თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ქველმოქმედების შედეგები _ ორი შვილის მარტოხელა დედას დახმარება ესაჭიროება

პოსტის ავტორი: nazi თარიღი: Jan 27 2010, 09:44 PM

თემას ჯარისკაცის, გურამის თხოვნით ვხსნი.

დიდი ხნის წინ გურამმა მეტროში ბავშვიანი ორსული ქალი ნახა, რომელიც მოწყალებას ითხოვდა.
მეორე შვილი რომ ეყოლა, მეორედ მაშინ შეხვდა. გამოელაპარაკა და აღმოჩნდა, რომ მისი მეუღლე დაპატიმრებულია სასჯელს იხდის. მეუღლის დასახსნელად სახლი გაუყიდია და ბედისინაბარა ღია ცისქვეშ დარჩენილა.

გვარი არ ვიცით, სახელი ლუიზა ქვია 871551033

ქირით ცხოვრობს, მოწყალებას ითხოვს და ისე არჩენს ორ შვილს
ლუიზას ისტორიას გურამი გიამბობთ sad.gif
იმედია რამით შევძლებთ დავეხმაროთ საბრალო ქალსsad.gif
http://www.radikal.ru


http://www.radikal.ru

ესეც ლუიზა და მისი შვილები...
გურამის იდეაა და იმედია წინააღმდეგი არ იქნებით. ფონდის კალენდრები ვაჩუქოთ ლუიზას, გაყიდის, მაინც მეტროში ითხოვს მოწყალებას smile.gif
ცოტას მაინც დავეხმარებით smile.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jan 27 2010, 09:48 PM

nazi

ციტატა
გურამის იდეაა და იმედია წინააღმდეგი არ იქნებით. ფონდის კალენდრები ვაჩუქოთ ლუიზას, გაყიდის, მაინც მეტროში ითხოვს მოწყალებას

150 ცალამდე (ან მეტი, ზუსტად არ ვიცი რამდენია) მივცეთ და გაყიდოს, შემოსული თანხა თავისთვის დაიტოვოს


რამდენიმე ცალი გლდანის ერთ-ერთი ეკლესიის სტიქაროსანს გადავეცი და თავის მრევლს დაურიგებს.... smile.gif



P.S. სად შეიძლება ამ გოგოს ნახვა რომ გადავცეთ კალენდრები? ან გურამი შემეხმიანოს და გადავცემ, თვითონ მიაწოდოს

პოსტის ავტორი: jariskaci თარიღი: Jan 27 2010, 10:24 PM

ამ გოგოს შევხვდი ნათიას სამსახურთან,გვერდი აუარე და რომ გავცდი გული დამეწვა საშინლად.ვერ მოვისვენე დავბრუნდი და გამოველაპარაკე.კალენდრებს ყიდდა 8 თვის პეხმძიმე იყო.ომ წუთას რითაც შემეძლო დავეხმარე და ჩემი ნომერი დავუტოვე.მას მერე რამოდენიმეჯერ დამირეკა დახმარების სათხოვნელად,მაგრამ ისე იყო რომ ზოგჯერ ვერ შევძელი.ეს ამბავი ნაზის მოვუყევი და გადავწყვიტეთ თემის გახსნა მაგრამ სურათების არ არსებობის გამო დღემდე ვერ მოხერხდა.გუშინ დამირეკა 50 ლარი მჭირდება ხაზეიკა სახლიდან მაგდებს ქირის ფულზე მაკლდებაო.ბიჭების ფული მქონდა რომელსაც ფორუმისთვის მაძლევენ ხოლმე და დგეს ის გადავეცი (იმედია ამ თვეში მაპატიებთ)
ეს გოგო ბავშვთა სახლში იზრდებოდა რადგან ობოლი იყო,ბინა ჰქონდა. მისმა ხატვის მასწავლებელმა მოიტაცა 16 თუ 17 წლის და სბოლოოდ მასთან დარჩა.მშობლების დანატოვარ ბინაში ცხოვრობდნენ მაგრამ მისი ქმარი ყაჩაღობაზე დაიჭირეს და ეს ბინა მის გამო გაყიდა.2 კვირაც არ იყო გასული რომ მეორეთაც დაჭირეს.ლუიზა უკვე მეორე ბავშვზე იყო ფეხმძიმედ და დარჩა მარტო უსახლკაროდ.ხატებს ყიდდა და მათხოვრობდა.ჯერ 40 დღე არ იყო გასული რომ პატარა ხელით დაყავდა და მოწყალებას ითხოვდა მეტროში.დღეს მერიაში მიდიოდა დახმარების სათხოვნელად ჰპირდებიან რაღაცეებს მაგრამ..........45 ლარს იღებს სახელმწიფო დახმარებას მეტს ვერა რაც პატარას ჭამის ფულად არ ჰყოფნის.ვისაც რისი საშუალება გაქვთ...........

P.S. ფეხმძიმე როცა დავინახე და გავიგე 8 თვის იყო.................. sad.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jan 27 2010, 10:53 PM

jariskaci

ციტატა
ბიჭების ფული მქონდა რომელსაც ფორუმისთვის მაძლევენ ხოლმე და დგეს ის გადავეცი (იმედია ამ თვეში მაპატიებთ)

ბიჭების მოცემულ თანხას ჩვენ ქველმოქმედებისთვის ვიყენებთ და ვის დავეხმარებით ამას რა მნიშვნელობა აქვს (ვინც დასახმარებელია ყველას უნდა დავეხმაროთ შეძლებისდაგვარად)... ამ მომენატისთვის ამ გოგოს უფრო სჭირდებოდა დახმარება...

ასე რომ კარგად მოქცეულხარ! smile.gif



P.S. და ახლა სად რჩება?

პოსტის ავტორი: jariskaci თარიღი: Jan 27 2010, 10:59 PM

ახლა ვაგზალზეა ქირით,იმ ფულით გადაიხდიდა სრულად და პრობლემა აღარ ექნება.ზუსტი მისამართი არ ვიცი

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Jan 28 2010, 12:28 PM

ციტატა
45 ლარს იღებს სახელმწიფო დახმარებას მეტს ვერა რაც პატარას ჭამის ფულად არ ჰყოფნის.ვისაც რისი საშუალება გაქვთ...........


მაგ ქალს სახელმწიფოსგან მეტი ეკუთვნის. სიღარიბის დაძლევის პროგრამაში თუა სამსულიან ოჯახს 78 ლარი ერგება. (მგონი თბილისის მერიაც ზედ რაღაცას წაუმატებს) ეტყობა ახლადშეძენილი პატარა არ ყავს პროგრამაში ჩაწერილი. სოციალურ სააგენტოში მივიდეს და განაცხადოს, რომ დაემატა ოჯახის წევრი და ზუსტად მიუთითოს სად ცხოვრობს. გადაამოწმებს სააგენტო და მისცემს კუთვნილს. რაც უფრო გვიან მივა მით უფრო მეტ ფულს დაკარგავს.

პოსტის ავტორი: ლია თარიღი: Jan 28 2010, 12:45 PM

ციტატა(ნათია @ Jan 27 2010, 10:48 PM) *

nazi

150 ცალამდე (ან მეტი, ზუსტად არ ვიცი რამდენია) მივცეთ და გაყიდოს, შემოსული თანხა თავისთვის დაიტოვოს
რამდენიმე ცალი გლდანის ერთ-ერთი ეკლესიის სტიქაროსანს გადავეცი და თავის მრევლს დაურიგებს.... smile.gif
P.S. სად შეიძლება ამ გოგოს ნახვა რომ გადავცეთ კალენდრები? ან გურამი შემეხმიანოს და გადავცემ, თვითონ მიაწოდოს



ფონდში ჩაგირიცხავთ თანხას და ვისაც საშუალება აქვს გადასცეს.

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jan 28 2010, 10:18 PM

ლია

ციტატა
ფონდში ჩაგირიცხავთ თანხას და ვისაც საშუალება აქვს გადასცეს.

ლია, უკეთესი იქნება თუ გურამს გადასცემ თანხას (PM-ით დაუკავშირდი) და ის მიაწოდებს...

ფონდში რომ ჩარიცხავ, სანამ ბიუჯეტის განხილვა არ მოხდება მანამდე ვერ გავცემ თანხას და ამიტომ ძალიან დაგვიანდება (ამ თვის ბიუჯეტი უკვე განხილული და დამტკიცებულია)

პოსტის ავტორი: jariskaci თარიღი: Jan 31 2010, 12:49 AM

ნათი ხვალ საღამოსკენ გამოგივლი და კალენდრები მომეცი.ხომ გეცლება?

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jan 31 2010, 11:55 PM

ციტატა(jariskaci @ Jan 31 2010, 12:49 AM) *

ნათი ხვალ საღამოსკენ გამოგივლი და კალენდრები მომეცი.ხომ გეცლება?

შემეხმიანე და მოგაწოდებ...

პოსტის ავტორი: jariskaci თარიღი: Feb 1 2010, 09:18 PM

დღეს ლუიზას გადავეცი ფორუმის კალენდრები და ლია გადმოცემული თანხა 100 ლარი.ძალიან გახარებული წავიდა სახლში.უფალი გეწეოდეთ ყველას.
არის კიდევ ერთი პრობლემა,ლუიზას ტხელი დახეული კურტკა ეცვა.......
მისი წლოვანებაც დავადგინე ლუიზა 19 წლისაა.

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Feb 1 2010, 11:08 PM

ლია
გაიხარე ლია! smile.gif

ციტატა
დღეს ლუიზას გადავეცი ფორუმის კალენდრები და ლია გადმოცემული თანხა 100 ლარი.ძალიან გახარებული წავიდა სახლში

კაი ბიჭი ხარ! kiss1.gif

რაც მქონდა კალენდრები ყველა გავატანე 300 ცალამდე იქნებოდა, ყველას თუ გაყიდის მთელი თანხა მისი იქნება და გამოადგება... smile.gif


ციტატა
არის კიდევ ერთი პრობლემა,ლუიზას ტხელი დახეული კურტკა ეცვა.......


იქნებ შევაგროვოთ ტანსაცმელი და მივაწოდოთ

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Feb 2 2010, 01:20 AM

გურამ, როგორი აღნაგობისაა ის გოგონა?

გადავარჩევ ტანსაცმელებს, იმედია გამოადგება unsure.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Feb 2 2010, 11:14 AM

ქურთუკი მეც მაქვს და შემიძლია მივცე. გერმანიიდან ჩამოვიტანე და სულ რამდენიმეჯერ მეცვა. ვის და როგორ მივაწოდო? ოღონდ ხვალამდე არ შემიძლია. იმედია, ჩემი ზომა კარგად ექნება. გამხდარი კი ჩანს, მაგრამ ძალიან მაღალი ხომ არ არის?

ფეხი რა ზომა აქვს ხომ არ იცით? და კიდევ მაინტერესებს პატარა რამდენი თვისაა.

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Feb 2 2010, 11:39 AM

მარიამი

ციტატა
ქურთუკი მეც მაქვს და შემიძლია მივცე. გერმანიიდან ჩამოვიტანე და სულ რამდენიმეჯერ მეცვა. ვის და როგორ მივაწოდო? ოღონდ ხვალამდე არ შემიძლია. იმედია, ჩემი ზომა კარგად ექნება. გამხდარი კი ჩანს, მაგრამ ძალიან მაღალი ხომ არ არის?

ფეხი რა ზომა აქვს ხომ არ იცით? და კიდევ მაინტერესებს პატარა რამდენი თვისაა.

მარი გურამს(ჯარისკაცს) მიაწოდე და გადასცემს, დაუ-PM და შეთანხმდით

პოსტის ავტორი: jariskaci თარიღი: Feb 3 2010, 10:40 PM

კარგი იქნება თუ ყველა ერთად შეაგროვებს თანსაცმელს და ერთიანად წავუღებ რადგან გადატვირთული გრაფიკი მაქვს და არ მცალია ყოველთვის.ლუიზა სუსტი გოგოა,სიმაღლეში ასე 165 სმ.

პოსტის ავტორი: ა ნ ა თარიღი: Feb 8 2010, 04:09 PM

ტანსაცმლით დახმარებას მეც შევძლებ, როდის აპირებთ შეგროვებას გამაგებინეთ რაა.

პოსტის ავტორი: jariskaci თარიღი: Feb 9 2010, 12:43 AM

დღეს მარიამმა გადმომცა ქურთუკი ლუიზასთვის მაგრამ ვერ მოვახერხე ნახვა.სავარაუდოდ შუა კვირაში მეცლება ერთი დღე და კარგი იქნება თუ რამეს მოვაგროვეთ.
ნამეტანი აცივდა.................

პოსტის ავტორი: ა ნ ა თარიღი: Feb 11 2010, 10:52 AM

ალბათ მეც შევძლებ დახმარებას და გურამ PM-ით გამაგებინე რა როდის გადაწყვეტ ლუიზას ნახვას, რომ გაგატანო რაღაცეები.

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Feb 11 2010, 10:58 AM

გური, შეძლებ ჩემებს რომ მიაკითხო? ხომ გახსოვს სახლი? ბავშვებისთვის თბილ ტანსაცმელს და კურტკებს გაგატანდა დედაჩემი... მე არ ვიცი როდის მოვახერხებ ჩამოსვლას....

პოსტის ავტორი: jariskaci თარიღი: Feb 11 2010, 05:02 PM

ნი ამ შანათ კირას არ მცალია და იქით კვირაში ერთი დღე მოვიცლი,შენი ძმის ნომერი მომწერე და შევხვდები რომ მოვიცლი.სახლს შეიძლება ვრ მივაგნო

პოსტის ავტორი: jariskaci თარიღი: Feb 24 2010, 06:19 AM

ნინომ და სოფომ კი გადმომცეს ტანსაცმელი და ფული მაგრამ ლუიზა ჯერ ვერ ვნახე,დამეკარგა ის გოგო.ნეტა ჩემი ზომა არაფერია ამ პარკებში?biggrin.gif

პოსტის ავტორი: dariala თარიღი: Feb 24 2010, 03:42 PM

ბავშვები რა ხნის ყავს? განსაკუთრებით პატარა, შემიძლია ტანსაცმელი ვუწილადო

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Feb 24 2010, 10:54 PM

jariskaci

ციტატა
ბავშვები რა ხნის ყავს? განსაკუთრებით პატარა, შემიძლია ტანსაცმელი ვუწილადო

როგორც სურათებიდან ჩანს 2 და 3 წლის იქნებიან

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Feb 25 2010, 10:34 PM

dariala

ციტატა
ბავშვები რა ხნის ყავს? განსაკუთრებით პატარა, შემიძლია ტანსაცმელი ვუწილადო

გოგო 3 წლისაა,მეორეზე გურამმა მითხრა მგონი 3 თვის ბიჭი ჰყავსო.

პოსტის ავტორი: jariskaci თარიღი: Mar 5 2010, 06:17 PM

გამარჯობაათ.როგორც იქნა მოვაკვლიე ლუიზა და გადავეცი ტანსაცმელიც და ნინოს გადმოცემული თანხაც.ყველას ძალიან დიდი მადლობა.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)