თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ „შრომითა შენითა მოიპოვე პური შენი“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 29 2017, 10:49 AM

"უნდა მივდიოთ იმ სიამოვნებებს, რომელიც შრომას მოსდევს და არა, რომელიც უსწრებს მას".

/ანტისფენე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2017, 08:09 PM

"ყოველივე უფალი იესოს სახელით აკეთე და ამრიგად ყოველი შენი საქმე ღვთივსათნო იქნება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 18 2017, 09:27 PM

"ამბობენ, როცა გლეხი შრომობს და ამ შრომაში აღესრულება, უფალი აუცილებლად აცხონებსო".

/დეკ. კონსტანტინე გიორგაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 30 2017, 12:56 PM

"საქმის სიყვარული ყველა ნაკლს შემივსებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 9 2018, 01:07 PM

"ღმერთი მარტო გამრჯელის მწყალობელია"

/წმ. ილია მართალი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 25 2018, 07:15 PM

"მძიმე ავად მყოფობის დროსაც კი გაჭირვებით წამოდგებოდა [მაქსიმე შარაძე] და შრომას დაიწყებდა: ეტყოდნენ, ნუ შრომობ, ვერ შესძლებო. ხოლო ის უპასუხებდა: ზარმაცობას ნუ მირჩევთ, უშრომლობა ცოდვააო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2018, 01:01 PM

"ჩვენი თავი იმ ფუტკარს შევადაროთ, რომელიც დიდი შრომის ფასად ათეულ კილომეტრზე ეძიებს ნექტარს და მოიპოვებს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 5 2018, 09:59 AM

"ყველაფერს თუ უფალს მივანდობთ, უფალი გააკეთებს ჩვენს გასაკეთებელს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 5 2018, 06:42 PM

"უსიტყვო საქმე შეუსრულებელ სიტყვაზე უმჯობესია"

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2018, 09:39 AM

"ადამიანი შეიძლება ხშირად შრომობდეს, მოღვაწეობდეს, მაგრამ უნდა დაფიქრდეს, მისი შრომა მაცხოვნებელია თუ უბრალოდ დამღლელი შრომაა, რომელიც მას ფიზიკურად ღლის, მაგრამ სულიერებას არ ანიჭებს, მისი სული, მისი გონება, მისი სულიერი თვალი ღმერთს ვერ განჭვრეტს".

/მეუფე საბა (გიგიბერია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2018, 09:59 AM

"კეთილმდგომარეობის საძირკველია და შრომის გარდა სხვა საშუალება არ არსებობს, რომ კაცმა ბედნიერება და კეთილდღეობა მოიპოვოს. ღმერთმა კაცი ქვეყანაზე შრომისა და გარჯისათვის დაბადა. კაცმა თვისი ბუნების ყველა საჭიროება და მოთხოვნილება შრომით უნდა დაიკმაყოფილოს, ხოლო ამისთვის მას ღმერთი შობიდანვე რომელიმე ნიჭს ან ღონეს აძლევს, რომ შრომა შეძლოს".

/წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2018, 10:23 AM

"ზოგიერთები იმით იმართლებენ თავს, რომ შრომისათვის მზად ვართ, მაგრამ რა ვქნათ, საქმე ვერ გვიშოვნია, შესაფერისი სამუშაო არა გვაქვსო. ეს მიზეზი პატივსადები არ არის. როგორ შეიძლება კაცმა საქმე ვერ იშოვნოს, თუკი შრომა მართლა არ ეზარება. ეს დაბრკოლება ისეთ პირებს შეემთხვათ, რომლებიც თავის მოყვარენი არიან და დიდ-დიდ საქმეებს ეძებენ, მცირე საქმეს კი არ კადრულობენ".

/წმ. გრიგოლ ეპისკოპოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 21 2018, 11:50 PM

"ზვიადი (40 წლის): ცხოვრების ურთულესი გზა გავიარე. ყველა ადამიანი სამშობლოში უნდა ცხოვრობდეს, რადგან ვერავინ მიეფერება ისე, როგორც მშობლიური მთა-ველები, მაგრამ ამის საშუალება წლების განმავლობაში არ გამოჩნდა და უცხო ქვეყანას მივაშურე. თავს არ ვზოგავდი და ვშრომობდი, მაგრამ განმარტოებულს ნაღველი მკლავდა - ჩემს ქვეყანას ხომ ასე ვჭირდებით, ჩვენ კი სად ვხარჯავთ ჩვენს ენერგიას და ნიჭს-მეთქი.

ასე ფიქრობდნენ სხვა ქართველებიც და ჩვენი მთავარი საფიქრალი ერთმანეთის თანადგომა იყო. ერთი რამეც მიკვირდა: იქ ქართველები ისეთ საქმეს ვაკეთებდით, რასაც სამშობლოში არ ვკადრულობდით. ალბათ ესეცაა ჩვენი სიდუხჭირის მიზეზი. "ადამიანის ყოველი შრომა პირისთვისაა, მაგრამ სული არ აღივსებაო", - გვმოძღვრავს ეკლესიასტე. სული კი მაშინ აღივსება, როცა შენი შრომა არა მარტო შენ, შენს მოყვასსაც წაადგება.

დედაჩემი ღვთისმოსავი ქალი იყო, მისი ცხოვრებიდან საოცარი მაგალითები მახსოვს. რუსულის სპეციალისტი გახლდათ, საოცრად წიგნიერი. უნივერსიტეტში მუშაობდა და ბავშვებსაც ასწავლიდა. ძალიან გვიჭირდა, განსაკუთრებით - იმ ავადსახსენებელ წლებში, მაგრამ მთელ უბანს უფასოდ ამეცადინებდა - არა მარტო რუსულ ენაში, ქართულშიც და საქართველოს ისტორიაშიც.

ერთხელ წამომცდა, პურის ფული არ გვაქვს, შენ კი ამდენ ენერგიას უსასყიდლოდ ხარჯავ-მეთქი. ისე შემომხედა, ენა მუცელში ჩამივარდა. ალბათ მისი მადლით იყო, გაჭირვებაში მუდამ რომ მეწყობოდა ხელი."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 26 2018, 10:10 AM

"საკუთარი შრომით უნდა მოვიპოვოთ სულის ცხონება. ამქვეყნიური ყოფის მიზანი საკუთარ სულზე, მარადიულ სასუფეველზე ზრუნვაა".

/მამა გიორგი ბაღიაური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2018, 08:08 PM

"ფიზიკური შრომა ძალიან სასარგებლოა, როცა ის ზომიერია და არ გვაშფოთებს: მას სიმდაბლისაკენ მივყავათ".

/წმ. იოსებ ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 23 2018, 05:29 PM

"საქმე არ წარგვემართება, თუ უფალს დავივიწყებთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2018, 06:22 PM

"ფიზიკური შრომა სულსაც წვრთნის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2018, 01:35 PM

"ბიძინა (57 წლის): შეიძლება ითქვას, რომ სიზარმაცემ დამღუპა. ჩემზე ამბობდნენ, ნიჭიერიაო. ამას მეც ვგრძნობდი, მაგრამ ყველაფერი მეზარებოდა. ბავშვობაში მშობლები მანებივრებდნენ - საწოლში მაჭმევდნენ და მაცმევ-მახურავდნენ. თუ ვიტყოდი, - ხანდახან ტყუილსაც, - სკოლაში წასვლა არ შემიძლია, თავი მტკივა-მეთქი, ვინ გამიშვებდა!

მე ხომ ასეთი ვიყავი, სამაგიეროდ, ძმა მყავდა ვერცხლისწყალივით. რაც უნდა გასაკვირი იყოს, მშობლები მის ოდნავ მოდუნებასაც კი ვერ იტანდნენ. კი ბრაზდებოდა, მაგრამ ვუყვარდი და არაფერს ამბობდა. მეც ორშაბათის ყეენივით წამოვჯდებოდი და ბრძანებებს ვიძლეოდი.

ცოლი რომ შევირთე, ვერც მაშინ მოვიშალე სიზარმაცე, ვერ შეველიე უქმად ყოფნის სიტკბოს. საოცრად შრომისმოყვარე იყო, უთენია დგებოდა და ეზოსა და სახლ-კარში ტრიალებდა, დაწკრიალებული იყო ყველაფერი. დედაჩემმაც სული მოითქვა. სამი შვილი გვეყოლა, მე კი არც მუშაობა მინდოდა და არც საოჯახო საქმეებში წავაშველებდი ხელს.

ეტყობა, გაუჭირდა და საბერძნეთში გადაწყვიტა წასვლა. თავიდან იმედი მქონდა, ვერაფერს გახდებოდა, მაგრამ მიდგა-მოდგა და... ვატყობდი, არ უნდოდა წასვლა, მაგრამ სხვა საშველი არ ჰქონდა. ერთი ხანობა ფულსაც გზავნიდა და ხშირ-ხშირად რეკავდა, მაგრამ მერე უცბად შეწყდა ყველაფერი. იმ ოჯახში დავრეკეთ, სადაც მუშაობდა, მაგრამ ვერაფერი გაგვაგებინეს. მერე ერთმა ქართველმა დაგვირეკა, დაეცა და ხერხემალი დაუზიანდა, ახლა საავადმყოფოში წევსო. ფეხზე კი წამოდგება, მაგრამ მუშაობას ვეღარ შეძლებს და იქნებ ჩამოხვიდეთ და წაიყვანოთო.

საშინელ დღეში ჩავცვივდით, იქ ჩასვლის კი არა, პურის ფული არ გვქონდა. მაშინ გამწარდა უფროსი ქალიშვილი და მომახალა, - შენი ბრალია ყველაფერი, შენმა უსაქმურობამ მიგვიყვანა აქამდეო.

ღმერთი შეგვეწია და ჩემი მეუღლე ფეხზე დადგა, მაგრამ მე ისე ვიყავი, არავის გამოგზავნილი არაფერი მინდოდა. პირველად სიცოცხლეში, 40 წლის კაცს მუშაობა მომინდა. უნივერსიტეტი კი მქონდა დამთავრებული, მაგრამ, აბა, სპეციალობით ვინ მამუშავებდა? ძმაკაცს მივადექი, რომელსაც ავეჯის საწარმო ჰქონდა და ხელოსნად ამიყვანა. თავდაუზოგავად ვშრომობ მას შემდეგ და მივხვდი, რამხელა მადლი ყოფილა შრომა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2018, 08:14 PM

"უფალს დღითიდღე უნდა შევთხოვოთ, მოგვმადლოს ნიჭი შრომისა, სიბეჯითისა, შემართებისა, რადგან მათშია დაფარული სიტკბო და გემო მართლმადიდებლობისა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2018, 10:20 PM

"ოღონდ კი სასარგებლო საქმე აკეთე და რაც გინდა მცირე იყოს იგი, თუ გულმოდგინედ აღასრულებ, ამით ღმერთს ემსახურები".

/წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 15 2018, 08:09 PM

"სხეულო, იმუშავე, რათა იკვებო, სულო, იფხიზლე, რათა ცხონდე!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 8 2018, 05:55 PM

"ადამიანი უნდა დაუბრუნდეს შრომას, თუ სურს იყოს ბედნიერი. განცხრომა კი მისთვის არაბუნებრივი მდგომარეობაა (წმინდა ბასილი დიდი). ღმერთმა შრომისათვის შექმნა ადამიანი და განუწესა ამისთვის სხვადასხვა ორგანო. მხოლოდ ზარმაცი არღვევს ღვთაებრივ წესრიგს და არარაობად აქცევს თავის ყოფას (წმინდა იოანე ოქროპირი)".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 21 2019, 05:07 PM

"შრომა არსად არ იკარგება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2019, 07:14 PM

"რა საქმესაც უნდა მოჰკიდო ხელი, მიაყურადე ღვთის ხმას. შენი ცხოვრების თითოეული სახე და მოხატულობა ზეციური ძაფებით მოქსოვე".

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 6 2019, 07:44 PM

"ზარმაცთან ძნელად მიდის მადლი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 22 2019, 08:32 PM

"თუ გინდა რომ გაღარიბდე, შაბათ-კვირას იმუშავე და ბარაქა არ გექნება და არც გაქვს".

/მამა გიორგი თევდორაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2019, 01:44 PM

"უფალი არ მიგიშვებს საქმესთან, თუ ამაში მისი ნება არ დევს. ადამიანი მხოლოდ უფლის მსახურია."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 26 2019, 08:46 PM

"ადამიანი არხეინი ცხოვრებით ქვეყანას ვერ ააშენებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2019, 03:49 PM

"მდიდარი არის არა ის ადამიანი, რომელსაც ბევრი აქვს, არამედ ის, რომელიც არსებულით კმაყოფილდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 4 2019, 04:48 PM

"ვინც მატერიალურ სიმდიდრეს ფლობს, მუდამ დარდიანი და შეწუხებულია"

/წმ. პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2019, 08:49 PM

"ვითხოვე უფლისგან ეკონომიკური მდგომარეობა და მან შრომისუნარიანობა მომცა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2019, 02:06 PM

"კითხვა: ზოგი ადამიანი ძალიან ბევრს შრომობს ფიზიკურად, რაც მის ძალებს აღემატება. მისაღებია თუ არა ეს უფლისთვის?

პასუხი: შრომისგან წელის მოწყვეტა მეორე უკიდურესობაა, სიზარმაცის საპირისპირო. ამას ჩვენგან უფალი არ მოითხოვს, დაიცავით ყველაფერში ზომიერება. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ფიზიკური შრომით გადაღლილ ადამიანს თავისი სულისთვის ზრუნვის დრო აღარ რჩება, რაც ქრისტიანისთვის მიუღებელია."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2019, 07:47 PM

"კითხვა: საოჯახო საჭიროებისთვის ვაგროვებ ფულს, მაქვს მცირე დანაზოგი. ხომ არ ჩამეთვლება ეს ვერცხლისმოყვარეობაში?

პასუხი: კეთილი საქმეებისთვის ფულის შენახვა არ არის ვერცხლისმოყვარეობა. პირიქით, უნდა შეძლოთ და სწორად გადაანაწილოთ შემოსავალი. უაზრო მფლანგველობა უფრო არასწორი საქციელია."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 20 2019, 07:17 PM

"უშრომელად მიღებული თანხა ბარაქას ვერ გამოიღებს"

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 17 2019, 10:03 PM

"იშრომე, როგორც უკვდავმა და იცხოვრე სიკვდილის მოლოდინში"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2019, 02:29 PM

"ლოცვა და შრომა - ეს არ არის სხვადასხვა რამ. შრომა არ აბრკოლებს ლოცვას, პირიქით, აძლიერებს და აუმჯობესებს. ეს სიყვარულის საკითხია. უფრო მეტიც, შრომა იგივეა, რომ ლოცულობდე, მეტანიებს ასრულებდე. შრომა - ეს კურთხევაა."

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2019, 02:51 PM

"ფიზიკური შრომა ღვაწლია, სულიერი ღვაწლი"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2019, 03:27 PM

"იშრომეთ ფხიზლად, უბრალოდ, წყნარად, შფოთის გარეშე, სიხარულითა და მხიარულებით, კეთილი განწყობით. მაშინ მოდის ღვთის მადლი"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 29 2019, 09:20 PM

"შრომა არის კურთხევა, და ამასთან, ღვთის მცნებაც. გარდა ამისა, უფალი გვაუწყებს, რომ მისი ზეციური მამაც შრომობს: "მამაი ჩემი მოაქამომდე იქმს, და მეცა ვიქმ".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 20 2019, 04:40 PM

"ადამიანი ღმერთთან უნდა აგროვებდეს"

/მამა გიორგი სამსონიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2019, 10:34 PM

"მაცხოვარმა ერთ-ერთ ძირითად მცნებად შრომა დაუტოვა კაცობრიობას, ჯერ როგორც შემოქმედებითი მისია, ხოლო ცოდვითი დაცემის შემდეგ, როგორც ერთგვარი რეჟიმი ცოდვის წინააღმდეგ საბრძოლველად"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 29 2019, 06:16 PM

"სამართლიანი და კაცთმოყვარე შრომისმოყვარეც არის. მას საკუთარი სინდისიც არ მისცემს ფუჭად დროის ფლანგვის ნებას"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 31 2019, 12:12 PM

"დასვენებით რომ დატკბე, თავადაპირველად უნდა დაღლა იგრძნო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 2 2020, 09:46 PM

"ყველაფერი რასაც გააკეთებთ, გააკეთეთ როგორც ღვთისთვის, მთელი სულითა და გულით" (კოლ. 3,23).

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 3 2020, 05:59 PM

"თუკი საქმეს კურთხევით აღასრულებ, უფალი ბოროტს განგაშორებს, კეთილში კი შეგეწევა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 3 2020, 06:18 PM

"ღმერთი უფრო მეტად ჩვენი პიროვნული სულის განწყობას და ნებას უყურებს, ვიდრე ჩვენს ხორციელ საქმეებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2020, 09:52 PM

"ყოველი საქმე ღმერთის სახელის მოხმობით უნდა იწყებოდეს"

/ღირსი ილარიონი/

"რაც შრომით მოიპოვება, სწორედ ის არის სასარგებლო"

/ღირსი იოსები/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2020, 06:00 PM

"შეუძლებელია ღვთის მცნებების შესურლების შესწავლა შრომის გარეშე, და ეს შრომა სამნაწილიანია - ლოცვა, მარხვა და სიფხიზლე"

/ღირსი ბარსანოფი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2020, 03:41 PM

"ყოველი საქმე, როგორი უმნიშვნელოც არ უნდა გეჩვენებოდეთ ის, მთელი გულმოდგინებით აღასრულეთ, როგორც ღვთის წინაშე. გახსოვდეთ, უფალი ყველაფერს ხედავს"

/ღირსი ნიკონი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2020, 07:12 PM

"მცონარებაში გატარებულ მრავალ წელს, ჯილდოებითა და გვირგვინებით შემკული ძლევამოსილი სიცოცხლის ერთი დღე სჯობს. რადგან სულის შეგნებითა და გრძნობით განვლილი ღვაწლის ერთი დღე, უგუნური და უდარდელი მოსაგრის ცხოვრების ორმოცდაათი წლის ტოლფასია"

/იოსებ ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2020, 08:48 PM

"უშრომლად - განათლებას, ანდა რაიმე ხელოვნებას ფულით ვერ იყიდი; ასევე შეუძლებელია სათნოების ჩვევათა მოხვეჭა გულმოდგინების გარეშე"

/წმ. ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2020, 07:17 PM

"წარმატებისთვის, როგორც დ. უზნაძე მიიჩნევს, საჭიროა "პატარა საქმეების ისეთივე სერიოზულობით კეთება, როგორც დიდი საქმეების"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2020, 09:18 PM

"მინდა შეგახსენოთ, რომ როცა რასმე აკეთებთ, როცა შრომობთ, როცა გისრულდებათ თხოვნა, ნუ დაგავიწყდებათ მადლობის შეწირვა, იმიტომ რომ მომავალში კიდევ გექნებათ სათხოვარი"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2020, 07:54 PM

"როცა ადამიანი მშვიდად შრომობს, ის მშვიდობას ინარჩუნებს და მთელ დღეს აკურთხევს. ჩვენ ვერც ვხვდებით, რომ, როცა რაღაც საქმეს ნაჩქარევად ვაკეთებთ, ნევროზული მდგომარეობა გვეუფლება. საკუთარ თავს არ უნდა დავუსახოთ მიზნად, რომ ბევრი მოვასწროთ. საკუთარი განცდებიც მიგახვედრებს ამას. ეს ეშმაკეული მდგომარეობაა"

/წმ. პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2020, 08:33 PM

"თუ ხარ ცოდნისმოყვარული, იყავი შრომისმოყვარულიც, რამეთუ მარტოოდენ ცოდნა ადამიანს მედიდურს ხდის"

/წმ. მარკოზ განშორებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2020, 10:10 PM

"იმუშავეთ ხელებით, იმუშავეთ ფეხებით, მაგრამ თქვენ გონებას ნუ მისცემთ ნებას, რომ ღვთისაგან მიიდრიკოს"

/წმ. პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2020, 05:43 PM

"როცა ღვთისმოსაობით შრომობთ და ლოცვით მოქმედებთ, აკურთხებთ საკუთარ თავს და აკურთხებთ ყველაფერ იმასაც, რასაც აკეთებთ, როცა გონება ღმერთშია დაუნჯებული, ადამიანი აკურთხებს თავის სამუშაოს, თავის ხელსაქმეს"

/წმ. პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2020, 09:33 PM

"ღმერთმა ადამიანი შრომისათვის შექმნა და მისცა მას ამისთვის აუცილებელი ორგანოები; აქედან გამომდინარე, უსაქმურობა ღვთის წესრიგიდან და ქმნილების მიზნიდან გადახვევაა"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2020, 10:38 PM

"დიდი მსხვერპლის გარეშე არავითარი დიდი საქმე აღარ კეთდება!"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 25 2020, 10:26 PM

"ერთი საქმის გაკეთებას მაშინ აქვს მადლი და მარილი, თუ მეორეს არ აფუჭებ!"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2020, 10:11 PM

"მე მტკიცედ დავრწმუნდი, რომ ქვეყანა მარტო ამაღლებული ოცნებით კი არ არის, არამედ უფრო უსაშველო შრომით, - ხოლო შრომა მაშინაც არ არის უანყოფო, როდესაც უშუალოდ არც იძლევა ხელსახებ ნაყოფს! არის ისეთი კეთილი საქმეც, რომელიც მაშინ უფრო უნდა აკეთო, როდესაც არაფერი არ გამოდის!"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2020, 07:26 PM

"ჯოჯოხეთში არა მხოლოდ ცოდვილები, არამედ ზარმაცებიც წავლენო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2020, 10:32 PM

"რაც უნდა მოვინდომოთ, რაც უნდა ვაკეთოთ, ღვთის შეწევნის გარეშე არაფერი გამოგვივა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2020, 10:13 PM

"სხვადასხვა საქმეს შორის უნდა ვილოცოთ და ვიკითხოთ".

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2020, 07:43 PM

" - შეიძლება საქმის გადადება?

- არაფერი გადადო შემდეგისათვის. ნუ იფიქრებ, რომ შემდეგ გააკეთებ. ყველანაირ საქმეს თავის დრო აქვს. ჩვენ შეგვიძლია ვიცოდეთ წარსული, განვაგოთ აწმყოც, მომავალი კი ჩვენი არ არის, ის ღმერთისაა. მაშ ასე, ნუ განაძარცვინებ მტერს თავს ცხონების იმედით".

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 21 2020, 07:34 PM

"ყოველივე რასაც აკეთებთ, გააკეთეთ სულით, როგორც ღვთისათვის და არა კაცთათვის. იცოდეთ, რომ მემკვიდრეობას მიიღებთ უფლისაგან საზღაურად" (კოლ. III, 23-24)

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 21 2020, 08:22 PM

" - შეიძლება ღონის მიხდამდე შრომა?

- დაუძლურება - ეს მეორე უკიდურესობაა, სიზარმაცის საპირისპირო, ამიტომ ერიდე მეტისმეტ ჯაფას, რათა არ დაავადდე და დაუძლურდე"

/ბერი ლუკა გლინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 23 2020, 10:23 PM

" - რა არის მნიშვნელოვანი მუშაობაში?

- როდესაც მუშაობთ, ყურადღება მიაქციეთ, თუ რა განწყობით ასრულებთ სამუშაოს - წუწუნით თუ მრისხანებით, უკმაყოფილოდ თუ ფუჭი ლაქლაქით, ბილწი აზრებით თუ ლოცვებით და ღმერთზე ფიქრით და ა.შ."

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 24 2020, 08:15 PM

" - შეიძლება უჩინო საქმეები იყოს მნიშვნელოვანი?

- უსაქმოდ არცერთი წუთი არ უნდა იყოთ. არის ხილულად აღსრულებული საქმეები და არის უხილავი საქმეები. ესეც ნამდვილი საქმეებია. ეს არის უფლის მუდმივი ხსოვნა და მოუკლებელი ლოცვა გულითა და გონებით. ამას ვერავინ ხედავს. თუმცა ამგვარად განწყობილი ადამიანები საქმეს აღასრულებენ"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 8 2020, 10:57 PM

"ადამიანი იქ მთავრდება, როცა უმოქმედობას ეგუება!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2020, 10:32 PM

"რაც მეტს შრომობ, მეტ სიხარულსა და მადლს იგემებ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2020, 09:24 PM

"რაც დიდხანს ზის ადამიანი უსაქმოდ, მით უფრო ჩქარა სუსტდება. და პირიქით, რაც მეტს მუშაობს, ძალა მით უფრო ემატება. გარდა ამისა, მუშაობით ის მოწყინებასაც განდევნის და საკუთარ თავს სულიერად შეეწევა".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 28 2020, 04:56 PM

"სიცოცხლე და შრომა ყველაზე საოცარი რამაა, რაც ადამიანმა შეიძლება ინატროს"

/დენიელ კიზი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2020, 10:23 PM

"შრომა და ლოცვა გარდაუვალია სასუფევლის მოპოვების გზაზე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2020, 10:25 PM

"ყოველი სათნოება შრომით მოიპოვება"

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2020, 06:54 PM

"თუ კაცი მუშაობს, ჯილდო ეკუთვნის, ხოლო თუ ლოცვის თანხლებით მუშაობს, უფრო დიდ ჯილდოს მიიღებს"

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 23 2020, 08:14 PM

"მორჩილებითა და სიყვარულით გაწეულ შრომას საღამოობით ზეცად ავყავდი!"

/ბერი იოსებ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2020, 08:35 PM

"წიგნიც უნდა იცოდეს მომავალმა თაობამ და საქმეცა. თუ საქმე არ იცის, ისე ვერ იცხოვრებს"

/ელო მახაური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2021, 08:25 PM

"აი, ისეთი პერიოდი მოდის, როცა ვერ წარმოგიდგენია, რა იქნება ხვალ. ამიტომ ჩვენ უნდა გვქონდეს სახლიც, ნაკვეთიც, ჩვენი მოსავალი. ჩვენ შრომა უნდა ვიცოდეთ, უნდა დავამუშაოთ მიწა. მიწა მკურნალია ადამიანისა, მიწიდან ვართ ჩვენ და სიყვარული უნდა გვქონდეს მიწისა".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2021, 05:48 PM

"სანამ საქმეს შეუდგებოდე, ღმერთს ლოცვა აღუვლინე: სადაც უფლის სახელია, იქ ყველაფერი კეთილად ეწყობა"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2021, 08:17 PM

"შრომა მტანჯველი ეჩვენება თავიდან ყველას, ვინც შეუდგა სულიერ ღვაწლსა და პიროფლიან შრომას. ხოლო როცა სურვილით იწყებენ მათში წვრთნას, რომ კეთილი საწყისი აღიდგინონ და ამის შემდეგ წარმატებით გაივლიან გზის ნახევარს, მაშინ უკვე ეს შრომა ორმაგი სიხარულისა და ნუგეშის წყაროდ იქცევა მათთვის".

/ღირსი ნიკიტა სტიფატი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 10 2021, 05:29 PM

"ამაოდ შრომობს ის, ვინც კეთილ საქმეს გულთბილი ლოცვით არ იწყებს"

/წმ. დიმიტრი როსტოველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 15 2021, 08:31 PM

"ეჭვი არ არის, რომ ჩვენ საქმეებს ღმერთი უკეთ განაგებს, ვიდრე ჩვენ თავად შევძლებდით მათ დაგეგმვას"

/წმ. ბასილი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 25 2021, 06:34 PM

"ადამიანი ღმერთს შრომაში იპოვის"

/გერონდესა მაკრინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2021, 10:32 PM

"როცა ფიზიკურ სამუშაოს ასრულებ, კარგია, მაგ შრომით ცხონდები"

/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 25 2021, 08:26 PM

"აზრს არასოდეს სწრაფად არ უნდა მიაყოლო საქმე, რაც არ უნდა კეთილად გეჩვენებოდეს იგი, არამედ დროში უნდა გამოსცადო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2021, 07:01 PM

"უსაქმურობა ყოველგვარი ბოროტების დედა და მასწავლებელია"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2021, 11:47 AM

"ვიდრე ამქვეყნად - ხორცში ვიმყოფებით, სათნოებების საშუალებით ზეცის კამარამდე რომც ავმაღლდეთ, საქმისა და შრომის, საზრუნავის გარეშე ვერ დავრჩებით!"

/წმ. ისააკ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2021, 10:25 PM

"ვერავის ისე მოხერხებულად ვერ აცდუნებს ეშმაკი, როგორც - უქმადმყოფსა და ზარმაცს"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 1 2021, 05:29 PM

"ცოდნასთან ერთად გიყვარდეს შრომა (ცოდნა ცხოვრებაში გამოიყენე!); რამეთუ მხოლოდ ცოდნა ადამიანს ქედმაღალს ხდის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2021, 10:06 PM

"ყველაფერი ღვთისნიერად აკეთე და მასში შენს შემწეს ჰპოვებ"

/ამბა იოანე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2021, 05:37 PM

"თუ გსურს, ყოველი შენი საქმე კეთილად წარმართო, წარმოიდგინე, რომ ღმერთი მუდამ გიმზერს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2021, 06:22 PM

"უფრთხილდი მდაბიო ზრახვებს, რომლებიც შრომას მდაბიოს ხდის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2021, 10:11 PM

"მხოლოდ შრომის ხეზე იზრდება სიტკბოების ყვავილები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2021, 07:33 PM

"შრომა და ლოცვა, ლოცვა და შრომა, - აი, ღვთისაგან ჩვენთვის მოცემული ყოველი დღის საუკეთესო და სასარგებლო გამოყენება!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2021, 09:34 PM

"გაიხსენე, რამდენი შრომა გჭირდება პურის ერთი ნაჭრის მოსაპოვებლად!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2021, 11:43 AM

"ცხოვრება შრომაა; შრომა კი ცხოვრებაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 23 2021, 01:46 PM

"ყოველი საქმის შესახებ, რომელსაც განიზრახავ, ნუ იკითხავ წინასწარ, იქნება თუ არა სასიამოვნო, გამოსადეგი შენთვის და საქებარი - ადამიანთა წინაშე, არამედ, უწინარეს ყოვლისა გამოსცადე, იქნება თუ არა იგი უფლისთვის სათნო, ხომ არ ეწინააღმდეგება იგი ღვთის მცნებებს?"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 23 2021, 08:19 PM

"გიყვარდეს შრომა. თუ ის თავის სარჩენად არ გესაჭიროება, შესაძლოა, საჭიროა - როგორც წამალი. შრომა სხეულის ჯანმრთელობა და სულის სარგებელია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 14 2021, 06:27 PM

"ბუნებაში ყველა, მცირიდან დიდამდე, განუწყვეტელ მოღვაწეობაშია; უსულო ქმნილებანი (მზე, მთვარე, დედამიწა), ცხოველები, ანგელოზები - ნუთუ მხოლოდ ადამიანია გამონაკლისი ამ კანონიდან?"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2021, 04:56 PM

"ღმერთმა ადამიანი შრომისათვის შექმნა და მისცა მას ამისთვის აუცილებელი ორგანოები: აქედან გამომდინარე, უსაქმურობა ღვთის წესრიგიდან და ქმნილების მიზნიდან გადახვევაა!"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 24 2021, 02:20 PM

"ვინც უსაქმურად ცხოვრობს, ის განუწყვეტლივ სცოდავს!"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 24 2021, 06:46 PM

"ერთმა ბრძენმა საფუძვლიანად თქვა, რომ "შრომა სათნოების დარაჯია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2021, 05:47 PM

"ადამიანი, რომელსაც აქვს მხოლოდ სიტყვა, მაგრამ არ გააჩნია საქმე, ხის მსგავსია, რომელსაც ფოთლები აქვს, მაგრამ ნაყოფი - არა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2021, 09:33 PM

"დილით ადგომისას საკუთარ თავს უთხარი: "სხეულო, იმუშავე, რათა გამოიკვებო; სულო, იფხიზლე, რათა ზეციური სასუფეველი დაიმკვიდრო!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 30 2021, 05:11 PM

"ნურასოდეს იქნები სრულიად უქმად: ან იკითხე, ან წერე, ან ილოცე, ან იფიქრე!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 31 2021, 06:57 PM

"უსაქმურობა ისევე დამღლელია, როგორც დასვენებაა სასიამოვნო!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2021, 10:21 PM

"შრომისგან, როგორც ღვთის სასჯელისგან თავის არიდება (შეს. 3.19), განა შესაძლებელია დიდი სასჯელის გარეშე?"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 18 2022, 09:20 PM

"იშრომე და ილოცე მათთვის, ვინც შრომობს. ეს ლოცვა ეხმარება იმათაც, ვინც ფიზიკურად შრომობს და იმათაც, ვინც სულიერ ღვაწლს ეწევა. იმიტომ, რომ ბევრნი შრომობენ, და ამასთან, შრომობენ გულმოდგინედ.
ილოცე მათთვის, ვისაც შრომა სურს, მაგრამ ავადმყოფობის გამო, არ შეუძლია. ილოცე მათთვის, ვინც ჯანმრთელია, მაგრამ სამუშაოს ვერ პოულობს, მაშინ როცა ძალიან უჭირს".

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 5 2022, 08:43 PM

"ასი წლის უსაქმურობა კარგად გამოყენებული ერთი საათის ფასი არ არის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2022, 03:35 PM

"თუ გაირჯები, დაუჯილდოებელი არ დარჩები"

/რეზო ინანიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2022, 07:58 PM

"თვალის ასახვევი სახრიკო ფართხალი და ნამდვილი შრომა ერთი და იგივე როდია"

/აკაკი წერეთელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2022, 08:24 PM

"პურს ვეღარ აჭმევს ვერავის
უსაქმოდ სახლში ჯდომაო"

/აკაკი წერეთელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2022, 03:16 PM

"ჩვენ ვკიცხავთ უსაქმურებს, მაგრამ თვითონაც ხომ ასეთივე უსაქმურები ვართ? განა კეთილსინდისიერად ვჩერდებით სამსახურში სამუშაო დღის ბოლო წუთამდე? ხელფასის აღებაზე კი უარს არავინ ამბობს"

/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2022, 02:03 PM

"აჩქარებული საქმე ეშმაკის არის"

/აკაკი წერეთელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2022, 02:37 PM

"შრომა-მუშაობა იგივე ლოცვაა და ოფლი მუშის სასუფევლის გზასა რწყავს"

/აკაკი წერეთელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2022, 08:47 PM

"უფალმა ექვსი დღე გამოგიყო შენი საქმეებისა და სამუშაოსათვის, თავისთვის კი მხოლოდ ერთი - მეშვიდე დღე დაიტოვა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 19 2022, 04:14 PM

"გონიერების გარეშე ჩვენს მერ აღსრულებული საქმე სიკეთე არ არის"

/წმ. პეტრე დამასკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 19 2022, 05:07 PM

"თუ ცხოვრება მოღვაწეობაა, მაშინ, საპირისპირო - უსაქმურობა ცხოვრება არ არის, უკიდურეს შემთხვევაში, გონიერი და ზნეობრივი არსების ცხოვრება არ არის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2022, 02:10 PM

"რომელ ჩვენგანს არ შემთხვევია, ენახა და მოესმინა, როგორ უსტვენს ხმატკბილი ტოროლა გაზაფხულზე მინდორში, მოხნულ ყანებში, და სასიამოვნო გალობით ატკბობს მიწათმოქმედის მძიმე შრომას? მაგრამ არც ამ პატარა ფრთოსნის სიცოცხლე გადის სიმღერაში, მას თავისი შრომა და საზრუნავი აქვს; ის მიწაზე დაფრინდება ხოლმე და იქ ან საკვებს მოიპოვებს, ან თბილ ბუდეს იწყობს, ზრუნავს თავის მეგობარზე ან - თავის ნორჩ ბარტყებზე. და კვლავ: სულ ასე ხომ არ გაქექავს მიწას, სულ ასე ხომ არ იფუსფუსებს და იშრომებს. ჩიტუნა კვლავ აფრინდება ზეცისკენ და მღერის, მღერის თავის დაუსრულებელ სიმღერას. აი, გაკვეთილი და მაგალითი შენთვის, ადამიანო! იშრომე, სადაც არ უნდა იყო: საზოგადოებაში, დაბლა თუ მაღლა, - იშრომე! ესაა შენი დანიშნულება და მოვალეობა დედამიწაზე. მაგრამ შენ მიწისთვის არ ხარ შექმნილი, არამედ - ზეცისთვის. შრომის და ცხოვრების საზრუნავის შემდეგ ამაღლდი გონებით და გულით, გადმოღვარე უფლის წინაშე შენი სული დიდებისმეტყველებაში, მადლიერებასა და ლოცვაში. ილოცე: ეს შენი ვალია, შენი დიდება, შენი ნეტარება. შრომიდან გადადი ლოცვაზე, ლოცვიდან - შრომაზე: იშრომე და ილოცე!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2022, 08:42 PM

"სიმშვიდე და უსაქმურობა სულისათვის დამღუპველია და დემონზე მეტად შეუძლია მისი დაზიანება"

/წმ. ისააკ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 21 2022, 01:28 PM

"როგორც ახალი და სუფთა წყალი მდორედ გადაქცევისას ფუჭდება; ასევე, ადამიანის სული და სხეული უსაქმურობით ზიანდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 21 2022, 08:12 PM

"უფალი კი არ შრომობს ჩვენს მაგივრად, არამედ - მხოლოდ გვეხმარება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 22 2022, 09:21 PM

"ზარმაცი და უსაქმური ცხოვრება იგივეა, რაც გამოუყენებელი და დაუმუშავებელი ყანა, რომელსაც მხოლოდ თივად გამოიყენებ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 27 2022, 11:07 PM

"ვაი ზარმაცს! იგი იმ დროის გამო ზღავს, რომელიც ცუდად გამოიყენა და უკვე ვეღარ იპოვის"

/წმ. ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 26 2022, 08:29 PM

"ყველაზე მსუბუქი გზა სათნოებისაკენ არის ის, რომ უცქირო არა მხოლოდ შრომას, არამედ, ამასთან ერთად, ჯილდოზეც იფიქრო"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 8 2022, 07:14 PM

"ნაკლოვანებათა დედად სიზარმაცე ჩათვალე, რადგან ის იტაცებს მადლს, რომელიც გაქვს, და რაც არ გაქვს, იმის მოპოვების საშუალებას არ გაძლევს!"

/წმ. ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 8 2022, 08:18 PM

"ადამიანის ძალა და შესაძლებლობები ძალიან ჰგავს წისქვილის დოლაბებს, რომელთა შორისაც ან არ არის ხორბალი, ანდა ისინი თვითონვე იქცევიან ფერფლად"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2022, 07:39 PM

"შეიძლება ბევრის გაკეთება უფლის შეწევნით, ოღონდ, მთავარია, გინდოდეთ ბევრის კეთება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2022, 08:12 PM

"ღმერთმა ადამიანს, რაც მისი ბედნიერებისათვის საჭიროა, ყველაფერი მისცა. ამიტომ ვინც ღმერთისაგან ბოძებულ ნიჭს კარგად მოიხმარს, ვინც გულმოდგინედ ირჯება და შრომობს, ის მოწყინებაში არ ჩავარდება, მოწყინებას მხოლოდ ზარმაცი, ცუდი ხასიათისა და ყოფაქცევის კაცი გრძნობს"

/წმ. ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 13 2022, 10:21 PM

"რა სასიამოვნოდ და სწრაფად გადიან დღეები, როდესაც იცი, რომ ღვთისაგან შენთვის მოცემული დრო ფუფუნების ამაო და ფუჭი საქმეებით კი არ არის დაკავებული, არამედ - სასარგებლო შრომით, რომელიც უფალმა კეთილი საქმეებისათვის მოგვცა! რა სასიხარულოა, როდესაც შენს საქმეს დასრულებულს ხედავ! რა ტკბილია მაშინ დასვენებაც!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2022, 09:45 PM

"შეცდები, თუ დღევანდელ სამუშაოს ხვალისთვის გადადებ"

/არქიმანდრიტი გრიგოლი (ზუმისი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 3 2022, 12:41 PM

" - შვილო, ნუ წუწუნებ: ღმერთს არ ესიამოვნება. ევედრე მას, რომ ვიყოთ ჯანმრთელები და მუშაობა შეგვეძლოს. ღმერთს უყვარს მშრომელი კაცი და მას ორივე ხელით აკურთხებს"

/არქიმანდრიტი გრიგოლი (ზუმისი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2022, 05:21 PM

"ახალგაზრდობაში ძალიან მშრომელი და დაუღალავი ყოფილა [დედა მართა]. ერთხელ მითხრა:
-მე და ჩემი ქმარი დილაადრიან გავდიოდით ყანაში და მთელი დღე იქ ვიყავით. ისე გვიყვარდა შრომა, ვნატრობდით, ნეტა არ დაღამდეს, რომ ბევრი ვიმუშაოთო. სადილზე სახლში არ მივდიოდით, იქვე ვსხდებოდით და ვჭამდით.
მისი სენაკის წინ პატარა ბოსტანი გვქონდა და როცა იქ ახალგაზრდებს დაგვინახავდა, აივანზე გამოვიდოდა და თვალყურს გვადევნებდა.
-მაგრე არა, გოგო, გვერდიდან შამოუთოხნე! - გადმოგვძახებდა ხოლმე.
ასე თავისებურად გვასწავლიდა მიწაზე მუშაობას".

/იღუმენია პარასკევა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2022, 09:23 PM

"როგორც აღვნიშნე, უწმიდესი ხშირად მობრძანდებოდა ხოლმე ჩვენთან და გვესაუბრებოდა არა მარტო სულიერ თემებზე, არამედ ყოფით საგნებზეც. ერთხელ, მაგალითად, გვითხრა:
- იცით, რა არის მიწა? მიწაზე მუშაობა? აი, პატარა ნაკვეთებს დაგირიგებთ და მოუარეთ. ფეხშიშველებმა იმუშავეთ. მიწასთან ფეხით შეხება (ზუსტად ვერ ვიხსენებ) ადამიანზე დადებითად დადებითად მოქმედებს. ყველას თქვენ-თქვენი ნაკვეთი გექნებათ.
მართლაც, ცოტა ხანში საქმეს შევუდექით. ეზოში საკმაოდ მოზრდილი მიწის ნაკვეთი გვქონდა, სარეველებით სავსე. ის დაგვაყოფინა და დაახლოებით 15, შეიძლება მეტი ნაწილიც გამოვიდა. ჩვენ ისე გაგვეხარდა და გაგვახალისა ამ ამბავმა, რომ ძლივს მოვითმინეთ უწმიდესის წაბრძანებამდე, შემდეგ კი ჩვენ-ჩვენს ნაკვეთებში შევცვივდით. ო, რამხელა ნუგეში იყო ეს ჩვენთვის, როგორ ვემადლიერებოდით უწმიდესს ამ ბრძნული გადაწყვეტილებისთვის! ფეხშიშველა მუშაობაც ძალზე სახალისო იყო. თითქოს მთელი დაღლილობა, სიმძიმე ფეხებიდან მიწაში გადადიოდა, იქიდან კი ახალი ძალები მოდიოდა".

/იღუმენია პარასკევა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 16 2022, 07:59 PM

"ყოველთვის მცირედით უნდა დაიწყოთ, რათა დიდი საქმის კეთება შეძლოთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2022, 05:59 PM

"დიდი შრომა არ არის საჭირო საძირკვლის ჩასადებად, ძნელი შენობის დასრულებაა. და რაც უფრო მაღლა აღიმართება შენობა, მით მეტ სიძნელეებს გამოუჩენს იგი მშენებელს საქმის დასრულებამდე"

/წმ. ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 21 2022, 07:19 PM

"უფალი იმას კი არ უყურებს, ვინ რამდენს აკეთებს, არამედ იმას, რისგან წარმოდგება საქმე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 24 2022, 06:12 PM

"ბევრს ის აკეთებს, ვინც კარგად აკეთებს. კარგად ის აკეთებს, ვინც საერთო საქმისთვის უფრო მეტს გაიღებს, ვიდრე - საკუთარი თავისუფალი ნებით გაიღებდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 10 2022, 12:07 PM

"ის, ვინც დარდობს იმაზე, რომ არ შეუძლია ბევრის კეთება, მცირეაც ვერ აკეთებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 11 2022, 09:46 PM

"მცირისადმი ერთგულებაზეა დამოკიდებული წარმატება დიდ საქმეებში. "გინდა იყო დიდებული, დაიწყე ყველაზე უმცირესიდან!" - ამბობს ნეტარი ავგუსტინე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2022, 09:00 PM

"ხელები დაქლეტილ-დაკოჟრილი ჰქონდა შრომისაგან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2022, 08:33 PM

"ეს დამოკიდებულებაც [შრომაჰოლიზმი] არის რეალობისგან გაქცევა - საკუთარი ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებების მეშვეობით, რაც ამ შემთხვევაში გადამეტებული შრომითი დატვირთვით მიიღწევა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2022, 09:27 PM

"დილით ადგომისას საკუთარ თავს უთხარი: "სხეულო, იმუშავე, რათა გამოიკვებო; სულო, იფხიზლე, რათა ზეციური სასუფეველი დაიმკვიდრო"

/წმ. ევსუქი ხუცესი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2022, 06:47 PM

"სიზარმაცე აჩლუნგებს ადამიანის ყველა ძალას - სულიერსაც და ფიზიკურსაც. იგი მას ყველაზე უბედურ არსებად აქცევს, რადგან ზარმაცები საკუთარი თავისთვისაც კი აუტანელნი ხდებიან. ყველა ცოდვა და ვნება სწორედ ამ მანკიერებიდან იბადება. როგორც ჭია ღრღნის ხეს, ასევე სიზარმაცეც ხრწნის და ანადგურებს სულს, ანდა როგორც მავნე პარაზიტები მრავლდებიან დამდგარ წყალში, ისე ბოროტი ვნებები ჩნდებიან უსაქმურ და ზარმაც გულში".

/სქემარქიმანდრიტი პანტელეიმონი (აგრიკოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2022, 10:20 PM

"გულქვაობას იწვევს მცონარება, აგრეთვე, უსაქმურობა, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ფიზიკურ საქმეთაგან დასვენებას, არამედ სულიერისგანაც, - როდესაც ადამიანი არ ეძლევა სულიერ ღვაწლს - ლოცვას და არ არის დაკავებული სხვა კეთილი საქმეებით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 11 2022, 08:26 PM

"სხეულით ვიშრომებთ, სულიერად კი ვილოცებთ"

/წმ. გრიგოლ პალამა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 28 2022, 07:05 PM

"ვმუშაობ და ლოცვა თავისთავად არის გულში, საქმეც უფრო სწრაფად მიდის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 23 2022, 12:16 PM

"მუქთახორას მიზეზი არ დაელევა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 23 2022, 12:35 PM

"როცა შენ საკუთარ საქმეებზე ზრუნავ, უფალი თავად შენზე ზრუნავს"

/ბერი სვიმეონ ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 3 2023, 05:07 PM

"შრომის უფლება, შრომის აუცილებლობა ადამიანმა ღმერთის დაწყევლის შემდეგ მოიპოვა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 8 2023, 07:33 PM

"მუდმივად ილოცე ყოველი საქმის დროს, რათა ღვთის შეწევნის გარეშე არაფერი გააკეთო"

/წმ. მარკოზ განშორებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 8 2023, 08:16 PM

"არ არსებობს, ლოცვით დაწყებული საქმე უიღბლო იყოს, რადგან ის დაწყებულია სიყვარულით, იმედით, რწმენით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2023, 03:02 PM

"შინაგანი ლოცვით უნდა წახვიდე ყოველ განკუთვნილ საქმეზე და მისი აღსრულების შემდეგ მადლობა გადაუხადო გულმოწყალე ღმერთს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 8 2023, 09:29 PM

"ფიზიკური შრომა კარგი საქმე; მაგრამ ასეთივე შრომა მორჩილების თანახმად - წმიდნა საქმე. დაე, ღვთის ხსოვნა არასოდეს განეშოროს შენს გულს. როგორც სინათლეს ხედავ, ასევე უნდა ხედავდე უფალს შენ წინაშე და გულში დაეცე მის წინაშე სიმდაბლისა და შემუსვრილების გრძნობით. მოვა შიში და გამოგაფხიზლებს"

/სქემიღუმენი ხარიტონი (დუნაევი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 9 2023, 04:59 PM

"ყველაფრის გაკეთება უფლის სახელით ნიშნავს, რომ ყოველივე მის სადიდებლად მიმართო, ეცადო, ყველაფერი ისე აკეთო, რომ მას ესათნოოს, მისი ნების შეგნებით, და ასევე - ყოველ საქმეს მისდამი ლოცვა გარს შემოარტყა, ლოცვით დაიწყო, ლოცვით აღასრულო და ლოცვით დაასრულო, თავიდან კურთხევა სთხოვო, შემდეგ შემწეობა ეძიო და ბოლოს სამადლობელი აღუვლინო, რადგან ის ჩვენში და ჩვენი წყალობით თავის საქმეს აღასრულებს"

/სქემიღუმენი ხარიტონი (დუნაევი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 10 2023, 02:28 PM

"საქმე შემოგარსავს ადამიანური ბუნების შინაგან წარმოსახვას"

/სქემიღუმენი ხარიტონი (დუნაევი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2023, 04:10 PM

"თუ ადამიანი ეშმაკს უსმენს, ეშმაკობითა და ცბიერებით ცხოვრობს, მაშინ ღმერთი მის შრომას არ აკურთხებს. ის, რასაც ადამიანები ეშმაკობით აკეთებენ, მათ წარმატებას ვერ მოუტანს"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2023, 05:46 PM

"ყველაზე გატანჯული და გაწამებული მათ შორის კი ისაა, ვინც არ მუშაობს და შემოსავლის და ქონების ხარჯზე ცხოვრობს. ვინც მუშაობს მაინც, ნაკლებად გატანჯულია"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2023, 09:57 PM

"როცა შრომობ, ნუ დაივიწყებ ქრისტეს, სიხარულით იშრომე, მაგრამ გული და გონება შენი დაე, ღმერთში იმყოფებოდეს. მაშინ არ დაიღლები და შენს სულიერ მოვალეობებსაც შეასრულებ"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 23 2023, 07:55 PM

"თუნდაც ფულის პრობლემა არ გქონდეს, მაინც უნდა იშრომო, სამუშაო ადამიანს თავისი ძრავის გახურებაში ეხმარება. სამუშაო - ეს შემოქმედებაა. ის ადამიანს სიხარულს ანიჭებს და ავიწყებს სულიერ სიმძიმეს, ნაღველს. აი ასე, მაძღარო მეგობარო! მოძებნე სამუშაო, რომელიც ოდნავ მაინც მოგეწონება და შრომა დაიწყე. სინჯე და ნახავ, როგორ შეიცვლება ყველაფერი!"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 24 2023, 08:29 PM

"თუ ადამიანი ნერვიულობს, მრისხანებს და ბილწსიტყვაობს, მისი შრომის შედეგს კურთხევა არა აქვს, მაშინ როცა, თუ ის მუშაობის დროს რაიმე საეკლესიო გალობს, ლოცულობს, მისი საქმე ნაკურთხია. ერთი საქმე ეშმაკეული ხდება, მეორე კი - საღმრთო.

როცა ღვთისმოსაობით შრომობთ და ლოცვით მოქმედებთ, აკურთხებთ საკუთარ თავს და აკურთხებთ ყველაფერ იმასაც, რასაც აკეთებთ. როცა გონება ღმერთშია დაუნჯებული, ადამიანი აკურთებს თავის სამუშაოს, თავის ხელსაქმეს."

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 25 2023, 10:05 PM

" - წმიდაო მამაო, რას გულისხმობთ, როდესაც ამბობთ: "სამუშაოს მიეცით თქვენი ხელ-ფეხი, მაგრამ, ნუ მიუძღვნით მას გულს"?

- იმას ვგულისხმობ, რომ არ შეიძლება, გული მატერიალურს მიუძღვნა. არიან ადამიანები, რომლებიც მთლიანად ეწირებიან მატერიალურს. მთელი დღე იმაზე ზრუნავენ, რომ რაღაც სამუშაო კარგად შეასრულონ, ღმერთზე კი საერთოდ არ ფიქრობენ. ნუ მივეცემით ამას ჩვენც. იმუშავეთ ხელებით, იმუშავეთ ფეხებით, მაგრამ თქვენ გონებას ნუ მისცემთ ნებას, რომ ღვთისაგან მიიდრიკოს. ნუ მიეცემით მატერიალურს მთელი თქვენი არსებით. სხვაგვარად ადამიანი კერპთაყვანისმცემელი ხდება. რამდენადაც ეს შესაძლებელია, სამუშაოს თქვენს გულს ნუ მიუძღვნით. მიეცით მას თქვენი ხელები, მიეცით მას თქვენი განსჯის უნარი. ნუ მიუძღვნით გულს არარაობას, უსარგებლოს. სხვაგვარად ის როგორღა შეხედავს ქრისტეს? როდესაც გული ქრისტესთანაა, მაშინ სამუშაოც ნაკურთხია. მაშინ ადამიანიც ინარჩუნებს შინაგანი სულიერი ძალების სიახლეს და ჭეშმარიტ სიხარულს განიცდის. სწორად გამოიყენეთ თქვენი გული და ტყუილ-უბრალოდ ნუ დაკარგავთ მას"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 5 2023, 09:20 PM

"საქმე რომელსაც იძულებით აკეთებ, კატორღის ტოლფასია, ხოლო სიყვარულით, რწმენით გაკეთებული საქმე შემოქმედებაა"

/კინოდოკუმენტალისტი გივი ყურელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 17 2023, 08:54 PM

"სიფხიზლით შრომამ მღვიძარე მამები საზრუნავისაგან გაათავისუფლა, რადგან დაინახეს, რომ მრავალ საქმეზე ზრუნვა სერიოზული დაბრკოლებაა მღვიძარების გზით სვლაში. საზრუნავი გულისსიტყვებს წარმოქმნის, გულისსიტყვების გამო კი გონების ყურადღება სწყდება ლოცვასა და ჭვრეტას.

ამიტომ, როგორც მამები ამბობენ, ისეთ საქმეებზე ზრუნვას, რაც არ არის აუცილებელი, ან იამზე მეტია, რაც გვჭირდება, სულიერი ჭლექი ეწოდება"

/არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 24 2023, 01:57 PM

"12-დან 18 საათამდე იდეალური დროა აქტიური შრომისთვის. შრომა უფრო გვიან საათებში აიძულებს ტვინს დაქანდვამდე იმუშაოს. გადაღლის პირველი მაჩვენებელია რთულად დაძინება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2023, 05:10 PM

"ლოცვის დროს სხვა საქმის კეთება არ შეიძლება, მაგრამ საქმიანობის დროს ლოცვა სასიკეთოა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2023, 08:44 PM

"ყოველგვარი საქმე ჩანასახშივე ღმერთს მიუძღვენით, ღმერთისკენ მიმართეთ იგი შესრულების ჟამს ღმერთს სთხოვეთ ძალა მის შესასრულებლად; საქმის დასრულების შემდეგ მადლობაც მას აღუვლინეთ... მოინანიეთ, თუკი რაიმე საქმის გამმრუდებელი გაგეპარათ ან ისეთი რამ, რაც მას ღვთის თვალში უკმარისად წარმოაჩენს. ასე მოიქეცით და ასეთი შრომით საბოლოოდ იმას მიაღწევთ, რასაც ყოველისვესგან განშორებული მეუდაბნოეები აღწევენ. თუ ასე არ მოიქცევით, მაშინ ებრაელების ხარისხში დარჩებით, ახლანდელი კი არა, ძველი დროის ებრაელებისა, რომლებიც მათთვის დადგენილი ნორმების მიხედვით ცხოვრობდნენ"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2023, 09:31 PM

"კარგია ხორციელი შრომა დაღლილობამდე... მაგრამ მთავარია მტკიცე გადაწყვეტილება, რომ წინ აღვუდგებით ცოდვილიან სურვილებს"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 10 2023, 07:56 PM

"ჯანმრთელად ყოფნის დროს მუშაობა კარგიც კი არის, ზოგჯერ ცრემლებამდე ჭკუის მასწავლებელიცაა. ყველა თავისი ძალისამებრ შრომობს"

/ღირსი იოანე ბალაამელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 10 2023, 08:15 PM

"ნეტარი მაკარი წერს: "შრომა მოდის მლოცველებთან, ხოლო ლოცვა მიდის მშომელებთან"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 6 2023, 05:44 PM

"შეიძლება იმუშაო და ამაოებაში არ იყო, შეიძლება იმუშაო და თან ილოცო, იმუშაო და ღმერთის ხსოვნა დაიმარხო - ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული"

/მღვდელმონაზონი კონსტანტინე (კოვალჩუკი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 19 2023, 05:16 PM

"პირველ ქრისტიანებს ჩვეულებად ჰქონდათ კედელზე დამმოძღვრელი წარწერების გაკეთება. ერთ-ერთ კატაკომბში არის წარწერა, რომელიც მარტივად განსაზღვრავს ქრისტიანის სარწმუნოებრივი ცხოვრების საფუძველს და ადამიანს თავის შემოქმედთან ჰარმონიისკენ მოუწოდებს: "ვინც თავის საქმეებს უფალს მიანდობს, იგი ამქვეყნადაც ნეტარად იცხოვრებს და მომავალ ცხოვრებაშიც".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2023, 07:47 PM

"იშრომეთ ფხიზლად, უბრალოდ, წყნარად, შფოთის გარეშე, სიხარულითა და მხიარულებით, კეთილი განწყობით. მაშინ მოდის ღვთის მადლი"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2023, 02:24 PM

"ერთ დღეს აპოსტოლიმ მითხრა:

- მამაო, ასეთ ასაკში ხარ [ამ დროს წმ. პორფირი 85 წლის იყო] და ისევ მონასტრის გეგმას ადგენ?

მე ვუპასუხე:

- მე მარადიულად ვარ. და ყველას ასეთი განცდა უნდა გვქონდეს - ვიშრომოთ, როგორც უკვდავებმა და ვიცხოვროთ სიკვდილის მოლოდინში.

ასე რომ, შეგვიძლია დავრგოთ ხეები, ვაშენოთ, ვიღვაწოთ და არა ვიფიქროთ, მოვესწრებით თუ არა ამას ჩვენ"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2023, 06:44 PM

"ძალიან მიყვარდა შრომა. ხშირად ვამბობდი და ახლაც ვამბობ: "იშრომე, როგორც უკვდავმა და იცხოვრე სიკვდილის მოლოდინში".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 16 2023, 06:46 PM

"შრომა - ეს კურთხევაა. ამიტომაც ვხედავთ, რომ ქრისტე თავის მოწაფეებს და, ასევე, წინასწარმეტყველებს მაშინ მოუწოდებდა, როდესაც ისინი შრომობდნენ - მაგალითად, როცა ვინმე თევზაობდა ან ცხვრებს მწყემსავდა"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2023, 08:02 PM

"როცა არაფერს აკეთებ, მაშინ განსაკუთრებით გებრძვის ბოროტი"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 20 2024, 09:00 PM

"წმიდაო მამაო, წარსულში ამბობდნენ: "ჯობს ფეხსაცმელის ლანჩები რეცხო, ვიდრე - საბანი". რას გულისხმობდნენ ამ სიტყვებში?

- ამით უნდოდათ ეთქვათ: "ჯობს, რეცხო ფეხსაცმლის ლანჩები და იშრომო, ვიდრე - საწოლში იწვე და უსაქმურობდე". შრომა ეს კურთხევაა, ეს ღვთის წყალობაა, ის ამხნევვებს სხეულს და ახალისებს გონებას. ღმერთს კაცისათვის შრომის უნარი რომ არ მიენიჭებინა, მას ობი მოეკიდებოდა. შრომისმოყვარე ადამიანები სიბერეშიც კი ვერ ამბობენ უარს შრომაზე. ვიდრე ძალა შესწევთ, მუშაობენ და თუკი შრომას შეწყვეტენ, უძლურდებიან. ასეთი ადამიანებისთვის მუშაობის შეწყვეტა სიკვდილის ტოლფასია. მახსოვს, კონიცაში ერთი მშრომელი მოხუცებული მუხლჩაუხრელად შრომობდა. ბოლოს და ბოლოს ის სახლიდან ორი საათის სავალზე - ხნულში მოკვდა"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 21 2024, 04:42 PM

"შრომისმოყვარე ადამიანები ხშირად დაღლილობის გამო დიდხანს ვერ იძინებენ, ან საერთოდ არ ძინავთ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისინი ძალებს ინარჩუნებენ. ეს იმის გამო ხდება, რომ შრომა ხორციელად აწრთობს და განამტკიცებს.

შრომა ეს ჯანმრთელობაა, განსაკუთრებით კი - ახალგაზრდა ადამიანებისათვის"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 28 2024, 07:21 PM

***
/იგავი/

"სამჭედლოდან გლეხმა ორი თოხი წამოიღო. ერთი სათავსოში კედელზე მიაყუდა, მეორეთი ყანას თოხნიდა. პირველს იოლი ცხოვრება ერგო: იდგა თავისთვის სათავსოს კუთხეში მოსვენებული. მეორე თოხი მუდამ მუშაობაში იყო. კარგი ხნის შემდეგ შეხვდნენ ისინი ერთმანეთს. პირველი თოხი უსაქმურობსიგან დაჟანგებულიყო და ახლა შურით შესცქეროად მუშაობით გაპრიალებულ მეორე თოხს.

- მითხარი, როგორ გახდი ასეთი ლამაზი? მე აქ კარგად ვიყავი ჩემთვის სიმყუდროვეში, არავინ მაწუხებდა, მაგრამ რატომღაც დავმახინჯდი.

- ეს შენ უსაქმურობამ გიყო, მე კი შრომამ გამალამაზა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 6 2024, 04:27 PM

"ყოველივე უფალი იესოს სახელით აკეთე და ამრიგად ყოველი შენი საქმე ღვთივსათნო იქნება"

/ეპისკოპოსი პლატონ კოსტრომელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 6 2024, 04:52 PM

"მცირე დროითაც კი ნუ განლაღდები, არამედ იყავი ყოველთვის შრომასა და მეცადინეობაში. რამეთუ უსაქმური არ არის ადამიანად წოდების ღირსი და უეჭველად დაიღუპება"

/ეპისკოპოსი პლატონ კოსტრომელი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)