IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> რამოდენიმე შეკითხვა, რამოდენიმე შეკითხვა მაქვს სასულიერო პირთან
Tatoo
პოსტი Oct 9 2012, 08:22 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 17
რეგისტრ.: 3-July 12
წევრი № 12,471



დამლოცეთ მამაო, რამოდენიმე კითხვა მაქვს თქვენთან

1)ხშირად მომდის ისეთი აზრები რომ შეიძლება ჩემი ცოდვების გამო სხვა ვინმე დაისაჯოს და ამის გამო ძალიან ხშირად მიწევს აღსარების ჩაბარება ზოგჯერ კვირაში რამდენჯერმე, მაგრამ ჩემი მოძღვარი კურთხევას იძლევა თუნდაც თვეში მხოლოდ ერთხელ აღსარების ჩაბარებაზე (თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდა) და მსგავსი ქმედება გამართლებულია?
2)ადრე სანამ ქრისტიანულ ცხოვრებას კარგად გავეცნობოდი, მინოდა ბერობა, მაგრამ ახლა ვხვდები რომ ბერობას ვერ შევძლებ და ამის სურვილი აღარ მაქ... ეს სურვილი როდესაც, მქონდა და დედაჩემს ვკითხე სურდა თუ არა რომ შავ სამღვდელოებაში წავსულიყავი უარყოფიტი პასუხი მივიღე და ახლა ვხვდები, რომ ამ პასუხით მრავალ სიძნელეს გადავურჩი, მაგრამ მაფიქრებს ის რომ ამ ჩემი დაუდევრობით მშობელი ცოდვაში ხომ არ ჩავაგდე?
3)ხშურად მომდის აზრები აღთქმის დადებაზე, მაგრამ აღთქმის დადება არ მინდა მითუმეტეს ვიცი რომ ჩემი ძალებით ამას ვერ შევასრულებ და ამის და მიუხედევად მაინც მომდის ასეთი აზრები და როგორ დავძლიო?
4)ხშირად როცა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვზივარ, ან სკოლაში ვარ ან საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში მინდება პიჯვრის გადაწერა და ამ საქციელით შეიძლება სხვა დავაბრკოლო, მაგრამ მაფიქრებს უფლის სიტყვები რომ ვისაც ქრისტეს აღიარების მოერიდება კაცთა წინაშე, ქრისტესაც არ აღიარებს მას მისი მამის წინაშე. ასეთ შემთხვევაში რა უნდა ვქნა გადავიწერო პირჯვარი თუ არა?
5)თუ აღსარების თქმის დროს რაიმე ცოდვა გამოგრჩა მაგრამ ამ ცოდვის მსგავსი ცოდვა მოინენიე და არ აპირებდი დაკონკრეტებას არამედ ეს ცოდვები ერთი სახელით უნდა მოგენანიებინა, ამ შემთხვევაში მიტევებულად ითვლება ის ცოდვა რომელიც გამოგვრჩა?
6)ხლობლების დაკარგვის შიში მაქვს ძალიან დიდი, როდესაც რამე ცოდვაში ჩავვარდები სულ ასეთი ფიქრები მომდის რომ შეიძლება ჩემი ცოდვების გამო სხვას რამე დაემართოს და რა ვქნა?
7)მაქვს უკეთურ კაცთა და ბოროტთა შიში, და ამის დასაძლევად რა უნდა ვქნა? ძალით ვიარო იმ ადგილებში სადაც გავლა მეშინია?
8)ძილად მისვლის ლოცვების წაკითხვის შემდეგ შეიძლება რომ საკვები მივიღო?

წინასწარ დიდი მადლობა და ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის! (არ ვიცოდი ეს თემა სად გამეხსნა ამიტომ ორ განყოფილებაში გავხსენი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
misha kulua
პოსტი Nov 24 2012, 12:08 AM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 12
რეგისტრ.: 24-June 12
წევრი № 12,445



ზუსტად ეგ შეკითხვები მქონდა მეც ღმერთმა დაგლოცოთ, იმედია მამა გვიპასუხებს. ვკითხულობ თქვენ თემებს და რაღაც სულიერ სიახლოვეს ვგრძნობ თქვენი აზრებიდან გამომდინარე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 04:12 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი