IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

24 გვერდი V « < 22 23 24  
Reply to this topicStart new topic
> დიდგორის ბრძოლა და წმინდა გიორგი..., გჯერათ? :)
marine
პოსტი Feb 2 2020, 07:58 PM
პოსტი #461


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,687
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



შორეულ ფერეიდანში

"შაჰ-აბასის მიერ სპარსეთში გადასახლებული ქართველები ასუპასში უნახავს 1627 წელს უცხოელ მოგზაურს, თომას ჰერბერტს. მარტო ასუპასში 40 ათასი კაცი ყოფილა. ამ ხალხს მფარველად ჰყავს წმინდა გიორგი, რომელსაც მოწიწებით თაყვანს სცემენო, - ამბობს ჰერბერტი. წმინდა მთავარმოწამეც მრავალგზის შეეწეოდა სამშობლოს მოწყვეტილ ქართველებს.

ერთხელ ირანს ავღანელები შემოესივნენ და ფერეიდნის დაპყრობის სურვილიც გაუჩნდათ. იქაური ქართველები (მათ სათავეში იოსებ გუგუნაშვილი ედგათ) საბრძოლველად მოემზადნენ. ბრძოლა სამ დღეს გაგრძელდა. თუმცა ბევრი კი ჟლიტეს მტერი, მაგრამ ავღანელებს მაშველი ჯარები ემატებოდნენ. ქართველებმა უკან დაიხიეს და სოფლის დასაწყისს მიადგნენ. საგონებელში ჩაცვივდნენ, რადგან რამდენ ავღანელსაც მოკლავდნენ, ორი იმდენი ემატებოდათ. ბოლოს, დაღლილ-დაქანცულნი, ჩამოსხდნენ და ფიქრს მიეცნენ. გაახსენდათ თავიანთი სამშობლო, გადასახლების სისხლიანი წლები, ცოლ-შვილი, დედ-მამა, ახლობლები, მიხვდნენ, რომ მეტი ძალა აღარ შესწევდათ, ტყვია-წამალიც გამოლეოდათ და უნდა დანებებულიყვნენ.

ამ დროს ფერეიდნის ჩრდილოეთით, ამაღლების მთებთან, "თამზიანის გორაზე", ქართველებს გამოეცხადათ თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი, შეუძახა მეომრებს და სულიერად განამტკიცა. მათაც ერთი თავზე ხელაღებული შეტევით მთლიანად განდევნეს ავღანელები. მტერი გაიქცა და აღარ დაბრუნებულა.

იმ ადგილს ქართველები "ამაღლების მთას" ეძახიან. გადმოცემით, თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი ნათლით იყო მოსილი. სინათლე იმდენად ძლიერი იყო, რომ ქვა, სადაც წმინდანი იდგა, მისმა ძალამ გახეთქა. ეს ქვა ახლაც იქვეა, თითქოს მაკრატლითაა გაჭრილი, კუთხეები კი სამკუთხედად აქვს ჩამოპობილი. ხელი რომ დაადო, ცხელია. ამ ადგილს სპარსელებიც გაურბიან. 50 მეტრის რადიუსზე ვერავინ ეკარება, რადგან ყველას წმინდა ალაგად მიაჩნია, - ბრძანებს ფერეიდნელი ქართველი ბატონი ვახტანგ ონიკაშვილი."




წმინდა გიორგი

"მესხი ბაგრატ დევნოსაძის შვილი, გიორგი, ჰყვებოდა, რაც იხილა. ზემო ვარძიაში უხვად მოდის ხილი. II მსოფლიო ომის დროს აქ ხშირად ჩამოდიოდნენ მახლობელი სოფლებიდან დამშეული ბავშვები და ამ ხილით შიმშილს იკლავდნენ. ერთხელ უკან გაბრუნებულებმა ხიდიდან დაინახეს აჩქარებით მომავალი მხედარი, რომელმაც გააფრთხილა ბავშვები, სასწრაფოდ გაეცალეთ აქაურობას, წყალდიდობაა მოსალოდნელიო. შეშინებული ბავშვები გაიქცნენ და ხიდიდან დაინახეს, როგორ გაქრა მხედარი კლდესთან. სულ მალე მართლაც მოვარდა წყალი და იქაურობა დაფარა. ბავშვთაგან ერთი მოუნათლავი იყო. მხოლოდ მან ვერ იხილა მათი მხსნელი მხედარი, დანარჩენებმა ყველამ დაინახა."

/"თვენი" N31, გვ. 286, 292/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 17 2020, 09:42 PM
პოსტი #462


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,687
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



წმინდა გიორგი

დიდგორში ქართველთ ლაშქრის წინ
მტრის ურდო დადგა მრავალი,
წინ დავით მეფე გვიძღოდა,
ბაგრატთა შთამომავალი.

წმინდა გიორგი გამოჩნდა,
თეთრ რაშზე ამხედრებული,
მთიდან დაეშვა, ბრწყინავდა,
ბასრ მახვილ აღერებული.

ქართველებს გვერდით დაუდგა,
მუსრა მახვილით მტარვალი,
ქართველ მებრძოლთა გმირობით
მტერმა დაჰყარა ფარ-ხმალი.

მტერს აბრმავებდა პირსისხლას
წმინდა გიორგის ნათელი,
სხვა დროსაც დაგვხმარებია,
როცა იბრძოდა ქართველი.

წმინდა გიორგი გვმფარველობს,
ქართველებს გვიყვარს ძალიან,
წმინდანს დავუნთოთ სანთელი,
ყველა ჩვენგანის ვალია.

/თენგიზ ლორთქიფანიძე
"კრიალოსანი" N5, 2010, გვ.29/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 18 2020, 06:41 PM
პოსტი #463


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,687
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"აჭის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი ოზურგეთიდან 9 კმ-ის დაშორებით მდებარებოს. აჭისწყლის ხეობა თვალწარმტაც ბუნებრივ გარემოს ქმნის. აღნიშნულ ხეობაში მდებარეობს ქვა, რომელსაც "დევის ქვას" უწოდებენ.

გავრცელებული ლეგენდის მიხედვით ხეობას დევი შემოაჩვია. შეწუხებულმა მოსახლეობამ ლოცვით წმინდა გიორგის მიმართა შემწეობისათვის. წმინდანმა განგმირა დევი, ხოლო მადლიერმა ხალხმა ტაძარი ააგო წმინდა გიორგის სადიდებლად. სწორედ ამ საუცხოო სილამაზის მქონე ადგილზე, მდინარის პირას არსებულ ბორცვზე მდებარებოს ტაძარი...

ტაძარი შიგნიდან მთლიანად მოხატულია. დიდი ადგილი უჭირავს სცენებს წმინდა გიორგის ცხოვრებიდან (დასავლეთ კედელზე). მათ შორის უნიკალურია გველეშაპის განგმირვის სცენა, რომლის ანალოგიც არ მოიპოვება როგორც ქართულ, ბიზანტიურ ფერწერულ ძეგლებში".

/"კრიალოსანი" N5, 2010, გვ. 26/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 20 2020, 06:23 PM
პოსტი #464


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,687
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სუჯუნის წმიდა გიორგის "მარჩქილენი" წმინდა გიორგიდ იხსენიებდნენ. ეს იმიტომ, რომ ამ ეკლესიაში წმინდა გიორგის ყური ყოფილა ჩატანებული; ხალხი ამბობდა, რასაც შესთხოვ, აუციებლად შეისმენსო; ამიტომ შეურქმევია ხალხს "მარჩქილენი", ანუ შემსმენელი წმიდა გიორგი"

/"კრიალოსანი" N5, 2010, გვ. 29/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 28 2020, 08:41 PM
პოსტი #465


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 35,687
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"...ეჰა, შენ შვიდწილ უძლეველო..."

/"კარიბჭე" N4, 2020, გვ.50/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

24 გვერდი V « < 22 23 24
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 5 მომხმარებელი (მათ შორის 5 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 31st March 2020 - 05:04 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი