თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ დაუსვით კითხვა მოძღვარს _ ნათლობა

პოსტის ავტორი: ნატალია881 თარიღი: Feb 19 2016, 10:48 PM

დამლოცეთ მამაო.. დედათა წესის დროს მოვნათლე ბავშვი ისეთ სიტუაციაში ჩავვარდრდი რომ უარი ვეღარ ვთქვი და მამაოსაც ვერ გავუმხილე.. ვიცი რომ დიდი ცოდვაა და მთელი გულით ვინანიებ ღმერთის წინაშე და ძალიან განვიცდი და ვნერვიულობ ღამე გამომეღვიძება და სულ იმაზე ვფიქრობ რატომ გავაკეთე ასე, ყოველ წამსს თავში ის აზრი მიტრიალებს რატომ არ ვუთხარი მამაოს და რატომ დავმალე მაგრამ ახლა უკვე გვიანია ... ადრეც მქონდა ასეთი შემთხვევა მეჯვარედ ვიყავი და მაშინაც იგივე პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი და მაშინ ვუთხარი მამაოს ...მაგრამ ახლა არ ვიცი რატომ გავაკეთე ასე ...ძალიან ვნერვიულობ ბავშვზე ცუდად ხომ არ იმოქმედებს ან მე რა გავაკეთო ეს ცოდვა როგორ მოვინანიო. მერიდება მამაოსთან ამის თქმა და მირჩიეთ რამე გთხოვთ ...
წინასწარ დიდი მადლობა დაველოდები თქვენს პასუხს.

პოსტის ავტორი: ქეთისანდრო თარიღი: Feb 11 2018, 12:46 AM

დამლოცე მამაო...ვარ მონათლული ნათლია თვალით არ მყავს ნანახი 4 წლის შემდეგ...რო წამოვიზარდე ვეცადე დავკავშირებოდი მაგრამ კონტაქტზე მხოლოდ ორჯერ გამოვიდა ისიც ორი სიტყვით როგორ ხარ და გაქრა ისევ..ეხლა ვარ 25 წლის 3 თვეში 26 ის ვხდები 1 წლის წინ შვილი გარდამეცვლა თვე ნახევრის და კიდევ ვცადე დაკავშირება გავაგებინე რო მე შვილი გარდამეცვალა ვიცოდი რო თბიულისში იყო და რატომგაც მხოლოდ მომწერა შემდეგი ტექსტი...საწყალი ბავშვი ...გმერთო ცუდად ვარ არაუშავს ახალგაზრდა ხარ გეყოლება კიდევ..და ისევ გაქრა ...მე მხოლოდ ეს ვუპასუხე ..იცით??საწყლები ჩვენ ვართ ჩემი შვილი უფალთანაა ის ანგელოზია ჩვენ ვიდარდოთ ჩვენ ვართ საწყლები თქო .. ამდენს იმიტო გიყვებით რო მაინტერესებს რაღაც... ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი ორ წუთიანი და სურვილი აღარ მაქვს კიდევ ოდესმე მოვიკითხო....მინდა თუა დაშვებული გადანათვლა ან ხელახალი მონათვლა მყავს ადამიანი ქალი რომელიც შვილივით მექცევა და მინდა ის იყოს ჩემი ნათლია ...ეს ფიქრი წლებია მიტრიალებს.. გთხოვთ გამცეთ პასუხი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2018, 02:24 PM

ციტატა(ქეთისანდრო @ Feb 11 2018, 01:46 AM) *

დამლოცე მამაო...ვარ მონათლული ნათლია თვალით არ მყავს ნანახი 4 წლის შემდეგ...რო წამოვიზარდე ვეცადე დავკავშირებოდი მაგრამ კონტაქტზე მხოლოდ ორჯერ გამოვიდა ისიც ორი სიტყვით როგორ ხარ და გაქრა ისევ..ეხლა ვარ 25 წლის 3 თვეში 26 ის ვხდები 1 წლის წინ შვილი გარდამეცვლა თვე ნახევრის და კიდევ ვცადე დაკავშირება გავაგებინე რო მე შვილი გარდამეცვალა ვიცოდი რო თბიულისში იყო და რატომგაც მხოლოდ მომწერა შემდეგი ტექსტი...საწყალი ბავშვი ...გმერთო ცუდად ვარ არაუშავს ახალგაზრდა ხარ გეყოლება კიდევ..და ისევ გაქრა ...მე მხოლოდ ეს ვუპასუხე ..იცით??საწყლები ჩვენ ვართ ჩემი შვილი უფალთანაა ის ანგელოზია ჩვენ ვიდარდოთ ჩვენ ვართ საწყლები თქო .. ამდენს იმიტო გიყვებით რო მაინტერესებს რაღაც... ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი ორ წუთიანი და სურვილი აღარ მაქვს კიდევ ოდესმე მოვიკითხო....მინდა თუა დაშვებული გადანათვლა ან ხელახალი მონათვლა მყავს ადამიანი ქალი რომელიც შვილივით მექცევა და მინდა ის იყოს ჩემი ნათლია ...ეს ფიქრი წლებია მიტრიალებს.. გთხოვთ გამცეთ პასუხი


გამარჯობა, ქეთი. მოძღვარი საიტზე დროებით არ შემოდის, ამიტომ თქვენ მოძღვარს დაეკითხეთ, თუ გყავთ, თუ არა და ტაძარში მიდით. მე რამდენადაც ვიცი გადანათვლა დაუშვებელია, როგორც ერთხელ იბადება ადამიანი ფიზიკურად, ასევე ერთხელ იბადება სულიერადაც და რა ძალიანაც არ უნდა მოგვწონდეს ნათლია, მისი გამოცვლა არ შეიძლება, ისევე როგორც ხორციელ მშობელს ვერ გამოვცვლით. ყოველ დღე ილოცეთ ნათლიაზე, მან ხომ მართლმადიდებლად გაქციათ, იქნებ სულიერად ცუდადაა და არ შესწევს ძალები, ამიტომ თქვენ ილოცეთ მასზე, ტაძარში აუცილებად მოიხსენიერთ მის სახელზე სეფისკვერის საკურთხეველში შეგზავნით, ეს თქვენც წაგადგებათ და მასაც.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)