თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საეკლესიო ხელოვნება _ ქრისტიანული გრაფიკული და რელიეფური სიმბოლიკა.

პოსტის ავტორი: სარდიონ თარიღი: Jul 20 2008, 12:14 AM

ხშირად მართლმადიდებლურ ტაძარში ისეთ სიმბოლოს წააწყდები რაც წარმართულ ან ოკულტურ ტაძარს უფრო შეშვენის, რაც გაოცებას იწვევს.
IPB-ს სურათი
ეს პენტაგრამა სოლინიდანაა ,ხორვატია, წმინდა პეტრეს და მოსეს ტაძრიდან.მეათე საუკუნის ტაძრიდან.
მართლმადიდებლურ და ზოგადად ქრისტიანულ ტაძრებში ამ სიმბოლოს , როგორც წარმართულს და ოკულტურს არ ხმარობდნენ.
ძველ ბაბილონში ეს სიმბოლო ნიშნავდა ამქვეყნიურ სიძლიერეს , გავრცელებულს ქვეყნის ოთხივე მხარეს და ჰაერში.
შეადარეთ საბჭოთა ან ამერიკულ სამხედრო , სიმბოლოს, რომელიც სწორედ ამქვეყნიური ძალაუფლების შინაარსს ატარებს.

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Jul 20 2008, 12:24 AM

ციტატა(სარდიონ @ Jul 20 2008, 12:14 AM) *

ხშირად მართლმადიდებლურ ტაძარში ისეთ სიმბოლოს წააწყდები რაც წარმართულ ან ოკულტურ ტაძარს უფრო შეშვენის, რაც გაოცებას იწვევს.
IPB-ს სურათი
ეს პენტაგრამა სოლინიდანაა ,ხორვატია, წმინდა პეტრეს და მოსეს ტაძრიდან.მეათე საუკუნის ტაძრიდან.
მართლმადიდებლურ და ზოგადად ქრისტიანულ ტაძრებში ამ სიმბოლოს , როგორც წარმართულს და ოკულტურს არ ხმარობდნენ.
ძველ ბაბილონში ეს სიმბოლო ნიშნავდა ამქვეყნიურ სიძლიერეს , გავრცელებულს ქვეყნის ოთხივე მხარეს და ჰაერში.
შეადარეთ საბჭოთა ან ამერიკულ სამხედრო , სიმბოლოს, რომელიც სწორედ ამქვეყნიური ძალაუფლების შინაარსს ატარებს.


ვა,
მსგავსი გამოსახულება სიმართლე გითხრათ არ მინახავს, პირველად ვხედავ.
მსგავს ვარსკვლავს სატანისტურ გამოსახულებებში უფრო შევხვედრილვარ.
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Jul 20 2008, 01:05 AM

თათარაშვილი

ციტატა
მსგავს ვარსკვლავს სატანისტურ გამოსახულებებში უფრო შევხვედრილვარ

სატანისტებს ამოტრიალებული ვარსკვლავი აქვთ. ამ ვარსკვლავს კი სრულიად სხვა დატვირთვა აქვს.


პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jul 20 2008, 03:13 AM

საზოგადოდ ქრისტიანული იკონოგრაფია წარმართულ გარემოში იშვა, შესაბამისად, ღვთისმეტყველებამ შეითვისა არა მხოლოდ რაციონალური ენა ანტიკური ფილოსოფიური არსენალიდან, არამედ ყველა კულტურული ნიშან-თვისება smile.gif

პოსტის ავტორი: სარდიონ თარიღი: Jul 20 2008, 09:45 AM

დათიკო
დღეს კაბალისტიკაში , მაგიაში და სატანურ სიმბოლიკაში გამოიყენება, როგორც ამოყირავებული ისე სწორად მდგომი, მაგრამ ქრისტიანულ გარემოში ეს შემთხვევა ნამდვილად გამონაკლისია.
ბევრი შეცდომა ხანდახან უცოდინარობით ან სწორედ არაეკლესიური ავტორიტეტის გავლენით ხდებოდა, რომელიც აფინანსებდა მშენებლობა-მოხატულობას.

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Jul 20 2008, 10:46 AM

სარდიონ

ციტატა
დღეს კაბალისტიკაში , მაგიაში და სატანურ სიმბოლიკაში გამოიყენება, როგორც ამოყირავებული ისე სწორად მდგომი, მაგრამ ქრისტიანულ გარემოში ეს შემთხვევა ნამდვილად გამონაკლისია.
ბევრი შეცდომა ხანდახან უცოდინარობით ან სწორედ არაეკლესიური ავტორიტეტის გავლენით ხდებოდა, რომელიც აფინანსებდა მშენებლობა-მოხატულობას.

გეთანხმები, თუმცა სწორედ რომ უცოდინარობის გამო ხდება ამ სიმბოლიკის არასწორად გამოყენება ან ინტერპრეტაცია. სინამდვილეში მათ სრულიად სხვა მნიშვნელობა აქვთ ხოლმე. მაგალითად ჩვეულებრივად მდგომი ვარსკვლავი ადამიანის საწყისის სიმბოლოა. სხვა საქმეა ვინ როგორ იყენებს ამას. ისევე როგორც ტერმინები. მაგალითისთვის ტერმინი ესოტეროს ტავდაპირველად სრულიად მართლმადიდებლურ ტერმინს წარმოადგენდა და შინაგას ნიშნავდა, მანამდე, სანამ მავანმა საზოგადოებამ მას სხვა დატვირთვა არ შესძინა და დღეს იგი ანტიმართლმადიდებლურად გვესახება. ასევეა ტერმინი თეოსოფიაც, რომელიც სიბრძნის სიყვარულს სიშნავს, სიბრძნე თავად უფალია და ე.ი. ღვთის სიყვარულის ამნიშვნელი ტერმინია, თუმცა აქაც ამ ტერმინს სრულიად სხვა მნიშვნელობა შესძინეს და დღეს იგი ანტიქრისტიანულ სწავლებას წარმოადგენს.
ასევე იყო მცდელობა არასათანადოდ წარმოედგინათ ჯვრის სიბლოლიკაც, მაგრამ მადლობა რმერთს არაფერი გამოუვიდათ.

პოსტის ავტორი: სარდიონ თარიღი: Jul 20 2008, 12:21 PM

დათიკო
მართალია, ის გაჩაჩხული და ხელებგაშლილი ადამიანის სიმბოლოცაა რაც ადამიანის ჰარმონიულ საწყისებს განასახიერებს.
IPB-ს სურათი
მაგრამ ვიმეორებ ქრისტიანნულ ღვთისმეტყველებაში და სიმბოლიკაში ის პრინციპულად არსად არ გვხვდება და ალბატ ხვდები რატომაც.
აი რიტუალური საგანიც:
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Jul 20 2008, 03:58 PM

სარდიონ

ციტატა
ქრისტიანნულ ღვთისმეტყველებაში და სიმბოლიკაში ის პრინციპულად არსად არ გვხვდება

გეთანხმები.
ციტატა
ალბატ ხვდები რატომაც

რა თქმა უნდა. smile.gif

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Jul 20 2008, 04:17 PM

მე მაგალითად ხუთქიმიანი ვარსკვლავი ხატზეც მინახავს; წმ. ნიკოლოზს ხელში სახარება უჭირავს და სახარებაზე რატომღაც ხუთქიმიანი ვარსკვლავია გამოსახული.



პ.ს.
სარდიონ
კარგი თემაა

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Jul 21 2008, 12:02 PM

5 ქიმიანი ვარსკვლავი, იგივე სოლომონ მეფის ვარსკვლავი ანუ ბეჭედი.
ის ცნობილი იყო უძველესი დროიდან როგორც ასტროლოგიური,
მაგიური სიმბოლო.
მეფე სოლომონმა თავკიდე ქვაკუთხედზე ამოაკვეთინა, როცა ტაძარს აშენებდა, ამიტომ მასონურმა თუ სხვა ოკულტურ მისტიური მიმართულების წრეებმა თავის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ გაიხადეს და უკავშირებენ სოლომონის ტაძრის მომავალ აღდგენას, სადაც უნდა გამეფდეს მომავალი ერთმმართველი, ქრისტიანული ტრადიციით, ანტიქრისტე.
საბჭოთა სინამდვილეში ეს სიმბოლო სწორედ ოკულტური სამყაროდან და მსოფლიოს ერთთმართველობის იდეიდან მოვიდა.

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Jul 21 2008, 07:38 PM

ლეონტი
გეთანხმები. მასონური ორგანიზაციების და სატანისტების სიმბოლოდაა ქცეული და ხატზე რატომ იყო გამოსახული გამიკვირდა

პოსტის ავტორი: სარდიონ თარიღი: Jul 21 2008, 10:06 PM

orthodox-georgia
ევროპაში მასონური მოძრაობის წარმოშობაზე ვკითხულობდი და იქ შემხვდა ფაქტები მასონური სიმბოლოების მართლმადიდებლურ ეკლესიაში დამკვედრების შესახებ.
ზოგიერთი მდიდარი მასონები, რომლებიც ეკლესიების მშენებლობა, მორთვა მოკაზმვას აფინანსებდნენ, ცდილობდნენ და ახერხებდნენ მასონური სიმბოლოების ეკლესიაში დანერგვას.
ტოლერანტულ და ყველა ერთი ღმერთის შვილები ვართ განწყობის საფუძველზე.
ასე მოხვდა ხუთქიმიანი ვარსკვლავი 18 ე საულუნის ბოლოს ხატებზე აგრეთვე ამავე პერიოდიდან გვხვდება ეგრეთ წოდებული "ვსევიდიაშეე ოკო"
ფრესკებზე და ხატებზე, რაც ცნობილი ძველეგვიპტური ჯადოქრული ხოლო დღეს მასონური სიმბოლოა და მანამდე მართლმადიდებლურ გამომსახველობაში , როგორც საღვთისმეტყველო სიმბოლო , უბრალოდ არ არსებობდა.

ვსევიდიაშეე ოკო:

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი
აქ წერია:
"Novus ordo seclorum"-ახალ წყობა უკუნითი უკუნისამდე.

პეტერბურგში ისააკის ტაძარში:
IPB-ს სურათი

ეს კი წმ. სტეფანეს კათოლიკური ტაძარია ვენაში:

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Aug 4 2008, 11:26 PM

სარდიონ
საინტერესო თემაა სადღაც მქონდა მასალებიც მოვიძიებ და შემოგიერთდებით.
აბო.

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Aug 4 2008, 11:33 PM

სარდიონ

ციტატა
ევროპაში მასონური მოძრაობის წარმოშობაზე ვკითხულობდი და იქ შემხვდა ფაქტები მასონური სიმბოლოების მართლმადიდებლურ ეკლესიაში დამკვედრების შესახებ.
ზოგიერთი მდიდარი მასონები, რომლებიც ეკლესიების მშენებლობა, მორთვა მოკაზმვას აფინანსებდნენ, ცდილობდნენ და ახერხებდნენ მასონური სიმბოლოების ეკლესიაში დანერგვას.
ტოლერანტულ და ყველა ერთი ღმერთის შვილები ვართ განწყობის საფუძველზე.
ასე მოხვდა ხუთქიმიანი ვარსკვლავი 18 ე საულუნის ბოლოს ხატებზე აგრეთვე ამავე პერიოდიდან გვხვდება ეგრეთ წოდებული "ვსევიდიაშეე ოკო"
ფრესკებზე და ხატებზე, რაც ცნობილი ძველეგვიპტური ჯადოქრული ხოლო დღეს მასონური სიმბოლოა და მანამდე მართლმადიდებლურ გამომსახველობაში , როგორც საღვთისმეტყველო სიმბოლო , უბრალოდ არ არსებობდა.


იკონოგრაფიაში არაერთი სიმბოლოა წარმართული... თუნდაც შარავანდედი, ჩემი აზრით არავითარი მისტიური განხორციელება მათ არ აქვთ და ეკლესიის ბუნება მთლიანად შთანთქავს უცხოს ჩანაფიქრს, თუ ასეთი საერთოდ არსებობს.

მაგალითად ეს არის პირველი, მოწამეთა ეკლესიად წოდებული, კატაკომბური ეკლესიის იკონოფრაფია:

http://www.radikal.ru

როგორც ხედავთ მაცხოვარს წვერი არ აქვს... იკონოგრაფიის დახვეწისა და ისტორიული გადმოცემის შეჯერებით ფორმირებულმა ტრადიციამ, ბოლოს ამგვარი გამოსახვა არასათანადოდ მიიჩნია, ისევე როგორც ანგელოზების ქალად გამოსახვისა და სხვათა ჩვეულება.

პოსტის ავტორი: სარდიონ თარიღი: Aug 6 2008, 09:29 PM

ციტატა(მნათე @ Aug 4 2008, 11:33 PM) *

სარდიონ
მაგალითად ეს არის პირველი, მოწამეთა ეკლესიად წოდებული, კატაკომბური ეკლესიის იკონოფრაფია:

http://www.radikal.ru



ეს არავითარი საეკლესიო იკონოგრაფია არ არის.
რადგან სანამ ეკლესია ჩამოაყალიბებდა კანონიკურ სტილს, მანამდე ადრეული პერიოდის ქრისტიანები სარგებლობდნენ იმ დროისთვის არსებული და თანამედროვეთათვის კულტუროლოგიურად გასაგები საერო მხატვრობის ხერხებით, როგორც ამ ნიმუშზეა.
აქ არ არის კონკრეტული სახეები, არამედ სიმბოლური, იგავური ფორმაა , პირტიტველა ყმაწვილი არის მწყემსი კეთილი, ანუ ქრისტე, რომელმაც დაკარგული ცხვარი მოიძია და გადაარჩინა.

პოსტის ავტორი: expert:) თარიღი: Apr 15 2009, 04:26 PM

მნათე
იკონოგრაფიის წესები და კანონები საეკლესიო კრებებმა გადაწყვიტა. მოდი ვენდოთ წმინდა მამებს........

პოსტის ავტორი: shavlegi თარიღი: Jun 26 2010, 05:05 PM

IPB-ს სურათი всевидящее око
ეს მართლმადიდებლური, რუსული ხატია. მისი მრავალი ასლი არსებობს და რას იტყვით ამ ხატზე?

პოსტის ავტორი: ჩხეიძე თარიღი: May 13 2011, 02:04 AM

საეპისკოპოსო ჯვრების, სამღვდელო ჯვრების სხვადასხვაობა..მათი შინაარსობრივი და მისტიური დატვირთვა,განმარტება. --ვინმეს მოეძებნება მსგავსი ინფორმაცია?

ზემოთხსენებულ ვარსკვლავს რაც შეეხება -მინდა დავამატო --ხუთქიმიანი ვარსკვლავი-ადამიანის სიმბოლოცაა --ხელები ,ფეხები,თავი ..მას თეთრ მაგიაში იყენებენ... შავი მაგია კი გადმობრუნებულ პენტაგრამას იყენებს - ის თხის ,ჯიხვის ''იმიჯით'' არის ხშირად ''შემკული'' (შავ ფონზე თეთრად უყვართ სატანისტებს მისი ..და საერთოდ .. წერა)..)))

პოსტის ავტორი: bexona თარიღი: May 13 2011, 05:18 PM

მე რამდენადაც ვიცი 5 ქიმიანი ვარსკვლავი ძველი ებრაული სიმბოლოა,და საერტოდ მასონური სიმბოლიკა დზველი ებრაული სიმბოლიკიდან მოდის, უბრალოდ საპირისპიროდ შეცვლილი საპირისპირო იდეისტვის, ტუნდაც ამოტრიალებული ჯვარიც სატანისტური სიმბოლოა. ეს აი ნოვ smile.gif)
.
საინტერესო თემაა

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Oct 14 2012, 03:20 PM

http://imageshack.us/photo/my-images/259/25115212803091394555348.jpg/

Uploaded with http://imageshack.us ნახეთ როგორ შეიცვალა

პოსტის ავტორი: ბოდოკია თარიღი: Jul 25 2017, 01:39 PM

მოგესალმებით ტატუ დავიხატე რომელზეც მხოლოდ ყოვლისმხედველი ოკოს თვალია გამოსახული და მითხრეს რომ არაქრისტიანულია ,მე ქრისტიანი ვარ და არ ვიცი ამ ნიშანს ნამდვილად ააქვს თუ არა სატანისტური დატვირთვა , თქვენი რჩევა მჭირდება.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 25 2017, 11:25 PM

ციტატა(ბოდოკია @ Jul 25 2017, 02:39 PM) *

მოგესალმებით ტატუ დავიხატე რომელზეც მხოლოდ ყოვლისმხედველი ოკოს თვალია გამოსახული და მითხრეს რომ არაქრისტიანულია ,მე ქრისტიანი ვარ და არ ვიცი ამ ნიშანს ნამდვილად ააქვს თუ არა სატანისტური დატვირთვა , თქვენი რჩევა მჭირდება.


ჯობია მოძღვარს დაეკითხოთ, რომ კომპეტენტური პასუხი მიიღოთ.

ბიბლიაში წერია: "არ დაიკაწროთ მკვდრისთვის თქვენი სხეული და ნუ გაიკეთებთ წარწერებს ჩხვლეტით".

/ლევიანები 19:28/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)