ძველი აღთქმიდან დღემდე, დეტალური განმარტებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ძველი აღთქმიდან დღემდე, დეტალური განმარტებები |
ნათია |
Jul 16 2008, 03:32 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
როგორც შევთანხდით ვიწყებთ ძველი აღთქმიდან დეტალურ განხილვას, განმარტებებს წმ. მამების მიხედვით
თითო-თითო თავი განვიხილოთ, სანამ შეკითხვები არ ამოიწურება მანამდე ნუ გადავალთ მომდევნო თავზე დაბადება თავი პირველი ციტატა 1. თავდაპირველაღ ღმერთმა შექმნა ცა და მიწა. 2. მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ. 3. თქვა ღმერომა: იყოს ნათელი ! და იქმნა ნათელი. 4. და ნახა ღმერთმა, რომ ნათელი კარგი იყო, და გაჰყარა ღმერთმა ნათელი და ბნელი. 5. ნათელს ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე. იყო საღამო, იყო დილა - პირველი დღე. 6. თქვა ღმერთმა: იყოს წყალთა შორის მყარი და გაჰყაროს წყლები. 7. გააჩინა ღმერთმა მყარი და გაჰყარა ერთმანეთისგან წყალი, რომელიც არის მყარს ქვემოთ, და წყალი, რომელიც არის მყარს ზემოთ. და იქმნა ასე. 8. მყარს ღმერთმა უწოდა ცა. იყო საღამო, იყო დილა - მეორე დღე. 9. თქვა ღმერთმა: შეგროვდეს ერთგან ცისქვეშეთის წყალი და გამოჩნდეს ხმელეთი. და იქმნა ასე. 10. ხმელეთს ღმერთმა უწოდა მიწა და შეგროვილ წყალს უწოდა ზღვა. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო. 11 . თქვა ღმერთმა: აღმოაცენოს მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი, თესლოვანი ნაყოფის მომტანი მიწაზე თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე. 12. წარმოშვა მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი თავისი გვარისდა მიხედვით, და ხე, თესლოვანი ნაყოფის მომტანი, თავისი გვარისდა მიხედვით. 13. იყო საღამო, იყო დილა - მესამე დღე. 14. თქვა ღმერთმა: იყოს მნათობები ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დროჟამის აღმნიშვნელად - დღეებისა და წელიწადებისა; 15. იყვნენ მანათობლებად ცის მყარზე რომ გაანათონ მიწა. და იქმნა ასე. 16. გააჩინა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი, - დიდი მნათობი დღის განმგებლად და მცირე მნათობი ღამის განმგებლად - და ვარსკვლავები. 17. დასხა ისინი ღმერთმა ცის მყარზე, რომ გაენათებინათ მიწა, 18. განეგოთ დღე და ღამე, გაეყარათ ნათელი და ბნელი. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო. 19. იყო საღამო, იყო დილა - მეოთხე დღე. 20. თქვა ღმერთმა: აფუთფუთდეს წყალში სულდგმული; მიწის ზემოთ კი, ცის მყარზე, ფრინველმა იფრინოს. და იქმნა ასე. 21 . შექმნა ღმერთმა დიდი თევზები და ყოველი სულდგმული, მცურავი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, რაც-კი წყალში ფუთფუთებს, და ყველა ფრთოსანი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო. 22. აკურთხა ღმერთმა ისინი და თქვა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ ზღვები. ფრინველებმა იმრავლონ მიწაზე. 23. იყო საღამო, იყო დილა - მეხუთე დღე. 24. თქვა ღმერთმა: წარმოშვას მიწამ სულდგმული თავთავისი გვარისდა მიხედვით - პირუტყვი, ქვემძრომი და მიწის მხეცები თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე. 25. გააჩინა ღმერთმა ნადირი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, საქონელი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით და ქვემძრომი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო. 26. თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს. 27. შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. 28. აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს. 29 . თქვა ღმერთმა: აჰა, მომიცია თქვენთვის ყოველი ბალახი, თესლის მთესველი, რაც კი დედამიწის ზურგზეა, და ყოველი ნაყოფიერი ხე, თესლის მთესველი. ეს იყოს თქვენი საზრდო. 30. მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყველა ქვემძრომს, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას, მწვანე ბალახი ჰქონდეს საჭმელად. და იქმნა ასე. 31. დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც გააჩინა, და აჰა, ძალიან კარგი იყო. იყო საღამო, იყო დილა - მეექვსე დღე. ვისაუბროთ ამ თავის გარშემო... აბა შეკიხვები, გთხოვთ კომპეტენტურმა პირებმაც დაგვეხმარონ, თორემ მარტო ვერაფერს გავხდებით -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
თემო |
Jul 16 2008, 03:39 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 |
აქ ძალიან საინტერესოა 26 მუხლი სადაც სამება საუბრობს "გავაჩინოთ" ანუ არა ერთი ჰიპოსტასი არამედ სამივე, ერთარსი და განუყოფელი
|
ნათია |
Jul 16 2008, 03:49 PM
პოსტი
#3
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
თანამედროვე ქართულ ენაზე თარგმნილს ვაკოპირებ და მგონი ასე სჯობს ...
მცხეთური ხელნაწერის მიხედვით რთულად გასაგებია P.S. იცით რა მაინტერესებს, ეს ოთხო მოციქული (მათე, მარკოზი, ლუკა, იოანე) სხვადასხვა დროს აღწერენ? -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
თემო |
Jul 16 2008, 03:52 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 |
ციტატა P.S. იცით რა მაინტერესებს ეს ოთხო მოციქული (მათე, მარკოზი, ლუკა, იოანე) სხვადასხვა დროს აღწერენ? დროში რას გულისხმობ? ანუ სხვადასხვა წელს დაიწერა თუ არა? |
ნათია |
Jul 16 2008, 03:53 PM
პოსტი
#5
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
თემო
ანუ სხვადასხვა პერიოდს? -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
G_I_O_R_G_I_ |
Jul 16 2008, 04:10 PM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
ციტატა . იცით რა მაინტერესებს, ეს ოთხო მოციქული (მათე, მარკოზი, ლუკა, იოანე) სხვადასხვა დროს აღწერენ? ეს სახარებები სხვადასხვა დროს დაიწერა.ყველაზე ბოლოს იოანემ დაწერა სახარება და გარკვეულ წილად შეავსო სამი სინოპტიკური სახარება. |
G_I_O_R_G_I_ |
Jul 16 2008, 04:31 PM
პოსტი
#7
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
ციტატა ანუ სხვადასხვა პერიოდს აღწერენ ხო? სხვადასხვა პერიოდს კი არ აღწერენ არამედ სხვადასხვა დროს დაიწერა. ოთხივე სახარება მოიცავს პერიოდს უფლის შობიდან ამაღლებამდე მეტნაკლები კონკრეტიზმით |
ნათია |
Jul 16 2008, 04:35 PM
პოსტი
#8
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
G_I_O_R_G_I_
ციტატა სხვადასხვა პერიოდს კი არ აღწერენ არამედ სხვადასხვა დროს დაიწერა იმიტომ ვიკითხე, რომ თითოეულის მიერ აღწერილ I თავში არის განსხვავებები... მაშინ ოთხივედან დავდოთ პირველი თავი -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
თემო |
Jul 16 2008, 04:39 PM
პოსტი
#9
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 |
G_I_O_R_G_I_ იმიტომ ვიკითხე, რომ თითოეულის მიერ აღწერილ I თავში არის განსხვავებები... მაშინ ოთხივედან დავდოთ პირველი თავი მე ასე ვიცი, რომ ყოველი სახარება გამიზნული იყო გარკვეულ ხალხთა მიმართ, ისინი რათქმაუნდა საყოველთაოა ყველასათვისაა, მაგრამ ზოგიერთი მოციქული ბერძენთათვის წერდა ზოგი ებრაელთათვის ანუ იმის ტქმა მინდა რომ ერთმანეთს ავსებენ ეს სახარებები და მათ დასაწყისში თუ რაიმე სხვაობაა ეს არაფერზე არ მეტყველებს. |
ნათია |
Jul 16 2008, 04:45 PM
პოსტი
#10
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
თემო
ციტატა მე ასე ვიცი, რომ ყოველი სახარება გამიზნული იყო გარკვეულ ხალხთა მიმართ, ისინი რათქმაუნდა საყოველთაოა ყველასათვისაა, მაგრამ ზოგიერთი მოციქული ბერძენთათვის წერდა ზოგი ებრაელთათვის ანუ იმის ტქმა მინდა რომ ერთმანეთს ავსებენ ეს სახარებები და მათ დასაწყისში თუ რაიმე სხვაობაა ეს არაფერზე არ მეტყველებს. ახლა შევადარე ოთხივეს I თავი და განსხვავდება ერთმანეთისგან, აქ რომ თოთოეულის I თავი დავდოთ აირევა, მხოლოდ მათე წერს სამყაროს შექმნას უფრო დეტალურად -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
კანონისტი |
Jul 16 2008, 05:26 PM
პოსტი
#11
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ნათია
ციტატა მათეს სახარება დაბადება არა ნათი. მათეს სახარება ახალი აღთქმის პირველი წიგნია, დაბადება კი - ძველისა -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი |
Jul 16 2008, 05:30 PM
პოსტი
#12
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ნათია
შეცდომაა მერე. სად დაბადების წიგნი და სად მათეს სახარება !!! -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი |
Jul 16 2008, 05:39 PM
პოსტი
#13
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ნათია
ციტატა მაშინ შენ დადე I თავი ძველი აღთქმიდან დევს კიდევაც ნათი, ეგ ძველი აღთქმის პირველი წიგნის (დაბადების) პირველი თავია. უბრალოდ თავზე წარწერა "მათეს სახარება" ზედმეტია, რადგან მათეს სახარება ახალი აღთქმის პირველი წიგნია. აი, მათეს სახარების პირველი თავი: http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/mate-1.htm -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ნათია |
Jul 16 2008, 05:52 PM
პოსტი
#14
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
k@the
ციტატა ნათ, აქედან რო გადმოვიტანოთ ხოლმე? მაქედან დავაკოპირე ოკ, პირველივე პოსტში "მათეს სახარება"-ს წავშლი... და მივყვეთ... ოფები წაიშალოს რა კანონისტი ციტატა ეგ ძველი აღთქმის პირველი წიგნის (დაბადების) პირველი თავია მაპატიეთ, ერთი კითხვა.. ვინ არის ავტორი ამ ძველი აღთქმის I თავის? k@the ჩვენივე პოსტები წავშალოთ ქეთ... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
კანონისტი |
Jul 16 2008, 05:54 PM
პოსტი
#15
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ნათია
ციტატა ვინ არის ავტორი ამ ძველი აღთქმის I თავის? წინასწარმეტყველი მოსე. ისევე, როგორც შემდგომი 4 წიგნისა, რის გამოც ამ ხუთივე წიგნს ერთად (დაბადება, გამოსვლა, რიცხვნი, ლევიანნი, მეორე რჯული) ეწოდება მოსეს ხუთწიგნეული, ებრაულად - თორრა -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ნათია |
Jul 16 2008, 05:56 PM
პოსტი
#16
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
კანონისტი
ციტატა წინასწარმეტყველი მოსე. ისევე, როგორც შემდგომი 4 თავისა, რის გამოც ამ ხუთივე თავს ერთად (დაბადება, გამოსვლა, რიცხვნი, ლევიანნი, მეორე რჯული) ეწოდება მოსეს ხუთწიგნეული, ებრაულად - თორრა გაიხარე დათ... ზემოთ თქვენი პოსტები წაშალეთ და მივყვეთ -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
zedela |
Jul 16 2008, 07:08 PM
პოსტი
#17
|
chuvaaaaak:) ჯგუფი: Members პოსტები: 1,886 რეგისტრ.: 15-March 08 წევრი № 4,194 |
საინტერესო თემააა...
ციტატა წინასწარმეტყველი მოსე. ისევე, როგორც შემდგომი 4 წიგნისა, რის გამოც ამ ხუთივე წიგნს ერთად (დაბადება, გამოსვლა, რიცხვნი, ლევიანნი, მეორე რჯული) ეწოდება მოსეს ხუთწიგნეული, ებრაულად - თორრა ეს ნამდვილად არ ვიცოდიი.... |
ლია |
Jul 17 2008, 12:19 PM
პოსტი
#18
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 51 რეგისტრ.: 5-March 08 წევრი № 4,093 |
ვინაიდან ეს პირველი თავი დაბადებას ეხება, იქნებ სჯობდეს თანამედროვე შეხედულებები სამყაროს წარმოშობის შესახებ შევადაროთ წმიდა მამათა განმარტებებს? აქ რომელიღაც თემაში ნახსენები იყო წმიდა ბასილი დიდის "ჰომილიები ექვსი დღისათვის", ძალიან საინტერესო წიგნია! შედარებისთვის ძალიან კარგია!
|
orthodox-georgia |
Jul 17 2008, 03:23 PM
პოსტი
#19
|
---- ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 |
ვინაიდან ეს პირველი თავი დაბადებას ეხება, იქნებ სჯობდეს თანამედროვე შეხედულებები სამყაროს წარმოშობის შესახებ შევადაროთ წმიდა მამათა განმარტებებს? თანამედროვე მოსაზრებები და შეხედულებები ბევრია. შენ კონკრეტულად რა იგულისხმე? -------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
ნათია |
Jul 17 2008, 03:25 PM
პოსტი
#20
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
ლია
ციტატა წმიდა ბასილი დიდის "ჰომილიები ექვსი დღისათვის", შეგიძლია მოკლედ დაგვიწერო? -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 09:54 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი