IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V « < 5 6 7 8 9 >  
Reply to this topicStart new topic
> ბიბლიური შესაქმის ექვსი დღე, ბიბლიური შესაქმის ექვსი დღე სამყაროსა და ადამიანის შექმნა
Rozoma
პოსტი Jun 25 2008, 01:05 PM
პოსტი #121

levan
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 408
რეგისტრ.: 15-February 08
მდებარ.: saqartvelo, tbilisi
წევრი № 3,940

kmunebi
ციტატა
ციტატა
მწამს და ამიტომაც გვამბობ რომ ღმერთმა ექვს დღეში (6X24 საათი) შექმნა სამყარო. ერთ დღეშიც შექმნიდა რომ ნდომოდა.

"ათასი წელი , ვითარცა ერთი დღე"

ნუ გავიგებთ ბიბლიაში ყველაფერს პირდაპირ

სად იყავი აქამდე smile.gif ჩვენ აქ მაგრად ვიკამათეთ მაგის გულისთვის

--------------------
საქართველოს მონასტრების სამი კანონი:

1) არ განიკითხო!

2) რაჟამს მოყვასი ბრალს გდებდეს, თავს ნუ იმართლებ, სთხოვე შენდობა და გაშორდი!

3) ყოველ ადამიანში დაინახე მხოლოდ სიკეთე, მიმართე მას კეთილი სიტყვით. თუ ეს არ ძალგიძს ნურაფერს ეტყვი!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
argani
პოსტი Jun 25 2008, 06:59 PM
პოსტი #122

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 15-January 07
წევრი № 859

syd
ციტატა
იმ 6 დღის განმავლობაში ღმერთი აქტიურად ერეოდა ყველა მიმდინარე პროცესში.

ამბობ რომ სამდღიანი ნათება უფლისმიერი იყო? აქ სიფრთხილე გვმართებს, რამეთუ როგორ ავხსნათ ამ ნათების მიმწუხრება და შემდეგი გამონათება ანუ ხვდები მოვლენის შემზარავ სერიოზულობას: მანათობელი ნათელი რომელიც შემოქმედისაგან გამოედინება კლებულობს და შემდეგ საერთოდ ქრება სიბნელის სანაცვლოდ. ჩემთვის და ალბათ მრავალი ხსვა მორწმუნისათვის ეს არათუ წარმოუდგენელი არამედ მიუღებელიცაა. გვახსოვდეს რომ იმ პირველ დღეებში ადამის მოდგმის ჭაჭანება არ იყო რომ მას პირადული ხედვით მრუმედ მოჩვენებოდა უფლის ნათება.

შესაქმის ამბავი არს მატიანე, უფლის მიერ კაცთათვის გარდამოცემული, რომლიც აღწერს განვითარებულ მოვლენებს და არა მათს ჩვენეულ ხედვას.

ამრიგად, კვლავ, რა იყო ის სამდღიანი ნათება რომელიც მზის შექმნამდე ასრულებდა მის მოვალეობას და დღე-ღამეს ყოფდა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
argani
პოსტი Jun 25 2008, 07:10 PM
პოსტი #123

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 15-January 07
წევრი № 859

kmunebi
ციტატა
ადამიანის გონება ვერ აღიქვამს იმას, რომ ღმერთისთვის დრო არ არსებობს.

მაგრამ ადამიანის გონებამ უნდა აღიქვას ღმერთის ყოვლისშემძლეობა, რაშიც მის მიერ სამყაროს თუნდაც ერთწამიერი შექმნაც იგულისხმება.

ნუ ვეჭვობთ უფლის ძალაუნარს!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზვარე
პოსტი Jun 25 2008, 10:17 PM
პოსტი #124

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936

ისე სჯობს თუ თავიდან ვიწყებთ თავიდან დავიწყოთ.
ნათელი ძალიან საინტერესოა, მაგრამ მესამე პუნქტია. დავიწყოთ თავიდან

1. დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ.

--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
argani
პოსტი Jun 25 2008, 11:09 PM
პოსტი #125

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 15-January 07
წევრი № 859

ციტატა(ზვარე @ Jun 25 2008, 09:17 PM) *

დავიწყოთ თავიდან
1. დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ.

2. ხოლო ქვეყანა იყო უხილავი და გაუმზადებელი, და ბნელი იყო უფსკრულზე, და სული ღვთისა მიმოიქცეოდა წყალზე.

უხილავი იყო ვისთვის? ბუნებრივია არა უფლისათვის ( ამის გაფიქრებაც კი შეურაცხმყოფელია ჩემთვის და ლიანგი მორწმუნესთვის).

"სული ღვთისა მიმოიქცეოდა წყალზე." მაგრამ წერილ არს "დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ". კითხვა მე-2 საითგან წარმოსდგა წყალი?

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზვარე
პოსტი Jun 26 2008, 12:21 AM
პოსტი #126

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936

QUOTE(argani @ Jun 25 2008, 10:09 PM) *

2. ხოლო ქვეყანა იყო უხილავი და გაუმზადებელი, და ბნელი იყო უფსკრულზე, და სული ღვთისა მიმოიქცეოდა წყალზე.

უხილავი იყო ვისთვის? ბუნებრივია არა უფლისათვის ( ამის გაფიქრებაც კი შეურაცხმყოფელია ჩემთვის და ლიანგი მორწმუნესთვის).

"სული ღვთისა მიმოიქცეოდა წყალზე." მაგრამ წერილ არს "დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ". კითხვა მე-2 საითგან წარმოსდგა წყალი?

ამ საკითხზე პასუხამდე მოდი გვემსჯელა პირველი პუნქტის შესახებ.
დავიწყოთ ანიდან და არა ჰოედან და ბევრი რამ გაცილებით მარტივად გაიხსნება ჩვენს წინაშე.

--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზვარე
პოსტი Jun 26 2008, 12:36 AM
პოსტი #127

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936

მიქაელ პომაზანსკი დოგმატური ღვთისმეტყველება

სარწმუნოების სიმბოლოში ვკითხულობთ: „მრწამს ერთი ღმერთი... შემოქმედი ცათა და ქვეყანისაჲ, ხილულთა ყოველთა და არახილულთა“. უხილავი, ანგელოზთა სამყარო ღმერთმა ხილულ სამყაროზე უწინარეს შექმნა. „ოდეს იქმნნეს ვარსკვლავნი, მაქებდეს მე ხმითა დიდითა ყოველნი ანგელოზნი ჩემნი“ - ეუბნება უფალი იობს (იობ. 38,7). პავლე მოციქული წერს: „რამეთუ მის მიერ დაებადნა ყოველივე ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ხილულნი და არა-ხილულნი, ანუ თუ საყდარნი, ანუ თუ უფლებანი, გინა თუ მთავრობანი, გინა თუ ხელმწიფებანი - ყოველივე მის მიერ და მისა მიმართ დაებადნა“ (კოლ. 1,16). ეკლესიის ზოგი მამის აზრით, შესაქმის წიგნის პირველ სიტყვებში - „დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ“ - ლაპარაკია არა ფიზიკურ ცაზე, რომელიც შემდგომ შეიქმნა, არამედ ამ სიტყვაში უხილავ, ზეციურ ძალთა საცხოვრისი მოიაზრება. ეკლესიის ბევრი მასწავლებელი ფიქრობს, რომ ღმერთმა ანგელოზები ხილულ სამყაროზე ადრე შექმნა (წმ. ამბროსი მედიოლანელი, ნეტარი იერონიმე, გრიგოლ დიდი, ანასტასი სინელი). სამყაროს შექმნის დროს ისინი უკვე წარდგომილნი იყვნენ შემოქმედის წინაშე და ემსახურებოდნენ მას. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ამგვარად მსჯელობს: „საღვთო სახიერება არ დასჯერდა თავისთავის ჭვრეტას, სიკეთე მას სულ უფრო და უფრო უნდა განეფინა, რათა შეძლებისდაგვარად ბევრს რგებოდა იგი (ასეთია უზენაესი სიკეთე). ღმერთმა ჯერ ანგელოზთა ზეციური ძალები მოიფიქრა - და ზრახვა საქმედ იქცა, სიტყვით აღსრულდა და სულის მიერ განსრულდა... სათნო ეყვნენ რა მას პირველი ქმნილებანი, შემდგომ სხვაგვარი, ნივთიერი და ხილული სამყარო მოიაზრა. სხვა სიტყვებით - ცისა და დედამიწის და მათ შორის არსებულისაგან შედგენილი მწყობრი ნაგებობა მოიფიქრა“. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის ამ აზრს იმეორებს ღირსი იოანე დამასკელიც.

Владимир Лосский
ТОЛКОВАНИЕ НА СИМВОЛ ВЕРЫ

1-й член.

Верую во единаго Бога Отца, Вседержителя, Творца небу и земли, видимым же всем и невидимым.

(Верую во единого Бога Отца Вседержителя, Творца неба и земли, всего видимого и невидимого. )

.........................................................
........................................................
Библейское выражение "небо и земля" (Быт. 1, 1), которое обозначает целиком весь космос, всё то, что существует и сотворено Богом, в святоотеческом толкование получает разделительный смысл, указывая на существование реальности духовной и реальности телесной, невидимого мира "небесных духов" и мира видимого, с которым мы тесно связаны по биологическим условиям нашего земного существования. Мы видим, что это различение "неба" и "земли" отнюдь не влечет к необходимости признания "геоцентрической" космологии. Вообще, надо сказать, что "конфликт между наукой и религией" в этой проблеме выглядит искусственным. Действительно, не путем же исследования космических пространств откроется нам духовная безмерность тварной вселенной, И, тем более, не ядерная физика, анализируя строение материи, даст нам познать ту всемогущую Энергию Творца, которая сообщает бытие "видимым же всем и невидимым".

მრწამსის სიტყვები ბიბლიის პირველ პუნქტს განმარტავს შემდეგნაირად, რომ აქ იგულისხმება უხილავი და ხილული სამყაროს შექმნა
მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა ;

--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზვარე
პოსტი Jun 26 2008, 12:51 AM
პოსტი #128

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936

დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ.

დასაბამად ეს სიტყვა ებრაულ დედანში გამოითქმის ,,თჰილა" რაც არა ქრონოლოგიურ დასაწყისს არამედ მარადისობიდან დროში გადასვლას ნიშნავს. ნეტარი ავგუსტინეს თანახმადაც დრო სამყაროსთან ერთად შეიქმნა.

დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ.

ქმნნა ეს სიტყვა ებრაულ დედანში აღინიშნება სიტყვით ,,ბარა'' რაც არაფრისაგან რაიმეს შექმნას ნიშნავს

--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
argani
პოსტი Jun 26 2008, 01:42 AM
პოსტი #129

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 15-January 07
წევრი № 859

ციტატა
1. დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ.
ზვარე
ციტატა
უხილავი, ანგელოზთა სამყარო ღმერთმა ხილულ სამყაროზე უწინარეს შექმნა.

ეგ კარგი მაგრამ მგონი ცა და ქვეყანა იმასაც გულისხმობს რასაც ჩვენც ცას და ქვეყანას ვეძახით, ანუ მაღლა მდებარე სივრცე და მყარი ხმელეთი ჩვენს გარშემო .

ზვარე
ციტატა
ეკლესიის ზოგი მამის აზრით, შესაქმის წიგნის პირველ სიტყვებში - „დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ“ - ლაპარაკია არა ფიზიკურ ცაზე, რომელიც შემდგომ შეიქმნა, არამედ ამ სიტყვაში უხილავ, ზეციურ ძალთა საცხოვრისი მოიაზრება.

ეგეც კარგი მაგრამ ფიზიკური ცაც, რომელიც თუდაც შემდეგ შეიქმნა, ხომ იგულსხმება შესაქმის მატიანეში. მაშ შესაქმის პირველი ნაწარმი ასე თუ ისე იყო ზე ცა და ქვე მიწა. თუ ვცდები?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზვარე
პოსტი Jun 26 2008, 02:44 AM
პოსტი #130

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936

ცა და ქვეყანა ამ კონტექსტში რომ ხილულსა და უხილავ სამყაროს ნიშნავს აღიარებულია სარწმუნოების სიმბოლოში.
მას წარმოთქვამს ყოველი ქრისტიანი (მართლმადიდებელი) ყოველდღიურად.

კათოლიკებმა შეცვალეს სარწმუნოების სიმბოლო მაგრამ მისი პირველი წევრი იგივე სახითაა.

ლოგიკურადაც ერთი და იგივე ცა ხომ არ შეიქმნებოდა ორჯერ?

,,ცა და ქვეყანა'' ეს სიტყვათა ერთობლიობა შეესაბამებოდა შუმერულ ,,ანკი''-ს რაც მთელ სამყაროს, ქვეყნიერებას, კოსმოსს მიშნავდა (დღესაც მიჭირს ზუსტად გადმოცემა არათუ ძვ.წ.-აღ XIII სკ-ში).

წმ. გრიგოლ ნოსელის იგავური თქმით ეს ცა ის ოთხმოცდაცხრამეტი ცხვარია, რომელიც კეთილმა მწყემსმა, ერთი დაკარგული მეასე ცხვრის საძებნად წასულმა მიატოვა. დაკარგული ცხვარი ადამიანთა მიწაა (ხილული სამყარო zv), რომლისკენაც არის მიპყრობილი შესაქმეს ავტორის მთელი გულისყური.

სიტყვა ,,ცა'' მრავლობით რიცხვშია და თვითონ ამ სიტყვის (შამაიმ) ფუძე ,,შამ" - ,,იქ'', მიუთითებს იქაურ მიღმიერ, გამოყოფილ სამყაროზე.

სიტყვა ,,ცა'' ანგელოზთა ანუ სეციურ სამყაროს სინონიმად გამოიყენება ბიბლიაში (3 მეფ. 22.19; მთ18.10 და სხვა)

ისე ქართული სიტყვა ,,ქვეყანა'' საოცრად ერგება ამ სიტუაციას, ეს ქვეყანაა, ხოლო ის (ცა) ზეყანა.

--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
argani
პოსტი Jun 26 2008, 05:46 AM
პოსტი #131

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 15-January 07
წევრი № 859

ციტატა(ზვარე @ Jun 26 2008, 01:44 AM) *
ცა და ქვეყანა ამ კონტექსტში რომ ხილულსა და უხილავ სამყაროს ნიშნავს აღიარებულია სარწმუნოების სიმბოლოში.

მოდი უხილავი ციდან დაგავიდეთ იმაზე რაზეც შესაქმის მატიანე საუბრობს, კერძოდ აი ამაზე:
2. ხოლო ქვეყანა იყო უხილავი და გაუმზადებელი,
ქვეყანა იყო უხილავი ვისთვის? ბუნებრივია არა უფლისათვის ( ამის გაფიქრებაც კი შეურაცხმყოფელია ჩემთვის და ლიანგი მორწმუნესთვის). რახან ადამიანი არ არსებობდა და არც არა პირუტყვი რამის მხედველი, რას ნიშნავს ქვეყნის უხილავობა, ვის ვერ უნდა დაენახა მისი არსებობა?

ციტატა(ზვარე @ Jun 26 2008, 01:44 AM) *

ლოგიკურადაც ერთი და იგივე ცა ხომ არ შეიქმნებოდა ორჯერ?

რა კავშირშია ლოგიკა უფალთან, რა ესაქმება ლოგიკას უფალთან, რა ესაქმება მეცნიერებას უფალთან? გთხოვ ამ ცნებებს ნუ ვაცოცხლებთ ამ ამაღლებულ თემაში. ვილაპარაკოთ შესაქმის მატიანეზე. უფალს ებარებოდე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Jun 26 2008, 11:41 AM
პოსტი #132

ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444

argani
იქნებ შენ აგვიხსნა რა ანათებდა იმ სამ დღეს და რატომ გახდა მნათობების შექმნა აუცილებელი თუკი ნათება უკვე არსებობდა smile.gif გისმენ ყურადღებით smile.gif

--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jun 26 2008, 12:24 PM
პოსტი #133

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374

ციტატა(argani @ Jun 26 2008, 05:46 AM) *

2. ხოლო ქვეყანა იყო უხილავი ,

არასწორი თარგმანია ეს...

სწორი თარგმანის შინაარსია: უსახური და ცარიელი - ანუ მოუმზადებელი

--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზვარე
პოსტი Jun 26 2008, 12:46 PM
პოსტი #134

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936

QUOTE(argani @ Jun 26 2008, 04:46 AM) *

მოდი უხილავი ციდან დაგავიდეთ იმაზე რაზეც შესაქმის მატიანე საუბრობს, კერძოდ აი ამაზე:
[b]2. ხოლო ქვეყანა იყო უხილავი და გაუმზადებელი, [/b]
ქვეყანა იყო უხილავი ვისთვის? ბუნებრივია არა უფლისათვის ( ამის გაფიქრებაც კი შეურაცხმყოფელია ჩემთვის და ლიანგი მორწმუნესთვის). რახან ადამიანი არ არსებობდა და არც არა პირუტყვი რამის მხედველი, რას ნიშნავს ქვეყნის უხილავობა, ვის ვერ უნდა დაენახა მისი არსებობა?
რა კავშირშია ლოგიკა უფალთან, რა ესაქმება ლოგიკას უფალთან, რა ესაქმება მეცნიერებას უფალთან? გთხოვ ამ ცნებებს ნუ ვაცოცხლებთ ამ ამაღლებულ თემაში. ვილაპარაკოთ შესაქმის მატიანეზე. უფალს ებარებოდე.

ანუ აქამდე პრინციპში შევთანხმდით

unsure.gif dry.gif smile.gif biggrin.gif tongue.gif

პასუხის გარეშე მიღწეული შეთანხმების ხათრით

--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
argani
პოსტი Jun 26 2008, 07:09 PM
პოსტი #135

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 15-January 07
წევრი № 859

ციტატა(კანუდოსელი @ Jun 26 2008, 11:24 AM) *

არასწორი თარგმანია ეს...
სწორი თარგმანის შინაარსია: უსახური და ცარიელი - ანუ მოუმზადებელი

სულიწმინდის მეოხებით, ლოცვებით განწმენდილი და გონგანათებული მთარგმნელების მონაგარის შესახებ მგონი არასწორი თარგმანების იჭვი მტკივნეულიც კია, მაგრამ ვთქვათ მასეა. მაშინ ჩავუკვირდეთ მატიანის სიტყვებს და დავინახავთ:

2. ხოლო ქვეყანა იყო უხილავი და გაუმზადებელი, და ბნელი იყო უფსკრულზე [...]

აი ეს ბნელი ხომ არ იყო უხილავობის მიზეზი, ანუ ნათების ჯერ არარსებობის გამო ხომ არ იყო ქვეყანა უხილავი? მგონი ასე ჩანს რადგან :
3. თქვა ღმერთმა: იქმნას ნათელი. და იქმნა ნათელი.

ზვარე
ციტატა
ანუ აქამდე პრინციპში შევთანხმდით

იმაზე თუ თავისთვის ხილულს, ჩვენთვის კი უხილავს, რას ქმნის უფალი არც კი უნდა ვიკამათოთ როცა ჯერ ხილულის შექმნის საიდუმლობით ვართ გაოგნებული.
დიდება უფალს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზვარე
პოსტი Jun 27 2008, 02:18 PM
პოსტი #136

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936

გადავიდეთ მეორე პუნქტზე. მეორე პუნქტი სამი ნაწილისაგან შედგება, დავიწყოთ პირველით.

წარმოგიდგენთ ამ პუნქტის სამ ქართულ ვერსიას

ხოლო ქუეყანაჲ იყო უხილავ და განუმზადებელ (მცხეთური ხელნაწერი)

მიწა იყო უსახო და უდაბური (ახ. ქართული 1989წ. გამოცემა)

ხოლო ქვეყანა იყო უხილავი და გაუმზადებელი (ახ. ქართული ბიბლიის თარგმნის ჯგუფი)

--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
argani
პოსტი Jun 27 2008, 06:56 PM
პოსტი #137

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 15-January 07
წევრი № 859

ზვარე
"ქუეყანაჲ იყო უხილავ"

კვლავ რომ გავიმეორო, უხილავ იყო რის გამო, რომ სინათლე არ არსებობდა თუ იმიტომ რომ წყლით იყო დაფარული, ვინაიდან წერილ არს "ბნელი იყო უფსკრულზე, და სული ღვთისა მიმოიქცეოდა წყალზე."

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზვარე
პოსტი Jun 28 2008, 11:50 PM
პოსტი #138

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936

QUOTE(ზვარე @ Jun 27 2008, 01:18 PM) *

გადავიდეთ მეორე პუნქტზე. მეორე პუნქტი სამი ნაწილისაგან შედგება, დავიწყოთ პირველით.

წარმოგიდგენთ ამ პუნქტის სამ ქართულ ვერსიას
ხოლო ქუეყანაჲ იყო უხილავ და განუმზადებელ (მცხეთური ხელნაწერი)

მიწა იყო უსახო და უდაბური (ახ. ქართული 1989წ. გამოცემა)

ხოლო ქვეყანა იყო უხილავი და გაუმზადებელი (ახ. ქართული ბიბლიის თარგმნის ჯგუფი)

რადგან იმაზე, რომ დაბადების პირველი თავის პიველ პუნქტში ნახსენები ცა და ქვეყანა არის უხილავი და ხილული სამყარო დავა არ დაწყებულა და ეს სადავოდ არავის გაუხდია დამტკიცებულად ჩავთვალოთ, რომ მეორე პუნქტში ნახსენები ,,ქუეყანაჲ, ,,მიწა'' და ,,ქვეყანა'' (სხვადასხვა ვერსიის მიხედვით) არის ხილული, მატერიალური სამყარო.
ეს ,,ქუეყანაჲ, ,,მიწა'' და ,,ქვეყანა'' ანუ ხილული, მატერიალური სამყარო, ყოფილა -- ,,უხილავ და განუმზადებელ'', ,,უსახო და უდაბური'' და ,,უხილავი და გაუმზადებელი'' (სხვადასხვა ვერსიის მიხედვით).
ამ სიტყვების საშუალებით (,,უხილავ და განუმზადებელ'', ,,უსახო და უდაბური'' და ,,უხილავი და გაუმზადებელი'' (სხვადასხვა ვერსიის მიხედვით)) არის მცდელობა ქართულ ენაზე იქნას გადმოცემული ძველებრაული გამოთქმა ,,თოჰუ ვა ბოჰუ''. ანუ ხილული სამყარო (,,ქუეყანაჲ, ,,მიწა'' და ,,ქვეყანა'') იყო ,,თოჰუ ვა ბოჰუ''.

ეს გამოთქმა კიდევ ორგზის გვხვდება წმ. წერილში და იგი ,,არარაობის'', ,,ნგრევის'' და ,,უდაბურობის'' მნიშვნელობით, მარტო თოჰუ კი ,,ამაოს'' მნიშვნელობით.

ძველებრაული გამოთქმა ,,თოჰუ ვა ბოჰუ"" პირდაპირი მნიშვნელობით დაახლოებით აღნიშნავს ,,მოუწესრიგებლობას'', ,,ქაოტურ მდგომარეობას'', ,,გონივრული აგებულების არარსებობას'' ნიშნავს.

ეს გამოთქმა წმ. წერილში იშვიათად გამოიყენება და დღევანდელი მნიშვნელობით ,,ქაოსს'' ნიშნავს.

(კრიტიკულად განწყობილებს შეუძლიათ გადააზუსტონ ძველი ებრაულის სპეციალისტებთან)

..........

--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
argani
პოსტი Jun 29 2008, 12:20 AM
პოსტი #139

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 15-January 07
წევრი № 859

ციტატა(ზვარე @ Jun 28 2008, 10:50 PM) *

ანუ გამოდის დაახლოებით ასე - ხოლო ხილული სამყარო იყო ქაოსი ..........[/size]

ანუ უფალმა შემოქმედმა ქაოსური და მოუწესრიგებელი ხმელეთი და ცა შექმნა ? ვერ დავიჯერებ. ეს ერთი კითხვა.

და მეორე ის რომ თანამედროვე ქართულით შესაქმის მატიანეში სიტყვა ქაოსი (არეულ დარეული, ზოგადად რამისთვის უვარგისი ) არ იხილება. მაშ რაშია საქმე? გამორჩათ. შეეშალათ? მხურვალედ მოგიწოდებთ ნუ ვილაპარაკებთ აქ მთარგმნელების ნაკლოვანებებზე. წმინდა წერილის გაახალქართულება უწმინდესის და უნეტარესის ლოცვა კურთხევით ხდებოდა და აქ შეცდომებს თავად სულიწმინდა არ დაანებებდა. გემუდარებით ამ ბილიკს გადაუხვიეთ!!!

მაშასადამე, უფალმა შექმნა ხელთუქმნელი ხმელეთი და ცა. მაგრამ როდის შექმნა წყალი?
და სად იყო ნათელი?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზვარე
პოსტი Jun 29 2008, 12:45 AM
პოსტი #140

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936

QUOTE(argani @ Jun 28 2008, 11:20 PM) *

ანუ უფალმა შემოქმედმა ქაოსური და მოუწესრიგებელი ხმელეთი და ცა შექმნა ? ვერ დავიჯერებ. ეს ერთი კითხვა.

და მეორე ის რომ თანამედროვე ქართულით შესაქმის მატიანეში სიტყვა ქაოსი (არეულ დარეული, ზოგადად რამისთვის უვარგისი ) არ იხილება. მაშ რაშია საქმე? გამორჩათ. შეეშალათ? მხურვალედ მოგიწოდებთ ნუ ვილაპარაკებთ აქ მთარგმნელების ნაკლოვანებებზე. წმინდა წერილის გაახალქართულება უწმინდესის და უნეტარესის ლოცვა კურთხევით ხდებოდა და აქ შეცდომებს თავად სულიწმინდა არ დაანებებდა. გემუდარებით ამ ბილიკს გადაუხვიეთ!!!

მაშასადამე, უფალმა შექმნა ხელთუქმნელი ხმელეთი და ცა. მაგრამ როდის შექმნა წყალი?
და სად იყო ნათელი?

ბიბლიის დიდი ნაწილი მათ შორის ხუთწიგნეული ებრაულად დაიწერა.

ცინიკური გადახვევები საჭირო არაა. ადრეც დავპოსტე სულიწმიდის შესახებ წმ. კირილე იერუსალიმელის ციტატა.

QUOTE(ზვარე @ Jun 19 2008, 10:48 PM) *

ისე მე ჩემს აზრს გამოვთქვამ, იმის თქმა რომ არიქა რასაც მე ვიტყვი მხოლოდ ესაა სიმართლე მეთქი, ცოტა გადამლაშებული იქნება.

წმიდა წერილი სულიწმიდის კარნახითაა დაწერილი, მის გაგებასაც სულიწმიდის მადლი ჭირდება.
წმ. კირილე იერუსალიმელის სიტყვებით ,,სულიწმიდა იძლევა იმდენს, რამდენის მიღებაც შეგვიძლია. მისი წყალობა ყოველთვის უხვია მათთვის, ვისაც წმიდა გული აქვს''.

ჩვენ ვიკამათებთ, მაგრამ რადგან არც შენ და არც მე წმიდა გულის ქონაზე პრეტენზია ვერ გვექნება, წმიდა წერილში დაფარული სიბრძნე მხოლოდ ნაწილობრივ გაიხსნება ჩვენთვის.

შენ კი მიპასუხე

QUOTE(argani @ Jun 19 2008, 10:57 PM) *

სხვისი არ ვიცი მაგრამ ჩემი გული წმინდაა და სწორედ იმიტომ

შენი პასუხიდან გამომდინარე შენ, როგორც ,,წმიდა გულის მქონეს'' ამდენი განმარტება არ უნდა გჭირდებოდეს smile.gif biggrin.gif tongue.gif

მართალი სვიმეონი (უფლის მიმრქმელი) სეპტუაგინტას შექმნისას შეეცადა ადამიანური გონებით შეეცვალა ბიბლიის ტექსტი, მაგრამ მას ხელი ანგელოზმა შეუშალა. წმ. პეტრე მოციქული, მიენდო რა უფალს წყალზე დადიოდა, მაგრამ როცა დაიწყო ადამიანური განსჯა, წყალში დანთქმა დაიწყო.

ისე ძალიან არათანამიმდევრული ხარ, თუ არ ეთანხმები ამ პუნქტში ჩემს განმარტებას, ამ პუნქტზე ვიკამათოთ. ხან იქეთ გადახვალ ხან აქეთ,. გინდა თემა გაშალო, რომ შემდეგ ათასი ფრაზა წამოისროლო და საფუძვლიანი კამათისათვის უბრალოდ ადგილი აღარ დარჩეს.

გავყვეთ თემას თანამიმდევრულად, ვიმსჯელოთ, არ გინდა ზოგადი ფრაზები, თუ რამე საკითხს არ ეთანხმები ან რაიმე ეჭვს აღგიძრავს პირდაპირ თქვი.

--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V « < 5 6 7 8 9 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th April 2024 - 11:20 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი