IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> საქართველოსთვის მოღვაწე ქართველები, დაუვიწყარი შემოქმედება, გენიდან ამოძახილი!
Amuza
პოსტი Feb 1 2008, 12:10 AM
პოსტი #1


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



კაზიმ ქოინჯუ

IPB-ს სურათი



IPB-ს სურათი




ქაზიმ ქოიუნჯუ

ქაზიმ ქოინჯუ (თურქ. Kâzım Koyuncu, დ. 7 ნოემბერი, 1972 — გ. 25 ივნისი, 2005) თურქი პოლიტოლოგი და მუსიკოსია, რომლის მოღვაწეობამაც დიდი როლი ითამაშა თურქეთში მცხოვრები ლაზების კულტურული ღირებულებების აღდგენა და შენარჩუნებაზე.

ბავშვობა
დაიბადა 1972 წელს 7 ნოემბერს ხოფის ილჩეში, სოფელ პანჭოლში (ამჟამინდელი იეშილ ქოი ანუ მწვანე სოფელი). ბავშვობიდან გამოირჩეოდა მუსიკის სიყვარულით, 13 წლის გიტარაზე უკრავდა. სწავლობდა თურქეთის ნაციონალური მუსიკის ცენტრში „იაშარა ტურნანა“. ჩააბარა სტამბოლის უნუვერსიტეტში პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე. საინტერესო და გამორჩეული სტუდენტი იყო, მაგრამ მისი აზრები თანატოლებისას არ ემთხვეოდა. 20 წლის ქაზიმი სწავლას წყვეტს და თავს მუსიკას უძღვნის. მას მეგობრები დინას ეძახდნენ, ეს სახელი ახალგაზრდა მომღერალსაც ძალიან უყვარდა.


შემოქმედება
1992 წელს ალი ელვერთან ერთად ქმნის როკ-ჯგუფს „დიმეინ“. მოგვიანებით დიდი ყურადღებას უთმობს ლაზური მუსიკის პოპულარიზაციას, თუმცა აქაც ვერ ღალატობს როკს და მსმენელს ლაზური მუსიკის და როკის სინთეზს თავაზობს. 1993 წელს მამედ ალი ბარიშ ბეშლისთან ერთად აყალიბებს ჯგუფს „ზუღაში ბერეფი“ (ზღვის შვილები). ეს იყო მსოფლიოში პირველი ლაზური როკ-ანსამბლი. ჯგუფმა ლაზურად იმღერა, მაშინ როცა სხვა ენაზე სიმღერა ძალიან რთული იყო. ქაზიმ ქონიუჯუს ყოველთვის ეამაყებოდა მისი ეთნიკური წარმოშობა და მისი დამალვის აუცილებლობასაც ვერ ხედავდა. 1995 წელს ზღვის შვილებმა პირველი ალბომი გამოუშვა, რომელსაც საკმაოდ უცნაური სახელი „ვა მიშქუნან“ (არ ვიცით) დაარქვა, ალბომში 8 ლაზური სიმღერა შევიდა. ალბომი დიდი პოპულარობით სარგებლობდა თურქეთში და განსაკუთრებით თინეიჯერებში. ჯგუფი გაჩერებას არ აპირებდა 1998 წელს გამოვიდა ალბომი სახელწოდებით „იგზას“ (გზაში), იგი წლის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად აღიარეს. 2000 წელს ჯგუფი დაიშალა, მის ისტორიაში 130 კონცერტი და ორი ალბომი დარჩა.


სოლო კარიერა
ჯგუფის დაშლის შემდეგ ქაზიმი მარტო აგრძელებს მოღვაწეობას, ხშირად ესწრება ლაზური კულტურული ორგანიზაციების შეკრებებს, მაგრამ აქტიურობა არ ახასიათებს, უფრო კარგი მსმენელია ვიდრე ლიდერი. მომღერალი ქმნის პროექტს სამი სინგლით „სოლკინ სოიუტ“. 2002 წელს პირველი სოლო ალბომი „ვია“ (ზღვის ტალღებზე მონავარდე) გამოდის, ხოლო 2004 წელს მეორე ალბომი „ჰაიდე“. ქაზიმის მოსასმენად თაყვანისმცემლები სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოდიან. იგი სცენაზე თავისუფლად გრძნობს თავს და ამის შემჩნევა არც მსმენელს უჭირს. მომღერალი ფუატ საკასთან, ვოლკან კანაკომთან და ბაიარ შაჰინთან ერთად მონაწილოებას იღებს სატელევიზიო პროექტში „შავი ზღვის მუსიკა“.


საქართველო
2003 წლის აგვისტოში ქაზიმ ქოიონჯუ საქართველოში ჩამოდის. საქართველოში მომღერალს განსაკუთრებულ შეხვედრას უწყობენ, რაც წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მომღერლის გულში. ის ხშირად იხსენებს საქართველოში მოგზაურობას და გამართულ კონცერტებს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან, მისი ემოციები და მიღებული სიამოვნება ყველასთვის ნათელი ხდება. იგი ქართველ ხალხს ძმებს უწოდებს და გაკვირვებულია სტუმართმოყვარეობით და ქართველების მუსიკალურობით.


მომღერალი ბულბულის უკანასკნელი წლები
მას ხშირად უწოდებდნენ მომღერალ „ბულბულს“. მის მიერ ნამღერი „სელემინა“, რომელიც თურქეთში დიდი პოპულარობით სარგებლობდა კოლხური კულტურის გამოძახილია. 2005 წელს ქაზიმს ექიმები ფილტვის კიბოს დიაგნოზს უსვამენ. 33 წლის ქაზიმი ავადმყოფობას არ ნებდებოდა თმაგაცვენილი მიდიოდა კონცერტებზე და მსმენელს არ ღალატობდა, ავადმყოფობის პერიოდში დაწერა ჰიმნი „ტრაპიზონსპორტისთვის“. 2005 წლის 25 ივნისს მომღერალი გარდაიცვალა. მისი ცხედარი ტრაპიზონში გადაასვენეს, სადაც 60 ათასი ადამიანი დახვდა. ქაზიმ ქოიუნჯუ მშობლიურ სოფელ პანჭოლაში ერთ-ერთი მთის კალთაზე დაკრძალეს.



ლაზი მომღერალი,რომელიც თავის კონცერტებზე სტადიონებს ავსებდა, თურქეთში სადაც,ძალიან ძნელია მსმენელს შესთავაზო, ქართული,ლაზური სიმღერები, ისეთ მსმენელებს, რომლებიც მუსულმანურ მოტივებზე აგებულ სიმგერებზეა გაზრდილი.

მე ვფიქრობ კაზიმი დიდ საქმეს ემსახურებოდა, მას ხომ არ დასცალდა,რომ უფრო მეტი გაეკეთებინა.

მოდით ხალხნო, ავტვირთოთ ისეთი ინფორმაციები, ფოტოებო და სიმღერები, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველების მიერაა შესრულებული.


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Amuza   საქართველოსთვის მოღვაწე ქართველები   Feb 1 2008, 12:10 AM
კანონისტი   კაზიმ კოიუნჯუს სიმ...   Feb 1 2008, 01:16 PM
Amuza   კაზიმის ფოტოები http:...   Feb 1 2008, 06:13 PM
k@the   Amuza გამარჯობა, სიმარ...   Feb 1 2008, 08:26 PM
Amuza   Amuza გამარჯობა, სიმა...   Feb 1 2008, 09:53 PM
xornabujeli   :) მეც მაინტერესებს ...   Feb 1 2008, 09:27 PM
მაეასი   კადრები მაქვს დაკრ...   Feb 1 2008, 10:04 PM
კანონისტი   რომელიც აგრეთვე ქ...   Feb 1 2008, 10:07 PM
Amuza   მაინც რა ვართ ეს ქა...   Feb 1 2008, 10:18 PM
Amuza   აბა ვნახოთ თუ აიტვ...   Feb 1 2008, 11:52 PM
_Matasi_   ძალიან კარგი ადამი...   Feb 2 2008, 12:00 AM
Amuza   ძალიან კარგი ადამ...   Feb 2 2008, 12:22 AM
ქავთარაძე   სურათები არ გაქვთ? ...   Feb 2 2008, 12:44 AM
Amuza   [quote name='ქავთარაძე' ...   Feb 2 2008, 12:51 AM
ქავთარაძე   Amuza ხო იმედზე იყო მგ...   Feb 2 2008, 12:55 AM
_Matasi_   Amuza მე მაპატიეთ:) შემ...   Feb 2 2008, 01:25 AM
Amuza   Amuza მე მაპატიეთ:) შე...   Feb 2 2008, 06:53 PM
k@the   Amuza მადლობა, :) წავიკ...   Feb 2 2008, 07:34 PM
Amuza   Amuza მადლობა, :) წავიკ...   Feb 2 2008, 07:50 PM
giorgikiknadze   dzalian kargi adamian iyo kazimi :(:( chveni megob...   Feb 2 2008, 07:52 PM
Amuza   dzalian kargi adamian iyo kazimi :(:( chveni mego...   Feb 2 2008, 08:02 PM
giorgikiknadze   amuza latinurad dawere   Feb 2 2008, 08:24 PM
k@the   giorgikiknadze giorgi, dagitsera ukve :)   Feb 2 2008, 08:32 PM
nuciko-22   :( ძალიან მომეწონა ...   Feb 3 2008, 12:31 AM
Amuza   :( ძალიან მომეწონა ...   Feb 3 2008, 03:55 PM
Amuza   კიდევ ერთი სიმღერა...   Mar 19 2008, 04:53 PM
k@the   Amuza გაიხარე! მაგრა...   Mar 19 2008, 05:36 PM
Amuza   ხელახლა ავტვირტავ ...   Mar 19 2008, 06:07 PM
k@the   Amuza მადლობა. გაიხარე...   Mar 19 2008, 06:08 PM
Amuza   ეს კაზიმ კოიუნჯუს ...   Mar 19 2008, 06:18 PM
Amuza   იმ თემაში იყო ეს, და...   Jul 10 2008, 03:09 PM
Amuza   ქაზიმ ქოიუნჯუ - ვივ...   Jul 10 2008, 03:55 PM
Amuza   ძვირფასო მეგობრებ...   Jul 10 2008, 04:06 PM
Amuza   პირველი ალბომი ძვლ...   Jul 10 2008, 04:33 PM
Amuza   ზუღაში ბერეფეს' ჰ...   Jul 12 2008, 09:57 AM
Amuza   კიდევ არის ესეთი კ...   Jul 12 2008, 05:09 PM
Amuza   'ზუღაში ბერეფეს...   Jul 13 2008, 02:37 PM
k@the   Amuza შენ გაიხარე გიორ...   Jul 13 2008, 02:48 PM
Amuza   Amuza შენ გაიხარე გიო...   Jul 13 2008, 02:53 PM
k@the   Amuza უი, გერმანიაში ლ...   Jul 13 2008, 03:13 PM
Amuza   Amuza უი, გერმანიაში ლ...   Jul 13 2008, 03:27 PM
.nino   Amuza გაიხარე, რა კარგ...   Jul 13 2008, 10:20 PM
Amuza   გაიხარე! კიდევ ვა...   Jul 13 2008, 11:29 PM
Amuza   http://real.myweb.ge/uploaded/43540b4646c4cccd8b95...   Jul 14 2008, 06:24 PM
k@the   Amuza მეც გადმოვწერე გ...   Jul 14 2008, 09:28 PM
Amuza   ჯგუფ ზუღაში ბერეფე...   Jul 14 2008, 09:30 PM
Amuza   უყურეთ ისიამოვნებ...   Jul 14 2008, 11:59 PM
Amuza   ქაზიმ ქოიუნჯუს ლაზ...   Aug 27 2008, 10:08 AM
k@the   Amuza ისევ შენ თუ წამო...   Aug 27 2008, 12:59 PM
Amuza   შენ ეგა თქვი, აუ კიდ...   Aug 27 2008, 03:00 PM
dariala   ქაზიმი ჩემი აზრით ...   Oct 6 2008, 01:24 AM
Amuza   ქაზიმი ჩემი აზრით ...   Oct 6 2008, 11:58 AM
Amuza   http://s51.radikal.ru/i132/0810/80/2c9098bcd8e6.jp...   Oct 23 2008, 11:27 AM
Amuza   ვდებ ბაიარ შაჰინ-გ...   Oct 27 2008, 10:30 AM
dariala   აუ, ამუზა, იქნებ ხელ...   Jan 3 2009, 09:02 PM
Amuza   აუ, ამუზა, იქნებ ხე...   Jan 3 2009, 09:08 PM
dariala   ვაა, გაიხარე :) დიდი ...   Jan 3 2009, 10:42 PM
Amuza   ვაა, გაიხარე :) დიდი ...   Jan 4 2009, 10:12 PM
dariala   :D ოღონდ ეგ არა :) კარ...   Jan 4 2009, 11:12 PM
Amuza   ბაიარ შაჰინის სიმღ...   Apr 21 2009, 07:33 PM
Amuza   :) მაგარი სიმღერააა,...   Apr 21 2009, 07:44 PM
Amuza   [color=#000066][b]ბაიარ შაჰინ-...   Jun 8 2009, 03:51 PM
Amuza   http://i061.radikal.ru/1003/5d/c94682219266.jpg   Mar 25 2010, 01:37 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd April 2024 - 11:05 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი