თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ წმიდა წერილი _ იგავი ტალანტებზე

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jan 31 2011, 02:45 PM

რადგან როგორც კაცი, რომელმაც წასვლისას მოუხმო თავის მონებს და მისცა მათ თავისი ქონება: და რომელიღაცას მისცა ხუთი ტალანტი, რომელიღაცას - ორი, ხოლო რომელიღაცას - ერთი, თითოეულს თავისი ძალის მიხედვით, და მაშინვე წავიდა. ხოლო წავიდა, ვინც ხუთი ტალანტი მიიღო, ასარგებლა იგი და შეჰმატა სხვა ხუთი ტალანტი; ასევე, ვინც ორი მიიღო, შეჰმატა სხვა ორიც. ხოლო ვინც ერთი მიიღო, წავიდა, ამოთხარა მიწა და დაფლა თავისი ბატონის ვერცხლი. დიდი ხნის შემდეგ მოვიდა იმ მონების ბატონი და პასუხი მოსთხოვა მათ. და წარუდგა, ვინც ხუთი ტალანტი მიიღო, და მიართვა სხვა ხუთი ტალანტი და თქვა: ბატონო, ხუთი ტალანტი მომეცი მე, აჰა, სხვა ხუთი ტალანტი შევმატე მას. უთხრა მას მისმა ბატონმა: კარგი, მონავ კეთილო და სარწმუნო, მცირედზე სარწმუნო იყავი, და მრავალზე დაგადგენ შენ. შედი შენი ბატონის სიხარულში. მოვიდა ისიც, ვინც ორი ტალანტი მიიღო, და უთხრა: ბატონო, ორი ტალანტი მომეცი მე, აჰა, სხვა ორი ტალანტი შევმატე მას. უთხრა მას მისმა ბატონმა: კარგი, მონავ კეთილო და სარწმუნო, მცირედზე სარწმუნო იყავი, და მრავალზე დაგადგენ შენ. შედი შენი ბატონის სიხარულში. მოვიდა ისიც, ვინც ერთი ტალანტი მიიღო, და უთხრა: ბატონო, ვიცოდი, რომ სასტიკი კაცი ხარ შენ: იმკი, სადაც არ დაგითესავს და კრებ, სადაც არ დაგიბნევია; და შემეშინდა, წავედი და დავფალი შენი ტალანტი მიწაში; აჰა, შენი შენთან არის. მიუგო მისმა ბატონმა და უთხრა მას: ბოროტო მონავ და ზარმაცო, იცოდი, რომ ვიმკი, სადაც არ დამითესავს და ვკრებ, სადაც არ დამიბნევია. ამიტომ უნდა მიგეცა შენ ჩემი ვერცხლი ვაჭრებისთვის, და როცა მოვიდოდი, ავიღებდი ჩემსას მონაგებითურთ. ამიტომ წაართვით მაგას ეგ ტალანტი და მიეცით, ვისაც აქვს ათი ტალანტი. რადგან ყველას, ვისაც აქვს, მიეცემა და მიემატება; ხოლო ვისაც არა აქვს, რაც აქვს, წაერთმევა მას. და ეგ ურგები მონა გააგდეთ ბნელ გარესკნელში; იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა. (მათე, 25- 14-30).



ეს იგავი მეტად ცხოვრებისეულია და ვფიქრობ კარგად უნდა გვქონდეს გააზრებული, რადგან საუკეთესოდ გამოხატავს ქრისტიანული ცხოვრების მისიას. ყველა ჩვენთაგანს, ვინც კი მოხმობილ იქნა ქრისტიანობაზე, სწორედ ეს ტალანტი მიეცა, რომელშიც არ იგულისხმება რა თქმა უნდა მატერიალური რაღაც ფული. ეს არის რწმენა, რომელიც უნდა დათესოს დედამიწაზე ყოველმა ადმაიანმა და იგი უნდა გაანაყოფიეროს. ნაყოფში კი სათნოებები იგულისხმება.

ჩვენი თავი შესაძლებელია ამ სამი ადმიანიდან რომელიმეს შევადაროთ. ვისაუბროთ რამდენად ვანაყოფიერებთ მოცემულ ტალანტს, თუ უბრალოდ დაფლული გვაქვს ღრმად მიწაში.

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Mar 29 2011, 11:20 PM

იქნებ გაგევრცო აფხაზ კიდევ

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Mar 30 2011, 01:07 AM

ციტატა(ikanosi @ Mar 29 2011, 11:20 PM) *

იქნებ გაგევრცო აფხაზ კიდევ

biggrin.gif
რა ქნას იგავი გააგრძელოს?
მაგარი ხარ იკა.

პოსტის ავტორი: leluashvili.giorgi თარიღი: Mar 30 2011, 08:53 AM


.zakaria.

ციტატა
რა ქნას იგავი გააგრძელოს?მაგარი ხარ იკა.

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: mekaje თარიღი: Mar 30 2011, 09:23 AM

afxazi

ციტატა
ეს იგავი მეტად ცხოვრებისეულია და ვფიქრობ კარგად უნდა გვქონდეს გააზრებული, რადგან საუკეთესოდ გამოხატავს ქრისტიანული ცხოვრების მისიას. ყველა ჩვენთაგანს, ვინც კი მოხმობილ იქნა ქრისტიანობაზე, სწორედ ეს ტალანტი მიეცა, რომელშიც არ იგულისხმება რა თქმა უნდა მატერიალური რაღაც ფული. ეს არის რწმენა, რომელიც უნდა დათესოს დედამიწაზე ყოველმა ადმაიანმა და იგი უნდა გაანაყოფიეროს. ნაყოფში კი სათნოებები იგულისხმება.

ჩვენი თავი შესაძლებელია ამ სამი ადმიანიდან რომელიმეს შევადაროთ. ვისაუბროთ რამდენად ვანაყოფიერებთ მოცემულ ტალანტს, თუ უბრალოდ დაფლული გვაქვს ღრმად მიწაში.



ღვთისგან მონიჭებული ტალანტი მაშინ იქნება უსარგებლო ჩვენთვის როცა სიზარმაცისა და დროის ჯუჭად ფლანგვის გამო ვერ გავამრავლებთ მას. შრომისმოყვარეობა დიდი სათნოებაა.

ikanosi
.zakaria.
leluashvili.giorgi

ნუ დაგვავიწყდება რომ ეს არის მართლმადიდებლური ფორუმი

პოსტის ავტორი: კოკა თარიღი: Mar 30 2011, 01:53 PM

იქნებ ღვთისაგან ბოძებული ტალანტი არა მხოლოდ სარწმუნოებაა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, არამედ მართლაც ის ტალანტები, რომლებიც ჩვენ მოცემული გვაქვს...........
ზოგს სიმღერის, ზოგს ცეკვის, მშენებლობის და ბიზნესის წარმოებისაც კი..........

ანუ ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს მაქსიმალურად კარგად.........
მომღერალმა - იმღეროს და თავისი განვითარებული ტალანტით დაატკბოს სხვათა სმენა;
მოცეკვავემ - იცეკვოს და თავისი განვითარებული ტალანტით დაატკბოს მაყურებელი;
მშენებელმა - აშენოს და თავისი განვითარებული ტალანტით უზრუნველყოს ხალხი საცხოვრებლით;
ხოლო ბიზნესმენმა უნდა აკეთოს ფული, და თავისი განვითარებული ტალანტით ნაშოვნი ფულით უნდა დაეხმაროს იმ გაჭირვებულებს, რონმლებსაც ნაკლებად გაუმართლათ ცხოვრებაში ან არ აქვთ მიღებული თავისი ტალანტი, ან გაუშვეს ხელიდან შანსი ტალანტის განვითარებისა და გამოყენებისა, და დაეხმაროს ამ დაფლული ტალანტის მიწიდან ამოღებაში და განვითარებაში.........
იქნება და ზოგიერთი ჩვენთაგანის ტალანტი ზუსტად იმაში მდგომარეობს, რომ სხვის ტალანტის გამრავლებაზე ვიზრუნოთ და სწორედ ამით გამრავლდება ჩვენიც.........




არა?

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Mar 30 2011, 03:54 PM

.zakaria.

ციტატა
რა ქნას იგავი გააგრძელოს?

აი ეს
ციტატა
ეს იგავი მეტად ცხოვრებისეულია და ვფიქრობ კარგად უნდა გვქონდეს გააზრებული, რადგან საუკეთესოდ გამოხატავს ქრისტიანული ცხოვრების მისიას. ყველა ჩვენთაგანს, ვინც კი მოხმობილ იქნა ქრისტიანობაზე, სწორედ ეს ტალანტი მიეცა, რომელშიც არ იგულისხმება რა თქმა უნდა მატერიალური რაღაც ფული. ეს არის რწმენა, რომელიც უნდა დათესოს დედამიწაზე ყოველმა ადმაიანმა და იგი უნდა გაანაყოფიეროს. ნაყოფში კი სათნოებები იგულისხმება.

ჩვენი თავი შესაძლებელია ამ სამი ადმიანიდან რომელიმეს შევადაროთ. ვისაუბროთ რამდენად ვანაყოფიერებთ მოცემულ ტალანტს, თუ უბრალოდ დაფლული გვაქვს ღრმად მიწაში

biggrin.gif განმარტება განავრცე მეთქი...

პოსტის ავტორი: leluashvili.giorgi თარიღი: Mar 31 2011, 11:42 PM

mekaje

ციტატა
leluashvili.giorgiნუ დაგვავიწყდება რომ ეს არის მართლმადიდებლური ფორუმი

და რა შეგვატყვე დავიწყებისა ასეთ შეგონებებს რო იძლევი? smile.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 4 2011, 11:41 AM

დაფლული განძი მარტო ხელოვნებათმცოდნეებსა და არქეოლოგებს თუ გამოადგებათ biggrin.gif

ახლა სერიოზულად და ეს იგავი მართლა ძალიან საინტერესო და მასში ჩადებული აზრი რთული შესასრულებელია..

ციტატა
ეს არის რწმენა, რომელიც უნდა დათესოს დედამიწაზე ყოველმა ადმაიანმა და იგი უნდა გაანაყოფიეროს. ნაყოფში კი სათნოებები იგულისხმება.

აბა რომელს გაუკეთებია ეს ორმაგად და სამმაგად მეტი? ერთეულებს. ხოდა ამიტომ ვამბობ რომ რთულია smile.gif

პოსტის ავტორი: beks777 თარიღი: Apr 5 2011, 10:10 PM

ტალანტებში იგულისხმება ნიჭები

სულიწმინდის შვიდი ნიჭი

ღვთისმსახურება,ღვთისმოშიშებ
,ძლიერება,ზრახვა,მეცნიერება,
ულსხმისყოფა,სბრძნე


ეს შვიდივე ნიჭი ქონდათ მოციქულებს და წინასწარმეტყველებს მხოლოდ.

ღმერთი ყველას აძლევს ერთ ნიჭს მაინც ,არ არსებობს ადამანი რომელსაც არ ქონდეს ამ ნიჭებიდან ერთ ერთი მაინც.

დააკვირდით იგავს:5 ტალანტის მიმღებმა კიდევ სხვა 5 შესძინა,2 ის მიმღებმა კიდევ სხვა 2 ,ანუ გაამრავლეს ორმაგად

5 ტალანტის მიმღებს რომ 4 ტალანტი შეეძინა და არა 5 ის ვერ ცხონდებოდა,იმიტო რო 1 ნიჭს დაკარგავდა,და

გამოდის რომ უკან დაუბრუნებდა იმ ერთს ბატონს მონაგებს გარეშე,დაისჯებოდა და ის ბედი ეწეოდა რაც ეწია ერთი

ტალანტის მიმღებს რომელმაც სარგებელი ვერ პოვა და უკან დააბრუნა ეს ტალანტი მონაგების გარეშე,ამიტომაც

დაისაჯა.ღმერთი ყველას ერთნარად არ აძლევს ამ ნიჭს ,ვისაც რამდენის ზიდვა შეუძლია იმდენს,ასევე ყველას

ერთნაირად არ მოეთხოვება,ზოგს მეტი ზოგს ნაკლები.

ღმერთმა დაგვლოცოს და გაგვაძლეროს,და მოგვცეს ძალა ჩვენთვის მოცემული ტალანტების გამოყენებისა

პოსტის ავტორი: კოკა თარიღი: Apr 6 2011, 11:58 AM

beks777

ციტატა
ტალანტებში იგულისხმება ნიჭები სულიწმინდის შვიდი ნიჭი ღვთისმსახურება,ღვთისმოშიშებ
��,ძლიერება,ზრახვა,მეცნიერებ
,��ულსხმისყოფა,სბრძნე

და რა იგულისხმება გამრავლებაში?
თუ მე ღმერთმა დამაჯილდოვა მაგალითად ძლიერებით და ზრახვით რა უნდა გავაკეთო? კიდე სხვა 2 ნიჭი უნდა მოვიპოვო ჩემით?

პოსტის ავტორი: beks777 თარიღი: Apr 6 2011, 04:24 PM

რა იგულისხმება და ის რომ მაქსიმალურად გამოიყენო ბოძებული ნიჭი,ანუ გამრავლება (ის რომ 5 ტალანტის მქონემ კიდე სხვა 5 შესძინა,2 ტალანტის მქონემ კიდე სხვა 2)

ე.ი მაქსიმალურად გამოიყენეს ღვთისან ბოძებული ნიჭი და არა ნაწილობრივ

რა შენ როგორ ფიქრობ აბა?

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 6 2011, 04:35 PM

ციტატა
5 ტალანტის მიმღებს რომ 4 ტალანტი შეეძინა და არა 5 ის ვერ ცხონდებოდა,იმიტო რო 1 ნიჭს დაკარგავდა,და

გამოდის რომ უკან დაუბრუნებდა იმ ერთს ბატონს მონაგებს გარეშე,დაისჯებოდა და ის ბედი ეწეოდა რაც ეწია ერთი

ტალანტის მიმღებს რომელმაც სარგებელი ვერ პოვა და უკან დააბრუნა ეს ტალანტი მონაგების გარეშე,ამიტომაც

დაისაჯა.

როცა ღმერთის სახელით ვისიმე ცხონება/არცხონების შესხებ საუბრობენ, მე უნებურად მეხარხარება biggrin.gif

არა მგონია ტალანტებში იგულისხმებოდეს 7 ნიჭი,

ან რატომ 7?

პოსტის ავტორი: beks777 თარიღი: Apr 6 2011, 05:06 PM

ქევანა

აბა რა იგულისხმება შენი აზრით?

პოსტის ავტორი: კოკა თარიღი: Apr 6 2011, 10:16 PM

beks777

ციტატა
რა შენ როგორ ფიქრობ აბა?

მე ზევით მიწერია როგორც ვფიქრობ და გადახედე აბა........ http://church.ge/index.php?s=&showtopic=8750&view=findpost&p=666638

ციტატა
მაქსიმალურად გამოიყენეს ღვთისან ბოძებული ნიჭი და არა ნაწილობრივ

როგორ უნდა გამოიყენო მაგალითად ძლიერება ან/და ზრახვა????

ამასთანავე გამოყენებაც არის და გამოყენებაც........ ღვთისაგან ბოძებული სიბრძნე ადამიანს შეუძლია გამოიყენოს მრავალმხრივ....... მათ შორის ბოროტების საკეთებლადაც....... ასე რომ იქნებ უკეთესი არგუმენტები მოიყვანო შენი ვერსიის დასასაბუთებლად.........

პოსტის ავტორი: beks777 თარიღი: Apr 6 2011, 10:54 PM

ციტატა
ანუ ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს მაქსიმალურად კარგად.........
მომღერალმა - იმღეროს და თავისი განვითარებული ტალანტით დაატკბოს სხვათა სმენა;
მოცეკვავემ - იცეკვოს და თავისი განვითარებული ტალანტით დაატკბოს მაყურებელი;
მშენებელმა - აშენოს და თავისი განვითარებული ტალანტით უზრუნველყოს ხალხი საცხოვრებლით;
ხოლო ბიზნესმენმა უნდა აკეთოს ფული, და თავისი განვითარებული ტალანტით ნაშოვნი ფულით უნდა დაეხმაროს იმ გაჭირვებულებს,


გეთანხმები ,კი ეგრე წერია განმარტებებში,

იქნებ დაფიქრებულიყავი შენ რომ ამ ყველაფრისთვის რაც შენ ჩამოთვალე აქ საჭიროა ზრახვა, სიბრძნე და გონიერება .არ მეთანხმები?


პოსტის ავტორი: კოკა თარიღი: Apr 7 2011, 09:41 AM

beks777

ციტატა
კი ეგრე წერია განმარტებებში

რომელ განმარტებაში?
ციტატა
ამ ყველაფრისთვის რაც შენ ჩამოთვალე აქ საჭიროა ზრახვა, სიბრძნე და გონიერება .არ მეთანხმები?

მთლად ვერ დაგეთანხმები.........
მაგალითისათვის ავიღოთ მომღერლის სასიმღერო ნიჭი........ რატომ არის აუცილებელი მომღერალი იყოს ბრძენი? მემგონი საერთოდ არაა აუცილებელი ყველა კარგი მომღერალი იყოს ბრძენი........
რაც შეეხება გონიერებას, ზოგადად ნებისმიერი ადამიანი ითვლება გონიერად და ამ თვისების ტალანტად ჩათვლა არ იქნებოდა მართებული....... იგივე ნაირად შეგვიძლია ტალანტი დავუძახოდ მაშინ მეტყველების უნარსაც და ელემენტარული ფიქრის შესაძლებლობასაც.........

ტალანტი არის ისეთი რამ (რა თქმა უნდა ჩემი აზრით), რომელიც ყველა ადამიანს ვერ ექნება, და რომლის შეძენა შეუძლებელია....... თანდაყოლილი უნდა იყოს ანუ ღმერთისაგან ბოძებული....... ზრახვა ადამიანს შეუძლია საკუთარ თავში გამოიმუშავოს და შესაბამისად ტალანტი ზრახვა ვერ იქნება.........

პოსტის ავტორი: beks777 თარიღი: Apr 7 2011, 11:40 AM

http://www.orthodoxy.ge/tserili/zosime/25_14-30.htm

აქ წერია და ნახე,რომ არ არსებობს ადამანი რომელსაც ღმერთმა არ მისცეს თუნდაც ერთი ტალანტი მაინც

პოსტის ავტორი: beks777 თარიღი: Apr 7 2011, 01:13 PM

კოკა

ეგ ჩემი აზრი კი არააა რომ ამ იგავში სულიწმინდის ნიჭებზეა საუბარი,არამედ წმინდა მამების განმარტებაა ასეთი.

იოანეს სახარების განმრატებაში წერია.მიგითითებ წყაროს და წაიკითხე

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

იოანეს სახარების განმარტება

გამომცემლობა "მრწამსი"

თბილისი 2010 წელი


გვერდსაც გეტყვი რომელ გვერდზე წერია.86 გვერდზე

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Apr 28 2013, 09:13 PM

ვერცერთმა ვერ ახსნა ეს იგავი! სად არის სულიწმინდა? blink.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 28 2013, 10:12 PM

esre ars cheshmariteba

ციტატა
ვერცერთმა ვერ ახსნა ეს იგავი! სად არის სულიწმინდა?

ჰა???
რას ვერ ხსნის ვერავინ ? მითხარი აბა?

პოსტის ავტორი: Giorgi Kadagishvili თარიღი: Oct 18 2013, 11:31 AM

beks777

ციტატა
აბა რა იგულისხმება შენი აზრით?

ჩვენი აზრით კი არა, სინამდვილეში მრევლი იგულისხმება, რომ ჩაგაბარებენ ორ კაციან ეკლესიას, უფლის მოსვლისას ოთხი კაცი უნდა დაახვედრო ღვთისკენ მოქცეული, ის ორი ჩაბარებულიც კი არ უნდა გააქციო ეკლესიიდან, პირიქით როგორც ადამიანთა მებადურმა უნდა მოიპოვო მეტი სულები საცხონებლად უფლისათვის. აი ეს იგულისხმება და ეს სიტყვები უფლის მიერ დადგენილი მწყემსებისთვის არის, ის ვინც უხეირო მწყემსია და არ ცდილობს ეკლესიის გაზრდას, პირიქით ის ორი კაციც სექტებში გაურბის, მათი სულების დაღუპვისათვის აგებს პასუხს, როგორც უვარგისი მწყემსი, მგლებს რომ შეაჭამა უფლის ფარა, ხოლო ვინც პირიქით გაამრავლებს მრევლს და მეტს მოაქცევს სახსნელად ქრისტესაკენ, მისი საზღაურიც დიდი იქნება.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2014, 02:19 PM

"უფალი ვისაც დანარჩენებთან შედარებით მეტს ანიჭებს, სხვებზე მეტსაც მასვე მოსთხოვს, და რამდენ წყალობასაც მისცემს, იმაზე არანაკლებ განსაცდელსაც მოუვლენს, რათა დარწმუნდნენ, რომ რჩეულს სულის ნათელი ჭირმრავლობით ბნელს არ შეირევს."

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Feb 20 2014, 02:29 PM

marine
ძალიან კარგ ციტატებს დებ და ავტორიც მიაწერე ხოლმე, თუ ცნობილია შენთვის smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2014, 02:41 PM

ციტატა(terra @ Feb 20 2014, 03:29 PM) *

marine
ძალიან კარგ ციტატებს დებ და ავტორიც მიაწერე ხოლმე, თუ ცნობილია შენთვის smile.gif


მართალი ხარ, გიორგი, ეგ ჩემი ნაკლია, სახვამაც მომცა ეგ შენიშნვა... აუცილებლად გავითვალისწინებ wub.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 5 2015, 01:01 PM

"ღმერთი ნიჭს რომ მოგცემს, იგი ადამიანებამდე უნდა მიიტანო"

/დედა სერაფიმა/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)