მსჯავრდებულები მონასტერში..., უწმინდესის გადაწყვეტილება... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მსჯავრდებულები მონასტერში..., უწმინდესის გადაწყვეტილება... |
lch |
Apr 25 2009, 06:44 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 |
ქრისტე აღსდგა!!! ჭეშმარიტად აღსდგა!!!
ყველას გილოცავთ აღდგომის დღესასწაულთა დღესასწაულს, მრავალს დაესწარით!!! იხარეთ ორთავ სოფელსა შინა!!! თავიდანვე მინდა განვაცხადო, რომ ამ თემას ვხსნი არა ურთიერთ დაპირისპირებისთვის და ურთიერთ შეურაწყოფის მიყენების მიზნით, არამედ რათა ყოველმა ჩვენგანმა მშვიდად და ურთიერთ პატივისცემით გამოვთქვათ ჩვენი შეხედულებები ამ ახალ გადაწყვეტილებაზე: კერძოდ, საქართველოს ეკლესიამ და საქართველოს მთავრობამ გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმად საზოგადოებისთვის ნაკლებ საშიში მსჯავრდებულები, თავიანთ მისჯელის ვადას მოიხდიან საქართველოს ეკლესია-მონასტრებში (ძირითადად მონასტრებში)... ეს არის ხელშეკრულების ძირითადი თეზა, ეს მომდინარეობს ჩვენი უწმინდესისგან, დიდება მას!!! მაგრამ ჩემთვის პირადად მონასტერი დღესდღეობით არის ერთადერთი სიმშვიდის, სულიერების წყარო, ადგილი (ოაზისი) სადაც შეიძლება აქაურ (ქალაქის, ერის საერთოდ) დაძაბულ და გაუსაძლის ცხოვრებას "გაექცე" და თუ სამუდამოდ არა, დროებით მაინც შეეფარო... ეხლა, ამ გადაწყვეტილებით კი "სოდი"-ს, "კუდი"-ს, "შსს"-ს და ვიღაცა შაშკინის დამქაშებს საქართველოს ყველა მონასტერში წანწალის და კონტროლის უფლება მიეცემა... და ეს დაარღვევს მონასტრული ცხოვრების მთელს წყობას... მე, როგორც მიწა მეუფებისა ჩვენისა, უწმინდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩვენისა ილიასი, ამ გადაწყვეტილებას მორჩილებით ვიღებ. იმ მონასტერთან, სადაც მე მრავალი წლეია მიხდება ურთიერთობა (და გარკვეული პერიოდით ცხოვრებაც კი), ასეთ სიტუაციაშიც (თუ მართლაც მოხდა) არ გავწყვეტ ურთიერთობას, მაგრამ დამერწმუნეთ, ასეთი რაღაც ყველგან შექმნის რაღაც დაბრკოლებებს... საინტერესოა თქვენი აზრიც... ვიმსჯელოდ ამ საკითხზე (ვიმეორებ შეურაწყოფებისა, ქილიკის და განკითხვის გარეშე).... -------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
მნათე |
Apr 25 2009, 06:47 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა და ურთიერთ პატივისცემით ერთად იწერება ციტატა დიდება მას!! დიდება არ ეკუთვნის ადამიანს, არ არის ეკლესიური ტრადიცია. მოკლედ, ხელშეკრულების ტექსტი აქვს ვინმეს? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
Irma |
Apr 25 2009, 06:57 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 239 რეგისტრ.: 28-September 06 მდებარ.: skami წევრი № 228 |
მე ვთვლი რომ ეგ მხოლოდ იმ ფაქტის ოფიციალური აღიარებაა რომელიც ისედაც არსებობდა. მაგრამ არამგონი მასას ეგძნო რომ კელიაში მსჯავრდებულთან ერთად ეძინა.
-------------------- ...ვაი არს კაცისა მის, რომლისა სახელი უმეტეს არს საქმეთა მისთა და ესე დამემართა მე...
|
lch |
Apr 25 2009, 06:57 PM
პოსტი
#4
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 |
მნათე
ციტატა ერთად იწერება ციტატა დიდება არ ეკუთვნის ადამიანს, არ არის ეკლესიური ტრადიცია. "შენც ბრუტუს?!!" (ანუ მნათე?!!) კაი რა... ციტატა მოკლედ, ხელშეკრულების ტექსტი აქვს ვინმეს? ტექსტის ელ. ვარიანტი ვერ ვიპოვე ჯერჯერობით... ახალია და ეტყობა აკრეფვა დაეზარათ რა... -------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
მნათე |
Apr 25 2009, 06:59 PM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა კაი რა არა მართლა, დიდება არ ეკუთვნის ცოცხალ ადამიანს, საღვთო მიმართვაა ოკ, დაველოდები და შემდეგ დავაკომენტებ. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
თამარი_ცქნაფო |
Apr 25 2009, 07:08 PM
პოსტი
#6
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
-------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
ნაინა |
Apr 25 2009, 07:11 PM
პოსტი
#7
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
მე პირადად ცუდს ვერაფერს ვხედავ ამაში, ვინ იცის ეს მსჯავრდებულთათვის,
რამხელა ხსნა და შვება იქნება, კი გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მონასტრებში პოლიციელებიც მოიმატებენ, მაგრამ ,,ვარდი უეკლოდ არავის მოუკრეფია'', მით უმეტეს რომ ეკლესია-მონასტრის მსახურები, თავად ბერები, რომლებიც იქ ცხლოვრობენ, თუ არიან თანახმა მიიღონ მსჯავრდებულები და მათთან ერთად მიიღონ ის ზედამხედველობაც, მაშინ შესაშფოთებელი არაფერია. ნამდვილ დამნაშავეებთან ერთად ბევრი უფანაშაულოცაა ციხეში დღეს, ასევე ბევრია ისეთი, ვინც მართალია დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ გულით ნანობს ჩადენილს, რატომ არ უნდა მიეცეთ მათ შანსი? მოსინჯვად ნამდვილად ღირს. მაგ მსჯავრდებულთაგან, თუნდაც რამდენიმე რომ მობრუნდეს უფლისკენ, საზოგადოებისკენ და სიკეთისკენ, მაინც წარმატებული პროექი იქნება ჩემი აზრით. უფალი შანსს ყველას აძლევს, დღეს ესაა მსჯავრდებულთა შანსი, მთავარია როგორ გამოიყენებენ. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ და ასე მგონია -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
inaina |
Apr 25 2009, 08:15 PM
პოსტი
#8
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,525 რეგისტრ.: 22-October 08 წევრი № 5,839 |
ძალიან სასიხარულოა
ნეტავ საერთოდ გაუქმდებოდეს ციხეები -------------------- 16. განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და დაიღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი. 17. უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძვირის საქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდ-შობილებაი ჩემი. 19. ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ჰყოფდეს თუალითა. 20. რამეთუ ჩემ თანა მშვიდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკუვასა განიზრახვიდეს.
|
მნათე |
Apr 25 2009, 08:23 PM
პოსტი
#9
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა ნეტავ საერთოდ გაუქმდებოდეს ციხეები ასეთი მძიმე, სოციო–პოლიტიკური წარმოდგენა საიდან : -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
inaina |
Apr 25 2009, 08:30 PM
პოსტი
#10
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,525 რეგისტრ.: 22-October 08 წევრი № 5,839 |
-------------------- 16. განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და დაიღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი. 17. უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძვირის საქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდ-შობილებაი ჩემი. 19. ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ჰყოფდეს თუალითა. 20. რამეთუ ჩემ თანა მშვიდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკუვასა განიზრახვიდეს.
|
guest |
Apr 25 2009, 08:36 PM
პოსტი
#11
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ციტატა ნეტავ საერთოდ გაუქმდებოდეს ციხეები kanonisti.gif ციხეების გაუქმება უტოპიაა, ამიტომ ჯობია ვინატროთ, რომ ციხეში წამსვლელთა რიცხვი შემცირდებოდეს ანუ დანაშაულებები რაც შეეხება დამნაშავეთა მონასტერში გაგზავნას, ყველა კრიმინალისტზე არ იმუშავებს, ალბათ ფსიქოლოგმა უნდა გადაწყვიტოს ვის ქონდეს ამის უფლება, თუმცა არც ეს იქნება გარანტი, რამდენადაც "მსახიობობა" ბევრს შეუძლია. მოკლედ, განურჩევლად ყველას გაგზავნა იქნება მეტად ცუდი შედეგის მომტანი და + მონასტერი დაემსგავსება ციხეს ... უკეთესი გამოსავალი იქნება ციხეებში "ადამიანური" პირობების შექმნა . მე ყველა მეცოდება და ყველაზე მეტად პატიმრები, მაგრამ ასე "გადარჩევის" გარეშე არ იქნება სიკეთის მომტანი (საზოგადოებისთვის თუ მონასტერში მყოფი ხალხისთვის). ახლა ვისაც აფექტში მოსვლია დანაSაულებრივი საქციელი, ან გამოუვლობის გამო , ან დაუდევრობით, ან პირველია ეს მისთვის (ხარისხის გათვალისწინებით) , იმათთვის მართლაც კარგი იქნება ცოდვა არიან |
მხევალი ნინო |
Apr 25 2009, 08:38 PM
პოსტი
#12
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
lch
ციტატა კერძოდ, საქართველოს ეკლესიამ და საქართველოს მთავრობამ გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმად საზოგადოებისთვის ნაკლებ საშიში მსჯავრდებულები, თავიანთ მისჯელის ვადას მოიხდიან საქართველოს ეკლესია-მონასტრებში (ძირითადად მონასტრებში)... ეს რაღაც ახალია. მართალი გითხრათ ამის შესახებ არაფერი ვიცი. ნუ, მოკლედ რა ვთქვა არ ვიცი. საერთოდ, როცა მსჯავრდებულ უფარდებ პატიმრობას, რეჟIმი, ანუ როგორ დაწესებულებაში უნდა მოიხადოს თვისუფლების აღკვეთაა, სასამართლო არ წყვეტს, მაგრამ წყვეტს სასჯელ-აღსრულების დეპარტამენტი. ანუ, მკაცრი რეჟიმის, კოლონია თუ აშ, ადრე ამას სასამართლო წყვეტდა. მიუხედავად ამისა, კანონში წერია, რომ მას ესჯელბა თავისუფლების აღკვეთა ამდენი წლისთ. ტავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არის ციხე. ანუ, ვერ გავიგე, ამის დარეგულირება როგორ უნდა მოხდეს ხელშეკრულებით. ჩემთვის მართლაც საინტერესოა, რა წერია ხელშეკრულებაში და ეს ხელშეკრულება, ხომ არ საჭიროებს რიგ ცვლილებებს კანონში. მე რაც არ წამიკIტხია, იმაზე აზრს ვერ გამოვხატავ, მაგრამ რომც იყოს ასეთი სახელ ტავისუფლების სასჯელის მოხდის, ანუ მონასტერში ცხოვრება, გარკვეულწილად იქაც იქნება შეზღიდვა, ანუ სავარაუდოდ ამ ადამიანს დაევალება მონასტერში ცხოვრება, სავაურაუდოდ ყველა მონასტერი ამას ტავზე ვერ აიღებს, ალბათ იქნება, რომელიღაც მონასტრები, ისე როგორც ფერიცვალების მონასტრემა აიღო ტავზე ნარკომანების მკურნალობა. რაც შეეხება სოდს და კუდს, ნუ იტყვი, რომ აქ მომუშავე ადამიანები, ნაკლებად მორწმუნენნი არიან ან მეტად ცოდვილები ვიდრე შენ. მათი აქვსთ გარკვეული სამსახური და შესაბამისი უფლებები და ველდებულებები. საერთოდ, არ მესმის სოდს ან კუდს რა საქმე უნდა ჰქონდეს მსჯავრდებულთან, მაგრამ სოდი იქნება კუდი თუ სხვა ვინმე მაგალიტად პრობაცია, მათ ექნებათ გარკვეული ვალდებულებები და უფლებები, მეტს ვერ გაბედავნ. ტავქთ მოვლენ და შემოწმებენ, ეს ადამიანები ხომ ნამდვილად არიან მონასტერში, ან რაიმე სხვა. ანუ, არავინ მყუდროებას არ დაგირღვევს, არავინ შემოვარდება ჯგუფურად სახეზე ნიღბით, ამის საჭიროება ან ამის უფლება ნამდვილად არავის ექნება. ნუ, ყველაფერს ტავი რომ დავანებოთ, ხელშეკრულების წაკიტხვაა კარგი. რაც არ ვიცით ვერ წავიკიტხავთ. მხოლოდ ალბათობით ვილაპარაკებთ. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
ნაინა |
Apr 25 2009, 08:48 PM
პოსტი
#13
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
staywhite
ციტატა მოკლედ, განურჩევლად ყველას გაგზავნა იქნება მეტად ცუდი შედეგის მომტანი და + მონასტერი დაემსგავსება ციხეს ... არა ნან, ყველას არ გზავნიან, ეს ცვლილება შეეხება მათ, ვისაც სასჯელი გაუნახევრეს, ან თუნდაც ოდნავ შეუმცირეს, გადარჩევის მეთოდით შეირჩევიან პატიმრები, მონასტრებში წავლენ ისინი ვინც არ ითვლება საზოგადოებისთვის საშიშ პიროვნებად, რეციდივისტებზე და გამოუსწორებელ დამნაშავეებზე რამდენადაც მე გავიგე ეს კანონი არ ვრცელდება. უფრო სწორად კანონსაც ვერ დავარქმევთ, ეს არის შეთანხმება და ხელშეკრულება, მთავარია როგორ გაამართლებს -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
მხევალი ნინო |
Apr 25 2009, 08:53 PM
პოსტი
#14
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
ნაინა
ციტატა არა ნან, ყველას არ გზავნიან, ეს ცვლილება შეეხება მათ, ვისაც სასჯელი გაუნახევრეს, ან თუნდაც ოდნავ შეუმცირეს სწორედ ეს ვიფიქრე მეც, ალბათ ეგრეთ წოდებულ უდოზე გაიყვანენ, ციხე დაახასიათებს, გარკვეული წელი მოხდილი ექნება და აშ. ეგრე არაა, ხიონ და პირდაპირ გაუშვან მონასტერში, ეს გამოდის, რომ ტავად მონასტერი ყოფილა ციხე ანუ უსჯი მონასტერს, ეს ხო მ არასწორი იქნება. გარდა ამისა, ადამიანის სურვილი უნდა იყოს მონასტერი. ალბათ კანუდოსა იტყვის, მაჰმადიანების უფება დაირღვევაო, არ ვიცი ვისი უფლება დაირღვევა, მაგრამ ეს იანიციატივა ცუდი არ იქნება. inaina ციტატა ნეტავ საერთოდ გაუქმდებოდეს ციხეები მასე ნუ იტყვი, არიან ადამიანები, რომლებიც ნამდვილად საჭიროებენ იზოლირებას საზოგადოებისგან იმდენად საშიშები არიან. ზოგი არ იმსახურებს თავისუფლებას და გახარებას, ისეთი აქვს ჩადენილი. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
ნაინა |
Apr 25 2009, 08:57 PM
პოსტი
#15
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
მხევალი ნინო
ციტატა სწორედ ეს ვიფიქრე მეც, ალბათ ეგრეთ წოდებულ უდოზე გაიყვანენ, ციხე დაახასიათებს, ხო ნინ, ეგრეა, გააჩნია ვინ რისთვის იხდის სასჯელს, რა ტიპის დანაშაული აქვს ჩადენილი და რამდენი წელი აქვს შეფარდებული, თან შეწყალებით სასჯელიც განახევრებული აქვთ და ასევე ციხიდანაც კარგი დახასიათება მიეცათ. ასეთ ხალხზეა ეს ახალი პროექტი, თორემ ყველას რომ მონასტერში უშვებდნენ რაღა გამოსულა მაშინ, სახელი შეეცვლებოდა მხოლოდ სასჯელის მოხდის დაწესებულებას. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
lch |
Apr 25 2009, 09:06 PM
პოსტი
#16
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 |
თამარი_ცქნაფო
ციტატა აღდგაში ს არ უნდა ხალხო, დიდ ბოდიშს მოგიხდით თუ ჩემი გრამატიკით და ესოდენ შეგაწუხედ, მაგრამ არსებითზე ვისაუბრობთ, გთხოვთ... ყველას შენიშვნას ვიღებ, თუ რამე გრამატიკაში, ორთოგრაფიაში, სტილისტიკაში და ა. შ. შეცდომებია აღმოჩენილი ჩემს ნაწერებში... ენათმეცნიერებს, ლინგვისტებს და ფილოლოგებს ვთხოვ მიმითითონ და შემისწორონ... დიდი მადლო!!! ასევე, კორეკტორებიც აღმოჩნდებიან და გთხოვთ კორეკტირებას... საერთოდ, არსებითზე სჯობს საუბარი... -------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
მხევალი ნინო |
Apr 25 2009, 09:08 PM
პოსტი
#17
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
ნაინა
[quote]ხო ნინ, ეგრეა, გააჩნია ვინ რისთვის იხდის სასჯელს, რა ტიპის დანაშაული აქვს ჩადენი[quote] ნინ, შენ ისე დარწმუნებით ლაპარაკობ, რომ ხელშეკრულება წაკითხული გექნება. თამარი_ცქნაფო ციტატა აღდგაში ს არ უნდა ეგებ ამაზე მომწერო რა, ბევრი შემეკამათა :წავშლი ყველა ოფს: |
ნაინა |
Apr 25 2009, 09:19 PM
პოსტი
#18
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
მხევალი ნინო
ციტატა ნინ, შენ ისე დარწმუნებით ლაპარაკობ, რომ ხელშეკრულება წაკითხული გექნება. ,,ნაცნობებმა'' გადმომცეს, ძირითადად ვის და რა ფორმით შეეხება. ხელშეკრულების ტექსტი კი ჯერ-ჯერიბით ასე იოლად ხელმმისაწვდომი იყოს არა მგონია. მერე ვნახოთ, თუ ჩავიგდე ხელში გაჩვენებ -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
lch |
Apr 25 2009, 09:26 PM
პოსტი
#19
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 |
მართალია მემორანდუმის ტექსტი (ორიგინალი) ელეკტრონულ სივრცეში არ არის ჯერ (იმედია იქნება), მაგრამ რაღაც არსებობს:
http://itv.ge/?p=2500 ამ საკითხს ჩვენი საინფორმაციო წყაროებიც აღნიშნავდნენ... -------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
მართა |
Apr 25 2009, 09:40 PM
პოსტი
#20
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 |
პატრიარქმა პირდაპირ მიმართა ერს ჯერ ეპისტოლეებში, ქადაგებებში და ახლა მოლაპარაკებების "პროფესორ" შაშკინთან ერთად სატელევიზიო ეთერში!
რომ არიან ისეთი პატიმრები რომელთა გამოსწორება არ არის შესაძლებელი ციხეში, აუცილებელია მათზე ზრუნვა და დახმარება რომელიც ხელეწიფება ეკლესიას! ბევრი იტყვის რომ ციხე გამოსასწორებელი კი არა სადამსჯელოაო, მაგრამ არიან ისეთი ტიპის პატიმრებიც ქალებიც და კაცებიც რომელთა დაბრუნება ჯანსაღი და ნორმალური აზროვნებით არის შესაძლებელი საზოგადოებაში. აი ციხეში კი მათი გადაგვარება უფრო ხდება ვიდრე ამ კუთხით მუშაობა და ეს ყველამ ვიცით, სწორედ ამაზე გაამახვილა ურადღება სასულიერო პირებმა და ითხოვეს ნება ხელისუფლებისგან, რომ მათ იზრუნონ ამ პატიმრებზე, რაზეც მიიღეს თანხმობა!არასრულწლოვანებიც რომ ჩაიბარონ ბევრად უფრო კარგ ადამიანებად აღზრდიან! ეს ერთი და სხვა მრავალი! ნეტა კიდევ სხვა თხოვნებსაც გაითვალისწინებდნენ...წყალს ნუ გაყიდითო და სასწრაფო წესით რომ გაყიდეს არიქა პატრიარქმა უფრო არ დაგვიშალოს და ელვის სისწრაფიდ გააკეთეს მის თხოვნის საწინააღმდეგო! -------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:58 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი