IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> უკრაინული ენა დამწყებთათვის, დისტანციური სწავლა
კანონისტი
პოსტი Mar 3 2009, 11:43 AM
პოსტი #1


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მოდით, უკრაინულიც ვისწავლოთ ცოტ-ცოტა.

ვინაიდან მისი გრამატიკა და ლექსიკა მჭირდო კავშირშია რუსულთან, ჯობს გაკვეთილები დავწეროთ რუსულთან შედარებითი ფორმით, ვიდრე დამოუკიდებლად.

დავიწყოთ ანბანით.

უკრაინული ენა იყენებს სლავურ დამწერლობაზე დაფუძნებულ ანბანს:

Аа Бб Вв Гг Ґґ Дд Ее Єє Жж Зз Ии Іі Її Йй Кк Лл Мм Нн Оо Пп Рр Сс Тт Уу Фф Хх Цц Чч Шш Щщ Юю Яя Ьь

წაკითხვის თავისებურებები:

1. Гг = ჰ, Ґґ - გ
2. "ი"-ების უკრაინულ-რუსული შესატყვისები:
Ии = ы
Іі = и
Її = йи
Йй = й
3. "ე"-ების უკრაინულ-რუსული შესატყვისები
Ее - э
Єє - йэ
4. უკრაინულ ენას არ ახასიათებს "ძეკანიე" (რბილი д-ს "ძ"-დ წარმოთქმა), "ცეკანიე" (რბილი т-ს "ც"-დ წარმოთქმა) და "აკანიე" (უმახვილო o-ს "ა"-დ წარმოთქმა)
5. щ უკრაინულში იკითხება უფრო გამოკვეთილ "შჩ"-დ, ვიდრე რუსული "შშ"

ბრუნვა
უკრაინულს აქვს 7 ბრუნვა. ჩვენთვის ცნობილ რუსულ 6-ს ბრუნვას ემატება "წოდებითი ბრუნვა"

მამრობითი სქესის ბრუნვა

მხოლობით რიცხვში

სახელობითი народ народ
ნათესაობითი народ-а народ-у*
მიცემითი народ-у народ-ові**
ბრალობითი народ народ
მოქმედებითი народ-ом народ-ом
თანდებულიანი народ-е народ-і
წოდებითი ----- народ-е!

მრავლობით რიცხვში

სახელობითი народ-ы народ-и
ნათესაობითი народ-ов народ-ів
მიცემითი народ-ам народ-ам
ბრალობითი народ-ы народ-и
მოქმედებითი народ-ами народ-ами***
თანდებულიანი народ-ах народ-ах
წოდებითი ----- народ-и!

* უკრაინულში, როგორც წესი, უსულო საგნები ნათესაობით ბრუნვაში დაირთავენ у-ს, ხოლო სულიერი а-ს.
** შესაბამისად, მიცემითში უსულო საგნები დაირთავენ - ові-ს (ძველი სლავური ფორმა), ხოლო სულიერები - у-ს. ові გვხვდება სულიერის მიცემითშიც, მაგრამ იშვიათ შემთხვევაში.
*** ყურადღება მიაქციეთ, რომ მართალია რუსული და უკრაინული ერთნაირად იწერება, მაგრამ უკრაინული народами წაიკითხება, როგორც რუსული народамы.

Письмно Ректору Тбіліського Державного Університету
წერილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს

Громадяни України примуть участь у виборах Президента та Парламенту
უკრაინის მოქალაქეები მონაწილეობას მიიღებენ პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევნებში (დააკვირდით ნათ. ბრუნვას)


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th May 2024 - 10:54 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი