IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

28 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> სამხედრო, რელიგიური და საერო თვალსაზრისით
მნათე
პოსტი Feb 19 2008, 01:05 AM
პოსტი #21


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ჯერ ერთი პეტრე მოციქული არაპირდაპირი გაგებით სასულიერო პირადაც შეიძლება ჩაითვალოს, ეპისკოპოსები სამოციქულო მადლის მატარებელნი არიან. მოციქულების ცხოვრება ერისკაცების ცხოვრებისგან განსხვავდებოდა.


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ქრისტე უმაღლესი მღვდელმთავარია, აღარ მივბაძოთ? განა ჩვენ სამუფეო სამღვდელოება არ ვართ? რატომ არ არის მათთვის დასაშვები ის, რაც ჩვენთვის არის? გინდა თქვა, რომ ქრისტეს სწავლება, რომელიც მოციქულებს განეცხადათ, წარმოადგენს მხსნელ ჭეშმარიტებას, მხოლოდ სამღვდელო კასტისთვის? რატომ არის დაუშვებელი მღვდელთათვის სისხლის დაღვრა?

მაშ, ძღვნისშემწირველთათვის (მღვდლები ხომ ჩვენც ვართ) მოვიდა ქრისტე?

ციტატა
"რომელმანცა მახვილი აღიღოს მახვილითავე წარწმყდეს" - ასე ჟღერს ეს გამოთქმა ძველქართულად, ანუ აქ მაინცადამაინც იარაღზე არ არის საუბარი, მახვილი ადამიანს ვერ წარწყმიდავს, ამ სიტყვებს უფრო ზოგადი დატვირთვა აქვს.


არანაირი ზოგადი დატვირთვა (!) ქრისტეს საუბრობს კონკრეტულ შემთხვევაზე:

"და აჰა, იესოს ერთმა თანამდგომმა ხელი გაიწოდა, მახვილი იშიშვლა, დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და ყური ჩამოათალა." (მათე 26, 52) და ეს იყო სწორედ პეტრე, რომელმაც მახვილი აღმართა ქრისტეს (რომელიც არის ეკლესია) მტერზე, მაგრამ სიყვარულისა და მშვიდობის მეუფემ მიუგო მას და უთხრა:

"ჩააგე მახვილი ქარქაშში, რადგანაც ყველა, ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე დაიღუპება."

და იქვე ამატებს:

"ან იქნებ გგონია, რომ არ შემიძლია შევევედრო მამას ჩემსას, და წარმომიდგენს ანგელოზთა თორმეტ ლეგიონს და უფრო მეტსაც."

რას ნიშნავს "შევევედრო"? ვედრება ხომ ხორცის, ადამიანის თვისებაა, როცა ქრისტე ლოცულობდა, ამით ის ჩვენ გვაძლევდა მაგალითს, ქმედების მაგალითს! დიახ, ის ამჯერადაც გვაძლევს გარემოებებში ლოცვის მაგალითს, როგორც ჯვარცმისას გვაძლევდა და როგორც გეთსიმანიაში ყოფნისას გვაძლევდა! ხომ არ გვეუბნება ამით იესო, რომ ჩვენ, როდესაც ამგვარივე საფრთხის წინაშე დავდგებით, ან საფრთხის ქვეშ დადგება ჩვენთვის თუნდაც ყველაზე საყვარელი პიროვნება (ქრისტე ხომ ყველაზე უფრო საყვარელი უნდა იყოს, განა ღირსია მისი ვისაც დედა, ან მამა მეტად უყვარს ღმერთზე?) უნდა ვილოცოთ? და რომ უნდა შევხვდეთ მას შეუპოვრად?

ჩემი აზრით ეს ნორმაა, სხვა დანარჩენი, წარმოადგენს იკონომიურ დაშვებას... ქრისტიანთა სისუსტეს, რომელსაც ეკლესია სხვადასხვაგვარად უდგებოდა, ისტორიის სხვადასხვა ეპოსში, სხვადასხვა მღვდელმთავრისა და იერარქის დროს...

ეკლესია შეუმცდარია და ის ამბობს: "არა კაც კლა!"

მაგრამ თუ მოკლავ, შემამსუბუქებელ გარემოებებში, უნდა დაეცე მუხლებზე და შენი სისუსტის გამო ითხოვო შენდობა და პატიება ეკლესიისგან!


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 19 2008, 01:16 AM
პოსტი #22


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა
მაგრამ თუ მოკლავ, შემამსუბუქებელ გარემოებებში, უნდა დაეცე მუხლებზე და შენი სისუსტის გამო ითხოვო შენდობა და პატიება ეკლესიისგან!


მნათე,

ეს რომ არ დაგეწერა, მეც გაგიმეორებდი გიორგის შენდამი დასმულ კითხვას,ახლა კი გასაგებია და გამეორებას არ საჭიროებს, გაიხარე 2kiss.gif ძირითადად ხომ აუცილებლობით არის გამოწვეული ნორმალური ფსიქოლოგიის ადამიანთა მიერ სხვისი მოკვლა. მონანიება კი აუცილებელია და ვგონებ, უმრავლესობა ასეც იქცევა, იქნება პროფესიონალი ჯარისკაცი თუ ჩვეულებრივი,არასამხედრო პროფესიის ადამიანი. სისუსტეს რაც შეეხება, უფრო ფსიქოლოგიური სიძლიერეა, სხვის დასაცავად ამ დიდ ცოდვას რომ ჩაიდენ. სუსტი ფსიქოლოგიის მქონენი ძირითადად გარბიან ბრძოლის ველიდან. მაგრამ რადგან ცოდვა სისუსტეა რაღაც გაგებით, შენი ნათქვამი ამის გამო გასაგებია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Feb 19 2008, 01:20 AM
პოსტი #23


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
აუცილებლობით


კაცის კვლა არის ცოდვა!

თუნდაც ქრისტეს 'დასაცავად"! ხომ ვერ ერევიან ეკლესიას, ბჭენი ჯოჯოხეთისანი? იქნებ იმიტომ რომ ძლიერი შეიარაღება ყავს?! biggrin.gif



--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 19 2008, 01:47 AM
პოსტი #24


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



მნათე,

შენ გინდა თქვა რომ ეგ აუცილებლობა არ არის, როცა შენს პატარა შვილებს გიხოცავენ და უნდა დაიცვა?

აბა არააუცილებლობით მხოლოდ მანიაკები მოქმედებენ.

რათქმა უნდა, უფლის ნებაა ყველაფერი. დღეს გამუსლიმანებული ბალკანეთ-ჩრდილოკავკასიას არ ვგავვართ, ეგეც უფლის ნებაა, მაგრამ ერთ დროს ისინიც ქრისტიანები იყვნენ. ფიზიკურად რომ დასცლოდათ მტრის მოგერიება, დღეს ასე არ იქნებოდა. კოსოვოს ბრძოლა გაიხსენე, იქ სერბებზე არ იყო საქმე, იქ მოხდა ისტორიული ბრძოლა ორ სარწმუნოებას შორის. ამას შეეწირა სწორედ დღეს წმინდანად შერაცხული წმინდა ლაზარე, სერბების თავადი, ასევე ბევრი სხვა. ამბრძოლას გადამწყვეტი მნიშვნელობა ქონდა თვით ძლიერი ევროპისთვისაც: ჯვარი თუ ნახევარმთვარე. იქ ჯვრის გამო დაეცა უმრავლესობა, იმიტომ რომ აუცილებლობა იყო.

IPB-ს სურათი


წმინდა ლაზარე რომ მხოლოდ ხმლის ქნევის მოყვარული ყოფილიყო, ან ჩვენი წმინდა მეფენი თუ დაცემული ხალხი, მაშინ აზრი არ ქონია არაფერს.

მიგვეშვა თათრები და ეოხრებინათ? დღეს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია არ ექნებოდა მაშინ no.gif გენს და ჯიშს რომ თავი დავანებოთ.

პ.ს. ქრისტეს არ უყვარდა მისი სამწყო, იმათი სახით? თუ როგორ გავიგოთ. ან გამოთქმა "თუნდაც ქრისტეს დასაცავად"? ანუ მივუშვათ და ვანგრევინოთ სიწმინდეები? როცა სხვა გზა არ არსებობს ამის დასაცავად, იქ და ისიც ომში ეს გარდაუვალია.

დედა, რა კარგები ხართ თურქებო, მოდით შეგვიგინეთ ჯიში, სიწმინდე,გვიოხრეთ მონასტრები, გვიკალით ერი და ბერი, ჩვენ ქრისტიანები ვართ და ვერ შეგეწინააღმდეგებით.... სირცხვილი იქნებოდა უფლის წინაშე თუ არა სხვა უარესობები. Qვებით ჩაქოლილი ათასობით ბავშვი თბილისთან cray.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Feb 19 2008, 01:48 AM
პოსტი #25


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



მნათე
ციტატა
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

მგონი სასაცილო თემა არაა...
ციტატა
გინდა თქვა, რომ ქრისტეს სწავლება, რომელიც მოციქულებს განეცხადათ, წარმოადგენს მხსნელ ჭეშმარიტებას, მხოლოდ სამღვდელო კასტისთვის? რატომ არის დაუშვებელი მღვდელთათვის სისხლის დაღვრა?

OK. და რატომ არის ბერისათვის ცოლქმრული თანაცხოვრება აკრძალული? რატომ უშვებს ქრისტეანობა იმას, რომ ერთთათვის სქესობრივი თანაცხოვრება მადლია მეორისათვის კი მომაკვდინებელი ცოდვა? აქვს თუ არა ადგილი კასტურ დიფერენციაციას?
ციტატა
არანაირი ზოგადი დატვირთვა (!) ქრისტეს საუბრობს კონკრეტულ შემთხვევაზე:

ქრისტე, როგორც ყოველთვის საუბრობს კონკრეტულ შემთხვევაზე, მაგრამ განზოგადებულია მისი მნიშვნელობა. უფლის ყველა იგავი რაღაც კონკრეტულ ისტორიას ეხება, მაგრამ მას სხავადასხვა დატვირთვა აქვს და მისი მნიშვნელობა მიწის მუშაკებს და გადასახადების მებაჟეებს სცილდება. ასევე საინტერესოა რა მდგომარეობაშია ის ადამიანი, რომელიც ქრისტეს სამართლიანი სიტყვებისამებრ მახვილის ამღებს მახვილით მუსრავს?
ციტატა
ეკლესია შეუმცდარია და ის ამბობს: "არა კაც კლა!"

ეს არის ერთ-ერთი მცნება "ათი მცნებიდან", რომელიც ძველი აღთქმისეულია. მართალი ხარ, რომ ქრისტეანობა ძველ აღთქმასაც ეფუძნება... საინტერესოა უფალი, რომელმაც ფიქალებზე ამოკვეთილი ეგ მცნება მოსეს უბოძა სხვა მრავალ შემთხვევაში რატომ მოუწოდებს და ეხმარება თავის რჩეულ ერს (ისრაელს) ბრძოლაში და მტრის დახოცვაში? რატომ ეხმარება დავითს მტრის მოკვლაში? რატომ დაასჯევინა მოსეს უსასტიკესად კერპთაყვანისმცემლები და ა.შ. უამრავი კონკრეტული მაგალითის მოყვანა შეიძლება yes.gif

ასევე უპასუხოდ დარჩა ჩემი კითხვა თუ რატომ არ კრძალავს სჯულის კანონი სამხედრო სამსახურს?
ა) ცდება სჯულის კანონი
ბ) სჯულის კანონი არ ცდება, სამხედრო სამსახური საეკლესიო დანაშაულია შესაბამისი ეპიტიმიით
გ) სჯულის კანონი არ ცდება და სამხედრო სამსახური დასაშვებია ქრისტეანულად.

თუ შენი პასუხია "ა", მაშინ განგვიმარტე უცდომელი ეკლესია რატომ შეცდა სჯულის კანონების მიღებისას ან რატომ გამორჩა ასეთი მნიშვნელოვანი ნიუანსი მაშინ, როდესაც საეკლესიო კანონიკაში მითითებულია ძალიან კონკრეტული ცოდვების დეტალიზაცია? ასევე აქვე მაინტერესებს რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ქრისტეანს სჯულისკანონთან მიმართებაში, ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ ქრისტე ყველა დეტალზე არ საუბრობს და რაში გამოიხატება ეკლესიის უცდომელობა თუ ჩვენ მის მიერ მიღებულ კანონებს არ ვცნობთ, ჩვენით ვმარტავთ ან თვითონ ვაყენებთ პრიორიტეტებს?

თუ შენი პასუხია "ბ" მაშინ მიგვითითე შესაბამისი სჯულის კანონი, რომელიც ზუსტად თუ არა დაახლოებით მაინც მიუთითებს სამხედრო მოსამსახურეთა ეპიტიმიას, ზიარებიდან განყენებას და ა.შ.?

ციტატა
დანარჩენი, წარმოადგენს იკონომიურ დაშვებას... ქრისტიანთა სისუსტეს, რომელსაც ეკლესია სხვადასხვაგვარად უდგებოდა, ისტორიის სხვადასხვა ეპოსში, სხვადასხვა მღვდელმთავრისა და იერარქის დროს...

P.S. იკონომია ახსენე. იკონომია ნიშნავს კანონიდან გადახვევას. მაინტერესებს, რომელი კანონიდან გადახვევის იკონომიური დაშვებაა სამხედრო სამსახურის შეწყნარება?
შეგიძლია დამისახელო პერიოდი, საუკუნე ან იერარქი, რომელიც უარყოფითად უყურებდა სამხედრო სამსახურს, ჯარს და საერთოდ მხედრობას? თუ კი, მაშინ რაშია გამოიხატებოდა ეს უარყოფითი დამოკიდებულება და რომელ სახელმწიფოში იყო ამგვარი შემთხვევები...

P.S.S. საინტერესოა პროფესიონალ თეოლოგთა აზრი სამხედრო სამსახურისა და თავდაცვითი ომის ქრისტეანული ხედვის შესახებ.



--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Feb 19 2008, 02:34 AM
პოსტი #26


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
OK. და რატომ არის ბერისათვის ცოლქმრული თანაცხოვრება აკრძალული? რატომ უშვებს ქრისტეანობა იმას, რომ ერთთათვის სქესობრივი თანაცხოვრება მადლია მეორისათვის კი მომაკვდინებელი ცოდვა? აქვს თუ არა ადგილი კასტურ დიფერენციაციას?


მონაზონი და ერისკაცი ერთია.. აბსოლუტურად.. ისინი თანაბრები არიან რანგსა და ხარისხში, პირველი გადის არჩევანზე - ის არ არის აუცილებლობა, და ვერც ვერასდროს იქნება.. რადგან არჩევანია!

ბერისთვის რატომ არის ცოლ ქმრული თანაცხოვრება აკრძალული? უკაცრავად, რომელ აკრძალვაზე მესაუბრებით, საკუთარ არჩევანზე? ადამიანისთვის რომელსაც მონაზვნობა სურს არაფერია აკრძალული, მას უბრალოდ სურს მონაზვნობა biggrin.gif შესაბამისად სურს მოსწყდეს ამქვეყნიურ ყოფნას, ეს არის ცხოვრების წესი, რომელიც ემყარება სურვილს... მხოლოდ და მხოლოდ სურვილს და არა რაიმეგვარ აუცილებლობას... მონაზონობა ცალკე კასტა არ არის, ეს არჩევანია... მონაზვნად აღკვეცა, არ არის შესული შვიდ საიდუმლოში.. რადგან ის ცხოვრების წესია, რომელსაც ეკლესია აკურთხებს პავლეს სიტყვების შესაბამისად... "ვისაც სურს ჩემნაირად იყოსო"

მღვდელი კი ძღვნისშემწირველია, ადამიანების მსახურებით ღმერთის მსახური, ისევე როგორც ყველა ჩვენ, არსებითად ხომ იგივე გვევალება... როდესაც მღვდელი ხდები, რა ხდება ამ დროს? ჯარში მსახურების უფლება გერთმევა? რატოოომ? იმიტომ რომ ეს შენი სურვილიაა? თუ იმიტომ რომ არ შეიძლება სისხლიანი ხელებით ძღვენის შეწირვა? ყოფილა ცოდვა?

მონაზვნობის დროს, ქალწულება მონაზვნობის არსი და შიგთავსია უპოვრებასთან ერთად (რომელიც სხვათაშორის არა მხოლოდ მათ ევალებათ) ეს მთლიანად ადამიანური ცხოვრების წესის არჩევანია, ის არ წარმოადგენს ნორმას, მან ეს ხასიათი აუცილებელი ბუნებითობის შედეგად მიიღო, თუ არ გინდა ცოლი, დაიმარხე თავი ქალწულებაში და ასე ადიდე უფალი... მონასტრის გარეშე ეკლესია არსებობდა და კვლავაც შეძლებს არსებობას.... რადგან თანაბარი ღვაწლია კარგი ცოლ-ქმრობა და კარგი მონაზვნობა, მან თუ ცოლი მოიყვანა, ბუნებრივია ვერ იქნება მონაზონი და თუ იმრუშა, ის დაარღვევს აღთქმასაც და მცნებასაც.. (როგორც ჩვენ) სასიკვდილო ცოდვა მონაზონისთვის იმდენად არის მრუშობა, რამდენადაც ის, დაუქორწინებელი, ერისკაცის მსგავსად, სქესობრივი კონტაქტით ეცემა...

მღვდელობის დროს სულ სხვა თემასთან გვაქვს საქმე, სამღვდელო სურვილი, ეს არის ადამიანთა მსახურების სურვილი, მღვდელს რომ ცოლ-შვილს უკლავდნენ, უნდა დაღვაროს მან სისხლი? თუ არა, რატომ?

ციტატა
ასევე საინტერესოა რა მდგომარეობაშია ის ადამიანი, რომელიც ქრისტეს სამართლიანი სიტყვებისამებრ მახვილის ამღებს მახვილით მუსრავს?


აპ, აპ, კონსტანტინეპოლის დაცემას, ქრისტეს მახვილს სიძლიერე არ ეყო? ან ნებისმიერი წაგებული ომი ავიღოთ, საქართველოს ისტორიიდან... თუ საპირისპირო ქრისტეს ნების აღსრულება იყო, რატომ არ წარემატა ქრისტე? და პეტრე, როდესაც ყურს აჭრიდა მღვდელმთავრის გამოგზავნილს, თუ ქრისტეს მახვილის ძალის აღმსრულებელი იყო, რატომ შეაჩერა იესომ? ე.ი, ადამიანები დაოკდითო არა? ხომ არ გინდა თქვა, რომ ქრისტემ ეს სიტყვები პეტრეს გასამხნევებლად წარმოთქვა? ან იქნებ მასში, ბიზანტიის იმპერიის სახელმწიფოებრივი ინტერესების მცველობა იგულისხმა?

ციტატა
ეს არის ერთ-ერთი მცნება "ათი მცნებიდან", რომელიც ძველი აღთქმისეულია. მართალი ხარ, რომ ქრისტეანობა ძველ აღთქმასაც ეფუძნება


ეს არ არის ძველი აღთქმისეული მცნება, ის უბრალოდ ძველ აღთქმაში გაჟღერდა პირველად და ახალ აღთქმასაც ეხება თავისი ფუნდამენტურობით, რამდენადაც ღმერთი კაცობრიობას კვებავდა და ამზადებდა სრული ჭეშმარიტების მისაღებად, ბუნებრივია, ერთი რომელიმე მცნების არასრულად მიცემა ბადებს კითხვას - რატომ? როდესაც რჩეული ერი ამ კითხვას სვამდა, ის იღებდა მეთოდურ პასუხს, ოღონდ არა სრულს - არამედ იმდენს რამდენიც შეეძლო.. და ასე, ვიდრე ქრისტემდე! სრული ჭეშმარიტების განცხადებამდე...

ციტატა
საინტერესოა უფალი, რომელმაც ფიქალებზე ამოკვეთილი ეგ მცნება მოსეს უბოძა სხვა მრავალ შემთხვევაში რატომ მოუწოდებს და ეხმარება თავის რჩეულ ერს (ისრაელს) ბრძოლაში და მტრის დახოცვაში? რატომ ეხმარება დავითს მტრის მოკვლაში? რატომ დაასჯევინა მოსეს უსასტიკესად კერპთაყვანისმცემლები და ა.შ. უამრავი კონკრეტული მაგალითის მოყვანა შეიძლება


მაშინ ადამიანებმა არ იცოდნენ რა ფასი ქონდა სიყვარულს, მაშინ ადამიანებმა არ იცოდნენ მტრის სიყვარული, მაშინ ეს იყო ნორმა - რომელსაც კაცობრიობა გვერდს არ და ვერ აუვლიდა, რადგან არ იყო მზად მიეღო სრულად ჭეშმარიტება, ამისთვის ის ჯერ მხოლოდ ემზადებოდა!!! ეს არის შეურიგებელი ადამიანის ცხოვრება, რომლისთვისაც ცოდვასთან ბრძოლა ასოცირდება ცოდვილთან ბრძოლად, რადგან ცხონება (ისევე როგორც ცოდვისგან განკურნება) შეუძლებელია! რა უნდა ექნა ღმერთს? როგორ ეთხოვა ისრაელისთვის ჭეშმარიტების დაცვა? მტრები გიყვარდეთო?! ხომ არ დაგავიწყდათ რა დროა?

ციტატა
ასევე უპასუხოდ დარჩა ჩემი კითხვა თუ რატომ არ კრძალავს სჯულის კანონი სამხედრო სამსახურს?
ა) ცდება სჯულის კანონი
ბ) სჯულის კანონი არ ცდება, სამხედრო სამსახური საეკლესიო დანაშაულია შესაბამისი ეპიტიმიით
გ) სჯულის კანონი არ ცდება და სამხედრო სამსახური დასაშვებია ქრისტეანულად.

თუ შენი პასუხია "ა", მაშინ განგვიმარტე უცდომელი ეკლესია რატომ შეცდა სჯულის კანონების მიღებისას ან რატომ გამორჩა ასეთი მნიშვნელოვანი ნიუანსი მაშინ, როდესაც საეკლესიო კანონიკაში მითითებულია ძალიან კონკრეტული ცოდვების დეტალიზაცია? ასევე აქვე მაინტერესებს რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ქრისტეანს სჯულისკანონთან მიმართებაში, ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ ქრისტე ყველა დეტალზე არ საუბრობს და რაში გამოიხატება ეკლესიის უცდომელობა თუ ჩვენ მის მიერ მიღებულ კანონებს არ ვცნობთ, ჩვენით ვმარტავთ ან თვითონ ვაყენებთ პრიორიტეტებს?

თუ შენი პასუხია "ბ" მაშინ მიგვითითე შესაბამისი სჯულის კანონი, რომელიც ზუსტად თუ არა დაახლოებით მაინც მიუთითებს სამხედრო მოსამსახურეთა ეპიტიმიას, ზიარებიდან განყენებას და ა.შ.?

P.S. იკონომია ახსენე. იკონომია ნიშნავს კანონიდან გადახვევას. მაინტერესებს, რომელი კანონიდან გადახვევის იკონომიური დაშვებაა სამხედრო სამსახურის შეწყნარება.


სჯულის კანონი უბრალოდ არ საუბრობს ამაზე, იქნებ იმიტომ, რომ ამაზე სახარება საუბრობს?

და სად საუბრობს რჯულის კანონი საპირისპიროზე? სად საუბრობს რომ ჯარი ქრისტიანული მსახურების ნაწილია და რომ ის უნაკლოა ცოდვისგან? ამასთან ომი არ არის საზოგადო არსარების თემა, იქ შეიძლება უმიზეზოდაც მოკლა ვინმე, ან დაჩოქილს გადაუარო... ამისთვის საჭიროა აღსარება! რომელზეც შენ საერთოდ ამბობ უარს...

მე არ ვუპირისპირდები არც ერთ მათგანს, რადგან მათი არ არსებობის შემთხვევასი სულიერ ალტერნატივას ვერ ვხედავ, მაგრამ მე არ მივიჩნევ მას ცოდვისგან თავისუფლად!


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Feb 19 2008, 02:42 AM
პოსტი #27


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



რათქმაუნდა თავდაცვითი ომი გამართლებულია და ეკლესია ასეთი ომის წინ ჯარსაც ლოცავს. გავიხსენოთ თუნდაც მეფე თამარი ჯვრით ხელში მიუძღვოდა ჯარს, ლოცავდა მათ. მაგრამ როგორც მე გამიგია ასეთ ომში მონაწილეებს ძველად 3 წლით ზიარებისაგან თავის შეკავებას მაინც ურჩევდა ეკლსია.


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 19 2008, 02:45 AM
პოსტი #28


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა
მღვდელს რომ ცოლ-შვილს უკლავდნენ, უნდა დაღვაროს მან სისხლი? თუ არა, რატომ?


მნათე,

და შენ ფიქრობ რომ არა? ანუ უყუროს მისი ცოლ-შვილის შველის იმედით ცრემლიან თვალებს და შარიკები აგოროს კუთხეში მასზე მოწეული აღსასრულის მოლოდინით "ღმერთო გადამარჩინე"-ს ლოცვით? blink.gif

გარდა ამისა, როცა დიდ სიყვარულს ღარადებ, იქ მოყვასის იგნორირება არ შეიძლება.

უპასუხე ჩემს კითხვასაც: "თურქებო გვხოცეთ" <- ეს ნორმალურია თუ არა შენი არგუმენტებით?

ბერი კი იქნება არ არის მღვდელი, მაგრამ ბევრი მღვდელი ბერიცაა. ეს ზემო დისკუსიას მოვაყოლე.


პ.ს მონანიება და აღსარება აუცილებელია, აქ მაგაზე კამათი არ მიდის,ჯერჯერობით მაინც.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Feb 19 2008, 02:50 AM
პოსტი #29


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მაგრამ როგორც მე გამიგია ასეთ ომში მონაწილეებს ძველად 3 წლით ზიარებისაგან თავის შეკავებას მაინც ურჩევდა ეკლსია.


რატომ? არ არისო ცოდვაო? biggrin.gif

არც მცნების დარღვევააო? biggrin.gif

ჯვარ-ხატი და ცოვილთათვისაა, მაგრამ მათი სადმე ყოფნა ცოდვად ვერ აღმოფხვრის... ჯარს როგორ ლოცავდა, გაიმარჯვეთო? იქნებ ლოცავდა, მადლი მოგეცეთ, ნაკლები მსხვერპლისთვისო? ეკლესია ვერ იქნება ცოდვის თანამონაწილე, აი რომელიმე იერარქი კი, ნამდვილად yes.gif

მანახეთ კრების კანონი, რომელიც ჯარს ლოცავს!

ციტატა
და შენ ფიქრობ რომ არა? ანუ უყუროს მისი ცოლ-შვილის შველის იმედით ცრემლიან თვალებს და შარიკები აგოროს კუთხეში მასზე მოწეული აღსასრულის მოლოდინით "ღმერთო გადამარჩინე"-ს ლოცვით?


ციტატა
მონანიება და აღსარება აუცილებელია, აქ მაგაზე კამათი არ მიდის,ჯერჯერობით მაინც.


ახლა აქ მიპოვე ლოგიკა:

თუ არის ცოდვა, მაშინ რატომ გამოიყურება ღვთის მცნების აღსრულება შემაშფოთებლად? როდესაც პეტრემ ხმალი ქარქაშში ჩააგო, რა გააკეთა ამით, უგზო-უკვლო მორჩილება აღასრულა, თუ უზენაესს წესს დაემორჩილა? ქრისტე ხომ მათთვის ყველაზე საყვარელი იყო?

და მეორე:

თუ არ არის ცოდვა, რა საჭიროა აღსარება ან სინანული?


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Feb 19 2008, 02:54 AM
პოსტი #30


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



მნათე
ციტატა
ჯვარ-ხატი და ცოვილთათვისაა, მაგრამ მათი სადმე ყოფნა ცოდვად ვერ აღმოფხვრის... ჯარს როგორ ლოცავდა, გაიმარჯვეთო? იქნებ ლოცავდა, მადლი მოგეცეთ, ნაკლები მსხვერპლისთვისო? ეკლესია ვერ იქნება ცოდვის თანამონაწილე, აი რომელიმე იერარქი კი, ნამდვილად მანახეთ კრების კანონი, რომელიც ჯარს ლოცავს!

ისე ძველად ბრძოლის წინ ყველა ეზიარებოდა, მეორეც მოვიყვანე წმიდა თამარ მეფის მაგალითი, რომელიც ჯარს წინ მიუძღვოდა ლოცავდა და თვითონ მერე მონასტერში მიდიოდა და მთელი ბრძოლის მანძილზე ლოცვასა და მარხვაში ატარებდა.
წმიდა დავით აღმაშენებლი კი ბრძოლის ველიდან ისეთი გამოდიოდა რომ აბჯრიდან მტრის სისხლი გადმოსდიოდაო, მაგრამ ის წმიდანია დრესდღეობით. ვახტანგ გორგასალი აიღე მაგალიტად, ისიც ტავად მონაწილეობდა ტავდაცვით ბრძოლებში. და ბოლოს გაიხსენე თორნიკე ერისთვი, რომელიც უკვე ბერად იყო აღკვეცილი ათონზე, მაგრამ კაბა გაიხადა (ტავისი სურვილის საწინააღმდეგოდ მართალია, მაგრამ მან კურთხევა შეასრულა წინამძღვრისა) და როგორ მიეშველა ბიზანტიის იმპერატორს. მისი აბჯარი დრემდე ინახება ათონის ივერთა მონასტერში. დღეს კი ესენი ყველანი წმიდანები არიან. yes.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 19 2008, 02:56 AM
პოსტი #31


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



მნათუშ,

მე ნავაროტკებს ხშირად ვერ ვიგებ , ამიტომ პირდაპირი , იასნი პასუხი მირჩევნია. მიპასუხე პირდაპირ: უყუროს მღვდელმა ამ საშინელებას მხოლოდ თუ შეძლებისდაგვარად დაიცვას , დავკონკრეტდეთ, ცოლ-შვილი?

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Feb 19 2008, 03:07 AM
პოსტი #32


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ისე ძველად ბრძოლის წინ ყველა ეზიარებოდა, მეორეც მოვიყვანე წმიდა თამარ მეფის მაგალითი, რომელიც ჯარს წინ მიუძღვოდა ლოცავდა და თვითონ მერე მონასტერში მიდიოდა და მთელი ბრძოლის მანძილზე ლოცვასა და მარხვაში ატარებდა.
წმიდა დავით აღმაშენებლი კი ბრძოლის ველიდან ისეთი გამოდიოდა რომ აბჯრიდან მტრის სისხლი გადმოსდიოდაო, მაგრამ ის წმიდანია დრესდღეობით. ვახტანგ გორგასალი აიღე მაგალიტად, ისიც ტავად მონაწილეობდა ტავდაცვით ბრძოლებში. და ბოლოს გაიხსენე თორნიკე ერისთვი, რომელიც უკვე ბერად იყო აღკვეცილი ათონზე, მაგრამ კაბა გაიხადა და როგორ მიეშველა ბიზანტიის იმპერატორს.


ბრძოლის წინ რომ ეზიარებოდნენ, ეს ნიშნავს კურთხევას, მტერი, რომელიც უნდა გიყვარდეთ, დახოცეთო? ანუ გიყვარდეთ და ჰაიდაო?

რაც შეეხება თამარ მეფეს, როდესაც ერს ქრისტიანული შესაძლებლობები ამოეწურება, მან ბუნებრივია უნდა მიმართოს არაქრისტიანულს, რათა რაღაცის შესაძლებლობა მაინც ქონდეს... თუმცა, ახლა მშვიდობა გვაქვს, მაგრამ ქრისტიანობა ჯანდაბაში გვაქვს მოსროლილი...

ანუ რისი თქმა მსურს: ომი ცოდვაა, კაცის კვლაც ცოდვაა, მაგრამ საპირისპიროს შესაძლებლობას, ადამიანთა ბუნების დაცემულობა და წარმართული აღქმა, ვერ უზრუნველყოფს, ამიტომ ის დაშვებულია, როგორც "ნაკლები ბოროტება"!...

ციტატა
წმიდა დავით აღმაშენებლი კი ბრძოლის ველიდან ისეთი გამოდიოდა რომ აბჯრიდან მტრის სისხლი გადმოსდიოდაო, მაგრამ ის წმიდანია დრესდღეობით. ვახტანგ გორგასალი აიღე მაგალიტად, ისიც ტავად მონაწილეობდა ტავდაცვით ბრძოლებში. და ბოლოს გაიხსენე თორნიკე ერისთვი, რომელიც უკვე ბერად იყო აღკვეცილი ათონზე, მაგრამ კაბა გაიხადა და როგორ მიეშველა ბიზანტიის იმპერატორს.


მესმის ეს ყველაფერი ალექსანდრე, მაგრამ თუ დავით აღმაშენებელს მტერი არ უყვარდა, ეს მის სულს აუცილებლად დააზიანებდა და ალბათ ასეც მოხდა, მაგრამ ის სხვაგვარადაც წარემატა უფალს... უფალმა კი ნაკლები ბოროტებისკენ სწრაფვა სათნოებად ცაუთვალა, ომი კი არ შეუქო!!!

თორნიკე ერისთავზე ჩემი შეხედულება მაქვს....

ციტატა
უყუროს მღვდელმა ამ საშინელებას მხოლოდ თუ შეძლებისდაგვარად დაიცვას , დავკონკრეტდეთ, ცოლ-შვილი?


კი... ეს არის ნორმა, რომელიც უნდა დაუკავშირდეს მღვდლის შინაგან ქრისტიანულ სულიერ მდგომარეობას და არა სიმხდალეს.. თუ საკუთარი ტყავის გადასარჩენად არ დაიცვა, მაშინ ცოდვაა, მაგრამ თუ პეტრესავით ჩააგო მახვილი და ღმერთს შევედრა თავი, არა... მაგრამ ეს არის უმაღლესი ნორმა, რომლის შესრულებაც ჭირს - ამიტომ უარესს ცოდვას და მსხვერპლს, ისევ თავის დაცვა სჯობია, ოღონდ არა უკანასკნელის ნორმად გამოცხადებით!

მას ხომ მკვლელიც უნდა უყვარდეს და მოკლულიც?


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Feb 19 2008, 03:14 AM
პოსტი #33


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



მნათე
ციტატა
მესმის ეს ყველაფერი ალექსანდრე, მაგრამ თუ დავით აღმაშენებელს მტერი არ უყვარდა, ეს მის სულს აუცილებლად დააზიანებდა და ალბათ ასეც მოხდა,

უფალმა ბრძანა გიყვარდეს მოყვასი შენი ვიტარცა თავი თვისიო, მაგრამ მტერზე ბრძანა რომ გიყვარდეს მტერი შენიო, აქ უფალი არ გთხოვს მტრის შეყვარებას როგორც საკუტარი თავისას, მაგრამ უფალი ამით ამბობს რომ მტერიც არ უნდა გძულდესო.
მე არ მითქვამს, რომ წმიდა დავით აღმაშენებელს მტერი არ უყვარდა მეთქი, მაგრამ იქნებ მისთვის მოყვასის სიყვარულიც არ იყო ნაკლებ მნიშვნელოვანი? წმიდა დავითი მტრის შემოსევისაგან იცავდა პირველ რიგში თავის სამშობლოს და მასთან ერთად თავის მოყვასს. უფრო მეტიც სულსაც კი დებდა მოყვასის დასაცავად. ''უფროისი სიყვარული არავის აქვს ვინც სული თვისი დასდვის მოყვასისა თვისისათვის'' yes.gif შენ რა გინდა თქვა, რომ მეფე დავითს ხელი არ უნდა გაეტოკებინა სამშობლოს დასაცავად და დალოდებოდა უფლის ანგელოზი როდის მოვიდოდა და გადაარცენდა? ბიზანტია რომ ეცემოდა ასე ეგონა ხალხს რომ უფლის ანგელოზი ჩამოვა და გადაგვარჩენსო, ხოდა კი იჯდნენ გულხელდაკრეფილები


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 19 2008, 03:15 AM
პოსტი #34


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა
კი... ეს არის ნორმა, რომელიც უნდა დაუკავშირდეს მღვდლის შინაგან ქრისტიანულ სულიერ მდგომარეობას და არა სიმხდალეს.. თუ საკუთარი ტყავის გადასარჩენად არ დაიცვა, მაშინ ცოდვაა, მაგრამ თუ პეტრესავით ჩააგო მახვილი და ღმერთს შევედრა თავი, არა... მაგრამ ეს არის უმაღლესი ნორმა, რომლის შესრულებაც ჭირს - ამიტომ უარესს ცოდვას და მსხვერპლს, ისევ თავის დაცვა სჯობია, ოღონდ არა უკანასკნელის ნორმად გამოცხადებით!

მას ხომ მკვლელიც უნდა უყვარდეს და მოკლულიც?


მნათე,

ახლა გასაგებია უფრო შენი აზრი, მადლობა პსუხისათვის.

პრაქტიკაში კი ნაკლებადაა ცნობილი მხოლოდ ლოცვით ექსტრემალურ პირობებში,როცა ხელს არ გავანძრევთ სასწაულმოქმედებით გადარჩნენ აშკარად სასიკვდილოდ გამეტებულნი. არ დამძრახოთ, მაგრამ თუ შეგიძლია და არ გადაარჩენ,ამით დაზოგავ ერთი ადამიანის, კერძოდ , მკვლელის და მტერის სიცოცხლეს, მაგრამ ამ საქციელითვე არაპირდაპირად მოკლავ რამდენიმე მოყვასს და ბოლოს საკუთარ თავს, რაც თვითმკვლელობისგან დიდად არ განსხვავდება ალბათ.

მეორე კითხვა მებადება : შენს ციტატაში წითლადაა ის მონიშნული :

და რომ უყვარდეს ცოლშვილი ან ნებისმიერი სხვა მოყვარე მკვლელზე მეტად ეს ცოდვაა?

თუ აუცილებელია უფრო "უკვე მოკლული" ახლობელი უყვარდეს მკვლელის გვერდით? (კერძო მაგალითში თვითონაც არ იქნება დიდი ალბათობით ცოცხალი, თუმცა გააჩნია სიტუაციას).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Feb 19 2008, 03:15 AM
პოსტი #35


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



მნათე
ციტატა
თორნიკე ერისთავზე ჩემი შეხედულება მაქვს....

სიამოვნებით მოვისმენდი yes.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Feb 19 2008, 03:16 AM
პოსტი #36


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



ციტატა(მნათე @ Feb 19 2008, 02:07 AM) *

ბრძოლის წინ რომ ეზიარებოდნენ, ეს ნიშნავს კურთხევას, მტერი, რომელიც უნდა გიყვარდეთ, დახოცეთო? ანუ გიყვარდეთ და ჰაიდაო?



მტერს როდესაც ებრძვი ამით ცდილობ დაანახო სხვა რომ ის აღარ იყოს შენი მტერი მიტუმეტეს როდესაც დამცველი ხარ და არა თავდამსხმელი


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Feb 19 2008, 03:18 AM
პოსტი #37


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
გრამ თუ შეგიძლია და არ გადაარჩენ,ამით დაზოგავ ერთი ადამიანის, კერძოდ , მკვლელის და მტერის სიცოცხლეს, მაგრამ ამ საქციელითვე არაპირდაპირად მოკლავ რამდენიმე მოყვასს და ბოლოს საკუთარ თავს


ხო, აი ეს ჩემთვის დილემაა...

მაგრამ ქრისტე? განა მისი სიცოცხლის დაზოგვა, დიდი რამ არ იყო?

ციტატა
სიამოვნებით მოვისმენდი


მონაზონი მონასტერში ვიცი გენაცვალე yes.gif მაგრამ ნუ იკონომია........ ევიცი.... ამხელა ეკლესიური გამოცდილების შეჯერება ძნელია....


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 19 2008, 03:20 AM
პოსტი #38


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



მგონი ამაზე უკვე იყო კამათი, და რადგან ისევ თავიდან წრეზე არ წახვიდეთ, გირჩევთ, თავიდან ვნახოთ კანუდოსელის, ჩემი და საერთოდ დიდგორის და წმ. გიორგის თემაში დაწერილ არგუმენტებს...

უბრალოდ რამდენიმე არსობრივ საკითხს შეგახსენებთ:
1. ომი ყოველთვის ტრაგედიაა
2. კაცის კვლა ყოველთვის ცოდვაა
3. არის შემთხვევები, როცა ხდება არჩევანი ცუდსა და უარესს შორის
4. ყველა შემთხვევაში მომკვლელი ( მკვლელი თუ ცუდად ჟღერს) საჭიროებს
სინანულს და განწმედას

ესაა ის ოთხი საკითხი, რაზედაც უნდა დაეშენოს შემდგომი დიალოგი...

იხარეთ;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Feb 19 2008, 03:27 AM
პოსტი #39


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



კვლავ უთხრა მათ: ამჟამად კი, ვისაც აქვს ფუთა, წაიღოს, აგრეთვე აბგაც; ხოლო ვისაც არა აქვს, გაყიდოს სამოსი და იყიდოს მახვილი... მათ თქვეს: უფალო, აჰა, ორი მახვილი: ხოლო იესომ უთხრა მათ: საკმარისია. [ლუკა22;36-38]
საინტერესოა უფლის ამ სიტყვების განმარტებაც yes.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 19 2008, 03:27 AM
პოსტი #40


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



კამათი შეიძლება იყოს, კაიროს, მხოლოდ კულტურული ნორმების დაცვით. მე ვფიქრობ, ამ თემას აქვს თავისი დანიშნულება და შინაარსი, რამდენადაც ყველას არ უხილია თქვენი პოსტები,რომლებიც ფრაგმენტულად იყო ხოლმე, მეორეც, აქ გამოცდილებებზეც შეიძლება ისაუბრონ, განცდებზე უფრო და საერთოდ.

რაც შენ დაწერე, ეგ კი ძალიან საინტერესო და აუცილებლად მისაღები ინფორმაციაა.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

28 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 04:07 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი