თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მამათა გამონათქვამები, წმინდანთა ცხოვრება _ სულიერი დარიგებები მართლმორწმუნეთ

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Sep 30 2007, 06:14 PM

* * * *

მოყვასი ყოველთვის ალერსით, წყნარად და სიყვარულით უნდა შევაგონოთ და დავარწმუნოთ და, რაც მთავარია, შინაგანად უფალს უნდა ვთხოვოთ შეწევნა.


* * * *

მხოლოდ მას შეუძლია ურწმუნოს რწმენაზე დაელაპარაკოს, ვინც მტკიცედ დგას სარწმუნოებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ურწმუნო მასთან მოსაუბრის სულს დააზიანებს.



* * * *

ბავშვების საერო აღზრდის ნაყოფი, რომელიც ერთი მხრივ მხოლოდ საერო მწერლების ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, ხოლო მეორე მხრივ წმინდა წეირილისა და ეკლესიისგან განდგომაზეა დაფუძნებული. ასეთია: ეკლესიისადმი უპატივცემლობა, უხალისობა ღვთისმსახურებისა და ლოცვის დროს, მშობლებისა და უფროსების დაუფასებლობა, სწრაფვა გარეგნულისადმი, ამქვეყნად არსებობის მიზნის დავიწყება და მისი დამახინჯება, ურწმუნოება, უმოზნოდ ცხოვრება, ლტოლვა სანახაობებისა და სხვა საერო გასართობებისკენ.



* * * *

ცდუნებისას ხშირად გაიხსენე სიკვდილი, გაკითხვის დღე და საუკუნო სატანჯველი.


* * * *

შვილების მიმართ დაუდევრობა უდიდესია ცოდვათა შორის და უკიდურესი ხარისხია ურჯულოებისა. ერთი დედა, დროებით გადაყვანილი იმქვეყნიურ ცხოვრებაში, საკუთარზე მეტად ვაჟიშვილის ცოდვების გამო დაისაჯა. ბავშვებს უნდა ვაპატიოთ ცელქობა და უყურადღებობა და არა ბოროტება და მზაკვრობა. იმ შვილების გამო, რომელთა ატირებისაც ეშინოდათ და ამიტომ ცუდ საქციელს მიუტევებდნენ ხოლმე, შემდგომში თვითონ მშობლები ღვრიან ცრემლებს. ბავშვის აღზრდისას არც მეტისმეტი ლმობიერება გვმართებს და არც მეტისმეტი სიმკაცრე, არამედ გონიერება. ის კი არ არის გონიერი, ვისაც დასჯა შეუძლია, არამედ ის, ვისაც ცუდი საქციელისგან დაცვა ძალუძს. ვაჟიშვილს დაუტოვე არა სიმდიდრე, ოქრო და ვერცხლი, არამედ ქრისტიანული სიბრძნე, არა მდიდრული სახლი, არამედ მოთმინების ნიჭი, არა წარჩინებული, არამედ კეთილი და მორწმუნე მეგობრები.



* * * *

ყველაზე მეტად სხვის ცდუნებას უნდა ვერიდოთ, რათა სხვა მაცდუნებლებთან ერთად სასუფევლიდან არ გამოგვაძეონ.



* * * *

როდესაც ღვთისმგმობელი აზრები მოგვდის, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამაში ჩვენ მიგვიძღვის ბრალი. მი უფრო - როცა მათ არ ვეთანხმებით. ეს ბოროტის მოქმედებას უნდა მივაწეროთ და ვეცადოთ, ყურადღება არ მივაქციოთ.



* * * *

დიდი სათნოებაა უპოვარობა, უმანკოება - მასზე მეტი, უდიდესი კი მორჩილებაა, ვინაიდან პირველი ნივთებზე ბატონობს, მეორე - სხეულზე, ხოლო მესამე - სულზე.


* * * *

როცა გაქებენ საკუთარი ცოდვები გაიხსენე.



* * * *

ვინც სიზარმაცის გამო უფალს არ უგალობს და არ ადიდებს, ის ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს.



* * * *

ჩვენ არ ვუმეგობრდებით, სახლში არ ვუშვებთ, ახლოსაც არ ვიკარებთ ისეთ ხალხს, ვინც ჩვენი საწინააღმდეგო ცხოვრებით ცხოვრობს. მით უფრო არ მიიღებს წმინდა და სამართლიანი უფალი ზეციურ სასუფეველში ურჩ და ბოროტი ნების ადამიანებს.


* * * *

როდესაც რაიმე საქმეს ხელს მოჰკიდებ, პირველად იმას კი ნუ იკითხავ, საამო და სასარგებლო იქნება თუ არა ეს შენთვის და საქები სხვათა თვალში, არამედ ის გამოიძიე, სათნო თუა ღვთისთვის და ხომ არ ეწინააღმდეგება მის მცნებებს.


* * * *

ბრძენმა თქვა: მე მეშინია ღვთისა და კიდევ - ისეთი ადამიანისა, რომელსაც უფლის არ ეშინია.



* * * *

სიყვარულის ორი სახე ორგვარ მოქალაქეობას შობს: ღვთის სიყვარული იერუსალიმის (ზეციური ქალაქის) მოქალაქეობას გვანიჭებს, ამა სოფლისა - ბაბილონისას (ცოდვილთა ქალაქისას). ამიტომ ყველამ საკუთარ თავს ჰკითხოს, რა უყვარს და გაიგებს, რომელი ქალაქის მკვიდრია.


* * * *

ყოველ ადამიანს სამი გული უნდა ჰქონდეს: წრფელი - უფლისთვის, მოწყალე - მოყვასისთვის და მკაცრი - საკუთარი თავისთვის.


* * * *

საკუთარი თავის სიყვარული მოყვასის სიყვარულს უნდა შევწიროთ მსხვერპლად, ხოლო ორივე ერთად - ღვთისას.


* * * *

"როგორ დავიცვათ თავი საცდურისგან?" - სკითხეს ამბა პიმენს. წმინდა მამამ მიუგო: "ქვაბში, რომელიც გამუდმებით ცეცხლზე დგას და დუღს, ბუზი არ ჩაფრინდება. ასევეა სულიც: თუ იგი მარადის ღვთის სიყვარულით იქნება ანთებული, ვერაფერი შებილწავს."


* * * *

უფლის გარეშე, რასაც არ უნდა მივეჯაჭვოთ, მაინც ყოველთვის რაღაც გვაკლია, მაინც ყოველთვის რაღაცას ეძებს გული და, ნეტარი ავგუსტინეს ბრწყინვალე სიტყვებით, "მანამდე ვერ ისვენებს, სანამ ღვთის სიყვარულს არ მიაღწებს."


* * * *

როგორც იუდა ვერ იხსნა მოციქულის სახელმა მარადიული სასჯელისაგან მის ბოროტ ზრახვათა და საქმეთა გამო, ვერ ჩვენ გვიხსნის სასჯელისაგან ის, რომ ქრისტიანები გვქვია, თუ იესო ქრისტეს მცნებების მიხედვით არ ვიცხოვრებთ.





პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Oct 15 2007, 05:04 AM

სულ ყველა სულიერმა მამამ, მღვდელთმთავარმა და ყველა ადამიანმა რომ მოგვიტევოს ცოდვანი, სანამ საქმით არ ვაჩვენებთ სინანულს, მანამდე არ მოგვეტევება (Св. Козма Етолски).

ვინც საკუთარი ცოდვების სიმძიმეს გრძნობს, ის სხვის ცოდვებზე ყურადღებას არ ამახვილებს (აბა მოსე).

გიყვარდეს შრომა. ფიზიკური შრომა გულს სისუფთავეს ანიჭებს (ღირსი ანტონი დიდი).

სიმშვიდე საზომია ყოველი სიკეთის და საწყისი ყოველი სიხარულისა (წმ. იოანე ოქროპირი).

საკუთარი თვალითაც რომ იხილო, თუ როგორ სცოდავს სხვა, მაშინაც კი არ განსაჯო, რამეთუ თვალები ხშირად იტყუებიან (Св. Јован Лествичник).

მოყვასზე ლოცვას არ მოაქვს იმდენი სარგებელი, რამდენიც ლოცვას ჩვენი მაჭირვებლებისათვის (წმ. ქრიზოსტომი).

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Oct 15 2007, 12:03 PM

წმიდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი

როგორ გავიგოთ, რომ ადამიანი არ ენდობა საკუთარ თავს
და ღვთის სრული იმედით მოქმედებს


თავდაჯერებული კაცი ხშირად ფიქრობს, თითქოს სრულიად არ აქვს საკუთარი თავის იმედი, ღმერთს სასოებს და თავისი რწმენით მხოლოდ მასში განისვენებს. სინამდვილეში საქმე სხვაგვარადაა. ამაში თავადვე დარწმუნდებიან, თუ ცოდვით დაცემისას განსჯიან და განიხილავენ საკუთარ თავს. როდესაც დაცემით დამწუხრებულნი კიცხავენ, ლანძღავენ საკუთარ თავს და, ამავე დროს, ფიქრობენ: მომავალში სხვაგვარად მოვიქცევი, დაცემის შედეგები გამოსწორდება და ყველაფერი ჩვეულებრივ გაგრძელდებაო, - უტყუარი ნიშანია იმისა, რომ დაცემამდეც საკუთარი თავის იმედად იყვნენ და არა ღვთისა. და რაც უფრო ბნელი და უნუგეშოა მათი წუხილი, მით უფრო აშკარაა, რომ ისინი მეტად ენდობოდნენ საკუთარ თავს და ნაკლებად - ღმერთს. ამიტომაც დაცემით გამოწვეული მათი ურვა არანაირი ნუგეშით არ შემსუბუქდება. ხოლო მას, ვინც საკუთუარ თავს კი არა, უფალსაა მინდობოლი, არ უკვირს დაცემა და არც გადაჭარბებული ჭმუნვითაა გულდამძიმებული. მან უწყის, რომ ცოდვით დაცემა საკუთარი უძლურების, უფრო მეტად კი, ღვთის სუსტი რწმენის ბრალია. ამიტომ დაცემის შემდეგ ცდილობს, საკუთარი თავის უნდობლობა და ღვთის სასოება გააძლიეროს და გააღრმავოს. შემდეგ კი, როდესაც დაცემის მიზეზს - გარყვნილ ვნებებს მოიძულებს, ღვთის შეურაცხყოფისათვის მშვიდად და მორჩილად ეწევა სინანულის ღვაწლს და უფლისადმი მტკიცე სასოებით აღჭურვილი, სიკვიდლამდე უდიდესი ვაჟკაცობითა და გამბედაობით დევნის საკუთარ მტრებს.

ვისურვებდი, ყოველივე ამის შესახებ დაფიქრდნენ ისინი, ვისაც ჰგონია, რომ სათნოებებითა და სულიერებითაა შემკული; ვინც ცოდვით დაცემისას იტანჯება, ვერ მშვიდდება და, ამგვარი სევდისგან ძალაგამოლეული (რაც მხოლოდ თავისმოყვარების გამო სჭირს) და თავისმოყვარებისგან აღძრული, სულიერ მოძღვართან მიეშურება, რომ ამ სიმძიმისგან განთავისუფლდეს. ეს კი დაცემისთანავე უნდა მოემოქმედებინა, რათა სასწრაფოდ ჩამოებანა ღვთის შეურაცხმყოფელი ცოდვის სიბინძურე და სინანულისა და აღსარების წმიდა საიდუმლოს მეშვეობით, საკუთარი თავის წინააღმდეგ ახალი ძალმოსილება შეეძინა.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 15 2007, 12:10 PM

staywhite

ციტატა
Св. Јован Лествичник

წმ. იოანე კიბისაღმწერელი (იგივე - კლემაქსი)

smile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Oct 15 2007, 11:13 PM

კანონისტი,

მადლობთsmile.gif

აღმწერი ვეღარ გავიხსენე, და წმინდანის სახელის არასწორ დაწერას ვარჩიე ორიგინალი sad.gif

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Nov 17 2007, 09:12 PM


კითხვა მაქვს ერთი, იქნებ ვინმე დამეხმაროს?

როგორ იღებენ ადამიანები ბერად წასვლის გადაწყვეტილებას ? მე პირადად გამიჩნდა ესეთი კითხვა ,,რამდენად სწორი მიმართულებით მიმყავს ჩემი ცხოვრება, - ხომ არ უნდა უფალს რომ მე ბერი ვიყო"?

როგორ უნდა ვიპოვო პასუხი ამ კითხვაზე ? შესაძლოა კითხვაც არასწორად არის დასმული მაგრამ მაინც...

იქნებ ვინმემ რამე იცით ? ან რას ფიქრობთ ? ან არ გაქვთ იგივე კითხვა ?

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Nov 17 2007, 11:07 PM

neo

სჯობს სასულიერო პირს ვკითხოთ smile.gif

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Nov 17 2007, 11:17 PM

ციტატა(neo @ Nov 17 2007, 09:12 PM) *

კითხვა მაქვს ერთი, იქნებ ვინმე დამეხმაროს?

როგორ იღებენ ადამიანები ბერად წასვლის გადაწყვეტილებას ? მე პირადად გამიჩნდა ესეთი კითხვა ,,რამდენად სწორი მიმართულებით მიმყავს ჩემი ცხოვრება, - ხომ არ უნდა უფალს რომ მე ბერი ვიყო"?

როგორ უნდა ვიპოვო პასუხი ამ კითხვაზე ? შესაძლოა კითხვაც არასწორად არის დასმული მაგრამ მაინც...

იქნებ ვინმემ რამე იცით ? ან რას ფიქრობთ ? ან არ გაქვთ იგივე კითხვა ?


მამა ირაკლის დაველოდოთ smile.gif


პოსტის ავტორი: natali87 თარიღი: Apr 16 2008, 08:43 PM

რა ბედნიერებაა ეს საიტი რომ არსებობს,არ უნდა გვესჰინოდეს არაპრის გმმერტი ცჰვენტანაა smile.gif

პოსტის ავტორი: makiki თარიღი: Apr 16 2008, 08:45 PM

ციტატა(natali87 @ Apr 16 2008, 07:43 PM) *

რა ბედნიერებაა ეს საიტი რომ არსებობს,არ უნდა გვესჰინოდეს არაპრის გმმერტი ცჰვენტანაა smile.gif

გაიხარე, კეთილი იყოს შენი შემომატება smile.gif

პოსტის ავტორი: makiki თარიღი: Jun 5 2008, 05:43 PM


ეკლესიის კარები ღიაა ყველასათვის განურჩევლად ეროვნებისა და ცხოვრების წესისა.მთავარია მივიღოთ გადაწყვეტილება ცოდვებისაგან განშორებისა.ცოდვით შეიძლება წუთიერად გაიხარო ან დატკბე ,მაგრამ გულის სიმშვიდეს დაკარგავ,რადგან ცოდვა კედელია ჩვენსა და ღმერთს შორის.გულის სიმშვიდის წყარო კი მხოლოდ ღმერთია.ცოდვებისსაგან განშორება საკუთარი ძალებით შეუძლებელია,ამიტომ ვლოცულობთ ,ვითხოვთ დახმარებას ღვთისგან.

ღვთის მოვლენილად ჩათვალე ყოველი გამარჯვება და დამარცხება და თქვი "უფალო შენს ხელთ ვარ"

პოსტის ავტორი: oto_xmelo თარიღი: Mar 23 2009, 04:35 PM

neo მონასტერში ნაცხოვრები ხარ? მონასტერი არის სულის სიმშვიდის საყუდელი. და ბერობა ისეთი რაგაცაა რომლის ტაობაზე ლაპარაკი არის ძნელი. ადამიანი როდესაც იღკვეცება ბერად იგი მთლიანად უნდა ტოვებდეს ამ ქვეყნიურ ამაოებას, იგი ახლიდან იბადება და მისი ცხოვრება მიძღვნილი უნდა იყოს მხოლოდ უფლისადმი. მაგ დროს იმხელა ბრძოლები ეწყება ადამიანს რომ , ზოგჯერ გამიგია რომ აღკვეცის ცერემონიიდან გაქცეულან კიდევაც ან როდესაც ღკვეცილან მის შემდეგ გაქცეულან საერთოდ. ჩემი აზრიზთ ბერს უნდა გააჩნდეს პირველ რიგში მოთმინება, სიმშვიდე რაც მთავარია თვისი მოყვასის სიყვარული და თუ ეგ არ ექნება ღმერთიც არ ეყვარება. ნუ კიდევ ბევრი რამ უნდა გააჩნდეს ბერს ეს არის ჩემი აზრი და რა ვიცი წადი მონასტერში იცხოვრე და ცოტათი მიხვდები ბერობა რაც არის

პოსტის ავტორი: betaneli luka თარიღი: Mar 26 2009, 06:28 PM

ერთხელ ერთმა ახალგაზრდა ბერმა ჰკითხა სულიერ მოძღვარს:''მამაო!ხომ არ უნდა განვერიდო სოფელს ამჯერად უკვე სრულიადო?''
მოძღვარმა მიუგო:''ნუ ზრუნავ,შვილო!თუკი შენი ცხოვრება იქნება მართლაც ჭეშმარიტად ქრისტიანული,სოფელი უმალ თავად განგერიდებაო!''

პოსტის ავტორი: lashuka. თარიღი: Mar 26 2009, 06:30 PM

მე მინდა მონასტერში წასვლა შავნაბადაზე სადღაც აპრილისკენ შავნაბადზაზე არის აქ ვინმე ნამყოფი?

პოსტის ავტორი: betaneli luka თარიღი: Mar 26 2009, 06:42 PM

ერთი მონასტერი ფრიად მკაცრი წესდებით ცხოვრობდა,ხოლო ხანდაზმული და გამოცდილი ბერი კი ხშირად საძმოს ახსენებდა:''მორჩილება ასრულებს წესს და რიგს,სამონასტრო კანონს,ხოლო სიყვარულმა კი იცის,თუ როდის შეიძლება ამ კანონების დარღვევა.''

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)