IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> იგავი ტალანტებზე
afxazi
პოსტი Jan 31 2011, 02:45 PM
პოსტი #1


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



რადგან როგორც კაცი, რომელმაც წასვლისას მოუხმო თავის მონებს და მისცა მათ თავისი ქონება: და რომელიღაცას მისცა ხუთი ტალანტი, რომელიღაცას - ორი, ხოლო რომელიღაცას - ერთი, თითოეულს თავისი ძალის მიხედვით, და მაშინვე წავიდა. ხოლო წავიდა, ვინც ხუთი ტალანტი მიიღო, ასარგებლა იგი და შეჰმატა სხვა ხუთი ტალანტი; ასევე, ვინც ორი მიიღო, შეჰმატა სხვა ორიც. ხოლო ვინც ერთი მიიღო, წავიდა, ამოთხარა მიწა და დაფლა თავისი ბატონის ვერცხლი. დიდი ხნის შემდეგ მოვიდა იმ მონების ბატონი და პასუხი მოსთხოვა მათ. და წარუდგა, ვინც ხუთი ტალანტი მიიღო, და მიართვა სხვა ხუთი ტალანტი და თქვა: ბატონო, ხუთი ტალანტი მომეცი მე, აჰა, სხვა ხუთი ტალანტი შევმატე მას. უთხრა მას მისმა ბატონმა: კარგი, მონავ კეთილო და სარწმუნო, მცირედზე სარწმუნო იყავი, და მრავალზე დაგადგენ შენ. შედი შენი ბატონის სიხარულში. მოვიდა ისიც, ვინც ორი ტალანტი მიიღო, და უთხრა: ბატონო, ორი ტალანტი მომეცი მე, აჰა, სხვა ორი ტალანტი შევმატე მას. უთხრა მას მისმა ბატონმა: კარგი, მონავ კეთილო და სარწმუნო, მცირედზე სარწმუნო იყავი, და მრავალზე დაგადგენ შენ. შედი შენი ბატონის სიხარულში. მოვიდა ისიც, ვინც ერთი ტალანტი მიიღო, და უთხრა: ბატონო, ვიცოდი, რომ სასტიკი კაცი ხარ შენ: იმკი, სადაც არ დაგითესავს და კრებ, სადაც არ დაგიბნევია; და შემეშინდა, წავედი და დავფალი შენი ტალანტი მიწაში; აჰა, შენი შენთან არის. მიუგო მისმა ბატონმა და უთხრა მას: ბოროტო მონავ და ზარმაცო, იცოდი, რომ ვიმკი, სადაც არ დამითესავს და ვკრებ, სადაც არ დამიბნევია. ამიტომ უნდა მიგეცა შენ ჩემი ვერცხლი ვაჭრებისთვის, და როცა მოვიდოდი, ავიღებდი ჩემსას მონაგებითურთ. ამიტომ წაართვით მაგას ეგ ტალანტი და მიეცით, ვისაც აქვს ათი ტალანტი. რადგან ყველას, ვისაც აქვს, მიეცემა და მიემატება; ხოლო ვისაც არა აქვს, რაც აქვს, წაერთმევა მას. და ეგ ურგები მონა გააგდეთ ბნელ გარესკნელში; იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა. (მათე, 25- 14-30).



ეს იგავი მეტად ცხოვრებისეულია და ვფიქრობ კარგად უნდა გვქონდეს გააზრებული, რადგან საუკეთესოდ გამოხატავს ქრისტიანული ცხოვრების მისიას. ყველა ჩვენთაგანს, ვინც კი მოხმობილ იქნა ქრისტიანობაზე, სწორედ ეს ტალანტი მიეცა, რომელშიც არ იგულისხმება რა თქმა უნდა მატერიალური რაღაც ფული. ეს არის რწმენა, რომელიც უნდა დათესოს დედამიწაზე ყოველმა ადმაიანმა და იგი უნდა გაანაყოფიეროს. ნაყოფში კი სათნოებები იგულისხმება.

ჩვენი თავი შესაძლებელია ამ სამი ადმიანიდან რომელიმეს შევადაროთ. ვისაუბროთ რამდენად ვანაყოფიერებთ მოცემულ ტალანტს, თუ უბრალოდ დაფლული გვაქვს ღრმად მიწაში.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
afxazi   იგავი ტალანტებზე   Jan 31 2011, 02:45 PM
ikanosi   იქნებ გაგევრცო აფხ...   Mar 29 2011, 11:20 PM
.zakaria.   იქნებ გაგევრცო აფ...   Mar 30 2011, 01:07 AM
leluashvili.giorgi   .zakaria. :D :D :D :D   Mar 30 2011, 08:53 AM
mekaje   afxazi ღვთისგან მონი...   Mar 30 2011, 09:23 AM
კოკა   იქნებ ღვთისაგან ბო...   Mar 30 2011, 01:53 PM
ikanosi   .zakaria. აი ეს :D განმარტ...   Mar 30 2011, 03:54 PM
leluashvili.giorgi   mekaje და რა შეგვატყვე ...   Mar 31 2011, 11:42 PM
ქევანა   დაფლული განძი მარტ...   Apr 4 2011, 11:41 AM
beks777   ტალანტებში იგულის...   Apr 5 2011, 10:10 PM
კოკა   beks777 და რა იგულისხმე...   Apr 6 2011, 11:58 AM
beks777   რა იგულისხმება და ...   Apr 6 2011, 04:24 PM
ქევანა   როცა ღმერთის სახე...   Apr 6 2011, 04:35 PM
beks777   ქევანა აბა რა იგულ...   Apr 6 2011, 05:06 PM
კოკა   beks777 მე ზევით მიწერი...   Apr 6 2011, 10:16 PM
beks777   გეთანხმები ,კი ეგრ...   Apr 6 2011, 10:54 PM
კოკა   beks777 რომელ განმარტე...   Apr 7 2011, 09:41 AM
beks777   http://www.orthodoxy.ge/tserili/zosime/25_14-30.ht...   Apr 7 2011, 11:40 AM
beks777   კოკა ეგ ჩემი აზრი...   Apr 7 2011, 01:13 PM
esre ars cheshmariteba   ვერცერთმა ვერ ახსნ...   Apr 28 2013, 09:13 PM
A.V.M   esre ars cheshmariteba ჰა??? რას ვე...   Apr 28 2013, 10:12 PM
Giorgi Kadagishvili   beks777 ჩვენი აზრით კი ...   Oct 18 2013, 11:31 AM
marine   "უფალი ვისაც დანა...   Feb 20 2014, 02:19 PM
terra   marine ძალიან კარგ ციტ...   Feb 20 2014, 02:29 PM
marine   marine ძალიან კარგ ციტ...   Feb 20 2014, 02:41 PM
marine   "ღმერთი ნიჭს რომ ...   Feb 5 2015, 01:01 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 10:01 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი