ID-ბარათები და სახელმწიფოს როლი, ეკლესიის ოფიციალური პოზიცია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ID-ბარათები და სახელმწიფოს როლი, ეკლესიის ოფიციალური პოზიცია |
nk44 |
Jan 17 2012, 12:18 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 185 რეგისტრ.: 2-June 09 წევრი № 7,069 |
სულ ცოტა ხნის ინ სინოდის სხდომაზე გადწყდა რომ შეიმნებოდა კომისია რომელიც იმუშავებდა ID-ი ბარათების შესახებ, რადგან მრევლში რეალურად გაჩნდა უამრავი კითხვა თუ მოსაზრება რომელიც საჭიროებს ჩვენი სამოციქულო ეკლესიის მაღალიერარქების მიერ ამ თემის განხილვას სახელმწიფოსთან.
არსებობს მსოფლიოში უამრავი სახელმწიფო რომლის მოსახლეობამ უარი ტქვა მსგავს ბარათებზე და ერთ-ერთი ასეთი გახლავთ დიდი ბრიტანეთი, ასევე ათონის მთა გმობს ამ მოწმობებს როგორც ადამიანის ტავისუფლების შეზღუდვისკენ გადადგმულ დიდი ნაბიჯს. მოკლედ კომისია შექმნილია თუმცა მას მერე ძალიან დიდი დრო გავიდა და კონკრეტული საკითხები რაც მრევლში არსებობს კვლავაც პასუხგაუცემელია, საინტერესოა რა ვადებში მოხდება გადაწყვეტილების მიღებადა პოზიციის დაფიქსირება? ფაქტი ერთია რომ ერთ დოკუმენტში უამრავი სხვა ადამიანისთვის საჭირო დოკუმეტის გაერთიანება ავტომატურად იწვევს ერთ კონკრეტულ საბუთზე დამოკიდებულებას, რაც აშკარაა რომ ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას და ჩნდება საუკეთესო საშუალება ადამიანი იქნეს მართული მავანის მიერ. იქნებ მეტი აქტიურობით და მაქსიმალურად მცირე დროში მოხდეს ამ საკითხის გადაწყვეტა, გადაწყვეტაში ვგულისხმობ პირველ რიგში ჩვენი სამოციქულო ეკლესიის მაღალიერარქების ოფიციალურ პოზიციის დაფიქსირებას და მგონია რომ ეს უახლოეს დროში უნდა მოხდეს რადგან ამის დროში გაწელვა გააჩენს კიდევ უფრო ბევრ კითხვას. ინგლისის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა ქვეყანაში ელექტრონულ ID საბუთებზე კანონპროექტი გააუქმა - ”ათასი გზა არსებობს ელექტრონული სივრცე რომ შევავსოთ. პიროვნების საიდენტიფიკაციო რეგისტრაცია სხვა მრავალი გზით არის შესაძლებელი. თანხები სჯობს უფრო მნიშვნელოვან სფეროებზე დაიხარჯოს. ჩვენთან არ საჭიროებს ეს ბარათები. თუ უნდათ ამერიკაში - იქ იმუშაოს”. და რაც ყველაზე მთავარია ელექტრონულ მმართველობასთან და “მოქალაქის ელექტრონულ ბარათთან” დაკავშირებით ათონის მთის წმიდა კინოტის გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა კარიესი 22.4/5.5.2011 ΚΑΡΥΑΙ ΤΗ 22.4/5.5.201 ათონის მთის წმიდა კინოტმა, საბერძნეთის პარლამენტში წარმოდგენილ კანონპროექტის - “ელექტრონული მმართველობის შედეგად შემოღებული ელექტრონული მოქალაქის ბარათებთან” დაკავშირებით გააკეთა განცხადება და ხაზი გაუსვა შემდეგს: “მოქალაქის ელექტრონული ბარათი” ახდენს მოქალაქის პიროვნების იდენტიფიცირებას, რთავს მას რიცხვით სისტემაში და აქცევს თავის ელექტრონულ მფლობელობაში. უფრო მეტიც, ამის შედეგად ყველა ასეთი ბარათის მქონე მოქალაქე ერთვება კომპიუტერულ სისტემაში, რომელიც მუდმივად კონტროლს გაუწევს ადამიანების ქმედებას და დაამუშავებს მონაცემებს მათი პირადი ცხოვრების შესახებ (ეკონომიური მდგომარეობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამუშაო, სოციალურ-საზოგადოებრივი მოღვაწეობა, ურთიერთობა...) რაც თავისი არსით ფაქტიურად აუქმებს ადამიანის მთავარ ღირებულებას - პიროვნულ თავისუფლებას. რადგანაც ამ სისტემაში ყოველთვის შესაძლებელია ინფორმაციის ადვილად შეცვლა, ვფიქრობთ რომ ის წარმოადგენს ქრისტიანებისთვის რეალურ საშიშროებას, არღვევს მათი რელიგიური სინდისის თავისუფლებას, ართმევს მათ უფლებას დაბრკოლების გარეშე იქადაგონ თავიანთი სარწმუნოება და სახარება. გარდა ამისა ძალაუფლება, რომელიც იყენებს ამ სისტემას, გადადის გაურკვეველი ხელმძღვანელებისა და პირების ხელში, როგორც სახელმწიფო მოხელეების, ასევე კერძო პირების მხრიდან. მათ საშუალება ეძლევათ შეიტანონ ან წაშალონ მათთვის სასურველი ნებისმიერი ინფორმაცია ბარათიდან, გაუცნობიერებელ ადამიანებს შეატყუონ მორწმუნეთათვის სასტიკად მიუღებელი და ანტიქრისტიანული სიმბოლოები. ყოველივე ზემოთ აღნიშნული მიზეზების გათვალისწინებით ათონის წმიდა მთის წმიდა კინოტი გამოხატავს თავის სერიოზულ შეშფოთებას და მიმართავს მხურვალე თხოვნით საბერძნეთის მთავრობას არ დაუშვან მოქალაქის ელექტრონული მოწმობის გამოშვება და მორწმუნეებს ურჩევენ გამოიყენონ ჩვეულებრივი საიდენტიფიკაციო საშუალებები. ამ ტიპის ბარათების ძალადობრივი დანერგვა ჩვენს საზოგადოებაში, აუცილებლად ჰპოვებს ხალხის წინააღმდეგობას. ჩვენ, როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანებს გვწამს, რომ ქრისტემ სძლია ამა სოფელს. არ უნდა დავეთანხმოთ იძულებით და თავისუფლების შემზღუდველ მოქმედებებს. ჩვენ მთელი სულითა და გულით ვლოცულობთ ზეციური დედოფალის წინაშე, რომელიც მფარველია წმიდა მთისა, რათა მოჰმადლოს ნიჭი ღვთისმოსავ ხალხს, მოთმინებით გაუძლონ ცხოვრებისეულ განსაცდელებს იმ გარემოში, სადაც დღეს უწევთ არსებობა, რომელსაც ყველა განვიცდით. კრებაში მონაწილეობას იღებდა ათონის წმიდა მთის ოცივე მონასტერი. -------------------- "ეპისკოპოსი რომელიც ერესს ქადაგებს მასეთი მოხსენიება ზუსტად ზედგამოჭრილია! ეგ შეურაცხყოფა არ არის. ეგ მხილებაა!
ჩემი რჩევაა კარგად გააცნობიერო რომ მეუფე სპირიდონი მართლაც ერესს ქადაგებს! ამაზე მალე დაიწერება სხვა წყაროებშიც." -დავით ხოსიტაშვილი ეს რაღაც სრულიად ახალი ერესია - სპირიდონიანიზმია მგონი-დავით ხოსიტაშვილი |
A.V.M |
Jan 17 2012, 03:04 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
nk44
თუ ფორუმს გადახედავ ნახავ რომ უამრავი თემაა ამ საკითხზე გახსნილი. და ყველას ვინც იმ საკითხების გარჩევაში მონაწილეობდა(ჩემი ჩათვლით)უკვე ყელში გვაქვს ამოსული.ხოდა სანამ სინოდი საბოლოო დასკვნას არ გამოიტანს მეეჭვება ის,რომ რომელიმე ჩვენგანს კიდევ ქონდეს ამ საკითხზე კამათის(საუბრის)ნერვები... მეგობარო,თუ გაინტერესებს ჩვენი აზრი მაგის სესახებ დაათვალიერე ის თემები და ნახავ...იმაზე მეტს ვერაფერს ვიტყვით... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
afxazi |
Jan 17 2012, 09:23 PM
პოსტი
#3
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
nk44
ციტატა ერთ-ერთი ასეთი გახლავთ დიდი ბრიტანეთი, აი ეს მაინტერესებს მაგრად. რა მოტივით თქვეს უარი ბრიტანელებმა ამ ბარათებზე, პრემიერ მინისტრმა ანტიქრისტეს ბეჭედიაო? -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
ნაინა |
Jan 17 2012, 11:13 PM
პოსტი
#4
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
afxazi
ციტატა აი ეს მაინტერესებს მაგრად. რა მოტივით თქვეს უარი ბრიტანელებმა ამ ბარათებზე, პრემიერ მინისტრმა ანტიქრისტეს ბეჭედიაო? ტექსტს თუ დავუჯერებთ ანტიქრისტეს ბეჭედი არც უხსენებია, საკმაოდ სერიოზული არგუმენტი მოიყვანა უარისთვის. აი ეს: ციტატა ”ათასი გზა არსებობს ელექტრონული სივრცე რომ შევავსოთ. პიროვნების საიდენტიფიკაციო რეგისტრაცია სხვა მრავალი გზით არის შესაძლებელი. თანხები სჯობს უფრო მნიშვნელოვან სფეროებზე დაიხარჯოს. ჩვენთან არ საჭიროებს ეს ბარათები. თუ უნდათ ამერიკაში - იქ იმუშაოს”. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
A.V.M |
Jan 18 2012, 01:16 AM
პოსტი
#5
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა აი ეს მაინტერესებს მაგრად. რა მოტივით თქვეს უარი ბრიტანელებმა ამ ბარათებზე, პრემიერ მინისტრმა ანტიქრისტეს ბეჭედიაო? არანაირად ბატონო ჩემო... ის კი არა სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიების საწინააღმდეგო გამოსვლესაც ვაკვირდებოდი და ძალიან მცირედ(თითქმის საერთოდ არაა)ნახსენები ბეჭედი და.ა.შ. უმეტესობაში საუბარია პიროვნების უფლების შეზღუდვა და ამგვარი რაღაცეები... და საფრანგეთი და ბრიტანეთი თუ ანტიქრისტეს ბეჭდის წინასახეობის გამო ზღუდავენ მაშინ გადავხტები ფანჯრიდან ამ თემაზე სხვათა შორის ბევრი მოძღვრის აზრიც ამგვარია და პიროვნების უფლებების შეზღუდვიდან გამომდინარეობს... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
.zakaria. |
Jan 18 2012, 01:59 AM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,146 რეგისტრ.: 14-February 10 მდებარ.: TIFLIS წევრი № 8,180 |
და საფრანგეთი და ბრიტანეთი თუ ანტიქრისტეს ბეჭდის წინასახეობის გამო ზღუდავენ მაშინ გადავხტები ფანჯრიდან კი გურამ ეგრეა ,მაგიტომ ზღუდავენ ,უბრალოდ არ იძახიან,სხვა მიზეზებს ასახელებენ, უღმერთობა კი არის გამეფებული მაგ ქვეყნებში მაგრამ შიში ოხერია -------------------- ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.
http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w |
A.V.M |
Jan 18 2012, 02:16 AM
პოსტი
#7
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
...
-------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
ნაინა |
Jan 18 2012, 03:36 AM
პოსტი
#8
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
A.V.M
ციტატა დასავლეთიდან მოდის ანტიქრისტეო გვიკიჟინებენ აქედან და იქიდან და თუ ისინი ხვდებიან თვით წინასახესაც კი,მაშინ მართლა ვაღებ ფანჯარას და იალა... ვერ იტყვიან ზუსტ მიზეზს იმისას თუ რატომ არ სურთ ID ბარათები, ინგლისში სხვადასხვა აღმსარებლობის მოსახლეობაა, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში და თუნდაც ჩვენთან, თუ კონკრეტულ მიზეზად დაასახელებენ ანტიქრისტეს ბეჭედს, სხვა რელიგიის წარმომადგენლებს პასუხი როგორ უნდა დაუსაბუთონ? მათ ხომ არც ჩვენი ქრისტიანული რელიგია აინტერესებთ და არც ანტიქრისტეს ბეჭედი. ამიტომ ასახელებენ საკმაოდ ნორმალურ და მისაღებ მიზეზს უარისათვის. თუ მათ არა აქვთ ფინანსები ბარათებისათვის, საქართველოს ბევრი აქვს? ვალებში იხრჩობა ბოლოს და ბოლოს, მაგრამ ამერიკას უგორებს წითელ კვერცხს და ვერ შებედავს უარს. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
A.V.M |
Jan 18 2012, 01:02 PM
პოსტი
#9
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
...
-------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
karpaki |
Jan 18 2012, 01:12 PM
პოსტი
#10
|
✞✞✞ ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 |
მსოფლიო კონტროლზეა საუბარი ხალხო რა გჭირთ რა ბეჭედი კაი რა
ელემენტარული საკითხია რატომ უნდა გადავიდეთ მმართველობის ახალ სისტემაზე როდესაც ესეც მშვენივრად მუშაობს და ვის ხელში ხვდება და ვისთვისაა ხელმისაწვდომი ჩვენი პირადი ინფორმაცია და რაში სჭირდებათ ეს მათ მაგაზეა საუბარი. ბეჭედი არა ქამარი კიდე -------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
.zakaria. |
Jan 18 2012, 01:50 PM
პოსტი
#11
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,146 რეგისტრ.: 14-February 10 მდებარ.: TIFLIS წევრი № 8,180 |
მსოფლიო კონტროლზეა საუბარი ხალხო რა გჭირთ რა ბეჭედი კაი რა მართალია,მარა ეგ შობს ბეჭედს. -------------------- ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.
http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w |
karpaki |
Jan 18 2012, 01:55 PM
პოსტი
#12
|
✞✞✞ ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 |
მართალია,მარა ეგ შობს ბეჭედს. აქცენტი კეთდება საქმის პრაქტიკულ მხარეზე.დანარჩენი ყველაფერი ფანატიზმად გახლავს შერაცხული და ჩვენც მხოლოდ პრაქტიკულ მხარეზე ვისაუბრებთ,რა პრობლემაა? -------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
ნაინა |
Jan 18 2012, 07:12 PM
პოსტი
#13
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
A.V.M
ციტატა ნაინ გასაგებია ყველაფერი მაგრამ მითხარი შენი აზრით,ინგისში,რამდენი მართლმადიდებელი იყო იმ საკანონმდებლო ორგანში,რომელმაც არ დაუჭირა მხარი ბიომეტრიულ საბუთებს? აი ინას სანამ მოვედი ჩემი სათქმელი დაუწერია თითქმის. წინა პოსტში ეტყობა კარგად ვერ ავხსენი რისი თქმაც მინდოდა ID ბარათებს როგორც ანტიქრისტეს ბეჭედს ან მის წინაპირობას, ისე არ განიხილავენ და რატომ მაინც და მაინც ჩვენ ვარქმევთ ამ სახელს? ალბად არც ბრიტანეთმა თქვა უარი მხოლოდ მაგ მოსაზრებით, რადგან ჰყავთ სხვადასხვა რელიგიის აღმსარებელი მოსახლეობა და მათთვის დასაბუთებული პასუხის გაწევა მოუწევდათ. ანუ არ განიხილავენ რელიგიური კუთხით ასრც საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებში. ადრეც ვკამათობდით ამ ბარათებზე, მაგრამ ყველა საკუთარ აზრზე დარჩა მაინც. ID ბარათები საჭიროა ტოტალური კონტროლისათვის. ჩვენ შეიძლება დღეს გაგვეცინოს ამ ყველაფერზე და ისიც ვთქვათ, ნეტა, ჩემი გაკონტროლება ვის რა ჯანდაბად სჭირდებაო, ან ვინ დახარჯავს ჩემს გამო ფულს რომ მე მაკონტროლონო. ასე არაა, თითოეულ ადამიანზე სჭირდებათ ინფორმაციები, ჩვენ ზედმეტად წინ ვერ ვიხედებით და ზუსტად და დანამდვილებით ვერ ვიტყვით მაინც და მაინც რატომ, მაგრამ ფაქტი ერთია, ადამიანი რომლის შესახებაც ყველა წვრილმანი იცი, იცი წარსული, აწმყო, მისი ცხოვრების შესახებ შეგიძლია ყველაფერი გაიგო, თუნდაც ის რომ დღეს რა გაზეთი იყიდა, იცი რა არის მისი ინტერესის სფერო, იცი ყველაფერი მის შესახებ, როგორ ფიქრობ ასეთი ადამიანი არ არის იოლი სამართავი? ასეთი კონტროლის დიდი სურვილი აქვს ამერიკას, მშვენივრად იცის რომ ჩვენნაირ პატარა და დაუცველ სახელმწიფოებს იოლად დაიმორჩილებს, მით უმეტეს ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს რომ ამერიკას თავი მოაწონოს, შეგვამჩნიონ როგორი დამჯერები ვართ და თუნდაც ერთხელ გაგვიღიმონ. ოღონდ ამერიკას ვასიამოვნოთ და ტყავიდან ვძვრებით. ბრიტანეთის პასუხში მშვენიერი მესეჯი იყო ამერიკისთვის: ,,თუ უნდათ ამერიკაში, იქ იმუშაოს'' აკონტროლოს ამერიკამ თავისი ხალხი და თავისი მონები, ჩვენი კონტროლის უფლებას ვერ მივცემთო. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
A.V.M |
Jan 18 2012, 10:09 PM
პოსტი
#14
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა ID ბარათებს როგორც ანტიქრისტეს ბეჭედს ან მის წინაპირობას, ისე არ განიხილავენ და რატომ მაინც და მაინც ჩვენ ვარქმევთ ამ სახელს? მაგას არ ვამბობ კაცო მეც? -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
ucha.mb |
Jan 19 2012, 12:54 AM
პოსტი
#15
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 2 რეგისტრ.: 17-January 12 წევრი № 11,964 |
თუ შეიძლება ჩემს აზრს გაგიზიარებთ, რა თვალთმაქცნი ვართ ადამიანები, ერთი ამბავი ავტეხეთ ID ბარათებზე, ჩვენს წარსაწყმედელად არისო ისე გავიძახით თითქოს სხვა ყველაფერი მოწესრიგებული გვქონდეს და ღვთის სათნოდ ვცხოვრობდეთ. ზოგჯერ ვმრუშობთ, ზოგჯერ ვცრუობთ, ვამპარტავნობთ, განვიკითხავთ და ID ბარათებზე კი ვჩხუბობთ. ვაი რომ გაცილებით საშიშია ჩვენი ამ ქვეყანას მიჯაჭვული გული და არა ID ბარათი.
მოდით ჯერ ჩვენი გული გავწმინდოთ და გული რომ სუფთა გვექნება, ID ბარათი კი არა სულ რომ პროცესორები ჩაგვიყენონ ტვინში ღმერთს მაინც ვერ მოგვწყვეტენ. -------------------- თუ ჯერ არ გიპოვია ჭეშმარიტება, მოინახულე მამა გაბრიელის საფლავი და შენ იპოვი მას...
|
orthodox-georgia |
Jan 20 2012, 02:29 PM
პოსტი
#16
|
---- ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 |
დაველოდოთ სინოდის გადაწყვეტილებას
-------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
sanfol |
Nov 4 2014, 06:19 PM
პოსტი
#17
|
მშვიდობისმყოფელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 |
რამე ხო არ მომხდარა ახალი ამ საკითხთან დაკავშირებით?
-------------------- მშვიდობა თქვენდა
|
G_saxva |
Nov 5 2014, 04:18 PM
პოსტი
#18
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
sanfol
რა უნდა მომხდარიყო ? -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
sanfol |
Nov 5 2014, 05:13 PM
პოსტი
#19
|
მშვიდობისმყოფელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 |
G_saxva
წმინდა სინოდის გადაწყვეტილება ბურუსითაა მოცული, რატოა კარგი ალტერნატიული ბარათები თუ ეს ბარათი საშიში არაა? და თუ საშიშროებას წარმოადგენს რატომ არ დაგმეს ცალსახად? ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ სახელმწიფო აკონტროლებს ეკლესიას და უბრალო ხალხი ვერ გაიგებს სიმართლეს. -------------------- მშვიდობა თქვენდა
|
G_saxva |
Nov 6 2014, 09:52 AM
პოსტი
#20
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
sanfol
თუ გაქვს წაკითხული სინოდის განჩინება? -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:04 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი