიფრული, ლამის ყველა მიხვდა, ვინ არის biggrin.gif

ცხოვრებისადმი მსგავსი მიდგომა და აღქმა... გაქვთ...



ჰოოო smile.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 11 2007, 12:11 AM
პოსტი #47


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ანონიმურობა ისე იყო გაშიფრული, ლამის ყველა მიხვდა, ვინ არის


ვინც იცის და არა ის ვინც არ იცის smile.gif

მალე ესპანეთით გავაგრძელებ smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Oct 11 2007, 12:18 AM
პოსტი #48


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(KAIROS @ Oct 11 2007, 01:11 AM) *

ვინც იცის და არა ის ვინც არ იცის smile.gif

მალე ესპანეთით გავაგრძელებ smile.gif

აი, ეგ გვაინტერესებს (თვალებისფახულა სმაილიკი)

სამმა კაცმა ვიცით, ეგ ნაღდია biggrin.gif

zafxuli.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
izi-bartki
პოსტი Oct 11 2007, 09:56 PM
პოსტი #49


შეიყვარეთ სიყვარული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,169
რეგისტრ.: 15-June 07
მდებარ.: გაღმა ნაპირი..:)
წევრი № 2,203



KAIROS
ზალიან კარგია,
თვალი ვერ მოვაშორე ისე წავიკითხეsmile.gif
ბედნიერი ადამიანი ხარ ამდენი რომ ნახე....smile.gifsmile.gif
მოუთმენლადველოდები (to be continued)-ს biggrin.gif


--------------------
"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)

"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mogzaura
პოსტი Oct 11 2007, 10:05 PM
პოსტი #50


ნანა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,805
რეგისტრ.: 26-October 06
მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:)
წევრი № 332



მშვენივრად გადმოგვცემ ნანახს!მადლი შეგეწიოს იმ ადგილების სადაც იყავი!
მართლა და დაბრუნებას გილოცავ


--------------------
''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 12 2007, 11:38 AM
პოსტი #51


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
მართლა და დაბრუნებას გილოცავ



smile.gif ხშირად ეშლებათ, არ დავბრუნებულვარ არსად, ისევ უცხოეთში ვარ, ჩემი დაბრუნება საქართველოში ჩამოსვლას ქვია მხოლოდ smile.gif

მონაყოლიც არ იყო ჩემი, არამედ ჩემი მეგობრის.

ისე კი გვეწეოდეს ყველას,იმ ადგილთა მადლი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Oct 12 2007, 12:28 PM
პოსტი #52


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



KAIROS
ძაააალიან საინტერესოა smile.gif

გაიხარე smile.gif


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 14 2007, 11:00 PM
პოსტი #53


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



თესალონიკი შედარებით უფრო მოწესრიგებული და ლამაზი იყო, უპირველესად რისი მოლოცვაც გვინდოდა ეს იყო წმ. დიმიტრი თესალონიკელის წმ. ნაწილები, თუმცა გზაში ამ ლამაზ კარიბჭეს წავაწყდით

IPB-ს სურათი

ეს ფრაგმენტია ამ კარიბჭის შიგა მხარეს

IPB-ს სურათი

მანამდის კი ერთერთ დიდ ტაძარში შევედით, თვალში მოგხვდებოდა სანთლებით საოცარი სიიაფე და სპეციალური გამწოვი სასანთლეები, ასე რომ ეს ტრადიცია ჩვენთანაც კარგი იქნებოდა რომ იყოს, ალბათ ამიტომაა რომ ასე ბზინავს ყველა ფრესკა

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

ბოლოს კი მცირე მოზაიკამ გვამცნო, რომ წმ. დიმიტრის ნაწილებთან ვიყავით

IPB-ს სურათი

აი ესაა მცირე ეკლესია, მცირე რამ საყდარი, სადაც წმ. დიმიტრის დიდი სანაწილეა

IPB-ს სურათი

იქვე იყო ერთერთი ქალი წმიდანის წმ. ნაწილები (ჩვენთვის უცნობი)

IPB-ს სურათი

დასასრულ კი ორ ლამაზ ტაძარს შემოგთავაზებთ ისევ თესალონიკიდან

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

მაშ ასე, მომავალი ჩვენი ფოტო მიმოხილვა უკვე ათონის წმიდა მთაზე იქნება!

იხარეთ,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Oct 14 2007, 11:45 PM
პოსტი #54


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ადრე მეც მოვხვდი ათენში და ზოგი რამ არ მომეწონა ვიწრო და ხალხით გადატვირთული ქუჩები მაგრამ საბერძნეთის მთავარი სილამაზე მისი კუნძულებია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 24 2007, 10:25 PM
პოსტი #55


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ღვთისმეტყველებაში კიდევ ერთი უშედეგო კამათის შემდეგ ( თუმცა მზად ვარ, თუკი საჭიროება მოითხოვს ისევ დავუბრუნდე საკითხს), ახლა ვაგრძელებ ამ თემას, აქ საუბარი გვექნება ათონის მთაზე, თუმცა საუბარი უფრორე სურათებით, მაგრამ აქ დავარღვევ დუმილს და ჩემს მცირე ჩანაწერსაც შემოგთავაზებთ, მცირე და ერთიამოსუნთქვით ჩანაწერია ოღონდ smile.gif

ათონი

იქ წასვლა არაა უბრალო მოგზაურობა, ან თუნდაც რიგითი პელეგრიმობა, იქ თითქოს ცხოვრების აუცილებელ შემადგენელ რაღაც დაკარგულ დეტალს პოულობ, იქ თითქოს კი არ მიდიხარ, არამედ გადიხარ მიწიერიდან, იქ თითქოს სახელიც ზუსტად ისეთია, როგორიც უნდა იყოს, მსგავსი ნახევარკუნძულისა, ანუ რაღაც შუა, მიწასა და წყალს შორის, ხიდი თავისებური, თუმცა არა მარტო მიწასა და წყალს, არამედ მიწასა და ზეცას, ამიტომაც ჩვენს მას მთას ვუწოდებთ, მთა, რომელიც ჯვრით მთავრდება, და ზედ ტაძრით რომელიც ფერისცვალებისაა, უკვე გემიდანვე ხედავ ამ მთას, მი სილუეტს და ხვდები, რომ ეს ის გზაა რომელიც ტაძარში მიდის;ფერისცვალების ჯვაცმული გზა.
ამ ფიქრებით ჩავფრინდი ათენში, ამ ფიქრებითვე წავედით თესალონიკში და ამ ფიქრებით შევცურდით ათონის მთისკენ მიმავალ -აია პანტელეიმონ-ად სახელდებულ ბორანზე, იქ სულ ფიქრები დაგკობა თან, როგორც კი გემზე ავედით, ყველა სახლს სურათს ვურებდით, ყველა მონასტერი გვეგონა, ყველა ნასახლარი კელია... და ეს არაა უბრალო ემოციები, ესაა ყველა ის გრძნობა, რამაც აქამდის მოგიყვანა, ხედავ ქვემოთ ისე წმიდა წყალს, რომ ლამის ქვებიც გამოჩნდეს, თევზები,როგორც აკვარიუმში ისე დაცურავენ, ყველაფერი უცნაურია, წმინდაა...
მერე ფეხი დავაბიჯე დაფნის მიწას და ემოციები ბოლომდე ვერც კი შევიგრძენი, რომ ჩვენმა ავტობუსმა, რომელიც ათონის მთის დედაქალის კარიესისაკენ წაგვიყვანა, გზად საოცარი ხედები გადაგვიშალა, იქით მონასტერი, აქეთ კელია, იქ კიდევ გამოქვაბული... ეს ყველაფერი ისე სწრაფად ხდებოდა, რომ გააზრებას ძლივს ვასწრებდით, მალე ივირონისაკენ მიმავალ მიკრო ავტობუსში გადავინაცვლეთ, აქ კი საერთოდ ამავსო ფიქრმა და ემოციამ, ჩუმმა, უთქმელმა, მაგრამ ძალიან მეტყველმა, ივირონმა! მეც, ივერიის ერთი პატარა შვილი, იქ მივდივარ, სადაც ათასი წლის უკან მიდიოდნენ და მიდიოდნენ შემდეგშიც, სადაც იზრდებოდა, იხვეწებოდა და იჭედებოდა ჩვენი კულტურა და ჩვენი ისტორია, სადაც აღვლენილი ლოცვები ზე-ეფარებოდა მრავალტანჯულ ერთ მუჭა ერს, სადაც უამრავი ქართველი მოღვაწე აღესრულა, სადაც ბევრი ღვთის სათნო ღმერთს ესათნოა... კარიბჭეში შესულს, მისალმებასავით ხატი დაგვხვდა, ლამის იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ შეგახსენოს, ვინა ხარ და სად შედიხარ, ქტიტორები იოანე, ექვთიმე და გიორგი, ასე გვაუწყებდა ბერძნული წარწერა, მთაწმიდელთა ხატებზე, გვერდით კი გაბრიელი ზღვაზე მუხლმოყრილი მიირქმევდა ივირონის ხატს, ხატი, რომელიც ტაძარში იყო გამოსვენებული, აკი 28 აგვისტო იყო. სავსე ეზო, უცნაურად ბევრი ხალხი, მონასტერი გადაჭედილი, მოსაცდელში მომლოდინე ცივი წყალი და ლუხუმი, ყველაფერი ის, როგორც ფილმში ისე მიდიოდა ჩემს წინაშე, ივირონში ვიყავი, შეიძლება ღვთის მადლით, შემდეგშიც მომიწიოს ჩასვლა, მაგრამ როცა პირველად მიდიხარ, ასეთ წმინდა ადგილზე, სულ სხვა განსხვავებული და განუმეორებელი გრძნობა გიპყრობს, მერე იყო სწრაფი მთხვევა იმ ხატისადმი, რომლის მხოლოდ ასლები მინახავს ადრე, ცოტა ხანში დრო ვიხელთე და მთელი ნახევარი საათი ვიდექი დედა ღვთისმშობლის იმ ხატის წინ, რომელიც იდუმალებიდან მიყურებდა, ხატის პერანგის ქვევიდან რაღაცნაირად ნათელი ბუნდოვანებიდან ღვთისმშობლის ძალიან თბილმა მზერამ თავიდან ფეხებამდე დამიარა და ხატის წინ ვერცხლის, ლამაზის მცირე ლიმონის ხის ზომისა და ფორმის სასანთლეზე დანთებულ დიდ, თაფლის სანთელივით ვიყავი მეც, სანამ რომელიღაც ბერმა არ მანიშნა, რომ ტაძარი უნდა დაეკეტა...
ახლა თითქმის ყველაფერი ბერძნულია, ყველა საგანი ბერძნულად მეტყველებს, მაგრამ არცერთი არაა ისეთი ხმამაღალი და სულში ჩამწვდომი, როგორც ის ძველიქართული წარწერა ღვთისმშობლის ხატის პერანგზე ფრაგმენტულად რომაა და ბუსუსებს რომ გაყრის მისი შეხედვისას...
ლოცვა შუაღამიანი, ჭაღნი თაფლსანთლიანი, ბერნი შავმანტიანი, რეკვა ჩაქუჩიანი, ასეთია ის მოკლე გაფიქრებები, რომლებიც შუაღამის ოთხ საათზე ამდგარს და მთვარით განათებულ ქვაფენილზე მიმავალს, თავში კი არა გულში გიტრიალებს, ხანდახან ტაძარში შემავალ ბერს ვერც ხედავ, ჩქარებია, და ღამის წყვდიადში შავი მანტიით მოსილნი ტაძარში შევლენ, ასეთივე ჩქარი და თან კდემამოსილი მოძრაობით შემოილოცავენ ტაძარს და კუთხეში მდგარ სკამებზე ოდნავ დაეყრდნობიან და თავჩახრილნი ლოცვაში იძირებიან, ხანდახან გამორკვეულვარ ლოცვიდან, და ჩუმად თვალი შემივლია ამ მიწის ანგელოზთ, ღრმა თვალებს და თბილ. თეთრ წვერებს, ან მკაცრ შავს, და მაინც თბილს... მოკლედ, მერე შემდეგ შეიძლება ისევ მივუბრუნდე ამ საოცარ მოლოცვას ათონისა, მაგრამ ახლა საკმარისია, ის პირველი გრძნობები დაუმუშავებლად და შეულამაზებლად გადმოვეცი, ვგონებ თქვენც ოდნავ მაინც მიმიხვდით ნაგრძნობს და თუ ასეა, მაშინ დროებით აქ შევჩერდები...

ღმერთს ებარებოდეთ, იხარეთ ქრისტეში!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Oct 24 2007, 11:41 PM
პოსტი #56


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



KAIROS
QUOTE
ვინც იცის და არა ის ვინც არ იცის

აქამდე ძალიან მინდოდა თქვენი გაცნობა და ერთ ძმურ რჩევას მოგცემთ (თუ მიიღებთ)... ვინც იცის იმას მოერიდეთ და არა მას ვინც არ იცის.
ბოდიში ვაოფებ, ( მაგრამ ეს არაა ოფი)


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 25 2007, 12:48 AM
პოსტი #57


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ანონიმურობა ისე იყო გაშიფრული, ლამის ყველა მიხვდა, ვინ არის


ვინც იცის და არა ის ვინც არ იცის


ბ.ნო აბო, აქ სხვა არაფრის შესახებ არ იყო საუბარი, თუ არადა იმაზე, ვინ მახლდა და თამარი_ცქნაფო მიხვდა და იხუმრა, მეტი არაფერი smile.gif

ისე რჩევისათვის მადლობა!

იხარეთ,

კაიროსი!

პ.ს.

გაცნობას კიდევ მოვასწრებთ smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Oct 25 2007, 12:58 AM
პოსტი #58


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



KAIROS
იმედი მაქვს ძმობილო.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Oct 25 2007, 01:02 AM
პოსტი #59


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(Qeti @ Oct 4 2007, 06:23 AM) *

1 წელია აქ ვარ და ჯერ არცერთ ქართველთან არ მქონია ახლო ურთიერთობა და არც სურვილი მაქვს, ადრე მეგობრის დაბადებისდღე იყო და ბრუკლინში ვიყავი რესტორანში, იქ მე ქართველები ისეთ დონეზე დაშვებულები ვნახე, გეფიცებით მრცხვენოდა მეთქვა რომ მეც იგივე ქვეყნიდან ვარ sad.gif.

რა თქმა უნდა ყველაზე არაა საუბარი, ზოგი ისეთიცაა რომ გეამაყება მისით ქართველობა, მაგალითად ჩვენი ფორუმელი თიკო კანდელაკი, მართლა უსაყვარლესი და უჭკვიანესი პიროვნება smile.gif და კიდევ ბევრია...

მართლაც, რომ ასეა... yes.gif

ძირითადში ქართველი არ ინდობა, ყველა მაგას ამბობს, რომ საზღვარგარეთ გაურბიან ქართველებთან ურთიერთობას. ქართველების ერთი ნაწილი საშინლადაა დაცემული, ყოველგვარ გათახსირებულობაში არიან გასვრილი, ზემოთ დავწერე კიდეც, ..... მაგრამ ცხადია არიან კარგებიც, რომლებიც იძლევიან იმის იმედს, რომ მთლად არ წაიშალოს ჩვენი ქვეყნის იმიჯი საზღვარგარეთ..


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Oct 25 2007, 02:58 AM
პოსტი #60


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ქეთი და გიორგი,

მივამატებ ერთს: ისინი,ვინც ასე ჩვენ ტკივილად გადაქცეულან, აქ არ ხდებიან მასეთები, საქართველოდან ჩამოდიან სწორედ ისეთები, რომ თავის და თვალის არიდება უმჯობესია მათთან ურთიერთობაზე.

ღმერთმა გვაპატიოს ჩვენც და მათაც!

პ.ს. თემას რაც შეეხება, დიდი ინტერესით ვკითხულობ და იმედია გააგრძელებთsmile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

14 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 10:56 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი