IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

210 გვერდი V « < 208 209 210  
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი გუშინ, 11:39 AM
პოსტი #4181


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,846
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თავმდაბალი ადამიანი ამქვეყნად ყველაზე ღირსეულია, ყველაზე ძლიერია. ბერს რომ ჰქონდეს ლოცვისა და ღვაწლის ძალა, თავმდაბალი უნდა იყოს, რადგან მასშია ღვთის ძლევამოსილება, სიამაყისას სული და სხეული სუსტდება“.

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი დღეს, 11:55 AM
პოსტი #4182


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,846
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ვინც მონასტრის ბინადარია და არ აქვს ქრისტეში ცხოვრების პირადი გამოცდილება, ის ვერასოდეს იგრძნობს აქ თავს კომფორტულად. მუდამ გულგატეხილი იქნება, მუდამ ხელმოცარული და არასრულფასოვანი ეგონება თავი. ასეთი ადამიანი ვერავის შეიყვარებს, უფალსაც კი. შეუძლებელია ღმერთის შეყვარება, თუ განმარტოების წუთებში არ იხილავ და არ შეიგრძნობ მას.

ამიტომ მიხარია თქვენ გამო, როდესაც ღამით ანთებულ სანათებს ვხედავ და ვხვდები, რომ ყველგან დაუცხრომელად ლოცულობენ: ზოგი თავისთან, სენაკში ლოცულობს, ზოგი - ბაღში. მაგრამ თითოეული თქვენგანი ამ დროს ქრისტესთანაა.

გავიმეორებ: მონაზონი შეიძლება ქრისტესთან წყვდიადშიც ცხოვრობდეს, უმეცრებაშიც, ოღონდ მტკიცედ უნდა სწამდეს, რომ ქრისტე აქაა, მის გვერდით. უნდა იცხოვრო ქრისტესთან, ანუ, მის ნაბიჯს აუწყო ნაბიჯი, მაშინაც კი, თუ ვერ ხედავ მას, მაგრამ იცი მის შესახებ და ცდილობ, შეიცნო იგი. რწმენა კი, როგორც ყველმა ვიცით, ძლიერია იმ სულში, რომელიც განმარტოებასა და წმინდა მდუმარებაში განმტკიცდება.

ამგვარად, როდესაც მონაზონს ქრისტეს სარძლოს ვუწოდებთ, მაშინ ვგულისხმობთ ისეთ მონაზონს, რომელიც ან მუდმივად ცხოვრობს სავანეში იქაური განაწესით, ან დროდადრო მიდის იქ განმარტოებული სამყოფელიდან, გამოქვაბულიდან ან მსგავსი საგანეგილო ბინიდან. სულერთია, რა მორჩილებასაც არ უნდა აღასრულებდეს: კარისკაცია თუ ადმინისტრატორი, ტაძარში შრომობს თუ არქონდარიკში, მას მაინც უნდა რჩებოდეს დრო ქრისტესთვის. დაე, ქრისტე მუდამ იმყოფებოდეს მონაზვნის სურვილთა სამოთხეში, და ამით გამართლდება ქრისტეს რძალი.

რა შეიძლება ვთქვათ ღვთის მეომარზე, ვისაც ეს არასოდეს განუცდია? რასაკვირველია, დარწმუნებული ვერ ვიქნებით, რომ ასეთი მონაზონი არ არის სამოთხის ღირსი, მაგრამ დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქავთ, რომ იქ, ზეცაში, ის პირველად შეხვდება თავის საქმროს. ზოგი მოსწავლე გოგონა, თუ არი იცის, მის წინ მდგართაგან რომელია მასწავლებელი და რომელი - მხოლოდ თანაშემწე, ორივეს თვალებში შესცქერის, რათა მისი უმეცრება არ გამომჟღავნდეს. მათ ჰგავს ეს მონაზონიც, რომელსაც ცხოვრებაში არასოდეს უნახავს ქრისტე, ვის სახელსაც გულით ატარებს."

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

210 გვერდი V « < 208 209 210
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 8 მომხმარებელი (მათ შორის 8 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 09:36 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი