სახელმწიფო წყობის ფორმები, გავერკვიოთ :) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სახელმწიფო წყობის ფორმები, გავერკვიოთ :) |
კანონისტი |
Feb 19 2008, 05:16 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
რახან ხშირად ისმის ეს საკითხი, ჯობს კარგად გავმიჯნოთ სახელმწიფო წყობის რა ფორმები არსებობს.
ზოგადად, უნდა ვიცოდეთ, რომ სახელმწიფოში არსებობს ხელისუფლების 3 შტო: ა) საკანონმდებლო - რომლის ფუნქციაა ქვეყანაში ძირითადი საკანონმდებლო ბაზის შექმნა. არსებობს ერთ- და ორპალატიანი პარლამენტები. ორპალატიანში, როგორც წესი, ზედა პალატა ფორმირდება მაჟორიტარული წესით, ანუ წარმომადგენლებით რეგიონებიდან, ხოლო ქვედა - პროპორციული წესით, ანუ პოლიტიკური პარტიების სიების მიხედვით; ერთპალატიანში - შერეულად ბ) აღმასრულებელი - რომლის ფუნქციაა ქვეყანაში მიღებული კანონების აღსრულება. აღმასრულებელ ხელისუფლებაში შეიძლება შედიოდეს პრეზიდენტიც და აუცილებლად არის მთავრობის მეთაური. გ) სასამართლო - რომლის ფუნქციაა ქვეყანაში მართლმსაჯულების განხორციელება. მართლმსაჯულება არსებობს ადმინისტრაციული (იხილავს დავებს კანონქვემდებარე აქტებთან დაკავშირებით, ანუ მოქალაქე უჩივის აღმ. ხელისუფლებას, აგრეთვე მცირე მნიშვნელობის სამართალდარღვევებს), სამოქალაქო (იხილავს კერძო ხასიათის დავებს მოქალაქეთა შორის), სისხლის (იხილავს დანაშაულებთან დაკავშირებულ საქმეებს) და საკონსტიტუციო (იხილავს კანონების და სხვა აქტების შესაბამისობას კონსტიტუციასთან) წყობის მხრივ არსებობს: ა) რესპუბლიკა, რომლის მეთაურია პრეზიდენტი ბ) მონარქია, რომლის მეთაურია მეფე რესპუბლიკა ლათ. res publica - სახალხო საქმე. სახ-ფო წყობის ფორმა, როდესაც ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება არჩევითია. არსებობს 3 ტიპის რესპუბლიკა: საპრეზიდენტო აქ სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი არის აგრეთვე, აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურიც. მთავრობა, როგორც დამოუკიდებელი ორგანო, არ არსებობს. მინისტრები ქმნიან პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს. ქვეყანას არ ჰყავს პრემიერ-მინისტრი. შეიძლება ჰქონდეს ვიცე-პრეზიდენტის პოსტი. საპრეზიდენტო რესპუბლიკის მაგალითია შეერთებული შტატები. ამ ტიპის რესპუბლიკა იყო საქართველო 1995-2004 წწ. ნახევრად-საპრეზიდენტო აქ პრეზიდენტი არის მხოლოდ სახელმწიფოს მეთაური. მთავრობა არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი. პრეზიდენტს უფლება აქვს დაითხოვოს პარლამენტი. აღნიშნულის კლასიკური მაგალითია საფრანგეთი. ამ ტიპის რესპუბლიკაა საქართველო ამჟამად (2004 წლიდან) საპარლამენტო აქ პრეზიდენტი სიმბოლური მმართველია, საკმაოდ შეზღუდული უფლებებით. ძირითადი ძალაუფლება არის მთავრობის მეთაურის ხელში, რომელიც, როგორც წესი, წარმოადგენს პარლამენტში გამარჯვებული პარტიის ლიდერს, ან (თუ ვერცერთმა ვერ გაიმარჯვა) იქმნება კოალიციური მთავრობა. ამ ტიპის რესპუბლიკებია ევროპის ბევრი სახელმწიფო, მათ შორის, გერმანია და იტალია მონარქია ბერძნ. μοναρχία - ერთმმართველობა. სახ-ფო წყობის ფორმა, როდესაც ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება მემკვიდრეობითია. არსებობს 3 ტიპის მონარქია: საპარლამენტო თითქმის იდენტურია საპარლამენტო რესპუბლიკისა, მხოლოდ მეფის შეზღუდული როლი ხშირად ტრადიციას წარმოადგენს და კანონმდებლობით ოფიციალურად არც არის რეგლამენტირებული. საპარლამენტო მონარქიაა ევროპის აბსოლუტურად ყველა მონარქია დუალისტური წააგავს ნახევრად-საპრეზიდენტო რესპუბლიკას. აქ მეფეს აქვს ძლიერი ხელისუფლება, მაგრამ შეზღუდულია ხალხის მიერ არჩეული პარლამენტით. დუალისტური მონარქია აქვს მაროკოს აბსოლუტური მონარქიის ტიპი, როცა ქვეყნის მთელი ხელისუფლება (მათ შორის, შესაძლოა, რელიგიურიც) არის ერთი ადამიანის ხელში. ასეთ ქვეყანაში არ არსებობს პარლამენტი, თანამდებობაზე ხალხი ინიშნება მხოლოდ მეფის ნება-სურვილით. დღევანდელ ეპოქაში ასეთი მონარქია არის საუდის არაბეთში. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი |
Feb 22 2008, 02:33 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ნუთუ, არავის დაგაინტერესათ?
-------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
zviadauri |
Feb 22 2008, 06:26 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,040 რეგისტრ.: 24-June 07 წევრი № 2,286 |
|
guest |
Feb 22 2008, 08:57 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
დავით, ყველა ტიპის მაგალითი ქვეყნები დაწერე კაი იქნება, უფრო გავერკვევით.
ჯარი არ შედის სადმე მაგ შენ ჩამოთვლილებში? აღარ მახსოვს ქართულად რა ტერმინი ერქვა , სამართალში ვისწავლეთ 25 წლის წინ მგონი მიმიხვდი რა გკითხე,თუ არა და გონზე მოვიდე ეგება და გასაგებად დავწერო,ან გამახსენდეს. პ.ს. აი, პუჩის დროს რომ სამხედრო იგდებს ვთქვათ ხელისუფლებას ხელში,იმას რამე სახელი ქვია? მოკლედ, ამის შესახებაც. მაპატიე, არეული ვარ და ვბოდიალობ გაურკვევლად. |
xornabujeli |
Mar 15 2008, 02:31 AM
პოსტი
#5
|
giorgi ჯგუფი: Members პოსტები: 1,304 რეგისტრ.: 24-July 07 მდებარ.: Zveli Tbilisi. წევრი № 2,509 |
ციტატა ნახევრად-საპრეზიდენტო აქ პრეზიდენტი არის მხოლოდ სახელმწიფოს მეთაური. მთავრობა არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი. პრეზიდენტს უფლება აქვს დაითხოვოს პარლამენტი. აღნიშნულის კლასიკური მაგალითია საფრანგეთი. ამ ტიპის რესპუბლიკაა საქართველო ამჟამად (2004 წლიდან) აი ,ამაში ნამდვილად ვერ დაგეთანხმები დავით,რადგან რეალურად დღეს მთავრობაც და პრემიერ-მინისტრიც , პრეზიდენტის ნებაზე არიან სწორედ დამოკიდებულნი და მის ნების შემსრულებლები არიან,ამიტომაც დღეს ისევ არა ნახევრად-საპრეზიდენტო,არამედ საპრეზიდენტო მოდელით იმართება ქვეყანა. -საერთოდ კი, მე შენს მიერ ჩამოთვლილი მოდელებიდან ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად ჩვენი ქვეყნისთვის საპარლამენტო,ანუ კონსტიტუციური მონარქია მიმაჩნია. პატივისცემით ხორნაბუჯელი. -------------------- "Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
---------------------------------------------- "აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს." ''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული! ''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!" ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- "Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always." |
კანონისტი |
Mar 15 2008, 02:47 AM
პოსტი
#6
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
xornabujeli
ეგ წყობა არ არის. ეგ შეიძლება იყოს შექმნილი რეალობა (თან შენი პირადი აზრით). ის, რომ რომელიმე ქვეყანაში პრეზიდენტი ან პრემიერი ძლიერი თუ სუსტი პოლიტიკური ფიგურაა, სულაც არ წარმოადგენს სახელმწიფო წყობის მახასიათებელ თვისებას და მით უმეტეს, ფორმას -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
xornabujeli |
Mar 15 2008, 03:21 AM
პოსტი
#7
|
giorgi ჯგუფი: Members პოსტები: 1,304 რეგისტრ.: 24-July 07 მდებარ.: Zveli Tbilisi. წევრი № 2,509 |
xornabujeli ეგ წყობა არ არის. ეგ შეიძლება იყოს შექმნილი რეალობა (თან შენი პირადი აზრით). ის, რომ რომელიმე ქვეყანაში პრეზიდენტი ან პრემიერი ძლიერი თუ სუსტი პოლიტიკური ფიგურაა, სულაც არ წარმოადგენს სახელმწიფო წყობის მახასიათებელ თვისებას და მით უმეტეს, ფორმას რა არის?უფრო სრულად, სახელმწიფო მოწყობის ფორმაა.დიახაც არის შექმნილი რეალობა(და არა მარტო ჩემი პირადი,არამედ საქართველოს მოსახლეობის,მინიმუმ 50%-ის აზრი). ზუსტად პრეზიდენტის გავლენით არის დღევანდელი პრემიერი სუსტი,თორემ აწ განსვენებულ ზურაბ ჟვანიას პრემიერობის დროს ნამდვილად არ ეთქმოდა სუსტი ... -შენთვის ფორმა უფრო მნიშვნელოვანია,თუ შინაარსი. -------------------- "Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
---------------------------------------------- "აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს." ''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული! ''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!" ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- "Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always." |
კანონისტი |
Mar 15 2008, 01:05 PM
პოსტი
#8
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
xornabujeli
გიო, თემის მიზანი არის სახელმწიფო წყობის ფორმებში გარკვევა აი, ესპანეთისა და ბრიტანეთის მაგალითს გეტყვი: წყობის ფორმით: ორივე კონსტ. მონარქია მეფის უფლებები კანონით: მეტია ბრიტანეთში მეფის უფლებები რეალურად: მეტია ესპანეთში მიზეზი: ხუან კარლოსი არის კაცი და მეტი აინტერესებს პოლიტიკაში ამიტომ, თემა ეძღვნება სამართლებრივი საკითხების გარჩევას და არა ცალკეული პოლიტიკური ვითარების შეფასებას -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
xornabujeli |
Mar 17 2008, 03:55 AM
პოსტი
#9
|
giorgi ჯგუფი: Members პოსტები: 1,304 რეგისტრ.: 24-July 07 მდებარ.: Zveli Tbilisi. წევრი № 2,509 |
xornabujeli გიო, თემის მიზანი არის სახელმწიფო წყობის ფორმებში გარკვევა აი, ესპანეთისა და ბრიტანეთის მაგალითს გეტყვი: წყობის ფორმით: ორივე კონსტ. მონარქია მეფის უფლებები კანონით: მეტია ბრიტანეთში მეფის უფლებები რეალურად: მეტია ესპანეთში მიზეზი: ხუან კარლოსი არის კაცი და მეტი აინტერესებს პოლიტიკაში ამიტომ, თემა ეძღვნება სამართლებრივი საკითხების გარჩევას და არა ცალკეული პოლიტიკური ვითარების შეფასებას გასაგებია დავით,მაპატიე თუ თემას ცოტა გადავუხვიე,მაგრამ სხვანაირად ვერ ვიტყოდი სათქმელს,რადგან ძლიერ , თუ სუსტ პოლიტიკურ ფიგურას , პიროვნული მაგალითის გარეშე ვერ ავხსნიდი,ხოლო რაც შეეხება ესპანეთისა და ბრიტანეთის მაგალითს,ჩემის აზრითაც თვითონ პიროვნებაზეც ბევრია დამოკიდებული ,თუ რამდენად აინტერესებს არა მარტო პოლიტიკა ,არამედ თავისი ქვეყნისა და ხალხის ბედ-იღბალი და რას აკეთებს მათი უკეთესი მომავლისათვის,მაგრამ ასევე მნიშნელოვანია მეფის უფლებები კანონითაც იყოს განმტკიცებული. მესმის... -------------------- "Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
---------------------------------------------- "აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს." ''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული! ''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!" ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- "Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always." |
თემო |
Mar 17 2008, 10:23 AM
პოსტი
#10
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 |
ასევე საინტერესო იქნება მართველობის ფორმებზე საუბარი, თანაც ისეთებზე, როგორებიც არის პლუტოკრატია, არისტოკრატია,თეოკრატია და ა.შ
|
xornabujeli |
Mar 18 2008, 11:16 PM
პოსტი
#11
|
giorgi ჯგუფი: Members პოსტები: 1,304 რეგისტრ.: 24-July 07 მდებარ.: Zveli Tbilisi. წევრი № 2,509 |
კარგი,მოდი დავიწყოთ არისტოკრატიით: არისტოკრატია-[ბერძ. aristokratia] - 1. კლასობრივ საზოგადოებაში: უმაღლესი წოდება, გაბატონებული კლასის პრივილეგირებული ფენა, დიდგვარიანები. 2. კაპიტალისტურ ქვეყნებში: რომელიმე კლასის ან სოციალური ჯგუფის პრივილეგირებული ნაწილი, ზედაფენა. 3. (ისტ.). სახელმწიფო მმართველობის ისეთი ფორმა, როდესაც ძალაუფლება დიდებულთა მცირერიცხოვანი პრივილეგირებული კლასის ხელშია (მაგ., ძველ საბერძნეთსა და რომში).
პლუტოკრატია [ბერძ. plutokratia, plutos სიმდიდრე და kratos ძალა, ძალაუფლება] - 1. პოლიტიკური წყობილება, რომლის დროსაც სახელმწიფოს მართავს გაბატონებული კლასის ყველაზე მდიდარ წარმომადგენელთა მცირერიცხოვანი ჯგუფი, ხოლო ხალხი სრულიად უუფლებოა. 2. (კრებ.). პლუტოკრატები თეოკრატია [ბერძ.theos ღმერთი და kratos ხელისუფლება]- მმართველობის ფორმა, რომლის დროსაც პოლიტიკური ძალაუფლება სამღვდელოებას ეკუთვნის. და ბოლოს ,მივამატებდი ჩვენთვის კარგად ნაცნობ დემოკრატიას. დემოკრატია [ბერძ.demokratia]-1.სახელმწიფო მმართველობის ფორმა, პოლიტიკური წყობილება, რომლის დროსაც უმაღლესი ხელისუფლება ხალხს ეკუთვნის. ბურჟუაზიული დემოკრატია-პოლიტიკური წყობილება, რომლის დროსაც პარლამენტარიზმს არის ამოფარებული ბურჟუაზიული დიქტატურა. 2.რაიმე კოლექტივის ხელმძღვანელობა, რომლის დროსაც უზრუნველყოფილია მთელი კოლექტივის ქმედითი მონაწილეობა და გადამწყვეტი გავლენა. -------------------- "Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
---------------------------------------------- "აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს." ''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული! ''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!" ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- "Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always." |
კანონისტი |
Mar 31 2008, 06:28 PM
პოსტი
#12
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
xornabujeli
კარგია გიო -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
XAFRAN |
Mar 31 2008, 11:44 PM
პოსტი
#13
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 226 რეგისტრ.: 28-July 07 წევრი № 2,532 |
იქ სადაც სასულიერო პირია სახელმწიფოს მეთაური მგონი თეოკრატიული სახელმწიფოა არააა... თუ ვბოდავ აი ეს წყობა კაი იქნება საქართველოში. -------------------- ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა
|
xornabujeli |
Apr 1 2008, 09:12 PM
პოსტი
#14
|
giorgi ჯგუფი: Members პოსტები: 1,304 რეგისტრ.: 24-July 07 მდებარ.: Zveli Tbilisi. წევრი № 2,509 |
xornabujeli კარგია გიო ისე რა, ვიჯახირე ცოტა რაღაც,მაინც გმადლობ,გაიხარე. -------------------- "Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
---------------------------------------------- "აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს." ''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული! ''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!" ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- "Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always." |
xornabujeli |
Apr 1 2008, 09:23 PM
პოსტი
#15
|
giorgi ჯგუფი: Members პოსტები: 1,304 რეგისტრ.: 24-July 07 მდებარ.: Zveli Tbilisi. წევრი № 2,509 |
XAFRAN დაპოსტვის თარიღი გუშინ, 10:44 PM
იქ სადაც სასულიერო პირია სახელმწიფოს მეთაური მგონი თეოკრატიული სახელმწიფოა არააა... თუ ვბოდავ აი ეს წყობა კაი იქნება საქართველოში. კი,პრინციპში იგივეა, თოკრატიულია. მე არ ვიცი როგორი იქნებოდა,ეგ მსჯელობის საგანია... -მოდი, აქვე, გავაგრძელებ სახელმწიფო მოწყობის სხვა ტიპებსაც: უნიტარული [ფრანგ. unitaire] - მთლიანი, ერთიანი, გაერთიანებული, უ ნ ი ტ ა რ უ ლ ი ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო-ისეთი სახელმწიფო, რომლის ტერიტორია არა არის დაყოფილი ფედერაციულ ერთეულებად (შტაბებად, მხარეებად და სხვ.). ფედერაცია [ფრანგ. federation] - 1. სახელმწიფო წყობილების ფორმა, რომლის დროსაც რამდენიმე სახელმწიფოსაგან იქმნება ერთი სახელმწიფო. 2. ცალკეულ საზოგადოებათა, ორგანიზაციათა კავშირი. კონფედერაცია [ლათ.confoederatio]-1.რაიმე საზოგადოებრივ ორგანიზაციათა კავშირი, გაერთიანება. 2.დამოუკიდებელ სახელმწიფოთა კავშირი. 3.(ისტ.). ფეოდალურ-ბატონყმურ პოლონეთში: შლიახტის (წვრილ აზნაურთა) დროებითი კავშირი, რომელიც იქმნებოდა გარკვეული პოლიტიკური მიზნის მისაღწევად. -------------------- "Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
---------------------------------------------- "აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს." ''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული! ''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!" ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- "Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always." |
გრიგოლი |
Jun 26 2009, 03:21 PM
პოსტი
#16
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 92 რეგისტრ.: 25-June 09 წევრი № 7,178 |
,,კანონისტი'' თუ მართველობა ან ერი თუ ბერი სანამ უზნეობის ჭაობშია არაფერი არ გვეშველება. ძმაო ყველაფერი ზნეობაზეა დამოკოდებული. წყობა კი არა ენა, მამული და სარწმუნოება შექმნის ისე როგორც საჭიროა. დანარჩენი წყლის ნაყვაა. ნაყოს ვისაც უნდა.
|
bekas |
Feb 21 2010, 09:13 PM
პოსტი
#17
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 352 რეგისტრ.: 31-October 07 წევრი № 3,078 |
კანონისტი
ციტატა აი, ესპანეთისა და ბრიტანეთის მაგალითს გეტყვი: წყობის ფორმით: ორივე კონსტ. მონარქია მეფის უფლებები კანონით: მეტია ბრიტანეთში მეფის უფლებები რეალურად: მეტია ესპანეთში მიზეზი: ხუან კარლოსი არის კაცი და მეტი აინტერესებს პოლიტიკაში შენ რომ კაცმა გკითხოს გამოდის რომ სახელმწიფო წყობის საკითხი სუბიექტურად წყდება და კონსტიტუციას ქიშტი? სამწუხაროდ ეგრე ფიქრობს მიშა და იმიტომაც გვაქვს დიდი ხიშტი. პ.ს. სხვისი არ ვიცი მაგრამ მე ძაან მომწონს ირანის მაგალითი. საქართველოშიც პატრიარქს რომ იგივე უფლებები ჰქონდეს რაც ირანში აიათოლას არ გვაწყენდა. |
მხევალი ნინო |
Jul 31 2012, 05:50 PM
პოსტი
#18
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
შეიძლება ცოტა სხვაგვარ საკითხზეა ვიდეო,რომელიც უნდა დავდო,მაგრამ არ შემეძლო რომ ასე არ მექნა. კარგი ვიდეოა, მაგრამ აქ რა შუაშია, ვერ გავიგე. ვიდეო, ყველამ ნახოს : ) -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
A.V.M |
Jul 31 2012, 06:05 PM
პოსტი
#19
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა კარგი ვიდეოა, მაგრამ აქ რა შუაშია, ვერ გავიგე. მეც დავწერე ეგ... უბრალოდ სახელმწიფოზე სხვა თემა ვერ ვნახე უცბათ... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
ႲႭႡႰႠႬ |
Jul 31 2012, 07:01 PM
პოსტი
#20
|
ტყეების მეფე ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 |
რა ააშენეს?
-------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:36 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი