საქველმოქმედო ფონდის სპონსორი, იდეებიდან მოქმედებამდე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქველმოქმედო ფონდის სპონსორი, იდეებიდან მოქმედებამდე |
+ვახტანგი+ |
Mar 27 2009, 12:31 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 272 რეგისტრ.: 25-March 09 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,721 |
ჩემო ტკბილო ხალხო, როგორც იცით არა ვარ ამ ფორუმის აქტიური წევრი (თუმცა არცერთი ფორუმის აქტიური წევრი არ ვარ), მაგრამ ალბათ გემახსოვრებით ვინც ვარ.
მინდა იდეა შემოგთავაზოთ. კარგია, როდესაც 2 ტანისამოსიდან ერთს სხვას მივცემთ საწყალობლად და ერთს თვითონ ჩავიცვამთ. მოწყალების გაცემა უდიდესი მადლია და ქველმოქმედებას არაფერი სჯობს. მაგრამ უკეთესია, როდესაც ის ადამიანები, რომლებიც შემოწირულოებბზე და მოწყალებაზე არიან გამოკიდული, უზრუნველყოფილი იყვნენ მუდმივი შემოსავლით. კერძოდ, იდეა მდგომარეობს ბიზნესის დაარსებაში, რომლის მოგებიდანაც დაფინანსდება ფორუმის საქველმოქმედო ფონდი. შემდეგ კი ამ ჩვენი გაზრდილი ფონდის ბიუჯეტით ხელფასს დავუნიშნავთ გაჭირვებულ ადამიანებს. არ ვიცი მართლმადიდებლური ფორუმის საქველმოქმედო ფონდის ბიუჯეტი რამხელა არის, მაგრამ ხელფასების დანიშვნას ძალიან დიდი თანხა სჭირდება და ამიტომაც საჭიროა ბიზნესის წამოწყება. გავაკეთოთ ამხანაგობა (შეიძლება პირდაპირ შ.პ.ს. გავაკეთოთ. გააჩნია როგორი საკუთრების ფორმა იქნება ჩვენთვის უფრო ხელსაყრელი) და ვმართოთ ეს ჩვენი კომპანია. კომპანიი მოგება პირდაპირ საქველმოქმედო ფონდს დააფინანსებს. თუ კარგად დაიწყო ბიზნესი და ყველაფერი ისე განვითარდა როგორც ჩვენ გვინდა, შეიძლება კომპანიაში მომუშავეების ანაზღაურებაც დაფინანსდეს მოგებიდან, თავდაპირველად კი კომპანიის თანამშრომლებისთვის ალბათ არ იქნება ანაზღაურება.... რას იტყვით? -------------------- "ამიტომაც არის ძნელი ცხოვნება, რომ გვიტკბება აქაური ღირებულებები, რაკი შევეჩვიეთ, არ გვემეტება დასათმობად, რადგან მაღალს ვერ ვწვდებით. მაგრამ ვინც მოინდომებს, პოულობს ისეთ სიხარულს, რომელსაც ვერ მისცემს და ვერც წაართმევს წუთისოფელი" (დეკ.ანდრია კემულარია)
"წუთისოფელი არის შრომა-გასწორებითი კოლონია. ადამიანი კი ცდილობს იქციოს სამოთხედ" (დეკ.ანდრია კემულარია) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th May 2024 - 12:55 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი