თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ქველმოქმედების შედეგები _ 10 წლის დიდი ადამიანი

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Mar 12 2009, 02:01 AM

ყველაფერი აქ წერია
http://www.busuna.blogspot.com/
თუ ვინმეს დახმარების სურვილი გაგიჩნდებათ, შაბათს 4 საათიდან იკრიბება ხალხი თუმანიშვილის თეატრთან.
საკონტაქტო ტელეფონი 871 29 10 20


პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Mar 12 2009, 02:19 AM

შემძრა user.gif


იქნებ მივეხმაროთ რამით,საცოდაობაა

პოსტის ავტორი: მაკუნა თარიღი: Mar 12 2009, 03:35 AM

ციტატა(დათიკო @ Mar 12 2009, 03:01 AM) *

ყველაფერი აქ წერია
http://www.busuna.blogspot.com/
თუ ვინმეს დახმარების სურვილი გაგიჩნდებათ, შაბათს 4 საათიდან იკრიბება ხალხი თუმანიშვილის თეატრთან.
საკონტაქტო ტელეფონი 871 29 10 20

საუკუნეა აქ აღარ დამიპოსტავს შესაბამისი მიზეზების გამო, მაგრამ ახლა არ შემიძლია არ დავპოსტო. ღმერთო რა ცოდოა ბავშვი sad.gif sad.gif
რამით დავეხმაროთ რააა sad.gif sad.gif
ახლა ვფიქრობდი რისი გაკეთება შეიძლება მეთქი, მაგრამ ვერაფერი მომიფიქრებია შესაბამისი. შესაძლებელია მატერიალურად დავეხმაროთ, მაგრამ ერთჯერად დახმარებაზე მეტს ალბად ვერ შევძლებთ, ეს კი როგორც ვხედავთ საკმარისი არ იქნება. mellow.gif
ვფიქრობ მისთვის ყველაზე კარგი დახმარება ოჯახის დაბრუნება იქნება.
როგორც სტატიიდან გავარკვიე დედის დაბრუნებაზე ლაპარაკიც ზედმეტია, მაგრამ შესაძლებელია მამამისის განთავისუფლებაზე ფიქრი. გამოვარკვიოთ რა აქვს ჩადენილი და იქნებ შევძლოთ რამის გაკეთება. იქნებ მოვახერხოთ, რომ სასჯელის სახე შეუცვალონ და ციხიდან გამოვიდეს.
ამ ფორუმზე ბევრი იურისტია. პირადად მეც შემიძლია მივიღო ამაში მონაწილეობა. მოდით ვნახოთ რისი გაკეთება შეიძლება. დარწმუნებული ვარ მამამისს არ ექნებოდა საშუალება იურისტის მომსახურება მიეღო, თორემ არ გაუშვებდნენ ციხეში და ასე მარჩენალის გარეშე არ დატოვებდნენ ოჯახს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დანაშაული მსუბუქ კატეგორიათა რიცხვს მიეკუთვნება.
რა აზრის ხართ ამაზე? unsure.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Mar 12 2009, 09:34 AM

შემძრა

sad.gif sad.gif sad.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Mar 12 2009, 09:39 AM

აუ დედა sad.gif
ეს შოთა პაპას აქცია მოვრჩეთ და ვინც ჩემდათავად მაგ ბავშვს არ მიეხმაროს... sad.gif
რებეკა ჩემი მეგობარია და გავარკვევ რა როგორ და მივეხმაროთ რა sad.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Mar 12 2009, 12:01 PM

sad.gif((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((

შემოგიერთდებით აუცილებლად!

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Mar 12 2009, 12:18 PM

ღმერთი შეგიწირავთ, თუკი ამ მადლიან საქმეს გვერდში დაუდგებით!

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Mar 12 2009, 03:36 PM

IQ SHEGIZLIA DACERO AXLA GADAVXEDE ROM
[3:24:51 PM] Хелависа says: TUKI VINMES AQVS KAVSHIRI UNICEFTAN AN MSGAVS ARASAMTAVROBOSTAN ROM AM BAVSHSV DAEXMAROS AN MAMISI SASJELZE RAME QNAS
[3:25:03 PM] Хелависа says: 'IQNEB SAPATRIARQOM DAEXMAROS MAMAS GANTAVISUFLEBASHI
[3:25:09 PM] Хелависа says: AN RAVI MAND IMDENI XALXIA ENQBE AVINMES RAME SHANSI
[3:25:15 PM] Хелависа says: SAPATRIARQSTAN KAVSHIORIS
[3:25:21 PM] Хелависа says: XODA ES RAA ERTJERADI DAXMAREBA
[3:25:29 PM] Хелависа says: SGEC SHEGIZLIA DACERO ES MXOLOD PIRVELIA
[3:25:34 PM] Хелависа says: mag bavshvs agar mivatovebt!
smile.gif ესეც რებეკამ მომწერა ხოდა ეს აქცია მოვრჩე და მერე დაყაჭეთ ფულებიიიი

პოსტის ავტორი: მაკუნა თარიღი: Mar 12 2009, 03:42 PM

ციტატა(ქავთარაძე @ Mar 12 2009, 04:36 PM) *

smile.gif ესეც რებეკამ მომწერა ხოდა ეს აქცია მოვრჩე და მერე დაყაჭეთ ფულებიიიი

მამამისს რაც შეეხება შეიძლება რამე მოხერხდეს. თუმცა ჯერ საქმის გაცნობა და გარემოებების ზუსტად დადგენაა საჭირო.

პოსტის ავტორი: ana-bana თარიღი: Mar 12 2009, 03:42 PM

ვაიმე რა საცოდაობაა,გული დამეწვა sad.gif((

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Mar 12 2009, 03:53 PM

ana-bana
მაკუნა
კიბატონო, მიიღეთ ორივემ მონაწილეობაა smile.gif

პოსტის ავტორი: მაკუნა თარიღი: Mar 12 2009, 03:58 PM

ზუსტი მისამართი ვინმემ იცის? unsure.gif
თუ იცით PM-ით მომწერეთ რაა. dry.gif

პოსტის ავტორი: *ana* თარიღი: Mar 12 2009, 05:24 PM

რა საშინელებააა sad.gif sad.gif
საწყალი ბავშვი sad.gif და ბებოც...
sad.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Mar 12 2009, 06:42 PM

თუ რაიმეს დააპირებთ, არ გამომტოვოთ.

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Mar 12 2009, 08:29 PM

აუცილებლად გავითვალისწინებთ

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Mar 13 2009, 10:21 PM

ჩვენი საზღვარგარეთ მყოფი ფორუმელი დაახლოებით ერთ თვეში ამ ოჯახისთვის აპირებს მობილურისა და ტელევიზორის შეძენას და გადავცემთ პატარა/დიდ ბაიას kiss1.gif

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Mar 13 2009, 10:22 PM

ციტატა(ნათია @ Mar 13 2009, 10:21 PM) *

ჩვენი საზღვარგარეთ მყოფი ფორუმელი დაახლოებით ერთ თვეში ამ ოჯახისთვის აპირებს მობილურისა და ტელევიზორის შეძენას და გადავცემთ პატარა/დიდ ბაიას kiss1.gif

jump.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Mar 13 2009, 10:33 PM

გული დამიმძიმდა

რა საშინელებაა

user.gif cray.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Mar 13 2009, 11:01 PM

ციტატა
ჩვენი საზღვარგარეთ მყოფი ფორუმელი დაახლოებით ერთ თვეში ამ ოჯახისთვის აპირებს მობილურისა და ტელევიზორის შეძენას და გადავცემთ პატარა/დიდ ბაიას

აუ გამაცანი რა ნათი ეგ უცხოეთში მყოფი ფორუმელი biggrin.gif მიყვარს ვინცაა biggrin.gif მომწეროს რა PM biggrin.gif

პოსტის ავტორი: *ana* თარიღი: Mar 13 2009, 11:07 PM

ციტატა
ჩვენი საზღვარგარეთ მყოფი ფორუმელი დაახლოებით ერთ თვეში ამ ოჯახისთვის აპირებს მობილურისა და ტელევიზორის შეძენას და გადავცემთ პატარა/დიდ ბაიას

რამხელა მადლია wub.gif
უფალი შეეწიოს wub.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Mar 13 2009, 11:10 PM

ციტატა(ნათია @ Mar 13 2009, 10:21 PM) *

ჩვენი საზღვარგარეთ მყოფი ფორუმელი დაახლოებით ერთ თვეში ამ ოჯახისთვის აპირებს მობილურისა და ტელევიზორის შეძენას და გადავცემთ პატარა/დიდ ბაიას kiss1.gif

შეუწიროს უფალმა rolleyes.gif

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Mar 13 2009, 11:15 PM

ეს რა წავიკითხე sad.gif sad.gif sad.gif


აუცილებლად დავეხმაროთ რააა, მე რაც შემიძლია თქვენს გვერდით ვიქნები

პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: Mar 13 2009, 11:29 PM

დიდისიამოვნებით დავეხმარები რითიც შევძლებთ იქნებ თვეში ერთხელ მაინც მოვახერხოტ ამ ოჯახის დამხარება მცირედით მაინც?ან თანხით ან საჭმლით.

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Mar 13 2009, 11:33 PM

ციტატა(ბიძია თომა @ Mar 13 2009, 11:29 PM) *

დიდისიამოვნებით დავეხმარები რითიც შევძლებთ იქნებ თვეში ერთხელ მაინც მოვახერხოტ ამ ოჯახის დამხარება მცირედით მაინც?ან თანხით ან საჭმლით.

კარგი იქნება თემო.

პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: Mar 13 2009, 11:35 PM

დავთქვათ ერთი დღე და ავაგროვოთ თანხა რაც აგროვდება იმით საკვები აუტანოთ ან თანხა გადავცეთ.

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Mar 14 2009, 12:35 AM

მე ხვალე ჩაწერა დამინიშნეს sad.gif
თუ გამოვძვერი მოვალ
ძაან კი მეპარება ეჭვი sad.gif

პოსტის ავტორი: ana ***** თარიღი: Mar 14 2009, 01:38 AM

ციტატა
დავთქვათ ერთი დღე და ავაგროვოთ თანხა რაც აგროვდება იმით საკვები აუტანოთ ან თანხა გადავცეთ.



კარგი აზრია, მეც რითიც შევძლებ თქვენს გვერდით ვიქნები. smile.gif

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Mar 15 2009, 01:09 AM

რომელიმე გოგო გამომყევით და მივიდეთ რა მის სანახავად.... უბრალოდ ცოტა გავართოთ...

საჭმელი ექნება, უფრო მინდა გოგოს რამეები ავუტანოთ, ტანსაცმელი ან რაღაც ამდაგვარი, რომ იგრძნოს თავი ბავშვად... სადმე წავიყვანოთ... მანამდე რომელმე დავრჩეთ ბებოსთან, თუ მარტო ვერ დატოვებს...

ჩავარდნილ მოხუცს და პატარა ბავშვს, იმდენი რა საჭმელი ენდომებათ... საჭმელს მეზობლებიც მიაწვდიან...

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Mar 15 2009, 10:18 AM

როდის?
მოკლედ მე ვინმემ გამომიაროს რა sad.gif
ძალიან დიდი ბოდიში, რომ ვერ მოვდვარ, მაგრამ ამ ვირსუებზე საბა 3-ჯერ მყავდა ავად, გადავირევი კიდევ რომ გაცივდეს .

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Mar 15 2009, 06:10 PM

.ნინო

ციტატა
რომელიმე გოგო გამომყევით და მივიდეთ რა მის სანახავად.... უბრალოდ ცოტა გავართოთ...

მე წამოვალ ნინ yes4.gif

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Mar 15 2009, 07:52 PM

ციტატა
მე წამოვალ ნინ


ხვალ არ მცალია დანარჩენი თავისუფალი ვარ იმ კვირაში და შენ როდის გცალია?

ვინც იცით მისამართი, PM-ში მომწერეთ რა

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Mar 15 2009, 08:55 PM

.ნინო

ციტატა
შენ როდის გცალია?

რავი დღის მეორე ნახევარში უფრო ვახერხებ

ხვალ გავარკვევ საგნების ცხრილს და გეტყვი smile.gif

პოსტის ავტორი: ana ***** თარიღი: Mar 15 2009, 11:37 PM

მეც მინდა შემოგიერთდეთ,მაგრამ სამწუხაროდ შაბათ-კვირის გარდა არასდროს მცალია. თუ შაბათ-კვირას გადაწყვეტთ მეც წამოვალ, თუ არადა იქნებ სხვა დროს მაინც მოვახერხო. smile.gif

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Mar 16 2009, 12:33 AM

sad.gif ღმერთო ჩემო .

პოსტის ავტორი: BOO თარიღი: Mar 16 2009, 08:37 PM

ციტატა(.ნინო @ Mar 15 2009, 02:09 AM) *

რომელიმე გოგო გამომყევით და მივიდეთ რა მის სანახავად.... უბრალოდ ცოტა გავართოთ...

საჭმელი ექნება, უფრო მინდა გოგოს რამეები ავუტანოთ, ტანსაცმელი ან რაღაც ამდაგვარი, რომ იგრძნოს თავი ბავშვად... სადმე წავიყვანოთ... მანამდე რომელმე დავრჩეთ ბებოსთან, თუ მარტო ვერ დატოვებს...

ჩავარდნილ მოხუცს და პატარა ბავშვს, იმდენი რა საჭმელი ენდომებათ... საჭმელს მეზობლებიც მიაწვდიან...


კარგი იქნება
მე შაბათ-კვირას მცალია და მეც წამოვალ .მანქანით ვიქნები და სადმე წავიყვანოთ


ოღონდ ერთი პრობლემაა გზები არ ვიცი biggrin.gif და წინასწარ დავაზუსტოდ

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Mar 16 2009, 08:42 PM

ამ შაბათ-კვირას არ ვიცი მეცლება თუ არა, მეგობრის ზარს ველოდები, უნდა გავყვე...

თუმცა ერთ-ერთი დღე აუცილებლად მექნება თავისუფალი და წავიდეთ მაშინ ამ შაბათ-კვირას.

პოსტის ავტორი: BOO თარიღი: Mar 16 2009, 08:43 PM

ციტატა(.ნინო @ Mar 16 2009, 09:42 PM) *


თუმცა ერთ-ერთი დღე აუცილებლად მექნება თავისუფალი და წავიდეთ მაშინ ამ შაბათ-კვირას.


როცა გეცლება მაშინ წავიდეთ

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Mar 16 2009, 08:44 PM

როგორც კი დამირეკავს დავწერ, სავარაუდოდ ხუთშაბათს უკვე მეცოდინება შაბათს მცალია თუ კვირას smile.gif

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Mar 18 2009, 12:53 AM

აუუ,მეც მითხარIტ რა,ძალიან გაჭედილი ვარ დროში,მაგრამ იქნებ მეცალოს..
ძალიან მინდა რამით მაინც დავეხაროთ ;(

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Mar 20 2009, 10:36 PM

ეს დღეები არ მეცალა, არც ინტერნეტი მქონდა

კვირას წავიდეთ?

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Mar 20 2009, 11:28 PM

ა ნ უ კ ა

დათიკოს გამოვართვი ნომერი. ხვალ დავურეკავ იმ გოგოს და დავწერ რას გვეტყვის. .

მე მცალია კვირას

პოსტის ავტორი: BOO თარიღი: Mar 21 2009, 08:55 PM

ბავშვებო ზუსტად არ ვიცი ხვალ წამოვალ თუ არა ..გვიან დავწერ პასუხს


ვინც მიდის დაწეროს რა, თუ მეცალა დავუკავშირდები მაინც

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 23 2009, 02:30 PM

იყავით? huh.gif

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Mar 23 2009, 08:22 PM

ციტატა
იყავით?


არა, ვერ მოვახერხე იმ გოგოსთან დაკავშირება... ამ კვირაში ვცდი კიდე smile.gif


პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 23 2009, 08:41 PM

იქნებ მეც შემოგიერთდეთ smile.gif

პოსტის ავტორი: Private.edition თარიღი: Mar 24 2009, 12:32 PM

ეს თემა ბოკეზეა გახსნილი და ვფიქრობ აქაც უნდა იყოს... მიუხეავად იმისა რომ უმრავი მზგავსი თემაა გახსნილი, ადამიანებზე რომლებსაც დახმარება სჭირდებად ამ შემთხვევაში ჩემი თხოვნა იქნება ბოლომდე წაიკითხოთ თემა... პირდაპირ ვაკოპირებ არსბულ თემას ბლოგზე და ბოკეზე

Aრც კი ვიცი მაქვს უFლება თუ არა დავწერო ის რასაც ვაპირებ
( მე არ ვარ ჯურნალისტი) მაგრამ…
მინდა მოგიყვეთ ჩემი დღევანდელი დღის შესახებ …

დღეს 8 მარტია ,ქალთა საერთაშორისო დღე,ისეთი თარიღია გეგონება აუცილებლად უნდა იყო ბედნიერი,გაღიმებული სახით მაგრამ…


გაიცანიტ ეს Nინი შპეტიაშვილია -10 წლის


http://www.radikal.ru

(ადამიანმა რომელიც უზომოდ დიდი შტაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ,ის დიდი ადამიანია…სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით!)

მინდა მოგიყვეთ მის შესახებ …

როგორც უკვე ვთქვი ნინი 10 წლის არის ,ცხოვრობს მოსკოვის პროსპექტზე (სრულიად შემთხვევით მოვხვდით მაგასთან ,როგორც ხდება ხოლმე ძირითადად თბილისში,ვიღაცა-ვიღაცის ნაცნობის მეზობელი და ა.შ)

ცხოვრობს მარტო თუმცა არა არასწორად ვიძახი,ცხოვრობს ბებიასთან ერთად,

http://www.radikal.ru

ბებია ლოგინში არის ჩავარდნილი უკვე 3 წელი… ( ვერც კი ჟდება,სხვა რომ არაFერზე ვილაპარაკო...სულ წევს…)

http://www.radikal.ru

ყველაFერი ამ ბავშვზეა…

ერთი ჩვეულებრივი დღე იმით იწყება რომ დგება 7 საათზე,მიდის სამზარეულოში

ამზადებს საჭმელს,აჭმევს ბებიას .

მაგიდა რომელიც ბებიას ლოგინის გვერდით დგას... უტოვებს საჭმელს

Aრც კი ვიცი მაქვს უFლება თუ არა დავწერო ის რასაც ვაპირებ
( მე არ ვარ ჯურნალისტი) მაგრამ…
მინდა მოგიყვეთ ჩემი დღევანდელი დღის შესახებ …

დღეს 8 მარტია ,ქალთა საერთაშორისო დღე,ისეთი თარიღია გეგონება აუცილებლად უნდა იყო ბედნიერი,გაღიმებული სახით მაგრამ…


გაიცანიტ ეს Nინი შპეტიაშვილია -10 წლის

(ადამიანმა რომელიც უზომოდ დიდი შტაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ,ის დიდი ადამიანია…სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით!)

მინდა მოგიყვეთ მის შესახებ …

როგორც უკვე ვთქვი ნინი 10 წლის არის ,ცხოვრობს მოსკოვის პროსპექტზე (სრულიად შემთხვევით მოვხვდით მაგასთან ,როგორც ხდება ხოლმე ძირითადად თბილისში,ვიღაცა-ვიღაცის ნაცნობის მეზობელი და ა.შ)

ცხოვრობს მარტო თუმცა არა არასწორად ვიძახი,ცხოვრობს ბებიასთან ერთად,

ბებია ლოგინში არის ჩავარდნილი უკვე 3 წელი… ( ვერც კი ჟდება,სხვა რომ არაFერზე ვილაპარაკო...სულ წევს…)

ყველაFერი ამ ბავშვზეა…

ერთი ჩვეულებრივი დღე იმით იწყება რომ დგება 7 საათზე,მიდის სამზარეულოში

,ამზადებს საჭმელს,აჭმევს ბებიას .

მაგიდა რომელიც ბებიას ლოგინის გვერდით დგას... უტოვებს საჭმელს

და მიდის სკოლაში…
სკოლიდან დაბრუნებული შედის ბებიის ოთახში
(Fაქტიურად ამ ერთ ოთახში ცხოვრობენ) …მარტო დარჩენის ეშინია,ნინიც სულ გვერდით უზის,მეცადინეობს (ეგეც შეძლებისდაგვარად ,რადგან რვეულები,კალმები… ეს არაFერი არ არის თითქმის… რომ არა კლასელები,მეზობლები…)
შემდეგ ჭურჭლის გარეცხვის დრო მოდის და აი უკვე საღამოსკენ სარეცხისთვისაც იცლის…
ამ ყველაFერს აკეთებს 7 წლიდან…

http://www.radikal.ru

ალბათ კითხვა გაჩნდება კი მაგრამ ნინის მშობლები სად არიან,რატომ არის ბავშვი ასეთ დღეში?და ეს ლოგიკურიც იქნება…

დედა – ალლა …



http://www.radikal.ru


წასულია საქართველოდან ,გათხოვდა რუსეთში და ნინის ბედით არც კი დაინტერესებულა…
თუმცა არა იყო შემთხვევა როდესაც დაინტერესდა,ნინი 4 წლის იყო,როდესაც წაიყვანა ციმბირში და იქ ბავშთა სახლში ჩააბარა,შემდეგ იქ ვიღაცამ “იშვილა” … ეს ქალი ამუშავებდა პატარა ნინის (ოთახებს ალაგებინებდა,ჭურჭელს არეცხინებდა),როდესაც საქართველოში მყოFმა მამამ და ბებიამ გაიგეს თუ რა ბედი ეწია Nინის ,ციმბირში ჩავიდნენ და წამოიყვანეს…


მამა – ზურაბი …

http://www.radikal.ru

ამჟამად იმყოFება კოლონიაში,მას 3 წელი მიუსაჟეს
( ნასვამ მდგომარეობაში,მაღაზიის ვიტრინის გატეხისთვის)

სხვათაშორის ძალიან მაინტერესებს იურიდიული თვალსაზრისით,მაშინ როდესაც ოჟახის ერთადერთი მარჩენალი ეს ადამიანია,ნუთუ არ შეიძლებოდა რომ სასჟელი შემცირებული ჰყოFილიყო ან არ ვიცი რამე სხვანაირად რომ მომხდარიყო,თუნდაც უბრალოდ ჟარიმა რომ გამოეწერათ…

არ ვიცი შეიძლება არასწორს ვიძახი…

ბებიაზე უკვე დავწერე,ეს არის ნინის მთელი ოჯახი,თუმცა არა არის კიდევ ერთი წევრი...

მამიდა (სახელი არ მახსოვს სამწუხაროდ )
ადამიანი რომელიც ულამაზებდა ნინის ცხოვრებას (მისივე სიტყვებიდან )

http://www.radikal.ru

ალბათ ისევ კითხვა დაიბადება კი მაგრამ ახლა სად არის მამიდა?
Aქაც ძალიან მარტივი პასუხია – მამიდა ქალთა კოლონიაში იხდის სასჯელს ( შეიძლება გახსოვდეთ,გახმაურებელი ამბავი იყო Pროკრედიტ Bანკიდან თანხის მოპარვაზე ,საკმაოდ დიდ თანხაზე იყო საუბარი ,მაგრამ … სად არის ეს Fული? ესეც გაურკვეველი ამბავია…)

რამდენი აქვს მისჯილი ესეც არ ვიცი მაგრამ Fაქტი ის არის რომ დღეს ნინი არის ამ ოჯახის უFროსი …
არ ვიცი მართლა ვერ აგიხსნით ჩემს ემოციებს ,აპარატი ძლივს მეკავა ხელში ,ვუყურებდი და ვFიქრობდი ასეთი ულამაზესი ბავშვი…თუმცა არა ის უკვე იმდენად დიდია რომ ,ნაადრევად გაიზარდა ,ცხოვრებამ გაზარდა,პირობებმა…

- თოვლის ბაბუის გჟერა ნინი ?
- Aრა,აი ისეთების არ მჟერა ირმებით რომ დაFრინავენ თორე ისე კი არის,ოღონდ ჩემთან არ მოდის...

Dიდი ადამიანია და მაინც მასში ცხოვრობს ბავშვი ,არ დაუკარგავს ეს “თვისება”

- ოცნება თუ გაქვს ?
- მობილური,ძალიან მინდა რომ მქონდეს…ტელევიზორი…

Mომღიმარე სახე,თუმცა ამ ღიმილის ქვეშ არავინ ვიცით რა არის,რა ხდება მის სულში …

- დღიურს არ ჭერ?
- Aდრე ვწერდი…მერე დავკარგე,ახლა არ მაქვს არაFერი რაშიც შესაძლებელია წერა..ეს ჩემი საყვარელი რვეულია,ხომ ლამაზია? ჩემმა კლასელმა მაჩუქა,დედამ ჩამოუტანა საიდანღაც ,ბევრი ჰქონდა და ერთი მე მომცა,ძალიან მომწონს…

http://www.radikal.ru

- არ გადამიღო კარგი ჭურჭEლს რომ ვრეცხავ?!...მრცხვენია …
( და ესეც კი მომღიმარე სახით ნათქვამი… )
- არ გადაგიღებ… -)


-Iცი მეც მინდა ჟურნალისტობა მაგრამ თუ არ გამომივა მაშინ ექიმი მინდა რომ გამოვიდე,ხო ხო ექიმი მინდა ვიყო … ( ალბათ ეს ლოგიკურიც კი იქნებოდა,ბავშვს იმდენჯერ გამოუძახებია სასწრაFო…ხშირი “ურთიერთობა” აქვთ …

Oჯახის მთელი შემოსავალი შეადგენს 69 ლარს
(პენსია… ახლა…ადრე რამდენი იყო იცით? ) და ამის ნახევარი მიდის ბებიას წამლებში…კომუნალურ გადასახდელებში…

- აქ რითი თბებით?
- Aი იქით პატარა პლიტა რომ დგას იმით,თუმცა ვერ ვრთავთ, დენი…ძალიან ძვირი ღირს,არ გვეყოFა Fული არაFერში მერე…

- საჭმელი?
- ადრე მეზობლებს მოჰქონდათ,ვის რა ჰქონდა,მაგრამ ახლა ყველას უჭირს …რაღაცეებს ვყიდულობთ მაღაზიაში , ვალითაც გვაძლევენ,მერე პენსიას რომ ვიღებთ ვისტუმრებთ…


- ტანსაცმელი?
- ბებიამ მითხრა ახლა პენსიას რომ აიღებს ბოტასებს მიყიდის…ეს კურთკა ჩემმა კლასელმა მაჩუქა…შარვლები…მამიდა რასაც მყიდულობდა ყველაFერი დიდი მქონდა ახლა ვიცმევ და კარგად მაქვს…

Aმას უკომენტაროდ დავტოვებ,ალბათ თქვენით ხვდებით რისი კეთებაც უწევს ნინის,ის ხომ ამ ოჯახის "დიასახლისია" ...


http://www.radikal.ru

- ეს რა სურათია ნინი?
- ეს…ჩემს ძველ კლასელებთან ერთად ვარ ,აი ასეთი ვიყავი 3 წლის წინ…

- ამ ოთახში გიყვარს ჰყოFნა?
- არა ახლა აღარ,ადრე მიყვარდა,ვცეკვავდი აქ ბევრს ახლა დრო არ მაქვს უბრალოდ…


- ეზოში ჩადიხარ სათამაშოდ?
( ღიმილი) – არა დრო არ მაქვს მაგისთვის,ბებიას ხომ არ დავტოვებ?!აი მხოლოდ მაღაზიაში როდესაც ჩავდივარ…

" მე ნინის ბავშობა წავართვი,სიკვდილს ვნატრობ მაგრამ ეგეც არ არის" იმდენად იმოქმედა ჩემზე ბებიის ამ სიტყვებმა რომ...


Vერ აგიხსნით მართლა რა ვნახე ჩემი თვალით…Nინიმ თითქოს გამზარდა,თითქოს შემცვალა,
YველაFერს სხვა თვალით შევხედე და სრულიად სხვანაირი გამოვედი ამ პატარა ქალბატონის სამყაროდან…

- Fანჟარაში ხშირად იყურები?
- Aრა,აქედან არ მიყვარს ,აი იმ ოთახიდან…

სადარბაზოდან როგორ გამოვედით,როგორ ჩავჯექით მანქანაში ,როგორ მივედით რედაქციაში არაFერი მახსოვს გეFიცებით,მთელი გზაც სიჩუმე იყო, სამი ადამიანიდან ვერც ერთი ვერ ვბედავდით ხმის ამოღებას…

მარტო ნინიზე ვFიქრობდი,ერთადერთი ის მომენტი იყო…მანქანაში რომ ვჟდებოდი ჩვევა მაქვს ყოველთვის ზევით ვიყურები ( ბავშობიდან ვარ მიჩვეული,სახლიდან ყოველთვის ისე მაცილებდნენ რომ Fანჯრიდან იყურებოდნენ,დღემდე დამრჩა -)) ზევით ავიხედე და … ნინი Fანჟრიდან იყურებოდა ,იღიმოდა და ხელს გვიქნევდა…

Aრასდროს დამავიწყდება ამ ბავშვის სახე,თვალები,ლაპარაკი და არც უნდა დამავიწყდეს!..

Aრ ვიცი რატომ დავწერე აქ ეს ყველაFერი თუმცა … მე მინდა ამ ბავშვს დავუბრუნო ბავშობა,მართლა მინდა,შეიძლება ძალიან ხმამაღალი ნათქვამია და მე მარტო არაFრის გაკეთება არ შემიძლია მაგრამ… მარტო ვარ??

Gავახილოთ თვალები…

თუ გაქვთ სურვილი რამეთი მხარში ამოუდგეთ ნინის, ეს იქნება ფინანსური თუ სხვა სახის დახმარება

ასეთია პატარა ნინის ცხოვრება, ამ რეპორტაჟის მერე მრცხვენია, დედოფალივით ვცხოვრობ და კიდევ მაქვს საწუწუნო თანაც გაუთავებლად.

ბოკეზე საზოგადოება აგროვებს ყველაფერს, რისი გაცემაც შეუძლია და აქვს.

ნინის ფეხის ზომაა 35-36, არ აქვს სასკოლო ინვენტარი, როგორც ნახეთ ფოტოებზე , მათი ჭურჭელის ძალიან მწირია, ცხოვრობენ 69 ლარიან პენსიაზე, რომელიც ნახევარზე მეტი ბებიას წამლებისათვის სჭირდებათ. ეკონომიას აკეთებნ ყველაფერზე….

მოკლედ ეს ბავშვი ჯოჯოხეთშია ფაქტიურად!


ძალიან გვინდა რომ მას დავეხმაროთ და თანაც არაერთჯერადად.


თუ ვინმეს გავქთ მისთვის საჭირო ნივთები რომლებიც თქვენთვის უმნიშვნელო შეიძლება იყოს, ხოლო ნინის სიცოცხლეს გაუხალისებს და გაუადვილებს, მომწერეთ კომენტარებში ან სკაიპში ID- mariam-rebecca! თუ გაქვთ სურვილი ამ პატარა გოგონას რამენაირად მაინც დაეხმაროთ, შეგიძლიათ სულ მცირე თანცა გადარიცხოთ ამ ანგარიშზე

http://www.radikal.ru






პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Mar 24 2009, 12:34 PM

http://church.ge/index.php?showtopic=6037

პოსტის ავტორი: ანასტასია თარიღი: Mar 24 2009, 01:05 PM

აუ ცუდად გავხდი sad.gif sad.gif

ანგარიში ვის სახელზეა ბანკში გახსნილი? unsure.gif unsure.gif unsure.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Mar 24 2009, 03:00 PM

აუ, private.edition

როგორ დავეკონტაქტო ამ გოგოს, ტელეფონი სახლში თუ აქვს, დიდი სიამოვნებით ვესტუმრებოდი სახლში და ვეცდები მობილური ან ტელევიზორი (პატარა) ვუყიდო

უბრალოდ დაველაპარაკო

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Mar 24 2009, 08:44 PM

ციტატა(Ligia @ Mar 24 2009, 03:00 PM) *

აუ, private.edition

როგორ დავეკონტაქტო ამ გოგოს, ტელეფონი სახლში თუ აქვს, დიდი სიამოვნებით ვესტუმრებოდი სახლში და ვეცდები მობილური ან ტელევიზორი (პატარა) ვუყიდო

უბრალოდ დაველაპარაკო

მე, BOO და .ნინო ვაპირებდით წასვლას

გადაგვედო და შემდეგში როცა წავალთ, შეგეხმიანებით kiss1.gif

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Mar 24 2009, 09:11 PM

ბარაქალა თქვენ, კარგ საქმეს აკეთებთ. დამეთუთქა გული. იმედია ეს ერთჯერადი არ იქნება და სხვებიც შემოგიერთდებიან ჩემის ჩათვლით.

ყოჩაღ ამ პატარა გოგოს, ღმერთმა გააძლიეროს. იმედია მამიკო მალე დაუბრუნდება და გაახარებს smile.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Mar 24 2009, 09:34 PM

ციტატა(ა ნ უ კ ა @ Mar 24 2009, 08:44 PM) *

მე, BOO და .ნინო ვაპირებდით წასვლას

გადაგვედო და შემდეგში როცა წავალთ, შეგეხმიანებით kiss1.gif



აუცილებლად, მე კიდევ ერტი აზრი მაქვს და მაგას რომ გნახავტ მერე გაგანდობთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Mar 25 2009, 01:30 AM

აუ, რა საშინელებაა. sad.gif

მთავარი ამ ბავშვისთვის მამის დაბრუნებაა... sad.gif

პოსტის ავტორი: მაკუნა თარიღი: Mar 25 2009, 01:35 AM

ციტატა(Ismail @ Mar 25 2009, 02:30 AM) *

აუ, რა საშინელებაა. sad.gif

მთავარი ამ ბავშვისთვის მამის დაბრუნებაა... sad.gif

დიახ ასეა, ყველაზე კარგი დახმარება მისთვის ეს იქნება. კვირას ხო?

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Mar 25 2009, 01:37 AM

ციტატა(მაკუნა @ Mar 25 2009, 01:35 AM) *

დიახ ასეა, ყველაზე კარგი დახმარება მისთვის ეს იქნება. კვირას ხო?
კი, საკითხის შესწავლაა საჭირო ოღონდ.

პოსტის ავტორი: მაკუნა თარიღი: Mar 25 2009, 01:40 AM

ციტატა(Ismail @ Mar 25 2009, 02:37 AM) *

კი, საკითხის შესწავლაა საჭირო ოღონდ.

კარგი ახლა. აქ იმას ვწერთ რაზეც დღეს უკვე ვილაპარაკეთ smile.gif
რა საჭიროა ამდენის წერა, ისედაც ვიცით რა უნდა გავაკეთოთ smile.gif
ასე რომ კვირას გავეცნობით საქმეს და მერე გვიფრთხილდნენ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში a075.gif
იმედია უფალი დაგვეხმარება რომ ამ ბავშვს მამა დავუბრუნოთ girl_angel.gif

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Mar 25 2009, 02:21 AM

ციტატა(მაკუნა @ Mar 25 2009, 01:40 AM) *

კარგი ახლა. აქ იმას ვწერთ რაზეც დღეს უკვე ვილაპარაკეთ smile.gif
რა საჭიროა ამდენის წერა, ისედაც ვიცით რა უნდა გავაკეთოთ smile.gif
ასე რომ კვირას გავეცნობით საქმეს და მერე გვიფრთხილდნენ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში a075.gif
იმედია უფალი დაგვეხმარება რომ ამ ბავშვს მამა დავუბრუნოთ girl_angel.gif

გაეცანით უკვე საქმეს?რა სტადიაშია და რა მუხლით არის გასამართლებული გააჩნია,დამიპიემეთ რა ეს ამბავი თუ შეიძლება smile.gif

პოსტის ავტორი: მაკუნა თარიღი: Mar 25 2009, 02:59 AM

ციტატა(inaina @ Mar 25 2009, 03:21 AM) *

გაეცანით უკვე საქმეს?რა სტადიაშია და რა მუხლით არის გასამართლებული გააჩნია,დამიპიემეთ რა ეს ამბავი თუ შეიძლება smile.gif

არა საქმეს არ გავცნობილვარ ჯერ, მაგრამ ვაპირებ უახლოეს მომავალში. სავარაუდოდ კვირას.
რაც სტატიიდან გავარკვიე აპელაცია და ა.შ. შეუძლებელია, ალბად ვადა უკვე გაშვებულია. თუმცა რჩება სასჯელაღსრულებითი დაწესებულებისთვის შუამდგომლობით მიმართვის შესაძლებლობა. საქმეს რომ გავეცნობი აუცილებალად შეგატყობინებთ.

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Mar 26 2009, 01:49 PM

ეხლა ვესაუბრე ანის, მისი თქმით მათ არ უნდათ, რომ ბავშვა გაიგოს, რომ მიშ შესახებ ბევრმა იცის... მას რაოდენიმე ადამიანი ეკონტაქტება, რომლებიც ეხმარებიან და ცდილობენ გაულამაზონ ცხოვრება... ამიტომ თუ რაიმე სახის დახმარებას გადაწყვეტთ მე დამიკავშირდითო...

ანუ ბავშვის მონახულება არ გამოგვივა smile.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Mar 30 2009, 10:14 AM

ციტატა(.ნინო @ Mar 26 2009, 01:49 PM) *

ეხლა ვესაუბრე ანის, მისი თქმით მათ არ უნდათ, რომ ბავშვა გაიგოს, რომ მიშ შესახებ ბევრმა იცის... მას რაოდენიმე ადამიანი ეკონტაქტება, რომლებიც ეხმარებიან და ცდილობენ გაულამაზონ ცხოვრება... ამიტომ თუ რაიმე სახის დახმარებას გადაწყვეტთ მე დამიკავშირდითო...

ანუ ბავშვის მონახულება არ გამოგვივა smile.gif



აუ გამოგვივიდეს რაააა, ესიამოვნება დამიჯერეთ ისეთი რაცხა მაქვს ჩაფიქრებული smile.gif

პოსტის ავტორი: მაკუნა თარიღი: Mar 30 2009, 10:43 AM

ციტატა(Ligia @ Mar 30 2009, 11:14 AM) *

აუ გამოგვივიდეს რაააა, ესიამოვნება დამიჯერეთ ისეთი რაცხა მაქვს ჩაფიქრებული smile.gif

ეჰ მეც მინდა რომ გამოვიდეს, მაგრამ... unsure.gif
რამე მოვიფიქროთ ისეთი, რომ ამ უმშვენიერეს არსებას გული არ ვატკინოთ rolleyes.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Mar 30 2009, 10:46 AM

ციტატა(მაკუნა @ Mar 30 2009, 10:43 AM) *

ეჰ მეც მინდა რომ გამოვიდეს, მაგრამ... unsure.gif
რამე მოვიფიქროთ ისეთი, რომ ამ უმშვენიერეს არსებას გული არ ვატკინოთ rolleyes.gif


ვატკენთ არა გავახარებთ

biggrin.gif

პოსტის ავტორი: მაკუნა თარიღი: Mar 30 2009, 10:50 AM

ციტატა(Ligia @ Mar 30 2009, 11:46 AM) *

ვატკენთ არა გავახარებთ

biggrin.gif

ნუ ჩვენ კი ასე გვგონია რომ გავახარებთ, მაგრამ თუ ბავშვს არ სიამოვნებს ასეთი სახის გახარება, სხვა გზა არაა, მის სურვილს უნდა დავემორჩილოთ smile.gif

პოსტის ავტორი: ana ***** თარიღი: Mar 30 2009, 12:56 PM

მეც მაქვს სურვილი რაიმეთი მაინც დავეხმარო ამ ბავშვს და თუ გადაწყვეტთ შეკრებას ამ საკითხთან დაკავშირებით მეც გამაგებინეთ რაა. smile.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Mar 30 2009, 01:11 PM

მე არ მაქვს ლაპარაკი მივიდე და საჭმელი და ფული და ტანსაცმელი და მისთანები მივუტანო

რაღაცა სხვა
ნინოს დავუკავშირდები და მან გადაწყვიტოს

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Mar 30 2009, 04:44 PM

Ligia

მე რომ ნომერი მოგწერე, ეგ არის იმ გოგოს ნომერი, ვინც ეგ სტატია გამოქვეყნა და ვინც იცის ბავსვის მისამართი smile.gif

მე არ მომცა არც იმ ბავშვის ნომერი და არც ტელეფონი... შენ თუ გამოართმევ, ცადე აბა smile.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Mar 30 2009, 05:09 PM

მე როგორც ამიხსნეს ბავშვს ჭირდება ფინანსურ-მატერიალური დახმარება ჯერ-ჯერობით.


ამდენი ხალხი არაა საჭირო , 2 ადამიანი მაქსიმუმ...
გოგოები... დაუკავშირდით დიკარკას და უთხარით, რომ 2 ადამიანი აპირებთ წასვლას... არავითარ შემთხვევაში არ წავიდეს მეტი(ბავშვი კომპექსდება და რცხვენია)
არცაა საჭირო...

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Mar 30 2009, 05:32 PM

იცი რა მინდა?, საერთოდ ეგ ბავშვი გარეთ მინდა გამოვიყვანო, სახლში მისვლები და მოკითხვები სულაც არ მინდა
და ბებოზეც მოფიქრებული მაქვს რაღაცა

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Mar 30 2009, 05:41 PM

Ligia
ოკ smile.gif დაურეკე იმ გოგოს (დიკარკას–დიანა ქვია) და უთხარი... წესით უნდა მოგცეს ნომერი smile.gif

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Mar 30 2009, 05:51 PM

ციტატა
(დიკარკას–დიანა ქვია)

ვახ, მოკლედ ყველგან ჩემი მოსწავლეყოფილები არიან :ამაყთიჩერ: cool.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Mar 30 2009, 05:59 PM

ციტატა(likka @ Mar 30 2009, 05:51 PM) *

ვახ, მოკლედ ყველგან ჩემი მოსწავლეყოფილები არიან :ამაყთიჩერ: cool.gif


ჩამიწყვე მაშინ საქმეები biggrin.gif

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Mar 30 2009, 08:08 PM

ციტატა(Ligia @ Mar 30 2009, 06:59 PM) *

ჩამიწყვე მაშინ საქმეები biggrin.gif


ვისთან? დინასთან? რა საქმეა აბა? cool.gif

პოსტის ავტორი: BOO თარიღი: Mar 30 2009, 08:14 PM

მეც მინდა ამ ბავშვს რაღაცით დავხემარო და მეც ჩამრთეთ რა

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Mar 31 2009, 01:35 PM

BOO
Ligia
თქვენ 2 ნი დაუკავშირდით და შეხვდით. მეტი არა smile.gif ლიკა თუ საქმეებს ჩააწყობს კარგი იქნება smile.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Apr 30 2009, 10:15 AM

ჩვენმა საზღვარგარეთ მყოფმა ფორუმელმა და თავისმა მეგობარმა ამ ბავშვისთვის შეიძინეს ახალი ტელევიზორი და გადასცეს...


ამ დღეებში მზადდება სიუჟეტი პროფილში, სადაც ამ ბავშვის ისტორია გაშუქდება, ასევე ინვალიდ ბავშვებზეც (მათ შორის ვისაც ჩვენ დავეხმარეთ, მათზე ინფორმაცია მივაწოდე და იმედია ყველას მიწვევას შეძლებენ)

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: May 25 2009, 12:18 PM

ნინი ხუთშაბათს პროფილში იქნება

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: May 25 2009, 01:46 PM

რომელ საათზეა ეგ პროფილი?

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: May 25 2009, 02:40 PM

მარიამი

მგონი კურიერის შემდეგაა ხოლმე... 10 ზე იწყება

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: May 28 2009, 11:37 PM

ახლა ვნახე ნინო "პროფილში"
რა ლამაზი და საყვარელი გოგოა sad.gif wub.gif

პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: May 28 2009, 11:44 PM

ციტატა(tamuna m @ May 29 2009, 12:37 AM) *

ახლა ვნახე ნინო "პროფილში"
რა ლამაზი და საყვარელი გოგოა sad.gif wub.gif

კი ნამდვილათ.

პოსტის ავტორი: BOO თარიღი: May 28 2009, 11:55 PM

ციტატა(ნათია @ May 25 2009, 01:18 PM) *

ნინი ხუთშაბათს პროფილში იქნება


გვიან ჩავრთე
როგორ მინდოდა ყურება sad.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: May 29 2009, 12:06 AM

რა საყვარელი ბავშვიააა

wub.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: May 29 2009, 12:25 AM

BOO
რუსთავის2-ის საიტზე დადებენ გადაცემას და შეგიძლია ნახო კიდეც და გადმოწეროც smile.gif

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: May 29 2009, 07:44 PM

აქ შეგიძლიათ ნახოთ ეგ გადაცემა

http://rustavi2.com/news/programs_rug.php?l=68

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: May 29 2009, 09:03 PM

რა საყვარელი ბავშვია wub.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: May 29 2009, 09:06 PM

ბავშვებო, შეხვედრა რაღაც არ გამომდის ხოლმე, ხოდა, რაიმე ანგარიშის ნოომერი ხომ არაა ამ ბავშვის სახელზე??? გადავრიცხავდით მაინც.

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 8 2009, 01:04 PM

გამიხარდა რომ პროფილში მონაწილეობის შემდეგ ნინის, ნიკუშას და ჯაბას დაეხმარნენ, ამ ხუთშაბათს გიორგი ბერძენიშვილიც ეყოლებათ პროფილში...
(თუ არაფერი შეიცვალა)

P.S. ფონდიდან ჩვენ ვისაც დავეხმარეთ ინვალიდებს, პროფილს მივაწოდეთ (მეგობრის დახმარებით) მათი სია და ყველას მიიწვევენ smile.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jun 8 2009, 05:53 PM

ნათია

ციტატა
გამიხარდა რომ პროფილში მონაწილეობის შემდეგ ნინის, ნიკუშას და ჯაბას დაეხმარნენ, ამ ხუთშაბათს გიორგი ბერძენიშვილიც ეყოლებათ პროფილში...
(თუ არაფერი შეიცვალა)

P.S. ფონდიდან ჩვენ ვისაც დავეხმარეთ ინვალიდებს, პროფილს მივაწოდეთ (მეგობრის დახმარებით) მათი სია და ყველას მიიწვევენ

კარგია ნათ, მაგას რა სჯობს, ნეტავ ყველას გამოუჩნდებოდეს დამხმარე და პატრონი.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)