IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
> ბერად აღკვეცილი ქალები
benediqt
პოსტი Feb 1 2012, 03:11 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 460
რეგისტრ.: 20-September 07
წევრი № 2,794



ღირსი ანასტასია (+567-568)
10 (23) მარტი


ღირსი ანასტასია არისტოკრატული ოჯახის შვილი იყო და კონსტანტინეპოლში ცხოვრობდა. კეთილმსახური პატრიცია ყოველთვის მისაბაძი იყო და იმპერატორი იუსტინიანე (527-565) დიდ პატივს სცემდა. დაქვრივების შემდეგ ანასტასიამ კონსტანტინეპოლი დატოვა, ალექსანდრიის ახლოს პატარა მონასტერი დააარსა და თავი ღვთისმსახურებას შესწირა.

რამდენიმე წლის შემდეგ იუსტინიანე დაქვრივდა და გადაწყვიტა, ანასტასიაზე დაქორწინებულიყო. ღირსი ანასტასია დახმარების სათხოვნელად შორეულ მონასტერში წავიდა ღირს დანიელთან (ხს. 18 მარტს). ბერმა ნეტარი დედა მამაკაცის სამოსელით შემოსა და ევნუხი უწოდა. მოძღვრის კურთხევით ანასტასია მივარდნილ გამოქვაბულში დასახლდა. ის არასოდეს გამოდიოდა საცხოვრებლიდან, არც არავის ღებულობდა. ეს ადგილი მხოლოდ ერთმა ბერმა იცოდა. კვირაში ერთხელ მიდიოდა გამოქვაბულში, მცირეოდენი პური და წყალი მიჰქონდა და შესასვლელთან ტოვებდა. ასეთ მკაცრ პირობებში ცხოვრობდა ანასტასია 28 წლის განმავლობაში.


ღირსი აპოლინარია (+დაახლ. 470)
5 (18) იანვარი


ღირსი აპოლინარია იყო ასული ანფემიუსისა, რომელიც თეოდოსი უმცროსის (408-450) არასრულწლოვანების დროს ბიზანტიის იმპერიას განაგებდა. მან ქალწულობის აღთქმა დადო და კეთილმორწმუნე მშობლებისაგან აღმოსავლეთის წმიდა ადგილების მოლოცვის უფლება გამოითხოვა. როცა იერუსალიმიდან ალექსანდრიაში ჩავიდნენ, წმიდანმა ბერის ტანსაცმელი გადაიცვა, მონა-მხევლებს გაეპარა და ერთ ჭაობიან ადგილას დაემკვიდრა, სადაც რამდენიმე წელი მოსაგრეობდა მკაცრი მარხვითა და ლოცვით. შემდეგ ქალწული უფლის მინიშნებით წმიდა მაკარი ეგვიპტელის სავანეში დასახლდა ბერი დოროთეს სახელით და მალე ცნობილი გახდა თავისი მოსაგრე ცხოვრებით. აპოლონარიას მშობლებს მეორე, ეშმაკეული ასულიც ჰყავდათ. მათ იგი ღირსი მაკარის სავანეში გაგზავნეს. იღუმენმა სნეული ბერი დოროთეს (წმიდა აპოლინარიას) მიჰგვარა, რომელმაც ლოცვით განკურნა იგი. სახლში დაბრუნებულ ქალწულს კვლავ დაეუფლა ბოროტი. ეშმაკმა თავის ჭურჭელს ორსული ქალის ფორმა მისცა. ამან საშინლად განარისხა მისი მშობლები. მათ მეომრები გაგზავნეს სავანეში და შვილის შეურაცხმყოფელი გამოითხოვეს.

წმიდა აპოლინარიამ თავის თავზე აიღო დანაშაული და მეომრებს მშობლიურ სახლში გაჰყვა. აქ ის გამოეცნაურა დედ-მამას და ისევ სავანეში დაბრუნდა. აპოლინარია მშვიდობით მიიცვალა 470 წელს. მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ გაიგეს ძმებმა, რომ ახოვანი მოსაგრე დოროთე ქალი იყო. წმიდანის ცხედარი დაკრძალეს წმიდა მაკარი მეგვიპტელის სავანეში.



ღირსმოწამე ევგენია და მის თანა მოწამენი: პროტიოსი, იაკინთე და კლავდია (+დაახლ. 262)
24 (6.01) დეკემბერი


ღირსმოწამე ევგენია წარმოშობით რომაელი იყო, მაგრამ ალექსანდრიაში ცხოვრობდა, სადაც მამამისი - ფილიპე იმპერატორმა კომოდუსმა (180-192) ეგვიპტის ეპარქოსად გაამწესა. წმიდანმა მშვენიერი განათლება მიიღო, ამასთან ზნეკეთილობითა და მშვენიერებითაც გამოირჩეოდა. ბევრი დიდებული ჭაბუკი ეძებდა მის ხელს, მაგრამ ნეტარს გათხოვება არ სურდა. ერთხელ ევგენიას პავლე მოციქულის ეპისტოლეები ჩაუვარდა ხელში, მისი წაკითხვის შემდეგ ირწმუნა ქრისტე, მისთვის ცხოვრების შეწირვის სურვილით აენთო, მამაკაცის სამოსელი გადაიცვა და მონებთან - პროტიოსთან და იაკინთესთან ერთად ნათელიღო ეპისკოპოს ელიას ხელით, რომელსაც ევგენიას შესახებ წინასწარ განეცხადა საღვთო ხილვაში. მღვდელმთავარმა წმიდა დედა აკურთხა, მამაკაცის სამოსელში გადაცმულს ევგენის სახელით ეღვაწა, ამით წმინდა ევგენიას საშუალება ეძლეოდა დამალვოდა მამას, რომელსაც წმინდანის გათხოვება სურდა.



ღირსი მარინი და მამა მისი ევგენი (VI)
12 (25) თებერვალი


ღირსი მარიამ – მარინი და მამა მისი ღირსი ევგენი IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდნენ ბითვინიაში (მცირე აზიის ჩრდილო დასავლეთი ოლქი). დაქვრივების შემდეგ ღირსმა ევგენიმ გადაწყვიტა მონასტერში წასულიყო, მისმა ასულმა კი არ ისურვა მამასთან განშორება, მამაკაცის ტანსაცმელი გადაიცვა და თან გაჰყვა მშობელს. ისინი ერთად დამკვიდრდნენ ალექსანდრიის მახლობლად მდებარე სავანეში, სადაც მარიამი მარინის სახელით აღკვეცეს ბერად.



user.gif


--------------------
აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა
ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ,
რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Feb 1 2012, 04:07 PM
პოსტი #2


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



რა უნდა ეხლა ამას რატო სწუხს


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Hercules
პოსტი Feb 1 2012, 04:27 PM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 26-July 11
წევრი № 11,371



დედა მონაზვნად აღკვეცილი მამაკაცები უფრო საინტერესო რამე იქნებოდა biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
benediqt
პოსტი Feb 1 2012, 05:00 PM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 460
რეგისტრ.: 20-September 07
წევრი № 2,794



karpaki

ციტატა
რა უნდა ეხლა ამას რატო სწუხს



ძველი აღთქმა
მეორე რჯული
თავი ოცდამეორე

5. ნუ ჩაიცვამს მამაკაცის ტანსაცმელს ქალი და ნუ შეიმოსება ქალის სამოსლით მამაკაცი, რადგან საძაგელია უფლისათვის, შენი ღმერთისათვის ყველა, ვინც ამას სჩადის.




ღანგრის ადგილობრივი საეკლესიო კრების კანონები
კანონი 13

თუ ვინმე დედაკაცმა მოჩვენებითი მოღვაწეობისათვის შეცვალოს სამოსელი და ჩვეულებრივი სადედაკაცო სამოსლის ნაცვლად სამამაკაცო ჩაიცვას, შეჩვენებულ იყოს.



user.gif


--------------------
აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა
ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ,
რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Feb 1 2012, 05:15 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



benediqt
ციტატა
ძველი აღთქმამეორე რჯულითავი ოცდამეორე5. ნუ ჩაიცვამს მამაკაცის ტანსაცმელს ქალი და ნუ შეიმოსება ქალის სამოსლით მამაკაცი, რადგან საძაგელია უფლისათვის, შენი ღმერთისათვის ყველა, ვინც ამას სჩადის.ღანგრის ადგილობრივი საეკლესიო კრების კანონებიკანონი 13თუ ვინმე დედაკაცმა მოჩვენებითი მოღვაწეობისათვის შეცვალოს სამოსელი და ჩვეულებრივი სადედაკაცო სამოსლის ნაცვლად სამამაკაცო ჩაიცვას, შეჩვენებულ იყოს.

კარგი ეხლა არ გამაცინო biggrin.gif biggrin.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Feb 1 2012, 05:20 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



benediqt

მასე, ისიც წერია ძველ აღთქმაში:"წყეული იყოს ყოველი ძელზე დაკიდებულიო" biggrin.gif

იმედია მიხვდი რისი თქმაც მინდაsmile.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
benediqt
პოსტი Feb 1 2012, 05:30 PM
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 460
რეგისტრ.: 20-September 07
წევრი № 2,794



ალექსანდრე
ციტატა
კარგი ეხლა არ გამაცინო



არ გაიცინო

GIORGI LELUASHVILI
ციტატა
იმედია მიხვდი რისი თქმაც მინდა


ვერ მივხვდი


--------------------
აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა
ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ,
რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Feb 1 2012, 05:31 PM
პოსტი #8


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



benediqt

როგორი გულდათუთქულია biggrin.gif


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Feb 1 2012, 05:32 PM
პოსტი #9


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



laugh.gif laugh.gif biggrin.gif biggrin.gif

მაგარია...
გახალისებაც გვჭირდება ხანდახან... biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
benediqt
პოსტი Feb 1 2012, 05:36 PM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 460
რეგისტრ.: 20-September 07
წევრი № 2,794



A.V.M
ციტატა
მაგარია...
გახალისებაც გვჭირდება ხანდახან...


და რამ გაგახალისა?

იმ ფაქტმა, რომ ქალები ბერებად აღიკვეცენ? biggrin.gif


--------------------
აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა
ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ,
რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Feb 1 2012, 05:38 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



benediqt
ციტატა
ვერ მივხვდი

კარგი, მაშინ მიპასუხე ვინ გამოდის ქრისტე შენი ლოგიკითsmile.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Feb 1 2012, 05:39 PM
პოსტი #12


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



benediqt

ფორუმ.გე-ზე რომ ჩვენი ფორუმის დასაცინი თუ გასალანძღი თემა გაიხსნა, შენ ხარ ხომ მისი ავტორი? (დაიწყებ ახლა სხვაში გეშლებიო).

შენ ეს თემა რატომ გახსენი, დასაცინად, სამხილებლად თუ რისთვის? ვართ აქ რომელიმე იმისთვის, რომ შენ რამე ახსნა-განმარტება გაძლიოთ?


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Feb 1 2012, 05:40 PM
პოსტი #13


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
და რამ გაგახალისა?

იმ ფაქტმა, რომ ქალები ბერებად აღიკვეცენ?

იმ რეაქციამ რომელიც მაგან გამოიწვია...

შენ თუ იცი ლევიანის მიხედვით მღვდელს მსხვერპლი როგორ უნდა შეეწირა? biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
benediqt
პოსტი Feb 1 2012, 05:42 PM
პოსტი #14


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 460
რეგისტრ.: 20-September 07
წევრი № 2,794



afxazi
ციტატა
ფორუმ.გე-ზე რომ ჩვენი ფორუმის დასაცინი თუ გასალანძღი თემა გაიხსნა, შენ ხარ ხომ მისი ავტორი?


და მე რატომ ვარ მისი ავტორი? მეტყობა რომ მე ვარ?



--------------------
აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა
ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ,
რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Feb 1 2012, 05:44 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



A.V.M
ციტატა
შენ თუ იცი ლევიანის მიხედვით მღვდელს მსხვერპლი როგორ უნდა შეეწირა?

biggrin.gif biggrin.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
benediqt
პოსტი Feb 1 2012, 05:53 PM
პოსტი #16


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 460
რეგისტრ.: 20-September 07
წევრი № 2,794



A.V.M
ციტატა
შენ თუ იცი ლევიანის მიხედვით მღვდელს მსხვერპლი როგორ უნდა შეეწირა?



ესეთ ჩამჭრელ კითხვებს ნუ დამისვამ გთხოვ user.gif


ანუ, გავაპრავეთ ქალთა ბერად აღკვეცა?


--------------------
აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა
ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ,
რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Feb 1 2012, 05:58 PM
პოსტი #17


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა

ესეთ ჩამჭრელ კითხვებს ნუ დამისვამ გთხოვ

საერთოდ არ მაქვს შენი ჩაჭრისდა კამათის სურვილი...
უბრალოდ აგიხსნი მე რასაც ვამბობ.
მე და გიომ მაგალითები მოგიყვანეთ საიდანაც ჩანს,რომ გარკვეული საეკლესიო კანონები შეიცვალა.
ხოდა თუ ეთანხმები , რომ ეკლესიის ზოგიერთი კანონი შეიძლება დროში შეიცვალოს მაშინ არც ის უნდა გაგიკვირდეს,რომ გარკვეული გამონაკლისები მოხდა.
და თუ არ ეთანხმები ე.ი. მართლმადიდებლობის წინააღმდეგი ხარ და აზრი აღარ აქვს საუბარს.

ვიცი ,რომ სენი პასუხი იქნება ასეთი:მე არ ვარ წინააღმდეგი მართლმადიდებლობისა , უბრალოდ მაინტერესებსო.
ხოდა მითხარი კონკრეტულად ვისი გაინტერესებს და როდისაა მისი ხსენება და იქნებ ვთქვათ ორი სიტყვა...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Feb 1 2012, 05:58 PM
პოსტი #18


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



benediqt

ციტატა
ანუ, გავაპრავეთ ქალთა ბერად აღკვეცა?


შენის აზრით როგორ თავსდება ამ სიტყვებში:

მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ჴელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა. (იოანე 3.5).

ეს ფრაზა:

და ეტყოდა იესუს: მომიჴსენე მე, უფალო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა. ხოლო იესუ ჰრქუა მას: ამინ გეტყჳ შენ: დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა. (ლუკა 23. 43-44).


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
benediqt
პოსტი Feb 1 2012, 06:04 PM
პოსტი #19


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 460
რეგისტრ.: 20-September 07
წევრი № 2,794



A.V.M
ციტატა
ხოდა თუ ეთანხმები , რომ ეკლესიის ზოგიერთი კანონი შეიძლება დროში შეიცვალოს მაშინ არც ის უნდა გაგიკვირდეს,რომ გარკვეული გამონაკლისები მოხდა.



ხოდა თუ შეიძლება დამიკონკრეტე, რომელი საეკლესიო კანონები ექვემდებარება დროში შეცვლას biggrin.gif მეც ეგ მაინტერესებს biggrin.gif

როცა გაწყობთ, ეკუმენურ ლოცვებს იმიტომ გმობთ სჯულის კანონი კრძალავსო, შარვლიან ქალებს ეკლესიიდან ყრით, სჯულის კანონი კრძალავს შარვალსო biggrin.gif არადა შარვლიან ქალებზე ზუსტად ამ კანონებს იშველიებთ, ძველი აღთქმიდან და ღანგრის კრებას, და რომ დაუკვირდე არც ერთში არაფერი სწერია ქალის შარვლის საწინააღმდეგო biggrin.gif

მოკლედ, დასკვნა ასეთია, როცა გაწყობთ ყველა სჯულის კანონი მოქმედებს, და როცა საჭიროა იცვლება კიდეც კანონები ხო? biggrin.gif თუ უქმდება? biggrin.gif


--------------------
აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა
ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ,
რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Feb 1 2012, 06:10 PM
პოსტი #20


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



benediqt

ციტატა
როცა გაწყობთ


ციტატა
იმიტომ გმობთ


ციტატა
ეკლესიიდან ყრით


სექტანტს ვესაუბრებით?


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 09:10 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი