IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

40 გვერდი V « < 29 30 31 32 33 > »   
Reply to this topicStart new topic
> მოძღვარი
marine
პოსტი Jun 23 2020, 09:15 PM
პოსტი #601


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



" - ვიცი, რომ ერთი ჩემი ნაცნობი მღვდელი ეწევა უღირს ცხოვრებას. ღირს ზიარების მიღება, როდესაც ის აყენებს წირვას, თუ ჯობს გადავდოთ? იგივე ეხება წყლის კურთხევასა და სხვა მსახურებას

- წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ მადლი უღირსი მღვდლების მეშვეობითაც მოქმედებს"



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 27 2020, 08:34 PM
პოსტი #602


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ახალგაზრდებს იმედი გაუცრუვდათ, რადგან ხედავენ, რომ სასულიერო პირების სიტყვა და საქმე არცთუ იშვიათად აცდენილია ერთმანეთს. რაც უნდა იქადაგოს ადამიანმა ამბიონიდან ან კათედრიდან, ან სხვა შემაღლებული თუ არაშემაღლებული ადგილიდან, თუ არ ცხოვრობს შესაბამისად და არ იღებს მსხვერპლს იმ იდეალებისთვის, რასაც ქადაგებს, ფუჭია ყველაფერი და გამაღიზიანებელიც კი. ქრისტეს მარტო რომ ელაპარაკა და მეტი არაფერი, განა ამდენ ადამიანს აიყოლიებდა?"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 30 2020, 05:03 PM
პოსტი #603


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენ, სასულიერო პირები, უნდა ვიყოთ მაგალითები ხალხისთვის"

/მთავარეპისკოპოსი ამბერკი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 5 2020, 06:09 PM
პოსტი #604


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"არანაირ სარგებელს არ იღებს ერისკაცი იმ სასულიერო პირის სწავლებიდან, რომელიც, პირველ რიგში, თავად არ ასრულებს იმას, რასაც ასწავლის"

/მონაზონი ვერონიკა/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 10 2020, 10:35 PM
პოსტი #605


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იცით, კიდევ ვისი დახმარებაა საჭირო სულიერი მშვიდობის მოსაპოვებლად? - მოძღვრის. მოძღვარი უფლისაკენ მიმავალ გზაზე გვხვდება და ჩვენ - დედაეკლესიის შვილებს, მრევლს სწორი არჩევანის გაკეთებაში გვეხმარება"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 15 2020, 12:26 PM
პოსტი #606


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- რამდენადაა აუცილებელი, რომ შესაწირი მივცეთ მღვდელს სხვადასხვა მსახურების აღსრულების დროს?

- ეს არის საპასუხო ძღვენი, რომელიც შენი მადლიერების გამომხატველი უნდა იყოს. როგორც ვცდილობთ რაღაცით მადლობა გადავუხადოთ მკურნალს ხორციელი კურნებისთვის, ისე უნდა ვეცადოთ, მღვდლის (უფრო სწორად, ეკლესიის) მიმართაც გამოვხატოთ მადლიერება. მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ ამის შესაძლებლობა გვაქვს. უფალი ამბობს, "უსასყიდლოდ მიგიღებიეს და უსასყიდლოდ მისცემდითო", მეორეგან კი - "ღირს არს მუშაკი სასყიდლისაო". ამიტომაც შესაწირი მღვდლისადმი უნდა იყოს ნებაყოფლობითი. თუ ამის საშუალება არა გვაქვს, ამის გამო არავინ დაგვძრახავს. მთავარი ჩვენი გული და დამოკიდებულებაა. მღვდელს მრევლი არჩენს. სასულიერო პირისთვის მთავარია, სწორად, წმინდა გულით ემსახუროს უფალს, ასეთ შემთხვევაში მან იცის, რომ უფალი არ დატოვებს და ყოველთვის გამოუჩენს გადარჩენის გზას."

/მეუფე იოანე (გამრეკელი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 15 2020, 10:20 PM
პოსტი #607


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- როგორ უნდა ავირჩიოთ მოძღვარი?

- თუკი არჩევანი არ გვაქვს, უნდა დავემორჩილოთ ღვთის ნებას და ვისაც უფალი გამოგვიგზავნის, მისი სულიერი შვილი გავხდეთ, მაგრამ თუ არჩევანის უფლება გვაქვს, ცხადია, უნდა ავირჩიოთ ის, ვინც ჩვენს სულთან უფრო ახლოა, ვისკენაც გული გაგვიწევს. ადამიანი მოძღვრის არჩევისას პრაქტიკულ მხარესაც უნდა დაუკვირდეს. სასურველია, ტაძარი, სადაც ჩვენი სულიერი მამა მსახურობს, ჩვენს სახლთან ახლოს იყოს, ვინაიდან მორწმუნეს მუდმივად უნდა ჰქონდეს ურთიერთობა მოძღვართან, რჩევას სთხოვდეს, თავის ცხოვრებაზე უყვებოდეს, მათი ურთიერთობა მხოლოდ აღსარებითა და შენდობით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. ამიტომ სასურველია, მოძღვარი სახლთან ახლოს მსახურობდეს, რომ სიშორემ პრობლემები არ შეგვიქმნას.

მოძღვრის არჩევა მორწმუნის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. ადამიანები სხვადასხვა ნიშნით ეძებენ მოძღვარს. ზოგს კარგი მოქადაგე უნდა, ზოგს - მლოცველი და ა.შ. ზოგი მოძღვარს მთელი ცხოვრება ეძებს, ზოგს კი ის საერთოდ არ სჭირდება.

იდეალური მოძღვარი არ არსებობს. ასეთი ერთადერთი იყო - ქრისტე. ჩვენ კი ჩვეულებრივი ადამიანები ვართ ჩვენი სისუსტეებით, ჩვენი ნაკლოვანებებითაAდა ღირსებებით. ადამიანი მოძღვარში არ უნდა ეძიებდეს პიროვნებას, ის ღმერთს უნდა ეძებდეს. ღვთისმსახურს, გარდა პირადი მადლისა (რომელიც მისი სულიერი ცხოვრებიდან გამომდინარეობს), აქვს სამღვდელო მადლი (რომელიც მასზე ხელდასხმის დროს გადმოდის). სასულიერო პირი, თუ ის ცოდვაშია, ამით თავს ვნებს, მაგრამ ეს მის სამღვდელო მსახურებაზე არ აისახება. მის მიერ აღსრულებულ საიდუმლოს იგივე მადლი აქვს.

ვევედროთ ღმერთს, გამოგვიგზავნოს ისეთი მოძღვარი, რომელიც ჩვენს სულთან ახლოს იქნება, რომლის დახმარებითაც სულიერი ცხოვრების სწორად წარმართვას შევძლებთ. უფალი აუცილებლად შეისმენს ჩვენს ვედრებას."

/მამა ირაკლი კუთხაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 17 2020, 07:02 PM
პოსტი #608


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- შეიძლება თუ არა, რომ ძღვენი არ შეიწიროს? დამაბრკოლებლად იქცეს რაიმე გარემოება, მაგალითად, მღვდლის ცოდვილობა?

- მამათა ცხოვრებაში მართლაც არის აღწერილი შემთხვევები, როცა შემწირველის სულიერი მდგომარეობა ყოფილა დამაბრკოლებელი საიდუმლოს აღსრულებაში, თუმცა ეს მხოლოდ ამ დიდებული საიდუმლოს სიწმინდის წარმოსაჩენად მომხდარა. საიდუმლო სერობაზე იყო იუდაც, მაგრამ ძღვენი მაინც შეიწირა. იუდამ სასჯელად მიიღო ძღვენი, ხოლო დანარჩენებმა - საკურნებლად. ანუ დამაბრკოლებელი ეს შეიძლება იყოს მხოლოდ იმ მღვდლისათვის, ვინც დიდ ცოდვაშია და მას არ ინანიებს. ასეთი მსახურისათვის ზიარება იქნება სასჯელი და არა საკურნებელი, თუმცა კი პური და ღვინო სისხლად და ხორცად მაინც გარდაიქცევა."

/მეუფე იოანე (გამრეკელი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 17 2020, 11:05 PM
პოსტი #609


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- ხშირად გაიგონებთ, ღმერთი მწამს, მღვდელი კი არა, რადგან ის ადამიანთა მიერ არის დადგენილიო...

- მღვდლობა განსაკუთრებული საიდუმლოა, დადგენილი ღვთისაგან და არა ადამიანებისგან. მოსეს უფალმა პირდაპირ დაავალა, მღვდელმთავრად დაედგინა აარონი. მას შემდეგ ეს მსახურება დაკანონდა. აარონის შთამომავლები მღვდელმსახურები ხდებოდნენ და მწყემსავდნენ ერს. მღვდელმსახურები მთელი ძველი აღთქმის განმავლობაში არსებობდნენ. ახალი აღთქმის ეკლესიის წინამძღოლებად მოციქულები დადგინდნენ. მათ იგივე ვალდებულებები ჰქონდათ, რაც ძველი აღთქმის მღვდელმთავრებს. მათგან გამრავლდა სასულიერო ხარისხი - დადგინდნენ მღვდლები და დიაკვნები. ასე რომ, სამღვდელო მსახურება უშუალოდ ღვთისაგან მოდის.

- როგორი ადამიანი შეიძლება გახდეს მღვდელი?

- სამღვდელო პირს მოეთხოვება რწმენის სიმხურვალე, მონდომება, თავგანწირვა, მოკრძალება, პატიოსნება, სათანადო სასულიერო განათლება.

ადამიანს მღვდლად უფრო მაღალი იერარქები ადგენენ, თუმცა ყველაფერი საბოლოოდ ზეცაში წყდება. თუ ღვთის ნება იქნა, მხოლოდ მაშინ მოხდება ადამიანის კურთხევა."

/მამა ირაკლი კუთხაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 18 2020, 08:04 PM
პოსტი #610


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როდესაც პეტრე მოციქულმა, მხოლოდ თავის თავს მინდობილმა, სამჯერ უარყო უფალი, მაცხოვარმა, ამის მიუხედავად, იგი კვლავ აღადგინა მოციქულებრივ ხარისხში. ეს არის სიყვარულის და ერთგულების აღმატებული გამოხატულება. მოძღვარიც უნდა ერთგულებდეს თავის მრევლს, თავის სამწყსოს. ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ მაგალითს მივცემთ ადამიანებს, როგორ მოვუპოვებთ მრევლს ეკლესიას."

/მამა გიორგი ჭილაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 18 2020, 08:17 PM
პოსტი #611


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენ, მოძღვრები, არ ვატარებთ საქორწინო ბეჭედს იმიტომ, რომ უფალს ვეკუთვნით და, აქედან გამომდინარე, ხალხს. უფლის მსახურება იგივე ხალხის მსახურებაა."

/მამა გიორგი ჭილაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 19 2020, 10:26 PM
პოსტი #612


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სიხარული მადლისმიერი რომ იყოს და არა ხიბლისმიერი, ამისთვის დააწესა ეკლესიამ მორჩილება მოძღვრისადმი. მოძღვარს უნდა ჩასჭიდო ხელი. თუ ის ცხონების გზას ადგას, მასთან ერთად ცხონდები; თუ არა, გონება იმისთვის მოგეცა, რომ გაფრთხილდე".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 28 2020, 09:04 PM
პოსტი #613


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვინ დაიღუპა, ვინც საკუთარ მოძღვარს დაუჯერა?"

/მამა ეფრემ ფილოთეველი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 8 2020, 08:35 PM
პოსტი #614


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთხელ მამა პაისი ათონელმა მღვდლისგან კურთხევა აიღო, მაგრამ მღვდელმა მას ხელზე არ ამთხვევინა. მამა პაისმა მიუგო, რატომ არ მამთხვევინებ ხელზე, ხომ არ გგონია, რომ შენ გემთხვევი, ამით მე ღვთის მადლს მივემთხვევიო"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 16 2020, 08:56 PM
პოსტი #615


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სასულიერო პირთ, გაცილებით მეტი ბრძოლა აქვთ, ვიდრე ერისკაცს, უფრო მეტი იმიტომ, რომ ეშმაკი მას, როგორც ღვთისმსახურს, გარდამეტებულად ებრძვის"

/ილია მეორე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 20 2020, 08:01 PM
პოსტი #616


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვიცით, რომ მღვდლები იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც მსხვერპლს შესწირავდნენ ძველ აღთქმაში, ხოლო ლევიტელები - ტაძარს ემსახურებოდნენ, ანუ მღვდლებიც და ლევიტელებიც იყვენენ ძველი აღთქმის ტაძრის მსახურები და ცხადია, ყევლაზე მეტად ისინი უნდა ყოფილიყვნენ ღვთის მცნებების აღმსრულებლები".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 25 2020, 07:19 PM
პოსტი #617


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ამბობს წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი, რომ მღვდელი მიწიერი ქრისტეაო, ანუ მიმბაძველი ქრისტესი და როგორც სახე დიდი სარწმუნოებრივი ცხოვრებისა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 23 2020, 05:33 PM
პოსტი #618


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენი ცხოვნების მტრებს - დემონებს ყველაზე მეტად შურთ გამოცდილი მოძღვრის ან მონასტრის ბერის მორჩილებაში მყოფი ადამიანისა. კბილებს უღრჭენენ მას და ყოველგვარ საცთურს უწყობენ, რომ განდგომის გზაზე შეაყენონ და მოძღვართან სიახლოვე წაართვან. შეეცადე არ განსაჯო შენი მოძღვრის საქმენი და მხოლოდ შეასრულო მისი მოძღვრება".

/ღირსი მაამ თეოდორე ედესელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 7 2020, 08:39 PM
პოსტი #619


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უსმინე, რას გეუბნება მოძღვარი, ხშირად გაუმხილე შენი სულიერი მდგომარეობა და ის გაივლის"

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 16 2020, 08:43 PM
პოსტი #620


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სულიერ ცხოვრებაში წარმატება აბსოლუტურადაა დამოკიდებული გამოცდილ სულიერ მოძღვარზე"

/ბერი იოსებ ვატოპედელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

40 გვერდი V « < 29 30 31 32 33 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 12:12 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი